შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათხოვარი (17 თავი)


18-09-2016, 13:20
ავტორი murachashvili
ნანახია 4 387

მეჩვიდმეტე თავი
სადღაც, ბინძურ ოთახში ვდგავარ, რომელსაც ერთი ცალი, ნახევრად მბჟუტავი ნათურა ძლივს ანათებს, ნათურასთან რკინის მაგიდა დგას, აქეთ - იქით ორი სკამი, ესა და ეს. ნესტისა და გაურკვეველი ნივთიერების მწარე სუნი ცხვირს მწვავს.
- ნეტა სად ვარ?! - საკუთარ თავს ვეკითხები.
თითქოს ჩემს კითხვას ელოდებიანო, რკინის კარები ღრჭიალით იხსნება, ოთახში ორნი შემოდიან, ვახო და სანდრო. მაგიდასთან მდგომ სკამებზე სხდებიან. ერთმანეთს თვალებში ჯიუტად უცქერენ, თითქოს მზერით პაექრობენ, ერთმანეთის შესაძლებლობებს ამოწმებენ. სანდროს ხელში მცირე ზომის რევოლვერს ვამჩნევ.
- დუელი?! - შეშინებული ვუმზერ მათ.
- არა, რულეტკა!... - დამცინავად მპასუხობს ვიღაც.
მართალია ამის მთქმელს სახეზე ვერ ვხედავ, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ის უცნობი თავდამსხმელია.
ტანში ჟრუანტელი მივლის: - შეუძლებელია!...
ბიჭები უემოციოდ ხსნიან იარაღის ბარაბანს, რიგ-რიგობით ამოწმებენ შიგნით მოთავსებული ვაზნების რაოდეობას.
ვგრძნობ, სასხლეტზე ნერვიულად აცახცახებულ თითს, თითქოს წვეთ-წვეთად ვიცლები.
- სანდრო არ გინდა! - ცრემლების ყლაპვით ვემუდარები, მაგრამ ჩემი არ ესმის - ვაზნაში რამდენი ტყვია ეტევა?
- ათი! - ცივად მპასუხობს თავდამსხმელი.
- რატომ არ აჩერებ?
ისეთი თვალებით მიმზერს, თითქოს რაღაც ალოგიკური ვიკითხე, მისი ცივი ხარხარი ოთახს აზანზარებს.
დაძაბული მივჩერებივარ სანდროს, პირველად ის იწყებს.
- არა! - რკინის ცივი ჭახანთან ერთად ვკვდები და ისე ვცოცხლდები, სულ რაღაც რამოდენიმე წამით ბედნიერი ვარ. ვახოს ჯერია. ალბათ, ბოროტი ვარ, მაგრამ მთელი გულით მინდა, რომ იარაღმა გაისროლოს. მაგრამ როდის იყო ბედი მქონდა?! ვითვლი, უკვე რვამდე ავედი, მხოლოდ ორი დარჩა. სანდროს ჯერია, ცივი ღიმილით მიაქვს იარაღი საფეთქელთან და...
- არა! - საკუთარი განწირული კივილი ჩამესმის და მეღვიძება. გული საგულედან ამოხტომას ცდილობს.
სკამზევე დამძინებია, თუმცა ეს პლედი ხომ არ მეფარა?! შეშინებული აქეთ - იქით ვიყურები, სანდრო იქ აღარაა. შემოსასვლელში აბაჟური ანათებს. ყველაფერი მტკივა, კისერს ხელით ვისრესს და ოთახიდან გავდივარ.
- ეწევი?! - გაოცებას ვერ ვმალავ, როცა ფანჯარასთან მდგომს ვხედავ სიგარეტით ხელში.
- ზოგჯერ... - ზიზღით ისვრის ჩამწვარ ღერს ფანჯრიდან- დღეს რომ არ მომეწია!... მეჩვენება?! არა, ხმა აშკარად ებზარება, იქნებ ტიროდა კიდეც?! მაგრამ მე მის სახეს ვერ ვხედავ. უბრალოდ უკნიდან, წელზე ვეხვევი, მის სითბოს მთელი სხეულით შევოგრძნობ. გვერდი-გვერდ ვდგავართ და ჩაბნელებულ ქალაქს გავცქერით.
- ვიცი, კითხები დაგიგროვდა, ალბათ პასუხს უნდა გცემდე, მაგრამ...
ტუჩებზე ხელს ვაფარებ: - არაფერს ვითხოვ, არც გეკითხები, ჩემთვის ისიც საკმარისია, აქ რომ ხარ!...
სიფრიფანა თითებზე მკოცნის, მის ძლიერ ხელის გულებში იქცევს, მკერდზე ისე იკრავს, თითქოს გასაშვებად არ ემეტება.
- ყველაფერს ვერ მოგიყვები, მაგრამ არის რაღაც რაც უნდა იცოდე...
- თუ მოყოლა არ გსურს?!..
- ხომ უნდა იცოდე ვინ შეგიყვარდა? იქნებ, სულაც არ ვარ ისეთი კარგი შენ რომ გგონივარ? - ხუმრობა ნარევი ტონით მეკითხებოდა.
- შენ ცუდი ვერ იქნები! - პატარა ბავშვისთვის დამახასიათებელი, ჯიუტი ტონით ვუმეორებ მე.
თვალებში ჩვეული ჭინკები უხტის, თუმცა ცდილობს როგორმე ღიმილი შეიკავოს. ხელს მხარებზე მხვევს და ისევ მიხუტებს, ვგრძნობ როგორ უთრთის ყელთან არტერია, ტუჩები მისით გამირბის საკოცნელად, ახლად ამოსული წვერი სასიამოვნოდ მსუსხავს. გულისცემა უორმაგდება, სახეს მაწევინებს, ჩამუქებული, ვნებით სავსე თვალებით მიმზერს, მაგრამ არ ჩქარობს, თლილი თითებით მეფერება სახეზე, ტუჩებზე, ნიკაპზე, თითქოს ჩემი ნაკვთების შესწავლითაა დაკავებული, თითქოს ცდილობს დაიმახსოვროს. ვერ ვიგებ ასეთი აღტაცებით რატომ მიყურებს, მაგრამ მისი მზერისგან ჟრუანტელი მივლის, ვწითლდები, ის კი იცინის.
- მაბნევ და გსიამოვნებს! - განაწყენებული სახეს მის მკერდზე ვმალავ.
- სულელო! - ორივე ხელით მეხვევა - ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი. არც კი იცი ამ სიტყვებს რამხელა მნიშვნელობა აქვს. როგორ ძლიერადაც არ უნდა უნდოდეთ ჩემი განადგურება, შენ ვერ შეგეხებიან, ვერაფერს დაგიშავებენ. ამის უფლებას არ მივცემ! ეს ყველაფერი გაივლის, დასრულდება და... უბრალოდ არ შეგეშინდეს, ჩემთან ყოფნის არ შეგეშინდეს!... ჩემი გჯერა?!
- მიყვარხარ! - სულ ოდნავ ვეხები გაუპარსავ ლოყაზე და ისევ მკერდზე ვეკვრი.
- დღეს ყველაზე მეტად შემეშინდა, საკუთარი სიცოცხლის გამო არა, უბრალოდ შემეშინდა, რომ ის ნაძირალა რამეს დაგიშავებდა, რომ დაგკარგავდი, სწორედ ისე, როგორც რამდენიმე წლის წინ კახა დავკარგე, საყვარელი ადამიანის მეორედ დაკარგვას ვეღარ გადავიტან. ათი წელი გავიდა, მე კი მაინც ვერ მოვინელე. დღემდე ვერ დავიჯერე, რომ აღარაა, სულ ველი, ასე მგონია ნებისმიერ დროს შემოვა და...
შოთი და იკა ჩემი კარის მეზობლები იყვნენ, ერთად დავდიოდით უბნის საბავშვო ბარში, შემდეგ ჩვენივე მოთხოვნით ერთ სკოლაში და შენ წარმოიდგინე ერთ კლასშიც კი მივედით. ფაქტობრივად ერთად ვიზრდებოდით, ან ისინი რჩებოდნენ ჩემთან, ან მე - მათთან. ტყუპების წყალობით არც კი მიგრძვნია დედმამიშვილი რომ არ მყავდა. ჩვენ სამნი ერთნი ვიყავით. ერთი ტკივილი გვტკიოდა, ერთად გვიხაროდა. გაგეცინება ალბათ, სიყვარულის ობიექტიც კი საერთო გვყავდა, ჩვენივე კლასელი, წარჩინებული მოსწავლე ნია. მაშინ ასე იყო, ვინც ყველაზე კარგად სწავლობდა, სწორედ ის მოგვწონდა. ნია ყველას უყვარდა, მთელი კლასის ბიჭებს, ჩვენც ხომ არ ჩამოვრჩებოდით?! მოკლედ, ჩვენს სიყვარულის ობიექტს გრძელი თმა ჰქონდა, კარგად მახსოვს როგორ გვიშლიდა მის ქერა ოქროსფერ თმებთან მიკარებას. კაპასა ხმით გვეუბნებოდა:
- თქვენ ალბათ, ხელები ჭუჭყიანი გექნებათ, მე კი დედამ დილით მაბანავაო!
კოპლექსიც კი გამიჩნდა, ასე მეგონა, მართლა ჭუჭყიანი დავდიოდი, საგულდაგულოდ ვიბანდი ხელებს, ჩუმად ვეპარებოდი და თმას ვწიწკნიდი, შემდეგ ვინახავდი მოგლეჯილ ღერებს, მისი ცრემლები ოდნავადაც კი არ მაღელვებდა, რაც მთავარია ნიას რაღაც ნაწილი ჩემთან რჩებოდა.
- და როგორ დასრულდა თქვენი სიყვარული?!
- როგორ? ერთ დღეს ჩვენს ნიას ტილები დაესია და თმები გადაპარსეს! საბრალო გოგონა ერთბაშად იქცა კლასში დაცინვის ობიექტად. მაშინ პირველად ვიჩხუბეთ დანარჩენ კლასელებთან. პირველად მივედი ჩამოგლეჯილი მაისურითა და დალურჯებული თვალით, თუმცა ჩვენმა გამოქომაგებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ნიაკო სკოლიდან გადავიდა და ჩვენც დავივიწყეთ.
ეს ამბავი უბრალოდ იმიტომ მოგიყევი, რომ სულ მცირედი წარმოდგენა მაინც გქონოდა ჩვენი მეგობრობის შესახებ.
ვიყავით სამნი და გვყავდა ერთი კუმირი, რომელსაც გვინდოდა ვმსგავსებოდით, მის მსგავსად ჩაგვეცვა, მისი მანერები გვქონოდა. ჩვენი გმირი ჩემი ბიძაშვილი (დედაჩემის ძმიშვილი) კახა იყო, ჩემზე ათი წლით უფროსი ფაქტობრივად მამობასაც მიწევდა, ბიძის როლსაც ითავსებდა და უფროსი მეგობრისაც. იცი როგორი იყო? მაღალი, შავგვრემანი, უზომოდ ხალისიანი.
ის და ლუკა აბაშიძე ოჯახებით მეგობრობდნენ, ფაქტობრივად განუყრელ ძმაკაცებად ითვლებოდნენ. ლუკას ხილვის ბედნიერება დღეს გქონდა. მაშინ რას წარმოვიდგენდი, თუ ყველაფერი ასე შეტრიალდებოდა. - ამას ნამდვილად არ ველოდი, გაოცებულმა შევხედე სანდროს, თუმცა ხმის ამოღება ვერ გავბედე - ვერ გეტყვი მათი რა მოგვწონდა, ალბათ მამაკაცური მანერები, უმეტესად შავ სათვალესა და მუქი ფერის ტანისამოსს ატარებდნენ, ჰყავდათ საუკეთესო ავტომობილები, დღესაც კი მახსოვს მაისურის მარჯვენა ჯიბიდან ოდნავ ამოჩრილი „მარლბორო“-ს მოწითალო კოლოფის თავი.
სულ მოძრაობაში იყო, სულ ტელეფონზე, ხან ვინ აკითხავდა და ხან - ვინ. ბევრჯერ მინახავს მისი ჩხუბისგან დასისხლიანებული მუშტები, თუმცა ამას ნაკლად არავინ უთვლიდა.
დღემდე მახსოვს მამაჩემის სიტყვები: - კაცები მუშტით იბრძვიან, არაკაცები კი -იარაღითო!...

ჩვენთვის იცი როგორი იყო კახა? ქარივით შემოქანდებოდა, მოგვკიდებდა სამივეს ხელს და.... ისტერიულად დავყავდით, ხან ვაკის პარკში ვიყავით, ხან - ზოოპარკში. ერთად ვისხედით ეშმაკის ბორბალზე, კარუსელებზე, დღემდე მახსოვს ის შეგრძნება, როცა ზოოპარკში, ნავში ყველაზე ბოლო რიგში დაგვსვა.
- აქედან სულ სხვა შეგრძნებააო! - გვეუბნებოდა.
მართალიც იყო, მაშინ სამყარო ჩემი მეგონა, მხოლოდ ჩვენი.. ბედნიერები ვიყავით და ამაყები. უბნის გოგოებს უყვარდათ. წერილებს სწერდნენ და მასთან მიტანას მთხოვდნენ, სანაცვლოდ ხან ნაყინებს მყიდლობდნენ, ხან კანფეტებს. მე კი... მე ჩემი გემოვნებით ვარჩევდი, თუ რომელიმე მათგანი არ მომწონდა, წერილი კახასთან არ მიმქონდა. - წარსულის მოგონებისგან თვალები უციმციმებდა სანდროს. - ჩვენ, ჩვენ უბრალოდ ბავშვები ვიყავით, არ გვანაღვლებდა არც თბილისის ომი, არც გარშემო სოკოებივით მომრავლებული საძმოები.
ხშირად გვესმოდა: - „კულინარია“, „გარადოკელია“, ვეძისელია...
კარგა ხანს სიტყვა “კულინარი” მზარეულიც კი მეგონა. ვერაფრით ვხვდებოდი მათი ასე პანიკურად რატომ ეშინოდათ. თითქოს ცხოვრების წესადაც კი ითვლებოდა 16-17 წლის ასაკის ბიჭების რომელიმე საძმოში გაერთიანება. ვიზრდებოდით და ჩვენც იმ დღეზე ვოცნებობდით, როდის გავხდებოდით მათი ასაკის, რათა ჩვენც საძმოს წევრებად ვქცეულიყავით. ვერც კი ვიფირებდი, თუ ეს ეგრეთწოდებული საძმოები კრიმინალური გაერთიანებები შეიძლებოდა ყოფილიყო. მაშინ მე ათი წლის ვიყავი, ის კი - ოცის.
დაძაბულობის მუხტი მატულობდა, მამაჩემისგან ხშირად მესმოდა სხვადასხვა სახის ჭორები ადამიანის მოტაცების, ორგანოებით ვაჭრობის, ნარკოტიკების შემოტანის შესახებ. შემდეგ დაიწყო ყველაზე სასტიკი ომი, საძმოებს შორის პოზიციების გადანაწილება. თითქმის ყოველ მეორე დღეს ქუჩის რომელიღაც ჩაბნელებულ კუთხეში ხოცავდნენ ბიჭებს, მათივე თანატოლები უმოწყალოდ უსწორდებოდნენ.
საძმოების მიმართ შიში არა, უფრო ზიზღი გამიჩნდა, რატომღაც აზრადაც კი არ მომდიოდა, რომ კახაც რომელიმე მათგანის წევრი იქნებოდა, რომ ერთ დღეს შეიძლება ისიც მოეკლათ. თუმცა აშკარად ვხედავდი, რომ რაღაც შეიცვალა. მამაჩემთან ხშირად კამათობდა, ჩვენთან სიარულს უკლო. სამაგიეროდ მუდამ მშვიდი ვაჟა ბორგავდა, თითქმის ყოველ დღე აიძულებდა დედაჩემს დაერეკა და მოეკითხა როგორ იყო, სად იყო, ვისთან ერთად დადიოდა.
მახსოვს, ერთ დღეს ჩვენთან დაიბარა, კახაც მოვიდა, იმაზე სწრაფადაც კი ვიდრე წარმოვიდგენდი. მამაჩემი ზედმეტად უყვარდა, წინააღმდეგობა ვერ გაუწია. მიუხედავად იმისა, რომ კარებთან ატუზული ვიდექი და ვცდილობდი გამეგო რაზე საუბრობდნენ, არაფერი მესმოდა, გარდა ფრაგმენტულად წამოსროლილი ლუკას სახელისა, ოდნავ შევხსენი კარები და ოთახში შევიჭყიტე:
- ქვეყნიდან გასვლაში დაგეხმარები, სანდო ხალხთან იქნები, ოღონდ მაგ დაწყევლილ ადამიანებს მოშორდი, ოღონ მაგ წუმპიდან ამოსვლა მოინდომე და შენთან ვიქნები, გვერდში დაგიდგები! - პირველად მესმოდა, რომ მუდამ მბრძანებლობის მოყვარული ვაჟა რაღაცას ეხვეწებოდა, ემუდარებოდა.
- არ ვიცოდი, დედას გეფიცებით, სანდროს თავს ვფიცავარ, არ ვიცოდი!... - კახა სავარძელში იჯდა, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და პატარა ბავშვივით ტიროდა.
- წამალს რომ იღებდი, კითხვა არ გაგიჩნდა საიდან, როგორ შემოჰქონდათ? თქვენი მიწოდებული ნარკოტიკით ბიჭები რომ იღუპებოდნენ სინდისი არ გაწუხებდათ?! - მამაჩემი ღრიალებდა.
კახას ნაცვლად მე შემრცხვა, თავი დამნაშვავედ ვიგრძები, ის ჩემი კუმირი იყო, მისი ცრემლები მე არ უნდა დამენახა, ჩუმად გამოვიხურე კარები და ოთახში შევედი. არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ დღეს მამაჩემი მძულდა, ის რომ არა კახა არ იტირებდა, საკუთარი თავიც მძულდა უაზრო ცნობისმოყვარეობის გამო და კახაც მძულდა, ის ხომ უბრალო „მტირალა“, მხდალი გამოდგა.
სულელი ვიყავი, სამყაროს მხოლოდ ჩემი ვიწრო ჭრილიდან ვხედავდი. შემდეგ იცი რა მოხდა?! - ინტერესით მიმზერს სანდრო - თუმცა შენ საიდან უნდა იცოდე! - საკუთარ დასმულ კითხვას, თვითონვე პასუხობს. კახამ და ლუკამ იჩხუბეს, უბნის ბიჭებისგან გავიგეთ, რომ ერთმანეთზე იარაღითაც კი იწიეს, უფრო სწორედ, იარაღი ლუკამ ესროლა და ააცილა, კახამ კი ცემა, მაგრად, გამეტებით, ისე ცემა, რომ რამოდენიმე თვე საავადმყოფოში იშუშებდა ჭრილობებს.
ჩხუბიდან რამოდენიმე დღეში ჩვენთან მოვიდა, მამამ პირობა შეასრულა, სულ რაღაც ერთ კვირაში მოსკოვში გადააფრინა.
წავიდა კახა და თითქოს ჩემი ბავშვობაც დასრულდა. აღარავინ მანებივრებდა, აღარავინ მეფერებოდა, კარგახანს პარანოია შეპყრობილივით უკან დამყვებოდა ვაჟა, მისი მომეტებული სიფრთხილე მაღიზიანებდა, ვაპროტესტებდი. მხოლოდ წლების შემდეგ გავიგე, რომ საძმოს წევრები კახას ჩაბარებას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი მოტაცებით ემუქრებოდნენ. მამა ასეთი ნაძირალა არ იყო, კახას არ გაწირავდა, არასოდეს!

თანდათან თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა, ვაჟაც მოდუნდა, მივეჩვიე, იმ აზრით ცხოვრებას, რომ კახა ჩემგან შორს იქნებოდა, უმისოდ ცხოვრება ვისწავლე. თუმცა ვაღიარებ მენატრებოდა, ტყუპებთან ერთად ხშირად ვიხსენებდი, იმ ბედნიერ დღეებს, როცა ატრაქციონებზე ოთხივენი ერთად დავდიოდით. ჩვიდმეტი წლის ისე გავხდი კახა ერთხელაც არ მინახავს.
მახსოვს სკოლის ბანკეტისთვის ვემზადებოდით. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საპასუხისმგებლო, დიდი დღე იყო. თავი გავიგიჟეთ, შარვალ-კოსტუმებს არ ჩავიცვამთ და არც ჰალსტუხებს გავიკეთებთო, სმოკინგებსა და ბაბთებში გამოპრანჭულები ერთმანეთს დავცინოდით.
სარკის წინ პატარძლებივით იმდენ ხანს ვიპრანჭებოდით, რომ საბოლოოდ რესტორანში დავიგვიანეთ. საქორწილო მაყარივით სიგნალებითა და სიცილ - ხარხარით შევცვივდით დარბაზში, გიჟები ვიყავით, სულ ცოტა არანორმალურები.
მშობლებისა და მასწავლებლების მაგიდა საერთო მაგიდისგან გამოყოფილი იყო. ჩემები იქ უნდა ყოფილიყვნენ, არც შევმცდარვარ, ვაჟას სერიოზული სახით გვერდით მჯდომს ესაუბრებოდა, რატომღაც დაძაბული მეჩვენა, თუმცა ამისთვის მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. ვერ წარმოიდგენ ჩემს ემოციას, თვალებს არ ვუჯერებდი, როცა თანამოსაუბრე ვიცანი. ოდნავ ჭაღარა შერეული, ცოტა დასრულებული, მაგრამ ისევ ჩემი ძველი კახა მამაჩემს ეხვეოდა. დედას გეფიცები, ამაზე მეტი საჩუქარი ცხოვრებაში არ მიმიღია. ჩემი ბიძაშვილი დაბრუნდა, ჩემს ბანკეტზე, ჩემი სკოლის დამთავრების მოსალოცად მოვიდა. ერთმანეთს მთელი ძალით ვუტყაპუნებდით ბეჭებზე. ხალხის მრცხვენოდა, თორემ სიხარულით ავტირდებოდი. რათქმა უნდა, მამაჩემთან არ მოვასვენეთ, ჩვენს მაგიდასთან გადავიყვანე.
ვიხსენებდით განვლილ წლებს, ვიცინოდით, უაზროდ ისტერიულად ვიცინოდით. თავი ძალიან დიდი მეგონა, სხვა თუ არაფერი, სკოლას ვამთავრებდი, სტუდენტი მერქვა. კარგად შეზარხოშებული ვიყავი, როცა კახამ კონვერტი მომაწოდა, ყურადღება არ მიმიქცევია, ჩავთვალე სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით საჩუქარს მაძლევდა, დაუდევრად ჩავიდევი ჯიბეში.
- ჯიგარი ხარ! - მადლობის ნიშნად მოვეხვიე ბიძაშვილს.
- თავს გაუფრთხილდი, რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეს, რომ ჩემი სისხლი ხარ, ჩემი ერთად-ერთი ძმა!
- ეეე, ტო... მიდიხარ? ხომ კიდევ გნახავ?!
- მნახავ, აუცილებლად მნახავ! - მაშინ ვერ მივხვდი, თურმე მემშვიდობებოდა.
გულდაწყვეტილმა თვალი გავაყოლე დარბაზიდან გასულს, რესტორნის ფანჯრებიდან დავინახე, როგორ ჩაჯდა შავ ავტომობილში, საჭესთან ლუკა იჯდა. ეს იყო და ეს. მეორე დღეს სანაპიროზე მიგდებულ იმავე ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ვიპოვეთ. იარაღი საფეთქელთან მიბჯენით ჰქონდა ნასროლი.
სანდრო აცახცახებული ხელებით ძლიერად მიხუტებდა, მე კი დამუნჯებული გახევებული ხმას ვერ ვიღებდი, რა უნდა მეთქვა? განა მისი ტკივილის წამალი არსებობდა?!



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

შოკში ვარ... ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად აღწერ მოვლენებს და ისე მითრევ ამ ამბავში როგორც ჭაობი... ასე გააგრძელე რა... რაც მთავარია სანდრო და გვანცა არ დააშორო და დანარჩენს ერთად გაუმკლავდებიან დარწმუნებული ვარ...
კახა ალბათ სანდროს გამო ჩამოვიდა მისთვის რამე რომ არ დაეშავებინათ მითუმეტეს უკვე იმ ასაკში იყო საძმოს წევრები რომ ხდებოდნენ... მგონია რომ კახამ თავისი თავი სანდროს სანაცვლოდ ჩააბარა ლუკას და ეს თავგანწირვა ჩემთვის შეუფასებელია... მართლაც საოცარი ადამიანია კახა... მიხარია მალ-მალე რომ დებ თავებს გულს მიხარებ რა...

 


№2 სტუმარი Guest Darina

Shens wina istoriebs vkitxulobdi da dzalian momwonda magram es ragac gansakutrebulia agrftovanebuli var axla gadavikitxe yvela tavi da emociebis zgvashi vcurav.

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
შოკში ვარ... ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად აღწერ მოვლენებს და ისე მითრევ ამ ამბავში როგორც ჭაობი... ასე გააგრძელე რა... რაც მთავარია სანდრო და გვანცა არ დააშორო და დანარჩენს ერთად გაუმკლავდებიან დარწმუნებული ვარ...
კახა ალბათ სანდროს გამო ჩამოვიდა მისთვის რამე რომ არ დაეშავებინათ მითუმეტეს უკვე იმ ასაკში იყო საძმოს წევრები რომ ხდებოდნენ... მგონია რომ კახამ თავისი თავი სანდროს სანაცვლოდ ჩააბარა ლუკას და ეს თავგანწირვა ჩემთვის შეუფასებელია... მართლაც საოცარი ადამიანია კახა... მიხარია მალ-მალე რომ დებ თავებს გულს მიხარებ რა...

მადლობა ჩემო საყვარელო <3 შაბათ-კვირა აშკარად ნაყოფიერად გამოვიყენე, აღარ მინდოდა 90-იანების თემასტან დაბრუნება, თუმცა გვერდი მაინც ვერ ავუარე. მოვლენები რომელიც აქაა გადმოცემული არც თუ შორეულ წარსულში სამწუხარო რეალობად ითვლებოდა. მე პირადად საკმაოდ ბევრი მეგობარი დამაკლდა საძმოებს შორის ტეხილი ომის გამო. რაც შეეხება ჩვენს ისტორიაში კახას დაბრუნების მიზეზს ამას შემდეგ თავში გაიგებთ, ვნახოთ რამდენად სწორი იქნება შენი პროგნოზი...

Guest Darina
Shens wina istoriebs vkitxulobdi da dzalian momwonda magram es ragac gansakutrebulia agrftovanebuli var axla gadavikitxe yvela tavi da emociebis zgvashi vcurav.

დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის, იმედია ბოლომდე მომყვენი და შენს მოსაზრებებსაც გამიზიარებ <3

 


№4  offline მოდერი ლილიანა

მე ყველაფერი მომწონს რასაც წერ ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5 სტუმარი makukuna

შენი წერის სტილი მომწონს ძალიან. კომენტტარს არ გიტოვებ, მაგრამ ეს ისტორია ძალიან მომწონს იცოდე

 


№6 სტუმარი თუფაქი

რა კარგი ბიჭია სანდრო, მიყვაააარს. ეს წყვილი არ დააშორო იცოდე heart_eyes blush relaxed

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ლილიანა
მე ყველაფერი მომწონს რასაც წერ ❤❤❤

makukuna
შენი წერის სტილი მომწონს ძალიან. კომენტტარს არ გიტოვებ, მაგრამ ეს ისტორია ძალიან მომწონს იცოდე

თუფაქი
რა კარგი ბიჭია სანდრო, მიყვაააარს. ეს წყვილი არ დააშორო იცოდე heart_eyes blush relaxed

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა მნიშვნელობა აქვს თქვენს მოწერილ ერთ სიტყვასაც კი, დიდი მასლობა ამ სითბოსა და სიყვარულისთვის, თქვეი კომენტარები დიდი სტიმულია ჩემღვის, მიყვარხართ და მიხარია, რომ სულ მცირედ დროს მაინც მითმობთ და კუთხულობთ ჩემს "ნაჯღაბნებს" heart_eyes kissing_heart

 


№8  offline მოდერი sopiko

შენი ცხოვრებისეული შეხედულებები მკლავს, ანა...
როგორ დაძაბულად, ჩამთრევად აღწერ მოვლენებს... არ ვიცი, ვიწყებ კითხვას და სრულდება... ვაიმე, რამე გამომრჩა? ავდივარ ზემოთ, ჩავდივარ... თითქოს დიდი თავი იყო... არა, ისევ ისეთია, მაგრამ... ღმერთო, ანა, ძალიან მაგარი ხარ scream heart_eyes
მაქვს შენი სხვა ისტორიებიც წაკითხული, მაგრამ ეს? ეს ძალიან, ძალიან კარგია! არ გიყვარს დიდად ინტრიგები, ცოტა მდორე წერის სტილიც გაქვს... ყოველ თავში სიმშვიდე სუფევს, რაც არ უნდა საშინელი და მძიმე წასაკითხი იყოს ის...
სანდროსაც რამხელა ტკივილი ჰქონია გულში... არა უშავს, ერთმანეთის მალამოები გახდებია! ერთმანეთს დაუამებენ ჭრილობებს.
კახის თავგანწირვა არნახულია... ძალიან რთულია გაიღო თავი მსხვერპლად თუნდაც მაშინ, როცა დამნაშავე ხარ... რაღაცები მაინც ვერ გავიგე. როგორ გაუშვა ვაჟამ ასე ადვილად. რატომ ჩაჯდა ასე თამამად ლუკას მანქანაში. ისინი ხომ მაინც იპოვიდნენ საქართველოში. ძალიან მაინტერესებს რა იყო იმ კონვერტში და უკვე იმაზე ვფიქრობ, როდის დადებ შემდეგ თავს heart_eyes

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

sopiko
შენი ცხოვრებისეული შეხედულებები მკლავს, ანა...
როგორ დაძაბულად, ჩამთრევად აღწერ მოვლენებს... არ ვიცი, ვიწყებ კითხვას და სრულდება... ვაიმე, რამე გამომრჩა? ავდივარ ზემოთ, ჩავდივარ... თითქოს დიდი თავი იყო... არა, ისევ ისეთია, მაგრამ... ღმერთო, ანა, ძალიან მაგარი ხარ scream heart_eyes
მაქვს შენი სხვა ისტორიებიც წაკითხული, მაგრამ ეს? ეს ძალიან, ძალიან კარგია! არ გიყვარს დიდად ინტრიგები, ცოტა მდორე წერის სტილიც გაქვს... ყოველ თავში სიმშვიდე სუფევს, რაც არ უნდა საშინელი და მძიმე წასაკითხი იყოს ის...
სანდროსაც რამხელა ტკივილი ჰქონია გულში... არა უშავს, ერთმანეთის მალამოები გახდებია! ერთმანეთს დაუამებენ ჭრილობებს.
კახის თავგანწირვა არნახულია... ძალიან რთულია გაიღო თავი მსხვერპლად თუნდაც მაშინ, როცა დამნაშავე ხარ... რაღაცები მაინც ვერ გავიგე. როგორ გაუშვა ვაჟამ ასე ადვილად. რატომ ჩაჯდა ასე თამამად ლუკას მანქანაში. ისინი ხომ მაინც იპოვიდნენ საქართველოში. ძალიან მაინტერესებს რა იყო იმ კონვერტში და უკვე იმაზე ვფიქრობ, როდის დადებ შემდეგ თავს heart_eyes


რამოდენიმე წუთის წინ ვნახე შენი კომენტარი, არც კი იცი რა დამემართა, გავწითლდი, გავიბადრე, ემოციების ზენიტს მივაღწიე... heart_eyes დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ასეთი თბილი სიტყვებისთვის. ხოლო რაც შეეხება შენს კითხვებს, პასუხებს იმედია მომდევნო თავში მიიღებ, ერთად ვნახოთ ვინ იყო კახი და რამ გადააწყვეტინა ასეთი ნაბიჯის გადადგმა heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent