შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიხაროდეთ, ჩვენ ერთად აღარ ვართ. (თავი 6)


6-05-2017, 09:53
ავტორი Together
ნანახია 1 976

6 თავი
12 საათზე გამეღვიძა.პირველი რაც თვალების გახელისას დავინახე ვიღაცუს სახე რომელიც ჩემს წინ იჯდა და ღიმილით მომშტერებოდა. გაკვირვებულმა ავწიე თავი და კარგად დავაკვირდი ხომ არ მეჩვენებიდა.
-რა ხანია შენს გაღვიძებას ველი. -მითხრა მან და მივხვდი რომ მართლა ის იყო.
-სანდრო?! აქ რას აკეთებ? როდის მოხვედი? ან ჩემებმა არაფერი გითხრეს?
-ნატა და ანდრია არიან მხოლოდ. ნატამ შემომიშვა.
-კარგია.
-სალი.
-ჰოო
-მომენატრე
-მეც -ავდექი და ისე ძლიერად ცავეხუტეთ ერთმანეთს რომ თავი ვეღარ შევიკავეთ და საწოლზე დავეცით.ამ დროს ნატამ შემოაღო კარები და ცვენ გიჟებივით წამოვხტით და სიცილი დავიწყეთ.
-სალი გაემზადე, მოვლენ მალე დედა და გაგა და უნდა წახვიდეთ! -ვითომ გაბრაზებულმა მითხრა
-სად? ოპერაცია ხომ ხვალ არის.
-ოპერაციისთვის არ უნდა მოგამზადონ?!
-ხო კარგი კარგი
ნატა გავიდა. მე ტანსაცმლის არჩევა დავიწყე
-რა მოგივიდა სალი? -მითხრა მან
-მეშინია რომ ვეღარ გავიღვიძებ.
-გაიღვიძებ! დამიჯერე რომ ასე იქნება! დანუ ამბობ სისულელეებს!
-ხო კარგი. მოვალ მალე. დამელოდე.
აბაზანაში შევედი. სანამ გამოვიცვალე ჩემებიც მოვიდნენ და უკვე სანდრროსაც ეესაუბრებოდნენ.
-უბრალოდ ძალიან მაგარი მეგობრები ვართ. -სანდროს ხმა გავიგე -და არ მინდოდა ისე გაეკეთებინა ოპერაცია რომ არ მენახა.
-კარგი გასაგებია. -უთხრა დედაჩემმა და სავარაუდოდ სამზარეულოში შევიდა
-სიყვარული უკვე აუხსენი? -უთხრა გაგამ
-ხომ გითხარით უბრალოდ მეგობრები ვართ. -უპასუხა სანდრომ.
გთხოოვ ნუ ამბობ რომ უბრალოდ მეგობრები ვართ. არ მინდა რომ ასე იყოს! გესმიის არ მინდა! ვყვიროდი გონებაში. და ტირილი დავიწყე.
-სალომე რას აკეთებ მანდ ამდენი ხანი? -კარებზე დააკაკუნა და მითხრა დედამ
-ვიცმევ და გამოვალ ეხლავე. -ძლივს ვუთხარი და პირი დავიბანე. ტანსაცმელი გავისწორე ის ტანსაცმელი რომელიც იმდღეს მეცვა როდესაც სანდრო პირველად ვნახე. დავმშვიდდი ემოციები მოვთოკე და გავედი. გაგა და სანდრო ლაპარაკობდნენ
-მე მზად ვარ წავედით? -ვთქვი და დედას შევხედე
-ყავას დავლევ და წავალთ -თქვა მან
-კარგი.
სანდროს მივუჯექი გვერდით და ჩავფიქრდი იქნებ მართლა არ ვუყვარვარ. იქნებ ეს კარგიცაა მისთვუს რადგან თუ მე ვერ გადავრჩები მას ნაკლებად დასწყდება გული. სხვა მეგობარს იპოვის და ის გააბედნიერებს. მაგრამ მე მიყვარს. და არ მინდა მისი დაკარგვა. თუმცა ალბათ ასე უკეთესია რადგან ის ცემზე უკეთესს იმსახურებს. მე კი მისნაირს ნამდვილად არა..
-სალი! სალი! რაზე ჩაფიქრდი?! -ფიქრებს მომწყვიტა გაგამ.
-რაა? რა მითხარი?!
-რაზე ჩაფიქრდითქო?!
-ოპერაციაზე. მეშინია.
გაგას გაეცინა -დებილო ნუ გეშინია -მითხრა მან
-ხომ გითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება.
მითხრა სანდრომ და სანამ რამეს ვიტყოდი დედამ თქვა წავედითო და გასასვლელისკენ წავიდა
-სანდრო შენც ხო მოდიხარ? -ვკითხე მე
-სანდრო? -თქვა დედაჩემმა
-ჰოო
-სალი ბებიაშენისთვისაც ხომ არ გვეთქვა ბარემ? და კიდევ რამდენიმე ნათესავისთვის? -ირონიულად მითხრა მან. ვერ გავიგე რა უნდა.
-შენ როგორც გინდა და ვისაც გინდა იმას უთხარი მაგრამ მე სანდროს წამოსვლა უფრო მინდა.
-კარგი როგორც გინდა.მანქანაში გელოდებით.
-სალი იქნებ არ ღირს ჩემი წამოსვლა. -მითხრა სანდრომ
-შენ გინდა?
-კიი ძალიან.
-მაშინ წავედით -ვთქვი და გარეთ გავედით.
გაგას მანქანაში უკან დავსხედით მე და სანდრო. დედა და გაგა წინ დასხდნენ. სანდროს მივეხუტე მან ხელი ჩამჭიდა. მთელი გზა ვხედავდი დედამ თვალებს როგორ აპარებდა ჩვენსკენ და როგორ გვწვავდა მზერით.
საავადმყოფოში ჯერ გამსინჯეს შემდეგ პალატაში შემიყვანეს.ყოველ 3 წუთში ერთხელ ხანდახან უფრო ხშირადაც სანდრო ჩემს პალატაში იხედებოდა ჩუმად რომ არ შევეწუხებინე და ჩემებსაც ზედმეტი კითხვები არ გასჩენოდათ. ისეთი საყვარელი იყო, გინდათ დამაჯეროთ რომ ის უბრალოდ ჩემი მეგობარია?!
მოსაღამოვდა. გაგა სახლში წავიდა. დედა პალატიდან ყავის დასალევად გავიდა. მისი გასვლიდან რამდენიმე წამში სანდრომ შემოაღო კარი და ჩემთან მოვიდა.
-სანდროო?! შენ ისევ აქ ხარ? -გახარებულმა ვკითხე
-აბა შენ რა გეგონა მარტო დაგტოვებდი? -გაეცინა და შუბლზე მაკოცა
პირველად ცხოვრებაში გამიხარდა რომ საავადმყოფოში ვწევარ. როგორ მინდა რომ ვუთხრა მიყვარს.
-სალი -მითხრა მან და თვალებში ჩამხედა თითქოს რაღაც უნდა ამოეკითხა
-გისმენ სანდრო.
-იცი რაღაც უნდა გითხრა მაგრამ არ ვიცი როგორ
-რამე მოხდა? -იმედის ნაპეწკალი გამიჩნდა
-კიი უკვე ძალიან დიდი ხანია რაღაც ხდება და შენ ეს უნდა იცოდე!
-სანდრო მაშინებ
ამ დროს თავი დახარა, გაჩუმდა.
რამდენიმე წამი ასეიყო შემდეგ უცებ თავი აწია შემომხედა -იციი..
სანამ იტყოდა თავის სათქმელს კარი გაიღო და ექთანი შემოვიდა სანდროს გაბრაზებული ტონით უთხრა ზშენ აქ რას აკეთებ?! სწრაფად გადი აქედან!
-ერთი წუთით და გამოვალ გთხოოვთ
-არაა! ახლავე გადი სანამ დაცვისთვის დამიძახია!
სანდრომ გაბრაზებული სახით შეხედა და პალატიდან გავიდა. ვერ ვიტან ამ ქალს! ვერ გიტან! გულში ვამბობდი. თვითონ კივითომც არაფერი ისე მოვიდა და ახალი ნატრი დამიდგა.მალე ჩამეძინა. დილით ჯერ თმა გადამპარსეს შემდეგ საოპერაციოსკენ წამიყვანეს. ამ დროის განმავლობაში სანსრო არ მინახავს. მე კი არ მინდა ისე გავიკეთო ოპერაცია რომ ის არ ვნახო. იქნებ ვერ გადავრჩე და მინდა სიკვდილის წინ მაინც ვნახო. ბოლოჯერ.
საოპერაციოს კარებთან სანდრო მელოდა. როგორცკი მივუახლოვდი ჩემსკენ მოვიდა და თავზე მომეფერა. ცრემლებ მორეულმა თავი ვერ შევიკავე რომ არ ავტირებულიყავი. მან თითებით მომწმინდა ცრემლები ჩამეხუტა და მითხრა -მომისმინე! ყველაფერი კარგად იქნება. გპირდები! გპირდები რომ კარგად იქნები!
-საკმარისია- თქვა ექიმმა და სანრო გაიყვანა.
-მხოლოდ ერთი წუთიც გთხოოვთ! -უთხრა მან და აწყლიანებული თვალებით შემომხედა.
-საკმარისია! -გაიმეორა მან და საოპერაციოს კარი შეაღო.
-ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. -ჩუმად მითხრა ერთერთმა ექიმმა - იბრძოლებ და იცოცხლებ, დანებდები და მოკვდები.
ნარკოზი გამიკეთეს.
-ათამდე დაითვალე და იმ ბიჭზე იფიქრე გარეთ რომ გიცდის.
ისევ მან მითხრა. ასეც მოვიქეცი და სულ მალე სანდროზე ფიქრში ჩამეძინა.
---------------------------------------------------------------------------
ესეც 6 თავი და ვერ ახსნილი სიყვარული




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent