შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული სტუმარი (სრულად)


14-02-2017, 19:09
ავტორი murachashvili
ნანახია 47 253

ჭირვეული სტუმარი
პირველი თავი

ხშირად არც კი ვიცით რას ვეძებთ, სად ვეძებთ ან ვის? უბრალოდ ჯიუტად მიყვები არჩეულ გზას, ცხოვრებას, მიიწევ წინ, ენდობი საკუთარ ინტუიციას და....
ვინ ვარ მე? არც არავინ, ერთი ჩვეულებრივი თბილისელი გოგო, ჩვიდმეტი წლის თავქარიანი თინეიჯერი, ეს ჩემი სიტყვები არ გეგონოთ ჩემი პიროვნების დედაჩემისეული დახასიათებაა. თუმცა სიტყვა „ჩვეულებრივს“, აშკარად ზედმეტად გამოკვეთილი მახვილით ამბობს, თვალები ბედნიერებისგან უციმციმებს და უკვე მერამდენედ კმაყოფილი მზერით მაკვირდება.
როგორც მეუბნებიან მე და დედა ერთმანეთს ვგავართ. თუმცა ახლა, როცა გვერდი-გვერდ მდგომნი საკუთარ გამოსახულებებეს სარკეში ვაკვირდებით, ჩვენს მსგავსებაში ეჭვი მეპარება. დედა ასაკით ოცდაჩვიდმეტი წლისაა, თუმცა ამდენს ვერ მისცემ. მაღალი, გამხდარი ქალია, ძირითადად ჩაცმის აკადემიურ სტილს ანიჭებს უპირატესობას, რაც ცოტა არ იყოს მკაცრ იმიჯს უქმნის, ეს ალბათ გასაკვირი არცაა, დედა იურისტია და ერთ-ერთ საკმაოდ დიდ კომპანიაში იურიდიული განყოფილების უფროსია. მისი პროფესიიდან გამომდინარე საკმაოდ დატვირთული გრაფიკით მუშაობს, სახლში იშვიათად ვხედავ, თუმცა როცა თავისუფალია ერთი ჭკუისანი ვხდებით, ან იქნებ მე ვარ ზედმეტად ზრდასრული?! სპორტულ სტილზე ჩაცმული დედა ჩემს დაქალს ან უფროს დას უფრო ჰგავს. უცნობების, განსაკუთრებით კი უცნობი მამრობითი სქესის წარმომადგენლების გასაგონად, ქუჩაში ხშირად ვეძახი „დედას“, რასაც მუდამ გამვლელების გაოცებული მზერა მოჰყვება. მეამაყებოდა და დღემდე მეამაყება გვერდით ახალგაზრდა და ლამაზი დედა, მუდმივად ვეჭვიანობ მის სამსახურზე, რომელთანაც მისი გაყოფა მიწევს. არ გეგონოთ ვაბუქებ, სულაც არა, ძალიან ლამაზია და ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ გახლავთ, ამას ჩემი მეგობრებიც ერთხმად აღიარებენ.
მისი შემხედვარე ჩემმა დაქალებმაც კი იურისტობა მოინდომეს, ბაძავდნენ ჩაცმის სტილში, მოძრაობაში, საუბრის მანერაში, რაც საკმაოდ მართობს და მახალისებს. დედაჩემის მიმართ მათ მომეტებულ სიყვარულზე ზოგჯერ ეგოისტურადაც ვეჭვიანობ, თუმცა რაოდენ ძლიერადაც არ უნდა ჰყვარებოდათ ჩემს მეგობრებს, მე მაინც მის ერთად-ერთ ნებიერად ვრჩებოდი.

აი, ახლაც სარკის წინ ვდგევართ ორნი მე და დედა, როგორც ყოველთვის ვწუწუნებ, არ მომწონს საკუთარი გრძელი წაბლისფერი ტალღოვანი თმა, უკვე მერამდენედ ვიკრავ და ვიშლი.
- კარგი, დამშვიდდი, რამდენიც არ უნდა იწვალო, მაინც ვერ გაასწორებ... - ხელით უარესად მიჩეჩავს ისედაც დახვეულ თმას.
- კარგი რა, დე...- თმას უკან ვიყრი და ცხენის კუდივით ვიკრავ - არც ეს მაისური მიხდება!... - ამჯერად ახალი საწუწუნო მიზეზი ვნახე.
ჩემგან განსხავებით მას წაბლისფერი სქელი თმები გაუშლია, ჩემს სიტყვებზე მხიარულად იცინის და თვალები ოდნავ უწვრილდება, ლოყები ეჩვრიტება და პატარა ბავშვივით ჭინკები უხტის.
- როგორი ჩურჩუტი მყევხარ, ის მაინც ვიცოდე ვის ეპრანჭები ასე საგულდაგულოდ!... - მეხუტება დედა.
- არავისაც არ ვეპრანჭები, - დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით სახე მიჭარხლდება - უბრალოდ მინდა ლამაზი ვიყო, შენსავით... - ხმა მებზარება სასოწარკვეთილს, როცა შუბლზე რქასავით ამოზრდილ მუწუკს ვამჩნევ და განწყობა საბოლოოდ მიფუჭდება.
- უცნაური შეხედულება გაქვს საკუთარ თავზე. შენ თუ ლამაზი არ ხარ, მაშინ მეც უშნო ვყოფილვარ, სხვა თუ არაფერი ერთმანეთს ასლებივით ვგევართ.
ეჭვით ვუმზერ ჩემს გვერდით მდგომ დედას, საერთო თვალის ჭრილი, თმები, ტუჩები, ჩემთან შედარევით დახვეწილი, უფრო ქალური ფორმები, უკმაყოფილოდ შეჭმუხნილი შუბლით საკუთარ მკერდს ვუმზერ. თუმცა მე ხომ ჯერ მოზარდი ვარ. (მის ასაკში ალბათ მეც მეშველება :D). წესით კმაყოფილი უნდა ვიყო, თუმცა საკუთარ უხასიათობას ვერაფერს ვუხერხებ, ჩემს მუდმივ ჯაჯღანსა და უკმაყოფილო სახეს დედა როგორც ყოველთვის გარდატეხის ასაკით ამართლებს.
მოკლედ ბევრი რომ არ ვისაუბრო, ჩემსა და დედას შორის ერთად-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ასაკი და ჩემი თვალის ფერია, მუქი ლურჯი, თითქმის ჭაობისფერი თვალები მაქვს. ასეთი ფერის თვალები აშკარად მამისგან მერგო მემკვიდრეობით. მამისგან რომელსაც არ ვიცნობ. ეს თემა ჩვენთვის დახურულია. მიუხედავად იმისა, რომ დედასთან ნებისმიერ საკითხზე თავისუფლად ვსაუბრობ, მამაჩემთან დაკავშირებით კითხავს ვერ ვსვამ. ამ თემას არავინ ეხება, თითქოს ტაბუ ადევს.
- მამაშენს ყველაზე საუკეთესო რაც ჰქონდა თვალები იყო და ისიც შენ გერგო!... - ნახევრად ხუმრობით მეუბნება ის.
ბევრი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ, დედას მხოლოდ ის დავაცდენინე, რომ მამა ზაფხულში, მეგობართან სტუმრობისას გაიცნო. ეს იყო და ეს. არადა ცნობისმოყვარეობით ვკვდებოდი ვინ იყო, სად ცხოვრობდა, უყვარდა თუ არა დედა? თუმცა ის ხომ იმდენად კარგი იყო, რომ არამგონია მისი დავიწყება შესძლებოდა, იცოდა თუ არა ჩემი არსებობის შესახებ?
ჩემსდა სამწუხაროდ თავში უამრავი უპასუხოდ დარჩენილი კითხვა მიტრიალებდა. ვხედავდი მამისადმი ჩემი მომეტებული ინტერესით დედას ტკივილს ვაყენებდი, სახე უფითრდებოდა, თვალები ცრემლებით ევსებოდა, ნელ-ნელა მეც მივეჩვიე იმ აზრს, რომ ჩემს ცხოვრებაში მამა არ იარსებებდა და ჩვენივე კეთილდღეობისთვის არც ზედმეტი კითხვები არ უნდა დამესვა.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვარ ერთი ჩვეულებრივი თინეიჯერი, მუხედავად იმისა, რომ ჩემი ზოგიერთი თანაკლასელის მსგავსად კბილებზე ბრიკეტებს არ ვატარებ და დიდად არც სახეზე გამონაყარს ვუჩივივარ, საკუთარი გარეგნობით მაინც უკმაყოფილო ვარ, ზოგჯერ ზედმეტად გამხდარი მეჩვენება თავი, ზოგჯერ ზედმეტად მაღალი... მყავს ჩემივე მსგავსი დაქალები და მსოფლიოში საუკეთესო დედა.

მეორე თავი
- შენს ქურთუკს მე ვიცვამ! - ღიმილით ვაცლი ხელიდან მოკლე ტყავის ქურთუკს დედას.
- ამ მავნე ჩვევას ხომ ვერ გადაეჩვიე, შენიც ასეთივე არაა?! - შუბლშეკრული, მკაცრი ხმით მეკითხება.
- არაფერიც, შენი უკეთესად დგას ტანზე... - იხტიბარს არ ვიტეხ და ქურთუკში გამოწყობილი კმაყოფილი ვათვალიერებ საკუთარ გამოსახულებას.
დედა ყურადღებით ადარებს ერთმანეთის მსგავს ქურთუკებს და მხრებისჩეჩვით იცვამს ჩემს დაწუნებულს.
მოგონებები ნელ-ნელა მიტივტივდება, ეს ჩვევაც ხომ ბავშვობიდან მომყვება, სამსახურიდან დაბრუნებულს ხშირად დაჰხვედრია ჩემი და ჩემი მეგობრებისგან თავდაყირა დაყენებული კარადა, ლოგინზე დაყრილი ფერად-ფერადი სარაფნები, მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელებზე მოტეხილი ქუსლები. როგორც წესი მეგობრებს ძალიან გვიყვარდა მოდების ჩვენების მოწყობა, რა დროსაც დედაჩემის სამოსს აქტიურად ვიყენებდით. ვინ მოსთვლის რამდენი საღამოს კაბა გავუფუჭეთ თამაშსა და მაიმუნობაში.
საოცარი ის იყო, რომ ჩემი მეგობრების მშობლებისგან განსხვავებით, დედა არასოდეს გვიშლიდა მისი სამოსის გამოღებას. პირიქით, სახლში თუ იყო, ისიც ჩვენთან ერთად ხალისობდა, მაკიაჟს გვიკეთებდა, სხვადასხვა ზომის შლაპებს ირგებდა და ერთვებოდა ჩვენებაში. მაყურებლები უცვლელად ბებია და პაპა იყვნენ.
- ამათზე მეტი ჭკუა არც შენ გაქვს!... - სიცილით ეუბნებოდა ხოლმე ბებო.
- იურისტი რომ არ ყოფილიყავი, უდაოდ საბავშვო ბაღის მასწავლებელი გამოხვიდოდი... - კმაყოფილი აღნიშნავდა ხოლმე პაპაჩემიც.
მე კი ვუმზერდი ჩემი მეგობრების აღტაცებულ მზერას და ორმაგად ბედნიერი ვიყავი.
პაპა ჩემს ცხოვრებაში ერთად-ერთი უცვლელი გმირი გახლდათ. მიუხედავად მისი ასაკისა მაინც მაღალი, თითქმის 1.90-მდე იყო, ოდნავ შევერცხლილი თმით, მხრებში გაშლილი, ამაყი, მკაცრი გამოხედვით, სიცილის დროს ოდნავ იღიმებოდა და დედაჩემის მსგავსად მასაც თვალები უციმციმებდა. პროფესიით ისიც იურისტი გახლდათ, წლების განმავლობაში პროკურატურაში გამომძიებლად მუშაობდა. როგორც დედა აღნიშნავდა ჯაბა კაიშაურის სახელი ხშირად ისმოდა და საკმაოდაც აზანზარებდა კრიმინალურ სამყაროს, თუმცა ჩემთვის ის ყველაზე თბილი და ყველაზე ტკბილი გახლდათ. პაპას ნაკლებად ვეძახდი, უმეტესად სახელით მივმართავდი. მანებივრებდა, მათამამებდა. თითქოს უთქმელად ხვდებოდა ყველაზე მეტად რით გამახარებდა, მან ფაქტიურად არ არსებული მამის ადგილი დაიკავა. ამიტომაც ვერ მომინელებია ამდენი წლის შემდეგაც კი მისი დაკარგვა, ალბათ ესეც ბედისწერა გახლდათ, ჯაბა ახალი წლის წინა ღამეს, ყველაზე ბანალურად და უაზროდ გარდაიცვალა. სრულიად მოულოდნელად ერთ-ერთ სავაჭრო ქსელში საახალწლოდ საჩუქრების საყიდლად შესული ყაჩაღობის ფაქტს შესწრებია. დამნაშავეებს მყიდველები, ძირითადად ქალები და არასრულწლოვანი ბავშვები მუჯლუგუნებითა და იარაღის კონდახების რტყმით ძირს დაუწვენიათ და სალაროებს მონდომებით ასუფთავებდნენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, პაპას მოუხერხებია ერთ-ერთი დამნაშავის განიარაღება და სიგნალიზაციის ღილაკისთვის ხელის დაჭერაც. თუმცა შახლა-შემოხლის დროს ერთ-ერთმა მომხდურმა ესროლა და... დროული საგანგაშო სიგალის დამსახურებით პოლიციამ მიუსწრო, დამნაშავეები ადგილზევე დააკავეს, თუმცა ჯაბა კაიშაურის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამის გახსენებაზე თვალები ცრემლებით მევსება და გული მეკუმშება.

იმ წელს მეათე კლასში ვიყავი, კარგად ვსწავლობდი, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა და მომავალმა ოქროს მედალოსანმა ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა მიმართულებით მინდოდა სწავლის გაგრძელება. კარგად ვწერდი, ვიცოდი რამოდენიმე უცხო ენა, დედა მაქსიმალურად მიწყობდა ხელს, ჩემს ნაწერებს სხვადასხვა ჟურნალებში აქვეყნებდნენ და ოჯახში ერთხმად აღიარებდნენ, რომ წერა კარგად გამომდიოდა, შესაბამისად ცდილობდნენ დავეყოლიებინე და ჟურნალისტიკურზე ჩამებარებინა, თითქოს არც მე ვიყავი წინააღმდეგი. თუმცა ჯაბას გარდაცვალებამ აშკარად შემიცვალა ცხოვრებაზე წარმოდგენა და სრულიად სხვა არჩევანიც გავაკეთე. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემიდან გამომდინარე წლების განმავლობაში აქტიურად ავღნიშნავდი, რომ იურისტებს საკმაოდ მძიმე სამუშაო ჰქონდათ, მაინც არავის გაჰკვირვებია, როცა მეც იურიდიულზე ჩაბარება გადავწყვიტე.
- უცნაური იქნებოდა სხვა გზას რომ დასდგომოდი, კვიცი გვარზე ხტის! - ტკივილით აღნიშა ბებიამ.
- იქნებ ისევ დაფიქრებულიყავი?! -ალბათ უფრო მოვალეობისგამო მთხოვა დედამ.
მშვენივრად იცოდა ჩემი ხასიათი და ხვდებოდა, რომ გადაწყვეტილებას მაინც არ შევიცვლიდი.
მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ მქონდა მამა სადაური იყო, მე თავს მაინც მთის შვილად ვთვლიდი, არც მათთვის დამახასიათებელი სიჯიუტე მაკლდა და არც სიფიცხე, დედამაც კარგად იცოდა, რომ მიღებულ გადაწყეტილებას არაფრით არ შევცვლიდი.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ასე მოვხვდი „საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის“ უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის პირველ კურსელთა შორის.
და აი უკვე მეორე წელია მე და დედა ყოველ დღე ერთად ვემზადებით და გავდივართ სახლიდან. მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღლა ვაპროტესტებ, დღესაც უნივერსიტეტამდე ავტომობილით მაინც დედას მივყევარ, ტრადიციულად უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან მტოვებს და სამსახურში მიდის.
ავტომობილიდან გადმოსული აქეთ-იქით ვიყურები, იქვე ჩემს კურსელ, ნინიკო აფციაურს ვხედავ, ხელს შორიდანვე ვუქნევ და ღიმილით ვუახლოვდები ჯინსის ქურთუკსა და შარვალში გამოწყობილ ქალიშვილს.
უცნაურია, საერთოდ უცხო ადამიანებთან კონტაქტში იოლად ვერ შევდივარ, თუმცა ნინი გაცნობისთანავე მომეწონა. ამის მიზეზს ვერ გეტყვით, თითქოს ერთმანეთი თავისთავად ვიპოვეთ. ორას კაციან კურსზე ერთმანეთი გამოვარჩიეთ, პირველივე დღიდან გვერდი-გვერდ დავსხედით და აღარც მოვშორებივართ ერთმანეთს. ჯგუფელები ხუმრობით „ტვიქსებსაც“ გვეძახიან. სიმაღლით თითქმის ტოლები ვართ, ჩემს მსგავსად მასაც ლურჯი, მუქი მომწვანო თვალები აქვს და შავი, სწორი თმა. ერთნაირი რეპლიკებით, მწარე ენითა და ხისტი ხასიათით ცხოვრებას „ვუმწარებდით“ ბიჭებს.
არ ვიცი რამდენად დიდი იყო ჩვენს შორის არსებული მსგავსება, თუმცა რატომღაც უცნობებს ხშირად უკითხავთ დები ხომ არ ხართო. ამ კითხვასთან დაკავშირებით ორივენი გულიანად ვიცინოდით. უნდა ვაღიარო თავიდან ეჭვი მეც კი გამიჩნდა, თან იმდენად ვიყავი ჩაციკლული მამის პოვნაზე, რომ ისიც კი ვიფიქრე მართლა ჩემი ნახევარ-და ხომ არ არის მეთქი, ალბათ ზედმეტად მინდოდა დედ-მამიშვილი მყოლოდა. საკუთარი ეჭვის გადამოწმება გადავწყვიტე და მეგობარი დედას გავაცანი, თუმცა იმედი გამიცრუვდა. დედა თავიდან ცოტა არ იყოს დაბნეული და საკმაოდ გაოცებული უმზერდა თითქმის ჩემივე ასაკის ნინის (ის ჩემზე სულ რაღაც ერთი წლით იყო პატარა), თუმცა როგორც კი გაიგო რომ გვარად აფციაური და წარმოშობით კი მთიულეთიდან, კერძოდ ფასანაურს ზემოთ მთებში ჩაკარგული ერთ-ერთი სოფლიდან იყო, აშკარად შვებით ამოისუნთქა. მე კი ნახევარ-დის და მასთან ერთად საკუთარი მამის პოვნის კიდევ ერთი იმედი საბოლოოდ დავკარგე.
მიუხედავად ყველაფრისა დედაც კი იძულებული იყო ეღიარებინა ჩვენი უჩვეულო მსგავსება და ნახევრად ხუმრობით გვეუბნებოდა:
- ზოგჯერ ასე მგონია შენც ჩემი შვილი ხარო!....
მოკლედ ასე იყო თუ ისე, ჩვენ ვმეგობრობდით, ვდაქალობდით, დაუსწრებლად მისი ოჯახის წევრებიც მიცნობდნენ და რამოდენიმეჯერ მათთანაც დამპატიჟეს სტუმრად, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერა და ვერ ვახერხებდი წასვლას. ახლაც წინასწარ მითანხმდებოდა ნინი, რომ ოცდასამ ნოემბერს, გიორგობას ყოველ მიზეზგარეშე წავიდოდი მათთან.
- ბიძაჩემია ჩამოსული ხევსურეთიდან, ისიც მოდის, მანქანით წაგვაბრძანებს და წამოგვაბრძანებს. უარს არ მივიღებ იცოდე. დედაჩემი დამცინის, მგონი მარიამი არც კი არსებობს და შენი ფანტაზიის ნაყოფიაო!...
- ხომ იცი წინასწარ ვერაფერს დაგპირდები, დედას უნდა შევუთანხმო... - ყოყმანით ვეუბნები მას.
- დედაშენს მე დაველაპარაკები და უარს არ გვეტყვის, აი ნახავ როგორ მოგეწონება, აი ნახავ!... - აშკარად აჟიტირებულია და არაფრის გაგონება არ სურს ნინის.
პრინციპში მისი თანხობის მიღება არც გამჭირვებია, დედა მხოლოდ ჩვენს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ღელავდა და როგორც კი გაიგო, რომ ნინის ბიძა წაგვიყვანდა დამშვიდდა. უკვე გადაწყვეტილი იყო, გიორგობას მთიულეთში მივდიოდი.

მესამე თავი
როგორც ყოველთვის დედა ამჯერადაც ღელავდა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მისი თანხლებით არ მივდიოდი, როგორც წესი ექსკურსიებზე, კლასის ქეიფებსა თუ ცეკვის გასტროლებზე გაფრთხილება: - „მივდივართ მშობლების გარეშე!“ - მე არ მეხებოდა. ყველამ იცოდა, რომ დედაჩემისთვის სიტყვა „არა“ არ არსებობდა, ის აუცილებლად წამოვიდოდა.
თავიდან თითქოს აპროტესტებდნენ ბავშვები, თუმცა საბოლოოდ ამაშიც სარგებელი ნახეს. ჩვენს ნებისმიერ გასვლას დედა უწევდა ორგანიზებას, ეძებდა ავტობუსს, რომელსაც „ნორმალური“ მძღოლი ეყოლებოდა, ეძებდა რესტორანს, სადაც „ჯანსაღი“ საკვები იქნებოდა, სასტუმროს ღამის გასათევად და სხვა. მოგეხსენებათ ასეთი საკითხების მოგვარება დიდად არავის ხიბლავდა. თითქოს ყოველი წუთი გაწერილი ჰქონდა. ბავშვებიც იმდენად მიეჩვივნენ მის ყველგან ყოფნას, რომ როცა სადმე წასვლა სურდათ და მშობლებს ვერ ითანხმებდნენ, მაშინვე ხმამაღლა აცხადებდნენ: - „კაიშაურის დედა“ იქნება ჩვენთან და ის მოგვხედავსო.
ამის შემდეგ იწყებოდა მშობლების გაუთავებელი რეკვა დედასთან და საბოლოოდ ბავშვები თანხმობასაც იღებდნენ. დედას სახელი ვინმესთვის რომ გეკითხათ ალბათ ვერც გეტყოდნენ, დიდიან პატარიანად „კაიშაურის დედას“ ეძახდნენ.
მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ნინიკოსთან ჩემი სტუმრობა პირველი მარტო წასვლა გახლდათ. კი მიშვებდა, მაგრამ ვაი ამ გაშვებას. წარა-მარა მარიგებდა. თითქოს დიდი ბარგი არ უნდა მქონოდა, მაგრამ ერთი საკმაოდ მოზრდილი ჩანთა მაინც გამივსო, უკვე მერამდენედ ამბობდა:
- მთაში სიცივე იქნება და თბილი ტანისამოსი დაგჭირდებაო!. - საკუთარი სიტყვების კიდევ უფრო გასამყარებლად amindi.ge-ზე ნანახ პროგნოზს იშველიებდა და კიდევ ერთ შარვალსა და ქურთუკს მონდომებით ტენიდა უკვე გავსებულ ჩანთაში.
- რეზინის ხომ არაა, გასკდება !... - ვდუდღუნებ და ვრეკავ ნინისთან, რომელიც ალბათ მეათედ მაინც მეუბნება, რომ სულ რაღაც ხუთ წუთში ჩემთან იქნებიან.
დედა კიდევ ერთხელ მკოცნის და სამსახურში გარბის. ერთი კი ვიფიქრე, ჩალაგებულ ბარგს ცოტას გამოვაკლებ მეთქი, მაგრამ ნინიმაც დარეკა ქვემოთ გელოდებითო. შეძლებისდაგვარად სწრაფად გავვარდი სახლიდან. ძლივს მივაგორე ჩემოდანი სადარბაზოს კარებამდე, იქვე მდგომი შავი ML-ის ტიპის ავტომობილიდან ბედნიერებისგან ყურებამდე გაკრეჭილი ნინიკოც დავინახე, მძღოლის მხრიდან საკმაოდ მაღალი, წაბლისფერ თმიანი ალბათ ასე ორმოცდაათ წლამდე მამაკაცი გადმოვიდა, თვალები მასაც ნინის მსგავსად მოლურჯო-მომწვანო ფერის ჰქონდა.
ცუდად ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ რატომღაც ხევსურეთიდან ჩამოსული ბიძა სრულიად სხვაგვარი წარმომედგინა, წვერიანი, ცოტა ჯმუხი შესახედაობის, ასეთ სიმპატიურსა და დახვეწილს ნამდვილად არ ველოდი.
- ნინის ბიძა, ლევან გოგოჭური...- გამეცნო ის, ჩემს პასუხს აღარც დალოდებია, მისი თვალიერებითა და შეფასებით დაკავებულს, ჩემი საკმაოდ მძიმე ჩანთა გამომართვა და ვიდრე საუკუნის უნახავივით ნინის ვეხუტებოდი ხელის მსუბუქი მოძრაობით ავტომობილის საბარგულში მოათავსა.
- ისე ერთი-ორი ჩანთა კიდევ ხომ არ დაგემატებინათ, რაღაც ცარიელია?! - ირონიულად შეათვალიერა ბარგით გავსებული საბარგული და ღრენით გვკითხა მე და ნინის.
აშკარად არ ველოდი ასეთ ტონს, დამფრთხალმა მეგობარს შევხედე და თავის მართლების რეჟიმში ამოვიბლუყუნე:
- ჩემი ნება რომ ყოფილიყო საერთოდ არაფერს წამოვიღებდი, მაგრამ დედაჩემს.... თუმცა ნინიკოს მზერის დანახვაზე მყისვე ვჩუმდები:
- ასეთი ჯიჯღინა რომ ხარ, ამიტომაც დარჩი ცოლის გარეშე!.... - მხიარულად ეუბნება ბიძას, მეგობრის სახის დანახვაზე სიცილი ვერ შევიკავე და ავკისკისდი, თუმცა როგორც კი მამაკაცის შეკრული შუბლი და გაბრაზებული თვალები შევნიშნე მყისვე გავჩუმდი.
- პუნქტუალობა თქვენ არ იცით და არაფერი, ნახევარი საათის წინ უნდა გავსულიყავით... - ისევ იღრინებოდა კაცი და ბღვერით უმზერდა მის გვერდით მეტიჩარა სახით მჯდომ დისშვილს. ძნელი მისახვედრი არ იყო, აშკარად არ მოვეწონე ლევანს. მისი ხელახლა პროვოცირება არ მსურდა, ავტომობილის უკანა სავარძელში მოვთავსდი და ყურსასმენები გავიკეთე.
- ყველა სიკეთესთან ერთად შენი მეგობარი უზრდელიც ყოფილა... - ვიდრე სასურველ მუსიკას მოვძებნიდი მამაკაცის ხმა მომესმა. ალბათ დარწმუნებული იყო, რომ მისი სიტყვები არ მესმოდა და ნინიკოს ესაუბრებოდა, ან იქნებ პირიქით სურდა კიდევაც ნათქვამი გამეგონა.
- ახალი აღმოჩენა, შენს გარდა ეს არავის უთქვამს, უზრდელი? რატომ?! - გაიოცა მეგობარმა და ინტერესით მიაჩერდა ბიძას.
- ერთი საათის სავალიც არაა, დავიჯერო იმდენად არ სიამოვნებს ჩვენთან ერთად მგზავრობა, რომ ყურსასმენებს იკეთებს ჩვენი ხმა რომ არ გაიგონოს?
მისმა ნათქვამმა სიტყვებმა უნებურად გული მატკინა, არ იფიქროთ თითქოს ვღელავდი უცნობი ჩემზე რა წარმოდგენის იქნებოდა, ყოველთვის ვცდილობდი სხვისი აზრი გამეთვალისწინებინა და უფროსებისგან საყვედური არ მიმეღო. არ მესიამოვნა, რატომღაც მეწყინა მისი რეპლიკა, ცრემლები მომაწვა ბოღმისგან, უცხო რომ ყოფილიყო ალბათ დამსახურებულ პასუხსაც გავცემდი, მაგრამ უახლოესი მეგობრის ბიძისთან სიტყვის ამოღებაც ვერ გავბედე, იმდენი კი გავიაზრე, რომ ყურსასმენების მოხსნა არ ივარგებდა, არ მინდოდა მიმხვდარიყო მათი საუბარი რომ მესმოდა. ყელში ბოღმისგან მოწოლილი ბურთი ხმაურით გადავყლაპე, ცრემლების დასამალად გვერდზე გავიხედე და ფანჯრიდან მცხეთის ულამაზეს ხედებს დავაკვირდი.

მეოთხე თავი
რამოდენიმე წუთით ჩუმად მივდიოდით, საბოლოოდ დუმილი ნინიკომ დაარღვია, ჩემკენ შემობრუნდა და მკითხა:
-გვანცას ელაპარაკე?
ყურსასმენები მოვიხსენი და ისე ვკითხე: - რამე მკითხე?
- გვანცას ელაპარაკე?
- გუშინ საღამოს დამირეკა.
- მერე?
- რა მერე?! - ვერ მივუხვდი კითხვას.
- ასე მითხრა ნიკუშას არ მოსწონს მარიამი შენთან რომ მოდისო.. - ჩუმად მეჩურჩულება ნინი.
- ვერ გავიგე?! - წამით მავიწყდება ჩვენთან ბიძამისის ყოფნა და ხმას ვუწევ. -ნიკუშას რატომ უნდა შევუთანხმო სად წავალ და სად არა?! - ჩურჩულზე გადავდივარ მეც.
- ასე მითხრა შეყვარებულები არიანო... - თვალები ეშმაკურად უციმციმებს მას. აშკარად არ ველოდი ასეთ რამეს, ამჯერად სიცილს ნამდვილად ვერ ვიკავებ და გულიანად ვხარხარებ.
- ბოდიშს ვიხდი, რაღაც გამომრჩა? ჩემსა და ნიკას შორის მეგობრობის გარდა არაფერია, მისი შეყვარებული როდის აქეთ ვარ?! ის ჭარტალა ენა ძირში უნდა ამოაცალოს კაცმა, ან რატომ არის ამით დაინტერესებული? - ლევანს აღარ ვერიდები, საკმაოდ ხმამაღლა ვეკითხები მე.
- რა გითხრა, როგორც გოგოებისგან გავიგე, თურმე გვანცას მოსწონს, ალბათ გადამოწმება უნდოდა თქვენს შორის რამე ხდება თუ არა. მე შენს ადგილზე თბილისში ჩასვლისას ყველაფერს გავარკვევდი...
- მერე დაამშვიდე?! შენ მაინც ხომ იცოდი, რომ ჩვენს შორის არაფერია? - ოდნავ ირონია შერეული ხმით ვეკითხები მეგობარს.
- თქვენ ცხოვრებას მარტივად უყურებთ, არადა მამაკაცს შეიძლება ისე უყვარდე, ამას ვერც კი მიხვდე... - საუბარში ჩაერია ლევანიც.
მისმა მოულოდნელმა რეპლიკამ ცოტა არ იყოს შემაკრთო: - შეუძლებელია, ნიკა ასეთი არაა, სხვანაირად არ შემომხედავს, ჩემი მეგობარია.. - ისევ ჯიუტად, ღრენით ვიმეორებ.
- ოღონდ მე ნუ მეჩხუბებით და იყოს მეგობარი, არავინ გიშლით... - ჩვენი დიალოგით აშკარად გახალისებულს ეცინება მამაკაცს.
- ამის დაცინვაღა მაკლდა.. - ვბურტყუნებ ჩემთვის და გაბუსხული ვუმზერ ნინიკოს, თითქოს მისი ბრალი იყოს გვანცას ეჭვიანობა.
მიუხედავად ლევანის ჯიჯღინისა ვაგვიანებთო, რამოდენიმე წუთით ავტომობილი ჟინვალ გესთან გავაჩერებინეთ, სამახსოვროდ წყლის ფონზე ფოტოებიც გადავაღებინეთ და გზაც გავაგრძელეთ.

ფასანაურს გასცდა თუ არა ავტომობილმა მარჯვნივ გადაუხვია, წვრილ ხეობაში საკმაოდ მოხერხებულად მიიკვლევდა გზას. მოულოდნელად, თითქმის არსაიდან პატარა დასახლებაც გამოჩნდა, ლევანმა ავტომობილი ერთ-ერთ საკმაოდ მოზრდილ ეზოსთან გააჩერა, ავტომობილიდან ბარგი სწრაფად გადმოიღო, ეზოში მდგომ ბელეტაჟის ტიპის სახლში შეიტანა.
- ავტომობილს აქ დავტოვებთ, სალოცავამდე გზა არ მიდის, ფეხით უნდა ავიდეთ... - მიხსნიდა ნინიკო.
სუნთქვაშეკრული, მონუსხული ვაკვირდებოდი ბუმბერაზ მთებს, თავზე რომ დამყურებდნენ.
- ტაძრამდე შორია?
- იქნება ორ კილომეტრამდე... - ნინიკოს ნაცვლად პასუხი ბეჭებზე ზურგჩანთა მოკიდებულმა ბიძამისმა გამცა - თუ მზად ხართ, წავიდეთ!
როგორც მითხრეს, ეკლესია მთიულებს ერთ-ერთი მთის წვერზე აეშენებინათ, ამ სალოცავს „წიფორის წმინდა გიორგის“ სახელით მოიხსენიებდნენ. ყოველ გიორგობას სხვადასხვა კუთხეში ჩასახლებული მთიულები ისევ საკუთარ ფესვებს უბრუნდებოდნენ და წიფორის ყმები ერთად ლოცულობდნენ.
მტკიცე ნაბიჯით ლევანი ბილიკ-ბილიკ მიიწევდა წინ, მე და ნინიკო ფეხდაფეხ ლაპარაკით მივყვებოდით.
- იცოდე ქალის ასვლა ტაძრამდე არ შეიძლება, არის გარკვეული საზღვარი, რომლის შემდეგაც მხოლოდ მამაკაცები აგრძელებენ გზას. ეკლესიის ქვემოთ ჯვარი დგას, სადაც იმ გვარების ჩამონათვალია ამოტვიფრული ვინც ტაძრის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა.
თვალებგაფართოებული ვუსმენდი მეგობარს, ჩემი გაოცებული მზერა არც ლევანს გამოჰპარვია.
- მთაში პირველად ხარ? - როგორც იქნა კითხვის დასმის ღირსად ჩამთვალა.
- ჩემსდა სამწუხაროდ... - გულწრფელი დანანებით ავღნიშნავ მე.
- მარიამიც მთიულია.... - ხმამაღლა, პაეტიკურად აცხადებს ნინიკო.
- მართლა? რა გვარი ხარ?
- კაიშაური... - ამაყად ვამბობ მე - რამდენადაც ვიცი, ჩვენი ძირიც მთიულეთიდანაა, თუმცა შემდეგ გადაუსახლებიათ... ზუსტად არ ვიცი სად, დაწვრილებით არ ჩავძიებივარ..
- კაიშაური?! - რატომღაც ადგილზე გაშეშდა მამაკაცი, ყურადღებით დამაკვირდა. მომეჩვენა თითქოს გაფითრდა კიდევაც, თუმცა რამოდენიმე წამში ისევ ჩვეული გულგრილობა აიკრა სახეზე და საუბარი გააგრძელა: - მართალია, კაიშაურები ფშავშიც ცხოვრობდნენ, თუმცა კარგა ხანია აღარ გამოჩენილან...
- გოგოჭურები სადაური გვარია? - თავაზიანობის გამო ამჯერად მე ვიჩენ ინტერესს მისი წარმომავლობისადმი.
- წარმოშობით ჩვენც ხევსურები ვართ, თუმცა თქვენი გვარის მსგავსად ჩვენც ფშავში ჩაგვასახლეს.
- წარმოგიდგენია, იქნებ ოდესმე მეზობლებიც კი ვიყავით?! - ფიქრებში წავიდა ნინიკო.
ეჭვით გახედა ლევანმა მეოცნებე დისშვილს, შემდეგ ისევ მე დამაკვირდა. რატომღაც მეუხერხულა მისი დაჟინებული მზერა და სახეაჭარხლებულმა თვალი ავარიდე.


სწორედ ამ დროს მოშორებით მლოცველებიც დავინახეთ, რომლებსაც საკმაოდ მოზრდილ მინდორში ერთიანი დიდი სუფრა გაეშალათ. როგორც მივხვდი მანდილოსნები იქ ჩერდებოდნენ, მამაკაცები კი ტაძრისკენ აგრძელებდნენ გზას. აქ გველოდა ნინიკოს ოჯახიც. შავოსანი მოხუცი ქალბატონი ქოთქოთით შეგვხდა: - სად ხართ შვილო აქამდე, დაგვაწყდა ნერვები!...
- ეგ შენს შვილიშვილს ჰკითხე ნინა... - სიცილით გამოხედა დედის მკლავებში დამალულ დისშვილს, ერთხელ კიდევ შემათვალიერა ამდენ უცნობში უხერხულად მობუზული და იქვე მდგომ მისივე ასაკის მამაკაცებს შეუერთდა, დავინახე როგორ გადაკოცნა რამოდენიმე მათგანი და მათთან ერთად გაუყვნენ აღმართს.


მეხუთე თავი

როგორც იქნა ნინიკოს მოფერებისა და მოკითხვის შემდეგ ქალბატონებმა ჩემთვისაც მოიცალეს, ძნელი მისახვედრი არ იყო, ვინ იქნებოდა ნინიკოს დედა, ქალბატონ თამარსაც ძმისა და შვილის მსგავსად ლურჯი-მომწვანო ჰქონდა. ეს ნიშა აშკარად გამოარჩევდათ დანარჩენი ნათესავებისგან. ქალმა თბილად ჩამიხუტა, ისე მომიკითხა და მომეფერა თითქოს წლებია ვიცნობდი, უხერხულობის შეგრძება, რომელიც მათთან შეხვედრისას გამიჩნდა, რამოდენიმე წუთში გამიქრა, იმდენად შინაურულად მიმიღეს, თითქოს საკუთარ სახლში ვიყავი.
- როგორი ლამაზი ყოფილხარ, შვილო, ღმერთმა დაგლოცოს, ასეთი მსგავსება არ მინახავს, თითქოს მთლად ჩვენი ხარ, არა თამარ?!.... - ვინ იცის მერამდენედ ეკითხებოდა მოხუცი ნინა შვილს და თვალებში ცრემლებჩამდგარი აკანკალებული ხელებით მეფერებოდა.
- კი დედა, კი, ალბათ ამიტომაც შეეწყვნენ ერთამანეთს ასე კარგად... - თბილად ეთანხმებოდა თამარიც.
ცნობისმოყვარედ, დაჟინებული მზერით მიმზერდნენ დანარჩენი მანდილოსნებიც, მომეტებულ ყურადღებას მიჩვეული არ ვიყავი და არც მიყვარდა, ცოტა არ იყოს თავი უხერხულადაც კი ვიგრძენი.
ვიდრე მამაკაცები მოვიდოდნენ ქალბატონები სუფრას აწყობდნენ, დახმარება მეც მოვინდომე, თუმცა ახლოს არ მიმიკარეს.
- რას ამბობ, შვილო. ამდენ ქალებში რა ძალაა სტუმარს თუ არ გამუშავებთ?! - შეიცხადა მოხუცმა, სხვა გზა არ მქონდა, აშკარად ხელს ვუშლიდი, იქვე გვერდზე გავედი და ულამაზესი ხედით ვტკბებოდი. მთის წვერიდან ხელისგულივით მოჩანდა არაგვის ხეობა, წვრილ ხაზად მიიკვლევდა აბობოქრებული მდინარე გზას. დედა მართალი გამოდგა, საკმაოდ ციოდა, ქარი თმებს მიწეწავდა, ვერ გაიგებდი თოვდა თუ წვიმდა. თუმცა მე სიცივეს ვერ ვგრძნობდი, შინაგანად თითქოს ცეცხლი მეკიდა, ისე ამაფორიაქა ლევანის რეაქციამ ადგილს ვეღარ ვპოულობდი.

როგორც იქნა დაბრუნდნენ მამაკაცებიც და სუფრასთან მიგვიწვიეს. ამდენ ხალხში ვერც დავიმახსოვრე ვინ-ვინ იყო, ნინიკო ყველას ბიძებად, დეიდებად, დეიდაშვილ-ბიძაშვილებად მოიხსენიებდა, უცნაურად მეჩვენებოდა ამდენი ბიძისა და დეიდის ყოლა, თუმცა ხმამაღლა კითხვის დასმას ვერ ვბედავდი, საუბარში თანდათან გავარკვიე, რომ სუფრასთან ოთხი თაობის ნათესაობა შეკრებილიყო, ალალი ბიძა კი მხოლოდ ლევანი გახლდათ. მე თამარსა და ნინიკოს შორის მოვხვდი, წინ ლევანი და რამოდენიმე უცნობი მამაკაცი მესხდნენ, ამხელა სუფრაზე ისე აღმოჩნდა, რომ მათთვის ერთად-ერთი გარეშე სტუმარი მე გახლდით, ალბათ ამით იყო ის მომეტებული ყურადღებაც გამოწვეული რასაც ჩემთან მიმართებაში სუფრასთან მსხდომი ახალგაზრდა მამრობითი სქესის წარმომადგენელები იჩენდნენ. არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, თუმცა აშკარად იგრძნობოდა, რომ მათი მხრიდან ელემენტარული თავაზიაობის ჟესტის გამოვლინებაც კი საოცრად აღიზიანებდა ბატონ ლევანს, მის უხეშ რეაქციებს კი სიტუაციის საკმაოდ დაძაბვაც მოჰყვა.
- მარიამ, არაფერი გითქვამს შენი ოჯახის შესახებ, რა გვარის ხარ, სადაური? ... - თითქოს სუფრასთან არსებული უარყოფითი მუხტის გაფანტვა სცადა გვერდით მჯდომმა ერთ-ერთმა სავარაუდოდ მისივე ასაკის მამაკაცმა.
- მოსაყოლი ბევრი არაფერია, წარმოშობით მთიული ვარ.... - ღიმილით ავღნიშნავ მე.
- რას ამბობ, რა გვარი? - ინტერესით ჩამეკითხა ქალბატონი ნინა.
- ძლივს ვიღაც მომეწონა, და იმდენ კითხვას დაუსვამენ ვიდრე ნათესავი არ გამოდგება!.... - მხიარულად აღნიშნავს ერთ-ერთი ახალგაზრდა.
- აბა, ბიჭო. ხომ არ შეიძლება მთელი საქართველო ბიძაშვილებად ვითვლებოდეთ!... - ხუმრობაში არ ჩამორჩა იქვე მჯდომიც.
ვიგრძენი მათი კომენტარებისგან როგორ გავწითლდი, თავი დავხარე და დაჟინებით მომზირალ ყმაწვილებს თვალი ავარიდე.
- კაიშაური! - ღიმილით შევხედე მოხუცს.
ჩემს სიტყვებს უცნაური რეაქცია მოჰყვა. თამარმა შეცბუნებულმა გახედა ძმას. თითქოს თვალებით ესაუბრებოდა წინ მჯდომს.
- კაიშაურები დიდი გვარი არაა... - ჩაფირებული საუბარს აგრძელებდა ლევანის გვერდით მჯდომი მამაკაცი -შალვა კაიშაურის ვინ ხარ?
უცნაურად გამიხარდა უცნობისგან დიდი ბაბუის სახელის გაგება, თვალები სიხარულით გამიბრწყინდა:
- შალვა ჩემი დიდი ბაბუაა გახლდათ...
მამაკაცმა გაოცებულმა გახედა ლევანს: - იცოდი?! - მართალია ჩუმად იკითხა, მაგრამ მისი კითხვა მაინც გავიგონე.
შალვას ხსენებაზე თვალები ცრემლებით აევსო ნინას, მისმა ცრემლებმა ჩემზეც იმოქმედა, იმდენად შემძრა, მეც კი ავტირდი. გაოცებული, გაფართოებული თვალებით გვიმზერდა ნინიკო. ალბათ არანორმალურად ეჩვენებოდა ჩვენი ქცევა, თუმცა ამ ემოციისთვის სახელის დარქმევა მეც მიჭირდა.
- შალვას ორი ვაჟი ჰყავდა, შენ რომლისა ხარ შვილო? - ხმის კანკალით მკითხა მოხუცმა.
- მე ჯაბას შვილიშვილი ვარ! - საკუთარი ხმა მეთვითონვე მეუცხოვა, ისეთი დაძაბული ვიყავი, მოხუცი კიდევ რაღაცას მეკითხებოდა, თუმცა მის სიტყვებს ყურადღებას აღარ ვაქცევდი, ჯიუტად მივჩერებოდი წინ მჯდომ გაფითრებულ ლევანს, რომელიც ისევ თვალებით ესაუბრებოდა დას. უტყვი საუბარი რამოდენიმე წუთს გაგრძელდა, თითქოს ისევ თამარი მოვიდა გონს.
- აი თურმე ვის ჰგევხარ, ქეთის!... - მღელვარებისგან ხმა უთრთოდა ქალს -მთელი დღეა ვფიქრობდი ვის მაგონებდი, დაჯერება მიჭირს, ქეთი კაიშაურის ქალიშვილი აფციაურებს სტუმრობს.... - გულში ძლიერად მიკრავდა თამარი, მოხუცზე ნაკლებად არც ის ღელავდა, ვგრძნობდი როგორ ცახცახებდა ემოციებისგან.
შეუძლებელი იყო ეჭვი შეგპარვოდა, ეს ხალხი ჩემს ოჯახს იცნობდა, იმაზე კარგადაც კი ვიდრე - მე.
უცებ გამიელვა: - იქნებ მამაჩემსაც იცნობენ, იქნებ?.... - საკუთარი ფიქრების პანიკურად შემეშინდა, თვალი წინ მჯდომ ლევანს შევავლე - შეუძლებელია! - თითქოს განგაში ატეხა გონებამ. ვიგრძენი სისხლი როგორ გამეყინა ძარღვებში.
- შეუძლებელია! - უნებურად ხმამაღლა წამომცდა, თუმცა აღარ მაღელვებდა რას ვამბობდი. საფეთქლებს ნერვიულად ვისრესდი, ვცდილობდი აზრებისთვის თავი მომეყარა.
ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, საკუთარი გულისცემაც კი მესმოდა, რამდენჯერ მიფიქრია რა განცდა მექნებოდა მასთან შეხვედრისას, ახლა კი წინ მეჯდა, მისი დაბნეული მზერა იმაზე მეტყველი გამოდგა ვიდრე წარმომედგინა, ჩემზე ნაკლებად არეული არც ის ჩანდა. არ ვიცი რა მინდოდა, ალბათ ველოდი, რომ ერთ სიტყვას მაინც მეტყოდა, არადა იმტენად მეტკინა, იმდენად მეწყინა... სწორედ ამ დროს ჩემმა ტელეფონმაც დარეკა, დედა იყო. მისი ზარი ასე ძლიერად არასოდეს გამხარებია.


- ხო, დე.. - ხმა მიკანკალებდა.
- რა გჭირს? ტირიხარ?! - მისი შეშფოთებული ხმა გულზე დამამშვიდებლად მომედო.
- არა, რას ამბობ... - ბოდიშის მოხდით სუფრას გამოვერიდე და შედარებით წყნარ ადგილზე გავედი - უბრალოდ ცივა და ცოტა მაკანკალებს... - ჩემი ჭკუით მოხერხებულად ვიცრუე.
- თბილად არ ჩაიცვი, ქურთუკი ხომ გაგატანე? - დედა როგორც ყოველთვის ღელავდა და მეც ეგოისტურად ბედნიერი ვიყავი. ახლა გვერდით რომ მყოლოდა აუცილებლად ჩავეხუტებოდი და ალბათ ბევრსაც ვიტირებდი.
- მარიამ, რამეს მიმალავ?! - გამომცდელად მეკითხებოდა ის.
- არა დე, რას უნდა ვმალავდე, არ მეგონა ასეთი სილამაზე თუ დამხვდებოდა... - ხელოვნურად მხიარული ხმით ვპასუხობ.
- მართლა? წარმომიდგენია... კარგად ერთობი?
სწორედ ამ დროს თავზე ლევანი წამომადგა: - იქნებ მალაპარაკო?! - მკაცრი ხმით კი არ მთხოვა, ფაქტიურად მიბრძანა.
ტანში უსიამოვნოდ გამცრა, მესმოდა დედა ისევ რაღაცას მეკითხებოდა, პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, ტელეფონი ხელიდან გამაცალა მამაკაცმა:
- გამარჯობა ქეთი!
გვერდზე გასვლა არც კი მიფიქრია, მუქარით ვუმზედი მას, მამაკაცის ხმის გაგონებაზე დედა გაჩუმდა, თითქოს იაზრებდა, ან იქნებ ხმის ტემბრს იხსენებდა, თავს დავდებდი, ტელეფონის მეორე მხარეს ტიროდა. ვხედავდი როგორ უცახცახებდა ხელები ლევანსაც, თითქოს მისალმება, მხოლოდ ეს ორი სიტყვა იყო საკმარისი, აღარაფერი უთქვამს ტელეფონი ისევ მე მომაწოდა.


მეექვსე თავი
მაქსიმალურად ცდილობდა მისი ტირილის ხმა არ გამეგო, მაგრამ მაინც ვხვდებოდი რომ ძალიან ეტკინა, ტელეფონი მეჭირა და ჩუმად ვისმენდი დედაჩემის ტირილს, კითხვის დასმა ვერ გავბედე. ჩვენი დუმილი კარგა ხანს გაგრძელდა, საბოლოოდ გონს ისევ ქეთი მოვიდა და რატომღაც საყვედურ ნარევი ხმით მკითხა:
- მთიულეთში არ გაგიშვი?! - თითქოს საკუთარ თავს ეუბნებოდა - ლევანი მანდ როგორ აღმოჩნდა?
- ისიც სტუმრადაა ჩამოსული, ნინიკოს ბიძაა, დედის ძმა.... - ვხვდებოდი, რომ ჩემდა უნებურად მამაკაცისთვის ტელეფონის გადაცემით დედას ტკივილი მივაყენე, ალბათ უკეთესი იქნებოდა შემემზადებინა, ამის გააზრებაზე მეც გული ამიჩუყდა, ხმა გამებზარა.
- ნინიკოს ბიძაა?! - ხმამაღლა მსჯელობდა ის. - მაპატიე, არ მინდოდა მასთან შეხვედრისას მარტო ყოფილიყავი! - ვერ მივხვდი რატომ მიხდიდა ბოდიშს.
- გაურკვევლობაში ნუ დამტოვებ, მითხარი, მამაჩემია?! .. - ჩესდაუნებურად ვერ გავბედე მამაკაცის სახელის წარმოთქმა.
დედამ ღრმად ამოისუნთქა, თითქოს გულიც ამოაყოლაო: - კი!... არ გეწყინოს მარიამ, ამ საკითხზე ტელეფონით ვერ დაგელაპარაკები, რამოდენიმე დღე მადროვე გთხოვ და ყველაფერს მოგიყვები!... - მუდარით მეუბნებოდა ის.
- დე, ხომ კარგად ხარ?! თუ გინდა ნურაფერს მომიყვები, არაფერს გკითხავ, ოღონდ არ ინერვიულო!... - ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი მე.
- მარიამ, გემუდარები, მანდ გასართობად გაგიშვი... ჩემზე ნუ ფიქრობ, ასეთ დღეში თუ იქნები, ახლავე წამოვალ იცოდე!...
მისი ხასიათიდან გამომდინარე ნამდვილად არ გამიკვრიდებოდა, მართლა ჩამოსულიყო ფასანაურში.
- ნუ გეშიანია, უცხოებში ხომ არ ვარ, საკუთარ ოჯახში ვყოფილვარ!... - ხუმრობა ვცადე - დავბრუნდები თბილისში და ერთს კარგად ჩაგეხუტები...
ჩემი ხალისიანი ხმის გაგონებაზე მივხვდი, რომ ცოტა დამშვიდდა: - რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე, ჩემი ცხოვრება ხარ, არც კი იცი, უკვე როგორ მომენატრე! - ისევ გაებზარა ქეთის ხმა.
აღარ მინდოდა ზედმეტი სენტიმენტებით სევდიან ნოტაზე დაბრუნება, ტელეფონი სწრაფად გავუთიშე, სველ მიწაზე მოწყვეტით დავჯექი, ტელეფონის ჩაბნელებულ ეკრანს ვუმზედი და ცრემლებს ვიწმენდდი.

წესით ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, სხვა თუ არაფერი ცხოვრების ერთად-ერთი ოცნება ავისრულე, მე კი ამ ბედნიერებას ვერ ვგრძნობდი. როგორც იქნა აზრები მოვიკრიბე, სახეზე ნაძალადები ღიმილი ავიკარი და სუფრას მივუბრუნდი.
- კარგად ხარ?! - ეჭვით ამომხედა ნინიკომ.
- მშვენივრად! - არ მინდოდა, მაგრამ მაინც ირონიულად გამომივიდა ნათქვამი. ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი და დედა-შვილს შორის ჩავეკვეტე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველამ იცოდა ჩემი ვინაობა, თითქოს სამუზეუმე ექსპონატი ვიყავი ისეთი ინტერესით მაკვირდებოდნენ.
- თამრიკო დეიდა, ოდესმე მომიყვებით როგორ გაიცანით დედა?! - მუდარით ვუმზერ ქალს.
- რა თქმა უნდა... - თბილად ჩამიხუტა, მისმა მოფერებამ აშკარად დამამშვიდა.
- აქ იმისთანები დატრიალდა ვიდრე დედაშენს ელაპარაკებოდი, დეიდა კი არა, მე მგონი მამიდა უნდა დაუძახო!... - ნახევრად ხუმრობით ჩუმად მიჩურჩულა ნინიკომ.
გავწითლდი, უხერხულად გავხედე გვედით მჯდომ მამაკაცთან მოსაუბრე ლევანს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არც კი შემოუხედავს, მაინც მივხვდი, რომ ჩემი მზერა არ გამოჰპარვია, ოდნავ შესამჩნევად, გვერდულად იღიმოდა. სიცილისგან თვალებთან რამოდენიმე ნაოჭი გაუჩნდა და ეს პატარა ბავშვივით გამიხარდა, მე და ლევანს ერთნაირი სიცილი გვქონდა. დღემდე შეუცნობელი კმაყოფილებისა და ბედნიერების განცდა დამიჩნდა, წინ მამაჩემი მეჯდა.

ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქეიფეები სიცივეს აშკარად ვერ გრძნობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თბილი ქურთუკი მეცვა, ნელ-ნელა მაინც ვითოშებოდი. მობუზული ვიჯექი და ნაბახუსევი ხალხისგან მომეტებულ სიყვარულის გამოხატვას მოთმინებით ვიტანდი. მოქეიფეები აშკარად არ აპირებდნენ დაშლას. ალბათ ზედმეტად საცოდავი და შეწუხებული სახე მქონდა, როგორც იქნა ისევ ნინიკომ ყურადღებაც მომაქცია.
- მოგწყინდა? - ჩუმად მიჩურჩულა მან.
- არა, მაგრამ შემცივდა... - ხელებით მკლავებს ვისრესდი და ვცდილობდი როგორმე გავმთბარიყავი.
- წასვლა გინდა? ბიჭებს ვთხოვ რომელიმემ სახლამდე ჩაგვაცილოს... - ის-ის იყო იქვე მჯდომი დეიდაშვილისთვის უნდა ეთხოვა წამოყოლა, რომ ლევანმა შეაჩერა:
- არაფრის თხოვნა არაა საჭირო, შენც თუ დარჩები არც ეგ იქნება ურიგო, მე და მარიამს არ გვაწყენს ფეხით გასეირნება, ვფიქრობ სალაპარაკო ბევრი გვაქვს!...
უნდა ვაღიარო მისმა სიტყვებმა საკმაოდ დამაფრთხო, ყველაფერს მივცემდი ოღონდ მასთან მარტო არ დავრჩენილიყავი, მუდარით გავხედე ნინიკოს, მაგრამ მეგობარი ჩემს ფიქრებს ვერ მიხვდა, ან ბიძისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედა:
-კარგი, დავრჩები და ჩემებთან ერთად წამოვალ...
უკმაყოფილო, ნაწყენი თვალებით შევხედე მეგობარს, ნირწამხდარი დავემშვიდობე ყველას და მოთმინებით მომლოდინე ლევანს გავყევი.

ორივენი ჩუმად მოვდიოდით, სიბნელეში გზას კარგად ვერ ვხედავდი. ხელში ფანარ მომარჯვებული ლევანი გვერდით მომყვებოდა, ბილიკ-ბილიკ რამოდენიმეჯერ წავიბორძიკე, მამაკაცმა დროულად შემაშველა ხელი, საბედნიეროდ თავის შეკავება შევძელი. უკმაყოფილო სახით დავხედე მკლავზე მარწუხებივით მოჭერილ მისი თითებს და უხეში მოძრაობით მოვიშორე.
- დედაშენი არ მაპატიებს, რომ დამიგორდე!... - ჩემმა საქციელმა აშკარად გაახალისა, ირონია ნარევი სიცილით გამომიცხადა მან.
- არა მგონია მისი გაბუტვის დიდად გეშინოდეს!...
- არასოდეს მშინებია, მით უმეტეს დედაშენის, თუმცა სხვა თუ არაფერი შვილი ხარ... - ვერ ვხვდებოდი მისი ირონიის მიზეზს, თითქოს დამცინოდა, თავი შეურაცყოფილად ვიგრძენი და დაუკვირვებლად რაც ენაზე მომადგა პირდაპირ წამოვაყრანტალე:
- რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ მაინც და მაინც თქვენი შვილი ვარ?!
თითქოს ასეთ კითხვას არ ელოდაო, ადგილზე გაშეშდა. თვალებში ჯიუტად ჩამაშტერდა, მისთვის თვალის არიდება არც კი მიფიქრია, კოპებშეკრული ვუმზერდი გაკერპებულ კაცს.
- საკუთარ სისხლს როგორმე ვიცნობ!... - ღრენით გამოსცრა კბილებში.
- მართლა?! როდის მიცანით, პაპაჩემის სახელი რომ ვთქვი?! - თანდათან ბრაზი მემატებოდა და ცოტაც და ალბათ ვიფეთქებდი.
ის კი უცნაურად მიმზერდა და ისევ გამაღიზიანებლად იღიმებოდა:
- გამიკვირდებოდა ასეთი რეაქცია რომ არ გქონოდა!... - დაუფარავი კმაყოფილებით აღნიშნა მან.
- ეს კომპლიმენტია?!
- ჩემი შვილისთვის კომპლიმენტი იქნებოდა... - გვერდულად გამომხედა.
ამჯერად მორიგი სისულელე რომ არ დამცდენოდა, შეგნებულად გაჩუმება ვარჩიე. მისი რეპლიკა უკომენტაროდ დავტოვე.
- შენთან ერთად წამოსვლა საკინკლაოდ არ გადამიწყვეტია... - როგორც იქნა ირონია მოაშორა ხმას - მეგონა გარკვეული კითხვები გექნებოდა. კითხვები, რომელსაც მოწმეების თანდასწრებით ვერ დამისვამდი...
- მე ორად-ორი კითხვა მქონდა, ვინ იყო მამაჩემი და უყვარდა თუ არა დედა...
- პირველის პასუხი უკვე იცი, რაც შეეხება მეორეს ნამდვილად მიყვარდა...
- დედას?!
- ამის პასუხი კარგახანს არც მე არ ვიცოდი, თურმე ვყვარებივარ, სამწუხაროდ გვიან გავიგე... - ამ სიტყვებში იმხელა ტკივილი იგრძნობოდა, რომ ძნელი მისახვედრი არ იყო, ამ თემაზე საუბარი აშკარად უჭირდა, არადა ცნობისმოყვარეობა მოსვენებას არ მაძლევდა, თავში ახალ-ახალი კითხვები მიტრიალებდა.
აშკარად მიხვდა ჩემს ფიქრებს: - არადა მეუბნებოდი მხოლოდ ორი კითხვა მაქვსო... - მეგობრულად ამიჩეჩა თმები.
- მომიყვები?!
- რას?! - ინტერესით შემომხდა მან.
- თქვენი შეხვედრის ამბავს.
- დედაშენს არ ეწყინება?
- ალბათ, მაგრამ... შენი ვერსიაც რომ მაინტერესებს!...
რამდენიმე წუთით მიყურებდა, თითქოს ფიქრობდა, ყოყმანობდა.
- ამიტომ არ წამომიყვანე, ეს საუბარი ხომ მხოლოდ ჩვენს შორის უნდა დარჩეს?!
- არა, ამ ამბავს ალბათ ქეთიც მოგიყვება, როცა დაბრუნდები. მინდა, სიმართლე ჩემგან მოისმინო... დღეს ბევრი რამ გადაწყდება, მიმიღებ თუ არა მამად, თუ ისევ ჩემს გარეშე გააგრძელებ ცხოვრებას. იქნებ როცა ყველაფერს მოისმენ ჩემი დანახვაც კი აღარ მოინდომო. ვინ იცის....



მეშვიდე თავი
- არ ვიცი, რამდენად მომისმენ ან ბოლომდე მომისმენ თუ არა, უბრალოდ მინდა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვიყო გულახდილი. სიმართლე გითხრა ის რომ ქეთის შვილი ჰყავდა არ გამკვირვებია, დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ გათხოვდა და ბედნიერად ცხოვრობდა მოსიყვარულე ქმართან ერთად. არ ვიცი იცი თუ არა, პროფესიით ექიმი ვარ, ქირურგი... უკანასკნელად დედაშენი თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში ექიმთან ვიზიტისას ვნახე, თითქმის შვიდ თვემდე ორსული, სწორედ მაშინ მითხრა, რომ გათხოვდა. აზრადაც არ გამივლია, რომ მომატყუა. უბრალოდ არ მეგონა, მიუხედავად ამხელა წყენისა შენს არსებობას თუ დამიმალავდა.
საკუთარი გვარი როცა მითხარი მაშინ დავეჭვდი, რაღაცამ გამკრა, თუმცა მაინც ვერ დაგაკავშირე ქეთისთან. დარწმუნებული ვიყავი, რომ საკუთარ შვილს არ მისცემდა საშუალებას ჩემთან და ჩემს ოჯახთან რაიმე საერთო ჰქონოდა, მით უმეტეს ნინიკოსთან ასე ემეგობრა.
წეღან როცა აღნიშნე, რომ ჯაბა კაიშაურის შვილიშვილი ხარ, კინაღამ მოვკვდი. პირველივე კითხვა რაც თავში მომივიდა ის იყო, რატომ იყავი დედის გვარზე? ჩემი ხმის გაგონებისას მისი რეაქციით თითქმის დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი ხარ. მაინც გადავწყვიტე შეძლებისდაგვარად საკუთარი ეჭვი ნინიკოსთან გადამემოწმებინა და ვიდრე ქეთისთან საუბრობდი ვკითხე, იცნობდა თუ არა მამაშენს.
სასაცილოდ არ ეყო ჩემი სიტყვები: - მამამისს თვითონაც არ იცნობს, ქეთი გათხოვილი არ ყოფილა და ბავშვიც საკუთარ გვარზე ჰყავსო...
ჩემი კითხვიდან გამომდინარე, ან იქნებ ჩემი რეაქციიდანაც, სავარაუდოდ ნინიკო მიხვდა ვინც ხარ, ვთხოვე გაჩუმებულიყო, იქამდე მაინც ვიდრე ამის გამხელას თავად არ მოისურვებდი. იმედია თხოვნას შემისრულებს.
- საბოლოოდ დავიბენი, დარწმუნებული ხართ, რომ თამარი ვერაფერს მიხვდა? თუ ჩემი ვინაობა არ გითქვამს ასე თბილად რატომ მეფერებოდა? -გაოცება ვერ დავმალე.
- თამარისთვის მისი უახლოესი მეგობრის ქალიშვილი ხარ, განა ეს საკმარისი მიზეზი არაა?! - კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა მან.
- ქალბატონ ნინასთვისაც მხოლოდ ქეთის შვილი ვარ? იმდენჯერ გამიმეორა ჩვენი ყოფილხარო... - ჩემსდაუნებურად თითქოს მეწყინა, საკუთარი განწყობა მეთქვითონვე მეუცხოვა, ვერ მივხვდი ასე ძალიან რატომ მსურდა სცოდნოდა მისი შვილიშვილი რომ ვიყავი.
- ნინას თემა უფრო მტკივნეული და რთულად ასახსნელია, ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობდით, დედაშენს თამარისგან არ არჩევდა... ზუსტ მიზეზს რატომ გაწყვიტა ქეთიმ ჩვენთან ურთიერთობა ვერავინ იგებდა, სიმართლე მხოლოდ ოთხმა ვიცოდით, მე, ჩემმა ძმამ, ქეთიმ და კობამ, კობა ის მამაკაცია გვერდით რომ მეჯდა. არ ვიცი, იქნებ ქეთიმ უთხრა კიდევაც ჯაბას სიმართლე, რატომღაც არამგონია გაემხილა. ისევ დედაშენმა დაგვინდო, დარწმუნებული ვარ, პაპაშენს სიმართლე რომ სცოდნოდა, შვილის შეურაცყოფას არ გვაპატიებდა...
- შეურაცყოფაში რას გულისხმობ?! - ხმა გამებზარა, იმის გაფიქრებაზეც კი რომ შესაძლებელია დედა ძალადობის მსხვერპლი ყოფილიყო და ვერ გაემხილა.
ჩემი შეშინებული სახის დანახვაზე გაეცინა: - არასწორად გამიგე, გთხოვ, ვიდრე ყველაფერს არ მოგიყვები, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებ. მესმის, ალბათ ჩვენგან სხვაგვარ რეაქციას ელოდი, თუმცა... მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრა, მიუხედავად იმისა, რომ თამარი ყოველთვის ეჭვობდა ქეთას მიმართ ჩემი გრძნობების შესახებ, მე ეს არასოდეს დამიდასტურებია. ჩვენი დაშორება ჩემი გაუბედაობის ბრალი იყო, დედაშენი ჩემივე სისულელით დავკარგე. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვიყავი ქეთი გათხოვდა, მაინც თავს ვირწმუნებდი, რომ ჩვენი სიყვარული უკვალოდ ვერ ჩაივლიდა, ხომ არ ვიცოდი შენი არსებობა, მაინც ველოდი, რომ ადღე თუ გვიან რაღაც ქეთისთან ისევ დამაკავშირებდა, ის ვიღაც თუ შვილი იქნებოდა თანაც ასეთი ლამაზი, არ მეგონა. - თბილად გამომხედა - თუ გინდა გამკიცხე, შემიძულე, მაგრამ გთხოვ, ბოლომდე მათქმევინე. მაპატიე, თუ შენი გამოჩენით გახარებულმა ხმამაღლა, სახალხოდ ვერ ვიყვირე რომ ჩემი შვილი ხარ. გრძნობების გამოხატვას მოვერიდე, სხვაგვარად არ შემიძლია. გიყურებდი და მეშინოდა, რომ როცა ჩვენს ისტორიას მოისმენდი, არ მაპატიებდი, შენც დედაშენის მსგავსად წახვიდოდი და ჩემი დანახვაც აღარ მოგინდებოდა.
- ზედმეტად მკაცრად ხომ არ აკრიტიკებთ საკუთარ თავს?! მე მხოლოდ მამის გაცნობა მსურდა, მეტი არაფერი, თქვენს განსჯას ნამდვილად არ ვაპირებ...
ჩემი ნათქვამი აშკარად ესიამოვნა: - იმედია, ამ სიტყვებს შემდეგაც მეტყვი... სუფრაზე მსხდომნი ალბათ მიხვდნენ რაღაც არაადეკვატური რომ ხდებოდა, თამარიც დაეჭვდა ტელეფონმე მოსაუბრეს რომ გამოგყევი, სავარაოდოდ არც მაპატიებს ამის დამალვას, თუმცა უკვე მნიშვნელობა აღარც აქვს. სიყვარულს ვერ მოგთხოვ, ამის არც უფლებაც მაქვს და არც ამბიცია, მე ისიც მეყოფა, თუ მამად მიმიღებ, შენი ახლოს გაცნობის საშუალებას მომცემ და ჩემს ოჯახს ეცოდინება შენი არსებობა. ალბათ ფიქრობ, ერთი დღეც არაა რაც გავიცანი და უკვე პირობებსაც მიყენებსო, ოცნება მაინც ხომ შემიძლია?! - თითქოს საკუთარ თავს დასცინაო, მწარედ გაეცინა მას - ძნელია აღიარო საკუთარი სისუსტე, ვიჯექი და ვფიქრობდი, საბოლოოდ ასე გადავწყვიტე, მირჩევნია ჩემგან გაიგო, თვალებში გიყურო და ისე მოვისმინო, რომ ჩემისთანა მამა არაფერში გჭირდება.
მისმა წუწუნმა აშკარად გამაღიზიანა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს განგებ ცდილობდა საკუთარი თავის უარყოფითად წარმოჩენას: - ძალიან გთხოვთ, ჩემს ნაცვლად გადაწყვეტილებას თქვენ ნუ იღებთ! მზად ვარ მოგისმინოთ, დასკვნებს კი ჩემით გამოვიტან!.
- კარგი იყოს შენებურად... - უხალისოდ დამეთანხმა ის - როგორც უკვე აღვნიშნე, ის რაც ჩემსა და ქეთის შორის მოხდა, რეალურად სულ რამოდენიმე ადამიანმა თუ იცოდა. თამარი ალბათ ინტუიციით ხვდებოდა რასაც განვიცდიდი. დაშორების დღემდე ერთმანეთთანაც კი არ გვიღიარებია, ჩვენი გრძნობები. თავიდან ალბათ მტრებს უფრო ვგავდით, შემდეგ ნელ-ნელა ერთმანეთს შევეჩვიეთ და ჩვენი მუდმივი ღრენა მეგობრებაში გადაიზარდა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამ ურთიერთობას მეგობრობას ვუწოდებდით.
ვერც კი მივხვდი ვისგან და როდის გაიჟღერა ნახევრად ხუმრობითი ტონით, რომ მე და ქეთი კარგი წყვილი ვიქნებოდით... დღემდე მახსოვს ის უარყოფითი ემოცია, რაც მაშინ განვიცადე. მთელი მონდომებით ვამტკიცებდი, რომ არ მომწონდა, თუმცა ჩემი მაინც არ სჯეროდათ, რაც უფრო უარვყოფდი მის სიყვარულს, ჭორი უფრო და უფრო ვრცელდებოდა და მყარდებოდა.
დღემდე მახსოვს, აგრესია, რომელიც კობასა და მამუკას, ჩემი ძმის მიმართ გამოვხატე, როცა პირდაპირ მომახალეს, რატომ არ გვითხარი, თუ ქეთი გიყვარდაო...
- თქვენ ბიჭო სულელები ხომ არ ხართ? უბრალოდ კარგი გოგოა, მაგასთან რა უნდა მქონდეს, ბავშვია, თავში უქრის, 10 წლით პატარა...
ახლა მეცინება საკუთარი რეაქციის გახსენებაზე, მაშინ კი პანიკაში ჩავვარდი, ისე დამაფრთხო იმის შეგნებამ, რომ შეიძლება მართლა მყვარებოდა, საკუთარ თავს ჯიუტად ვუმეორებდი, რომ ჩემი ქცევა არასწორად გაიგეს, რომ ყველაფერი ჭორიკანა და ცნობისმოყვარე ხალხის მოგონილი და მოჩიჩქნილი იყო, მათ ხომ საქმე არაფერი ჰქონდათ და ჩვენი მეგობრობისთვის სხვა სახელის დარქმევა სურდათ. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, ამ დაუფიქრებელ წინადადებას რა ფატალური შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ამ სიტყვებმა მთელი ჩემი მომავალი შეცვალა. მეშინოდა, რომ ჩემი გრძნობების გამხელის შემთხვევაში ქეთი შემიძულებდა. თურმე მწარედ ვცდებოდი.

მერვე თავი
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველაფერს თანმიმდევრობით მოგიყვები, დასკვნების გამოტანა კი შენთვის მიმინდვია.
ჩვენი გვარი გოგოჭურები წარმოშობით ხევსურეთიდან, სოფელ გუდანიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ ულამაზესი, გარკვეულ წილად ეგზოტიკური კუთხეა და მკაცრი ბუნებითა და კოშკებით დღემდე იზიდავს ტურისტებს, იქ ცხოვრება მაინც ძალიან ჭირდა. მამა მეტყევე იყო, დედა დიასახლისი, ჰქონდათ საკმაოდ ძლიერი მეურნეობა, მათი შემოსავლის ძირითად წყაროს რათქმა უნდა მეცხოველეობა წარმოადგენდა, თუმცა ერთი პატარა პრობლემა მაინც ჰქონდათ.
რამოდენიმე წარუმატებელი ორსულობის შემდეგ, როგორც იქნა გავჩნდი მე. კარგა ხანს ჩვენი პატარა ოჯახის ერთად-ერთი მემკვიდრე მხოლოდ მე ვიყავი, თუმცა ამას სულაც არ ვაპროტესტებდი, პირიქით მანებივრებდნენ, ყველა თავს მევლებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ქონების პატრონები არ ვიყავით, ოჯახში ეს არავის ადარდებდა, ერთად-ერთი პრობლემა გვქონდა, ჩემს მშობლებს მეორე ბავშვიც უნდოდათ, დედა რამოდენიმეჯერ დარჩა ორსულად, თუმცა ნაყოფის შენარჩუნებას ისევ ვერ ახერხებდა. თითოეული ბავშვის დაკარგვა, ოჯახში დიდ ტრაგედიად ითვლებოდა. როგორც იქნა ათი წლის შემდეგ ეს ოცნებაც აისრულეს, ერთის ნაცვლად ორნი, ტყუპები თამარი და მამუკა შეგვეძინა.
ჩვენი პატარა ოჯახი საკმაოდ გოგოჭურების დიდი ოჯახის ნაწილიც გახლდათ. ერთ დიდ ეზში ერთად ვცხოვრობდით ყველა. ზუსტი მიზეზი დღემდე არც ვიცი, რატომ გადაწყდა ცალკე კომლად გამოყოფა, უბრალოდ ერთ დღეს ოჯახურ სადილზე მამამ ყველას გამოუცხადა, რომ ფშავში გადავდიოდით საცხოვრებლად. დღემდე მახსოვს ბებიაჩემის გაოცებული და გაბრაზებული სახე. აშკარად ეწყინა მამაჩემი ნათქვამი, მისი სურვილი ლამის ოჯახის ღალატად ჩათვალა. თუმცა მამა ჯიუტად მაინც მის პოზიციას იცავდა, აღარც მშობლების განაწყენებას მოერიდა და ერთხელ მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა.
დღემდე ვერ გამიგია ზუსტი მიზეზი, რატომ გადმოვსახლდით ხევსურეთიდან, რამდენჯერაც ვიკითხე, მოკლედ მომოჭრეს: - სივიწროვე იყო და ასე სჯობდაო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვი რომ ჩვენი ჩამოსახლების დროს ჩვენ ბავშვები, მე ცამეტი წლის, ხოლო ჩემი და-ძმა სამი წლისანი ვიყავით. ფაქტიურად ცარიელ ადგილზე, თითქმის შუაგულ ტყეში დავსახლდით, ფაქტიურად იმ მხარეში ჩვენი ოჯახი იყო პირველი ვისაც სამოსახლოდ ნაკვეთი გამოუყვეს. მინიმუმ ნახევარი საათი მაინც უნდა გევლო ფეხით უახლოეს მეზობელ სოფლამდე რომ მისულიყავი, ადრეც აღვნიშნე, რომ მამა მეტყევე იყო და კარგი სახელით სარგებლობდა, მხარში დაუდგნენ მეგობრები, რამოდენიმე თვეში წამოჭიმა ორსართულიანი სახლი, გამოიყვანა წყალი, გაზაფხულზე ეზოში ჩაყარა ხეხილიც.
ნელ-ნელა, ეტაპ-ეტაპ ქმნიდა ახალ ბუდეს. მიუხედავად იმისა, რომ სახლი აშენებული და გადახურული იყო, საცხოვრებლად მოწყობილი ჯერჯერობით მხოლოდ ორი ოთახი და სამზარეულო გვქონდა, რომელსაც სასადილო ოთახადაც ვიყენებდით, დანარჩენ ოთახებსაც ნელ-ნელა საკუთარი ხელით აკეთებდა. პატარებს დიდად არ გასჭირვებიათ ახალ ადგილთან ადაპტირება, აი ჩემთვის კი საკმაოდ რთული გადასატანი გამოდგა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. სკოლამდე მისვლას თითქმის ერთ საათს ვანდომებდი, ზამთარში მთებიდან დამშეული ნადირი შედარებით ქვემოთ, ბარისკენ იწევდა, სკოლამდე ფეხით სიარული მიჭირდა და სიმართლე გითხრა მეშინოდა კიდევაც, ყველგან მშიერი ხახა დაფჩენილი მგელი მელანდებოდა.
მენატრებოდა ხევსურეთი და იქ დარჩენილი ოჯახის წევრები და მეგობრები. სკოლიდან დამითხოვდნენ თუ არა მაშინვე ხევსურეთში მივდიოდი.
ჩვენი ჩასახლებიდან ერთი წლის შემდეგ გამოჩნდნენ ახალი მოსახლეებიც, ეს კობას ოჯახი გახლდათ, თითქმის ერთი ასაკის სამი ძმის ჩვენს მეზობლად გამოჩენა ჩემთვის დღესასწაული იყო. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა (კობა ჩემზე ხუთი წლით დიდი იყო) ყველაზე კარგად ჩვენ შევეწყვეთ ერთმანეთს და მალე განუყრელ მეგობრებადაც ვიქეცით.
რამოდენიმე თვეში მამაჩემისგან კიდევ ერთი ახალი ამბავიც გავიგეთ, ჩვენს მეზობლად კაიშაურების ოჯახი უნდა დასახლებულიყო. გულისფანცქალით ველოდით ბავშვები მომავალ მეზობლებს. სამოსახლოდ მიწის ფართი მალევე გამოუყვეს, ჩამოვიდნენ მუშები, რომლებმაც მონიშნულ ნაკვეთს საკმაოდ მყარი გალავანიც შემოავლეს და ეს იყო და ეს. კაიშაურები თვალითაც არ გვინახავს. მხოლოდ ეზოს დაერქვა სახელი - „კაიშაურთ ნაკვეთი“, რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ოჯახი მხოლოდ ვირტუალურად არსებობდა ჩვენს სოფელში.
მე უკვე თექსმეტი წლის ვიყავი, სკოლა დავამთავრე, საკმაოდ წარმატებულად სამედიცინოზე ჩავაბარე, ოჯახმა მიქირავა ერთი პატარა ოთახი და საცხოვრებლადაც თბილისში გადმოვედი. როგორც ამბობდნენ ფიზიკურად ურიგოდ არ გამოვიყურებოდი, ბებიისგან იმდენად მქონდა შთაგონებული, რომ საუკეთესო და ყველაზე ნიჭიერი ვიყავი, საბოლოოდ ეს მართლაც დავიჯერე, საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა მქონდა, საკმაოდ ამპარტავან ადამიანად ჩამოვყალიბდი, თავი ყოვლისშემძლედ წარმომედგინა, შესაბამისად ჩემს შესაფერისად ქვეყნად არავინ მეგულებოდა. მშვენივრად მოვირგე თბილისური იმიჯი, გავიჩინე მეგობრები და დავივიწყე ვირტუალური მეზობლებიც.



მეცხრე თავი
როგორც იქნა საზაფხულო სესიები დავასრულე, პირველი კურსი საკმაოდ წარმატებით დავხურე და სახლში დავბრუნდი. ჩემი შინ მისვლა ოჯახისთვის დღესასწაულად ითვლებოდა, უკვე მოზრდილი, შვიდი წლის ტყუპები მხიარული ყიჟინით მხვდებოდნენ, აშკარად ზედმეტად ამაყობდნენ უფროსი ძმით.
ის დღე გუშინდელივით მახსოვს. კობასთან ვიყავი გადასული, როცა კაიშაურების ეზოს შავი მოზრდილი ჯიპი მოადგა. ავტომობილიდან ასაკიანი მამაკაცი გადმოვიდა და რკინის ალაყაფის კარები გახსნა, ავტომობილიდანვე გადმოვიდა მისივე ასაკის კარგად მოვლილი და გაპრანჭული ქალბატონი ორ მცირეწლოვან, ასე შვიდი-რვა წლამდე ბავშვებთან ერთად. მაშინვე მიხვდებოდით ჩვენებურები რომ არ იყვნენ, ბავშვები საგარეო ტანისამოსში გამოწყობილნი, გამხდარნი, ზედმეტად ფერმკრთალნიც კი გაოცებულნი აქეთ-იქით იყურებდნენ და ყველაფერს ცნობისმოყვარედ აკვირდებოდნენ.
- აი, ეს ადგილია.... - ბედნიერი, აშკარად კმაყოფილი ხმით უთხრა მამაკაცმა ქალს.
- მოგწონთ?! - ღიმილით დახედა მანდილოსანმა ბავშვებს.
- კარგია, ბევრი ხეებია, დახუჭობანას კარგად ვითამაშებთ. - მამაკაცის მსგავსად არანაკლებ კმაყოფილმა უპასუხა პატარა გოგონამ და ეშმაკურად გახედა გვერდით მგდომ ბიჭს.
- ბე, აქ მგლები იქნებიან?! - ცოტა არ იყოს შეშინებულმა ჰკითხა ვაჟმა ქალს.
- მგლები არა, დათვები კი... - იხუმრა მამაკაცმა.
დათვების გაგონებაზე ბავშვემბა შიშისგან გადიდებული თვალებით ერთმანეთს გადახედეს. მათი რეაქციის დანახვაზე მამაკაცმა სიცილი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა ახარხარდა - ნუ გეშინიათ, თქვენთან ვერც მგელი მოვა და ვერც დათვი, რომელიმე თუ შეგაწუხებთ ჩემთან ექნებათ საქმე...
მისმა ნათქვამმა შესაბამისი ეფექტი მოახდინა ბავშვებზე, პატარებმა აშკარად დაიჯერეს მისი ყოვლისშემძლეობა, კმაყოფილნი შეცვივდნენ ეზოში.
- აი, ეს მესმის, კაიშაურებმა გვიკადრეს?! - ირონიულად გამეცინა მე.
კარგა ხანს ვილაზღანდარე კობასთან და მის ძმებთან, ხან კარტი ვითამაშეთ, ხან ნარდი, საკმაოდ გვიან დავიშალეთ და სახლშიც წამოვედი.
მიუხედავად იმისა, რომ საღამოობით ფშავში საკმაოდ გრილა, იმ დღეს მთის კვალობაზე მაინც ზაფხულის თბილი საღამო იყო. ტყუპები ეზოში თამაშობდნენ, დედა სამზარეულოში საქმიანობდა, მამა ვერ დავინახე თუმცა არც მომიკითხავს, პირდაპირ ოთახში, რომელსაც პირობითად ჩემი ოთახი დავარქვი, შევედი და რკინის, ზამბარიან ლოგინზე მოწყვეტილი დავვარდი.
რატომ ჩემი?! ალბათ გემახსოვრება, სახლის მშენებლობა ბოლომდე დასრულებული არ იყო, იმ ზაფხულს მამას აღარ დაველოდე, ამოვიჩემე ამ ოთახს ჩემით გავაკეთებ მეთქი, კედლები ცემენტით საკუთარი ხელით შევფინთხე, ისეთი კმაყოფილი ვიყავი, თითქოს ერთი ოთახი კი არა მთელი სახლი ჩემი აშენებული ყოფილიყო. დიდი ზარ-ზეიმით შევიტანე ჩემი ბარგი და იმ დღიდან იქ შევსახლდი. მეორე სართულზე იატაკი დაგებული არ იყო, კოჭებზე, რომელზეც დიქტი მქონდა აკრული, გარდი-გარდმო, ალაგ - ალაგ იყო დაწყობილი ფიცრები, ძლიერი ქარის დროს ფიცრები მოძრაობდა და რახა-რუხი გაუდიოდა, თუმცა მე ეს სულაც არ მაწუხებდა, მაინც ბედნიერი ვიყავი.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ოთახში შევედი და ლოგინზე წამოვწექი. არ ვიცი ასე რამ დამღალა, ვერც კი გავიგე ისე სწრაფად ჩამეძინა.
საკმაოდ ღრმა ძილში მყოფს ჩამესმა ბავშვის განწირული კივილი, დაფეთებული წამოვვარდი, ვერ მივხვდი საიდან მოდიოდა ხმა, ავიხედე და დავინახე ჩემს მიერ საგულდაგულოდ აკრული დიქტი ჩამოხეულიყო, კაიშაურების პატარა გოგონა ერთ-ერთ კოჭზე დაკიდებული ჩემს ზემოთ ფართხალებდა, წარმოდგენა არ მქონდა როგორ მოხვდა იქ, გაოცებული ვუმზერდი და იმას ვერ ვხვდებოდი, რომ ბავშვს დახმარება სჭირდებოდა.
- რომ ჩამოვხტე, დამიჭერთ?! - მუდარით შემომხედა პატარამ.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, თუმცა ალბათ ბოლომდე მაინც არ მენდობოდა: - მართლა?! - ისევ ჩამეკითხა ის.
- დაგიჭერ, დაგიჭერ... - სიცილს ვეღარ ვიკავებდი.
- ერთი, ორი და .... - სამის ჯერი აღარც დადგა, გოგონამ კოჭს ხელი გაუშვა და მკლავებში ჩამივარდა.
ბავშვი დავიჭირე თუ არა ზემოდან ბავშვების ყიჯინაც მომესმა, ჩამოხეული დიქტის ადგილიდან ტყუპები და კაიშაურების ბიჭუნა მიყურებდნენ.
- მანდ რას აკეთებთ?! აბა სწრაფად დაბლა ჩამოდით!. - ღრენით ავძახე ბავშვებს. ყურადღებით შევათვალიერე ჩემს წინ მდგომი გოგონა, ხელები დაკაწრული ჰქონდა, გაწეწილ თმებში აბლაბუდები, მტვერში ამოგანგლულს არაფერი ჰქონდა საერთო დილით ნანახ გაპარანჭულ თოჯინასთან. თვალები ცრემლებით ევსებოდა როცა საკუთარ დასისხლიანებულ მკლავებს უყურებდა, ალბათ ტკიოდა, ტუჩები ისე უთრთოდა, თითქოს სატირლად ემზადებოდა, თუმცა თავის შეკავებას მაინც ახერხებდა.
- შეგიძლიათ ამიხსნათ პატარა ქალბატონო იქ რას აკეთებდით?! - მკაცრი ხმით ვკითხე ბავშვს.
კითხვაზე პასუხის გაცემა არ დასცალდა, ერთმანეთის მიყოლებით შემოვიდნენ ბავშვები ოთახში.
- იქ რატომ დააბიჯე?! - უსაყვედურა ბიძაშვილმა.
- შენ ხომ მითხარი სცადეო?! - არ ჩამორჩა გოგონა.
- იქ რა გინდოდათ?! - ამჯერად ოთხივეს ვეკითხებოდი.
ბავშვები თავდახრილები იდგნენ და ერთმანეთს შეშინებულები შესცქეროდნენ. ისევ დაზარალებულმა გაბედა, პასუხის გაცემა:
- მე და ჩემი ბიძაშვილი სტუმრად მოვედით, ბებომ და პაპამ მოგვიყვანეს, ვიდრე უფროსები საუბრობდნენ მეორე სართულზე ავძვერით. ფიცრებზე დავდიოდით. შემთხვევით ფეხი ამიცდა და… უკვე გაიგეს?! - ნახევრად ტირილით ჰკითხა ბიჭუნას.
- არა, ჩამოვედით თუ არა აქ შემოვედით…
ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე ჩემი მშობლები მხიარულად ესაუბრებოდნენ კაიშაურებს.
- კარგით ბავშვებო, თქვენ აქ იყავით, მე სტუმრებს მივესალმები…
მხრებში გამართული მივუახლოვდი მოსაუბრეებს.
- ესეც ჩვენი უფროსი ვაჟი!… - ღიმილით გამომხედა მამამ.
- ოჰ, მოგესალმებით ვაჟკაცო!… - კარგი ნაცნობივით ხელი ჩამომართვა მამაკაცმა.
- ბედნიერი ქალი ხართ ნინა, ერთამანეთზე უკეთესი ბავშვები გყავთ, თქვენი წარმატებების შესახებ ბევრი გვსმენია… - თბილად მეუბნებოდა ქალბატონი.
- ნამდვილად ასეა, მოგვესწრო ვაჟი, აი უმცროსებიც წამოიზრდებიან და…
- შვილი მაშინაა შენი ვიდრე პატარაა, მით უმეტეს ვაჟი… - სიცილით აღნიშნა სტუმარმა - შემდეგ გაიზრდებიან, მუშაობას დაიწყებენ, დაოჯახდებიან და თავის ბუდეს შექმნიან და სადღა იცლიან მშობლებისთვის. თუმცა არ ჩათვალოთ თითქოს ვწუწუნებთ, ორი ვაჟისგან ორი შვილიშვილი გვყავს და შვილების მონატრებას ისინი გვივსებენ…
- მართალი ბრძანდებით, ქალბატონო ქეთევან. - ღიმილით დაეთანხმა მამა.
- მოკლედ თავს აღარ შეგაწყენთ, როგორც შევთანხმდით ზურაბ იქით კვირიდან მშენებლობას ვიწყებთ, თქვენი დახმარები იმედი მაქვს…
- რა თქმა უნდა ბატონო შალვა, თუ რამით შევძლებ დახმარებას…
- ბავშვებო წასვლის დროა… - შვილიშვილებს გასძახა ქალბატონმა ქეთევანმა.
ერთმანეთის მიყოლებით გამოლაგდნენ ჩემი ოთახიდან პატარები, პირველი კაიშაურების ვაჟი მოდიოდა, უკან ტრუპები მოჰყვებოდნენ, ბოლოს კი თავდახრილი გოგონა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებმა მისი იარების დაფარვა სცადეს, მაინც აშკარად ჩანდა დაზიანებული მკლავები და მტვრიანი ტანსაცმელები.
- რა მოგივიდა?! - ყელიდან კივილი აღმოხდა ბებიას.
- მოკლეზე ჩამოვედი!…- ხუმრობა სცადა ბავშვმა.
- რას გულისმობ მოკლეზე ჩამოსვლაში? - სიცილს ვერ იკავებდა მამაჩემი. ტყუპებმაც რადგან დაინახეს რომ სტუმრის საქციელზე ზურა სულაც არ ბრაზობდა, სხაპასხუპით დაიწყეს ქეთის მარცხის შესახებ მოყოლა…
გაფითრებული და განერვიულებული სახით ისმენდა მათ მონათხრობს ქალბატონი ქეთევანი.
- იქნებ ლურსმნები ჟანგიანიც იყო შრატი დაგჭირდება.. - წუხდა ქალი - ადამიანს არაფერს შეარგებთ, არ გრცხვენიათ?! სულ ორი წუთის მოსულები იყავით. რას იფიქრებს ეს ხალხი…
- ძალიან გთხოვთ, ბავშვებს ნუ საყვედურობთ… რა ქნან, რაღაცით ხომ უნდა გაერთონ?! - მათ გამართლებას ცდილობდა დედა.
მამაკაცები კი შეჰყურებდნენ უხერხულად აწურულ ბავშვებს, ქეთის რომელმაც არ იცოდა სად დამალულიყო და სიცილს ვეღარ იკავებდნენ. თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს და კაიშაურებიც წავიდნენ.
აი, ასე ვნახე პირველად დედაშენი, ის შვიდი წლის იყო, მე კი - ჩვიდმეტის. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს პატარა გოგონა ჩემი ცხოვრების უმტავრეს ქალბატონად იქცეოდა. ალბათ თქმაც არ უნდა, რომ ბავშვებს ჩემგან თავი შორს ეჭირათ. ან რა საერთო უნდა მქონოდა თითისტოლა ღლაპებთან, ტყუპები და პატარა კაიშაურები სწრაფად დამეგობრდნენ და მთელ თავისუფალ დროს თამაშში ატარებდნენ.
უნდა აღვნიშნო, რომ ოჯახის უფროსი, ბატონი შალვა მამას გაცნობისთანავე მოეწონა, შეძლებისდაგვარად აქტიურად ეხმარებოდა სახლის მშენებლობისას, თავზე ადგა მუშებს, აკონტროლებდა, რომელიმე მათგანს სამშენებლო მასალები „შემთხვევით“ ხელს არ გაეყოლებინა. დედაც საკმაოდ დაუახლოვდა ქალბატონ ქეთევანს.
თავისუფალ დროს მეც სიამოვნებით მივდიოდი კაიშაურებთან, რომლებიც ყოველვის თბილად მხვდებოდნენ, არ ვიცი რა ხიბლი ჰქონდა ამ ოჯახს, თუმცა ფაქტი იყო, ყველაზე მყუდროდ და კომფორტულად სწორედ მათთან ვგრძნობდით თავს.

ასე გადიოდა დრო, სექტემბერში ისევ თბილისში დავბრუნდი, სოფლის ამბებს ძირითადად მშობლებისგან ვიგებდი, როგორც აღნიშნავდნენ შალვა და ქეთევანი საკმაოდ ხშირად ჩადიოდნენ, აი ბავშვები კი ძირითადად არდადაგების დროს მოჰყავდათ. შესაბამისად ტყუპებიც გულისფანცქალით ელოდნენ დასვენებებს მეგობრების გამოჩენის იმედით.
თბილისს იოლად შევეჩვიე, ახალი სამეგობრო წრე გავიჩინე, იყო პატარ-პატარა სასიყვარულო ისტორიებიც, თუმცა სერიოზული არაფერი, დიდხანს ურთიერთობის შენარჩუნება არ შემეძლო, რაოდენ ძლიერადაც არ უნდა მომწონებოდა ქალი რამოდენიმე თვიანი ურთიერთობის შემდეგ სწრაფადვე მბეზრდებოდა, შემდეგ ურთიერთობის ახალ ობიექტს ვეძებდი, ვიყავი ასე მუდმივ სასიყვარულო დრამებში გახლართული.
არ იფიქრო, თითქოს გართობას გადავყევი და სწავლას ვივიწყებდი, პირიქით, ექიმობა ჩემი მოწოდება, ცხოვრების აზრი იყო, რომლისკენაც მიზანდასახულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწებდი.
ლექტორები ჩემში საკმაოდ დიდ პოტენციალს ხედავდნენ და მაქსიმალურადაც მიწყობდნენ ხელს, მესამე კურსზე გადავედი თუ არა, ყველაზე მომეტებულად საქართველოში ცნობილი ქირურგი თამაზ შიოშვილი მფარველობდა, რომელმაც მესამე კურსზე გადავედი თუ არა მისსავე კერძო კლინიკაში სტაჟირების გავლა შემომთავაზა, გუშინდელი დღესავით მახსოვს ჩემი პირველი ემოცია, როცა საოპერაციოში ბატონ თამაზთან ერთად მოვხვდი, მიუხედავად იმისა, რომ მე მხოლოდ დამსწრე ვიყავი და ოპერაციის მსვლელობისას მხოლოდ დამკვირვებლის როლი მერგო, გული გამალებით მიცემდა, ვუმზერდი დასტაქრის ძლიერ ხელებს, როგორ ფაქიზად და დაკვირვებით მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ხშირად შევსწრებივარ, როგორ კლავდნენ საკლავს და ამ პროცესში მეც არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა, ადამიანის სხეულის გაკვეთილ მდგომარეობაში დანახვა ნამდვილად ძნელი ასატანი გამოდგა, ვიგრძენი როგორ გამაცია, სახეზე ფერი დავკარგე, საოპერაციოდან ძლივს გამოვასწარი გულისრევა იქვე რომ არ დამწყებოდა, საოცრად შემრცხვა, პედაგოგს თვალს ვეღარ ვუსწორებდი, თუმცა ბატონ თამაზს სულაც არ გაჰკვირვებია ჩემი რეაქცია.
- ეს ბუნებრივიცაა ყმაწვილო, შემდეგ შეეჩვევი, ოპერაციის დროს მხოლოდ იმაზე უნდა იფიქრო, რომ იმ წუთში შენზეა დამოკიდებული პაციენტის სიცოცხლე, მას შენი დახმარება სჭირდება, ეს ბევრად გაგიიოლებს და ასეთ წვრილმანებზე აღარ იფიქრებ.
მიუხედავად ჩემი მრავალგზის მცდელობისა, ადამიანის სისხლთან მიჩვევა მაინც მიჭირდა. ვერ-იქნა და ვერ მოვახერხე პაციენტისთვის გულგრილად შემეხედა, მიუხედავად იმისა, რომ გულისრევა როგორც იქნა მოვიშორე, სახეზე ფერს მაინც ვკარგავდი, ვერც აჩქარებულ გულისცემას მოვუხერხე რამე, ეს განცდები სულ რაღაც რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, შემდეგ მეტ-ნაკლებად ვირეგულირებდი პულსაციას და ბატონ თამაზს გულმოდგინედ ვეხმარებოდი. განვიცდიდი ჩემს ემოციურობას, საბოლოოდ აზრი ისევ პედაგოგს ვკითხე, რომელსაც ჩემი ემოციები სასაცილოდაც არ ეყო:
- ამ გულისფანცქალისგან განთავისუფლება არც კი იფიქრო, ეგ ნერვიულობა სიცოცხლის ბოლომდე გაგყვება...
დრო გადიოდა, მე უკვე ოცდახუთი წლის ვიყავი. საკმაოდ დატვირთული გრაფიკით ვმუშაობდი ბატონ თამაზთან, უკვე დამამთავრებელ კურსზე მყოფი თავისუფალ დროს ან ვსწავლობდი ან რამოდენიმე დღით მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გავდიოდით. შესაბამისად სოფელში იშვიათად ჩავდიოდი. ერთი სული მქონდა, როდის ავიღებდი დიპლომს, რომ სახლში ერთი კვირით მაინც წავსულიყავი, თუმცა საკუთარ ოჯახზე მეტად ხევსურეთი მენატრებოდა.

როგორც იქნა ოცნება ავიხდინე, უკვე დიპლომიანი ექიმი გახლდი. ამაყი და ბედნიერი შინ მივდიოდა. მინდოდა საკუთარი სიხარული პირველად მშობლებისა და ჩემი და-ძმისთვის გამეზიარებინა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მგულშემატკივრობდა, დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემი წარმატება ყველაზე მეტად სწორედ ჩემს ოჯახს გაუხარდებოდა.
სამარშუტო ტაქსმა ჟინვალთან გადაუხვია, უსწორმასწორო, დანგრეულ გზაზე ფრთხილად მიიწევდა წინ. არ მისული ჩარგალთან, სოფ. წიფრანის გადასახვევთან გავაჩერებინე მძღოლს, გზიდანვე არაგვთან, ჭალაზე მოკლეზე ბილიკი ჩადიოდა, მეც სწორედ ამ ბილიკით ჩავირბინე. აქედან თამამად შემეძლო მეთქვა, უკვე სახლში ვიყავი, მდინარეზე გადებულ ბეწვის ხიდს კმაყოფილმა გავხედე, გული უჩვეულოდ მიცემდა, ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი, ვიგრძენი როგორ გაივსო ფილტვები ჟანგბადით. ის-ის იყო ხიდზე შევდექი და მოულოდნელად სროლის ხმაც გავიგონე. ერთ გასროლას რამოდენიმე მოჰყვა. იმდენად ახლოს ისროდნენ, დამწვარი დენთის სუნიც კი მომივიდა.
- ხომ გეუბნებოდი, მოვარტყავ მეთქი, ხედავ რა მაგარი ვარ?! - გოგონას ხალისიანი ხმაც გავიგონე. ცნობისმოყვარეობამ მძლია და მეც იმ მიმართულებით წავედი საიდანაც საუბარი ისმოდა.
-მოდი დისტანცია შევცვალოთ, ვნახოთ ამ მანძილიდან რას იზავ... - სიცილით უპასუხა მამაკაცმა.
მოულოდნელობისგან ადგილზე გავშეშდი, ასე თხუტმეტი - თექვსმეტი წლის გამხდარი, საკმაოდ მაღალი გოგონა პისტოლეტით ხელში ზურგშექცევით იდგა, მოთმინებით ელოდებოდა მამაკაცს, რომელიც მისგან საკმაოდ შორს აშკარად სამიზნედ განკუთვნილ ლუდის ქილებს აწყობდა.
- მზად ხარ? - აქამდე ზურგით მდგომი მამაკაცი მისი მიმართულებით შემობრუნდა, გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა, როცა ჯაბა კაიშაური შევიცანი.
გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია: - ცოტა შორს დადექი, შემთხვევით არ ავაცილო... - ჯაბადან გამომდინარე ძნელი მისახვედრი აღარ იყო ვინ იყო მსროლელი. გაშლილი, ტალღოვანი, წაბლისფერი თმა ხელით გვერდზე გადაიწია, სასროლ პოზაში დადგა, ვუმზერდი როგორ დაძაბული მისჩერებოდა სამიზნეს, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მე ვიყავი მსროლელი, წამიერად სუნთქვაც კი შევწყვიტე. ქალმა სასხლეტს ხელი გამოჰკრა და ისევ რამოდენიმეჯერ გაისროლა, ერთმანეთის მიყოლებით მიფრინავდა დარტყმისგან ავარდნილი ლუდის ქილები.
კმაყოფილი ყიჟინა ვერ შეიკავა ქალმა, არანაკლებ აღტაცებული მისჩერებოდა მამაკაციც.
- დედაშენმა თუ გაგვიგო, მომკლავს, პირობა მივეცი სროლის უფლებას არ მოგცემდი!.
- გოგოჭურები არ ჩამიშვებენ და საიდან გაიგებს?! - მხიარულად იცინოდა ქეთი. საკუთარი გვარის გაგონებაზე შევკრთი, ინსტიქტურად აქეთ-იქით გავიხედე, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქის ფაქტზე გამომიჭირეს და მიხვდნენ ჩუმად რომ ვუყურებდი. საკუთარ რეაქციაზე თვითონვე გამეცინა.
- მოკლედ,საკმარისია, ამჯერად ჩემი ჯერია...
- აუ, მა... გეხვეწები, კიდევ ერთხელ რა!... - იარაღს ვერ თქმობდა ქეთი.
- ეს ბავშვი არ იცვლება, რა ახტაჯანაც იყო, ისევ ის დარჩენილა!... - დიაგნოზი დავუსვი და მსროლელ მამა-შვილის თვალთვალი შევწყვიტე. სახლისკენ მივდიოდი - ლამაზი კი დამდგარა! -უნებურად მეღიმებოდა, მე ხომ იარაღ მომარჯვებული გოგონას სახე მედგა თვალწინ.








მეათე თავი
როგორც იქნა მოვედი სახლში, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორ შემხვდებოდნენ, სიცილით, სიხარულით, ცრემლებით, ფერებითა და მსუბუქი საყვედურებით. თუმცა გამოვაცხადე თუ არა, რომ ერთი კვირით ვრჩებოდი, დედაჩემის გული ოდნავ მოვიგე.
- შენი გადარეული მეგობარია ჩამოსული? - თბილად მოვუჩეჩე თმები თამარს.
- მთავარი არ იცი, ვიდრე მისები ჩამოვლებ, ჩემთან რჩება!... - გახარებულმა გამომიცხადა ჩემმა დამ.
- რას მეუბნები, გაგვმმართლებია, იმედია კალაშნიკოვით არ იქნება შეიარაღებული!... - ირონია არ დავიშურე.
- ასეთი ტონით ნუ ლაპარაკობ, არაჩვეულებრივი ბავშვია, ზრდილი და კულტურული! - გამოესარჩლა მეზობელს ნინა.
- რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება!... რა ვიცი, კი გაუდით ორი საათია მამა-შვილს ბათქა-ბუთქი, ალბათ ესეც ზრდილობის ნიშანია.. - ისევ ვიღრინები მე, რატომღაც არ მინდა ჩვენთან დარჩეს, თუმცა ვერ ვხვდები რატომ...
- რაღაც შენი ტონი არ მომწონს, მისი ჩვენთან დარჩენა ჯაბამ მთხოვა, რამდენიმე დღით თბილისს მინდა მოვარიდოო. იმედია სტუმარს პატივისცემით, რომ უნდა მოექცეთ, თქმა არ გჭირდებათ!.. - ეს სიტყვები აშკარად მხოლოდ მე მეხებოდა, მკაცრად შემომხედა მამა - კარგად მახსოვს მუდამ რომ კინკლაობთ, იმედია, გაშველება არც თქვენ დაგვჭირდება?!... - ამჯერად რატომღაც მამუკას გახედა მამამ.
- მაგას ვერ დაგპირდებით!... ყველაზე სასიამოვნო გასართობი მისი წვალებაა!. - თვალი ჩამიკრა ჩემმა ძმამ.
- სავარაუდოდ დროა ჩემი ბარგი ჩავალაგო და ისევ თბილისში დავბრუნდე!...
- სირცხვილია ლევან, რაც მისი ოჯახისგან პატივისცემა გვაქვს, ერთი ციდა ბავშვი ვერ შეგვინახია რამდენიმე დღით?! დამიჯერე, მშვენიერი გოგოა...
- ეგ ერთი ციდა გოგო თუ სწორად მახსოვს, აქ მოსვლის პირველივე დღეს ლამის თავზე დამეცა... - პოზიციებს არ ვთმობდი მე.
- რა ბოღმა ხარ ლევან, როდინდელი ამბავი გაიხსენე?! - აკისკისდა თამარი.
- რა გახსენება უნდა ჭერს რომ ახედავ დღემდე ეტყობა შენი დაქალის კვალი!....
- ამჯერად ვთხოვთ, ახალი რამ მოიფიქროს, ისეთი ჭერის ამბავი სულ დაგავიწყოს!... - აშკარად ოხუნჯობის განწყობაზე იყო დედაც.
- რა გაგიკეთათ მაგ გოგომ, რით მოგხიბლათ? თუმცა მე რა მენაღვლება, რამდენიმე დღეში მაინც ხევსურეთში წავალ, მისი გაძლება თქვენ მოგიწევთ!...
- ნუ ღელავ, როგორმე გავუძლებთ, უჟმურო!... - აშკარად გამებურტა ჩემი და.
- ამდენი თვეებია სახლში არ ვყოფილვარ, მეგონა ჩემი ჩამოსვლა გაგიხარდებოდათ თქვენ კი კაიშაურების გაპრანჭული ქალიშვილის სტუმრობა უფრო გაღელვებთ!...
-ისე ვეჭვიანობდი ქეთიზე, თითქოს ოჯახის წევრების სიყვარულს მართმევდა.
ვერაფრით იგებდნენ რა მქონდა კაიშაურის საწინააღმდეგო, პრინციპში ამას ვერც მე ვხვდებოდი. რადგან ერთხელ ვთქვი, რომ არ მინდოდა მისი სტუმრობა, აზრს აღარ ვიცვლიდი.
საბოლოოდ მდგომარეობიდან მაშინ გამოვედი, როცა დედამ შეპარვით გამომიცხადა, რომ ოთახი ქეთისთვის უნდა დამეთმო. უნდა აღვნიშნო, რომ პატარაობიდანვე ტყუპებს საერთო ოთახში ეძინათ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე თხუთმეტი წლისანი იყვნენ, ერთმანეთს მაინც არ ეშვებოდნენ და დღემდე ერთ ოთახს იყოფდნენ. კაიშაურის სტუმრობას ახალი პრობლემაც მოჰყვა, მართალია ბავშვს უწოდებდნენ, მაინც აღიარებდნენ, რომ გასათხოვარ გოგოს გვერდით ბიჭს ვერ მიუწვენდნენ. ამიტომ თამარის განცხადებასაც: - მეგობრებს „საჭორაოს“ რა გამოგვილევს და შესაბამისად ერთ ოთახში დაგვაწვინეთო, რათქმა უნდა დაეთახმნენ.
მათთვის ყველაზე შესაფერის ოთახად კი რატომღაც ჩემი საძინებელი აირჩიეს, შესაბამისად მამუკასთან მასახლებდნენ. მინდოდა თუ არ მინდოდა, დაზარალებული საბოლოოდ ისევ მე გამოვდიოდი.
- ვიღაც ღლაპის გამო საკუთარ სახლშიც კი არ მასვენებთ, ამ საღამოსვე წავალ ხევსურეთში!. - დავემუქრე დედას.
- ლევენ შვილო, ძალიან გთხოვ, გულს ნუ მტკენ, ისე გელოდით, მამაშენმა რომ გაიგონოს ეს სიტყვები გული დაწყდება... რა მოხდება სულ რამდენიმე დღით!..- მუდარით მიმზერდა დედა.
ისეთი საყვედურით მიყურებდა, თითქოს ჩემი გულგრილობით მსოფლიოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩავდიოდი. დედაჩემის ცრემლებით სავსე თვალებს ვერ გავუძელი და შემრცხვა:
- კარგი, ნუ ღელავ, ორიოდე წუთში გადავბარგდები მამუკასთან!.. -დავამშვიდე და ამდენი ჯაფისგან გადაღლილი სახე დავუკოცნე ქალს.
- ჩემი სოცოცხლე ხარ!... - ესევ ისე ჩამიხუტა დედამ თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი.

კაიშაურები მალევე გამოჩნდნენ, ადრეც აღვნიშნე, რომ ამ ოჯახს, განსაკუთრებით კი ჯაბა კაიშაურს საოცარი უნარი ჰქონდა მხოლოდ დადებითი გაეცა, მისი თანამდებობიდან გამომდინარე მიკვირდა ამას როგორ ახერხებდა.
- ავ-კარგიანი კაციაო!... - ამ ორი სიტყვით ახასიათებდა მამა და ძნელი იყო არ დასთანხმებოდი.
მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად ვხედავდი უფროს კაიშაურს და ჩვენს შორის არც თუ უმნიშვნელო ასაკობრივი სხვაობაც იყო, მის მიმართ უდიდეს პატივისცემას და მოწიწებას ვგრძნობდი. არ იყო ამპარტავანი, იყო ერთ-ერთი საუკეთესო მოსაუბრე.
იმდენად მხიარულად შემოვიდა, ისე თბილად მოგვიკითხა, დამნაშავე თვალებით გავხედე საკუთარ ოჯახის წევრებს, ამჯერად მარტლაც გულწრფელად მრცხვენოდა რამოდენიმე საათის წინ ნათქვამი სიტყვების. კაიშაურს სავარაუდოდ არ უნდოდა ისედაც მრავალრიცხოვან ოჯახს, ქეთი ზედმეტ ტვირთად დაგვწოლოდა, ეზრუნა ქალიშვილის კეთილდღეობაზე, საბარგული სურსათ-სანოვაფით გაევსო და მამუკას დახმარებით ნელ-ნელა შემოჰქონდა ეზოში. იმხელა მარაგი წამოეღო იფიქრებდი ქეთის მთელი წლით ტოვებსო.
- რაო, ჯაბა ბატონო, მთელი თბილისის მარაგი წამოიღეთ? - ეხუმრებოდა ზურა.
- ამათი ამბავი რომ ვიცი, ეს მცირედი ნამდვილად არ გაწყენთ!... - ღიმილით გახედა თინეიჯერებისთვის დამახასიათებელი კივილ-წივილით ჩახუტებულ თამარსა და ქეთის. - აბა, როგორ მიდის სტუდენტობა? - ამჯერად ჩემთვის მოიცალა ჯაბამ.
უფროსი კაიშაურის სიხარულით აციმციმებულ თვალებს რომ შევხედე, საკუთარი სულმდაბლობის კიდევ ერთხელ შემრცხვა.
- სტუდენტობა დასრულდა, უკვე შტატიანი ექიმია, ქირურგი!... - ალბათ პირველად ვიგრძენი ზურას ხმაში სიამაყის მარცვალი და ორმაგად გამიხარდა ამის მიზეზი მე რომ ვიყავი.
- გილოცავ, სხვაგვარად არც შეიძლებოდა! აბა ჩვენ ახლა დავადექით სტუდენტობის გზას, ვნახოთ რა გამოგვივა!... - უკანასკნელი სიტყვები ჩუმად წარმოსთქვა და გვედულად გახედა ამჯერად დედაჩემთან მოსაუბრე ქალიშვილს.
- მართლა?! მოსალოცავ გქონიათ საქმე, განა თამარივით მომავალ წელს არ უწევდა ჩაბარება? - გამიკვირდა მე.
- წესით კი, მაგრამ როდის იყო დადგენილ ნორმებს ექვემდებარებოდა?! მეთერთმეტე კლასი ფუჭად დროის კარგვააო, ექსტერნად ჩააბარა გამოცდები და...
- აი, ეს მესმის... - გულწრფელად გამიკვირდა და აღტაცება ვერ დავმალე - გილოცავთ!... - აშკარად სიმპატიით განვეწყვე ქეთის მიმართ.
შინ შემოსვლაზე რატომღაც ჯაბამ უარი განაცხადა: - ჩემი სიტუაცია ხომ იცი, სამწუხაროდ ძალიან შეზღუდული ვარ, თბილისში უნდა დავბრუნდე! - მრავალმნიშვნელოვნად შეხედა მამას.
გამიკვირდა ზურას სიჩუმეც, მისი ხასიათი კარგად ვიცოდი, სტუმარს სახლის კარებიდან კი არა, ლამის ხეობიდან ეპატიჟებოდა შინ და როგორც წესი მასთან უარი არ ჭრიდა. ეს პირველი შეთხვევა იყო ასე მორჩილად, უსიტყვოდ რომ დაეთანხმა.
- ლევან, ყოველ ჩამოსვლაზე მე და მამაშენი სანადიროდ წასვლას ვგეგმავთ, თუმცა თავი ვერა და ვერ ოვაბით, იქებ მოვიფიქროთ და... - მეგობრულად დამიტყაპუნა.
- მე ისედაც აქ ვარ, მთავარია თქვენ, დიდმა საქმიანმა ხალხმა გვიკადროთ!... - მსუბუქად გაგვკენწლა მამამ.
- ვნახოთ, ვნახოთ, ღმერთის წყალობით თუ მშვიდობა იქნება, ამასაც ვიზავთ... - ზედმეტად სერიოზულმა, ოდნავ დაძაბულმაც კი უპასუხა კაიშაურმა.
მისი სიტყვები კარგად არ მენიშნა, თუმცა არაფერი მიკითხავს, არ მინდოდა ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამოვლენა.
- არაფერზე იღელვო, ყველაფერი კარგად იქება! - მრავალმნიშვნელოვნად მოეხვია მამა. ერთხელ კიდევ დაემშვიდობა ყველას, საკმაოდ ხანგრძლივად ჰყავდა ჩახუტებული ქეთი, შევიშნე როგორ აევსო თვალები ცრემლებით გოგონას, რატომღაც ჩვენთან სტუმრობით გამოწვეულ სიხარულს ვერც მას ვამჩნევდი.
მინდოდა თუ არ მინდოდა, მაინც უნდა მეღიარებინა, რომ ქეთის სტუმრობამ აშკარად ხალისი შემოიტანა. ჩვენი სტუმრის სანახავად თითქმის მთელმა სოფელმა ჩვენთან მოიყარა თავი. პრინციპში სიტყვა „მთელი სოფელი“ საკმაოდ ხმამაღლა ნათქვამი იყო, სულ რაღაც ორი ოჯახი ვიყავით. ჩვენი და კობას ოჯახი. ვაკვირდებოდი გოგონას და მიკვირდა, როგორ ახერხებდა, ყველას მის გარშემო ეტრიალა, ვიღაც ნარდს აჭახუნებდა, ვიღაც კარტით თამაშობდა...
დედა მთელი მონდომებით ცდილობდა საპატიო სტუმრისთვის ესიამოვნებინა. ტრადიციულ ხინკალს ამჯერად ზურგი აქცია, ამზადებდა ხორციან ჩაშუშულს, საუკეთესო დედალიც დაკლა:
- ნეტა შენ რომ არ გეზარება!... - სიცილს ვერ ვიკავებდი მე.
- რას ამბობ შვილო, მათთან რომ მიხვალ პატივი რითი გვცენ არ იციან, უხერხულია, უბრალო სადილით ხომ ვერ დავხვდებით!...
დღემდე ვერ ვხვდები, როგორ ახერხებდა სუფრის ხელოვნების ნიმუშად წარმოჩენას, ისე ჰქონდა მაგიდა გაწყობილი, ჭამა დაგენანებოდა, თუმცა ამდენ თამაშსა და გართობაში ისეთი დამშეულები ვიყავით მისი ხელოვნების ნიმუშის მოფრთხილება არც კი გაგვხსენებია, ხარბად დავიწყეთ გაწყობილი ნუგბრის შთანთქვა.
ჩემი ყურადღება დედაჩემის დაძაბულმა სახემ მიიპყრო, რომელიც ერთ წერტილს მისჩერებოდა. ინსტიქტურად თვალი გავაყოლე და შევნიშნე, ასეთი სახით ქეთის უმზერდა. კითხვით სავსე თვალებით შევხედე ნინას.
- სალათის გარდა ახლოს არაფერს გაჰკარებია!...
- რა მოხდა მერე?! ალბათ, არ მოსწონს!... - დაუფიქრებლად წამოვროშე და შევნიშნე ისედაც გაღიაზიანებული როგორ გაფითრდა.
- რომ არ მოსწონს მაგას მეც მივხვდი, დამრჩა ბავშვი მშიერი!... - ნერვიულად ისერესდა დედა ხელებს.
- კარგი, ნუ ნერვიულობ, მოვიფიქრებთ რამეს!... - მისი დამშვიდება ვცადე.
შორიდან ვაკვირდებოდი სხვადასხვა სახეობის კერძებს როგორ სთავაზობდნენ ხან თამარი და ხან მამუკა, თუმცა ჩვენი სტუმარი სახე აწითლებული, სიცილით ისევ უარს ეუბნეოდა.
- დედას გეფიცებით, მართლა არ მშია... - კისკისება ის.
საბოლოოდ ალბათ ტყუპებსაც მობეზრდათ მასთან ლოლიალი და თავი დაანებეს. თითქოს ამას ელოდაო ქეთი წამოდგა და ეზოში გვერდით, განცალკევებით მდგომ ფაცხაში შევიდა, სადაც პატარა თონე გვქონდა მოწყობილი და ზაფხულობით სამზარეულოს ფუნქციითაც ვიყენებდით. ინსტიქტურად მეც უკან მივყევი. ღუმელში წკაპა-წკუპით იწვოდა შეშა. იქვე მდგომ პატარა სკამზე ჩამოჯდა და ჩაფიქრებული, ცრემლებით სავსე თვალებით მისჩერებოდა აკიაფებულ ცეცხლის ალს, არ ვიცი რას ფიქრობდა ან რას დარდობდა, თუმცა ფაქტი იყო რომ სულაც არ ეცინებოდა.
- არ ვიცოდი აქ თუ იყავით! - ისე გავიოცე, თითქოს მართლაც ახლა დავინახე. დაბნეულმა ამომხედა, უხერხულად შეიშმუშნა.
- ცოტა შემცივდა და... - ხმა უთრთოდა ქეთის, მეტი დამაჯერებლობისთვის ბეჭებზე მოხვეული თხელი პლედი, უფრო მჭიდროდ შემოიხვია.
- მართალია, ცოტა ცივა.. - ისეთი სახე მივიღე, თითქოს დავიჯერე მისი განცალკევების ეს მიზეზი. - თუ წინააღმდეგი არ იქნები, მეც შემოგიერთდები.....
- რას ბრძანებთ, სხვა თუ არაფერი საკუთარ სახლში ბრძანდებით... - ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა.
- საკუთარ სახლში?!... - ირონია გამეპარა ხმაში.
- არა?! - გაოცება ვერ დაფარა მან.
- რა თმა უნდა... -შეძლებისდაგვარად თბილად ვუპასუხე.
გოგონამ ყურადღებით ათვალიერებდა ფაცხას, მომცრო ზომის თაროზე ყავა და საშაქრე შენიშნა, ყავადანთან ერთად. თვალები გაუბრწყინდა.
- ყავას ხომ არ დალევთ?!... - ისეთი ტონით მკითხა, თითქოს ის იყო მასპინძელი და მე სტუმარი. მის შინაურულ ტონზე გამეცინა.
- რატომაც არა...
ყავადანში ორი კოვზი ყავა ჩაყარა, ორი კოვზი შაქარიც დაამატა, იქვე მდგომი ვარცლიდან წყალი ჩაასხა და ყავადანი შეშის ღუმელზე დადგა.
- განა ბალონზე ადუღება არ ჯობდა? - თვალით პატარა, ერთ კამფორიან გაზის ბალონზე ვანიშნე.
- შეშის ღუმელზე ადუღებულს სულ სხვა გემო აქვს... - თბილად გამომიცხადა მან.
- ალბათ... შაქრიანი მინდოდა თუ არა არ უნდა გეკითხა?! - ისევ ირონიულად ვეუბნებოდი.
- უშაქრო გიყვართ?! - დამფრთხალი აიწურა ის.
- არა, მაგრამ შენ ხომ არ იცოდი?! - მისი უხერხულად აწითლებული სახე იმდენად მართობდა, ცოტაც და ავხარხარდებოდი.
- მართალია არ ვიცოდი, თუმცა დღემდე ჩემი ადუღებული ყავა არავის დაუწუნია...
- თვითდაჯერებული ხომ, პატარა ქალბატონო... - მასთან ზედმეტად ახლოს მივედი და თვალებში ჩავაცქერდი.
დავინახე, როგორ გაფითრდა, წითელი, ზედმეტად ვნებიანი ტუჩები შიშისგან აუთრთოდა. დამფრთხალი მიმზერდა. ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით, ვგრძნობდი, გარკვეულ წილად ჩემი ეშინოდა და რატომღაც ეს ეგოისტურად მსიაოვნებდა. თუმცა, ეს მომენტი სულ რამოდენიმე წამს გაგრძელდა, თვითკონტროლი სწრაფად დაიბრუნა, გვერდულად გახედა ყავადანს:
- თუ არ გაიწევით და ღულემთან მისვლის საშუალებას არ მომცემთ ყავა გადმოვა, შესაბამისად ვეღარც გაიგებთ გემრიელია თუ არა!...
- არ გადმოვა... - უკვე თითქმის გადმოსვლამდე მისული ლითონის ყავადანი ინსტიქტურად შიშველი ხელით ავიღე.
- ცხელია, რას აკეთებთ!... - შეუკავებელი კივილი აღმოხდა ქეთის.
თითქოს ახლაღა ვიგრძენი, ცეცხლისგან გახურებულმა ყავადანმა როგორ ამწვა ხელისგული, მაგრამ ტკივილს მაინც ვერ ვგრძნობდი. ჩემი საქციელით დაზაფრულ ქალის თაფლისფერ თვალებს ვუცქერდი და მიხაროდა. ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი ტაბლაზე დალაგებულ ყავის ფინჯნებს და ნელ-ნელა ჩამოვასხი ქაფქაფა სითხე. კბილს - კბილზე ვაჭერდი, რომ ტკივილისგან კვნესა არ აღმომხდენოდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდად ვერ ვხვდებოდი ხელების დაწვით რას ვუმტკიცებდი ქეთის, რატომღაც არ მინდოდა ჩემი სისუსტე დაენახა. ალბათ გიჟად ჩამთვალა, ხელების კანკალით აიღო მისი კუთვნილი ჭიქა და ფრთხილად მოსვა.
აშკარად სუფრასთან მსხდომებმაც იგრძნეს ყავის მაცდური არომატი, ფაცხაში თავი ჯერ თამარმა შემოყო:
- ეეე, ამათ უყურეთ რა... ნამუსი გაქვთ? ჩვენ არ გივნდა ყავა?!
- რამდენს ლაპარაკობ, შემოდი და დალიე, თუ გინდა... - უკმაყოფილო სახით შევუღრინე უმცროს დას.
თამარს მამუკა მოჰყვა, მამუკას კობა და საბოლოოდ ყველანი ფაცხაში შემოლაგდნენ.

მეთერთმეტე თავი
- თქვენ არც კი იცით როგორი სიურპრიზი გვაქვს, - მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ბიჭებს თამარმა - ჩვენი ქეთი ნათელმხილველობის ნიჭითაა დაჯილდოვებული, ყავაზე მკითხაობს!...
- რას ამბობ, გაგიჟდი?! - გაოგნებულმა გახედა ქეთიმ.
- აუ, გემუდარები უარი არ მითხრა! - თხოვნის ნიშნად ყელს უწევდა ჩემი და - გავერთობით რა...
ძნელი მისახვედრი არ იყო, გოგონები აშკარად მაიმუნობდნენ, თუმცა მაინც ინტერესით ველოდი ოხუნჯობის გაგრძელებას. მიუხედავად იმისა უყვარდათ თუ არა ყავა, იმ დღეს რატომღაც ყველას ხელში ყავის ჭიქა ეჭირა, მეცინებოდა, კობას სახეს როცა ვუმზერდი.
- როგორ შეიძლება ამ საზიზღრობაზე გიჟდებოდნენ?!.- დუდღუნებდა ის, ჭიქას უმისამართოდ ატრიალებდა, თითქმის მთლიანად მორეცხილ ფსკერს ეჭვით დასცქეროსა და ალბათ, მეათედ მაინც ეკითხებოდა გოგოებს, ხომ ნამდვილად გამოჩნდებაო.
პატარა ტაბლასთან მოკალათდნენ გოგონები, ბიჭებს თითქოს ეშინოდათ არ აღრეოდათ ჭიქები და საკუთარი ფინჯნები საგულდაგულოდ ეჭირათ ხელში. ერთმანეთის ლოდინში ვერცერთ ვერ აგებედა პირველი დამჯდარიყო სამარჩიელოდ.
ყველაზე გაბედული ისევ ტყუპისცალი გამოდგა, ღლაბუც-ღლაბუცით, ირონიული სიცილით დაუჯდა წინ ქეთის. ქალმაც ყურადღებით აათვალიერა ვაჟი, თითქოს აზრს იკრებსო, რამოდენიმე წამით თვალები დახუჭა და დაიწყო ზღაპრების ფრქვევა:
- ცხენს ვხედავ... ვიღაც მოგწონს, შეყვარებული ხარ?! - ინტერესით უმზერდა.
- არა, რა შეყვარებული!... - ამ ერთი შეხედვით უწყინარი კითხვისგან ზედმეტად განერვიულდა მამუკა.
- რავი აბა, აქ ასე ჩანს, აშკარად ვიღაც გიყვარს, მისი სახელი ასობგერა „ნ“-ზე იწყება.
- შეუძლებელია, ეგ ყველაფერი მანდ ჩანს?! - ინტერესით მიაჩერდა ჩაშავებულ ჭიქას ნიკა.
- შენ ვერ დაინახავ, მოკლედ მაგ შენს ნიაკოს არ უყვარხარ, ილუზიებს თავი დაანებე!... - ირონიულად გამოუცხადა ქეთიმ და კმაყოფილი მზერით გადახედა ჩემს დას.
უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა და რომ ეს ყველაფერი თამარის ოინები იყო.
- არ ვუყვარვარ?! დარწმუნებული ხარ? იქნება მაინც... - თითქოს უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდა მამუკა, სიცილი ძლივს შევიკავე.
ჩემი ძმის შემდეგ კობას ჯერი დადგა. მამუკას მაგალითით დაზაფრულმა ხელისკანკალით მიაწოდა ჭიქა.
- რა არის ეს კობა?! - ხმა გაუმკაცრდა სტუმარს - ბარემ გაგერეცხა და ისე მოგეწოდებინა, აქ ვერაფერს დავინახავ!... - გრაციოზულად გვერდით გადადო ჭიქა.
- აუ, გეხვეწებით გოგოებო, ხომ მითხარით გამოჩნდებაო... - საყვედურით გახედა თამარს.
- მე რაშუაში ვარ?! მკითხავი ისაა... - მხრები აიჩეჩა ჩემმა დამ.
- კარგი ჯანდაბას, რაც ჩანს გეტყვი, მოკლედ... - რამოდენიმე წუთით თითქოს ისევ ფიქრობდა ქეთი - წარსულში ვიღაც გოგო გყვარებია, ლამაზი, მე თუ მკითხავ შენთვის ზედმეტად ლამაზიც კი - დამცინავი ტონით გამოუცხადა ქალმა - მოკლედ, ის გოგო სხვასაც ჰყვარებია და თუ ჭკვიანად არ იქნები და არ იმარჯვებ ცოლადაც მოიყვანს...
- ეგ ყველაფერი მანდ დაინახე?! - ეჭვი გაკრთა კობას ხმაში.
- რა არ მენდობი?! - თვალები აუპილპილდა ქეთის - ეს უკვე ღირსების საკითხია! - ან მოიყვანე ის შენი ლიკა ცოლად ან არა და, რომ გათხოვდება სხვაზე მერე იმკითხავე ამ ჭიქაში რა დავინახე და რა არა!...
- შეუძლებელია ტო! - გაფითრებული მიყურებდა კობა - ლიკა რომ ჰქვია ეგ როგორღა გაიგო?!
- კარგი რა თუ ძმა ხარ!... ვერ ხედავ გვაგოიმებენ!... - სიცილი ვეღრა შევიკავე მე.
- ზეპირად იციან თქვენი ისტორიები, თუ გინდა მე დავუჯდები და ნახავ როგორ უცებ დამუნჯდებიან...
- ბოდიში, გიო... - ქეთის წინ ჩამომჯდარი კობას ძმა თავის სკამიანად გვერდით გადავსვი და ჩემი ჭიქა მივაწოდე - აბა, გისმენთ პატარა ქალბატონო!... - თვალებში ჩავაცქერდი.
ჩემს ასეთ ქცევას თითქოს არ ელოდა, დამფრთხალმა გახედა თამარს. თუმცა ჩემი და ვერაფერში დაეხმარებოდა, უნდოდა თუ არ უნდოდა ახალი ზღაპრები უნდა შეეთხზა.
- თეთრი ხალათი გაცვია, ექიმი ხარ... - ხმის კანკალით დაიწყო მან.
- ეგ ყველამ იცის!...- ირონია არ დავიშურე.
- ზედმეტად ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული, ქალებით თამაში გიყვარს...
- არც ეგაა სხვებისთვის უცნობი... - სიცილს ვერ ვიკავებდი მე.
- თუმცა მოხდება შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამ, რაც აზრს შეგაცვლევინებს... - თვალებში ჭინკები აუციმციმდა ქეთის.
- რაღაცას ბოდავ!... - უხეშად გამოვუცხადე მე.
თითქოს ჩემი გაღიზიანებული ტონი არ შეუმჩნევია ისე გააგრძელა:
- ძალიან მალე, შენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის გადარჩენა მოგიწევს!... - თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ჭიქას უმზერდა.
ტანში უსიამოვნოდ გამცრა: - არც ამაშია რამე სიახლე, ექიმი ვარ, ყოველ დღე ვიღაცას ვეხმარები, ალბათ ვინმე ახლობელიც იქნება...
- მეტს ვერაფერს ვხედავ!.. - ხმა ჩამწყდარმა მომაწოდა ჭიქა.
- სულ ესაა შენი ნიჭი?! არა გრცხვენიათ ასე რომ იტყუებით?! - ღრენით ვკითხე გოგოებს.
- კარგი რა, ნუ იცი ყველაფრის დრამატიზირება, ვერთობით!... - აგდებული ტონით მიპასუხა თამარმა.
- ამ ჩერჩეტებს რომ სჯერათ ვერ ამჩნევთ?! - ამჯერად მხოლოდ ქეთის შევუბღვირე.
ჩემი საყვედური აშკარად ეწყია, შევნიშნე როგორ აჭარხლდა სახეზე, მზერაც მომარიდა: - ბოდიშს ვიხდი, თუ გაწყენინეთ!... - ყრუდ ჩაილაპარაკა მან.
- მოკლედ დღეს კლოუნიადა დასრულებულია, დანარჩენი სხვა დროს გააგრძელეთ!..- ისეთი ტონით ვთქვი ეს სიტყვები, რომ შეწინააღმდეგება ვერავინ გაბედა. ნიჟარასთან ყავიანი ჭიქები უხალისოდ დაალაგეს და უკმაყოფილო ჩუმი ზუზუნით ნელ-ნელა დაიშალნენ.
- შეუძლებელია, ჩემი ალალი ძმა ასეთი უჟმური იყოს!... - უკვე მერამდენედ მლანძღავდა თამარი, თან ნინას სუფრის ალაგებაში ეხმარებოდა, ქეთი ნიჟარასთან იდგა, ფიქრებში წასული ოდნავ შესამჩნევად იღიმებოდა და თან რეცხავდა გორასავით დაგროვილ თეფშებს.
ქეთის დუდუნისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ძმასთან ერთად დასაძინებლად შევედი, ტანზე გაუხდელად დავწექი თამარის, აწ უკვე ჩემთვის განკუთვნილ ლოგინზე.
- ქეთისთან დაკავშირებით აზრი არ შეიცვალე? - თითქო ეშინაო მისი სიტყვები გოგოებს არ გაეგონათ, ჩურჩულით მკითხა მამუკამ.
- ცუდი ბავშვი არ ჩანს, თუმცა გინდა - არ გინდა „ბ-ა-ვ-შ-ვ-ი-ა“! - თვალი ჩავუკარი გვერდით მწოლიარეს.
- სხვანაირია, ყველასგან განსხვავებული... - ოდნავ მეოცნებე ხმით წარმოსთქვა ბიჭმა.
გაოცებულმა გავხედე თითქმის კაცობა შეპარულ ძმას, რატომღაც არ მომეწონა მის სიტყვებში გაჟღერებული აღტაცება.
- განსხვავებულის რა გითხრა, ერთი ჭირვეული, განებივრებული გოგოა! - ღრენით წარმოვსთქვი მე.
მამუკას აღარაფერი უთქვამს, სახეზე ნეტარი ღიმილი დასთამაშებდა, თითქოს ოცნებობდა, მე კი... კიდევ დიდხანს ვისმენდი თამარის დუდუნს, რატომღაც აღარ მეძინებოდა, თვალწინ ჩაფიქრებული, ცრემლებით სავსე ქეთის თვალები მედგა და ჩემთვის გაურკვეველი რაღაც მტკიოდა.
გოგონები დალაგებას მორჩნენ და აშკარად ჩვენი ოთახის ფანჯარასთან დასხდნენ, ერთმანეთში ჩუმად ჩურჩულებდნენ, სიტყვებს ვერ ვარჩევი, თუმცა ღამის სიჩუმეს პერიოდულად მათი კისკისი არღვევდა. მათი სიცილი იმდენად გადამდები იყო, რომ უნებურად მეც მეცინებოდა, ცნობისმოყვარეობით ვკვდებოდი რაზე საუბრობდნენ, თუმცა მიუხედავად მცდელობისა სიტყვებს მაინც ვერ ვარჩევდი, როდის-როდის, თითქმის გამთენიისას წავიდნენ დასაწოლად და მეც მეშველა. ღამის სიჩუმედ მხოლოდ ჭალიდან მოსული არაგვის ხმაური არღვევდა, მდინარის დუდუნიც იავნანასავით ჩამესმოდა და რამდენიმე საათით თვალებიც მივლულე.
თუმცა დიდხანს ძილი მაინც არ დამცალდა, ჯერ მამლის ყივილმა გამაღვიძა, რომელსაც უცნაური ყარჭატითა და კაკანით ინდაურები და ქათმებიც აყვნენ. შემდეგ დედაჩემი აფუსფუსდა, სავარაუდოდ წინა ღამით დარეცხილ ჭურჭელს ალაგებდა, მალე მამაჩემიც გამოვიდა ეზოში. სოფელი იღვიძებდა, ისმოდა მოსაწველი საქონლის ზმუილი, ცხვრების ბღავილი.
ასეთ გნიასში მივხვდი რომ დაძინებას ვეღარ შევძლებდი, კბილების კრეჭითა და ღრენით, თმა აბურძგნილი წამოვდექი, ზემოდან შემოცმა არც კი მიფიქრია, წელს ზემოთ შიშველი ეზოში გავედი.
- რომ გკითხოთ სტუმარს პატივი რითი სცეთ არ იცით, და ცოტა ხმადაბლა რომ ისაუბროთ არ შეგიძლიათ?! - უკმაყოფილო სახით გავხედე ერთმანეთთან საკმაოდ ხმამაღლა მოსაუბრე დედ-მამას.
- შენგან განსხვავებით სტუმარს კარგახანია ღვიძავს!... - თვალი ჩამიკრა მამამ.
- ნინა დეიდა საკმარისია, თუ კიდევ დავამატო? - ფაცხიდან წვრილად დაჭრილი კარტოფილით სავსე დიდი სათლით ხელში საკმაოდ თბილ სპორტულებში გამოწყობილი ქეთი გამოვიდა.
აშკარად არ ელოდა ჩემს დანახვას, დაბნეულმა, სახე აჭარხლებულმა თვალი ამარიდა.
- დილა მშვიდობისათ! - ჩუმად, თითქოს საკუთარ თავს მიესალმაო ისე მითხრა, ჩემ პასუხს აღარც დალოდებია, როგორც კი დედაჩემისგან მიიღო დასტური, რომ კატროფილის დამატება საჭირო არ იყო, მაშინვე უკან შებრუნდა.
- ნუ დადიხარ ასე, უხერხულია... - დამიცაცხანა დედამ.
აშკარად ვხედავდი, რომ ჩემთან ყოფნისას რატომღაც ზედმეტად იძაბებოდა კაიშაური, მე კი ეს ძალიან მართობდა და უნდა ვაღიარო სასურველზე მეტადაც კი მსიამოვნებდა, სწრაფად მოვწესრიგდი და ფაცხაში მოფუსფუსე გოგონას თავზე დავადექი.
- ტოროლაც ყოფილხარ!
- არა, უბრალოდ უცხო ადგილთან შეგუება გამიჭირდა და ვერ დავიძინე!... - ისე დახარა თავი, თითქოს უძილობის გამო ბოდიშს იხდიდა.
- დიასახლისობა გეხერხება, თუ მოწამვლის კანდიდატები ვართ?! - დაუფარავი ირონიით ვკითხე მე.
- დარწმუნებული ვარ სუფრასთან კერძების ფართო არჩევანის საშუალებაც გექნებათ, თუ არ მენდობით, შეგიძლიათ ჩემი ნახელავი არ მიირთვათ... - ირონიაში არ ჩამომრჩა ისიც.
მისი სიტყვები თითქოს არც გამიგიაო, დამარილებულ, უმ კარტოფილს დავწვდი და პირში გავიქანე. ჩემი საქციელით გაკვირვებულმა ჯიქურ შემომხედა:
- ბავშვობიდან მიყვარს უმი კარტოფილი, ჩემს ორგანიზმს აშკარად კრახმალი აკლია!... - ის - ის იყო კიდევ ერთი უნდა ამეღო, რომ თითებში პატარა ბავშვივით ჩამარტყა:
- არამგონია სასიამოვნო იყოს საჭმელში ხელის ფათური, ვერ ვიტან როცა საქმით ვარ დაკავებული და ხელს მიშლიან!... - ღრენით, კბილებში გამოსცრა მან.
- შენ როგორი აგრესიული ყოფილხარ, უმი კარტოფილი დამამადლე??! - გაოცება ვერ დავმალე.
- როგორ გეკადრებათ, - რამოდენიმე კარტოფილი პატარა თეფშზე დამილაგა და მომაწოდა - მიირთვით! - იმდენად დამცინავი ტონით მომაწოდა, რომ სურვილი გამიჩნდა მოწოდებული თავზე დამემხო, თუმცა თავი შევიკავე და ხელოვნური სიმშვიდით ახალი კითხვა დავუსვი:
- ისე, რამდენადაც გუშინ შევნიშნე, კვებაში საკმაოდ პრეტენზიული ყოფილხარ თუ შევცდი?!...
- მთლად პრეტენზიულს ვერ ვიტყოდი, არის გარკვეული სახის საჭმელი, რომელსაც ვერ ვჭამ...
- მაგალითად?
- მაგალითად ჩახოხბილი, ოსტრი და... მოკლედ ისეთი საკვები სადაც ბევრი ცხიმი, პომიდორი და ხახვია..
- ხორცი შენ არ გყვარებია და არაფერი, საკმაოდ მარტივი შესანახი ყოფილხარ!...
- მთლად ასეც ვერ ვიტყოდი, მიყვარს შემწვარი ქათამი, მწვადი, ხინკალი, თუმცა რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ხორცის ხინკალს ხაჭოს ან ყველის მირჩევნია.
- მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ჭირვეული მჭამელი ხარ, უნდა ვაღიარო გემოვნება გქონია, მწვადზე არც მე ვიტყოდი უარს... - გამეცინა მე. - კიდევ რა გიყვარს?
- კიდევ?! - რამოდენიმე წამს ჩაფიქრდა ის - სოკო მიყვარს, ნებისმიერ კერძს მირჩევნია...
- მართლა?! რამე რომ იყოს წამოხვალ სოკოს საკრეფად? - ინტერესით ვკითხე მე.
- არა, რას ამბობ.... უცებ შეიცხადა მან.
- რატომ არ გეკადრება?! - რატომღაც გული დამწყდა.
- როგორ გითხრა, ცნობა არ ვიცი... - ისე გაწითლდა, თითქოს რაღაც დიდ ცოდვაში გამომიტყდა.
- გარჩევაში მე დაგეხმარები...
- რას ამბობ, ჩემი ამბავი რომ ვიცი, სრულად თუ არა, ნახევარზე მეტს მაინც გადამიყრი, ამას კი ჩემი სუსტი გული ნამდვილად ვერ გადაიტანს, ისევ მოკრეფილის ჭამა მირჩევნია... - მხიარულად აკისკისდა ის.
აღარაფერი მიკითხავს, უბრალოდ ვუმზერდი მოფუსფუსე გოგონას, მართალია აღიარება არ მინდოდა, მაგრამ მის მიმართ არსებული აგრესია უკვალოდ გამქრალიყო და აგრესიის ნაცვლად კი ამოუცნობი, სრულიად ახალი გრძნობა იკავებდა ადგილს, რომლისთვისაც სახელი ჯერჯერობით მოძებნილი არ მქონდა. ამის გაცნობიერებამ იმდენად შემაშინა, რომ შემოვბრუნდი და ისევ ოთახში შევვარდი.
როგორც იქნა ტყუპებმაც ინებეს გაღვიძება და გაშლილ სუფრასთანაც მიგვიწვიეს, წინ მჯდომ ქეთის თვალს ვარიდებდი:
- უკაცრავად, ლევან, იქნებ სამარილე მომაწოდოთ?! - მთხოვა მან.
სამარილისკენ გამორთმევისას ოდნავ შევეხე თითებზე, ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა, დენდარტყმულივით შევხტი.
- „ის მხოლოდ ბავშვია, პატარა ჯიუტი, ჭირვეული ბავშვი“... - გულში ვიმეორებდი მე - „უფლება არ მაქვს... უნდა გავერიდო, უნდა მოვშორდე!..“.
გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე, ბებიაჩემის სოფელში უნდა წავსულიყავი:
- მაღაროსკარში მივდივარ! - ხმამაღლა წამოვიყვირე და თითქოს შვებითაც ამოვისუნთქე.
- მაგარია, ჩვენც წამოვალთ! - სახეგაბრწყინებულმა გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს.
- რას ჰქვია წამოხვალთ?! არც კი გაბედოთ!.... - სიბრაზე ვერ დავმალე მე და გაცოფებულმა შევხედე ჩემ დას.
- სახლში რა უნდა აკეთონ?! წაიყვანე ბავშვებიც, გაერთობიან!... - დედაჩემიც აშკარად მათ უჭერდა მხარს.
- არა მეთქი, სახლი დაზიანებულია, რაღაც რაღაცეები უნდა შევაკეთო, ამათ სამწყემსად არ მცალია!... - პოზიციებს არ ვთმობდი მე.
- ვინაა შენი სამწყემსი?! შენი წაყვანა საერთოდ არ გვჭირდება, ჩვენითაც მოვახერხებთ!... – აპილპილდა თამარი.
- გაურკვევლად ვლაპარაკობ?! არ წა-მო-ხვა-ლთ!... - მუქარით დავუმარცვლე და გაცოფებული გავვარდი სახლიდან.



მეთორმეტე თავი

ბებია (მამაჩემი დედა) სოფელ მაღაროსკარიდან იყო. ეს სოფელი ფშავში, არ მისული ჩარგალთან ერთ-ერთი პირველი, ყველაზე მჭიდრო დასახლებული პუნქტი იყო, გემახსოვრება ალბათ, ბებია ოჯახთან ერთად ხევსურეთში ცხოვრობდა, სახლი კი წლიდან-წლამდე გამოკეტილი იყო, ისევ ჩვენ თუ ავირბენდით რამოდენიმე საათით, ეს იყო და ეს.
ხეხილითა და სიმწვანეში ჩაფლულ ეზოში შევაბიჯე თუ არა შვებით ამოვისუნთქე. ბელეტაჟზე ნაშენებ სახლის კედლებსა და აივნის რიკულებს მცოცავი, სხვადასხვა ფერის ვარდები მიჰყვებოდნენ, ყვავილები ყვაოდნენ და სივრცეში ვარდის სურნელი ტრიალებდა. სახლში შესულს მტვრისა და ნესტის სუნი მეცა.
- რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ!... - ვფიქრობდი და მონატრებული ვათვალიერებდი თითოეულ კუთხეს.
არ ვიცი რატომ მქონდა ეს განცდა, ყოველთვის როცა აქ ვხვდებოდი, თითქოს ისევ ის პატარა 5-6 წლის ბიჭუნა ვიყავი, პირველად რომ მომიყვანეს. იგივე ემოციები, იგივე სიხარული. ვიდრე სახლი ნიავდებოდა ეზოში დავაბოტებდი. ისეთი სიმშვიდე სუფევდა, სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დამიარა, რატომღაც ვინანე გოგონების წამოყვანაზე უარი რომ ვთქვი.
- რა დაშავდებოდა, მართლა უჟმური ხარ რა!... - ჩემი დის საყვარელი ეპითეტით შევამკე საკუთარი თავი.
თუმცა დიდხანს სიმშვიდე მაინც არ დამცალდა, ჩემი ყურადღება მოსახვევში სწრაფად შემოსულმა ავტომობილმა მიიპყრო, რომელიც მუხრუჭების ღრჭიალით მოწყვეტილად ჭიშკართან გაჩერდა და აკისკისებული თამარი, აშკარად გაბრაზებული და დაბღვერილი ქეთი გადმოვიდნენ.
ავტომობილის მძღოლში ერთ-ერთი მაღაროსკარელი ვაჟი შევიცანი.
- მოკლედ, პირობა არ დაგავიწყდეთ, საღამოს გამოგივლით და გავისეირნოთ! - დავინახე როგორ მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა ბიჭმა თვალი თამარს და ზედმეტად ვნება აშლილმა გადახედა სახეაჭარხლებულ ქეთის.
- რა თქმა უნდა, გულისფანცქალით დაგელოდებით! - ქეთის დაბღვერილი სახისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისევ სიცილით დაემშვიდობა ჩემი და.
ბუღას რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებენ, სწორედ ასეთი რეაქცია მქონდა ამის დანახვაზე.
- იმ დეგენერატთან რას აკეთებდით?! - ეზოში შემოსვლისთანავე დავეტაკე მოსულებს.
- რას ერჩი, მშვენიერი ბიჭია ზვიადიკო!... - უტიფარი, ირონიული ტონით მიპასუხა ჩემმა დამ - თან შენგან განსხვავებით ქალის პატივისცემა იცის, ფეხით მოვდიოდით და გაგვიჩერა...
- ჩემს მოთმინებას ნუ ცდით, მეორედ მაგ ახვართან გნახავთ და... - წინადადებას არ ვასრულებ, თუმცა მშვენივრად ვხვდები, რომ დაუსრულებელ სიტყვებს ისედაც ხვდებიან.
- შენი თხოვნის შესრულება, ცოტა გაგვიჭირდება, ჩემო ძამიკო, უდარდელად გაქანდა ჩემი და ეზოში ჩამოკიდებულ საქანელაზე - სამწუხაროდ ჩვენს ზვიადს აშკარად მოეწონა ქეთევანი... - სიცილით გადახედა უხერხულად აწურულ დაქალს - საღამოს სტადიონზე ფეხბურთი ყოფილა და ...
- სად დაგპატიჟათ?! - გაოგნებისგან თვალები შუბლზე ამივიდა, - მაგას მოვ.... - თუმცა კაიშაურის გაფითრებული სახის დანახვაზე გინებას არ ვასრულებ, - მომისმინეთ, თუ საკუთარი თავისთვის კარგი გინდათ, არც კი გაბედოთ წასვლა!... - კბილების ღრჭიალით ვაფრთხილებ დას.
- ნეტა ყველაფერზე თვალებს არ აბრიალებდე, რა!... პირველად ხომ არ მივდივარ, რა დაშავდება!...- არ იქნა და არ გაჩუმდა თამარი.
- ნერვებზე ნუ მეთამაშები! -უხეშად ვაჩერებ მოქანავე დას, ბუნებით ეჭვიანი არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ვაჟის ირონიული მზერა როგორც კი მახსენდება, ტვინში სისხლი მაწვება.
- ძალიან გთხოვთ, ნუ კამათობთ... - იქვე კუნძზე ჩამომჯდარმა, ცრემლებით სავსე თვალებით ამომხედა ქეთიმ - თამარი ხუმრობს, არსად წასვლას არ ვაპირებთ...
- როგორ თუ არა?! - გაწიწმატდა ჩემი და და ამჯერად მეგობარს დაუბრიალა გაცოფებული თვალები.
თუმცა ჩემგან განსხვავებით კაიშაურს წარბიც არ შეუხრია ისე გამოუცხადა:
- იმ ტაკიმასხარასთან ერთად არსად წასვლას არ ვაპირებ!
- მშვენიერი ბიჭია, ცოტა გიჟი კია, მაგრამ მხიარულია... - ცოტაც დამაკლდა და თამარს ჩემი ხელით ამოვაწიწკნიდი გრძელ ენას.
- მომეშვი რა!... - მუდარით შეხედა გოგონამ, თუმცა ჩემი და ისევ ხოტბას ასხამდა ზვიადს.
- ისე მელაპარაკები თითქოს გასასაღებელი შინაბერა ვიყო!... - გაღიზიანება ქეთისაც შეეტყო.
- აუ, მთელი დღე სახლში ხომ არ ვიქნებით, გეხვეწები რა!... - უკვე მუდარაზე გადავიდა თამარი. რადგან დავრწმუნდი, რომ „კრეტინ“ ზვიადთან დაკავშირებით ჩემი და ქეთის აზრები ერთმანეთს ემთხვეოდა, სიბრაზემ გადამიარა და მათი დიალოგი უკვე მართობდა, გაღიმებული შევცქეროდი მოკამათეებს.
- აა-რრ-აა!... - პოზიციას არ სთმობდა კაიშაური. - ფეხბურთსაც ვერ ვიტან...
- გთხოვ! - ცოტაც და ატირდებოდა თამარი.
- ლევან მიშველე რამე რა! ... - ამჯერად მე შემეხვეწა ქეთი.
ზუსტად ვიცოდი, რომ ბუნებით მაწანწალა თამარი ასე იოლად არ დაშოშმინდებოდა.
- მომისმინეთ, რადგან მაინც აქ ხართ, ვიდრე საქმის კეთებას მოვრჩები იქნებ თქვენ ცოტა სახლი მოგეწესრიგებინათ!...
- ჩვენ აქ სახლის სალაგებლად კი არ მოვედით... - როგორც ყოველთვის პირში მეტაკა და შემეწინააღმდეგა ჩემი და.
- ვიფიქრე თუ დამეხმარებოდით საღამოს ერთად ვისეირნებდით... - ეშმაკურად გავხედე მათ.
- ჯიგარი ხარ! .... - ემოციები ვეღარ დამალა თამარმა და ყელზე შემომეხვია.
- კიდევ კარგი ხვდები... - გაჩეჩილი თმები კიდევ უფრო მოვუჩეჩე და ჩემი სიტყვების გაგონებაზე თვალებ აციმციმებულ ქეთის გავხედე.
სახლის დაზიანებული სახურავის შეკეთებას სულ რაღაც ერთ საათში მოვრჩი, ჰამაკში ვნებივრობდი და მოფუსფუსე გოგონებს ვაკვირდებოდი. ქეთის გრძელი, წაბლისფერი თმა ორად ჩაეწნა და ნაწნავები ბენდენით გადაეწია უკან, თავისუფლად სამოძრაოდ ჩაცმულ ფართხუნა ჯინსის კომბინიზონში კარლსონს მოგაგონებდათ, იმდენად ბავშვური სახე ჰქონდა, რომ ასეთ ფორმაში 15 წელსაც კი ვეღარ მისცემდი. თითქოს ჩვენი იქ ყოფნა დავიწყებოდა, ფანჯრის რაფაზე შემხტარი თან ფანჯრებს წმენდდა და თან წკრიალა ხმით რაღაცას ღიღინებდა. ისეთი ტკბილი ხმა ჰქონდა, ვგრძნობდი მის შემხედვარეს დღემდე შეუცნობელი სიმშვიდე როგორ მეუფლებოდა.
თუმცა როგორც კი ზვიადის ბილწი მზერა მახსენდებოდა გული ისევ ბრაზით მევსებოდა.
- დედას გეფიცები მეტი აღარ შემიძლია... - მისავათებული გამოვიდა ჩემი და, ჭუჭყიანი იატაკის ტილო იქვე მიაგდო ეზოში არსებულ ონკანთან და ჰამაკში გვერდით დაჯდომის ნაცვლად მოწყვეტით ჩამიჯდა კალთაში.
- შენი დაქალის არ გერიდება?! ნახე ბავშვი როგორ მუყაითად მუშაობს... - გვერდულად გავხედე თამარს.
-რა ვქნა მე მეტი არ შემიძლია... - ამოიდუდრუნა ჩემმა დამ.
ღიღინ-ღიღინით დაასრულა ქეთიმ ფანჯრების წმენდა და საკუთარი ნაშრომით კმაყოფილი, გაბრწყინებული სახით გამოვიდა. მიუხედავად ღიმილისა კისერს ისე ისრესდა ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ისიც საკმაოდ დაღლილი გახლდა. მისავათებული მიესვენა გვერდით მდგომ, პადონებისგან გაკეთებულ სავარძელში.
- ხომ არ დაიღალე?! - ოდნავ შესამჩნევი ირონიით ვკითხე.
- სამწუხაროდ ასეთ დატვირთვას ცოტა მიუჩვეველი ვარ... - სიწითლის დასამალად მორცხვად დახარა თავი.
ქალი აქეთ-იქით ატრიალებდა და ყურადღებით აკვირდებოდა საკუთარ გრძელსა და თხელ თითებს, მისი ასაკისთვის ცოტა არ იყოს შეუფერებლად გრძელი ფრჩხილებზე ლაკი გადასცლოდა, უნდა ვაღიარო იმ დღეს პირველად შევნიშნე რამდენად ლამაზი თითები ჰქონდა. აშკარად იმედგაცრულებული დასცქეროდა ერთ-ერთ მოტეხილ ფრჩხილს.
- არადა რამდენ ხანია ვიზრდი!... - ღიმილი ძლივს შევიკავე მისი წუწუნის მოსმენისას.
- არ მოგშივდათ?! - ინტერესით შევხედე გოგოებს.
- კი, მაგრამ ისე დავიღალე არაფრის გაკეთების თავი არ მაქვს... - ამოიწუწუნა ჩემმა დამ და თხოვნით სავსე თვალებით ქეთის შეხედა.
- ისევ შიმშილი მირჩევნია ახლა რამის კეთებას... - არ ჩამორჩა წუწუნში კაიშაურიც.
- არც ხინკალი გინდათ?! - ინტერესით შევხედე ორივეს.
- იმედია ჩვენ არ ვაკეთებთ?! -სკეპტიკურად მკითხა ორივემ.
- არა, თუ ჭკვიანად იქნებით და ნერვებს არ მომიშლით, რესტორანში წაგიყვანთ...
თამარი აშკარად არ მენდობოდა, ეჭვით გადმომხედა, თუმცა როგორც კი დარწმუნდა, რომ არ ვხუმრობდი მაშინვე კისერზე ჩამომეკიდა.
- მაქსიმუმ ნახევარ საათში მზად ვიქნებით.. - ისე მკვირცხლად წამოხტნენ აშკარად აღარ ახსოვდათ რამოდენიმე წუთის წინანდელი დაღლა.
მითი იმაზე, რომ ქალები ყველგან აგვიანებენ, გოგონებმა იმ დღეს საბოლოოდ დამინგრიეს. ისეთი შესაშური სისწრაფით მოემზადნენ ცოტა არ იყო შემრცხვა კიდეც. გვერდი-გვერ ისხდნენ ჰამაკში და მოთმინებით მელოდნენ. არ ვიცი რა მჭირდა ისე ვღელავდი, მათ ნაცვლად თითქოს მე ვიყავი თხუთმეტი წლის ბიჭი.
- ვააა, ლევან!... - თავიდან ფეხამდე შემათვალიერეს გოგოებმა. უხერხულად დავიხედე ჯინსებსა და მაისურზე იმაში დასარწმუნებლად, რომ არ დამცინოდნენ.
- ჩვენს გარდა კიდევ იქნება ვინმე?! - გაოცებულმა მკითხა თამარმა.
- არა... -მისი კითხვის ქვეტექსტეს ვერ მივხვდი.
- ფრთხილად უნდა ვიყოთ აქაურმა გოგოებმა შენი ძმა არ მოგვტაცონ! - სიცილს ვერ იკავებდა ქეთი.
- ენას თუ არ გააჩუმებთ, გპირდებით სახლში დაგტოვებთ!... - ჩვეულებისამებრ ვიღრინები და გოგოებს არ ველოდები ეზოდან ისე გავდივარ.
გოგონები სწრაფი ნაბიჯით უკან გამომყვნენ:
- არა მგონია მისი ხასიათის გაგების შემდეგ, ვინმეს მისი მოტაცება მოუნდეს!... - თითქოს გულდაწყვეტილმა, ირონიულად გახედა თამარმა ქეთის.
- ჩვენს და სამწუხაროდ! - ჩემს შესახებ ისე საუბრობდნენ, თითქოს იქ არც ვიყავი, ჩემი დაცინვით აშკარად ზედმეტად ხალისობდნენ.
- ღმერთო, მომეცი გაძლება!... - უკვე მერამდენედ ვიმეორებდი გულში და მაქსიმალურად ვცდილობდი მაღაროსკარელი ბიჭების ქეთისკენ მიმართული ზედმეტად ცნობისმოყვარე თვალები არ შემემჩნია, თუმცა საბოლოოდ მდგომარეობიდან მაინც გამოვედი: - ჩემთან მოდით!... - დაბღვერილმა გავხედე უკან ფხუკუნით მოსიარულე გოგოებს.
- ამჯერად რატომ გვიბრაზდები ძამიკო?! - მეამიტური, მეტიჩარა მზერით მკითხა ჩემმა დამ.
- არ გიბრაზდებით, უბრალოდ ერთად ვიაროთ! - გოგონებს შუაში ჩავუდექი და ხელკავი გამოვდე - ასე ბევრად უკეთესია!... - კმაყოფილმა შევათვალიერე მკლავებზე ჩამოკონწიალებული პატარა პრინცესებივით გამოპრანჭული გოგონები.
მიუხედავად იმისა, რომ კიდევ დიდხანს ხალისობდნენ მაღაროსკარელებისგან აშკარად ზედმეტად გამორჩეულ ჩვენს სამეულზე მე საოცრად ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი. როგორც იქნა რესტორნამდეც მივედით. თუმცა რესტორანი აშკარად ზედმეტად ხმამაღლა ნათქვამი იყო, რამოდენიმე ფაცხა და ეზოში, ღიაცისქვეშ გაშლილი პლასტმასის მაგიდები.
- აბა, რა ვქნათ ფაცხაში შევიდეთ?! - ინტერესით შევხედე გოგონებს.
- არა, რა... - თითქმის ერთხმად იყვირა ორივემ.
- ისეთი თბილი ამინდია, თან აქედან არაგვის მშვენიერი ხედიც იშლება... - მუდარით მიმზერდა ქეთიც. მათ თხოვნას მეც სიამოვნებით დავეთანხმე. თუმცა ამის გამო მალევე ვინანე. ის-ის იყო შეკვეთა მოგვიტანეს, რომ რამოდენიმე მაღაროსკაროელ ბიჭთან ერთად ეზოში ზვიადიც შემოვიდა.

მეცამეტე თავი
- ვააა, ლევან?! - თითქოს არ ელოდა ჩვენს იქ დანახვას, ხელოვნურად გაიოცა ზვიადმა, აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
- გამარჯობა, ზვიად! - ზიზღით, ცივად ვუპასუხე - უკაცრავად ხელები მაქვს დასვრილი! - ირონიულად აღვნიშნე და ჩამოსართმევად გამოწვდილ ხელს გვერდულად გავხედე.
- არ მეგონა გოგონებო, თუ მაინც გადაწყვეტდით სახლიდან გამოსვლას!... - ფარული დაცინვით გადახედა სახე აპილპილებულ ქეთის.
- როგორც ხედავთ აქ ვართ! - კბილებში გამოსცრა ქალმა.
- ლელა! - იქვე მოფუსფუსე რესტორნის მეპატრონეს გასძახა ზვიადმა - ეს ძვირფასი სამეული დღეს ჩემს ხარჯზე გაატარე!...
- არ შეწუხდეთ, ჩვენი უკვე გადახდილია!...- კბილების ღრჭიალით გამოვუცხადე. უკვე ვგრძნობდი, რომ სულ ცოტაც და გოგოების იქ ყოფნასაც დავივიწყებდი და...
- აშკარად ასაკის ბრალია, ადრე ასეთი ფიცხი არ იყავი!...
- ლევან, გემუდარები!... - ცრემლებით სავსე თვალებით შემომხედა ქეთიმ და ადგილზე გავიყინე.
- შენს დედას მო... როცა აქედან გავალ!.... - მუქარით ჩავილაპარაკე და ერთი მოსმით გამოვცალე არყიანი ჭიქა.
იოლი მისახვედრი იყო, რომ ჩემი სიტყვები ზვიადმა მშვენივრად გაიგონა, თუმცა არ შეიმჩნია. კმაყოფილი, საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული მივიდა მეგობრებთან. თითქოს სხვაგან ადგილი არ იყო, მაინცდამაინც ჩვენს გვერდზე დასხდნენ, საკმაოდ ხამამაღლა საუბრობდნენ, თუმცა მათ ბილწსიტყვაობას ძნელი იყოა საუბარი დარქმეოდა.
- ლევან, იქნებ წავიდეთ?! - მუდარით შემომხედეს გოგოებმა.
- წავიდეთ! - მაშინვე დავეთანხმე და სწრაფად წამოვდექი. ის-ის იყო კარებში უნდა გავსულიყავი, რომ ზვიადის ირონიული სიტყვებიც გავიგონე:
- ეს თბილისელები ყველანი ასე არიან... თავს პატიოსან ქალებად ასაღებენ, არადა ყველას კისერზე ეკიდებია, დილით მე მაბავდა, ახლა ლევანზე გადასულა...- სისხლმა ტვინში ამასხა, როცა დანარჩენი ბიჭების სიცილიც მომესმა, აქამდე ნაკოწიწები მოთმინება, სულ ერთბაშად გამიქრა. აღარც გოგოების მუდარას მივაქციე ყურადღება, მაშინვე უკან შევბრუნდი. რამდენიმე წამი დამჭირდა ჩემსა და ზვიადს შორის არსებული მანძილის დასაფარად, სადღეგრძელოს სათქმელად ფეხზე წამომდგარი გაფართოებული, გაოცებული თვალები მიმზერდა. მუშტი მოწყვეტით მოვუქნიე და კმაყოფილმა გავხედე რამდენიმე მეტრი როგორ იფრინა და დაბლა დაეხეთქა. ჩემთვის ესეც საკმარისი იყო, თუმცა რა თქმა უნდა ჩხუბი ამით არ დასრულებულა, თითქოს პირველ დარტყმას ელოდნენო, ისე უცებ აირია ყველაფერი, ვინ-ვის ურტყამდა ვეღარ გაარჩევდი. ზვიადი გათიშულ მდგომარეობაში კუთხეში ეგდო, მისი ერთ-ერთი მეგობარი და მე მთელი გამეტებით ვურტყამდით ერთმანეთს. ჩასარტყმელად მოქნეული მუშტი ჰაერში გამიჩერდა, როცა დავინახე, მეგობრის დასახმარებლად ჩემი მიმართულებით წამოსულ ერთ-ერთ მაღაროსკარელს ქეთიმ თავზე როგორ დაამხო რკინის ლანგარი. გოგონა მოხერხებულად იგერიებდა მოჩხუბრებს და ბიჭივით ქუჩურად ჩხუბობდა. არც მე ვაკლებდი.
გონს მაშინ მოვედით, როცა გარედან პოლიციის სირენების ხმა შემომესმა. უცებ მოვისაზრე რა მოხდებოდა ქეთის თუ პოლიცია აიყვანდა, ჯაბა ცხოვრებაში არ მაპატიებდა მისი ერთად-ერთი ქალიშვილის ასეთ საფრთხეში ჩაგდებას. ცენტრალური კარებიდან გასვლა არც კი გვიფიქრია, ვინ-ვის ახტებოდა ვერ გაარჩევდი, მოჩხუბრები ერთმანეთს ვასწრებდით უკანა კარებიდან გავარდნას. სამივენი მოკლეზე, ღობე - ღობე ხტუნაობით მივიკვლევდით გზას სახლისკენ და სიცილს ვეღარ ვიკავებდით.
- შეუძლებელია, დედა რესტორანში ჩხუბობდა?! ის ისეთი გაწონასწორებული! - გაოცებული შევცქეროდი ლევანს, იმდენად ჩამითრია მისმა მონათხრობდა, რომ არ მინდოდა გაჩუმებულიყო. არადა უკვე სახლთან ვიყავით, მალე ალბათ ნინიკოც მოვიდოდა დანარჩენ ოჯახის წევრებთან ერთად. თითქოს ჩემს ემოციებს მიხვდა, ისე მითხრა:
- მოდი ვიდრე დანარჩენები მოვლენ სამზარეულოში შევიდეთ, იქ ხელს არავინ შეგვიშლის, თან შენი არ ვიცი და მე ყავას ნამდვილად სიამოვნებით დავლევ!...
- მე მოგიდუღებთ... ოღონდ ერთი პირობით, თხრობას დაასრულებთ! - მეტიჩარა ტონით გამოვუცხადე მამაკაცს.
მცირე ზომის სამზარეულოში მხოლოდ ჩვენ ორნი ვისხედით, ლევანს წინ ედგა ჩემი მოდუღებული ყავა და მის სუნს თვალდახუჭული ისუნთქვავდა, თითქოს არომატს იმახსოვრებდა. ვინმეს რომ ეთქვა საკუთარ მამას ყავას მოუდუღებო, აშკარად გიჟად შევრაცხავდი. ვუმზერდი ძალიან ახლობელსა და ამავე დროს ასეთ შორეულს, სრულიად უცნობ მამაკაცს და მტკიოდა, ყველა უმისოდ გატარებული წელი მაწვებოდა და გული მეწურებოდა. იმის წარმოდგენაც კი მიჭირდა რამხელა სიყვარულს აღწერდა და ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი გრძნობა შეიძლებოდა უკვალოდ გამქრალიყო. თვალები გაახილა და სევდანარევი ღიმილით მომაჩერდა. ორი წყვილი ერთმანეთის მსგავსი თვალი ერთმანეთს უმზერდა და ორივეს გვტკიოდა. იქნებ პატარა რომ ვყოფილიყავი ჩავხუტებოდი, იქნებ ყველა უმისოდ გატარებული წუთი მესაყვედურა, იქნებ... მაგრამ სიტყვა ყელში გამჩხეროდა, მოწოლილი ბოღმა საშუალებას არ მაძლევდა გრძნობები გამომეხატა, ისევ ცივი გონებით ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ ემოციებს არ უნდა ავყოლოდი, ბოლომდე უნდა მომესმინა, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადამეწყვიტა შემცოდებოდა თუ მთელი გულით შემეყვარებინა. აშკარად არ არ მეთმობოდა ლევანი, ვგრძნობდი, რომ არა მხოლოდ მამის არამედ დედის სრულიად სხვა, ჩემთვის ამოუცნობ სახეს ვეცნობოდი.
- დედაშენიც ასეთ ყავას ადუღებდა!... - ხმაჩამწყდარმა მითხრა მან.
- ახლაც ადუღებს... - ღიმილი ვერ შევიკავე.
- მაგრამ, ჩემთვის აღარ...
- არ მესმის, ვერ ვიგებ, თუ ასე ძალიან გიყვარდა, რატომ დაშორდით?!
- მიყვარდა?! - გაოცებულმა ამომხედა მან- იმ წუთში ჩემი გრძნობისთვის ვინმეს სიყვარული რომ დაერქმია ალბათ სასაცილოდ არ მეყოფოდა. უნდა ვაღიარო, მიყვარდა, ოღონდ ამ გრძნობას როგორც ქალის მიმართ არსებულ სიყვარულს ისე არ აღვიქვავდი. უბრალოდ პატარა გოგონა იყო, განებივრებული, თუმცა ძალიან მგრძნობიარე და ყველასგან განსხვავებული. მინდოდა მასზე ზრუნვა, დამეცვა... არც მისგან ვგრძნობდი რაიმე განსხვავებულს. ჩემი დანახვა გულწრფელად უხაროდა, ამას არც მალავდა, მიუხედავად ჩვენს შორის არსებული ასაკობრივი სხვაობისა, ვერც კი შევნიშნეთ ისე ვიქეცით ერთგულ მეგობრებად.
მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ისევ ამბის თხრობას გავაგრძელებ, იმ საღამოს მაღაროსკარში დავრჩით და სახლში მეორე დღეს დავბრუნდით. შორიდანვე დავინახე დალილავებული ზვიადი მის ამფსონებთან ერთად, მისი ხასიათი მშვენივრად ვიცოდი, ნასვამი რამდენად აგრესიულიც იყო, ფხიზელი თითქოს ორმაგად ინანიებდა, ბოდიშს ყოველთვის მარტივად იხდიდა, ჩხუბის მეორე დღეს მოდიოდა და „ნიანგის“ ცრემლებით ითხოვდა პატიებას. თუმცა როგორც კი დალევდა ისევ იგივე „შეცდომას“ იმეორებდა. შესაბამისად არც მისი სინანულის მჯეროდა, უბრალოდ ერთი პირფერი და უთავმოყვარეო ბიჭი იყო.
ცალი თვალით გამოგვხედა გვერდი-გვერდ მოსიარულე სამეულს. ახლოს მოსვლა რათქმა უნდა ვერ გაბედა, ჩემი მისდამი დამოკიდებულება კარგად იცოდა, ხვდებოდა, რომ მისგან არც ბოდიშს მივიღებდი და შეიძლება ამის მცდელობის გამოც ხელახლა მეცემა. ჩვენსკენ ზურგით დადგა, თითქოს ვერ შეგვამჩნია, რა თქმა უნდა არც ჩვენ გამოგვიდია დიდად თავი მისი მონახულებით. იმდენად ვიყავი მასზე გაბრაზებული წინა დღის გამოხტომას ასე იოლად ნამდვილად არ ვაპატიებდი. არ ვიცი გოგოები რას ფიქრობდნენ იმ წუთში, თუმცა მე რატომღაც ქეთის სახე ამომიტივტივდა რკინის ლანგარს რომ ურტყავდა თავში ერთ-ერთ მათგანს, სამივენი ისტერიულად ვიცინოდით.
შინ ჩვენი დაბრუნება ისე გაუხარდათ თითქოს საუკუნის უნახავები ვყავდით:
- უთქვენოდ ყველაფერი გამოყუვდა! - ცრემლებს იწმენდდა დედა.
მაშინ ამ სიტყვების მნიშვნელობას დიდად ვერ ვხვდებოდი. იმის შიშით რომ ქეთის არ მოეწყინა სხვადასხვა სახის გასართობებს ვიგონებდით, ხან ჩანჩქერზე დავდიოდით, ხან ცხენებით ვასეირნებდით. მის მიმართ არსებული აგრესია უკვალოდ გამიქრა. თითქოს კარგი მეგობრები ვიყავით, შეგვეძლო გვესაუბრა ნებისმიერი საკითხზე, შენ წარმოიდგინე ქალებზეც კი.
სამწუხაროდ ანალოგიურს ვერ ვიტყოდი ჩემს ძმაზე. არ ვიცი ეს ორნი როგორ ახერხებდნენ, მაგრამ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით კამათობდნენ. არა და, რომ გეკითხა ერთმანეთზე გიჟდებოდნენ. კაიშაურზე ვინმეს ცუდი რომ ეთქვა, თვალებს დათხრიდა მამუკა, თუმცა თვითონ ერთ სიტყვას არ არჩენდა ქალს. არ მესმოდა მათი მეგობრობის, არც ასეთი დამოკიდებულების, თუმცა მე რა მეთქმოდა?! როგორც კი ქალთან ქცევის წესების თაობაზე მისთვის მითითების მიცემას დავაპირებდი, მაშინვე ცივად მაწყვეტინებდა:
- ქეთი ქალი კი არაა, ერთი კაპასა გოგოა, ჩემს საწამებლად გაჩენილიო!...
იქნებ ასეც იყო, არ ვიცი, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერზე ჩხუბობდნენ, მაინც არ ეშვებოდნენ ერთმანეთს. რამდენჯერაც კაიშაური გაებუტებოდა და გაერიდებოდა, მაშინვე მასთან ჩნდებოდა მამუკა და სწრაფადვე ირიგებდა.
ერთ-ერთი ასეთი შეკამათება კარტის თამაშის დროს მოუვიდათ. ჩვენთან სახლში ვისხედით, მე და ქეთი პარებში ვეთამაშებოდით ტყუპს. მიუხედავად მათი მრავალგზის თაღლითობისა მოგებას მაინც ვერ ახერხებდნენ. ისე ოსტატურად ითვლიდა მათ დაგეგმილ კომბინაციებს, რომ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უდაოდ ვლიდერობდით.
საკმაოდ დაძაბული სახეებით ჩასჩერებოდნენ ტყუპები საკუთარ კარტებს და ვინ იცის უკვე მერამდენედ ითვლიდნენ მათთვის სასურველ „ქულებს“.
- დედას გაფიცებ სულ ცხრა კარტი გიჭირავს და ათი თითი რატომ არ გყოფნის გამოსათვლელად?! - სიცილით ჰკითხა ქეთიმ მამუკას.
თუმცა ვაჟს აშკარად არ ეცალა მისი რეპლიკისთვის. ისევ გაფაციცებით ითვლიდა:
- ცხრა! - კმაყოფილმა, საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებულმა შეხედა ტყუპის ცალს.
რამდენად წინაც არ უნდა ვყოფილიყავით მისი ცხრაასი ნამდვილად წამგებიანი აღმოჩნდებოდა ჩვენთვის, თან ამას „გარდაში“ იძულებით ნათქვამი ერთის ხიშტიც ემატებოდა, მოკლედ უნდა გვეღიარებინა, რომ ვაგებდით. მამუკა ადგილზე ცქმუტავდა, ისეთი ბედნიერი იყო...
- მაღალი ჯვარი!... - კმაყოფილმა გამოაცხადა მან და ქეთიმ გადმოაგდო კიდევაც ჯვრის ტუზი. ამას მოჰყვა მამუკას ჯვრის კაროლი, დამა, ვალეტი, შეიძლება ითქვა ექვსი ქულა „ჯვრის“ მასტის ხარჯზე აიღო. შემდეგ მეორე ჯოკრით მაღალი გული გამოაცხადა, რასაც ქეთისგან ისევ - ტუზი, ხოლო ჩვენგან კაროლი და ვალეტი მოჰყვა. აშკარა იყო, რომ გულის დამა თვითო მამუკას ეჭირა ხელში, არც შევმცდარვარ, კმაყოფილი ბედნიერი სახით დამას ჩამოვიდა. ქეთიმ რვიან გული, თამარმა აგურის ტუზი ხოლო მე კი შვიდიან გულს ჩამოვედი.
- ესეც ასე!... - სახე გაბრწყინებული ჩამოვიდა მამუკა გულის ექვსიანს.
- რა ესეც ასე?! თვლა უნდა იცოდე ამხელა კაცმა... - ირონიული ღიმილით ჩამოვიდა თამარი გულის ათიანს.
არასოდეს დამავიწყდება მამუკას გააფთრებული სახე: - შენ გოგო სულელი ხომ არ ხარ?!... ითაღლითე?! რა პონტში შეინახე?!. - კარტს ხელი აჰკრა და სახეში შეაყარა ქეთის.
- გაგიჟდი? თამაში თუ არ შეგიძლია რას მეთამაშები?! რას ჰქვია რატომ შევინახე? აბა შენ უნდა მოგეგო?! - პოზიციებს არ თმობდა კაიშაური.
- მოგკლავ, დედას გეფიცები, ამ ცინიზმის გამო ერთხელაც იქნება შემომაკვდები! - აშკარად მასზე დასარტყმელად გაიწია მამუკამ.
- არც კი გაბედო! - საკუთარი ხმა ვერ ვიცანი, იმხელაზე დავიღრიალე. - ასე რამ გადაგრია?!
გაგიჟებულმა მამუკამ მტრულად გამომხედა, ქალზე გაცოფებულმა იქვე მდგომი სკამი მოისროლა და გარეთ გავარდა.
უნდა ვაღიარო, რომ ჩემი ძმისგან ასეთი სიფიცხე ნამდვილად მაკვირვებდა, ქეთის ხმა არ ამოუღია, ცრემლებს ვეღარ იკავებდა, უსიტყვოდ შევარდა ჩემს ყოფილ ოთახში.
- ვერ ვხვდები რა სჭირს, ასეთი აგრესიული არასოფეს ყოფილა! - გაოგნებული მეუბნებოდა დედა.
- გარდატეხის ასაკის ბრალია, ნუ ღელავ... - თავზე ვაკოცე ნინას.
-მის გამართლებას ტყუილად ცდილობ, შენ არ გქონდა ეგ ასაკი?! -მასზე გაბრაზებული აშკარად ჩემზე იყრიდა დედა ჯავრს.
- მე ახლაც მაქვს... - ხუმრობას ვცდილობდი.
- ჩემი ბრალია ნინა დეიდა, ზედმეტი მომივიდა, ცუდად ვიხუმრე!... - ნამდვილად არ ველოდი ქეთისგან ასეთ სიტყვებს, გაოცებულმა გავხედე ხმაგაბზარულ ქალს.
- ეჰ, შვილო, ვიდრე თქვენ გაიზრდებით!... - ხელი ჩაიქნია დედამ.
მთელი დღე აღარ გამოჩენილა მამუკა, ალბათ საღამოს ათი საათი იქნებოდა უგონოდ მთვრალი რომ დაბრუნდა. გოგონები მის ასეთ მდგომარეობაში დანახვისთანავე ოთახში შეიკეტნენ. ტკივილით სავსე თვალებით გახედა ქეთის.
- ცოტა ნაადრევი ხომ არაა შენთვის ასე ქეიფი და დროსტარება?! - საყვედური არ დაიშურა ნინამ.
- მე არ მიქეიფია, მე გული მტკიოდა და... - ენისბორძიკით ძლივს წარმოსთქვა ჩემმა ძმამ.
- ტკივილმა გაგიარა?! - ამჯერად ირონიულად გახედა ზურამ.
- არა!... უფრო მომემატა... - ეს სიტყვები იმდენად ალალად წარმოსთქვა, რომ უნებურად გაგვეღიმა. მშობლებსაც კი გადაუარათ სიბრაზემ.
არეული ნაბიჯით და ფეხის ბანცალით გოგოების უთახისკენ გაემართა. ახალი სკანდალის შიშით მეც უკან მივყევი, აშკარად ნამტირალევ ქეთის თავი თამარის კალთაში ედო. ჩვენი შესვლისთანავე ფეხზე წამოხტა.
- ქეთო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ?! - ბლუყუნ - ბლუყუნით მის წინ მუხლებზე დამდგარი უხსნიდა მამუკა - დედას გეფიცები არ მინდოდა, შენი თითოეული ცრემლის გამო მძულს საკუთარი თავი, მაპატიე გთხოვ!... - აკანკალებულ მუხლებზე ეხვეოდა ჩემი ძმა.
გულში უსიამოვნოდ გამკრა, მიუხედავად იმისა, რომ ვხვდებოდი ასე თამამად სიმთვრალე ალაპარაკებდა, რატომღაც მაინც არ მომეწონა. არც ის დამვიწყებია, რომ კაუშაური ვერ იტანდა როცა ვინმე „ქეთოთი“ მიმართავდა. თუმცა ამჯერად ხმა არ ამოუღია ქალს, მაგრამ მაინც შევნიშნე ოდნავ შესამჩნევად როგორ გაეღიმა.
- ქეთო, გაფიცებ ყველაფერს, ხომ მაპატიებ?!... - მუდარით უმზერდა ჩემი ძმა - იცოდე, რომ არ მაპატიო თავს მოვიკლავ!.. - ეს სიტყვები ისე წარმოსთქვა, დარწმუნებული ვიყავი დანაპირებს მართლა შეასრულებდა.
- რა სულელი ხარ, მამუკა, ასეთი რამის გამო თავს ვინ იკლავს?! - სიცილს ვეღარ იკავებდა კაიშაური. - გაპატიებ აბა რას ვიზავ, სხვა შენისთანა წურბელას სადღა ვიპოვი...
მეორე დღეს ისე იყვნენ თითქოს არც არაფერი მომხდარა, თუმცა ორივემ ჭკუა ისწავლა, იმ ჩხუბის შემდეგ ერთმანეთის წინააღმდეგ ჯოკერი აღარ უთამაშიათ.



მეთოთხმეტე თავი
თვალსა და ხელს შუა გაგვეპარა ერთი კვირა. მეორე დღეს მე თბილისში ვბრუნდებოდი, კაიშაურს დაპირებისამებრ ოჯახის წევრები ჩამოაკითხავდნენ და მისი გოგოჭურებთან სტუმრობაც დასრულდებოდა.
ყოველ წელს ჩემ თბილისში გამგზავრებამდე გამოსამშვიდობებელ საღამოს ვაწყობდით, არ იფიქროთ თითქოს წვეულებას ვმართავდით. უბრალოდ კობა და მისი ძმებიც ჩვენთან მოდიოდნენ და ეზოსთან დიდ კოცონს ვანთებდით, რომელზეც რაოდენ სასაცილოც არ უნდა ყოფილიყო, მეზობლის ეზოში მოპარულ სიმინდს ვწვავდით. თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ ჩვენი ერთად -ერთი უახლოესი მეზობელი იქ კობას ოჯახი იყო, შესაბამისად სიმინდსაც მათ ვპარავდით, შემდეგ კი მათივე ტაროებზე ვეპატიჟებოდით. ამ მავნე ჩვევას დედა ყოველთვის აპროტესტებდა, თუმცა ვერა და ვერ გადაგვაჩვია, ვერაფრით იგებდა რა სიამოვნებას ვიღებდით სხვისი ეზოდან წამოღებული სიმინდით, როცა ჩვენი ბოსტანი ტაროებს მიჰქონდა.
- ამხელა კაცი ხარ, კარგი ამათ ისევ უქრით, შენ რაღა გჭირს?! - უკვე მერამდენედ მსაყვედურობდა ნინა.
ამის ახსნა დღემდე მიჭირს, თუმცა ფაქტი-ფაქტად რჩებოდა, კობას ეზოში აშკარად ბევრად გემრიელი სიმინდი მოდიოდა, სავარაუდოდ მეზობლებმაც იცოდნენ ჩვენი ტაროების წარმომავლობა, თუმცა ჩვენს „ბავშვურ“ ოხუნჯობაზე თვალს შეგნებულად ხუჭავდნენ, ეს ის სავალდებულო ხარკი იყო, რაც კობას ყოველ წელს ჩვენი მეგობრობის ხათრით ჩვენთვის უნდა გადაეხადა. ასეთ მცირედ სიამოვნებაზე რა თქმა უნდა უარს არავინ მეუბნებოდა. ჩვენც ბედნიერები ვიყავით „ნაქურდალი“ სიმინდის ჭამით.
ტრადიციას ვერც ამ დღეს დავარღვევდით, დილიდანვე კოცონისთვის ფიჩხს ვეზიდებოდით, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ჩემზე პატარა არც კობა და მისი ძმები იყვნენ, უნდა ვაღიაროთ უმცროსებზე ბევრად უკეთესად ვერთობოდით.
- დღეს ჭიაკოკონობაა, თუ რამე გამომეპარა??! - გაოცებულმა ჰკითხა ქეთიმ თამარს.
- არა, ეს ჩვენი ზაფხულის ტრადიციაა!...
- მართლა?! - თვალები სიხარულით გაუბრწყინდა კაიშაურს.
- აბა, რა!... თუმცა კიდევ ერთი ჩვევაც გვაქვს, ტაროები უნდა მოვიპაროთ!... - ეშმაკურად გამოგვხედა ბიჭებს მამუკამ და თვალი ჩაგვიკრა.
- მოვიპაროთ?! - გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა ქეთის- ეგ როგორ? ვინმემ რომ გაგვიგოს, არ გვეჩხუბებიან?! - შიში გაუკრთა ხმაში.
- თუ გაგვიგეს რაღა ქურდობაა! - მამუკას აჰყვა კობაც, - ჩუმად შევიპარებით და...
- კი მაგრამ რატომ ვიპარავთ, ჩვენს ეზოში იგივე სიმინდი არ მოდის?! - აშკარად დედაჩემის საყვარელი კითხვა დასვა ქალმა.
- არა... იმას განსაკუთრებული ჯიში აქვს, საადრეო სიმინდი... - საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებულმა წარმოვთქვი და აფხუკუნებულ კობას ხელით ვანიშნე გაჩუმებულიყო.
- საადრეო ვაშლი კი გამიგია, მაგრამ სიმინდიც არის?! - გაოცებას ვერ მალავდა ქეთი.
- არ იცოდი?! - საუბარში ჩაერია გიორგიც - თან პატრონიც ისეთი „კრიჟანია“, არაფრით არ მოგვცა სიმინდის მარცვლები ჩვენც რომ დავთესოთ... - ფხუკუნით გახედა დაბღვერილ კობას.
- და, მე რომ ვთხოვო მაინც უარს მეტყვის? - აშკარად ყოყმანობდა ქეთი.
- არ იცნობ შენ მაგათ.. - ცივად უარყო მისი ვერსია კობამ.
- მიხვდება ჩვენ რომ მიგაგზავნეთ და...-ქვემოდან უყურებდა მამუკა და სიცილს ვეღარ იკავებდა.
- ანუ აუცილებლად უნდა მოვიპაროთ?... - ისევ ჩამეკითხა ქეთი.
- ასე გამოდის, ოღონდ შენ კი არ იპარავ, ჩვენ ვძვრებით... - როგორც კი წინააღმდეგობა გავუწიე, ქალს თვალებში ჩამდგარი ჭინკები ორმაგად აუციმციმდა.
- გეხვეწებით, მეც წამოვალ რა!... - ისეთი მუდარით შემომხედა, თითქოს გმირობის ჩადენას გვთხოვდა.
- კარგი, იყოს შენებურად, ოღონდ ჩვენებთან არ ამბობ იცოდე! - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია მამუკამ.
ერთმანეთს ზედმეტად კმაყოფილი სახეებით გადავხედეთ, თუმცა იმდენად იყო აჟიტირებული და გახარებული ჩვენი მიმიკისთვის კაიშაურს ყურადღება არ მიუქცევია.
თამარი და გიორგი სახლში დავტოვეთ, კობა, მამუკა, მე და ქეთი კი ოპერაცია „სიმინდის ტაროს“ შესასრულებლად წავედით. აქეთ-იქით ვიყურებოდით და ისე მივიპარებოდით ბაღისკენ. კარებში საყარაულოდ კობა და მამუკა დავტოვეთ და ჩვენ თვალების ცეცებით შევძვერით.
- ასეთი დაძაბული სახე რატომ გაქვს?- ჩურჩულით მკითხა ქეთიმ.
- საკმაოდ ავი ძაღლი ჰყავთ და მეშინია!... - ვიხუმრე, თუმცა ქალის შეშინებული, გაფითრებული სახის დანახვაზე მივხვდი, რომ ხუმრობას ვერ მიმიხვდა.
- ძაღლი ჰყავთ, იკბინება?! - ხმა უკანკალებდა მას.
- რა ვიცი, ალბათ... - სიცილი წამსკდა მე.
- აბა, საიდან იცი ავი რომ არის?! - თვალები გაბრაზებულმა ჭყიტა კაიშაურმა.
-ასე გამიგია და სიმართლე გითხრა, გადამოწმების სურვილი არ მქონია...
- იმედია დღეს არ გვესტუმრება!... - აშკარად თავს იმშვიდებდა ქეთი.
- იმედია...
გვერდი-გვერდ, ნელ-ნელა მივიწევდით წინ. ჩუმად, შეძლებისდაგვარად უხმაუროდ დავამტვრიეთ ტაროები, ის - ის იყო წამოსვლას ვგეგმავდით, რომ ქეთიმ თხილის ხეც დაინახა.
- აუ, თხილი... გეხვეწები ცოტას დავკრიფავ რა... - მუდარით გამომხედა მე.
- დაკრიფე, რას მთხოვ?!... - მხრები ავიჩეჩე.
- შენ არც კი იცი როგორ მიყვარს... - აღტაცებული მეუბნებოდა თან მაისურის აკეცილ კალთას თხილით ივსებდა.
- თხილის მეტი რა გვაქვს ბაღში? - ამჯერად მე გავიკვირვე მისი საქციელი.
- შენ არ ამბობდი, მოპარული უფრო გემრიელიაო?! - საკუთარი სიტყვები გამახსენა.
- კი, გემრიელია... ოღონდ მოდი ვიჩქაროთ, დაიღლებოდნენ ბიჭები კარებში დგომით...
- კარგი, მოვდივარ... აუ, ლევან, რომ დამიმთავრდება თხილი კიდევ მოვიპაროთ?!
- შენ რაღაც გაგიტკბა ხომ იცი ქურდობა, მაგარი სანახავი იქნები ჯაბა კაიშაურის ქალიშვილი თხილის პარვაზე რომ დაგიჭირონ!... - პატარა ბავშვივით თმები ავუჩეჩე მე.
- წარმომიდგენია რა სახე ექნება, რომ გაიგოს... - ეშმაკურად იცინოდა ისიც.
როგორც იქნა დაასრულა თხილის კრეფა და წამოსვლას ვაპირებდით, რომ მოულოდნელად უკნიდან ტოტების მტვრევის ხმა შემოგვესმა, რასაც აშკარად ძაღლი ყეფაც მოჰყვა. გაფითრებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს, იმდენად ცხადად გავიგონეთ ცხოველის ღრენა, რომ ფანტაზიებში უკვე მის ნაკბენსაც ვგრძნობდით.
- ლევან, სწრაფად! - მისი თხილისთვის ხელი არც კი გაუშვია მკვირცხლად, მთელი ძალით გაიქცა ქეთი. აზრადაც კი არ მოსვლია უკან მოეხედა და ჩაბჟირებამდე მისული კობა და მამუკა დაენახა.
- თუ გაგიგოთ დაგხოცავთ, თქვე გაჭირვებულებო! - სიცილს ვეღარ ვიკავებდი, ისე მივყვებოდი მეც კაიშაურს.
დღემდე ვერ გავიგე, როგორ მოახერხა ქეთიმ საკმაოდ მაღალ ღობეზე გადახტომა, თან ისე რომ თხილიც არ დაპნევია.... - ამბის გახსენებაზე ისევ იცინოდა ლევანი.
- ისე, არ გეჩვენება, რომ საკმაოდ ბოროტი ხუმრობა გამოგივიდათ?! - შემეცოდა დედა.
- ძნელია არ დაგეთანხმო, ალბათ ჩვენს გვიქროდა, მისი გულუბრყვილობა და მიამიტობა ზედმეტად გვართობდა და გვახალისებდა, არც კი ვფიქრობდით თუ ეწყინებოდა.
დანთებულ კოცონთან ვისხედით და უსიტყვოდ ვუმზერდი პატარა ბავშვივით აჟიტირებულ ქეთის, რომელიც ვინ იცის მერამდენედ უყვებოდა თამარს და გიორგის ვეებერთელა ძაღლისგან „გმირულად“ გადარჩენის ამბავს. ღიმილს ვერ ვიკავებდი მისი კმაყოფილი, ბედნიერი სახის დანახვაზე. პატარა ბავშვივით უციმციმებდა თვალები მოპარულ ტაროებისა და თხილის ჭამისას.
- ასეთი გემრიელი სიმინდი არსად მიჭამია!... - თვალი ჩაუკრა კობამ გვერდით მჯდომ ძმას.
- ასეა, საკუთარ ეზოში მოპარული მაინც სხვაა... - სიცილით დაეთანხმა ძმაც.
- რა თქვი, სად მოპარული?! - თვალები ჭყიტა ქეთიმ.
- საკუთარ ეზოში მოპარული... - ირონიული ღიმილით შეხედა კობამ.
- რას ამბობ?! - თითქოს მისი სიტყვები ვერ დაიჯერაო, დაბნეულმა გამომხედა კაიშაურმა - ანუ ეს ყველაფერი... - თვალები ცრემლებით აევსო ქეთის.
- კარგი რა, უბრალოდ გავერთეთ! მართლა ხომ არ მოვიპარავდით?!... - გვერდულად იცინოდა მამუკაც.
მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია კაიშაურს, ისევ მე მომიბრუნდა: - ძაღლიც?!.... - კითხვა ბოლომდე არ დაუსრულებია, თუმცა ისედაც მივხვდი რასაც გულისმობდა.
ზუსტად ვიცოდით, რომ დედაშენი ძაღლის ამბავს ასე მარტივად არ გვაპატიებდა, სიმართლეს ვერ ვეტყოდი, თუმცა არც ტყუილის თქმას ვაპირებდი. ისევ გაჩუმება ვამჯობინე. რა თქმა უნდა ქეთი სიმართლეს უთქმელადაც მშვენივრად მიხვდა ყველაფერს. მისგან ასეთ რეაქცია ნამდვილად არ ველოდი, ცრემლებით სავსე თვალებით, თითქოს იმედგაცრულეული მიმზერდა, დამნაშავე ბავშვივით თვალი ავარიდე და დაბღვერილმა გავხედე ახარხარებულ ბიჭებს.
- დიდი მადლობათ, დაუვიწყარი საღამოსთვის! - მართალია მრავლობითში ლაპარაკობდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ მისი ზიზღით ნათქვამი სიტყვები მხოლოდ მე მეკუთვნოდა და პირველად ცხოვრებაში საკუთარი ხუმრობის შემრცხვა.
ალბათ, თავისმართლებასავით გამომდის, მაგრამ მართლა არ ველოდით, თუ ასე ეწყინებოდა, მამუკასთან წარა-მარა კამათობდა, ზოგჯერ ხელჩართულ ომზეც კი გადადიოდნენ და მხოლოდ გამშველებლები თუ ახერხებდნენ მათ მორიგებას, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა მაინც არ იბუტებოდნენ, რას წარმოვიდგენდი ეს ერთი შეხედვით „უწყინარი“ ხუმრობა ასე თუ გააბრაზებდა, ამას ალბათ არც არავინ ელოდა, მისი აპილპილებული სახის დანახვაზე, მაშინვე გადმომილაპარაკა მამუკამ:
- აუ, ძმურად არ გაუმხილოთ ინიციატორი მე რომ ვიყავი, თორემ მთელი ცხოვრება ხმას აღარ გამცემს!...
მისი ჩაშვება აზრადაც არ მოგვსვლია, მით უმეტეს ვერც კი წარმოვიდგენდით საბოლოოდ ეს ყველაფერი მე თუ დამბრალდებოდა. თუმცა რამდენიც არ უნდა ვთქვა, რომ არ ველოდი და არ მინდოდა, ფაქტი ფაქტად დარჩა: - ქეთი მე გამებუტა.
ზედაც აღარ მიყურებდა, საერთოდ აღარ მიმჩნევდა, თითქოს იქ არც კი ვიყავი. მისი ასეთი საქციელი კი საბოლოოდ მაგიჟებდა და ნერვებს მიშლიდა.
სამზარეულოში დედ-მამამ მე და მამუკა დაგვიმარტოხელეს თუ არა, საყვედურების ახალი ტალღაც დაიწყო.
- ხომ გთხოვეთ არ აწყენინოთ მეთქი?! რას ერჩოდით, რა გინდოდათ? - ვინ იცის მერამდენედ მეუბნებოდა ნინა.
- კარგი რა დედა... რა ვქენით ისეთი, ხუმრობა არ უნდა ესმოდეს? უბრალოდ ვიხუმრეთ! - პოზიციებს არ ვთმობდი მე.
- ექიმი კაცი ასე ხუმრობ? შიშზე რამე რომ მოსვლოდა, მერე რას შვრებოდით?- ღრენით მეკითხებოდა ზურა.
- ყველაფრის დრამატიზირება რატომ იცით?! ხომ არაფერი მომხდარა?! - ჩემს დახმარებას ცდილობდა მამუკაც.
- არასერიოზული ადამიანი ხარ! - თითქოს დიაგნოზი დაუსვაო ისე გამოუცხადა მამამ, - მაგრამ შენგან ნამდვილად არ ველოდი...
- პატარა ბავშვი ხომ არ ვარ?! - გავღიზიანდი მე - დიდი რამე, თუ...
- რა დიდი რამე?! შენ იცი რომ ეგ ბავშვი მე მომაბარეს? იცით, რომ მამამისს აშანტაჟებდნენ და ქეთის მოკვლით ემუქრებოდნენ?! თქვენ კი რა გენაღვლებათ, ტყვიით თუ არა სიტყვით, ხუმრობით მოკლავთ აქ...
ვიგრძენი როგორ შემაქანა, თითქოს თავბრუ დამეხვა, თუმცა თავის შეკავება შევძელი, მამაჩემი კიდევ ბევრ რამეს მეუბნებოდა, მე კი მისი აღარ მესმოდა, ყურებში მხოლოდ მისი სიტყვები მიგუნებდა: - აშანტაჟებდნენ, შვილის მოკვლით ემუქრებოდნენ!...
აი, თურმე რატომ გამოუშვეს კაიშაური, აი თურმე რატომ იყო მოწყენილი ქეთი.

მეთხუთმეტე თავი

- ერთი კვირა საკმარისი იყო პრობლემის მოსაგვარებლად? - ხმაჩამწყდარმა ვკითხე მამას.
- არ ვიცი... ჯაბამ გუშინ დარეკა, როგორც მითხრა დამნაშავეთა ჯგუფი უკვე დააკავეს, შესაბამისად აღარც საფრთხე ემუქრება!. ხვალ ჩამოაკითხავენ და...
- იმედია ყველაფერი მოგვარებული აქვთ... - სამზარეულოდან ეზოში გამოვედი, გრილი ჰაერი მესიამოვნა, ჰამაკში ვიწექი და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუმზერდი, ფიქრებით ისევ კაიშაურს ვუტრიალებდი - „მას რომ რამე დაემართოს, მას რომ“... - თავს ისე ვაქნევდი თითქოს აბეზარი აზრების მოშორებას ვცდილობდი. ინსტინქტურად ჩემი ოთახისკენ ვიხედებოდი, გოგოებს სინათლე არ ენთოთ - ალბათ უკვე დაიძინეს!... - ვბუტბუტებდი მე.
თუმცა თავად ძილი აზრადაც არ მომსვლია, ეზოდან გამოვედი და უმისამართოდ გავუყევი გზას. მივიწევდი წინ, მივდიოდი, ვერ გეტყვით სად, ან რატომ... უბრალოდ თავში ყველაფერი ამრეოდა, თითქოს პანიკაში ვიყავი.. რისი მეშინოდა?! არ ვიცი, ვერც პასუხს ვპოულობდი, ფეხებს კი თავისით კაიშაურების ეზოსთან მივყავდი.
გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა, როცა დავინახე რომ მეორე სართულზე პერიოდულად რაღაც ანათებდა. გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა, დაძაბული ვუყურებდი როგორ მოძრაობდა ხელის ფანრით შეიარაღებული ვიღაცის ლანდი სახლში, ქურდივით შევიპარე ეზოში, აივანზე ავძვერი, შეძლებისდაგვარად ფრთხილად ავეკარი ფანჯრის მინას, მინდოდა გამერჩია რა ხდებოდა შიგნით.
- საინტერესოა, რის დანახვას ცდილობ?! - ქალის ცინიკურ ხმაზე უკან მოვიხედე და დაბნეულმა ჩავხედე ქვემოთ მდგარ ირონიულად მომღიმარ ქეთის, რომელიც შესაშური სისხარტით მოძვრებოდა ზემოთ.
- აქ რატომ ხარ?! - ღრენით ვკითხე მე.
- თუ სწორად მახსოვს ჩემს სახლში ვართ!... - ამაყად გამომიცხადა მან.
- კიდევ კარგი ამიხსენი! - ირონია არ დავიშურე მეც.
ჩემი ტონისთვის ყურადღება არ მიუქცევია, უცერემონიოდ მიუახლოვდა ფანჯარას და ოთახში შეიხედა. - ეს ვინაა?! - ინსტიქტურად ჩურჩულზე გადავიდა თვითონაც.
- სამწუხაროდ, არ ვიცი!...- იმდენად მაღიზიანებდა მისი კითხვები, რომ უნებურად ვიღრინებოდი მე.
დაძაბულები ვუყურებდით როგორ იქექებოდა უცნობი, ნიღბიანი მამაკაცი კარადებსა და კომოდის უჯრებში, ლოგინების მატრასებიც კი ასწია და შეამოწმა. ერთად-ერთი რასაც მივხვდით ის იყო, რომ უცნობი სახლში ქურდობის მიზნით ნამდვილად არ იმყოფებოდა, ძვირფას ნივთებს ხელიც კი არ ახლო.
- რა ჯანდაბას ეძებს?! - ნერვიულობისგან ხმა უკანკალებდა ქეთის.
ალბათ ნიღაბმა შეაწუხა, უცნობმა სახეზე წამოცმული უხეში ქსოვილიც მოიხსნა და იმდენად გათავხედდა სინათლეც კი აანთო. საკმაოდ ახლოს იდგა ფანჯარასთან, ნათლად დავინახეთ მარცხენა თვალთან სიგრძეზე ნაიარევი, ერთმანეთზე გადაბმული წარბები და ოდნავ კეხიანი ცხვირი.
- შეუძლებელია.... - ჩაწყვეტილი ხმით წარმოსთქვა კაიშაურმა.
- იცნობ?!
- არა! - თუმცა მისი ცრემლებით სავსე თვალების დანახვაზე რატომღაც ვიფიქრე, რომ მატყუებდა - შენი აქ ყოფნა არ შეიძლება, უნდა წახვიდე!...- მოულოდნელად, საკმაოდ ცივად, აშკარად ხელოვნური ტონით გამომიცხადა მან.
- პატარა გოგო, ზედმეტებს ხომ არ იღებ საკუთარ თავზე?! რას მეუბნები ფიქრობ?! - სიბრაზისგან თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და ნელ-ნელა ხმას ვუწევდი. - ვინ არის ეგ ტიპი? რა აკავშირებს შენთან?
- ჭირვეული ბავშვივით ნუ იქცევი... ხმას დაუწიე! - ხმა უთრთოდა ქეთის.- აქ რომ შეგვნიშნოს, ორივეს დაგვხოცავს!
- მაშინ ერთად წავიდეთ! - პოზიციებს არ ვთმობდი მე. ჩემსდაგასაკვირად წინააღმდეგობა არ გაუწევია, უსიტყვოდ მობრუნდა, უხმაუროდ ჩახტა დაბლა და ეზოდან გამოვედით, თუმცა შორს წასვლა არც კი გვიფიქრია, იქვე ტყეში შევიმალეთ და ჩუმად ვაკვირდებოდით ხელისგულივით გადაშლილ ეზოს.
- ვინ არის ეგ ტიპი აღარ იტყვი?! - საბოლოოდ დავკარგე მოთმინება.
- არ ვიცი, არაფერი არ ვიცი!... - ცრემლები ვეღარ შეიკავა ქეთიმ- ჯაბამ მხოლოდ ის მითხრა, რომ საკმაოდ სახიფათო საქმეს იძიებდა, შემსრულებლების დაკავება პრობლემას არ წარმოადგენდა, ორგანიზატორებამდე კი ვერა და ვერ გადიოდნენ. რამდენადაც თვითონ ამიხსნა, საქმე არასრულწლოვნების საზღვარგარეთ გაშვილებას ეხებოდა, რომლებსაც რეალურად საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობებში უწევდათ ცხოვრება და შრომა. ამ წრეში ჩართულნი იყვნენ ჯანდაცვის სამინისტროს რამოდენიმე მაღალჩინოსანი, ექიმები, სოც-სამსახურების წარმომადგენლები. ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, რომ შეძლებისდაგვარად ჩუმად, უხმაუროდ ამ საქმეზე კარგა ხანია მუშაობდა. ერთი თვის წინ საქმის მასალები პროკურატურაში გადაგზავნა და ჩვენი სიმშვიდეც ამით დასრულდა. საზოგადოების ზედმეტი ინტერესი, რომ არ გამოეწვიათ დაიწყო დამნაშავეთა ჯგუფის წევრების შედარებით უწყინარი მიზეზებით ნელ-ნელა დაკავება, თუმცა მათ მიერ ჩადენილი ესოდენ მძიმე დანაშაულისთვის რატომღაც ბრალი არავის წაუყენებია. ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო, რომ მათ დანაშაულებრივ ჯგუფს პროკურატურაშიც ჰყავდა ლობი. როდის იყო რომ ვინმეს ენაზე რამე ადგებოდეს?! რა თქმა უნდა არც იმის გაგება გასჭირვებიათ, რომ ძიების უკან ჯაბა კაიშაური იდგა.
- რის თქმას ცდილობ? ეს ხალხი მამაშენზე დაბოღმილი ახლა შენზე ნადირობს? - საკუთარი სიტყვებისგან ტანში გამცრა.
- „ნადირობა“ ცოტა ხმაურიანი გამონათქვამია, ალბათ უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, ძიების შეწყვეტას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი... - ცრემლებისგან ხმა გაებზარა და წინადადება ვეღარ დაასრულა.
მისმა ნათქვამმა იმაზე მეტად იმოქმედა ვიდრე წარმომედგინა, პანიკურად შემეშინდა მისი დაკარგვის, ვერც კი გავიაზრე, როგორ ჩავიკარი გულში, სუსტ მხრებზე ძლიერად ვუჭერდი ხელებს, მისი აჩქარებული გულისცემა მესმოდა და გაშვება არ მინდოდა.
- ძალიან დამავალებ, მკვლელების მუქარას შენ თუ არ შეასრულებ! - გონს მისმა ირონიულმა სიტყვებმა მომიყვანა და ცივად გავუშვი ხელები. - არ ვიცოდი ასე ძალიან თუ გიყვარდი... - უკმაყოფილო სახით შეწითლებულ მკლავებს ისრესდა ის.
- მაპატიე, არ მინდოდა გტკენოდა!...- გაბზარული ხმით ვთხოვე პატიება.
ჩემი სიტყვებისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია, ისე გააგრძელა: - ჯაბამ გუშინ დამირეკა და მითხრა, რომ ყველაფერი დასრულდა, საქმის ძიება შეწყვიტა, უკვე მოკვლეული მასალებიც გაანადგურა. ჩემს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა და შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი.
- ეტყობა არ ენდობიან და უნდათ გადაამოწმონ... - საკუთარი ნააზრევი სამწუხაროდ ხმამაღლა წამოვაყრანტალე, სავარაუდოდ ჩვენი ფიქრები ერთმანეთს დაემთხვა, ისევ ცახცახმა აიტანა კაიშაური და ცრემლებით სავსე თვალებით ამომხედა.
- შენც ასე ფიქრობ? რამე რომ დაუშავონ?!... - ხმა უთრთოდა მას.
- ნუ ღელავ, მამაშენი პატარა ბიჭი ხომ არაა, იცის რასაც აკეთებს, შენ ახლა საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა ფიქრობდე, აქ დგომა არაფერს გვარგებს, წავიდეთ და ჯაბას დავუკავშირდეთ..
- ეს რომ გაიგოს, ამაღამვე ჩამოვა... - ღიმილი ვერ შეიკავა ქეთიმ განერვიულებული მამის წარმოდგენაზე, - დილით მაინც მოდიან, ბარემ ხვალ ვეტყვი ყველაფერს, პრინციპში ჩემი თქმა აღარც დასჭირდება, სახლი ისეთ მდგომარეობაშია...
- ბედნიერია მამაშენი შენ რომ ჰყევხარ! - იმდენად შემძრა მისმა მზრუნველობამ, რომ თავი ვერ შევიკავე.
- იმედია! ისე რომ იცოდე, შენზე გაბუტული რომ ვარ, არ დამვიწყებია!... - თბილად გამიცინა ქეთიმ.
- ოღონდ აქედან მშვიდად წავიდეთ და თუ გინდა სულ ნუ დამელაპარაკები...- სიცილს ვერ ვიკავებდი მე.
თუმცა ჩვენი სამალავიდან გამოსვლას ვიდრე ნიღბოსანი სახლიდან გამობრძანებას არ ინებებდა არც-ერთი არ ვგეგმავდით. მოთმინებით ვიდექით და ველოდით. საბოლოოდ ჩუმად ყოფნა ისევ კაიშაურს მობეზრდა და დუმილი მან დაარღვია:
- ლევან, შეყვარებული გყავს?!
- კი.. - თითქოს მისი ეჭვინობა მომინდა, რატომღაც მოვატყუე.
- მართლა?! - გაოცებულმა შემომხედა მან, ჩემსდა სამწუხაროდ სულაც არ ჰქონდა ისეთი რეაქცია მე რომ მინდოდა.
- რა იყო, არ შეიძლება ვინმე მიყვარდეს, რატომ გიკვირს?! - შეტევაზე გადავედი მე.
- არა, როგორ არ შეიძლება, უბრალოდ შეყვარებულს არ ჰგევხარ..
- შენის აზრით შეყვარებული მამაკაცი როგორია? - მისი სიტყვები უნებურად საკმაოდ მეწყინა.
- რავიცი, რომანტიული, მზრუნველი.. შენ ასეთი არ ხარ...
- ბოდიში, თხუთმეტი წლის ბიჭივით თუ ვერ ვცანცარებ! - ზედმეტად გავცხარდი მე.
- ბოდიშს მე კი არა შენს შეყვარებულს უნდა უხდიდე, ასეთი უჟმური რომ ხარ... ერთი კვირაა გიყურებ, ერთხელაც კი არ დაურეკე... ასეთ უყურადღებობას ჩემს შეყვარებულს არ ვაპატიებდი! - აშკარად ზედმეტად კმაყოფილი დამეჭყანა კაიშაური.
- „მაკვირდებოდა“?! - ღიმილი გამეპარა ამის გაფიქრებაზე, თუმცა არ შევიმჩნიე -ენის გამოყოფა უზრდელობა რომაა არ გასწავლეს?! - უკმაყოფილო სახით ვკითხე მას.
- ალბათ, თუმცა დამავიწყდა...
- დიდი ენატლიკინა ბავშვი ხარ!
ჩემი რეპლიკა არ შეიმჩნია ქეთიმ, შვებით ამოისუნთქა, როცა როგორც იქნა ეზოდან ნიღბოსანი გამოვიდა, რამოდენიმე წუთში ავტომობილის დაქოქვის ხმაც გავიგონეთ, ფარებჩამქრალი ავტომობილი უხმაუროდ ტოვებდა სოფელს.
- მარტო არ ყოფილა!... - ჩურჩულით გადმომილაპარაკა ქეთიმ.
- თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ უკვე წავიდნენ ჩურჩულის აუცილებლობა აღარაა... - სიცილი ვეღარ შევიკავე მე.
- ალბათ... ნეტა ჩვენ დაგვინახეს?!
- არა მგონია, - სამალავიდან გამოვძვერი - რომ შევემჩნიეთ ცოცხლებს არ დაგვტოვებდნენ... - შეძლებისდაგვარად დავამშვიდე და გამოძვრომაში დავეხმარე, სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა მისი გაყინული თითების შეხებისას, ალბათ ჩემი სიმხურვალე იგრძნო, ხელი სწრაფად გამიშვა: - ჯობს ჩვენც წავიდეთ, ვიდრე გაგვიგეს შინ რომ არ ვართ!...
- კარგი წავიდეთ, დანარჩენს ხვალაც გავარკვევთ.. - დავეთანხმე მეც - ისე კაიშაურო, შენგან კარგი გამომძიებელი დადგება...
მიუხედავად სიბნელისა აშკარად ვიგრძენი როგორ გაწითლდა ქეთი, მივხვდი ესიამოვნა ჩემი სიტყვები, ძალიან მინდოდა ჩავხუტებოდი, ისევ მეგრძნო მისი სხეულის სიახლოვე, თუმცა თავი შევიკავე, არ მინდოდა უფრო მეტად დამეფრთხო, ზედმეტი მოძრაობებისგან თავი რომ დამეზღვია, ხელები შარვლი ჯიბეებში ჩავილაგე, ისევ შეწყვეტილ დიალოგს დავუბრუნდი:
- კაიშაურის ქალო, შენ გყავს შეყვარებული?!
- არა, მე და სიყვარული ძალიან შორს ვართ!... - სიცილით მიპასუხა მან.
- მართლა?! - გაოცება ვერ დავმალე - არა და გამიგია ყველა თხუთმეტი წლის გოგონა შეყვარებულიაო...
- აშკარად შეცდი...
- რატომ წუნია ხარ?
- არა, ზედმეტად მახინჯი ვარ, ის იშვიათი გამოკლისი - მამრობითი სქესის წარმომადგენლებს რომ არ ვიზიდავ... - ნახევრად ხუმრობითი ტონით გამომიცხადა და თვალი ჩამიკრა.
- მახინჯი?! - გაოცებული ვუმზერდი ქეთის - ხუმრობ?! ეგ სისულელე ვინ გითხრა? - ნელ-ნელა ვბრაზდებოდი მე.
- ვის უნდა ეთქვა, სარკეში ვიყურები და ვხედავ...
- სილამაზის უცნაური აღქმა გქონია... - ისე მეწყინა მისი სიტყვები, თითქოს მე მითხრა მახინჯი ხარო.
ეჭვით გამომხედა: - ბრმა ხომ არ ვარ, ჩემი მეგობრები, ჩემი კლასელები ბევრად უფრო სრულები და ლამაზები არიან, მე კი გაჩხინკული, ზედმეტად გამხდარი...
- სამაგიეროდ დიეტაზე ჯდომა არ გჭირდება!... - მის სიგამხდრეს სწრაფადვე ვუპოვე დადებითი მხარე.
ვცდილობდი წარმომედგინა როგორი იქნებოდა ასე ათიოდე წლის შემდეგ და რატომღაც ზედმეტად მომწონდა ჩემი ზმანება.
- ეგეც მართალია... - სიცილით მეთანხმებოდა. - როგორც იქნა ჩვენს ეზოსაც მივუახლოვდით... - კმაყოფილმა მითხრა მან. მე კი რატომღაც გული დამწყდა.
- ქეთი, თავს მოუფრთხილდი იცოდე. გამხდარი ხარ თუ სრული ჩვენთვის მხოლოდ ერთად-ერთი ხარ!..- ზედმეტად პათეტიკურად გამომივიდა ნათქვამი.
თუმცა ჩემი ტონი როგორც ყოველთვის არ შეიმჩნია: - მადლობა... ყველაფრისთვის... - ბოლო სიტყვა მცირედი პაუზის შემდეგ მითხრა და ოთახში მიიმალა.

დაპირებისამებრ დილიდანვე ჩამოვიდა ჯაბა, მეუღლესთან ერთად.
- აბა, როგორ ხართ, მეზობლებო? - ეზოში შემოვიდა კაიშაური, ჩვენი თბილად მოკითხვის შემდეგ, აშკარად მონატრებული ქალიშვილი გულში ძლიერად ჩაიკრა - ზედმეტად ხომ არ ჭირვეულობდი?! შეგაწუხათ ჩემმა ქალბატონმა?! - სიცილით გვეკითხებოდა ჯაბა, როგორც ყოველთვის ხალისიანი და ბედნიერი ჩანდა კაიშაური, მისი დადებითი განწყობა კი გადამდები გახლდა.
- არა გრცხვენია?! სიამოვნებით დავიტოვებდით კიდევ ცოტა ხნით, მაგრამ ვერ დავითანხმეთ!... - თვალი ჩაუკრა ქეთის ნინამ.
- ასეთია ეს, ყველას ანგელოზად აჩვენებს თავს, არადა რა იციან როგორი ტარტაროზია!... - უკმაყოფილოდ შეჭმუხნილი სახე დაუკოცნა შვილს კაიშაურმა. - შენ როგორ ხარ ლევან? - ამჯერად მე მომიკითხა ჯაბამ.
- რა გითხრა, დამისრულდა შვებულება, დღეს საღამოს მეც თბილისში ვბრუნდები...
- არაჩვეულებრივია, მეც დღესვე ვბრუნდები და ბარემ ერთად წავიდეთ...
- სიამოვნებით... - აშკარად გულით გამიხარდა მისი შემოთავაზება.
- მოკლედ, ცოტას მოვისიყვარულებ, გავერთობი ამ ჩემს პატარა თხასთან! -თვალი ჩაუკრა ჯაბამ - და წავიდეთ.
- ისევ ჩამოიტანე?! - მამის რეპლიკისთვის ყურადღება არ მიუქცევია, როგორც კი ჯაბამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია სიხარულის ტაში შემოჰკრა ქეთიმ.
- დასრულდა ჩვენი წყნარი ცხოვრება, კაიშაურებს ისევ ნადირობის სეზონი დაგიდგათ! - სიცილს ვერ იკავებდა ზურა.
- დათვებზე ჩვენ ვერ მივდივართ, და ლუდის ქილებს მაინც დავერევით, ხომ არ შემოგვიერთდებით?! - ღიმილით გადმოგვხედა ბავშვებს.
- მე ჩარგალში მივდივარ... - გულდაწყვეტილმა გამოაცხადა მამუკამ.
თავისთავად ცხადია ასეთი გასართობები არც თამარს იზიდავდა, მე კი ქეთის მსროლელის როლში კიდევ ერთხელ ნახვაზე უარს ვერ ვიტყოდი:
- რატომაც არა! სიამოვნებით შემოგიერთდებით...
როგორც იქნა დაასრულა კაიშაურების ნებიერამ ჩაბარგება, ყველას დაემშვიდობა, ისე ჩაეხუტა თამარს თითქოს ძალიან შორს მიდიოდა და ვეღარ ნახავდა, ეს თინეიჯერული, ზედმეტად ემოციური ჩახუტებები ყოველთვის მაღიზიანებდა, თუმცა ამჯერად მეცინებოდა ერთმანეთს ჩაკრული დაქალების დანახვაზე, მისი საკმაოდ მოზრდილი ჩანთის ავტომობილამდე ხრიგინით გატანა საკუთარ თავზე ვიტვირთე, ნელი ნაბიჯით მივყვებოდი თბილად მოსაუბრე მამა-შვილს.
ეზოსგან ოდნავ მოშორებით იდგა შავი „პრადა“-ს ჯიპი, დაბურული მინებიდან მძღოლის სახის გარჩევა შეუძლებელი იყო, საბარგული გავხსენი და ჩანთა უკან ჩავდევი.
- აკაკი, მანდ პატარა ყუთი რომ დევს, მომაწოდე ბარემ მაგასაც საბარგულში ჩავდებ!... - საჭესთან მჯდომს გასძახა კაიშაურმა.
ავტომობილის მარცხენა მხარეს მინა ნელ-ნელა დაიწია, მძღოლმა ჯაბას მცირე ზომის ნაცრისფერი რკინის ყუთი მოაწოდა. საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი, გაოგნებულმა გავხედე არანაკლებად დაბნეულსა და სახე გაფითრებულ ქეთის. საჭესთან წინა ღამით ნანახი სახე ნაიარევი მამაკაცი იჯდა.


მეთექვსმეტე თავი

გაფითრებული სახით უმზერდა ქეთი საჭესთან მჯდომ მამაკაცს, დავინახე როგორ უთრთოდა ტუჩები, ისე შებარბაცდა მივხვდი ცოტაც და დავარდებოდა, სწრაფად შევაშველე ხელი ქალიშვილს:
- ფრთხილად, აქ უსწორ-მასწორო გზაა! - მძღოლის გასაგონად ხმამაღლა ვუთხარი - მღელვარება არ შეგამჩნიოს! - უკანასკნელი სიტყვები შეუმჩნევლად გადავულაპარაკე.
თანხმობის ნიშნად მკლავზე მომიჭირა აცახცახებული ხელი ქეთიმ. ყურადღება არ მიმიქცევია ირონიული სახით მომზირალი მძღოლისთვის, ავტომობილის კარები გამოვხსენი და ჩაჯდომაში დავეხმარე ქალიშვილს.
- მოკლედ, სულ ცოტა ხნით სახლში შევირბენთ და ჭალაზე გელოდებით... - ხალისიანად გამომძახა მძღოლის გვერდით მჯდომმა ჯაბამ.
- იქნებ ახლავე წამოსულიყავი, ლოდინიც აგვცდებოდა?! - მუდარით შემომხედა და ხელოვნურად უდარდელი ხმით გახედა მამამისს.
- პრინცინპში, თუ გცალია!... - ყოყმანობდა ჯაბა.
- სცალია, როგორ არ სცალია! - ჩემს მაგივრად უპასუხა ქეთიმ.
სხვა შემთხვევაში ალბათ სიცილს ვერ შევკავებდი მის პასუხზე, თუმცა ამჯერად მშვენივრად ვხვდებოდი, რომ ჩემი მათთან ყოფნა შიშის დასაფარად სჭირდებოდა. არ ვიცი რას ელოდა ჩემგან, ან რისი იმედი ჰქონდა, თუმცა ისეთი მუდარით მიმზერდა, რომ უარი ვერ ვაკადრე, აღარც უკანა საქარე მინაში ზედმეტად ცინიკურად მომზირალ მძღოლს მივაქციე ყურადღება, მეც უმცროსი კაიშაურის გვერდით მოვთავსდი. შევნიშნე, როგორ შვებით ამოისუნთქა კაიშაურის ქალიშვილმა.
- ამას არასოდეს დაგივიწყებ!...- ოდნავ გასაგონად ჩაიჩურჩულა მან.
ავტომობილში ვიჯექი და ვფიქრობდი: - „რა უნდოდა ამ მამაკაცს ჯაბასთან, რა აკავშირებდა კაიშაურთან?“
ფაქტი იყო რომ უცნობსა და უცხო პიროვნებას ოჯახში არ მოიყვანდა, თითქოს ჩემი ფიქრები გაიგონაო, ხალისიანი ხმით ჰკითხა ქეთიმ მამაკაცს:
-ბატონო აკაკი, თქვენ ახალი მძღოლი ბრძანდებით?!
-ხომ იცი ერთ რთულ საქმეზე რომ ვმუშაობდი, ბატონი აკაკი თან ჩემთან ერთად მუშაობს და თან ჩემს უსაფრთხოებასაც იცავს...
- ამაზე ნაკლები დაცვა არ უნდა გვაყდეს!- ირონიულად აღვნიშნე ჩემთვის. მივხვდი, ჩემი ტონი არ ესიამოვნა ჯაბას, გვერდულად გახედა მძღოლს, თუმცა აკაკის თითქოს არც გაუგიაო, ისე მიპასუხა:
- ბატონი ჯაბა ძალიან ღირებული კადრია, მისი უსაფრხოების დაცვა მევალება, პირადი მცველი ვარ...
- ამის იმედზე თუ ვართ, მაგარი გაგვმართლებია! - უკმაყოფილო სახით ჩაილაპარაკა ქეთიმ და მათი ეზოს წინ გაჩერებული ავტომობილიდან სწრაფად გადავიდა.
- მაგრები ხართ მამა-შვილი, ვიდრე თქვენ ერთმანეთს ესიყვარულებოდით, მე ეზოში გელოდებოდით!... - სიცილით შეგვხვდა ჯაბას მეუღლე. - უი, გამარჯობა, ლევან შვილო... - ახლაღა შემნიშნა მე და თბილად მომიკითხა.
- კი მაგრამ, გასაღები ხომ გქონდა, სახლში ვერ შეხვედი?! - გაოცებულმა გახედა ჯაბამ ქალს.
- წესით უნდა მქონოდა, თუმცა ვეღარ ვნახე, ალბათ თბილისში დამრჩა... - უდარდელად უპასუხა მეუღლემ.
მე და ქეთიმ მრავალმნიშვნელოვნად შევხედეთ ავტომობილთან მოფუსფუსე მძღოლს, რომელიც უმცროსი კაიშაურის ჩანთას იღებდა საბარგულიდან.
- არ გამიკვირდება ჩემს ჩანთასაც თუ გადაქექავს!... - ფხუკუნით გადმომლაპარაკა ქეთიმ.
- შენ წარმოიდგინე არც მე... - სიცილი ვერც მე ვერ შევიკავე.
ალბათ, უცნარი იყო, ასეთ დროს ხუმრობა, თუმცა მე ამას ზედმეტ დაძაბულობას უფრო დავარქმევდი. თითქოს ისტერიკის დასამალად კაიშაური ხუმრობას ცდილობდა.
- თქვენ ორნი, რაღაც ზედმეტად დასცინიხართ ჩემს მძღოლს! - მკაცრი სახით გადმოგვხედა მეორე სართულზე ამსვლელი კიბეებიდან ჯაბამ.
- დასცინიხართ მსუბუქადაა ნათქვამი, ჩემი უფლება რომ იყოს... - სიტყვა ვერ დაასრულა ქეთიმ, როცა ჯაბამ სახლის კარები გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ წინა ღამით ნათლად ვნახეთ როგორ არბევდა სახლს აკაკი, მაინც ადგილზე გავიყინეთ ბებიაშენის კივილის გაგონებისას. ალბათ საკუთარი გახშირებული გულისცემა გვესმოდა გაპარტახებული ოთახების დანახვაზე. დიახ გაპარტახებულის, რადგან იმ მდგომარეობას რაც იქ დაგვხვდა სხვა სიტყვა არ შეესაბამებოდა, კედლებიდან ელექტრო სადენებიც კი ამოღებული იყო.
- ოხ, მე ამათი... - სიბრაზისგან ცახცახებდა ჯაბა - ეს როგორ გაბედეს?!... - ამდენი წლების ნაცნობობის შემდეგ, პირველად ვნახე როგორ იგინებოდა უფროსი კაიშაური. - რა ჯანდაბას ეძებდნენ? აქ რა უნდოდათ?!....-ხმაჩამწყდარი ეკითხებოდა მეუღლე.
რამოდენიმე წამში ამოირბინა კიდეები ვითომ შეშფოთებულმა მძღოლმაც.
- ოხ, მე ამის... აქაც იყვნენ?! - ჯაბაზე ნაკლებად გაღიზიანებული სახე არც მას ჰქონდა - არაფერს შეეხოთ!...- მკაცრი ხმით გააფრთხილა ქეთი, რომელიც ძირს დაყრილ წიგნებს ფრთხილად ამოწმებდა - კრიმინალისტებს გამოვიძახებ, ექსპერტებსაც მოვითხოვ, იქნებ ანაბეჭდები ნახონ...
გაოგნებული ვუმზერდი, როგორ მოხერხებულად თამაშობდა უდანაშაულო ადამიანის როლს.
- არ არის აუცილებელი... - გაბზარული ხმით შეაჩერა უფროსმა კაიშაურმა.
- ბატონო, ჯაბა... - თითქოს არ ეთანხმებოდა, ისეთი ტონით შეეწინააღმდეგა მძღოლი.
- სადაც ამდენი გაბედეს, რომ სახლში შემოიჭრნენ, იმდენი ჭკუაც ეყოფოდათ კვალი არ დაეტოვებინათ!... - ცივი ხმით განუცხადა ჯაბამ. - თან არც მინდა გახმაურდეს, დაე, იფიქრონ რომ შემაშინეს... - მუქარით წარმოთქვა მან.
- ესღა გვაკლდა... - შეწუხებული, ცრემლებით სავსე თვალებით უმზერდა მეუღლე.
- მამა რას ეძებდნენ?! - მძღოლის შემხედვარე ცახცახს ვეღარ იკავებდა ქეთი.
- არ ვიცი, ალბათ სამხილებს...
თვალით ვანიშნე ზედმეტი კითხვების დასმისგან თავი შეეკავებინა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, უმცროსი კაიშაური დამემორჩილა, ირონიულად უმზერდა აკაკის, რომლიც თითქოს დარბეული ნივთების დალაგებაში ეხმარებოდა ჯაბას, სინამდვილეში კი ისევ ხელახლა ჩხრეკდა სახლს.
- ძალიან დამავალებთ ჩემს ნივთებში ხელის ფათურისგან თავს თუ შეიკავებთ!... - კბილებში უსიამოვნოდ გამოსცრა ქეთიმ და მისი რეაქციით ზედმეტად გაოცებულ მძღოლს თვალებში უტიფრად მიაჩერდა.
- უკაცრავად, თქვენი განაწყენება არც კი მიფიქრია!...
- გვესმის რომ გაღიზიანებული ხარ, მაგრამ ძალიან გთხოვ ზედმეტი ემოციებისგან თავი შეიკავე... - ქალიშვილის უკმეხობით აშკარად უკმაყოფილო იყო ჯაბამ.
იმდენად გამაღიზიანებელი იყო აკაკის უწყინარი სახის ყურება, რომ თავი ვეღარ შევიკავე და აივანზე გამოვედი. ერთი სულ მქონდა, როგორმე ჯაბა დამემარტოხელებინა და მეთქვა რა არაკაციც ედგა გვერდში. ნერვიულობისგან მუშტი მოვუქნიე აივნის მოაჯირს, თითქოს ასე ვცდილობდი გულში დაგროვილი ბოღმისგან განთავისუფლებას.
- მადლობ, ჩვენთან ერთად რომ წამოხვედი! - გონს ქეთის ხმამ მომიყვანა. არეული თვალებით ვუმზერდი კაიშაურს.
- სამწუხაროდ ვერაფერში გეხმარებით!...
- ასე გგონია?! - უნებურად ადგილზე შევხტი, როცა თავზე უფროსი კაიშაური წაგვადგა.
- სალაპარაკო გვაქვს... - სწრაფად უჩურჩულა ქეთიმ.
ჯაბამ გულში ძლიერად ჩაიკრა ქალიშვილი: - დამშვიდდი, ვიცი რის თქმასაც ცდილობ... დამიჯერეთ, ასეა საჭირო...
- კი, მაგრამ... - არ ეპუებოდა გოგონა.
- ჩემი გჯერა?! - თვალებში უმზერდა უფროსი კაიშაური ქალიშვილს.
- კი, მაგრამ, ის... - შიგნით მყოფ აკაკის გახედა ქეთიმ.
- ჯაბა, თქვენ უნდა იცოდეთ გვერდით ვინ გყავთ... - მამა-შვილის საუბარში მეც ჩავერიე.
- ვიცი!... - ისეთი ტონით მითხრა, რომ ჩემსდა უნებურად ვინანე საუბარში რომ ჩავერიე - ძალიან, გთხოვთ. ისედაც ზედმეტს გეუბნებით, არ ჩაერიოთ ამ ამბავში!... - მკაცრად გაგვაჩუმა კაიშაურმა.
- მამა, ის... მან ხომ... სწორედ ის იყო... - ცრემლებს ვეღარ იკავებდა გოგონა.
- ქეთი, გთხოვ, ამდენი ხნის ნამუშევარს წყალში ნუ ჩამიყრი... დაე იფიქრონ, რომ მათი კაცი ჩამისვეს...
- რამე რომ გავნოს?! - შიში გაეპარა ხმაში გოგონას.
- ასე ცუდად მიცნობ?! - თვალი ჩაუკრა დამფრთხალ ქალიშვილს კაიშაურმა. - მის წინააღმდეგ ფაქტები მჭირდება, უტყუარი სამხილები...
- ის რომ სახლი დაარბია მტკიცებულებად არ გამოგადგება? - ხმა უთრთოდა მღელვარებისგან ქეთის.
- არა... უფრო ძლიერი სამხილი მჭირდება...
- მამა, ასეთი ადამიანი გვერდით არ უნდა გყავდეს, მოიშორე! - მუდარა ბრძანებით ტონში გადაუვიდა უმცროს კაიშაურს.
- ძალიან გთხოვ, ზედმეტს ნუ აიღებ საკუთარ თავზე, პატარა არ ხარ, უნდა ხვდებოდე, რომ უმიზეზოდ ადამიანს ვერ გავუშვებ, მყარი არგუმენტები დამჭირდება. ის თუ არ იქნება, მაშინ სხვას გამოგზავნიან...
- ჩვენ დავინახეთ, ეს საკმარისი არაა?!
- ამ ამბავში გარევა არც კი იფიქროთ, გესმის ჩემი?! - მკაცრი სახით გვიმზერდა ჯაბა - შენ ჩემი ერთად-ერთი ქალიშვილი ხარ, საფრთხეში ვერ ჩაგაგდებ. დაივიწყეთ რაც ნახეთ, მპირდები?! - ჯიუტად უმზერდა ქალიშვილს თვალებში, თითქის იქ სურდა სასურველი პასუხის დანახვა.- ლევან, თვალყური ადევნე იცოდე, სისულელე არ გააკეთოს!
ზედმეტად კარგად იცნობდა კაიშაური ქალიშვილს, რომც არ სცნობოდა მისი გენიდან გამომდინარე მაინც უნდა მიმხვდარიყო, რომ ქეთი უმოქმედოდ არ გაჩერდებოდა. თანხმობის ნიშნად თავს კი უქნევდა მამას, მაგრამ აშკარად ვხედავდი, რომ უკვე სამოქმედო გეგმას სახავდა.
- ბატონო ჯაბა, მშვიდობაა?! - აივანზე გამოვიდა აკაკიც. - დახმარება ხომ არ გჭირდებათ? - მამის მკერდში თავჩარგულ ატირებულ ქეთის ყურადღებით დააკვირდა მამაკაცი.
- არა, ხომ იცი ბავშვების ამბავი, მომხდარმა იმოქმედა და გული აუჩუყდა...
- სანანებლად გავუხდი ამ საქციელს, აი ნახავ მამა!... - ისეთი მუქარით წარმოსთქვა უმცროსმა კაიშაურმა, რომ ღიმილი ვეღარ შევიკავეთ.
- ვიცი! - თმები აუჩეჩა ჯაბამ ქალიშვილს და ისევ ჩაიხუტა - ჩემი იმედი ხარ იცოდე, არ დაივიწყო ეს!
ჩვენთვის აღარ ეცალა ჯაბას, ისევ სახლში შებრუნდა.
- შენც ფიქრობ, რომ ზედმეტად ვაბუქებ?! - ცრემლებით სავსე თვალებით შემომხედა ქეთიმ.
- სამწუხაროდ, არა... - ალბათ ჯობდა ტყუილი მეთქვა, ცოტა დამემშვიდებინა, მაგრამ ვერ შეგძელი.
- როგორ მოვიქცეთ?! - საოცრად მესიამოვნა მისგან მრავლობითში ნათქვამი „მოვიქცეთ“, მართლა გულით მინდოდა მისი დახმარება, თუმცა უნდა მეღიარებინა, რომ სანუგეშოს ვერაფერს ვფიქრობდი.
- მამაშენი ჭკვიანი კაცია, დარწმუნებული ვარ, მოახერხებს რამეს...
- მე „რამე“ არ მაწყობს... - მკაცრად გამომიცხადა კაიშაურმა - ზუსტად უნდა ვიცოდე, რომ ეს არაკაცი მამაჩემის გვერდზე არ იქნება, რადგან უტყუარი სამხილი სჭირდება, მაგასაც მოვიპოვებ!..
წინააღმდეობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, ამ ერთ კვირაში იმდენად კი გავიცანი ქეთი, რომ მივმხვდარიყავი ზედმეტად ჯიუტი იყო, იმისთვის რომ ერთხელ მიღებული გადაწყვეტილება შეეცვალა. ისევ დამკვირვებლის როლში დარჩენა ვამჯობინე, საჭიროების შემთხვევაში დახმარებას მაინც შევძლებდი.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მთელი დღე არეული სახლის მოწესრიგებას მოვანდომეთ. მე და ქეთიც აქტიურად ვეხმარებოდით უფროსებს. აშკარად ვამჩნევდი, როგორ უტყიალებდა ქეთი მძღოლს, თითქოს შემთხვევით, სწორედ მის გვერდით მდგომმა გადმომილაპარაკა:
- კიდევ კარგი დროულად მოვასწარი სამხილების გამოტანა და სხვაგან შენახვა, მამაჩემი ვერ გადაიტანდა ის დოკუმენტები რომ დაეკარგა.
- გაგიჟდი გოგო?! რა სისულელეს ლაპარაკობ! - სიბრაზისგან გამაცახცახა, როცა მძღოლის დაჭყეტილი, გაოცებული თვალები შევნიშნე, რამოდენიმე წუთით დაძაბული აკვირდებოდა საკუთარი თავით ზედმეტად კმაყოფილ, მხიარული სახით მოსაუბრე ქეთის, რომელიც თითქოს ვერ ამჩნევდა მამაკაცის გააფრთებულ გამოხედვას ისევ ჩემთან საუბარს აგრძელებდა:
- ზოგჯერ მართლაც ზედმეტად ნიჭიერი ვარ! - ირონიულად გაეცინა მას - წარმომიდგენია ამ დოკუმენტებს ჯაბას რომ გადავცემ, როგორი კმაყოფილი დარჩება...
- მამაშენი გაგიჟდება, ეს რომ გაგიგოს!... დედას გეფიცები, ამ ავადმყოფის ნაცვლად მე მოგიღებ ბოლოს თუ არ გაჩუმდები! - კბილების კრაჭუნით ვეუბნებოდი, თუმცა თითქოს ჯიბრით არა და არ ჩუმდებოდა კაიშაური.
თუმცა სულაც არ აპირებდა შეჩერებას: - მამა, საიდან შეიძლებოდა სცოდნოდათ იმ დოკუმენტებს აქ რომ ინახავდი?
- არ ვიცი, იმდენად მოკლე ჭკუისები არიან ალბათ ვერ მიხვდნენ ასეთ დოკუმენტებს მსვლელობის გარეშე არ დავტოვებდი, კარგახანია მსვლელობა მივეცი!... - აშკარად ვერ მიუხვდა კაიშაური რა მიმართულებით მიჰყავდა საუბარი ქეთის.
- თუმცა რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ამჯერად სწორად მიმხვდარან სად უნდა ეძებნათ, კიდევ კარგი რომ დროულად შევინახე! - ალბათ ახლაღა გაიაზრა მისი მეტიჩარა ქალიშვილის სიტყვები. აშკარად შევნიშნე როგორ გაფითრდა სახეზე ჯაბა.
- ვინმე რომ გისმენდეს, მართლა დაიჯერებდა, რომ აქ ვინახავდი მაგ საბუთებს...- თვალების ბრიალით უთხრა მამამ, თითქოს ანიშნებდა ეს სულელური ავანტიურა დაესრულებინა.
- აქ ხომ მხოლოდ შინაურები ვართ, დასამალი რაა?!.. - მიამიტურად დააფახუნა თვალები ქეთიმ - თბილისში დავბრუნდებით თუ არა დოკუმენტებსაც დაგიბრუნებ.
- გამოდი გარეთ! - მეც კი შევხტი მოულოდნელობისგან იმხელა ხმაზე იღრიალა გააფთრებულმა ჯაბამ. დასაკლავი კრავივით წინ გაიგდო ქალიშვილი და ეზოში გავიდნენ. ფანჯრიდან ვხედავდი როგორ სცემდა ბოლთას კაიშაური ეზოში, კმაყოფილი ღიმილით უმზერდა ქალიშვილი. ვხედავდი დინჯად, როგორ არწმუნებდა საკუთარ სიმართლეში, აშკარად რაღაცას ეხვეწებოდა ქალიშვილი. რამოდენიმეჯერ თვალი გამოაპარა ფანჯრებისკენ ქეთიმ და როგორც კი დარწმუნდა, რომ სიტუაციას ჩემთან ერთად თვალებ გადმოკარკლული, დაძაბული სახით აკვირდებოდა მძღოლიც, ორმაგად კმაყოფილი სახე მიიღო. უფლება რომ მქონოდა ჩემი ხელით დავახრჩობდი აკაკის, ასეთ გაურკვევლობას ვერ გავუძლებდი, ცნობისმოყვარეობით ვკვდებოდი, რას ეუბნებოდა ჯაბა, თუმცა ვერაფერი გავიგე, გარდა ქეთის სიტყვებისა:
- დამიჯერე, გთხოვ... აი ნახავ თუ არ გამოგვივა, მენდე!...
- არ ვიცი რა ვქნა... შენს გარდა ვერავინ გამანადგურებს იცოდე! - აშკარად მოლბა და დაჰყვა ქალიშვილის თხოვნას ჯაბა.
- აი, ნახავ, ყველაფერი გამოგვივა! - კმაყოფილი, ბედნიერი სახით ჩაეხუტა უმცროსი კაიშაური მამას.

მეჩვიდმეტე თავი

- მოკლედ, პატარა ქალბატონო, ჩამოხვალ თუ არა თბილისში დოკუმენტებსაც დამიბრუნებ! - სიცილით, თვალი ჩაუკრა ოთახში შემოსულმა ჯაბამ ქალიშვილს.
- დაგიბრუნებ, აბა რას ვიზავ.. არ ველოდი აქ თუ დამხვდებოდა, სრულიად შემთხვევით წავაწყდი და გადავწყვიტე შემენახა.
- ჭკვიანურადაც მოიქეცი, მაგ სამხილებზე ბევრი რამაა დამოკიდებული, გამორიცხულია მათი გამოქვეყნების შემდეგ დამნაშავეებს თავისუფლება ეღირსოთ...
მამა-შვილი იმდენად დამაჯერებლად საუბრობდნენ, რომ არ მცოდნოდა ეს ყველაფერი ქეთის ფანტაზიის ნაყოფი იყო, მეც კი დავიჯერებდი ვირტუალური დოკუმენტების არსებობას.
- რადგან სიმართლე უკვე იცი, მე მგონი აზრი აღარ აქვს ოთახების ლაგებაზე თქვენს მოცდენას, მე და დედა ნელ-ნელა მივალაგებთ ყველაფერს...
- ასეთი მონდომებული როდიდან ხარ?! - გაოცებულმა გახედა დედამ - რაღაც გექნება ქეთევან ჩაფიქრებული!.. -ხმა გაუმკაცრდა ქალს.
- აუ, მა... გეხვეწები რა!... - თითქოს დედის სიტყვები არც კი გაუგონიაო მუდარით შეხედა ქეთიმ უფროს კაიშაურს.
- ვერ ვხვდები, რას მთხოვ... - აშკარად ართობდა ქალიშვილის ასეთ მდგომარეობაში ცქერა ჯაბას.
- კარგი, რა ხომ დამპირდი, ტირს მოვაწყობთო!... - მოუთმენლობა ხმაზე დაეტყო გოგონას.
- დღეს ამის დრო არაა. დედას უნდა მივეხმაროთ... - საჩხუბრად აპილპილებულ მეუღლეს სიცილით გახედა კაიშაურმა.
- მამა, გემუდარები რა!...- ლამის ცრემლები გადმოყარა ქეთიმ.
კი ვხვდებოდი, მამა-შვილი აშკარად კარგად დადგმულ სპექტაკლს, რომ თამაშობდნენ, მაგრამ ვერაფრით მივხვდი რა ჰქონდათ ჩაფიქრებული.
- რა ტირი, რა სროლა, იარაღი რა ქალის საქმეა!... - საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან ბებიაშენი.
- ჯაბა, გთხოვ... - ამჯერად სახელით მიმართა თვალცრემლიანმა ქეთიმ.
- კარგი, რაც არის არის, ოღონდ მე არ მცალია, აი აკაკი გამოგყვება... - მოულოდნელობისგან გავშეშდი, გაფართოებული თვალებით ვუმზერდი უფროს კაიშაურს, ველოდი როდის ეტყოდა შვილის, რომ გადაიფიქრა.
- ჯაბა, რას აკეთებ?! შენი გაგიჟებულია ეს ბავშვი, შეიძლება ყველა კაპრიზს უსრულებდე?! - - თითქოს ჩემს ფიქრებს გამოეხმაურაო, აშკარად უკმაყოფილო იყო მეუღლის გადაწვეტილებით ქალი.
- ქეთი, ხომ იცი ასი თვალი და ასი ყური!... -მეუღლის საყვედურებს ყურადღებას არ აქცევდა ჯაბა - ფრთხილად, ვინმე არ დააშავო და არც თავი დაიშავო!... - თვალი ჩაუკრა ქალიშვილს.
დაძაბული, დაბნეული ვუმზერდი კაიშაურს, ვერ ვიგებდი, როგორ შეეძლო ერთად-ერთი ქალიშვილი ამ არაკაცის გვერდით დაეტოვებინა.
თუმცა როგორც კი ქეთი და აკაკი თვალს მიეფარნენ, გამომეტყველება მყისვე შეეცვალა მამაკაცს, საქმიანი, მკაცრი სახით მობილურით სადღაც გადარეკა:
- გამარჯობა, ფშავში ვარ ჩემთან, ოპერატიული ჯგუფი მჭირდება... რაც შეიძლება სწრაფად!... - ლევან, დამეხმარე!...-საუბარი დაასრულა თუ არა, ამჯერად მე მომმართა ჯაბამ - თუ ყველაფერი გამოგვივა, ამ ნაბიჭვარს დღესვე ავიყვანთ!...
- თუ?! რომ არ გამოგვივიდეს?! - ეჭვი გაკრთა ჩემს ხმაში.
- უფლება არ გაქვს!... - იმდენად ცივად მითხრა, უნებურად შემრცხვა მის სიტყვებში ეჭვი რომ შევიტანე.
შესაშური სიმკვირცხლით მოძრაობდა კაიშაური, იატაკზე დაგებული ერთ-ერთი ფიცარი ასწია, საკმაოდ მოზრდილი რკინის ყუთი ამოიღო, საიდანაც ერთი პისტოლეტი თავის ვაზნებიანად მე მომაწოდა, ხოლო მეორე მოსასმენ აპარატთან ერთად თვითონ დაიტოვა.
- ამხელა არსენალი თუ ვერ იპოვა, მაგარი ძებნა კი სცოდნია!... - გამეცინა მე და ცალი თვალი შევავლე საკმაოდ მოზრდილ ყუთს.
- ჩვენსდა საბედნიეროდ... - ირონიულად გაეცინა ჯაბას - უნდა ვიჩქაროთ... ქეთის მიკროფონი აქვს დამაგრებული, იმედია მისი ჩანაფიქრი გაამართლებს და აკაკი ალაპარაკდება...
უცნაური შეგრძნება დამეუფლა, თავი მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმის მოქმედ გმირად წარმოვიდგინე, გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ ჯაბა არ დაუშვებდა მისი ქალიშვილისთვის რამე დაეშავებინა იმ არაკაცს, მაგრამ მაინც მეშინოდა ვაიდა ვერ გაგვეთვალა, რომ ვერ მიგვესწრო?! მუდამ გაწონასწორებულსა და მხიარულ კაიშაურს ტუჩები მოეკუმა, დაძაბულობისგან თუ სიბრაზისგან თვალები უელავდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ისიც ღელავდა.
რამოდენიმე წუთი დაგვჭირდა ჭალამდე ჩასასვლელად. მოხერხებულად, მამაკაცისთვის შეუმჩნევლად ისეთ დისტანციაზე მოვკალათდით, რომ საჭიროების შემთხვევაში ქალიშვილისთვის დროული დახმარების აღმოჩენა შეგვძლებოდა.
ქეთი და აკაკი გვერდი-გვერდ იდგნენ და სამიზნეებს რიგ-რიგობით ესროდნენ. დაძაბული სახით უმზერდა გოგონა, თვალები დასწვრილებოდა და იარაღს ისე უმიზნებდა, არანაკლებ დაძაბული, კოპებშეკრული იდგა მძღოლიც, ქეთი თითქოს ვერც კი ამჩნევდა მამაკაცის დაქაჩულ თვალებს, ამ გოგოს მემგონი ნერვები საერთოდ არ ჰქონდა, შესაშური გულგრილობით გამოჰკრა რამდენიმეჯერ სასხლეტს თითი, დამწვარი დენთის სუნი დატრიალდა ჰაერში, ისევ დამფრთხალი ჩიტების ხმა, ისევ ტირში მდგომი ქეთი, დეჟავიუს შეგრძნებისგან გული გამალებით მიცემდა, ყურები მიგუგუნებდა, გულისრევის შეგრძნება დამეუფლა, კინაღამ პანიკაში ჩავვარდი იმის გააზრებაზე, რომ ზედმეტი მღელვარებისგან აშკარად ცუდად ვიყავი. თუმცა პანიკის განცდა ადრენალინმა შეცვალა, როგორც კი აკაკის ხმა გავიგონე:
- უნდა ვაღიარო, ზედმეტად კარგად ისვრით!...
- გმადლობთ, სროლა მამამ მასწავლა... - აშკარად გაეკეკლუცა ქეთი, ახლოს რომ ვყოფილიყავი, ალბათ მის აფახუნებულ თვალებსაც დავინახავდი.
- როგორც ვხედავ საკმაოდ საზრიანი და ჭკვიანი ხარ... - ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ეფლირტავებოდა მამაკაცი.
სიბრაზისგან გამაკანკალა მისი ბილწი თვალების წარმოდგენაზე.
- სასიამოვნო მოსასმენია თქვენგან ეს სიტყვები!... - ისევ არ იმჩნევდა მამაკაცის ტონს ქეთი - უი, ტყვიები გამოგველია!... - იმედგაცრულებულმა დახედა პისტოლეტს - თქვენ ხომ არ დაგრჩათ ტყვიები, იქნებ კიდევ გვესროლა?!...
- მხოლოდ ერთი კოლოფი გვქონდა წამოღებული!..
- დასანანია! - აშკარად, გულწრფელი სინანულით უთხრა კაიშაურმა.
- თქვენთან საუბარი მსურდა... - შეპარვით დაიწყო აკაკიმ - არ ვიცი რამდენად ხართ საქმის ყურში, ძალიან მაფიქრებს ის ფაქტი, რომ ასე აშკარად გაბედეს თქვენთან შემოსვლა, იმ სამხილების ბედიც მაღელვებს... - მამაკაცმა პაუზა გააკეთა, თითქოს აკვირდებოდა რა რეაქცია მოახდინა მისმა სიტყვებმა ქალიშვილზე.
- გისმენთ! - ისევ ის მეტიჩარა ტონი გაურია ქეთიმ ხმაში.
მისი საქციელით აშკარად ზედმეტად გათამამდა მამაკაცი, დასაშვებზე მეტადაც კი მიიწია ქალიშვილთან. ვგრძნობდი ეჭვიანობისგან როგორ მომაწვა სახეზე სისხლი, არც უფროსი კაიშაური იყო ბევრად უკეთეს დღეში, საფეთქელთან გამალებით უფეთქავდა ლურჯი ზოლი.
- ის მასალები რომ დაიკარგოს ამდენი წლების ნაწვალები წყალში ჩაეყრება! არა მგონია სწორი იყოს ასეთი საბუთების სახლში შენახვა..
- ასეთი სულელი გგონივართ? ვინ გითხრათ, რომ სახლში მაქვს?! - ირონიულად ჰკითხა ქეთიმ.
- სადაც არ უნდა გქონდეთ, უმჯობესია ეგ დოკუმენტები თქვენგან შორს იყოს. ვინმეს უნდა გადასცეთ ვისაც ენდობით, მან უნდა შეინახოს, ისეთ ადგილზე თქვენც რომ არ იცოდეთ.
- ვერ მიგიხვდით რის თქმას ცდილობთ!... - ხმა შეეცვალა ქალს.
- რამე რომ იყოს თქვენ მოგაკითხავენ დოკუმენტების ადგილმდებარეობის დასადგენად, ამიტომ უმჯობესია საბუთები მე მომცეთ და პროკურატურას მივაწოდებ!
- ამის აუცილებლობა რომ ყოფილიყო, მამაც დაურთავდა საქმეს!... - ისევ მიამიტი გამომეტყველებით საკმაოდ მოხერხებულად უარყო მამაკაცის აზრი ქეთიმ.
- შეცდა, აუცილებლობა რომ არ ყოფილიყო, არც ასე გამალებით დაიწყებდნენ ძებნას... - პოზიციებს არ სთმობდა მძღოლი.
- ბატონო აკაკი, ხომ არ ფიქრობთ, რომ სპექტაკლი უნდა დაასრულოთ?! - აშკარად მოსწყინდა მასთან ლოლიალი ქეთის.
- სპექტაკლი?! რას გულისმობთ? - ვერ მიხვდა მამაკაცი ქალიშვილის განწყობის უეცარი ცვლილების მიზეზს.
- დიახ სპექტაკლი, ასეთი უნიჭო მსახიობი თუ იყავით არ მეგონა... იქნებ პირდაპირ გეთქვათ, რომ ის დოკუმენტები თქვენ გჭირდებათ და უნდა მოგცეთ!... - ირონიულად უმზერდა გოგონა.
- ვერ მივხვდი რის თქმას ცდილობთ! - თითქოს დაიბნა მამაკაცი, თუმცა მის ხმაში გაჟღერებული ინტონაციით, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ამდენი ხნის ნაკოწიწებ წონასწორებას უკვე კარგავდა.
- სულ ცოტაც და ჯგუფი უკვე ადგილზე იქნება, დრო უნდა მოვიგოთ... - დაძაბულმა გადმომილაპარაკა ჯაბამ.
- იმედია, მართლა დროულად მოვლენ და ფილმებში რომაა ამბის ბოლოს სირენებით შემოსვლა ისე არ მოიქცევიან... - ხუმრობა ვცადე მე, თუმცა მყისვე გავჩუმდი, როგორც კი ქეთის შემდეგი სიტყვები გავიგონე:
- მართლა ვერ ხვდებით? არ გიხდებათ ასეთი მიამიტი ბიჭის როლი. - ცინიკურად უმზერდა ი ს- გუშინ ღამით ჩემი თვალით გნახეთ სახლში შეპარული...
მისმა სიტყვებმა შესაბამისი შედეგიც გამოიღო. პირველად ვნახე ადამიანის ასეთი უეცარი ტრანსფორმაცია. მექალთანიდან რამოდენიმე წუთში სისხლისმსმელ კრიმინალად იქცა. თვალებდაქაჩული, ჩასისხლიანებული მზერით მისჩერებოდა აშკარად ზედმეტად კმაყოფილი ღიმილით მომზირალ უმცროს კაიშაურს.
- არაჩვეულებრივია, მაშინ თამაშიც არ გვჭირდება!... - დაშაქრული ხმის ტემბრიც კი შეეცვალა აკაკის - ის დოკუმენტები მომეცი!.
- რას მელაპარაკებით?! იქნებ მითხრათ რა ფორმით მოგართვათ, დაზღვეული ფოსტით გირჩევნიათ, თუ სწრაფი ამანათის სახით კურიერს გამოვატანო?!
- მორჩი მასხარაობას... შენთან სალოლიალოდ არ მცალია... შენთვისვე სჯობია, თუ დროულად მომცემ მაგ საბუთებს!.
- რა თქმა უნდა, თქვენ მხოლოდ მიბრძანეთ და... აი, ვეტყვი ყველაფერს მამაჩემს და მერე ვნახოთ როგორ გირჩევნიათ... - ჭირვეული, ზედმეტად საკუთარ ძალებში დარწმუნებული სახით შებრუნდა ქეთი, თითქოს სახლისკენ აპირებდა წასვლას.
- შენ გოგო, თვალში ხომ არ გეპატარავები?! - მკლავზე უხეშად მოქაჩა აკაკიმ- ტვინს გაგასხმევინებ, მაგ დაწყევლის საბუთებს ახლავე თუ არ მომცემ...
- ზედმეტად ხომ არ ხართ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ბატონო აკაკი?! თუ სწორად მახსოვს უკანასკნელი ტყვიები ტირში დახარჯეთ!... ამ ჩიპის მიღება ასე იოლი ნუ გგონიათ! - ცხვირწინ აუფრიალა მცირე ზომის მეხსიერების ბარათი, იგივე ფლეშკა ქეთიმ.
მამაკაცის ცივი სიცილისგან ძარღვებში სისხლი გამეყინა: - ასეთი დებილი გგონივარ, როგორ იფიქრე, რომ ტუტუცი გოგოს ავანტიურაზე წამოვეგებოდი?!... ტვინს გაგასხმევინებ ორ წუთში ჩიპს თუ არ მომცემ!... - აშკარად დავინახე საქამრის უკანა მხრიდან როგორ ამოიღო აკაკიმ მცირე ზომის პისტოლეტი.
გაფითრებული სახით მისჩერებოდა კაიშაური შვილისკენ მიმართულ იარაღს.
- ლევან, ჩარევა არც კი იფიქრო, თუ სიტუაცია გართულდეს, ოპერატიულ ჯგუფს ჩვენამდე შენ მოიყვან!... - მობილური მომიგდო ჯაბამ, აზრზე მოსვლა ვერც კი მოვასწარი ისე გაქანდა შვილის მიმართულებით.
- ზედმეტს ხომ არ იღებ საკუთარ თავზე?! - თითქოს დაიგრგვინა კაიშაურმა. ასეთი რამ არასოდეს მინახავს, დაჭრილ ნადირს ჰგავდა ჯაბა.
- აი, მამიკოც მოსულა!... - ირონიულად გამოხედა იარაღმომარჯვებულ კაიშაურს, სულ რამოდენიმე წამი ეყო აკაკის, რომ დამცავი ფარივით წინ ქეთი აეფარებინა.- ზედმეტად პატარა ხომ არაა შენი ქალიშვილი მამის აღსასრულის საყურებლად?! - გამარჯვებული, დამცინავი ტონით ეკითხებოდა ნერვებისგან აკანკალებულ ჯაბას.
- შენს დედას, მო... თუ რამეს დაუშავებ! - კბილებში გამოსცრა კაიშაურმა.
სიმართლე გითხრა, ვერასოდეს ვიგებდი როგორ შეეძლოთ ასეთ დროს მონოლოგებით გამოსვლა, რატომღაც მეგონა ასეთი რამ რეჟისორის უნიჭოდ დადგმული სცენარის ბრალი იყო, თუმცა ამ შემთხვევაში მოვლენები სწორედ ასე განვითარდა. მამაკაცები ერთმანეთის მიმართ „სასიამოვნო“ რეპლიკებს არ იშურებდნენ. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ კაიშაურს დრო გაჰყავდა, ცდილობდა დამნაშავე ცოცხლად აეყვანა, აკაკიც ქეთისთან ერთად ტყის საფარისკენ მიიწევდა. ქალიშვილის მოკვლას აშკარად არც ის აპირებდა, ალბათ თვითონაც ხვდებოდა, რომ მისთვის ზიანის მიყენებას მართლა არ აპატიებდა კაიშაური. მონადირისთვის დამახასიათებელი ფრთხილი ნაბიჯით მიიწევდა წინ გამომძიებელი, ჩიხში მომწყვდეული მხეცივით უკან დასახევსა და გასაქცევ ტრაექტორიას არჩევდა აკაკი.
მე კი უკვე ბედნიერი ვიყავი, როგორც იქნა მოვიდა ოპერატიული ჯგუფი, შეუჩნევლად, ნელ-ნელა ალყას ვარტყავდით სამეულს. წამის მეასედში ააცალა ქეთის ხელიდან ფლეშკა, მყისვე მოისროლა მძევალი და ტყეში შემოხტა საკუთარ წარმატებაში დარწმუნებული მძღოლი, მთელი ძალით მორბოდა და არც კი იყურებოდა უკან. ეს რომ გაეკეთებინა აუცილებლად დაინახავდა ქალიშვილთან ჩახუტებულ კაიშაურს, რომელიც რაციაში ბრძანებას გასცემდა:
- ცეცხლი არ გახსნათ, ცოცხლად ვიყვანთ, უნდა გავიგოთ ვისი ბრძანებით მოქმედებდა!.
გინახავთ ნადირობის დროს გამორეკილი მსხვერპლი, მისი ფეხით რომ ვარდება დაგებულ მახეში?! სწორედ ასე დაემართა აკაკის. სპეცნაზის რამოდენიმე რაზმელმა მოხერხებულად მოახერხა მისი განიარაღება. თავჩაქინდრული მიჰყავდათ საპატრულო პოლიციის მანქანისკენ.
მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავის დაკავებაში ჩემი როლი მინიმუმამდე იყო დაყვანილი, უბედნიერესი ვიყავი, ყველაფერი მშვიდობიანად რომ დასრულდა. ალბათ, იგივე განცდა გაუჩნდათ რაზმის წევრებსაც, წარმატებით საქმის დასრულებით განცდილი სიხარული ყველას სახეზე ეხატა.
- გამოგვივიდა, გამოგვივიდა! - ემოციებს ვეღარ თოკავდა ქეთი, გახარებული ჩემომეკიდა კისერზე, იმდენად მოულოდნელი იყო მისგან ასეთი სიხარულის და სითბო გამოვლინება, რომ უნებურად მეც მთელი ძალით ჩავიხუტე გულში.
ზოგჯერ ერთ პატარა მოდუნებას შეუძლია საბედისწერო შეცდომა დაგაშვებინოს, ალბათ ჩვენს ასე მოგვივიდა, ქეთის სიხარული ისეთი გადამდები იყო, რომ სულ ერთი წამით არ მიაქციეს ყურადღება აკაკის, მისთვის კი ესეც საკმარისი გამოდგა, მოხერხებულად აართვა საქამრეში გაჩრილი იარაღი პატრულის თანამშრომელს, კაიშაურის ჩვენსკენ მიმართული გაოგნებისგან გაფართოებული თვალების დანახვაზე, ინსტიქტურად ძლიერად მოვუჭირე ხელები ქეთის, თითქოს ასე ვცდილობდი მის დაცვას, შემდეგ იყო სროლის ხმა, რომელსაც მიჰყვა ერთდროულად გასროლი რამოდენიმე იარაღიც, ჩემს ხელებში ნელ-ნელა მოდუნებული სხეული და თბილი სისხლით დასვრილი ხელები.
- არააა... - კაიშაურის განწირული ღრიალი მესმოდა მე.
მე კი... მე მხოლოდ ქეთის სიტყვები მახსენდებოდა: - „ძალიან მალე, შენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის გადარჩენა მოგიწევსო“...
- შეუძლებელია, ის ამას ვერ დაინახავდა!... - ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი სისხლში დასვრილი ქალის შემხედვარე მე.

მეთვრამეტე თავი
უცნაური შეგრძნება ყოფილა, როცა შენთვის ძვირფას ადამიანს უჭირს, შენ კი დახმარება არ შეგიძლია. იმ დროს გინდა მისი ტკივილი გაინაწილო, ან სულაც შენ გტკიოდეს და მას არა. კარგი იქნებოდა ამის უნარი რომ შეგწევდეს, თუმცა თავს ზევით ძალა არაა...
უდაოდ მძიმე რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. გარდაცვლილი აკაკი, დაუსრულებელი საქმე. თუმცა ეს უკვე მეორე ხარისხოვანი გამხდარიყო, აღარავის აღელვებდა აწ გარდაცვლილი კრიმინალი.
ქეთი მარცხენა მხარში იყო დაჭრილი, თუმცა აშკარად სასურველზე მეტ სისხლს კარგავდა, სავარაუდოდ სისხლძარღვი იქნებოდა დაზიანებული. დამხმარე ჯგუფი კი ჩამოვიდა დროულად, მაგრამ სამწუხაროდ სასწრაფოს მანქანა იგვიანებდა. ალბათ სხვა დროს ყოყმანს დავიწყებდი, ნერვიულობას, მაგრამ ამჯერად მხოლოდ მისი დახმარება მინდოდა.
შესაშური სისწრაფით დაჭრილი კაიშაურებთან ავიყვანეთ სახლში, ჩემსდა საბედნიეროდ პედაგოგს დავუჯერე, ექიმი ყველაგან ექიმი უნდა იყოსო და პირველადი დახმარებისთვის საჭირო მცირედი რაოდენობის სამედიცინო იარაღები ყოველი შემთხვევისთვის სახლში მქონდა წამოღებული. იარაღები კაიშაურებთან მისვლამდე რამოდენიმე წამით შინ შერბენისას ავიღე. საკუთარი წინდახედულობით აშკარად ბედნიერი ვიყავი.
საოპერაციოდ მისაღებს ვიყენებდი, წინასაოპერაციოდ პაციენტის მომზადებას დიდი დრო არ დასჭირდა, რაოდენ უცნაურიც უნდა ყოფილიყო, ასისტენტობას ჯაბა მიწევდა. სწრაფად ჩამოვბანეთ საპნით ჭრილობა, დავამუშავეთ კანი სპირტითა და ბეტადინით, საოპერაციო მაგიდად მისაღებში მდგომ მასიურ, ხის მაგიდას ვიყენებდი. ანესთეზიის შემდეგ ჭრილობა წყალბადის ზეჟანგით გავასუფთავე, იმედი მქონდა ეს ოდნავ მაინც შეამცირებდა სისხლდენას, მაგრამ ჩემი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, სხვა გზა არ მქონდა, სასწრაფოსა და მასთან ერთად დამხმარეების ჩამოსვლამდე როგორმე რეზინის ლახტი უნდა დამედო, რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო უფროსი კაიშაური ნამდვილად კარგი ასისტენტი გახლდა. სტერილურ იარაღებს გაფითრებული მაწვდიდა. რეზინის ლახტი ძლიერად გადავუჭირე მხარზე და მიუხედავად იმისა, რომ იმ წუთში ეს ნამდვილად არ მჭირდებოდა, გადაჭერის დროც დავაფიქსირე. როგორც იქნა სისხლდენა შეჩერდა. დანა პირს არ გვიხსნიდა, შვებით ამოვისუნთქე, როცა ზუსტი დაზიანების ადგილი დავინახე.
- მეშველა, გვეშველა! - სიხარული ვეღარ შევიკავე.
აშკარად ვხედავდი სად იყო გაჩერებული ტყვია, მოხერხებულად ვცდილობდი მინიმალური ძალისხმევით ამომეღო ჭრილობიდან უცხო სხეული, რაც მოვახერხე კიდევაც. თუმცა სისხლდენა უფრო და უფრო მატულობდა, აშკარად დავინახე, ტყვიას საკმაოდ მოზრდილი სისხძარღვიც დაეზიანებინა. ფიქრი შევწყვიტე, მექანიკურად ვმოქმედებდი, რატომღაც ინსტიქტურად გონებაში საკუთარი ბრძანებების თვლა დავიწყე:
- სკალპელი! - არც კი გამიხედავს გვერდით ისე გამოვართვი იარაღი, ჯაბას დაძაბულ სახეს ვერ ვუყურებდი.
- ლანცეტი, ტამპონი, დრენაჟი!....- არ შეიმჩნიო, კიდევ, ცოტა, სულ ცოტა... - შეძლებისდაგვარად ვამხნევებდი საკუთარ თავს, ვხედავდი მკერდზე როგორ იჭერდა უფროსი კაიშაური ხელს, ისედაც გაფითრებული უფრო გათეთრდა, ტკივილისგან სახე დაეღრიჯა.
- კარგად ხართ?! - ხმაში ბზარი გამიჩნდა, შემეშინდა ნერვიულობაზე რამე არ დამართნოდა. - ორი, სამი ოთხი... - ამჯერად უფროსი კაიშაურის გულისცემას ვისმენდი მე.
- არაფერია, უკვე გამიარა... - ღრმად ჩაისუნთქა მან, როგორც იქნა სახეზე ოდნავ დაუბრუნდა ფერი.
- თითქმის დავასრულე, გავკერავ და... თქვენი დახმარება აღარც მჭირდება, ამას ჩემითაც მოვახერხებ!... - ვცდილობდი იქვე მდგომ სკამზე დამესვა. თუმცა კაიშაური მაინც არ მომშორდა:
- ძნელი ყოფილა შვილის ასეთ დღეში ყურება!... - ისე გამიღიმა, თითქოს სისუსტისთვის ბოდიშს მიხდიდა.
- ძნელი ყოფილა!... - საკუთარ ხმას ვეღარ ვცნობდი, ვგრძნობდი, როგორ მაწვებოდა ბოღმისგან გული ყელში, პატარა რომ ვყოფილიყავი ალბათ ავტირდებოდი, თუმცა ამჯერად ამის არც დრო იყო და არც ადგილი. მშვიდი სახით ვაგრძელებდი ოპერაციას. როგორც იქნა დავასრულე... არ მჯეროდა, ვხედავდი ლამაზად, საკმაოდ აკურატულად გაკერილ ხორცს და ვგრძნობდი, რომ შეუძლებელი შევძელი. უკვე დასრულდა ყველაფერი, პრინციპში ასეც იყო, ჩემს ხელთ არსებული იმ სამედიცინო საშუალელებით ამაზე მეტის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
ნელ-ნელა ვდუნდებოდი და უნებურად შიში მიპყრობდა. თითქოს ახლაღა გავიაზერე რა ჩავიდინე, ახლაღა შემეშინდა, რა შეიძლებოდა მოსალოდნელი შედეგების.
წესით ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, მე კი თითქოს აქამდე შეკოწიწებული ძალა და ენერგია საბოლოოდ დავკარგე, მოვდუნდი და ყველაფერი ამტკივდა, თითოეული კუნთი, თითუეული ძარღვი.
ვუმზერდი გათიშულ ქეთას და ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ ექიმად ყოფნის ბედნიერება მარგუნა წილად. ამ ეტაპზე უმცროსი კაიშაურის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, სასწრაფო დახმარებაც როგორმე მოვიდოდა, გადაიყვანდნენ სტაციონარში და....
როგორც იქნა ოდნავ შვებით ამოვისუნთქე და იქვე მდგომ ჯაბას გახარებული მოვეხვიე, ხმას ვერც ერთი ვერ ვიღებდით, თუმცა ჩვენი დუმილი ბევრად მეტყველი იყო, სიხარულისგან ცრემლებს ვეღარ იკავებდა კაიშაური. ახლაღა შევნიშნეთ მისაღების ფანჯრებში დაძაბული სახით ჩვენზე მოჩერებული რამდენიმე წყვილი პოლიციელის თვალი და იქვე კუთხეში სალოცავ კუთხესთან მუხლებზე მდგომი დედა. ამაზე მეტყველი გრძნობა არ არსებობდა, შიში გადაზრდილი სიხარულში. ბედნიერების სხივით გაცისკროვნებული სახეები.
ვუმზერდი მეუღლესთან ჩახუტებულ ჯაბას, მის ტკივილს და ორმაგად მტკიოდა, დავქცეროდი წამლებისგან გაბრუებულ გოგონას, რომელიც ნელ-ნელა იწყებდა ნარკოზიდან გამოსვლას და უნებურად მისი სიტყვები მახსენდებოდა:
- ძალიან მალე, შენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის გადარჩენა მოგიწევს!
ვიგრძენი როგორ გამაცია გაოგნებისგან: - შეუძლებელია, ის ამას ვერ დაინახავდა! - საკუთარ თავს ვუმეორებდი მე.
თითქოს ჯიბრით სწორედ ამ დროს გაახილა თვალები ქალმა, აშკარად ისევ ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ იყო, რამოდენიმე წამი მაკვირდებოდა, ოდნავ შესამჩნევად, ტკივილით გამიღიმა და თითქოს მხოლოდ საკუთარ თავს უთხრაო, ისე ჩაილაპარაკა:
- მაპატიე, მე არ მინდოდა... შენი ტკივილი არ მინდოდა!...
იმდენად გამიხარდა მისი ხმის გაგონება, რომ შემეშინდა. არანორმალურად მინდოდა ჩავხუტებოდი, მისი სითბო მეგრძნო. ამ უცნაურმა შეგრძნებამ დამაფრთხო, ზუსტად ვიცოდი, რომ იქ ჩემი გაჩერება აღარ შეიძლებოდა, დენდარტყმულივით გამოვვარდი გარეთ. ცივმა ჰაერმა თითქოს გონს მომიყვანა, მესიამოვნა. იქვე ჩავიმუხლე კიბის საფეხურზე და ამხელა კაცი ავტირდი, თითქოს ვიცლებოდი ემოციებისგან, ტკივილისგან და ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი უსახელო გრძნობისგან.
როგორც იქნა ეღირსა სასწრაფოს მანქანასაც მოსვლა, უკვე გონს მოსული პაციენტი საკაცით გადაიყვანეს ავტომობილში. მასთან ერთად ყოფნის უფლება მხოლოდ ერთ ადამიანს მისცეს, და ალბათ ძნელი მისახვედრი არაა რომ ის ერთი ადამიანი დედამისი იყო.
მე და ჯაბა კიდევ ერთხელ დავემშვიდობეთ აწუკვე კაიშაურებთან შეკრებილ წიფრანელებსა და ჩემს ოჯახს და პოლიციის დამხმარე ჯგუფთან ერთად სასწრაფოს მანქანას გავყევით.
ფიქრებში წასული კაიშაური დაძაბული უმზერდა გზას, საუბრის განწყობაზე არც მე ვიყავი, იმ დღევანდელი ემოციებით დატვირთულს საკუთარი ემოციები უფრო მაღელვებდა.
- „რამდენად შეიძლება მის მიმართ რამეს ვგრძნობდე?!“ - ფიქრებში ვეკითხებოდი ჩემს თავს, რომელიც ჯიუტად მიმეორებდა:
- „შეუძლებელია, ის ბავშვია, მართალი განსხვავებული, ცოტა გიჟი, რისკიანი, მაგრამ მაინც ბავშვი!... უბრალოდ ზედმეტი ადრენალინის შეგრძნების ბრალია!... საერთო თავგადასავალმა დაგაბნია, მისით აღტაცებული ხარ, სულ ესაა... გაივლის დრო და ისევე დაგავიწყდება, როგორც დანარჩენები დაივიწყე“...
- ალბათ! - უხალისოდ ვეთანხმებოდი საკუთარ ხმას მე.



მეცხრამეტე თავი

სათქმელად ალბათ ზედმეტად მარტივი იყო, შესასრულებლად კი ძნელი. მინდოდა თუ არა, უნდა მეღიარებინა, რომ ამ ორ კვირიანმა ურთიერთობამ, თუმცა მას ურთიერთობასაც ვერ დავარქმევდი, ჩემში ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა. ჩემი ჭირვეული სტუმარი ამჯერად ჭირვეული პაციენტის სტატუსით მომევლინა. საველე პირობებში ჩატარებული ნაოპერაციევი ბატონმა თამაზმაც შეამოწმა, მისი შექება დავიმსახურე და არ დავმალავ საკუთარი ნაშრომით ორმაგად ბედნიერი დავრჩი.
ამჯერად კაიშაურების პირად ექიმად ვიქეცი. წესით უნდა გამხარებოდა ჩემი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესება, ასეც იყო, თუმცა....
ქეთისთან მუდმივად ვიღაც ტრიალებდა. ოჯახის წევრები იმდენ მადლობას მიხდიდნენ, რომ უკვე უხერხულადაც კი ვგრძნობდი თავს. უნებურად აღმოვაჩინე, რომ მისი სამყარო სრულიად განსხვავდებოდა ჩემი სამყაროსგან, გაცილებით უმცროსი ასაკის მეგობრები, რომლთა შორის რამოდენიმე მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ისე უმზერდა ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ აშკარად არ იყვნენ მის მიმართ გულგრილნი.
ალბათ, მეტყვი, რომ ეჭვიანობისგან გონება მებინდებოდა, იქნებ ასეც იყო. უბრალოდ იმ დროს ჩვენი ასაკობრივი სხვაობა იმდენად შესამჩნევი იყო, რომ... მინდოდა თუ არა, უნდა მეღიარებინა რომ ის ერთი ჩვეულებრივი თხუთმეტი წლის მოზარდი იყო, რომელსაც აშკარად სხვა ინტერესები და სრულიად განსხვავებული ცხოვრების სტილი ჰქონდა.
უნდა ვაღიარო ამის საბოლოოდ გააზრებაში საკმაოდ მოხერხებულად „დამეხმარნენ“. ერთ საღამოს სახლში წასვლამდე ქეთისთან შევლა გადავწყვიტე, მისი პალატიდან ახალგაზრდების სიცილის ხმა ისმოდა, როგორც ყოველთვის მნახველები ჰყავდა, იმდენად ხმამაღლა საუბრობდნენ, ძნელი იყო არ გაგეგონა. რატომღაც ვიფიქრე, რომ მათი დიალოგი მე მეხებოდა და ჩემსდაუნებურად მივაყურადე, არც შევმცდარვარ.
- არაფრის მოყოლა არ გსურს? - მეტიჩარა ტონით ეკითხებოდა ვიღაც გოგონა.
- ვერ ვხვდები რისი გაგება გსურთ! - აშკარად თავს არიდებდა პასუხს ქეთი.
- აუ, კარგი რა... დავიჯერო იმ ზესიმპატიურ ექიმთან არაფერი გაქვს? - გოგონას შეფასებაზე უნებურად გამეღიმა, როგორ არ დავუხასიათებივარ, მაგრამ იმ დღემდე ჩემთვის ზესიმპატიური ნამდვილად არ უწოდებიათ.
- ზღაპრებს ნუ იგონებ, გთხოვ, ჩვენს შორის რა უნდა იყოს, უბრალოდ ჩემი მეგობრის ძმაა...
- კარგი, რა... ხომ ვხედავ როგორი თვალებით გიყურებს, დავიჯერო ვერ ამჩნევ?! -არ ჩუმდებოდა უცნობი გოგონა.
- აზროვებ რას ამბობ? იმ ბაბუასთან რა საერთო უნდა ჰქონდეს?! - საუბაში საკმაოდ გაცხარებული ჩაერია მამაკაცი, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ იმ ვაჟბატონებიდან ერთ-ერთი იქნებოდა.
- ასეთი ბაბუა იყოს ყველა არ გინდა?! - აშკარად ჩემს მხარეს იყო უცნობი გოგონა. რომელსაც მართალია არ ვიცნობდი, მაგრამ უკვე მიყვარდა ამ სიტყვების გამო.
- გეუბნები ბაბუაა იმენნა... - არც ცხრებოდა ბიჭი - მეტიც არც მინდა რამე ზედმეტი მიქაროს, მაგას ვაჩვენებ როგორ უნდა ქალის ახევა!... -მემუქრებოდა ბიჭი.
- ნეტა მკვეხარა ქოთანივით არ იქცეოდე... - გაღიზიანება შეეტყო ხმაში კაიშაურს - სისულელეზე რომ კამათობთ ვერ ხვდებით?! ბაბუაა თუ ბიძა, ჩვენს შორის მაინც არაფერია, ასე რომ ტყუილად ნუ ჩხუბობთ!...
არ მეგონა მისი სიტყვები ასე თუ იმოქმედებდა, ვიგრძენი როგორ დამიარა მთელ სხეულში, რაღაც ჩამწყდა. ალბათ, რომ ეკითხათ, გეტკინა თუ გეწყიაო, ზუსტ პასუხს ვერ გავცემდი.
ამ ყველაფერმა სასურველზე მეტადაც კი იმოქმედა, პალატაში აღარ შევსულვარ, ცივად მოვბრუნდი და წამოვედი. თავს პირობა მივეცი, რომ კაიშაურებისგან, განსაკუთრებით კი უმცროსი კაიშაურისგან თავს შორს დავიჭერდი, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ იქნებოდა მასთან არ შევსულიყავი.
საერთოდ ბოღმისგან სმა არ მახასიათებდა, თუმცა იმ დღემდე ხომ არც ბოღმა ვიცოდი რა იყო, თბილისელ მეგობრებს, კახას და ოთოს დავურეკე და ბარში წავედით.
ბიჭები მაშინვე მიხვდნენ ხასიათზე რომ ვერ ვიყავი, თუმცა ზედმეტი კითხვები არ დაუსვამთ. უბრალოდ სასმელს ვსვავდით, ვისმენდით ხმამაღალ მუსიკას, ფერადი განათება თვალს გვჭრიდა, ნელ-ნელა ალკოჰოლმა მოქმედება დაიწყო. მოცეკვავე წყვილებში ჩვენც შევერიეთ, მუსიკას აყოლილი შემთვრალი სხეულები ჩვენს გარშემო გამომწვევად მოძრაობდნენ.
ვუმზერდი შემოსასვლელში დაცვასთან მოლაზღანდარე თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის მოზარდებს, როლებიც შეგნებულად იმატებდნენ ასაკს, რომ როგორმე ბარში ამოეყოთ თავი, გამომწვევად უღიმოდნენ კარებში ატუზულ ახმახებს, ყველანაირი მისაღები თუ მიუღებელი მეთოდით ცდილობდნენ დაეყოლიებინათ და როგორმე დარბაზში შემოსულიყვნენ.
გული კინაღამ ამერია ამის დაახვაზე. ისედაც გაღიზიანებულს ბრაზი ორმაგად მომერია. რა უნდოდათ აქ?! ან მე რატომ ვიყავი, რისთვის მოვედი?! პრინციპში ზუსტად ვიცოდი რასაც ვეძებდი, მოფერებას, ალერსს, თუნდაც უცნობი ქალის, აი რა მჭირდებოდა მე.
მინდოდა ქეთის მეგობრის ირონიული „ბაბუა“ დამევიწყებინა, მაგრამ ვერ ვახერხებდი...
- ბაბუაა თუ ბიძა, ჩვენს შორის მაინც არაფერი ხდება!... - ყურებში ჩამესმოდა ისევ ქეთის სიტყვები.
უნდა ვაღაირო „ბაუების“ კვალობაზე, მიზიდულობის ძალა ნამდვილად გვქონდა, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევისა და მცდელობის გარეშე, დარბაზში შესვლისთანავე სამი ლამაზმანი საკუთარი ინიციატივით შემოგვიერთდნენ. ირონიულად კი შევავლე თვალი, ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ. მათი კომპანიონობა ნამდვილად არ გაგვიპროტესტებია.
სიტუაცია ნელ-ნელა ხურდებოდა, ჭიქას ჭიქაზე ვცლიდით. ვხტუნაობდით, ვცეკვავდით, ვმღეროდით, თუმცა ამას ალბათ ბღავილი უფრო ერქვა, მაგრამ ვინმეს ეს რომ ეთქვა, არაფრით დავიჯერებდით, იმდენად მოგვწონდა საკუთარი ნამღერი.
უკვე საკმაოდ შეზარხოშებულმა ვინ იცის უკვე მარამდენე სრულიად უცნობი ქალბატონის მხარზე დაკიდებული ჩვენს მაგიდასთან ჩამოვჯექი, ვეღარ მოვითმინე და ენის ბორძიკით ბიჭებს ვკითხე:
- ძმობას გაფიცებ, კახა, მე ბაბუა ვარ?!
- გაგიჟდი?! რა ბაბუა, ტო?! - შემთვრალი თვალებით ფოკუსის გასწორებას ცდილობდა და რამოდენიმე წუთი აშკარად გაოცებული მიყურებდა კახა.
- დედას გაფიცებ, „ვზროსლის“ ვიდი მაქვს?! - არ ვჩუმდებოდი მე.
- რა გჭირს, შე ჩემა, აღარ იტყვი?! რას ჩაიხვიეს ეს ბაბუა?- ნერვებმა უმტყუნა ოთოს.
- როგორ ფიქრობთ თხუთმეტი წლის გოგო არ შემიყვარებს? მის შებმას ვერ მოვახერხებ?! -ჩემთვის აშკარად ზედმეტად მტკივნეული კითხვა დავუსვი ბიჭებს.
- ეეე... კაი, ტო... - ხარხარი ვერ შეიკავა ოთომ - თხუთმეტი წლის, ლაწირაკი გოგოს გამო ხარ ასეთ დღეში?!
- აშკარად მოიკოჭლებ, ძმაო... -სიცილში არ ჩამორჩა კახაც - ვინაა?! დედას გაფიცებ გვითხარი რა?! - მუდარით მიმზერდა ის.
- არაა ეგ თქვენი საქმე!... - მათმა ზერელე დამოკიდებულებამ გამანაწყენა.
- კაი, რა ... ძმობას გაფიცებ... არ უნდა ვიცოდეთ პოტენციური რძლის ვინაობა?! - თავი მოისაწყლა ოთომ.
- რძალი არა ის კიდევ...ერთი მეტიჩარა, ენაგრძელი გოგოა!... - ისევ მომაწვა წყენა.
- ენაგრძელია თუ ენამოკლე, კი გადაგრია ამხელა ფილარმონია კაცი!... - ჩემს დაცინვას არ წყვეტდა ოთო.
- მართალია, მაგარი ყოფილა, რას ერჩი?!.... - არ ჩუმდებოდა კახაც, თან ხმამაღლა მსჯელობას აგრძელებდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი გულთამპყრობელი. - სალომე?! არა შანსი არაა... ისეთი ჩლუგია არ მოგეწოებოდა. ეკა?! ბრიკეტები აქვს შენი ზომა, მაგას როგორ უნდა ეზასაო?!... - საახლობლოში თუკი ვინმეს ამ ასაკის და ან ბიძაშვილ -დეიდაშვილი ჰყავდა ყველა ჩამოთვალა და ყველა თვითონვე დაიწუნა.
- იმდენად საზიზღარი ადამიანი ხარ, ცხოვრებაში შეყვარებულას არ გაგაცნობ! - მისი ცნობისმოყვარეობისგან გაწამებული სახის შემხედვარე მეც კი ვეღარ ვიკავებდი სიცილს.
- არ მითხრა ახლა, რომ ეგ თხუთმეტი წლის ლაწირაკი, როგორც შენ უწოდე, ის შენი ფშაველი პაციენტია!... - საკუთარი აღმოჩენისგან თვალები გაუბრწყინდა ოთოს.
- ეეე... კარგით რა! - აშკარად ზედმეტად შევიცხადე მე და თავიც გავყიდე.
- აი, თურმე ასე განსაკუთრებულად რატომ დაჰგურგურებს!... - თვალი ჩაუკრა კმაყოფილმა კახამ ოთოს.
- არაა მართალი! - შეძლებისდაგვარად ისევ ვაპროტესტებდი, თუმცა მე მაინც არცერთი აღარ მისმენდა.
- ანუ რაო, ჩვენმა ძუძუმწოვარამ, ბაბუა ხარო?! - ამჯერად უკვე სერიოზული სახით მკითხა ოთომ.
სხვა რა გზა მქონდა, დაწვრილებით მოვუყევი ბიჭებს ჩემი გასაჭირის შესახებ. ამბის დასრულება და მათი ხარხარიც ერთი იყო. სიცილის ტალღამ გადაუარათ თუ არა, ისევ კახამ ამოიღო ხმა:
- არა, ძმაო, იმენნა შარში ხარ!... თხუთმეტი წლის ბავშვებთან „სხადნიაკზე“ სიარულიღა გვაკლდა... ისე რას ერჩი, მაგარი გოგოა... - მომიწონა არჩევანი მან.
- უნდა ვაღიაროთ, ეს ამბავი თუ გამოვა, საუკეთესო წყვილი იქნებით!...- არ ჩამორჩა ოთოც.
- შენვე ამბობ, თუ გამოვა!... - უიმედოდ ვეუბნებოდი ოთოს.
ახლა რომ ვფიქრობ, მეცინება. თუმცა მაშინ აშკარად ზედმეტად ვიყავი ნაწყენიც და გაბრაზებულიც... არ ვიცი რატომ მიჭირდა იმის გაგება, რომ თხუთმეტი წლის ბიჭისთვის საკმაოდ უფროსად ვითვლებოდი. პრინციპში ცოდვა გამხელილი სჯობს, ჩემზე მისმა სიტყვებმა კი არა, ქეთის პასუხმა იმოქმედა.
ისიც კი არ ვიცი, როდის მოვასწარი ოცნებებში მხოლოდ მისი სახების დანახვა, ან როდის შეისხა მისმა ზმანებამ ასე ფრთები, თითქოს გაუაზრებლად გაზრდილიყო ჩემში გრძობა და ახლა ასე ფაქიზად ნალოლიალევი თავზე ერთი ხელისმოსმით ჩამომემხო.
ვამჩნევდი, რომ ზედმეტად მიჭირდა ემოციების და გრძნობების მოთოკვა. თავს პირობა მივეცი და ვასრულებდი კიდევაც, მის ამბებს ექთნისა და პალატის ექიმისგან ვიგებდი, კაიშაურებთან შეხვედრას თავს ვარიდებდი. ალბათ ჩემი ასეთი ქცევა ეხამუშებოდა უმცროს კაიშაურს, იქნებ სწყინდა კიდევაც, არ ვიცი, არ მიკითხავს. არც თვითონ უცდია ჩემი ცვლილების მიზეზის დადგენა, ამის გამო ორმაგად ვებუტებოდი, ვღიზიანდებოდი. ვისღა ახსოვდა მე, როგორც მკურნალ ექიმს სრულიად სხვა ვალდებულებებიც რომ უნდა მქონოდა.
თითქოს ჩემი ჯიბრით საავადმყოფოში ყოფნისას უმცროსმა კაიშაურმა მთელი სამედიცინო პერსონალის სიმპატია და სიყვარული დაიმსახურა, მინდოდა თუ არა, წარა-მარა მისი სახელი მესმოდა, როგორი თბილი და როგორი საყვარელი იყო. პაციენტების ანალიზების პასუხები შემომიტანეს, ყურადღებით ვათვალიერებდი ქეთის პასუხებს, მოთმინებით ელოდა ექთანი ჩემს მითითებებს:
- კაიშაურებს შეგიძლიათ უთხრათ, რომ ხვალ გავწერთ!... - მისთვის არც კი შემიხედავს ისე გამოვუცხადე.
- კარგია, უკვე ვეღარ ისვენებდა ქეთი, გავალ, გავახარებ! - აშკარად მასზე ნაკლებად არ უხაროდა ექთანსაც.
- სავარაუდოდ, გაუხარდება! - ყრუდ ჩავილაპარაკე ოთახიდან ექთნის გასვლისთანავე.
მე კი... მე მისი ერთად-ერთი ნახვის საშუალებასაც ვკარგავდი. კიდევ ერთხელ მეტკინა და ჩამწყდა გულში. თავი ხელებში მქონდა ჩარგული და ვფიქრობდი, რა უნდა მექნა? როგორ მოვრეოდი საკუთარ სევდას, საკუთარ გრძობას?!
ახლანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ სულ ტყუილად ვკარგავდი დროს, სჯობდა გავსულიყავი, მასთან ყოფნით დავმტკბარიყავი, მაგრამ მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი, ვერ ვიაზრებდი, რომ ჩემი სიჯიუტითა და ბუტიაობით ხელს საბოლოოდ ვკრავდი და ვაძლევდი საშუალებას დავევიწყებინე.
ფიქრი კარებზე კაკუნმა შემაწყვეტინა, არავისი ნახვა არ მსურდა, თუმცა როცა განმეორებითაც უფრო ჯიუტად და ძლიერად დააკაკუნეს, ვიკადრე და მობრძანდითო დავუძახე.
- შეიძლება?! - გაოცებულმა ავხედე კარებში გაუბედავად მდგომ ქეთის, ნეტკენი მხარი სახვევით ჰქონდა დამაგრებული, ზედმეტი ძალა რომ არ დასდგომოდა ხელი ბინდით ჩამოკიდებული, მხრებზე ხალათი ჰქონდა მოსხმული.
- შენ?! მობრძანდი... - მთელი ძალისხმევა მოვიკრიფე, მისი მოსვლით გამოწვეული სიხარული რომ არ შემმჩნეოდა.
- როცა მუჰამედი არ მიდის მთასთან... - ხუმრობა სცადა კაიშაურმა, თუმცა მის სიტყვებში ფარული საყვედური მაინც ვიგრძენი.
უსიტყვოდ ვანიშნე ჩემს წინ მჯდომ სკამზე. ჩვეულზე მეტად ფერმკრთალი მეჩვენა ქეთი, ალბათ ამდენი ხნის ავადმყოფობის გამო. თითქოს ღელავდა, ტუჩები ოდნავ უთრთოდა, ხალათის კალთას ნერვიულად სრესდა ჯანმრთელი ხელით.
არც მე ვიყავი ნაკლებ დღეში. მივხვდი როგორ ძლიერად მომნატრებოდა, უფლება რომ მქონოდა ჩავეხუტებოდი, მოვეხვეოდი... სიჩუმეს არც ერთი არ ვარღვევდით. უხერხული დუმილი იდგა.
- ლევან, რა ხდება?!-როგორც იქნა გაბედა კითხვის დასმა.
- რამე ხდება?! - ვერ ვიტანდი ასე რომ იქცეოდნენ, მაგრამ ამჯერად საკმაოდ ცივი ხმით მეც კითხვაზე კითხვითვე ვუპასუხე.
დავინახე როგორ აევსო თვალები ცრემლებით, თუმცა თავი შეიკავა, არ ატირდა.
- თავს რატომ მარიდებ?! - ახალი კითხვა დამისვა მან.
- კაიშაურის ქალბატონო, თავს რატომ უნდა გარიდებდე?! შემთხვევით მართლა ხომ არ დაიჯერე შენი მეტიჩარა დაქალის სიტყვები?! საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს?! - არ ვიცი ამდენი აგრესია საიდან მქონდა, რატომღაც მინდოდა მისთვის გული მეტკინა და ეს აშკარად გამომდიოდა. - უკაცრავად თუ ვერ მოგინახულეთ, უბრალოდ ბევრი საქმე მქონდა!... - ოდნავ შევარბილე ტონი, როცა დავინახე ისევ ცრემლებით როგორ აევსო თვალები - რამდენადაც ვიცი უჩემობა ნამდვილად არ გიგრძვნიათ, თქვენს გართობაზე მეგობრები ზრუნავდნენ... - თავი მაინც ვერ შევიკავე და საბოლოოდ გულში დაგროვილი ბოღმა და ეჭვი მაინც ამოვანთხიე.
- მართალი ხარ, მეგობრები მოდიდნენ, როგორც შენ ამბობ, მართობდნენ, თუმცა მეგონა ჩვენც ვმეგობრობდით...
- ბოდიშს გიხდით, არასწორად თუ გამიგეთ!.. - ისევ ვიღრინებოდი მე - ჩვენს შორის იმხელა ასაკობრივი სხვაობაა, რომ მთლად ბაბუას თუ არ დამიძახებთ, მინიმუმ თქვენობით უნდა მელაპარაკოთ!...- დაუფარავი ირონიით გამოვუცხადე.
ჩემი მონოლოგი და ეჭვიანობის შეტევა მყისვე შევწყვიტე, როგორც კი დავინახე, რომ სასოწარკვეთილი გამოხედვა ნელ-ნელა აშკარად დაუფარავი სიხარულით შეეცვალა,
მივხვდი თავი გავყიდე და ორმაგად გავბრაზდი.
- კარგით, თქვენი სიბრაზის მიზეზი მხოლოდ ეს თუა, დღეიდან ბაბუას დაგიძახებთ!... - თვალებში ჭინკები უხტოდა ქეთის.
- მაიმუნი, ენატლიკია ბავშვი ხარ! - ამჯერად საკუთარ თაბზე გავბრაზდი მე, ასე დილეტანტივით რომ ვიეჭვიანე.
- ეს შეურაცყოფაა, თუ კომპლიმენტი? - აშკარად სიამოვებდა ჩემს ნერვებზე თამაში.
- ნორმალური ადამიანისთვის შეურაცყოფა იქნებოდა!...
- აშკარად ზედმეტად იბერები, არადა ვერ გავიგე რას მერჩი?! - ამჯერად კაიშაურმა აუწია ტონს.
- რას უნდა გერჩოდე?! უფროს - უმცროსი უნდა იცოდე, ეგაა და ეგ!... - არ ჩამოვრჩი მეც.
- კარგი, ლევან ბაბუ... - კბილებში საბოლოოდ გაბრაზებულმა გამოსცრა მან - ერთი ხეპრე ბიჭი ხარ!
- შეურაცყოფებს არ ვართ! - პატარა ბიჭივით უშნოდ წამოვეყინჭე მე.
- რას მელაპარაკებით?! ხეპრე, უმადური და უხეში ბიჭი ხარ, უკაცრავად - კაცი, ან და სულაც ბაბუა! - უტიფრად გამიმეორა მან.
- ზედმეტები მოგდის...
- კიდევ მე მომდის?! ერთი კვირაა აქ ვარ და შემოსვლაც კი არ იკადრე, ბოდიშის მოხდის ნაცვლად კიდევ იქით მებუტები. დებილი ვარ, რა მინდოდა, რას შემოვდიოდი?!... - ამჯერად ცრემლები ვეღარ შეიკავა კაიშაურმა და პატარა ბავშვივით ატირდა.
- კარგი რა!... - მართლა არ ველოდი თუ ატირდებოდა, საკუთარი თავი შემზიზღდა მისი ცრემლების გამო. მას კი იმის ნაცვლად რომ დამშვიდებულიყო, გული უფრო და უფრო აუჩვილდა და გულამოსკვნილი სლუკუნებდა. ვეღარ მოვითმინე, მასთან ჩავიმუხლე: - ქეთი, ნუ ტირი გთხოვ.. არ მინდოდა გწყენოდა... დედას გეფიცები მართლა არ მინდოდა! - მუდარაზე გადავედი მე.
- ჩემზე იყავი ნაწყენი და ამიტომ არ მნახულობდი? ასე როგორ შეძელი? ახლაც ნაწყენი ხარ?! - როგორც იქნა ცრელებს შორის ამოისლუკუნა მან. ღიმილით შევცქეროდი ცრელმებით სავსე, ულამაზეს თვალებში.
- არა, სულელო... - თმები ავუჩეჩე მას.
- კარგი, მაშინ წავალ... - გასასვლელად წამოდგა კაიშაური - ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ... არ მინდა ნაწყენი იყო... - თითქოს ზედმეტი წამოსცდაო, საკუთარი სიტყვების თვითონვე შერცხვა და გაწითლდა, დანაშაულზე წასწრებულივით უხერხულად გამიღიმა მან.
იმდენად გულწრფელი იყო, რომ თავი ვეღარ შევიკავე, გულში ძლიერად ჩავიკარი. ვგრძნობდი, როგორ სწრაფად უცემდა გული და ეგოისტურად მიხაროდა.
- ჩემი ჩურჩუტი გოგო ხარ, მხოლოდ ჩემი... - ვნებამორეული უკვე მერამდენედ ვუმეორებდი.
- მაპატიე, გთხოვ!... - თითქმის ყვრიმალთან ვიგრძენი მისი ტუჩების შეხება.
არ ველოდი მისგან ასეთ საქციელს, ახლოს მივიზიდე და თვალებში ჩავაცერდი, თითქოს იქ მსურდა მისი ქცევის ზუსტი მიზეზის დადგენა. ძნელია ამ ემოციისთვის სახელის დარქმევა, იქ ყველაფერი იყო, ვნება, ჟრუატელი, სიამოვება.
მივხვდი სახიფათო ზღვარზე ვიდექით, რომელიც ნელ-ნელა იშლებოდა, ქრებოდა. კიდევ ერთი ზედმეტი მოძრაობა და ვეღარც გავჩერდებოდით. ჩემში საგულდაგულოდ დამალულ გრძნობას საბოლოოდ გავაშიშვლებდი. ამის კი პანიკურად შემეშინდა. დენდარტყმულივით მოვიშორე ქეთი. ალბათ ასეთ რეაქციას არ ელოდა, გაოცებული მიმზერდა.
- წამლების სუნი გიდის!... - სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე ესღა ვუთხარი მას.
- უკაცრავად... - მივხვდი ჩემი სიტყვები ეწყინა.
- მომისმინე ქეთი, არის რაღაც რასაც ახსნას ვერ ვუძებნი, სახელს ვერ ვარქმევ...
- მაგ რაღაცას სახელს რომ დაარქმევ მეტყვი?! -ისევ ჭინკები უხტოდა კაიშაურს.
- ალბათ... - ღიმილი ვეღარ შევიკავე მისმა შემხედვარემ.
- ალბათ?! - ეჭვი გაუკრთა ხმაში.
- კარგი, რაც უფრო მეტს მალაპარაკებ, მით მეტ სისულელეს ვიტყვი... უბრალოდ ასეა... შენთვის ამდენხანს ფეხზე ყოფნა არ შეიძლება, უნდა დაწვე!...
- კარგით, ლევან ბაბუ! - თითის წვერებზე აიწია, ფრთხილად მაკოცა ლოყებზე და კაბინეტიდან გავიდა.
- ეს გოგო გამაგიჟებს, თუ უკვე გიჟი არ ვარ! - საკუთარ თავს სიცილით დავისვი დიაგოზი და ნაკოცნ ადგილზე ხელი მოვისვი.


მეოცე თავი

არიან ემოციები, გრძნობები, შეგრძნებები რომელიც არ გეკითხებიან მოვიდნენ თუ არა, შენგან დამოუკიდებლად იკავებენ ადგილს შენს ცხოვრებაში, ჯიქურ გიტევენ, მოიწევენ, გიპყრობენ, რას დაარქმევ სახელად ამას მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ იცი, რომ ამ გრძნობის გარეშე არაფერი იყავი, ვეღარ იარსებებ, მოკვდები. თუ დამიჯერებ ერთხელაც კი არ მითქვამს, რომ მიყვარდა, არ მინდოდა ამ გრძნობის ჩარჩოებში მოქცევა. თითქოს ავადმყოფობად მექცა, მიყვარდა არანორმალურად, უზომოდ, მისით ვიყავი შეპყრობილი. მიყვარდა ის - რაც მას უყვარდა, მომწონდა ის - რაც მას მოსწონდა. ვიცოდი, რომ სოკოზე, განსაკუთრებითკი ფშავის სოკოზე გიჟდებოდა და იმისთვის რომ ოდნავ მაინც გამეხარებინა, მთის წვერზეც კი ვძვრებოდი და საკუთარი ხელით ვკრეფდი, სათითაოდ ვარჩევდი საუკეთესოს. ბიჭებიც კი მყავდა გაფრთხილებული, რომ თუ ჩემი არ ყოფნის დროს ჩამოვიდოდნენ კაიშაურები სოფელში, სოკო ჩემი სახელით თვითონ მიეტანათ. ალბათ, გაგეცინება, სოკო რა სალაპარაკოაო, მაგრამ მე ემოციების და გრძნობების გამოხატვა არ მეხერხებოდა. ასე ვცდილობდი, სულ ოდნავ მაინც გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება.
მინდოდა თუ არ მინდოდა, ფეხებს მაინც მასთან მივყავდი, ვხვდებოდი, რომ ჩემი ქცევა ალოგიკური იყო, ვერც კი გეტყვი რამდენი ღამე მითენებია მის კორპუსთან, იმ იმედით რომ უბრალოდ გავლილს მაინც დავინახავდი, მის ღიმილს, მის სიცილს გავიგონებდი. ალბათ მკითხავ, ნახვას ვინ გიშლიდაო, არც არავინ, მაგრამ განა ნორმალური იყო, ერთი საათის დაშორებული ისევ მასთან მივსულიყავი?!
რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, არც ქეთის უთქვამს ოდესმე რომ ვუყვარდი, ეს სიტყვები მისგან ერთხელაც კი არ მომისმენია, თუმცა ამის თქმა არც მჭირდებოდა, ჩემი დანახვისას მის თვალებში იმხელა სიხარულის სხივსა და დაუფარავ გრძნობას ვხედავდი, ბრმა უნდა ყოფილიყავი მის სიყვარულში ეჭვი შეგპარვოდა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა.

ნელ-ნელა დავუახლოვდი მის მეტიჩარა მეგობარსაც, იმას ასე მონდომებით რომ მიწოდებდა ზესიმპატიურს. საოცრად ცოცხალი და პირდაპირი ადამიანი იყო გვანცა. საშუალო სიმაღლის, ანცი შავი თვალებითა და მუდამ მომღიმარი სახით. პოზიტიური და დადებითი გოგონა გაცნობისთანავე მოეწონა მასსავით უდარდელსა და მხიარულ ოთოს, ჩემგან განსხვავებით არც ასაკობრიც სხვაობაზე უდარდია ბევრი და საკმაოდ მალე ერთ-ერთ საუკეთესო წყვილადაც იქცნენ.
- გვანცა და ოთო?! - გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა ნაცნობი სახელების გაგონებისას. - შეუძლებელია! გვანცა ჩემი ნათლიაა... - ხმა ჩამიწყდა მე ნათლიაჩემის მუდამ მომცინარი და თბილი თვალების გახსენებაზე.
რა თქმა უნდა მამაჩემის ვინაობა მათთვისაც არაერთხელ მიკითხავს, ოთო მამაჩემთან დაკავშირებით დასმულ ნებისმიერ კითხვას აგდებით იშორებდა თავიდან, ლევანის ხსენებაზე თვალები რისხვითა და სიბრაზით ევსებოდა და მუდამ მიმეორებდა, რომ მასზე ფიქრი შემეწყვიტა. ახლა კი რა გამოდიოდა? ადამიანი, რომელიც ყოველთვის მიმეორებდა, რომ მამაჩემის ნახვის სურვილი არ უნდა მქონოდა, მამაჩემის მეგობარი ყოფილა.
- ოთო შენი მეგობარია?
- იყო დრო ორივენთვის კუპიდონების როლსაც კი თამაშობდნენ, საბოლოოს ქეთის დაკარგვა არ მაპატიეს და ერთმანეთს დავშორდით... უფრო სწორედ მე დავშორდი... არ შემეძლო მათთან ურთიერთობა, ყოველი მეორე სიტყვა, თითოეული ჩვენი მოგონება კაიშაურს უკავშირდებოდა, ჩემთვის ზედმეტად მტკივნეული იყო წარსულის გახსენება...
- ვერაფერი გავიგე, გყავდათ საერთო სამეგობრო, რამდენადაც შენი მონაყოლით ვხვდები, არც ბებია და მით უმეტეს არც ჯაბა თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგნი არ იყვნენ, მაშ რა მოხდა ასეთი, რომ... არ მინდა მცდარი დასკვნები გამოვიტანო, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს თქვენი დაშორება შენი ინიციატივით მოხდა. - აშკარად იმედგაცრულებული ვუმზერდი ლევანს.

ზედმეტად ახლოს ვიყავი სიმართლესთან, მამაკაცმა თავი დახარა, ვხვდებოდი, რომ ამ თემაზე საუბარი უჭირდა, თითქოს სიტყვებს არჩევდა, შედარებით რბილად როგორ გადმოეცა სათქმელი.
-მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში გრძნობების გამომჟღავნებას ვერიდებოდით, სიმართლე მაინც ყველამ იცოდა. ჭორი, პრინციპში ეს ჭორი აღარც იყო, ჩემი და კაიშაურის ქალბატონის სიყვარულზე იმაზე სწრაფად გავრცელდა ვიდრე წარმოვიდგენდი. ხეობაში ქეთის ყველა გოგოჭურების რძლად, უფროსწორედ სარძლოს სახელით იცნობდნენ.
იმედია ტრაბახში არ ჩამომართმევ, ჩემს ოჯახს როგორც ადრევე ავღნიშნე საკმაოდ დიდ პატივს სცემდნენ, ამას ისიც დაემატა რომ ფშავში ყოფნისას ხშირად მიწევდა პროფესიიდან გამომდინარე სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ჩემი პაციენტები ძირითადად იქაური ბუნტისთავები და ჩხუბისთავები იყვნენ, რომლებსაც პოლიციასთან მოსალოდელი გართულების გამო, დიდად არ ხიბლავდათ საავადმყოფოში ექიმთან სიარული. მოკლედ, როგორც ზურა ამბობდა, კუთხეში თუკი ვინმე თავგატეხილი ან დასახიჩრებული დადიოდა, საბოლოო ყველა ჩემთან მოდიოდა.
იმდენად ბევრი ადამიანი მოდიოდა, დარწმუნებული ვარ ამის შესახებ რაიონულ ძალოვან სტრუქტურებშიც იცოდნენ, თუმცა რადგან მთაში ჩხუბი და ერთამანეთის დაჭრა საკმაოდ ხშირად ხდებოდა, თითქოს მათაც მობეზრებული ჰქონდათ ერთი და იგივე პირების რამოდენიმეჯერ დაკავება. მთავარია ჩხუბი მკვლელობით არ დასრულებულიყო, სხვა კატეგორიის საქმეებზე უკვე საქმის აღძვრაც კი ეზარებოდათ და არც მე მაწუხებდნენ დიდად.
ნაკლებად ხდებოდა, ისე რომ ასეთი შახლა - შემოხლის დროს მხოლოდ ერთი მხარე დაზიანებულიყო, ორივე მხარე საკმაოდ მრავლობითი ჭრილობებით დახმარების სათხოვნელად ჩემთან მოდიოდა. ჩემსდა უნებურად სამედიცინო დახმარების გარდა, მედიატორის როლსაც ვკისრულობდი და ვცდილობდი, მოჩხუბრები როგორმე ერთმანეთთან შემერიგებინა. სჭირდებოდათ თუ არა ამბოლატორიული წოლა, რამოდენიმე დღე ჩემთან ვტოვებდი, ზოგჯერ ერთ-ერთ მხარესთან საუბარში დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობას განგებ ვამძიმებდი, რომ ერთმანეთი შესცოდებოდათ და შერიგების მეტი სურვილი გამოეთქვათ, რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო უმეტესად ეს მეთოდი ამართლებდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მიუხედავად იმისა, რომ არავინ მთხოვდა, მე მაინც მსიამოვნებდა მათი შერიგება და არც ძალისხმევას ვიშურებდი ამისთვის.
პოლიციასაც რა ეთქმოდა?! თითქოს თვალის დახუჭვით ხელსაც კი მიწყობდნენ, რომ მხარეებს ერთმანეთში არსებული კონფლიქტი როგორმე მშვიდობიანად დაესრულებიათ. შესაბამისად მხარეები რიგდებოდნენ და ჩემს პაციენტებს ჩხუბის გამო არავინ აკავებიდა.
ძალიან უმადური უნდა ყოფილიყო ადამიანი ჩემი კეთილი სურვილი რომ ვერ დაენახა, ვის, ვის და მთას კი უმადურობა ნამდვილად არ სჩვეოდა. პატარა ბავშვივით მიხაროდა ჩემგან წასული პაციენტები შერიგებულები, ჯამრთელები და ბედნიერები რომ მიდიოდნენ. ანალოგიურ სიყვარულს ვგრძნობდი მათგანაც.
მართალია ნაწილობრივ კანონს ვარღვევდი, თუმცა შედეგი ამად ნამდვილად მიღირდა.
ისიც საკმაოდ კარგად იცოდნენ, რომ საჭიროების შეთხვევაში, თუ ერთმანეთთან არ მორიგდებოდნენ, მტყუან- მართლის გარჩევას არ დავიწყებდი, მათ მკურნალობაზეც უარს ვიტყოდი და თუ ძალიან გამომიყვანდნენ მდგომარეობიდან, არც მათთან ჩხუბში ჩართვაზე ვიტყოდი უარს. შესაბამისად ჩემთან მოსვლისას, მხარეები უკვე იაზრებდნენ, რომ თუ ჩემგან დახმარება სჭირდებოდათ ნებით თუ ძალით, როგორმე უნდა მორიგებულიყვნენ.
როცა ვამჩნევდი, რომ გარკვეული პრობლემების მოგვარება ჩემს ძალებს სცდებოდა, მაშინ სიტუაციის გარკვევაში უფროსებიც, უმეტესად მამა, გამონაკლის შემთხვევაში კი ჯაბაც. ოოო, ამ უკანასკნელის დახმარება მხოლოდ ერთხელ დამჭირდა, უფროსწორედ მისი ინიციატივით ჩაერია, რაც საკმაოდ სახალისო და სასიამოვნო მოგონებად დაგვრჩა. დღემდე მახსოვს, ერთი აბეზარი გოჭის გამო ერთმანეთს დატაკებული საკმაოდ ასაკიანი კარის მეზობლების გაოგნებული თვალები უფროსი კაიშაურის დანახვაზე.
პრობლემა იმდენად სასაცილო იყო, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი სისულელის გამო თუ შეიძლებოდა ხალხს ერთმანეთში ეჩხუბათ. მოკლედ ერთი, სრულიად უწყინარი, პატარა გოჭი ვერ იქნა და ვერ გადააჩვიეს მეზობლის ეზოში ძრომიალს. როგორ არ ჩაუხერგეს ღობეები, ის კი მაინც ახერხებდა პატარა ორმოს ამოთხრას და ეზოში შეძრომას, შესაბამისად ნათესების მოსპობას და გაპარტახებასაც. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ დაზარალებულმა, საკმაოდ ასაკიანმა მეზობელმა ვეღარ მოითმინა და გოჭის პატრონს სახლში მიუვარდა. რათქმა უნდა პატრონმა მეზობლის ქცევა იუკადრისა და შედეგიც სახეზე გვქონდა. მოჩხუბრებიდან, რომელთა საშუალო ასაკიც ალბათ მინიმუმ სამოცდაათ წლამდე მაინც იქნებოდა, ერთი მკლავში იყო დაჭრილი დანით, მეორეს კი თავი ჰქონდა ქვით გატეხილი.
როგორ არ ვეცადე, მაგრამ მათი დაშოშმინება ვერა და ვერ მოვახერხე. ასაკით საკმაოდ მხცოვან მამაკაცებს უხეშად საუბარი ვერ შევკადრე, ჩუმად ვიჯექი, თან ჭრილობებს ვუმუშავებდი და თან ერთმანეთის მიმართ მათ მუქარასა და გინებას ვუსმენდი.
სწორედ ამ დროს გვესტუმრა ჯაბაც. პირველად ვნახე კაიშაური სამხედრო ფორმაში, ეს ორმეტრიანი კაცი ისეთი ახოვანი და ვაჟკაცური შესახედავი იყო, რომ უნებურად მეც კი ვერ შევიკავე თავი აღტაცების შეძახილისგან. მოწიწებითა და პატივისცემით უმზერდნენ მოჩხუბრებიც.
- ვინ არიან? - მოკითხვის შემდეგ ზურას ჰკითხა კაიშაურმა.
- რა ვიცი, ჩემმა შვილმა აშკარად მომრიგებელ-მოსამართლის თანამდებობაც შეითავსა, დილას აქეთ ერთი გოჭის ამბავს გვასმენინებს... - სიცილით უპასუხა მამაჩამმა.
ერთი შეხედვით იფიქრებდით, თითქოს ჯაბა მთელი გულისყურით მამაჩემთან საუბარში იყო ჩართული, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ ცალი ყურით მოჩხუბრებს უსმენდა. ასე ნახევარ საათიანი კამათის შემდეგ, როცა მივხვდი, რომ ნელ-ნელა სიტუაცია ისევ იძაბებოდა და თუ არ ვიყოჩაღებდი მხარეები იქვე დაიწყებდნენ ხელჩართულ ჩხუბს, საუბარში კაიშაურიც ჩაერია:
- ერთი კარგად მომისმინეთ!... - იმხელა ხმაზე დაიდგრგვინა, რომ ადგილზე შევხტით მოულოდნელობისგან. - მაგ გოჭს თუ არ დაკლავთ და არ შეჭამთ თქვენი დაზავება არ იქნება!
მხარეებმა ჯერ კაიშაურს შეხედეს, შემდეგ ერთმანეთს: - თითქოს ვერ მიხვდნენ ეხუმრებოდათ, თუ სერიოზულად საუბრობდა ეს ბუმბერაზი.
- ჩვენ რომ ღორის ხორცს არ ვჭამთ?! - ხმაჩამწყდარმა გამოაცხადა ერთ-ერთმა.
- ამ შემთხვევაში შეჭამთ! - გვერდულად გამომხედა კაიშაურმა და თვალი ჩამიკრა.
- კეთილი, მაგ გოჭს დღესვე გამოვუყვანთ წირვას, თქვენც თუ დაგვეწვევით ბატონო ჯაბა... - საკუთარი მიხვედრილობითა და ენამახვილობით ზედმეტად კმაყოფილმა გადახედა თეთრ წვეროსან მეზობელს გოჭის პატრონმა.
მათი შემოთავაზება აშკარად ჭკუაში დაუჭდა კაიშაურს.
- რა ვქნათ? დავესწროთ გოჭის „მკვლელობას“?- სიცილით გამოგვხედა მე და ზურას ჯაბამ.
-ამათი მკვლელობის დასწრებას, აშკარად გოჭის მკვლელობა სჯობს!... - სიცილს ვეღარ იკავებდა მამაც, რამოდენიმე წუთის წინ მოჩხუბარ, ამჯერად კაიშაურის თანხმობით ზედმეტად გახარებული მეზობლების შემხედვარე, რომლებიც ერთმანეთში შეხმატკბილებულად განიხილავდენ საღამოს გეგმებს.
როგორც წესი, ძალოვანი უწყების წარმომადგელებს მთაში დიდად არ სწყალობდნენ, კაიშაური კი მიუხედავად მისი თანამდებობისა მაინც ყველას უყვარდა. ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ ახერხებდა ეს კაცი, ამხელა რიდითა და პატივისცემით რომ ექცეოდნენ. იმ საღამოს რა თქმა უნდა ის საცოდავი, ჯიუტი გოჭი შევიწირეთ და საკმაოდ გვიან სიმღერ-სიმღერით დავიშალეთ.
მამის ეს ხიბლი აშკარად ქეთისაც მოჭარბებულად ჰქონდა. მისი უშუალო ხასიათის გამო ზედმეტადაც კი უყვარდათ და პატივს სცემდნენ, მთელი ხეობა აფანატებდა უმცროს კაიშაურზე.
ბევრი რომ არ ვილაპარაკო, როცა ჩემი მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება შენიშნეს, თუკი ვინმე გიჟი და გადარეული დადიოდა, ჩემი ყოფილი, თუ მომავალი პოტენციური ოაციენტი, ყველა ჩვენ გვგულშემატკივრობდა, ქეთის რძალსა და საკუთარ დას უწოდებდნენ. ეს არ იყო პირფერობა, მათ უანგარო სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდით. მიუხედავად ჩვენი დაშორებისა დღემდე თუკი ვინმეს მის ამბავს გაიგებდა, ჩემთან მოდიოდნე და სიახლეს მაგებინებდნენ. დედაშენი ისევ ანალოგიური სიყვარულით უყვართ და იხსენებენ დედაშენს.
- ამდენი ილაპარაკე და მაინც არ თქვი, რა გახდა თქვენი დაშორების მიზეზი?!
ლევანმა ყურადღებით შემომხედა, როცა ჩემს თვალებში დაუფარავი ინტერესი ამოიკითხა, მაგიდაზე დადებული მალბოროს კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო, თუმცა ჩემსდა გასაკვირად სიგარეტს არ მოუკიდა, უბრალოდ ხელში ატრიალებდა ნერვიულად.
- არ მოუკიდებთ?!
- არა... - ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა მან -დედაშენი ვერ იტანდა სიგარეტის სუნს... არ უთხოვია, უბრალოდ სახეზე ვამჩნევდი, რომ არ მოსწონდა, როცა ვეწეოდი. ხმამაღლა არ გამიმჟღავნებია, თუმცა სწორედ მისთვის სასიამოვნებლად დავანებე სიგარეტის მოწევას თავი. მიუხედავად ამისა, როცა ზედმეტად ვღიზიანდები ჩვეულებისამებრ ისევ ვიღებ სიგარეტის ღერს, არ ვეწევი, უბრალოდ ხელში ვატრიალებ... ამას ვერა და ვერ გადავეჩვიე.
- უცნაურია, დედაზე ისე საუბრობთ, თითქოს ისევ გიყვართ, არადა იოლად შეელიეთ?! - ირონიულად, ზიზღით შევხედე ფორმა დაკარგულ სიგარეტის ღერს.
- არასწორად მსჯელობ, მე დედაშენს არ შეველიე, არც დამვიწყებია, არც ჩემი ნებით არ მიმიტოვებია!... უბრალოდ, სხვა გზა არ გვქონდა, მაშინ ერთად-ერთ სწორ გამოსავლად ეს ჩავთვალეთ!.... - ნერვიულობისგან ხმა უთრთოდა მას.
- არ მესმის, ვერ ვხვდები... რა მოხდა ასეთი?! - სასოწარკვეთილებისგან ხმა გამებზარა.
- დღემდე მტკივა და მიჭირს ამის გახსენება. წეღან რამდენიმეჯერ აღვნიშნე, რომ დედაშენი ყველას უყვარდა, ყველა პატივს სცემდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ჩემი ალალი, ძმა, მამუკა. არ ვიცი რამდენად მიაქციე ყურადღება, მაგრამ თავიდანვე გითხარი, რომ ტყუპებთან ფშავში ჩამოსვლის დღიდანვე ძალიან თბილი დამოკიდებულება ჰქონდა. ბავშვობიდანვე ერთმანეთში ჩხუბობდნენ, რიგდებოდნენ. თუმცა ამას მხოლოდ მეგობრობის გამოვლინებად ვთვლიდი...
- არ მითხრა, რომ? - ემოციებს ვეღარ ვიკავებდი მე.
- დამაცადე გთხოვ!... - მუდარით შემომხედა ლევანმა - ჩემთვის ისედაც საკმაოდ მძიმეა ამაზე საუბარი...
- მაპატიე, ემოციებს ავყევი... - გულწრფელად მოვუბოდიშე მე.
- მოკლედ ჩვენი ურთიერთობა ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. დამეფიცება, მიუხედავად იმისა, რომ დღე არ გავიდოდა ქეთი არ მენახა, ჩვენს შორის წრფელი გრძნობის გარდა არაფერი ყოფილა. ჩვენი ურთიერთობის გაოფიციალურობას არ ვჩქარობდით, უფრო სწორად მე არ ვჩქარობდი, რაოდენ ძლიერადაც არ უნდა მყვარებოდა, უნდა მეღიარებინა, რომ აშკარად ზედმეტად პატარა იყო ოჯახის უღელში შესაბმელად. ამაში რათქმა უნდა უფროსი კაიშაურიც მეთანხმებოდა. მოთმინებით ველოდი, ოდნავ მაინც წამოზრდილიყო ჩემი ქალბატონი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჯობდა აზრი მისთვისაც მეკითხა, იქნებ უკეთესიც იყო დავქორწინებულიყავით. არ ვიცი, სამწუხაროდ წინასწარ ვერ ვსაზღვრავდი მოსალოდნელ საფრთხეს, მოკლედ პატივს ვცემდი და ველოდი. იზრდებოდა ქეთი და ვერც კი წარმოიდგენ როგორ ლამაზდებოდა. ნელ-ნელა უფრო და უფრო იხვეწებოდა, ქალური ფორმები უმრგვალდებოდა. დღითი- დღე მიჭირდა უმისობა.
ჯაბა მეხუმრებოდა ხოლმე: - ამდენ ხანსაც თუ გაჩერდებოდით არც კი მეგონაო... რამოდენიმე თვეში თვრამეტი წლის უნდა გამხდარიყო, სწორედ ასე მქონდა ჩაფიქრებული, მის დაბადების დღეზე უნდა მეთხოვა ხელი.
იზრდებოდა ქეთი და იზრდებოდნენ ტყუპებიც. რამოდენიმეჯერ შევნიშნე მამუკას დაჟინებული მზერა, ზედმეტად მკაცრი ტონი, როცა კაიშაური ეხუმრებოდა. ჩემთან მიმართებით ქეთის თითოეულ სითბოს გამოვლინებაზე ზედმეტად დაძარღვული კისერი.
- შეუძლებელია, მამუკა როგორც დას ისე უყურებს, მეჩვენება... - საკუთარ თავს ვსაყვედურობდი ძმაზე ეჭვიანობის გამო.
- დედაც ვერ ამჩნევდა ვერაფერს?!
- არა მგონია, ან უბრალოდ არ მიმხელდა. ჩვენ ხშირად გვისაუბრია მეუღლეებსა და მათ ოჯახის წევრებს შორის დამოკიდებულებაზე. უხაროდა ჩემსა და ჯაბას მეგობრობა, ყოველთვის საკმაოდ ნათლად აღნიშნავდა, რომ ტყუპები არ არსებული დედ-მამის შვილების ადგილს დაიკავებდნენ. ეს რამოდენიმეჯერ მამუკას თანდასწრებითაც გაიმეორა, არ ვიცი, იქნებ სწორედ ამით ცდილობდა მიეხვედრებინა, რომ მისთვის მხოლოდ მეგობარი იყო და მეტი არაფერი.
მოკლედ ამ თემას არც ერთი არ ვეხებოდით, განგებ გვერდს ვუვლიდით, სირაქლემასავით თავს სილაში ვრგავდი და ვცდილობდი ჩემი ძმის ინტერესი არ შემემჩნია. ვფიქრობდი, დროთა განმავლობაში დაღვინდებოდა და მიხვდებოდა საკუთარი გრძნობების აფსურდულობასაც. ვფიქრობდი, დრო ყველაფერს დაალაგებდა, მიუჩენდა თავის ადგილს, ამ დროს კი პირიქით ხდებოდა. ყველაფერი აირია და თავდაყირა დადგა.


ოცდამეერთე თავი
ალბათ ყველას ჰყავს ადამიანი, რომლის გამოც ნებისმიერ სისულელეს ჩაიდენს, ვის გამოც სიცოცხლესაც კი დასთმობ. ასეთები ჩემთვის ტყუპები იყვნენ. ჩვენს შორის არსებული ასაკობრივი სხვაობის გამო, მათ დედ-მამის შვილებად ვერც აღვიქვამდი, უფროსი ძმის სტატუსი იმდენად შევისისხლხორცე, რომ ლამის მშობლების ფუნქციაც კი ვიკისრე.
თითქოს შევეჩვიე მუდმივად მათზე ზრუნვას, მათ დაცვას, ისინი ჩემს სისუსტეს წარმოადგენდნენ, განსაკუთრებით კი - მამუკა. ეგოისტურად მიყვარდა, მის ნაკლს ვერ ვამჩნევდი, ყველაფერს ვპატიობდი, გქონიათ შემთხვევა, როცა უბრალოდ არ გინდა რაღაცის დანახვა?! მამა თუ საყვედურს ეტყოდა სიცელქის ან ჭირვეულობის გამო, მე მაინც ათას გამამართლებელ საბაბს ვპოულობდი მისი უზნეობის ასახსნელად. - პატარაა, გაიზრდება!... - თითქოს ეს ორი სიტყვა ჯადოსნური იყო, აბსოლუტურად ყველა სიტუაციას ერგებოდა. ვფიქრობდი ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი ურთიერთობა ძმაკაცობაში გადაიზრდებოდა, მაგრამ...
ურთიერთობის დალაგების ნაცვლად, დღითი დღე უფრო და უფრო ვუპირისპირდებოდით ერთმანეთს, ყველა წვრილმანზე ვკამათობდით, ცხოვრებისეული პრობლემებიდან დაწყებული, ყველაზე უმნიშვნელოზე, სათევზაოდ წასვლაზეც კი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველაფერში მეჯიბრებოდა, მექიშპებოდა. მისი უაზრო გამოხტომების გამო, მესიკვდილებოდა სოფელში ჩასვლა, თუ აუცილებლობას არ წარმოადგენდა არც ჩავდიოდი. იგივეს ვერ ვიტყოდი კაშაურებზე, თითქმის ყოველ კვირას დადიოდნენ სოფელში.
ისედაც საკმაოდ იშვიათად ჩავდიოდი წილკანში, ამჯერად კი თითქმის ხუთი თვე ისე გავიდა, რომ მამუკასთან დაპირისპირების გამო ფეხიც არ ჩამიდგავს.
არეული, საკმაოდ გრილი გაზაფხულის მაისის შუა რიცხვები იდგა თბილისში. ქეთის სემესტრული წინა საგამოცდო ციებ-ცხელება ჰქონდა, დღე და ღამე სწავლობდა. დღეში ერთი საათით მაინც თუ ვნახავდი, ესეც მიხაროდა.
იმ საღამოსაც სამსახურში ვიყავი, გვიანობამდე ველოდი კაიშაურის ზარს, მისი ნახვის იმედი საბოლოოდ რომ გადამეწურა, ტელეფონმაც დარეკა, თუმცა ქეთის ნაცვლა თამარი აღმოჩნდა:
- როგორ მოხდა ძმა რომ გაგახსენდა? - მისალმების ნაცვლად პირდაპირ საყვედურით დავიწყე მე, ვცდილობდი შედარებით მკაცრი ტონი შემენარჩუნებინა, თუმცა როგორც კი ჩემი დის ატირებული ხმა გავიგონე, მაშინვე სიმკაცრე შეშფოთებამ შეცვალა: - რატომ ტირი? რა გჭირს?
- გემუდარები, სოფელში ჩამოდი რა! - სლუკუნ-სლუკუნით, როგორც იქნა ამოღერღა თამარმა.
- ნუ გადამრიე, ხომ მშვიდობაა?! - ლამის ბოლო ხმაზე ვღრიალებდი შეშინებული.
- მშვიდობაა, კი... უბრალოდ შენი დახმარება მჭირდება. გემუდარები, ლევან!... ჩამოდი რა! შეყვარებული ვარ, მამას კი გაგონებაც არ უნდა, ზურას უნდა დაელაპარაკო!...
როგორც იქნა შვებით ამოვისუნთქვე უკანასკნელი სიტყვების გაგონებაზე: - რა სულელი ხარ თამარ! - სიცილი ვეღარ შევიკავე - გული გამისკდა, რა აღარ ვიფიქრე... ვინაა ჩემი მომავალი „მურტალი ნათესავი“?! - ხუმრობის ხასიათზე დავდექი მე.
- გემუდარები რა, მურტალი ნათესავი კი არა... მამა ისეა გაცოფებული, სიძეობამდე ვერც მივა, ნაადრევად დამაქვრივებს!... - ისევ ტიროდა ჩემი და.
- კარგი, დამშვიდდი, ამდენს ნუ ნერვიულობ, - მამაჩემის ხასიათი რომ ვიცოდი, უმიზეზოდ ნამდვილად არ დაიწუნებდა მომავალ სიძეს, რაღაც საპატიო მიზეზი ნამდვილად ექნებოდა - რატომ არ მოსწონს შენი ღჩეული, რაო ზურაბმა?! - მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობდი ჩემი და ნამდვილი მიზეზს არ მეტყოდა, მაინც ჩავეკითხე მას.
- ჯარში მიჰყავთ, ორი წლით... - ისევ ამოისლუკუნა თამარმა - ვიდრე წაიყვანენ დაქორწინება გვინდა, მამა კი გაიძახის, ჯერ ჯარი მოილიოს და შემდეგ დაქორწინდით, მთიულეთში მარტომ რა უნდა აკეთოო...
- მთიულია?! - ისევ ჩავეკითხე მე.
- ჰო, ფასანაურიდანაა, აფციაური...
- აშკარად მთიულეთი გვიზიდავს ოჯახს! - ხუმრობა ვცადე მე.
- დედას გაფიცებ ლევან, ჩამოდი რა! - ისევ მეხვეწებოდა და - ორი წელი ვერ მოვიცდი, არ შემიძლია...
- შენ არ შეგიძლია, თუ იმას?! - ტონი გამიმკაცრდა მე, თითქოს მე ვიყავი მამის როლში, თუმცა უფროსი ძმა ხომ ვიყავი?! ვიღაც ერთად-ერთი დის სიყვარულში მეცილებოდა, ხომ მქონდა ცოტა ეჭვიანობის უფლება?!
- ორივეს! - ისევ სლუკუნებდა თამარი - გემუდარები რა... იცოდე, თუ არ ჩამოხვალ, გავიპარები! - ბოლო სიტყვა აშკარად მუქარით მითხრა მან.
- კარგი, კარგი, ნუ წუწუნებ... ჩამოვალ და დაველაპარაკები ზურას.. - როგორც იქნა დავეთანხმე თამარს - მანამდე სისულელე არ ჩაიდინო! იცოდე, მამამ რომც გაპატიოს, მე არ მიგიღებთ არც ერთს!... - ზურას მაგივრად უკვე მე ვემუქრებოდი მომავალ სიძეს.
ასეთი შეცდომა, ალბათ მეორედ არ დამიშვია, დღე ერთი იყო და ასჯერ მაინც რეკავდა ჩემი და, ხომ ნამდვილად ჩამოხვალო. სხვა გზა არ მქონდა, მეორე დღესვე სამსახურში ავიღე რამოდენიმე დღიანი შვებულება, ქეთის დავემშვიდობე და წავედი შეყვარებული დის დასახმარებლად.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც იქნა საღამო ხანს ჩავედი სოფელში, ხარბად ვისუნთქავდი მონატრებულ ჰაერს, ეზოში ახლად მოთიბული ბალახის სურნელი იდგა. მთლიანად მწვანეში იყო ჩაფლული კაიშაურების სახლიც, უნებურად რამოდენიმე წუთით გავჩერდი, მიყვარდა მათი ეზოს ყურება, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ქეთიც იქვე იყო, იქ ყველაფერს მისი სურნელი ასდიოდა. ოჯახის წევრები მოვინახულე, მონატრებული მშობლები მოვისიყვარულე და როგორც იქნა თამარისთვისაც მოვიცალე. სასაცილო შესახედი იყო ჩემი და, რომელიც მიყვებოდა მისი სიყვარულის ისტორიას და წარა-მარა წითლდებოდა, თვალს ისე მარიდებდა თითქოს ვაჟის შეყვარებით გამოუსწორებელი დანაშაული ჩაედინა.
მოკლე აღწერით გავიგე, რომ ჩემი მომავალი სიძე თვრამეტი წლის თომა აფციაური გახლდათ, მისი ასაკით დიდად მოხიბლული ნამდვილად არ დავრჩი, თუმცა ჩემი დის მონაყოლით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საკმაოდ დადებითი პიროვნება უნდა ყოფილიყო, ნათქვამს რა თქმა უნდა ნანახი სჯობდა, ამიტომ ვიდრე მამას დაველაპარაკებდი, გადავწყვიტე ჯერ ვაჟი გამეცნო, ხომ უნდა მცოდნობა ვინ მიპირებდა ოჯახის წევრობას?! რა უნდა მექნა? თანხმობის გარეშე სასიძოს მიპატიჟებას მშობლები არ მაპატიებდნენ. ისევ კობასთან შეკრება გადავწყვიტეთ. ამდენი ხნის უნახავ ბიჭებთან სხვადასხვა საკითხებზე ვსაუბრობდი და მხიარულად ვიცინოდით, როცა თამარი ჩემთვის უცნობ პატარა, გამხდარ ქერა ყმაწვილთან ერთად შემოვიდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ სწორედ ის იყო თომა აფციაური.
საკმაოდ მშრალად მივესალმე წყვილს. ბიჭი ადგილზე ვერ ისვენებდა, ნერვიულად ცქმუტავდა. წარა-მარა თამარისკენ აცეცებდა თვალებს, არ ვიცი რა უთხრა ჩემმა დამ, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ ჩემი ზედმეტად ერიდებოდა, ან იქნებ ეშინოდა კიდევაც.
ცუდად ნუ გამიგებ, ძალიან მიყვარს ჩემი სიძე, თუმცა რატომღაც სრულიად სხვანაირი წარმომედგინა. აშკარად შევცდი, შემფასებულურად ვათვალიერებდი ყმაწვილს, იმდენად პატარა შეხედულება ჰქონდა, რომ 18 წელსაც კი ვერ მისცემდი, ეგ კი არა უნებურად ეჭვიც კი შემეპარა შემთხვევით ასაკს ხომ არ იმატებდა. ცოტა დამაკლდა და კინაღამ პირადობის მოწმობა მოვთხოვე, ეს ხუმრობით რათქმაუნდა მაქსიმალურად ვეცადე საკუთარი იმედგაცრუება დამემალა და ისედაც დაძაბული თომა უფრო არ შემეშინებინა.
არც ის მესიამოვნა ჩვენს შეხვედრაზე ტყუპისცალი რომ არ მოვიდა, გული კიდევ ერთხელ მეტკინა, თუმცა არ შევიმჩნიე. ჩემს დას ვესაუბრებოდი და ოდნავ გვერდულად ვაკვირდებოდი ვაჟს, მის თითოეულ სიტყვას და მიმიკას ჩასაფრებული ვუმზერდი, საკუთარ ძმაზე ნაწყენი თითქოს ჯავრის ამოყრას სრულიად უცნობ ადამიანზე ვცდილობდი.
თომას აშკარად კარგად იცნობდნენ ბიჭები, მათთან საუბარში მალევე მოეხსნა დაძაბულობა, ჩემმა მეგობრება იმდენად თბილად მიიღეს, რომ შემრცხვა კიდევაც, მის მიმართ ასე უარყოფითად რომ განვეწყვე.
ჭირვეული, ეჭვიანი ბავშვივით ჩემი ბღვერა დიდხანს არ გაგრძელებულა. ვაჟის თვალეში აშკარად ვხედავდი რომ გულწრფელად უყვარდა ჩემი დაიკო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირდა მისი სრულიად უცნობ ადამიანთან გაყოფა, იძულებული ვიყავი მეღიარებინა, რომ არც თამარი იყო ნაკლებად შეყვარებული.
ალკოჰოლმა ალბათ თავის ქნა, მომწყინდა ასე დაბღვერილი ჯდომა, ნელ-ნელა მეც შევედი კონტაქტში, თომა საკმაოდ მხიარულად მიყვებოდა, როგორ გაიცნო თამარი, როდის მიხვდა რომ უყვარდა. საკმაოდ კვიმატი ენის პატრონი, თითოეულ დეტალს ისე აფორმებდა, რომ ბიჭები სიცისლგან ერთმანეთს ვაწყდებოდით. მინდოდა თუ არა, იძულებული ვიყავი მეღიარებინა, რომ თამარმა აშკარად საუკეთესო არჩევანი გააკეთა. თუმცა ეს ხმამაღლა დღემდე არ მითქვამს. - თვალი ჩამიკრა ლევანმა - მაინც გეტყვი, რომ სადღაც გულის სიღრმეში საკუთარი დის შესაფერისად დღემდე არ ვთვლი, ალბათ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, არ იფიქრო, თითქოს თომა არ მომწონს, უბრალოდ ჩემი და მიმაჩნია ზედმეტად იდეალურად. - სიცილს ვეღარ ვიკავებდი იმდენად აღტაცებული სახით აქებდა ლევანი დას - მოკლედ შენ ჩვენი ქეიფისა და დროსტარების ამბავი ნამდვილად არ დაგაინტერესებს, ამიტომ ამ მონაკვეთს გადავახტები, უკვე შებინდებული იყო, როცა თამარი სახლში წავიდა. მე ისევ კობასთან დავრჩი და ბიჭებთან ერთად ქეიფი გავაგრძელე.
ამბობენ, მოსალოდნელ უბედურებას წინასწარ გრძნობენო, მე ამდაგვარი არაფერი მქონია, უჩვეულოდ ბედნიერი ვიყავი იმ საღამოს, ალბათ საკუთარი დის მომავალი ბედნიერებით ვხარობდი და ყოველგვარი პირფერობის გარეშე, ვეფერებოდი სასიძოს, საკმაოდ შეზარხოშებულები ვიყავით ყველანი, როცა ნახევრად ხუმრობითი ტონით ვიკითხე:
- თითქმის ყველაფერზე ვისაუბრეთ, მთავარი კი არ გითქვამს, დაქორწინებას როდის გეგმავთ?!
- აი, მამუკასგან ატეხილი ციებ-ცხელება ჩაწყნარდება თუ არა, მაშინვე... - ღიმილით, ალალად შემომცინა თომამ.
- ვერ გავიგე, რა ციებ-ცხელებას გულისხმობ?! -დაბნეულმა გავხედე კობას, თითქოს ჩემს კითხვაზე პასუხს მეგობრისგან ველოდი, თუმცა ისიც არანაკლებად გაოცებული უმზერდა თომას.
- მეგონა იცოდით... - უხერხულად შეიშმუშნა თომა - როგორც იქნა გადაწყვიტა, დღეს ცოლს ირთავს...
მოულოდნელობისგან ადგილზე გავშეშდი: - რა თქვი, ვის ირთავს?!
- რამდენადაც მე ვიცი, ის გოგო ბავშვობიდან ჰყვარებია, მაგრამ ვერ ითანხმებდა ცოლად გაყოლაზე, ასე მითხრა თბილისელია და სოფელში გათხოვების გამო ოჯახის რეაქციის ეშინიაო, ასე უთქვამს: - მომიტაცე და აუცილებლად, დავრჩებიო!...
ვიგრძენი როგორ გამეყინა სისხლი ძარღვებში, გაოგნებული მივაჩერდი კობას:
- ამას არ იზავდა, ვერ გაბედავდა! - მუქარით გამოვცარი კბილებში - იმ გოგოს სახელი ხომ არ უთქვამს?..- თითქოს უკანასკნელ იმედს ვებღაუჭებოდი მე.
-ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი ქეთი...
- შეუძლებელია! - ჩემზე არანაკლებ განერვიულებულს აღმოხდა კობას- ამას ძმას არ გაუკეთებდა... ალბათ უბრალოდ სახელი დაემთხვა.
- ოხ. მე მაგის... - სიტყვის დასრულება ვერ შევძელი, ბრაზისგან მთელი ძალით მაგიდას დავარტყი მუშტი.
ბიჭებისთვის აღარ შემიხედავს, მობილურს დავწვდი და გარეთ გავვარდი, ქეთისთან ვრეკავდი, როგორც მოსალოდნელი იყო, ზარი არ გადიოდა. სხვა გზა არ მქონდა, ჯაბასთან გადავრეკე. როგორც ყოველთვის ხალისიანად მიპასუხა უფროსმა კაიშაურმა:
- არ მეგონა ასეთ ამბავში თუ გამომტოვებდით. - საყვედურებით დაიწყო მან.
- ვერ მივხვდი, რას გულისმობთ?! -დავიბენი მე.
- თამარის ნიშნობას, ეს ამბავი მამუკასგან უნდა გამეგო?
- მამუკასგან?! - ვცდილობდი ხმაში პანიკა არ შემმჩნეოდა.
- ჰო, რამოდენიმე საათის წინ იყო მოსული, ასე გვითხრა, თამარის ნიშნობა გვაქვს, და ლევანმა მთხოვა ქეთიც წამეყვანაო. უკვე ჩამოვიდნენ?!
- ანუ ქეთიც გამოჰყვა?! - ხმა მიკანკალებდა მღელვარებისგან მე.
- არ უნდოდა, ეზარებოდა, მაგრამ დაქალის ნიშნობას ხომ არ დააკლდებოდა?!... შენ არ გინახავს?!
- არა, სახლში არ ვარ, ბიჭებთან ვარ გამოსული, ალბათ ჩამოვიდოდნენ... - არ ვიცი რატომ, მაგრამ სიმართლე ჯაბას დავუმალე, საკუთარძმასთან ანგარიში ჩემით უნდა გამესწორებინა, არ მინდოდა ამ ამბავში მისი ჩარევა.
- იმედია დიდხანს არ დარჩებით სოფელში, ხომ იცი გამოცდები აქვს, მალე გელოდებით!... - ბებიაშენის ხმა გავიგონე ტელეფონში.
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა?!... -სიმწრისგან გამეღიმა მე, სიტყვებს თავს ძლივს ვუყრიდი, მუხლებზე ვიდექი და მიწას ვფხოჭნიდი ხელებით.
არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიყავი, - ლევან, რა ხდება?! - გონს ბიჭების ხმამ მომიყვანა მე.
- ის ხდება რაც შენ იფიქრე კობა! - ღრენით ვუპასუხე მეგობარს - არ უთქვამს სად აპირებდა წასვლას? - ამჯერად თომას ვეკითხებოდი მე.
-ზუსტად არ ვიცი, მე მგონი თიანეთში აპირებდა წასვლას... - ჩემი რეაქციებით აშკარად შეშფოთებული მპასუხობდა ის.
- რას აპირებ?! - დაძაბული მიმერდნენ ბიჭები.
- ვერ ხვდებით?! სადაც არ უნდა ჰყავდეს, ნებისმიერ ადგილზე მივაგნებ. მისთვისვე სჯობს არაფერი დაუშავოს... მოვკლავ მაგ უბედურს, ჩემი წერა გახდება!... - ძმის მიმართ არსებული სიყვარული ერთბაშად გამქრალიყო, სწორედ იმ წუთებში, იმ დღეს მომიკვდა ერთად-ერთი ძმა და მისი ადგილი მტრობამ და შურისძიების სურვილმა დაიკავა.
იმდენად ვიყავი გამწარებული, რომ ზუსტად ვიცოდი, თითოეულ მუქარით ნათქვამ სიტყას შევასრულებდი, ამას ალბათ ბიჭებიც ხვდებოდნენ, ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ, უტყვი ჭირისუფლებივით მიმზერდნენ და ჩემს განაჩენს ელოდებოდნენ. იქვე იდგა თომაც, ისე იდგა თითქოს ღვიძლი ძმის ნაცვლად მან მიღალატა, მამუკას ნამოქმედარი მისი ბრალი ყოფილიყოს, თავდახრილი თვალს ვერ მისწორებდა მომავალი სიძე.













ოცდამეორე თავი

ნერვიულად ვცემდი ბოლთას, დასამშვიდებლად ახლოს მოკარებასაც კი ვერ ბედავდნენ. სავარაუდო ვერსიებთან დაკავშირებით ტვინი გამალებით მუშაობდა. ტელეფონი რა თქმა უნდა მამუკასაც გამორთული ჰქონდა. ვფიქრობდი და ვერ ვხვდებოდი, ასეთი რამ რისი იმედით გააკეთა, ნუთუ მართლა სჯეროდა, რომ შეიძლება მისი გრძნობები საპასუხოც ყოფილიყო?! ნერვიულად მეცინებოდა ამაზე ფიქრისას. ასეთ უგუნურ საქციელს, მხოლოდ უაზროდ სასოწარკვეთილი ადამიანი თუ ჩაიდენდა.
ისიც კარგად ვიცოდი, რომ ჩემი ძმა სულელი არ იყო, მოსალოდნელ რისკებზე ნაფიქრიც ექნებოდა, უდაოდ მშვენივრად ხვდებოდა, რომ ჯაბა კაიშაური თუ მოინდომებდა წუთში მოძებნიდა, მიწიდან ამოთხრიდა. რაღაც ეტაპზე იქნებ ისიც კი იფიქრა, რომ უფროსი კაიშაურის გულის მოლბობას როგორმე მოახერხებდა, მაგრამ იმ საცოდავმა ის კი არ იცოდა რომ ამ სულელური საქციელით ჩემში გააღვიძა მიძინებული ნადირი, ამ შემთხვევაში ქეთი ჩემთვის ყველაზე საოცნებოს, სანუკვარს წარმოადგენდა, რომლის დათმობას, თუნდაც ღვიძლი ძმისთვისაც კი არ ვაპირებდი, კარგად ვხვდებოდი, რომ პირველი საბედისწერო შეცდომა მაშინ დავუშვი, როცა უკვე თითქმის ოფიციალურ რძლად აღიარებულ ქალს ვნებიანი მზერა გააყოლა და მე უთავმოყვარეოდ ჩავყლაპე, მაშინ უნდა მიმეჩინა სათანადო ადგილი და ახლა ამ დღეში არ ვიქნებოდი.
შურისძიების სურვილმა იმდენად დამაბრმავა, რომ შვილის მოტაცება უფროს კაიშაურსაც კი დავუმალე. ჩემში ყველაფერი ერთდროულად მძვინვარებდა, შეურაწყობა, უპატივცემულობა, უმადურობა... ის კი არ მაბრაზებდა ერთი და იგივე ქალი რომ გვიყვარდა, მესმოდა, რომ შეიძლება გრძნობა ვერ გაეკონტროლებინა, მაგრამ ამის ასე გამოხატვა?! გადამახტა მე, როგორც უფროს ძმას, გადაახტა ყველას, მათ შორის ქეთისაც კი. მისგან ის მწყინდა, რომ მთელ ბავშვობას ერთი ხელისმოსმით გადაუსვა ხაზი. უფრო მეტად გავუგებდი, იქნებ შემცოდებოდა კიდევაც, მისი გრძნობა გულში რომ დაემარხა. ისევ მეგობრობის ნიღბით დაემალა.

სხვაგვარად არ შემეძლო, მისი პირველად ნახვის სიამოვნებას ვერავის მივანიჭებდი, ჩემი ხელით უნდა მომეღო ბოლო, იმდენად ვიყავი დაბოღმილი და გაღიზიანებული, უკვე იმასაც კი ვეღარ ვიაზრებდი რომ სიკვდილითა და განადგურებით საკუთარ სისხლს ვემუქრებოდი.
მის სავარაუდო მეგობრებთან დავრეკე, დაჭრილი ნადირივით ყველგან გააფთრებული ვეძებდი ჩემს ძმას. მისი ასავალ-დასავალი კაციშვილმა არ იცოდა. იმდენს კი ვხვდებოდი, რომ ფშავ-ხევსურეთში არ დაიმალებოდა, მაინც ყველასთან დარეკილი მქონდა. ადრეც ავღნიშნე იმდენი მყავდა ვალში, ერთ ინფორმაციას ნამდვილად არ დამამადლიდნენ, მთავარია სადმე გაფაჩუნებულიყო. როდემდე დაიმალებოდა?! ადრე თუ გვიან ხომ გამოჩნდებოდა?! უდაოდ გაუჭირდებოდა თანამოაზრის ნახვა, რაც არ უნდა ყოფილიყო, საკუთარი ძმისთვის საცოლის წართმევას არავინ მოუწონებდა.
იმის იმედით, რომ დედასთან მაინც დარეკავდა, ჩემთან სახლში ვიყავით შეკრებილნი. ბიჭებთან ერთად, უკვე მერამდენედ ვეკითხებოდი თომას:
- იქნებ შემთხვევით კიდევ თქვა რამე? იქნებ... ნებისმიერი წვრილმანი, შენთვის ერთი შეხედვით უმნიშვნელოც კი, რაც შეიძლება მინიშნებად გამომადგეს...
ზურასაც კი დაავიწყდა აფციაური არასასურველი სასიძო რომ იყო, ახლა ამისთვის არავის ეცალა. თიანეთში, მთიულეთშიც კი მამაჩემის მეგობრებთან, ნაცნობ მეტყევეებთან, ძველ მონადირეებთან ვრეკავდით და ვაფრთხილებდით, ნებისმიერი უცნობი ავტომობილის გამოჩენა ეკონტროლებინათ. თვალი ედევნებინათ, ვინ მივიდოდა და სად გაჩერდებოდა.
საკუთარ თავში ისეთი თვისებები აღმოვაჩინე, რომელთა არსებობაზეც იმ დღემდე წარმოდგენაც კი არ მქონდა. მეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი, მათ შორის საკუთარი თავიც კი, ამ დონემდე რომ დავეშვი. არ შემეძლო დედაჩემის განადგურებული სახის ყურება, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მამუკას ნაცვლა მე ვატკინე.
სწორედ ამ დროს მივიღე მესიჯი ერთ-ერთი მეგობრისგან, ჩემი საყვარელი ძმა რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მონადირეებს ხევსურეთის მთებში სანადირო ქოხთან ენახათ.
- შეუძლებელია! - გაფითრებულმა გავხედე კობას.
ჩემი თქმა აღარც დასჭირვებია, მყისვე იქვე დაწყობილ იარასა და ვაზნებს ვტაცეთ ხელი, ეზოში გაჩერებული ჯიპი მან გამოიყვანა, კარგად ხვდებოდა ერთგული მეგობარი, რომ ამ მდგომარეობაში საჭესთან ვერ დავჯდებოდი, სახლიდან კისრისტეხით გავვარდით. ყურადღება აღარ მიმიქცევია არც მშობლებისთვის და არც სახლში დარჩენილი მეგობრებისთვის. ცხოვრებაში პირველად დედაჩემის ცრემლებსაც კი დაეკარგა ფასი.
მივდიოდით და მეჩვენებოდა, რომ ერთ საათიანი გზა უსაშველოდ გაიჭიმა. ვეღარ ვამჩნევდი ვერაფერს, არადა ისე მიყვარდა ხევსურეთში სიარული, ფასი დაკარგვოდა ამ ულამაზეს ბუნებას, ფერები გახუნებოდა. ბუმბერაზი სალი კლდეები ისეთივე ცივები და შეუვალები გადმომცქეროდნენ, როგორც მე იმ წუთში.
მივიწევდი და პირისპირ მინდოდა შევჯახებოდი საკუთარ ბედისწერას, სხვა არაფერი მადარდებდა. მხოლოდ ქეთის ნახვა მსურდა, მხოლოდ მისი ღიმილის დანახვა.
ბიძაშვილებთან გადავრეკე და გავაფრთხილე შეკაზმული ცხენები დაეხვედრებინათ. ბიჭებთან ერთად ბებიაჩემიც დამხვდა ეზოში, ხმის კანკალით მემუდარებოდა დამენდო საკუთარი ძმა. არაფერი მითქვამს, არაფერს დავპირებივარ...
ეზოში რამოდენიმე ცხენი იყო შეკაზმული, ძნელი მისახვედრი არ იყო, ბიძაშვილებიც ჩვენთან ერთად აპირებდნენ წამოსვლას, თუმცა არ მოვინდომე, თვალების ბრიალით გადავხედე ბიჭებს:
- არც კი გაბედოთ, - მუქარით ამოვიღრინე, მშვენივრად ვხვდებოდი მათ მისიას - მამუკას პირისპირ უნდა შევხვდე, მარტო...
- ლევან, გეფიცები, არც კი ჩავერევით! - მუდარით მიმზერდა თითქმის ჩემივე ტოლი ყველაზე უფროსი მინდია.
- არა, მინდო, არის საკითხები რაც ძმებმა თვითონ უნდა გავარკვიოთ, სხვისი ჩარევის გარეშე...
- შენვე თქვი ძმებმაო, ეს არ დაივიწყო იცოდე!... - როგორც ყოველთვის მკაცრი სახით მიმზერდა ბებია, მაგრამ ტკივილისგან ცრემლებით ევსებოდა თვალები, ვიცოდი, ესმოდა ჩემი, ხვდებოდა რასაც განვიცდიდი, მაგრამ...
-ჩვენი ძმობა მე არ დამვიწყებია, მან მიღალატა!....
მიუხედავად იმისა, რომ უარზე ვიყავი, ბიძაშვილები მაინც წამოგვყნენ. კარგად ვხვდებოდი, რომ მიუხედავად იმისა, არ ვტყუოდი, ისინი მაინც მამუკას გადასარჩენად მოდიოდნენ.
უკვე კარგა ხნის დაბინდებული იყო, მართალია გერემოს კარგად ვიცნობდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, სიბნელეში გზის გაკვლევა მაინც მიჭირდა, გზას ფანრებით მივიკვლევდით. სასაცილოა ალბათ, ადამიანს ჩუმად ეპარებოდე და თან ანთებული ფანარი გეჭიროს ხელში, თუმცა ეს არ მაღელვებდა, მოგვიანებით გავიაზრე, შეიძლება ეს შეგნებულადაც გააკეთეს, მისთვის კიდევ ერთხელ გაქცევის საშუალება რომ მიეცათ, წესით მათ ამ მცდელობაზე უნდა გავბრაზებულიყავი, მაგრამ უკვე აღარ შემეძლო, გრძნობებისგან გამოფიტულს აღარ მქონდა კიდევ უფრო მეტად განრისხების თავი. ან გაქცევა რომც ეცადა, სად წავიდოდა შუა მთის წვერიდან?! რომც გამქცეოდა, მთელი ცხოვრება ხომ ვერ დამემალებოდა?!
- აქ რამოდენიმე ქოხია, ხომ არ უთქვამთ სად ნახეს?! - ინტერესით გამოგვხედა მე და კობას მინდიამ, თუმცა მისი კითხვისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, ალაგ-ალაგ ტოტებზე შერჩენილი თხელი ქსოვილის ნაგლეჯები შევნიშნე. თითქოს შეგნებულად შეატოვეს ზედ, ძნელი მისახვედრი არ იყო ქეთი კვალს ტოვებდა. ის მელოდა. იცოდა რომ აუცილებლად ვიპოვიდი.
გული სიხარულით ამევსო. თითქოს დასახმარებლად მიხმობდა, არ არსებობდა ძალა, რომელიც შემაჩერებდა, წინ დამიდგებოდა. როგორც კარგად დაგეშილი მწევარი ისე მივიწევდი წინ, იმდენად რეალურად აღვიქვამდი მომხდარს, თითქოს იმასაც კი ვხედავდი, როგორ მოათრევდა უმცროს კაიშაურს.
- მეტიც არ მინდა რამე დაუშავოს, ილოცეთ რომ ასე არ მოიქცეს, გეფიცებით არ დავინდობ!... - აშკარად ხვდებოდნენ, რომ გამკეთებელი ვიყავი, ხმის ამოღებას ვერც ერთი ვერ ბედავდა.
ჩემი ნადირობა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როგორც იქნა გამოჩნდა ქოხიც, შუაგულ ტყეში იდგა პატარა, ზედმეტად პატარაც, ალბათ მაქსიმუმ ორ ოთახიანი სახლი. ჩემი ძამიკო მარტო სულაც არ იყო. სახლიდან ბიჭების ხორხოცის ხმა გამოდიოდა, ყმაწვილი დაოჯახებას აღნიშნავდა.
უცერემონიოდ შევგლიჯე ხის უბადრუკი კარები, გული შემეკუმშა ჩემი ძმის გვერდით მთვრალი ზვიადისა და მისი ამფსონების დანახვაზე. ქეთი არსად ჩანდა, მთვრალები ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ვინ იცის მერამდენედ „ერთგულებას“ ეფიცებოდნენ. ამაზე ნაკლები მაყარი არ უნდა გენატრა კაცს.
ამღვრეული თვალებით გვიმზერდნენ ქოხში შესულებს. რამოდენიმე წამი დასჭირდათ სიტუაციის გასაანალიზებლად, ინსტიქტურად წამოხტა ზვიადი ადგილიდან და პირველი მუშტიც იგემა. მისთვის აღარც შემიხედავს, მას ბიჭებიც მოუვლიდნენ, მე ჩემი ძმისკენ მივიწევდი, რომელიც ჩემსდა გასაკვირად წარბშეუხრელად, ირონიული ღიმილით იჯდა მაგიდასთან.
- აი, ეს მესმის, მოხვედი რომეო?! - მის მზერაში იმხელა ზიზღი დავინახე, რომ ადგილზე გავშეშდი.
-მოგკლავ, შე ! - მოწყვეტილად ისე დავარტყი, რომ სკამზე თავი ვეღარ შეიკავა და გადავარდა.
- რისთვის მკლავ?! - იცოდა, ძირს დავარდნილს ხელს არ დავარტყავდი, ნელ-ნელა წამოიზლაზნა და ისევ ისე საზიზღარი, ირონიული ტონით მკითხა.
- შენ ბიჭო, ნორმალური თუ ხარ?! - ქეჩოში მოვქაჩე - სადაა ქეთი?
- შიგნით ოთახში გდია! - საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი მე, თუ კაიშაური უყვარდა, მაშინ საიდან ამდენი ზიზღი, ამდენი ღვარძლი?!..
- რა თქვი?! რას ჰქვია გდია?!..- ისევ ქეჩოთი ვითრიე და მოვისროლე მეორე კუთხეში.
- გდია ხო, გდია... იცი რა მაინტერესებს?! რითი მჯობიხარ? - ენას არ აჩუმებდა მამუკა. - რატომ შენ და არა მე?! ამიხსენი, ბავშვობიდან მიყვარდა, შენ ხომ არც კი დაინტერესებულხარ მისით?! მთელი ცხოვრება ვერც კი ამჩნევდი, რატომ შეუყვარდი?! ამიხსენი რატომ?! - მის ხმაში არსებული ზიზღი სასოწარკვეთილებამ შეცვალა. - რითი დაიმსახურე მისი სიყვარული?! ბავშვობიდან, გესმის?! პირველად ნახვის დღიდან, ის იყო ჩემთვის ყველაფერი, შენ კი - წამართვი!... ის ერთად-ერთი იმედი წამართვი...
- მორჩი, საკმარისია!... - მთელი ხმით ვუღრიალე მას.
- რამდენადაც არ უნდა გძულდე, შენც კი უნდა აღიარო, რომ გულის სიღრმეში ეს იცოდი. ასე რომ ძვირფასო ძამიკო, არ გინდა ასეთი შეურაცყოფილი სახით დგომა, მე კი არ წაგართვი საცოლე, შენ, შენ მიღალატე მე!... შენ წამართვი ჩემთვის ერთად-ერთი..
- მამუკა, გაჩუმდი!... - მის გონზე მოყვანას ეცადა კობა, ალბათ მიხვდა, რომ უკვე წკიპზე ვიყავი და შუაში ჩაგვიდგა. წინააღმდეგობა არც მე გამიწევია. ოდნავ უკან გავიწიე.
- არა, არ გავჩუმდები. - თვალებში უტიფრად მიმზერდა და ირონიულად იღიმოდა ჩემი ძმა - იცი რა ჩავიდინე?! ვიფიქრე, მონატაცები ქალი არავის ენდომებოდა, ამაზე დაფიქრდებოდა, დამნებდებოდა... მაგრამ არც შენი იქნება და არც ჩემი... კატასავითაა, გესმის?! ვერ გავაჩერე, ისე იცი რა მაინტერესებს?! საკუთარი ძმის ნახმარ ქალს ცოლად მაინც მოიყვანდი?!
ვიგრძენი როგორ გამეყინა სისხლი ძარღვებში, ეს სიტყვები აშკარად მისი სიკვდილის განაჩენი იყო, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს თვითონაც ეს უნდოდა. იარაღი აღარ მჭირდებოდა, ერთი ნახტომით გადავაფრინდი შუაში ჩამდგარ კობას, გამეტებით ვუტყავდი მამუკას, არ ვინდობდი, მინდოდა მასაც ისევე სტკენოდა, როგორც მე მტკიოდა იმ წუთში:
- ოხ,მე შენი... - ისე ვაგინებდი, თითქოს ერთი დედ-მამის შვილები არ ვიყავით- მაშ კატასავითაა ხომ?! სულს ამოგხდი შე , აი ამ ხეზე ჩამოგკიდებ კატასავით... - ქეჩოთი გარეთ მივათრევდი მას, ჩარევას კი ვეღარავინ ბედავდა.
ალბათ შევასრულებდი კიდევაც მუქარას, სწორედ ამ დროს კარებში ქეთი რომ არ გამოჩენილიყო: - ლევან, გაჩერდი!... - მისი სუსტი, ტკივილით სავსე ხმის გაგონებაზე ადგილზე გამიჩერდა ისევ დასარტყმელად შემართული მუშტი.
გაფითრებული, სახე დალილავებული, შემოძონძილი კაბით, მოჩვენებასავით სანახევროდ შიშველი იდგა კაიშაური კარებში. ვხედავდი წონასწორობის შეკავება როგორ უჭირდა, ფეხზე ძლივს იდგა. ინსტიქტურად გავუშვი ხელი ამდენი ცემისგან თითქმის გათიშულ მამუკას, კაიშაურმა თითქოს უკანასკნელი ძალა დაკარგაო, როგორც კი დარწმუნდა, რომ ჩვენი შეჩერება შეძლო, კარებში ჩაიკეცა და გრძნობა დაკარგა.


ოცდამესამე თავი
- ეს როგორ? გამოდის ბიძაჩემსაც უყვარდა? ასე როგორ გაიმეტა? ეს რა უცნაური სიყვარულია?! - თითქმის ვკიოდი, აშკარად ისტერიკაში მყოფი, ლევანს აღარ ვუსმენდი, მამუკაზე გამწარებული მუშტებს მას ვურტყავდი მკერდში, თითქოს ასე ვცდილობდი ტკივილისგან განთავისუფლებას - შეუძლებელია, რა იცი, ნამდვილად შენი შვილი ვარ, იქნებ მისი?. მე ძალადობის შედეგად ჩავისახე?! - ამის გაფიქრებაც კი მაგიჟებდა.
- დამშვიდდი, მარიამ გესმის?! - ჩემს გონზე მოყვანას ცდილობდა მამაკაცი. ჩემი რეაციით აშკარად შეშინებული მიყვიროდა და ძლიერად მანჯღრევდა. - დამასრულებინე თხრობა, არასწორ დასკვნებს აკეთებ. ასე არ იყო, მისი შვილი არ ხარ და ვერც იქნები, გამორიცხულია, დედაშენისთვის პირველიც და დიდი იმედია ერთად-ერთიც მე ვიყავი.
გაფითრებული, უაზრო გამომეტყველებით ვუმზერდი ლევანს, სული მტკიოდა და ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. ნერვებისგან მაცახცახებდა, ეს კაცი თითქოს დამცინოდა. ეს რა სულელური ხუმრობა იყო?! უკვე ეჭვი საკუთარ შერაცხადობაშიც კი მეპარებოდა, აშკარად კარგად გავიგონე მისი ნათქვამი, პანიკაში მყოფი, თვალებს უაზროდ ვაფახუნებდი, თითქოს სუნთქვასაც ვეღარ ვბედავდი, ისე ვუსმენდი:
- ვერ გავიგე... რის თქმას ცდილობ?! რამე არასწორად გავიგე? - საკუთარი ხმა მეუცხოვა, ამდენი ნერვიულობისგან საოცრად დამბოხებოდა.
თითქოს ასეთ რეაქცია არ ელოდაო, ჩემზე არანაკლებ განერვიულებული მიმზერდა მამაკაცი.
- მომისმინე ძალიან გთხოვ, მათქმევინე, ისედაც მიჭირს ამ ყველაფრის გახსენება... - მუდარით მიმზერდა ის. - დავინახე, როგორ მოწყვეტით დაეცა ქეთი. თვალთ დამიბნელდა, ვისღა ახსოვდა ჩემი ძმა და შურისძიება, რამოდენიმე წამში გავჩნდი კაიშაურთან. ხელისკანკალით ავიყვანე ხელში, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვკარგავდი, ასეთი სასოწარკვეთილი და განადგურებული არასოდეს ვყოფილვარ. ერთად-ერთი რაც მაშინ მოვიფიქრე, მისი სახლში შეყვანა იყო, მეორე ოთახში შევედი, სადაც სავარაუდოდ ჩვენი მოსვლის დროს იმყოფებოდა. ოთახში ერთად ერთი ძველი ზამბარიანი ლოგინი, ოთახის შუაში ხელნაკეთი ხის მაგიდა და მომცრო ზომის ხის ტახტი, ეგრეთ წოდებული „კუშეტკა“ იდგა.
შესვლისას ფეხი რაღაცას წამოვკარი, ძველი რკინის ჩაიდანი შემრჩა, ჩაბნელებულ ოთახშიც კი ძნელი იყო ბრძოლის კვალი ვერ შეგემჩნია. მაგიდიდან ძირს გადმოყრილი ნივთები. იქვე მიგდებული რკინის ჩაიდანი...
ფიქრის დრო არ მქონდა, ქეთის ჩემი დახმარება სჭირდებოდა. ამდენი ემოციისგან გულისცემა ისედაც გახშირებული ჰქონდა, თუმცა პულსაცია პერიოდულად ჩერდებოდა, თითქოს რამოდენიმე დარტყმას ტოვებდა. ამ მდგომარეობაში ეს ალბათ ნორმალურიც იყო, მაგრამ მე აშკარად პანიკაში ვიყავი. მეორე ოთახიდან ცივი წყალი შევიტანე, ხელებს ვუსრესდი, ვცდილობდი გონზე მომეყვანა. საგულდაგულოდ ვსინჯავდი, მინდოდა დავრწმუებულიყავი, რომ შიდა მოტეხილობა, ან ამდენი დაჟეჟილობისგან თუნდაც ფარული სისხლდენა არ ექნებოდა.
- როგორ არის?! - მართალია ცდილობდა გაღიზიანება და შფოთი არ შეტყობოდა, მაგრამ ხმაზევე ემჩნეოდა კობას დაძაბულობა.
- არ ვიცი... ჯერ არაფერი არ ვიცი... ის ნაძირალა სად გყავთ? - მისკენ არც კი გამიხედავს ისე ვკითხე.
- ეზოში გდია, მის ძმაკაცებთან ერთად ძაღლივით გაკოჭილი!... - ამჯერად საუბარში მინდია ჩაერია.
გულის სიღრმეში ვიგრძენი კიდევ ერთხელ როგორ მეტკინა ბიძაშვილის სიტყვები, ნება რომ მქონოდა პატარა ბავშვივით ავზლუქონდებოდო. უკვე აღარ ვიცოდი, კიდევ რისი გაკეთება შემეძლო, ქეთის არ სჭირდებოდა, მაგრამ გულის მასაჟს მაინც ვუკეთებდი.
როგორც იქნა ჩემი ამდენი მცდელობა წარმატებით დასრულდა, უმცროსმა კაიშაურმა თვალები გაახილა. ამ წუთებში ისეთი ბედნიერი ვიყავი, თითქოს ხელახლა დავიბადე.
თავიდან დამფრთხალი ათვალიერებდა გარემოს, თითქოს ვერ აღიდგინა სად იყო, შემდეგ პანიკა შევნიშნე, თუმცა დამინახა თუ არა, თვალებიდან ცრემლებიც გადმოსცვივდა. ქეთის ვუმზერდი, მის შეშუპებულ სახეს, დახეთქილ ტუჩებს, ტანისამოსის დარჩენილ ნაგლეჯებში ურცხვად მომზირალ სხეულის დალილავებულ ნაწილებს. ზემოდან შემოცმული პერანგი გავიხადე და სუსტ მხრებზე შემოვაცვი, სასაცილო სანახავი იყო, სახე აჭარხლებული თითქმის დაიკარგა პერანგში.
- აქ ხარ?! - მისი გაბზარული ხმა ძლივს მოსწვდა სმენას.
მისი სიტყვების გაგონება არც მჭირდებოდა, მუხლებზე ვიდექი, მისი ხელი ჩამებღუჯა და ამდენი ხნის ნაგროვებ ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.
- შენთან ვარ და ყოველთვის შენთან ვიქნები. მიყვარხარ გესმის? ასე არასოდეს შემაშინო, უშენოდ მოვკვდები!... - ვლუღლუღებდი მე.
დავინახე როგორ სცადა ოდნავ გაღიმება, თუმცა ვერ შესძლო, აშკარად აწუხებდა სახეზე იარები.
- მომისმინე, ლევან... - მიუხედავად იმისა, რომ უჭირდა საუბარი, მაინც ლაპარაკობდა - არ დაუჯერო, უბრალოდ ჩვენი გამწარება უნდა, მოგატყუა, ჩვენს შორის არაფერი ყოფილა...
- რა თქვი?! - იცი როგორი შეგრძნება მქონდა?! თითქოს სასურველი რეალობაში მერეოდა. საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი. მთელი არსებით მინდოდა ქეთის სიტყვები მართალი ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ექიმი ვიყავი, აზრადაც კი არ მომსვლია ნათქვამის გადამოწმება. ამას ვერ ვაკადრებდი ვერც მას და ვერც საკუთარ თავს.
- მე არაფრის ახსნას არ გთხოვ... ვიცი, რომც ყოფილიყო, ეს შენი ნებით არ მოხდებოდა...
- მომისმინე, დამიჯერე!... არ შემიძლია ამდენი საუბარი... - აშკარად გააღიზიანა ჩემმა სიტყვებმა კაიშაური, ნერვიული სპაზმისგან ხველება აუტყდა და ტკივილისგან სახე დაეღმიჯა - არ ვიცი რა თამაშს თამაშობს, ან ეს ახირებული ვითომ სიყვარული საიდან მოიტანა. უნდოდა, ცდილობდა, დანარჩენებიც ეხმარებოდნენ, მაკავებდნენ, ხელ-ფეხს მიჭერდნენ, რაღაც მომენტში შემეშინდა კიდევაც, რომ საწადელს აისრულებდა, მაგრამ გაჩერდა, შეჩერდა... გესმის?!
იმის წარმოდგენაზეც კი რომ მათი ბინძური ხელებით ეხებოდნენ, ტვინში სისხლი მასხავდა, ერთი სული მქონდა ისევ გარეთ გავვარდნილიყავი და ერთმანეთის მიყოლებით მომეღო თითოეულისთვის ბოლო. თუმცა ამავე დროს უცნაური სიხარულის შეგრძნებაც მქონდა, არ ვიცი, ვეღარ ვხვდებოდი რა მჭირდა, თან მიხაროდა კაიშაურის სიტყვები და თან კიდევ უარესად მტკიოდა, ამას უკვე ვეღარ გაიგებ, ეს უნდა გეგრძნო...
იმდენად დიდი იყო მამუკას ჩემდამი ზიზღი, რომ ასეთი სიბილწეც კი მოიგონა. არც ერთი ნორმალური მამაკაცი ასეთ რამეს არ ჩაიდენდა, მით უმეტეს არც დაიბრალებდა. თუ ზედმეტად არ გინდა ადამიანი გაამწარო, დაამცირო, საბოლოოდ გაანადგურო ასეთ ტკივილს ვერ მიაყენებ. ალბათ მამუკაც ამას ცდილობდა. პირდაპირ ჩემს თავმოყვარეობას, კაცურ ღირსებას დაარტყა, მაგრამ ქეთი?! მასზე არ იფიქრა?! თუ მართლა უყვარდა, როგორც ამას ამტკიდებდა ასეთი სისასტიკის, ასეთი ტყუილების შემდეგ განა რომელიმე ქალის თანაგრძნობის იმედი კიდევ შეიძლებოდა ჰქონოდა?!
ძნელი იყო ჩემთვის ამ ყველაფრის გაგება, ვეძებდი ლოგიკას, მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, მაგრამ... ალბათ მეც მასსავით უნდა მეაზროვნა, რომ მისი ქმედებების შეფასების უნარი მქონოდა.
ერთად-ერთი რა დასკვნამდეც მივედი, ვარაუდობდა, რომ როგორც არ უნდა მდომოდა, საზოგადოების აზრს მაინც გავითვალისწინებდი, ასე თუ ისე დედაშენი ახალ სტატუსს, მონატაცები ქალის სახელს იძენდა. ამდენი ხალხის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ კი იმის მტკიცებაც გაუჭირდებოდა, რომ შინ ხელშეუხებელი დაბრუნდა. პრიმიტიული იყო ჩემი ძმა და ასევე პრიმიტიულად აზროვნებდა.
თუმცა ვერც კი წარმოიდგენ რამდენად მეორე ხარისხოვანი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, ზუსტად ვიცოდი, რომ არ არსებობდა ძალა, რომელიც უარს მათქმევინებდა საყვარელ ქალზე, მათ შორის არც ჩემი ძმა და მისი ბინძური ფანტაზიები. მე ერთად-ერთი ჭეშმარიტება მქონდა, კაიშაური მიყვარდა და მთელი სამყაროც რომ დამპირისპირებოდა მას არ დავთმობდი.
- რასაც მელაპარაკები ეს მხოლოდ ვარაუდებია, თუ გადაამოწმე საკუთარ ძმასთან?! - იმდენად დაძაბული ვუსმენდი ლევანს, რომ შვების ნაცვლად აშკარად გაღიზიანებული ვიყავი მამაკაცზე. თითქოს მისი ბრალი იყო ჩემი განერვიულება.
- არა, აქ გადასამოწმებელი აღარაფერი იყო, მან გასაკეთებელი უკვე გააკეთა, საკმარისზე მეტი შხამი აფრქვია... ან რაღას მეტყოდა?! - ვხედავდი, რამდენად უჭირდა მომხდარის აღდგენაც და მით უმეტეს ამ საკითხზე საუბარი ლევანს.
- არ ვიცი, იქნებ ჰქონდა რამე სათქმელი?!- თითქოს მინდოდა მამუკას სისასტიკისთვის, მისი სიძულვილისთვის ახსნა მომენახა, განა შეიძლებოდა ძმას ძმის ტკივილი გახარებოდა?! მე დედმამის შვილი არ მყავდა და ყოველთვის ვოცნებობდი ჩემი სისხლისა და ხორცის ყოლაზე, როგორ გავაბედნიერებდი, გავახარებდი. ყოვლად წარმოუდგენელი იყო, ძმისგან ასეთი საქციელი.
- არა, არაფერი მიკითხავს, მე ქეთის ჯანმრთელობა, განსაკუთრებით კი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უფრო მაწუხებდა, ვიდრე მათი ახსნა-განმარტებები.. - უხეშად მომიჭრა ლევანმა - იმდენად იყო დასუსტებული, რომ მეშინოდა შეძლებდა თუ არა ცხენით სიარულს. თითქოს ჩემი ფიქრები გაიგონაო, სწორედ ამ დროს შემოვიდა კობა.
- როგორ ხარ, პრინცესა?! - ღიმილით, თბილად ჰკითხა ქეთის.
პასუხის ნიშნად ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა კაიშაურმა და ბერა თითით აჩვენა კარგადო.
- რა ვქნათ, ასე ხომ არ გვეყოლებიან გაკოჭილები, დავრეკოთ პოლიციაში?! - ამჯერად მე მკითხა მეგობარმა.
- არა... - პასუხი ქეთამ დამასწრო.
- ასე როგორ შეგიძლია?! დანაშაულის გამო პასუხი ხომ უნდა აგონ?! - მისი ნათქვამით გაოგნებული ვუმზერდი ქალს.
- არ შემიძლია. ამ ამბავს ჩემებს ვერ გავაგებინებ... - ნერვებისგან აცახცახებდა, მუდარით მიმზერდა - მამაჩემი გადაირევა, ვერ გადაიტანს...
- კი, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას როგორ აუხსნი?! - ჩემზე ნაკლებად არც კობა იყო დაბნეული.
- არ ვიცი... უკვე აღარაფერი არ ვიცი... - ტკივილისგან ხმა გაებზარა კაიშაურს, ამდენი ხნის დაგუბებული ცრემლები ვეღარ შეაჩერა და ატირდა. ისე სასოწარკვეთილი ტიროდა, რომ თავი ვეღარ შევიკავე, აღარც მეგობარს მოვერიდე, გულში ვიკრავდი საყვარელ ქალს.
- არ გინდა, გთხოვ, ნუ ტირი... თუ არ გინდა, შენებმა გაიგონ, ვერც გაიგებენ, წესით ამ ნაძირალებმა ფეხები უნდა გიკოცნონ!... არა მგონია, მათ ინტერესებშიც შედიოდეს ამ ამბის გახმაურება, თუ ჭკუა აქვთ არც ილაპარაკებენ... თუმცა, მე მაინც გირჩევდი, იქნებ დაფიქრდე, იქნებ არ ღირს დამალვა? რამე გართულებები რომ მოჰყვეს?!
- არ შემიძლია, ლევან, გამიგე, გთხოვ. ამას საკუთარი თავის გამო ვაკეთებ. ზედმეტად მტკივნეულია, ზედმეტად პირადია... ვიღაცას ამ თემაზე ვერ ვესაუბრები, მით უმეტეს პოლიციელებს!...
იმხელა ტკივილი ედგა თვალებში, რომ წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე, აღარ მინდოდა ისედაც განერვიულებული და აფორიაქებული, უფრო მეტად გამეღიზიანებინა.
- კარგი, იყოს შენებურად... - უხალისოდ დავეთანხმე და კიდევ ერთხელ ვინანე, რომ უფრო მეტად არ დავალილავე თითოეული, ერთად-ერთი ის მამშვიდებდა, რომ ჩემს ჯავრს ქალის მდგომარეობით არანაკლებ გაგიჟებული ბიჭები იყრიდნენ.
- თუ ამ მდგომარეობაში არავინ არ უნდა გნახოს და სახლში არ ბრუნდები, მაშინ სად რჩებით?! - მომხდარის დამალვის იდეა არ მოსწონდა კობასაც.
- არ ვიცი... - ყრუდ ჩაილაპარაკა ქეთიმ.
- ჩემთან რომ დარჩეთ ერთი კვირით?!
- სად, წიფრანში, მაშინ ხომ სახლშიც მივალთ?! - ვერ მივუხვდი მეგობარს ნათქვამს.
- არა... - სიცილი ვერ შეიკავა კობამ - აქვე ახლოს ჩემი სანადირო ქოხი მაქვს და იქ...
ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდა მისი ნათქვამი, ქოხს რა თქმა უნდა პირობითად უწოდებდა მის კოტეჯს. ქეთისთან ერთად რამოდენიმე დღით მარტო დარჩენაზე ვერც კი ვიოცნებებდი.
- ჭკვიანურია, ჩემთან ერთად ერთი კვირით დასვენებაზე რას იტყვი?! - დაძაბული ვუმზერდი, გული გამალებით მიცემდა ქალის პასუხის ლოდინში. ალბათ ასეთ წინადადებას არ ელოდა.
- მხოლოდ მე და შენ? - მიუხედავად იმისა, რომ სახე ისედაც აწითლებული ჰქონდა, მაინც აშკარად დავინახე, უფრო მეტად როგორ გაწითლდა. თვალებში ცრემლები აუციმციმდა, მზერა ამარიდა. გული მეტკინა ამის დანახვაზე, თავი უნებურად დამნაშავედ ვიგრძენი.
- ქეთი, ჩემი გეშინია?! - არ მინდოდა, მაგრამ ხმაში მაინც შემეტყო დაუფარავი სასოწარკვეთილება - თუ, ასეა...
- რას ამბობ?! შიში რა შუაშია?! - გაოცებულმა შემომხედა - უბრალოდ ვფიქრობდი, დღევანდელი მოვლენების შემდეგ რაღაც-რაღაცეებს გადააფასებდი, არ მეგონა თუ...
- თუ?!... დღევანდელმა დღემ რამე უნდა შეცვალოს?! - ვიგრძენი როგორ გამეყინა ძარღვებში სისხლი - არც კი იფიქრო, ერთი წუთითაც კი არ დაუშვა, რომ...- ხმამაღლაც კი ვერ ვთქვი ეს საზიზღარი სიტყვა - მე მეშინოდა, გესმის?! გათიშული როცა დაგინახე, რა არ წარმოვიდგინე, არ მაღელვებდა ჩემს ძმასთან რამე გქონდა თუ არა, უბრალოდ პანიკურად იმის მეშინოდა, რომ დაგკარგავდი, ფიზიკურად დაგკარგავდი... - დავაკონკრეტე მე - ვერ შეგელევი, არ შემიძლია...
- მე არ მინდა ჩემს გამო ოდესმე შეგრცხვეს, ვინმესთვის ახსნა განმარტებების მიცემამ მოგიწიოს. იქნებ... - კობას ისე შეხედა, თითქოს მისგან ელოდა მისი სიტყვების დასტურს.
- ქეთი, შენ ჩემი და ხარ... უმცროსი, მეტიჩარა და... ნებისმიერს დაუფიქრებლად გამოვჭრი ყელს, ჩემი ხომ გჯერა?! - საწოლთან დაიჩოქა კობამაც. - ვერ ხედავ, არაფერი იყო შენსა და მამუკას შორის და მაინც მოინდომა თქვენი დაშორება, ასე ყოველთვის იქნება ვიღაც ვისაც თქვენი ერთად ყოფნა არ ენდომება, რა ვქნათ ამაზე წინასწარ ვიდარდოთ?! ჩემთვის ორივენი ერთნი ხართ, ერთად ხართ!...- დავინახე როგორ დადებითად იმოქმედა მისმა სიტყვებმა ქალზე.
- კარგი, იყოს შენებურად. იქ გადავიდეთ... დანარჩენს კი შემდეგ მოვიფიქრებთ...
ზუსტად ვიცოდი, რომ არა კობა მის დათანხმებას ვერ მოვახერხებდი, ემოციები ვეღარ მოვთოკე და გახარებული მოვეხვიე მეგობარს.

ოცდამეოთხე თავი
ბიჭები დიდხანს არ გაჩერდნენ, მამუკა, ზვიადი და მისი მეგობრები ამდენი ცემისგან ისე იყვნენ მისავათებულები, რომ ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფები ხურჯინებით გადაკიდეს ცხენებზე და ისე წააბრძანეს სოფელში. დავრჩით მხოლოდ სამნი, მე, კობა და ქეთი.
უჩვეულოდ ვღელავდი და ვნერვიულობდი, ჩვენს გვერდით მესამე ადამიანის ყოფნა აშკარად მხნეობას მმატებდა. ქეთის ტკივილგამაყუჩებლები დავალევინე, სხვას ამ ეტაპზე მაინც ვერაფერს გავაკეთებდი, მიყენებული იარების მოშუშებას დრო სჭირდებოდა, უფრო ხანგრძლივი პერიოდი ენდომებოდა ალბათ სულიერი სიმშვიდის მოპოვებას. ნელ-ნელა, როგორც იქნა ჩაეძინა ქალს. ვხედავდი ძილში შეციებული ადამიანივით, ნერვიულად როგორ აცახცახებდა, კვნესოდა, ისე ოხრავდა, იფიქრებდი გულიც თან ამოაყოლაო.
- შეუძლებელია!... არ გინდა, გთხოვ!... არ გინდა... - ძილში ტიროდა, ხელებს ისე იქნევდა თითქოს ვიღაცას იგერიებდა.
ვუმზედი მის ტკივილს და მეც ორმაგად ვიტანჯებოდი, მეცოდებოდა, იმ ყველაფრისთვის რისი გადატანაც ჩემი ძმის გამო უწევდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის სექსი არ ყოფილა, ამით არც არაფერი იცვლებოდა, როგორც არ უნდა ეცადა ემოციებისა და შიშის დაფარვა, მამუკას მაინც მოეხერხებინა, მისთვის ზიანის მიყენება. ის შოკი, რომელიც შეიძლებოდა ქალს ძალადობის დროს გადაეტანა ქეთის მიღებული ჰქონდა.
იცი ეს ჩემთვის რას ნიშნავდა?! ვერც ვერასოდეს გაიგებ. მეშინოდა, ნებისმიერ წუთს ასე ნაკოწიწებ ნებისყოფას არ ეღალატა. ცუდად არ იფიქრო, უბრალოდ იცი როგორი შეგრძნება მქონდა?! არ ვიცი თუ გამოგიცდია, იმედია არასოდეს იგრძნობ ამას. როცა ჩემს ახლობელს უჭირდა მაქსიმალურად მოჭიმული, მობილიზებული ვიყავი, არაფერზე ვფიქრობდი, გარდა იმისა, რომ ქეთის ჯანმრთელობაზე მეზრუნა, მაგრამ როგორც კი დავიგულე, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მოვდუნდი, მოვეშვი, თითქოს ერთბაშად ამტკივდა კუნთები, სახსრები. ნერვებისგან მაცახცახებდა.
იმ ღამეს იქ გავატარებდით, ხოლო მეორე დღეს კობასთან ერთად იმედი მქონდა მოვახერხებდით მის ქოხში გადასვლას, შემდეგ ისიც დაგვტოვებდა. აი, ამის მეც კი მეშინოდა, შევძლებდი ქეთისთან პირისპირ დარჩენას?! მეშინოდა ჩემი დაუფიქრებლობითა და ეგოიზმით უნებურად ტკივილი არ მიმეყენებინა მისთვის. თავს საზიზღრად ვგრძნობდი, დანაშაულის შეგრძნება არ მასვენებდა, განსაკუთრებით ჯაბასთან.
დავურეკე მობილურზე და უსინდისოდ მოვატყუე, რომ ქეთიმ მობულური დაკარგა, და თუ ვერ დაურეკავდნენ არ ენერვიულათ, ასევე გავაგებინე, რომ რამოდენიმე დღით ჩვენთან გვინდოდა დარჩენა, შესაძლებელია ხევსურეთშიც კი ავსულიყავით.
ვიგრძენი აშკარად არ ესიამოვნა ჯაბას ჩემი ნათქვამი, დაძაბულობისგან ღრმად ჩაისუნთქა, სცადა შეძლებისდაგვარად თავი მოეთოკა, თუმცა გამაფრთხილებლად მაინც გამომიცხადა:
- კი, მაგრამ ქეთის ხომ გამოცდები აქვს?
- გადაიტანს სექტემბრისთვის... - ურცხვად ვიცრუე.
- პირველივე კურსზე?! - ხმა შეეცვალა უფროს კაიშაურს - მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე თვეში ჩემს შვილზე დაქორწინებას გეგმავ, იმედია ზომიერების შეგრძნებას არ დაკარგავთ! - ცდილობდა სიბრაზე ნათქვამი ნახევრად ხუმრობითი ტონით გადაეფარა, მაგრამ მის ხმაში დაუფარავი ეჭვი მაინც ვიგრძენი.
ტკვილით გამეღიმა, კაიშაურების ერთად-ერთ ნებიერას გავხედე, მის დალილავებულ სახეს, სად იყო ზომიერება? ეს ზღვარი უკვე წაშლილიყო, რას იზავდა მისი ქალიშვილი ასეთ დღეში რომ ენახა?!
- ნუ ღელავ, ჯაბა... ყველაფერი ისე იქნება შენ რომ გაგიხარდება! - დავაიმედე უფროსი მეგობარი.
- ვიცი... - ისე მითხრა, თითქოს მისი ეჭვების შერცხვა.
ვიცოდი, რომ ჯაბა ნამდვილად გვენდობოდა, ჩემი სჯეროდა, როგორც კაცს კაცის, მე კი ასე უსინდოსოდ ვატყუებდი და სიმართლეს ვუმალავდი.
არის თვისებები, რომელსაც ადამიანში ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი და დღემდე ვერ ვიტან, ასეთი იყო ტყუილი, ალბათ ყველაფერს, ნებისმიერ შეცდომას ვაპატიებდი, ამის გარდა. ჩემთვის არ არსებობდა ცნება „უწყინარი ტყუილი“, არც მდგომარეობის მჯეროდა და არც იმის, რომ ზოგჯერ ტყუილის გამართლებაც შეიძლებოდა. მატყუარა ადამიანებს ყოველთვის სასტიკად ვაკრიტიკედი. ვამტკიცებდი, რომ ისინი სულით იყვნენ მატყუარები და ამის გასასამართლებლად ათას მიზეზს იგონებდნენ. ამჯერად კი ასეთ როლში მე ვიყავი. უცნაური შეგრძნება მქონდა. აზრების მოსაკრეფად, აშკარად გაგრილება მჭირდებოდა, ჯაბასთან საუბარი დავასრულე თუ არა, ქოხიდან გარეთ გამოვვარდი. ცივმა, გრილმა ჰაერმა აშკარად მარგო.
- ოხ. მე ამის დედაც!... - მთელი ძალით ვურტყვავდი მუშტებს იქვე მდგომ ხეს. იქვე იდგა კობაც, არაფერს აკეთებდა ჩემს შესაჩერებლად, ჩუმად მიმზერდა, თითქოს მაცლიდა როდის დავიცლებოდი, როდის დავიღლებოდი, უკვე ვეღარ ვუძლებდი, მუხლებზე ვიდექი, ასე უსუსურად და არარაობად არასოდეს მიგრძვნია თავი, მტკიოდა ამჯერად ქეთას გამო არა, საკუთარი შინაგანი ხმა არ მასვენებდა, არარაობად, არაკაცად ვგრძნობდი თავს, განა ვინ ვიყავი? ერთი არსება, რომელსაც საკუთარი ძმაც კი ვერ იტანდა, რომელ კაცობაზე, რომელ ვაჟკაცობაზე უნდა მელაპარაკა მე?! ლაქა რომელიც ჩემმა ძამიკომ დამაჩნია მთელი ცხოვრება მეყოფოდა სირცხვილად. ძალიან მტკივნეული ყოფილა საკუთარ თავთან ბრძოლა. ისე არ ჩათვალო თითქოს ქეთისთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მაწუხებდა, არა.. ერთი წამითაც კი არ გამივლია თავში მასთან დაშორება, თუმცა იმასაც ზუსტად ვიაზრებდი, რომ საკმაოდ გამიჭირდებოდა ამ დღის დავიწყება და გონებიდან ამოშლა, ან რა უნდა მექნა მომავალში?!
- რთულია?! - ფრთხილად მკითხა კობამ.
- ძალიან. - ხმაჩამწყდარმა ვუპასუხე, საკუთარი სისუსტის გამო თავი მეზიზღებოდა.
- გიფიქრია ამის შემდეგ რა იქნება?!
- არა... - გულწრფელად ვუპასუხე მე.
- რას აპირებ მამუკასთან დაკავშირებით?..
- მე? არაფერსაც აღარ ვაპირებ, ეგ ადამიანი ჩემთვის უკვე აღარ არსებობს.
- მერე შენები, დედაშენი ამ ამბავს შეეგუება?!
ირონიულად გამეღიმა მე: - თუ არ შეეგუება, უბრალოდ დამკარგავს!
გული მეტკინა, იმის გააზრებაზე, თუ რამხელა ბზარი შემოიტანა ოჯახში ჩემმა ძმამ. რა უნდა მექნა?! ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, ჩვენი ერთად ყოფნა ყოვლად წარმოუდგენელი იყო, იმ სივრცეში სადაც ჩემი ძმა ფეხს ადგამდა მე აღარაფერი მესაქმებოდა, ვენდობოდი ოდესმე საკუთარ ძმას? ვანდობდი მას ჩემს ოჯახს?!
- მერე ქეთი ამას შეეგუება? - თითქოს განგებ აგრძელებდა კობა ჩემს წამებას.
- რა არის ამაში შესაგუებელი?! - გავღიზიანდი მე. - მიყვარს და ამის გამო ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ.
- ამას გასაბრაზებლად არ გეკითხები, უბრალოდ არ მინდა გული კიდევ გეტკინოს, ნინასთვის იოლი ასატანი არ იქნება შვილების დაპირისპირება...
- არც ზურას მოეწონება, მაგრამ რა ვქნა?! სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ..
ზუსტად ვიცოდი, მიუხედავად იმისა კაიშაურთან ვიცხოვრებდი თუ არა, ჩემთვის მამუკა მაინც უკვე სამუდამოდ დაკარგული იყო.
აღარაფერი მითქვამს, ან რა აზრი ჰქონდა?! საკუთარი თავის მჯეროდა, ზუსტად ვიცოდი, რომ არ არსებობდა დედამიწაზე ადამიანი, რომელიც ქეთისთან დაშორებას მაიძულებდა, გულის სიღრმეში იმედი მქონდა, რომ კობას ნათქვამი მხოლოდ ჰოპოთეზად დარჩებოდა და ასეთი მძიმე არჩევანის გაკეთება არ მომიწევდა.
უსიტყვოდ შევედი ქეთისთან. თითქოს შედარებით დამშვიდებულიყო. აღარ ბორგავდა, აღარ შფოთავდა. ცოტა სიმსუბუქე ვიგრძენი და შედარებით მშვიდად ამოვისუნთქე.

მეორე დილას ადრე გაიღვიძა კაიშაურმა. მართალია ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ მაინც ვხედავდი, რომ წინა დღესთან შედარებით დაჟეჟილი სხეული უფრო მეტად აწუხებდა.
- აბა, რას იტყვი, როგორ ხარ? შევძლებთ ჩემთან გადასვლას?
- შენი მეგობარი სულ ოდნავ მაინც თუ გაიღიმებს, მე მგონი შევძლებ... - გვერდულად გამომხედა ქეთიმ.
ძლივს შესამჩნევად გავუცინე: - დარწმუნებული ხარ?- ეჭვით შევავლე თვალი დალილავებულს სახეზე.
- დიახ, ექიმო, დარწმუნებული ვარ... როგორც არ უნდა გამიჭირდეს, ერთ დღესაც ვერ გავატარებ ამ ქოხში, ერთი სული მაქვს როდის მოვშორდები აქაურობას... - ზიზღით მოავლო თვალი გარშემო.
- კარგით, მაშინ ნელ-ნელა ავბარგდეთ და...
- ავბარგდეთ, თორემ ჩვენც ბარგი არ გვქონდეს წამოღებული.. - სიცილით გახვედე მეგობარს - ჩემს ძვირფას ტვირთს ავიყვან ხელში და ესაა... - თვალის დახამხამებაში ავიტაცე ქეთი ხელში - მზად ვართ... .
მიუხედავად იმისა, რომ სამი ცხენი გვყავდა, კაიშაურის ცხენზე მარტო დასმას ვერ გავბედავდი. ბუმბულივით მსუბუქი იყო, ვიგრძენი როგორ დაიძაბა და გააცახცახა, როცა შევეხე. ვერ მივხვდი ეს ცახცახი ჩემი სიახლოვით იყო გამოწვეული თუ სიცივით. დაბნეულმა, ოდნავ ნაწყენმაც კი დავხედე ქალს, თვალები ცრემლებით აევსო კაიშაურს, სახე ამარიდა და ჩემს მკერდში დამალა. ღრმად ჩავისუნთქე მისი სურნელი, კისერზე შემოხვეულ სუსტ მკლავებზე ფრთხილად ვაკოცე და გარეთ გავედი.
ერთ ცხენზე ვიჯექით ორივენი, ცალი ხელით აღვირი მეჭირა, ცალით კი წინ მჯდომ ქალს მთელი ძალით ვიკრავდი გულში. ვცდილობდი შეძლებისდაგვარად ჯიყჯიყს არ შეეწუხებინა, თუმცა როცა თითოეული უხეში მოძრაობისგან მის ვერ შეკავებულ ყრუ კვნესასა და მაისურზე ტკივილისგან უფრო ძლიერად მოჭერილ თითებს ვგრძნობდი, ვხვდებოდი, რომ დაჟეჟილობები აწუხებდა, უნდა ვაღიარო, რომ არა ეს მოძრაობა, სხვაგვარად ვერც კი მიხვდებოდით ტკივილს თუ იტანდა, არ წუწუნებდა, მოთმინებით ელოდა გზის დასრულებას.
ალბათ, ერთ საათიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა მივედით კობასთან. თითქოს ტკივილიც კი დაავიწყდა, გაფართოებული თვალებით უმზერდა კაიშაური შუაგულ ტყეში მოშიშვლებულ მინდორზე სოკოსავით წამოსკუპებულ, ფინური ტიპის კოტეჯს.
- ეს არის შენი ქოხი? - აღტაცებულმა ჰკითხა ქეთიმ კობას.
- ქოხი პირობითად ჰქვია, თითოეული დეტალი საკუთარი ხელით მაქვს გაკეთებული, აღიარე ხომ მაგარია?! - აშკარად აღფრთოვანებული იყო საკუთარი შემოქმედებით ჩემი მეგობარი.
- მაგარია აბა რა... - გულწრფელად მოუწონა სახლი ქეთიმ.
- ისე ამ სახლში დიდი ნაწილი შენი პრინცის გაკეთებულია, ასე, რომ თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში...
- დიდი მადლობა, ჩემი ღვაწლი რომ არ დაივიწყე... - სიცილს ვეღარ ვიკავებდი კობას კმაყოფილი სახის დანახვაზე.
- მაგას ვერასოდეს დავივიწყებ! ... აქ ჩვენი პატარა სამოთხეა, დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონება და შეიყვარებ ამ ადგილს.. - უცებ გაუკეთა რეკლამა სახლს მამაკაცმა, რომელიც სულ რაღაც ორი საძინებლისგან, ერთი მოზრდილი მისაღებისა და სამზარეულოსგან შედგებოდა.
- აშკარად აღარ სჭირდება ეგ სიტყვები! - სიცილით გავხედე ქეთის, რომელსაც თვალები უცუმციმებდა კმაყოფილებისგან.
- ერთ ოთახში მოგათავსოთ, თუ?!... - ყოყმანით გვკითხა კობამ.
გაოცებულმა, დაბნეულმა შემოხედა ქეთიმ, მის თვალებში ჩამდგარი დაუფარავი პანიკა არ გამომპარვია. გული კიდევ ერთხელ ჩამწყდა.
- ცალ-ცალკე, შენი დახმარება არ მჭირდება გზას ჩემითაც გავიკვლევ შენი ოთახისკენ.. - ქალის რეაქციით განაწყენებულმა ბღვერით გავხედე კობას და მის ოთახში შევვარდი.
რამოდენიმე წუთში ფრთხილი კაკუნის ხმა გავიგონე, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ქეთი იქნებოდა. საკუთარი სიფიცხით დარცხვენილმა გამოვაღე კარი.
- მაპატიე, გული თუ გატკინე!.. - სიტყვის თქმა არ ვაცადე მას.
- შენ? საპატიებელი არაფერია, არც საწყენი. ალბათ კობას კითხვაც ბუნებრივი იყო, უბრალოდ მე არ ვიყავი ამისთვის მზად. მესმის, ადრე თუ გვიან ჩვენ ერთად ვიქნებით, მაგრამ დავიბენი, ძალიან გთხოვ გამიგე! გუშინდელი მოვლენების შემდეგ... - ხმა გაებზარა წინა დღის გახსენებაზე, მივხვდი სულ ცოტაც და ატირდებოდა კიდეც, ცრემლების დასაფარად ისევ სახე ამარიდა და ჯიუტად იატაკს ჩააცქერდა.
- ქეთი, ძალიან გთხოვ, არ გინდა, არასწორად გაიგე, მამაშენს დავპირდი, ვიდრე არ ვიქორწინებთ ჩვენს შორის არაფერი მოხდება, ჩემი გჯერა?! - ნიკაპზე ხელი მოვკიდე და თავი მაღლა ავაწევინე, ცრემლებით სავსე თვალებში ვუმზერდი და ერთი სული მქონდა სათითაოდ დამეკოცნა, მაგრამ მისი უფრო მეტად შეშინება აღარ მინდოდა.
- მჯერა, შენი მარტო მე კი არა, ჯაბასაც კი სჯერა!... - თითის წვერებზე აიწია ქეთი, პატარა ფრთხილად მაკოცა საფეთქელზე.
ფრთხილობდა, სულ ოდნა შესამჩნევად შემეხო ტუჩებით, მაგრამ ჩემთვის ცეცხლის წასაკიდებლად ესეც საკმარისი გამოდგა. ჩემსკენ ფრთხილად მივიზიდე კაიშაური. მონატრებული ვნებისგან გავარვარებული ტუჩებით სათითაოდ ვუკოცნიდი ბაგეებს, წინააღმდეგობას არ მიწევდა ქალი და ეს ორმაგად მახელებდა. ვცდილობდი მისთვის ტკივილი არ მიმეყენებინა, ვფრთხილობდი, მაგრამ შიგნით დაგროვებული ჟინის მოთოკვა მაინც ვერ მოვახერხე. უფრო ძლიერად მივიზიდე ქეთი. გონს ისევ მისმა კვნესამ მომიყვანა.
- მაპატიე... - სწრაფად, ცივად გავუშვი ხელი - ვიცი შენთვის მტკივნეულია, მაგრამ თავის მოთოკვა მიჭირს...
ღიმილით მიმზერდა კაიშაური, თითქოს ჩემი რეაქცია ართობდა და ახალისებდა.
- არასწორად იგებ, მე შენი კოცნის კი არ მეშინია, უბრალოდ მეტკინა... - ჩალურჯებულ მკლავებზე დაიხედა მან და მთელი სხეულით ჩამეხუტა.
- მაპატიე, ეგ სულ დამავიწყდა... - ორივე ხელით მოვხვიე სუსტ მხრებზე და თბილად ჩავიკარი გულში.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგვრძელო, კობა მაღაროსკარში გავგზავნეთ, რამოდენიმე დღის სამყოფი სურსათი, გამოსაცვლელი ტანისამოსი და საჭირო წამლების მარაგიც გავაკეთეთ. ტელევიზორი არ გვქონდა, მობილურზე იშვათად ვრეკავდით, ისიც მშობლებს თუ შევეხმიანებოდით, ვისვენებდით სამნი პენსიონერულად, ვტამაშობდით ჭადრაკს, ნარდს, სამ კაცში ჯოკერსაც კი ვახერხებდით, ერთად ერთი ლოტო არ გვქონდა, თორემ ალბათ ამასაც ვითამაშებდით.
ქეთიც ნელ-ნელა უკეთ ხდებოდა, სხვადასხვა სახეობის მაზების წყალობით სახეზე იარები სწრაფად ალაგდა, მართალია სხეულზე ალაგ-ალაგ ჩალურჯებები ისევ ეტყობოდა, მაგრამ ამას უკვე აღარ ვჩიოდით.
კობას უნდოდა ჩვენი მარტო დატოვება, აქ მურმანის ეკალივით ვარო, რამოდენიმეჯერ გამიმეორა, მაგრამ არაფრით წასვლის ნება არ მივეცი, სიმართლე გამხელილიც სჯობია, საკმაოდ ძნელი იყო კაიშაურთან პირისპირ ყოფნა და თავის შეკავება, ვხვდებოდი, რომ მომენდომებინა არც ქალი გამიწევდა წინააღმდეგობას, ეს კი უფრო მირთულებდა დასახულ მიზანს, პირობა პირობა იყო, ისედაც სინდისი მაწუხებდა ჯაბას რომ ვატყუებდი და ქალიშვილის მდგომარეობას ვუმალავდი, თავს ორმაგად არ შევირცხვენდი და მიცემულ პირობას არ დავარღვევდი. შესაბამისად ერთი სული მქონდა თბილისში როდის დავბრუნდებოდით.

ოცდამეხუთე თავი
- საუბარში ბევრჯერ მითქვამს და ამჯერად შენთანაც უნდა გავმეორდე, - თვალებში მიცქერდა ლევანი და ისე მესაუბრებოდა - ხშირად მოვლენები ჩვენს ჩანაფიქრს შორდებიან, გონებამ იცის, როგორ უნდა იმოქმედოს სწორად, გული კი, გული ერთი გაუკონტროლებელი, იმპულსური ვინმეა... - ოდნავ ირონიულად იღიმება ის - ფეთქავს, გრძნობს, ტკივა, იცლება სისხლად, ხელახლა ივსება და ორმაგად ძლიერად გავსებს გრძნობით.
თეორიულად ყოველთვის ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, როგორ უნდა მემოქმედა, რომ სწორი, მართალი გზა გამევლო, აი პრაქტიკულად კი... იმ დღეებში ფაქტიურად ყველა პრინციპს ვუღალატე. არ ვცრუობდი - ვიცრუე, პირობას ვდებდი და ურცხვად ვტეხდი და ამ ყველაფერს მხოლოდ ერთ სახელს ვარქმევდი: სიყვარულს. განა შეიძლებოდა ამდენი უგუნორობის ჩადენა ამ ერთი გრძნობის გამო?! ახლა გიმზერ შენ და ვხვდები, რომ ეს ამად ღირდა, უდაოდ ღირდა. არ ვიყავი არც არაკაცი, არც მატყუარა, მე ერთი უგონოდ შეყვარებული ბიჭი ვიყავი, რომელიც გონებით ვეღარ მოქმედებდა, მხოლოდ გულსა და მის ხმას უსმენდა.
ბევრი ფიქრისა და გააზრების დრო ყოველთვის არ გაქვს, რაღაცას გეგმავ, ელოდები, ემზადები, ამ დროს კი მოვლენები მისი დინებით ვითარდებიან. იმ დილას კობას დაურეკეს, მისი უმცროსი და ვერ იყო კარგად, თბილისში გადაეყანათ საავადმყოფოში აპენდიციტის შეტევით. კი უთხრეს, სერიოზული არაფერია, ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაუკეთესო, მაგრამ ჩვენთან რაღა მოასვენებდა?! სასწრაფოდ მომზადება დაიწყო თბილისში წასასვლელად. უნებურად შემეშინდა კაიშაურთან მარტო დარჩენის, ერთი პირი ისიც კი ვიფიქრე, ჩვენც თბილისში გავყოლოდით, თუმცა ქეთის თვალთან ჩრდილის მსგავსად გაწოლილი სილურჯე რომ შევნიშნე, მყისვე გადავიფიქრე.
ჩემი რეაქცია არ გამოპარვია კობას, ეზოში ვიდექით ორივენი და ვსაუბრობდით:
- თუ ძმა ხარ, პატარა ბავშვივით ნუ იქცევი, ხვალ-ზეგ დაქორწინებას გეგმავთ, რომც მოხდეს თქვენს შორის რამე რა დაშავდება?
- ჯაბას დავპირდი!...
- კარგი, რა... ორი წლის ბავშვი ხომ არაა ამხელა კაცი?! მიუხედავად იმისა გეტყვის თუ არა, გულის სიღრმეში თვითონაც კარგად იცის, რომ შეყვარებულებს შორის ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს... რადგან ერთად დასვენებაზე დაგეთანხმა, ესეიგი ამის ალბათობაც დაუშვა...
- შეიძლება, მაგრამ... - ისევ ვყოყმანობდი მე.
- ტყუილად ნუ ყოყმანობ, ან რაღას აჯანჯლებთ? ვერ ხედავთ როგორ იცვლება ყველაფერი?! დაელაპარაკე ქეთის და ბარემ დაიტოვე კიდევაც.
- ვნახოთ, ვნახოთ!... - სიცილით დავეთანხმე მე.
- ვნახოთ არ უნდა მაგას, როცა ჩამოვალ რძლის სტატუსით უნდა დამხვდეს! - თითი დამიქნია კობამ.
- როგორც თქვენ ბრძანებთ, ბატონო კობა! - შუბლთან ხელი მივიტანე, თითქოს თბილად დაემშვიდობა კოტეჯში მყოფ ქეთისაც და წავიდა. დავრჩით ასე მე და კაიშაური ერთმანეთის ამარა.

ვხედავდი მოვლენების ასეთი განვითარებით ჩემზე ნაკლებად არც ქეთი იყო დაბნეული, თავიდან ჩვენს შორის უხერხული სიჩუმეც კი ჩამოვარდა. ვუმზერდი როგორ მარიდებდა სახეს, თითქოს საკუთარი აზრების სრცხვენოდა. რა თქმა უნდა არ მიკითხავს რას ფიქრობდა, ფაქტი იყო, წარა-მარა წითლდებოდა, ზუსტად ვიცოდი მისი ფიქრები ჩვენ გვიტრიალებდა, თუმცა ამას არასოდეს აღიარებდა. ჩუმად ვიჯექი და მის ფუსფუსს ვუმზერდი. ოცნებებში ჩვენ უკვე ოჯახი ვიყავით, გარს პატარა გოგოჭურები გვეხვივნენ და ხმაურით იკლებდნენ გარემოს.
- მომისმინე ქეთი, არ გინდა გავისეირნოთ?! - მოულოდნელად ერთი მშვენიერი აზრი გამიჩნდა მე.
- სად?! - გაოცებულმა ხელების წმენდით გამომხედა სამზარეულოდან.
- აქვე ახლოს ულამაზესი ადგილია, თუ არ გეზარება...
- არა, რა მეზარება პირიქით... - სიხარულით დამეთანხმა, საკუთარ თავზე გავბრაზდი კიდევაც აქამდე, რომ ვერ მოვიფიქრე მისი იქ წაყვანა.
- ოღონდ ცხენებით, დამოუკიდებლად ჯდომას ხომ შეძლებ?! - ყოყმანით გავხედე ქალს.
- თუ ჩემი კავალრობა მოგბეზრდა, რა თქმა უნდა შევძლებ... - ოდნავ თვალები მოწკუტა და ეშმაკურად გამიღიმა მან.
- ასე ნუ მიცინიხარ, თორემ!... - გამაფრთხილებლად დავუქნიე ხელი, - ცხენით კი არა, ხელში აყვანილს წაგიყვან და ნახე მერე შენ...
- ჩემს ასეთ სიახლოვეს გაუძლებ?! - აშკარად დამცინოდა კაიშაური.
- არა მგონია უკეთეს დღეში იყო, კარგად მახსოვს შენი გაძლიერებული გულისცემაც ჩემთან ჩახუტებისას... -არ ჩამოვრჩი არც მე ქეთის და თვალი ჩავუკარი მეც.
- ექიმი შენ ხარ, ვერ შეგედავები, პულსის თვლა კარგად გამოგდის... - ირონიულად დამეჯღანა ის.
- ამიტომაც - მისი ირონია არ შევიმჩნიე - ისედაც სუსტად ხარ, ზედმეტი ემოციებისგან დაგიცავ, შენი ცხენით წამოხვალ, პატარა ქალბატონო!... - მის გაღიზიანებას არ ვწყვეტდი მე.
ასე ხუმრობ-ხუმრობით გამოვედით ეზოში, ცხენებზე შეჯდომაში ჯერ კაიშაურს დავეხმარე, შემდეგ თავად შევჯექი და გზას დავადექით.

წინ ნელ-ნელა მივიწევდით, ასე ნახევარი საათის სიარულის შემდეგ ტყიდან გამოვედით, წინ გადაშლილი დიდი მინდორი გავიარეთ და ისევ ტყეში შევედით. მართალია ვერ ვხედავდით, მაგრამ აშკარად გაარჩევდით წყლის ჩხრიალის ხმას. გაოცებულმა გადმომხედა ქეთიმ: - ეს რისი ხმაა?!
- მოთმინება თავადო, მოთმინება! - მრავალმნიშვნელოვნად გამოვუცხადე.
როგორც იქნა ტევრიდან გავედით, თითქოს არსაიდან წინ უზარმაზარი კლდე აისვეტა, საიდანაც წყლის დიდი ნაკადი მთელი სიდიადითა და სიჩქარით დაბლა მოექანებოდა და იქვე მოჩუჩუხე პატარა მდინარეში ვარდნის ადგილზე მორევს ქმნიდა, შხეფებად აფრქვევდა წვეთებს გარშემო, შემდეგ წყალი მშვიდდებოდა და ვითომც არაფერი წყნარად მიჩუხჩუხებდა დაბლობისკენ.
ამ ადგილს გულგრილად ვერასოდეს ვუმზერდი, თუმცა კაიშაურის რეაქციამ ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს, სუნთქვა შეკრული უმზერდა ქალი ამხელა სიმაღლიდან გადმოვარდნილ წყლის მასას.
- ცხოვრებაში პირველად ვინანე წერა რომ არ შემიძლია, ამ სილამაზის ასაღწერად სიტყვებიც კი არ მყოფნის!... - ემოციებს ვეღარ მალავდა ის.
ვინანე, აპარატი რომ არ მქონდა, მისი გაოცებული, ამ სილამაზისგან გაოგნებული სახის დასაფიქსირებლად. ისეთი სახე ჰქონდა, როგორც ჩვილს პირველად რომ გაახელს თვალს და სამყაროს აღქმას იწყებს.
კარგად თუ დააკვირდებოდი, დაინახავდი შუა კლდეზე, შიგნიდან ამოჭრილ ღრმულს, თითქოს გვირაბი იყო, რომელსაც ჩანჩქერისგან გაკეთებული წყლის ფარდა მალავდა.
- იქ შეძრომა შეიძლება?! - ინტერესით შემომხედა ქალმა.
- თუ არ გეშინია... - თუმცა მის თვალებში აკიაფებული ჭინკებით ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ შიშის ადგილი ცნობისმოყვარეობას დაეკავებინა.
ცხენიდან ჩამოსვლაში დავეხმარე, იქვე გვერდზე მცირე ზომის ბილიკით კლდისკენ მივიწევდით, ბილიკი ნელ-ნელა მაღლა ადიოდა და გვირაბში შედიოდა, წყლისგან ალაგ-ალაგ დასველებულ ქვებზე ფეხი გვიცურავდა, წონასწორობის შესანარჩუნებლად ბეჭებით კლდეს ვეკვროდით, ის-ის იყო გვირაბამდე უნდა მივსულიყავით, რომ სველ ქვაზე ფეხიც დაუცურდა, ბედად იქვე ვიყავი და ხელის შეშველება მოვასწარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყინულივით ცივ წყალში ხტომის სიამოვნებასაც მიიღებდა.
შეშინებულს მისთვის ხელის გაშვება აღარც მიფიქრია, ასე პატარა ბავშვივით მკლავზე ჩამოკონწიალებული შევიყვანე გვირაბში. შიგნით შესულებს რამოდენი წუთი დაგვჭირდა სიბნელისთვის თვალის შესაჩვევად, ხელის ფანარი ავანთე და გარშემო მოვატარე. რამოდენიმე მეტრის გავსლი შემდეგ კი მცირე ზომის კელიაში აღმოვჩნდით.
ეს ადგილი ბავშვობაში, ასე თხუთმეტი - თექვსმეტი წლის ასაკში, კობასთან ერთად სანადიროდ წამოსულმა ვიპოვე. მას შემდეგ ჩემთვის ფარულ თავშესაფარს წარმოადგენდა. მისი არსებობა მეგობრისთვისაც კი არ გამიმხელია, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ მოვდიოდი.
გაოცებული, ათვალიერებდა ქეთი იქვე დასაწოლად დაყრილ ტყავებსა და ბეწვებს, ასევე კედელზე მიმაგრებულ ძველებურ ნავთის ლამფას, შუაში ჯაჭვზე დამაგრებულ რკინის ჩაიდანს.
- აქ ვინმე ცხოვრობს?! - ხმაში შიში შეეპარა ქეთის.
- კი, დევი, უფრო სწორედ თოვლის კაცი!... - ვიხუმრე მე, მაგრამ როგორც კი მისი გაფითრებული სახე დავინახე, სიცილი ვეღარ შევიკავე, გულში თბილად ჩავიკარი ქალი - რა სულელი ხარ, ეს ნივთები მე მოვიტანე, პატარა ბუნაგი მოვიწყვე...
- ანუ აქ იმალებოდი ხოლმე?! რა რომანტიულია... - მეოცნებე ხმით აღმოხდა მას.
- რომანტიულის რა გითხრა, თავს ვირთობდი, როცა ერთი გოგო ძალიან მენატრებოდა, აქ მოვდიოდი და...
- გოგო?!... - აშკარად ეჭვიანობისგან ხმა გაებზარა.
- ჰო, გოგო... ერთი ძალიან ონავარი და ცელქი გოგონა! ... - სიცილი რომ არ ამტყდომოდა მისკენ აღარც გამიხედავს ნავთის ლამფა ავანთე, სუსტმა მბჟუტავმა სინათლემ სწრაფად გაანათა კელია, ხელის ფანარი გამოვრთე და კაიშაურს გავხედე, მონუსხული მისჩერებოდა ლამფის შუქით ოდნავ განათებულ კედელს, რომელზეც შავი ნახშირით შესრულებული ნახატი იწონებდა თავს.
კედელზე ასე ათ წლამდე კიკინებიანი, თვალებ ბრიალა გოგონა იყო გამოსახული, ბავშვს მოკლე ბრეტელებიანი კაბა ეცვა, ცალ მუხლზე ჩამუხლული შემობრუნებულ იდაყვს დასცქეროდა, ოდნავ გვერდულად მომღიმარს ლოყები სასაცილოდ ჩაჩხვლეტოდა, თვალებში ჭინკები უხტოდა, ისეთი შეგრძნება გიჩნდებოდა, თითქოს საცაა წამოხტება და გაიქცევაო.
- ეს, ეს... - ხმა უთრთოდა მღელვარებისგან, - როდის, როგორ?! - თვალები სიხარულის ცრემლებით ჰქონდა სავსე.
- რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, ჩემთვის მაინც ასეთივე ცელქი გოგო ხარ, ახტაჯანა, ხულიგანი, მოულოდნელად თავზე რომ დამეცი და მთელი ცხოვრება შემიცვალე!... - გულში ძლიერად ვიკრავდი ქალს.
ვგრძნობდი როგორ ცახცახებდა, თრთოდა მღელვარებისგან.
- იმ დღიდან მოყოლებული გელოდი, უბრალოდ გელოდი, ალბათ მოვკვდებოდი რომ არ შეგყვარებოდი. ბედნიერი ვიყავი, როცა როგორც იქნა შემამჩნიე, დამინახე და შენს ცხოვრებაში შემოსვლის უფლება მომეცი. - ხელით ავაწევინე ნიკაპი, ცრემლებით სავსე თვალებში ჩავხედე - მართალია ეს სიტყვები შენ დაბადების დღეზე უნდა მეთქვა, მაგრამ ახლა გულიც გამისკდება, რომ არ გითხრა, ცოლად გამომყვები?!
ვიგრძენი გულისცემა როგორ გაუხშირდა, თითქოს რამოდენიმე დარტყმაც გამოტოვა, იღიმებოდა, თუმცა ცრემლებს ვეღარ იკავებდა.
- მიყვარხარ, შენ არც კი იცი როგორ... - თითქმის ჩურჩულით მითხრა მან. სუსტი ხელებით კისერზე მომეხვია, ჩვეულებისამებრ ფეხისწვერებზე აიწია და ყვრიმალზე მაკოცა, მე?! მე ცეცხლი მეკიდა, ძლიერად ჩავიხუტე ქალი, მის ვნებიანსა და მხურვალე ტუჩებს ფრთხილად შევეხე, ოდნავ გვერდულად გავხედე სიამოვნებისგან აცახცახებულ კაიშაურს, რომელიც მთელი სხეულით კიდევ უფრო ძლიერად მეკვროდა მკერდზე, შეჩერება აღარც კი მიფიქრია, ნელ-ნელა ძალიან ფრთხილად ვკოცნიდი დახუჭულ თვალებზე, ლოყებზე, ტუჩებზე. ფრთხილად შევუხსენი პერანგის ღილები, საცვლების ამარა იდგა ჩემს წინ ქეთი, მხრებზე ჩამოშლოდა ტალღოვანი წაბლისფერი თმა, კედელზე გამოსახული ათი წლის გოგონასავით უხტოდა თვალებში ჭანჭიკები და ღიმილით მიმზერდა.
- დარწმუნებული ხარ?! - ვნებისგან დაბოხებული ხმით კიდევ ერთხელ ჩავეკითხე.
თანხმობის ნიშნად ისე მაცდურად გამიღიმა, რომ აღარც კი დავფიქრებულვარ, რამოდენიმე წამში გავთავისუფლდი ტანისამოსისგან და საყვარელ ქალთა ჩეხუტებული ჩემივე ხელით გაკეთებულ ნადირის ტყავისგან გაკეთებულ ლოგინზე გავგორდი.
ამ შეგრძნებას ვერ აღვწერ, ვეფერებოდი, სხეულის თითოეულ ნაწილს ვუკოცნიდი, მის ვნებისგან აცახცახებულ ხელებს ვგრძნობდი სახეზე, გახშირებულ სუნთქვას ამოყოლილ კვნესას, მაგრამ მე მაინც არ მყოფნიდა. თითქოს შლეგი ვიყავი, რომელსაც დასამშვიდებლად მხოლოდ მისი სიყვარული სწყუროდა. მინდოდა სიამოვნების ეს წუთები არ დასრულებულიყო და საუკუნოდ გაგრძელებულიყო.
ვიგრძენი მასთან შერწმისას როგორ დაიძაბა კაიშაური, თვალიდან ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა, თუმცა ალერსი არ შეგვიწყვეტია, მთელი სხეული დაეჭიმა, ტკივილის დასაფარად ბეჭებზე ძლიერად მომეჭიდა, ფრჩხილებით მკაწრავდა, მაგრამ ვერ ვგრძნობდი, ათმაგად გაშმაგებული ისევ და ისევ ვკოცნიდი, შემდეგ კი იყო ტკივილი, ორი ერთმანეთზე, ერთ ხორცად ქცეული სხეულის წამიერი მოდუნება, სიშმაგის დასასრული და სუჩუმეში კაიშაურის ვერ შეკავებული ტირილი.
- გემუდარები, არ გინდა... გემუდარები, ნუ ტირი!... - მკერდზე ვიხუტებდი საყვარელ არსებას, რომელიც აცახცახებული ისევ მთელი სხეულით მეკვროდა. გაშლილ თმებზე ვეალერსებოდი და ვინ იცის მერამდენედ ვუმეორებდი ნახევრად ბურანში წასულს, რომ მიყვარდა და მხოლოდ მისით ვვარსებობოდი. ღაწვები ასწითლებოდა მძინარე კაიშაურს, მე კი ემოციებისგან დაღლილი მისი შიშველი სხეულის ცქერით ვტკბებოდი, ბავშვურად გაბუსხულ ტუჩებზე დავცქეროდი და ფრთხილად, ძალიან ფრთხილად ვკოცნიდი მხრებზე.

ოცდამეექვსე თავი
ალბათ არის მომენტები, როცა ფიქრობ რომ როგორც იქნა ყველაფერი დალაგდა, ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა, როცა გულით გრძნობ, რომ ბედნიერი ხარ და მეტი არც არაფერი გინდა. ვუსმენდი ქეთის მშვიდ სუნთქვას და გული სიხარულით მევსებოდა, მე ცხოვრებისგან ბევრს არაფერს ვითხოვდი, უბრალოდ მიყვარდა ქალი რომელიც მინდოდა გვერდში მყოლოდა, მინდოდა ჩემი გრძნობების შესახებ ყველას გაეგო, მათაც გაეზიარებინათ, ჩემი ბედნიერება მათაც ეგრძნოთ. ეს ბევრი იყო?! ალბათ...
თუმცა რაღაც მაინც არ მაძლევდა საშუალებას ბოლომდე ბედნიერი ვყოფილიყავი, ბოლომდე ავსებულიყავი სრულყოფილების შეგრძნებით, რატომღაც მეშინოდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ილუზია იქნებოდა, გავახელდი თვალებს და აღმოვაჩენდი, რომ სიზმარში ვიყავი. ძლიერად ვიკრავდი კაიშაურს და ამ აზრებს ჩემს ეჭვიან ბუნებას ვაბრალებდი. ძნელია გიყვარდეს და უფრო ძნელია მისი დაკარგვის ასე მძაფრად გეშინოდეს.
ქალი ოდნავ შეირხა, ასკარად გაიღვიძა.
- რაზე ფიქრობ?!- სიჩუმე დაარღვია მან და ინტერესით ზემოდან დამაცქერდა.
- ჩვენზე, შენზე, ჩვენს მომავალზე... - საკოცნელად ტუჩებზე წავეტანე მე.
- მერე, რას ხედავ შენს ფიქრებში?! - ოდნავ მიღიმოდა კაიშაური.
- მხოლოდ შენ... შენს ანც თვალებს... - სიცილით ჩავიხუტე ქალი.
- მხოლოდ მე?! - შუბლშეკრულმა, ეჭვით ამომხედა.
- ჯერჯერობით მხოლოდ შენ... ალბათ ერთ წელში პატარა გოგოჭურს და ასე შემდეგ...
პატარას ხსენებაზე სახე შეეფაკლა, ისე დაიმორცხვა, რომ ვეღარ მოვითმინე:
- თუმცა შენ პატარა რათ გინდა? ისედაც თოჯინებით თამაშობ, უნდა მეშინოდეს კიდეც ბავშვს რამე არ ავნო! -მსუბუქად წავკარი თითი ცხვირზე.
ოდნავ აწკიპა წარბები, თითქოს გაბრაზდა, მაგრამ ხუმრობას მიმიხვდა, ცდილობდა სიცილი შეეკავებინა, ყურადღებით მაკვირდებოდა:
- არ ვიცი ეს როდის იქნება, ერთ წელში თუ ათში, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, მას შენი თვალები ექნება!...
ეს იმდენად დამაჯერებლად მითხრა, თითქოს უკვე ხედავდა პატარას.
- ერთხელაც იქნება და მართლა დავიჯერებ, რომ ნათელმხილველობა შეგიძლია... -ისევ ვხუმრობდი მე.
- დაიჯერებ თუ არ დაიჯერებ, ეს მაინც ასე იქნება! - არ ჩერდებოდა ქეთი - მე ადრეც ხომ გითხარი, მოვა დრო და ყველაზე საყვარელ ადამიანს გადაარჩენ მეთქი?! - საკუთარი სიტყვები გამახსენა მან.
- კი მითხარი... გაფიცებ ყველაფერს ეგ მართლა ყავის ჭიქაში დაინახე? იცოდი რომ დაგჭრიდნენ? - ამჯერად ცნობისმოყვარეობამ ჩემშიც გაიღვიძა, მოლოდინით ვუმზერდი მას.
- არა... ჭიქაში არაფერიც არ მინახავს, ყავაზე მარჩიელობა თამარის მოფიქრებული ხუმრობა იყო, წინასწარ მომიყვა ისტორიებს და მეც ვითომ ვმარჩიელობდი - სიცილს ვერ იკავებდა ქეთი - თუმცა შენ რაც გითხარი, სპონტანურად წამოვისროლე, რატომღაც მომინდა რომ მეთქვა. ამას ახსნა ვერ მოვუნახე, გიმზერდი და მინდოდა რომ გცოდნოდა. ჩემდაუნებურად ის გითხარი, რასაც ვფიქრობდი...
- ანუ შემთხვევით დაემთხვა?!
- თუ ჩემი დაჭრის ამბავს გულისხმობ, ეგ მართლა დამთხვევაა, თუმცა ჩემს წარმოსახვაში შენი გადარჩენილი ადამიანი მე არ ვყოფილვარ, შენ იმ ილუზიაში ალბათ ორმოდაათ წლამდე მაინც იქნებოდი, ვისაც ეხმარებოდი გოგონა იყო, ასე ოც წლამდე ასაკის, ულამაზესი, შენი მსგავსი ლურჯი თვალებით...
მინდოდა ქეთის ნათქვამზე გულინად გამეცინა, მაგრამ ქალის დაძაბულ სახეს რომ შევხედე ღიმილი სახეზე მიმეყინა.
- დედას გაფიცებ, რასაც ამბობ მართლა გჯერა?! - ინტერესით ვუმზერდი მას - მე მგონი დიდი დოზით უყურებ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებს!... - ისევ ხუმრობას ვცდილობდი.
- მჯერა თუ არ მჯერა, ამას მომავალი გვიჩვენებს, საკუთარ ბედისწერას ვერ შევცვლით, რაც მოსახდენია მაინც მოხდება... - სიცილი ვერ შეიკავა კაიშაურმა- აღიარე ხომ შევძელი შენი დარწმუნება?! - თვალი ეშმაკურად ჩამიკრა მან.
- ცუდი გოგო ხარ, არადა მე როგორ მიყვარხარ! - ისევ ტუჩებზე წავეტანე. ალერსში ისიც ამყვა.
- ლევან, ჩემზე მეტად ვინმეს შეიყვარებ? - კოცნა შეწვიტა და ინტერესით დამაცქერდა ის.
- ერთი დღეც კი არაა რაც ერთად ვართ და ასეთ კითხვას მისვამ?! ასეთი ეჭვიანი თუ იყავი არ მეგონა, მთელი ცხოვრება რა გაგიძლებს?! მე მგონი დროა შენგან გავთავისუფლდე! - ამჯერად სიცილს მართლა ვეღარ ვიკავებდი.
ის კი სულაც არ იცინოდა, ცრემლებით სავსე თვალებით დამცქეროდა:
- მე მენდომება, მთელი გულით ვეცდები სხვა შევიყვარო, მაგრამ არ გამომივა...
- რას ჰქვია გენდომება? ეცდები? კარგად ხარ?! - უკვე სიბრაზე მომერია- არც კი იოცნებო, არასოდეს იცოდე, შენს თავს არავის დავუთმობ!... - უცნობ, ვირტუალურ მეტოქეს ვემუქრებოდი მე.
- მიყვარხარ, რომ იცოდე როგორ მიყვარხარ!... - ჩემი ტონისთვის ყურადღება არც კი მოუქცევია, აცრემლებული ჩამეხუტა კაიშაური, ძლიერად მეკვროდა, თითქოს მართლა ეშინოდა ჩემი დაკარგვის, პატარა ბავშვივით სლუკუნებდა ის. მე კი... ვერაფერი გავიგე მისი ნათქვამიდან, გაოცებული ვუმზერდი და მის დამშვიდებას ვცდილობდი. ყველაფერი „პირველი ღამეს“ დავაბრალე, ხომ ამბობენ ქალისთვის განსაკუთრებით მტკივნეული და ფაქიზია ეს თემაო?! მეც შესაბამისად მისი გულჩვილობა სწორედ ამას დავაბრალე.
- მართლა გიყვარდა ვინმე დედას შემდეგ?! - ქალურმა ცნობისმოყვარეობამ ჩემშიც იმძლავრა.
- ქალი ნამდვილად მყოლია, წმინდანი არ ვარ... მქონია რამოდენიმე წლიანი ურთიერთობებიც კი, მაგრამ ამას სიყვარული მაინც არ ერქვა, ის რაც ერთხელ მოდის აღარ მეორდება. მინდოდა თუ არ მინდოდა, ჩემს ცხოვრებაში არსებულ ქალებს მუდამ კაიშაურს ვადარებდი, რატომღაც ყელაზე იდეალური, ყველაზე მხიარული, თბილი მაინც ის იყო.
- როგორც შენი ნათქვამიდან გავიგე, დედას ძლიერი ინტუიცია ჰქონია, ან იქნებ იცოდა კიდევაც, რომ ერთმანეთს დაშორდებოდით?!...
- წინასწარ?! არა მგონია, თუმცა ალბათ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ამის ალბათობას ისიც იაზრებდა. ხვდებოდა, რომ ჩვენი ერთად ყოფნა რიგ სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული, ამას მეც ვიაზრებდი, თუმცა იმ დროს იმდენად ვიყავი გრძნობებით გაბრუებული, ამაზე ფიქრი არ მინდოდა, მერჩია მხოლოდ მასთან ყოფნით დავმტკბარიყავი. თუმცა მისი ნათქვამიდან რაღაც მაინც ახდა, ჩემს შვილს ჩემი თვალები გაქვს!... - თვალი ჩამიკრა ლევანმა.
ეს სიტყვები იმდენად თბილად მითხრა, რომ თვალები ცრემლებით ამევსო, მთელი არსებით მომინდა მასთა ჩახუტება, მისი სურნელის შეგძნება, მაგრამ თავი შევიკავე. ფაქტი იყო, ჩემს წინ იჯდა მამაკაცი, რომელიც დედაჩემს უყვარდა, რომელსაც დედა უყვარდა და დღემდე ვერ დაევიწყებინა. მე?! მე მათი დიდი გრძნობის ნაყოფი ვიყავი, და ეს ზალია მახარებდა. მერე რა რომ ერთმანეთს დაშორდნენ? მე მაინც ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი ლამაზი სიყვარული შეეძლოთ, თუმცა ამჯერად უკვე ის მაინტერესებდა რატომ დაშორდნენ, რა გახდა ამის მიზეზი. ცნობისმოყვარე თვალებით ვუმზერდი ლევანს პასუხის მოლოდინში მე:
- რა გითხრა?! კარგა ხანს არც კი მჯეროდა, რომ ასე მარტივად დათმობდა ამ ყველაფერს, რომ დამივიწყებდა, მაგრამ... ვეცდები ყველაფერს მოგიყვე, რაც ვიცი, თუმცა გარკვეული დეტალები ჩემთვისაც ბუნდოვანი და გაურკვეველია...
მოკლედ, ქოხში დავბრუნდით თუ არა, პირველივე რაც გავაკეთე ის იყო, რომ მამაჩემთან დავრეკე, სახლში დავრეკე და გავაგებინე, რომ დავქორწინდი, მაინცდამაინც დიდი სიხარული ვერ შევამჩნიე მამას, ხმა აშკარად გაებზარა ზურას, ერთად-ერთი კითხვა რაც დამისვა ის იყო:
- ჯვარი დავიწერეთ თუ არა.. - დედა კარგად ხვდებოდა, რომ აქ მთის წვერზე სხვას ვერაფერს ,ოვახერხებდით.
- ჯერჯერობით არა, მაგრამ ჩამოვალთ თუ არა, მაგასაც მოვაგვარებთ... - იმდენად ვიყავი გაბრუებული ბედნიერებით, რომ სავარაუდოდ იქვე მდგომი დედაჩემის ირონიული სიცილისთვის ყურადღება არც კი მიმიქცევია. ზურასთან საუბრის შემდეგ, ჯაბასთან დავრეკეთ, ტელეფონი მიკროფონზე გვქონდა ჩართული, მინდოდა ჩემგან გაეგო ჩვენი ამბავი და ორივენი ერთად ვესაუბრეთ:
- ვაღიარებ, გამიკვირდებოდა და ცოტა შეურაცყოფილიც კი დავრჩებოდი ამ „ვუაიაჟის“ შემდეგ სახლში რომ დაგებრუნებინა! - იცონოდა ის - როგორც არ ვეცადე ცივილიზებულად, მაგრამ მაინც თქვენს ჭკუაზე იმოქმედეთ... - მსუბუქად მისაყვედურა მან - გელოდებით თბილისში, რადგან დაბადების დღეზე ნიშნობა არ გამოგვივიდა, ქორწილი მაინც გადავიხადოთ!...
- მამა, გეფიცები ეს წინასწარ არ დამიგეგმავს, უბრალოდ ასე გამოვიდა... - სლუკუნით უხსნიდა ქეთი.
- ვიცი, ამას წინასწარ არ გეგმავენ... - შვილის სლუკუნის გაგონებაზე ვიგრძენი როგორ გაებზარა ხმა უფროს კაიშაურსაც - ნუ ღელავ, ჩემო პრინცესავ, ეს მაინც უნდა მომხდარიყო...არ იტირო იცოდე, თვალებდასიებული ცოლი არავის მოეწონება... - ნაძალადევად იცინოდა ჯაბა - არაფერზე ინერვიულო, მე შენთან ვარ, ეს გახსოვდეს!.. - მივხვდი უკანასკელი წინადადება ჩემთვის იყო განკუთვნილი, გაფრთხილებასავით ჟღერდა მისი სიტყვები.
მამასთან საუბრის შემდეგ რამოდენიმე წუთით დედასაც ესაუბრა. მესმოდა როგორ საყვედურობდა ბებიაშენი, უკვე მერამდენედ ეუბნებოდა, რომ ასეთი ქცევის ღირსი არ იყო, რომ მისთვის არასოდეს დაუშლია ჩემთან ურთიერთობა და გათხოვებას თუ აპირებდა, წინასწარ თქმის ღირსად მაინც უნდა ჩაეთვალა!...
ითმინა დედის საყვედური, ითმინა და საბოლოოდ პატარა ბავშვივით ასლუკუნებული მე ჩამეხუტა ქეთი. ალბათ შვილის ასეთ რეაქციას არ ის ელოდა, მოულოდნელად ტელეფონის მეორე მხარეს ბებიაშენიც ატირდა. ასე სლუკუნებდნენ ორ ხმაში დედა-შვილი, მე კი ვეღარ მივხვდი რომელი ერთი დამემშვიდებინა, უმცროსი კაიშაური, თუ ტელეფონის მეორე მხარეს გულაჩუყებული მომავალი სიდედრი. საბოლოოდ ისევ ბებიაშენი მოვიდა გონს, ამჯერად საკმაოდ გრძელი მონოლოგი დაახლოებით ასე ჟღერდა: - მიუხედავად იმისა რომ ჩემზე ყოველთვის აზრიანი და ჭკუადამჯდარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდი, ასეთ უპასუხისმგებლო საქციელს შენგან არ ელოდა, საბოლოოდ მაინც ერთი ბაცანა ბიჭი გამოდექი, რომელმაც ქალის ხელის თხოვნის ნაცვლად, საცოლე „მოგვპარე“, თუმცა.... - ნელ-ნელა ტონი შეარბილა, ხმა შეეცვალა და ბოლოს მაინც გვითხრა: - კი ხართ საძაგლები, კი მანერვიულეთ, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად მიყვარხართო!...
სხვა რა გვინდოდა?! ბედნიერებისგან ორივენი დავფრინავდით, რადგან მომავალ სიდედრ-სიმამრთან სიტუაცია გარკვეული მქონდა, როგორმე საკუთარ ოჯახთანაც მოვაგვარებდი ურთიერთობას.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, წიფრანში წასვლა მეორე დღისთვის დავგეგმეთ. რა აზრი ჰქონდა გაჯანჯლებას? ან რამდენ ხანს ავარიდებდი მამუკასთან შეხვედრას თავს? გზად ხევსურეთში გავიარეთ, ბიძაშვილ-მამიდაშვილებში, ჩვენი მისვლა გულით გაუხარდათ ოჯახში, ბებიაჩემი პატარა გოგოსავით დაფარფატებდა, ვეღარ გაეგო როგორ მოჰფერებოდა კაიშაურს, ერთი პატარა ქორწილივით იქ გადაგვიხადა მინდიამ. ლამის მაყრულის სიმღერით გამოგვაცილეს ბიჭებმა. ბებიაჩემი გულში იკრავდა ქეთის და ცუმად ეცურცულებოდა, თითქმის ემუდარბოდა, როგორმე დამხმარებოდა მამუკასთან შერიგებაში. არ ვიცი ეს როგორ ესახებოდა მოხუცს, ან რამდენად წარმოედგინა ჩვენი ერთობა, თუმცა ფაქტი იყო, ლამის ანდერძად უტოვებდა ახალ რძალს ამას. ისიც მორჩილად უქნევდა თავს და ვინ იცის მერამდენედ ჰპირდებოდა, რომ აუცილებლად შეგვარიგებდა.
მოვდიოდით ხმაურითა და სიმღერ-სიმღერით, ცრემლებს თავზე წაკრული თავსაფრის კუთხით იწმენდდა ბებია. მოვდიოდით ორივენი შეყვარებულები, ხალისიანები და იმედიანები, მოგვყვებოდა ბიძაშვილ-მამიდაშვილებისგან შემდგარი მაყარი, კობა და მისი ძმებიც შემოგვიერთდნენ სოფლის შესასვლელთან. ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, როგორი აჟიტირებულები ვიქნებოდით.
ეზოს კარებთან დაგვხვდნენ თამარი და მშობლები.
ზურა თბილად მოგვეხვია, მასვე მიჰბაძა ჩემმა დამაც, აი დედა კი... სახლის კარებში იდგა ნინა, ეზოს ალაყაფთან გამოსვლა არც კი იკადრა. მშრალად, ვიტყოდი ზედმეტად ცივადაც კი შემოგვხედა, დანა პირს არ უხსნიდა დედაჩემს, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს წინ მეფე-პატარძლის ნაცვლად მიცვალებული ედო.
გაოცებულებმა ერთმანეთს გადახედეს ბიჭებმა, ღიმილი სახეზე შემეყინა მეც. გაფითრებული მიმზერდა კაიშაური. ვიგრძენი როგორ აცახცახდა. ხელი ძლიერად ჩავკიდე და დედაჩემისკენ თავად გავემართე.
- არაფერს გვეტყვი, ნინა?!
- განა რამე მაქვს სათქმელი?! - ვერც კი ვიფიქრებდი ასეთი ცივი თუ შეეძლო ყოფილიყო.
- ნინა... - ხმა გაუკაცრდა ზურას.
- რა ნინა?! განა ამ ქალბატონის გამო არაა შენი მეორე შვილი ლოგინში რომ იშუშებს იარებს?! განა ამ ქალბატონმა არ აურია ჭკუა შენს ორივე შვილს?! - ზიზღით უმზერდა დედა ქეთის.
- ნინა დეიდა, მე... - ცოტაც და აიტრდებოდა კაიშაური.
- ახლა ვარ ნინა დეიდა?! გველი მიმიღიხარ ოჯახში, ჩემი ოჯახის დამანგრეველი, ძმებს შორის მურმანის ეკლად მოვლენილი, წყეულიმც იყოს ის დღე ამ სახლში როცა შემოდგით ფეხი შენც და შენმა მოდგმამაც!...
დედაჩემი ასეთი გააფთრებული არასოდეს მინახავს, ისეთი სიძულვილით უმზერდა ქეთის, ახლოს რომ მიგვეშვა ალბათ არც მოსაკლავად არ დაინდობდა.
- დაფიქრდი რას ამბობ! - საკუთარი ხმა ვეღარ ვიცანი - ქეთი ჩემი ცოლია და პატივისცემას მოვითხოვ!...
- რას მელაპარაკები?! და რა იქნება თუ პატივს არ ვცემ? ქუჩის კახპას ფიანდაზად გავეგო?! - ამჯერად მე მიტევდა ნინა.
სიბრაზისგან მაცახცახებდა, ვგრძნობდი სულ ცოტაც და ვიფეთქებდი, ქეთი ხელის გაშვებას ცდილობდა, ალბათ გაცლა სურდა, მაგრამ იმდენად მაგრად ჩამებღუჯა მისი ხელი, რომ ამას ვერ ახერხებდა, ვგრძნობდი ვტკენდი, მაგრამ ხელს მაინც არ ვუშვებდი, თითქოს ვხვდებოდი, რომ ახლა მისი გაშვება საბედისწერო შეცდომა იქნებოდა.
- ლევან, არ გინდა... - ხმა ჩამწყდარი, ცრემლიანი თვალებით მიმზერდა ქეთი.
- მიდი, დამარტყი! - თითქოს განგებ მიწვევდა ნინა- შენ ხომ ეს კარგად შეგიძლია, ოჯახის წევრების დამცირება ხომ შენი საქმეა, მიდი დამარტყი, ისევე მცემე, როგორც ჩემი შვილი დაალილავე, მიდი რას უცდი?!
- დედა, ნუ მაიძულებ თქვენს შორის არჩევანის გაკეთებას, გთხოვ... დამინდე, შენ მაინც შემიცოდე, ასეთი გულქვა როგორ ხარ?! - მუდარაზე გადავედი მე.
ალბათ აქ დავუშვი შეცდომა, ჩემი მუდარა აშკარად სისუსტედ და დანებებად ჩამითვალა, ქალი აშკარად ორმაგად გააფთრებული ისევ კაიშაურს ეცა:
- რა აჭამე ამისთანა, შე ქუჩის კახპავ?! ჯერ ერთ ძმასთან გაერთე და ახლა მეორეს ჩაუწექი?!
მხოლოდ სიტყვები არ იკმარა ნინამ, ქეთისთვის დასარტყმელი ხელი მე შევაჩერე, წინ მე გადავუდექი. მწარე იყო დედის სილა, მაგრამ ორმაგად მწარე მისი დაუმსახურებელი სიტყვები იყო. დედა კი ისევ ქეთიზე იწევდა.
- საკმარისია! - ცხოვრებაში პირველად მოვისმინე მამაჩემის გამწარებული ღრიალი, თვალები ჩასწითლებოდა ზურას სიბრაზისგან - ნინა, საკუთარ თავს ეცი პატივი, რა მასკარადი გამათეთ, საკმარისია!...
მძიმე ნაბიჯით წამოვიდა ჩვენი მიმართულებით, მაგრამ... აშკარად დავინახე როგორ მოეღრიცა ტკივილისგან სახე ზურას, წამიერად გაფითრდა, ხელი ინსტიქტურად მკერდისკენ წაიღო.
- ლევან... - ჩემი სახელი ისეთი ტკივილით წარმოსთქვა ზურამ, რომ გულ-მუცელიც კი ერთიანად ამეწვა. ვისღა ახსოვდა დედაჩემი და ქეთი, ეზოში დავარდნილ მამას მივვარდი.
- ნუ გეშინია, ზურა... გესმის, ჩემი გესმის?! - ხმამაღლა ჩავსძახოდი მამას, ხელებს ვუსრესსდი, ცივ წყალს ვასხავდი, გულის წამლებს ვასმევდი, გარშემო ხალხი დარბოდა, ვიღაც სასწრაფოში რეკავდა, ვიღაც დახმარებას ითხოვდა, ქეთი?! უკანასკნელი რაც მახსოვდა ის იყო, რომ იმის ნაცვლად ცუდად მყოფ მეუღლეს დაჰხმარებოდა, ნინა მკვლელო-მკვლელოს ძახილით ისევ ქეთიზე იწევდა, შუაში კობა ჩაუდგა, როგორც იქნა დააშოშმინეს დედაჩემი.
ცალი თვალით დავინახე აკანკალებული და გაფითრებული კაიშაური როგორ გაიყვანეს ბიჭებმა ეზოდან. მის თვალებში ვერაფერი ამოვიკითხე, გარდა იმედგაცრუებისა და უსაზღვრო ტკივილისა, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით მივხვდი, როგორ მითხრა: - მაპატიე!...
ეს იყო და ეს. ტიროდა კაიშაური, მეგონა ზურას გამო ღელავდა, ის კი თურმე ჩვენს არშემდგარ ოჯახს დასტიროდა. ალბათ უნდა მივმხვდარიყავი, უნდა მეგძნო მისი ტკივილი, უნდა მივმხვდარიყავი მისი თავმოყვარეობისთვის ეს რამხელა დრტყმა იქნებოდა, მაგრამ... იმ წუთებში მხოლოდ მამაჩემი მაღელვებდა, მხოლოდ მისი ჯანმრთლების მდგომარება მადარდებდა ეს იყო და ეს.
როგორც იქნა სასწრაფოც მოვიდა, დამხმარე ბრიგადის საკმაოდ ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ როგორც იქნა ზურა გონს მოვიდა. შვებით ამოვისუნთქე, გულზე ლოდი მომეხსნა. გარშემო მიმოვიხედე, მისი ოთახის კარებში ცალი ხელით ჯოხზე დაყრდნობილი, მეორე დაბინდული ხელით კი კისერზე ჩამოკიდებული მამუკა, ირონიული, გამარჯვებულის ღიმილით მიმზერდა. თვალი სწრაფად ავარიდე ტყუოპისცალს. თამარი სიხარულის ცრემლებს ვეღარ იკავებდა, დაძაბული სახეები სიხარულმა შეუცვალა ბიჭებსაც, თვალებით ქეთის ვეძებდი, ის კი აღარ ჩანდა. მზერას ვერ მისწორებდა კობა, დამნაშავე ბავშვივით დაეხარა თავი. არც ამისთვის მიმიქცევია ყურადღება, რატომღაც ჩავთვალე რომ მორიგი სკანდალის არიდების მიზნით სიტუაციას გაერიდა კაიშაური. არც ვამტყუნებდი, ეს ყველაზე ჭკვიანურ გამოსავლად მეჩვენებოდა. თურმე ვცდებოდი, თურმე დავკარგე, ამ ერთი ჩხუბით, ამ ერთი სკანდალით დასრულდა ამდენი ხნის ნალოლიავები და ნაშენები გრძნობა.

ოცდამეშვიდე თავი
- შეუძლებელია! - სუნთქვა შეკრული ვიმზერდი ლევანს. - დაუჯერებელია, ასე უთქმელად მიგატოვა? ეს როგორ?!
ვცდილობდი ქეთის ასეთი ქცევისთვის გამამართლებელი მიზეზები მომეძებნა, მაგრამ... გარდა თავმოყვარეობისა და სიამაყისა არაფერი მაფიქრდებოდა. ეს კი ჩემთვის საკმაოდ სუსტ არგუმენტად ითვლებოდა. რა ვქნა?! ბუნებით იდეალისტი ვიყავი, რატომღაც მჯეროდა, რომ სიყვარულის წინაშე სიამაყეს არაფერი ესაქმებოდა, მათი გრძნობის გადასარჩენად სულ ცოტა ბრძოლა მაინც ხომ უნდა დაეწყო?!
მე ერთად - ერთის, მარადიული სიყვარულის მჯეროდა, ვხედავდი და ვრწმუნდებოდი, რომ მამაკაცს, რომელიც ასეთი გრძნობით მიყვებოდა დედაჩემის ცხოვრებაზე, ისევ ისეთივე გატაცებით უყვარდა ქეთი. ადრეც აღვნიშნე და ახლაც დავამატებ, რომ მისი ასაკისთვის დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო, არც თაყვანისმცემლების ნაკლებობას განიცდიდა, თუმცა რატომღაც არავის იკარებდა ახლოს. ამის მიზეზი ხშირად მიკითხავს, თუმცა პასუხს ყოველთვის თავს არიდებდა. ახლა კი ვუმზერდი ასეთ სიმპატიურსა და ახოვან ლევან გოგოჭურს, ვცდილობდი დედაჩემის თვალით შემეხედა მისთვის და უდაოდ ვაღიარებდი, რომ ასეთი მამაკაცის შემდეგ, ვერც მე ვერ შევიყვარებდი სხვას. აქ ფიზიკურობა ნამდვილად არაფერ შუაში იყო, არ ვიცი ამას რა დავარქვა, უბრალოდ ამ ადამიანს დიდი სიყვარულის ნიჭი ჰქონდა და ძალიან უმადური უნდა ყოფილიყავი ასეთი გრძნობისთვის რომ არ გეპასუხა.
არ ვიცი რას ველოდი, რა მინდოდა მათი დაშორების მიზეზი ყოფილიყო, თუმცა ავი დედამთილი ნამდვილად ყველაზე ნაკლებად წარმომედგინა. მათი დაულაგებელი ოჯახური ურთიერთობების გამო მთელი ცხოვრება მამის გაცნობას ვნატრობდი?! რას მერჩოდნე მე?! რამდენი ღამე გამითენებია მამაზე ოცებაში, იმდენად შემეცოდა საკუთარი თავი, რომ იმედგაცრუებულმა ცრემლები ვეღარ შევიკავე და პატარა ბავშვივით ავსლუკუნდი.
- არ გინდა გთხოვ, ნუ ტირი! - ხმა უკანკალებდა მამაკაცსაც.
გაუბედავად ჩამიხუტა ლევანმა გულში, თავზე მეფერებოდა პატარა ბავშვივით, მე კი იმის გააზრებაზე, რომ საკუთარი მამა მიკრავდა გულში გული უფრო მეტად მიჩუყდებოდა და ამჯერად ორმაგად გულამომჯდარი ვსლუკუნებდი, ვეხუტებოდი ლევანს, მის სურნელს ვიმახსოვრებდი, არადა ისე ნაცნობად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი, ისეთი ახლობელი იყო ჩემთვის. ახლა რომ მოვეშორებინე, ალბათ გულიც გამისკდებოდა, თუმცა ჩემსდა საბედიეროდ ჩემი მოცილება არც კი უფიქრია, პირიქით ორმაგად ძლიერად მიკრავდა, ვგრძობდი როგორ უცახცახებდა ხელები თვითონაც და მე უკვე ბედიერი ვიყავი.
როდის-როდის ისევ მე მოვედი გონს. ისევ მე ავხედე ბედნიერებისგან მოციმციმე ლუჯ თვალებში.
- იმ დღის შემდეგ დედა არ გინახავს?! - ვერ მოვითმინე, ამდენი რამ მიამბო, მე კი ცობისმოყვარეობა მაინც ვერ დავიკმაყოფილე.
- ვნახე, როგორ არ ვნახე! - ღიმილი ვერ შეიკავა ჩემი მოლოდინით აღსავსე მზერის დანახვაზე.
ისევ ჩამოვჯექით, თუმცა ამჯერად გვერდი-გვერდ ვიჯექით, ხელი მხარებზე გადამხვია და სანახევროდ ისევ მკერდზე მიმიკრა. წინააღმდეგობა არც მე არ გამიწევია, პირიქით მსიამოვნებდა კიდევაც მისგან ასეთი სითბოს გამოვლინება.
- დედაშენი იმ წუთებში მართლაც რომ სიტუაციას გაერიდა, უფრო სწორედ გაარიდეს, ისტერიკაში მყოფი, დაბნეული საკუთარ სახლის ეზოში დატოვეს. ჩემი მიტოვება სავარაუდოდ სწორედ მაშინ გადაწყვიტა, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიფიქრე.
სასწრაფომ ზურას საავადმყოფოში გადაყვანა სავალდებულოდ არ ჩათვალა, მცირე თერაპიული კურსი დაუნიშნეს და თავის დაზღვევის მიზნით გამოკვლევა მაინც ურჩიეს. მისი ცუდად გახდომა კი ზედმეტ სტრესს დააბრალეს. როგორც კი მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობაში დავრწუნდი, ყურადღება აღარ მიმიქცევია ნინას ქოთქოთისთვის, გაკაპასებული დედაჩემი ბიძაშვილებს შევატოვე და კობასთან ერთად კაიშაურთან წავედი.
ქეთის სახლის გასაღები არ ჰქონდა, ეზოში იჯდა. თვალები დასწითლებოდა ამდენი ტირილისგან. ძლიერად ვიკრავდი გულში საყვარელ არსებას და ვინ იცის მერამდენედ ვუხდიდი ბოდიშს დედაჩემისგან რომ ვერ დავიცავი, ასეთი ტკივილის გადატანა რომ მოუწია. ვპირდებოდი, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვარებდი ყველაფერს, რომ ასეთი რამ მეორედ აღარ გამეორდებოდა, თუმცა საკუთარი სიტყვების მეც კი არ მჯეროდა.
- რა გვეშველება ნინა თუ არ მიმიღებს?! - ქეთის ხმაში გაპარულმა სასოწარკვეთილებამ დამაფრთხო.
- ამას რა მნიშვნელობა აქვს?! იმედია დედაჩემს არ მისცემ საშუალებას, ჩვენ ურთიერთობაზე იმოქმედოს! - პასუხის მოლოდინში დაძაბული თვალებში ვუმზერდი და სამწუხაროდ სასოწარკვეთილებისა და უიმედობის მეტს ვერაფერს ვხედავდი, შემეშინდა, მის თვალებში დანახული სიმართლის შემეშინდა - ქეთი!... - სიტყვის დასრულება ვეღარ მოვახერხე მე.
- ასე არ გამოგვივა, შენი ოჯახი....
- მე შენს გამო ყველას დავკარგავ, სუყველას დავთმობ, ოღონდ... - სიტყვის დასრულება არ ვაცალე, უკვე მუდარაზე გადავედი მე.
- არ შემიძლია, ამ არჩევანს ვერ გაგაკეთებინებ, მათი დაკარგვის გამო, ერთ დღესაც შემიძულებ ლევან, მომხდარში მე დამადანაშაულებ. მე კი ამას ვერ გადავიტან, მირჩევნია ახლავე დაგშორდე, ახლავე დაგკარგო, ვიდრე...- სათქმელი ვეღარ დაასრულა, ცრემლებმა მისით იწყეს დენა.
- ასე ვერ მომექცევი, ხვდები რისთვის მიმეტებ?!... მე აღარ მეკითხები მინდა თუ არა ასე ცხოვრება?!- საკუთარ ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი, თითქმის ვღრიალებდი მე.
- შენც ხომ იცი, რომ არ გამოგვივა?! - ხმა უკანკალებდა კაიშაურს.
- თურმე როგორ შევმცდარვარ შენში, არ გყვარებივარ!... - გულის სიღრმეში ალბათ ვეთანხმებოდი, ვხვდებოდი რომ ეს თითის ტოლა გოგო მართალი იყო, თუმცა ამას არასოდეს ვაღიარებდი, მტკიოდა თითოეული მისი სიტყვა და ვცდილობდი მასაც ჩემსავით სტკენოდა.
- არ გამოგივა, ლევან!- ორონიულად გაეღიმა გაფითრებულ კაიშაურს: - მიყვარხარ, სიცოცხლეზე მეტად და შენ ეგ იცი, უბრალოდ გინდა მატკინო, უფრო მეტად დამტანჯო... - ხმა გაუმკაცრდა, ნელ-ნელა ტონსაც აუწია - ვერ გადავიტან გესმის? კიდევ ერთხელ ვინმემ რომ ხელი ჩემსკენ გამოიშვიროს ვერ გადავიტან, შენი ძმის გამო ის წყეული ღამე რომ წამომაძახონ არ ვაპატიებ, ვინც არ უნდა იყოს ის, თუნდაც დედაშენი!... ამის მოსმენა გინდოდა?!
- არ მოგიწევს, გპირდები არ მოგიწევს, ოღონდ...
- მე ყველაზე წმინდა რაც მქონდა ისიც კი დავთმე, არ გაქვს უფლება ჩემს გრძნობაში ეჭვი შეიტანო... - აშკარად აღარ მისმენდა კაიშაური - ვაღიარებ, თითქოს ველოდი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც არ მეგონა ასეთი ტკივილისთვის თუ გამიმეტებდა, ყველასგან ველოდი, ოღონდ დედაშენისგან არა. თუმცა არ მიკვირს, მეგონა გავუძლებდი... უბრალოდ მზად არ აღმოვჩნდი...მაპატიე, თუ შენსავით ძლიერი არ ვარ, მაპატიე, თუ კახპის ძახილი არ მომეწონა, არ შემიძლია ნაძალადევი ურთიერთობები, არც ოჯახი, არც ქმარი და არც დედამთილი!...
- ხვდები მაინც რას აკეთებ? ყველაფერს საკუთარი ხელით ანადგურებ, გთხოვ დაფიქრდი, ჩვენ თუ ერთად ვიქნებით, მე და შენ...
- შენი სამყარო მხოლოდ მე არ ვარ, ლევან... გავა დრო და ისინი მოგენატრებიან, ის ნაძირალა მამუკაც კი... როგორ ძლიერადაც არ უნდა მოვინდომო, ამ მონატრებას მე ვერ შეგივსებ... მხოლოდ მე ვერ ვიქნები შენი ოჯახი, რაოდენ კარგი ურთიერთობაც არ უნდა გქონდეს მამაჩემთან, ჯაბა ვერ შეგიცვლის ზურას და სიმართლე გითხრა, არც მინდა რომ შეგიცვალოს. მე ასეთ ოჯახზე არ მიოცნებია!...
- შეუძლებელია, ასე ვერ მომექცევი, ასე ვერ გამიმეტებ, იმის შემდეგ რაც ჩვენს შორის იყო... - არ მინდოდა შემტყობოდა, მაგრამ სასოწარკვეთილებას ვეღარ ვმალავდი.
- ძალიან გთხოვ, ჩემთვის ისედაც მტკივნეულია, მაგრამ ამ მდგომარეობაში ყველაზე სწორი მაინც ეს საქციელი მგონია... - უკან არ იხევდა ქეთი - ჯაბას უკვე ველაპარაკე, წუთი-წუთზე ალბათ ჩამოვა...
უკანასკნელმა სიტყვებმა ბოლო მომიღო: - არ გაგიშვებ, უფლებას არ მოგცემ, გესმის ქეთი?! ასე ვერ მომექცევი, უფლებას არ მოგცემ! - მხრებში მქონდა მისთვის ხელები ჩავლებული და ისე ვაბანჯღალებდი, წინააღმდეგობას არ მიწევდა კაიშაური, უხმოდ ტიროდა.
სწორედ ამ დროს მოადგა ეზოს უფროსი კაიშაური მისი შავი ჯიპით, მე კი აზრი აღარ მეკითხებოდა, გულში ძლიერად ვიკრავდი ქალს, ვხვდებოდი, რომ სავარაუდოდ უკანასკნელად ვიყავი მასთან ასე ახლოს.
- აქ რა ხდება?! - ჯაბას რიხიანმა ხმამ მომიყვანა აზრზე, ხელი გავუშვი ქეთის.
- გემუდარები, ჯაბა, არ წაიყვანო, არ მისცე უფლება მიმატოვოს, გემუდარები!... - აღარ მაინტერესებდა საკუთარი თავმოყვარეობა, გულამომჯდარი ვემუდარებოდი აწ უკვე ყოფილ სიმამრს.
- ქეთი, არაფერს მეტყვი?! - რადგან ჩემგან აზრიანი ვერაფერი გაიგო, ისევ ქალიშვილს მიმართა მან.
- დასრულდა მამა, ყველაფერი დასრულდა! - მინდოდა მისთვის პირზე ხელი ამეფარებინა, მისი სიტყვები არ გამეგონა, მაგრამ...
- ეს რა ბავშვობაა?! ოჯახი სათამაშო არაა, ასე იოლად არც იქმნება და არც ინგრევა! - ამჯერად უფროსი კაიშაური ცდილობდა ჩვენს გონზე მოყვანას, მართალია მრავლობითში საუბრობდა, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ქეთის გულისმობდა.
- მამა, საკმარისია, გთხოვ... - ისევ გული ამოუჯდა კაიშაურს - ისედაც მიჭირს, შენ მაინც ნუღარ დამიმატებ!...
- გიჭირს?! ოჯახი რომ მოგბერზდება ვერ მოისვრი, არც გაქცევ-გამოქცევა უხდება, ცოლ-ქმარს შორის ათასი რამ ხდება, ასე ვერ ირბენ, იცოდე ერთხელ თუ დაშორდებით... - შეგონებას არ წყვეტდა კაიშაური.
თავდახრილი უსმენდა ქეთი, შეპასუხებას ვერ უბედავდა, უხმოდ ყლაპავდა ცრემლებს, ისეთი ტკივილით გამომხედა, რომ თავი ვეღარ შევიკავე, მამამისის უსამართლო საყვედურებისთვის ვეღარ გავიმეტე, იქნებ სჯობდა დამეცლია ჯაბასთვის, იქნებ ეიძულებინა და დარჩენილიყო, მაგრამ მივხვდი, მამისთვის შეიძლება ხათრი ვერ გაეტეხა, დარჩენილიყო, მაგრამ მისთვის ახლა ჩემს გვერდით ყოფნა წამება იქნებოდა, ნინას ყოველდღიური შემოტევებისა და სკანდალებისთვის ვერ გავიმეტე და ჩემითვე გავუშვი:
- აზრი აღარ აქვს! - ჩაწყვეტილი ხმით შევაწყვეტინე ჯაბას - მხოლოდ ერთს გკითხავ, თუ ჩემს პრობლემებს მოვაგვარებ, დამიბრუნდები?! - წინ ვედექი ქეთის, თვალებში ვუმზერდი და პასუხს ველოდი.
- შენ?! ჩემთან მოხვალ? რამდენი დროც არ უნდა გავიდეს მაინც მოხვალ? - კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა მან.
- ხომ იცი რომ მოვალ?! - ღიმილი ვერ შევიკავე მისი გაბრწყინებული თვალების დანახვაზე.
როგორც იცოდა ამჯერადაც თითის წვერებზე აიწია, ყელზე ჩამომეკიდა და მთელი ძალით ჩამეხუტა: - მიყვარხარ! მთელი არსებით, იმედია ოდესმე დამიძახებ!... - ყურთან ჩუმად მიჩურჩულა მან.
- ასეთი არაფერი მინახავს! - გაოცებული გვიმზერდა ერთმანეთს ჩახუტებულ წყვილს უფროსი კაიშაური, -აშკარად კარგად ვერ ხართ, დაშორება არ გინდათ და მაინც ერთმანეთს შორდებითე?!
მწარედ გაგვეცინა ორივეს, ხმა ვერ ამოვიღეთ, ერთხელ კიდევ ჩავიხუტე, ერთხელ კიდევ დავიმახსოვრე მისი სურნელი და გავუშვი....
- შემდეგ?! შემდეგ რა იყო?... - სუნთქვა შეკრული ვეკითხებოდი ლევანს.
- არც არაფერი... დედაჩემთან მუდმივი მოლაპარაკების მცდელობა, გაუთავებელი კამათით მთავრდებოდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთი სიძულვილი შეეძლო, თუ კი რამე უარყოფითი ხდებოდა ყველაფერში ქეთის ადანაშაულებდა, ჭამის დროსაც კი ვინმეს უნებურად ლუკმა რომ გადასცდენოდა, მყისვე კაიშაურს გადასწვდებოდა, ის გაგიკეთებდათ რამეს და თვალი გეცათო...
ჩემი და მამუკას ურთიერთობა ხომ ისედაც დაძაბული იყო, მისი მუდმივი ცინიკური კომენტარები, რომ ცოლი სულ რაღაც ერთ კვირაში გამექცა, უკვე ნებისმიერი ზღვარს სცდებოდა, ამას ისიც დაემატა, რომ ერთ-ერთი ასეთი რეპლიკის დროს ვეღარ მოვითმინე და დედაჩემის წინვე მოვუქნიე პურის საჭრელი დანა. მართალია დანა არ მოხვდა, არც კი გამიკაწრავს, მაგრამ ნინას ახალი სალაპარაკო თემა გაუჩნდა, როგორ შემეძლო ერთი უმადური, ქარაფშუტა გოგოს გამო ღვიძლ ძმაზე დანის აღმართვა.
მესმოდა, ვიგებდი, რომ საკუთარი გრძნობებით დაბრმავებული დედა მედგა წინ, მაგრამ მე რატომ მექცეოდა გერივით ამას ვეღარ ვხსნიდი. საბოლოოდ ეს მდგომარეობა ყელში ამომივიდა, დავიღალე ამდენი ახსნა-განმარტებით, ოჯახთან კონტაქტი უბრალოდ გავწყვიტე, თბილისში სამსახურს დავუბრუნდი.
ჩამოსვლისთანავე მივედი ქეთისთან, თუმცა როგორც კი გაიგო, რომ დაპირება ვერ შევასრულე ჩემთან შეხვედრა არ მოისურვა.
რეალურად იმდენად ვიყავი ამდენი ძიძგიმელაობითა და მუდმივი ახსნა-განმარტებების მიცემით გადაღლილი, უკვე კაიშაურის ქცევაზეც გავბრაზდი, გავღიზიანდი, საკუთარ თავს დავპირდი, რომ თუ თავად არ მომძებნიდა აღარ მენახა, არც კი მომეკითხა. ვერ ვიგებდი რას მემართლებოდნენ? რატომ უნდა მეგორებინა ყველასთვის კოჭი მე?! ვინმე ჩემს მდგომარეობაშიც ხომ უნდა შესულიყო?!
სწორედ ამ დროს ვიკამათე ოთოსთანაც, რომელიც მთელი გულით ცდილობდა ჩემს აზრზე მოყვანას, ათას გამამართლებელ მიზეზს უძებნიდა ქეთის საქციელს.
- დაკარგავ, მოვა დრო და მისი დაბრუნება გენდომება, იცოდე ძალიან გვიან იქნება, ერთხელ მაინც მიდი, ერთხელ მაინც ნახე, იქნებ რა ხდება?!...
მაშინ რომ დამეჯერებინა, იქნებ რამე შეცვლილიყო კიდევაც, მაგრამ.. არაფრის მოსმენა არ მსურდა. ზედმეტად კარგად ვიცოდი კაიშაურის ხასიათი, იმასაც ვიაზრებდი, რომ პირველად ნაბიჯს არასოდეს გადმოდგავდა, მაგრამ აღარც საკუთარი სიამაყე არ მაძლევდა თავის დახრის საშუალებას. ამას ისიც დაემატა, რომ ორიოდე თვეში მამუკამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მის გარდაცვალებაში ხალხი მე და ქეთის გვადანაშაულებდნენ, იქნებ ასეც იყო, არ ვიცი, დღემდე ზუსტი მიზეზი ვერ დავადგინე, მაგრამ თუნდაც არ ყოფილიყო მართალი, ამხელა ტრაგედიას ვერ გადავახტებოდი, ფაქტიურად პირობა გავტეხე. აღარ მოვინახულე.
როგორც ადრე გითხარი, ჩვენი დაშორებიდან სადღაც შვიდი თვის შემდეგ ოთოსთან კლინიკაში სტუმრად მისულს კოლიდორში შემხვდა ქეთი, ზედმეტად გამხდარი ოდნავ დასრულებულიყო, დაქალებულიყო, ბავშვური სახე შესცვლოდა, უფრო განაზებული მეჩვენა, მუცელი სასაცილოდ წამოსკუპებოდა წინ, გულმა რეჩხი მიყო, მისი ამ მდგომარეობაში დანახვისას. აშკარად არ მელოდა, გაფითრდა, ტუჩები აუკანკალდა, სულ ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა.
- ეს, ეს რა არის?! - იმის მაგივრად, რომ მივსალმებოდი, გაოგნებული მივჩერებოდი წინ გამობზეკილ მუცელს.
- გავთხოვდი! - მეხის გავარდნასავით გაისმა მისი ხმა. ვიგრძენი როგორ შემაქანა, თითქოს თვალთ დამიბნელდა, მაგრამ ძალის მოკრეფა მაინც მოვახერხე.
- რამდენი თვის ხარ?! - მხოლოდ ამის კითხვა მოვახერხე.
- ოთხის! - ახლაღა ვხვდები, რამდენად მოხერხებულად იცრუა მან.
- ოთხი თვისთვის ცოტა დიდი მუცელი ხომ არ გაქვს?! - ეჭვით გავხედე.
- არ ვიცი, თუმცა ასე ამბობენ... - ისევ უტიფრად მატყუებდა ის.
- ყოჩარ, სწრაფად მოგიხერხებია ოჯახის შექმნა, წესით უნდა გილოცავდე, მაგრამ მაპატიე, არ გამომდის!... - საკუთარი ტკივილი ცინიზმით გადავფარე, სამწუხაროდ მასსავით ნიჭიერი მსახიობი ვერ გამოვდექი.
თვალები ცრემლებით აევსო: - მამუკას გამო ვწუხვარ! მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვაპატიე რაც გამიკეთა, მისი სიკვდილი ნამდვილად არ მსურდა...
- ალბათ... მისი სიკვდილი არც მე არ მინდოდა... - ეს იყო ის უკანასკნელი სიტყვები რაც დედაშენს ჩვიდმეტი წლის წინ ვუთხარი, მხოლოდ ეს, მეორე დღესვე დავწერე განცხადება სამსახურში და თბილისიდან წამოვედი, სახლში არ დავბრუნებულვარ... სამუშაოდ ხევსურეთში გადავედი. ასე დღესასწულებზე თუ მოვინახულებ ხოლმე ოჯახის წევრებს ესაა და ეს.
ხმას ვეღარ ვიღებდი, ემოციებით დამძიმებული ვუმზერდი ლევანს, სწორედ ამ დროს მოადგნენ წიკლაურები ეზოს, ხმაურით შემოლაგდნენ სახლში.
მყისვე ჩვენთან შემოვარდა ნინი, ოდნავ გვერდულად გამომხედა ლევანთან ჩახუტებულს, მივხვდი ჩემი აწითლებული თვალები არ გამოჰპარვია, მაგრამ კითხვა არ დაუსვავს, დაძაბული სახით მიმზერდა მეგობარი. სხვა ვერაფერი რომ ვერ მოვახერხე, უბრალოდ გავუღიმე.
- გითხრა ხომ? ყველაფერი გითხრა?! - თვალები სიხარულით უციმციმებდა მას. მეორე მხრიდან მომისკუპდა და თვითონაც ჩამეხუტა. სულ ცოტაც და ალბათ შემოვეჭყლიტებოდი ბიძა-დის შვილს. ჩემი ვინაობის გარკვევით ძლივს ვიღაცას ბედნიერს ვხედავდი, გული მწყდებოდა, რომ ასეთივე სიხარულის გამოხატვა მეც არ შემეძლო, მონაყოლით აშკარად ზედმეტად ვიყავი დამძიმებული, ერთი გულიანი ტირილი ყველაფერს მერჩია.
თითქოს განზრახ, სწორედ ამ დროს შემოვიდა მოხუცი ნინაც. გვერდულად გადმოგვხედა ერთმანეთს ჩახუტებულ სამეულს, დავინახე როგორ გაეღიმა, თუმცა ჩემი მეგობრისგან განსხვავებით, ბევრად უფრო დაკვირვებული იყო ბებიაჩემი, ალბათ არ გამოეპარა ის ზიზღი, რომლითაც ვუმზერდი, ღიმილი სახეზე შეეყინა, ოდნავ გულგატეხილი, გულნატკენიც კი მიმზერდა ქალი.
- ნინა, ჩემო საყვარელო, თუ წინააღმდეგი არ იქნები სულ ცოტა ხანი ჩემს შვილსა და შენს მეგობართან მარტო უნდა დამტოვო!...
- ჩემს მეგობართან? ის ხომ შენი შვილიშვილიცაა?!... - კისკისით ჰკითხა ნინამ.
შევცბი, ასე ხმამაღლა არ ველოდი ამის გაჟღერებას. ყური ზედმეტად მომჭრა უკანასკნელმა სიტყვებმა.
თუმცა უფროსმა ნინამ თითქოს ვერც კი შეამჩნია ჩემი რეაქცია:
- კი, ასეა, მაგრამ ვფიქრობ შენს მეგობარს არ სურს ჩემისთანა ბებიის ყოლა... - ისეთი ტონით ლაპარაკობდა თითქოს იქეთ მადანაშაულებდა, ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი, ინსტიქტურად ფეხზე წამოვხტი, ცოტაც და ხმამაღლა ვეტყოდი ყველაფერს რასაც მასზე ვფიქრობდი, მაგრამ როგორც კი მოხუცმა თვალებში შემომხედა, სათქმელად წამოსული სიტყვები პირზევე შემახმა, ხმა ვერ ამოვიღე.
- დედა, უფლებას არ მოგცემ, რამე აწყენინო... - გვერდით ამომიდგა ლევანიც. მამაჩემის რეაქციამ აშკარად გაამხიარულა მოხუცი, სიცილი ვეღარ შეიკავა, იქვე მდგომ ტაბლაზე ჩამოჯდა.
- ნუ ღელავ, ლევან!... - ეს სიტყვები იმდენად თბილად წარმოთქვა, რომ ვერ დავიჯერე დედა-შვილს შორის ცუდი ურთიერთობა თუ იყო, მაგრამ როცა მამაჩემის სიბრაზით აელვარებულ თვალებს შევხედე, აზრი მყისვე შევიცვალე. - ძალიან გთხოვ, მორჩი თვალების ბრიალს! ტყუილად ნუ დაძაბავ ბავშვს!. - მობეზრებულად ჩაიქნია ხელი მოხუცმა - არ მეგონა ჩემს შვილიშვილს ოდესმე თუ ვნახავდი, მაგრამ რადგან ბედნისწერამ მაინც შეგვახვედრა, მე მგონი გაქვს უფლება სრული სიმართლე გაიგო, ამბის ის ნაწილი, რომელიც მამაშენმაც კი არ იცის. ნინი - ამჯერად ჩემს მეგობარს მიმართა მან - გთხოვ, მოგვეცი საშუალება სამივემ მოწმეების გარეშე ვისაუბროთ!...
მორჩილად გავიდა ნინი სამზარეულოდან, მე კი ლევანთან ერთად ისევ მოწყვეტით ჩავჯექი სავარძელში. სხვა გზა არ მქონდა, დღეს აშკარად მსმენელის როლში ვიყავი.
- ზუსტად ვიცი, ჩემს გარეშე ისედაც მოგიყვებოდა ლევანი დედაშენისა და მისი სიყვარულის შესახებ. - დამცინავად გადახედა შვილს მან - არც ჩემი და ქეთის ჩხუბის ამბავს გამოტოვებდა, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს, მეც უნდა მომისმინო, უნდა გამიგო... როგორ ძლიერადაც არ უნდა გიყვარდეს დედა, ვალდებული ხარ ჩემიც გაიგო, ისევე როგორც თავის დროზე ქეთიმ გამიგო. სამი შვილი მყავდა, მამაშენი უფროსი იყო, წლების განმავლობაში ვნატრობდი მეორე შვილს, როგორც იქნა, ბევრი წვალების შედეგად გამიჩნდნენ ტყუპები, მე ბევრი არაფერი არ მინდოდა, მხოლოდ ბედნიერი და ლამაზი ოჯახი, რაც ისედაც მქონდა. ფინანსები და სიმდიდრე არასოდეს მინატრია, ჩემი სიმდიდრე ჩემი შვილები იყვნენ.
კაიშაურების ჩვენს მხარეში ჩამოსახლებით თითქოს ყველაფერი შეიცვალა, ვერც კი წარმოიდგენ რამხელა ამაგი ჰქონდა შენს დიდ ბაბუას ჩვენი ოჯახის მიმართ, შვილიშვილებში ყველაზე მეტიჩარა ქეთი იყო, ცოცხალი მკვირცხლი ბავშვი ნახვისთანავე შემიყვარდა და ჩემი თამარისგან არ ვარჩევდი. ამას პირფერულად არ ვამბობ, ეს მართლაც ასე იყო. მაგრამ ძნელი ყოფილა დედისთვის იმის ყურება, თუ როგორ ებრძვიან ერთმანეთს შენი პირმშოები, ვიცოდი, რომ კაიშაურს ლევანი უყვარდა, ამას მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავდა, მაგრამ მამუკა?! რა მექნა მეორე შვილისთვის?! არ ვიცი რა დროს ან რატომ შეუყვარდა ქეთი, თითქოს ავადმყოფობად ექცა, ამოჩემებად, ლევანი ვერაფერს ამჩნევდა, მე კი ვეჩიჩინებოდი, რას არ ვეუბნებოდი, რომ როგორმე დაევიწყებინა, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე...
როცა გავიგე, რომ ქეთი გაიტაცა იმ დღეს მოვკვდი, ღმერთს მხოლოდ იმას ვევედრებოდი, რომ გოგონა ხელშეუხებელი დაჰხვედროდათ. მადლობა ღმერთს რომ დროულად მიუსწრეს, მაგრამ როცა ჩემი შვილი სახლში დამტვრეული და დასახიჩრებული მომიყვანეს, თვალთ დამიბნელდა, ვერაფრით ვერ გავამართლებდი ლევანის საქციელს.
- შენ ხომ ქეთი არ გინახავს როგორ იყო!... შენი ქალიშვილი ასე რომ ეცემათ რას იზავდი?! - გავებულმა შეაწყვეტინა ლევანმა.
- დამაცადე, საუბარი, მე შენ არ გელაპარაკები, მე ჩემს შვილიშვილს ვესაუბრები! - ცივად გამოუცხადა ქალმა - განა ვინმე გაიგებდა, რომ ერთი ძმის მონატაცები ქალი, მეორეს ცოლად მოეყვანა?! ეს რომელ ლოგიკაში ჯდებოდა?! რაოდენ ძლიერადაც არ უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი, ერთად-ერთ სწორ გადაწყვეტილებად მათი დაშორება მიმაჩნდა. თუნდაც ღირსების გამო, დედაშენს იმ ოჯახში ფეხიც კი არ უნდა შემოედგა, სადაც მომავალი მაზლი, როგორც ქალს ისე უყურებდა, მაგრამ ამას მე ვფიქრობდი და არა ქეთი. ჩემსდა სამწუხაროდ სახლში როგორც რძალი ისე მომივიდა. კინაღამ გავგიჟდი, როცა სახლში მაყართან ერთად მოვიდნენ. ვხედავდი მამუკას ამღვრეულ თვალებს და გონთ მიბნელდებოდა, ვინ მომცემდა გარანტია, რომ დაივიწყებდა? რომ მომავალშიც არ ეცდებოდა ძალადობას? განა ამის გარანტია არსებობდა? რა თქმა უნდა არა, თუ ერთხელ გაბედა და მოიტაცა, როცა ოჯახში ეყოლებოდა, უფრო იოლად არ აიხდენდა საწადელს?! არ ვიცი, იქნებ ვცდებოდი, მაგრამ მეგონა, თუ კაიშაური ჩვენი ოჯახიდან გაქრებოდა, დაკარგულ სიმშვიდეს დავიბრუნებდი, იქნებ დროთა განმავლობაში ძმებსაც აღედგინათ ურთიერთობა, ამდენი წლის შემდეგ კი ვხვდები, რომ შევცდი, მაგრამ მაშინ ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად ეს მეჩვენებოდა. თუმცა მალევე დავრწმუნდი საკუთარ შეცდომაში, მართალია ქეთი წავიდა, მაგრამ ჩვენს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო იძაბებოდა, საბოლოოდ ლევანიც წავიდა, ფაქტიურად ერთი შვილის შენარჩუნებაში მეორე დავკარგე.
დღემდე არ იცის მამაშენმა მამუკას გარდაცვალების მიზეზი, დღემდე არ მითქვამს მისთვის, რატომ არ მოძებნა ქეთიმ. მათი დაშორებიდან ორ თვეში უმცროსმა კაიშაურმა მე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. მისი სითავხედით საკმაოდ გავღიზიანდი, თუმცა უარი არ მითქვამს. დავპირდი, თუ სოფელში ჩამოვიდოდა აუცილებლად ვნახავდი. ასეც მოიქცა, წიფრანში პაპაშენმა ჩამოიყვანა. დღემდე მიკვირს, როგორ ახერხებდა ჯაბა ასე დინჯად, ასე გაწონასწორებულად ეყურებინა საკუთარი შვილის მღელვარებისთვის. ერთხელაც კი არ ჩარეულა საუბარში, კრინტიც არ დაუძრავს. ქეთი ტიროდა, ცრემლებს ვერ იკავებდა, სლუკუნ-სლუკუნით მეუბნებოდა, რომ ჩემი შვილი უყვარდა, რომ აღარ შეეძლო, ამხელა მონატრებას ვეღარ უმკლავდებოდა...
მე კი... მე მხოლოდ მამუკზე ვფიქრობდი, მის გამწარებულ თვალებზე, დამნაშავეს ისევ ქეთიში ვეძებდი.
- ვერა, არ შემიძლია!... - ისევ ცივად ვიშორებდი ჩასახუტებლად გამოშვერილ ხელებს.
- ნინა დეიდა გემუდარებით, ჩემს შვილს უმამობისთვის ნუ გაიმეტებთ!... - მუხლებზე იდგა უმცროსი კაიშაური და ისე მევედრებოდა. მისმა სიტყვებმა ბოლო მომიღო.
- რა თქვი?! - მყისვე წამოვაყენე აკანკალებული ქალი - ორსულად ხარ?! -მთელი ამდენი ხნის ნაკოწიწები ზიზღი და განრისხება წამიერად დამემსხვრა, ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, საკუთარი უსუსურობის გამო ვქვითინებდი და გულში ვიკრავდი ორსულ რძალს.
- მაპატიე, მე უგუნურს, მაპატიე... - ინსტიქტურად მუცელზე ვეფერებოდი ჯერ კიდევ არ დაბადებულ შვილიშვილს.
- ნინა დეიდა, არ გინდათ გთხოვთ... - ისევ ტიროდა ქეთი.
- რამე უნდა მოვუხერხოთ, ამ ბავშვებს... - ამ ხნის განმავლობაში პირველად ჩაერია ჯაბა საუბარში.
- მოვუხერხებთ, ჯაბა, მოვუხერხებთ... ჩემი შვილიშვილი მამის გარეშე არ გაიზრდება, ამას მე გპირდებით, ლევანი როგორც კი გაიგებს...
- არ გინდათ, თქვენ ნუ ჩაერევით... მე ისიც მეყოფა, თუ მეცოდინება ჩემი წინააღმდეგი რომ არ ხართ, ლევანთან ურთიერთობას ჩემითაც გავარკვევ! - ბედნიერებისგან გაბრწყინებული სახით მეუბნებოდა დედაშენი.
ისეთი მძაფრი დანაშაულის შეგრძნება მაწუხებდა, მართლაც გულწრფელად მინდოდა თქვენი შერიგება, მაგრამ...
- რა მაგრამ, დედა?!
- კიდევ კარგა ხანს ვისაუბრეთ მე და ქეთიმ. დაწვრილებით გამოვკითხე მისი ორსულობის შესახებ, თითქმის ორი თვის ორსული იყო, არ მემეტებოდა, მაგრამ როგორც იქნა დავემშვიდობე, ბედნიერი და იმედიანი მიდიოდა ქეთი.
მე კი... მე მძიმე საუბარი მელოდა მამუკასთან. თამარი უკვე გათხოვილი იყო, სახლში მხოლოდ მამუკა და ზურა იყვნენ, შინ მისული მყისვე ზურასთან მივედი, ვუთხარი საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, აშკარად ბედნიერი იყო ჩემი ქმარი, შვილთან საუბარში დახმარება მას ვთხოვე.
არ ველოდი, არ მეგონა, ასე თუ გადაირეოდა მამუკა, რაც კი ხელში მოხვდა ყველაფერს ამტვრევდა, იგინებოდა, იმუქრებოდა, ხან ლევანს ემუქრებოდა მოკვლით, ხან ქეთის, ხან ჯერ კიდევ არ დაბადებულ ბავშვს... გააფთრებული ნადირივით აწყდებოდა კედლებს.
- როგორ ძლიერადაც არ უნდა გინდოდეს, მათ ბედნიერებას წინ ვერ აღუდგები, ამის უფლებას არ მოგცემ! - ამჯერად გადაწყვეტილების შეცვლას ნამდვილად არ ვაპირებდი მე.
ჩასისხლიანებული, შეშლილი თვალებით შემომხედა ჩემმა სანაქებო ვაჟმა, გააზრებაც კი ვერ მოვასწარი, როგორ მომხვდა მისი მოქნეული ხელი, მოწყვეტილი დავვარდი იატაკზე, ვიდრე გონებას დავკარგავდი მხოლოდ ის დავინახე, როგორ გამეტებით ურტყამდა იატაკზე აზმუვლებულ მამუკას ზურა.
გონს ეზოში მოვედი, თავზე ქმარი მადგა, მამუკას ვერაფერი რომ ვერ მოუხერხა, მის ოთახში ჰყავდა გამოკეტილი, კარგა ხანს მესმოდა მისი გინება, შემდეგ თითქოს ჩაწყნარდა, თითქოს ჩაჩუმდა. აცახცახებული ვეკვროდი ქმარს.
- ნუ გეშინია, შეეგუება, ვაიძულებთ და შეეგუება!... - ვინ იცის მერამდენედ მეუბნებოდა ზურა. თუმცა...
მეორე დილას ვენებ გადაჭრილი შვილის უსულო სხეული დამხვდა მის ოთახში. როგორ ძლიერადაც არ უნდა მდომოდა თქვენი შერიგება, ჩემს ტკივილს ვეღარ გადავახტი. - ცრემლებით სავსე თვალებით შეხედა ლევანს - ჩემმა შვილმა მისი საქციელით საბოლოოდ გამანადგურა, მომსპო, ჩემთან ერთად კი ქეთიც გაანადგურა. ყველაზე მუხანათური გზით მოახერხა მათი საბოლოოდ დაშორება. როცა ჯაბასთან დავრეკე და მომხდარის შესახებ გავაგებინე, დედაშენიც იქვე იყო, მისი სასოწარკვეთილი კივილი დღემდე არ ამომდის ყურებიდან. უნდოდა თუ არ უნდოდა, საკუთარი მაზლის თვითმკვლელობის მიზეზად იქცა... ვიცოდი, მისი ბრალი მხოლოდ ის იყო, რომ მამაშენი უყვარდა, გულს ხომ ვერ უბრძანებდა?! მაგრამ მე შვილის სიკვდილით გამწარებული დედა ვიყავი. ცუდი იყო თუ კარგი, ის ხომ ჩემი ვაჟი იყო?!
სწორედ მაშინ ტელეფონით საუბრისას მითხრა დედაშენმა, რომ მამაშენთან შერიგებას არ ეცდებოდა, სამუდამოდ წავიდოდა მისი ცხოვრებიდან. მეც არ შევეწინააღმდეგე. ალბათ, შენთან დავაშავე, მაგრამ რა ვქნა?! ბევრჯერ ვიფიქრე დედაშენი მენახა, გამეგო როგორ იყავი, მაგრამ ვერ გავბედე, რაოდენ ძლიერადაც არ უნდა მდომოდა, საკუთარ ტკივილს ვერ გადავახტი.
- არ გიფიქრია, რომ ჩემთვის მაინც უნდა გეთქვა?! - სიბრაზისგან ცახცახებდა ლევანი.
- ალბათ უნდა მეთქვა, მაგრამ შენი ხასიათი რომ ვიცოდი, მაშინვე მათთან გაიქცეოდი, მე კი... მინდოდა თუ არა, მე მისი დედაც ვიყავი, მამუკა ჩემი ტკივილი იყო, ჩემი მოუშუშებელი ჭრილობა, მისი სიყვარულიც მასსავით მტკიოდა...
რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მისი მესმოდა, მეცოდებოდა, ვეღარ მოვითმინე და აცახცახებულ მხრებზე მოვეხვიე მოხუცს, მასთან ერთად მეც ვტიროდი, ხმა ვეღარ ამოიღო ლევანმა, სიტყვის ამოუღებლად გავარდა ოთახიდან.















ოცდამერვე თავი
დასასრული
უცნაური ალიაქოთი იდგა აფციაურებთან, ამდენი ემოციისგან მოხუცს წნევამ აუწია, თამარი და ნინა წნევის აპარატითა და წამლებით დარბოდნენ და უფროს გოგოჭურს თავს დასტრიალებდნენ. ლევანი ისევ ეზოში დადიოდა და ნერვიულად სრესდა სიგარეტის ღერს, მე?! აღარ ვიცოდი რა უნდა მეფიქრა, რა გამეკეთებინა?! უხერხულად ვიშმუშნებოდი და აქეთ-იქით დამნაშავე ბავშვივით ვაცეცებდი თვალებს. ამ ქალსაც რამე რომ მოსვლოდა რა მეშველებოდა?! ამხელა აურზაურის მიზეზი ხომ რეალურად მე ვიყავი?!
თავი ერთი დიდი ტრაგედიის მთავარ თუ არა, მოქმედ გმირად მაინც წარმომედგინა. რა მექნა? ნეტა გცოდნოდათ, როგორ ვნანობდი ნინისთან სტუმრობას რომ დავეთანხმე, მაგრამ სინანულით რას შევცვლიდი, ერთხელ გაფუჭებულს როგორ გავამთელებდი?! კობა და თომა ისე მიმზერდნენ, თითქოს ხვდებოდნენ ჩემს განცდებს და წინასწარ მიცოდებდნენ, ასეთი დამოკიდებულება მაღიზიანებდა და ორმაგად მიშლიდა ნერვებს. ჩუმად გამოვიპარე ეზოში, იქვე კუთხეში ჩამოვჯექი, თავი ხელებში ჩავრგე, არაფერს ვაკეთებდი, უბრალოდ ველოდი.
ვცდილობდი დღეს მოსმენილი ისტორია შემეჯამებინა და დასკვნები ცივი გონებით გამეკეთებინა, თავი თითოეული მათგანის ადგილზე წარმომედგინა, მაგრამ არ გამომდიოდა, ალბათ ზედმეტად ეგოისტი ვიყავი, მხოლოდ საკუთარი ტკივილი მტკიოდა, თითოეული მამაჩემის გარეშე გატარებული დღე თავს მახსენებდა და სულს მიჯიჯგნიდა.
ამდენი ხნის ნაგროვები ბოღმა ვეღარ შევიკავე და ავტირდი, ამ წუთში მხოლოდ დედასთან ყოფნა მინდოდა, მასთან ჩახუტება, მასთან დამალვა, რატომღაც მჯეროდა, რომ ამ ტკივილისგან განთავისუფლებას მხოლოდ ასე თუ შევძლებდი.
უნდა ვაღიარო თბილისთან შედარებით საკმაოდ ციოდა ფასანაურში, სიცივისგან გამაკანკალა, ვიგრძენი როგორ შემეხო ვიღაც მხარზე. ჩაფიქრებული დამყურებდა ლევანი. არაფერი უკითხავს, არაფერი უთქვამს, უბრალოდ მომეხვია და გულში ჩამიკრა. ვიგრძენი როგორ დამიარა სხეულში სითბომ, ვიღაცისთვის ეს ალბათ ბევრი არაფერი იყო, მაგრამ ჩემთვის... თითქოს მაგრძნობინა, რომ მარტო არ ვიყავი, გვერდით მედგა. მისგან ეს მცირედი ყურადღებაც კი გამიხარდა, იმხელა შვება ვიგრძენი, აცახცახებული მოვეხვია.
- კარგად იქნება?! - ხმის კანკალით ვკითხე.
- რა თქმა უნდა. ნინა ძლიერი ქალია, იმდენს გაუძლო... ეტყობა ცოტა დაგვისუსტდა, სიბერეში სენტიმენტალური გაგვიხდა!... - შეძლებისდაგვარად ნახევრად ხუმრობით, ნახევრად ირონიულად მეუბნებოდა ლევანი.
- არ გეცოდება?! - გაოცებული ვუმზერდი მას.
- შენ?! - თვალებში მიმზერდა მამაჩემი, ვხვდებოდი, რომ ჩემგან გულახდილ პასუხს ელოდა, სიმართლე გითხრათ მისი მოტყუება არც კი მიფიქრია.
- ძალიან... - გულწრდელად ვუპასუხე დასმულ კითხვაზე.
- შენგან სხვას არც არაფერს ველოდი... - აშკარად გაუხარდა ჩემი სიტყვები, თავზე ფრთხილად მაკოცა - მიყვარს და მეცოდება კიდევაც, როგორ არ მეცოდება, მაგრამ უბრალოდ მტკივა, გული მწყდება, ამდენი ხანია ვფიქრობ და ახსნა ვერ მოვუძებნე, სად შევცდი?! რატომ მაინც და მაინც ჩვენ?!
მართალია მე მესაუბრებოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს კითხვები საკუთარი თავისკენ უფრო იყო მიმართული. პასუხი არ მქონდა, ან რა უნდა მეთქვა?! მე ხომ ერთი ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგო ვიყავი, ჩემი ბავშვური ფანტაზიებითა და განცდებით, ალბათ ისიც მიხვდა რასაც ვფიქრობდი, საკუთარ კითხვებზე თვითონვე გაეცინა: - ოდესმე მაპატიებ?!
- რას?! - დაბნეული ვუმზერდი ლევანს, ვეღარ გავიგე მე მეკითხებოდა თუ ისევ საკუთარ თავს ესაუბრებოდა.
- უჩემოდ გატარებულ დღეებს, უმამოდ გატარებულ ბავშვობას?!
ისეთი მოლოდინით დამცქეროდა თავზე, რომ ვერ მოვითმინე, თითის წვერებზე ავიწიე და თანხმობის ნიშნად ფრთხილად ვაკოცე. ვიგრძენი როგორ შეკრთა, გაოცებული დამაცქერდა, თითქოს გონებაში რაღაც აღიდგინა:
- ქეთიც ასე იქცეოდა!... - სიხარულისგან სახე გაუბრწყინდა.
დედასთან მიმსგავსება მესიამოვნა, აშკარად გავწითლდი. არც ეს გამოჰპარვია, დავინახე როგორ აუციმციმდა თვალებში ჭინკები. ჩემს წინ ორმოცდაათ წლამდე მამაკაცი კი არა, თითქოს ოცდახუთი წლის ბიჭი იდგა.
- ჩემი გოგო ხარ, ჩემი პატარა ანგელოზი... - ისეთი გრძნობით წარმოსთქვა, რომ ისევ გული ამიჩუყდა, ცრემლების დასამალად თავი ისევ მის მკერდში ჩავრგე. - ესეც გენეტიკური გაქვთ?! - ნიკაპი თითით ამაწევინა, გვერდულად მიღიმოდა ლევანი.
- რა?! - დაბნეულმა ავხედე.
- დედაშენიც ასე იყო, ცრემლებს ისიც ასე მალავდა, უბრალოდ მეხუტებოდა!.. - ცხვირზე ოდნავ გამკრა თითი. ღიმილი ვეღარ შევიკავე, ვეღარ გამეგო მეტირა თუ მეცინა. თუმცა ტირილი აღარ დამაცადა, ისევ გულში ჩამიკრა.
- ავინაზღაურებ აი ნახავ, თითოეულ უთქვენოდ გატარებულ წუთს ავინაზღაურებ! ჩემი გჯერა?!
განა შეიძლებოდა მის სიტყვებში ეჭვი შემეტანა, რათქმა უნდა არა, ბედნიერი ვუქნევდი თავს.
- დიდი უსინდისო ბიჭი ხარ! - მამა-შვილს თავზე დაგვადგა თამარი - თავი თუ არ გეცოდება, ეს ბავშვი მაინც შეიცოდე, გაიყინებოდა ამ სიცივეში!... - მხრებზე თბილი პლედი მომახურა ქალმა.
მისი საყვედური არ შეიმჩნია ლევანმა, ისე ჰკითხა: - ნინა როგორაა?!
- კარგად რა უჭირს?! ხომ იცი როგორი ყოჩაღია..- ძმას არც კი უყურებდა უდარდელად პასუხობდა ქალი და მე მიმზერდა, თითქოს პირველად დამინახაო, ისეთი სითბოთი და სიყვარულით მაკვირდებოდა, რომ თავი უხერხულად ვიგრძენი, უნებურად ისევ მამაჩემს ამოვეფარე. ლევანმაც შეიფერა ჩემი სიახლოვე, გაბადრულმა ორივე ხელი მომხვია.
- კარგი, რა ლევან, საკმარისია... - ჭირვეული ბავშვივით გაკაპასდა თამარი - რას ჩაბღუჯე დათვივით, მეც მიმიშვი ჩემს ძმიშვილთან..
- ძმისშვილთან?!... - სიცილით გაიმეორა ლევანმა - კარგად ჟღერს, ხომ იცი!... - თუმცა ჩემთვის ხელის გაშვება არც კი უფიქრია, მეორე ხელით თამარს მოეხვია და ერთად ჩაგვიხუტა ორივე.
- ეგოისტი ხარ, მესაკუთრე, ბავშვი ორი წუთითაც კი ვერ გაიმეტე ჩემთვის... - სიცილით საყვედურობდა თამარი, თან ცდილობდა როგორმე მომხვეოდა და მომფერებოდა.
უცნაური შეგრძნება მქონდა, ვუმზერდი მამიდაჩემს და მიკვირდა, არაბუნებრივად მიხაროდა, აშკარად ვერ ვიყავი სრულ ჭკუაზე, ზედმეტად ემოციურ ადამიანად საკუთარ თავს ნამდვილად არ ვთვლიდი, მაგრამ იმ დღეს საშუალება რომ მქონოდა მთელ ხმაზე ვიყვირებდი, რომ ბედნიერი ვიყავი, არა ბედნიერი კი არა უბედნიერესი, ამაზე მეტი სიხარული არ არსებობდა, მე არ გამომეცადა. თომასთან ერთად სახლის აივანზე იდგა უმცროსი აფციაური, ახლოს მოსვლას ვერ ბედავდა, თუმცა მაინც ვხედავდი ზედმეტად სენტიმენტალური ჩემი მეგობარი ცრემლებს ვერ იკავებდა და საკუთარ მამას ეხუტებოდა. რა უნდა მეთქვა?! სხვამ თუ არა მან მაინც ხომ იცოდა, როგორ მინდოდა ლევანის გაცნობა?!
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ის საღამო იყო ფერების, ცრემლების, სენტიმენტების, მოგონებების და ნაწილობრივ პატიებისაც კი, დღის გმირად ვიქეცი, ისე მეფერებოდნენ თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი, ნელ-ნელა წამლებმაც იმოქმედა, ნინაც უკეთ გახდა და როგორც იქნა მეც შვებით ამოვისუნთქე. მიხაროდა, ვიყავი ბედნიერი, თუმცა თავს ოდნავ უხერხულადაც ვგრძნოდი. ამხელა ყურადღებას მიუჩვეველი, წარა-მარა ვწითლდებოდი...

როგორც იქნა დასაძინებლადაც დავწექით, მე და ნინა გვერდი-გვერდ ვიწექით, ამდენი ემოციებით აჟიტირებულებს ძილი არც კი გვეკარებოდა, ათას სისულელეზე ვსაუბრობდით და ვიცინოდით. როდის, როდის, მხოლოდ ერთი წინადადება მითხრა ჩემმა მეგობარმა:
- მიხარია აქ რომ ხარ, შენ არც კი იცი ჩემს ოჯახში რამხელა ბედნიერება შემოიტანე!
- ბედნიერება?! - ეჭვით გავხედე ნინას.
- ბებიაჩემი ასეთი გახარებული არასოდეს მინახავს, რაღა დაგიმალო, არც ბიძაჩემი!...
- შენ?! - ოდნავ გვერდულად გავხედე მეგობარს.
- მე?! სხვა თუ არაფერი, ჩვენი მსგავსების მიზეზი მაინც ხომ დავადგინე?!... - ძლიერად მომეხვია ნინა.
მისგან ზედმეტი განმარტებები არც მჭირდებოდა, ისედაც ვხედავდი, რომ დღევანდელი მოვლენებით უზომოდ ბედნიერი იყო, ასე ჩახუტებულებს, ემოციებით გადაღლილებს როდის-როდის ჩაგვეძინა.

მიუხედავად იმისა, რომ წამოსვლისას რამდენიმე დღით ფასანაურში ვაპირებდი ნინასთან ერთად დარჩენას, წინა დღის მოვლენებიდან გამომდინარე გადავწყვიტე სახლში დავბრუნებულიყავი. მართალია ქეთის ემოციების, განსაკუთრებით კი საკუთარი განცდებს გამოხატვა არ უყვარდა, მაინც ვხვდებოდი, რომ ახლა ჩემი თანადგომა ყველაზე მატად სჭირდებოდა.
კარგა ხანს მეხვეწნენ ერთი დღით მაინც დავრჩენილიყავი, მაგრამ რადგან ვერ გადამაფიქრებინეს, ჩემი ტრანსპორტირება და თბილისში წამოყვანა ისევ ლევანმა იკისრა. ვაღიარებ, ასე რომ არ მოქცეულიყო, მეწყინებოდა კიდევაც.
შეძლებისდაგვარად ყველას თბილად დავემშვიდობე, ამჯერად მამაჩემს წინ დავუსკუპდი და წამოვედით. რატომრაც მეჩვენებოდა, რომ ეს ერთი საათის გზა, უსაშველოდ გაიწელა. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა ჩემთან ესაუბრა, მაინც ვხედავდი, რომ ფიქრებით სხვაგან დაფრინავდა. დაძაბული მისჩერებოდა გზას.
- ნერვიულობ?! - ინტერესით ჩავეკითხე მე.
- ბატონო?! - თითქოს არ ელოდაო ამ კითხვას ისე გამომხედა.
- დედასთან შეხვედრის გეშინია?!
- ასეთი შესამჩნევია?! - დამნაშავე ბავშვივით გაეღიმა - ამდენი წლის შემდეგ ცოტა რთულია, იქნებ მის ცხოვრებაში ვინმეა?! ...
- ასე რომც იყოს, ამით შენთვის რამე იცვლება?! - რატომღაც ზედმეტად მართობდა მისი განერვიულებული სახის ყურება.
- მართალია უფლება არ მაქვს, მაგრამ... - ხმა ჩაუწყდა ლევანს.
არ მინდოდა, მაგრამ სიცილი მაინც ვერ შევიკავე: - სანერვიულო ნამდვილად არ გაქვს, მიუხედავად ჩემი მრავალგზის თხოვნისა, მის ცხოვრებაში არავინ ყოფილა...
- შენი თხოვნისა?! - აშკარად არ ესიამოვნა ჩემი ნათქვამი.
- იმდენად მინდოდა მამა მყოლოდა, მამინაცვალზეც კი თანახმა ვიყავი!... - ვიგრძენი როგორ ვატკინე ამ სიტყვებით, მაგრამ პირფერობა ნამდვილად არ შემეძლო.
- ჯაბა, ისიც გათხოვებას სთხოვდა?
- ჯაბა ზედმეტად კარგად იცნობდა დედას, ასეთ რამეს არასოდეს ეტყოდა, მაგრამ...
- რა მაგრამ?! - ინტერესით მომაჩერდა ლევანი.
- დედა ლამაზია, ზედმეტად ლამაზიც კი.. მის გარშემო ყოველთვის ვიღაც ტრიალებდა, უბრალოდ ვერ ვიგებდი, არ მესმოდა, როგორ შეეძლო მათთვის უარის თქმა...
- ახლაც არ გესმის?! - ისევ თვალებში მიზერდა მამაჩემი.
- ახლა მესმის, უკვე მესმის!... - მის დაჟინებულ მზერას ვეღარ გავუძელი და თავი დავხარე.
- მარიამ, გულახდილად მითხარი გთხოვ, ჩემთან ერთად ცხოვრებას ისურვებდი?!
- მე.. მე... ეგ ჩემზეა დამოკიდებული?!. - საკუთარ აზრებში ავირიე.
- ალბათ არა, მაგრამ მაინც მაინტერესებს, შენი აზრი! - გვერდულად გაეღიმა ლევანს. - სიხარულით... - სიტყვის დასრულება ვეღარ მოვახერხე, ვიგრძენი როგორ გავწითლდი.
აღარაფერი უკითხავს, არ ვიცი რას ფიქრობდა, უბრალოდ იღიმებოდა და ისე მართავდა ავტომობილს.
შუადღე იყო, როცა როგორც იქნა თბილისში ჩავედით. რაც უფრო ვუახლოვდებოდით სახლს გული უფრო და უფრო გამალებით მიცემდა. არ ვიცი მე რატომ ვღელავდი ასე ძალიან, ან რას ველოდი მათი შეხვედრიდან, მაგრამ ფაქტი იყო, საკუთარ ემოციებს ვეღარ ვმართავდი. ქეთის გავაგებინე სახლში რომ ვბრუნდებოდი, თუმცა ის კი არ მითქვამს ლევანს რომ მოვყავდი. ერთი პირი ისიც კი ვიფიქრე იქნებ მეგობრებთან დავრჩენილიყავი და ლევანი მარტო მისულიყო ჩვენთან, მაგრამ ზედმეტ ცნობისმოყვარეობას ვერაფერს ვუხერხებდი, რა მექნა?! ამხელა სიამოვნებას ვერაფრით დავაკლდებოდი, ამდენი წლების შემდეგ დედაჩემისა და მამაჩემის პირველ შეხვედრას ვერ გამოვტოვებდი. თუმცა გულის სიღრმეში მეშინოდა, შეძლებდნენ კი წარსული წლების, ამხელა ტკივილის დავიწყებასა?! ერთმანეთის პატიებას?
ალბათ ლევანიც ჩემსავით ფიქრობდა, ავტომობილი ეზოში გავაჩერეთ, თუმცა გადასვლას არ ვჩქარობდით. ვიჯექით მამა-შვილი გვერდი-გვერდ და დანა პირს არ გვიხსნიდა. საბოლოოდ დუმილი ისევ მე დავარღვიე:
- როდემდე ვიქნებით ეზოში, იქნებ ავიდეთ?
უხმოდ გადმოვედით ორივენი, კრიჭა შეკრულნი ავდიოდით სადარბაზოს კიბეებზე, საკუთარი გულისცემაც კი მესმოდა, ეს ნორმალური იყო?! ალბათ, არა, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. როგორც იქნა ავედით, უკან მომყვებოდა ლევანიც. კარზე ზარი დავრეკე და მოუთმენლად დაველოდე ქეთის გამოჩენას, თუმცა დედა არ ჩანდა. იმედგაცრუებულმა ბუზღუნ-ბუზღუნით ამოვიღე საკუთარი გასაღები და ლევანთან ერთად შიგნით შევედი. ქეთის ძებნაში მალევე შემოვირბინე სახლი, დედაჩემი იქ აშკარად არ იყო.
- ხომ იცოდა, რომ მოვდიოდი?! სად წავიდა?! - იმაზე მეტად სახლში რომ არ დამხვდა, ის მადარდებდა ლევანი რომ ვერ ნახა.
- ალბათ ასე იყო საჭირო, სხვა დროს ვნახავ! - გაბზარული ხმით მითხრა მამაკაცმა, ჩემი საკმაოდ მოზრდილი ჩანთა იქვე დადო და ის-ის იყო უნდა წასულიყო, რომ სწორედ ამ დროს გავიგონე, კარებში გასაღების ხმაც და დედაჩემის გაბრწყინებული სახეც დავინახე:
- უკვე ჩამოხვედი?! არადა ნამცხვარზე გავედი, ისიც კარგი გასაღები რომ... - როგორც ყოველთვის კარებიდანვე ქაქან-ქაქანით შემოვიდა ქეთი, მოტანილი ნამცხვრები სამზარეულოში შეიტანა და მისაღებში შემოვიდა. სწორედ ამ დროს შენიშნა სავარძელში მჯდომი ლევანიც. მოულოდნელობისგან ღიმილი სახეზე მიეყინა კაიშაურს. არ ვიცი ამ ემოციებს რა ვუწოდო. დავინახე წამიერად როგორ გაფითრდა, წონასწორობის შესანარჩუნებლად კარების სახელურს მოეჭიდა, ინსტიქტურად მისკენ გაიწია ლევანმაც, თუმცა თავის ხელში აყვანა მალევე შეძლო ქეთიმ, ხელით ანიშნა: - კარგად ვარო. იქნებ გულის სიღრმეში ელოდა კიდევაც ლევანს, ალბათ ელოდა.
ვიდექი ასე შუაში გაჩხერილი მურმანის ეკალივით და ხან ერთს ვუმზერდი და ხან- მეორეს. ამდენი წლის შემდეგ ერთმანეთის პირისპირ იდგნენ ქეთი და ლევანი, უსიტყვოდ, მდუმარედ, მაგრამ იმხელა ემოციით უმზერდნენ ერთმანეთს, რომ სუნთქვა შემეკრა. ასეთი რამ არასოდეს მენახა, ან როგორ ახერხებდნენ, თითქოს თვალებით საუბრობდნენ, თვალებით ეფერებოდნენ, თვალებით უხდიდნენ ბოდიშს.
ერთად-ერთი რაც მოვიფიქრე ის იყო, რომ გვერდი მოხერხებულად ავუქციე დედას და ჩემს ოთახში შევედი. აქ ნამდვილად ზედმეტი ვიყავი, თუმცა მაინც ვხედავდი, ნელი ნაბიჯით როგორ მიუახლოვდა გოგოჭური დედას, თითქმის ერთი თავით მაღალი მამაკაცი ზემოდან დაჰყურებდა ქეთის, ჟრუანტელმა დამიარა, როცა დავინახე რამხელა სითბო ედგა თვალებში:
- ერთი პატარა გოგო დამპირდა, თუ ოდესმე დავუძახებდი აუცილებლად დამიბრუნდებოდა! - მღელვარებისგან ხმა ჩახლეჩოდა ლევანს.
ძლივს შესამჩნევად გაეღიმა დედას: - ჩვიდმეტი წლის შემდეგ?! - იმხელა ტკივილით იკითხა, რომ გული მეტკინა.
- ძალიან გვიანია?! - დავინახე როგორ გაფითრდა ლევანი, დაძაბული აკვირდებოდა ქეთის.
პირველად ცხოვრებაში შევნიშნე როგორ აუთამაშდა თვალებში ჭინკები კაიშაურს, თურმე როგორი პრანჭიკელა ყოფილა, არაფერი უთქვამს ლევანისთვის, მოლოდინით მომზირალს უბრალოდ უსიტყვოდ ჩაეხუტა. მე კი... მე არ ვიცი რა მჭირდა, მათი შემხედვარე ცრემლებს ვერ ვიკავებდი და სულელი ბავშვივით ბედნიერებისგან ვტიროდი.

შემდეგ, შემდეგ რა იყო? ჩემი ახდენილი ოცნებები და პირველი სტუმრობა ფშავში. ოჯახის წევრები კაისაურების მისაღებში ვისხედით და ვსაუბრობდით, მამაჩემის ჯმუხი მეგობარი კობაც კი ვერ იკავებდა სიხარულს.
- რა ვქნა ახლა?! ამ ბავშვს დისშვილი დავუძახო, თუ ძმისშვილი?! - თითქოს სხვა პრობლემა არაფერი ჰქონდაო ისე ეკითხებოდა ლევანს.
- კაიშაურის ღლაპი დაუძახეთ, დედამისს ხომ ასე ეძახდით?!... - სიცილს ვერ იკავებდა თამარი.
- არა, კაიშაურის ღლაპი მხოლოდ ერთი გვყავდა, ჩემს ძმისშვილს ამ სახელს ვერ ვაკადრებ, ქეთი არ მაპატიებს!... - თვალი ჩაუკრა კობამ დედას.
ვუმზერდი მათ და სიცილს ვერც მე ვეღარ ვიკავებდი. ისეთი ხალისიანები იყვნენ, წარსული პრობლემები აღარც კი ახსოვდათ. ერთად ყოფნით გახალისებულები, ბავშვობას იხსენებდნენ:
- ეს ღლაპი იყო სისხლს რომ გიშრობდათ, ვინ იყო ნახევარი მთა ფეხით რომ მოიარა, ოღონდ მისთვის ცხენი დაგეჭირათ?! - მოულოდნელად თავზე წამოგვადგა მოხუცი ნინაც, იმდენად არ ველოდი მის შემოსვლას, რომ ადგილზე შევხტი, მოხუცმა ღიმილით შემომხედა, მხარზე ოდნავ შემეხო, მოფერების ნიშნად და გვერდით დამიჯდა.
- ქეთის ხათრით კი არა, ლევანს ვერ ვაწყენინე, იმდენად უნდოდა მისი გახარება!.. - გვერდულად გადახედა მამაჩემს კობამ.
რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ამდენი წლების განმავლობაში ნატარები ძაძი მოეშორებინა ნინას, ზედმეტად ხალისიანი ჩანდა მოხუცი, მისი განწყობა აშკარად გადამდები გამოდგა, თითქოს სიცილსა და მხიარულებას მონატრებული ოჯახი ათმაგად ცდილობდა დაკარგულის ანაზღაურებას.
უცნაურად კი ის მეჩვენებოდა, რომ მათი ყველაზე ბედნიერი და ხალისიანი მოგონებები დედაჩემს უკავშირდებოდა, თითოეული ისტორიით ქეთის იხსენებდნენ, მის მაიმუნობებს, თუ როგორ შეღება თეთრი ცხენი წითლად, ამის დანახვაზე როგორ ღრიალებდნენ ბოლო ხმაზე ლევანი და კობა.
სიცილისგან უკვე მუცელი მტკიოდა, თვალებიდან ცრემლები მცვიოდა.
- ბიძაჩემს ამდენი სიცილი თუ შეეძლო არც კი მეგონა, ასეთი ხალისიანები ადრე არასოდეს ყოფილან... - ოდნავ სევდიანად მითხრა მეგობარმა. - ამ ბედნიერებას შენ უნდა გიმადლოდე!
რა უნდა მეთქვა? არაფერი, უბრალოდ ჩავეხუტე ნინას. ის მაინც ვიცოდი, რომ ამიერიდან როცა გვკითხავდნენ დები ხომ არ ვიყავით, ამაყად გამოვუცხადებდით:
- ბიძაშვილ-მამიდაშვილები!...
იმ დღეს საბოლოოდ ვირწმუნე, რომ ზოგჯერ ოცნებებიც კი ხდება, ყველაზე მოულოდნელად და ყველაზე დაუჯერებლად... ზემოთ სადღაც ერთი ბრძენი იჯდა და ჩემგან დამოუკიდებლად ჩემს ისტორიას წერდა, სევდიანს, ტკივილიანს, თუმცა მაინც ბედნიერს.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოოო როგორ მიყვარს ეს ისტორია თავისი დადებითი და უარყოფითი პერსონაჟებით, მათი სისუსტეებითა და სიძლიერით... ძალიან საინტერესო ისტორიაა მით უმეტეს რაღაც დონეზე საფუძვლად რეალური ამბავი რომ აქვს...

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ოოო როგორ მიყვარს ეს ისტორია თავისი დადებითი და უარყოფითი პერსონაჟებით, მათი სისუსტეებითა და სიძლიერით... ძალიან საინტერესო ისტორიაა მით უმეტეს რაღაც დონეზე საფუძვლად რეალური ამბავი რომ აქვს...


სალომე heart_eyes ვაგრძელებ ძველი ისტორიების სრული ვერსიების გამოქვეყნებას, ძალიან მიხარია, რომ გახსოვთ და კითხულობთ kissing_heart

 


№3  offline წევრი Mariamch

უხხ.. როგორ მიყვარს მე შენი ნაწერები <3 არვიცი ადამიანი ასე გადმოცემდეს ემოციებს <3 ანააა უმაგრესი ხარ <3 აი, ისეთი ისტორია დიდხანს რომ გამყვება და დამამხსოვრდება... <3

 


№4 სტუმარი sota

შენი საუკეთესო ისტორიაა <3 დიდი სიამოვნებით წავიკითხე კიდევ ერთხელ. ეხლაც ის ემოცია მოიტანა, რაც მაშინ. ახალ ისყორიას როდისთვის ველოდოთ?

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Mariamch
უხხ.. როგორ მიყვარს მე შენი ნაწერები <3 არვიცი ადამიანი ასე გადმოცემდეს ემოციებს <3 ანააა უმაგრესი ხარ <3 აი, ისეთი ისტორია დიდხანს რომ გამყვება და დამამხსოვრდება... <3


დიდი,დიდი მადლობა kissing_heart

sota
შენი საუკეთესო ისტორიაა <3 დიდი სიამოვნებით წავიკითხე კიდევ ერთხელ. ეხლაც ის ემოცია მოიტანა, რაც მაშინ. ახალ ისყორიას როდისთვის ველოდოთ?


კიდევ ერთხელ? ეს უკვე კომპლიმენტია kissing_closed_eyes რაც შეეხება ახალ ისტორიას, ჯერ წერის პროცესშია, მაგრამ ჩემი უაზრო რეჟიმის გადამკიდე თავადაც არ ვიცი, როდის დავავსრულებ

 


№6  offline წევრი qetiqetiA3

იმდენად კარგი იყო და იმხელა სიამოვნება მივიღე მადლლობის მეტი რა მეთქმის ♥ ♥ ♥

 


№7 სტუმარი Guest ნათია

რამდენი ვიტირე ღმერთო

 


№8  offline წევრი ucnobi_18

ვაიმე რა კარგიი იყოო❤აიი ესეთი ისტორია არ წამიკითხავს შემიძლია ვთვა ხმამაღლა უდაოდ ძალიან კარგად წეერ თითოეულ პერსონაჟს თავის ხიბლი აქვს აი არვიცცი რა კიდე ემოციებშივარ ძალიაან კარგიი იყოო ძალიიაან❤

 


№9 სტუმარი Guest murachashvili

qetiqetiA3
იმდენად კარგი იყო და იმხელა სიამოვნება მივიღე მადლლობის მეტი რა მეთქმის ♥ ♥ ♥

მადლობა მე მაქვს გადასახდელი, დროს რომ მითმობთ kissing_heart

Guest ნათია
რამდენი ვიტირე ღმერთო

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ტირილი წესით არ უნდა მიხაროდეს, მაიც ეგოისტურად კმაყოფილი ვარ wink

ucnobi_18
ვაიმე რა კარგიი იყოო❤აიი ესეთი ისტორია არ წამიკითხავს შემიძლია ვთვა ხმამაღლა უდაოდ ძალიან კარგად წეერ თითოეულ პერსონაჟს თავის ხიბლი აქვს აი არვიცცი რა კიდე ემოციებშივარ ძალიაან კარგიი იყოო ძალიიაან❤

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ეს ისტორია ჩემთვის საკმაოდ ბევრს ნიშნავს და ორმაგად მიხარია თქვენც თუ მოგწონთ kissing_heart heart_eyes

 


№10  offline წევრი nestanuka13

ეს ისტორია არ მქონდა წაკითხული, უნდა ვაღიარო რომ შენ ყველა ისტორია არ მაქვს წაკითხული, არ ვიცი დამბურძლა იმდენად სევდიანი და სიყვარულიანი ისტორია იყო, კიდევ კარგი დადე განმეორებით ყოჩაღ ძალიან სერიოზული ნაწერი იყო ❤❤❤

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nestanuka13
ეს ისტორია არ მქონდა წაკითხული, უნდა ვაღიარო რომ შენ ყველა ისტორია არ მაქვს წაკითხული, არ ვიცი დამბურძლა იმდენად სევდიანი და სიყვარულიანი ისტორია იყო, კიდევ კარგი დადე განმეორებით ყოჩაღ ძალიან სერიოზული ნაწერი იყო ❤❤❤

დიდი მადლობა, რომ წაიკითხე, სასიამოვნოა თუ მოგეწონა, იმედია დანარცენ ისტორიებსაც წაიკითხავ და ემოციებს გამიზიარებ kissing_heart

 


№12 სტუმარი Guest baby girl

მშვენიერი ისტორიაა მეც სგავსი ცხოვრება მაქვს არც მე მყავს მამა მაგრამ ბედნიერი ვარ რომ ერთ თუნდაც ნაწარმოების გმირი(ან სულაც იქნებ ნამდვილ ხოვრებაშიც არსებობენ ეს ადამიანები მე ხომ არ ვიცი) მაინც არის ბედნიერი. რაც შეეხება მათ ბავშობას ყველაზე მეტად ქეთის ხუმრობა 'მოკლეზე ჩამოვედი' მომეწონა რა საყვარელი სანახავი იქნებოდა წარმომიდგენია. joy joy წარმატებები მიყვარხარ <3 მაგარი ხარ heart_eyes heart_eyes

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest baby girl
მშვენიერი ისტორიაა მეც სგავსი ცხოვრება მაქვს არც მე მყავს მამა მაგრამ ბედნიერი ვარ რომ ერთ თუნდაც ნაწარმოების გმირი(ან სულაც იქნებ ნამდვილ ხოვრებაშიც არსებობენ ეს ადამიანები მე ხომ არ ვიცი) მაინც არის ბედნიერი. რაც შეეხება მათ ბავშობას ყველაზე მეტად ქეთის ხუმრობა 'მოკლეზე ჩამოვედი' მომეწონა რა საყვარელი სანახავი იქნებოდა წარმომიდგენია. joy joy წარმატებები მიყვარხარ <3 მაგარი ხარ heart_eyes heart_eyes

დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის, მინდა იმედი ვიქონიო, რომ ჩვენს პერსონაჟებზე ბევრად მეტო და ბედნიერი მომავალი გექნება წინ kissing_heart

 


№14  offline წევრი nini :)

ღმერთო ეს რა იყოოოო.... მართლაც ძალიან ძალიან განსხვავებული ისტორია იყოოოო... არ ვიცი როგორ გამოვხატო ემოციებიიი... რამდენი ვიტირეეე... მართლა დავიტანჯე ლევნის მონაყოლისას, მართლა მტკიოდა მათი ტკივილი,.... საუკეთესო იყოოო თუ რამე წამიკითხავს..... ❤❤❤

 


№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nini :)
ღმერთო ეს რა იყოოოო.... მართლაც ძალიან ძალიან განსხვავებული ისტორია იყოოოო... არ ვიცი როგორ გამოვხატო ემოციებიიი... რამდენი ვიტირეეე... მართლა დავიტანჯე ლევნის მონაყოლისას, მართლა მტკიოდა მათი ტკივილი,.... საუკეთესო იყოოო თუ რამე წამიკითხავს..... ❤❤❤

დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის kissing_heart ძალიან მიხარია თქვენი ინტერესი ძველი ისტორიების მიმართ. ლევანი ჩემთვის დღემდე ერთ-ერთი მტკივნეული პერსონაჟია kissing_heart

 


№16  offline წევრი ხულიგან

მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ყოჩაღ ავტორს. იმ მომენტზე მე შემრცხვა მამა რომ უხსნიდა შვილს ნამეტანი ინტიმურ მომენტებს და მერე ჩემს თავზე ვიცინე.

 


№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ხულიგან
მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ყოჩაღ ავტორს. იმ მომენტზე მე შემრცხვა მამა რომ უხსნიდა შვილს ნამეტანი ინტიმურ მომენტებს და მერე ჩემს თავზე ვიცინე.

ძალაინ გამახარე და გამაცინე kissing_heart დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასო kissing_heart

 


№18  offline მოდერი naattii

მერამდენედ ვკითხულობ ❤

 


№19  offline ახალბედა მწერალი murachashvili

naattii
მერამდენედ ვკითხულობ ❤

მერამდენედ მიხარია heart_eyes

 


№20 სტუმარი ana

ანა ძალიან, ძალიან მომეწონა. შენ ასეთი კუთხით არ გიცნობდი, ჩემთვის ჭკვიანი იურისტი იყავი და თურმე რა ნიჭს გვიმალავდი, წარმატებები შენ heart_eyes

ana
ანა ძალიან, ძალიან მომეწონა. შენ ასეთი კუთხით არ გიცნობდი, ჩემთვის ჭკვიანი იურისტი იყავი და თურმე რა ნიჭს გვიმალავდი, წარმატებები შენ heart_eyes

 


№21 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან მომეწონა❤️

 


№22  offline წევრი Chameleon ))

ვაიმეეეეეეეე scream ეს რა იყოო? scream აღუწერელ განცდას ცრემლებამდე რომ მივყავარ ის შემთხვევაა... ვსო დღეიდან ეს ისტორია ჩემი საყვარელი ისტორიაა heart_eyes შოკშI ვარ! უმაგრესი იყო
!

 


№23  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Chameleon ))
ვაიმეეეეეეეე scream ეს რა იყოო? scream აღუწერელ განცდას ცრემლებამდე რომ მივყავარ ის შემთხვევაა... ვსო დღეიდან ეს ისტორია ჩემი საყვარელი ისტორიაა heart_eyes შოკშI ვარ! უმაგრესი იყო
!

უღრმესი მადლობა, ნამდვილად არ მეგონა ამ ისტორიას ისევ თუ კითხულოდნენ, უზომოდ მიხარია თქვენი ინეტერსი kissing_heart

 


№24  offline წევრი gvancacuna

dzaaaan momewonaa ????didi xania aseti kargi istoria ar wamikitxavs ????aucileblad wavikitxav isev tan araertxel ????ert erti chemi sayvareli istoriaa ukve ????

 


№25  offline წევრი iako1234 jvarashvili

მეც მომეწონა მაგარია წარმატებები

 


№26  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუ რა კარგი იყო ძალიან მომეწონაა

 


№27  offline წევრი TamoTi

ესეც თავიდან გადავიკითხეე❤️❤️საოცრებაა

 


№28  offline ახალბედა მწერალი murachashvili

gvancacuna
dzaaaan momewonaa ????didi xania aseti kargi istoria ar wamikitxavs ????aucileblad wavikitxav isev tan araertxel ????ert erti chemi sayvareli istoriaa ukve ????

iako1234 jvarashvili
მეც მომეწონა მაგარია წარმატებები

uchveulo
აუ რა კარგი იყო ძალიან მომეწონაა

Tamuna Gogaladze
ესეც თავიდან გადავიკითხეე❤️❤️საოცრებაა

აღარ მეგონა ძველ ისტორიებს ისევ თუ კითხულობდით. ძალიან მიხარია თქვენი სიტყვები. დიდი მადლობა heart_eyes

 


№29  offline წევრი gvancacuna

უკვე მერამდენედ ვკითხულობ თავიდაან????????ძაან მიყვარს ????

 


№30  offline აქტიური მკითხველი terooo

მინდა გითხრა რომ სასწაული ხარ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent