შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე (ნაწილი 29)


27-02-2017, 10:48
ავტორი Lex
ნანახია 1 255

29.
პატრონის გასაკვირად დადამ შედარებით იყოჩაღა, ბევრად სწრაფად მოვიდა გონს, თავი ხელში აიყვანა და სალონიდანაც ისე წამოვიდნენ არც ერთს ხმა არ დაუძრავს, ექიმის ვიზიტზეც კი უარი განაცხადა, ყველა დაარწმუნა, რომ თავს უკეთ გრძნობდა.
პატრონი საშინლად გაღიზიანებული იყო, მაგრამ დადას ხათრით თავი ხელში ეჭირა, ცდილობდა სულ ყურადღების ქვეშ ჰყოლოდა. ზეკიც კი კატეგორიულად გააფრთხილა დადას თბილად და ყურადღებით მოქცეოდა.
გალერეაში სისუფთავე სუფევდა. დადა მის მოწესრიგებას შეუდგა. თავის ჭკუაზე აწყობდა ახალ ნივთებს.
პატრონი კმაყოფილი შეჰყურებდა, უცებ მზერა თაროზე დადას წიგნაკისკენ გაექცა... ,,გერბი...“ გაივლო გულში... ვერაფრით იხსენებდა სად უნდა ენახა...
დადა მუშაობას შეუდგა...
მსახურების ვიზიტებმაც იმატა დადას გალერეაში. ზეკიც სულ შორიახლო ტრიალებდა.. როგორ გულით უნდოდა, რომ დადას მისთვის პოზირება შეეთავაზებინა, მაგრამ დადა თითქოს ვერც კი ამჩნევდა...
ბოლოს ისევ პატრონმა შეიცოდა გაბღუზული ბოშა ბიჭი. დადას შეპარვით ზეკის პორტრეტის დახატვა შესთავაზა, თან კი არ შესთავაზა, არამედ დაუკვეთა, როგორც კლიენტმა. დადა ცოტათი ჩაფიქრდა, მაგრამ რადგან ეს შეკვეთა იყო და თანაც უკვე სამუშაო სერიოზულ სახეს იღებდა სიხარულით დაუქნია თავი.
ზეკი ვითომდა აბუზღუნდა, რა დროს ეგ არისო, იმდენი საქმეა გასაკეთებელიო, მაგრამ მაინც ბუზღუნ-ბურდღუნით დაუჯდა დასახატად. დადამ მკაცრი სახით ანიშნა, წყნარად იჯექიო, ზეკი წარბშეკრული დაემორჩილა.
პატრონი კმაყოფილი სახით, ფეხაკრეფით გამოვიდა გალერეადან და ის იყო კიბეზე უნდა ჩასულიყო, რომ მის მეხსიერებაში ისევ იმავე გერბის სურათი ამოტივტივდა, ამჯერად უფრო დიდი ზომის და ფერადი... შეეცადა გაეხსენებინა თუ სად ან ვისთან ნახა... თითქოს ნაცნობი ხმაც ჩაესმა... საგვარეულო გერბი... მაგრამ ვისი... ვიღაც ძველი გვარიშვილობით თავს იწონებდა, მაგრამ ვინ?..
პატრონი ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ დადას ოჯახის განადგურებაშიც მიუძღვოდა წვლილი. თავიდან მოვალედ სთვლიდა თავს, რომ ბავშვისათვის მიეხედა, მერე კი ისე შეეჩვია ისე შეუყვარდა, ალბათ საკუთარი შვილი, რომ ჰყოლოდა იქნებ ამაზე მეტად არც ჰყვარებოდა, დადაც ასევე დიდი სიყვარულით პასუხობდა.
პატრონი ავაზაკობაში პირადად არასდროს იღებდა მონაწილეობას, თავიდან შორიახლო ადევნებდა თვალს, მერე კი მხოლოდ გეგმას შეიმუშავებდა და შერჩეულ ხალხს მიუსევდა. მოგვიანებით ანგარიშს ჩაიბარებდა და ნაძარცვ ქონებას დაანაწილებდა. დანარჩენი ამბები არც აინტერესებდა და არც ერეოდა.
ხოცვა-ჟლეტვის სანახაობას ბანაკშიც კი ვერ იტანდა, არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა, რომ რაღაც, თუნდაც იაფფასიანი ბეჭდის ან სამაჯურის გამო ბანაკში ერთმანეთს დარეოდნენ და ისე გაუყრიდნენ დანას თვალსაც არ დახამხამებდნენ.
ჩხუბი და აყალმაყალი პატრონს ბავშვობიდან ეზიზღებოდა. საშინელი სანახაობა იყო, ველურებივით დაერეოდნენ ერთმანეთს, მოქიშპეებს ბანაკი წრედ შემოეკვრებოდა და გაშველების ნაცვლად ერთმანეთზე ახელებდნენ...
ასეთ დროს რაც შეიძლებოდა შორს, ძალიან შორს გარბოდა მათგან... წყევლიდა თავის დაბადებას და თავის ყოფას... რისთვის ისჯებოდა ასე... რატომ არგუნა ბედმა ასეთი საშინელი ცხოვრება...
ბალახში თავჩარგული გულამოსკვნილი დიდ ხანს ტიროდა... მოგვიანებით თავს ხელში აიყვანდა და იმ იმედით, აგრძელებდა ცხოვრებას, რომ ოდესმე მოშორდებოდა ამ ხალხს და ამ ყოფას და სადღაც შორს, სამუდამოდ გადაიკარგებოდა მათგან.

LEX·2016 წლის 15 მარტი, ოთხშაბათი



№1  offline წევრი ლილიანი

როგორც ჩანს პატრონსაც ქონია გული ნუ რა თქმა უნდა მანამდეც ქონდა მაგრამ მაშინ თუ ექნებოდა არ მეგონა მგონი პატრონმა დადას საგვარეულო გაანნადგურა ან გაანადგურებინა რაშიც ვატყობ წვლილი იმ საშიშ თვალება კაცს მიუძღვის ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელია ყოველ თავში ინტრიგას დებ რაც კიდევ უფრო მიზიდავს წასაკითხად მალე დადე და გელოდები heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი Lex

<3 გმადლობთ, რომ მოგწონთ, ხვალ დილიდანვე დავამატებ
--------------------
Lex

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent