შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როიალები (6)

27-04-2017, 18:59
ავტორი MariamG
ნანახია 1 939

***

იმ საღამოს ნიკოლა ბარში იჯდა, ვისკის სვამდა და წინ გადაშლილ ფურცლებზე ახალ მუსიკას წერდა. ხელები საფეთქლებზე ჩამოისვა, თვალები ეწვოდა, დაღლილი და დატანჯული იყო, მაგრამ გაჩერება არ შეეძლო. ითხოვნენ, გასაყიდი ნივთივით მოითხოვეს მახარაძე და ისიც იძულებული იყო გათენებამდე ეწერა. სიმთვრალემ ფეხი მოიკიდა, ბურუსში ჩაცურდა და წინ გადაშლილი ფურცლები ორად ეჩვენა. კალამი გააგდო, სკამის საზურგეს მიეყრდნო და აკანკალებული სუნთქვა ამოუშვა.
ცხრა დღე.
ცხრა დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ნიკოლა მახარაძე ზურაბ ვაშაძემ დაკითხა პატარა, ნაცრისფერ ოთახში, სადაც რკინის მაგიდა იდგა, ზედ მხოლოდ ერთი ხმის ჩამწერი და ზურაბის გადაშლილი ბლოკნოტი იდო, ოთხივე კუთხეში კი კამერა. ცხადად ახსოვდა როგორ ცრუობდა, როგორ თამაშობდა რაღაც როლს მხოლოდ იმისთვის, რომ გასაიდუმლოებული დაკითხვა დამაჯერებელი ყოფილიყო მოსამართლე გეგეშიძესთვის, რომელიც მოვლენებს თვალს ადევნებდა ეკრანიდან და სინამდვილეში იცოდა, რომ ყველაფერი პირიქით ხდებოდა. გაახსენდა როგორ მძიმედ ჩამოჯდა მის წინ ვაშაძე, როგორ ნელა გადაშალა ბლოკნოტი და იქ დახვავებული კითხვებიდან თითო-თითოს დასმა დაიწყო. ახსოვდა საკუთარი ხმა. გაყინული და თითქოს ნამდვილი. სინამდვილეში, სიცრუე იყო. მხოლოდ ერთ სიმართლეს ამბობდა, რომ თათა მისი მიზეზით არ მომკვდარა, თუმცა დანარჩენი, რასაც ფარდა უნდა ჩამოფარებოდა, ფარსი იყო.
ყველაზე მტკივნეულად კი იქიდან გამოსულს მათეს სახე დაამახსოვრდა. კედელთან იდგა, ცალი ხელი შარვლის ჯიბეში ჩაედო, მეორე ხელში მობილურს ათამაშებდა და ნერვიულობისაგან სახე ერთიანად დაჭიმული ჰქონდა. ნიკოლასთვის ზედაც არ შეუხედავს, მხოლოდ იკითხა თუ დასრულდაო და უკანმოუხედავად წავიდა. იცოდა მახარაძემ, მათე ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყო და სიმართლის გარკვევას ცუდ მომავალსაც უქადდა, თუმცა საკუთარ თავში მხოლოდ ტყუილის თქმის ძალას გრძნობდა, ამჯერად.
ცხრა დღე გავიდა, რაც მათეს მისი ზარებისთვის არ უპასუხია, არც სახლში დახვედრია და არც დარბაზში მისულა. ცამეტი დღე კი იმ მუსიკიდან ამოიწურა, რაც საბოლოოდ შეასრულეს ერთად.

ნიკომ დაღლილ სახეზე ხელები ჩამოისვა, ვისკის ჭიქა შეათამაშა და მწარედ ჩაეცინა. ამდენი არ შეიძლებოდა, ამჯერად მათე არ მოაკითხავდა და წასვლა საკუთარი ძალებით მოუწევდა. ფურცლები მოკრიფა, მიმტანს ყავა შეუკვეთა და მათეს ნომერს საცოდავად დახედა. როგორ სჭირდებოდა მეგობარი, ის კი არსად ჩანდა.
თუმცა იყო ერთი ადგილი, სადაც შეიძლებოდა ის ყოფილიყო. ნიკო სწრაფად წამოდგა, ნივთები აიღო და შეკვეთა გააუქმა. მანქანის გასაღები ხელში შეათამაშა, სწრაფად დაეშვა კაფის კიბეზე. მთელი გზა იმაზე ფიქრობდა, სწორად იქცეოდა თუ არა. მთელი გზა ამზადებდა სიტყვას, რა უნდა ეთქვა მათესთვის, როგორ გაიმართლებდა თავს იმ სისუსტის გამო, რომელიც ცხრა დღის წინ გამოაჩინა.
მთელი საათი მიდიოდა ცარიელ გზაზე. მხოლოდ ლამპიონები ანათებდნენ და ყვითელ შუქებს სცემდნენ ნაცრისფერ ასფალტს. ნიკომ სიჩქარეს მოუმატა, რომელიღაც შესახვევში გადაუხვია, ტყის მხარეს. უსიამოვნოდ ირხეოდა მანქანა, ამობერილ ხის ფესვებზე გადადიოდა მახარაძე. ირგვლივ სიბნელე გამეფებულიყო, მხოლოდ ფარების შუქი ეცემოდა მწვანე ბუჩქებსა და ბალახს. მანქანამ გაუვალი ტყიდან გადაუხვია, სწორ გზაზე გადავიდა და წრიულად გაყვანილ გზაზე დაიწყო მოძრაობა. მოზრდილი ტბის გარშემო წრიულად გადიოდა გზა, რომელიც ისევ ტყეში შედიოდა და რომელსაც ერთ ადგილთან მიჰყავდა - მათეს სახლთან. ნიკომ დანანებით გადახედა ტბას.
არც შემცდარა. ტყის პირას შავი, პრიალა ჯიპი გაჩერებულიყო. ნიკოლა მანქანიდან გადმოვიდა, ბილიკი სწრაფად გადაკვეთა და შუაგულში ჩადგმული სახლისკენ გაემართა. მისი უზარმაზარი, წინა მხარეს მომრგვალებული აივნები ისეთივე თეთრი იყო, როგორიც მთლიანი სახლი. მხოლოდ ფანჯრები იყო დაბურული, მოქუფრული. ნიკოლამ ჭიშკარის კარი ჭრიალით შეაღო, ზურგსუკან ხმამაღალი ზათქით დაიკეტა. ფეხქვეშ არასასიამოვნოდ ახმაურდნენ კენჭები და ნიკოლამ ხმამაღლა შეიგინა. შავ კარს მიადგა, რამდენჯერმე დარეკა ზარი და სრული იგნორის შემდეგ, მუშტები დაუშინა. მცირე პაუზა იყო საჭირო, რომ ზღურბლს იქით მათეს სილუეტი გამოჩენილიყო. ხელში წიგნი ეჭირა, სახეზე ის მღელვარება აღარ ეხატა, რომელიც ნიკოლამ დაინახა ცხრა დღის წინ. ძალდაუტანებლად გაეღიმა მახარაძეს. ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს პირველად ხედავდა და დიდი ხნის დაკარგული იყო. ზღურბლს გადააბიჯა, უსიტყვოდ გადაკეტა კარი მეტრეველმა და მისაღებ დარბაზში გაუძღვა. ნიკოს რაც ახსოვდა, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. დარბაზის ერთ კედელზე წითელი ხალიჩა ეკიდა, დანარჩენი კედლები ნახატებითა და პატარ-პატარა ბიუსტებით იყო გადაჭედილი. უყვარდა მათეს ხელოვნება და ზოგჯერ გადამეტებულადაც კი. სამაგიეროდ, შუაგულში ბუხარი ენთო, მის წინ ორი დიდი სავარძელი იდგა, რომელთაგან ერთ-ერთი მათეს დაეკავებინა და მონდომებით კითხულობდა ალბათ ათასჯერ წაკითხულ წიგნებს.
-როგორიც წლების წინ ვნახე, ისეთივეა. -აღფრთოვანებულმა ნიკომ პიჯაკი იქვე მიაგდო და სავარძელში ჩაესვენა. მათემ წიგნში გადაკითხული ფურცელი მონიშნა, წიგნი თაროზე დააბრუნა და ნიკოს წინ ჩამოჯდა. ბუხრიდან სასიამოვნოდ იღვრებოდა სითბო. ტყეს ეტყობოდა, წინა ღამის ნაწვიმარი იყო და კიდევ იწვიმებდა. ნიკომ ხელები ერთმანეთში გადახლართა, მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და წინ გადაიწია, მათეს მიაჩერდა.
-გამაგებინე, რაზე ფიქრობ. ცხრა დღე, მათე. არსად ჩანდი. -მათემ თავი გადააქნია, საპასუხოდ მხოლოდ წარბები ასწია და ძველებურად მოიღუშა.
-ამხელა კაცი თუ გაბუტვას აპირებ, შენი გადასაწყვეტია, მაგრამ წამოდი, მანქანაში გაიბუტე. აქ არაფერი დაგრჩენია. -წამოდგომა დააპირა მახარაძემ, თუმცა მათეს გაცოფებულმა მზერამ ადგილზე გააშეშა და ინტერესით მიაშტერდა.
-არც გაბუტული ვარ, არც გავრბივარ. შენ თუ გგონია, შენმა საქციელმა ჩემს ცხოვრებას დაღი დაასვა, ძალიან შემცდარხარ. -ირონიულად ჩაილაპარაკა მეტრეველმა და ნიკოს სახეზე წამიერად, წყენამ გადაირბინა. -გაიხსენე, რაც ლევანის ჩამოსვლის ამბავი შეიტყვე, როდის დაჯექი და დაფიქრდი?
-მათე, საითკენაც არ უნდა მიგყავდეს საუბარი, არაფერი შეიცვლება. მოსახდენი მოხდა.
-ზუსტად. ხედავ, რამდენად გაგხრწნა შურისძიების სურვილმა? -მათე ფეხზე წამოიჭრა, ბუხარს მიუახლოვდა, ზემოდან მოჩუქურთმებული ნაწილი გამოსწია, რომელშიც უჯრა გაეკეთებინა და იქიდან საკმაოდ სქელი საქაღალდე ამოაძვრინა. მათ წინ დადგმულ პატარა, ხის მაგიდაზე დააგდო და ისევ ჩამოჯდა.
-მიდი, გახსენი და ნახე, შენი დაუფიქრებლობით რამდენი რამ გამოტოვე. -ნიკოლა ავტომატურად დაიხარა საქაღალდისკენ, იქიდან საბუთები, ფოტოები და ჩანიშნული ფურცლები ამოაძვრინა. ერთხანს გაშტერებული უყურებდა, მერე მათე ჩაერია, ხელიდან გამოჰგლიჯა ყველაფერი.
-ეს ციხის ჩანაწერებია -ნიკოლას ერთად შეკრული ფურცლები ესროლა. -აქ წერია სამი წლის განმავლობაში როგორ იქცეოდა, რას აკეთებდა, რომელ საკანში იჯდა, რას ჭამდა, ვის ესაუბრებოდა და ა.შ. მანდვე, ბოლოში, მისი სამედიცინო ჩანაწერებია. ჩვეულებრივი, ჯანმრთელი პატიმრისთვის ასეთი ხშირი ვიზიტები უჩვეულოა.
-ლევანს ასთმა აქვს, თათასგან მახსოვს. -წარბშეკრულმა გააყოლა თვალი ჩანაწერებს და მათეს ახედა, რომელიც ჩაფიქრებული მიშტერებოდა რაღაც სურათებს.
-ინჰალატორს რამდენ ხანში ცვლიან, ყოველ ორ დღეში? -თქვა და გაიცინა მათემ. ნიკომ ახედა, უცნაურად ეჩვენებოდა მეგობრის ცვლილება. წარმოდგენა არ ჰქონდა საიდან შეაგროვა იმ ციხის მონაცემები, რომელზეც ხელი ერთ ან ორ ადამიანს მიუწვდებოდა მხოლოდ.
-ნიკო, დალიე?
-ვისკი.
-გეტყობა. ვერაფერს ამჩნევ. -მათე წინ გადმოიხარა, ნიკოლასკენ მიაბრუნა სურათები. ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო უცხო თვალისთვის, თუმცა კამერის ჩანაწერებიდან ამოღებულ ფოტოებშიც კარგად არჩევდა მახარაძე ლევანის სახეს. მწარედ ჩაიცინა.
-ნაბი*ვარი. ანუ, შენ გგონია, ლევანი ვადაზე ადრე გამოუშვეს? უფრო სწორად, „გააჩალიჩა“ მაგ ღორმა?
-ასე მგონია. არც შენი და ბებერი ვაშაძის ტყუილებით გატენილი ჩვენება უშველის და არც იარაღით მუქარა.
-რას მთავაზობ?
-წერილი. წერილი, ნიკო. -მახარაძეს თითქოს მეხი დაეცაო, წამოდგა და ბოლთის ცემა დაიწყო. თმაში ნერვიულად ისვამდა ხელს.
-გაგიჟდი, ხომ? თათას წერილს არ გავხსნი. იქ... იქ ათასი რამ წერია. თანაც არამგონია იმაზე მეტი ეწეროს, ვიდრე დანატოვარი ბრალდებებია. ალბათ, ხსნის რომ ვუყვარდი და თვითმკვლელობამდე მე მივიყვანე. -ანერვიულებული საუბრობდა მახარაძე. მათე წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და დაეყრდნო.
-კარგი ერთი, აბა, ასე რამ აგანერვიულა? გამოსავალი მხოლოდ წერილია. რაც არ უნდა ეწეროს, ამ საქმეს საბოლოოდ დაასრულებს. შენ კიდევ, ვაშაძის ზურგსუკან დამალვას მოეშვი და სიმართლე ილაპარაკე! სიმართლის მხარეს დადექი, ნიკო. წლები გავიდა, რაც ის დაწყევლილი ფურცლის ნაგლეჯი შენახული გაქვს. წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდება, ვინმემ რომ გაიგოს, შენი საუბარი სრული ნაბოდვარი იყო. ამაზრზენ კაცად ჩამოყალიბდი, ნიკო. -მათემ ჯიბიდან სიგარეტი ამოაძვრინა და გააბოლა. -ადამიანისთვის ყველაზე დიდი ფუფუნება სამართლიანობაა. მე ვიცი, რომ იმაზე ძლიერი ხარ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანხარ, მაგრამ ისე იქცევი, როგორც სუსტი, უნებისყოფო კაცი. შენს მტერს არაფრით სჯობიხარ.
-აღარ გინდა, მორალის კითხვას მოეშვი. ხომ ხედავ, აზრი არ აქვს. ლევანს ან კანონი დასჯის, ან - მე. გადაწყვეტილია.
-შენც დაისჯები. არც კანონი დაგსჯის, არც ტყვიას შეეწირები. ყველაზე მტკივნეულად დაისჯები და ის ერთადერთი იარა გულზე დაგაწვება. ვეღარ მოიშორებ, რაც დრო გავა უფრო აგეწვება და მარილი მოგეყრება. დაისჯები, ნიკო. -მათემ სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა, ბოლოჯერ გააბოლა და ნიკოს გახედა. ერთ წამში დაბერებულიყო. თვალები ჩამუქებოდა, მუდამ დაჭიმული სახე მოშვებოდა და ტკივილით ახამხამებდა გრძელ, შავ წამწამებს. ისე მძაფრად შემოიჭრა სევდა, თითქოს სახლის სიმყუდროვე იგრძნო და კედლებს შეეზარდა. დანანებით შეჰყურებდა მათე ნიკოლას და მთელი გულით სურდა, რაიმე შეეცვალა. იცოდა, ამ უკანასკნელმა იცოდა, რომ უბედურებად სწორედ ისინი რჩებოდნენ, ვისაც სიყვარული შეეძლოთ. გული ეწურებოდა, როცა ხვდებოდა, რამდენი წვეთი სისხლი იღვრებოდა ნიკოს გულიდან და ქრებოდა. ნიკოლა იყო ის მუსიკა, რომელიც ყოველთვის, დაბალხმაზე ჟღერდა. მუსიკა, რომელსაც გულის სიღრმეში ყველა წერდა. ნიკოლა იყო ამბავი, რომელზეც საუბრობდნენ. სწორედ ის იყო, ვისაც ცა და დედამიწა ხელისგულზე ამოეზარდა. მათესთვის რომ გეკითხათ, ვინ იყო ნიკო, იტყოდა, რომ - ბუნება. ბუნება იყო ნიკოლა და ის ყველა ძალა, რაც მას ჰქონდა. სწორედ ნიკოლას შეეძლო პატარა სხეულში დიდი სამყაროს დატევა, მისი ახმაურება, მისი წამება, ცრემლებამდე ახარხარება. ნიკოს შეეძლო ამბავი, რომელიც მოკვდავებს გვიკვირს, დაეჩრდილა და მწვერვალზე ასულიყო. მაგრამ, ერთადერთი, ვინც იცოდა რა უსაფრდებოდა ყველა ცოცხალს, მათე იყო. უყურებდა ნიკოლას და მის უკან მომღიმარ სიკვდილს ხედავდა. სიბნელეს, რომელიც ყოველ ნაბიჯში უახლოვდებოდა და შორიდან იცინოდა, თავს უკან აგდებდა და ხარხარებდა. იცოდა, ან ყველაფერი უნდა გადარჩენილიყო, ან - არაფერი. მათ შორის სივრცე არ არსებობდა.

***
განათებულ დარბაზში ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილი ქალბატონები და მამაკაცები შეკრებილიყვნენ. ყველა ელოდა ნიკოლას გამოჩენას. ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, ძვირფას ღვინოს და შამპანურს წრუპავდნენ, მიმტანებსა და გამვლელებს მუსიკოსის ამბავს ეკითხებოდნენ და რიგის ნომრებს ნერვიულად ათამაშებდნენ ხელში. მხოლოდ მათე გამოჩნდა იმ საღამოს დარბაზში. ღვინო შეუკვეთა და აივანზე გავიდა. ნერვიულობდა. ცხოვრებაში პირველად, ეს საღამო ანერვიულებდა. ხელისგულებზე ოფლს გრძნობდა, მუხლები ეკვეთებოდა და უნდოდა ბოლო წვეთამდე ჩაეცალა ღვინო.
ნიკოლა არ იყო.
თეთრ დარბაზში ხელშეუხებლად იდგა შავი როიალი. მართალია, საოცარ მუხტს დაატარებდა, თუმცა ნიკოს გარეშე მაინც არარაობა იყო, თითქოს. იმ საღამოს შემდეგ, რაც ნიკოლამ უსიტყვოდ დატოვა მათეს სახლი, მისი ამბავი არავის გაუგია. მოლოდინი კი ისეთი იყო, იმედგაცრუება ყველა ადამიანს წააქცევდა. ხუთი წუთი რჩებოდა,სანამ დასხდომას გამოაცხადებდნენ. შემდეგ, კიდევ თხუთმეტი წუთი, რომ დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამომდგარიყო და ალბათ კიდევ ხუთი, რომ ნიკოლას საკუთარი ადგილი დაეკავებინა. მათემ ასჯერ მაინც დახედა მაჯის საათს. თერთმეტის შესრულებამდე შვიდი წუთი რჩებოდა.
-მიდი ნიკო, არ დამაღალატო. -ჩურჩულებდა თავისთვის და ჰორიზონტს უშტერებდა თვალს. მთვარე დაღვრემილი იყურებოდა, თითქოს სამყაროს ყველა ბოროტების მომსწრეს ციდან ჩამოვარდნა და მიწაზე მოკალათება მონდომებოდა. მართალიც იყო. მათემ იმ წამს, საოცარი მსგავსება და სიახლოვე იგრძნო მთვარესთან. ისიც უბრალო, კუთხეში მიმწყვდეული სხეული იყო, რომელიც სიბნელეში ცდილობდა გამონათებას, მაგრამ სანამ მზის სხივები არ მისწვდებოდა, არაფერი გამოსდიოდა. მხოლოდ უყურებდა, ისმენდა, ივსებოდა, ზოგჯერ ნახევრდებოდა, ცარიელდებოდა, საცოდავად ეკიდებოდა და საბოლოოდ, მაინც იქ რჩებოდა, სადაც პირველად გაჩნდა. ჩრდილი იყო მათე, რომელიც შემაწუხებლად მზიან ამინდში ეცემოდა. დამღლელი იყო, მაგრამ საჭირო. ყველაზე მეტად კი ის დაღლიდა, თუ ნიკოლა არ გამოჩნდებოდა და ყველაფერს მიატოვებდა. ღვინო გამოცალა, მიმტანს ვერცხლის ლანგარიდან კიდევ ერთი ააცალა და ხარბად მოსვა. ტვინში სისხლი ჩაექცა გამყინავ ხმაზე, როცა სტუმრებს დარბაზში შესვლა რამდენჯერმე სთხოვეს. თერთმეტს სამი წუთი გადასცილებოდა, კიდევ ჩვიდმეტი და ყველაფერი დასრულდებოდა.შეეზლო წარმოედგინა იმედგაცრუებული, საყვედურებად ქცეული სტუმრების სახეები, მათი განცდები, მაგრამ ვერაფრით აცნობიერებდა თვითონ რას იგრძნობდა, რა სახეს მიიღებდა, როცა მძიმე ფარდა გადაიწეოდა და რაც თვალსაწიერს მისწვდებოდა, როიალი და მასთან ცარიელი ადგილი იქნებოდა. იმედგაცრუება? - არა. ალბათ, მიტოვება, ან დატოვება.

***
მათე ფარდის უკან იდგა, საბოლოოდ შეავლო თვალი როიალთან მიტოვებულ ადგილს და თავი გააქნია. ხუთი წუთი და იმას მოისმენდა, რაც ყველაზე მეტად სძულდა. შეშფოთების ამოძახილებს. ხელი გადაუსვა როიალის პრიალა ზედაპირს და დანანებით დახედა. სულ ეს იყო. ნიკო არ გამოჩნდა, კონცერტი უკვე ჩაშლილი იყო. შეუძლებელი იყო, ნიკოს ადგილი სხვას დაეკავებინა, რადგან ათასობით ადამიანი სწორედ იმ გენიალური მუსიკოსის სანახავად მოსულიყო, რომელიც მსმენელის აზრს სანახევროდ ისმენდა. შებრუნდა, კულისების ფარდა გადასწია და თვალი შეავლო დარბაზს. ერთი ადგილიც აღარ დარჩენილიყო თავისუფალი. აღტაცებულები ელოდნენ მუსიკოსს, რომელიც არ ჩანდა და არც გამოჩნდებოდა. მათემ თავი გააქნია, ფარდას ხელი გაუშვა და შებრუნდა. ნელი ნაბიჯით აიარა კიბე, მსმენელის რიგებს შეუერთდა და სცენაზე დაშვებულ ფარდას თვალი გაუსწორა. რამდენჯერ იგრძნო ამ სცენისადმი სიყვარული და სიამაყე, თუმცა იმ დღეს ზიზღს გრძნობდა. დარბაზში ზარის ხმა გაისმა. კონცერტი იწყებოდა. მათე შებრუნდა, კიბის ბოლო საფეხურზე დადგა ფეხი. ხმადაბალი შრიალით მიხვდა, რომ ფარდა გადაიწია და სწორედ იმ წამს ელოდა გაოცებული მსმენელის შეძახილებს, თუმცა რამდენიმე წამის განმავლობაში არაფერი ხდებოდა. პანიკის უზარმაზარ ტალღას არ გადაუვლია. პირიქით, ის-ის იყო კარის სახელური უნდა ჩამოეწია და სასცენო დარბაზიდან გასულიყო, მუხტმა სხეულში გაუარა და რეფლექსურად მოაშორა ხელი სახელურს. იგრძნო, როგორ აუკანკალდა სხეული, მუხლები ეკვეთებოდა და ვეღარ იმორჩილებდა. შებრუნების ეშინოდა, რადგან ილუზიად თვლიდა ბგერას, რომელმაც დარბაზს გადაუფრინა. გაფართოებული თვალებით მიბრუნდა სცენისკენ, თავზარდაცემული აეკრო კედელს და აკანკალებული ხელი გულზე მაგრად მიიჭირა.
ნიკოლა იჯდა როიალთან. შავი პიჯაკი სკამის უკან გადაეგდო, თეთრი პერანგის საყელოები კოხტად ამოეწია და თმაც უკან ჰქონდა გადავარცხნილი. მუდამ მკაცრი ნაკვთები, შეკრული ყბები საოცრად მოდუნებული ჰქონდა, სიმსუბუქით ასრიალებდა ხელებს როიალზე. ეს იყო, სწორედ ეს იყო მწვერვალი.
ნიკოლა ახალ მუსიკას უკრავდა.
მათემ ინსტიქტურად დაიხედა ფეხებზე, საიდანაც თეთრი გველი გამოსრიალდა და სცენისკენ გასრიალდა. სინამდვილეში, მის ფეხებთან სიცარიელე იყო. გველი სცენის კიბეზე ასრიალდა, როიალს შემოეხვია და მის ზედაპირზე დაიკლაკნა. წამოიწია, ნიკოლას გაუსწორდა სიმაღლით. დარბაზში მსხდომთ შეყვირება აღმოხდათ, როცა მსუბუქი ნოტები ჭექა-ქუხილმა შეცვალა. ნაზად მოსრიალე ხელები სიკვდილის მტევანს დაემსგავსა, რომელიც ბოლო წამებს ითვლიდა როიალთან. მოდუნებული ნიკოლა გაიმართა, ყურში ჩაესმა მათეს რა ხმა გამოსცა მისმა ხერხემალმა, რომელიც წამში აჰყვა გაფანტულ მუსიკას.
მოღრუბლულ ცას ჰგავდა. ღრუბლებს შორის დაჭერილი მთვარე და მასზე მოსრიალე ელვა, აქა-იქ ჩამოცურებული მეხი, ჭექა-ქუხილის დამანგრეველი ხმა. წვიმის ოკეანე წარმოქმნილიყო სცენაზე. მათემ იგრძნო, როგორ ჩაუსისხლიანდა თვალები. დარბაზში მყოფთ გადახედა, სათითაოდ დაეკრიფათ გულზე ხელები და აუტანელი გამძლეობით ცდილობდნენ იმ ტკივილთან შეხვედრას, რომელსაც ნიკოლა მახარაძე მუსიკით უწყობდა.
ცეცხლი წაეკიდა ერთ გროვად ქცეულ მოგონებებსა და გრძნობებს. ცამდე აიჭრა აგიზგიზებული, ლავად ქცეული მასა. იქ დაიფერფლა, ერთად შეგროვდა და თავზე დაეყარა ყველას, ვისაც კი შეეძლო ეგრძნო, რას განიცდიდა ნიკო. დარბაზში კვნესა ისმოდა. დაუკითხავად ტოვებდნენ ცრემლები ჩასისხლიანებულ თვალებს. ისინი ხდებოდნენ მოწმე სასწაულისა, რომელიც სხვაგან არასდროს ენახათ. ისინი იქცნენ ადამიანებად, რომლებსაც ესმოდათ რამდენად ძლიერია სუნთქვისაგან მოყენებული ტკივილი. ისინი შეხვდნენ უდაბნოს, სადაც ყვავილები იზრდებოდა. ისმენდნენ მუსიკას, რომელიც ძალიან ჰგავდა წვიმას. ნიკოს სამყაროში მუდამ ციოდა, მუდამ ქარი ქროდა და წვიმდა. გული ყელში მიებჯინა მათეს, უნდოდა საკუთარი ხელებით გამოეგლიჯა, გამოეწურა და შორს გადაეგდო. ღალატი იყო ნიკოლას მუსიკა.
ნაზ ბგერებში გაფანტული ტკივილი, სევდა, ნაღველი, დარდი. იგრძნობოდა, რომ უსამართლო იყო ცხოვრება.
თითქოს მუსიკასაც ამოედგა ენა. მსმენელთა შორის დაძრწოდა და რაღაცას ჩურჩულებდა, ხავერდოვანი და ამავდროულად, დამანგრეველი სილამაზის ხმა ჰქონდა. ყვებოდა ამბავს რწმენის შესახებ, რომელიც ტურასავით დაძრწის მიტოვებულ სასაფლაოზე. სიკვდილზე, რომელზეც, რა თქმა უნდა, ნიკოლას სმენია. ყვებოდა ისტორიას გოგონებზე, სიყვარულსა და ძალიან, ძალიან ფერმკთალ ვარდისფერზე. და ბოლოს, მუსიკა, რომელიც იმ ღამეს კედლებს შეეზარდა, კედლების ძარღვებში დაიწყო სისხლად დენა, განუწყვეტლივ იმეორებდა - „ევვა! ამ მუსიკაში ხარ, ევვა!“.

***
და ის-ის იყო დაცარიელებულ დარბაზში სიჩუმე უნდა გამეფებულიყო, ნიკოლამ მიახლოებულ, შეძრწუნებულ მათეს წინ ფურცელი აუფრიალა. მთელი კონცერტის მანძილზე, მახარაძე ღრიალებდა, შიგნიდან იგლეჯდა ყველაფერს, რაც კი შემორჩენილი ჰქონდა. მათემ აკანკალებული თითები მოჰკიდა ფურცლის ბოლოებს და მასში ამოიცნო წერილი, რომელიც წლების წინ დატოვა თათამ, ვიდრე სიკვდილს შეხვდებოდა. ნიკოლამ ჩაწითლებული, ჭაობისფერი თვალები გადაატრიალა, როიალის კუთხიდან რაღაც გამოასრიალა და მათემ არაჩვეულებრივად გაარჩია მოწითალო ფერის შუქზე გაბრწყინებული იარაღი. ნიკომ თვალები დახუჭა, გადათეთრებული ტუჩები ერთმანეთს დააშორა და მთრთოლვარე სუნთქვა ამოუშვა. იარაღი საფეთქელთან მიიდო, რამდენჯერმე შეახო და მოიშორა.
-ვისჯები. -ამოიხრიალა ბოლოს და ფერფლად ქცეული თვალებით გადახედა შეძრწუნებულ მათეს.

№1  offline მოდერი bibo

ვაიმე კიდე შოკში ვარ :* ეს რა იყო საოცრება სასწაული გრძნობების და ემოციების კორიანტელიიყო იყო ყველაფერი რაც მჭირდებოდა რაც უნდოდა გულს გრძნობები რომლებმაც გული აძგერა აფრინა ჰაერში ზეცაში შენ ხარ სასწაული საოცრება რომელსაც არ ჭირდება ათასი და ათობით მკითხველი რო ოცოდეს რა სასაული ხარ რა საოცრება აი კიდე შოკში ვარ ისეთი იყო მძიმე იყო იყო ბევრი ტკივილი ბევრი სევდა შავი ფერები ფერები რომელსაც გაფანტავს ნიკოლი გაფანტავს მათე გაფანტავს ვარდისფერ შარფიანი ევა.....იყო მელოდია რომელიც ნიკოლისა მარტო ის ნოტები რომლებიც ქმნიან ნიკოლს ის როიალი რომელიც ნიკოს გარეშე არარაობა ის კლავიშები რომლებიც ნიკოს ხელების გარეშე უფერულდებიან ის მელოდიები რომელიც ნიკოშია რომელიც ნიკოსია უბრალოდ ის მელოდია რითაც სუნთქავს ნიკო და მასთანერთად მეც ეს მეტია ვიდრე მელოდია ვიდრე სიმღერა ვიდრე როიალი და უბრალოდ კლავიშები :**** ეს გველი უშნოდ დაძრწისთქო ვერ გეტყვი მგონია სიმშვიდის სილამაზის და უბრალოდ ამათი გადამრჩენელი და დამაბრუნებელი ამ ქვეყნად.მათე არი ადამიანი პიროვნება უბრალოდ ის კაცი რომელიც ჭირდება ყველას სარსებოდ ის პიროვნება რომელიც მეორე მეა მიყვარს მათე უბრალოდ მათეს გარეშე არაფერია ნიკოლი.როგრც როიალი ნიკოლის გარეშე :**** კიდე შოკში ვარ კიდე მესმის ნიკოს მელოდიები კიდე ვგრძნობ ნიკოს თითებ როიალზე და იმ თვალებს რომლებიც სიწითლისგან უელავს და ის ხმა რომელსაც ტკივილი მოაქ :***** უბრალოდ საოცრება ხარ შენ რომელსაც არ ჭირდება სიტყვები და მოქმედებები :**** მახსოვს მე შენი შეპირება ვიცით ჩვენ :***** უბრალოდ ვგრძნობ თითოეულ ასოს წერიტილს მძიმეს ვგრძნობდი გულის ცემას და უბრალოდ ფერებს რომელსაც ხატავ დ აქარგავ :***კიდე კიდე მანდ ვარ ემოციურ შოკში შოკი მაქ თუ პატარა შოკუნიები ვერ ვხდები რაღაც ხო არის და :დ ჩემი თეთლი ჩოკოლატი ხარ პაწაწო :* მიკვირს საოდან ასეთი ნიჭი ასეთი სევდა ასეთი ფერები ამ პაწაწო გოგოს ამ პაწაწო გულში :***** ჩემო გემრიელობა და უბრალოდ საოცრება ვაფრენ მე შენზე ვგიჟდები ჩემო გულის ჯემო :*** იცოდე საოცრება ხარ აი კიდე შოკში ვარ კიდე იქ ვარ და იქ ვზივარ :* უბრალოდ გყვარობ უბრალოდ ვაფრრნ უბრალოდ ვგიჟდები და უბრალოდ საოცრება ხარ შენ ჩემო უბრალოდ საოცრებაც :******

№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაი.რა ეწერა ასეთი წერილში კი მაგრამ.აუ ნიკოლა,ჩემი ნიკოლა,კარგი რა.რა გაძლებს ახლა მომდევნო თავამდე უფ.იცი რა შენს ტვინში მინდა ჩახედვა(ოღონდ კარგი გაგებით ვამბობ),უბრალოდ მაინტერესებს ასეთ საოცრებას როგორ წერ.ვგიჟდები მე შენზე
--------------------
ლანა

№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

bibo

ჩემი ბიბო, ჩემი საოცარი, ემოციური და საყვარელი თამუნა.
ვერ წარმოიდგენ როგორ მაბედნიერებ შენი კომენტარებით, როგორ უხდება შენი სიმსუბუქე ისტორიის სიმძიმეს.
მხოლოდ ერთს გეტყვი - მინდა მჯეროდეს ყველაფრის, რისიც შენ გჯერა.
სხვა ყველაფერს მათი დრო გვიჩვენებს.
ვგიჟდები შენზე!

La-Na
ვაი.რა ეწერა ასეთი წერილში კი მაგრამ.აუ ნიკოლა,ჩემი ნიკოლა,კარგი რა.რა გაძლებს ახლა მომდევნო თავამდე უფ.იცი რა შენს ტვინში მინდა ჩახედვა(ოღონდ კარგი გაგებით ვამბობ),უბრალოდ მაინტერესებს ასეთ საოცრებას როგორ წერ.ვგიჟდები მე შენზე

ვაი, ნეტავ რა ეწერა? :/
რომ შემეძლოს, ჩაგახედებდი, იმიტომ კი არა, რომ სასწაულია, იქნებ შენ მაინც გაგეგო სად მიმიყვანს ამ ისტორიის წერა და ნიკოლა კი არა მე თუ გადავრჩები :დდდ
უღრმესი მადლობა!❤ მე შენზე ვგიჟდები

№4  offline წევრი An_Gel

ვაი,ვაი, წერილი! როგორ მაინტერესებს რა წერია იმ წერილში.
ასე მგონია, ყველაფერს ან დაანგრევს ეგ წერილი და ააშენებს. (საშუალო არ იქნება :დ)
მე მაინც არ მინდა მჯეროდეს,რომ თათამ საყვარელი კაცი (ალბათ საყვარელი) სამარადისო ტანჯვისთვის გაიმეტა და ამიტომ დაწერა ეს წერილი. თუმცა ნიკოს "ვისჯებიმ" ძალიან დამაბნია.
არ გავაკეთებ წინასწარ დასკვნებს,გენდობი თვალდახუჭული და დაველოდები გაგრძელებას.
აი, მათე არაფრით შემიძლია რომ გამოვტოვო ჩემს კომენტარში. რამდენს გაუძლებს?! სადამდე?! ამოუვსები ქვევრია (კარგი გაგებით) არ ნებდება,არ იღლება, არ წყვეტს სიმართლის ხმის გაჟღერებას.
ევვა - უკვე მეორე თავში ტრიალებს ჩვენ წინ ძალიან მაცდურად. თვითონ არ ჩანს,მაგრამ ასე მგონია მთელს ისტორიას აკონტროლებს.
ყველაზე მეტად ორი რამ მაინტერესებს ახლა. წერილი თავისთავად და ლევანის მაქინაციები. მათეს როგორც ყოველთვის არავინ უსმენს სათანადოდ,არადა იძახის ადამიანი,რომ საფრთხეს ჯერ არ ჩაუვლია.
მოკლედ,ამრიე და დამრიე და გამაგიჟე! sweat_smile
გელი heart_eyes

№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

ვისჯების გარდა ყველაფერს ველოდი.
არა, თავიდან, როცა წერილი პირველად ახსენე, სწორად ეს გავიფიქრე, მაგრამ ჩვენი საუბრის შემდეგ აღარ, ამიტომ გულში გამჭვალა.

მარიამ, მუსიკას ისე სასწაულად აღწერ... გაოცებული ვარ, და არა მარტო ამით. რაღაც არაამქვეყნიური ტრიალებდა დარბაზში. იქ ვიჯექი ნამდვილად, გასასვლთან, მათესთან ახლოს და სწორედ ამიტომ მუსიკა განსაკუთრებით კარგად მესმოდა.

თათა საშინლად მაღიზიანებს. სწორედ მისი ბრალია ნიკომ წერილის წაკითხვა რომ ამ დრომდე გადადო. იმ დრომდე, როცა ევას შეხვდებოდა...

დააა...
ვარდისფერი... ვარდისფერი უკვე იმედია. სიმსუბუქე და სითბოა.
და როცა კითხვისას ვფიქრობდი, რატომ დაიკარგა ასე ევა, ძალიან გადაიდო მისი გამოჩენათქო, დასასრულს მისი საჭიროება ვიგრძენი და ამოვისუნთქე.

ახლა ყველაფერი მასზეა...
და მათეზეც... როგორც იქნა ნიკოლამ რაღაცაში მაინც დაუჯერა. და დარწმუნებული ვარ "ვისჯები" არაა აპოკალიფსი.

საოცრება ხარ <3

№6  offline წევრი An-El

აუ ძალიან მაგარი იყო ჩემო გოგო :* აი ისეთი რო დაძაბულობისგან ვერც კი ამოვისუნთქეეე :( ნეტა რა ეწერა ასეთი იქ,არ მოკლა რა ნიკოლაააა და წერილში ჩვენც ჩაგვახედე :D

№7  offline მოდერი Maiaabuladze

რა ვთქვა შოკში ვარ, სული მეხუთება რომ ვკითხულობ, თუ ვერ გავიგებ ესეთი რა ეწერა იმ წერილში მოვკვდები.. ნიკო და მათე ერთმანეთის გარეშე ვერ წამომიდგენია უბრალოდ არ არსებობს ერთი მთლიანობა არიან ერთმანეთის პიროვნება... ნიკო რომ არ მოსულიყო კონცერტზე სულს განვუტევებდი ❤ შენ კიდე სიტყვები არ მყოფნის ისეთი მაგარი გოგო ხარ ❤

№8  offline ახალბედა მწერალი MariamG

An_Gel
ვაი,ვაი, წერილი! როგორ მაინტერესებს რა წერია იმ წერილში.
ასე მგონია, ყველაფერს ან დაანგრევს ეგ წერილი და ააშენებს. (საშუალო არ იქნება :დ)
მე მაინც არ მინდა მჯეროდეს,რომ თათამ საყვარელი კაცი (ალბათ საყვარელი) სამარადისო ტანჯვისთვის გაიმეტა და ამიტომ დაწერა ეს წერილი. თუმცა ნიკოს "ვისჯებიმ" ძალიან დამაბნია.
არ გავაკეთებ წინასწარ დასკვნებს,გენდობი თვალდახუჭული და დაველოდები გაგრძელებას.
აი, მათე არაფრით შემიძლია რომ გამოვტოვო ჩემს კომენტარში. რამდენს გაუძლებს?! სადამდე?! ამოუვსები ქვევრია (კარგი გაგებით) არ ნებდება,არ იღლება, არ წყვეტს სიმართლის ხმის გაჟღერებას.
ევვა - უკვე მეორე თავში ტრიალებს ჩვენ წინ ძალიან მაცდურად. თვითონ არ ჩანს,მაგრამ ასე მგონია მთელს ისტორიას აკონტროლებს.
ყველაზე მეტად ორი რამ მაინტერესებს ახლა. წერილი თავისთავად და ლევანის მაქინაციები. მათეს როგორც ყოველთვის არავინ უსმენს სათანადოდ,არადა იძახის ადამიანი,რომ საფრთხეს ჯერ არ ჩაუვლია.
მოკლედ,ამრიე და დამრიე და გამაგიჟე! sweat_smile
გელი heart_eyes

ვაი, ნეტავ რა წერია იმ წერილში, ასე რომ გვაფრთხობს ყველას და მხოლოდ ორ უკიდურესობას ვხედავთ.
მათე - ყველაფერია. მეგობრობის ხაზი მასზე გადის, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა.
ევა აუცილებლად უნდა გამოჩნდეს, რადგან აგვიანებს.
ძალიან დიდი მადლობა, რომ მენდობი თვალდახუჭული და მელოდები.

lullaby
ვისჯების გარდა ყველაფერს ველოდი.
არა, თავიდან, როცა წერილი პირველად ახსენე, სწორად ეს გავიფიქრე, მაგრამ ჩვენი საუბრის შემდეგ აღარ, ამიტომ გულში გამჭვალა.

მარიამ, მუსიკას ისე სასწაულად აღწერ... გაოცებული ვარ, და არა მარტო ამით. რაღაც არაამქვეყნიური ტრიალებდა დარბაზში. იქ ვიჯექი ნამდვილად, გასასვლთან, მათესთან ახლოს და სწორედ ამიტომ მუსიკა განსაკუთრებით კარგად მესმოდა.

თათა საშინლად მაღიზიანებს. სწორედ მისი ბრალია ნიკომ წერილის წაკითხვა რომ ამ დრომდე გადადო. იმ დრომდე, როცა ევას შეხვდებოდა...

დააა...
ვარდისფერი... ვარდისფერი უკვე იმედია. სიმსუბუქე და სითბოა.
და როცა კითხვისას ვფიქრობდი, რატომ დაიკარგა ასე ევა, ძალიან გადაიდო მისი გამოჩენათქო, დასასრულს მისი საჭიროება ვიგრძენი და ამოვისუნთქე.

ახლა ყველაფერი მასზეა...
და მათეზეც... როგორც იქნა ნიკოლამ რაღაცაში მაინც დაუჯერა. და დარწმუნებული ვარ "ვისჯები" არაა აპოკალიფსი.

საოცრება ხარ <3

შესაძლოა, "ვისჯები" უბრალოდ ნიკოს ფანტაზიაც იყო. რა გასაკვირია, კაცი იტანჯება, ხან ლევანიო, ხან გაბუტული მათე, გადაკარგული ევა, უსამართლო სამართალი და ლამის მკვდრეთით აღმდგარი თათა!
ვნახოთ, მაინც არამგონია, წერილი აპოკალიფსი იყოს.
უღრმესი მადლობა მუსიკისთვის... მჯერა, რომ იქ იყავი. გესმოდა და გრძნობდი.
აი, ევა კი მართლაც აგვიანებს, ამიტომ სასწრაფოდ მისი გამოჩენაა საჭირო.
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! სხვა დანარჩენი შენც იცი <3

An-El
აუ ძალიან მაგარი იყო ჩემო გოგო :* აი ისეთი რო დაძაბულობისგან ვერც კი ამოვისუნთქეეე :( ნეტა რა ეწერა ასეთი იქ,არ მოკლა რა ნიკოლაააა და წერილში ჩვენც ჩაგვახედე :D

აი, დაგვუბრუნდი ! :დდ
ნეტავ, ნეტავ რა წერია?
ძალიან დიდი მადლობა!!

Maiaabuladze
რა ვთქვა შოკში ვარ, სული მეხუთება რომ ვკითხულობ, თუ ვერ გავიგებ ესეთი რა ეწერა იმ წერილში მოვკვდები.. ნიკო და მათე ერთმანეთის გარეშე ვერ წამომიდგენია უბრალოდ არ არსებობს ერთი მთლიანობა არიან ერთმანეთის პიროვნება... ნიკო რომ არ მოსულიყო კონცერტზე სულს განვუტევებდი ❤ შენ კიდე სიტყვები არ მყოფნის ისეთი მაგარი გოგო ხარ ❤

წერილის წაკითხვა ჩვენ ყველას გვინდა, იმედია წაგვაკითხებს ეს ჯიუტი ავტორი :დდდ
მათესა და ნიკოს ურთიერთობაზე სრულიად გეთანხმები!!
ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე მაფასებ. <3

№9  offline წევრი Indigo

ღმერთო, ეს რა იყო?საოცრება ხარ! ♥♥♥

ვერასდროს ვხვდები საით წავა ეს ისტორია და რა მოხდება, წინასწარ ვერაფერს ვხვდები.
საოცრად აღწერ მუსიკას, ვკითხულობდი და ვხედავდი კადრებს, როგორც ფილმში.
ამჯერად ფილმის ნახვა მომინდა, საოცრად მომინდა. სურვილისგან გამაჟრიალა.

ვგიჟდები მე შენზე! ♥♥♥
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

№10  offline ახალბედა მწერალი MariamG

Indigo
ღმერთო, ეს რა იყო?საოცრება ხარ! ♥♥♥

ვერასდროს ვხვდები საით წავა ეს ისტორია და რა მოხდება, წინასწარ ვერაფერს ვხვდები.
საოცრად აღწერ მუსიკას, ვკითხულობდი და ვხედავდი კადრებს, როგორც ფილმში.
ამჯერად ფილმის ნახვა მომინდა, საოცრად მომინდა. სურვილისგან გამაჟრიალა.

ვგიჟდები მე შენზე! ♥♥♥

უღრმესი მადლობა! მე კიდევ შენზე ვგიჟდები <3

№11  offline მოდერი sopiko

აი, მრცხვენია ამდენი ხანი რომ დამაგვიანდა წაკითხვა, მაგრამ მთლად ჩემი ბრალიც არაა.
შენ ჩვენი გაგიჟება გაქვს გეგმაში?
მუსიკა ფოტო მგონია, მუსიკა სირბილი მგონია, მუსიკა სიტყვები მგონია, იმდენად ოსტატურად აღწერ.
ნიკოლას დასჯა არ ასცდება. შეუძლებელია შენ გამო ადამიანი მოკვდეს და მერე ეს გამო მოიშორო. რთულია, ძალიან რთული, მაგრამ ნიკოლა თუ მხოლოდ ნიკოლას მოუსმენს და არავის და არაფერს დააფასებს, რა ვიცი, რა იქნება, არ ვიცი...
ბელა იმედია გადარჩება, თორემ ნიკოლასი არ იყოს კარგი რომ იყო, მიზეზი გჭირდება. მიზეზი კი შიშია, რომ რაღაცას/ვიღაცას დაკარგავ.
მათე გამორჩეული პერსონაჟია ჩემთვის. ყვირილია, რომელსაც ყველა რაღაცით ახშობს, თითქოს პირზე ხელს აფარებენ. ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია სამართალი აღადგინოს, სიბინძურე გაასუფთავოს, ჭუჭყი მოაცილოს ყველას და ყველაფერს.
გველზე იქაც გიპასუხე და აქაც გეტყვი, რომ წინათგრძნობად მიმაჩნია.
წერილში რა ეწერა, ნეტავ, რა მოითმენს შემდეგ თავამდე..
თათა ერთი დიდი საიდუმლოა ამ ისტორიაში.
ევა კი არ მინდა, რომ მისი ორეული იყოს. ახალი მუსიკა უნდა დაწეროს ნიკოლამ და მას დაარქვას ევა, ის გაჟღინთოს იასამნის სურნელით, თორემ ისე გაიქუცება ფერები, ისე გაუფერულდება...
ბრავო, მარიალა!
ბრავო!

№12  offline წევრი Tushma19

არავეულებრივად წერ<3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent