შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანური ვერდიქტი (10 თავი)

18-10-2016, 20:17
ავტორი terooo
ნანახია 3 766

მასში დიდ ტკივილს ვხედავდი, რომელიც თითო ნაბიჯი ხემდე უფრო აახლებდა ჭრილობას, მივხვდი მისი ხასიათის ცვლილებას, თუ რატომ იყო, ცივი, უხასიათო და თითქოს უჟმურიც კი. ერთ რამეს ვერ ვხვდებოდი, ერთს არა, ბევრ რამეს, ბევრი კითხვა მქონდა მაგრამ პასუხები არსაიდან მოდიოდა, ვერავის ვკითხავდი, მე იაგოს ვუყურებდი იაგო ხეს, ხელზე შეხება ვიგრძენი, თბილი და ნაზი, მსუბუქად მომიჭირა თითები. ნაინა იყო, ჩემი ღიმილიანი გოგოს სახეზე ტკივილი იყო, თვალებში ცრემლი ედგა. დავინახე გიორგიმ როგორ დაკრა იაგოს მხარზე ხელი. ტკივილიანი ღიმილით გაუღიმა.
-წამოდი ცეცხლი დავანთოთ და წავიხემსოთ- მის ყოველ სიტყვაში თანადგომა იგრძნობოდა.
-რა სახეები გაქვთ ბავშვებო?- მაკუნას გაპრუწკულმა ხმამ დაგვაბრუნა მართლაც და რეალობაში.
-მოგვიანებით აგიხსნი, არაფერი იკითხო კარგი?- ნაინამ გამიღიმა, მე ვერაფერი ვუთხარი მხოლოდ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
მზერას ვგრძნობდი მწველს, ვიცოდი ის რომ იყო, თითოეულ ჩემს მიმიკას რომ სწავლობდა, ურცხვად რომ ათვალიერებდა, ზედმეტადაც კი, არ მინდოდა დამენახა მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი, ისევ ისეთი მზერა ჰქონდა, ტკივილიანი და სევდით სავსე, მოლოდინი დავინახე მის თვალებში, გამეღიმა, ჩემმა ღიმილმა კი თითქოსდა ტკივილი შეუმსუბუქაო, ტუჩის კუთხე გაუტყდა.
-მას შენ შვებას გვრი, შენი ხასიათი გადამდებია- ნაინა მომიჯდა გვერდით, მივხვდი ვისზეც მეუბნებოდა და თავის გასულელებას შევეშვი, ზედმეტი კითხვები რა საჭირო იყო, მითუმეტეს როდესაც მეც იგივეს ვგრძნობდი.
-შენ ვისზე ამბობ? ისეთი თბილი და უშუალო ხარ, თან ამ ყველაფერთან ერთად ნაზი და სიფრიფანა- ხელი მოვხვი და ლოყაზე ვაკოცე.
-შენ რა გგონია შენ თბილი და ყურადღებიანი არ ხარ?- თითქოსდა ეწყინაო- შენი ყოველი გამოხედვა და მიმიკა ყურადღებას და თანაგრძნობას გამოხატავს, მე ყველაფერს ვხედავ- ორი თითი ჯერ მის თვალებთან მიიტანა შემდეგ მეც მაჩვენა გითვალთვალებო.
ბიჭებმა ცეცხლი დაანთეს, არც ისე ციოდა მაგრამ სასიამოვნო იყო კოცონი, ხმელ ფიჩხს წვისას სასიამოვნო ტკაცუნი გაუდიოდა, სადღაც ღრმად წავედი, ცეცხლისთვის თვალები გამესწორებინა და მის მოთამაშე ენებს გალაქტიკებს შორის მოგზაურობაში გავეშვი. საერთოდ არფერზე ვფიქრობდი, უფრო სწორად ვეღარ ვფიქრობდი, მხოლოდ გიორგის ხმა მესმოდა სადრაც შორიდან, რომელიც რაღაც სასაცილო ამბებს უყვებოდა გოგონებს და ისინიც გულიანად კისკისებდნენ, წამით სევდაც კი შემომეძალა, თითქოს ტკივილიც კი ვიგრძენი, ხელი მკერდზე მივიჭირე, იმდენად ძლიერად რომ შიგ გულის გულიც კი შემეკუმშა.
-ცოტაც დავისვენოთ, ძალები აღვიდგინოთ მივირთვათ და შემდეგ ავუყვეთ ბილიკს.- იაგოს ხმამ დამაბრუნა, სახე ამწითლებოდა ცეცხლთან ჯდომისგან, ალბათ სულ წითელი ვიყავი, მაგრამ მხოლოდ ცეცხლისგან არა, მისი მზერა იმდენად ამოუცნობი იყო.
რელობას დავუბრუნდი, ბავშვები მხიარულობდნენ, ყველა რაღაც სასიამოვნოს ყვებოდა, ანეგდოტს, თავგადასავალს. ლუკა, ნაინას კურსელი კი ყველაფერზე კომენტარს აკეთებდა, მერე ერთიანი სიცილის ხმა ისმოდა. გამეღიმა, მათი შემყურე მთას დავუბრუნდი, ფიქრებს უფლება არ მივეცი ეს შეგრძნებები გაეფუჭებინა. ნუთუ შეეძლო ერთ უბრალო წარწერას ჩემთვის ხასიათი გაეუჭებინა? უფლებას არ მივცემდი. წყაროსკენ ავიღე გეზი, ვიგრძენი როგორ გამომაყოლა ორმა წყვილმა თვალმა მზერა. და-ძმა სხვა ვინ. ჯერ სახეზე შევისხი წყალი, მერე დავლიე, რა სასიამოვნო შეგრძნება იყო, ვირძენი რომელი წერტილი გაიარა წყალმა. შემავსო, ნამდვილად დამიბრუნა ენერგია, ხეს ავხედე ისევ ის ვიგრძენი სიცივე და ტკივილი.
რა იყო ხეზე? განსაკუთრებული არაფერი მხოლოდ იაგოს და გოგონას სახელი, და კიდევ თვალი, გოგონას თვალი იყო ამოტიფრული ლამაზად, თითქოს დაუხატავთო, დიდი ხე რომელსაც სამი ადამიანი ერთად ხელს ვერ შემოაწვდენდა. ნახატი ისე სუფთად იყო შესრულებული მხატვრის მეგონა. არასდროს არავის არაფერი უთქვამს ამ ხის შესახებ, გამიკვირდა მაკუნამ რომ არაფერი თქვა, არც გოგოებმა, მე კი იმდენი კითხვა გამიჩნდა. იმდენად ამოუხსნელი იყო ყველაფერი.
უდავო იყო რომ ეს იაგო, ჩვენ იაგოზე იყო, მისი რეაქცია ამტკიცებდა, გოგონა არ ვიცი ვინ იყო, აშკარად მისი თვალი იქნებოდა, და პატარა წარწერა რომელიც თითქმის გაურჩეველი იყო სიტყვათა წყება. ვინ იყო ეს გოგო? არ იფიქროთ რომ ვიეჭვიანე, ან წიგნისთვის ახალი მასალა ვიპოვე, ახალი ისტორია, ან ამბავი სიყვარულისა. უბრალოდ დამაინტერესა ამბავმა, იაგო არ გავდა იმ ბიჭს გოგო შეყვარებოდა და მერე ასე უბრალოდ დაეთმო, ან გაეშვა. იმის მიუხედავად რომ არც ისე დიდი ხანია ვიცნობ მას, ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა მის გასაცნობად, ის ამ ყველაფერს უბრალოდ არ გააკეთებინებდა ან არ გააკეთებდა. ეს ხე მათი სიყვარულის მარდიული სიმბოლო იქნებოდა, ყველა მომლოცველი და აქ ამომსვლელი ყველა იხილავდა. მაინტერესებდა სად გაქრა ის გოგონა რა მოხდა მათ შორის ასეთი.
ისევ შევუშვირე წყაროს სახე, ვიგრძენი როგორ ნელ-ნელა უბრუნდებოდა პირვანდელ სახეს. ფიქრები გავფანტე და ბავშვებისკენ წავედი, რომლებსაც უკვე გაემზადებინათ მორებისგან გამოთლილ მაგიდაზე ჩვენი საგზალი.
-ვიფიქრე უკვე პირველი ღამისთვის დაიწყო მზადებათქო- გიორგი მიღიმოდა და ყურებამდე გაკრეჭილი იცინოდა.
-ესე მითხრა ჯერ პატარა ხარ გაიზარდეო- მეც ღიმილით ვუპასუხე, ყველა იღიმოდა იმ ერთის გარდა, მის პირდაპირ ჩამოვჯექი გამოთლილ სკამზე.
-აუ, ტო არა და გეგმას ვაწყობდი უკვე- ეს ლუკა იყო.
-ხელის მომკიდე ხომ არ იქნებოდი?- ღიმილით ვუთხარი
-არა ტო, თამადობას მაგრად გავქჩავდი.
-ააა- მაკუნას კივილი შემოგვესმა უცებ, ის და ნუცა, წყლის დასალევად იყვნენ წასულები, აწყნარებდა მაგრამ დამეფიცება, წამში ბოლო ხმაზე დაიწყებდა ხარხარს.
-რა მოხდა?- გიორგი წამოდგა, ნაინა კი ჩუმად კისკისებდა.
-ბაყაყი იყო, და- ითმინა ითმინა და ნუცა აკისკისდა- ბოდიში მაკუშ უნდა გამეცინ, ისე სასაცილო იყო.
-რა იყო სასაცილო რომ ეკბინა?- ცრემლებს ძლივს იკავებდა მაკა.
-ეკბინა?- ლუკა ჩაეძია და უხმო თანხმობა რომ მიიღო, საეთო ხარხარი მოყვა, ისიც კი იცინოდა, უჟმური და გაუცინარი, თვალები ანთებოდა და მუდამ შეჭმუხნული შუბლი ღიმილს გაეხსნა. რომ დამინახა ვუყურებდი ღიმილის შეკავებას შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.

გინახავთ ადგილი, სადაც ცა და დედამიწა ერთმანეთს უერთდება? სადაც მათი სუფრა არის გაშლილი და ისინი ქორწილს იხდიან, დედამიწელები სტუმრად არიან, მთვარე და ვარსკვლავები კი მაყრობენ. გასცქერი ამ უკიდეგანო სივრცეს და გრძნობ დრო როგორ ჩერდება. გული წყვეტს ძგერას, სუნთქვა გეკვრის და გრძნობ როგორ უერთდები ამ სამყაროს, როგორ ერწყმი და ფრთები გესხმება, გამოგდის... მერე კი, მერე უწონადობის სამყაროში გადადიხარ და ყველა სასწაულის ერთად გჯერა. მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ხვდები რომ არც ერთი იმსახურებს იმას რომ მათ ეს სტატუსი ჰქონდეს, ეს განუმეორებელი სამყაროა, ენით აღუწერელი.
-ლამაზია არა? - მომესმა მისი ხმა და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
-უბრალოდ უწოდო ამ ყველაფერს სილამაზე ამ ყველაფრის დაკნინებაა- ისე ვუპასუხე სივრცისთვის თვალი არ მომიშორებია.- შეუდარებლად განუმეორებელია.
-როგორია განცდა, გაგიმართლდა იმედები?
-არ ვიცი რას ველოდი, აქ მყოფი უკვე ვეღარ ვფიქრობ, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი ის რომ აქ აუცილებლად დავბრუნდები და არა ერთხელ.
-ასე ძალიან მოგეწონა?
-როდესაც იქ იმ დიდ კლდეზე ამოვდიოდით წამით ვიფიქრე რომ აღარ შემეძლო, დაღლამ თავისი გაიტანა, რომ იმ ციცაბო ბილიკს ვეღარ ამოვივლიდი და უკან გავიქცეოდი.
-შენ და ამას მართლა ამბობ?- გაკვირვება და გაოცება გამოესახა სახეზე.
-კი, მეგონა ვერ შევძლებდი, ხომ გაგიგია ,,და დაპყრობილი მწვერვალის იქით, კვლავ დასაპყრობი მწვერვალი მოსჩანს“? ეგრე მომივიდოდა მეც მეგონა, მეგონა ეს ყველაფერი არ მეყოფოდა, იმ კლდემ ემოცია გამომაცა.
-კი მაგრამ შენ ხომ მთაზე პირველად არ ადიოდი, პირველად არ შეუშინებიხარ მთას?
-არა, მაგრამ ამ მთამ, ამ მთამ სასწაული დამმართა, ძალა გამომაცალა, იქ იმ ქვაზე რომ ვიჯექი ვფიქრობდი რომ უკან დავბრუნდებოდი, ისეთი ყოფილიყო ეს მთა როგორც ჩემს ზღაპრებში, როგორც წიგნებში და ფოტოებში მინახავს, დარჩენილიყო იმად როგორი წარმოდგენაც მქონდა. ლამის გავიქეცი, მაგრამ მივხვდი რომ თუ ახლა გავიქცეოდი საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი, ვერ მოვინელებდი და ვერ დავივიწყებდი იმას რომ საკუთარ თავს იმედები გავუცრუე.
-მაგრამ შენი სახე?- სახეზე მიმანიშნა სადაც დარწმუნებული ვარ სიმშვიდე მეხატა.
-აი, ბილიკი დამთავრდა თუ არა ის ყველა დაღლა, ტკივილი, აჩქარებული გულისცემა და ყველა ადგილი დამავიწყდა სადაც ფეხი დამიცურდა. გაყინულ გათოშილი ხელებიც კი დამავიწყდა. დავრჩით მხოლოდ მე და ეს სივრცე, ახლა ჰორიზონს გავცქერი და ვხვდები რომ არასდროს არაფერი მინახავს მსგავსი, არ დამცინო რა- თითქოსდა შევევედრე- ვიცი ეს ერთადერთი და განუმეორებელია მაგრამ მსგავსი სილამაზე... არასდროს არსად შემხვედრია. რომ შემეძლოს ამ ყელაფრის კადრად გადაღება, გონებაში აუცილებლად გადავიღებდი და როდესაც დავინახავდი განსაცდელის ჟაამს, შვებას მომგვრიდა. ეს ყველაფერი თავისუფლებასთან ასოცირდება ჩემთვის.
-მიხარია ასეთს რომ გხედავ- თვალები ანთებოდა, სახეზე კი ნერვიც არ ტოკდებოდა.
-შეგიძლია აქ მაინც მოეშვა და იყო ჩვეულებრივი ადამიანი?
-სწორედ აქ არ შემიძლია ვიყო ჩვეულებრივი ადამიანი, ჩვეულებრივი ბიჭი და მოვიქცე თუნდაც გიორგის ან ლუკას მსგავსად.
-შენ შეგიძლია უბრალოდ ცადო და გააკეთო. ჩემთვის ნაინასთვის და შენი მეგობრების გამო კი არა, არც ერთის გამო, მხოლოდ შენს გამო იმიტომ რომ ერთხელ შენც შეძლო და იყო ჩვეულებრივი თინეიჯერი ბიჭი. თუნდაც მოხუცი თინეიჯერი.
-მოხუცი თინეიჯერი?- გაუკვირდა, სახეზე ხელები აიფარა, შემდეგ ჩამოიღო, მერე ისევ ტუჩებზე გადაისვა, რამდენჯერმე დამუშტა და შეკრა თითები, ბოლოს კი მაინც სიცილი დაიწყო, ჩუმად მაგრამ მაინც იცინოდა, მე ვხედავდი, მხიარულს, ბედნიერს, ღიმილიანს და თავისუფალს, იმ ბიჭს რომელის ალბათ ძალიან დიდი ხნის წინ იპყრობდა ამ ბილიკებს- მარიამ შენ ყოველთვს ახერხებ ჩემს გაღიმებას.
-რა ვთქვი სასაცილო?- გამიკვირდა და თან გამიხარდა, მისი სახე რომ ისევ ღიმილმა დაფარა.
-განსაკუთრებბული არაფერი მაგრამ შენ ჩვულებრივ ფრაზასაც არაჩვეულებრივად ამბობ.
მარცვლეულის ნაყოფიერების, მეწვეული საქონლისა და ხელსაქმის მფარველი სვანური ქალღვთაება. მისი კულტი აღმოცენდა ძვ. აგრარული ქალღვთაებისა და ქრისტიანული მარიამ ღვთისმობლის კულტის შერწყმის შედეგად. ქრისტიანობის გავლენით ქალღვთაების ძვ. სახელი გაქრა და შესაბამისი ქრისტიანი წმინდანის სახელით შეიცვალა. სვანების წარმოდგენით, ლამარიას ღვთაებათა პანთეონში უკანასკნელი ადგილი ეჭირა. ლამარიას დღეობები ძირითადად ახალი წლისა და ადრესაგაზაფხულო დღესასწაულთა ციკლს ემთხვეოდა. მის სახელობაზე დიასახლისი სპეციალურ კიდობანში ინახავდა საუკეთესო მარცვლის ფქვილს, რომელსაც ლამარიას კულტმსახურების დროს იყენებდნენ. მაგ., ახალი წლის ციკლის ერთ-ერთ დღესასწაულზე, შუშხვამის ღამეს აცხობდნენ საგანგებო, შუაში გახვრეტილ, დისკოსებურ ქიმებიან კვერს, რომელიც ოჯახის წევრთა კეთილდღეობისათვის იყო განკუთვნილი და წლის ბოლომდე კერის თავზე ეკიდა.
უსმენ, ხედავ და გეფიქრება, ორმაგ ემოციას იწვევს შენში. ვიდექი სალოცავის წინ და ემოცია აღარ მქონდა... ეს პატარა სალოცავი, კოშკი, პატარა კელიები, ქვის დიდი სკამი... წამით სამყაროსაც კი მოვწყდი, ფეხები აღარ მემორჩილებოდა, გალავანთან ვიდექი და კიდევ ერთხელ მჯეროდა სასწაულების, მართალია რომ შენც უნდა გააკეთო რაღაც , მაგრამ ეს სამყარო ყელაფერია. სუნთქვა მეკვროდა, ხელები გამეყინა, სიცივისგან არა, ემოციებისგან, სიხარულისგან.
ისევ მზერა ვიგრძენი, ამჯერად მეც გაუსწორე თვალი, მოწონების ნიშნად თავი დამიკრა, სანამ გალავანს გადმოვაბიჯებდი, ნაინას ვთხოვე და გძელი კაბა გადავიცვი უცებ და შარფი გავიკეთე. სიამაყე დავინახე და დიდი პატივისცემა. რამდენიმე ნაბიჯი მერყევად გადავდგი, მეგონა მიწა გამომეცლებოდა ფეხქვეშ, ან დავეცემოდი, რამდენ ემოციას განიცდის ადამიანი, არ მეგონა ესეთ შეგრძნებებს სიხარულიც თუ იწვევდა.
მოწიწებით ვემთვიეთ ხატებს, მეგონ რომ ახლა ყველაზე ახოს ვიყავი ღმერთთან და ყელაზე მეტად ახლა მიწვდებოდა ჩემი ლოცვის ხმა. სულის სიმშვიდე ვიგრძენი, ყველა ტკივილი და უიმედობა სადღაც გაქრა, მათი ადგილი კი იმედმა დაიკავა. მართლაც გულწრფელ ლოცვას სასწაულის მოხდენა შეუძლია.
-მარიამ ჩემი ხმა გესმის?- ეკლესიის კედლებს დიდი გულმოდგინებით ვათვალიერებდი და ნაინას ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან.
-კი, მოხდა რამე?- შევკრთი.
-რამდენიმე წუთია უკან დაგყვები და შენ ჩემი არსებობაც კი ვერ დაინახე, არც კი შეიმჩნიე- გულდაწყვეტილმა მითხრა.
-მაპატიე, - მართლა დამნაშავედ ვიგრძენი თავი- უბრალოდ იმდენად მოვწყდ რეალობას რომ ყველანი დამავიწყდით.
-შეიძლება ყელას ეწყინოს მის გარდა- ღიმილით მითხრა- იმდენად აღფრთოვანებულია, არ ამბობს, არ გიყურებს, თვალის გამოპარებას თუ არ ჩავთვლით, მაგრამ მოწონს ამდენად რომ გაინტერესებს.
-კარგი რა.
ვუთხარი და დიდი ქვის სკამს მივუახლოვდით. ეკლესიის ეზოში დგას ქვის დიდი სკამი. გადმოცემის თანახმად ამ სკამზე მოკლეს უშგულის დაპყრობის მსურველი თავადი - ფუთა დადეშქელიანი. უშგულის ეტიმოლოგიას ”უშიშარ გულს” უკავშირებენ. ისტორიულად, უშგული უბატონო თემი იყო. უშგულში გაბატონების მსურველი 7 თავადი მოკლეს. მათ შორის უკანასკნელი იყო ფუთა დადეშქელიანი, რომელიც უშგულის ლამარიაში მთელმა სოფელმა ერთად მოკლა
უშგული ბუნებრივი მდებარეობის გამო მოწყვეტილი იყო დანარჩენ სვანეთს. უახლოეს თემში, კალაში, რომელიც 7 კილომეტრში მდებარეობს, გადასვლაც კი საკმაო სირთულეს წარმოადგენდა. ხალხის მეხსიერებაში შემორჩენილია ლეგენდა დევის ნაშენზე, ეს არის კლდე, რომელსაც, ლეგენდის თანახმად, ენგურის ხეობა ჩაუკეტავს და სოფელი იტბორებოდა. კატასტროფის თავიდან ასარიდებლად უშგულიდან და კალადან დაძრულა ორი ვერძი, რომლებიც საპირისპირო კუთხეებიდან დასჯახებიან კლდეს და დაუნგრევიათ.
-ამდენი რამ საიდან მოიძიე?- ლუკას ხმამ დაგვირრვია სიმყუდროვე.
-როდესაც რაღაც მაინტერესებს ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ მაქსიმალური ინფორმაცია მოვიპოვო, მერე კი მივდივარ და საკუთარი თვალით ვამოწმებ ყველა მოძეულ სიტყვას.
-მაკვირვებ
-აქ, ყველას როგორ ვაკვირვებ?

მოწიწებით ვემთხვიეთ ხატებს, მეგონა რომ ახლა ყველაზე ახლოს ვიყავი ღმერთთან და ყელაზე მეტად ახლა მიწვდებოდა ჩემი ლოცვის ხმა. სულის სიმშვიდე ვიგრძენი, ყველა ტკივილი და უიმედობა სადღაც გაქრა, მათი ადგილი კი იმედმა დაიკავა, ნათელმა სხივმა. მართლაც გულწრფელ ლოცვას სასწაულის მოხდენა შეუძლია.
-მარიამ ჩემი ხმა გესმის?- ეკლესიის კედლებს დიდი გულმოდგინებით ვათვალიერებდი და ნაინას ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან.
-კი, მოხდა რამე?- შევკრთი.
-რამდენიმე წუთია უკან დაგყვები და შენ ჩემი არსებობაც კი ვერ დაინახე, არც კი შეიმჩნიე- გულდაწყვეტილმა მითხრა.
-მაპატიე, - მართლა დამნაშავედ ვიგრძენი თავი- უბრალოდ იმდენად მოვწყდ რეალობას რომ ყველანი დამავიწყდით.
-შეიძლება ყელას ეწყინოს მის გარდა- ღიმილით მითხრა- იმდენად აღფრთოვანებულია, არ ამბობს, არ გიყურებს, თვალის გამოპარებას თუ არ ჩავთვლით, მაგრამ მოწონს ამდენად რომ გაინტერესებს.
-კარგი რა.
ვუთხარი და დიდი ქვის სკამს მივუახლოვდით. ეკლესიის ეზოში დგას ქვის დიდი სკამი. გადმოცემის თანახმად ამ სკამზე მოკლეს უშგულის დაპყრობის მსურველი თავადი - ფუთა დადეშქელიანი. უშგულის ეტიმოლოგიას ”უშიშარ გულს” უკავშირებენ. ისტორიულად, უშგული უბატონო თემი იყო. უშგულში გაბატონების მსურველი 7 თავადი მოკლეს. მათ შორის უკანასკნელი იყო ფუთა დადეშქელიანი, რომელიც უშგულის ლამარიაში მთელმა სოფელმა ერთად მოკლა
უშგული ბუნებრივი მდებარეობის გამო მოწყვეტილი იყო დანარჩენ სვანეთს. უახლოეს თემში, კალაში, რომელიც 7 კილომეტრში მდებარეობს, გადასვლაც კი საკმაო სირთულეს წარმოადგენდა. ხალხის მეხსიერებაში შემორჩენილია ლეგენდა დევის ნაშენზე, ეს არის კლდე, რომელსაც, ლეგენდის თანახმად, ენგურის ხეობა ჩაუკეტავს და სოფელი იტბორებოდა. კატასტროფის თავიდან ასარიდებლად უშგულიდან და კალადან დაძრულა ორი ვერძი, რომლებიც საპირისპირო კუთხეებიდან დასჯახებიან კლდეს და დაუნგრევიათ.
-ამდენი რამ საიდან მოიძიე?- ლუკას ხმამ დაგვირრვია სიმყუდროვე.
-როდესაც რაღაც მაინტერესებს ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ მაქსიმალური ინფორმაცია მოვიპოვო, მერე კი მივდივარ და საკუთარი თვალით ვამოწმებ ყველა მოძეულ სიტყვას.
-მაკვირვებ
-აქ, ყველას როგორ ვაკვირვებ?
კიდევ ერთხელ მოვავლე მიდამოს თვალი და გალავანთან მდგომი ბავშვებისკენ გავემართე, აქ ყოფნან უსაზღვრო ბედნიერ ადამიანად მაქცია. უკან ვბრუნდებოდი და ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ჩემს რაღაც ნაწილს აქ ვტოვებდი. ახლა მთებს ავხედე, ერთს, თითქმის მუდამ თეთრსა და ქათქათას, მეორეს კი მუდამ დამწუხრებულსა და სევდიანს... აი, ნამდვილი სიყვარული, თეთნულდი და უშბა... ნამდვილიქალ-ვაჟი.

ლამარიას ეკლესია უშგულის თემის ყველაზე მნიშვნელოვანი სალოცავია. 28 აგვისტოს აქ იმართება ღვთისმშობლის მიძინებისადმი მიძღვნილი დიდი დღესასწაული, ე.წ. ლამარიობა (მარიამობა).

№1  offline აქტიური მკითხველი tamo1804

გამახარე, რომ დამახვედრე, მძიმე დღის შემდეგ სახლში ძლივს მისულს.. გავბრაზდი, იგივე რომ მეორდებოდა და სულ პაწაწკინტელა გამოვიდა :( საღერღელი ამიშალა და დამთავრდა.. მეც განვიცადე იაგოს მაგივრად.. ძალიან მომწონს ეს პერსონაჟი, რაიმე შეცდომა რომ ჰქონდეს წარსულში ჩადენილი მაინც, ძლიერი და მამაკაცურია, იდუმალი და საინტერესო.. მარიამის შესაფერისი :) მაკუნა მოაშთეთქოოო.. დიდი თავი დადე და მალეეე <3 ჰოდა ჩემ ნაწილზეც მალე გადადი :* მიყვარხარ ძალიან :* <3

№2  offline აქტიური მკითხველი select

აუუ რა კარგი იყოო ძალიან გამახარე რომ დადე თითოეულ სიტყვას ძალიან ფრთხილად და მოწიწებით ვკითხულობდი ისე მომეწონა რომმმ არ ვიცი რა ვთქვა გასაოცარი ისტორიაა და შენც გასაოცარი ხარ მიყვარხარ heart_eyes heart_eyes kissing_heart

№3  offline წევრი tatalia

რამდენი ისტორია დადებულა სვანებზე. მაგრაკბასე ზედმიწევნით კარგი, საინტერესო და რეალური არცერთი.
გადასარევი ხარ ♥

№4  offline მოდერი zia-maria

relaxed მე მოკლედ გეტყვი სათქმელს და ის გადმოგცემს,მთელ ჩემს ემოციას.,,შენ საოცრება ხარ''.ველოდები შემდეგ თავს. kissing_heart

№5  offline აქტიური მკითხველი terooo

tamo1804
გამახარე, რომ დამახვედრე, მძიმე დღის შემდეგ სახლში ძლივს მისულს.. გავბრაზდი, იგივე რომ მეორდებოდა და სულ პაწაწკინტელა გამოვიდა :( საღერღელი ამიშალა და დამთავრდა.. მეც განვიცადე იაგოს მაგივრად.. ძალიან მომწონს ეს პერსონაჟი, რაიმე შეცდომა რომ ჰქონდეს წარსულში ჩადენილი მაინც, ძლიერი და მამაკაცურია, იდუმალი და საინტერესო.. მარიამის შესაფერისი :) მაკუნა მოაშთეთქოოო.. დიდი თავი დადე და მალეეე <3 ჰოდა ჩემ ნაწილზეც მალე გადადი :* მიყვარხარ ძალიან :* <3

უნამუსო ვარ ვიცი რომ ახლა ვკითხულობ ან კონებტარებს

№6  offline აქტიური მკითხველი terooo

select
აუუ რა კარგი იყოო ძალიან გამახარე რომ დადე თითოეულ სიტყვას ძალიან ფრთხილად და მოწიწებით ვკითხულობდი ისე მომეწონა რომმმ არ ვიცი რა ვთქვა გასაოცარი ისტორიაა და შენც გასაოცარი ხარ მიყვარხარ heart_eyes heart_eyes kissing_heart

ვაიმე ეს.. ახლა ვნახე კომენტარები... დიდი მადლობა ბოდიში რომ აქამდე არ ვნახე

№7 სტუმარი cisartyela

ისეტი ტავი იყო მეც კი გამაოცეეე

№8  offline აქტიური მკითხველი terooo

cisartyela
ისეტი ტავი იყო მეც კი გამაოცეეე

cisartyela
ისეტი ტავი იყო მეც კი გამაოცეეე

ძალიან მიხარია ეგ ამბავი

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent