შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათხოვარი (13 თავი)


10-09-2016, 21:10
ავტორი murachashvili
ნანახია 3 977

მეცამეტე თავი
არ ვიცი ამ ემოციას სახელად რა ჰქვია, სიხარული? არა, ერთ სიტყვაში ვერ მოვაქცევ ჩემს განცდებს. როცა გგონია, რომ ფეხქვეშ სამყარო გეცლება, როცა გული გითრთის, როცა გინდა გაიღიმო, მაგრამ მაინც ტირი, ნეტა როდის გავხდი ასეთი სუსტი?! როგორც ყოველთვის გიორგი პირველი მორბის, ხელში მიტაცებს, ძვლების ტკივილამდე მიკრავს გულში, უსიტყვოდ, ხელის კანკალით ვეხუტები და მის ძლიერ მკლავებში ვიკარგები.
- ჩემი გიჟი... ჩემი... - როხროხებს და მაბზრიალებს. მე კი, არ ვიცი რა ვუთხრა, სიტყვები ყელში მეჩხირება, იმდენი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ სიტყვას ვერ ვძრავ. გააზრებას ვერ ვასწრებ კაკისთან ვინაცვლებ, თითქოს თოჯინა ვარ, ხელიდან-ხელში გადავდივარ.
მილოცავენ, რაღაცას მსაყვედურობენ, რაღაცას მეუბნებიან, მე კი არაფერი მესმის, მხოლოდ სანდროს ზედმეტად კმაყოფილ მზერას ვამჩნევ, როგორც იქნა მეგობრები ხელს მიშვებენ, ფრთხილად, ნელი ნაბიჯით მიახლოვდება და სულ ოდნავ მეხება ლოყაზე. თითქმის ჩურჩულით ნათქვამს საკუთარ ყვრიმალთან ვგრძნობ:
- სრულწლოვანებას გილოცავ, გვანცა! ...
და, ცხოვრებაში პირველად ვნანობ, რომ გარშემო ამდენი ადამიანია, რომ ასეთი მოუხერხებელი ვარ, რომ მადლიერებისა და სიხარულის გამოხატვის ნაცვლად, მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა შემიძლია:
- მადლობ! - მაგრამ მის მზერაში ისევ ჩვეული ირონია ჩანს, რატომღაც მგონია, თითოეულ უთქმელ სიტყვას მიმიხვდა, ამის გააზრებაზე ორმაგად ვწითლდები და სად დავიმალო აღარ ვიცი.
უხერხული მდგომარეობიდან დარბაზში ჩამქრალ შუქს გამოვყევარ, სადღესასწაულო სიმღერის ფონზე, ზურას ვეებერთელა ტორტი შემოაქვს.
- გეგონა ვერ გავიგებდით?! ყველაზე ნიჭიერ თანამშრომელს ყველაზე ჯიჯღინა უფროსისგან! - სიცილით მილოცავს ის.
რა მეთქმის?! ბედნიერი, მადლიერების ნიშნად ამჯერად მას ვეხვევი.
რამოდენიმე წუთიანი ეიფორია სწრაფადვე მივლის, გასახდელში გავრბივარ უნიფორმის გამოსაცვლელად და მაგიდასთან მსხდომთ ვუერთდები. ვაჟას დაბღვერილი მზერა, რესტორნის ყველაზე მკაცრ კანონს მახსენებს: - „მომუშავე პერსონალს კლიენტებთან ახლო ურთიერთობაში შესვლა არ შეუძლია, მით უმეტეს სუფრასთან ჯდომაც ეკრძალებათ!“.
- „ისინი კლიენტები კი არა, ჩემი მეგობრები არიან!“... - ვუსწორებ საკუთარ თავს და ვცდილობ უფროს ახალკაცზე აღარ ვიფიქრო.
- არ მეტყვით, ერთმანეთი როგორ იპოვეთ? - ინტერესით ვუმზერ ოთხივეს.
- ვიპოვეთ?! ჩვენს ერთად ყოფნას სანდროს უნდა უმადლოდე! ჩემი საქმე გამოითხოვა და ხელახლა ძიება დაიწყო... - მხიარული სახით მიყვება გიორგი.
- საქმე დახურული არ იყო?! - ყელში ნერწყვი მეჩხირება - ვახომ განცხადება არ გამოიტანა?!
- რა თქმა უნდა, არა! მაგ არაკაცის ნდობა იქნებოდა?! პირიქით, უფრო და უფრო დამიმძიმა მდგომარეობა, სანდრო რომ არა...
- დიდი არაფერი, რამოდენიმე მოწმემ დაადასტურა, რომ იმ დღეს გასროლა თავდაცვის მიზნით მოხდა, რომ თავდამსხმელების ხელიდან შენი დახსნის ერთად-ერთი გზა იარაღიდან სროლა იყო!... - ისეთი უდარდელი სახით მეუბნება, თითქოს ამ საქმეში მოწმეებს მოძიება უმარტივესი რამ იყოს.
შემცბარი, თვალებგაფართოებული ვუმზერ, მაგრამ ვერ ვბედავ უფრო ღრმად ჩაძიებას, ისიც არაფერს მეუბნება, მზერას მარიდებს და კაკისთან აგრძელებს საუბარს. იმის გააზრებაზეც კი, რომ ამ საქმის ძიებისას ვახოთან შეხება ჰქონდა, ნელ-ნელა ცახცახი მიტანს, ხელის გულები მიოფლიანდება:
- ჩემზე თავდასხმა თუ დადასტურდა, ვახოს რა ბედი ეწია?! - ხმა ჩამწყდარი ვკითხულობ მე.
- დასანანია, მაგრამ შენი საქმის გამომძიებელი მაგ მხრივ მართალი იყო, ოფიციალურად შეურაცხადადაა ცნობილი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში ვერ გადასცემენ, თუმცა გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა!...
- შეურაცხადად?! - თითქოს მისი სიტყვების დაჯერება მიჭირს, ხმა მებზარება - ამდენი ხანი ციხეში იჯექი?! - ცრემლებს ვეღარ ვიკავებ.
- ძალიან გთხოვ, არ გინდა... იმ არაკაცს ადრე თუ გვიან საკადრისს მივუზღავთ და მაშინ!..- ჩემს დამშვიდებას ცდილობს სანდრო.
- რასაც მეუბნები, გჯერათ?! - ცრემლებით სავსე თვალებით ვუმზერ სამივეს.
ბიჭები მზერას მარიდებენ, პასუხს არ მეუბნებიან.
- აუ, კარგით რა… იმის მაგივრად ერთად ყოფნით დავტკბეთ, აქაც ვახოზე უნდა ვისაუბროთ?! - მეტიჩარა ბავშვივით გვებუსხება ანიტა - მომიყევი როგორ ხარ? ერთმანეთი როგორ გაიცანით? ჩვენთან წამოსვლას არ გეგმავ? იქნებ...
- როგორ გავიცანი?! - უხერხულად ვიშმუშნები და ვწითლდები.
- მეტროში, მგზავრობის დროს... - მოხერხებულად გამოვყავარ სიტუაციიდან სანდროს.
- მართლა?!... - აშკარად მორიგი კითხვის დასასმელად ემზადება ანიტა, თუმცა კაკი აწყვეტინებს.
- პაუზა მაინც გააკეთე?! - სიცილს ვეღარ იკავებს.
- დასმულ კითხვებზე პასუხი რომ გაგცე, მთელი საღამო უნდა ვილაპარაკო, მე კი ის უფრო მაინტერესებს თქვენ როგორღა მოგაგნოთ? - კითხვას ვუტრიალებ გოგონას.
- რა ძნელად მოსაძებნი ჩვენ ვართ?! სტუდიაში მოვიდა და ჩვენი კოოორდინატებიც მისცეს...
- ასე მარტივად?! - საკუთარ თავზე ვბრაზდები, ხომ შემეძლო იგივე მეც გამეკეთებინა?!
- საძაგელი ბიჭი ხარ! - მსუბუქად ურტყამს მხარზე ხელს მეუღლეს ანიტა - გატყუებს, სტუდიაში მისვლაც არ დასჭირვებია, უბრალოდ სანდრო გიორგის დაეხმარა ციხიდან გამოსვლაში, გიორგი კი ჩვენ დაგვიკავშირდა...
- მარიკა როგორ გყავს?! - ამჯერად ისევ გიორგის მივმართავ.
- კარგად, რა უჭირს?! რაც ციხიდან გამოვედი თავს მევლება, სხვას ჩემისთანას სად ნახავს?!... - თვალს მიკრავს ის. - როგორც სანდროსგან გავიგეთ, უჩვენოდ მშვენივრად მოეწყვე, სწავლა დაგიწყია...
- მშვენიერის რა გითხრათ! - გავლილი პერიოდი ტკივილით მახსენდება - თუმცა ბედს არ ვუჩივი... - სანდროს წყალობით ვმუშაობ, გავდივარ მზარეულის კურსებს და...
- ცეკვა?! ცეკვას არ დაუბრუნდები? - ცნობისმოყვარედ მეკითხება ანიტა.
- ეჰ, ჩემს ცხოვრებაში ტაშ-ფანდურის ადგილი აღარაა... ცეკვა კარგახანია ბავშვობის ოცნებად დარჩა!... - სევდიანად მეღიმება მე.
- შეუძლებელია!... - იმხელა ხმაზე წამოიკივლა ანიტამ, რომ გარშემო მსხდომებმაც შემოგვხედეს. - გვანცას ცეკვა გინახავს?! - ისე ჰკითხა სანდროს, თითქოს მისი დანაშაული იყო, მე რომ აღარ ვცეკვავდი.
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია ვაჟმა.
- მაშინ არც ქართული ცეკვა გაქვს ნანახი! - პათეტიკურად აცხადებს კაკი.
- აფორმებენ, აფორმებენ! - სიცილს ვეღარ ვიკავებ მათი დაბღვერილი სახების დანახვაზე.
- ამას ორ წუთში დაგიმტკიცებთ!... - გაპროტესტებას არ მაცდის გიორგი დამკვრელებთან გარბის.
რამოდენიმე წუთში სმენას დაისის ჰანგები სწვდება. დარბაზის შუაში საცეკვაო მოედნისთვის ადგილი თავისუფლდება, ბეჭებში გაშლილი, ლაღი მოძრაობით მოედანს წრეს ურტყამს გიორგი, მაყურებელი გამამხნევებელ ტაშს უკრავს. შორიდანვე მანიშნებს საცეკვაოდ გავყვე. არ მინდა მეგობარს ვაწყენინო, ვდგები და ფრთხილი მოძრაობით ვუახლოვდები. შავ, ბრილა თვალებში ვუმზერ, სულ რამოდენიმე წამი მჭირდება ყველაფრის დასავიწყებლად, ჩემში კარგახნის მივიწყებული გვანცა იღვიძებს, ვგრძნობ მთელი სახით ვიღიმები, ცეკვის მაგივრად დავფრინავ, ნარ-ნარი მოძრაობით დავქრივარ სცენაზე.
დაისს მთიულური ცვლის, ტეხილებით გიორგის კაკი უჭრის, კაკის რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს სანდრო ენაცვლება, თუმცა სცენიდან არც ერთი არ გადის. ბიჭების ალყაში მოქცეული დამფრთხალი შველივით ვცდილობ თავისუფლების მოპოვებას, ერთი მხრიდან მეორეს ვაწყდები, მეორედან - მესამეს. ბიჭები თითქოს ლიდერობის მოსაპოვებლად ერთმანეთს ეასპარეზებიან, მხსნელად როგორც ყოველთვის, ანიტა მევლინება. ყელმოღერებული, კეკლუცი ღიმილით მეუღლეს უხტება წინ. დაღლილი გიორგი მაგიდასთან ბრუნდება და ვრჩებით ორნი, მე და სანდრო, ცეკვის რიტმს აყოლილნი, ერთმანეთის პირისპირ, ერთმანეთის მზერაში დაკარგულნი....
მის დაჟინებულ მწველ გამოხედვას ვეღარ ვუძლებ, უნებურად თვალს ვარიდებ, ისევ ვწითლდები. სულ ცოტაც და გული საგულეს დატოვებს, თითქოს დამკვრელებიც გრძნობენ ჩვენს ემოციებს, მელოდია წყდება, თუმცა სანდრო ჩემს გაშვებას სულაც არ ჩქარობს, ათრთოლებული ხელებით გულში მიკრავს:
- მადლობ! - ჩვეულებისამებრ სულ ოდნავ მეხება ყვრიმალზე.
ტანში ჟრუანტელი მივლის, მის სურნელით გაჟღენთილი, ვცდილობ თითეული დეტალი დავიმახსოვრო. მეშინია სიამოვნების, მასთან სიახლოვით რომ განვიცდი, მინდა მოვშორდე, მაგრამ მკლავებს ბორკილებივით მიჭერს. უსიტყვოდ, ძლიერად მიკრავს მკერდში. ჩვენი ჩახუტება დიდხანს არ გრძელდება, ალბათ სულ რამოდენიმე წამს, მაგრამ მე საუკუნედ მეჩვენება. რატომღაც მგონია, რომ ჩემი გაორმაგებული გულისცემა მთელ დარბაზს ესმის, უნებურად თვალს ვავლებ ფეხზე წამომდგარ მოქეიფეებს და ადმინისტრატორთან დაბღვერილი სახით მდგომ ვაჟას ვამჩნევ.
თითქოს მდუღარე გადამასხესო, ოცნებებიდან აშკარად მიწაზე ვენარცხები. ჩემს მზერას სანდროც თვალს აყოლებს.
- უფლება რომ მქონდეს, ხელს არასოდეს გაგიშვებდი! - რატომღაც დანანებით, ტკივილით მეუბნება, გულიდან მიშორებს, თუმცა ხელს მაინც არ მიშვებს, პატარა ბავშვივით ხელჩაკიდებული მივყევარ ჩვენი მაგიდისკენ.
-აღიარე, ხომ ლამაზი იყო?! -დაჯდომას არ გვაცდის, აღტაცებული ანიტა.
- ულამაზესი! - გულზე მალამოდ მედება მისი კომპლიმენტი.
- გვანცა, დედას გაფიცებ, ხომ ისევ იცეკვებ?!
- ჩემს მდგომარეობაში ცეკვაზე ფიქრი შემიძლია?!- მისი კითხვა უკვე მაღიზიანებს, ჩემი პასუხით ზედმეტად განაწყენებულს თვალები ცრემლებით ევსება - კარგი, რა ანიტა! როდის აქეთ გახდი ასეთი გულჩვილი?!...
- სულ რაღაც ორი თვეა! - ეშმაკურად იცინის კაკი.
- შეუძლებელია! - თვალებ გაფართოვებული მუცელზე ვაჩერდები მასწავლებელს.
- გირჩევ, ცეკვას დაუბრუნდე, ორსული ქალისთვის უარის თქმა არ შეიძლება, ბავშვი უშნო გამიჩნდება... - ისევ სათავისოდ ატრიალებს სიტუაციას.
- შენ ოღონდ ჯანმრთელი ბავშვი გააჩინე და თუ გინდა მთელი ცხრა თვე ცერზე ვიტრიალებ! - დაუფიქრებლად ვისვრი სიტყვებს.
- კაკი, გესმის კაკი? კარგად დაიმახსოვრე, გვანცა ცეკვაზე დავითანხმე! - ნიშნისმოგებით გადახედა მეუღლეს.
იმ საღამოს კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, ვიცინეთ, ზოგჯერ ვიტირეთ კიდევაც. ბედნიერი ვიყავი, არა, უბედნიერესი. პერიოდულად სანდროს მზერას ვგრძნობდი, არ ვიცი რა იყო იქ ასეთი განსაკუთრებული, თითქოს თბილი და თითქოს სევდის მომგვრელი, სადღაც გამქრალიყო მისი ჩვეული ირონია, ღიმილიც კი გაუთბა და უნებურად გავთბი მეც.

თითქმის დახურული რესტორნიდან უკანასნელად ჩვენ გამოვდივართ. არ მემეტებიან გასაშვებად, მაგრამ მაინც მიდიან.
- იქითა კვირას ამ მისამართზე მოდი! - სტუდიის მისამართის მოცემა არ ავიწყდება - არ მომატყუო, იცოდე! - საჩვენებელ თითს მიქნევს ანიტა.
- მოვალ, ანიტა, მოვალ! - ამჯერად საკმაოდ შემთვრალ გიორგის ვეხვევი.
- ჩემი მახინჯი ჭუკი, ჩემი სიცოცხლე ხარ შენ!... - ჩვეულებისამებრ თმებს მიჩეჩავს ის.
- ხომ, იცი როგორ მიყვარხარ?! - ცრემლებს ვეღარ ვიკავებ.
- როგორი სენტიმენტალური ხარ, ტო?!... - ისევ უადგილოდ ტენის ჟარგონს და სიცილს ვეღარ ვიკავებ. -ასე არ ჯობია?! არასოდეს არ იტირო, არავის გამო... გესმის?!
- მესმის გიო, მესმის...
ფეხებთან გაჩერებულ ტაქსში ჯდება ისიც და მიდის.
დავრჩით მხოლოდ ორნი, მე და სანდრო. დამშვიდობებას არ ჩქარობდა, თითქოს ჩემი ცქერით ტკბებოდა, მე კი წასასვლელად არ მეთმობოდა. როგორც ყოველთვის, უთქმელ წინადადებაზე მპასუხობს:
- წასვლა არ მინდა!
გააზრებას ვერ ვასწრებ, სიტყვები მისით მწყდება: - რომ არ წახვიდე?! ყავას დაგალევინებ, ჩაის...
საკუთარი ნათქვამის არსს თითქოს ეხლაღა ვიაზრებ, მაგრამ წამოსროლილ ფრაზას უკან ვეღარ ვიბრუნებ. სახეზე ალმური ამდის. ფრთხილად მიახლოვდება, ყვრიმალთან ოდნავ მეხება, ვხედავ ნერწყვს მძიმედ როგორ ყალაპავს: - უნდა წავიდე! ეხლა, რომ არ წავიდე...
წინადადებას არ ასრულებს, უბრალოდ ბრუნდება და მიდის. მე კი მტკივა, მისი დაუსრულებელი სიტყვები მტკივა.



№1  offline წევრი nestanuka13

რეალობასთან ახლოს არის ეს ისტორია და ამ გოგოს ტკივილის მეც ვითავისებ ხოლმე, ძალიან მომწონს ეს ისტორია და ნუ აგვიანება რა :))

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ნუ, ამდენი ტკივილის მერე სანდროს დაუმთავრებელი სიტყვებიც რომ არ "იტკიოს" და იტვირთოს სად შეუძლია ისე ყოვლისშემძლე გვანცას smile .

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nestanuka13
რეალობასთან ახლოს არის ეს ისტორია და ამ გოგოს ტკივილის მეც ვითავისებ ხოლმე, ძალიან მომწონს ეს ისტორია და ნუ აგვიანება რა :))

დიდი მადლობა, რომ კითხოლობთ. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ასეთი ცხოვრების გადატანა რეალურ ცხოვრებაში არავის მოუწევს <3

grafo
ნუ, ამდენი ტკივილის მერე სანდროს დაუმთავრებელი სიტყვებიც რომ არ "იტკიოს" და იტვირთოს სად შეუძლია ისე ყოვლისშემძლე გვანცას smile .


ჩემს გვანციკოს ნუ დასცინიხარ triumph მშვენიერი ემოციური და მგრძნობიარე გოგონა მყავს smile

 


№4 სტუმარი ემი

ამდენი ტკივილის მერე, ერთ დღეში, ერთად, ამდენი მრავალფეროვნად ბედნიერი ემოციის მიღება, ადვილი არ არის.... worried

ისე ანნა, ტყუილად გვაცოდებ გვანცას, მშვენიერი მოხერხებულია სადაც და როცა დასჭირდება wink

 


№5  offline წევრი aNuGi

ძალიან დიდი მადლობა ასეთი ემოციებისთვის <3
ვერც კი წარმოიდგენ როგორი ღიმილით ჩავიკითხე ეს თავი, ამდენი ტკივილის მერე ნამდვილად ყველაზე სასიამოვნო და თბილი თავი იყო.
ყურებამდე გამეღიმა იმ ადგილზე სადაც სანდრო ჩაუხტა საცეკვაოდ, გვანცა კი არა მეც არ ველოდი და რამდენჯერმე გადავიკითხე ხომ არ მეჩვენება მეთქი. უბრალოდ ისეთი ტიპია რომ ნაკლებად მოსალოდნელი იყო მისგან.
უმაგრესი გოგო ხარ უმაგრესი ისტორიით!
ველი შემდეგ თავს!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

ამ თავმა ცოტა გამახალიასა კარგი იყო .. ნუ იგვიანებ რა ერთი სული მაქ როდის წავიკითხავ შემდეგს.

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ემი
ამდენი ტკივილის მერე, ერთ დღეში, ერთად, ამდენი მრავალფეროვნად ბედნიერი ემოციის მიღება, ადვილი არ არის.... worried

ისე ანნა, ტყუილად გვაცოდებ გვანცას, მშვენიერი მოხერხებულია სადაც და როცა დასჭირდება wink

გაცოდებთ?! smile ვერ უარვყოფ, ნამდვილად მოხერხებული გმირი გამომდის, თუმცა ისეთ ბიჭს უმიზნებს, უნარები ნამდვილად სჭირდება smile ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, რაც შეეხება მის მოქმედებებს, მე ზედმეტად თამამსაც კი ვუწოდებდი, მაგრამ შეყვარებული ქალი რომ ვუწოდო, ოდნავ მაინც გაამართლებს?!

aNuGi
ძალიან დიდი მადლობა ასეთი ემოციებისთვის <3
ვერც კი წარმოიდგენ როგორი ღიმილით ჩავიკითხე ეს თავი, ამდენი ტკივილის მერე ნამდვილად ყველაზე სასიამოვნო და თბილი თავი იყო.
ყურებამდე გამეღიმა იმ ადგილზე სადაც სანდრო ჩაუხტა საცეკვაოდ, გვანცა კი არა მეც არ ველოდი და რამდენჯერმე გადავიკითხე ხომ არ მეჩვენება მეთქი. უბრალოდ ისეთი ტიპია რომ ნაკლებად მოსალოდნელი იყო მისგან.
უმაგრესი გოგო ხარ უმაგრესი ისტორიით!
ველი შემდეგ თავს!

lalita
ამ თავმა ცოტა გამახალიასა კარგი იყო .. ნუ იგვიანებ რა ერთი სული მაქ როდის წავიკითხავ შემდეგს.

მიხარია, ოდნავ მაინც თუ მოვახერხე თქვენი გახალისება, სანდროს ცეკვა ალბათ მოულოდნელია, მაგრამ საქართველოში ხომ ყველა ცეკვავს?! იმედია არც მომავალში გაგიცრუებთ იმედს, აი რაც შეეხება თავების დაგვიანებას, ვაღიარებ, მტელი გულით ვცდილობ, სწრაფადა დავდო ახალი თავები, მაგრამ...

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

ასეთ მდგომარეობამდე თქვენი გმირი თავად მიიყვანეთ ქალბატონო ანნა, მე არაფერ შუაში ვარ. რა ჩემი ბრალია თუ ფაქტების სწორად და ზუსტად განსაზღვრა შემიძლია:)))).
რა გასაკვირია სანდრო რომ შეუყვარდეს, მაშინ როცა მოძალადე ვახოზე გული დაწყდა თავის დროზე:).

 


№9 სტუმარი ემი

კიი, სიყვარული გაამართლებს ნამდვილად... სიყვარული ხომ ყველაფერს ამართლებს, ზოგადად smiley
მოხერხებული და თამამი როა, ზუსტად მანდ ეტყობა, ასეთ ბიჭს რომ უმიზნებს... wink

 


№10 სტუმარი Guest murachashvili

grafo
ასეთ მდგომარეობამდე თქვენი გმირი თავად მიიყვანეთ ქალბატონო ანნა, მე არაფერ შუაში ვარ. რა ჩემი ბრალია თუ ფაქტების სწორად და ზუსტად განსაზღვრა შემიძლია:)))).
რა გასაკვირია სანდრო რომ შეუყვარდეს, მაშინ როცა მოძალადე ვახოზე გული დაწყდა თავის დროზე:).


თქვენი ფაქტების სწორად აღქმის ნიჭში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება :D სიმართლე გითხრათ, არც ის მინდა რომ ყველაფრით სრულყოფილი და დადებითი პერსონაჟი გამომივიდეს, იყოს სუსტი, მტირალა, ზოგჯერ შტერიც, დაუშვას შეცდომები და ვნახოთ ასეთს ვინ შეიყვარებს, ვინ შეიბრალებს და ვინ გაუმართავს ხელს. თვითონ ალბათ თავი ყველაზე ჭკვიანი ეგონება, იფიქრებს, რომ მხოლოდ მაინც იცის სიყვარული, მხოლოდ ის უყვართ ასე თავდავიწყებით, მაგრამ იქნება კი მისი შეხედულება სწორი?!... ეს ისტორია ჩემთვისაც ექსპერიმენტია, როგორც წესი ჩემი გმირები ქალზე შეყვარებული მამაკაცები იყვნენ, იმიტომ არა, რომ მამაკაცის ბუნებას ვიცნობ, უბრალოდ მათი თვალით დანახული ქალი მომწონდა. აქ კი, რაოდენ ძლიერადაც არ უნდა უნდოდეს ზრდასრული ადამიანივით მქცევა, მაინც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ქალი ხედავს სამყაროს...არ ვიცი რამდენად გამომდის, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს ისტორიაში ეს ჩანდეს.

ემი
კიი, სიყვარული გაამართლებს ნამდვილად... სიყვარული ხომ ყველაფერს ამართლებს, ზოგადად smiley
მოხერხებული და თამამი როა, ზუსტად მანდ ეტყობა, ასეთ ბიჭს რომ უმიზნებს... wink


თუ სიყვარული გაამართლებს, კიდევ არაუშავს smile თუმცა ვნახოთ სადამდე შეტოპავს სიყვარულის სახელით ჩვენი გმირი და როგორ დაასრულებს მის ეპოპეას smile

 


№11  offline მოდერი ლილიანა

ვახ რა კაი იყო ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№12  offline აქტიური მკითხველი grafo

სხვათაშორის ბოლო თავებში გვანცას ხასიათს არ ვერჩი. თუ რამეს ვსაუბრობ, მხოლოდ იმიტომ რომ გამოყოლილი მაქვს და აზრზე არ ვარ რამ უნდა დამავიწყოს დაუთოების და ძალადობის ფაქტები. მე მგონი პრობლემა (თუ შეიძლება რომ ასე ვუწოდოთ) იმაშია, რომ როცა წარსულს აღწერდით იქ უფროა თქვენეული ყველაფერი, ანუ ზუსტად გადმოეცით ყველაფერი და აწმყოში აირიეთ, ოღონდ იმიტომ არა რომ არ იცით რა და როგორ დაწეროთ, უბრალოდ შეგამჩნიეთ, ლექსიკაზეც კი...რომ ცდილობთ ისეთი ისტორია დაწეროთ როგორსაც საიტზე უფრო ჰყავს მკითხველი. სწორედ ამან გამოიწვია გაუგებრობა. არც ერთ თქვენს ისტორიაში ულოგიკობა არ შემიმჩნევია არასდროს, სულ უმრილიანობაზე გეწუწუნებოდით ხოლმე. აქ კიდევ, მთელი 11 საშინელი თავის მერე, გამხიარულება და აცუნდრუკება არ გამომდის. უბრალოდ, ამ ისტორიაში წარსულის გაქრობა აწი შეუძლებელია. თქვენგან მიკვირს ეს შეცდომა. თუმცა,ამის მიზეზიც ის მგონია რაც უკვე ვთქვი. ამიტომ, ყველა მომდევნო თავი ამ ისტორიის, რომელიც ისეთია როგორიც მე მიყვარს ამ საიტზე, არაფრის მომცემია პირადად ჩემთვის წარსულის ფონზე. ნუ, მეცინება მხოლოდ. იმედი მაქვს ყველაფერს ზუსტად და სწორად გაიგებთ:*.

 


№13 სტუმარი Guest murachashvili

grafo
სხვათაშორის ბოლო თავებში გვანცას ხასიათს არ ვერჩი. თუ რამეს ვსაუბრობ, მხოლოდ იმიტომ რომ გამოყოლილი მაქვს და აზრზე არ ვარ რამ უნდა დამავიწყოს დაუთოების და ძალადობის ფაქტები. მე მგონი პრობლემა (თუ შეიძლება რომ ასე ვუწოდოთ) იმაშია, რომ როცა წარსულს აღწერდით იქ უფროა თქვენეული ყველაფერი, ანუ ზუსტად გადმოეცით ყველაფერი და აწმყოში აირიეთ, ოღონდ იმიტომ არა რომ არ იცით რა და როგორ დაწეროთ, უბრალოდ შეგამჩნიეთ, ლექსიკაზეც კი...რომ ცდილობთ ისეთი ისტორია დაწეროთ როგორსაც საიტზე უფრო ჰყავს მკითხველი. სწორედ ამან გამოიწვია გაუგებრობა. არც ერთ თქვენს ისტორიაში ულოგიკობა არ შემიმჩნევია არასდროს, სულ უმრილიანობაზე გეწუწუნებოდით ხოლმე. აქ კიდევ, მთელი 11 საშინელი თავის მერე, გამხიარულება და აცუნდრუკება არ გამომდის. უბრალოდ, ამ ისტორიაში წარსულის გაქრობა აწი შეუძლებელია. თქვენგან მიკვირს ეს შეცდომა. თუმცა,ამის მიზეზიც ის მგონია რაც უკვე ვთქვი. ამიტომ, ყველა მომდევნო თავი ამ ისტორიის, რომელიც ისეთია როგორიც მე მიყვარს ამ საიტზე, არაფრის მომცემია პირადად ჩემთვის წარსულის ფონზე. ნუ, მეცინება მხოლოდ. იმედი მაქვს ყველაფერს ზუსტად და სწორად გაიგებთ:*.


გამხიარულება და აცუნდრუკება ზოგჯერ კარგია, ამ ისტორიის წერა ცოტა არ იყოს ზედმეტად მამძიმებს, და პატარა განტვირთვა მოვიწყვე smile ერთ რამეში კი უდაოდ გეთანხმები, როგორ ძლიერადაც არ უნდა მინდოდეს, ეს ისტორია ვერ იქნება ვერც მხიარული და ვერც რბილი... ჩემის აზრით, ადამიანი რომელიც თვითგადარჩენისთვის იბრძვის ვერც სიყვარულში ვერ მოდუნდება, ასე რომ ეს სირბილე მცირედი პაუზაა უფროა შტორმის წინ, ვიდრე მკითხველის ჩემზე ზემოქმედება. smile ისე არ გაიგო, თითქოს კომენტარებს მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რა თქმა უნდა მკითხველის აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ისტორიის წერა როცა დავიწყე, მიზანი ერთი მქონდა, კომენტარები გვერდით უნდა გადამედო და მხოლოდ ჩემი ისტორია დამეწერა... ვნახოთ რა გამოვა, ცხოვრებას ასეთ მუქ ფერებში როგორც წესი არ ვხედავ და არც ამდენი უარყოფითი პერსონაჟი მყოლია triumph არ მინდა ისე გაიგო, თითქოს ვწუწუნებ, ბოლოსდაბოლოს ისტორია ჩემია მისი დადებითი და უარყოფითი გმირებით, თუ ზედმეტად იმრავლეს უარყოფითა გმირებმა, უცებვე გამოვხშირავ, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით smile ვნახოთ რა გამოვა საბოლოოდ, მაგრამ ერთი რამ მაინც ფაქტია, როგორიც არ უნდა ვამტკიცებდე,კომენტარებს მნიშვნელობას არ ვანიჭებ მეთქი, ნარკომანივით თქვენზე დამოკიდებული გავხდი smile

 


№14  offline აქტიური მკითხველი grafo

მდააა...მე სხვა რამეზე ვსაუბრობ, თქვენ საერთოდ სხვა რამეს მპასუხობთ. ჭკვიანური ტაქტიკაა:)). უკვე მეორედ ისე გამოგყავართ ქალბატონო ანნა, თითქოს სერიოზულობის განსახიერება ვარ და განტვირთვა-აცუნდრუკებასთან გოჭი და ტურნიკივით ვარ.
ო, ღმერთო გვანცა იბრძვის თვითგადარჩენისთვის? სად იბრძოლა გვანცამ, რა გააკეთა, ან რატომ უნდა იბრძოლოს?!უსახლკაროა, უპატრონოა თუ რომელი ერთი?! თან, სად ხედავს აბა ცხოვრებას მუქ ფერებში?! გოგო ძალადობაზე საუბრობს და თან ცეკვავს:)).
თქვენი ნებაა ამდენი მძიმე თავის მერე თქვენს ისტორიაში შტორმს მოაწყობთ თუ ცუნამს. ზოგადად, მკითხველის კომენტარი ყოველთვის გვერდზე უნდა გადადოს ავტორმა, რადგან სწორედ მკითხველის ქება-დიდება იწვევს ულოგიკობის კასკადს და ასევე მიბაძვის სურვილსაც.

 


№15  offline მოდერი sopiko

ძალიან მაგარი რამე არის ეს შენი ''მახოვარი'' heart_eyes
ვაფანატებ უკვე ამ ისტორიაზე relaxed
რომ ვკითხულობ, მთლიანად მასში ვარ და რომ ვამთავრებ, მაშინაც კი მასში ვრჩები...
ხო, მართლაც ცოტა მეხამუშებოდა, ამადენი უბედურების შემდეგ ყველაფერი ისე რომ აეწყო, როგორც ზღაპარში, მაგრამ გვანცას ხელი არ ჩაუქნევია და ეს მისი ბრძოლის შედეგია. უბრალოდ მასაც უნდა, რომ ბედნიერი იყოს და არაფერია ამაში გასაკვირი.
თავის დროზე ძალზედ სულელურად რომ მოიქცა, წვრილმანებიც რომ გაატრაგიკულა და გააბუქა, ამას ვერსად გავექცევით და ალვათ თვითონაც ხვდება, თუმცა უკვე გვიანია.
მოოკლეედ იცი უკვე, როგორი ნიჭიერი ხარ და აღარ სჭირდება ამას თქმა!
ისევ ვავლებ ჩემსა და გვანცას შორის პარალელებს...
და ისევ და ისევ ძალიან კმაყოფილი ვარ შენი ნაწერით!

 


№16 სტუმარი Guest murachashvili

sopiko
ძალიან მაგარი რამე არის ეს შენი ''მახოვარი'' heart_eyes
ვაფანატებ უკვე ამ ისტორიაზე relaxed
რომ ვკითხულობ, მთლიანად მასში ვარ და რომ ვამთავრებ, მაშინაც კი მასში ვრჩები...
ხო, მართლაც ცოტა მეხამუშებოდა, ამადენი უბედურების შემდეგ ყველაფერი ისე რომ აეწყო, როგორც ზღაპარში, მაგრამ გვანცას ხელი არ ჩაუქნევია და ეს მისი ბრძოლის შედეგია. უბრალოდ მასაც უნდა, რომ ბედნიერი იყოს და არაფერია ამაში გასაკვირი.
თავის დროზე ძალზედ სულელურად რომ მოიქცა, წვრილმანებიც რომ გაატრაგიკულა და გააბუქა, ამას ვერსად გავექცევით და ალვათ თვითონაც ხვდება, თუმცა უკვე გვიანია.
მოოკლეედ იცი უკვე, როგორი ნიჭიერი ხარ და აღარ სჭირდება ამას თქმა!
ისევ ვავლებ ჩემსა და გვანცას შორის პარალელებს...
და ისევ და ისევ ძალიან კმაყოფილი ვარ შენი ნაწერით!

სოფიკო. ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიხარია ამ სიტყვების წაკითხვა, პატარა ბავშვივით ვწითლდები როცა შენს კომენტარს ვნახულობ, ბედნიერი ვარ თუ მოგწონს ჩემი ისტორია, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი გმირისგან განსხვავებით, შენ ბევრად მარტივი და ბედნიერი ცხოვრება გექნება <3

 


№17 სტუმარი amerika

აუუ საყვარლებიი როგორც იქნა ეღირსა ცოტა ბედნიერება აუუ რა კაი იყოო

 


№18 სტუმარი Guest murachashvili

amerika
აუუ საყვარლებიი როგორც იქნა ეღირსა ცოტა ბედნიერება აუუ რა კაი იყოო

<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent