შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (მესამე თავი)

26-02-2017, 22:55
ავტორი murachashvili
ნანახია 4 824

კელიაში დაბრუნებული ნიკოლოზი ისევ ღუმელთან იჯდა და მშვიდად მძინარე პატარას მისჩერებოდა. უმზერდა ჩვილს და საკუთარი, ასე საგულდაგულოდ მიჩქმალული წარსული ფრაგმენტულად ახსენებდა თავს.
ალბათ, ორიოდე სიტყვა მამა ნიკოლოზის შესახებაც უნდა ვთქვათ. სულ რაღაც ხუთიოდე წელი იყო გასული, იმ დღიდან, რაც საყვარელი ქალი მიწას მიაბარა და თბილისს გაერიდა. შორს არ წასულა, ჯვრის მამათა მონასტერში მივიდა.
თავიდან არ ფიქრობდა ეკლესიაში დარჩენას. უბრალოდ მამაოებსა და ბერებს ეხმარებოდა მონასტრის მშენებლობისას. შემდეგ? შემდეგ იპოვა ის, რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა, თანადგომა, რწმენა, იმედი იმისა, რომ თავადაც შეეძლო დახმარება, ვიღაცისთვის შვების მოტანა.
მისი გადაწყვეტილება გააპროტესტეს მეგობრებმაც და ოჯახის წევრებმაც, ასეთ ქცევაში რწმენას კი არა, პრობლემებისგან გაქცევის სურვილს უფრო ხედავდნენ. იქნებ მართალნი იყვნენ, იქნებ არც ცდებოდნენ მეგობრები?! მაგრამ ნიკოლოზს უკან დახევა არც კი უფიქრია.
- დრო გვიჩვენებსო! - ერთი კი გამოუცხადა ეჭვით მომზირლებს და წავიდა მონასტერში.
მიუხედავად მისი სურვილისა, მაშინვე არ შემოსეს სამოსლით. თითქმის ერთ წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა ბერებთან ერთად, მარხულობდა, ინანიებდა, ემზადებოდა. ნიკოლოზი მტკიცე აღმოჩნდა მის გადაწყვეტილებაში. მეგობრებმა და ოჯახის წევრებლაც ირწმუნეს მისი, ბზობის წმინდა დღესასწაულზე ყოვლად მოწყალე უფლის ჯარისკაცად აკურთხეს. ამ დღეს გაქრა ნიკა და გაჩნდა მამა ნიკოლოზი. ბედნიერი იყო მამაო, უბედნიერესი, როგორც იქნა იპოვა შვება, დაამდა ტკივილიც.
ასე გაილია ყოყმანის, ეჭვებისა და ტკივილის ერთი წელი, შვების ოთხ გრძელ წელთან ერთად. ეს წლები ალბათ, არც თუ დიდ პერიოდად მოგეჩვენებათ, მაგრამ მისთვის მთელ ცხოვრებად ქცეულიყო.
წარსულზე ხშირად ფიქრობდა, მიღებულ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ნანობდა. პირიქით, უფრო მეტადაც დარწმუნდა, რომ მისი ადგილი აქ, მონასტერში იყო.
ამ ადგილზე მამათა მონასტრის მშენებლობა, ბავშვობის მეგობარ, მინდია არაბულთან ერთად გადაწყვიტა. მინდია გიდი იყო, კარგად იცნობდა ამ კუთხის ისტორიას, ერთ-ერთი ლაშქრობისას სწორედ მან უამბო მამა ნიკოლოზს, რომ ლეგენდის თანახმად ამ ადგილას სამონასტრო კომპლექსი ყოფილა. დიახ, ქვეყნის საზღვრის უსაფრთხოებას ერთ დროს თურმე ბერები იცავდნენ. სწორედ მაშინ გაუჩნდათ იდეა, საპატრიარქოსთვის მიემართათ, მოეძიებინათ თანხები და ისევ აღედგინათ მიწასთან გასწორებული მონასტერი.
მიუხედავად თანხის სიმცირისა მაინც დაიწყეს მშენებლობა, ბერებთან ერთად, მეგობრების თანადგომით, ნაწილ-ნაწილ, ეტაპ-ეტაპ, ნელ-ნელა აშენებდნენ. მართალია სრულ კომპლექსამდე ბევრი აკლდათ, მაგრამ ამჟამად ორი ეკლესია და რამდენიმე კელია მამაოებისა და ბერებისთვის უკვე აგებული ჰქონდათ.
მაგრამ გზადაგზა, ნელ-ნელა შემოეცალნენ მეგობრები მამაოს, ვიღაც საზღვარგარეთ წავიდა, ვიღაც ისევ თბილისში დარჩა, ვასიკოც კი, რომელიც მისი ღვიძლი ძმა იყო, რამდენიმე საათით შეურბენდა და თვალი ისევ გაქცევაზე ეჭირა.
მიუხედავად იმისა, რომ სწყინდა, საყვედურს მაინც არ ამბობდა ნიკოლოზი, კარგად ხვდებოდა მათი ქცევის მიზეზს, მამაოსთან ცალ-ცალკე, ერთმანეთის გარეშე მისვლა არ უნდოდათ.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვერ ნახულობდნენ, მეგობრები ფინანსურად აქტიურად ეხმარებოდნენ და ჩვეულებისამებრ ელოდნენ ზაფხულს, დროს როცა საქართველოში მოიყრიდნენ თავს. აი, ზაფხულში მინიმუმ ორი კვირით მაინც ავიდოდნენ მამაოსთან მონასტერში. სწორედ მაშინ ინაზღაურებდნენ დაკარგულს.

ზოგჯერ უმზერდა მამა ნიკოლოზი და ფიქრობდა, რომ მათთვის დრო არ გადიოდა, მიუხედავად იმისა, რომ წინ ზრდასრული ქალები და მამაკაცები ედგნენ, მაინც პატარა ბავშვებივით ცანცარებდნენ და ერთობოდნენ. მათთან ყოფნისას ისევ იღვიძებდა სიცოცხლის სურვილი, მათთან ისევ ძველი ნიკა ხდებოდა.
ახლა? ახლა უმზერდა მძინარე ჩვილს და ისევ ფიქრობდა როგორ მოიქცეოდნენ მისი მეგობრები ეს პატარა რომელიმე მათგანის შვილი რომ ყოფილიყო? ერთად-ერთი რასაც დარწმუნებით იტყოდა, ის იყო, რომ საკუთარ ნაშიერს არც ერთი არ მიატოვებდა. რაც უფრო მეტად ფიქრობდა, უფრო მეტად გრძნობდა, როგორ მონატრებოდა თითოეული. არადა, მათი წასვლიდან სულ რაღაც სამი თვე გასულიყო. მომავალ ზაფხულამდე ჯერ კიდევ შორს იყო, წინ საკმაოდ გრძელი და რთული ზამთარი ელოდა. მაინც როგორ იწელებოდა მთაში ზამთარი?!

ერთად-ერთი ვინც მეგობრებისა და ოჯახის წევრების დანაკლისსა და მონატრებას უვსებდა ისევ მინდია იყო. დღემდე მხარში ედგა მამაოს ამ მადლიან საქმეში, არაბული მიუხედავად იმისა, რომ იქორწინა, ჰყავდა პირველი სიამაყე, სამიოდე წლის თორნიკე და საზრუნავიც დანარჩენების მსგავსად მასაც მომატებოდა, თითქმის ყოველ კვირას ამოდიოდა ოჯახთან ერთად. დღე-დღეზე მეორე პატარასაც ელოდა, მაგრამ მაინც არ არღვევდა ტრადიციას.
მონასტრის მშენებლობასთან ერთად კიდევ ერთი სასარგებლო საქმე წამოიწყეს ბიჭებმა. სოფელში რამდენიმე დედაოს დახმარებით, მათ ძველ სახლში ობოლ ბავშვთა თავშესაფარი გახსნეს.
თავშესაფრის გახსნაშიც ყველანი ეხმარებოდნენ, განსაკუთრებით მეგობრები, თუმცა მიუხედავად მათი თანადგომისა, მაინც უჭირდათ. სამწუხაროდ, არ ჰყავდათ ძლიერი მრევლი, ვერც უხვ შესაწირს აგროვებდნენ სხვა ეპარქიების მსგავსად, დაცლილ სოფლებში მხოლოდ მოხუცები დარჩენილიყვნენ, რომელთაც იქეთ ჭირდებოდათ ეკლესიის დახმარება და გვერდში დგომა. უჭირდა მთაში ხალხს და შესაბამისად უჭირდა ეკლესიასაც.

როგორც უკვე აღვნიშნე, ფინანსურ სიდუხჭირეს განიცდიდა მონასტერი, მამა ნიკოლოზი ბერებთან ერთად სხვადასხვა გზებით ცდილობდა თანხის მოძიებას, მაგრამ მიუხედავად გაჭირვებისა, თავშესაფარში ბავშვების მიღებაზე უარს მაინც არ ამბობდნენ. იქნებ, ვერ უქმნიდნენ ისეთ პირობებს თავად რომ სურდათ, იქნებ, არ ჰქონდათ საუკეთესო კვება, ჩაცმა, მაგრამ ამ ბავშვებს ყველაზე მთავარი გააჩნდათ, მზრუნველობა და უანგარო სიყვარული.
- მამაო? - კელიაში შემოსულმა ბერმა ფიქრი შეაწყვეტინა ნიკოლოზს - მეგონა გეძინათ, ფანჯრიდან დავინახე ანთებული სანთელი და…
- არა, ვერ დავიძინე, სტუმრები გავისტუმრე და ფიქრებს შევყევი!
- დილით რომ მთხოვეთ, მინდიასთვის დასაბარებელი სანოვაგის სია, მოგიტანეთ. - უხერხულად იშმუშნებოდა ბერი.
ხელით ანიშნა ნიკოლოზმა შესულიყო, თავად მიტანილ ნუსხას დასცქეროდა.
- ვეცადე ბევრი რამ არ ჩამეწერა, მაგრამ მაინც... - თითქოს თავს იმართლებდა შავოსანი.
- ნუ ღელავ, გიორგი, ღმერთის წყალობით რამეს მოვახერხებთ, ქვეყნად კეთილ ხალს რა დალევს?! - ნიკოლოზი თან ნუსხას კითხულობდა და თან ფიქრობდა, იქნებ სიიდან რამის გამოკლება შეიძლებოდესო, მაგრამ სამწუხაროდ მამა გიორგის ისედაც შეზღუდული ჩამონათვალი შედგინა, მხოლოდ პირველად მოხმარების ნივთები ჩამოეწერა. გულით რომ გდომოდა, ნუსხიდან ერთ საგანსაც კი ვერ გამოაკლებდი, პირიქით ეცოტავა კიდევაც მამაოს და თავადაც ჩაამატა სასურველი ნივთები.
- პამპერსები, საკვები ბავშვებისთვის. ცოტა ხომ არაა გიორგი? გვეყოფა ერთი თვე? არ დაგავიწყდეს, დღე-დღეზე უნდა იმშობიაროს სალომემ, ახლად მოლოგინებულ მეუღლეს ვერ მიატოვებს მინდია, თან თოვლიც თუ მოვა, ამოსვლა გაუჭირდება, ავტომობილით ვეღარც ივლის.
- იმედია, მამაო, იმედია... კიდევ ერთი პატარა? - ახლაღა შენიშნა ლოგინზე მშვიდად მძინარე გოგონა.
- კიდევ ერთი... - დანანებით ჩაიქნია ხელი.
- ისიც ობოლი?
- არა. დედამ თავად მოიყვანა.
მამაოს სიტყვებზე თვალები ცრემლებით აევსო გიორგის, ისე აარიდა მზერა თითქოს თავად უხდიდა ბოდიშს ქალის საქციელის გამო.
- პატარა მოსანათლია, სახელიც უნდა დავარქვათ. დილის ლოცვის შემდეგ, იქნებ მოვნათლოთ კიდეც - მისი რეაქცია არ შეიმჩნია წინამძღოლმა, ისე გააგრძელა - სახელიც დავარქვათ, შემდეგ დედაოებს დავუკავშირდეთ, დანარჩენი კი ღვთის ნებაა...
- ნათლია ვინ იქნება?
- მე! - უჩვეულო სითბოთი წარმოთქვა კაცმა.
- როგორც თქვენ იტყვით, ბერებს გავაფრთხილებ და დილის ლოცვის შემდეგ ნათლობისთვის მოვემზადებით.
მამა გიორგი ცოტა ხნით კიდევ გაჩერდა, რამდენიმე დირექტივა კიდევ მიიღო წინამძღოლისგან და წავიდა.
ღამის სამ საათს უჩვენებდა, როცა მამა ნიკოლოზმა ჩვილს კიდევ ერთხელ აჭამა, გულზე დაიწვინა კნუტივით და ბავშვთან ჩახუტებულს როდის-როდის ჩაეძინა.

დილის ლოცვისა და ტრაპეზის შემდეგ, მოინათლა პატარა გოგონა. ალბათ, აზრი არ აქვს იმის აღწერას, როგორ ჩაიარა ნათლობამ, თუმცა ერთი რომ არ ვთქვა არ შემიძლია, უჩვეულოდ მშვიდად იყო ნათლობის დროს პატარა, ნაკურთხ წყალში განბანვის დროსაც კი არ წამოუტირია. ვერაფრით ხვდებოდა მამა ნიკოლოზი ვინ იყო ელენე, ან რატომ იყო ასე ძვირფასი ეს სახელი ვასიკოსთვის, მაგრამ ძმას თხოვნა მაინც შეუსრულა და პატარას დაპირებისამებრ ელენე დაარქვეს.

ტკბილად ეძინა ჩვილს, როცა მონასტერში სტუმრები გამოჩნდნენ. ორი წლის თორნიკე როგორც ყოველთვის წინ მორბოდა, ოდნავ მოშორებით უკვე თვეში მყოფი სალომე მოჰყვებოდა. ხოლო უკან ბარგით ხელ დამშვენებული მინდია არაბული.
- მამაო ნიკოლოზ, მამაო ნიკოლოზ! - წკრიალა ხმით ეძახდა პატარა არაბული.
- ჩემი გმირი მოსულა, ჩემი ვაჟკაცი! - ხელში აიტაცა ბიჭუნა და რამდენიმეჯერ ჰაერში ააგდო აკისკისებული ბავშვი. შავი კულულა თმები სახიდან გადაუწია, გულში ძლიერად ჩაიკრა მონატრებული ბიჭუნა და ყელი გემრიელად დაუკოცნა.
- მეღიტინება, მეღიტინება! - პატარა ფუნჩულა ხელებით წვერზე აწვებოდა მამაოს და მის მოცილებას ცდილობდა.
აფართხალებული ბავშვი დასვა ნიკოლოზმა და იქვე მდგომ მომღიმარ სალომეს მიუახლოვდა.
- როგორ ხარ? - თვალები უციმციმებდა გაბერილი რძლის დანახვაზე ნიკოლოზს.
- დამლოცეთ, მამაო! - ხელზე ემთხვია გოგონა - თორნიკე, ჭკვიანად იყავი, მამაოები არ შეაწუხო! - მიუხედავად გაფრთხილებისა, ანცი, ლურჯი თვალებით გამოხედა შვილმა და ბერებთან შევარდა კელიაში.
კელიებიდან გამოსული ხმებით ძნელი მისახვედრი არ იყო რომ პატარა არაბულის დანახვა გაუხარდათ მამაოებს. სტუმრების მოსვლით გახარებული მამაოები მალევე გამოიშალნენ ეზოში. ამდენი კოცნისა და ჩქმეტისგან აწითლებული ლოყებით ეზოში დარბოდა ცელქი პატარაც. აშკარად ეტყობოდა, რომ მათი ოჯახი თავს შინაურად გრძნობდნენ მონასტერში, ბერებსა და მამაოებს განსაკუთრებით უყვარდათ მუდამ ჯმუხი, ერთი შეხედვით ცივი და უჟმური უფროსი არაბული, რომელიც სინამდვილეში პატარა ბავშვივით გულჩვილი და ზედმეტად თბილი ადამიანიც კი გახლდათ. სალომეზე ხომ საუბარიც არ ღირდა, ეს იყო ადამიანი, რომელიც სითბოსა და სიყვარულს ასხივებდა. იშვიათად ნახავდით ასეთ გულისხმიერსა და თბილ ოჯახს. მათი საოცარი ნაზავს, პატარა თორნიკეს უკვე ეპოვა ეზოში მორბენალი პატარა მეცხვარის ლეკვი და ძარღლთან ერთად აგერ უკვე მერამდენე წრეს ურტყამდა მონასტრის ეზოს.
ბერები მინდიას გაჰყვნენ ავტომობილიდან სანოვაგის ამოსატანად. თითქმის საათზე მეტი დასჭირდათ ვიდრე მოტანილ სანოვაგეს დაახარისხებდნენ და შესაბამის სათავსოებში მოათავსებდნენ. ჩვეულებისამებრ, მინდიას ყურადღება არ მიუქცევია მამა ნიკოლოზის გაფრთხილებისთვის, ზედმეტი არ დაეხარჯა და სანოვაგე სულ მცირე ალბათ, ორჯერ მეტი მაინც მოეტანა.
სალომე პატარა თორნიკესთან ერთად მამა ნიკოლოზის კელიაში შევიდა მოსასვენებლად.
- ეს, ეს ვინაა? - გაოცებული მიაჩერდა პატარა თორნიკე მძინარე ჩვილს.
- ეს, პატარა ელენეა... - კელიაში შემოვიდა მამა ნიკოლოზიც.
- ენენე? - სახელი დამახინჯებით წარმოთქვა პატარამ - ჩემი დაიკო? - გაოცებულმა გახედა დედას გაბერილ ღიპზე.
- არა, შენი დაიკო ჯერ არ დაბადებულა... - სიცილს ვერ იკავებდა სალომე.
- აბა, ვინაა? - თავადაც ლოგინზე აძვრა და ინტერესით დააცქერდა მშვიდად მძინარე გოგონას, რომელიც ძილში იღიმებოდა - დამინახა?
- ვერა დე, ძინავს!
- აბა, ვის უცინის?! - მორიგ კითხვას სვამდა თორნიკე.
- ანგელოზებს... - თმები მოუჩეჩა დედამ.
- ალა, მე მიცინის. - საკუთარი დასკვნით ზედმეტად კმაყოფილს, ლურჯი თვალები აუციმციმდა და გაიბღინძა - ხომ მე მიცინის? - ამჯერად კელიაში შემოსულ მამა ნიკოლოზსა და მინდიას მიმართა ბიჭუნამ.
- აბა, რა, მა... შენ გიცინის... - დედის მსგავსად მინდიამაც თმები აუჩეჩა თორნიკეს - ახალი პატარა გვყავს?
- სამწუხაროდ. ამ საღამოს წაიყვანენ დედაოები...
- რა ლამაზია! - ემოცია ვერ დამალა სალომემ.
- ლამაზი?! - ეჭვით უმზერდა თორნიკე, დედის სიტყვები თითქოს არ მოეწონა, იეჭვიანა უცნობ გოგონაზე - პატარაა... - საკუთარ ფუნჩულა ხელს მიატოლა ჩვილის თხელი თითები - მეც ასეთი ვიყავი?.- ამჯერამ მამას ჰკითხა ბავშვმა.
- კი, მა... ასეთი. შენი დაიკოც ასეთი იქნება, ხომ მოუვლი, ხომ არ ატირებ? - რატომღაც უჩვეულოდ სევდიანად ჩაეკითხა მინდია.
- მოვუვლი აბა რა, მე უკვე დიდი ბიჭი ხარ! - ამაყად წარმოთქვა ბავშვმა.
სხვა დროს ალბათ გაეცინებოდა, მაგრამ ამჯერად მინდია სერიოზული, მოწყენილი სახით უმზერდა საკუთარ პირმშოს. მისი უჩვეულო რეაქცია არ გამოჰპარვია ნიკოლოზს. თვალით ანიშნა გარეთ გაჰყოლოდა.
- რა ხდება აღარ იტყვი?
- აღსარება მაქვს სათქმელი, მამაო! - ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ნიკოლოზთან თავდახრილი იდგა მინდია.
კარგად არ ენიშნა მეგობრის ასეთი განწყობა.
- ცოდვილი ვარ, მამაო! - არ ვიცი რაზე საუბრობდნენ, ან რას განიცდიდა მინდია, ფაქტი იყო, რომ მისი მონათხრობიდან უფრო და უფრო ექუფრებოდა სახე ნიკოლოზს. თხრობა დაასრულა მამაკაცმა და პატარა ბავშვივით ჩაეხუტა მამაოს. ხელები უცახცახებდა მამაოს, მაგრამ ჯვარი მაინც გადასახა მონანიეს.
- თავისივე მოქნეულ ხანჯალს წამოჰგებია. ნათელში იყოს მისი სული, ღმერთმა შეუნდოს მისი ცოდვები. მომხდარში ბრალი არ მიგიძღვის.... - ნერვიულად სცემდა ბოლთას ეზოში ნიკოლოზი.
- მოწმე არ მყავს, ოთახში ჩვენს გარდა არავინ ყოფილა.
- მე მივალ ხევისბერთან. აუცილებლად დაგვიჯერებენ. სულ რომ მკვლელობაში დაგდონ ბრალი, ოცდამეერთე საუკუნეში, რა დროს სისხლის აღებაა?
- რაც იქნება, იქნება... - დანებების ნიშნად ხელი ჩაიქნია მინდიამ - ჩემების დარდს ნუ გამაყოლებ, დანაპირები შემისრულე...
- ხვდები რას ამბობ? - მდგომარეობიდან გამოვიდა ნიკოლოზი. ამდენი წლის შემდეგ პირველად აუწია ხმას მამაომ - უფლებას არ მოგცემ. დღესვე წამოვალ, დღესვე გავარკვევთ...
- რა ხდება? რა გაყვირებთ? - ჩვილით ხელში კელიიდან გამოვიდა სალომე.
- არაფერი, წარსულზე ვსაუბრობდით და მამაო გავაბზრაზე... - ბავშვით ხელში მდგომი ორსული მეუღლის დანახვისთანავე უდარდელობის ნიღაბი აიკრა სახეზე მინდიამ.
- სულელი ხარ ამხელა კაცი! - ემოციები ისევ ვერ შეიკავა ნიკოლოზმა, გაღიზიანებული ეკლესიაში შევიდა.

ეკლესიაში შეჰყვა მინდიაც. გვერდი-გვერდ, მუხლებზე იდგნენ ჯვარცმასთან მამაკაცები. მუხლებზე იდგნენ და ისე ლოცულობდნენ, მინდიასა და მისი ოჯახის შემწეობას ევედრებოდნენ ღმერთს, ცრემლები სდიოდა მამაოს, ამდენი წლის შემდეგ პანიკურად ეშინოდა, კიდევ ერთ დანაკლისს, კიდევ ერთ ტკივილს ვერ გაუძლებდა, ვეღარ გადაიტანდა.

№1 სტუმარი Nino

როგორი განსხვავებული ისტორიაა..როგორ მომწოონს..ახლა წავიკითხე სამივე თავი და ერთი სული მაქ მალე წავიკითხო შემდეგი თავი..არდააგვიანო რა გთხოოვვ..ძალიან თბილი და სულიერად ძლიერი ისტორიაა..წარმატებებიიი...მალე დადეე რაა

№2 სტუმარი lalka

auuu zalian damaintrigebeli tavia exla gawyveta ikneboda?male dade ra ar daagviano?

№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Nino
როგორი განსხვავებული ისტორიაა..როგორ მომწოონს..ახლა წავიკითხე სამივე თავი და ერთი სული მაქ მალე წავიკითხო შემდეგი თავი..არდააგვიანო რა გთხოოვვ..ძალიან თბილი და სულიერად ძლიერი ისტორიაა..წარმატებებიიი...მალე დადეე რაა

დიდი მადლობა, ნინო kissing_heart ვეცდები ახალი თავი არ დავაგვიანო kissing_heart

lalka
auuu zalian damaintrigebeli tavia exla gawyveta ikneboda?male dade ra ar daagviano?

ალბათ ცუდად გამოვიდა შეწყვეტა, მაგრამ მგონი ეს დამაინტრიგებელი მომენტი კარგად დაწერას იმსახურებს. ფაქტიურად ისტორიის ქვაკუთხედია და მაპატიეთ აქ თუ გავწყვიტე, ვეცდები მინიმუმ სამ=ოთხ დღეში შემოგტავაზოთ ახალი თავი heart_eyes kissing_heart

№4  offline წევრი Mariamch

განსხვავებული...
საინტერესო...
რომ დაიწყებ კითხვას და ემოციების ზღვაში რომ ვარდები ისეთია... <3
ვხვდები, წინ დიდი თავგადასავალი გველის....

№5 სტუმარი Teo.

Rogorc yoveltvis dzalian kargia. Gelodebit.

№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Mariamch
განსხვავებული...
საინტერესო...
რომ დაიწყებ კითხვას და ემოციების ზღვაში რომ ვარდები ისეთია... <3
ვხვდები, წინ დიდი თავგადასავალი გველის....

წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ვნახოთ რა გამოვა kissing_heart

Teo.
Rogorc yoveltvis dzalian kargia. Gelodebit.

დიდი მადლობა, ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ kissing_heart

№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი რა ანა,მინდიას არაფერი დამართო რა,შეგვივიდეს შენი მკითხველი,ისიც გვეყოფა ლიკა რომ მოკალი წინა ისტორიაში.ძალიან მიყვარს შენი ისტორიები

და კიდევ პატარა თავი იყო,არა და მინდა დიდხანს ვიკითხო ხოლმე შენი ისტორია.
--------------------
ლანა

№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
კარგი რა ანა,მინდიას არაფერი დამართო რა,შეგვივიდეს შენი მკითხველი,ისიც გვეყოფა ლიკა რომ მოკალი წინა ისტორიაში.ძალიან მიყვარს შენი ისტორიები

და კიდევ პატარა თავი იყო,არა და მინდა დიდხანს ვიკითხო ხოლმე შენი ისტორია.

ძალიან არ მინდა სასტიკი ვჩანდე, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა, ეს ერთხელ კიდევ უნდა მაპატიოთ და გპირდებით გამოვსწორდები kissing_heart

№9  offline მოდერი შადი

ძალიან მომწონს,გელი

№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

შადი
ძალიან მომწონს,გელი

kissing_heart

№11  offline აქტიური მკითხველი La-Na

murachashvili
La-Na
კარგი რა ანა,მინდიას არაფერი დამართო რა,შეგვივიდეს შენი მკითხველი,ისიც გვეყოფა ლიკა რომ მოკალი წინა ისტორიაში.ძალიან მიყვარს შენი ისტორიები

და კიდევ პატარა თავი იყო,არა და მინდა დიდხანს ვიკითხო ხოლმე შენი ისტორია.

ძალიან არ მინდა სასტიკი ვჩანდე, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა, ეს ერთხელ კიდევ უნდა მაპატიოთ და გპირდებით გამოვსწორდები kissing_heart

კარგი რა ანა ანუ აპირებ მინდია მოკლა.ოო ვიტირებ ახლა პატარა ბავშვივით
--------------------
ლანა

№12  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ბარემ არ მიბდა გატირო, მაგრამ რა ვქნა? სხვაგვარად არ შედგება ის წყვილი მე რომ მჭირდება smile

№13  offline მოდერი sopiko

ვაი, რა საინტერესოა.
უსაინტერესოესი.
ძალიან მომწონს რელიგია, რწმენა, მზრუნველობა, სიკეთე, სითბო ასე წინა პლანზე რომ გაქვს გადმოწეული.
გამიხარდა ამ თბილი ოჯახის სტუმრობა. ნეტავ, რა გადახდა მინდიას? რაზე წუხს? უკვე ვეღარ ვითმენ, ცნობისმოყვარე ვარ :დდ
ნეტავ, ელენეზე იქნება ეს ისტორია?
არ ვიცი ://
გელი heart_eyes

№14  offline აქტიური მკითხველი La-Na

murachashvili
La-Na
murachashvili
La-Na
კარგი რა ანა,მინდიას არაფერი დამართო რა,შეგვივიდეს შენი მკითხველი,ისიც გვეყოფა ლიკა რომ მოკალი წინა ისტორიაში.ძალიან მიყვარს შენი ისტორიები

და კიდევ პატარა თავი იყო,არა და მინდა დიდხანს ვიკითხო ხოლმე შენი ისტორია.

ძალიან არ მინდა სასტიკი ვჩანდე, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა, ეს ერთხელ კიდევ უნდა მაპატიოთ და გპირდებით გამოვსწორდები kissing_heart

კარგი რა ანა ანუ აპირებ მინდია მოკლა.ოო ვიტირებ ახლა პატარა ბავშვივით

ბარემ არ მიბდა გატირო, მაგრამ რა ვქნა? სხვაგვარად არ შედგება ის წყვილი მე რომ მჭირდება smile

უფ აღარ მომწონს უკვე მე ეს წყვილი(ხუმრობით) თუმცა გული მართლა მწყდება.მალე დადე ახალი თავი უკვე სული მელევა
--------------------
ლანა

№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

sopiko
ვაი, რა საინტერესოა.
უსაინტერესოესი.
ძალიან მომწონს რელიგია, რწმენა, მზრუნველობა, სიკეთე, სითბო ასე წინა პლანზე რომ გაქვს გადმოწეული.
გამიხარდა ამ თბილი ოჯახის სტუმრობა. ნეტავ, რა გადახდა მინდიას? რაზე წუხს? უკვე ვეღარ ვითმენ, ცნობისმოყვარე ვარ :დდ
ნეტავ, ელენეზე იქნება ეს ისტორია?
არ ვიცი ://
გელი heart_eyes

იმდენი კითხვაა smile ამ კითხვებზე პასუხი ახლავე რომ გაგცე დასრულდება ისტორიას, მხოლოდ ერთს გეტყვი ისტორია ელენეზე და თორნიკეზე იქნება.

La-Na
murachashvili
La-Na
murachashvili
La-Na
კარგი რა ანა,მინდიას არაფერი დამართო რა,შეგვივიდეს შენი მკითხველი,ისიც გვეყოფა ლიკა რომ მოკალი წინა ისტორიაში.ძალიან მიყვარს შენი ისტორიები

და კიდევ პატარა თავი იყო,არა და მინდა დიდხანს ვიკითხო ხოლმე შენი ისტორია.

ძალიან არ მინდა სასტიკი ვჩანდე, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა, ეს ერთხელ კიდევ უნდა მაპატიოთ და გპირდებით გამოვსწორდები kissing_heart

კარგი რა ანა ანუ აპირებ მინდია მოკლა.ოო ვიტირებ ახლა პატარა ბავშვივით

ბარემ არ მიბდა გატირო, მაგრამ რა ვქნა? სხვაგვარად არ შედგება ის წყვილი მე რომ მჭირდება smile

უფ აღარ მომწონს უკვე მე ეს წყვილი(ხუმრობით) თუმცა გული მართლა მწყდება.მალე დადე ახალი თავი უკვე სული მელევა

smile დარწმუნებული ვარ ამ ისტორიაში ყველაზე მაგარი წყვილი გვეყოლება, ყოველ შემთხვევაში მე ასე მინდა kissing_heart

№16  offline წევრი An-El

უკვე მივხვდი რომ ეს გემრიელი და საინტერესო ისტორია თორნიკესა და ელენეს სიყვარულზე იქნება . . კაი ხარ და დიდხანს არ გვალოდინო ეს სულსწრაფი ხალხი :D :*

№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

An-El
უკვე მივხვდი რომ ეს გემრიელი და საინტერესო ისტორია თორნიკესა და ელენეს სიყვარულზე იქნება . . კაი ხარ და დიდხანს არ გვალოდინო ეს სულსწრაფი ხალხი :D :*

ამ ისტორიას მიფუჩეჩებას ვერ ვაკადრებთ, სოლ ცოტა ლოდინი მოგიწევთ ხოლმე smile kissing_heart

№18  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

როგორც ყოველთვის ძალიან განსახვავებულიი ტკბილი და თბილი წასაკითხიი იყოო ..საოცრად წერ შეყვარებულიი ვარ შენს ყველა ისტორიაზეე ისეთი სასიამოვნო წასაკითხი იყოოო აღარ მინდოდა დასრულებულიყო ...იდეალური ხარ

№19  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
როგორც ყოველთვის ძალიან განსახვავებულიი ტკბილი და თბილი წასაკითხიი იყოო ..საოცრად წერ შეყვარებულიი ვარ შენს ყველა ისტორიაზეე ისეთი სასიამოვნო წასაკითხი იყოოო აღარ მინდოდა დასრულებულიყო ...იდეალური ხარ

დიდი მადლობა, ამ სიტყვებისთვის kissing_heart იმედია ბოლომდე მოგვწყევი ნიტა, და გაგვიზიარებ შენს აზრს wink

№20  offline წევრი anoeta

რა კარგი მოთხრობაა. ყოველდღე ვამოწმებ ახალი თავი თუ დაიდო. მალე დაგვიდე ნუ გვიგვიანებ ვერ ვითმენ☺☺☺

№21  offline ახალბედა მწერალი murachashvili

anoeta
რა კარგი მოთხრობაა. ყოველდღე ვამოწმებ ახალი თავი თუ დაიდო. მალე დაგვიდე ნუ გვიგვიანებ ვერ ვითმენ☺☺☺

ვეცდები ამუქმე დღეებით ვისარგებლო და ახალი თავიც დავდო smile

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent