შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (მეათე თავი)


2-04-2017, 19:07
ავტორი murachashvili
ნანახია 3 675

ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ბიუროკრატიულ მომენტებს, დოკუმენტების მოწესრიგებას და ბავშვის ოფიციალურად შვილად აყვანის პროცესს თეკლე და აკა აღარ დაელოდნენ, თორნიკე თავშესაფარში არ დატოვეს და თბილისში მათი თანხლებით წამოვიდა.
ბედნიერი იყო ბავშვი, არანაკლებ ბედნიერები თეკლე და აკაც, თუმცა ერთი რამ ხინჯად მაინც დარჩათ.
მიუხედავად იმისა, ელენემ თითქოს მიიღო დედა, მაინც უკმაყოფილო და გაბუსხული უმზერდა მამა ნიკოლოზთან ერთაც ვაჟის წასაყვანად მოსულ წყვილს. გულში ძლიერად იკრავდა თეკლეს ნაჩუქარ დედოფალას, შუბლშეკრული, გაბუტული, ყლაპავდა ცრემლებს, ვერაფრით ვერ იგებდა, რატომ არ შეიძლებოდა თეკლე მისი დედაც ყოფილიყო.
- ასე არ შეიძლება, ხომ აგიხსენი, სირცხვილი არაა? შენ ხომ გყავს შენი დედიკო? მას უყვარხარ, ეწყინება. - დაყვავებით ცდიობდა დედა თამარი გოგონას ხასიათზე მოყვანას, თუმცა უშედეგოდ.
- ორი დედა რომ მყავდეს?! - თითქოს გამოსავალი ნახაო, საკუთარი ნათქვამი თავადვე მოეწონა და იქვე მდგომ თვალცრემლიან თეკლეს ფეხებზე მოეხვია.
- ჩემო სიხარულო - ვეღარ მოითმინა, პატარა ხელში აიყვანა და ორივე ცრემლებით სავსე თვალები დაუკოცნა - როგორც არ უნდა მოვინდომო, ვერ შევძლებ, შენ დედიკოს უყვარხარ, როცა პატარებს დედიკო და მამიკო ჰყავთ, მათთან უნდა გაიზარდონ, შენს დედიკოზე მეტად ვერავინ შეგიყვარებს.
- ვერც შენ?! - ეჭვით გახედა პატარამ.
- ვერც მე... - არ უნდოდა, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა, როგორ უჭირდა ამ სიტყვების წარმოთქმა.
- ცუდი ხარ, ცუდი! - ხელიდან ტირილით დაუსხლტა ბავშვი და იქვე მდგომ ნიკოლოზს მოეხვია.
- არაფერია, მალე თავადაც დატოვებს თავშესაფარს და წყენაც გადაუვლის!. - თეკლეს დამშვიდებას ცდილობდა მოძღვარი.
ამჯერად მამაო იქცა გოგონას რისხვის ობიექტად. ჭირვეულად მოუქნია პატარა მუშტები მოსაფერებლად დახრილ მამაკაცს, აღარც ის მიიკარა, გაბუტული, ყველასგან განცალკევებით, თავშესაფრის შენობის კიბის საფეხურზე ჩამოჯდა.
- ენე... ენე-ნე! - ისევ საყვარელი თიკუნით მიმართა თორნიკემ - არ იტირო ენე! - გვერდით მიუჯდა გოგონას - გეხვეწები, არ იტირო. თუ გინდა არ წავალ, ვეტყვი აკას და თეკლეს რომ აღარ მინდა, რომ გადავიფიქრე! - თავადაც ცრემლები მოაწვა ვაჟს.
- მართლა ეტყვი?! - ეჭვით, ისევ ცრემლებით სავსე თვალებით ახედა პატარამ. ისეთი სასაცილო იყო, ისეთი საყვარელი, ცხვირი გასწითლებოდა ამდენი ტირილისგან. ხელის მტევნებით მოიწმინდა წამწამებზე შერჩენილი ცრემლი.
- ვეტყვი, მეც შენთან წამოვალ, შენთან ერთად ვიცხოვრებ! - ბავშვური გულუბრყვილობით ჰპირდებოდა ვაჟი.
- ჩვენთან?! - სიხარულისგან სახე გაებადრა გოგონას, თუმცა უცებვე მოიღრუბლა - რომ არ წამოგიყვანოს? ის ხომ შენი დედიკო არაა?! - ბავშვისთვის ზედმეტად რეალურად შეაფასა სიტუცია, საკუთარი აღმოჩენით თავადვე შეშინდა - არ მინდა, ასე არ მინდა! - ისევ გაანჩხლა გოგონა.
- მაშინ აქ დავრჩეთ. არც ერთი არ წავყვეთ! - ისევ გამოსავალს ეძებდა არაბული. - არ მინდა, არაფერი არ მინდა. წადი, გელოდებიან! - ისტერიკაში მყოფი ლამის კიოდა გოგონა.
- ენე, გეხვეწები, ნუ ტირი, ხშირად ჩამოვალთ, ხშირად გნახავთ! - აკას ნათქვამ ფრაზას უკვე მერამდენედ იმეორებდა ბიჭი.
- არ მინდა, არ გნახავ, ენესაც ნუ მეძახი!
- ენე... - მისი სიტყვები აშკარად ეტკინა, ეწყინა არაბულს გოგონასგან დაუმსახურებელი სიუხეშე.
- არ დამიძახო, ენე-ნე აღარ ვარ, არც ენე ვარ!
იქვე მიგდებული თოჯინა გულში ჩაიკრა და გაბუსხული თავშესაფარში შევიდა, თუმცა შორს არ წასულა, კარებს უკან დამალული, ჭრილიდან უმზერდა ეზოში მდგომთ.
- ნუ გეშინია! - ხუჭუჭი თმა აუჩეჩა ბავშვის ასეთი ქცევით განაწყენებულ თორნიკეს თეკლემ - უბრალოდ თავს იცავს, სიბრაზით ცდილობს გადაფაროს განშორების სევდა...
- მეც ხომ მომენატრება?! - ხმა გაებზარა ბიჭს.
- პირობას შეგისრულებთ, იმდენად ხშირად ჩამოვალთ, რომ მონატრებასაც ვერ მოასწრებ. - ბიჭთან ჩაიმუხლა აკამაც - ისიც მიხვდება, რომ არ უნდა გაგებუტოს! არ გეწყონოს, ქალები ასეთები არიან, ცოტა ჭირვეულები და ბუტიები! - იქვე მდგომ მეუღლეს დაეჭყანა კაცი.
- მართლა?! - მამაკაცის ქცევამ გაახალისა ბიჭი.
- მართლა, შენ კი ქალებს შორის ყველაზე ჭირვეული შეგხვდა! - ბავშვის სახეზე ღიმილის დანახვისთანავე მეუღლეს ხუმრობაში აჰყვა თეკლეც.
უმზერდა გვერდი-გვერდ მდგომ წყვილს და სევდაც ნელ-ნელა ქრებოდა. ისეთი სიყვარულით უმზერდნენ, მათთან ყოფნა უხაროდა, აბედნიერებდა. უცნაური შეგრძნება დაეუფლა პატარა არაბულს, მართალია არ ემეტებოდა ელენე მარტოობისთვის, მაგრამ ვერც წინ მდგომების გარეშე წარმოედგინა მისი ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ პირდებოდა ქალიშვილს შენთან დავრჩებიო, მსგავსი არჩევანის გაკეთება აშკარად უჭირდა. თითქოს ბავშვის ყოყმანი იგრძნეს, ნელ-ნელა სახე დაუსერიოზულდა აკას, ღიმილი გაუქრა, ლურჯ თვალებში ყურადღებით დააკვირდა:
- იქნებ მართლა არ გინდა წამოსვლა?!
ამ კითხვას არ ელოდა, შეეშინდა თორნიკეს, რომ თავად თეკლე და აკა გადაიფიქრებდნენ. დიახ, პანიკურად შეეშინდა, რომ ცხოვრების გაგრძელება მათ გარეშე მოუწევდა. თურმე მხდალიც ყოფილა, მატყუარაც, საკუთარი ეჭვების შერცხვა, ელენესიც შერცხვა, ახლა კარებს უკან ატუზული რომ უმზერდა, მაგრამ რა ექნა?!
უნდოდა ხმამაღლა ეთქვა, ეყვირა, რომ არ შეეძლო, რომ მათ გარეშე ვერ დარჩებოდა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო, მათთვის სათქმელი სიტყვები ყელში გაეჩხირა, ისევ თეკლემ იხსნა, ისევ ის მიუხვდა, თბილად ჩაიკრა ბავშვი გულში, თბილად ჩაიხუტა.
- ჩვენი ბიჭი! - სიამოვნების ჟრაუანტელმა სხეულში დაუარა, იმდენად თბილად წარმოსთქვა ქალმა.
- მაშინ წავიდეთ! - ნიკოლოზსა და იქვე მდგომ დედა თამარს კიდევ ერთხელ დაემშვიდობა აკა და ეზოს ალაყაფთან მდგომი ავტომობილისკენ წავიდა.
- ენეს ისევ ვნახავ! - ამჯერად ყოყმანის გარეშე წარმოსთქვა.
ერთხელ კიდევ გახედა გოგონას. კარს უკან ვერ მოეთმინა ელეს, კიბის თავში იდგა აწურული, გოგონასკენ გაიქცა, ერთი ძლიერად ჩაიხუტა, თითქოს ისევ მისად უნდოდა ეგრძნო, ბავშვი აღარ გაჯიუტებულა, ორივე ხელით მოეხვია მეგობარს. სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა მათი დამშვიდობება.
- ხშირად ჩამოვალ ენე, ხშირად! - ერთხელ კიდევ დაპირდა და ავტომობილისკენ გაიქცა. უკან აღარ მიუხედავს, ახლა არ შეეძლო მამა ნიკოლოზს მოხვეული ელეს ცრემლიან თვალების დანახავა.
- იმედია ბედნიერები იქნებით! - ოქროსფერი კულულები დაუკოცნა თეკლემ. მეგობარს დაემშვიდობა და თავადაც ავტომობილში მსხდომთ შეუერთდა.
მხოლოდ ერთგან გაჩერდა აკა, ერთხელ კიდევ შეავლო თვალი არაბულების ეულად დარჩენილ ეზოს.
- ორი წუთით დამელოდე!
კითხვის დასმა ვერც კი მოასწრო, ავტომობილიდან გადახტა ქალი. სწრაფად შეირბინა ეზოში და სწრაფადვე გამოვიდა. ხელში არაბულების ოჯახური ფოტო ეკავა. სულ რამდენიმე წამით სოფლის სასაფლაოსთანაც გაჩერდნენ, თუმცა ბავშვთან ერთად საფლავთან მისვლა ვერ გაბედეს.
მიდიოდნენ ქართველიშვილები და მიდიოდა თორნიკეც მშობლიური კუთხიდან, სულ უფრო და უფრო შორდებოდა საკუთარ ფესვებს. თუმცა ნაღველი ნამდვილად არ აწუხებდა, პირიქით გრძნობდა სიხარული როგორ ცვლიდა სევდას. ბედნიერება ნელ-ნელა იდგამდა ფესვებს აწ უკვე ქართველიშვილად წოდებული პატარა არაბულის ახალი ცხოვრებაში.

ახალ ცხოვრებასთან შეგუება იოლი ნამდვილად არ იყო, თუმცა არც ისეთი რთული, როგორც თავად ეჩვენებოდა. უმეტესაც ჩუმად მყოფი, უბრალოდ აკვირდებოდა ოჯახისწევრებს შორის არსებულ ურთიერთობას. აკას და თეკლეს პატარა ოჯახი საკმაოდ თბილი და მოსიყვარულე დიდი ოჯახის შემადგენელი ერთი პატარა რგოლი აღმოჩნდა. ერთ დროულად შეიძინა ერთმანეთისგან განსხვავებული ბებია-ბაბუები, ბიძა, ბიცოლა და მამიდა. თითქმის მისივე ასაკის მამიდაშვილი, მანჩო და ბიძაშვილი, ირაკლი. მათვე ემატებოდა აკასა და თეკლეს სამეგობრო, იაკო და გიორგი, მათივე, ვაჟ, დათასთან ერთად, რომელიც მამის მსგავსად ავტომრბოლელობაზე ოცნებობდა.
კარგად ახსოვს მისი პირველი შეხვედრა ასათიანთან. თვალებგაფართოებული უმზერდა ქართველიშვილების საუკეთესო მეგობარს. გიორგი მისთვის კუმირი, გმირი იყო და ეს კუმირი ახლა მათთან იჯდა, აკასა და გოგასთან ერთად ავტომობილის სქემატურ ნახაზებს უკირკიტებდა. მისი ავტომობილის გასაძლიერებლად სხვადასხვა სახის ფორმულას ადგენდნენ და ახალი, საოცნებო ნიმუშის ავტორბოლაზე გამოცდას გეგმავდნენ. იმ დღეს გაიგო, რომ ბიძამისი ავტორალის მრავალგზის ჩემპიონი, ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლებოდა.
ორმაგად გაოცდა, როცა მისმა კუმირმა უამბო, პირველი შეჯიბრის დროს როგორ დაამარცხა თეკლემ. ცოტა გაბუქებულადაც კი მოეჩვენა მისი მონათხრობი, თუმცა ჩემპიონის სიტყვებში ეჭვის შეტანა მაინც ვერ გაბედა.
მისი თავდაპირველი აღტაცება ქართველიშვილების წყვილით ოდნავადაც არ განელებულა, პირიქით ნელ-ნელა გულწრფელ სიყვარულში გადაეზარდა. მიუხედავად იმისა, რომ არ უნდოდათ პატარას ნამდვილი მშობლები დაევიწყებინა. ამ მიზნით თეკლეს წამოღებული არაბულების ოჯახური ფოტო ლამაზ ჩარჩოში ჩასვეს და თორნიკეს საძინებელში თვალსაჩინო ადგილზე მოათავსეს, აკას მიერ ნაჩუქარ წითელ ნივასთან ერთად. გაკვრით საუბარშიც ახსენებდნენ, რომ თორნიკე მათი ღვიძლი შვილი არ იყო, თუმცა შენიშნეს, რომ მსგავსი სიტყვები ბავშვზე ცუდად მოქმედებდა. ალბათ, არც იყო გასაკვირი. სამწუხაროდ პატარა არაბულის მეხსიერებამ მხოლოდ ბუნდოვან კადრებად შემოინახა მომხდარი ტრაგედია. მშობლების სახეც თანდათან გაუფერულდა, საკუთარ თავს ჩაუნერგა, რომ თეკლე და აკა მისი ღვიძლი დედ-მამა იყვნენ.
ახალი ლეგენდა შეთხზა, როგორ დაეკარგა მშობლებს, როგორ ეძებდნენ და საბოლოოდ როგორ იპოვეს მათი დაკარგული ვაჟი. მართალია შეგნებულად არ უნდოდათ, მაგრამ ქართველიშვილების სითბომ გადაფარა ის ტკივილი, რომელიც მინდიასა და სალომესთან დაკავშირებულ ფრაგმენტებს ახლდათ. ბავშვს აღარ უნდოდა წარსულის გახსენება.
ბავშვისთვის მორიგი ფსიქოლოგიური ტრავმის არიდების მიზნით, საბოლოოდ, ნიკოლოზთან შეთანხმებით გადაწყვიტეს, რომ მინდიასა და სალომეზე საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეწყოთ, თუ ბავშვი თავად მოიკითხავდა ღვიძლ მშობლებს. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ თორნიკე მსგავსი საუბრის ინიციატორი არ იქნებოდა და ნელ-ნელა საერთოდ დაივიწყეს ეს თემა. მხოლოდ ბავშვის საძინებელში მოთავსებული არაბულების ოჯახური ფოტო ახსენებდა პატარას მისი ნამდვილი მშობლების არსებობას.
ზოგჯერ თავს მოღალატედ გრძნობდა, თავს დამნაშავედ თვლიდა, მაგრამ მაინც უნდა ეღიარებინა, რომ ღვიძლ მშობლებზე მეტად უყვარდა მშვილებლები. განსაკუთრებით კი აკა. გული სიამაყით ევსებოდა, როცა მას აქებდნენ, როცა მის გამოგონილ ავტომობილს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოს უწოდებდნენ.
გვერდით ედგა რალზე მამობილს, მასთან ერთად ღელავდა და სიხარულისგან ხტუნაობდა, როცა ასათიანმა გაიმარჯვა, როცა შამპანურის ქაფში ამოსვარეს წითელი ავაზა. გული კინაღამ გაუჩერდა მღელვარებისგან, როცა რალზე მიღებული თასი საკუთარი ვაჟის ნაცვლად მას მიაწოდა გიორგიმ. ეგონა ყველას ესმოდა მისი გულისცემა, ეგონა ამხელა სიხარულს ვეღარ დაიტევდა. პრინციპში ვერც იტევდა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და გულში იკრავდა მოოქროლვილ თასს.
მაყურებელი ტრიბუნებზე ვეღარ შეაჩერეს, სარბენ მოედანზე გამოშლილიყვნენ მათ კუმირებთან შესახვედრად. ხალხის ტალღაში, გულშემატკივრებში გაჭირვებით მოიკვლევდნენ გზას სამი ზრდასრული მეგობარი, აკა, გოგა და გიორგი, წინ მიუძღვოდნენ მათი გზის სავარაუდო გამგრძელებლები, თორნიკე, ირაკლი და დათაც. გულშემატკივრები მამების სიყვარულით პატარებს ეფერებოდნენ და ისინიც შეძლებისდაგვარად იფერებდნენ. ამ დღეს აკა ქართველიშვილის ვაჟად მოიხსებიენენ და ნათლად ხედავდა როგორ ამაყობდა ამით აკა.
- გავიზრდები და მეც გავიმარჯვებ, მეც გავხდები ჩემპიონი! - ჩუმად გადმოულაპარაკა დათამ.
- მე ახალ ავტომობილს გამოვიგონებ... - ვერც კი მივხვდა როდის გაუჩნდა მსგავსი ოცნება, თუმცა ხმამაღლა გაჟღერებული გულისნადები თავადაც მოეწონა.

ბედნიერი იყო, დიახ უბედნიერესი. არც კი ეგონა, თუ ასეთი ცხოვრება არსებობდა. ოცნებებმა ფერი შეისხეს, თითქოს ზღაპარში გადაეშვა.
ძირითადად სულ ერთად იყვნენ ბავშვები. სკოლაშიც მანჩოს, დათასა და ირაკლისთან ერთად დადიოდა. მუდამ მეტიჩარა, ზედმეტად პრანჭიკელა მანჩო რაღაცით ელეს აგონებდა და ალბათ ამიტომაც უყვარდა ასე ძლიერ. რაც შეეხება ბიჭებს, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან სისხლით ნათესავობა არ აკავშირებდათ, ხასიათითა და ონავრობით ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ. სკოლაში თუ რამე გაფუჭდებოდა, კითხვაც აღარ უჩნდებოდათ ვისი დაშავებული იქნებოდა, დირექტორის კაბინეტში სიმაღლის მიხედვით ჩამწკრივებული სამეული მიამიტი სახეებით ისმენდნენ ვინ იცის მერამდენე საყვედურს.
მასწავლებლები დედებს არ იბარებდნენ, დირექტორი გოგას კლასელი იყო, ბავშვები როგორც კი რამეს დააშავებდნენ, მაშინვე მასთან დარეკავდა. ის კი აკას და გიორგის ატყობინებდა. მეგობრებს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ ბავშვების საქციელი.
- ჩვენს ასე არ ვიყავით? გაიზრდებიან და დაღვინდებიან! - ვინ იცის მერამდენედ იმეორებდა გიორგი.
- ფრთხილად იყავით, მართვის სადავეები ხელიდან არ გაუშვათ, საკმაოდ ცელქები და ონავრები არიან, შემდეგ მოთოკვა გაგიჭირდებათ! - გამაფრთხილებლად ეუბნებოდათ მირიანი.
იქნებ მართალიც იყო, თუმცა მაშინ ამაზე სერიოზულად არავინ ფიქრობდა.
ნიკოლოზისთვის მიცემულ პირობას ასრულებდნენ ქართველიშვილები, ყოველ შაბათ-კვირას მიდიოდნენ მონასტერში, იქიდან თავშესაფარსაც სტუმრობდნენ, თუმცა მათგან განსხვავებით ელე სულაც არ მოჰყავდა დედას ასე ხშირად. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხედავდნენ პატარა მეტიჩარას.
თანდათან გაუცხოვრდნენ კიდეც ერთმანეთის მიმართ ბავშვები. ნელ-ნელა გაქრა ის სიყვარულიც, ნელ-ნელა დაივიწყა მისი მოლოდინით თვალებად ქცეული, ცქრიალა გოგო.
მონასტერში ჩასულებს აღარც თავშესაფარში მიჰყვებოდა, წარსულთან დაკავშირებული მოგონებებს მონდომებით შლიდა და ანადგურებდა.



№1  offline მოდერი sopiko

რა სამწუხაროა, რომ ასეთი რამ დაემართათ.
მომწონს და ველოდები!

 


№2  offline წევრი qarishxali

ველოდი ამ თავს და დიდი სიამოვნებით ჩავიკითხე heart_eyes heart_eyes

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

sopiko
რა სამწუხაროა, რომ ასეთი რამ დაემართათ.
მომწონს და ველოდები!

qarishxali
ველოდი ამ თავს და დიდი სიამოვნებით ჩავიკითხე heart_eyes heart_eyes

მიხარია, რომ კითხულობთ heart_eyes მგონი საინეტრესოდ ვიტარდება მოვლენები, ვნახოთ რა მოხდება მომავალში wink

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ket-kat
ძალიან საინტერესოა,უფრო ხშირად უნდა დადოთ ხოლმე.:)

kissing_heart

 


№5  offline წევრი neilo

მიყვარს ეს ისტორია,ანა შენ მადლობა ასე კარგი რომ ხარ.

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

neilo
მიყვარს ეს ისტორია,ანა შენ მადლობა ასე კარგი რომ ხარ.

დიდი მადლობა თქვენ, რომ მიუხედავად ჩემი არასტაბილურობისა, მაინც რომ კითხულობთ და გულშემატკივრობთ გმირებს kissing_heart

 


№7  offline მოდერი შადი

ლოგიკურად განვითარდა ❤

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო.მომეწონა თეკლას გადაწყვეტილება და უფრო დავაფასე ეს გოგო.მრწყინა ელენეს რომ შორდება უფროდაუფრო.სულ მაინტერესებდა და მაინტერესებს ელენე რატომ დაარქმევინა ვასომ იმედია ამასაც გავიგებთ
--------------------
ლანა

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

შადი
ლოგიკურად განვითარდა ❤

kissing_heart

La-Na
კარგი იყო.მომეწონა თეკლას გადაწყვეტილება და უფრო დავაფასე ეს გოგო.მრწყინა ელენეს რომ შორდება უფროდაუფრო.სულ მაინტერესებდა და მაინტერესებს ელენე რატომ დაარქმევინა ვასომ იმედია ამასაც გავიგებთ

დროებით საწიროსახელ ელენესთან დაკავშირებითაც შეიძლება რაიმე ლამაზი ისტორიის მოფიქრება smile

 


№10  offline წევრი Mariamch

❤❤❤❤❤❤ rogorikargiaaa

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Mariamch
❤❤❤❤❤❤ rogorikargiaaa

kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№12  offline აქტიური მკითხველი La-Na

murachashvili
შადი
ლოგიკურად განვითარდა ❤

kissing_heart

La-Na
კარგი იყო.მომეწონა თეკლას გადაწყვეტილება და უფრო დავაფასე ეს გოგო.მრწყინა ელენეს რომ შორდება უფროდაუფრო.სულ მაინტერესებდა და მაინტერესებს ელენე რატომ დაარქმევინა ვასომ იმედია ამასაც გავიგებთ

დროებით საწიროსახელ ელენესთან დაკავშირებითაც შეიძლება რაიმე ლამაზი ისტორიის მოფიქრება smile

დარწმუნებული ვარ მოიფიქრებს საყვარელო
--------------------
ლანა

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
murachashvili
შადი
ლოგიკურად განვითარდა ❤

kissing_heart

La-Na
კარგი იყო.მომეწონა თეკლას გადაწყვეტილება და უფრო დავაფასე ეს გოგო.მრწყინა ელენეს რომ შორდება უფროდაუფრო.სულ მაინტერესებდა და მაინტერესებს ელენე რატომ დაარქმევინა ვასომ იმედია ამასაც გავიგებთ

დროებით საწიროსახელ ელენესთან დაკავშირებითაც შეიძლება რაიმე ლამაზი ისტორიის მოფიქრება smile

დარწმუნებული ვარ მოიფიქრებს საყვარელო


ჩემი კომენტარის ნაწილი შეუყლაპავს smile ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თორნიკეს ცხოვრება უკვე ვნახეთ, ახლა ელენესაც გავეცნოთ, მის პირობებს. შემდეგ კი ვნახოთ როგორ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან. იმდენი რამ მაქვს დასაწერი, რომ ვასიკოს პერსონაჟის განვითარებაზე აღარც მიფიქრია, თუმცა არაფერია გამორიცხული, ორიოდე სიტყვით იქნებ მოგიყვეთ კიდეც რატომ აირჩია მაინც და მაინც სახელი, ელენე kissing_heart

 


№14  offline წევრი iry

შემდეგი თავი როდის იქნება ??

 


№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

iry
შემდეგი თავი როდის იქნება ??

ასე წინასწარ ნამდვილად არ ვიცი, როგორც წესი 3-4 დღიანი შუალედით ვდებ smile

 


№16 სტუმარი Qeti

იმხელა ემოციით წავიკითხე ეს ათი თავი არ ვიცი მეყოფა კი ემოციები მომდევნო თავების წასაკითხად....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent