შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სი მიშგუ მიჟ ხი! (თავი 3)


4-03-2017, 20:08
ავტორი sofia.
ნანახია 1 625

თავი 3
-*-*-*-*-*-
გოგოების გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ გარეთ გავსულიყავით და სვანეთი დაგვეთვალიერებინა.
-თბილად ჩაიცვით, ზევით უფრო ეციება. - თავიდან გამიკვირდა, მაგრამ არაფერი მითქვამს. უბრალოდ თავი დავუქნიე იოანეს და ჩემს გოგოებთან ერთად ზევით ავედი.
-რა საყვარელია, გიორგი. - ლიკომ ჩუმად თქვა, რამაც მე და ნინი გაგვაცინა.
-შენ რა გაცინებს, - ლიკომ შემომხედა და წარბები ზევით ასწია. - დავინახე იოანე, როგორ გიყურებდა. - ახლა წალი წარბი ასწია ზევით. მე ხელი ჩავიქნიე და ღრმად ამოვისუნთქე.
-მიყუროს, რამდენიც უნდა. - თვალი ჩავუკარი და მხრები ავიჩეჩე. - ჩემს გემოვნებაში არ ჯდება ეგ ბიჭი. - მეგობრებსაც ვატყუებდი და თავსაც ვიტყუებდი, თუმცა ამ შემთხვევაში, ასე მინდოდა, რომ ყოფილიყო.
-ოჰო, თურმე გოგოს გემოვნებაში არ ჯდება. - მანჭვით თქვა ნინიმ, თან როგირც შესძლო, თავისი ხმა ჩემსას მიამსგავსა და მერე გაიცინა.
სიცილში მეც ავყევი და მანამ ვიცინოდით, სანამ ელენე არ დავლანდეთ კარებში.
-ესენი ერთობიან აქ თურმე. - სიცილით თქვა და ოთახში შემოაბიჯა.
-აი, ჩავიცვამთ და ჩამოვალთ. - ელენემს შვხედე, მან უბრალოდ თავი დამიქნია და ოთახიდან გასვლა დააპირა, თუმცა ნინიმ დაუძახა.
-ელე, დარჩი და ერთად ჩავიდეთ. - იმდენად თბილად უთხრა, რომ ვიეჭვიანე კიდეც.
ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით მე, ნინი და ლიკო.
არ ყოფილა ისეთი რამ, რაშიც ერთმანეთს ვერ ვუგებდით. ყოველთვის ვცდილობდით, რომ ძლიერად ვმდგარიყავით. ასე გავიარეთ ბაღის, სკოლის და ახლა უნივერსიტეტის წლები.
-კარგი. - ელენეც მხიარულად დაეთანხმა და ოთახში შემოვიდა. - ლამაზი ოთახია. - გაიღიმა და ლოგინზე ჩამოჯდა.
-ჰო, მეც ძალიან მომწონს. სვანეთში თუ ჩამოვალთ, ამის შემდეგ სულ აქ დავბინავდებით. - გავუღიმე. მან თავი გააქნია და ლაპარაკი დაიწყო.
-მართალია, ჯერ კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს, თუმცა დარწმუნებული ვარ, აქ ყოფნის პერიოდში დავვახლოვდებით. შემდეგ ჩამოსვლამდეც გვემახსივრება ერთმანეთი, თანაც კარგად. ამიტომ ფული რატო უნდა ხარჯოთ სახლის ქირაობაში? ჩემს სახლში იქნებით. იქ მაინც არავინაა. მხოლოდ მე და იოანე თუ ჩამოვალთ, სხვა ვერავინ ახერხებს აქ მოსვლას. - დაასრულა და ჩვენ შემოგვხედა. გოგოებმა ერთმანეთს გავხედეთ და ღიმილი ვერ შევიკავეთ.
-რა საყვარელი ხარ. - ნინი ელენესკენ წავიდა და ხელები მოჰხვია.
ეჭვიანობის ტალღამ ახლიდან დამიარა, თუმცა თავი გავაქნიე და უაზრო ფიქრები გავფანტე.
-ჩავედით? - გოგოებს გადავხედე. მათაც თავი დამიქნიეს და ოთახიდან პირველი გავედი.
კიბეებზე ჩასვლისას, გული საგულეში აღარ მქონდა. ვიცოდი, რომ ქვევით იოანეს დანახვისას, ისევ დავიბნეოდი. რაც საშინლად არ მომწონდა!
-რას იცმევდით ამდენს? - გიორგი წამოვიდა ჩვენკენ სიცილით და გვერდით დაგვიდგა. ჩვენც გავიცინეთ და ბიჭებთან ერთად გარეთ გავედით.
-ახლა ჯერ მხოლოდ ათი საათია, ამიტომ ზევით ავალთ მთაზე და იქიდან გადმოვხედავთ სვანეთს. - იოანემ გამოგვხედა და ხელით გვანიშნა, თუ სად უნდა ავსულიყავით. ჩვენც თავი დავუქნიეთ და მას გავყევით.
-თან ამ ადგილზე მოგვიყევი რამე, რა.. - ძალიან მაინტერესებდა სოფელ ჩაჟაშზე ყველაფერი.
-იოანე, დაიწყე.. - კაკიმ ზურგზე დაჰკრა ხელი და გაიცინა.
-სოფელი ჩაჟაში მდებარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში და არის შგულის თემის ცენტრი. ეს ადგილი მდებარეობს ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. არც ისე ძველი აღწერით, სოფლის მოსახლეობას მხოლოდ 34 კაცი შეადგენს და რაც არუნდა გასაკვირი იყოს, სოფელს საჯარო სკოლაც კი აქვს. სახელი ,,ჩაჟაში’’ სვანურად ნიშნავს ცხენების სადგომს, რადგან ლეგენდის თანახმად, უშგულში ასული თამარ მეფე ცხენებს ამ სოფელში აჩერებდა. - ძალიან საინტერესოდ ყვებოდა და თან წინ მიიწევდა. ნელ-ნელა ზევით ავდიოდით და ისეთი სილამაზე იშლებოდა ჩემს წინ, რომ თავი სიზმარში მეგონა. - აჟამად, სოფელში არის 13 კოშკი, 4 ციხე, 21 მაჩუბი (ძველი სვანური სახლის პირველი სართული, რომელსაც მაცხოვრებლები ზამთარში იყენებდნენ.), 11 ხალხური ნაგებობა და ერთ ათეულზე მეტი დამხმარე ნაგებობა. აქვე ავღნიშნავ, რომ უშგულის თემის სოფლებიდან, ყველაზე მეტი სვანური კოშკი, ჩაჟაშშია შემორჩენილი. - თხრობა დაასრულა და ამაღლებულ ადგილზე გაჩერდა. იმდენად ვიყავი მისი მოსმენით გართული, რომ ვერც კი შევნიშნე, როგორ ავედით დანიშნულების ადგილზე.
ეს იყო რაღაც საოცრება. რამოდენიმე სახლი, რომლებიც ჭიანჭველებივით მოჩანდნენ და სხვანური კოშკები, რომლებიც მათი სიმაღლისდა მიუხეედავად, მაინც პატარები ჩანდა აქედან.
ბუნებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. რაღაც განსხვავებული ადგილი იყო. ჰაერის განსხვავებულობაც იგრძნობოდა. იმდენად ცივი და სუფთა ჰაერი იყო, რომ რღმად ჩავისუნთქე და ნეტარებით თვალები დავხუჭე, როცა ფილტვები ამ ჰაერით შემევსო.
-ძალიან ლამაზია. - მხოლოდ ამის თქმა მოვალსწარი და გაღიმებული იოანეს მივაჩერდი, რომელიც ასევე იღიმოდა და სოფელს ისე აკვირდებოდა.
-მართლა ძალიან კარგი ადგილია. თითქოს დიდი არაფერი, ბევრმა ადამიანმაც არ იცის ამ სოფლის შესახებ, მაგრამ ჩემთვის ყველაფერია. - ახლა მე გამომხედა და დიდზე გამიღიმა. თვალებშიც ეტყობოდა, როგორ უყვარდა თავისი კუთხე და თავისი სოფელი. სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ იოანე დადვანი შეყვარებული იყო სვანეთზე, კერძოდ კი სოფელ ჩაჟაშზე. - დიდხანს არ გავჩერებულვართ, რადგან სიმაღლის გამო ძალიან ციოდა, თან მოღრუბლული იყო და სავარაუდოდ წვიმას მალე დაიწყებდა, ამიტომ მალევე ჩამოვედით ქვევით.
-დღეს არ გამოვა და ხვალ დილიდან დავიწყოთ ისტორიული ძეგლების დათვალიერება. -ელენემ თქვა და ძმას შეხედა, რომელმაც თავი დაუქნია, თანხმობის ნიშნად.
-კარგი, ახლა შევალთ სახლში, თორე ძალიან ცივა. თუ გინდათ შემოდით და რამე ვითამაშოთ. - ბავშვებს შევთავაზე, თუმა მათ თავი გააქნიეს.
-დალის შეწუხება არ გვინდა, ამიტომ თქვენ შემოდით ჩვენთან. - ისევ ელენემ თქვა. ჩემმა გოგოებმა მე გადმომხედეს, თითქოს მათი უფროსი ვყოფილიყავი. ამაზე გამეღიმა, თავი დავუქნიე ელეს თანხმობის ნიშნად და წინ წასულებს სახლში შევყევით.
ორსართულიანი სახლი იდგა დიდ და მოვლილ ეზოში. სახლს გარედან დიდი გალავანივით ჰქონდა შემოკრული. გამიკვირდა კიდეც, როგორც ელენემ თქვა ამ სახლში მისი და იოანეს გარდა სხვა არავინ ჩამოდიოდა. აბა ვინ უვლიდა ამ სახლს? ან საერთოდ რათ უნდოდათ ასეთი სახლი ამ ადგილას?
-ვაუ, ძალიან ლამაზია. - ნინიმ თავი ვერ შეიკავა და ბავშვბეს გახედა, რომლებიც პლედით ხელდამშვენებულები გამოვიდნენ სახლიდან.
-იქ დავსხდეთ, თან ყავასაც მოვიტან და გავთბებით. - იოანემ გვანიშნა გადაფარებულ ადგილზე და ჩვენც იქით წავედით.
-მართლა ძალიან ლამაზია აქაურობა. - იოანეს შევხედე და გავუღიმე. საპასუხოდ მანაც გამიღიმა.
-მიხარია, თუ მოგწონთ. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. - როგორც ჩანს არ შევცდი, იოანე მართლაც ძალიან შეყვაებული იყო ამ ადგილზე.
-მოდით, გამომატანინეთ ეს ჭიქები. -ელენემ დაგვიძახა. გოგოები ფეხზე წამოვდექით და სახლისკენ წავედით. სახლი შიგნიდანაც ორიგინალურად იყო გაკეთებული. მეორე სართულზე ასასვლელმა კიბეებმა, ჩემი ყურადღება განსახუთრებით მიიქცია. მაღალი კიბე იყო, რომელიც მრგვლად მიდიოდა მეორე სართულისკენ. იმდენად მომეწონა, რომ თვალი ძლივს მოვწყვიტე და გოგოებთან შევედი სამზარეულოში.
-რას უყურებდი? - ლიკომ სიცილით მკითხა და მეც გამაცინა.
-არაფერს. კიბეები მომეწონა ძალიან და თვალი გამიშტერდა. - ამაზე ნინიმ და ელენემაც სიცილი დაიწყეს.
-ჰო, მეც ძალიან მომწონს ეგ კიბეები. იოანემ გააკეთა ყველაფერი. ამბობს, რომ დავბერდები ცოლთან ერთად აქ წამოვალ საცხოვრებლადო. - ამაზე გამეღიმა და იატაკს გავუშტერე თვალი.
-შენ წარმოიდგინე და დადას ოცნებაც აქ ცხოვრებაა, სიბერეში. - ნინიმ გაიცინა, მე კი გავწითლდი.
-ჩემი ძმის ჭკუის ყოფილხარ. - ელენემ თვალი ჩამიკრა და ჭიქებს მოჰკიდა ხელი. - მიდი გაინაწილეთ ეგენი და გამოიტანეთ გარეთ. - ელენემ სამი ჭიქა გაიტანა, ნინიმ ორს დაავლო ხელი და ასევე ორი აიღო ლიკომაც. მაგიდაზე მხოლოდ ერთი ჭიქა დარჩა, ამიტომ სწრაფად ავიღე ხელში და თან ნელა მოვსვი.
-რა გავაკეთოთ ახლა? - გარეთ გასულებს დემეტრემ გვკითხა და ჩვენ გამოგვხედა.
-რავიცი, კარტი? - ლიკომ თქვა, თუმცა როცა მიხვდა რამდენიც ვიყავით სწრაფად გააქნია თავი და ეს ისე სასაცილოდ გააკეთა, რომ ვერცერთმა შევიკავეთ სიცილი.
-მოდი, თამაში არ გვინდა. რამე ამბები მოვყვეთ. აი, მაგალითად სვაებზე მაინტერესებს ბევრი რამ. მათ ტრადიციებზე და წეს ჩვეულებებზე. მგონი ეს უფრო საინტერესო იქნება. - ბავშვებს გავხედე. მათაც თავი დამიქნიეს, შემდეგ კი ყველამ ერთად იოანეს შევხედე,რომელიცამ დროისთვის ჩვენი გიდიც იყო და ,,ცოცხალი ვიკიპედიაც.“
-დღესასწაულებით დავიწყებ. ლამპრობა - ეს არის ადრესაგაზაფხულო დღესასწაული. ადრე ამ დღესასწაულს მთელ საქართველოში აღნიშნავდნენ, მაგრამ ამ დროისთვის, მხოლოდ სვანეთშიღაა შემორჩენილი. ლამპრობა ძირითადად 1 თებერვალს იმართებოდა. მისი მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა. ქვემო სვანეთში წინასწარ დამზადებული არყის ან მუხის გამხმარი და დაჩეჩქვილი ტოტებისაგან გაკეთებულ "ლამპრებს" ანთებდნენ. ანთებული ლამპრების რაოდენობა ოჯახის სულადობით განისაზღვრებოდა. ხოლო ზემო სვანეთში ლამპრობას "სვომონობასაც" ეძახდნენ, რომელიც კვირიას ციკლის ადრესაგაზაფხულო დღესასწაულებში შედიოდა და სვანური ვარიანტის - ბერიკაობა-ზეენობის მსგავსად იმართებოდა: ირჩევდნენ "კეისარს", მის "ცოლებს" და "ვეზირებს". მესტიის რაიონის სოფ. ლახირის მთავარანგელოზის ეკლესიაში მიჰქონდათ რიტუალური კვერები, იმართებოდა ზედაშეს რიტუალური სმა. ეკლესიიდან ხალხი "მესვიმნიშის" ოჯახში მოდიოდა, ე. ი. იმასთან, ვინც სვიმონობას იხდიდა და რიგით თემის მასპინძელიც იყო; იქ მღეროდნენ სადიდებელ ჰიმნებს, კერას უვლიდნენ ანთებული სანთლებით, რომლებსაც შემდეგ საქონლის სადგომის ტიხარზე აკრავდნენ. იმართებოდა ჭიდაობა, გუნდაობა, ფერხული "ლამპრული". - გაჩუმდა და ჩვენ გამოგვხედა. როცა მიხვდა, რომ ყველა ყურადღებით ვუსმენდით, ისევ გააგრძელა თხრობა. - მეორე დღეს წმინდა გიორგისა და წმინდა მარიამის ლამპრობა, უფრო მოგვიანებით - ცის ლამპრობა იმართებოდა. ლამპრობა თავისი შინაარსით ძველი მიწათმოქმედ ხალხთა ტიპობრივი დღესასწაულია. ბუნების გაღვიძების, მზის ცხოველმყოფელობისა და გაზაფხულის დროზე დადგომის შესათხოვად ზამთარში კოცონს ანთებდნენ. სახელწოდება "სვომონობა" ამ დღესასწაულმა სვიმონ უფლისმოქმედის სახელის მიხედვით მიიღო, რომლის დღედაც, საეკლესიო კალენდრის თანახმად 1 თებერვალი ითვლება. -თხრობა დაასრულა და ისევ ჩვენ გამოგვხედა. ყველანი გატრუნულები ვისხედით. მე განსაკუთრებით. იმდენად მაინტერსებდა მვანებზე ნებისმიერი რამ, რომ მთელი დღე და ღამის განმავლობაში შემეძლო ჩუმად ჯდომა და მოსმენა. თან მაშნ, როცა მთხობელის ადგილი იოანეს ეკავა.
-კიდე მოყევი, რომელიმე დღესასწაულზე რამე. - ძალიან მაინტერესებდა, ამიტომ იოანეს შევხედე, მანაც თავი დამიქნია და ისევ თხრობა დაიწყო.
-ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია - ლიფანალი. ეს არის ახალი წლის ციკლის დასრულება სვანეთში. ეს დღე იმართებოდა მიცვალებულთა სულების პატივსაცემად. ლიფანალი იწყებოდა 5 იანვარს და რამდენიმე დღე გრძელდებოდა. მორწმუნეთა წარმოდგენით, მიცვალებულთა სულები თავიანთ ოჯახებს უბრუნდებოდნენ და მათთვის სუფრას შლიდნენ. სუფრაზე ყველაფერი იყო გათვალისწინებული სხვადასხვა ასაკის მიცვალებულთათვის. მათი გულის მოგებისთვის სვანები უკრავდნენ, ალამაზებდნენ სახლს და კარ-მიდამოს.
რაც არუნდა გასაკვირი იყოს, ასეთივე წარმოდგენები გავრცელებული ყოფილა მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში, მაგალითად: ბერძნებში, ინდოელებსა და რომაელებში. - თხრობის დასრულებისთანავე ღიმილით გადმოგვხედა და მზერა ჩემზე შეაჩერა. ცოტათი შემეშინდა კიდეც, ამიტომ სულელური კითხვაც დამებადა.
-კი მაგრამ, საშიშ არ იყო ეს სვანებისთვის? ან მართლა მოდიოდნენ ის მიცვალებულთა სულები თავიანთ ოჯახებში? - იოანემ ჩაიცინა და თვალებში ჩამაშტერდა.
-ზუსტად მაგას ვერავინ იტყვის, მაგრამ სვანებს, რომლებიც დაბადებიან აქ ცხოვრებენ, რომ ჰკითხო ასეთი რამ, დარწმუნებული ვარ კითხვაზე პასუხს არც კი გაგცემენ, რადგან შენ ეჭვი შეგაქვს მათში და მათ ტრადიციებში. - თვალი ჩამიკრა და მეც გავშტერდი, აღარაფერი მითქვამს, კიდევ რამე სისულელე, რომ არ წამომეროშა.
კიდევ ცოტახანს გავჩერდით დადვანებთან. მერე წამოვიშალეთ და უკვე კარებთან მდგომებს გამოგვძახა იოანემ.
-ხვალ დილით 9 საათისთვის მზად იყავით. თამარ მეფის საზაფხულო კოშკი უნდა მოვინახულოთ. - ჩვენც თავი დავუქნიეთ, დავემშვიდობეთ და სახლში შევედით, სადაც დალის გემრიელი საჭმელების სუნი ტრიალებდა.

---------------------
[b]იმედია, მოგეწონებათ. შემდეგი თავი სავარაუდოდ ზეგ იქნება.
კომენტარები არ დაიშუროთ.
სოყვარულით, სოფია!
პ.ს. სურათზე სოფელი ჩაჟაშია მოცემული!



№1 სტუმარი Shore shore

rogor velodi kochag cota gazarde tavebi

 


№2 სტუმარი Nia

Erti suli nqonda rodis dadebdi meore tavs dzaan kaia gaagrdzele

 


№3  offline წევრი sofia.

Nia
Erti suli nqonda rodis dadebdi meore tavs dzaan kaia gaagrdzele

მიხარია, თუ მოგეწონა!
შემდეგიც მალე იქნება ^^

Shore shore
rogor velodi kochag cota gazarde tavebi

ვეცდები ყველანაირად

 


№4 სტუმარი stumari

შემდეგი თავი როდის იქნება?? ველი მოუთმენლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent