შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (მეორე თავი)


23-02-2017, 23:25
ავტორი murachashvili
ნანახია 4 559

მეორე თავი
ჩვილი კელიაში შეიყვანეს. მცირე ზომის ოთახი ავეჯის ხალვათობითაც გამოირჩეოდა. მთელი მისი აღჭურვილობა, კედელთან მდგომი ერთ კაციანი ლოგინის, ტუმბოსა და ფანჯარასთან განთავსებული პატარა მაგიდისგან შედგებოდა. კუთხეში შეშის ღუმლით, აი, სულ ეს იყო მამა ნიკოლოზის კელია.
- უფ, უფ, ცივა... - ხელების სრესით ადგილზე ხტუნაობდა მძღოლი.
- შეშის ნაჭრები მანდვეა შემოსასვლელში, ღუმელში შეყარე და...
მამაოს სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, იქვე დაწყობილი წვრილი ნაფოტები ღუმელში შეაწყო მძღოლმა, ზემოდან შედარებით მოზრდილი ნაჭრები ჯვარედინად დაალაგა, სანახევროდ ჩამქრალ ნაკვერჩალს ოდნავ შეუჩხიკინა, სული შეუბერა და ცეცხლის ალიც ავარდა. წკაპა-წკუპით იწვოდა შეშა, რამდენიმე წუთში სასიამოვნო სითბოც დატრიალდა ოთახში.
ჩვილი ლოგინზე დააწვინა მამა ნიკოლოზმა და სახვევებიც შეჰხსნა. აქამდე შებოჭილი კიდურები ნელ-ნელა აამოძრავა პატარამ, ისე გაიტრუნა, აშკარად, ესიამოვნა თავისუფლება.
კარებში უხერხულად გაჩხერილი ქალი ინტერესით ათვალიერებდა ოთახს, ცალი თვალით გახედა მამაომ:
- მაგიდაზე ქილით რძე დგას, მანდვე ლითონის ჭურჭელია, შეათბე! - შეძლებისდაგვარად თბილად მიმართა, გულის სიღრმეში ისევ სჯეროდა, რომ გოგონა გადაიფიქრებდა, თუმცა მამაო შეცდა.
წამიერად გაფითრდა ქალი, თითქოს ბავშვისკენ ნაბიჯიც გადადგა, მაგრამ თავს მაინც მოერია, შეშინებული, რომ ცდუნებას ვერ გაუძლებდა, კელიიდან ისევ ეზოში გავარდა. დანანებით გააქნია თავი შავოსანმა. ქალის ნაცვლად, მძღოლმა დადგა რძე შესათბობად.
- რკინის სათლით კართან წყალი დგას, ისიც დაადგი, ჩვილი უნდა ვაბანაოთ!... - საკუთარი იმედგაცარუების დასამალად ისევ მითითებებეს აძლევდა კაცს -თავშესაფარში მომუშავე დედაოებს ვუთხარი, თქვენი გადაწყვეტილების შესახებ. პატარასთვის პირველადი მოხმარების ნივთებიც მომცეს, თუმცა იმედი გვქონდა, გამოყენება არ დამჭირდებოდა, არც კი მინახავს რა ჩამილაგეს, მანდვეა მაგიდის ქვეშ, პოლიეთილენის პარკით.
- ვცადე, რა აღარ შევთავაზე, დაოჯახებაც კი..
უკანასკნელ სიტყვებს აშკარად არ ელოდა, გაოცებულმა გახედა კაცს, რომელმაც პარკიდან ბოთლიანი საწოვარა და სუფთა სახვევები ამოალაგა და მაგიდაზევე დადო. მამაოს გამომცდელ მზერას თვალი აარიდა და შუბლშეკრულმა სარკმლიდან ეზოში ნერვიულად მოსიარულე ქალს გახედა.
- გიყვარს?
- არა, მეგონა მხარდაჭერას თუ იგრძნობდა, ბავშვის მიტოვებაზე უარს იტყოდა. - უნდოდა ხმაში მღელვარება არ შესტყობოდა, როგორმე უდარდელი ტონი შეენარჩუნებინა, მაგრამ არ გამოუვიდა.
- ასე რატომ ზრუნავ ამ ბავშვზე? - თითქოს განზრახ ისევ თვალებში მიაჩერდა, მაგრამ იმხელა ამოუთქმელი ტკივილი იგრძნო, ვერ გაუძლო, ზედმეტად მისი იყო, ზედმეტად სხვა.
- ისევ წარსულს უტრიალებ? - ხმა გაბზარვოდა მამაოს.
- ნიკუშ! - ჩვეულებისამებრ ისევ საერო სახელით მიმართა, თუმცა სწრაფადვე გამოასწორა - ბოდიში, მამაო ნიკოლოზ, ჩვენ ეს ტკივილი ერთად გავიარეთ, კარგად ვიცით უდედობის ფასიც...
- ამ პატარასგან განსხვავებით, ჩვილები მაინც არ მიგვატოვა! - დედის გახსენებაზე ისევ ეტკინა მამაოს.
- საქმეც მაგაშია, ჩვენგან განსხვავებით, ამ პატარას ნაწილობრივ მაინც გაუმართლა! - ირონია ვერ დაფარა კაცმა.
- ვერ მიგიხვდი...
- არ ეყვარება, არც მოენატრება! - საწოვარას ცხელი წყალი გამოავლო და შემთბარი რძე ჩაასხა, გამოცდილი ქალივით, ხელის გულით შეამოწმა სითხე ცხელი ხომ არ იყო და ბავშვთან დახრილ მამაოს მიაწოდა.
- ამდენი წლის შემდეგაც ვერ აპატიე?- მისკენ არც კი გაუხედავს, საწოვარა პატარას დაფჩენილ პირში ჩაუდო ნიკოლოზმა.
მშიერი ჩვილი ხარბად წოვდა თეთრ სითხე, რამდენიმეჯერ გადასცდა კიდეც, თუმცა შეჩერება არც კი უფიქრია, სიამოვნებისგან კმაყოფილი კრუტუნებდა.
- ვერც ვაპატიებ. თითქმის ყოველ დღე ვფიქრობ რა იქნებოდა ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა, მისი წასვლის შემდეგ აირია ყველაფერი. იქნებ არც შენ შეხვედროდი ლიკას. იქნებ, არც შეგყვარებოდა...
- დამნაშავის ძებნაში ძალიან შორს წასულხარ... - სიცილი ვერ შეიკავა ნიკოლოზმა - არადა, პასუხი მარტივია. დამნაშავე არ არსებობს. თავს ნუ იტანჯავ. იქნებ ნაწილობრივ მართალიც ხარ, მაგრამ თუ დაფიქრდები, შენც მიხვდები, რომ ჩვენს პრობლემებთან დედას კავშირი არ ჰქონია. ლიკას მაინც გავიცნობდი, იმ ავბედით ღამეს რომ არ მოეკლათ, ალბათ ცოლად მოვიყვანდი, ახლა იქნებ, შვილებიც გვყოლოდა. მაგრამ ჩვენი სურვილები ყოველთვის არ ხდება?!. ყველაფერი ღვთის ნებაა, ბედნიერი ვარ ჩემმა გზამ მონასტრამდე რომ მომიყვანა. უშეცდომო არც ჩვენ ვართ. დამიჯერე, პატიება უნდა ისწავლო, ასე უფრო გაგიიოლდება...
- ჩემთვის ცხოვრება მარტივი მაშინ იყო, როცა გვერდით მედექი!...
- მე ისედაც შენთან ვარ, ახლა უფრო მეტად..
- არ იცი, ნიკოლოზ, შენ ამას ვერ მიხვდები!...
- რას ვერ მივხვდები? - ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა წინ მდგომს, თვალებში უმზერდა მამაო.
- ამას, ამის სიმძიმეს!.. - ხელის კანკალით შეეხო ანაფორას მამაკაცი.
ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა მამა ნიკოლოზს:
- შენ ჩემს სამოსში მარწუხებს ხედავ, მე კი - თავისუფლებას!...
- ვითომ? - ისევ ეჭვით უმზერდა წინ მდგომი.
- ვასიკო, რაც არ უნდა მოხდეს, სადაც არ უნდა ვიყო, ანაფორით თუ უბრალო ჯინსებით, მე შენი ძმა ვარ, შენი უმცროსი ძმა, შენი სისხლი და ხორცი...
კაცმა ისევ ხელი გაიშვირა, თითქოს მოხვევა უნდოდა, მაგრამ ვერ გაბედა, ისევ მოერიდა. მიუხვა ნიკოლოზი, მიუხვდა რიდს და თავად ჩაეხუტა. სწორედ ისე, როგორც ბავშვობაში, სწორედ ისე, როგორც მაშინ, როცა საყვარელთან მოალერსე დედას შეუსწრეს, სწორედ ისე, როცა გარდაცვლილი დედის წერილს კითხულობდნენ ნაბოლარა დასთან ერთად. არაფერი შეცვლილიყო, მიუხედავად სამოსისა, მიუხედავად მონასტრის კედლებში გატარებული წლებისა, ნიკოლოზს ისევ ბავშვობის სურნელი ასდიოდა, ისევ სიმშვიდეს ასხივებდა. თითქოს სადღაც დაკარგული ბედნიერება დაიბრუნეს. ტკივილი გაყუჩდა, ნელ-ნელა დაამდა. ალბათ, დიდხანს იქნებოდნენ ძმები ასე ჩახუტებულები, რომ არა ატირებული პატარა. რეალობაში ჩვილის ხმამ დააბრუნა.
- შენი საზრუნავიც თავზესაყრელად გაქვს და კიდევ მე გემატები ჩემი პრობლემებით! - დამნაშავე თვალებით გახედა პატარას მამაკაცმა.
- ხვალ დედაოებს დავუკავშირდები და პატარასაც მათ მივაბარებ. თავშესაფარში კარგად იქნება. მზრუნველ ხელს არ მოაკლებენ. კაცისგან გაწირულს, ღმერთი არ გასწირავს. ადრე თუ გვიან ეს გოგონაც იტყვის მის სიტყვას... - თბილი ღიმილით გახედა აფართხალებულ პატარას ნიკოლოზმა - გაიზრდება დიდი და სასახელო და სიკეთეც ორმაგად დაგიფასდება.
- ეგ როდის იქნება?! - მამაოს მეოცნებე სახის დანახვაზე, სიცილი ვერ შეიკავა ვასიკომ - მოდი, ახლა ვაბანაოთ და როგორმე დავაძინოთ.
არ ვიცი ამას რამდენად ერქვა ბანაობა. მოზრდილ სათლში ხელისგულზე გადაწვენილი ეჭირა მამაოს ჩვილი და მეორე ხელით ნაზად აცლიდა ჭუჭყს. ვასიკო ფრთხილად ასხამდა ნელ-თბილ, გაზავებულ წყალს. ისე ფაქიზად, ისე სათუთად ეპყრობოდნენ პატარას, თითქოს მისი დაზიანების ეშინოდან. ღიმილით შესცქერდნენ ბავშვის კმაყოფილ სახეს.
ბანაობის შემდეგ საფენი ჩააცვეს და სუფთა სახვევებში მუთაქის მსგავსად გაკოჭეს, ერთი კი გააპროტესტა, ისევ თავისუფლებისთვის გაიბრძოლა, მაგრამ მალევე დამშვიდდა. ნელ-ნელა მილულა ბრიალა თვალები და ტკბილად ჩაეძინა.
გვერდი-გვერდ ისხდნენ მამაკაცები და მშვიდად მძინარე ჩვილს უმზერდნენ, იქნებ ეჩვენებოდათ, მაგრამ არა მგონია, თითქოს უფრო გათეთრდა პატარა, ისეთი ლამაზი იყო, ისეთი საყვარელი, მოწითალო, მოვარდისფრო ტუჩებში ღიმილი ეპარებოდა, ძილში იცინოდა ჩვილი.
- ნიკუშ, მართლა არ ნანობ? - ისევ ძველ თემას მიუბრუნდა ვასიკო.
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია მამაომ: - ერთად-ერთი იმაზე მწყდება გული რომ ჩვენს ოჯახში ასეთი პატარა, ჩვენი სისხლი და ხორცი არ დარბის.
- მოვა დრო და ირბენენ. აუცილებლად ირბენენ... - ამჯერად მამაკაცი ოცნებობდა - ოდესმე იფიქრებდი, რომ ჩვენი ცხოვრება ასე შეიცვლებოდა?
- ასე როგორ?
- დავიშალეთ, ცალ-ცალკე, ჩვენი გზით წავედით.
- შენ ისედაც ადრე წახვედი.. - სიცილით გამოხედა ნიკოლოზმა.
- კი, მაგრამ... ის დრო მენატრება, ჩვენი ერთობა, ჩვენი მეგობრობა. იაკოც მენატრება, აქ რომ იყოს ერთს კარგად მოვჩეჩავდი! - ნაბოლარა დის გახსენებაზე ღიმილი ვერ შეიკავა ვასიკომ.
- დარწმუნებული ვარ ბედნიერია ქმართან, აბა, ჩვენს ყურებაში დარჩებოდა შინაბერად! - ხმა გაუთბა ნიკოლოზსაც.
- მომენატრა, ცოტა ახლოს მაინც წასულიყვნენ, რა ივლის გერმანიაში სტუმრად! - ისევ აწუწუნდა ვასიკო.
- ჩამოვლენ, დაბრუნდებიან. ამას წინებზე მინდიას ველაპარაკე, დამპირდა სალომეს მშობიარობამდე მოგინახლებთო. იმ პატარა ხულიგანსაც ამოიყვანენ, იქნებ შენც...
- არა მგონია, რამდენიმე დღეში მივფრინავ. - დამნაშავე ბავშვივით აარიდა თვალები ძმას.
- არადა, დანარჩენებზე ბრაზობდი, წავიდნენო!... - მსუბუქად გაკენწლა ნიკოლოზმა.
- არ შემიძლია, იმ სახლში მარტო ვერ ვჩერდები. ისევ წასვლა სჯობს. - არ უნდოდა, მაგრამ ხმაში მაინც საყვედური გაერია კაცს.
- იცოდე, ნებისმიერ დროს, რაც არ უნდა მოხდეს, მე აქ ვარ, შენს გვერდით! - მკერდზე ხელი დაადო ნიკოლოზმა.
- ვიცი! - ძმის მარჯვენას საკუთარიც დაადო.
ალბათ, დიდხანს იდგებოდნენ ასე, რომ არა ეზოში დგომით გაბეზრებული ქალი.
- არ წავიდეთ?! - ოთახში არც კი შემოსულა, კარებიდანვე იკითხა მან.
ისეთი ბღვერით გახედა ვასიკომ, რომ დამფრთხალმა ქალმა მაშინვე მიიხურა კარი. თვალი ისევ შვიდად მძინარე პატარასკენ გაექცა.
- ვერ ვიგებ, მომკალი და მართლა ვერ ვიგებ, როგორ შეუძლია ამხელა ბედნიერებას ზურდი აქციოს, შვილზე უარი თქვას?! ყველაფერს ვაპატიებდი, ოღონდ ბავშვის ასე გამეტებას ვერა... - მაინც ვერ მოითმინა ვასიკომ.
- არ გინდა, მასზე ნუ ფიქრობ, რაც არის არის, გადაწყვეტილება თავად მიიღო. იქნებ დაბრუნდეს კიდეც. მონათლეთ?
- მეხუმრები?! სამშობიაროდან დღეს გამოვიდა. თავად არც კი მომყვებოდა, შენ წაიყვანეო, ჩვილს მე მაჩეჩებდა. ძლივს დავითანხმე, წამოსვლაზე, მინდოდა ენახა, მინდოდა ეგრძნო, ოდნავ მაინც ეგძნო შვილის სიყვარული. მეგონა გადაიფიქრებდა, მგზავრობის დროს კიდევ ერთხელ გაიაზრებდა.
- გასაგებია, პატარაზე ჩვენ ვიზრუნებთ, მე და შენ. როგორც საკუთარს ისე გავზრდი.
ვასიკომ ერთხელ კიდევ გაიხედა გარეთ. აშკარად წასვლის დრო იყო, მაგრამ წასვლა არ უნდოდა. იმის წარმოდგენაზეც კი, რომ გარეთ ის ქალი ელოდა, ტანში უსიამოვნოდ გასცრა.
- რაღაც რომ გთხოვო, შემისრულებ? - მუდარი გახედა ძმას.
- ასეთს რას მთხოვ?
- გოგონას ელენე დაარქვი!...
- ელენე? - გაოცება ვერ დამალა ნიკოლოზმა- რატომ მაინც და მაინც ელენე?
- ძალიან გთხოვ, სულ მინდოდა მყოლოდა გოგონა, სახელად ელენე. - აშკარად თავი აარიდა პასუხს ვასიკომ.
- კეთილი, იყოს შენებურად, გვეყოლება გოგონა, სახელად ელენე! - სიცილით დაეთანხმა მამა ნიკოლოზი.
ჭიშკრამდე მიაცილა და გზა დაულოცა გვიან მგზავრებს. ავტომობილამდე ისევ ფეხით მიდიოდნენ ქალი და მამაკაცი. ხმას არც ერთი არ იღებდა, თითქოს სასაუბრო გამოლეოდათ. ზურგიდან გრძნობდნენ მამაოს მზერას. ერთხელ კიდევ მობრუნდა ვასიკო, შორიდან დაუქნია დამშვიდობების ნიშნად ხელი ძმას და ავტომობილის სალონში მიიმალა.



№1 სტუმარი Guest Darina

Ai vgijdebi ise momwons es tbili tkbili da chasaxramunebeli istoriaa, ai vasikosavit mec ver vgebulob am gogos gulcivobas am patara ...sadmi miuxedavad im yvelafris mere, ar vici ra unda gaaketos rom chemi simpatia daimsaxuros, shenze rom vgijdebi uamravjer maqvs natqvami

 


№2  offline მოდერი შადი

როგორ მომწონს❤გელი

 


№3  offline წევრი nestanuka13

ეს ნიკოლოზი ჩანახატის ნიკოლოზია??

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

წარმოუდგენელია როგორ უმეტებენ, არმესმის და რავქნა. შენკი არვიცი რა ვთქვა მართლა უმაგრესი ვინმე ხარ.

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

[quote=Guest Darina]Ai vgijdebi ise momwons es tbili tkbili da chasaxramunebeli istoriaa, ai vasikosavit mec ver vgebulob am gogos gulcivobas am patara ...sadmi miuxedavad im yvelafris mere, ar vici ra unda gaaketos rom chemi simpatia daimsaxuros, shenze rom vgijdebi uamravjer maqvs natqvami[/quot
ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის kissing_heart

შადი
როგორ მომწონს❤გელი

დიდი მადლობა heart_eyes
nestanuka13
ეს ნიკოლოზი ჩანახატის ნიკოლოზია??

გამიხარდა თუ იცანით. kissing_heart ეს ნიკოლოზი ის ნიკოლოზია, ამ ისტორიაში ნიკოლოზის გარდა ისევ შეხვდებით რამდენიმე ძველ პერსონაჟს. wink

lalita
წარმოუდგენელია როგორ უმეტებენ, არმესმის და რავქნა. შენკი არვიცი რა ვთქვა მართლა უმაგრესი ვინმე ხარ.

kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№6  offline წევრი nestanuka13

მონასტერში წავიდა ანუ?? მაინც ვერ გამიგია რაღა ლიკა გეზედმეტა და ის მოკალი ეგეც ყოფილიყო რა ცოცხალი ;))

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nestanuka13
მონასტერში წავიდა ანუ?? მაინც ვერ გამიგია რაღა ლიკა გეზედმეტა და ის მოკალი ეგეც ყოფილიყო რა ცოცხალი ;))

smile აბა რა გითხრა? უბრალოდ მაშინ ასეთ გაწყობაზე ვიყავი. ლიკა ასე ძალიან რომ გეცოდება, ამ ისტორიასი ისე ვითარდება მოვლენები, მართლა მაინცტერესებს რა აზრი გექნება.

 


№8  offline წევრი qarishxali

როგორ მომეწონა ეს ისტორიია ვერ გადმოგცემთ...ველოდები გაგრძელებას და გისურვებთ წარმატებებს heart_eyes

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

qarishxali
როგორ მომეწონა ეს ისტორიია ვერ გადმოგცემთ...ველოდები გაგრძელებას და გისურვებთ წარმატებებს heart_eyes

უღრმესი მადლობა, ბეცდები დიდხანს არ გალოდინოთ kissing_heart

 


№10  offline წევრი nestanuka13

ვნახოთ აბა როგორ განვითარდება დაველოდები :)) უბრალოდ ყოველთვის ავღნიშნავ ხოლმე აქ ისტორიებში საშინლად არ მიყვარს ეგ მომენტები და ყოველთვის უარყოფითად ვრეაგირებ :(

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nestanuka13
ვნახოთ აბა როგორ განვითარდება დაველოდები :)) უბრალოდ ყოველთვის ავღნიშნავ ხოლმე აქ ისტორიებში საშინლად არ მიყვარს ეგ მომენტები და ყოველთვის უარყოფითად ვრეაგირებ :(


დრამატული მომენტები არც მე მიყვარს, თუმცა ფაქტია, რომ ასეთ მომენტებს უფრო იმახსოვრებ და მეტადაც გტკივა.

 


№12  offline მოდერი sopiko

დავიბენი ://
ვინაა სალომე? ვინაა მინდია? ელენე? ლიკა? თან თუ ამ ქალზე არაა, მით უმეტეს...
ძალიან საინტერესო ჩანს!
მგონი ასეთი არაფერი წამიკითხავს... პარალელებს ვერც ფილმთან ვავლებ, ვერც წიგნთან და ვერც სხვა ისტორიასთან.
მოკლედ, მეტად აღარ მითხრა, რომ ოდესმე იმედებს გამიცრუებ!
მე მჯერა შენი heart_eyes

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

sopiko
დავიბენი ://
ვინაა სალომე? ვინაა მინდია? ელენე? ლიკა? თან თუ ამ ქალზე არაა, მით უმეტეს...
ძალიან საინტერესო ჩანს!
მგონი ასეთი არაფერი წამიკითხავს... პარალელებს ვერც ფილმთან ვავლებ, ვერც წიგნთან და ვერც სხვა ისტორიასთან.
მოკლედ, მეტად აღარ მითხრა, რომ ოდესმე იმედებს გამიცრუებ!
მე მჯერა შენი heart_eyes


გამაცინე, თუმცა იმედი მქონდა პერსონაჟების სახელებით იცნობდით ძველ ისტორიას... წესით ასეთი შინაარსის არც ფილმი უნდა არსებობდეს, არც წიგნი და არც ისტორია, თუ რა თქმა უნდა ისევ ჩემი დაწერილი არაა smile სულ ცოტა "გავიმარიაჟე". მაგრამ ეს ერთად-ერთი ისტორია იქნება სადაც ძველი ისტორიის რამდენიმე პერსონაჟს გავაცოცხლებ. მაგალითად ამ თავში უკვე გამოჩნდნენ ნიკოლოზი (ნიკა), ვასიკო და მინდია. ვინ არიან უკვე ვიცით, აი ერთმანეთთან როგორ გადაებმება განვითარებული მოვლენები კი ისტორიაში გამოჩნდება. ჯერ-ჯერობით უბრალოდ გავეცნოთ მოქმედ პერსონაჟებს.

 


№14 სტუმარი ეთო

საკმაოდ საინტერესოა <3 დაგაფიქრებს ცხოვრებაზე...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent