შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეცა თავისას არ კარგავს! -9-


22-10-2016, 16:08
ავტორი sopiko
ნანახია 1 755

[თავი 9]
ვფიქრობ, როგორ ხვდებიან სხვები, თუ რას გრძნობენ. როგორ არქმევენ გრძნობებს სახელებს... ძალიან რთული საქმე კი ყოფილა. გამოცდებზე და კონკურსებზე რთული. ალბათ აქაც ვიღაც რაღაცაში გვცდის. აინტერესებს, რამდენად შევძლებთ გამარჯვებას და მერე იმას მოგვცემს პრიზად, რასაც დავიმსახურებთ. რამდენს ვბოდიალობ. შიოს გაცნობის შემდეგ ფილოსოფოსის სახელი მეც გავითავსე. არადა მგონი არ მიხდება.
მობილურში შეტყობინებებს ერთიანად ვშლი, რადგან არ მინდა ჩემს ცხოვრებაში შიოს არსებობის დამადასტურებელი ფაქტი ყოველ წუთას მედებოდეს თვალში. რომ შევხვდები, მაშინაც კი გამიჭირდება იმის დამალვა, რომ მე ვიცი და მახსოვს. დღეს თათას წამოსაყვანად მივდივართ და ის მაიმედებს, რომ ორივე მისი მოფერებით ვიქნებით დაკავებულები. შიომ შემომთავაზა, გამოგივლიო, მაგრამ უარი ვუთხარი. ისეთ პატარა სივრცეში, როგორიც მანქანის სალონია, მასთან ერთად ყოფნის იდეა მაშინებს. ამიტომაც ავტობუსში რკინას მოჭიდებული ვდგავარ და თაან ხვლიკივით ვიკლაკნები, ვინმეს რომ არ შევეჯახო.
ერთი გაჩერებით წინ ჩამოვდივარ, რადგან ამოსასვლელ ადამიანებს რომ ვხედავ, გული ცუდად მიხდება. ტროტუარზზე ვხტები და სეირნობით ვაგრძელებ გზას.
ნუცუბიძის ქუჩაზე ხალხი აქა-იქ მოძრაობს. სიარულისას ვაკვირდები მაღაზიების ფერადი მინები როგორ მირეკლავს. ვიტრინებში ათასი რამაა გამოფენილი. აი, აქ ფასდაკლებებია ფეხსაცმელებზე. პირველად არ ვცდუნდები, არადა მაღალქუსლიანი შინდისფერი ფეხსაცმელი მართლაც მომხიბლავად გამოიყურება. წინ უკვე მოჩანს ჩვილ ბავშვთა სახლის მაღალი შენობა. ლურჯი ფანჯრები მზის შუქს ირეკლავს. თვალწინ თათას ლამაზი თვალები მიდგას და თავისთავად მეღიმება. უკვე ხელებში ვგრძნობ მის გლუვ კანს და საბავშვო პუდრის სურნელიც ცხვირთან მიტრიალებს.
შიოს ნაცრისფერ ბეემვეს აქედანვე ვამჩნევ. სასაცილო ის იქნებოდა, რომ არ შემემჩნია, რადგან ავტობუსიდან ჩამოსვლიდანვე მას ვეძებდი თვალით. ფანატიზმის სფეროში გადადიხარ, ლეა. რამდენიც არ უნდა ეცადო, წინ გაჭრილ ირემს მაინც ვერ დაეწევი.
მამაკაცი ჩემგან ზურგით დგას. მანქანის კარებს მიყრდნობია და წინ იყურება. მისი განზე გაზიდული მხრები, დაძარღვული კისერი და კეფასთან აპარსული თმა, რაღა თქმა უნდა, ისევ მაბნევს და ფეხებში სისუსტეს მაგრძნობინებს. ერთიანად გაყინულ ხელებს ჯიბეებში ვიყოფ და შიოს უკან ვუდგები. ნეტავ, იგრძნობს კი, რომ მე ასეთი მზერით ვუყურებ? რომ მის უკან კონრეტულად ლეა ხოჯავა დგას? ჩემსავით დაეხორკლება კანი, თუ ისევ ისე უდარდელად გაიხედება გვერდით და ვერც კი მიხვდება, რომ მის სიახლოვეს მე ვარ?
-შენ შეიძლეა ჩემი მზერით არ დაიღალო, მაგრამ თათასთან გვაგვიანდება, ლეა.-მისი ნათქვამი ადგილზე მახტუნებს. ჩემკენ აუჩქარებლად ტრიალდება. სახეზე ორაზროვანი ღიმილი დასთამაშებს. მისი გამოხედვა ალერგიას მაძლევს. კანი მექავება... აქაც, იქაც, მაგრამ ვერ ვბედავ, რომ მოვიფხანო. სახეზეც თუ დამაყარა ვარდისფერი კოპლები, დავიღუპე.
ჩემს ბედზე პოლიციის სირენების ხმა ისმის და შიოც იქით იხედება. პანიკური შიში მეუფლება, როცა ქავილის შეგრძნება მაშინვე მიქრება და ლოყისკენ წაღებული ხელი ჰაერში მიცივდება. ეს როგორ? მომარიდა თუ არა თვალი, ყველაფერი თავის ადგილას დადგა. გულის გახშირებულ ხტუნვას კი ისევ ისდ ვგრძნობ მკერდში.
-ხოდა წავიდეთ.-იხტიბარს არ ვიტეხ და საჩქაროდ ვუდგები ზურგით, რომ იგივე მეორედ არ გამოვცადო.
-გამოუსწორებელი მატყუარა ხარ, ოღონდ უნიჭო!-ფხუკუნით მომყვება უკან.
როგორ? როგორ არის ჩემ გვერდით ასე მშვიდად, როცა მე ლამისაა სული განვუტევო? როგორ მუშაობს მისი გული ისე, როგორც ყოველთვის? როგორ არ ვახდენ არანაირ გავლენას? როგორ იღიმის ასე თავისუფლად და რატომ მემართება ის ყოველივე მარტო მე, რაც ორივეს ერთდ უნდა გვემართებოდეს?
უცებ ფრაგმენტებად მესახება ის დღე, შიოსთან რომ მივედი სახლში. ისიც ცუდად გახადა ჩემმა დანახვამ, მასაც წაართვა ჩემი კოცნის სურვილმა წინაღობების აგების ძალა... სიმთვრალისას თავი კი არა, ის ნიღაბი დაკარგა, რომლით შენიღბულიც ასეთი ხდება ხოლმე. როგორ ვერ მივხვდი... როგორ ვერ დავუკვირდი... ისიც იმავეს გრძნობს, რასაც მე... ნუთუ?
შიო გარეთ რჩება, რათა დირექტორთან შევიდეს საჭირო საბუთებიანად და ყველაფერი ისე მოაგვაროს, თათას წამოყვანა დღესვე რომ შევძლოთ. ნაცნობები ყოლია აქ და დარწმუნებულია, რომ უპრობლემოდ მოგვცემენ უფლებას. მისი თავდაჯერებულობის წესით უნდა მჯეროდეს, რადგან არასოდეს ყოფილა ისე, რამე რომ ეთქვა და მერე ჩემთვის იმედი გაეცრუებინა.
უკვე სადღაც ერთ თვემდე გავიდა, რაც თათა დაიბადა. პატარას ლოყები უფრო გაბურთვია და სახეზეც ფერი ადევს. აღარ არის ისეთი ვარდისფერი და მეც უკვე შეჩვეულს აღარ მგონია, რომ რამეს ვავნებ. ახლა ვხვდები ერთი მხრივ რისი ბრალია, რომ თათას მიმართ მშბლიური გრძნობები გამიჩნდა. ის ჩემს ხელში დაიბადა. პირველი მე ვნახე... პირველი მე მოვეფერე... მე შემომანათა თავისი თაფლისფერი ვარსკვლავები... აი, ამიტომ. ამიტომ ვერ ველევი ვერასდროს. გემო რომ გავუგე იმ ბედნიერებას, რასაც მისი ჩახუტება იწვევს, თათასთვის ხელის გაშვება აღარ შემიძლია. ის სულ ჩემთან უნდა იყოს. როგორ, არ ვიცი, მაგრამ მე ხომ რაც შეიძლება ცოტა კითხვას ვსვამ მომავალთან დაკავშირებით.
-თათა, საყვაერელო... მე შენთან მოვედი. ხომ შეგპირდი, არ მიგატოვებ_მეთქი... შეიძლება ვერ ვიყო საუკეთესო დედა, მაგრამ მინდა, რომ ვიყო, გესმის? შეიძლება რომ გაიზრდები, სულ არ გინდოდე დედად, მაგრამე მე მაინც შვილად მიგიღებ, გამიგე? როცა კი დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რომ უშენოდ ვეღარ ვიცხოვრებდი. მარტო სინდისს რომ დავაბრალოთ ყველაფერი, ის არ მომცემდა ამის უფლებას. მუდამ იმაზე ვიფიქრებდი, რომ მიგატოვე... ასეთი სუსტი, უუნარო, ჩემო პატარავ.-ვებუტბუტები თათას, თითქოს რამე ესმოდეს. გამიგია, ამ ასაკის ბავშვები ვერაფერს ხედავენო. როგორ დავიჯერო, რომ ვერ მხედავს? ისეთი უშფოთველი გამომეტყველება აქვს, ისეთი აზრიანი თალებით მომჩერებია, რომ შეუძლებელია ვერ მცნობდეს... შეუძლებელია ვერ ხვდებოდეს, ვის უჭირავს ხელში და შეუძლებელია იგივე სიმშვიდეს გრძნობდეს სხვის მკლავებშიდაც.
ჩემ უკან კარები იღება. ოთახში შიო შემოდის. თვალებით ვანიშნებ, ჩუმად იყავი_მეთქი. აქ სხვა ბავშვებიც არიან. ისედაც წინაზე რამხელა ამბავი ავტეხე. მართალია ის ქალი იმსახურებდა ჩემს საყვედურებს, მაგრამ იმ პატარებმა რა დააშავეს? თანაც არ მინდა აქაურებთან ურთიერთობა დაგვეძაბოს. ისინი ხომ ჯერჯერობით გვჭირდებიან.
-რა ქენი?-უკვე საკმარისად ახლოსაა ჩემთან და ჩემი ჩურჩული უნდა ესმოდეს.
-ახლა თავიანთებურად მოაკვარიხჭინებენ საქმეს და სადღაც თხუთმეტ წუთში თათას სახლში წავიყანთ.-ყურებამდე იღიმება ის.
-რა?-ცოტა ხნის წინ სხვა ბავშვებზე რომ ვფიქრობდი, სულ მავიწყდება. პირზე ხელს ვიფარებ და ღმერთს მადლობას ვუხდი, ყველაფერი ასე იოლად რომ მოგვარდა.-ასე არასდროს გაგიხარებივარ, შიო და ალბათ ვერც ვერასდროს გამახარებ.
ბოლო სიტყვებზე ღიმილი სევდიანი მიხდება, მაგრამ ვცდილობ თათას გამო ამ სიხარულს ჩრდილი არ მივაყენო. თითქოს შიოსაც ეტყობა შეცბუნება. უმიზეზოდ ხველება უტყდება და მეც იმით ნასიამოვნები, რომ ასეთი რამ მოვახერხე, თათას ვუბრუნდები.
-ხედავ, თათა? შიომ ყველაფერი ამოგვარა. მალე სახლში წავალთ. ჩვენ... სახლში?-აქ კი ვყოვნდები. რაო? სად უნდაა წავიყვანოთ თათა? შიო წაიყვანს და მორჩა? მართლა მეც მათ ხომ არ ავედევნები? რატომ აქამდე არ მოველაპარაკე ამაზე მენაბდეს?
-ხო, თათა. სახლში წავალთ... მე, შენ და ლეა.-ჩემს სიტყვებს უფრო გამტკიცებულად იმეორებსს შიო.
დაეჭვებული ავყურებ და ხელებით ბავშვს მაღლა ვწევ. შიო მართმევს და შუბლზე ფრთხილად ახებს ტუჩებს, რომ წვერით არ დაუფხაჭნოს კანი. ასეთი ფრთხილი დამოკიდებულება სხვა ვინმეს მიმართ ვერ ექნება. მახსენდება, როგორ მეამბორა ხელზე, მაგრამ იმას ვერაფრით ვიხსენებ, ნაზი იყო თუ უხეში. მაშინ როგორ შემეძლო ამაზე მეფიქრა... მაშინ მხოლოდ მასზე ვფიქრობდი. ერთადერთი შემთვევა იყო, როცა არ დავუსვი თავს კითხვა, მერე რა იქნება? აი, სახლში რომ წამოვედი და ცივი გონებით ვიმსჯელე, მაშინ კი შემომიტია ერთგვარმა სინანულმა, მაგრამ განელებული ცეცხლის ჩაქრობა ისედაც უფრო ადვილად შეიძლება, ვიდრე აღგზნებულის და მოგიზგიზეს.
ოთახში ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის გოგონა შემოდის. მორცხვად აცეცებს თვალებს და ვერ ბედავს, რომ ის გვითხრას, რისთვისაც გამოგზავნეს. ამხელა გოგოს აქ რა უნდა, არ ვიცი, მაგრამ ამის კითხვის საბაბი ნამდვილად არ მაქვს. კეთილგანწყობილად ვუღიმი, რომ გათამამდეს და სათქმელი ამოღერღოს.
-გამარჯობა. მე ლიზი ვარ.-გვაცნობს თავს.-თქვენ ალბათ ლეა და შიო ხომ?
-დიახ, ძვირფასო.-ვუდასტურებ და ირიბ მზერას შიოს ვტყორცნი, ამყევი_მეთქი.
-ჩვენთან გამოგგზავნეს?-ჩემს დისტანციურ შეტყობინებას იღებს და ლიზის ეკითხება ის.
-ხო... ყველაფერი წესრიგშია და მხოლოდ თქვენი ხელმოწერაღაა საჭირო. თქვენიც და თქვენი მეუღლისაც.
ახალი სტატუსი ყურს ეხამუშება. თათას საწოლში ვაწვენ და იმის გათავისებას, გაჩემიანებას ვცდილობ, რომ მე შიოს ცოლი ვარ. რა მნიშვნელობა აქვს ფიქტიური თუ ფაქტიური... ის ჩემი ქმარია. კაცი, რომელიც მომწონს, რომელზეც დაუსრულებრივ ვფიქრობ, ვოცნებობ, ჩემი მეორე ნახევარი გახდა. ნახევარი, არა მესამედი! რა უსაფუძვლო ფრაზაა. ვთქვათ, მეზიზღება ქმარი... მის გამო ორად რატომ უნდა გავიყო?
-ლიზი, თათა აქ დავტოვოთ?-თავს ისე ვაგრძნობინებ, როგორც თანატოლს, დაძაბულობა რომ გავუქრო.
-დიახ. აღმზრდელი მოაწესრიგებს და წასავლელად მოამზადებს.
თათას დატოვება უფრო მეტად მიმძიმს, რადგან ვიცი, რომ მალე სულ ჩემთან იქნება და ამას რომ წარმოიდგენ, როგორია მერე მკერდიდან მოიშორო. დირექტორთან ჩემს მეუღლესთან ერთად შევდივარ და აღნიშნულ ადგილას ხელს ვაწერ. დირექტორი გვიხსნის, რომ ვინაიდან ბავშვი ასე ადვილად მიგვყავს და გარემოებებმაც ხელი შეგვიწყო, არ უნდა გვეგონოს, რომ მათ ჩვენთან კავშირი საბოლოოდ გაწყვიტეს. თათათი დანტერესებულები ყოფილან პიროვნებები არასამთავრობო ორგანიზაციიდან. მათი საზღვარგარეთ წაყვანა და იქაური ცოლ-ქმრისთვის მიშვილება უნოდათ. ეს ხალხი კარგი წარმომავლობისა ყოფილა, მდიდარი ბიზნესმენების სახელიც ქონიათ და თურმე უკვე დიდი ხანია ეძებდნენ ბავშვს, რომელიც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. დირექტორმა არ იცოდა, რით მოხიბლა თათამ ასე შუამავლები, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ არა მერის მიერ დატოვებული მეურვეობის საბუთი, ისინი გვაჯობებდნენ გავლენით და შესაძლებლობებით და თათას წაგვართმევდნენ. მიზანს რომ ვერ მიაღწიეს, გადაწყვიტეს თვალი გვადევნონ და თუ სადმე ბავშვის უფლებების დარღვევას შეამჩნევენ ან ჩვენ დავუშვებთ შეცდომას მის აღზრდაში, სასამართლოში გვიჩივლებენ და მეურვეობის უფლებას ჩამოგვართმევენ.
სკამიდან გადმოვარდნას არაფერი მიკლია ამის შემდეგ. მე და შიო ნამდვილი ცოლ-ქმარი არ ვართ, როგორ უნდა ვიყოთ ისეთი კარგი მშობლები, რომ ჩვენს მაკონტროლებლებს ჩივილის მიზეზი არ მივცეთ? ასეც რომ არ იყოს, მაშინ იქნებოდა რთული. ყველა ვუშვებთ შეცდომებს. სამყარო არაა ისე მოწყობილი, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც საჭიროა. ისინი ჩვენს თითოეულ ნაბიჯს შეამოწმებენ და შანსს არ გაუშვებენ ხელიდან, რომ თათა წაგვართვან. მერე რა უნდა ვქნა? რისთვის წავედი ამხელა რისკზე? რისთვის დავდე სასწორზე ჩემი მომავალი? რას ველოდებოდი? ვის ველოდებოდი? რა თქმა უნდა, თათას. უიმისოდ ცხოვრების გაგრძელება რომ მნდომებოდა, ასე კი არ მოვიქცეოდი. ახლა კი შეიძლება ყველაფერი უკან დამრჩეს ვიღაც უცხოელების გამო.
-ანუ?-იმის დაკონკრეტებას ვითხოვ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
-ხშირად ბავშვი რომ იშვილონ, ფიქტიურად ქორწინდებიან ხოლმე. პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ ისინი და ცალკე ჩვენც აუცილებლად შეგამოწმებთ. რამდენიმე დღე სავარაუდოდ გითვალთვალებენ კიდეც. მერე კი მოულოდნელად დაიწყებენ იერიშების მოტანას. ხან თათას ირგვლივ იტრიალებენ და ხან თქვენ. ბავშვმა კომფორტულ გარემოში უნდა იცხოვროს. გადავამოწმეთ და თქვენი სოციალური მდომარეობა ცუდი ნამდვილად არ არის. ზღვარზე ბევრად წინაა. თქვენ, ქალბატონო ლეა, მთარგმნელი ყოფილხართ. მართალია ბატონი შიოს ფულის მოპოვების წყარო ცნობილი არაა, თუმცა გავიგეთ, რომ თემქაზე აქვს სამოთახიანი ბინა, კეთილმოწყობილი. მოკლედ ჯერჯერობით ყველა კრიტერიუმში ჯდებით და მერე თქვენ იცით.-ყველაფერს ნათლად გვისახავს ის, სირთულეებსაც და გამოსავალ გზებსაც.
აღარაფერი მწადია. კითხვაც კი აღარ მომდის ტვინში, რომ დავსვა. მინდა მჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ სიტყვები მხოლოდ სიტყვებად მრჩება. უნდა მქონდეს მტკიცე საბუთი იმისა, რომ იქნება და მორჩა! ცნობიერება რომ მინათდება, შიო უკვე ფეხზე დგას და დირექტორს მადლობას უხდის.
მხოლოდ იმიტომ ვდგამ ნაბიჯებს, რომ თათა ვნახო. აღმზრდელი ბავშვს მკლავებში მიწვენს და გვემშვიდობება. შიო გზაში მამშვიდებს, საიმედო სიტყვებს მეუბნება, მაგრამ ამ წუთას ყველაზე ურწმუნო ადამიანი ვარ. ერთ რამეზე ვღელავ მხოლოდ, რომ თათა ხელიდან არ გამივარდეს. დროა გონს მოვეგო. დირექტორს ეს ყველაფერი იმისთვის არ მოუყოლია, რომ შევშინდე და მხდალივით იმდენი ვქნა, ზურგში მომხვდეს ტყვია ბოლოს. ამის გაფიქრება ამ ქვეყნად მაბრუნებს. საშინელ ფიქრებს უკუვაგდებ და მოჟამულ ამინდს ვცდილობ საპირისპირო განწყობა დავახვედრო.
-მოიცადეთ! ლეა... ქალბატონო ლეა!-სუსტად მესმის წვრილი ხმა, თუმცა მაშინვე ქარში იკარგება.
ბავშვთა სახლისკენ ვტრიალდები. გამოსასვლელთან ლიზი დგას და ხელს გვიქნევს. რომ ხედავს, შევჩერდით, ჩვენკენ მორბის და ქოშინით გვიდგება წინ.
-მინდოდა... მინდოდა თათას დავმშვიდობებულიყავი. იცით, ის... ძალიან საყვარელი გოგოა. მომენატრება.-სიყვარულით ამბობს გოგონა და თათას ლოყაზე ორ თითს უსვამს.
-შეგიძლია გვესტუმრო ხოლმე. ჩემს სავიზიტო ბარათს მოგცემ და დამიკაშირდი.-იმდენად მახარებს მისგან წამოსული დადებითი სხივები, რომ სავიზიტო ბარათის მოძიება არ მეზარება. ბავშვს შიო მართმევს და უკეთესად ვახერხებ ჩანთაში ორიენტაციას. თითებით რაღაც ოთხკუთხედს და მაგარს რომ ვაწყდები, ხელი მაღლა ამომაქვს და ბარათს ლიზის ვაძლევ.
-დიდი მადლობა, მაგრამ არ ვიცი, რამდენად შევძლებ მოსვლას.-უცებ იღუშება ის.
-რატომ?
-მეც ბავშვთა სახლში გავიზარდე. არსად წასავლელი რომ არ მქონდა, დირექტორმა შემიცოდა და ჩვილ ბავშვთა სახლში გამომგზავნა აღმზრდელად, თუმცა ბავშვებთან იმდენად არ ვარ. წვრილ-წვრილ საქმეებში ვეხმარები აქაურებს.-სახეზე მადლიერება აწერია ამის თქმისას გოგონას.
-გასაგებია. არა უშავს, იქნებ მაინც შეძლო. იცი, არავის გამოუყოლებია თათასთვის ისეთი სევდიანი მზერა, როგორიც ახლა შენ გაქვს. პირიქით, უხაროდათ, რომ მათთვის ერთი ჩვეულებრივი, ჭირვეული ბავშვი მოაკლდათ. აი, ეს დავინახე თავიდანვე შენში და ამიტომაც მომეწონე.-არ ვუმალავ ჩემს აზრს და დახრილ თავს თითით მაღლა ვაწევინებ.-ნახვამდის, ლიზი.
-ნახვამდის, ლეა. ნახვამდის, შიო. კარგად, მეგობარო.-გვიღიმის სამივეს და შენობაში ბრუნდება.
ღრუბლებით დაფარული ცისკენ ვიხედები, მანქანის უკანა კარებს ვაღებ და თათასთან ერთად იქ ვჯდები. ახლა ამ ადგილსაც უნდა შევეჩვიო და საერთოდ... თათას გამო არაფერთან შეგუება არ გამიჭირდება.

^^^
დაგვიანება რომ გამომესწორებინა, მიყოლებით დავდე ორი თავი.
ხოდა თქვენც მიყოლებით დამიკომენტარეთ :დ
ორი თავიღა დარჩა და დავემშვიდობებით შიოს, ლეას, ნიცას, ნინოს, გაბოს, თათას...
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline წევრი mimimimo

აუ, ლიზიც რომ წაიყვანონ არა?
რა საყვარელია.
ის უცხოელები გადააშენე.
არ მინდა, რომ ისტორია დასრულდეს.

 


№2  offline მოდერი sopiko

mimimimo
აუ, ლიზიც რომ წაიყვანონ არა?
რა საყვარელია.
ის უცხოელები გადააშენე.
არ მინდა, რომ ისტორია დასრულდეს.

ლიზის პერსონაჟი იმიტომ გამოჩნდა, რომ სიკეთის სხივი კვლავ შემომეტანა ისტორიაში.
უცხოელები გადაშენდებიან :დ
მიყვარხარ relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent