ძველი პიანინო - 16
16. მიმიმ მოუხშირა სამსახურში დაგვიანებასა თუ გაცდენას, თუმცა გასამართლებელი მიზეზი ისედაც ჰქონდა, ქალაქი კარგად უნდა დაეთვალიერებინა, სიძველეები აღებეჭდა, და ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ არც დროში იყო შეზღუდული. ასეთი საინტერესო სამუშაო და თავისუფალი გრაფიკი არასდროს ჰქონია. სიხარულით დარბოდა უბნიდან უბანში და ყოველ ძველ, თუნდაც ჩამონგრეულ თუ უკვე შელამაზებულ კუთხეებს აღწერდა. მხოლოდ იმ უბანს არ ეკარებოდა. იმის მერე რაც ფიფო ასტუმრა, მხატვართანაც აღარ მისულა. ფიფოსაც რამდენჯერმე შეხვდა, ისიც იმდენად დაკავებული იყო, რომ მცირე ხნით ყავის დასალევად თუ იცლიდა. ფიფომ ჩვილის უცნაური ამბავი მოუყვა... მართლაც რომ უცნაური იყო. მათთან მისული სტუმრები ცარიელი ჯიბით ბრუნდებოდნენ შინ. თავიდან ყველას ქურდი ოჯახის უფროსი ეგონათ, მასზე მიიტანეს ეჭვი. თუმცა ვერ ამტკიცებდნენ ზუსტად სად და როდის დაკარგეს ფული. ასევე მეორდებოდა ჩვილის მშობლების სხვაგან სტუმრობის დროსაც. სტუმრებს საკიდზე დატოვებული ტანსაცმლის ჯიბეები სულ ამოცარიელებული ხვდებოდათ. მასპინძლები ამის გამო ხშირად წუხდნენ. ერთ დღესაც ამ ოჯახის სტუმრობისას იგივე განმეორდა. მასპინძლები იმავე ღამესვე მიუვარდნენ სახლში და კარგადაც მიბეგვეს, ცოლი და დედა მხოლოდ შესაშინებლად გათოკეს, ბავშვისკენ არც გაუხედავთ. კაცი კი სულ იმას იფიცებოდა არაფერ შუაში ვარო, მაგრამ აბა ვინ დაუჯერებდა?... მოგვიანებით გაირკვა, ჩვილის დედის მანიაკალური ჩვევა - სხვისი ჯიბეების ამოსუფთავება იყო... - რა საშინელებაა... ეს უბრალო ჩვევა კი არა შეგნებული დანაშაულია... ნუთუ ვერ უნდა აკონტროლო შენი თავი?.. ან თუ ჩაიდინე, მერე მაინც გამოასწორე, ისე რომ ნაკლებად შეგამჩნიონ. აღშფოთებას ვერ მალავდა მიმი. - სწორედაც, რომ იმ დანაშაულის მომენტს აქვს ცდუნება, თორემ მერე ძალიანაც კარგად ხვდებიან თუ რა ჩაიდინეს, ვისაც უნდა შეუმჩნევლად გამოასწორებს, ვისაც არ უნდა და მიითვისებს. უხსნიდა ფიფო. - მერე უცდიათ როდესმე გამოსწორება? - კი ყოფილა მასეთი შემთხვევები და არა ერთხელ. თავად დაუბრუნებიათ ნივთები და ბოდიშიც მოუხდიათ. - მართლა? ეცინებოდა მიმის. - რატომღაც ხშირად ქალებს სჩვევიათ, ერთ შუახნის ქალს ვიცნობდი. ვერცხლზე ჰქონდა გართულება. ვისაც ესტუმრებოდა კოვზები, ჩანგლები და სხვა რამე რუმეებით აივსებდა ჩანთას, მეორე დღეს კი ბოდიშებით აბრუნებდა... აი ფულს კი შეგნებულად იპარავენ და მერე თავის მართლების მიზნით ამ დაავადებას მოიშველიებენ. ფულზე ეს არ ეხება, მხოლოდ ნივთებს, და არა აქვს მნიშვნელობა ის ნივთი სჭირდებათ რაიმეში თუ არა. რაიმე ნივთის მითვისების პათოლოგიური სწრაფვაა და იმპულსურად ვითარდება, ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვის გარეშე. ეს ნივთი მინდაო ტვინში მსუნაგივით, მშიერი კატასავით გაუელვებს ისეთ სიამოვნებას აუწერელ სიამოვნებას იღებს იმ მომენტში, რომ მოახერხა და უჩუმრად მიითვისა. - რა რთული დაავადება ყოფილა... არადა ვითომ რაღაც უბრალოდ ჩვევაა და... - მართალი ხარ, საკმაოდ რთულია, რადგან მისი, როგორც დაავადების სრული კლინიკური სურათი არ არსებობს. მოპარვისას დაძაბულობის განცდა და ეიფორია უჩნდებათ, ხოლო იდეის განხორციელების შემდეგ კი სიმსუბუქისა და კმაყოფილების განცდა ეუფლებათ. - და მერე ექიმს რატომ არ მიმართავენ? - ხშირად არ მიმართავენ, ხშირად კი არა თითქმის არც მიმართავენ. გარკვეული შიშისა და სირცხვილის გამოც. იყო ხოლმე შემთხვევა, რომ ციხეში მოხვედრისას ზოგიერთი გამძაფრებული სირცხვილის შეგრძნების შემდეგ სუიციდამდეც კი მისულა... მიმის უსიამოვნო შეგრძნების ტალღამ დაუარა, როცა ფიფოსთან ეს საუბარი გაახსენდა. „მართლაც რა საშინელებაა... “ ფიქრობდა თავისთვის, როცა შუქნიშანზე ზომაზე მეტ ხანს გაჩერებულ მანქანას უკნიდან დაუსიგნალეს. მიმი ფიქრებიდან გამოერკვა და მანქანა ადგილიდან დაძრა, თან ეღიმებოდა, უკვე მერამდენედ ასე დაემართა... ამ ფიქრებში მიმის ინტერესი ახალგახსნილმა კაფემ მიიპყრო... ვიტრინაზე დიდ ყავის ფინჯანს სასიამოვნო არომატი ისე ასდიოდა, თითქოს მართლა იგრძნობოდა კიდეც... „ჰმ..“ ყავაზე გაახსენდა. ისე გამოვარდა სახლიდან არც გახსენებია, სანამ დედა ადგებოდა თავად მოიმზადა და მაგიდაზე დატოვა... კაფე მყუდრო ჩანდა. შესვლისთანავე ახალ კლიენტს სიხარულით მიეგებნენ, უგემოვნოდ ჩაცმული და სასაცილოდ გამოპრანჭული გოგონები. მიმიმ ხმამაღალი სიცილისგან ძლივს შეიკავა თავი და ყურებამდე გაუღიმა პატარა კეკლუც გოგონებს... „მაკიაჟიც ერთნაირ ფერებში აქვთ...“ ეღიმებოდა მიმის და ისეთი სახე მიიღო, რომ არაფერი შეემჩნიათ. ყელის სიმშრალე იგრძნო... საშინლად მოიღუშნენ... მიმიმ მხოლოდ წყალი ითხოვა... უსიამოვნო სახით დაუდგეს ჭიქა ერთადერთ კლიენტს... საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას, არცთუ ისე პატარა კაფე, უგემოვნოდ გაფორმებული ინტერიერი სიცარიელეს განიცდიდა... მენიუს ფასები ლამის რესტორანს უტოლდებოდა... მიმი ჩაფიქრდა, თავად არ იცოდა რის შეკვეთა სურდა და არც ჩქარობდა... ღიმილ გამქრალ მომსახურე პერსონალს უფრო და უფრო ექუფრებოდათ სახე... რაღაცას ერთმანეთში გაცხარებით ბჭობდნენ თან მოთმინება დაკარგულნი ხშირად იხედებოდნენ მიმისკენ, რომელიც შეკვეთას აგვიანებდა... ბოლოს შეიცოდა გოგონები და იფიქრა ყავას მაინც შევუკვეთავო, თუმცა უკვე ისეთი მოჟამული სახით უყურებდნენ, რომ ამათი მომზადებული ყავაც ასეთივე უგემური იქნებოდა, მაგრამ ვინღა დააცადა... მისკენ წამოსული გოგონა ისეთი სახით მოდიოდა თითქოს მიმის მოკვლას აპირებსო... - თუ არაფრის შეკვეთას არ აპირებთ, მაშინ უნდა ადგეთ და წახვიდეთ, აქ ასეთი წესია! - ნუთუ ადგილები ასე შეზღუდულია? - მიმიმ თვალი მოავლო ცარიელ კაფეს - თუ არაფერს არ ყიდულობთ უნდა ადგეთ და წახვიდეთ! გოგონას ხმა საკმაოდ მკაცრი იყო. - ადექით და წადით! ისევ ცივად დაიწრიპინა. მიმიმ ღიმილით ჩახედა თვალებში და უსიტყვოდ ადგა. „ამათ ვიღაც უფულო და მათხოვარი ხომ არ ვგონივარ...“ გამოსვლისთანავე კაფის გვერდით ძალიან პატარა, უფრო ჯიხურის მსგავსი, რაღაც უბადრუკი მარკეტი შენიშნა, შიმშილის გრძნობამ მწვავედ დაუარა... სურსათით დახუნძლულმა მიმიმ ნიშნის მოგებით გადახედა კაფის ვიტრინიდან ხელმოცარულ, თვალებ დაჭყეტილ გოგონებს „ლაწირაკები... იქნებ მართლაც არ მქონდა ფული... ან იქნებ რა მიჭირდა... რატომ შემოვედი... ახია თქვენზე,..“ მიმიმ ამაყად დაძრა მანქანა. დარწმუნებული იყო, რომ წყვილ-წყვილი თვალები კვლავ უმზერდნენ ვიტრინიდან სანამ მისი მანქანა თვალს არ მიეფარებოდა... მხატვარი შინ არ დაუხვდა, მიმის გაუხარდა კიდეც, რაიმე გემრიელს დაახვედრებდა, ერთხელ მაინც თავად გაუმასპინძლდებოდა მეგობარს... დრო გადიოდა მხატვარი მოსვლას არ ჩქარობდა, მიმიმ მარტოობით ისარგებლა, გულდასმით ათვალიერა ნამუშევრები... კედელზე დაკიდულ ვენეციურ ნიღბებთან ცოტა უფრო დიდხანს შეყოვნდა... „მაინც რა არის ეს ნიღბები... იდუმალება... მის უკან ამოფარებული დამალული, შეშინებული სახე თუ ბოროტმოქმედი კეთილი ნიღბით... ჰმ... ფიფოც როგორ დავაინტერესე...“ მიმის ეღიმებოდა. „დღეს რაღაც არ დაურეკავს... როგორ მოხდა?..“ ფიქრებიდან კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა, მიმი შედგა, არ იცოდა გაეღო თუ არა, ალბათ ვინმე უცხო თუ იქნებოდა, რადგან ლამის ყველა ახლობელმა იცოდა, რომ კარი არ იკეტებოდა... კარის გაღებისთანავე მიმიმ ლამის გაოცებისგან შეჰყვირა, კარს იქეთ არანაკლებ გაოცებული ფიფო იდგა. LEX·2016 წლის 1 ივნისი, ოთხშაბათი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.