შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (მეცხრამეტე თავი)

3-05-2017, 19:36
ავტორი murachashvili
ნანახია 3 676

ნათება შეპარვოდა თბილისს, ეკლესიაში ზარები რეკდა და ახალი დღის დადგომას გვამცნობდა. ვიღაცისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე იწყებოდა. აი, თორნიკე ქართველიშვილისთვის კი....
სულ ერთი ღამე აღმოჩნდა საკმარისი, ერთმა საბედისწერო, ავბედითმა ღამემ წალეკა და დაასამარა ყველაფერი.
ნარკოლოგიურში ორი ახალგაზრდის სიცოცხლის შესანარჩუნებლად წამოწყებული ბრძოლა, ექიმებისა და მათი გულშემატკივრების დიდი გამარჯვებით დასრულდა. მათგან განსხვავებით, ჩვიდმეტიოდე წლის ვაჟი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის სპორტულ სტადიონზე, უკანასკნელ სუნთქვას აყოლებდა საკუთარ სიცოცხლეს. გარდაცვლილს ცივი, უტყვი თვალებით უმზერდა თავზე წამომდგარი მისივე ასაკის ვაჟი.
ჯერ კიდევ გუშინ პრესპექტიული, ყველაზე სიმპატიური, ყველასთვის სასურველი თორნიკე, ახლა ყოფილი მეგობრის სისხლში დასვრილი, ცივსისხლიანი მკვლელი გახლდათ.
- თენდება, წუთი-წუთზე მოვა პოლიციაც, სვავებივით არიან, ლეშის სუნს შორიდანვე გრძნობენ! - მხარზე შეეხო წარბა - უნდა წავიდეთ!.
- თქვენ წადით! - ირონიულად გაეღიმა ვაჟს, თავად კი მისი რჩევის გათვალისწინება არც კი უფიქრია.
ვაჟის ცივი მზერით ყველაფერი იყო ნათქვამი. მისთვის წინააღმდეგობის გაწევა არც კი უფიქრიათ. წარბამ ოდნავ დაუქნია თავი მის ბიჭებს და ისე ჩუმად დატოვეს სტადიონი, თითქოს იქ არც ყოფილან.

ჩვეული მანერით, ისევ ბეჭებში გაშლილი იდნა თორნიკე, დამალვას არც კი ფიქრობდა. გგონიათ ნანობდა?! არა.
სინანული წამითაც არ გაუვლია. ცივი, ზიზღით სავსე თვალებით უმზერდა კვანტალიანის ცხედარს. ცდილობდა მასში მეგობარი დაენახა, ან თუნდაც უბრალოდ ადამიანი, მაგრამ უჭირდა. წინ ლეში ეგდო, უსულო, უხორცო და რაოდენ უცნარიც არ უნდა ყოფილიყო უკვე გახრწნილი და გარყვნილიც.
საკუთარმა აღმოჩენამ შეაკრთო. რატომ ვერ ამჩნევდა, რატომ ვერ ხედავდა?! განა შეიძლებოდა რამდენიმე წუთში ადამიანის ასეთი შეცვლა?! რაღაც მომენტში გარდაცვლილში საკუთარი სახეც კი დაინახა. არც თავად ყოფილა განსხვავებული, არც თავად ყოფილა მშვიდობის მტრედი.
- მგონი ვგიჟდები! - ისტერიულად იცინოდა ქართველიშვილი.
დიახ, აი, ასე, დაჰყურებდა გარდაცვლილს და სინანულის ნაცვლად იცინოდა, თვალებიდან ცრემლები სდიოდა, მაგრამ ეს სულაც არ იყო ტკივილის ცრემლი. ირონია ნარევი, გარკვეულ წილად ბედნიერიც კი იყო, თითქოს ბიჭების წინაშე ვალი მოიხადა. სამართალი აღასრულა. მაგრამ მისი კმაყოფილება რამდენიმე წუთს გაგრძელდა, იქნებ წამებიც კი. შემდეგ? გინახავთ, როგორ უცებ მშვიდდება აბობოქრებული ზღვა?! სწორედ ასე იყო ქართველიშვილიც. ნელ-ნელა სახე დაუწყნარდა. გახშირებული სუნთქვაც დაურეგულირდა და დარჩა მის მიერ შექმნილი რეალობის პირისპირ მარტოდ-მარტო. დარჩა მხოლოდ სიცარიელე და იმედგაცრუება.
სად იყო სამართალი? არსებობდა კი ის? ქართველიშვილისთვის სამართალს სახე დაეკარგა, თავად იყო შემოქმედიც, თავად იყო მოსამართლეც და რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო თავადვე ქცეულიყო ჯალათადაც.
როგორც იქნა ჩართო გამორთული მობილური ტელეფონი. მიუღებელ, უპასუხო ზარებს ტკივილით გადაავლო თვალი. თეკლეს ნომერი ჭარბობდა შემოსულ ზარებში, ტელეფონის ჩართვა და მისი მორიგი ზარის შემოსვლაც ერთი იყო. ისევ რეკავდა დედობილი, ისევ ჯიუტად შემოდიოდა მისი ზარი.
ბოღმა ყელში მოაწვა ვაჟს. ეტკინა, წინასწარ ეტკინა ქალის ტკივილი. უნდოდა ეპასუხა, მაგრამ ვერ გაბედა. ზუსტად იცოდა, ახლა რომ დალაპარაკებოდა, ვეღარც შეძლებდა ასე სახელდახელოდ მოკრეფილი გამბედაობის შენარჩუნებას. მერე რა რომ მკვლელი იყო?! მერე რა, რომ ახლა თავადაც ნაძირალა კვანტალიანს დამსგავსებოდა?! ვის, ვის თეკლეს ამას ვერ ეტყოდა, არც ასეთი გამბედავი იყო, არც ასეთი გულადი.
დედობილის ნომრის ნაცვლად ცხელი ხაზის სამად-სამი ციფრი აკრიფა, სამართალდამცავებს თავადვე შეატყობინა მუხიანში მომხდარი მკვლელობის შესახებ. მოთმინებით ელოდა ეკიპაჟს. თუმცა ვიდრე პოლიცია მივიდოდა, მაინც ვერ მოითმინა, მხოლოდ ერთ ადამიანთან დარეკა.
- თორნიკე კარგად ხარ? მთელი ღამეა გეძებთ, თორნიკე!..
კარგახანს ფიქრობდა როგორ ეთქვა, შემდეგ როგორც იქნა მოიკრიბა გამბედაობა, მძიმედ გადააგორა ყელში მოწოლილი ბოღმა, ღრმად ჩაისუნთქა და ჩახლეჩილი ხმით უპასუხა: - შეცდით, მამაო...
- შევცდი?! - მართალია ვერ ხედავდა ნიკოლოზს, მაგრამ მაინც იგრძნო როგორ გააცახცახაა მოძღვარს.
- დიახ, შეცდით. მოვკალი. თქვენმა სანაქებო თორნიკემ, ჩემივე ხელებით გამოვასალმე სიცოცხლეს. ალბათ ფიქრობთ, რომ ვნანობ?! არა, არ ვნანობ, ახლაც კი, ცოცხალი რომ იყოს, ათასჯერ მოვკლავდი, გავანადგურებდი... ურჩხული ვყოფილვარ, სისხლისმსმელი ურჩხული! - საკუთარი თავის სიძულვილისგან დაცლას ცდილობდა ვაჟი.
მძიმედ სუნთქავდა მოძღვარი, პირველად ცხოვრებაში არ იცოდა რა ეთქვა აღზრდილისთვის.
- გძულვართ?! - სადღაც შორიდან ესმოდა ვაჟის სიტყვები ნიკოლოზს.
- არა. მეცოდები... ამხელა ტვირთისთვის მეცოდები...
ტკივილით გაეღიმა თორნიკეს, ალბათ გრძნობდა მოძღვარი ვაჟის გაორებას, მასში მომხდარ გარდატეხას, სამწუხაროდ ვეღარაფერს შეცვლიდა.
- არ მინდოდა, დედას გეფიცებით, თეკლეს გეფიცებით, არ მინდოდა, მაგრამ არც ვნანობ. ასე უნდა ყოფილიყო, ასე უნდა მომხდარიყო. უბრალოდ... - ხმა ჩაუწყდა თორნიკეს, სათქმელი ვეღარ დაასრულა.
- უბრალოდ?! - ჩაეკითხა მოძღვარი, თუმცა ვაჟის პასუხი პოლოციის ავტომობილების სირენების ხმამ გადაფარა.
ერთმანეთის მიყოლებით შემოვარდა სკოლის ეზოში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მასვე მოჰყვა აბულაძეც. გაოგნებული მისჩერებოდა მამაკაცი წინ მდგომ, ადამიანის სიხლით დასვრილ თორნიკეს.
ისევ ხელების აწევა უბრძანეს, ისევ თავჩაქინდრული მოათავსეს ავტომობილის უკანა სავარძელზე, თუმცა ამჯერად აღარ ამტკიცებდა საკუთარ უდანაშაულობას ქართველიშვილი.
ოცდაოთხი საათიც კი არ დასჭირდა მისთვის ბრალის წაყენებას. სულ რაღაც თორმეტიოდე საათში დაემხო თავზე სამყარო და საზოგადოებისთვის საშიშ პირადაც შერაცხეს.
არსებობდა მხოლოდ ერთი რეალობა, მისივე თანატოლისგან უჩვეულო სისასტიკით მოკლული ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი. საზოგადოებისთვის არსებობდა სადისტი, დაუნდობელი მკვლელი, ეს იყო ერთად-ერთი სიმართლე და ეს იყო ქართველიშვილების რეალობაც. მათი გაზრდილი, მათი აღზრდილი, განსასჯელის სკამზე იჯდა და განზრახ მკვლელობის მუხლით ასამართლებდნენ.
- გაითვალისწინეთ, რომ ბრალდებული არასრულწლოვანია... - ერთად-ერთ შემამსუბუქებელ გარემოებას დროსასავით აფრიალებდა ადვიკატი.
- დანაშაულის ჩადენის ფორმასაც ხომ გააჩნია?! მკვლელი განსაკუთრებული სისასტიკით მოქმედებდა... - გაღიზიანებული, ჯიუტად იმეორებდა მბრალმდებელი.
- განსაკუთრებული სისასტიკით, განსაკუთრებული?!... ჩემი თორნიკე, მკვლელი?!... - ცრემლებს ყლაპავდა თეკლე და ნერვიულად უჭერდა ხელს გვერდით მჯდომ მეუღლეს.
თუმცა მისგან განსხვავებით ბევრად მხნედ გამოიყურებოდა აკა. ესმოდა შვილობილის. თითქოს მისი მოქმედებისთვის ახსნაც კი მოეპოვებინა:
- მეგობრებისთვის სიცოცხლის გაწირვაც კი შეიძლება, არამც თუ მკვლელობა!... - ჩუმად უჩურჩულა გვერდით მჯდომ ქალს.
- რომელი ლოგიკით?! - ირონიულად ჟღერდა თეკელს ხმა.
- კაცურით! - ტანში ჟრუანტელმა დაუარა ასათიანის ხმის
- კაცურით?! მოსამართლეც ხომ კაცია, რატომ არ ამართლებს?! - ისტერიის ზღვარზე მყოფი სხდომის დარბაზში მჯდომ ქალაქის პროკურორს ისე უმზერდა, თითქოს ხსნას მისგან ელოდა, თუმცა მამაკაცის უტყვი თვალებიდან საიმედო ვერაფერი ამოიკითხა.
- მე რომ მტკივა?! - ცრემლები ვეღარ შეიკავა თეკლემ.
- გაივლის, ყველაფერი გაივლის. ახლა სისუსტის დრო არ არის... - მალამოდ ედებოდა ნიკოლოზის ხმა.

სასამართლოს დარბაზში ბრალდებულისთვის განკუთვნილ გისოსებიან კამერაში იჯდა ნადირივით დამწყვდეული ვაჟი. ხომ არ ესმოდა სხდომაზე დამსწრეთა საუბარი?! მაგრამ მაინც ზუსტად იცოდა მათი ფიქრების შესახებ. დაძაბული მისჩერებოდა გაფითრებულ დედობილს. წამიერად გადაეყარა მათი მზერა. უდარდელობის ნიღაბი აიკრა ქალმა, ნაძალადევად გაუღიმა, მაგრამ ზედმეტად ცუდი მსახიობი იყო თეკლე, მწვანე თვალებში ტკივილსა და უიმედობას დაესადგურა.
დარბაზში ისხდნენ მისი მეგობრებიც. აი, მათ მზერაში ნამდვილად არ იყო არც სინანული, არც სიბრალული. კოპებშეკრულნი უმზერდნენ მბრალმდებელს.
- თორნიკე თუ დამნაშავეა, მაშინ ჩვენც დაგვიჭირეთ, ჩვენც იგივეს გავაკეთებდით, უბრალოდ დაგვასწრო, არ დაგვაცადა!
ბიჭების რეპლიკას დამსწრეთა აღშფოთებული ტალღაც მოჰყვა:
- ამისთანებს გარეთ რა უნდათ, ერთმანეთზე უარესები არიან. დააკავეთ, დააკავეთ!...
იმდენ ხანს იბობოქრეს, ვიდრე მოსამართლე დამსწრეებს დარბაზის დატოვებით არ დაემუქრა.

სასამართლო პროცესისი აღწერა შორს წაგვიყვანს. ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად ალბათ ეს მცირე მონაკვეთიც საკმარისია. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ვიღაცას ვაჟი უდანაშაულოდ მიაჩნდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა, რომ ქართველიშვილი სასჯელს არ იმსახურებდა, ვიღაც კი პირსისხლიან ნაძირალად მოიხსენიებდა და მისთვის მუდმივ პატიმრობას ითხოვდა.
საბოლოოდ თორნიკე ქართველიშვილს ისევ მისივე არასრულწლოვნების, მისი ასაკის გამო შებრალებულს შვიდ წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იქნებ ცოტა იყო, იქნებ ბევრიც? არ ვიცი. მსგავს გადაწყვეტილების მიღებაში ლომის წილი ალბათ ისევ ფარნავაზ მოლოდინაშვილს მიუძღვოდა.

სასჯელის მოსახდელად თორნიკე თავდაპირველად არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში, ეგრეთწოდებულ ბავშვთა კოლონიაში მოათავსეს, ხოლო სრულწლოვანების მიღწევისთანავე ციხეშიც გადაიყვანეს.
გადიოდა დრო, თორნიკე ქართველიშვილი ერთ დროს ყველასთვის საყვარელი, ამჯერად ყველასგან დავიწყებული, მხოლოდ ორი მეგობრის, ორად - ორის, ირაკლისა და დათას ამარა დარჩენილიყო.
გარეთ ცხოვრება დუღდა, ყველაფერი იცვლებოდა, სამაგიეროდ ციხეში იდგა დრო ერთ ადგილზე. ოთხი კედლიდან დანახული სამყარო ბევრად განსხვავდებოდა ქართველიშვილის ცხოვრებისგან. ხშირად ნახულობდნენ ბიჭები. დათამ აიხდინა ოცნება, როგორც იქნა გახდა პროფესიონალი მრბოლელი. ირაკლის კი შეცვლოდა მიზნები. საავადმყოფოში ნარკოტიკების გამო მოხვედრის შემდეგ ექიმობაზე ოცნებობდა ბიჭი, მისაღები გამოცდები წარმატებით ჩაებარებინა და უკვე სამედიცინო ისტიტუტის სტუდენტიც გახლდათ.
შეიცვალნენ ბიჭები, როგორც ფიზიკურად, ასევე შინაგანად. საპყრობილეში მჯდომი თორნიკე ყოველდღიურად იბრძოდა გადარჩენისთვის. რთულად, მძიმედ, მართალია ახალი სასჯელის დამატების ხარჯზე, მაგრამ მაინც მოახერხა და დაიმკვირდა მისი ადგილი. არ იფიქროთ, რომ ქურდობისთვის იბრძოდა, სულაც არა, უბრალოდ არ ხრიდა თავს, იოლად არ ემორჩილებოდა, არც მუშტის მოქნევისგან იკავებდა თავს და დანასაც მოხერხებულად ხმარობდა. თუმცა დაპირისპირების მიზეზი ქართველიშვილი არასოდეს ხდებოდა, ძირითადად თავს იცავდა ვაჟი. შესაბამისად ზუსტად იცოდნენ, თუ ხელს მოიქნევდა, ისეიგი მიზეზიც ჰქონდა, უსამართლოდ არასოდეს არავის გაიმეტებდა. ამ თვისების გამო მალევე შეამჩნიეს ციხის ავტორიტეტებმა, მალევე გამოარჩიეს მისი თანატოლებისგან, პატივს სცემდნენ და მის სიტყვას წონაც ჰქონდა.
სულ უფრო და უფრო ნაკლებს უამბობდა პაემნებზე მოსულ მეგობრებს. სულ უფრო და უფრო შორდებოდა. დათასა და ირაკლისთან დამაკავშირებელი რგოლი ნელ-ნელა იცრიცებოდა. ძირითადად ბიჭები საუბრობდნენ, თუმცა საბოლოო ისე აღმოჩნდა რომ სასაუბრო თემაც გამოელიათ. მათ მზერაში სიყვარულის ნაცვლად სიბრალულს ხედავდა ვაჟი, აღიზიანებდა ამდენი წარმოუთქმელი, გაუმხელელი...
ზედმეტად მარტვივად გადაწყვიტა ეს პრობლემაც, თავადვე იხსნა სინდისის ქენჯნისგან, თავადვე აუკრძალა მასთან სტუმრობა.

და წავიდნენ ბიჭებიც, ისევ ძველებურად ლაღები, ისევ ძველებურად ხალისიანნი. დატოვეს ქართველიშვილი ოთხ კედელში, აწ უკვე ციხის ბინადრად ქცეული. ახალი სტატუსი, ახალი სახელი, რომელმაც წალეკა და წაიღო ერთი პატარა ბიჭის ოცნებები, წაიღო უდარდელი ბავშვობა და დატოვა მხოლოდ ტკივილი.

№1 წევრი NiniG-1

Vgijdebi ise momwons ❤

№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ჩემი თორნიკე.იმედია ციხიდან რომ გამოვა,მყარად დადგება ფეხზე.მისი მშობლები დამაკლდა იცი ამ თავში.არ მომეწონა მარტო ბიჭები რომ აკითხავდნენ და არც ის მათ რომ აუკრძალა მისვლა და ჩამოცილდა.შენ უკეთ იცი რა როგორ უნდა დაწერო,მაგრამ გული მწყდება.თორნიკე მეამაყება,რადგან შეეძლო,მაგრამ არ გაიქცა.სულმოუთქმელად ველი მომდევნო თავს
--------------------
ლანა

№3  offline წევრი neilo

აუ ანა კიდევ უნდა მატირო????მეც მეცოდება თორნიკე..

№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

NiniG-1
Vgijdebi ise momwons ❤

kissing_heart kissing_heart

№5 სტუმარი ketusi

რა მაგარიააააა stuck_out_tongue_winking_eye

№6 სტუმარი Teo.

Imedia tornike rom gamova sheicvleba mati urtiertoba megobrebtan ,da myarad gaagrzelebs cxovrebas,ratomxac mgonia misi biologiuri mshoblebis mkvlelebs pasuxs motxovs.

№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
ჩემი თორნიკე.იმედია ციხიდან რომ გამოვა,მყარად დადგება ფეხზე.მისი მშობლები დამაკლდა იცი ამ თავში.არ მომეწონა მარტო ბიჭები რომ აკითხავდნენ და არც ის მათ რომ აუკრძალა მისვლა და ჩამოცილდა.შენ უკეთ იცი რა როგორ უნდა დაწერო,მაგრამ გული მწყდება.თორნიკე მეამაყება,რადგან შეეძლო,მაგრამ არ გაიქცა.სულმოუთქმელად ველი მომდევნო თავს

მგონია რომ მშობლების სახე პროცესზე საკმაოდ ნათლად გამოჩნდა. გამზრდელები მუდამ მშობლებად დარჩებიან და როგორ ძლიერადაც არ უნდა ეცადოს ახლობლების მოშორებას თორნიკე, მათ ვერასოდეს შეელევა.თუმცა თორნიკეს ციხის ცხოვრებაში ცხადია ძველი პერსონაჟები ნაკლებად გამოჩნდებიან.

neilo
აუ ანა კიდევ უნდა მატირო????მეც მეცოდება თორნიკე..

მიზნად თქვენი ტირილი ნამდვილად არ მქონია smile

№8 სტუმარი მამალი ყლე

Goga toria linda lilaby nini kordzadze linda

№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ketusi
რა მაგარიააააა stuck_out_tongue_winking_eye

დიდი მადლობა kissing_closed_eyes

Teo.
Imedia tornike rom gamova sheicvleba mati urtiertoba megobrebtan ,da myarad gaagrzelebs cxovrebas,ratomxac mgonia misi biologiuri mshoblebis mkvlelebs pasuxs motxovs.

ზოგჯერ მგონია რომ ჩემს ნაცვლად ამ ისტორიას თქვენ წერთ smile დავიჯერო ასე იოლია ჩემი ჩანაფიქრის გამოცნობა?

№10  offline წევრი qarishxali

ამ იტორიაზე რომ ვტირი ალბათ არცერთ ისტორიაზე ამდენი არ მიტირია disappointed სიგიჟემდე მომწონს და ჩემი გული სალტოებს აკეთებს ხოლმე, როცა ამ ისტორიას ვკითხულობ heart_eyes ჩემი თხოვნა იქნება რომ თორნიკე თავის მეგობრებს არ მოაშორო, იკა და დათა მის განუყრელ ადამიანებად წარმომიდგენია და მინდა ისევ ისეთი ურთიერთობა დაუბრუნდეთ, როცა თორნიკე ციხიდან გამოვა heart_eyes ძალიან მაგარი ისტორიაა kissing_heart

№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

qarishxali
ამ იტორიაზე რომ ვტირი ალბათ არცერთ ისტორიაზე ამდენი არ მიტირია disappointed სიგიჟემდე მომწონს და ჩემი გული სალტოებს აკეთებს ხოლმე, როცა ამ ისტორიას ვკითხულობ heart_eyes ჩემი თხოვნა იქნება რომ თორნიკე თავის მეგობრებს არ მოაშორო, იკა და დათა მის განუყრელ ადამიანებად წარმომიდგენია და მინდა ისევ ისეთი ურთიერთობა დაუბრუნდეთ, როცა თორნიკე ციხიდან გამოვა heart_eyes ძალიან მაგარი ისტორიაა kissing_heart

სალტოებზე ბევრი ვიცინე smile ალბათ ცუდი ადამიანი ვარ, მაგრამ ცრემლების ძალიან მსიამოვნებს smile რაც შეეხება ისტორიის შემდგომ განვითარებას, წინასწარ ხმას არ ამოვიღებ, ვერაფერს დამაცდენინებთ. ყველაზე საინტერესო ეპიზოდს საკუთარ კომენტარებში არ გავწერ wink

№12  offline წევრი qarishxali

murachashvili

კარგია როცა ავტორი გვაინტრიგებს ეს ზალიან მომწონს blush მაშინ რადგან ვერაფერს დაგაცდენინებთ დაველოდები ახალ თავს blush heart_eyes

№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ეს ინტრიგა არაა, აქ თუ მოვყევი ისტორიაში რაღა ვწერო? smile თან ვაღიარებ ჯერ ზუსტად მეც არ ვიცი როგორ გაგრძელდება wink

№14  offline წევრი Mariamch

არ ვაკომებტარებდი იმიტომ რომ მინდოდა მაშინ დამეწერა რაღაც საოცარი რომ მოხდებოდა... არვიცი ეს რაოყო დღევანდელ თაობაში ეს პრობლემა აქტუალურია ნარკოტიკები მკვლელობა, ქურდობა ღალატი...
არვიცი ეს თავი იყო ამბავი რეალობაზე...
მე მომეწონა ძალიან! ეს იყო სცენარი აფექტის მდგომარეობაში მყოფ ბიჭზე და თქვენ ანა ზუსტად გადმოეცით ყოველივე ❗❗❗ ბევრჯერ მითქვამს ჩემი ფავორიტი მწერალი ხართ❤

№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Mariamch
არ ვაკომებტარებდი იმიტომ რომ მინდოდა მაშინ დამეწერა რაღაც საოცარი რომ მოხდებოდა... არვიცი ეს რაოყო დღევანდელ თაობაში ეს პრობლემა აქტუალურია ნარკოტიკები მკვლელობა, ქურდობა ღალატი...
არვიცი ეს თავი იყო ამბავი რეალობაზე...
მე მომეწონა ძალიან! ეს იყო სცენარი აფექტის მდგომარეობაში მყოფ ბიჭზე და თქვენ ანა ზუსტად გადმოეცით ყოველივე ❗❗❗ ბევრჯერ მითქვამს ჩემი ფავორიტი მწერალი ხართ❤

დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, მეამაყებით და მიხარია ჩემთან რომ ხართ, ვერც კი მიხვდებით როგორ მეშინოდა ამ თავის, ძალიან მიხარია თუ მოგეწონათ kissing_heart heart_eyes

№16  offline წევრი Indigo

აუუუუუუუ... sob sob
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Indigo
აუუუუუუუ... sob sob

sob

№18  offline წევრი iry

ვაიმეე საშინელებაა :/ რა ცუდად მოხდა ეხლა ეს :/ როდის იქნება შემდეგი თავი ??

№19  offline წევრი ნინუცი

ნუ შვრები ანაა ნუუ... :((( ცოდოა... ზედმეტია ამდენი ამ ბიჭისთვის.... ახლა კიდევ მშობლების ამბავი ელის წინ... ჩემი თხოკორო ასე ნუ მიტანჯავ ამ ბავშვს. შვიდი წელი რა ამბავია მალე გამოვიდეეს... არ მინდა ბიჭებმა რომ დატოვონ...

№20  offline ახალბედა მწერალი murachashvili

iry
ვაიმეე საშინელებაა :/ რა ცუდად მოხდა ეხლა ეს :/ როდის იქნება შემდეგი თავი ??

ახალი თავი უკვე დევს kissing_heart

ნინუცი
ნუ შვრები ანაა ნუუ... :((( ცოდოა... ზედმეტია ამდენი ამ ბიჭისთვის.... ახლა კიდევ მშობლების ამბავი ელის წინ... ჩემი თხოკორო ასე ნუ მიტანჯავ ამ ბავშვს. შვიდი წელი რა ამბავია მალე გამოვიდეეს... არ მინდა ბიჭებმა რომ დატოვონ...

შენი სახით ისეთი დამცველი ჰყავს თორნიკეს, რომ მშურს smile ახალი თავი დაიდო უკვე და კითხვებზე პასუხს მიიღებ heart_eyes

№21  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ვაიმეე ძალიან შემეცოდაა ციხისთვიის .თუმცა მეამაყება ასეთი სამართლიანი და ვაჟკაცური რომაა .მიყვარს თორნიკეს პერსონაჟი ძალიან.იმედი მაქვს რომ გამოვა მაშინ გაიცნობს უკვე გაზრდილ ელენეს .შენ კიი ყოველ თავში მეტად მაოცეებ სასწაულად კარგად წერ მეამაყებიიი ❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent