შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის ქურდი (თავი XVIII)


15-08-2016, 12:24
ავტორი ნეპტუნიელი
ნანახია 1 594

-გაბრიელი-
მეორე დღეს ეკას სახლთან კიდევ მივედი. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექი გარეთ. თუმცა ბოლოს ძალა მოვიკრიბე და კარზე დავაზარე. კარი ხანში შესულმა ქალმა გამიღო.
-გამარჯობა, ქალბატონო...-სახელი არ ვიცოდი ამიტომაც პაუზა გავაკეთე.
-ირინა, შვილო-თბილად მომიგო.
-გამარჯობა, ქალბატონო ირინა ეკა სახლშია?
-კი შვილო შემოდი ეხლავე დავუძახებ!-ზღურბლს გადავცდი და იქვე კარებში დავდექი. როგორც ჩანს ეს ქალი ეკას ბებიაა. ქალი მომშორდა. მეც დიდი ხანი არ მომიწია ლოდინი.
-კატერინა-
ჩემს ოთახში ვიყავი და ანას ზარს ველოდებოდი. მის ბიძას გუშინ ყველაფერი ავუხსენით, მხოლოდ ის არ მითქვამს ამ მკვლელობის შესახებ საიდან ვიცი. ამას ვერც ვეტყოდი. ამ დროს ბებია შემოვიდა ოთახში:
-კატერინა, ბებო, შენთან ვიღაც ბიჭია მოსული წამოდი ნახე!
-ააა, ალბათ ბექაა! კაი წამოვალ ეხლავე.-ფეხზე ჩავიცვი და ოთახიდან გავედი. შესასვლელს რომ მოვუახლოვდი გაბრიელი დავინახე:
-აქ რას აკეთებ?-ვკითხე და სახე საგრძნობლად დავისერიოზულე, ხელები კი მგერდთან გადავიჯვარედინე.
-ეკა, ყველაფერზე არასწორი წარმოდგენა გაქვს და მინდა სიმართლე გითხრა. ძალიან გთხოვ ერთხელ მომისმინე და მერე შენით გადაწყვიტე რას იზამ!
-ჯერ ერთი მე არასწორი წარმოდგენა არ მაქვს, მე ის ვიცი რაც საკუთარი ყურით გავიგე და მერეც თუ მოგისმენ თავს დამანებებ?!
-ჯერ მომისმინე და მერე გადაწყვიტე რა გინდა და რა არა.-მითხრა და განაგრძო-ვიცი რომ ძალიან დიდი და გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი. ეს არ უნდა გამეკეთებინა,თუმცა შევცდი. ეკა, მაშინ არ გიცნობდი. მხოლოდ ერთხელ მყავდი ნანახი.
-რადგან არ მიცნობდი ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემსზე ნაძლევის დადება შეგეძლო!-ვუთხარი და თვალებში ჩავაშტერდი.
-ძალიან გთხოვ ნუ მაწყვეტინბ! ბოლომდე მომისმინე... გახსოვს ლაშქრობაზე, ტბის პირას რომ ვისხედით? მაშინ გითხარი რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მინდოდა მეთქვა, შენ არ უნდა გაბრაზებულიყავი და ბოლომდე უნდა მოგესმინა ჩემთვის! აი, მაშინ მინდოდა, რომ ეს ყველაფერი შენთვის მეთქვა... დამიჯერე სიმართლეს გეუბნებ. სკოლის ბოლო დღეს კი ბიჭებს დავურეკე და შევხვდი. ყველაფერი მოვაგვარე, ნაძლევი ჩავშალე.
-დაასრულე?-წავისისინე და განვაგრძე-და საერთოდ ამის შემდეგ ადამიანი როგორ უნდა გებდოს? საიდან მივხვდე რომ არ მატყუებ? სამწუხაროდ სიცრუის დეტეკტორი არ მაქვს,თორემ აუცილებლად შევამოწმებდი-ირონიულად გავიცინე. ამ დროს შემოსასვლელში ბებიაც შემოვიდა:
-ეკა, შვილო კარებში რატომ დგახართ? შემოდით! ეგრე უნდა მეგობრის დახვედრა?
-არა, ბებო... ჩემი მეგობარი უკვე მიდის!-მერე გაბრიელს შევხედე. ირინა კი სამზარეულოში გავიდა შეწუხებული სახით. მე კარები გავაღე და ვუნიშნე რომ გასულიყო.-მე მჯეროდა, რომ შენშიც იყო რაღაც კარგი, თუმცა შევცდი! მწარედ შევცდი!-ვუთხარი და კარები ცხვირწინ მივუხურე.
----------------------------------------------------------------------------------------------------------
-ბიძაჩემი იყო იმ განყოფილებაში სადაც იმ ჩანაწერებს ინახავენ, რომელიც სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს, თუმცა ერთი პრიბლემაა!-მითხრა და დაიმანჭა.
-ერთი პრობლემა! რა პრობლემა?-ვკითხე ანას და პასუხს დაველოდე.
-იმ დღეს გადაღებული ვიდეო არ არსებობს. საერთოდ არ აქვთ. მე ვფიქრობ რომ ვიღაცამ განძრახ დამალა ან გაანადგურა, რომ ეს დანაშაული არ არავის ენახა.
-მაშინ რა უნდა ვქნათ?-ვთქვი ხასიათგაფუჭებულმა.
-არ ვიცი.-არც ანა იყო მაინდამაინც კარგ გუნებაზე.ამის მერე ანას მოვუყევი გაბრიელმა რაც მითხრა.
-იქნებ სიმართლე თქვა და მართლა უნდა რომ აპატიო!
-არ ვიცი, უკვე აღარ ვიცი რაზე ვიფიქრო. გაბრიელზე თუ დედამისზე და მამამისზე? ეგ ოჯახი შემიწირავს-ვუთხარი და გავიცინე.
მერე ცოტახანი ტელევიზორს ვუყურებდით და უცბად:
-მოვიფიქრე!-ვთქვი და მაგიდაზე დადებული ნოუთბუქი ავიღე. საძიებელ ველში ასოები ჩავწერე და რეზო ხვედელიძის ანუ გაბრიელის მამის კომპანიის მისამართი ფურცელზე დაგავიტანე.
-მგონი ვიცი როგორც უნდა მოვიქცეთ!!!!-ვთქვი და კმაყოფილმა მობილური ხელში ავათამაშე.

-გაბრიელი-
როგორც ჩანს მხოლოდ სიმართლის თქმა და თავის გამართლება არ კმარა, ეკას გულის მოსაგებად! და ახლა რა ვქნა? მითხრა რომ ვეზიზღები და ა.შ . სანაგვე ურნას გვერდით ჩავუარე და მის მოპირდაპირე მხარეს სკამზე დავჯექი. არსაიდან ქარი დაცნდა და ერთი ფურცელი, რომელიც მის გარეთ ეგდო ჩემს ფეხებთან მოიტანა. არ ცივი რატომ მაგრამ ძალიან მომინდა მენახა რა ფურცელი იყო. ხელში ავიღე და გავშალე. საკუთარი პორტრეტის დანახვის შემდეგ მივხვდი ეს ვინც დახატა. სანაგვე ურნას მვუახლოვდი. ფურცლები დაკუჭული არ იყო, უბრალოდ სანაგვეში იყო ჩატენილი, კიდევ ერთი ფურცელი ამოვიღე და მივხვდი, რომ კატერინას სულაც არ ვეზიზღებოდი. ახლა უფრო მეტი შანსები მაქვს!

---------------------------------------------------------
ბავშვებო ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, გუშინ მართლა ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს და ამიტომ ვერ დავწერე. ხვალ ვეცდები შემდეგი ტავი დავწერო. ძალიან გთხოვთ შემიფასეთ შაქარლამებო!



№1  offline წევრი რიტა

აი ვთქვი ხო ვთქვი არააა... ვიცოდი ნახატებს რომ იპოვიდა იეს. კაიყო მომეწონა ეს თავი უფრო საინტერესო იყო.

არვიცი რა გითხრა ძალიან გამიხარდა ახალი თავის დანახვა. რასაც ქვია ფრენიფრენით ჩავიკითხე ეს თავი ძალიან პატარა იყო.^^

არაუშავს დაგვიანება. იმედია ხვა აუცილებლად დადებ ახალ თავს წარმატებები ჩემო ტკბილო. <3

 


№2 სტუმარი mtvark svani

ooooo aseti patara tavi rato dade raaa?male dade didi tavi tan gtxooooov

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent