შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის ქურდი(I-XXV თავები)


29-12-2016, 22:03
ავტორი ნეპტუნიელი
ნანახია 2 361

ფეხის ხმა ხშირდება,გამხმარ ფოთლებზე ფეხშიშველი მივრბივარ. გავრბივარ... ძალიან სწრაფად მივრბივარ.შიში მიბყრობს და სუნთქვა მიხშირდება. საკუთარი გულისცემა ყურებში მესმის. ეს რა ჯანდაბაა? ვის გავურბივარ? ან საით გავრბივარ? არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი რომ უნდა გავიქცე. ტანზე საღამურები მაცვია, ირგვლივ კი მხოლოდ შებინდებული ტყე და ნესტიანი ნიადაგია. არა, მორჩა მეტი აღარ შემიძლია უნდა გავჩერდე და სირბილი შევწყვიტო. მაგრამ ფეხებს ვერ ვიმორჩილებ. ეკა, გაჩერდი! შემოვუძახე საკუთარ თავს და სველ მიწაზე მუხლებით დავეცი. ისევ ფეხის ხმა მესმის, ახლა უფრო ახლოსაა, გამხმარი ფოთლების შრიალი იმატებს და მხარზე შეხებას ვგრძნობ. თავს უკან ვაბრუნებ და დაახლოებით ჩემი წლოვანების ბიჭს ვხედავ. ისევ შიში, ასწრაფებული გულის ცემა. და თვალებ ვახელ...
ღმერთო, ეს უბრალო კოშმარი იყო! მორიგი სიზმარი! ცივ იატაკზე ფეხშიშველი გადმოვედი და ეს სიცივე მსიამოვნებს კიდეც. ოთახში შუქი ავანთე და ირგვლივ მიმოვიხედე. ყველგან ნახატებია. 25 ნახატი... 25 ერთიდაიმავე ადამიანის პორტრეტი. სხვადასხვა შინაარსის სიზმარი ერთი და იმავე პერსონაჟებით. უკვე დავიღალე! ვერ ვხვდები ვინ არის ეს ბიჭი და ამ რამდენიმე თვის მანძილზე სულ მასზე რატომ ვხედავ სიზმრებს? ლოგინიდან ვდგები და წყლის დასალევად,სამზარეულოში, მივდივარ. დერეფანში ფეხშიშველი გავდივარ და სიზმრის ფრაგმენტებს თავიდან ვერ ვიშორებ. საკუთარ თავზე ნერვები გამუდმებით მეშლება, რადგან რაც ის მესიზმრება მას შემდეგ მის სახეს, გამოხედვას და თვალებს ვერ ვიშორებ გონებიდან.პირველივე სიზმრის შემდეგ გამუდმებით მასზე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა რომ ის არარეალურია, მხოლოდ ჩემს სიზმრებში არსებობს. ეგ სიზმრის ქურდი გამუდმებით მესიზმრება და ამის შემდეგ მისი დახატვა მინდება. ამიტომ მეც ვხატავ. ასე და ამგვარად შეიქმნა ის 25 პორტრეტი, რომელიც მე დავხატე. კარადიდან დიდ ჭიქას ვიღებ და მაცივრიდან ცივ წყალს ვასხამ.მერე ისევ კიბით მაღლა ავდივარ და სანამ ოთახში შევიდოდე ჩემს ძმას დავყურებ მძინარს. ნეტა მე როდის მეღირსება ასეთი მშვიდი ძილი, ყოველგვარი კოშმარებისა და უცნობების გარეშე.
________________________________________________________________________
-ყავა გინდა თუ ჩაი?-ადუღებული წყალი ფინჯნებში ჩავასხი და დეიდას შევხედე, რომელიც საბუთების მოწესრიგებით იყო გართული.
-უშაქრო ყავა,ეკა. სკოლაში რა ხდება ახალი? ექსკურსიაზე როდის მიდიხართ?
-ექსკურსია 2 კვირაში გვაქვს. მაგრამ დეიდა ეს ექსკურსია ხომ ნებაყოფლობითია, თან მერე იქიდან ლაშქრობაში მიდიან და იქნებ არ წავსულიყავი?-ვუთხარი და დავიმანჭე. დიდად არ მიყვარს ეს ექსკურსიები და რა ვქნა? ბავშვობიდან ასე ვიყავი. სულ ძალით მატარედა-ხოლმე დედა.
-არავითარი უარი. ეკა ხომ იცი რომ ბოლოს მაინც ჩემსას გავიტან და მაგ ექსკურსიაზე წახვალ!!! მთელი წლის მანძილზე არსად არ წასულხარ სულ სწავლობდი და შენ ეს დაიმსახურე. წადი და კლასელებთან ერთად გაერთე, იქნებ მოგეწონოს ლაშქრობა?!-უნდა შევპასუხებულიყავი, როცა ოთახში ბებია შემოვიდა.
-კატერინა, ბებია, ჩემი სათვალე სად არის არ იცი? ამდენი ხანია ვეძებ და ვერ ვიპოვე. ვაი დედა, რაღაც ვერ ვარ კარგად მგონი წნევამ ამიწია. არა ისე ამ დათოს ხელში კიდე კარგად ვარ.-დათო ჩემი ძმაა- ღმერთო, შენ გვიშველე რა მაიმუნი ბავშვია!!!-ქოთქოთით შემოვიდა ბებია და თან სათვალეს დაუწყო ძებნა აქეთ-იქით.
-ნუ ნერვიულოდ ბებია,ვიპოვე შენი სათვალე-ვუთხარი და ჩამეცინა.
-მართლა,კატერინა?-ეს ჩემი სრული სახელია- სად არის?-მითხრა და თვალებში შემომციცინა.
-თავზე გიკეთია-ვუთხარი და სიცილი დავიწყე.-ბეე, დედიკოს არ დაურეკავს? ასე მითხრა რაღაცა უნდა გამოვგზავნოო?!-ვუთხარი და ჩაი მოვსვი. მან სათვალე ცხვირზე დაიკოსა და მითხრა:
-არა, ეკა არ დაურეკავს და გუშინ ჩვენ რომ ვურეკავდით ზურამ აიღო და ასე გვითხრა ძალიან დაღლილი მოვიდა და სძინავსო.
-კაი მაშინ სკოლიდან რომ მოვალ მე თვითონ დავურეკავ. ეხა წავალ თორემ დამაგვიანდება სკოლაში.-სავარძელში მისვენებული ზურგჩანთა მხრებზე მოვიკიდე და სახლიდან გავედი. ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკის ფონზე გზა განვაგრძე სკოლისკენ. დედა და მამა ანუ ნინო და ზურა იტალიაში არიან წასულები სამუშაოდ. რაც ბინა დავკაგეთ მის მერე იქით არიან და მას შემდეგ აღარ მინახავს(სკაიპს თუ არ ჩავთვლით). დათო ჩემი ძმაა, 6 წლისაა ჯერ ახლა შევიდა სკოლაში. ძალიან ცელქია, მაგრამ ამის დამიუხედავად მაინც დიდი ადგილი უკავი ჩემს ცხოვრებაში. ჩემი დაქალი ანაა. დიდი ხანია უკვე ვმეგობრობთ და ერთ კლასშიც ვსწავლობთ. ის არამარტო ჩემი დაქალი, არამედ მესაიდუმლე და მრჩეველიცაა. მას ძალიან ვენდობი.
სკოლის შესასვლელში შევედი კიბეებს ავუყევი. ის იყო კლასში უნდა შევსულიყავი რომ ადგილზე გავქვავდი. დერეფანში როგორც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო და ჩემთვის ბევრ უცხოს მოეყარა თავი, თუმცა ერთი ადამიანი ძალიან, ძალიან ძალიან ჰგავდა" ჩემს" სიზმრის ქურდს . არა ის უბრალოდ კი არ ჰგავდა არამედ ზუსტად ის ადამიანი იყო. ასე გაოგნებლი რამდენიმე წუთი ვიდექი მერე კი გონზე რომ მოვედი. სწრაფად საკლასო ოთახში შევედი.

II თავი
გაკვეთილების დაწყების ზარი დაირეკა და ჩემმა კლასელებმაც საკუთარი ადგილები დაიკავეს. საკლასო ოთახში მასწავლებელი შემოვიდა, ყველას მოგვესალმა და სიის ამოკითხვა დაიწყო. "ეს სიზმრები ისე გავდნენ უბრალოდ სიზმრებს,რომ არც კი მეგონა თუ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. მართალია, ასეთი ეპიზოდები ფილმებში ხშირად მაქვს ნანახი, თუმცა მათი არსებობა რეალურ ცხოვრებაში არც კი წარმომდგინა. და ეს რას ნიშნავს?! აქამდე რატომ არ მინახავს ამ სკოლაში. პირველ კლასიდან აქ ვსწავლობ, თუმცა ის ჯერ არ შემინიშნავს. იქნებ ახალი გადმოსულია ამ სკოლაში? მაგრამ მე რა შუაში ვარ?". ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც დედამიწაზე მასწავლებლის შეკითხვამ დამაბრუნა:
-შენ რას ფიქრობ, კატერინა, შენ რომელს დაუჭერდი მხარს?-იმდენად მოულოდნელი და გაუგებარი შეკითხვა დამისვა, რომ არ ვოცოდი რა მეპასუხა. მე ხომ ისიც კი არ ვიცი რა თემაზე საუბრობენ! პასუხი როგორ გავცე?მოულოდნელად ფეხზე წამოვვარდი და ვუთხარი:
-მაპატიეთ, მაია მასწავლებელო, ვერ გიპასუხებთ, რადგან არ გისმენდით.
-შენი ადგილი დაიკავე, ეკა.-მითხრა უკმაყოფილოდ და მზერა კლასის მეორე ნაწილზე გადაიტანა.უკან მივიხედე, ვიცოდი როგორ დაჟინებითაც მიყურებდა ანა. თავი გააქნია იმისნიშნით ყველაფერი კარგად იყო თუ არა. მეც თავი დავუქნიე და თავი წინ შევაბრუნე. არა, რა ამ ბიჭზე ფიქრი კარგს არაფერს მომიტანს. წიგნი ახლოს მოვწიე და შევეცადე გაკვეთილი წამეკითხა.
სახლში, რომ მივედი გაკვეთილები მოვამზადე და იმდენად დაღლილი ვიყავი ემოციებისგან, რომ არაფერზე ფიქრის თავი არ მქონდა. ამიტომ დასაძინებლად წავედი.
"-გაბრიელ... გაბრიელ...-ამაოდ ვიმეორებდი ერთიდაიმავე სახელს თეთრ სივრცეში და ვიღაცის მოძებნას ვცდილობდი. უნდა მოვძებნო მას უნდა ვუთხრა, აუცილებლად უნდა ვუთხრა. მხოლოდ ეს მიტრიალებდა თავში და ვცდილობდი ვინმე გაბრიელი მომეძებნა. მაგრამ სად უნდა ვეძებო ირგვლივ ხომ მხოლოდ თეთრი ფონია. ეს კედლები კი ფსიქიატრიულის ოთახებს გავს. უცბად თეთრ სივრცეში ერთი შავი წერტილი დავინახე. ეს წერტილი ნელ-ნელა გაიზარდა და თანდათან გაიშალა. და სულ მალე ჩემს ირგვლივ ნაცნობი ადგილი გაიშალა. ისევ ის ტყე, ამჯერად კი გზაც მოჩანს. სიჩუმეა, ამ დუმილს მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი არღვევს და უცბად მაღვიძარა რეკავს. ყურები მიგუბდება და თვალებს ვაძელ. მაღვიძარას ვრთავ და თავბრუდახველი და გაბრუებული საწოლიდან ვდგები. ისევ ახალი სიზმარი. არა, რა ეს უკვე ზედმეტია. ან ეს გაბრიელი ვინღაა?! ფიქრიც კი აღარ მინდა. სააბაზანოში გავდივარ და თავს ვიწესრიგებ. თმას ვისწორებ და ვიშლი. ჯინსის შარვალ და ლურჯ მაისურს ვიცვამ. ზურგ ჩანთას ხელს ვკიდებ და სახლიდან ჩუმად გავდივარ. პირველრიგში, იმიტომ რომ არ მინდა ვინმეს გამოველაპარაკო, კარგად უნდა დავფიქდე ამ უცნაურობებზე. თანაც გუშინ ბებიას დავპირდი, რომ დედას დავურეკავდი, მაგრამ პირობა არ შევასრულე. ის ეკა კი რომელსაც ისინი იცნობენ უყურადღებო არაა. გზაში სიზმარზე ვფიქრობ და ვცდილობ ყოველი ფრაგმენტი გავიხსენო და გავაანალიზო, მანამ სანამ დამავიწყდებოდეს. სკოლას ვუახლოვდები და სკოლის შესასვლელთან ანას, ვხედავ. ის ღიმილით მეგებება და გახარებული რაღაცას მთელი ემოციბით მიყვება მე კი არ ვუსმენ, უფროსწორად ვერ ვუსმენ რადგან, ისევ გუშინდელზე და დღევანდელ სიზმარზე ვფიქრობ. გაკვეთილები როგორც ყოველთვის ნელ-ნელა მიზოზავს. დასვენებაზე მერხთან ვზივარ და ღია კარში ვიხედები, დერეფანს გავყურებ. თითქოს იმედი მაქვს რომ ჩემი სიზმრის ქურდი გამოჩნდეება. და ჯეკპოტი! დერეფანში მართლაც გამოჩნდა. თვალი მიშტერდება და დებილივით მონუსხული ვუყურებ. არ მჯერა რომ ეს მართლაც ხდება. ერთი თვე ეს ადამიანი მესიზმრებოდა ახლა კი ის ჩემს წინ დგას. იცინის და ხალხში ლაპარაკობს. სწორედ ის გამოხედვა, სწორედ ის სიცილი და ღიმილი, რომელიც სიზმარში ვნახე. ნუთუ ეს შესაძლებელია? როგორც ჩანს კი. ვპასუხობ საკუთარ თავს და მეცინება.
-სიმპათიურია არა?-ფიქრებიდან ანას ხმას გამოვყავარ.
-ძალიან-ვამბობ ავტომატურად და როცა ჩემი პასუხი ტვინამდე აღწევს და ვიაზრებ იმას რაც ვთქვი სწრაფადვე თავს ვიკატუნებ-რაა? რას გულისხმობ? ვინ?-სიტყვებს სწრაფად ვეძებ და დაბნეული თვალებს ვმალავ. ანას ეცინება და სიცილით მუბნება.
-რა ვინ? ვინ და გაბრიელი!!!-და მუჯლუგუნს მკრავს. თან ფართოდ მიღიმის.
-მოიცა რა თქვი? რა სახელი თქვი?-დაბნეული და შეშინებული, აკანკალებული ხმით ვეკითხები ანას.
-რა იყო პირველად გესმის ეს სახელი? თან ხმა ისე აგიკანკალდა თითქოს ვიღაც სერიული მკვლელი იყოს.- ანას სიცილი აუვარდა მე კი სუნთქვა გახშირებული ვცდილობდი ეს დიალოგი გამეანალიზებინა.
III თავი
ესეიგი შემიძლია რაღაცეები წინასწარ ვნახო. მაგრამ ეს მხოლოდ გაბრიელზე რატომ გამომდის?
ანას ვუთრა თუ არა?! არა ჯერ ვერ ვეტყვი, სჯობს თავი შევიკავო. შესაფერის დროს დაველოდები და მერე ვეტყვი. გაკვეთილები რომ დასრულდა მე და ანა დერეფანში გამოვედით და კიბეებს ჩავუყევით. თვალების ცეცება დავიწყე, აქეთ-იქით ვიხედებოდი და მას ვეძებდი, თუმცა ამაოდ. გარეთ გამოვედით და ანა მე მომიბრუნდა:
-ძალიან მიხარია წელს ექსკურსიაზე,რომ მოდიხარ! როგორც იქნა ვეღირსე! მეოთხე კლასის მერე არც წამოსულხარ. მე დღეს მივდივარ ლაშქრობისთვის ნივთები უნდა ვიყიდო. მარტო წასვლა მეზარება და წამომყევი რა. გთხოვ-ლეკვის თვალებით შემომხედა და თავი მოისაწყლა. მის ასეთ საქციელზე გამეცინა, ხელები მოვხვიე და ვუთხარი:
-წამოგყვები აბა რას ვიზავ? შენი თავი ვინმემ რომ მომტაცოს მერე რა ვქნა? გამოცდების კონსპექტები ვისთან ერთად ვწერო?-გავეხუმრე და მოვშორდი რომ მისგან გამოქანებული ჩანთა ამეცილებინა.
-აჰა, ესეიგი მხოლოდ ამისთვის გჭირდები არა?! წელს ყველაფერს შენით დაწერ ქალბატონო-სიცილით გამომეკიდა. მეც სიცილი დავიწყე. სახლში მივედით, ჩანთა დავტოვე და საჭირო თანხა ავიღე, ჩემები გავაფრთხილე და ანასთან ერთად სახლი დავტოვე.
3 საათი მატარა ანამ მაღაზიებში, ხან რომელიმე ნივთის ფერი არ მოსწონდა ხან ფორმა.
-კარგი რა ანა!!! დავიღალე... აღარ შემიძლია... რა მნიშვნელობა აქვს რა ფორმის თერმოსი ან როგორი ფერის კარავი გექნება? მაინც 2 დღისთვის დაგჭირდება.გთხოვ სწრაფად იყიდე და სახლში წავიდეთ რა!!!-ანას უკან მივყვებოდი წუწუნით. თუმცა ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა. მეც უხმოდ გავყევი. შემდეგი კითხვა კი ნამდვილად არ ვიცი რატომ დავუსვი, თითქოს ავტომატურად ვკითხე.
-გაბრიელს იცნობ?-ამ კითხვაზე შეცბა, აშკარად არ ელოდა. თუმცა წამის მეასედში ეშმაკურად გამომხედა და მითხრა:
-მისით ასე რატომ დაინტერესდი?-ჯერ მე შემომხედა შემდეგ ისევ ნივთს, რომელიც ხელში ეჭირა-მოგწონს?-ახლა თვალებგაბრწყინებულმა მკითხა და ისევ მე შემომხედა.
-არა, არა რა მომწონს! გაგიჟდი?! რა სისულელეა... უბრალოდ მაინტერესებს!-თავისმართლება დავიწყე და დახლთან კიდევ უფრო ახლოს მივედი რომ ხელით დავყრდნობოდი.
-ეკა, 16 წელია გიცნობ და კარგად ვიცი, რომ უბრალო დაინტერეების გამო არაფერს არ კითხულობ, ამიტომ გიჯობს სიმართლე მითხრა.
-ოხხ, კარგი, კარგი-დანებების ნიშნად ხელები მაღლა ავწიე და განვაგრძე-მაშინ დროზე იყიდე და წამო სადმე დავჯდეთ აქ ვერ მოგიყვები.
ყიდვა არ დაუყოვნებია სწრაფად მოათავა ყველაფერი. გადაწყვიტეთ კაფეში დავმჯდარიყავით.
-ორი ფორთოხლის წვენი და 1 შოკოლადის ნამცხვარი-მივეცი შეკვეთა ოფიციანტს, მან მალევე მოიტანა ჩვენი შეკვეთა. ანა ჭამას შეუდგა და თან თვალით მანიშნა შენ დაიწყე მოყოლაო.
-მოკლედ... 25 დღეა განუწყვეტლივ მესიზმრება, სხვადასვხა სიზმარი ერთიდაიმავე პერსონაჯებით, ერთი პერსონაჯი მე ვარ, მეორე კი გაბრიელი-ეს ვუთხარი და შევჩერდი, ანას რეაქციის სანახავად. აქამდე თეფშს უყურებდა ახლა კი გაფართოებული თვალებით მე შემომხედა-თავიდან მეგონა რომ ის ჩემს თავში შექმნლი, გამოგონილი ადამიანი იყო. მაგრამ 2 დღის წინ სკოლის დერეფანში დავინახე. სიმართლე თუ გინდა მისი სახელიც სიზმრიდან გავიგე და როცა შენც დამიმოწმე, მივხვდი რომ ეს სიზმრები რაღაცას უნდა ნიშნავდეს. ასე უბრალოდ ვერ დამესიზმრებოდა ის ადამიანი, რომელიც აქამდე არ მინახავს.
ანა გაკვირვებული მიყურებს, მე კი ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქას დავწვდი და მოვწრუპე. შემდეგ კი განვაგრძე:
-ხო, ვიცი რომ გიჟურად ჟღერს მაგრამ ეს ასეა...
-დაუჯერებელია... მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც წინასწარ ხედავენ მოვლენების განვითარებას.
-არანაირი, მოვლენების განვითარება არ მინახავს, უბრალოდ რაღაც იდიოტური ტყე მესიზმრება სადაც გავრბივარ და მერე არსაიდან ის ჩნდება.
-მაგარია.
-სულაც არა არის მაგარი-წავიბურდღუნე და ისევ ჭიქას წავავლე ხელი.
-გაგიჟდი?! შენი ბედისწერაა-ეშმაკურად გამომხედა.
-ნუ ცანცარებ!-შევუბღვირე, თუმცა მაინც გამეღიმა.
სახლში დაღლილი მივედი, ისევ სიზმარი.
ისევ ის ტყე.
იქვე ახლოს ტრასა.
ავარია.
ორი დანგრეული მანქანა.
მანქანებს ფრთხილად ვუახლოვდები და გული კოლიბრივით მიცემს. თითქოს უკვე ვიცი იქ ვისაც ვნახავ, არც შევმცდარვარ. ისევ გამოღვიძება და საშინელი აურზაური თავში.
სკოლაში ჩვეულებისამებრ წავედი. გაკვეთილების შემდეგ ანა მაღაზიაში გავიდა, რაღაც უნდა ვიყიდოო, მე იქვე სკოლის ეზოში,სკამზე, ჩამოვჯექი. 2წუთიც კი არ იყო გასული, როცა ნაცნობი ხმა მომესმა:
-გამარჯობა ეკა, როგორ ხარ?
-კარგად, ბექა!-უკმაყოფილომ შევხედე.
-მეც არა მიშავს-მითხრა და გაეცინა.
-არც კი მიკითხავს-ვუთხარი და მზერა ავარიდე.
-დღეს 6-ისთვის გამოგივლი და სადმე წავიდეთ-ისე მითხრა ჩემი აზრით არც დაინტერესულა.თუმცა მან პასუხი უკვე იცოდა. შევნიშნე ანა როგორ მოგვიახლოვდა.
-იცი... დღეს ჩემი ბიძაშვილის დაბადების დღეა და ამიტომ მასთან უნდა წავიდე... წავიდეთ-სწრაფად დავაბოლოვე და ანას გავხედე. ის, რა თქმა უნდა, მიმიხვდა ჩანაფიქრს და ტყუილში ამყვა.
-ხო, ერთად მივდივართ... აი საჩუქარიც ვუყიდე- უთხრა და მაშინვე საკუთარ ჩანთას დასწვდა, რაღაც შეფუთული ყუთი ამოიღო და უჩვენა. ბექამ ჯერ მე შემომხედა შემდეგ მზერა ანაზე გადაიტანა.
-კარგი თუ ასეა, სხვა დროს იყოს. ნახვამდის ეკა.-დამემშვიდობა, შებრუნდა წავიდა. მე მობეზრებულად თვალები გადავატრიალე, ანამ ერთი ამოიოხრა. ხელკავი გამიყარა და გზა განვაგრძეთ. საერთოდ ტყუილები არ მიყვარს, თუმცა მოცემლი სიტუაციით კარგად ვსარგებლოდ ხომლე. ისე ვიტყუები რომ ჩემი ტყუილის მეც კი მჯერა. სკოლის ეზოს ცოტა რომ მოვშორდით საპირისპირო მხარეს გაბრიელი დავინახე. მეგორბებთან ერთად იდგა და საუბრობდა. ანამ დღევანდელი სიზმრის შესახებ, რა თქმა უნდა, იცოდა ამიტომ ვუთხარი:
-ან, ვიცი რომ გიჟურად ჟღერს, მაგრამ უნდა ვუთხრა, როგორმე უნდა გავაფრთხილო. ახლა თუ არ ვეტყვი შესაძლებელია მერე უკვე გვიანი იყოს.
-რაა? შენ ხომ არ გაგიჟდი... და როგორ უნდა უთხრა? გამარჯობა იცი რა ერთი თვეა მესიზმრები და დღეს შენზე ცუდი სიზმარი ვნახე და არ მინდა რომ სახლიდან გახვიდეო? სულელი ეგონები და დაგცინებენ.
-ხომ მაგრამ რომ მოკვდეს? რამე რომ დაუშავდეს? მე ეს ვიცოდე და შიშის გამო არ ვუთხრა. ჩემი ბრალი იქნება რამე რომ დაემართოს-სიტყვა არც დამიმთავრებია ისე გავემართე იმ ადგილისკენ სადაც გაბრიელი იდგა. თან მეშინოდა თან თავს ვალდებულად ვთვლიდი ეს მეთქვა. ნელი, თუმცა გაბედული ნაბიჯებით მივდიოდი. საგრძნობლად, რომ მივუახლოვდი შემამჩნიეს და კითხვისნიშნიანი მზერა მომაპყრეს. აშკარად არ ვეცნე და ალბათ ფიქრობდნენ , რომ "მისამართი შემეშალა". პირდაპირ გაბრიელის წინ გავჩერდი, ღრმად ამოვისუნთქე და თავი ოდნავ მაღლა ავწიე, რომ მისთვის კარგად შემეხედა.
-მოკლედ... როგორ სულელურადაც არ უნდა მოგეჩვენოს დღეს თუ სადმე წასვლას აპირებ მანქანით არ წახვიდე. გთხოვ დამიჯერე და...-წინადადების დასრულება არ დამაცადა მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა ჯერ კარგად შემომხედა შემათვალიერა და ირონიული ღიმილით მითხრა:
-გაცნობა თუ გინდოდა სხვა ხერხი უნდა მოგენახა!-გამიღიმა და გაბრიელს შეხედა. თავიდან საუბარი, რომ დავიწყე გაკვირვებულები მიყურებდნენ, ახლა კი ყველას სახე გაბადვროდა, ეცინებოდათ და აქეთ-იქით იყურებოდნენ. ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა ანა, როგორც ჩანს ყველაფერი გაიგო და ხელზე დამქაჩა წავიდეთო.
- ჩემი გაცნობა თუ გინდა, შეგიძლია გამიცნო, შენს სიზმრებში-დამცინავი ტონით მითხრა და გადაიხარხარა. არ ვიცი იქვე როგორ არ მოვკვდი, გული საშინლად ახმაურდა,ვიგრძენი როგორ მომაწვა ღაწვებზე სისხლი, სულ ავხურდი.
-მე... მე... უბრალოდ...-დაბნეულობამ იმატა. ჩემი ცხოვრების ეს ეპიზოდი ასეთი სულაც არ წარმომედგინა. თვალები ამიცრემლიანდა და ისევ ანას ხელის მოქაჩვა ვიგრძენი. სწრაფად შევტრიალდი და უკან აღარც მიმიხედავს. ანას აღარაფერი უთქვამს, წინ მიდიოდა ვიცი რომ ჩემ გამო დარდობდა. მე უკან მივყვებოდი და ვცდილობდი გულს ცემა დამერეგულირებინა, და არ მეტირა... ნუ ახლა მაინც. თუმცა ცრემლები მაინც წამომივიდა. როცა დავინახე, რომ ანას სახლს მივუახლოვდით ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე და შეძლებისდაგვარად გავიღიმე. ანა ჩემკენ შემოტრიალდა და ღრმად ამოისუნთქა:
-ძალიან გთხოვ, მაგ იდიოტების გამო არ იდარდო. დარდი გაუშვი... დამიჯერე ასეთი ავსტრალოპითეკები თეთრს შავისგან ვერ არჩევენ და მიტუმეტეს კარგს ცუდისგან ვერ გაარჩევენ. შენ უფრო მეტს იმსახურებ... ბევრად მეტს.-გამიღიმა, მაგრა ჩამეხუტა და სადარბაზოში შესვლა დააპირა, თუმცა უცბად შემოტრიალდა და მითხრა:
-თუ გინდა ჩემთან ამოდი და დღეს დარჩი
-არა, არა მადლობა. სახლში წავალ, ნუ ღელავ კარგად ვიქნები. ეს არ არის პირველი დამცირება. თუმცა უნდა ვაღიარო ჩემი ბრალია, არ უნდა გადამედგა ასეთი გაბედული ნაბიჯი.
სახლის გზას, რომ დავადექი მაინც მომაწვა გრძნობები და თვალები ისევ ამიცრემლიანდა. ცამ დაიგრუხუნა და ჩემდა გასახარად წვიმა წამოვიდა. ზუსტად ეს მჭირდებოდა ახლა, კარგია ვერავინ შენიშნავს, რომ ვტირი. ღმერთო, რა სირცხვილია ახლა მათ ჰგონიათ, რომ ვიღაც გაუწონასწორებელი, ცანცარა გოგო ვარ, რომელიც ყოველ მეორე ბიჭს კისერზე ეკიდება. არ მსიამოვნებს, როდესაც ვინმეს ჩემზე არასწორი წარმოდგენა აქვს. ასეთი ფიქრებით მივედი სახლში, სულ სველი. გავმშრალდი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ლოგინში შევწექი, დაღლილობამ თავისი ქნა და ჩამეძინა. ეს პირველი ღამე იყო სიზმრის გარეშე, ამ ერთი თვის შემდეგ.

IV თავი
-გაბრიელი-
ის უცნაური გოგო, რომ წავიდა ნიკა ისევ მე მომიბრუნდა:
-რას არ მოიფიქრებენ, ოღონდ ვინმეს კისერზე ჩამოეკიდონ!-გაეცინა და ზურგჩანთა მოიკიდა.
-სიმართლე გითხრათ, ასეთი შეხედულება სულაც არ აქვს-საუბარში ჩაერთო ანდრიაც.
-არ ვიცი როგორი შეხედულება აქვს, მაგრამ საქციელი სხვა რამეს ამტკიცებს-ისევ განაგრძო ნიკამ.
-საერთოდ ვინ არის?-სიტყვა ძლივს ჩავაკვეხე.
-ეკა წიკლაური, X კლასელი.ჩემი ნიას კლასელია-პასუხი გამცა გიორგიმ.ნია გიორგის შეყვარებულია.-არ ვიცი, ახლა აქ რატომ მოვიდა და ეს ყველაფერი რატომ გითხრა, თუმცა დამიჯერე არ არის ისეთი გოგო როგორიც თქვენ გგონიათ. ნიას დაქალია, ერთად ხშირად ვნახულობ და ასე თუ ისე ვიცნობ-დაამთავრა გიორგიმ.
-როგორი გოგოც არ უნდა იყოს, გაბრიელს მისი ხელში ჩაგდება არ გაუჭირდება-თქვა ნიკამ და მე გამომხედა მერე ჩემს გვერდით მდგარ ლევანს გახედა.
-ისევ დაიწყე, ?-თქვა უკმაყოფილოდ ანდრიამ.
-თუ წესიერი გოგოა, არა, შანსები არ აქვს- "თამაშში" აჰყვა ლევანი.
-კარგი, რა ბიჭო მეტი საქმე არ გაქვთ?-ვუთხარი მობეზრებით.
-ანუ შეგეშინდა?! ვერ შეძლებ! თავიდანვე მასე გეთქვა-მითხრა და წასულ ბიჭებს დაეწია. ცოტახანი ვუყურე როგორ მიდიოდნენ ბიჭები. და მერე მეც დავეწიე.
-კარგი თანახმა ვარ. დავნაძლევდეთ. მე არაფერს არ ვკარგავ.-ვუთხარი და გავიცინე.
-ოღონდ ყველაფერი მისი ნებითაც უნდა მოხდეს-მითხრა ნიკამ.
-შენ რა ნაძირალა და არაკაცი გგონივარ? რა თქმა უნდა, ჯერ თავს შევაყვარებ და მერე...-წინადადება აღარ დავამთავრე და გზა განვაგრძეთ.
-კატერინა-
დილით ადრე გამეღვიძა. საათს დავხედე, ჯერ 6 საათი იყო. თავზე საყრელად მაქვს დრო. რა გავაკეთო? გუშინდელი დღის შემდეგ უხასიათოდ ვარ, დავხატავ და გუნებაც გამომისწორდება. ფანქარი და ფურცელი მოვიმარჯვე და ესკიზის დახატვას შევუდექი. ჯერ საკუთარი თავის დახატვა შევეცადე, მეორე მხარეს კი გაბრიელი და ის ადამიანები, რომლებიც ჩემ გონებას ჯერ კიდევ ახსოვდა გუშინდელი დღის შემდეგ. ესკიზი კარგი გამოვიდა, თუმცა ხატვამ ბევრი დრო წამართვა, საათის ისრები უკვე 8 საათს მიჩვენებდა, სააბაზანოში გავედი თავი მოვიწესრიგე, თმები დავისწორე და გავიშალე. ჯინსი და წითელი მაისური მოვირგე. ბოტასები ამოვიცვი და სამზარეულოში გავედი.
-კატერინა...-გავიგე დეიდას ხმა. ღმერთო, ასე სრული სახელით მხოლოდ მაშინ მომმართავს, როცა რაიმე მნიშვნელოვანზე უნდა მესაუბროს.-გუშინ ასე ადრე რატომ დაწექი?-ეჭვით მკითხა დეიდამ და თვალებით მანიშნა მაგიდასთან დავმჯდარიყავი. მეც შევასრულე მისი მითითება და გვერდით მოვუჯექი.
-უბრალოდ, დაღლილი ვიყავი... ცოტა თავიც მტკიოდა. იცი გუშინ წინ რამდენი რამ ვიყიდე ექსკურსიისთვის? შენ სახლში არ იყავი და ვერ გაჩვენე. ისე ხო სულ დამავიწყდა მეთქვა წასვლა გადავწყვიტე... მივდივარ-საუბრის თემა შევცვალე და პურის ნაჭერი ავიღე და კარაქის წასმა ვცადე.
-ძალიან კარგია, მაგრამ სასაუბრო თემას ნუ ცვლი კატერინა! არამგონია მიზეზი მხოლოდ თავის ატკიება იყოს, სიმართლე მითხარი.-არა ვერ ვეტყვი, აზრი არ აქვს მაინც ვერაფერს მოიმოქმედებს და ტყუილად ინერვიულებს, არა არ ვეტყვი.
-მართლა არაფერი მომხდარა-გავუღიმე და საათს ავხედე.- კარგი, კარგი წავედი სკოლაში... კარგად-ფეხზე წამოვდექი, მაგრად ვაკოცე და სახლის კარი გავიხურე. ამჯერად გადავრჩი.
სკოლას მივუახლოვდი, თუმცა მთავარი შესასვლელიდან არ შევსულვარ. უკანა კარიდან შევედი. არ მინდოდა ვინმეს ვენახე. რა ვქნა? ასეთი ადამიანი ვარ, ცუდი ამბის შემდეგ ადამიანს თვალში აღარ და ვეღარ ვეჩხირები. კარგი, სულ რაღაც 2 კვირა და სკოლაც დამთავრდება. 3 თვიანი არდადეგბის შემდეგ კი არ მგონია რომელიმეს ვახსოვდე. თავი გავამხნევე და სკოლაში შევაბიჯე. საკლასო ოთახში შევედი და ზარიც დაირეკა. ჩემი ადგილი დავიკავე, ანა გვერდით მომიჯდა და მითხრა:
-დღეს აქ ვიქნები კარგი?
-კაი.-გავუღიმე და ოთახში შემოსულ მასწავლებელს ფეხზე ადგომით მივესალმე.
-როგორ ხარ?-ჩურჩულით მითხრა ანამ.
-კარგად.
- გუშინ სახლში დავრეკე და ლიკა დეიდამ მითხრა, რომ გეძინა 8 საათზე.-მითხრა და ირონიულად გამიღიმა-და ამის შემდეგ მეუბნები, რომ კარგად ხარ?
-გაკვეთილი დაიწყო, მერე ვილაპარაკოთ-თავი დავიძვრინე და შევეცადე მასწავლებლისთვის დამეგდო ყური. გაკვეთილების შემდეგ, ჩვეულებისამებრ მე და ანა სახლის გზას დავადექით,ჯერ ანა მივაცილე სახლამდე თან მთელი გზა ვსაუბრობდით, შემდეგ მე გავუყევი გზას მარტო. ამ დროს ნაცნობი, მაგრამ ამავდროულად უცნობი ხმაც მომესმა:
-ეკა... ეკა დამიცადე!-მითხრა ბოხმა ხმამ.უკან მივიხედე და გაბრიელი, რომ შემრჩა ხელში ნაბიჯს ავუჩქარე. მაგრამ ვიცოდი, რომ დამეწეოდა და რამეს მკითხავდა გუშინდელიდან ამიტომ თავში ყველაფერი დავაწყე და ახალი ტყუილიც მოვიფიქრე. არა რა ეკა, რამდენს იტყუები? მორჩა, დღეს მეტ ტყუილს აღარ ვიტყვი.ბაგრიელიც დამეწია, გზა მომიჭრა და წინ გადამეღობა:
-მოიცადე რატომ გარბიხარ? დიდი დროს არ წაგართმევ. გუშინდელზე მინდა დაგელაპარაკო.
-ჩემი სახელი საიდან იცი?-დავსვი სრულიად შეუფერებელი კითხვა და წარბები შევკარი.
-მაგის გაგება არ იყო რთული- მითხრა და გამიღიმა. მისი ღიმილი მომეწონა... არა, ძალიან მომეწონა, თუმცა არაფერი შევიმჩნიე.
-კარგი დროზე მითხარი, რა გინდა მეჩქარება-ვუთხარი და გზას გავხედე.
-გუშინ ძალიან უხეში ვიყავი, შენ მიმართ. მაპატიე- მითხრა და თვალებში ჩამხედა. უცბად დავიბენი, თუმცა წამისმეასედში თავი ხელში ავიყვანე და ტყუილის მოყოლას შევუდექი:
-აააა, გასაგებია... მიღებულია ბოდიში. თუმცა თქვენი გუშინდელი სახეებითა და კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, მართლაც ძალიან კარგი მსახიობი ვყოფილვარ და ის ყველაფერი დაიჯერეთ რაც გითხარით.-ვუთხარი და გავიცინე.
-რას ნიშნავს დავიჯერეთ?-ახლა მან შემომხედა კითხვისნიშნიანი სახით.
-რას და... მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი ჯოკერს, ერთ სურვილზე, და წავაგე ხოდა სურვილადაც ამომივიდა, რომ იმ ადგილაც სადაც თქვენ იდექით ვინც არ უნდა მდგარიყო, ასეთი სისულელე მეთქვა და კარგად მემსახიობა, რომ მათ ეს "სცენა" ნამდვილი ჰგონებოდათ.-ვუთხარი და ისევ გზას გავხედე. ის დაფიქრდა, ალბათ იმას ფიქრობდა, რამდენად სიმართლეს შეესაბამებოდა ჩემი მონაყოლი, თუმცა მაინც მე გავიმარჯვე, დამიჯერა.
-ოჰო... ვერც კი ვიფიქრებდი, რომ საქმე ამაში იყო. კარგი მსახიობი ხარ!-შემაქო და ისევ განაგრძო-თუ გინდა სახლამდე მიგაცილებ.
-არა, გმადლობ, არ მინდა მარტო წავალ- ვუთხარი უკუსვლით გავაგრძელე გზა. მას ისევ გაეღიმა.
-ხვალამდე, კატერინა!
-შეხვედრამდე, გაბრიელ!
სახლში სიხარულით მივფრინდა, იმიტომ კი არა გაბრიელი რომ გამომელაპარაკა, არა ეგეთი გოგო ნამდვილად არ ვარ. იმიტომ რომ პარასკევი საღამო იყო.მანამდე მაღაზიაშიც შევიარე და სასუსნავები ვიყიდე. სახლში მივედი, არავინ დამხვდა, კარები გასაღებით გავაღე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ანას, დავურეკე.
-ან, გცალია? გადმოდი რა ჩემკენ რამე კინოს ვუყუროთ. თან რაღაც უნდა მოგიყვე.
-კაი, უკვე მოვდივარ-მითხრა და გამითიშა. მე მანამდე ბატი-ბუტი მოვხალე და ჩიფსებიც გადავანაწილე. ანაც მალე მოვიდა. ჯერ მოვუყევი, შემდეგ კი კინოს ყურებას შევუდექით. იმ ღამით ანა ჩემთან დარჩა. მეც მშვიდად დავიძინე მიხაროდა რომ ყველაფერი მოგვარდა და ახლა მათ, ყოველშემთხვევაში გაბრიელს ცანცარა გოგო არ ვგონივარ.

V თავი

ისევ ახალი სიზმარი. ეპიზოდები კადრებად მეჩვენება. კარგად ვერც კი ვარჩევ.
შავ პიჯაკში გამოწყობილი მაღალი კაცი, მისი სახე არ ცანს, მხოლოდ ზურგს ვხედავ. იქვე მეორე კაციც დგას, მის მხოლოდ შავ სილუეტს ვხედავ. ამ დროს ყურში საზარელი, თოფის გასროლის ხმა ჩამესმის. მაღალი კაცის განწირული ბღავილი და მეორეს- საზიზრარი სიცილი. აქ კიდევ რაღაც ხმებიცაა, ვერ ვარჩევ რისია?! მგონი საათის წიკ-წიკიც მესმის. თვალწინ დიდი მრგვალი საათი მეშლება, რომლის ისრებიც 6 სთ აჩვენებს. შემდეგ ეს ყველაფერი ერთმანეთში ირევა და კვლავ მეორდება, უბრალოდ ახლა უფრო სწრაფ რიტმში.
"დაეხმარე"-მესმს ახლა ქალის ჩურჩული.
"შეცვალე ბედისწერა"-ისევ ის ხმა.
კი მაგრამ მე რა შემიძლია-ამბობს ჩემი ქვეცნობიერი, სიზმარში
"ის, უნდა გადაარჩინო"-ისევ ქალის აკანკალებული ხმა, მე მხოლოდ მის თმებს ვხედავ, შავ გრძელ თმას.
და მეღვიძება. თავი გაბრუებული მაქვს, გაღვიძების შემდეგ ყველაფერი ისე კარგად მახსოვს, თითქოს ეს მართლაც თავს გადამხდა და სიზმარი არც ყოფილიყოს.ყველაფერი სწრაფად ფურცელზე გადავიტანე, რომ არაფერი გამომრჩენოდა, მერე სამზარეულიში გავედი. უკვე 10 საათი ხდებოდა. ბებია სამზარეულოში ფუსფუსობდა.
-აბა, რას აკეთებს ჩემი საყვარელი ბებო?-მივეპარე და ჩავეხუტე.
-შენ გენაცვალე ბებო. იმ სალათს ვაკეთებ შენ რომ ძალიან გიყვარს!
-რომელს?! ქათმის სალათს?-დავსვი კითხვა ისე თითქოს პასუხი არ მცოდნოდა.
-კი, ქათმისას.-მითხრა და გამიღიმა.-წადი, ეხლა მოემზადე და გამოდი, ანაც გამოიყვანე და ისადილეთ.
-კაი, ბეე..-ვუთხარი და ისევ ოთახში შევბრუნდი, ანას უკვე გაღვიძებოდა და ლოგინს ასწორებდა.-ოხ, ოხ, რა გოგო ხარ! ვის ოჯახშიც შენ შეხვალ რა!!!- გადავიხარხარე და იქვე სკამზე გადაკიდებულ შარვალს და მაისურს დავწვდი.
-ზუსტადაც, აბა შენსავით ზარმაცი ვის რაში უნდა, ვინ მიგიღებს- ახლა მან გადაიკისკისა და ბალიშიგმომიქანა. მე ბალიში ოსტატურად ავიცილე და მივუახლოვდი.
-ბოდიში მოიხადე, ქალბატონო ანასტასია, მე ყველაფრის გაკეთება 10-ნზე ვიცი უბრალოდ ჩემს ნიჭებს არ ვამჟღავნებ. ისევ და ისევ შენთვის, აბა რომ დაინახავენ, შენზე უკეთ რომ გამომდის შენ ვინღა წაგიყვანს.- ვუთხარი და ყურებამდე გავუღიმე.
-ეხ, ეკა რა გეშველება რა!!!-თქვა დანანებით და მერე ისევ სიცილი მორთო.
-წამოდი, წამოდი ბევრს ნუ ლაპარაკობ... ბებიამ საჭმელი გააკეთა და გვეძახის. -ანამაც არ დააყოვნა და წამოვიდა.
სადილის შემდეგ გასეირნება, გადავწყვიტეთ. ხოდა ჩვენც იქვე ახლოს პარკში დავსხედით. საუბრით ვიყავით გართულები, როცა ანას მობილური აწკრიალდა.
-ვინ გირეკავს?-ვკითხე ინტერესით.
-არა, არ მირეკავენ, შეტყობინება მივიღე. ისე არავინ მნიშვნელოვანი.-მითხრა და გამიღიმა.
-კაი.-ვუთხარი და ბავშვებს გავხედე, იქვე რომ თამაშობდნენ. ერთ-ერთი პატარა სხვებისგან მოშორებით, იდგა, შემდეგ გამოიქცა. ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი წლის იქნებოდა, ალბათ 2-3 წლის იქნებოდა. გამოიქცა, თუმცა "ფეხები აებნა" და მიწაზე დაეცა. ჯერ ვერ მიხვდა, რა მოხდა... ცოტახანი გაურკვევლობით იყურებოდა, მოათვარიელა ირგვლივ ყველაფერი და როცა მიხვდა, ტირილი მორთო. ავტომატურად ფეხზე წამოვვარდი, თავიდან შემეშინდა, დავიბენი. იმ პატარასთან მივირბინე, ანაც უკან გამომყვა.
-არა, პატრა, არ იტირო!-ვამშვიდებდი, თუმცა ბავშვი არ ცხრებოდა. ხელში ავიყვანე და იმ სკამზე დავსვი სადაც სულ ცოტახნის წინ მე ვიჯექი.
-ანა, ერთი წუთით მიხედე მე მაღაზიაში შევალ...- ვუთხარი, ისიც დამეთანხმა. მაღაზიაში "სანტავიკი" და წყალი ვიყიდე. მერე გარეთ გავედი. ბავშვს ფეხი წყლით მოვბანე და ნატკენ მუხლზე სანტავიკი დავადე. ჩემს საქციელზე ბავშვი გაჩუმდა ცრემლები მოიწმინდა და ფეხს დახედა.
-მადლობა-მორიდებით და ღიმილით მითხრა.-სენ რატომ დამეხმარე? რომ არ გიცნობ? რა გქია? მე თიკა ვარ. სენ?-მის საუბრის მანერაზე გამეცინა.
-მე ეკა.-ვუთხარი და თვალებში ჩავხედე. ძალიან მეცნო, ეს ბავშვი. მერე ანას ავხედე ისიც იღიმოდა.
-სენ?-ახლა ანას მიუბრუნდა.
-მე ანასტასია,ანა-გასცა პასუხი ანამაც.
-სენ ლატომ დამეხმარე?-კითხვისნიშნია მზერა მომპყრო.
-იმიტომ რომ, თუ შეგვიძლია ადამიანები ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ.-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. საყვარელი ბავშვი იყო.-აქ მარტო ხარ?
-ალა, მამასთან ერთად. აი იმ სუპერმალკეტში შევიდა და მე გამოვეპარე, ბავსვებთან მიმდოდა თამასი.-კალქი, ეხლა უნდა წავიდე, თოლე მამა მეჩხუბება.
-კარგი, ნახვამდის თიკა.
-კალქათ.
თიკას წასვლის შემდეგ ჩვენც მალევე დავტოვეთ ის ადგილი.
-მაინც ვინ არის ასეთი უმნიშვნელო, რომ მობილურიდან თავი ვერ ამოგიწევია?-ვუთხარი და გავაჯავრე.
-აუ, გეტყვი რა... რა სულსწრაფი ხარ?! დამაცადე ცოტახანი.
ახლა ჩემი მობილურის წკრიალი გავიგე. ნია იყო. ნია ჩემი მეორე დაქალია.
-ხო, ნია გისმენ! როგორ მოხდა გაგახსენდი.-ვუთხარი ბრაზით.-რაც ს ვაჟბატონი გიორგი, გაიცანი მის შემდეგ ათასში ერთხელ თუ გაგახსენდებით.
-აუ კაი რა ეკუ, ნუ გწყინს რა ვქნა სულ არ მიტოვებს დროს ეს ბიჭი, აი შენც ჩავარდები ბედში და მერე ვნახოთ, როგორ დაგრჩება დრო სხვებისთვის-მითხრა სიცილით.
-კაი, ხო რისთვის მირეკავ?-ვუთხარი სიცილით.
-აუ, ახლა არ მითხრა არ მახსოვსო-ბრაზიანიხმით მითხრა.
-რა უნდა მახსოვდეს? ხვალ რომელიმე ცნობილი ადამიანის ქორწილია?- ვითომ ვერ მივუხვდი კითხვას.
-აუ, ეკა ხვალ დაბადებს დღე მაქვს, ესე უცებ როგორ დაგავიწყდა?!
-ხო კაი, გაგეხუმრე არ დამვიწყებია. -ვუთხარი სიცილით.
-მისმინე ხვალ 5-სთზე გამოდით შენ და ანა ჩემთან. და წესივრად ჩაიცვი, ჯინსებით არ მოხვიდე. ბევრს ვპატიჯებ, რესტორანში ვიხდი. ჩემთან გამოდით და გიორგი გაგვიყვანს რესტორანში, კარგი?
-კარგი, შენიშვნა მიღებულია-გავიცინე და ყურმილი დავუკიდე. ანას ყველაფერი მოვუყევი და სახლში დავბრუნდი. ოთახში შესულს ჩემი დაწყებული ნახატი მომხვდა თვალში, რომელიც არ დამიმთავრებია. მივუჯექი ესკიზს და საღებავები და ფუნჯები მოვიმარჯვე, ნახატი იმაზე კარგი გამოვიდა ვიდრე ამას წარმოვიდგენდი.


VI თავი
ნიასთან წასვლაც მოახლოვდა. 3 საათზე დავიწყე მომზადება. დიდად არ მიყვარს პრანჭაობა, თუმცა ვაღიარებ ნია მართალი იყო, რესტორანში ჯინსებით წასვლა,გოგოსთვის, ცოტა არ იყოს ულამაზო იქნებოდა.
ტანსაცმლის კარადა გამოვაღე, ბევრი ვიფიქრე, თუმცა არჩევანი ბოლოს მაინც წითელკაბაზე შევაჩერე. წელში გამოყვანილი დაბლა კი გაშვებული, მუხლებამდე კაბა. წელი ოდნავ ამოღებული ჰქონდა, მოკლედ რომ ვთქვათ საკმაოდ მიმზიდველად მეჩვენა. ფეხზე შავი ბალეტკები მოვირგე. თმები კი თმის უთოს დახმარებით დავიხვიე და მოშიშვლებულ მხრებზე დავიყარე. მაკიაჟი არ გამიკეთები, არ მიყვარს. 5 სააათი რომ მოახლოვდა,კარზე ზარი გავიგე, ვიცოდი რომ ანა იყო. ნია ჩემი სახლიდან ახლოს ცხოვრობდა ამიტომ იქ ერთად მივიდოდით მერე კი როგორც კი ნიამ თქვა რესტორანში გიორგი წაგვიყვანდა.პატარა, შავი ხელჩანთა ავიღე და კარები გავაღე. ანას კრემისფერი ტანზე მომდგარი კაბა ჩაეცვა, თმები კი დაესწორებიდა და გაეშალა.
-ღმერთო... ანასტასია, ამ საღამოს რა აკეთებ?!-შევეცადე ხუმრობით მეთქვა.
-შენს გასაოცრად გამოიყურები, ეკუ!!!-გამიღიმა და ხელკავი გამიყარა.
-ქუჩაში, რომ მენახე ვერც კი გიცნობდი-ვუთხარი და გავიცინე.
-ვერც მე... იცი კარგია ხშირად ასე რომ არ ვიცვამთ. ხანდახან ეფექტიც უნდა მოახდინო.-გამიღიმა და სიარული განაგრძო. ნიას სახლს მივუახლოვდით. გარეთ მდგარი მანქანა მერსედესი, მეცნო. მივხვდი, რომ გიორგი უკვე მოსული იყო და ჩვენ გვიცდიდნენ. ნიას დავურეკე და სასწრაფოდ დაბლა ჩამოვიდნენ. ნია ისეთი ლამაზი იყო როგორც პატარძალი... ცისფერი კაბა და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები უფრო ალამაზებდა, ისედან წვრილ წელს ეს მოტმასნილი კაბა უფრო უწვრილებდა. გიორგი მის გვერდით მოდიოდა, წელზე ხელი შემოეხვია. ნია რომ დამოვიდა სადარბაზოდან, მე და ანა მაშინვე ვეცით და ჩავეხუტეთ.
-ნიაკო, გილოცავ დაბადების დღეს!!!- შევყვირე და მაგრად ვაკოცე. ანამაც მე მომბაძა. მილოცვები რომ დავამთავრეთ. გიორგის მანქანაში მოვთავსდით. მე და ანა უკანა სავარძლებზე, ნია კი წინ. რესტორნამდე მალევე მივედით. თავიდან მანქანაში რომ ჩავჯექით საერთოდ, 1%-თაც კი არ ვნერვიულობდი, მაგრამ რესტორანს რომ მივუახლოვდით, ისე ავღელდი თითქოს სასაკლაოზე მივყავდი ვინმეს. მანქანიდან ჯერ ანა გადავიდა, შემდეგ მეც მივყევი. გარეთ არავინ იდგა, როგორც ჩანს ყველა უკვე შესული იყო. როცა ნია რესტორანში შევიდა, მე და ანა ჯერ კიდევ გარეთ ვიყავით, დარბაზიდან იმხელა ყვირილი გამოვიდა, წამით გავიფიქრე რომ ნიამ მთელი სკოლა დაპატიჟა. თუმცა როცა დარბაზში შევედი, ამაში დავრწმუნდი კიდეც. მართლაც მთელი სკოლა დაუპატიჟებია. გამაგიჟებს ეს ბავშვი!!! ვინ არ გამხდარა 17 წლის?!
დარბაზში შესვლისთანავე ფურცლის ფეიერვერკები და შამპანიურები გახსნეს. ყველა ერთხმად ყვიროდა "გილოცავთ"-ს და იყო ერთი ამბავი. ბოლოსდაბოლოს როცა ყველა დაწყნარდა, სუფრასთან დავსხედით. მე, ანას გვერდით დავიკავე ადგილი. იმ მაგიდასთან ვიჯექი სადაც ჩვენი კლასელები. და სანდროს ხუმრობას ვუსმენდი, თან ვიცინოდით. სიცილი სახეზე შემაშრა, როცა ჩვენს მოპირდაპირე მაგიდაზე მჯდომი გაბრიელი დავინახე, სანახევროდ მე მიყურებდა თან ცდილობდა, მისი მეგობრისთვის ყური დაეგდო, რომელიც რაღაცას გაქაფული ყვებოდა.
"ჯანდაბა! ამას რაღა უნდა აქ!"- მართალია რომ ეს გავიფიქრე, მაგრამ ალბათ სახეზე ყველაფერი დამეტყო, ამიტომაც ვფიქრობ რომ გაბრიელი ფიქრებს მიმიხვდა რაც არც თუ ისე მესიამოვნა. თითქმის მთელი საღამო ვცდილობდი, რამენაირად არ მიმექცია ყურადღება მისთვის და მისი მწველი მზერისთვის. მგონი კარგად გამომდიოდა. როცა მუსიკები ჩაირთო, ხალხი ერთდროულად გავარდა საცეკვაო "მოედანზე". ხტუნვა და გაურკვეველი მოძრაობების გაკეთება დაიწყეს. ანაც ადგა და ჩემს ერთ-ერთ კლასელთან ერთად გავიდა. მე აღარაფერი მითხრა, რადგან კარგად იცოდა მაინც უარს მიიღებდა. არ მიყვარს ცეკვა, უფროსწორად ბავშვობაში ვცეკვავდი, თუმცა ახლა...
შუქები ჩაქრა და ჭერიდან ფერადმა ლაზერებმა დაიწყო მოძრაობა. საკმაოდ კარგად იყო ყველაფერი მოწყობილი. მე უბრალოდ ჩემს ადგილზე ვიჯექი და ანას და ნიას ღიმილით ვუყურებდი. მათი ცეკვის ყურებით ვიყავი გართული როცა ანას ადგილი ვიღაცამ დაიკავა და ჩემკენ შემობრუნდა. რა თქმა უნდა ეს გაბრიელი იყო.

-გაბრიელი-
როცა ნიამ მეც დამპატიჟა მის დაბადების დღეზე გამიხარდა, რადგან ეკა მისი ახლო მეგობარი იყო, სავარაუდოდ ისიც მოვიდოდა. და ჩემი შანსებიც გაიზრდებოდა. უკვე ყველა მოსული იყო, თუმცა არც ეკა ჩანდა და არც მისი დაქალი. ნიას შემოსვლას ყველა ველოდით, რომ როგორც გიორგიმ გვითხრა ისე მოვქცეულიყავით. როდესაც ნია და გიორგი ოთახში შემოვიდნენ, ყველა იმედი გადამეწურა "ალბათ, ვერ მოვიდა"-გავიფიქრე და როცა კარს შევხედე ეკა დავინახე. წითელი ტანში გამოყვანილი კაბა ეცვა, თმები კი დაეხვია. ისეთი ლამაზი და ამავდროულად ქალურიც იყო, სკოლაში, ჯინსსა და უბრალო მაისურში, სულ სხვა ეკა იყო. ახლა კი სულ სხვა. როგორც მივხვდი, როცა დარბაზში შემოვიდა ვერ შემამჩნია, თანაკლასელებთან საუბრით იყო გართული. როცა დამინახა უკვე სუფრაასთან ვისხედით, იცინოდა და ჩემს დანახვაზე სახე საგრძნობლად შეეცვალა. ალბათ იმასაც ფიქრობდა აქ რატომ დამპატიჟა ნიამ. ამ ერთხელ გამომხედა და მერე ისე იქცეოდა თითქოს არც კი იცოდა ჩემი არსებობის შესახებ. მუსიკა რომ ჩართეს თითქმის სტუმრების ნახევარი საცეკვაოდ გავიდა. ეკას გვერდით ადგილი განთავისუფლდა მეც დრო ვიხელთე და მოვუჯექი.
-რატომ მოვიწყინეთო?-ვკითხე და მთლიანად მისკენ შევბრუნდი.
-სულაც არა-მითხრა და ისევ ბავშვებს გახედა.
-დღეს ულამაზესი ხარ-ვუთხარი და გავუღიმე.
-დიდი მადლობა-მანაც იმავე გაიმეორა რაც მე.
სწრაფი მუსიკა დამთავრდა და ახლა მშვიდი ჩართეს. მე ისევ მას მივუბრუნდი:
-არ გინდა ვიცეკვოთ?
-არა...-უარყოფის ნიშნად დაიჯღანა. მაგრამ მე მაინც არ მოვეშვი, ჰაერში გრაციოზულად წამოვიჭერი და ხელი გავუწოდე:
-თქვენი ხელი პატარა ქალბატონო!-მან თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.
-კარგი რა ეკა, წამოდი გთხოვ... მხოლოდ ერთი ცეკვა-ვუთხარი და გავუღიმე.
-კარგი... მხოლოდ ერთი-ჩემს ხელს ყურადღება არ მიაქცია და საცეკვაოდ გამიძღვა. მივუახლოვდი, ერთი ხელი მხარზე დამადო, მეორე კი ჩემს ხელში მოათავსა. მე კი ხელი წელზე შევუცურე. ეს რომ გავაკეთე დაიძაბა, სუნთქვა შეეკრა და თავი დაბლა დახარა. მუსიკას ტანი ავაყოლეთ. ცოთახანი ჩუმად ვიდექით, შემდეგ კი სიჩუმე მე დავარღვიე:
-როგორც მივხვდი ჩემი აქ ნახვა არ გესიამოვნა-ვუთხარი თუმცა მას ჩემთვის არ შემოუხედავს, ისე მიპასუხა:
-მასეც ვერ ვიტყოდი, უფრო გამიკვირდა.-მითხრა და კითხვის მოლოდინში გაჩუმდა.
-რატომ არაფერს მეკითხები დავიჯერო ჩემზე არაფერი გაიმტერესებს?-ვუთხარი და პასუხს დაველოდე.
-აქ აღსარების ჩასაბარებლად გამომიწვიე თუ საცეკვაოდ?-მის ხმაში სიცილის ნოტები ერია, ასეთ პასუხზე გამეღიმა და აღარაფერი მიკითხავს.

-კატერინა-
სულ დაძაბული ვიდექი, საცეკვაო დარბაზში. ამ დაძაბულობისგან კუნთები მტკიოდა, ყველაზე მეტად კი გაბრიელის ასეთი სიახლოვე მძაბავდა. მის ცხელ სუნთქვას მხარზე ვგრძნობდი, მისი ხელები თბილი იყო, ჩემი ცინულივით გაყინული. მასთან ასეთი სიახლოვე, საშინლად მეუხერხულობოდა, თან ამავდროულად მსიამოვნებდა.

VII თავი
ნიას დაბადების დღემ მშვენივრად ჩაიარა, აღარც კი მახსოვს, ბოლოს ასე კარგად როდის ვიმხიარულე. ახალი დღე გათენდა,ორშაბათი, თუმცა ბედნიერი ვიყავი იმით, რომ დღეს სკოლაში წასვლა არ მომიწევდა. რატომ? იმიტომ რომ 26 მაისი იყო, შესაბამისად ვისვენებდით. დილით ადრიანად ავდექი. ჯინსის შორტი და შავი მაისური ჩავიცვი. თმები მაღლა ავიწიე. და სამზარეულოში გავედი. ჩემდა გასაკვირად არც ბებია და არც დეიდა იქ არ დამხვდნენ. ხოდა მეც საჭმლის კეთებას შევუდექი თან მობილურში მუსიკები ჩავრთე და ყურსასმენები გავიკეთე. არ ვიცი რატომ მაგრამ უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი.
"ალბათ, იმიტომ რომ ზაფხული ახლოვდება"-დავდე განაჩენი და საჭმლის მომზადება განვაგრძე. საათს გავხედე ჯერ 7-იც კი არ იყო, წყალი დავადგი, ავისთვის. მერე მაცივრიდან კიტრი და პამიდორი გამოვიღე. დავჭერი, ამას ზემოდან ხახვიც დავაჭერი, მერე ტაფაში მოშუშუნე ქათმის ხორცს დავხედე, ვირიანი წყალი დავასხი, ცოტა სუნელები დავამატე და ტაფას სახურავი დავაფარე. თან პურს ვჭრიდი, თან ვმღეროდი. ასე სიმღერ-სიმღერით გავაწყვე მაგიდა.
ცოტახანში ბებიაც ჩამოვიდა. ყურსასმენებში მუსიკა შეწყდა, მაგრამ მე მაინც ვმღეროდი.
-დილამშვიდობისა-ხალისიანად მივესალმე.
-გენაცვალე ბებია,შენ რომ მღერი გული მინათდება, ბებო... ჩემი პატარა ბულბული ხარ-შემაქო ბებიამ და თავზე მომეფერა.
-კარგი რა ბებო... ეგეთი ნოზის ხმაც არ მაქვს-ვუთხარი და გავიცინე.
-ბებო, იმას რა ჰქვია? აი მუსიკალური კონკურსი რომ არის?! აი გაბუნია რომაა წამყვანი-მიხრა და სათვალე გაისწორა.
-X ფაქტორი-ვუთხარი და გამეცინა.
-ბებო, იქ რომ მიიღო მონაწილეობა, ნამდვილად გაიმარჯვებ... წადი რა ბები...
-კარგი რა ბებო... იქ ჩემზე ბევრად გამოცდილი და კარგი მომღერლები იღებენ მონაწილეობას და ვერ გაუმარჯვიათ და მე ვინ გამამარჯვებინებს?!-ვუთხარი და მობილური მაგიდაზე დავდე.
-შენ, საკუთარი თავის ფასი არ იცი, ეკა...-მითხრა და მეორე ოთახში დავიდა.-ბები, საჭმელი ვინ გააკეთა?-უცბად ხმა დაუთბა.
-მე-ამაყად ვთქვი და უკან გავყევი. დეიდასა და დათოს დავუძახე, ხოლო სადილის შემდეგ გადავწყვიტე, დათო სასეირნოდ გამეყვანა. ანასაც გადავურეკე, თუმცა მითხრა რომ მშობლებთან ერთად მიდიოდა სხვაგან. ისევ იმ პარკში წავედით, სადაც ორი დღის წინ თიკა ვნახე. არ ვიცი რატომ მაგრამ ახლა ამ ბავშვის ნახვა ძალიან მინდოდა.ჩემს ოთახში შევედი მაგიდაზე დადებულ წიგნს ხელი დავავლე და დათოსთან ერთად გარეთ გავედი.
პარკს მივუახლოვდით და იქაურობას თვალი მოვავლე. უამრავი ბავშვი იყო, თამაშობდნენ და საკატაოებზე ერთობოდნენ, თუმცა თიკა იქ არ იყო. დათომაც ხელი გამიშვა და გაიქცა:
-შორს არ წახვიდე აქვე იყავი, მალე წავალთ!
-კაი, ეკა.-მითხრა და ბავშვებისკენ გაიქცა.
კიდევ ერთხელ მოვავლე იქაურობას თვალი და იმედგაცრუებულმა წიგნი გადავშალე. კითხვას ისე შევყევი, რომ ვერც კი შევნიშნე როდის მომიჯდა გვერდით გაბრიელი:
-დავიჯერო ისე ხარ წიგნის კითხვით გართული რომ მართლა ვერ შემამჩნიე?-მოულოდნელობისგან შევხტი და წიგნი მივიხუტე. ჩემს რეაქციაზე სიხილი დაიწო.
-გაბრიელ, გაგიჟდი? გული გამისკდა.-შევყვირე და ისევ იქაურობა მოვათვარიელე, რომ მენახა დათო რას აკეთებდა. კარგა ხანი იცინა, ალბათ, ისეთი სახე მქონდა რომ...ბოლოს როგორც იქნა გაჩერდა-დაამთავრე?-შევუღრინე და წიგნი ისევ მუხლებზე დავაბრუნე.
-კი... დავასრულე-მითხრა და გამიღიმა.-რას კითხულობ?
წიგნი მუხლებიდან მაღლა ავწიე და მისკენ მივაბრუნე, ისე რომ ნაწერისთვის თვალი არ მომიცილებია.
-ძვლების ქალაქი!-ხმამაღლა წაიკითხა წიგნის სათაური და ისევ მე გამომხედა-კარგი წიგნია!
-კი, კარგი წიგნია-ვუპასუხე.
-კითხვა არ ყოფილა... ეგ წიგნი წაკითხული მაქვს და ვიცი რომ კარგი წიგნია. -მითხრა და თვალებში ჩამხედა.
-კითხვა გიყვარს?-ვკითხე გაოცებით.
-თანამედროვე წიგნები მოგწონს?-კითხვითვე მიპასუხა.
-კლასიკა მირჩევნია...-ვუთხარი და ისევ წიგნს ჩავხედე შევეცადე ის ადგილი მომენახა სადაც შევჩერდი.
-ეკა, ეკა...-წკრიალა ხმა მეცნო, თავი წიგნიდან ამოვყავი და თიკა დავინახე, რომელიც ჩემკენ მორბოდა. მოვიდა და ჩამეხუტა. წიგნი გვერდით გადავდე და მეც შემოვხვიე ხელები.
-თიკუნა, როგორ ხარ? ფეხი კარგად გაქვს?-ვკითხე და ლოყაზე ვაკოცე.
-კი... სენ რო რაგაც დამაკარი იმან მომირჩინა- მითხრა და ახლა გაბრიელისკენ მიტრიალდა.-სენი მეგობარია ეკა?
-მოიცადე, შენ რა თიკას იცნობ?-ახლა მე მივაპყრე კითხვისნიშნიანი მზერა და თიკა ჯირს ჩამოვსვი.
-შენ წარმოიდგინე და თიკა, ჩემი უმცროსი დაიკოა-მითხრა და ახლა მან ჩაისვა თიკა კალთაში.-ესეიგი შენ ხარ ის გოგო, რომლითაც თიკა ასეთი აღფრთოვანებული იყო. წადი თიკუნა ითამაშე!-გაბრილმა დაბლა დასვა თიკა, თუმცა მაინც არ წავიდა.
-როგორც ჩანს!-ვუთხარი და თიკას გავუღიმე.
-აუ, ალ მინდა თამაში, ეკასთან მინდა!-თქვა და ხელები ჩემკენ გამოიშვირა. გაბრიელმაც გიმილით გადმომინათლა. თიკამ კიდევ ბევრი იტიტინა, ყველა სათამაშოს სახელი მითხრა.
-ეკა, ჩემთან წამოდი და ბარბებით მეთამაშე რა...-მითხრა და თითები ყელზე მიიბჯინა თხოვნის სახით.
-არა, თიკა დღეს ვერ წამოვალ, მაპატიე კარგი, მოდი სხვა დროს იყოს.
-კარგი რა ეკა, ბავშვს გულს ნუ ატკენ-ახლა გაბრიელი მომიბრუნდა.
-არა, მართლა არ შემიძლია.-ვუთხარი და გავუღიმე.
-აუ... გთხოვ!!! გეხვეწები... ეკა.
-კარგი მისმინე.... მოდი 4 საათისთვის აქ შევხვდეთ და მეც ამოვალ და ჩემს უმცროს ძმასაც ამოვიყვა, თან გაიცნობ და ის გეთამაშება კარგი?
-კალქი-მითხრა გახარებულმა.
-მაშინ მე წავალ და ოთხზე აქ შევხვდეთ-ვუთხარი გაბრიელს, მანაც კმაყოფიმა გამიღიმა.
-სახლამდე მიგაცილებ!
-არა, ჯერ ბიბლიოთეკაში უნდა შევიარო
-კარგი, მაშინ შეხვედრამდე.
-შეხვედრამდე-ვუთხარი და დათოსთან ერთად ბიბლიოთეკისკენ გავწიე.
პარკს გავცდით და თითქმის ბიბლიოთეკასთან ვიყავით ბექას ხმა რომ გავიგე:
-იმ ახვ*რთან ერთად რას აკეთებდი?-როგორც ჩანს გაბრაზებული იყო.
-რა? ვინ... გაბრიელს გულისხმობ?-ვკითხე და მისენ შევბრუნდი.-რას ნიშნავს რას ვაკეთებდი? მეგობარია და ვსაუბრობდით.- ვუთხარი და დათოს ხელი მოკვიდე.
-ეკა, ეს ვინ არის?- მითხრა შეშინებულმა დათომ, როგორც ჩანს ბექას გამომეტყველებამ შეაშინა.
-მერე გეტყვი, ახლა ჩუმად იყავი კარგი?!-დავიხარე და ჩუმად ვუთხარი.
-პასუხი გამეცი გოგო... მეგობარი კი არა. სახეში უცინოდი. მეორედ მაგასთან ერთად აღარ დაგინახო, გასაგებია?
-და შენ ვინ ხარ რომ მიკრძალავ?-მეც გავბრაზდი და ხმა გამიმკაცრდა.
-რა ვინ ვარ რომ გიკრძალავ, ეკა, სრულ ჭკუაზე ხარ?-მაჯაში მწვდა და ხელი მომიჭირა.
-მეტკინა... რას აკეთებ? ხელი გამიშვი-ამოვიკნავლე და ხელის განთავისუფლება ვცადე.
-ჩემთვის არადროს არ გცალია და იმ ნაბი*ვარს სულ კუდში დაყვები. ძალიან მოგწონს?
მომწონდა თუ არა გაბრიელი? რა თქმა უნდა, პირველივე სიზმრიდან შემიყვარდა, თავიდან უბრალო სიზმრები მეგონა და პერსონაჟზე ვიყავი შეყვარებული, მერე კი როცა გავიგე რომ ის რეალური ადამიანი იყო, ის მართლაც შემიყვარდა. უბრალოდ არაფერს ვიმჩნევდი, ეს ერთგვარი ხერხია რომ თავი მომეწონებინა.
-ბექა ცხოველივით ნუ იქცევი!!! ბავშვთან ერთად ვარ... გთხოვ გამიშვი ხელი-როგორც იქნა ხელი გავითავისუფლე.
-მოკლედ ჩემი სათქმელი უკვე გითხარი... მეორედ იმ ბიჭთან აღარ დაგინახო. დიდი ხანია უკვე მომწონხარ და ეს თავადაც კარგად იცი... ამიტომ მარტო ჩემი იქნები გასაგებია?!
-ძალიან გთხოვ თავი დამანებე, შემეშვი... ამდენი ხანია გიცილებ... ვერ უნდა მიხვდე რომ არ მაინტერესებ? ამდენი გოგო დადის... დაიხედე ვინმე შენი შესაფერისი ნახე, ოღონდ მე თავი დამანებე... გასაგებია?-დათოს ხელი მოვკიდე და სწრაფად მოვცილდი იმ ადგილს. ბიბლიოთეკაში 2 საათი დავრჩი, საათს რომ დავხედე 4 ხდებოდა.


VIII თავი
ბიბლიოთეკიდან როგორცვე გამოვედი, დეიდას მივწერე რომ ცოტახანი მეგობართან ვიქნებოდი და შებინდებამდე სახლში მოვიდოდით. დათოს ხელი მოვკიდე და ისევ იმ პარკს მივუახლოვდით:
-ეკა, სად მივდივართ?
-ერთი პატარა გოგო მინდა რომ გაგაცნო, ვიცი შენც მოგეწონება, ცოტახანი მათთან სახლში ვიქნებით და მერე წამოვალთ.-ვუთხარი ეს და შორიდან გაბრიელი და თიკაც გავინახე. გზა ფეხით გავაგრძელეთ, დათომ და თიკამ გზაშივე გამონახეს საერთო ენა. გაბრიელის სახლი ახლოს იყო, მალე მივედით, მართალია რომ კორპუსში ცხოვრობდა, თუმცა სახლი იმაზე დიდი აღმოჩნდა შიგნიდან ვიდრე მე მეგონა. სახლში, როგორც კი შევედით თიკამ აიტეხა "მშია, მშიაო". კარები შუახნის ქალმა გაგვიღო, თავიდან გაბრიელის დედა მეგონა, თუმცა შემდეგ გავიგე რომ თიკას ძიძა ყოფილა. ბავშვები ოთახებში დარბოდნენ. ჩანთა იქვე დივანზე დავდე და ოთახს თვალი მოვავლე.
-წამოდი, სახლს დაგათვალიერებინებ!-გავიგე გაბრიელის ხმა, მეც ცნობისმოყვარე სახით, უკან გავყევი. მთელი სახლი მომატარა, გემოვნებით იყო მოწყობილი, ლამაზი ინტერიერი ჰქონდა, თითოეული ოთახი სხვებისგან გამოირჩეოდა, თუმცა ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად, იმ ოთახმა მიიქცია სადაც სხვადასხვა მუსიკალური საკრავები ეწყო, ოთახის შუაში კი დიდი შავი როიალი იდგა. ჩუმად მივუახლოვდი როიალს და კლავიშებს თითი დაგავუსვი, ყოველთვის მინდოდა მასზე დაკვრა მცოდნოდა, თუმცა სულ რაღაც მაბრკოლებდა, ბოლოს კი როცა უკვე მტკიცედ გვქონდა მისი შეძენა იდეაში, სახლი დავკარგეთ და ჩემი მშობლებიც იტალიაში გაემგზავრნენ.
-როიალზე დაკვრა იცი?-გაოცებულმა ვკითხე.
-კი, პატარა რომ ვიყავი დედა მასწავლიდა, თვითონ მუსიკოსი იყო...-მითხრა და თავი დაბლა დახარა.
-იყო?-ვერ მოვითმინე და კითხვა დავუსვი. თავიდან ჩუმად იდგა, მერე ნელი ნაბიჯით ისიც მოუახლოვდა როიალს და საუბარი დაიწყო.
-13 წლის რომ ვიყავი, დედა და ძმა გარდამეცვალა. ავაარიით.-მითხრა და ღრმად ჩაისუნთქა.
-ღმერთო... გაბრიელ, ძალიან ვწუხვარ-ის ჩემგან ზურგით იდგა ფანჯარას უყურებდა, ხელი ავწიე მინდოდა მხარზე შევხებოდი, თანაგრძნობის ნიშნად თუმცა მაინც თავი შევიკავე. უხერხული სიჩუმის გამო თემის შეცვლა ვცადე:
-გაბრიელ...
-რა?
-მაჩვენებ როგორ უკრავ?
-ჯერ არა... მაგის დროც მოვა-მითხრა და გამიღიმა. ოთახიდან გავედით და სასტუმრო ოთახში გავედით, დიდი ტელევიზორის გვერდით უზარმაზარი დინამიკები, ხოლო დაბლა კომოდზე X-Box One იდო.
-ეს X-Box-ია?-ვკითხე და გაბრიელს შევხედე.
-კი... გინდა ვითამაშოთ?
-კი-ვუთხარი და თვალი გავაყოლე. ჯოისტიკები გამოიღო და დანადგარს შეუერთა.
-კარგი ოღონდ რამეზე ვითამაშოთ-მითხრა და ეშმაკურად შემომხედა. ამ დროს ოთახში თიკა შემოვარდა.
-აუ... მე მშია-თქვა და ისე შემომხედა თითქოს მისი "ძმა" მე ვყოფილივაყი. გაბრიელი X Box-ის ჩართვით იყო გართული და თიკასთვის ხმა არ გაუცია.
-წადი და შენს ძიძას უთხარი, კაი?-რაც მომაფიქრდა ის ვუთხარი.
-არა, თიკა არ უთხრა მარინას, საჭმელი მალე იქნება და დაგიძახებთ-თქვა გაბრიელმა. თიკაც ისევ საკუთარ ოთახში შევიდა.-მოდი პიცის გაკეთებაზე გავნაძლევდეთ. თუ წააგებ შენ გააკეთებ თუ მე წავაგებ მარინა.
-არა, მე ეგრე არ მაწყობს, თუ შენ წააგებ მაშინ შენ გააკეთებ.
-მე არ ვიცი პიცის გაკეთება-მითხრა და ფართოდ გამიღიმა
-არაუშავს გასწავლი, უბრალოდ ყველაფერს შენ გააკებ, შევთანხმდით?
-კარგი შევთანხმდით.
დივანზე მოვკალათდით და თამაში დავიწყეთ. რბოლებს გვამაშობდით.
-აუ... გაბრიელ, ნუ თაღლითობ, ეგრე არ შეიძლება! შენ რუკები კარგად იცი და მოკლეთი დაგიხარ. სრული გზით იარე-გაბრაზებულმა ვუთხარი.
-არ ვთაღლითობ, როცა წესები აგიხსენი მაშინ გასაგებად გითხარი რომ მოკლე გზითაც შეგეძლო სარგებლობა-მითხრა და გადაიხარხარა.
-ეგრე ხო... კარგი, მაინც მოგიგებ.-ვუთხარი და ნიტროს ღილაკს მივაწექი. ისეთი სისწრაფე განავითარა "ჩემმა მანქანამ" რომ მალევე დავეწიე და დავეჯახე. ფინიშის ხაზიც პირველმა მე გადავკვეთე.-მოოოოვვვიიიგეეეეეეე!!!-შევყვირე და კმაყოფილი სახით შევხედე გაკვირვებულ და შეწუხებულ გაბრიელს.
-რანაირად გაიმარჯვე? ჯერ შორს იყავი.
-ნიტროზე რამე გსმენია?-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.-ადე, ადე ბავშვებს შიათ, პიცა გააკეთე.-ვუთხარი და გადავიხარხარე.
ქალბატონ მარინას ვთხოვეთ საჭირო პროდუქტები მაგიდაზე დაეწყო. ისიც ასე მოიქცა:
-შვილო, გაბრიელ, ეს გოგო შენი კლასელია?-მაშინ კითხა როცა მე მოშორებით ვიდექი და მობილურში ანას ვწერდი, ალბათ არ უნდოდა მე რომ გამეგო და ცოტა ჩუმად კითხა. გაბრიელმა რა უთხრა ის ნამდვილად ვერ გავიგე, ან უპასუხა კი რამე?
-------------------------------------------------------------------------
ახლა ეს ცომი გააპრტყელე და ზემოდან ტომატი წაუსვი. ხო, ეხა ესენი ზემოდან დააწყვე, არა ეგრე არა... მასე ფორმას შეუცვლი... ნელა, ხო მასე.
-ვაიმე, ეკა დავიტანჯე ამდენი რამ რათ უნდა?-მითხრა უკმაყოფილოდ და ამოტრიალებული მაჯა შუბლზე მიიდო.-ამას ვერ ვჭრი!
-რა ყველაფერზე პრიბლემას ქმნი? რა უნდა ეხა ამის დაჭრას?-ვუთხარი და დანა გამოვართვი.-აი, ასე... ეხა გაიმეორე.
როგორც იქნა პიცა ღუმელში შევდეთ. რომ გაკეთდა დავჭერით და მივირთვით. 5-ივეს ძალიან მოგვეწონა. ბავშვებმა მალევე დაასრულეს და ისევ სათამაშოდ გავიდნენ. რომ დავამთავრეთ წასასვლელად საათს დავხედე უკვე 6 ხდებოდა ჩანთა ავიღე.
-გაბრიელ, უკვე გვიანია უნდა წავიდე... წავიდეთ.-ვუთხარი და იმ ოთახისკენ გავემართე სადაც ბავშვები თამაშობდნენ. და რაც იქ მოვისმინე იმ დიალოგმა გული დამიწვა:
-მერე რა რომ დედა არ გყავს? მე ხომ მყავს დედა, ოღონდ ჩემი დედიკო იტალიაშია და რომ ჩამოვა, მერე ორივეს დედა გახდება, შემიძლია გაგინაწილო-ვიცანი დათოს ხმა.
-მართლა?-გახარებული ხმით უთხრა თიკა.-იცი, მამიკო და გაბიელი მეუბნბიან რომ ჩემი დედიკო მაღლა ცაშია და ღამე მიყურებს ხოლმე, ოღონდ ისე რომ მე არ გამეღვიძოს.-სენი დედიკო, ღამე ზღაპარს გიყვება ხომლე?
-კი, და რომ ჩამოვა მერე ორივეს მოგვიყვება.
----------------------------------------------------------------------------------
-მოგეწონა შენი ახალი მეგობარი?-ვკითხე დათოს.
-კი, კიდევ წავიდეთ კარგი მერე მგათთნ.-ამაზეარაფერი მიპასუხია, უბრალოდ გამეცინა. ღამე მობილურის ხმამ გამაღვიძა, რომ გავხედე საათს 11 საათი იყო. მობილური ავიღე და უცხო ნომერს დავხედე, შემდეგ სენსორს თითი გავისვი და ვუპასუხე:
-გისმენთ...
-ეკა, ორი წუთით დაბლა ჩამოდი, საქმე მაქვს!
-შენ ხომ არ გააფრინე, ამ შუაღამეს დაბლა რა მინდა, მითუეტეს შენთან ერთად?
-გითხარი საქმე მაქვს- თქო, მე ხომ არ ამოვალ?
-აუ, ბექა მეძინება, თუ რამე მასეთი მნიშვნელოვანია შეგიძლია აქაც მითხრა-ვუთხარი და დავამთქნარე.
-მობილურში სათქმელი არაა, პირადად მინდა შენი ნახვა
-კაი, აბა ჰე... მე ვიძინებ. შენი სისულელეების თავი ნამდვილად არ მაქვს-ვუთხარი და ყურმილი დავუკიდე.


IX თავი
იმ დღის შემდეგ,4 დღე ბექას აღარც დაურეკავს და აღარც მინახავ. ვიცოდი რომ ჩემზე ძალიან გაბრაზებული იყო. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენჯერ ავუხსენი ის რომ მაინ არაფერი გამოგვივიდოდა, რომ არ მომწონდა და როგორც შეყვარებულს ისე ვერასდროს შევხედავდი, თუმცა განა ესმოდა? თან არ მინდოდა ზედმეტები მეთქვა, რადგან ვაღიარებ და მისი ცოტათი მეშინოდა. როცა სახლიდან გავდიოდი ვლოცულობდი, ოღონდ ბექა არ შემხვედროდა. ასე იყო თუ ისე ჩემი ცხოვრება თავისუფალ რიტმს დაუბრუნდა და ჩვეულებისამებრ განვაგრძე სკოლაში სიარული. კლასში მხოლოდ ერთ თემაზე საუბრობდნენ, თუ რას ჩაიცვავდნენ ექსკურსიაზე. ისეთი აღტაცებით საუბრობდნენ და ისეთ ტანისამოსს იცვამდნენ, რომ ხამდახან მეგონა ლაშქრობაში კი არა ვიქტორია სეკრეტის Fashion week-ზე მივდიოდით. ან საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ლაშქრობაზე რა გეცმევა? არასდროს არ მიზიდავდა ასეთი მეტიჩრული გამოხტომები.
მოკლედ, შაბათიც მოვიდა. დილით როგორც ყოველთვის ადრე ავდექი, აბაზანაში შევედი თავი მოვიწესრიგე, თმები მაღლა ავიწიე და "კოსა" გავიკეთე, მერე ტანზე ჩავიცვი. ღია ფერის გაცვეთილი ჯინსი და მწვანე მაისური ჩავიცვი, შემდეგ ზურგჩანთაში ჩაწყობილი ნივთების შემოწმება დავიწყე. თერმოსში ცივი წყალი ჩავასხი, რამდენიმე სენდვიჩი გავიკეთე, პლასტმასის ყუთში მოვათავსე და ისისც ზურგჩანთაში ჩავდე. ბოტასები ჩავიცვი, კეპი დავიფარე, ჩემებს გამოვემშვიდობე და სახლიდან გავედი.
სკოლის შესასვლელთან უამრავი ბავშვს მოეყარა თავი, ზოგიერთები ჩემი კლასელები იყვნენ, ზოგს კიდევ ვერც კი ვცნობდი. ხალხს თვალი მოვავლე და ჩემი დაქალი მალევე ვიპოვნე. ბავშვები ცოტათი გაფანტულები ვიდექით, ჩვენს გვერდით სხვა კლასი იდგა, მართალი გითხრათ არ დავინტერესებულვარ რომელი კლასი იყო. ანასთან საუბრით ვიყავი გართული, როცა მაია მასწავლებელმა გვიხმო და გვითხრა რომ მასთან ახლოს მივსულიყავით, რადგან რაღაც უნდა ეთქვა:
-ბავშვებო, ახლახანს გავიგე რომ მანანა მასწავლებლის კლასიც იმ ადგილზე მიდის სადაც ჩვენ, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ერთად წავიდეთ, უფრო სახალისო იქნება, თან ლაშქრობასაც ერთად მოვაწყობთ-გვითხრა და ყველას თბილი მზერით გადმოგვხედა.
-მანანა ვინაა?-ვკითხე ანას.
-აბა, გამოიცანი ვისი მასწავლებელია!-მიპასუხა ანამ და ეშმაკურად შემომხედა.
-მივხვდი უკვე-ვუთხარი და გავუღიმე. ცოტახანი და სკოლის ეზოში კიდევ გავჩერდით, დანარჩენებს ველოდებოდით. ის-ის იყო მასწავლებელმა ყველას სვტობუსში ასვლა გვიბრძანა, რომ ჩემთან გაბრიელი მოვიდა. სახე გაბადრული ჰქონდა და გახარებული თვალებით შემომცქეროდა.
-ახალი ამბვი გაიგე?-მკითხა გახარებულმა.
-ის რომ ექსკურსია ერთად გვექნება? კი გავიგე-ვუთხარი "ჩემთვის სულ ერთია" სახით.
-მერე არ გიხარია?-მკითხა დაეჭვებით
-და რატომ უნდა მიხაროდეს? ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს 30-ნი ვიქნებით თუ 60-ნი.-ვუთხარი და გავიღიმე. მასწავლებელმა კი გვარით მომმართა და ავტობუსში ასვლა მიბრძანა. მეც დავემშვიდობე და გაბრიელი ასე გაურკვევლობაში დავტოვე. ანამ ჩვენი საუბარი გაიგო და გზაში მკითხა:
-ასე რატომ ექცევი?
-როგორ ასე?-ვითომ ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა.
-რავიცი, აი ასე. ხომ ვიცი რომ გაგიხარდა როცა ეს ამბავი გაიგე, მასთან კი არც შეიმჩნიე.
-ეს ჩემი ტაქტიკაა, დაო-ვუთხარი და გავიცინე-"ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან"
ავტობუსში დიდი ხანი დავყავით. მე და ანას ყურსასმენები გვეკეთა მე მუსიკას ვუსმენდი, ანა კი ორ საქმეს ერტად აკეტებდა მუსიკასაც უსმენდა და მობილურით ვირაცასაც წერდა.
-ან, ვის სწერ?-ვუთხარი და შევეცადე მობილურში აკრეფილი შეტყობინება წამეკითხა.
-აუ, ეკა რა სულსწრაფი ხარ გეტყვი რა...-მითხრა და ისევ მობილურს ჩააჩერდა.
-ერთი კვირაა გეხვეწები მითხარი-თქო და ჯერ ერთი სიტყვაც ვერ მოვისმინე შენგან-ვუთხარი და შევუბღვირე.
-ანდრეა მწერს-მითხრა და ყურებამდე გაიკრიჭა.
-მოიცა ის ანდრეა, გაბრიელის კლასელი რომ არის...-ვკითხე და თითი უმისამართოთ მაღლა ავაფრიალე.
-აჰამ...-ისევ მობილურს ჩახედა.
-მერე რაო? რა უნდა ვაჟბატონს?-ისევ კითხვა დავუსვი.
-ეგ უკვე შენი საქმე არა არის.-მითხრა და ენა გამომიყო.
ექსკურსია როგორც ყოველთვის მოსაწყენი იყო, ახლაც კი ვერ ვხვდები რისთვის წამოვედი. თუმცა რადგანაც აქ ვარ ყურადღება უნდა მოვიკრიბო და გიდს მოვუსმინო.

-გაბრიელი-
ეს გოგო გამაგიჟებს რა!!! ვერაფერი გავუგე! მეგონა ყველაფრი კარგად მიდიოდა, როგორც იქნა თავი მოვაწონე და თურმე შევცდი. როცა ეკასგან გავბრუნდი და საკუთარ ავტობუსში ავედი, ნიკა გვერდით მომიჯდა და მკითხა:
-აბა, როგორ მიდის ყველაფერი?
-ნეიტრალურად-ვუპასუხე და თავი ფანჯრისკენ მივატრიალე, არ მინდოდა ეგრძნო რომ მისმა მოსვლამ გამაღიზიანა.
-კარგი რა ბიჭო ვიღაც X კლასელს ვერ უნდა შეაყვარო თავი? ჩემი აზრით, ეს დავალება შენთვის ზედმეტად იოლია.
-და თუ აღარ მინდა ამის გაკეთება?!-ვუთხარი და ახლაღა შევხედე.
-ანუ ნებდები? კარგი რა გაბრიელ... არ გამაცინო. მე ვიცი რომ ამას შეძლებ. სულ რამდენიმე დღის საქმეა-მითხრა და ახლა სხვას მიუჯდა.
პრობლემა იმაში კი არ იყო, რომ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში ეჭვი მეპარებოდა, არამედ არ ვიცი რატომ, თუმცა აღარ მინდოდა ეკა ასე მომეტყუებინა და შემდეგ ჩემი მიმეღო. ეკა კარი გოგოა,თანაც სულაც არ არის "ბიჭებზე მონადირე" და ა.შ. მთელი ექსკურსიის დროს ერთხელაც არ მოუქცევია ჩემთვის ყურადღება. როცა ექსკურსია, დამთავრდა ისევ ავტობუსებში ავედით. ახლა მძღოლს ტყემდე უნდა მივევანეთ. მერე იქიდან გზას ფეხით განვაგრძობდით. შესაფერის ადგილს ვიპოვიდით, ცეცხლს დავანთებდით, კარვებს გავშლიდით და ვიმხიარულებდით.
ასეც მოხდა, მძღოლმა ტყემდე მიგვიყვანა შემდეგ კი გზა ფეხით განვაგრძეთ.


-კატერინა-
მიხაროდა როცა გაბრიელს ასე ვაბნევდი, ვხვდებოდი რომ ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც მე მსურდა. ჩემი მძიმე ზურგჩანთა მხრებზე ავიკიდე და ანას გვერდით განვაგრძე სიარული. ალბათ, ნახევარი საათი ვიარეთ ფეხით. თერმოსში წყალიც გამითავდა. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი დამრიგებელი მუსიკის მასწავლებელი იყო, გაბრიელის კი ფიზიკის. რუკის წაკითხვა კარგად არც ერთმა არ იცოდნენ. ამიტომ ბავშვებს კითხეს თუ ვინ იცოდა რუკის წაკითხვა. მე და ანამ ვიცოდით რუკის წაკითხვა, თუმცა ანას დავუთმე და წინ წავიდა. ცოტახანში წყარო ვნახე. ჩანთიდან თერმოსი ამოვიღე და წყალთან მივედი. თერმოსს წყლით ვავსებდი, როცა თვალები დამებინდა და ჩემს თვალწინ შავი ფონი გამოჩნდა. ზალიან გავიბენი, ვერ მივხვდი რა მოხდა. თუმცა უცბათ ჩემს წინ მაღალი ლამაზი ქალი გავინახე. თეთრი კბა ეცვა და შავი, გრძელი თმები გაეშალა. სევდიანი თვალებითა და მომღიმარი სახით მიყურებდა. მერე კი სახელითაც მომმართა:
"ეკა, ეკა... დაეხმარე. ძალიან გთხოვ გადაარჩინე, მხოლოდ შენ შეძლებ მათ დახმარებას. მე უძლური ვარ. მინდა მათი ბედი შეცვალო" ესღა მითხრა და ამ დროს გაბრიელის ხმამ დამაბრუნა დედამიწაზე.
-ეკა, კარგად ხარ?-გაკვირვებულმა მკითხა და მსუბუქად შემაჯანჯღარა.
-ჰა? კი, კი ნორმალურად ვარ-ვუთხარი და თვალება მაგრად დავხუჭე. მერე ისევ გავახილე და დაბინდული თვალებით გაბრიელს შევხედე.-რა დამემართა?
-არ ვიცი, ერთ წერტილს მიაშტერდი და გაქვავბული იდექი. აქ, წყალს ავსებდი-მითხრა და თერმოსზე მიმითითა. მე უკან მივიხედე და დანარჩენები რომ ვერ დავინახე, გაბრიელს ვკითხე:
-ბავშვები სად არიან?-ვკითხე და ისევ იმ ადგილს გავხედე სადაც რამდენიმე წუთის წინ ბავშვები მიდიოდნენ.
-წამოდი, დავეწევით-მითხრა და მაჯაში ხელი მომკიდა. მე თერმოსს ტავი დვაფარე და ცანთაში ჩავიდე. იმ გზას გავყევი რაც მახსოვდა, თუმცა დანაჩენები მაინც ვერ ვიპოვეთ.
-ცოტახნისწინ ქ იყვნენ სად წავიდნენ ასე მალე?-ვიკითხე შეშინებულმა.
-კაი ნუ ღელავ შორს ვერ წავიდოდნენ ვიპოვით.-ცოტა ვირბინეთ რომ იქნებ სადმე დავწეოდით, ან იქნებ ვინმე ნაცნობი შეგვენიშნა.
-კი მაგრამ ვერავინ ვერ შეგვნიშნა, რომ ეთქვათ?-ვთქვი გაბრაზებულმა.
-წამოდი, ვიყვიროთ. იქნებ ჩვენი ხმა გაიგონ-მითხრა გაბრიელმა და სხვადასხვა სახელების ყვირილი დაიწყო. მეც მას მივბაძე. თუმცა პასუხი არავის გაუცია.


X თავი
ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი ხანი ვიყვირეთ. მაგრამ ხმა ვერსაიდან გავიგეთ. თითქოს უგზოუკვლოდ გაქრნენ. ან ცამ ჩაყლაპა ან მიწამ. იმდენი ვიარეთ, რომ ძალიან დავიღალე და წინ მიმავალ გაბრიელს, რომელსაც საკუთარი ჩანთაც აეკიდა და ჩემიც, მივმართ:
-გაბრიელ, ცოტახანი დავისვენოთ რა, ძალიან დავიღალე!-ვუთხარი და ხის კუნჯზე ჩამოვჯექი.
-ჩანთები მე მომაქ და კიდე შენ დაიღალე?-მკითხა და გადაიხარხარა.-კარგი,ხო დავისვენოთ-მითხრა და ჩანთები ხესთან დადო. მე კი ჩემს ჯინსის შარვალს დავხედე და ჯიბეში მობილური დავინახე.
-ვაიმე... რა დებილი ვარ! მობილური ხომ მაქვს, ანას რატომ არ დავურეკე?-ვთქვი და ჯიბიდან მობილური ამოვიღე.-არ იჭერს!-ვთქვი უკმაყოფილოდ და მობილური მაღლა ავწიე.
-მობილური მომეცი-მითხრა და ხელი გამომიწოდა.
-რა მნიშვნელობა აქვს, მე მექნება თუ შენ? შენს ხელში დაიჭერს?-ვუთხარი უკმაყოფილოდ-ან შენი მობილური სადაა?
-ჩემი მობილური სახლში დავტოვე და რავიცი გამიგია სიმაღლეზე უფრო იჭერს მობილურიო და შენ რომ გიჭირავს...-გაიცინა და ამით ჩემს საშვალო სიმაღლეს გაუსვა ხაზი.
-აი, აიღე-მობილური ხელში ჩავუდე და შეწუხებული სახით ჩანთებისკენ წავედი, რომ წყალი დამელია.

-გაბრიელი-
როცა ეკა ჩანთებისკენ წავიდა, მეც ვსინჯე მობილურიდან დარეკვა. ხელი მაღლა აცმართე და აქეთ-იქით გავამოძრავე, თუმცა მაინც ვერ მივიღე შედეგი. ხელი დაბლა დავწიე, ცნობისმოყვარეობამ მძლია და ფლეილისტში შევედი. ძალიან მაინტერესებდა რომელ მომღერალს უსმენდა, როგორი მუსიკები და სიმღერები იზიდავდა. მობილურში არც თუ ისე ბევრი მუსიკა ჰქონდა, აქედან უმრავლესობა Mandy Moore-ის. სიმართლე გითხრათ აქამდე არც გამეგო ეს მომღერალი. ფავორიტებში მხოლოდ ერთი სიმღერა ჰქონდა მონიშნული ამავე მომღერლის "Only Hope". ძიება რომ დავამთავრე, მობილური პატრონს დავუბრუნე.
-გზა გავაგრძელოთ?-მკითხა კატერინამ.
-მალე დაბნელდება და აზრი არ აქვს! აქ გავშალოთ კარვები და როცა შეამჩნევენ რომ იქ არ ვართ. ჩვენს ძებნას დაიწყებენ.-ვუთხარი და ჩანთიდან კარავი ამოვიღე, ეკამაც იგივე გააკეთა. მე კარავი, მარტივად და მალე გავშალე. ეკა კი დიდი ხანი მოუნდა, ჩემი კარავი რომ დავასრულე ახლა მასთან მივედი.
-ასე რატომ ნერვიულობ?-ვკითხე და შევხედე.
-სულაც არ ვნერვიულობ!-მიპასუხა და კარვის გამაგრება სცადა.-უბრალოდ ლაშქრობაში პირველად ვარ.
-გასაგებია-ვუთხარი და გამეცინა. მისი კარავიც მალე გავშალეთ და ახლა ჩანთიდან დანარჩენი ნივთების ამოლაგებას შევუდექით. მოსაღამოვდა, ბინდი ცამოწვა. მე ცეცხლი ავანთე და კარვის წინ ჩამოვჯექი. ეკა კი ისევ მობილურით ცდილობდა სიგნალის დაჭერას.
-აქ იმდენად ცუდად გრძნობ თავს, რომ ერთი სული გაქვს როდის გვიპოვიან დანარჩენები?-ვკითხე გაბრაზებული ხმით.
-ეგ რა შუაშია?-ისე მკითხა არც შემოუხედავს.
-შუაში კი არა თავშია, ეკა! უკვე ნახევარი საათია აქეთ-იქით დადიხარ მაგ მობილურით და სიგნალის დაჭერას ცდილობ!
-დავიჯერო შენ არ გინდა ამ ტყიდან გაღწევა და სხვებთან ერთად ყოფნა?-ახლა შემომხედა, მერე კი ხელი უფრო მაღლა ასწი.
-ვისთან ყოფნაც მინდა, ახლა სწორედ იმასთან ვარ-ვუთხარი მტკიცედ და ფეხზე წამოვდექი. უცბად გაჩერდა, როგორც ჩანს ასეთ პასუხს არ ელოდა. დაიბნა. მერე ხელი დაბლა დასწია და მობილურს ჩააჩერდა.-ეკა, ვცდილოდ დაგიახლოვდე შენ კი სულ მიშორებ, რაღაც იდიოტური საზღვარი გაქვს შექმნილი და იმის იქით აღარ მიშვებ. მივუახლოვდი, ნელი ნაბიჯით უფრო და უფრო ახლოს მივედი, მან კი მიპასუხა:
-არანაირი საზღვარი არ შემიქმნი...ა-და როცა მიხვდა რომ საჭიროზე ახლოს ვიდექი მასთან, მითხრა-გთხოვ... ასე ახლოს... ნუ მოდიხარ!-გამეღიმა და კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი
-ასე?-ვკითხე და მის რიაქციას დაველოდე.
-ზუსტადაც!-მიპასუხა და თავი დაბლა დახარა. უცბად გამოცოცხლდა, მომშორდა და ჩანთაში ჩაიხედა-საჭმელი წამოღებული მაქვს! არ გშია?-თემის შეცვლა შეეცადა.
-კი, მშია! მოდი ცეცხლთნ დავსხდეთ.-ვუთხარი და ჩემი კარვიდან პლედი გამოვიტანე.
-მართალია, ბევრი არაფერია. სულ რამდენიმე სენდვიჩი მაქვს, მაგრამ იმედია
მოგეწონება!-მითხრა ხალისით და პლასტმასის კონტეინერი გახსნა.

-კატერინა-
ჯერ ადრეა! ცოტას კიდევ ვაწვალებ და როცა ვნახავ რომ ცეცხლისგან იწვის, მაშინ მივალ მის ჩასაქრობად. ცეცხლთან დავსხედით და ჩემი გაკეთებული სენდვიჩების ჭამას შევუდექით. მე მხოლოდ ახლა დავიწყე ტყის "დათვალიერება". აქეთ-იქით დავიწყე თვალების ცეცება და ეს ადგილი ვიცანი. ეს ზუდტად ის ტყეა, სიზმრებში რომ დავრბოდი. მერე გაბრიელის მონაყოლიც გამახსენდა და ვკითხე:
-გაბრიელ, გახსოვს რომ მითხარი ძმა მყავდაო?! შენი ძმა შენზე უფროსი იყო-კითხვა შეგნებულად დავუსვი, მინდოდა ჩემი ეჭვი დამედასტურებინა.
-კი, უფროსი იყო!-მითხრა და გაეღიმა- 1 წუთით, უფროსი.
-ანუ ტყიპისცალი გყავდა?-ვკითხე. პასუხად მხოლოდ მსუბუქად დამიქნია თავი. ახლა მივხვდი, რატომ არ გამიმართლდა ის სიზმარი, ავარია რომ ვნახე. ტყესთან ახლოს. მეგონა რომ ეს გაბრიელი იყო, მაგრამ შევცდი. ეს მისი ძმა ყოფილა, ესეიგი წარსული ვნახე. ის ქალი კი ვისი ხმაც მესმის ალბათ გაბრიელი დედაა. გამოდის რომ მას რაღაც საფრთხე ემუქრება, დედამისს კი მისი გადარჩენა უნდა. და ამიტომ მეუუბნება რომ მას უნდა დავეხმარო. ფიქრებიდან გაბრიელის ხმამ დამაბრუნა.
-ვაშლი გინდა?-მკითხა და წითელი ვაშლი ხელში აათამაშა. მეც თავი დავუქნიე. დანით დაჩრა 8 ნაწილად და ერთჯერად თეფშზე დააწყო. ჩვენც ჭამას შევუდექით. დაღამდა. ცა ვარსკვლავებით მოიჭედა.
-იცი, თიკას მართლა სჯერა რომ დედამისი მაღლა, ვარსკვლავის სახითაა და მას უყურებს ღამღამობით-ვუთხარი გაბრიელს.
-ეს ტყუილი მე მოვიფირე, ერთი წლის წინ ძალინ რომ ატირდა დედა მინდაო!-მითხრა და გაეღიმა.
-მე კიდევ ყოველთვის მეგონა, რომ ვარსკვლავებს ოცნებების ასრულება შეეძლოთ-ვუთხარი და გამეცინა.
-და ასეთი რა ჩაუთქვი, რომ არ აგიხდა?- მკითხა და ჩემკენ შემოტრიალდა.
-რომ გითხრა დამცინებ!-ვუთხარი და ისევ მაღლა ავიხედე.
-სცადე?-მითხრა გამომწვევად.
-დისნეილენდის ნახვა მინდა!-ვუთხარი ყოყმანის შემდეგ.
-მაგარი ოცნებაა!-კარგად გადაიხარხარა და განაგრძო-შენს ასაკში იცი რაზე ოცნებობენ გოგონები?
-რა მნიშვნელობა აქვს ისინი რაზე ოცნებობენ? ჩემი ოცნება კი სულ ოცნებად დარჩება!
-მე ასე არ ვფიქრობ!


XI თავი
გამეღიმა. თავი დაბლა დავხარე და ფიქრი დავიწყე. იცით გულრწფელად რომ ვთქვა. ის ერთადერთი ადამიანია ვინც გაცნობამდე "გავიცანი". 16 წლის ვარ. ბევრი ვინმე მომწონებია. შეიძლება ვინმეს უბრალოდ ქუჩაში გაევლო და ასე მომწონებოდა, თუმცა რასაც გაბრიელისადმი ვგრძნობ ვიცი, რომ ეს არ არის მოწონება. ჯერ იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს სიყვარულია. მე ხომ ჯერ არ მყვარებია! არც ბიჭთან ვყოფილვარ ასე ახლოს (პირდაპირი და ირიბი გაგებით) როცა მომიახლოვდა გული კოლიბრივით ამიჩქარდა. საკუთარი გულისცემა ყურებში მესმოდა. მინდოდა მისთვის შემეხედა, თუმცა ვერ ვბედავდი. კარგია რომ საკუთარი თავის ხელში აყვანა ვიცი და კარგადაც გამომდის.
-დავიღალე, მეძინება. წავალ დავიძინებ!-ფეხზე წამოვდექი და ტანსაცმელი დავიფერთხე. მერე იქაურობას თვალი კიდევ ერთხელ მოვავლე და კარავში შევედი. სწრაფად გამოვიცვალე, დავწექი და თხელი გადასაფარებელი გადავიფარე. კოცონი ჩაქვრა. დრო გავიდა, თუმცა მაინც ვერ დავიძინე. სულ ერთი და იმავეზე ვფიქრობდი. მაინცდამაინც ეს ტყე რატომ მესიზმრებოდა? ვიცი რომ ყველა ტყე ერთმანეთს ჰგავს, თუმცა ეს ადგილები ძალიან მეცნობა და უფრო მეტიც ვიცი, რომ ზუსტად ის ტყეა. ამაში დარწმუნებული ვარ.
ამ ფიქრებში ჩამეძინა.
"დრო მიდის, ჟამი ახლოვდება. უნდა იმოქმედო. ძალიან გთხოვ. ცოტა დრო მაქვს, ამიტომ კარგად მომისმინე. ბედი შეცვალე... შენს თავში ჩაიხედე... იყავი გაბედული... მას დაეხმარე..."
"ვინ მას? გაბრიელს სჭირდება დახმარება?"-გავძახე შავთმიან ქალს.
"არა. რეზოს"-ეს თქვა და ნაღვლიანი თვალებით შემომხედა. ნელი ნაბიჯით მომშორდა მე კი ამ დროს შემაქანა, თვალები გავახილე და ჩემს თავთან გაბრიელი დავინახე.
-ეკა...ეკა რა გჭირს?-თვალები უფრო ფართოდ გავახილე.
-ღმერთო... აქ რას აკეთებ? და ნახევრად შიშველი რატომ ხარ?-ვუთხარი და გადასაფარებელი კარგად გადავიფარე. როგორც ჩანს ახალი გაღვიძებული იყო. თმები საყვარლად აბურძგვნოდა.
-მეძინა,შენი ყვირილი გავიგე და შემეშინდა, კარავიდან სწრაფად გამოვედი, ჩაცმა არ დამიწყია. ყველაფერი რიგზე გაქვს? ალბათ, კოშმარი ნახე.-შეშინებული თვალებით შემომხედა და სუნთქვა დაირეგულირა.
-რა ყვირილი? რა დავიყვირე?-ვკითხე შეშინებულმა. ნუთუ გაიგო რაზეც ვესაუბრებოდი დედამისს. უფროსწორად დედამისის მოჩვენებას.
-ყვიროდი რომ დახმარება მჭირდებოდა.-მითხრა და ახლაღა გაეღიმა-მე დაგესიზმრე?-წარბები ეშმაკურად აათამაშა.
-არც იოცნებო. ალბათ, რაღაც მოგესმა, მასეთი კოშმარებიც არ მესიზმრება-წავისისინე და გადასაფარებელი უფრო ახლოს მივიბჯინე სხეულთან.-მორჩა, კარგად ვარ. ახლა წადი!
გაბრიელი კარავიდან გავიდა, მხოლოდ ახლა შევნიშნე როგორი აკანკალებული და გაოფლილი ვიყავი. ესეიგი ახლა უნდა დავლაგდე! რა მითხრა გაბრიელის დედამ ყველაფერი უნდა გავიხსენო. ბედი შეცვალე, საკუთარ თავში ჩაიხედე, იყავი გაბედული და რეზოს დაეხმარე. და ნეტა რეზო ვინაა? მართალია, გაბრიელი ძმას რა ერქვა არ ვიცი, თუმცა ის მკვდარია. გარდაცვლილებს კი ვერ ეხმარებიან. გამოდის რომ რეზო გაბრიელის მამას ჰქვია! ალბათ. ეს ყველაზე ლოგიკურია, ამ ჯერზე.
ღამე ისევ საკუთარი სახელის ძახილმა გამაღვიძა. თუმცა ეს არც გაბრიელის ხმა იყო და არც მისი დედის. კარვიდან გავიხედე და გარეთ გაბრიელი დავინახე. როგორც ჩანს მანაც გაიგო ხმა და ამიტომ გამოვიდა გარეთ.
შორიდან ფანრების მკრთალი შუქი შევნიშნე, იმდენად გამიხარდა, კარვიდან გამოვარდი და ფეხშიშველი გავიქეცი შუქისკენ.
-გაბრიელ, მგონი გვიპოვეს!-დავიყვირე და გავიქეცი.
-ეკა!-დაიყვირა გაბრიელმა, თუმცა მისთვის ყურადღება არ მიმიცევია.
გავრბივარ... ძალიან სწრაფად მივრბივარ. სუნთქვა მიხშირდება. საკუთარი გულისცემა ყურებში მესმის.ფეხშიშველი გავრბივარ. ირგვლივ შებინდებული ტყე და ნესტიანი ნიადაგია. შუქი ნელ-ნელა ქრება. რატომ? სირბილისგან ვიღლები. არა, მორჩა მეტი აღარ შემიძლია უნდა გავჩერდე და სირბილი შევწყვიტო. სველ მიწაზე მუხლებით დავეცი. ფეხის ხმა მესმის, ახლა უფრო ახლოსაა, გამხმარი ფოთლების შრიალი იმატებს და მხარზე შეხებას ვგრძნობ. თავს უკან ვაბრუნებ და გაბრიელს ვხედავ. ფეხზე ვდგები და გაურკვეველი მზერით, ვეუბნები:
-მე შუქი დავინახე იქ! არ მომლანდებია! ხმა შენც ხომ გაიგე? მაგრამ იქ არავინაა! და გამოდის რომ...-წინადადება არ დამამთავრებინა და ჩემს კითხვებს უპასუხა.
-ეკა, რატომ მაშინებ! რა ბავშვური საქციელია, რატომ გაიცექი? კი, ხმა გავიგე და როგოც კი გაიქეცი ჩვენთან შენი დაქალი და კიდევ რამდენიმე ბავშვი მოვიდა! გვიპოვეს!-მითხრა ღიმილით- ახლა ბედნიერი ხარ?
-მართლა?-ვუთხარი გახარებულმა.გაუცნობიერებლად ხელები გავშალე და ჩავეხუტე, ხელები რომ მოვხვიე, ვიგრძენი როგორ შეისუნთქა ჰაერი მოულოდნელობისგან.მანაც ხელები წელზე შემომხვი. თავი მკერდზე მივადე და მის გულისცემას დავუგდე ყური, ისე სწრაფად ცემდა. მაგრამ როცა გავაანალიზე ის რაც გავაკეთე. ხელები შევუშვი და გულ-მკერდზე მივადე, იმის ნიშნად,რომ გავეშვი. ისიც მიმიხვდა ჩანაფიქრს. ხელები გამიშვა. მართალია, ძალიან მაინტერესებდა სახეზე გაოცება უფრო ჰქონდა აღბეჭდილი, თუ სიხარული, მაგრამ ვერ გავბედე და ისევ ჩვენი კარვებისკენ წავედი. არა, ეს არ უნდა გამეკეთებინა რა სულელი ვარ! თუმცა როცა ანა დავინახე ყველაფერი გადამავიწყდა.
-ეკუ...-მომვარდა ღიმილით და გულში ჩამიკრა.-ორი წუთით დაგტოვე და უკვე დაიკარგე და მე რომ გავთხოვდები და სულ დაგტოვებ რა უნდა გააკეთო?!-მითხრა და სიცილით ლოყაზე მაკოცა. ტანსაცმელი გამოვიცვალე და მათ წავყევით. უამრავი კარავი იყო გაშლილი. დიდი ცეცხლი დაენთოთ და ყველა მისგარშემო შემომსხდარიყო. გიტარები მოემარჯვებინათ და მღერონდედ. როგორც ჩანს დიდად არავის სწყენია ჩვენი "დაკარგვა".
-ან, ჩემებს შეატყობინეთ?-ვითხე და სახე დავმანჭე.
-არა, მასწავლეელს კი უნდოდა, თუმცა გადავაფიქრებინე. თუ ღამითაც ვერ გიპოვნიდით ამ შემთხვევაში დავურეკავდით მათ.
-მადლობა. გადამარჩინე, თორემ სიკვდილი არ ამცდებოდა. იმდენი კარავი იყო გაშლილ რომ ჩემის ადგილი აღარ იყო, ამიტომ ანას კარავში გადავწყვიტე ღამის გატარება. რა თქმა უნდა, ანამ მანამდე არ დამაძინა სანამ ყველაფერი დაწვრილებით არ მოვუყევი.
-ისე მგონი ანდრეას მოვწონვარ!-მითხრა და ლოყები აუწითლდა. ცოტახანი კიდევ ვილაპარაკეთ, მერე კი დავიძინეთ.

-გაბრიელი-
მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე! არ ვიცი რატომ ვერ დავიძინე. ეკა უბრალოდ ჩამეხუტა. მე ამაზე გაცილებით მეტიც მქონია, თან არა ერთხელ. მაგრამ როცა მისი ნაზი და სუსტი ხელები ზურგზე შემომეხვია, ისეთი რამ ვიგრძენი, რომელიც არც ერთხელ მიგრძვნია საპირისპირო სქესთან სიახლოვისას. არ ვიცი! ალბათ გადაღლილობის ბრალია. მაგრამ მაინც... დღეს მქონდა იმის შანსები, რომ ნაძლევი ბოლომდე მიეყვანა, თუმცა ამის გაკეთების არანაირი სურვილი არ მქონია და არც მაქვს. და საერთოდაც ხვალვე ვეტყვი ნიკას, რომ ეს ნაძლევი ჩაშალოს. რადგან არ მინდა კატერინას გული ვატკინო და არც იმას დავუშვებ რომ ეს სხვამ გაბედოს.

XII თავი
დილით კარგ ხასიათზე გამეღვიძა. იშვიათად თუ ხდება ასე. ჩემს გვერდით ანასტასიას ეძინა. მშვიდი და მომღიმარი სახე ჰქონდა. ალბათ, კარგი რამ ესიზმრება. სახე ლოყასთან მივუტანე, ვაკოცე. მერე ჩემს ჩანთას დავწვდი, ტანზე ჩავიცვი და გარეთ გავედი. იქაურობის დათვალიერება გადავწყვიტე. რადგანაც კიდევ ერთი დღე უნდა ვიყოთ აქ, ამიტომ უნდა ვიცოდე როგორ გამოიყურება აქაურობა. ლამაზი ადგილი აურჩევიათ, ხეები მხოლოდ განზეა, ირგვლივ სულ მწვალეა ყველაფერი. მერე ერთ დაქანებული ადგილს ვნახულობ, მას ჩავუყვები, მოპირდაპირე მხარეს ტბაა. საერთოდ ვგიჯდები წყალზე, ჩემი სტიქიაა. ტბის ნაპირას ვჯდები და ტბას გავყურებ, მერე მუჭით კენჭებს ვიღებ და სათითაოდ ვისვრი ტბაში. საერთოდ ასეთი ჩვევა მაქვს, მუჭაში დაგროვილ კენჭებს წყალში სროლასთან ერთად ვითვლი და თუ ბოლო ლუწი რიცვია, მაშინ უკანასკნელის გადაგდებასთან ერთად სურვილსაც ვიფიქრებ. მუჭაში 18 კენჭი მქონდა, ბოლოს სურვილი ჩავუთქვი და წყალში ვისროლე, მერე ასე უსაქმურად ჯდომა მომწყინდა და სიმღერა დავიწყე, ჩუმად ვმღეროდი ,ამ დროს ჩემს უკან ფეხის ხმა გავიგე, უკან მივიხედე და გაბრიელი დავინახე.
-კარგად მღერი! ოღონდ ხმა დაბლა, კარგად ვერ გავიგე!
-მაშინ გიმღერებ როცა ამის დრო მოვა!-გავუმეორე მისი სიტყვები.-რა იცოდი აქ რომ ვიყავი?-ვკითხე ინტერესით.
-არ ვიცოდი, უბრალოდ მეც აქ ჯდომა მინდა.-მითხრა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. ცოტახანი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, უკვე ადგომას და კარავში დაბრუნებას ვაპირებდი, როცა გაბრიელმა მითხრა:
-ეკა... რაღაც მინდა გითხრა!-და თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა.
-გისმენ...
-ოღონდ ჯერ უნდა შემპირდე, რომ არ გაბრაზდები და ბოლომდე მომისმენ!-მითხრა და სახე დაისერიოზულა.
-კარგი, ბოლომდე მოგისმენ-ვუთხარი და მისკენ შევტრიალდი.
-...და არ გაბრაზდები!-თანხმობისნიშნად თავი დავუქნიე. ერთი ღრმად ამოისუნთქა და პირი გააღო რაღაცის სათქმელად, როცა უკნიდან ანდრეას ხმა გავიგეთ.
-გაბრიელ, ძმა, წამოდი შენი დახმარება გვჭირდება!
-ორი წუთში მოვალ!-ისე გასცა პასუხი, რომ მისთვის არც კი შეუხედავს.
-მერეც მოასწრებთ, საუბარს! წამოდი
-კარგი, ეტყობა რამე მნიშვნელოვანია, მოაგვარეთ და მერე ვილაპარაკოთ კარგი?-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.
კარავში დავბრუნდი, ანა უკვე ამდგარიყო და ჩანთაში რაღაცას ეძებდა.
-გაიღვიძა მძინარე მზეთუნახავმა?-ვუთხარი და გვრძე მოვუჯექი.
-ჰა ჰა, ძალიან სასაცილოა. აბა როგორ გინდა? გუშინ 3 საათამდე არ დამაძინე, იმდენი ილაქლაქ რომ სულ გამოვიფიტე.-მითხრა და ენა გამომიყო.
-აა, ესეიგი მე გამოგფიტე ხომ? კარგი, ვნახოთ ამის შემდეგ კიდევ რამეს თუ მოგიყვები-ვითომ გავბრაზდი. ბოლოს ორივეს სიცილი აგვიტყდა.
შუადღით, ძალიან დაცხა. ბავშვებმა ტბაში ჩასვლა დაგაწყვიტეს. ზოგი ტანსაცმლითვე ჩავიდა, ზოგიმა კი ტანსაცმელი გაიხადა და ლიფისა და ტრუსის ამარა ჩავიდა ტბაში. მე მხოლოდ ერთი ხელი ტანსაცმელი მქონდა წამოღებული ამიტომ ვერ დავსველდებოდი. თითქმის ყველა წყალში ჩავიდა, ზოგი იქვე ნაპირას დაჯდა, მათ შორის ანაც. იქ ჯდომა რომ მომბეზრდა კარვებთან წავედი წყლის დასალევად. თერმოსი ამოვიღე ჩანთიდა და გავხსენი.
-შენ რატომ არ ჩახვედი წყალში?-მკითხა ბაგრიელმა.
-გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ მაქვს და ვერ დავსველდები.-ვუთხარი და თერმოსიდან წყალიმოვსვი.
-წყალში ტანსაცლმით ვინ ჩადის?-გაიკვირვა.-შენმა კლასელებმა რამის ისიც გაიძრონ რაც ტანზე შემორჩათ!-მითხრა და გაიცინა.
-მე ჩემი კლასელები არ ვარ!-ვუთხარი და გავუღიმე.
-მართალია. არ გცხელა?
-ისე რა, წამო ბავშვებთან გავიდეთ-ვუთხარი და ზურგი ვაქციე. ჯერ კარვებიდან, დაშორებულიც კი არ ვიყავი რომ ზურგზე სიგრილე ვიგრძენი. ტავიდან ვერ მივხვდი რა იყო, მაგრამ ამ "სიგრილემ" მატება რომ დაიწყო მერე მივხვდი, რომ უკნიდან გაბრიელი წყალს მასხავდა. სწრაფად შევტრიალდი, გაურკვეველი და გაცოფებული სახით.
-ვაიმეეე... გაბრიელ, იდიოტი ხარ? ახლახანს არ გითხარი ვერ დავსველდები საღამოს სახლში უნდა წავიდეთ, სველი ტანსაცმელი მეცვას?-სიცილი დაიწყო, ამან უფრო გამაბრაზა და თერმოსი, რომელიც ხელში მეჭირა სწრაფად ავამოძრავე და მასაც შევასხი და წამისმეასედში გავიქეცი,რადგან მივხვდი კარგი დღე არ დამადგებოდა. ტყეში შევვარდი და ერთ-ერთ ხელ ამოვეფარე, ზურგი სველი მქონდა, თუმცა ცოტახანში, ალბათ, გამშრებოდა. მაგრამ ვინ აცალა გაშრობა? დავინახე აქეთ, როგორ მორბოდა გაბრიელი, ბოთლით ხელში. ერთი დავიწივლე და ადგილს მოვწყდი. გავიქეცი მაგრამ გაექცევი რომ? ერთი ხელით დამიჭირა, მეორით კი წყალი გადამასხა.
-აუ, სვო ვსო, კაი ბოდიში!-ვიყვირე და გავთავისუფლება ვცადე.
-მოიცადე, ბარემ ბოლომდე-გადაიხარხარა და ბოლომდე ჩამაცალა. მხოლოდ ზურგი კი არა, თავიდან ფეხებამდე გაჟღენთილი ვიყავი წყლით.
-აუ, ეხლა მთელი დღე მზეზე რომ ვიდგე მაინც ვერ გავშრები.-დავიწუწუნე და თმის ჩამოწურვა დავიწყე.
-შენი ბრალია, გამომიწვიე!-მითხრა და ისევ სიცილი განაგრძო.
-მე გამოგიწვიე? უკაცრავად, მაგრამ ზურგიდან მე შეგასხი წყალი.
-მე შენზე ვზრუნავ და შენ კიდევ არ მიფასებ! მივხვდი რომ გცხელოდა და გაგაგრილე-მითხრა და გაიღრიჯა.-კაი, ხო ნუ იბუტები, მე მაქვს ზედმეტი მაისური და მოგცემ.
-მადლობა მაგრამ საკუთარ თავს თავად მივხედავ!-სწერვა სახე დავიყუნე და გაბრაზებული ანასთან მივედი. ჩემდა გასახარად უკვე კარავთან იყო.
-ეკა სად იყავი? და სველი რატომ ხარ, მეგონა ტბაში არ ჩახვედი.
-ხო, არ ჩავსულვარ, გაბრიელმ გამწუწა-ვუთხარი უკმაყოფილო სახით და მაისურის კიდე გავიწურე.-შენ ხომ არ გაქვს ზედმეტი შარვალი და მაისური?
-აუ ეკუ, მართლა არ მაქვს! აი ეს ერთი ხელი წამოვიღე მეც და კიდე მოკლე საღამურები მაქვს, თუ გინდა ისინი ჩაიცვი.
-რამდენად მოკლეა?-როცა ვნახე სულ ვინანე რომ ვიკითხე.ბავშვები წყლიდან ამოვიდნენ, მე კი ნაპირთან დავჯექი მზეზე, იქნებ სასწაული მომხდარიყო და ერთ საათში გავმშრალიყავი. თმები გამიშრა, თუმცა ტანსაცმელი ისევ სველი მქონდა. ბოლოს სიამაყე დავძლიე დაგაბრიელთან მივედი.
-მაისური მოგცე?-სანამ ხმას ამოვიღებდი, მანამდე მკითხა და გაეღიმა.
-სპეციალურად გამიკთე ხო?-კითხვაზე კითხვით ვუპასუხე.
-არა, არ მეგონა თუ ასე ძალიან დაგასველებდი, ბოდიში-მითხრა სიცილით.
-ბოდიში, ტანსაცმელს გამიშრობს?
-აი, აიღე.-მითხრა და მაისური გამომიწოდა.-მაინც დიდი გექნება და კაბასავით ჩაიცვავ.-მითხრა და გ ამიღიმა. წასვლის დრო მოვიდა, კარვები თითქმის ყველაამ აშალა, მე კი იქიდან გამოსვლას როგოც შემეძლო ვწერავდი. მაისური მართლაც დიდი მქონდა მუხლებიდან ცოტა აცილებული, თუმცა არ მინდოდა ასე ვინმეს ვენახე, მითუმეტეს კი მასწავლებლებს.

XIII თავი
ბოლოს კარვიდან გამოსვლა მაინც მომიწია. კარავი ავშალე,ზურგჩანთა მოვიკიდე და ავტობუსისკენ გავწიე. ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და მაისური კიდევ უფრო დაბლა ჩამოვიწიე. ოღონდ ისე ჩავჯდე ავტობუსში რომ ვერავინ მნახოს და მეტი არაფერი არ მინდა. თვალები მაღლა, ცას ავაპყრე და ღმერთს სურვილი ჩავუთქვი. ავტობუსამდე როგორც,შემეძლო ფრთხილად და ჩუმად მივედი. თითქმის ყველა იქვე იდგა. რას არ მივცემდი ოღონდ ახლა მიწა გასკდეს და ჩამიტანოს! ანდა ცამ ჩამყლაპოს! მაგრამ არც ერთი მომხდარა და არც მეორე...
-ეკა, ეს რა გაცვია? ვისი მაისურია?-მკითხა მასწავლებელმა.
-ჩ...ჩემია მაია მასწავლებელო-გული კინაღამ გამისკდა, მიკვირს იქვე რატომ არ მოვკვდი?
-ვაიმე, ეკა... რანაირად არის შენი, ვერ ხედავ რომ დიდი გაქვს?-ჩემს კლასელებს გავხედე, ზოგს ეღიმებოდა, ზოგი სიცილისგან კვდებოდა, ზოგიც ინტერესით მკვირბედობა, გეგონება აქამდე შიშველი ფეხები არ უნახავთ.
-ეს... ეს...-ვცდილობ შესაფერისი ტყუილი მოვიგონო, აბა ხომ არ ვეტყვი, ბიჭის მაისური თან იმ ბიჭის, რომელიც არც ჩვენს კლასში სწავლობს და არც, ტყუილი მომაფიქრდა-ასეთი მოდაა ახლა, დიდი ტანისამოსი.-ვუთხარი და რეაქციის მოლოდინში გავიტრუნე.
-კარგი, მაგრამ-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა არ დაამთავრებინა, მეგონა "გავიმარჯვე" და მასწავლებელი ჩემს სიმართლეში დავარწმუნე, თუმცა ამ დროს თეკლამ დამისვა კითხვა:
-ეგ ის მაისური არ არის, გუშინ გაბრიელს რომ ეცვა?-შევკრთი, ნამდვილდ არ ველოდი, ამაკანკალა, გული ამიჩქარდა და ვიგრძენი სისხლი როგორ მომაწვა ლოყებზე. ან საერთოდ ამან საიდან იცის? რას აკვირდება ჩემს გაბრიელს? მოიცა ახლა "ჩემი" ვთქვი? სულ გავგიჟდი მე რა!!! რა სიტუაციაში ვარ და რაზე ვფიქრობ.
-ხო, მგონი მეც მეცნო-ახლა დაუმოწმა მეორემაც.
-ეკა რა ხდება? ბიჭის მაისური რატომ გაცვია?
-იცით... ჩემი ტანსაცმელი სველი იყო და მოკლედ სხვა გზა არ მქონდა-ბოლო სიტყვები რაც შემეძლო ჩუმად წარმოვთქვი. ბევრმა სიცილი დაიწყო, უმრავლესობამ კი სიცილს უმატა. ისე შემრცხვა, რომ არც კი ვიცოდი რა გამეკეთებინა. ფრთხილად შევტრიალდი და ავტობუსს მოვუარე, ახლა წინ ანა დამხვდა.
-რა გაცვია?-ცალი წარბი მაღლა ასწია და შემათვალიერა.
-აუ გთხოვ, ეხა შენც არ დაიწყო, რა!!!-ვუთხარი და თვალები გადავატრიალე.-გთხოვ დამეხმარე ავტობუსში ისე ავიდე, რომ უფრო მეტმა არ მნახოს, მითუმეტეს გაბრიელის კლასელებმა.
ავტობუსში ასვლავ ვაპირებდი, როცა გაბრიელის ხმა გავიგე:
-შენს ტანზეა შეკერილი!-მითხრა და სიცილი დამაყარა.
-ღმერთო!!!-სახეზე ხელები ავიფარე და ღრმად ჩავისუნთქე. ჯობდა ისე სველი ტანსაცმლით ვყოფილიყავი, ნაკლებ დაცინვასა და შერცხვენას გადავიტანდი. მისკენ შევტრიალდი და საყვედურიანი მზერა მივაპყრე.
-ჰა, ჰა , ჰა! ძალიან სასაცილოა!-ირონიული სახით შევხედე.-ხვალ სკოლის შემდეგ დაგიბრუნებ-ვუთხარი და ავტობუსისკენ შევტრიალდი.
-არ მინდა დაიტოვე, შენ უფრო გიხდება-მითხრა და ღიმილით შეტრიალდა. მე ავტობუსში ავედი და ასე გაურკვეველი მზერით ფანჯარას მივაჩერდი. ანა გვერდით დამიჯდა, მთელი გზა თავი ფანჯარაზე მქონდა მიდებული და ხეებსა და სახლებს გავყურებდი. თბილისში, რომ ჩავედით, მართალია ძალიან გვიანი იყო, მაგრამ ანას ავუარე. აბა, ასეთი ფორმით ხომ არ მივიდოდი სახლში? ტანსაცმელი გამოვიცვალე და მერე სახლისკენ გავწიე. ჩემი სახლი ანას სახლთან ახლოს იყო, მხოლოდ ერთი ტრასა უნდა გადაჭრა. კორპუსიდან გამოვედი და ნელი ნაბიჯით სახლის გზას გავუყევი. ლამპიონების შუქზე ჩემი ჩრდილი კარგად ჩანდა. სადაც იყო გზა უნდა გადამეჭრა, რომ ჩემი ჩრდილის გვერდით კიდევ ერთი ჩრდილი ვნახე. უკან ინსტიქტურად მივიხედე და ვიღაც ბიწი დავინახე, ჩემზე 2-3 წლით უფროსი. ამ სიტუაციით კმაყოფილი ნამდვილად არ ვიყავი. ნაბიჯს ავუჩქარე და ამ დროს უცნობის ხმაც გავიგე:
-მოიცადე... ერთი წუთით მომიცადე გოგონა!-გავიგე ცივი და გულის ამრევი ხმა.არ მინდოდა გაჩერება, მაგრამ დამეწია და წინ გადამეღობა.-რატომ გარბიხარ? არ გინდა ცოტა გავერთოთ?
ისეთი დამამცირებელი მზერით შემომხედა, რომ უცბად შიშისგან უკან დავიწიე.
-არა, არ მინდა. მე...მე სახლში მეჩქარება!-ვუთხარი და შევეცადე თავიდან მომეცილებინა, უცბად ხელი ვკარი და გავიქეცი. შიშისგან ფეხები მიკანკალებდა და ერთმანეთში მერეოდა. ხელი ჩამავლო, მაგრამ ერთი წამოკივლება მაინც მოვასწარი. მიწაზე ძლიერი დაბრეხვება ვიგრძენი წელი საშინლად ამტკივდა. შიშისგან და პანიკისგან თვალებიდან ცრემლები კი არა ჩანჩქერი მომდიოდა.
-არა, გთხოვ არ გინდა! არ მომეკარო!-როგორც შემეძლო ისე ვყვროდი, თუმცა ეს ყვირილს კი არა, სასოწარკვეთილი ადამიანის ქვითინს უფრო გავდა.
-როგორ არა, მინდა! თანაც როგორ-კბილებში გამოცრა მან და ხელი მკლავში ჩამავლო. ფეხზე წამომაყენა და კედელთან ამაყუდა.-ცოტა დამაცადე და მერე შენს გესიამოვნება.-მისი შეხება გულ მირევდა, საშინლად რ მსიამოვნებდა, ტანზე უსიამოვნო ეკლები მაყრიდა. შარვალის შესაკრავი შეიხსნა და კედლისკენ მიმაბრუნა, უკვე ყველანაირი იმედი გადამეწურა. მეგონა იქვე მოვკვდებოდი, ერთხელ კიდევ წამოვიკივლე და ვიგრძენი როგორ მოაძრო ვიღაცამ ჩემი სხეულიდან ის ნაგავი. წამისმეასედში შევბრუნდი და ჩემს თვალწინ ასეთი სურათი გაიშალა. უცნობი მიწაზე აგდია,მასზე კი ბექა არის მოთავსებული და ძლიერად ურტყამს. ჯერ გონზე3ც ვერ მოვსულვარ, ჩემს ზურგჩანთას დავწვდი, რომელიც ძირს ეგდო და მაგრად მივიხუტე. ცოტახანი ასე გაშტერებული ვუყურებდი, თუ როგორ სცემდა ბექა უცნობს. ისიც კი არ მომსვლია აზრად, რომ გამეშველებინა.
-მას თითი როგორ დააკარე შე ახვ*რო!-ეს თქვა და მერე იმ უცნობს ლამაზი სიტყვებით ამკობდა. როცა მისი ცემით გული იჯერა, ფეხზე წამოდგა და მე მომიბრუნდა. მე ისევ ცრემლები მომდიოდა, გაუაზრებლად, თუმცა მაინც მომდიოდა. ბექა ჩემკენ წამოვიდა და შეშინებული თვალებით შემომხედა, მერე კი ჩამეხუტა. მეც მოვხვიე ხელები, ჯერ კიდევ ვკანვალებდი. არა, არ უნდა ვიტირო, ახლა არ უნდა ვიტირო. ხელები გავუშვი, თუმცა მისგანაც იგივე ვერ მივიღე.
-ბექა...-დავიჩურჩულე.-სახლში მინდა... უნდა წავიდე.
-კარგი... წამოდი წაგიყვან.

XIV თავი
სახლში ერთიანად დაძაბული მივედი. ახლა მივხვდი, როგორ მქონია კუნთები დაჭიმული. ჩემდა სასიხარულოდ შუქები ჩამქრალი დამხვდა, ესე იგი ყველას სძინავს. ტელევიზორთან დეიდა და ბებია ისხდნენ, შევცდი. როგორც ჩანს ვერ შემნიშნეს.
-მოვედი...-ოთახის კართან დავდექი და დავიჩურჩულე.
-ეკა, ასე რატომ დაგაგვიანდა?!-მკაცრი ტონით მკითხა ლიკა დეიდამ.არა, ამას ნამდვილად ვერ მოვუყვები, თანაც მხოლოდ მცდელობა იყო. მან ხომ ვერ მოასწრო ჩემთვის რამის დაშავება.
-ავტობუსს გაუჩნდა რაღაც პრობლემები და ამიტომ ცოტა შეგვაგვიანდა ჩამოსვლა.-ვიცრუე და მერე დავამატე-ახლა კი წავალ დავიძინებ, თორემ ძალიან დავიღალე და თან ხვალ სკოლა მაქვს.-დეიდა ფეხზე წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა.
-ეკა, ძალიან ვინერვიულეთ! მეორედ ასე აღარ მოიქცე, ვერც დაგიკავშირდით, მობილური გათიშული გქონდა!!-მითხრა შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა.
დასაძინებლად წავედი. ლოგინზე პირდაპირ დავწექი და ღრმად ჩავისუნთქე. ღმერთო, უღრმესი მადლობა. ბექას ორი წუთითაც რომ დაეგვიანა... არა არ მინდა ამ საშინელებაზე ფიქრი. რაც მთავარია ახლა უსაფრთხოდ ვარ. საკუთარი თავი გავამხნევე და სიზმრების სამყაროში გადავეშვი.
დილით ადრე გავიღვიძე და სკოლის "უკანასკნელი" დღისთვის მოვემზადე. რომ გავიღვიძე რიცხვი 17 და 7 მიტრიალებდა თავში. თავიდან ვიფიქრე, რომ უბრალოდ რაღაცის გამო ავიკვიატე. როგორც ყოველთვის ჯინსის შარვალი და უბრალო მაისური ჩავიცვი. გაბრიელის მაისური კი ჩანთაში ჩავდე, რათა მისთვის დამებრუნებინა. სკოლასთან მივედი, შესასვლელთან ანა დამხვდა, სკოლაში ერთად შევედით და ზარიც დაირეკა. საკუთარი ადგილი დავიკავე. პირველი გაკვეთილი მათემატიკა მქონდა. სასწავლო წლის ბოლო დღეა, ამიტომ ვიფიქრე, რომ მასწავლებელი გაკვეთილს არ ჩაგვიტარებდა და ჩანთიდან დღიური ამოვიღე. გადავშალე და რიცხვისა და თვის დაწერა შევეცადე. დღეს 15 ივნისია, თუმცა შემთხვევით 17 ივლისი დავწერე. გადავხაზე. კალამი მოვიმარჯვე, თუმცა ისევ იგივე დავწერე. ისევ გადავხაზე. ნერვები მომეშალა, თითქოს თითები არ მემორჩილებოდა. ახლა სხვა რამის წერას შევუდექი. რიცხვების ნაცვლას ყველგან 17 და 7 დავწერე დანარჩენი კი ჩვეულებრივ.
-რა ჯანდაბაა!!!-კალამი გვერდზე გადავდე და საკუთარ ხელებს დავხედე. სხვა რიცხვებს რატომ ვერ ვწერ? საკუთარ თავს შეკითხვა დავუსვი, ამ დროს კი საკუთარი გვარი გავიგონე.
-წიკლაური დაფასთან გამოდი! ნიშანი გამოსასწორებელი არ გაქვს?!-მითხრა მასწავლებელმა. ოღონდ ეს არა!!! მეტი საქმე არ აქვს ამ ქალს? აქამდე არ მიძახებდა და ამ ბოლო დღეს რა დაემართა.-წიკლაური 9.4 გყვება და მხოლოდ ერთი ნიშანი გინდა გამოსწორებისთვის, გამოდი და რამდენიმე მაგალითი ამომიხსენი.
დაფასთან ფრთხილად გავედი და ცარცი მოვიმარჯვე. მობილიზება მჭირდება და შევძლებ იმის დაწერას რაც მე მსურს! საკუთარი თავი გავამხნევე და დაფისკენ შევტრიალდი. მასწავლებელმა კარნახი დაიწყო. თუმცა მაინც არაფერი გამომივიდა ყველა რიცხვის ნაცვლად ხან 17 დავწერე და ხან 7.
-წიკლაური! რას აკეთებ? მე რას გკარნახობ და შენ რას წერ?-მკაცრი ხმით მითხრა მასწავლებელმა. ჩვარი ავიღე და წაშლას შევუდექი. მერე ისევ ცარცი მოვიმარჯვე, თუმცა ისევ არაფერი გამომივიდა. რამდენიც არ ვეცადე მაინც მხოლოდ ორი რიცხვის დაწერა შევძელი.
-წიკლაური რას მაიმუნობ? არ იცი როგორ იწერება 22, 65, 24, და სხვა ციფრები?-მასწავლებელმა უკვე ხმას აუწია, მის ყვირილზე ჩემმა კლასელებმაც მოიხედეს და როცა მიხვდნენ რაც ხდებოდა სიცილი დაიწყეს, ყველა იცინოდა ანას გარდა, როგორც ვხვდები ის მიხვდა რაც ხდებოდა.-10-ანი კი არა 4 არ უნდა დაგიწეროს შენ ადამიანმა. მე მინდა რომ ნიშანი არ გაგიფუჭო და შენ კიდევ აქ სისულელეებს აკეთებ!
-არა, იცით... მე არც კი მიფიქრია თქვენი გაბრაზება, უბრალოდ...-შევეცადე რამე მომეფიქრებინა.
-წადი, შენს ადგილას დაჯექი!-საკუთარ ადგილს დავუბრუნდი. გაკვეთილებმა ჩვეულებრივ ჩაიარა. დანარჩენებს გაკვეთილები არ ჩაუტარებიათ. ყველამ კარგი დასვენება გვისურვა და ასე გავიდნენ კლასიდან. სკოლის შემდეგ ანას ვუთხარი რომ არ დამლოდებოდა და სახლში წასულიყო. მე გაბრიელი უნდა მომეძებნა და მაისური დამებრუნებინა. შორიდან მისი ორი ძმაკაცი დავინახე, ვიფიქრე მათ ვკითხავდი. ამიტომ მივუახლოვდი, მათ ვერ დამინახეს საუბრით იყვნენ გართულები. ცოტა რომ მივუახლოვდი, მათი საუბარი კარგად გავიგონე.
-გაბრიელმა დამირეკა რაღაცის თქმა უნდა და აქ უნდა რომ დაველოდოთ.-თქვა ერთ-ერთმა.
-კლასში ვერ გითხრა?-იკითხა მეორემ.
-დღეს სკოლაში არ იყო.
-ააა, გასაგებია და რასთან დაკავშირებით უნდა დაგველაპარაკოს?
-გახსოვს, რამდენიმე კვირი წინ ეკაზე ნაძლევი, რომ დადო?! აი მაგასტან დაკავშირებით. ჩემი აზრით შეაცდინა და ეგ უნდა გვახაროს!-გადაიხარხარა, მეორეს მხარზე ხელი მოუთათუნა.მათ ჩუმად მოვშორდი და სახლის გზას დავადექი.ჯერ კიდევ ვერ გამეაზრებინა რა თქვეს მათ. მოიცადე, რა... რა თქვა? არა, ალბათ, მომესმა. რა სისულელეა... მან თქვა, რომ გაბრიელმა ჩემზე ნაძლევი დადო!!! ხო ზუსტად ასე თქვა! ღმერთო!!! ვიგრძენი როგორ მომაწვა ყველა გრძნობა ერთიანად: ბრაზი, წყენა, იმედგაცრუება, ზიზღი, სიყვარულიც კი. თვალები ცრემლებით ამევსო! ლოყები ამიხურდა. ასეთი რამ აქამდე არ დამმართნია, თითქოს თავში ბომბი მედო და სადაც იყო აფეთქდებოდა. ყელში ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს უზარმაზარია აბი გადავყლაპე, ტირილი მინდოდა, მინდოდა მეყვირა, მეწივლა რომ ეს დაგროვილი ემოციები ჩემი სხეულიდან სადღაც შორს გამეგზავნა. მინდოდა მთელი ხმით მეყვირა რომ მეზიზღებოდა, მძულდა გაბრიელი. გზას გავყურებდი, თუმცა მაინც ვერაფერს ვერ ვხედავდი. მხოლოდ გადღაბნილ ფერებს. პირზე ხელი ავიფარე, რომ არ მეყვირა. ამაკანკალა, თვალებიდან ცრემლები წამომივიდა, სწრაფადვე მოვიშორე, თუმცა ამით არაფერი შეიცვალა. ცრემლები თვალიდან უსიტყვოდ ქრებოდნენ. არა, ამ მდგომარეობაში სახლში ვერ მივალ. კარებზე დავაკაკუნე. კარები ანამ გამიღო.
-ღმერთო ჩემო... ეკა რა გჭირს?-შეშინებული ხმით მკითხა ანამ.-შემოდი... სწრაფად, შემოდი!!!-როგორც კი სახლში ფეხი შევდგი მაშინვე ჩავეხუტე და ტირილს ვუმატე.-ეკა რა მოხდა მითხარი!!! თორემ სადაცაა გული გამისკდება.
-მ...მან ჩე...მზე ნაძლე...ვი და..დო!-სლუკუნით ვუთხარი და ტირილი განვაგრძე.
-ვინ მან? ეკა, გეხვეწები დამშვიდდი! არ იტირო.-ოთახში შემიყვანა და ლოგინზე დამსვა.ცრემლების მოცილება ვცადე, თუმცა არაფერი გამოვიდა.
-გაბრიელმა-ვუთხარი და სახე ხელებში ჩავრგე.
-რაა? ვინ გითხრა?-გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა ანას.
-გავიგე როგორ ლაპარაკობდნენ მისი მეგობრები-ვუთხარი და შევეცადე, ტირილი გამეჩერებინა. ცრემლები ხელის გულებით მოვიწმინდე და მერე საკუთარ ხელებს გადაჩერდი.
-ეკა, შემომხედე, აქამდეც გითხარი და კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ შენი ცრემლების ღირსი არავინაა, გასაგებია! მითუმეტეს მათნაირი ერთ უჯრედიანი არსებები. მაგათ ადამიანებიც კი არ ჰქვიათ. ახლა შემომხედე და აღარ იტირო. გინდა შენებს დავურეკო და დღეს ჩემთან დარჩე?-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.-კარგი, მაშინ ახლა მე გავალ დავურეკავ შენებს და ჩაის ან ყავას მოგიტან.რომელი გინდა?
-რამე ცივი არ გაქ?-ვკითხე შედარებით დაწყნარებულმა.
-კი, ფორთოხლის და ატმის წვენი. რომელი გინდა?
-ფორთოხლის.
ანა ოთახიდან გავიდა, მე კი ბალიშზე თავი დავდე და თვალები დავხუჭე. ტირილმა და ემოციებმა თვისი ქნა და ჩამეძინა.

XV თავი
-ანასტასია-
ეკასთან სახლში დავრეკე, მერე კი სამზარეულოში შევედი და მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოვიღე.ჭიქებში ჩავასხი და ჩემს ოთახში შევედი. ეკას ჩასძინებოდა, გადასაფარებელი გადავაფარე და მეც გვერდით მივუწექი. ცოტა ხანი ასე ვიწექი და ვფიქრობდი, მერე კი ფეხზე წამოვდექი. ფერად ფურცელზე ეკას წერილი დავუტოვე, გასაღები ავიღე და სახლიდან გავედი. არ ვიცი ეს ინტუიცია იყო თუ რა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ გაბრიელი ისევ სკოლის ეზოში იქნებოდა. ჩემი სახლი სკოლასთან ძალიან ახლოს არის ამიტომ მალე მივედი დანიშნულ ადგილას. მას და ანდრეას შორიდანვე მოვკარი თვალი. სწრაფი, თუმცა მძიმე ნაბიჯებით მივუახლოვდი.გაბრაზებული სახე მქონდა, თუმცა სიმშვიდეს მაინც ვინარჩუნებდი. პირველმა ანდრიამ შემნიშნა და სახე გაებადრა.
-ვაა, ანუშ აქ რა გინდა?-გახარებულმა მკითხა. მერე ჩემკენ გაბრიელმაც გამოიხედა. ანდრიასთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია, მითხარი ვინ არის შენი მეგობარი გეტყვი ვინა ხარ შენო. ანუ ისიც მისნაირია. გაბრიელს შევხედე და სახე კიდევ უფრო დავიწყნარე არ მინდოდა ისე გამომსვლოდა, როგორც ქაჯს.
-ანასტასია, ეკა სად არის არ იცი? დღეს არ მინახავს!-მითხრა მან.
-ახლა კარგად მომისმინე, ვაჟბატონო, მეორედ აღარ გავიმეორებ! ყველაფერი ვიცით... რის გაკეთებასაც აპირებდი, თუმცა ვიზიარებ იმიტომ რომ არაფერი გამოგივიდა და ვერც ვერასდროს გამოგივა. საერთოდ როგორ გაბედე მისთვის გულის ტკენა? შენ რა კატერინა უპატრონო ხომ არ გგონია? დედაც ჰყავს, მამაც და უფროსი ძმაც, დათოზე რომ აღარაფერი ვთქვა. რომ გაიგონ რომ მას ვიღაც იდიოტმა აწყენინა, წამისმეასედში აქ გაჩნდებიან და გაჩენის დღეს გაწყევლინებენ. თუ სანამ მასზე ნაძლევს დადებდი არ გითხრეს, რომ ის ერთი ჩვეულებრივი ქარაფშუხა გოგო არ არის, რომელსაც ბიჭების ღიმილზე ფეხები უკანკალებს?! მასთან მიახლოვებაც არ გაბედო. როცა დაინახავ, რომ გზაზე მოდის მეორე მხარეს გადადი და არც კი მიესალმო. გასაგებია?-წასვლას ვაპირებდი, შევტრიალდი, მაგრამ კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა ამიტომ გავჩერდი და ისე ვუთხარი, რომ მისთვის არც კი შემიხედავს-შენ მისი ღირსი არ ხარ და ვერც ვერასდროს ვერ გახდები!
მერე შემოვტრიალდი და სახლის გზას დავადექი, კმაყოფილი ვიყავი საკუთარი თავით. რადგან მათ დავუმტიცე რომ ეკა მარტო არაა.

-კატერინა-
სიზმარში ისევ გაბრიელის დედა ვნახე. მითხრა რომ უნდა მომეფიქრებინა, როგორ შემეჩერებინა ვიღაც ნაძირალა და გადამერჩინა რეზო. მოკლედ რა ეს ქალი ბოლომდე არაფერს მეუბნება. როცა გავიღვიძე ანა სახლში არ იყო. ფეხზე ავდექი და სამზარეულოში გავედი, მაგიდაზე წერილი დამხვდა.
"ეკუ, დაბლა ჩავედი საქმეზე. ძაან მალე მოვალ. მიყვარხარ და აღარ იტირო. ისე ხო სულ დამავიწყდა... მაცივარში ნაყინია, თუ გინდა ჩემიც ჭამე. გკოცნი. ა."
გამეღიმა და სკამზე დავჯექი. ბევრ რამეზე დავიწყე ფიქრი, მერე კი ტელევიზორი ჩავრთე და რაღაც გადაცემის ყურება დავიწყე. ცოტახანში კარის ხმა გავიგე, ანა შემოვიდა.
-უკვე გაიღვიძე?-მკითხა ღიმილით.
-კი... რაღაც მინდა მოგიყვე და იქნებ გამოცნობაში დამეხმარო.-ვუთხარი და თავიდან ბოლომდე ყველა სიზმრის გახსენება დავიწყე.
-როგორც მივხვდი, ამ ყველაფრის შემდეგ მაინც გინდა გაბრიელის ოჯახს დაეხმარო, ხო?-მითხრა უკმაყოფილოდ.
-ეს ჩემი მისიაა! ამ მისიას მოვიხდი და ყველაფერი ისევ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება-ვუთხარი და გავუღიმე.-რასაც მივხვდი, ისაა რომ რეზო, ანუ გაბრიელის მამა საფრთხეშია და თუ არ ვცდები ვიღაცას მისი მოკლა უნდა, გაბრიელის დედას კი უნდა, რომ ის გადავარცინო!მაგრამ მე როგორ უნდა შევძლო, არაფერი არ ვიცი ამ საქმის შესახებ!-ანა ცოტახანი ფიქრობდა და მერე მითხრა.
-მგონი მივხვდი... 17.07.16 18:00- ანუ 6 საათი. ასე არ დაგესიზმრა?
-ნუ საათი რომ ექვს უჩვენებდა ეგ დამესიზრა, კიდევ ვიღაც კაცი იარაღით. და 17 და 7 ქვეცნობიერად ვწერდი. შენ ფიქრობ რომ ეს რიცხვები 17.07 ნიშნავს?
-ზუსტადაც. შესაძლოა ეს ის დღე იყოს, როცა შენ უნდა შეცვალო ბედი!-მითხრა და ინტერესით მომაშტერდა თვალებში.

-გაბრიელი-
ანას ნათქვამმა თავზარი დამცა. ბიჭებთან ყველაფერი მოვაგვარე! ნაძლევი ჩავშალე და მეგონა, რომ უკვე ყველფერი კარგად იქნებოდა, შევძლებდი ეკასთვის ყველაფრის ახსნას და მასთან ურთიერთობას დავიწყებდი, თავიდან, ტყუილების გარეშე, თუმცა შევცდი. ახლა ბევრი ბრძოლა მომიწევს ეკას დასაბრუნებლად! მეტის ღირსი ვარ, დავიმსახურე! თუმცა არ დავნებდები, მისთვის ვიბრძოლებ.

XVI თავი
-კატერინა-
ანასთან დავრჩი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რბილ და კომფორტულ ლოგინზე მეძინა, მაინც ვერ დავიძინე. ლოგინში ვბორგავდი და ვცდილობდი გაბრიელზე არ მეფიქრე, თუმცა... მე და ანამ გადავწყვიტეთ იმ ადგილას წავსულიყავით სადაც ის უბედური შემთხვევა მოხდა და იქაურობა დაგვეთვალიერებინა, იქნებ რაიმე ხელჩასაჭიდი გვეპოვა. მთელი ღამე ვერ დავიძინე, ხან გაბრიელზე ვფიქრობდ, ხანაც დედამისზე.
-----------------------------------------------------------
-ყავა გინდა?-მეკითხება ანა.
-აუ არა...-ვეუბნები და მაცივრიდან ცივ წყალს ვიღებ, ჭიქაში ვასხამ და ნელ-ნელა ვწრუპავ.
-ჩემები 3 დღე სახლში არ იქნებიან და ამით შეგვიძლიან ვისარგებლოდ, დღეს ხომ მივდივართ იმ ტყესთან?-მეკითხება და პასუხის მოლოდინში ცქმუტავს.
-რაღაც ზალიან ცაგითრია ამ ყველაფერმა!-ვეუბნები და ვიკრიჭები.
-ყოველთვის მინდოდა საქმის გამოძიება. თან გავერთობით, როგორც ფილმში!-მითხრა და ისიც გამეკრიჭა.
-კარგი, მაგრამ როგორ წავდეთ იმ სიშორეზე? მარშუტკითა და ავტობუსით ვერ წავალთ. იმიტომ რომ არ ვიცი რამდენიხანი მოგვიწევს იქ ყოფნა თან მერე კიდე ამ ტრანსპორტს ელოდე!
-ბე...ქას რომ უთხრა, მანქანა ხომ ჯყავს-მეუბნება და თვალს მარიდებს, რადგან იცის როგორი რეაქცია მექნება ამაზე.
-შანსი არა არის, ბექას ვერ ვეტყვი. თუ დავურეკავ და ვთხოვ წაყვანას იფიქრებს, რომ მასთან ურთიერთობის დაწყება მინდა. მართალია არ არის ცუდი ბიჭი მაგრამ... ხომ ხვდები...-სახე დავმანჭე და ხელები ჰაერში ავათამაშე.
-მაშინ საქმეს ვერ გამოიძიებ!-მითხრა და წარბები ეშმაკურად აათამაშა.
-ოხხ... კარგი ხო. მომეცი მობილური.-მანაც მომცა, ნომერი ავკრიფე და პასუხს დაველოდე.
-გისმენთ-ნაცნობი ხმა ჩამესმა ყურში მეც პასუხი არ დავაყოვნე.
-ალო... ბექა, გამარჯობა, ეკ ვარ.-ვუთხარი და მცირე პაუზა გავაკეთე.
-ეკა?-აშკარად გაუკვირდა, ვის არ წარმოიდგენდა უცხო ნომრის მიღმა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეკას.
-ხო, მე ვარ. გცალია? სადმე რომ შევხვდეთ და ვისაუბროთ?-ვუთხარი და თვალე ერთმანეთს მაგრად შევაწებე.
-კი, კი როგორ არა-ხმაზე შევამჩნიე დაბნევა და გაურკვევლობა.-სკოლის მოპირდაპირე მხარეს კაფე რომ არის, აი იქ შევხვდეთ.
-გასაგებია, კარგი. შეხვედრმდე-ვეუბნები და მობილურს ვთიშავ.
-აბა, რაო? გაუკვირდა ხო?-მითხრა სიცილით ანამ.
-ვერც კი წარმოიდგენ რამდენად!-მეც გამეღიმა.
-და სად უნდა შეხვდე?-მეკითხება ანა.
-არაფერიც მარტო არ წავალ, შენც წამომყვები. თუ არადა საერთოდ არ წავალ!-ვეუბნები და ცხვირს ვიბზუებ.
-კარგი ხო ვიხუმრე-მეუბნება და დანებების ნიშნად ხელებს მაღლა სწევს.
კაფეში ვუახლოვდებით და მეც სიტყვებს ცუმად ვიმეორებ. ცოტა ვნერვიულობ, არ მინდა რამე სისულელე ვთქვა და ამით ყველაფერი გავაფუჭო. კაფეში შევდივარ და აქეთ-იქით ვიხედები. ბექას შორიდან ვამჩნევ და მისკენ მივდივარ. მის მოპირდაპირე მხარეს ვჯდები, ანა ჩემს გვერდით თავსდება. ბექას შევხედე, ბედნიერი თვალე ჯქონდა, თუმცა ანას დანახვისას ცოტა დაიბნა.
-მოკლედ... ბევრ ბოდიალს აღარ დავიწყებ და პირდაპირ გეტყვი. ძალიან, ძალიან, ძალიან მჭირდება შენი დახმარება. ერთ ადგილზე მინდა წასვლა და დამიჯერე შენს გარეშე ვერ მოვახერხებ. იმედი მაქვს დღეს შენც და შენი მანქანაც თავისუფალი ხართ. -ვეუბნები და პასუხის მოლოდინში ვიტრუნები.
-იმედია მშვიდობაა!-მეუბნება ბექა და ჯერ მე შემდეგ კი ანას უყურებს.
-უბრალოდ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ვიპოვო...თ.-ვეუბნები და ვუღიმი.
-კარგი, რა პრობლემაა. ის ადგილი აქედან შორსაა?
-არც ისე, ჩასვლა საათ ნახევარი უნდა!-ვეუბნები და ვიკრიჭები.
-კარგი, რადგან შევთანხმდით,მაშინ ჩვენ სახლში ავალთ, საჭირო ნივთებს ავიღებთ და 15 წუთში ამ ადგილზეშევხვდეთ.-საუბარში ერთვება ანაც. კაფედან გავდივართ. ანა სახლში ადის, მეც საკუთარი სალის გზას ვადგები. სანამ შესახვევში შევუხვევდე, ბოხი ბარიტონი ჩემს ყურთასმენას სწვდება და მაშინვე, ემოციები მაწვება. გაუცნობიერებლად ცრემლები მადგება თვალებზე, თუმცა უკან მაინც არ ვიხედები.
-ეკა... ძალიან გთხოვ, მომისმინე!-მიმეორებს გაბრიელი, მაგრამ მე არ ვჩერდები, არც ფეხს ვანელებ. გაბრიელი მეწევა, გზას მიჭრის და ჩემს წინ ჩნდება.-ძალიან გთხოვ, მხოლოდ ერთხელ მომისმინე... მხოლოდ ერთხელ
-თავი დამანებე, არ მინდა შენი მოსმენა, უკვე საკმარისად დავკარგე დრო.-ვეუბნები და ვცდილოდ ხელი გავინთავისუფლო, რომელიც გაბრიელს უჭირავს.
-არ გაგიშვებ, მანამდე სანამ არ მომისმენ!-მეუბნება და თვალებში მაშტერდება. აცრემებული თვალების გასამალად თავს დაბლა ვხრი და ვსლუკუნებ:
-გამიშვი... არ მინდა შენი მოსმენა უბრალოდ თავი დამანებე. უკვე შემძულდი და უარესად ნუღარ შემაზიზღებ თავს-ამისი თქმა და ხელის განთავისუფლება ერთი იყო, უკან მოუხედავად გავრბივარ და თან თვალებიდან ცრემლები ნიაღვარივით მცვივა. სახლში შევდივარ, სწრაფად ვიშორებ ცრემლებს და შემდეგ მაგიდაზე წერილს ვხედავ. ბებიასგანაა.
"ეკუნა ბებო, მე და დათო მანანასთან გავედით. საჭმელი მაცივარშია. მალე მოვალთ. ბ."
მეც ვუტოვებ წერილს სადაც ვწერ რომ აუცილებლად უნდა წავიდე სადღაც და რომ ვახშმისთვის დავბრუნდები. მერე ოთახში შევდივარ და ზურგჩანთაში საჭირო ნივთებს ვყრი. მერე ოთახს ვათვალიერებ და იმ 25 პორტრეტს ვუყურებ, უფროსწორად ისინი მიყურებენ. ყველას ერთდროულად ხელს ვკიდებ და გარეთ გავდივარ. სანაგვე ურნაში ვტენი, ერთი გარეთ ვარდება, თუმცა ახლა ეს ნაკლებად მაინტერესებს. კაფესთან მივდივარ, მერე ბექას მანქანაში ვთავსდებით და გზას ვუყვებით.

XVII თავი
-კატერინა-
გზაში სამივე ჩუმად ვსხედვართ, ანდაც რაზე უნდა ვისაუბროთ, ბექასთან? მაგრამ სიჩუმეს ბოლოს ბექა არღვევს.
-და მაინც ამ სიშორეზე რისთვის მივდივართ?
-მაგას ვერ გეტყვით...-ეუბნება ანა.
-კი მაგრამ მე მიმყავხართ და ხომ უნდა ვიცოდე რატომ მივდივართ!-ახლა მე შემომხედა ბექამ.
-საქმეს ვიძიებთ და ხელჩასაჭიდი უნდა ვიპოვოთ.-ვეუბნები და ისევ საქარე მინას ვადებ თავს. ბექა კი ჯერ წარბაწეული მიყურებს, მერე სიცილს იწყებს და მეუბნება:
-საქმეს იძიებ არა ის... რომელი შერლოკ ჰოლმსი ან ნენსი დრიუ შენ მყავხარ.-და კარგად ხარხარებს. ბოლოს როგოც იქნა შეწყვიტა სიცილი და როცა ჩემი ანა ანას სერიოზული სახეები დაინახა ისეც ცალი წარბი აწია:
-რა მართლა? რა საქმეა? საიმფორმაციოში გამოაცხადეს?
-არ ვიცი.
-რანაირად არ იცი? აბა საიდან გაიგე?
-ეგ საიდუმლოა.-ვეუბნები და ვიკრიჭები.
-მაგარია ეხლა საიდუმლოებიც გაგვიჩნდა-ამბობს უკმაყოფილოდ და შესახვევში უხვევს.-ის მაინც მითხარი რას იძიებ?ვინმე მოკლეს? გაქურდეს?
-ეგ ზუსტად არ ვიცი. 5 წლის წინ მოხდა, დანაშაული.
-ააა, გასაგები. იმდენი ინფორმაცია გაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით რომ გამოძიება არ გაგიჭირდებათ!-მეუბნება და ისევ იცინის.
დანიშნულ ადგილზე მანქანას აჩერებს, მე წინ ვიჯექი, ანა უკან. ღვედის მოხსნა გამიჭირდა, მგონი გაიჭედა. ბექა მანქანიდან გადავიდა, მას მოუარა და მანქანის კარები გამიღო. მეც როგორც იქნა ღვედი შევიხსენი და მანქანიდან გადმოვედი. მადლიერების ნიშნად მკრთალად გავუღიმე, მერე ანას შევხედე.
"ოჰ, ჯელტმენიც ყოფილა ბიჭი"-გავიფიქრე და თავი გავაქნიე. ანაც იმავეს ფიქრობდა, გამომეტყველებაზე შევნიშნე. ტყისკენ წავედი, თუმცა შიგ არ შევსულვარ. ტრასაზე დავიწყე უაზროდ სიარული. რთულია 5 წლის წინად ჩადენილი დანაშაულის გამოძიება. ანამ ბლოკნოტი ამოიღო და რაღაცეების ჩაწერა დაიწყო. ბექა უბრალოდ მანქანაზე იყო მიყუდებული და ინტერესით გვაკვირდებოდა. ასე სიარულით, რომ დავიღალე ერთ ხესთან მივედი და ჩამოვჯექი, ზურგით კი ხეს მივეყუდე. თვალები მაგრად დავხუჭე და ჩუმად წარმოვთქვი სიტყვები.
"მარტო ვერ შევძლებ, ეს ხომ 5 წლის წინ მოხდა! დამეხმარე, დამეხმარე..."-თვალები გავახილე და ჩემს წინ სულ სხვა სურათი გაიშალა. ისევ ის ვერცხლისფერი ჯიპი დავინახე, როგორც მაშინ სიზმარში. შესაბამისი სიჩქარით მიდიოდა. მერე ვხედავ მეორე,საპირისპირო მხრიდან როგორ მოქრის ერთი მანქანა, შავი ჯიპი. მგონია, რომ ეს ესაა ერთმანეთს შეასკდებიან, ერთი წამით თვალებს ცჭუტავ, თუმცა ასე სულაც არ ხდება. ვერცხლისფერი მანქანა მოულოდნელობისგან ჯერ მარცხნივ უხვევს, შემდეგ მარჯვნივ. შავ ჯიპს იცილებს და ბოლოს იმ ხეს ასკდება, ახლა მე რომ ვარ ზურგით მიყუდებული. შეშინებული ფეხზე ვდგები და იმ მანქანასთან მივდივარ. გაბრიელის დედას და მის ძმას ვხედავ, ორივენი სულ სისხლში არიან. ხელს მათკენ ვიწვდი, თუმცა ვერ ვეხები. თითქოს ფონოგრამა იყოსო. შავი ჯიპი ჩერდება, იქიდან 2 კაცი გადმოდის და აქეთ მოიწევს, ზუსტად ჩემს გვერდით დგებიან და გვამებს დაყურებენ. მერე ერთ-ერთი მობილურს იღებს ნომერს კრიფავს და მხოლოდ ოთხ სიტყვას ამბობს.
"ის აქ არ არის" ტრიალდებიან და ისევ მანქანაში ტავსდებია. მე აქეთ-იქით ვიყურები. და იმ ხის მოპირდაპირე მარეს, ლამპიონს ვხედავ, რომელზეც სათვალთვალო კამერაა დამაგრებული. შედარებით პატარა ზომისაა. მერე შექანებას ვგრძნობ და საკუთარი სახელიც მესმის. ბურუსიდან ანას ხმას გამოვყავარ.
-ეკა, ეკა რა მოხდა?
-რაა?-ვმა მესმოდა, თუმცა რასაც მეკითხებოდა ის არა.
-რა მოგივიდა, ამდენი გეძახე და ხმა არ გამეცი ძალიან შეგვეშინდა.
-მე ვიცი დავინახე, ყველაფერი დავინახე-გახარებულმა შევძახე და ანას ჩავეხუტე, მერე კი გამახსენდა, რომ ბექაც აქ იყო და აღარაფერი ვთქვი.
-რა დაინახე?-საუბარში ბექაც ჩაერთო.
-მე... მე...-თავისდაძვრენას ვცდილობდი.-აი იქ კამერა ვიდეოთვალია? იმით შეიძლება დავამტკიცოთ რაც აქ მოხდა,-ვეუბნები ანას და თვალებგაბრწყინებული ვუყურებ.
-მართალიხარ, ამაში ბიძაჩემი დაგვეხმარება- მეუბნება მცირეოდენი ფიქრის შემდეგ, ანას ბიძა პოლიციელია. მაშინ ისღა დაგვრჩენია ჩანაწერი ვიპოვოთ და პოლიციას ვუჩვენოთ.
-გაბრიელი-
ღმერთო, რა სისულელე გავაკეთე! როგორ ავყევი, ნიკას! აი, ახლა კი ღმერთი იმისთვის მსჯის რომ მინდოდა გული სხვისთვის მეტკინა, საბოლოოდ კი ისევ მე ავღმოვჩნდი გულნატკენი. ეკას ნახვამ ისე გამახარა, მივხვდი როგორ მომნატრებოდა. ვიფიქრე, რომ ყველაფერს ავუხსნიდა და მერე თვითონ გადაწყვეტდა მოუნდებოდა თუ არა ჩემთან ყოფნა, მაგრამ მისი აცრემლებული თვალები, რომ დავინახე თავზარი დამეცა. ხო, დავინახე მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა ისინი ჩემგან დაემალა. ამასთან ერთად ისიც მითხრა, რომ შევძულდი. მაგარია... ჯერ არც კი შევყვარებივარ და უკვე დასანახად ვერ მიტანს! ალბათ, მთელი საუკუნეც რომ ვეცადე მას მაინც ვერ შემოვირიგებ, თუმცა ცდა ხომ ბედის მონახევრეა?! სიმართლე, გითხრათ ვერც კი მივხვდი როდის შემიყვარდა! მართლა ვერ მივხვდი... ვიფიქრე უბრალოდ მისით გავერთობოდი და გავივლიდი. ხოდა... ზუსტად ამ ფიქრებისთვის დამსაჯა ღმერთმა! ღირსიც ვარ!

XVIII თავი
-გაბრიელი-
მეორე დღეს ეკას სახლთან კიდევ მივედი. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექი გარეთ. თუმცა ბოლოს ძალა მოვიკრიბე და კარზე დავაზარე. კარი ხანში შესულმა ქალმა გამიღო.
-გამარჯობა, ქალბატონო...-სახელი არ ვიცოდი ამიტომაც პაუზა გავაკეთე.
-ირინა, შვილო-თბილად მომიგო.
-გამარჯობა, ქალბატონო ირინა ეკა სახლშია?
-კი შვილო შემოდი ეხლავე დავუძახებ!-ზღურბლს გადავცდი და იქვე კარებში დავდექი. როგორც ჩანს ეს ქალი ეკას ბებიაა. ქალი მომშორდა. მეც დიდი ხანი არ მომიწია ლოდინი.
-კატერინა-
ჩემს ოთახში ვიყავი და ანას ზარს ველოდებოდი. მის ბიძას გუშინ ყველაფერი ავუხსენით, მხოლოდ ის არ მითქვამს ამ მკვლელობის შესახებ საიდან ვიცი. ამას ვერც ვეტყოდი. ამ დროს ბებია შემოვიდა ოთახში:
-კატერინა, ბებო, შენთან ვიღაც ბიჭია მოსული წამოდი ნახე!
-ააა, ალბათ ბექაა! კაი წამოვალ ეხლავე.-ფეხზე ჩავიცვი და ოთახიდან გავედი. შესასვლელს რომ მოვუახლოვდი გაბრიელი დავინახე:
-აქ რას აკეთებ?-ვკითხე და სახე საგრძნობლად დავისერიოზულე, ხელები კი მგერდთან გადავიჯვარედინე.
-ეკა, ყველაფერზე არასწორი წარმოდგენა გაქვს და მინდა სიმართლე გითხრა. ძალიან გთხოვ ერთხელ მომისმინე და მერე შენით გადაწყვიტე რას იზამ!
-ჯერ ერთი მე არასწორი წარმოდგენა არ მაქვს, მე ის ვიცი რაც საკუთარი ყურით გავიგე და მერეც თუ მოგისმენ თავს დამანებებ?!
-ჯერ მომისმინე და მერე გადაწყვიტე რა გინდა და რა არა.-მითხრა და განაგრძო-ვიცი რომ ძალიან დიდი და გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი. ეს არ უნდა გამეკეთებინა,თუმცა შევცდი. ეკა, მაშინ არ გიცნობდი. მხოლოდ ერთხელ მყავდი ნანახი.
-რადგან არ მიცნობდი ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემსზე ნაძლევის დადება შეგეძლო!-ვუთხარი და თვალებში ჩავაშტერდი.
-ძალიან გთხოვ ნუ მაწყვეტინბ! ბოლომდე მომისმინე... გახსოვს ლაშქრობაზე, ტბის პირას რომ ვისხედით? მაშინ გითხარი რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მინდოდა მეთქვა, შენ არ უნდა გაბრაზებულიყავი და ბოლომდე უნდა მოგესმინა ჩემთვის! აი, მაშინ მინდოდა, რომ ეს ყველაფერი შენთვის მეთქვა... დამიჯერე სიმართლეს გეუბნებ. სკოლის ბოლო დღეს კი ბიჭებს დავურეკე და შევხვდი. ყველაფერი მოვაგვარე, ნაძლევი ჩავშალე.
-დაასრულე?-წავისისინე და განვაგრძე-და საერთოდ ამის შემდეგ ადამიანი როგორ უნდა გებდოს? საიდან მივხვდე რომ არ მატყუებ? სამწუხაროდ სიცრუის დეტეკტორი არ მაქვს,თორემ აუცილებლად შევამოწმებდი-ირონიულად გავიცინე. ამ დროს შემოსასვლელში ბებიაც შემოვიდა:
-ეკა, შვილო კარებში რატომ დგახართ? შემოდით! ეგრე უნდა მეგობრის დახვედრა?
-არა, ბებო... ჩემი მეგობარი უკვე მიდის!-მერე გაბრიელს შევხედე. ირინა კი სამზარეულოში გავიდა შეწუხებული სახით. მე კარები გავაღე და ვუნიშნე რომ გასულიყო.-მე მჯეროდა, რომ შენშიც იყო რაღაც კარგი, თუმცა შევცდი! მწარედ შევცდი!-ვუთხარი და კარები ცხვირწინ მივუხურე.
----------------------------------------------------------------------------------------------------------
-ბიძაჩემი იყო იმ განყოფილებაში სადაც იმ ჩანაწერებს ინახავენ, რომელიც სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს, თუმცა ერთი პრიბლემაა!-მითხრა და დაიმანჭა.
-ერთი პრობლემა! რა პრობლემა?-ვკითხე ანას და პასუხს დაველოდე.
-იმ დღეს გადაღებული ვიდეო არ არსებობს. საერთოდ არ აქვთ. მე ვფიქრობ რომ ვიღაცამ განძრახ დამალა ან გაანადგურა, რომ ეს დანაშაული არ არავის ენახა.
-მაშინ რა უნდა ვქნათ?-ვთქვი ხასიათგაფუჭებულმა.
-არ ვიცი.-არც ანა იყო მაინდამაინც კარგ გუნებაზე.ამის მერე ანას მოვუყევი გაბრიელმა რაც მითხრა.
-იქნებ სიმართლე თქვა და მართლა უნდა რომ აპატიო!
-არ ვიცი, უკვე აღარ ვიცი რაზე ვიფიქრო. გაბრიელზე თუ დედამისზე და მამამისზე? ეგ ოჯახი შემიწირავს-ვუთხარი და გავიცინე.
მერე ცოტახანი ტელევიზორს ვუყურებდით და უცბად:
-მოვიფიქრე!-ვთქვი და მაგიდაზე დადებული ნოუთბუქი ავიღე. საძიებელ ველში ასოები ჩავწერე და რეზო ხვედელიძის ანუ გაბრიელის მამის კომპანიის მისამართი ფურცელზე დაგავიტანე.
-მგონი ვიცი როგორც უნდა მოვიქცეთ!!!!-ვთქვი და კმაყოფილმა მობილური ხელში ავათამაშე.

-გაბრიელი-
როგორც ჩანს მხოლოდ სიმართლის თქმა და თავის გამართლება არ კმარა, ეკას გულის მოსაგებად! და ახლა რა ვქნა? მითხრა რომ ვეზიზღები და ა.შ . სანაგვე ურნას გვერდით ჩავუარე და მის მოპირდაპირე მხარეს სკამზე დავჯექი. არსაიდან ქარი დაცნდა და ერთი ფურცელი, რომელიც მის გარეთ ეგდო ჩემს ფეხებთან მოიტანა. არ ცივი რატომ მაგრამ ძალიან მომინდა მენახა რა ფურცელი იყო. ხელში ავიღე და გავშალე. საკუთარი პორტრეტის დანახვის შემდეგ მივხვდი ეს ვინც დახატა. სანაგვე ურნას მვუახლოვდი. ფურცლები დაკუჭული არ იყო, უბრალოდ სანაგვეში იყო ჩატენილი, კიდევ ერთი ფურცელი ამოვიღე და მივხვდი, რომ კატერინას სულაც არ ვეზიზღებოდი. ახლა უფრო მეტი შანსები მაქვს!

XIX თავი
მეორე დღეს დილით 11 საათზე ვაპირებდი სახლიდან გასვლას და ბატონი რეზოს მონახულებას. სამზარეულოში ბებო ფუსფუსებდა.
-ბები, მე და ანა ეხა სასეირნოდ მივდივართ და ვეცდები, რომ მალე მოვიდე კაი? დათო თუ რამეს გკითხავს, უთხარი ბევრ შოკოლადებს მოვუტან!
-ეკა, ბებო ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს დასეირნობ და ხომ ყველაფერი რიგზეა?-ეჭვის თვალით შემომხედა.
-კი, რა უნდა ხდებოდეს? უბრალოდ როგორც იქნა დამთავრდა სკოლა და ახლა მინდა არდადეგენის ყოველი წუთი გამოვიყენო.-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. მერე ვაზიდან ვაშლი ავიღე, მეორე ანასთვის ჩანთაში ჩავდე და სახლიდან გავედი.
-ისე თუ გამარკვევ საქმის ვითარებაში კარგი იქნება!-მითხრა ანასტასიამ გაბრაზებით.
-ხომ მივალთ და ნახავ! უბრალოდ მაინტერესებს კონკურენტები თუ ჰყავს კომპანიას და ყველაზე ძლიერი კონკურენტი რომელია.-ვუთხარი და გავეღრიჯე.
-მერე წინასწარ თუ არ ჩავეწრებით რეზოსთან არავინ შეგვიშვებს!-მითხრა და წამში სახე გაებადრა.-უი,სულ დამავიწყდა მომავალ მამამთილთან ჩაერა რად გინდა?
ეს თქვა და გაიქცა, რომ ჩემი მოქნეული ჩანთა აეცილებინა.
-ჯერ ერთი არა არის ეგ ჩემი მამამთილი და მერეც მეორე კარგად იცი გაბრიელისა და ჩემი ურთიერთობა.
-ხო ვიცი ვიცი, კინოებში ბევრჯერ მაქვს ნანახი ჯერ იჩხუბებენ მერე ბიჭი ცდილობს შემოირიგოს და და და და დაააამმმ-დრამატულობისთვის ხელები ჰარში აათამაშა.
-ზედმეტი არ მოგივიდეს მსახიობობა!-შევუბღვირე და ფეხს მოვუჩქარე.
-კაი ხო მოვდივარ.
კომპანიას, რომ მივუახლოვდი ანამ გამაჩერა და მითხრა:
-მე არ შემოვალ, თუ პირველმა გეგმამ არ გაჭრა, მაშინ გეგმა B-ზეგადავიდეთ.-მითხრა და თვალი ჩამიკრა.
-რაა? სათადარიგო გეგმაც გვაქვს?-გავიკვირვე და შესასვლელთნ დავდექი.
-მიდი შედი და აქ გელოდები!-მითხრა და ზურგჩანთა ხელით მოსინჯა.
მეც შესასვლელში შევედი და გაოცებისგან პირი დავაღე. ამხელა შენობა ჯერ საკუთარი თვალით არ მენახა. ნელი ნაბიჯით გავუყევი გზას და მერე უცბად გავჩერდი, რადგან გამახსენდა რომ არ ვიცოდი საით იყო რეზოს კაბინეტი.
"3 სართულზე ხელ მარცხნივ"-თითქოს ვიღაცამ ყურში ჩამძახაო, ისეთი შეგვრძნება მქონდა. კიბეებს ავუყევი, უამრავი ხალხი ირეოდა. სხვადასხვა დოკუმენტებითა და ფაილებით ხელში. ბოლოსდაბოლოს ავაღწიე და შესასვლელი კარი გავაღე ოთახის კუთხეში პატარა, თუმცა კომფორტული მაგიდა იდგა. მაგიდასთან ახალგაზრდა ქალი იჯდა და ფურცლებით ხელში ხან რომელ ფურცელს დახედავდა, ხან რომელს. მივუახლოვდი და ჩავახველე.
-გამარჯობა, შემიძლია რამით დაგეხმაროთ?-მკითხა თბილი და ღიმილიანი სახით.
-დიახ, თუ შეიძლება ბატონი რეზოს ნახვა?
-წინასწარ ხართ ჩაწერილი? თუ ასე არ არის მაშინ მოგვიანებით მოდით ჩაეწერეთ და მერე ვნახოთ, შეძლებთ თუ არა ბატონი რეზოს ნახვას.
-ძალიან გთხოვთ, თუ ახლა სცალია, აუცილებლად უნდა ვნახო.
-სამწუხაროდ, თუ ჩაწერილი არ ხართ ვერანაურად დაგეხმარებით. ბატონს ისედაც უამრავი საქმე აქვს.
-კი მაგრამ...
-შეგახსენოთ კარი საით არის?
გამოვედი ოთახიდან და ისევ ანასთან ჩავედი.
-რაო? არ გამოგივიდა ხომ?-მითხრა კმაყოფილი სახით.
-მერე რა გიხარია?-მე პირიქით უკმაყოფილო სახით ვიდექით.
-ახლა გეგმა B-ზე გადავიდეთ.-თქვა და ჩანთიდან შარფი, სათვალე, ქუდი და მაღალქუსლებიანი ამოალაგა. ყველაფერი მოირგო და მითხრა:
-შემომყევი!-მეც უკნა ავედევნე. არც კი ვიცოდი რა უნდა მექნა. ისევ იმავე მისამართზე ავედით. სანამ კარებს გავაღებდით ანამ მითხა:
-მე გავართობ შენ ჩუმად შედი!-მდივნის მაგიდა კუთხეში იდგა, ისე რომ კარებისკენ ზურგიდ იჯდა. ამიტომ გამიადვილდებოდა კაბინეტში შესვლა. ანა ქუსლებიანი ფეხსაცმელის წკაპა-წკუპით მივიდა ქალის მაგიდამდე და სათვალე შეისწორა:
-გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-ბატონი რეზოს ნახვა მინდა!
-სიაში ჩაწერილი ხართ?
-დიახ, დანახეთ თუ შეიძლება-რაღაც სახელი და გვარი უთხრა და ქალიც ფურცლებს ჩააჩერდა. ამ დროს ანამ ხელით მანიშნა, რომ შევსულიყავი. მეც ჩავიკუზე და იატაკზე ხოხვით მივაღწიე კაბინეტის კარებამდე, სახელური ოდნავ წამოვწიე და ხმაზე ქალმა კაბინეტის კარებისკენ გამოიხედა. ამ დროს კი ანამ ყურადღების მისაპყრობად ხმამაღალი ტონით მიმართა ქალს.
-ქალბატონო დაუჩქარეთ, ძალიან მეჩქარება!-ქალმაც წამში მას შეხედა შემდეგ კი ისევ საქმეს დაუბრუნდა. კარები უფრო ფრთხილად გავაღე და შიგნით შევედი. მაღალი სილუეტი ფანჯარასთან იდგა, მობილურით ხელში და ლაპარაკობდა. მე კარებთან ავიტუზე და ლოდინი დავიწყე. როცა საუბარს მორჩა, კარებისკენ გამოიხედა და გაკვირვებული სახით მკითხა:
-რა გნებავთ?
-მმე... მე... გამარჯობათ, თქვენი შეწუხება არ მინდოდა, მაგრამ... მოკლედ გცალიათ 10 წუთით?-სათქმელს თავი ვერ მოვუყარე და დაბნეული თვალები მაღალ მამაცაკს მივაპყარი. არ ვიცი რატომ გაეცინა, თუმცა თავი დამიკრა და ხელით მანიშნა სკამზე დავმჯდარიყავი. მისი მითითება შევასრულე და ჩანთიდან ფურცელი და კალამი ამოვიღე.
-ბატონო რეზო, მე უბრალოდ მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ კომპანიასთან დაკავშირებით!
-ამისთვის გვყავს კომპანიის გიდი! შეგიძლია მას მიმართო!-მითხრა და თბილად გამიღიმა.
-კი,ვიცი მაგრამ... მე მინდა კომპანიის მფლობედისგამ მივიღო პასუხები.
-პატარა ჯურნალისტი ხარ?
-არა
-მაშინ რად გინდა ეს პასუხები?-გაიკვირვა.
-სკოლის პროექტისთვისმჭირდება-სწრაფად ვუთხარი ის რაც მოვიფიქრე. მაგრამ მერე გამახსენდა, რომ სკოლა უკვე დამთავრებული იყო და ახლა არდადეგებია.
-სკოლა ხომ დამთავრდა.-ისევ გაკვირვებული მზერა მომაპყრო.
"ვაიმე... ახლა რა ვუთხრა? იფიქრე, ეკა, იფიქრე!"
-დიახ, დამთავრებულია მაგრამ... არდადეგებისთვის მოგვცეს დავალება. პროექტი უნდა გავაკეტოთ სხვადასხვა კომპანიებზე, რომლებიც საქართველოშია. მე თქვენი შემხვდა-უტიფრად ვიცრუე და მეტი დამაჯერებლობისთვის გავიღრიჯე.
-გასაგებია. კარგი მაშინ დავიწყოთ-მითხრა და თვითონაც მოკალათდა სავარძელში.
კითხვები დავუსვი. მართალია, რომ ეს პასუხები საერთოდ არ მაინტერესებდა, თუმცა საქმეს ასე სჭირდებოდა. როგორც იქნა ბოლო კითხვაზეც მივედით. ვკითხე ჰყავდა თუ არა კომპანიას კონკურენტი. მანაც გამცა პასუხი. პასუხები ფურცელზე ჩავიწერე. და რეზოს დავემშვიდობე. კაბინეტიდან გამოვედი, საბედნიეროდ, მდივანი გარეთ არ დამხვდა. მეც კიბეებს ჩავუყევი. ამ დროს კი ნაცნობი ბოხი ხმა გავიგე.
-ეკა?-ხმისკენ მივბრუნდი და ხელში გაბრიელი შემომრჩა.
-გაბრიელ?-მეც გავაჯავრე და ისევ კარებისკენ განვაგრძე სიარული.
-აქ რას აკეთებ?
-ვერ ხედავ გასასვლელისკენ, რომ მივდივარ?-ვითომ ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა.
-ხო, მაგრამაქ ამ კომპანიაში რას აკეთებ?
-ისეთს არაფერს, რომ შენ დაგაინტერესოს!-ვუთხარი თავდაჯერებულმა და გზა განვაგრძე.
-გასაგებია. ამომწურავი პასუხები გამეცი. ყველაფერი გავიგე.-მითხრა ირონოული ხმით და ჩემს გვერდით დაიწყო სიარული.
-ასე რატომ იქცევი?
-როგორ ასე?-გულწრფელად შევუბრუნე კითხვა.
-ასე, თითქოს შენთვის სულერთი ვარ.
-და რა ასე არ არის?
-კითხვას კითხვით რატომ პასუხობ?-მითხრა და თვალებში ჩამაშტერდა.
-შენ რა გინდა როგორ გიპასუხებ?!-ვაგრძელებდი სულელური კითხვბის დასმას.
-ააააა, მივხვდი ესეიგი შენ იმათ პორტრეტებს ხატავ, ვინც შენთვის სულერთია?! ჰმმმ...რა საინტერესოა!-წამით გავშეშდი. მოიცადე რა თქვა? ამან რა იცის? ნუთუ სანაგვეში რომ მოვისროლე, ნახა?! ო, არა. მორჩა ამდენი წვალება სულ წყალში ჩამეყარა.
-არ მესმის რაზე საუბრობ!-თავის მოკატუნება განვაგრძე და გარეთ გავედი. ჩემს ამ პასუხსა და ქმედებაზე გაბრელსმხოლოდ გაეცინა და უკან გამომყვა.გარეთ ანა დამხვდა და როცა გაბრელი დაინახა გაბრაზებული სახე მიიღო, თუმცა მეც ხომ ვიცი რომ არ გაბრაზებულა.

XX თავი
სახლში, მისულს მობილურზე უცხო ნომერმა დამირეკა. მოცეკვავე და მომღერალ მობილურს დავწვდი და ეკრანზე ხელი გავასრიალე.
-გისმენთ?
-ეკა, როგორ ხარ?-ყურში ჩამესმა ბექას ხმა.
-რავი უკეთესადაც ვყოფილვარ. შენ?-ვუთხარი გულწრფელად.
-მეც ეგრე რა...ისე შენი მეგობარი ვოტსონი როგორაა-ანა მოიკითხა და გადაიხარხარა.
-ანა კარგადაა ბექა-მეც გამეცინა-იმ საქმეს, რომ გამოვიძიებ და დამნაშავეს ციხეში ჩავსვავ მერე დამცინე კარგად.
-კაი, ხო უბრალოდ გამეცინა-მითხრა და განაგრძო- ახლა არდადეგებია, იმედია გცალია და ვიფიქრე, ალბათ, კარგი იქნებოდა სადმე თუ წავიდოდით და ერთმანეთს უკეთესად გავიცნობდით, უფროსწორად, შენ გამიცნობდი იმიტომ რომ მე შენზე ყველაფერი ვიცი-მითხრა და მივხვდი რომ ყურმილს იქით გაეღიმა. თუმცა იმედი უნდა გავუცრუვო. ოხ... ანა მოსაკლავი ხარ, ხომ ვუთხარი. რადგანაც ბექას დავურეკე და წაყვანა ვთხოვე ახლა ჰგონია, რომ მასთან ურთიერთობის დაწყება მინდა.
-თითქმის ყველაფერი!-სიტყვა ჩავაკვეხე და განვაგრძე-ბექა...ძალიან კარგი ადამიანი ხარ. ძალიან გაფასებ და ყველაფრისთვის მადლობა რაც კი ოდესმე ჩემთვის გაგიკეთები. ალბათ ამას ვერც ვერასდროს გადავიხდი, მაგრამ მეც უნდა გამიგო. არ შემიძლია ჯერ მზად არ ვარ ისეთი ურთიერთობისთვის, რომელიც შენ გინდა. და ძალიან ბედნიერი ვინქნები თუ მეგობრები ვიქნებით. მე მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო.-ვუთხარი და ანერვიულებული პასუხს დაველოდე.დანანებული ჩუმი ჩაცინების ხმა გავიგე ყურმილს იქით მდგომისგან, ისეთი შგრძნება დამეუფლა თითქოს ამ სიტყვებს ელოდა.
-კარგი, ეკა, მადლობელი ვარ შენი გულწრფელობით. შენ იცი ჩემი გრძნობების შესახებ შნ მიმართ, და როცა აზრს შეიცვლი, თუ შეიცვლი ბედნიერი ვიქნები, როცა შენს ცხოვრებაში შემომიშვებ. დაგელოდები იმდენ ხანს რამდენიც საჭირო იქნება-მითხრა და დამემშვიდოდა, მეც დავემშვიდობე და ყურმილი დავუდე.
მერე ჩემს საწერ მაგიდაზე დადებულ ნოუთბუქს დავწვდი და გავშალე.ჩანთიდან ფურცელი ამოვიღე და ინტერნეტით იმ კომპანიებისა და მათი მფლობელების მოძებნა ვცადე, რომელიც ბატონმა რეზომ ჩამაწერინა. მერე იმ ადამიანების სურათები მოვძებნე. რამდენიმე ადამიანი იყო, რეზოს კომპანიის კონკურენტი და როგორ უნდა გამეგო, ვინ იყო აქედან სწორედ, ის ვინც გაბრელის ოჯახს ამხელა ზიანი მიაყენა. ან იყო კი აქედან რომელიმე? თვალები მაგრად დავხუჭე და ვცადე გაბრიელის დედისთვის მომეხმო. არც კი შევმცდარვარ, ისიც ჩემთან იდგა და თითოეულ ფოტოზე მეუბნებოდა ვინ იყო აღბეჭდილი. ბოლო სურათი გია ასათიანს ეკუთვნოდა. და სწორედ ის იყო მკვლელი!
დღე დღეზე მიდიოდა, მე ვცდილობდი, რაც შეიძლბა მეტი ინფორმაცია მომეგროვებინა ამ პიროვნებაზე. ანაც მეხმარებოდა. ერთ დილასაც გავიღვიძე, კალენდარს დავხედე და 15 ივლისი იყო. ჩვეულებისამებრ აბაზანაში შევედი მოვწესრიგდი ჩავიცვი ტანსაცმელი და სამზარეულოში შევედი, ოჯახთან ერთად ვისაუზმე და ისევ ოთახში შესვლას ვაპირებდი, როცა ბებიამ მითხრა.
-კატერინა, ბებო პროდუქტები გაგვავებია, და გეხვეწები დაბლა რომ დიდი მარკეტია ჩადი და ამოიტანე.
-კაი, ბე. -ვუთხარი საჭირო ნივთები ამიღე და გარეთ გავედი. ავტობუსში ავედი და შესაბამის გაჩერებასთან ჩამოვედი. მარკეტში შევედი კალათა ავიღე და დახლებსშორის სიარული დავიწყე, ცოტახანში ამავე მარკეტში გაბრიელიც შემოვიდა.
"ღმერთო... რა მაინცდამაინც ამ მარკეტში. კარგი, თავს მოვაჩვენებ ვითომ ვერ ვხედავ. სწრაფად ვიყიდი რაც მჭირდება იმას და გავალ ამ მარკეტიდან" გავიფიქრე და სიარული გავნაგრძე. პურის დახლთან მივედი, კალათაში ჩავაწყვე. მერე ბარდის კონსერვი და სიმინდის კონსერვიც მივაყოლე. მაიონეზი, კეტჩუპი და კიდევ რამდენიმე პროდუქტი ჩავაწყე და მერე შოკოლადის დახლტან მივედი
"დათოს ძალიან უყვარს, რამდენიმეს წავუღებ" გავიფიქრე და შოკოლადებიც კალათააში ჩავაწყე. ამ დროს დავინახე დავინახეჩემი საპირისპირო მიმართულებით,როგორ მოდიოდა გაბრიელი. ვაღიარებ მისი დანახვა მესიამოვნა, თუმცა მაინც შევატრიალ კალათა და სწრაფი ნაბიჯებით სალაროსთან მივედი, გაბრიელიც მოვიდა და უკან ამომიდა. ჩემს ნერვებზე თამაშობს რა მაინდამაინც ამ სალაროსტან დადგა გვერდძე კიდევ ორი სალაროა. მაგრამ არა, ხომ უნდა გამაბრაზოს.
-მეჩვენება თუ გამირბიხარ?!-უკნიდან მომიახლოვდა და ყურში ჩუმად მითხრა.
-გაგირბივარ? არა, რაღაც გეჩვენება-მხრები ავიჩეჩე და "ვითომაცარაფერი მომხდარა" სახით ამოვალაგე კალათიდან პროდუქტები.
-რაღაც ამ ბოლო დროს სულ მე მელანდება რარაცეები-მითხრა სიცილით.
-მართლა? ასათიანში წადი მერე...-უდარდელად ვუპასუხე და პროდუქტების პარკებში ჩაწყობა დავიწყე. მერე გარეთ გამოვედი, რა თქმა უნდა, გაბრიელიც გამომყვა.ავტობუსის გაჩერებასთან დავდექი და საათს დავხედე. გაბრიელი ვერცხლისფერ კაბრიოლეტთან მივიდა კარები გააღო და პროდუქტები უკანა სავარძელზე მოათავსა, მერე მე მომიბრუნდა.
-ეკა, წამოდი გაგიყვან!
-არ მინდა ავტობუსს გავყვები!
-კარგი რა ნუ ბავშვობ რა. ჩაჯექი და გაგიყვან!
-ნუ წუხდები არ მინდა.-ვუთხარი და უკვე მოსულ ავტობუსში პირდაპირი მნიშვნელობით შევხტი. სკამზე დავჯექი და პარკები კალთზე დავიყე . 1 წუთიც არ იყო გასული გარედან პიპინი და საკუთარი სახელი, რომ გავიგე. ფანჯარაში გავიხედე და გაბრიელი დავინახე.
-ეკა!!! ეკა!!!-გაურკვეველი სახით შევხედე და მერე სახე გამებრაზა. იმ სკამიდან ავდექი და სულ სხვა სკამზე დავჯექი. გაბრიელმა ავტობუსს მანქანით მოურა და ჩემი სახელის ჯახილი განაგრძო. არც მე ვთმობდი პოზიციას. ჯიუტად სკამიდან სკამზე ვინაცვლებდი, თუმცა მაინც აღწევდა ჩემამდე მისი ხმა. ავტობუსში ყველა მე მიყურებდა. ზოგს ვერ გაეგო რას ვაკეთებდი, ზოგი ღიმიანი სახით მიყურებდა, ზოგიც კი ბრაზობდა ავტობუსში კომფორტი, რომ დავარღვიე. ბოლოს ფეხზე ავდექი და ავტობუსის პატარა და შეხსნილი სარკმელიდან გავძახე გაბრიელს:
-გაბრიელ, სირცხვილია გაჩუმდი-ვუთხარი და საჩვენებელი თითი ტუჩებთან მივიტანე, და ვანიშნე, რომ გაჩუმებულიყო.
-ახლავე ჩამოდი, შემირიგდი და მერე გავჩუმდები-განაგრძო ყვირილი, წარბები ეშმაკურად აათამაშა და თეთრი კბილები გამოაჩინა. მუდარის მზერით შევხედე, მერე ავტობუსში მსხდომ ხალხს გავხედე. უმრავლესობა ინტერესით მიყურებდა, ხან მე გამომხედავდნენ, ხან ინტერესით უყურებდნენ გაბრიელს.
-ესეიგი, არ ჩამოდიხარ ხომ?-ტავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე.-კარგი მაშინ-მითხრა და ხელები საჭეს მოაშორა. ორივე ხელი თავ ქვეშ ამოიდო და ღიმილიანი სახით გამომხედა.
-რა... რას აკეთებ?-გაურკვეველი ხმითა და სახით შევხედე.
-სანამ არ ჩამოხვალ და არ შემირიგდები, მანამდე საჭეს ხელს არ მოვკიდებ!-განმიცხადა და გამიღიმა.
-გოგონა, შეურიგდი რატომ არწვალებ?!-მკითხა ერთმა ქალმა და გამღიმა.
-ღმერთო... გაბრიელ ნერვებს მიშლი! კარგი ხო ჩამოვალ! ძალიან გთხოვ მანქანა ნორმანულად მართე!-გაბრიელმა გამარჯვებული სახით გამომხედა და საჭეს ხელი მოჰკიდა. პირველივე გაჩერებაზე ჩავედი, გაბრიელიც მანქანიდან გადმოვიდა გამარჯვებული სახით შემომხედა.
-ეკა, ვიცი რომ ძალიან გატკინე გული და ისეთი რამ გავაკეთე რაც არ უნდა გამეკეთებინა. ვიცი, რომ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი და სრული იდიოტი ვარ, რომ შენნაირ გოგოს ასე მოვექეცი და მაგ ლამაზი თვალებიდან ამდენი ცრემლი ჩემ გამო დაიღვარა. მაგრამ მე გთხოვ, რომ მაპატიო. თუ მომცემ უფლებას დარჩენილი ცხოვრება სულ მეყვარები! არასდროს მოგაყენებ ტკივილს და გპირდები, რომ ვერავინ ვერ გაბედავს შეურაწყოფა მოგაყენოს!
-კი მაგრამ ესეთი სისულელე რატომ გააკეთე? რამე რომ მოგსვლოდა?
-შეყვარებული ხალხი ხშირად სჩადის სისულელეებს!-მითხრა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.-ახლა ეს რომ არ გავაკეთო, ალბათ,მოვკვდები-მითხრა და დაიხარა. სახე ჩემს სახესთან ახლოს მოსწია და ქვედა ტუჩზე ნაზად შემეხო.

XXI თავი
ნეტავ უნდა ვუთხრა გაბრიელს ზეგ რაც მოხდება? იქნებ ყველაფერი, რომ ვუთხრა არ დამიჯეროს?! ან კიდევ უარესი. დამიჯეროს და უფლება არ მომცეს ჩემი მისია შევასრულო. არ ვიცი, უკვე აღარაფერი ვიცი. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, გაბრიელის ხმამ, რომ გამომიყვანა ფიქრებიდან:
-ხვალ რამე გეგმები გააქვს?
-ხვალ? არა, არანაირი. რა არის რომ?
-თუ გცალია, იქნებ სადმე წავსულიყავით! ანას და ანდრეასაც ვუთხრათ.
-პაემანია!-გამეღიმა
-ორმაგი პაემანი-მანაც გამიღიმა და შესახვევში შეუხვია. მანქანა ჩემი სახლის წინ გააჩერა, მეც გადავედი და დავემშვიდობე. სახლის კარები შევაღე, პროდუქტები სამზარეულოში შევიტანე და მაცივარში დავახარისხე. მერე ოთახში ავედი და ანას დავურეკე.
-ანასტასია წერეთელო, სწრაფად გაჩნდი ჩემთან!
-კი მაგრამ რა მოხდა? მშვიდობაა?
-დროზე გამოდი და ყველაფერს მოგიყვები!
-2 წუთში მანდ ვარ-ყურმილს ჩაჰყვირა და გამითიშა. ანას მოსვლა არ დაუყოვნებია, მეც ყველაფერი მოვუყევი. იმდენად ყურადღებით მისმენდა, რომ რავიცი. თან ყოველი მეორე წინადადების დასრულების შემდეგ "ვაა"-ს დააყოლებდა ხოლმე. საღამოს, როცა ანა სახლში წავიდა. კომპიუტერს მივუჯექი. ამ დროს skype-ში მშობლებმა დამირეკეს. მეც გახარებულმა ვუპასუხე.
-ეკუნა, დედი რას შვრები? სახლში როგორ ხართ?-როგორც ყოველთვის დაღლილი ხმა ჰქონდა.
-რავიცი დე, კარგად ვართ. თქვენ როგორ ხართ? ზაფხულში ჩამოსვლას არ აპირებთ.
-არ ვიცი დედიკო. შვებულებას თუ ავიღებ, ხომ იცით მეც და ზურაც მაშინვე მაგეთ გამოვფრინდებით.-კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, მერე ლოგინში შევწექი და ფიქრში ჩამეძინა. დილით ენერგიულად წამოვფრინდი ზეზე. თავი მოვიწესრიგე და ტანზე ჩავიცვი. მერე გაბრიელმა მომაკითხა,ბებია გავაფრთხილე და მანქანაში მოვთავსდი.
-ანდრეა სად არის?-ვკითხე და თავი მისკენ მივაბრუნე.
-იქ დაგვხვდება!-მითხრა და გამიღიმა.
-და სად მივდივართ?-ვკითხე ინტერესით.
-შენ სადაც გინდა! აირჩიე!
-ამმმ.... ვარიანტები გაქვს?-ვკითხე მოკლეხნიანი ფიქრის შემდეგ.
-ხომ გითხარი, შენ სადაც გინდა იქ წავიდეთ!-მითხრა და მანქანა ანას სახლთან გააჩერა.-დაურეკე და ჩამოვიდეს.-მეც მობილური ამოვიღე და ანას ნომერი ავკრიფე. ისიც მალე ჩამოვიდა.
-აბა, მოიფიქრე რამე?!-მკითხა ინტერესით გაბრიელმა.
-ორი ვარიანტი მაქვს. ან მთაწმინდა ან კინო. ანა, შემთხვევით ხომ არ იცი რამე ახალი ფილმი თუ არის გამოსული?
-კი, Don't breathe ანუ არ ისუნთქო. საშინელებათა ჟანრია.
-მაშინ არ გვინდა, თქვენ შეგეშინდებათ და მერე ღამე ვეღარ დაიძინებთ-გადაიხარხარა გაბრიელმა.
-უკაცრავად? არაფერიც არ შეგვეშინდება. ხომ ასე ანა?-ანას თვალებში ბრაზი დავინახე. არადა ვიცოდი, რომ ვერ იტანდა საშინ კინოებს! მაგრამ ის ხომ ჩემი საუკეთესო დაქალია, ხოდა მხარი ამიბა.
-მართალია, არ შეგვეშინდება!-ისეთი საწყალი ხმით თქვა ეს, რომ ძალიან შემეცოდა და ჩემი საკუთარი თავი დავწყევლე. თუმცა უკან ვეღარ დავიხევდი. დანიშნულ ადგილამდე მალევე მივედით. ანამ როცა დაინახა, რომ ანდრეაც იქ იყო. ისეთი თვალებით შემომხედა, რომ ვინატრე მიწა გამსკდარიყო და ჩავეტანე. თავიდან სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ხოლო როცა ანამ საპირფარეშოში გასვლა მოიმიზეზა, აი მაშინ კი დამატყდა თავს რისხვა:
-ყოჩაღ, ეკა!-მითხრა გაბრაზებული ტონით.
-აუ კაი რა ან, ნუ მიბრაზდები!
-რას ნიშნავს ნუ გიბრაზდები გოგო?! არ უნდა გეთქვა ანდეაც, რომ მოდიოდა.
-ბოდიში დამავიწყდა, თან რომ მეთქვა აღარ წამოხვიდოდი!-ვუთხარი და პატარა დასჯილი ბავშვივით თავი დაბლა დავხარე.
-კარგი, წამოდი ეხლა თორე სირცხვილია, გველოდებიან.-მითხრა და მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული, ფეხის ბაკუნით გავიდა დერეფანში.თუმცა შევაჩერე.
-ანა, ერთი წუთით. რაღაც მინდა გკითხო! ხომ იცი ხვალ რა დღეცაა?! ხოდა ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია, ვუთხრა თუ არა ამის შესახებ გაბრიელს!-ვუთხარი და მის პასუხს დაველოდე.
-რა თქმა უნდა, უნდა უთხრა ეკა. რამე, რომ მოგივიდეს მერე?
-ხომ მაგრამ, რომ არ მომცეს უფლება იქ წასვლის? მე ვალდებული ვარ ეს გავაკეთო! მაშინ მოდი ასე მოვიქცეთ. ეს ყველაფერი ხვალ, შენ უთხარი. იმის შემდეგ რაც მე სახლიდან გავალ. ისიც აუხსენი მე რატომ ვუმალავდ სიმართლეს, თუ მართლა ვუყვარვარ გამიგებს! დაფიქრდი, სხვანაირად არ შეიძლება!
-კარგი, შენ როგორც გინდა ეკა!
კინოსთვის ბიჭებმა პოპკორმი და ცივი სასმელებიც იყიდეს, დარბაზში შევედით და დიდი მონიტორიც განათდა. გაბრიელი, რა თქმა უნდა, ჩემს გვერდით დაჯდა. ჩემი ხელის მტევენი მისაში მოიქცია და სკამზე კონფორტულად მოთავსდა. ცოტა არ იყოს, ასე ჯდომა მეუხერხულებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში შუქი ჩამქრალი იყო. რამდენჯერმე ვცადე ხელის განთავისუფლება, გავიბრძოლე, თუმცა ამაოდ. ფილმი არც თუ ისე საშიში აღმოჩნდა. თუმცა ჩემს ანუს მაინც შეეშინდა. უნდა გენახათ, როგორი საწყალი სახით დადიოდა. შემდგომი პერიოდი. მერე ცოტა ვისეირნეთ და სახლისკენ გავწიეთ. აი, ხვალინდელი დღე კი საშინელი იქნება! ამას ვგრძნობ! თუმცა რა ვქნა?! მე უნდა შევცვალო ბედი!

XXII თავი
გაბრიელმა სახლამდე.
-ხვალამდე!
-ხვალამდე!-ვუთხარი და კარებისკენ შევტრიალდი, რომ სახლში შევსულიყავი, თუმცა გაბრიელი ხელს არ მიშვებდა.
-დამშვიდობება?!-მითხრა ღიმილით.
-ხომ დაგემშვიდობე?-გავიკვირვე.-მე სხვანაირი დამშვიდობება არ ვიცი-მივხვდი საითკენაც უმიზნებდა და ამიტომ სახლში სწრაფად შევედი. ოთახში ავედი, დღევანდელი დღის მერე დაღლილი ვიყავი და ლოგინზე წამოვწექი. ვიფიქრე ცოტას დავიძინებდი. თვალები დავხუჭე და ფიქრი შევწყვიტე. სადაცაა ჩამთვლემს, და ამ დროს ვიღაც პირდაპირი მნიშვნელობით ზედ დამახტა.
-ეკუ, ეკუ გაიღვიძე!!!!-ყურში ჩამყვირა ანასტასიამ და შემაჯანჯღარა.
-აუუ... ან მეძინება რა...-ამოვიზმუვლე და გვერდი ვიცვალე.
-ძაან მაგარი რაღაც მოგიტანე... ბიძაჩემმა გაჩუქა!!!-მითხრა და ისევ შემაჯანჯღარა. მეც სხვა რა გზა მქონდა თვალები გავახილე:
-იმედია, ეგ რაღაც ჩემს გაღვიძებდ ღირდა-ვუთხარი და თითით პატარა ყუთზე მივანიშნე.-თორემ ვერ გადამირჩები.
-კი... კი ძაან მაგარია-მითხრა და ყუთ მომაჩეჩა-მიდი, გახსენი!!!
მეც შევუდექი ყუთის გახსნა და ხელში პატარა, ერთ თვლიანი უბრალო საყურეები შემრჩა:
-ბიძაშენმა საყურეები მაჩუქა-ვთქვი გაკვირვებულმა და მერე ანას ავხედე-დიდი მადლობა გადაეცი, მაგრამ ამისთვის გამაღვიძე?!
-დამაცადე მოყოლა და გეტვი, ჯერ ერთი ეგენი ჩვეულებრივი საყურეები არ არის. საყურეების თვლები, ერთგვარი ღილაკებია. შიგნით კი სასმენი აპარატია. ამ ღილაკს თითს დააწვები და ის ხმები რაც შენ გესმის, ისინიც გაიგებენ , ვისაც მოსასმენი აპარატი აქვს, ანუ ბიძაჩემს დამის განყოფილებას.-მითხრა და გამიღიმა.
-რაა?-გაკვირვებამ და სიხარულისგან ვერ გამეგო რაც მეუბნებოდა ანა.
-ხო, სწორად გამოგე. ხომ მაგარია. მათ მითხრეს, რომ როგორც რეზოსთან მიხვედი კომპანიაში და რაღაც კითხვები დაუსვი ასევე უნდა მიხვიდეე გია ასათიანთანაც და მის კაბინეტში ერთ-ერთ საყურეს ჩართულს დატოვებ სულ ეს არის. გრისკვა არ მოგიწევს, ძალიან მარტივია.
-ხო, მართალი ხარ უმარტივესია, თუმცა იმ კაბინეტში, რომ არ ისაუბროს ამ მკვლელობაზე? მერე?
-ეკა, შენ მაგაზე ნუ ფიქრობ! ის უნდა გააკეთო რაც გევალება! გასაგებია?
-კი. გაბრიელს ხვალ შენ ეტყვი, ხომ?
-კი, ეგ მე მომანდე. ხვალ არ შეგეშინდეს, მეც ბიძაჩემთან ერთად ვიქნები და ყველაფერს მოვუსმენ, რასაც იქ ისაუბრებთ! ჩათვალე, რომ შენთან ერთად ვარ! ხომ იცი, მეც ვერ წამოვალ,რომ შემეძლოს დაუფიქრებლად წამოვიდოდი.
-ვიცი... ვიცი... არაუშავს, არ მეშინი, ხომ არ შემჭამს? მართალია, რომ მკვლელი, თუმცა არ ვაგრძნობინებ, რომ მასზე ვიცი.
_______________________________________________________________
ანას წასვლის შემდეგ დასაძინებლად დავწექი.
"მათ გეგმას არ მიჰყვე! არაფერი გამოუვათ!"
"რატომ?"-ჯერ ქალს ვერსად ვხედავდი, თუმცა ხმა ყველა მხრიდან მესმოდა.
"კომპანიაში, თუ მიხვალ ის იქ არ დაგხვდება"
"მაშინ რა ვქნა?"
"შენ არაფერის გაკეთება არ მოგიწევს, გზას მე გიჩვენებ"
დილით, რომ გავიღვიძე ეს სიზმარი, თუ რაც ჰქვია, კარგად მახსოვდა. ჩემებთან ერთად ვისადილე, მერე დათოსთან ერთად ტელევიზორს ვუყურე, რაღაც კარგი მულტფილმი გადიოდა. და საათს, რომ დავხედე 4 ხდებოდა. ოთახში გავედი. ჩანტაში საჭირო ნივთები ჩავალაგე:ჯიბის დანა, ფანარი და ა.შ რადგანაც მასთან კომპანიაში არ მომიევდა წასვლა, ესეიგი შეიძლბა ისეთ ადგილას მივეყვანე გაბრიელის დედის მოჩვენებას, რომ შესაძლოა ეს ნივთები დამჭირვებოდა. ჩანთაში მობილურიც ჩავაგდე, ანას მოტანილი საყურეები გავიკეთე და სახლიდან გავედი. სად მივდიოდი? არ ვიცი. ტვინი ვერ ხვდებოდა სად მიდიოდა, სხეული კი ქვეცნობიერულად მიუყვებოდა გზას. ადგილები საერთოდ არ მეცნობოდა. არც კი ვიცოდი სად ვიყავი, თუმცა ჩემი ფეხები სიარულს არ წყვეტდნენ. ერთ შენობას მოვუარე, და ხალხიც უცაბედად გაქრა. ამ შენობის უკან, უამრავი ავტოფარეხი იყო. თუმცა ხალხი არსად ჩანდა. თავი მარჯვნივ მივაბრუნე და დიდი შავი ჯიპი დავინახე, მაშინ ხილვაში, რომ ვნახე ისეთი. ამ მანქანის გვერდით შავებში ცაცმული კაცი და მის გვერდით პატარა გოგონა. მოიცადე ეს უბრალოდ პატარა გოგონა კი არა, თიკაა!!!!
-თიკა?!-დავიჩურჩულე და მისკენ წავედი. კაცი თიკას რაღაცას ელაპარაკებოდა. მერე ის ხელში ძალით აიყვანა და მანქანაში ჩატენა. მეც მასთან მივირბინე და ხმამაღლა წამოვიყვირე მისი სახელი. ჩემს უკან ვიღაცის მოახლოვება ვიგრძენი მერე კი პირისახეზე რაღაც სველი ხელსახოცი მომადეს, საზიზღარი სული ჩავისუნთქე და თვალები თავისით დამეხუჭა. მერე არ ვიცი რა მოხდა, თუმცა ბუნდოვნად მესმოდა და ვგრძნობდი რაღაც ხმებს. თვალები, რომ გავახილე თავის საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ყველაფერი უცბად გამახსენდა და ვცადე საყურესთვის ხელი მომეკიდა, თუმცა ხელები ვერ გავამოძრავე. თვალები კიდევ უფრო ფართოდ გავახილე და დავინახე, რომ სკამზე ვიყავი მიბმული, ხელები კი სკამის სახელურებზე მქონდა მიტმასნილი. თვალების აქეთ-იქით ცეცება დავიწყე. მინდოდა გამეგო სად ჯანდაბაში ვიყავი. თუმცა ირგვლივ, მხოლოდ დაბზარული კედლები და ნესტის სუნი იყო. ჩემგან ცოტა მოშორებით თიკაც ეგდო თუმცა ის ჩემსავით დაბული არ იყო. ჯერ მოძრაობა დავიწყე, უაზროდ ვხტუნავდი აქეთ-იქით და როცა მივხვდი, რომ ამით ვერაფერს გავაწყობდი მერე თიკას გაღვიძეა ვცადე:
-თიკა! თიკა, გაიღვიძე-როგორც შემეძლო ჩუმად, თუმცა მტკიცედ ვამბობდი. კარების ხმა გავიგე და ოთახში ჯერ ორი ერთნაირად ჩაცმულ დახურული კაცი სემოვიდა, მათ შემდეგ კი მესამე კაცი. მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო გია ასათიანი.
-ჩვენ სტუმარს გაუღვიძია!-ირონიუად მითხრა.როგორც შემეძლო შიში და ყველაფერი უარყოფითი ემოცია უკან მოვისროლე და თავდაჯერებულმა ვუთხარი.
-დამცინით, ამხელა კაცებს ჩემი გეშინიათ?!მაგრამ გასაკვირი არცაა სპილო ჭიანჭველის დანახვაზე, ხომ თრთის!-ახლა, როგორმე საყურეს უნდა მივწვდე.
-შენი რატომ უნდა მეშინოდეს? საერთოდ თუ იცი ვინ ვარ?
-არა, არ ვიცი და არც მაინტერესებს!-უტიფრად ვიცრუე-და თუ ჩემი არ გეშინიათ მაშინ 16 წლის გოგო დაბმული რატომ გყავართ? სამ 2 მეტრიან კაცს რას ვუზამ?
-ჩემი გამოწვევა გინდა?
-თქვენი გამოწვევა კი არ მინდა, იმდენი ტვინი მაინც მაქვს, რომ ვხვდები. ტყუილ უბრალოდ თიკას არ მოიტაცებდით და მერე მეც არ მიმაყოლებდით.
-მართალი ხარ, თიკა უბრალოდ არ მოგვიტაცია, თუმცა შენ არც კი გიცნობ. უბრალოდ როცა თიკა დაინახე და სავარაუდოდ ჩვენი მანქანის მოდელი და ნომერიც იცი, სახიფათო იქნებოდა შენი იქ დატოვება. ამიტომ როგორც იტყვიან ხელს გავაყოლეთ.
-ვიცი, რომ როცა ამის დრო მოვა მომკლავთ შეიძლება ახლა ამის გასაკეთებლადაც შემოხვედით და ამიტომ არ მინდა ჩემი ბოლო წუთები ხელ-ფეხ შეკრულმა გავატარო. ძალინ გთხოვთ მომეცით უფლება სიკვლილს, ისე არ შევხვდე, როგრც ტყვე.
-ოჰო, ერთი ამას შეხედეთ როგორი მამაცია?! შენს ადგილას ბევრი პანიკაში ჩავარდებოდა.-ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ-კარგი გაუხსენით ხელ-ფეხი.
თოკებისგან ნატკენი ადგილები ხელით დავიზილე და ხელი ყურისკენ შეუმჩნევლად წავიღე, მერე კი საყურის თვალს თითი მივაჭირე.
-მადლობა. და მაინც თიკას მოტაცება რაში გჭირდება? რა დაგიშავა?
-მან არაფერი დამიშავა. თიკა ეთგვარი სატყუარაა მამამისისთვის, როცა გაიგებს, რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი მე მყავს. მაშინვე აქ წამოვა და მერე მე მას ყველაფერს ვაზღვევინებ. 5 წლის წინ დაშვებულ შეცდომას გამოვასწორებ.
-ხო, მაგრამ ეს ხომ უსამართლობაა. თიკა აქ არაფერს შუაშია. მან რატომ უნდა აგოს პასუხი მამის გამო?
-რას ვიზავთ? ცხოვრება უსამართლოა! რეზოს ყოველთვის ყველფერი კარგი ხვდებოდა. შესანიშნავი ოჯახი, შესანიშნავი სახლი, იდიალური მანქანა, იდიარული კომპანია, იდიალური ცოლი-ნუცამაც კი ის აირჩია.-თვალები სიბრაზით აევსო.-თუმცა მე არ მინდოდა მისი მოკვლა, მეგონა იმ დაჭყევლილ მანქანაში რეზო იჯდა. მან მე ყველაფერი წამართვა რაც მიყვარდა, რაც კი ჩემთვის ძვირფასი იყო. ახლა კი მე წავართმევ ყველაფერს.
-ეკა!!!-შორიდან გაბრიელის სასოწარკვეთილი ხმა გავიგე.
-რაა? გაბრიელს აქ რა უნდა?-ჩუმად ვთქვი და მერე სხვა რამ დავიყვირე-გაბრიელ წადი აქედან ახლვე წადი. დროზე!!!!-თუმცა ხმა ნელ-ნელა ახლოვდებოდა. გაბრიელი იმ ოთახში შემოვიდა სადაც დანარჩენები ვიყავით.
-შესანიშნავია! ახვლედიანის უფროსი ვაჟიც აქ არის!-მერე იმ ორ კაცს ანიშნა თვალით, რომ გარეთ გასულიყვნენ.-კარგი, აბა პირველი ვინ მოვკლა? სატყუარად თიკაც მეყოფა. დუმილია? კარგი მაშინ მივიღე სიამოვნებას და რეზოს ძვირფას ვაჟს მოვკლავ!-როცა ეს სიტყვები ჩემს ყურებამდე მივიდა ტვინმა ვერაფერი გაიგო, თუმცა სხეულმა თავისით დაიწყო მოძრაობა. გაბრიელი ჯერ კიდევ გაკვირვებული იყო, ვერც კი ხვდებოდა აქ რა ხდებოდა. საერთოდ რა მინდოდა აქ. მე ხომ ახლა ასათიანის კომპანიაში უნდა ვყუფილიყავი. 3 წამში, იარაღის შემაძრწუნებელი ხმა გავიგედა მუცლის ღრუში საშინელი ტკივილი. ჩავიკეცე და მხოლო მაშინ მივხვდი ყველაფერს, როცა გაბრიელის უფრო დაბოხებული ხმა გავიგე! ისიც შემთან ერთად ჩაიკეცა და გულზე მიმიხუტა. სიტყვები გაურკვევლად მესმოდა. ვხედავდი, მის ამღვრელ დაურკვეველ თვალებს. კიდევ ვხედავდი, როგორ მეუბნებოდა რაღაცას,თუმცა ამდენი სიტყვიდან მხოლოდ რამდენიმე გავიგე:
-ეკა, ჩემო პატარა ეს რატომ გააკეთე?!
-შეყვარებული ადამიანი ხშირად სჩადის სისულეეებს!-მისი სიტყვები გავიმეორე და ლოყაზე ჩამოგორებული ცხელი ცრემლი ვიგრძენი, მერე თვალები დამიმძიმდა და ირგვლივ დაბნელდა, ყველაფერი მიწყნარდა.

XXIII თავი
-გაბრიელი-
სახლში ვიყავი, როდესაც მობილურზე უცხო ნომერი შემოვიდა. სენსორს ხელი გავუსვი.
-გისმენთ!
-გამარჯობა გაბრიელ, ანა ვარ. შენთან ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და შეგიძლია შემხვდე?
-გაგიმარჯოს. ახლა?-ვკითხე ინტერესით.
-უმჯობესია, თუ ახლა დავილაპარაკებთ, შესაძლოა ხვალ უკვე გვიანი იყოს.
-ეკას ეხება? ხომ კარგადაა!-ხმა საგრძნობლად დამისერიოზულდა.
-კი, ეკა კარგადაა. თუმცა ეს მართლაც მას ეხება! სკოლის ეზოში შევხვდეთ 15 წუთში და ყველაფერს იქ მოგიყვები.
-კარგი, შეხვედრამდე.
15 წუთში მართლაც, სკოლის ეზოში ვიყავი და ანას ველოდებოდი. ისიც მალევე მოვიდა. სკამზე ჩამოჯდა და თხრობა დაიწყო:
-მოკლედ, დიდად არ გავწელავ საუბარს და პირდაპირ გეტყვი. ეკა ცოტათი განსხვავებულია. ეს ჩემს გარდა არავინ იცის. თუმცა ახლა საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ შენც იცოდე. ეკას უნდოდა რომ ეს თვითონ ეთქვა,თუმცა შეეშინდა. ეგონა ამისშემდეგ უფლებას არ მისცემდი გაეგრძელებინა!-მითხრა და ამოიხვნეშა.
-რისი შეეშინდა? რა უფლება? ვერაფერი გავიგე.
-ხოდა მომისმინე. 2 თვის წინ, სიზმრებს ხედავდა სანაც შენ და ის ტყე ესიზმრებოდით. აი , ლაშქრობაზე სადაც დავრჩით. მაშინ შენ ნანახიც არ ყავდი. სკოლაში პირველად, რომ გნახა, ძალიან გაუკვირდა...-ანამ ყველაფერი დაწვრილებით მომიყვა. მეც გაკვივებული ვუსმენდი. თან მჯეროდა თან ვერ ვიჯერებდი. მოყოლა, რომ დაასრულა ვკითე:
-ანუ მაშინ კლასელებთან, რომ ვიდექი და სახლიდან არ გახვიდეო, რომ მთხოვდა. იმიტომ მითხრა რომ ჩემი ძმა ნახა და მე ვეგონე?-თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
______________________________________________________________________
მერე ანას ბიძამისის განყოფილებაში გავყევი. ეკას ჯერ საყურე ჩართული არ ჰქონდა, ამიტომ მას მობილურის ჯიპიესიდან ვადვნებდით თვალს. ჯერ ფეხით მიდიოდა, მერე კი ჯერ სხვა გზაზე გაუხვია და მერე კი ძალიან სწრაფად დაიწყო მოძრაობა.
-ანა ხომ ვუთხარით, რომ გია ასათიანის ომპანიაში უნდა წასულიყო. იქ რატომ არ წავიდა?-გაბრაზებული ხმა ჰქონდა ანას ბიძას.
-არ ვიცი. გუშინ მითხრა, რომ ისე მოიქცეოდა როგორც ჩვენ ვეტყოდით.
მერე რაღაც მიტოვებულ შენობაში გაჩერდა. ცოტახანში ის საერთოდ დავკარგეთ როგორც იქნა ან მობილური გამორთო. ან კიდევ გაუტყდა. ისე ვნევიულობდი, რომ აქ ვეღარ გავჩერდი და იქედან შეუმჩნევლად წამოვედი. ბოლოს სადაც გაჩერდა იმ მისამართს დავადექი, მანქანით სწრაფად მივედი იმ ადგილამდე და შენობაში შევედი. ხმა არ საიდან ისმოდა, ამიტომ ვიფიქრე, რომ ეკ იქ მარტო იყო. გარეთ არც სხვისი მანქანა ეყენა, რომ ეჭვი ამაში შემეტანა. ტყვია, რომელიც ჩემვის იყო გამიზნული ეკას მოხვდა. ის ჩემს წინ ჩაიკეცა და ხელები დასისხლიანებულ მუცელზე დაიდო. სუნთქვა შეკრული ვუყურებდი. ეს ყველაფრი ისე სწრაფად მოხდა, რომ გონება ჯერ კიდევ ხარშავდა. გია ასათიანიც გაოგნებული იყო რამდენიმე წამი ამ ყველაფერის ისე უყურებდა, თითქოს ახალი გაღვიძებული ყოფილიყოს. როცა ეკამ თვალები დახუჭა, გვერდით მივაწვინე და გამწარებული ფეხზე წამოვვარდი. წამისმეასედში ასათიანს იარაღი გავაგდებინე და ყბაში ვხიე. 2 მეტრიანი კაცი დაბარბაცდა, მერე ცხვირიდან წამოსული სისხლი მოიწმინდა.
-შე ნა****არო, დედაჩემი და ჩემი ძმა არ გეყო? ახლა ისიც გინდა წამართვა?-მკითხე და თითით ეკაზე ვუჩვენე, რომელიც ძალიან სუსტად სუნთქვანდა.
-მამაშენს ძალიან გავხარ-მითხრა და ირონიულად ჩაიცინა. რაც გინდა ის აუცილებლად უნდა გქონდეს. საერთოდ ვერ ხვდეები, რომ შენ მაგ გოგოს ღირსი არ ხარ. 16 წლის ბავშვმა რა გააკეთა შენთვის, საკუთარი სიცოცხლე ხელებში ჩაგიდო, შენი დის გამო ამხელა საფრთხეში ჩაიგდო თავი! შენ ამას გაუკეთებდი? არა, ვერასდროს ვერ გაბედავდი. მთელი ცხოვრება მიყვარდა ნუცა. ყოველთვის ისე ნაზად და ფაქიზად ვექცეოდი, მასთან ზედმეტი არასდროს მომდიოდა. საკუთარ გრძნობებსაც კი ვერ ვუმხელდი, არ მინდოდა რამე არასწორად მეთქვა, გამეკეთებინა და ის ჩემგან სულ წასულიყო. მაგრამ მერე რეზო გამოჩნდა. და ნუცა წამართვა. არც რეზო იყო მისი ღირსი. ნუცაც მას შეეწინა.
-ის შენ მოკალი! მკვლელი ხარ. როგორ შეგიძლია გიყვარდეს ადამიანი როცა მისი მოკლაც წარბის შეუტოკებლად შეგიძლია?-სიტყვა არ მქონდა დამტავრებული, რომ ამ ოთახში პოლიციელები და სასწრაფოს ექიმები შემოვარდნენ. მერე ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. ხმაზე თიკამაც გაიღვიძა. მასტან მივედი და ხელში ავიყვანე. ვხედავდი, როგორ დააკავეს ასათიანი, როგორ დააწვინეს ეკა საკაცეზე და ა.შ. თიკა სახლში წავიყვანე და მარინას ჩავაბარე. მერე ანას დავურეკე გავიგე, რომელ საავადმყოფოში შეიყვანეს ეკა და იმ საავადმყოფოსკენ წავედი. გული ამოვარდნაზე მქონდა. მალევე მივედი დანიშნულ ადგილას. დერეფანში ანა და მისი ბიძა იყვნენ.
-რა მოხდა? უკვე საოპერაციოში შეიყვანეს?
-კი, ასე თქვეს ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა და მისი მდგომარეობა თანდათან უარესდებაო.-მითხრა და თავლიდან ცრემლიმოიწმინდა, მერე ისევ სკამზე მოთავსდა, და სახე ხელებით დაიფარა. მეც მაას მივბაძე და სახე თავი ხელებში მოვიქციე. მესმოდა, როგორ დაურეკა ანას ბიძამ ეკას ოჯახის წევრებს. 5 საათი საოპერაციოში იყვნენ ექიმები, ხელები ისე მიკანკალებდა, რომ საკუთარ თავს არ ვგავდი.

XXIV თავი
როგორც იქნა ექიმიც გამოვიდა საოპერაციოდან. ამასობაში ეკას ბებია, დეიდა და დათოც მოსულიყვნენ. ანას დაღლილობისგან ბიძამისის მხარზე ჩასძინებოდა. სახე ჯერ კიდევ სველი ჰქონდა, ცრემლებისგან. ექიმი საოპერაციოდან გამოვიდა თუ არა, ეკას ოჯახის წევრები მაშინვე მას შემოეხვივნენ. მეც მივედი და იქვე დავდექი.
-კატერინა წიკლაურის ოჯახის წევრები ხართ?-ჰკითხა ექიმმა მათ.როცა თანხმობა მიიღო საუბარი განაგრძნო.-ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.საბედნიეროდ, ტყვიამ ორგანოები არ დააზიანა. ამიტომ შიგა სისხლ დენაც არ ყოფილა. თუმცა კატერინამ მაინც ბევრი სისხლი დაკარგა. მისთის შემდეგი 24 საათი იქნება გადამწყვეტი. პაციენტი ჯერ გონს არ მოსულა, თუმცა შეგიძლით მასთან შეხვიდეთ.ოღონდ მხოლოდ ერთი ადამიანი შევიდეს. მასთან შესვლას მაშინვე შეძლებთ როგორც კი პალატაში გადაიყვანენ.-დაასრულა ექიმმა და გადვტოვა. ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი ეკას, თუმცა მასთან ჯერ ოჯახის წევრები უნდა შესულიყვნენ. ანა ჩემთან მოვიდა და მითხრა:
-წადი და სახლში დაისვენე, გაბრიელ, ჯერ მაინც არ შეგვიშვებენ მასთან და აქ უაზროდ ჯდომას რა მნიშვნელობა აქვს?-თავიდან უარზე ვიყავი, მერჩივნა იქ უაზროდ მჯდარიყავი ვიდრე სახლში წავსულიყავი. მაგრამ მერე თიკა გამახსენდა. ალბათ, როგორი შეშინებულია, ამ ყველაფრის შემდეგ. საავადმყოფოდან გავედი და სახლის გზას დავადექი. სახლში შევედი, მამა ჯერ მოსული არ იყო ამიტომ მარინა ისევ სახლში დამხვდა. გეზი თიკას ოთახისკენ ავიღე. ოთახის კარი, რომ შევაღე ფანჯარასთან იჯდა, მე რომ დამინახა ჩემკენ გამოიქცა და ჩამეხუტა. ხელში ავიყვანე და ლოგინზე დავჯექი თან კალთაში ჩავისვი. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. სიჩუმე თიკამ დაარღვია.
-ახლა ეკაც ზეცაში წავა დედიკოსთან? ისიც ვარსკვლავი გახდება?-მკითხა სევდიანი ხმით.
-არა, არსადაც არ წავა. ჯერ აქ ჩვენთან უნდა დარჩეს! შენ ნუ გეშინია კარგი?-ვკითხე და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე.
-იმ კაცს რა უნდოდა, გაბრიელ?
-რაც უნდოდა ის ვერ მიიღო, თუმცა ეკა რომ მომჯობინდება მე მივიღებ იმას რაც მინდა. ეგ არაკაცი ციხეში ამოლპება!-ვუთხარი და ლოგინზე დავაწვინე. საბანი გადავაფარე და შუბლზე ვაკოცე.-ახლა დაიძინე კარგი? უკვე გვიანია.
_______________________________________________________________________
მეორე დილით გათენდა თუ არა. საავადმყოფოში წავედი. ჩემდა საბედნიეროდ პალატაში არავინ იყო. მეც დრო ვიხელთე და შევედი.როგორც კი ეკა დავინახე. მაშინვე ემოციები მომაწვა. საწოლზე იწვა და სუსტად სუნთქავდა. უამრავი რაღაც ჰქონდა შეერთებული. წვეთოვანი გვერდით ედგა. ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი. მისსაწოლთან სკამი იდგა, დავჯექი და კიდევ ერთხელ დავხედე. სახეზე ფერი არ ედო. არც ტუჩები ჰქონდა ჩვეულებისამებრ ვარდისფერი.
"ეს რატომ გააკეთა?"-ვკითხე საკუთარ თავს.-"ახლა მის ნაცვლა ამ საწოლზე მე უნდა ვწოლილიყავი. მან კი ჩემგამო თავი გაწირა"
-ჩემი სულელი გოგო...-ეს უკვე ნამდვილად წარმოვთქვი, თუმცა ჩუმად. მერე მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე და ხელის მტევანი სახესთან მივიტანე. ხელზე ვაკოცე და მისი ხელი ლოყაზე მივიდე. თავლები დავხუჭე და ხმამაღლა ვუთხარი.
-იცოდე, მალე უნდა მომჯობინდე! ვიცი, რომ ძლიერი ხარ. ასე, რომ არ იყოს საკუთარ თავს ასეთ საფრთხეში არ ჩააგდებდი. შენ რომ რამ დაგემართოს, საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ. ჯერ კიდევ ბევრი რამ დაგვრჩა გასაკეთებელი.
ერთი კვირა ასე დავდიოდი საავადმყოფოში. თუმცა ეკა გონს არ მოდიოდა. ექიმები ამ ფაქტს ვერ ხსნიდნენ. ერთადერთი ახსა ის იყო, რომ ის კომაში უნდა ყოფილიყო. თუმცა კომის ნიშნები არ ჩანდა. ეკას მშობლებიც ჩამოვიდნენ იტალიიდან. ანაც დღე და ღამე საავადმყოფოში იყო, ჩემსავით. უკვე მართლა ვფიქრობდით, რომ ის კომაში ჩავარდა. მასთან პალატაში ვიყავი. სკამზე ვიჯექი და თავი ხელებში მქონდა ჩარგული. ღამე იყო. მისმა მშობლებმა უფლება მომცეს ღამე მასთან დავრჩენილიყავი. მას მერე რაც მათ საკუთარი თავი წარვუდგინე. ანამაც თითქმის ყველაფერი უამბო. ასევე მისმა ბიძამაც რომ დაუზუსტა. მათ დავგიჯერეს. თავი მაღლა ავწიე და ეკას შევხედე.
-მომენარტე... ძალიან მომენატრე-ჩურჩულით ვუთხარი და დავიხარე. მის ტუჩებს ჩემი შევახე, მერე შუბლზეც ვაკოცე. და ისეც ჩემი ადგილი დავიკავე. მოიცადე... მომეჩვენე თუ...? არა, მგონი დამდვილად ხელი გაამოძრავა.
-ღმერთო!-ვთქვი და ისევ ხელზე მივაჩერდი. ახლა ერთი თითი გაამოძრავა. მაშინვე პალატიდან გვვარდი და ექიმს დავუძახე. ექიმიც სწრაფად შემოვარდა პალატაში. მე პალატიდან გამოვედი და გახარებულმა ანას დავუმესიჯე, რაც მოხდა. იმდენად ბედნიერი ვიყავი. ესეიგი კომაში აღარ არის და გონზე ისევ მოვა. გავიფიქრე და დერეფანში სკამზე მოვთავსდი.

XXV თავი
ეკა გამოკეთდა. ყველას ძალიან გვიხაროდა, მის პალატაში თითქმის ვეღარ შევდიოდი, რადგან დიდი ხნის მონატრებული მშობლები სულ საკუთარ შვილებთან ატარებდნენ დროს. ექიმებმა კიდევ ერთი კვირა დატოვეს, რადგან ნაკერები ბოლომდე შეხორცებოდა.ერთი კვირის შემდეგ კი გამოწერეს.

-კატერინა-
უნდა გენახათ როგორ მევლებოდნენ თავს. სახლში არაფერს მაკეთებინებდნენ. მთელი დღე საწოლზე ვიწექი. უკვე ნერვები მეშლებოდა. მამაჩემს საპირფარეშომდეც ხელით მივყავდი, ეშინოდათ ჭრილობა არ გახსნილიყო. მოკლედ სახლში საგიჟეთი მქონდა. ანაც თითქმის სულ ჩემთან იჯდა.ოთახში მარტო თითქმის არ გვტოვებდნენ, თუმცა როგორც კი დროს გამოვნახავდი მაშინვე ასათიანზე ვეკითხებოდი.
-ზუსტად არ ვიცი. ბიძაჩემი არაფერს მეუბნება, თუმცა მერე ყური მოვკარი, რომ ჯერ სასამართლო არ ყოფილა. უნდა რომ მას შენც დაესწრო, როგორც მოწმე.
-კარგი, გასგებია.-ვუთხარი და თავი ისევ ბალიშზე დავდე თავი. ამ დროს ჩემი მობილური განათდა. ეკრანს დავხედე და გაბრიელის სახელი, რომ ამოვიკითხე გამეღიმა. სენსორს თითი გავუსვი.
-რას შვრები? ხომ არ გძინავს?-ყურში ჩამესმა საყვარელი ბოხი ხმა.
-ამათ ხელში რას დაიძინებ, სადაცაა სააბაზანოშიც შემომყვნენ რამე რომ არ დამიშავდეს-ვუთხარი და გავიცინე.
- მისმინე, არ გინდა პიკნიკზე წავიდეთ?
-გაბრიელ, გამაგიჟებ ახლა არ გითხარი სააბაზანომდე არ მიშვებენ მარტოს-თქო?
-მარტო არ იქნები. მეც მოვდივარ!-მითხრა და გაიცინა.
-რომ "მოვმჯობინდები" მერე წავიდეთ კაი?-ვუთხარი და ანას გავხედე, რომელიც ინტერესით მიყურებდა.
-არა, მე დღესვე მინდა, რომ გნახო.-მითხრა და გაიცინა.-მე ვეტყვი შენს მშობლებს და გამოგიშვებენ.
-აუ გაბრიელ...-ვაპირებდი რაღაც მეთქვა, მაგრამ მივხვდი, რომ რამის თქმას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ ისევ გაჩუმება ვარჩიე. ცოტახანში კარზე ზარი მართლაც გავიგე. ფეხზე წამოვდექი და ანასთან ერთად შემოსასვლელში ჩუმად გავედი. გავიგე, როგორ შემოიპატიჟეს ჩემებმა გაბრიელი. მათთან არ გავსულვარ. ისევ ოთახში დავბრუნდი და ლოგინზე მოვთავსდი.
-გამაგებინე რა ხდება?-სიცილით მკითხა ანამ.
-გოგო, გაბრილმა აიჩემა პიკნიკზე უნდა წაგიყვანოო და შენს მშობლებს მე დაველაპარაკებიო.
-მაგარია...-მითხრა და გაეცინა.- მაშინ მე წავალ სახლში ხელს არ შეგიშლით. იჭიკჭიკეთ გუგულებო!!-მითხრა და ხარხარი დაიწყო. მეც გამეცინა და სახეზე ავწითლდი. წამისმეასედში ბალიში ავიღე და გავუქანე. ბალიში აიცილა.
-სხვათაშორის გუგულები არ ჭიკჭიკებენ!-მივაძახე და საწოლიდან ავდექი. ის-ის იყო ანა ოთახიდან უნდა გასულიყო, რომ ოთახში გაბრილი შემოვიდა, კმაყოფილი სახით.
-მოიცა, ჯერ კიდევ არ ჩაგიცვამს?!-გაიკვირვა და შემათვალიერა.
-ჩემი მშობლები დაითანხმე?-არც მე დავაკელი გაოცება.
-ეჭვი გეპარებოდა?-ახლა მან მიპასუხა შეკითხვით.მერე კარადასთან მივიდა უტიფრად გამოაღო და შარვალი და მაისური გამოიღო. მე გამომიწოდა და მითხრა.-დროზე ჩაიცვი!-მერე ანას შეხედა, რომელიც ისევ კარებთან იდგა და გაკვირვებული გვიყურებდა.-ვაა, ანუშ შენც აქ ხარ? კარგია. მაშინ შენც წამოდი.
-მე იქ რა მინდა?-გაიკვირვა ანამ.
-ეკა, ანა ჩვენთან ერთად მოდის. წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
-მეე? არა, არანაირად.
-ხოდა გადაწყდა.-თქვა კიდევ უფრო კმაყოფილმა. მოიცა აქ რაღაც ხდება. გაბრიელი უბრალოდ არ დაპატიჟებდა. კარგი, მაგასაც გავარკვევ. ფიქრებში ვიყავი გართული, დედამიწაზე გაბრიელის ხმამ, რომ დამაბრუნა:
-შენ კიდევ არ ჩაგიცვამს?
-დამიდექი აქ და კარგად ჩავიცვამ!-შევუბღვირე.და ოთახიდან გავაგდე. გაბრიელი ოთახიდან, რომ გავიდა ანამ იმწამსვე მკითხა:
-ეკა, მე ვერ წამოვალ! იქ რა უნდა ვაკეთო. შუაში ხომ არ ჩაგიჯდებით? ვერ ვხვდები გაბრიელმა რატომ დაიჟინა!
-კარგი, რა ანუ, წამოდი. გეხვეწები, გეხვეწები.
-არა ეკა.
-გეხვეწები, გთხოვ, "პრაშუ", "ფლიზ", "პორფავორ", "სილვუპლე", "ბიტე", "ოლოლუ"-დავიწყე სხვადასხვა ენაზე თხოვნა და ამან გაჭრა.
--------------------------------------------------------------------------------
უკვე გაბრილის მანქანაში ვიყავით მოკალათებულნი, როცა მანქანა ანდრეასაც გაუჩერა. აი ახლა კი მივხვდი რატომ უნდოდა ასე ძალიან ანას წამოსვლა. ოხ, რა ეშმაკი ბიჭია. ანამ, როგორც კი დაინახა სახის გამომეტყველება შეეცვალა.


რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ გადავწყვიტე მაინც დავასრულო ეს ისტორია. ოცდამეექვსე თავი იქნება ბოლო.თავიდან იმიტომ დავდე, რომ ვინც კითხულობდა გაიხსენოს და ვინც არა შემოგვიერთდეს. იმედია მოგეწონებათ. <3 დაწერეთ კომენტარი, გთხოვთ. <3 სიყვარულით Argent



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაუ უმაგრესი ხარ ყოჩაღ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი davinna

dzalian mikvars es istoria da gamixarda rom aggrdzeleb..gansxvavebulia da uzomod saintereso..velodebi dasasruls <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent