გიხაროდეთ, ჩვენ ერთად აღარ ვართ. (თავი 9) დასასრული.
თავი 9 (დასასრული) ყველაზესაშინელი დღეა ჩემს ცხოვრებაში. აბაზანაში ჩამკეტეს და გრეთ ვეღარ გავდივარ. ტელეფონიც მიჯდება და გაგასაც ვერ ვუკავშირდები. ერთადერთი რაც მაქ ნორმალური ეს რვეულია. რომელიც უკვე მეორეხ წავიკითხე და მეორეხ მომინდ დროის უკან დაბრუნებადა მეთქვა რომ მიყვარხარ. მაგრამ ეს შეუძლებელია. ბოლ9 2 საათის განმავლობაში უკვე მეთერთმეტედ დავურეკე გაგას რომელზეც ძლივს აიღო და ჩემი სიხარული ან ემოციების გაუკონტრიკება მამაჩემმა გაიგო. შემოვარდა ტელეფონი წამართვა ძირს დაახეთქა, შემაგინადა ხელიც დამარტყა, ვეღარ მოვითმინე ხელი ვკარი, რვეული ავიღე და სწრაფად გავიქეცი გარეთ. ბაღში ჩავედი. იმ ადგილას სადაც ყოველთვის ვხვდებოდით, სადაც პირველარ შეეხო შენი ტუჩები ჩემს ლოყას იმის გამო რომ როგორც შენ ამბობ ვითომ კაი ბიჭებისგან გადაგარჩინე. სადაც დაგხატე. ადგილი რომელთანაც ძალიან ბევრი საერთო მოგონება გვაკავშირებს. ადგილი სადაც სულ ერთად ვიყავით. მაგრამ ახლა აქ მარტო ვარ. ერთადერთი რაც შენგან დამრჩა შენი რვეული და მოგონებებია. მენატრები და მიყვარხარ! ახლა არ ვიცი რა მოხდებოდა მე სად წავალ, რას ვიზავ. შენთან ვეღარ შემოვდივარ. შენთან კი არა საავადმყოფოს ვეღარ ვეკარები. მამაჩემი მეძებს. დედაჩემს ჩემი დანახვაც აღარ უნდა. ტელეფონიც აღარ მაქვსრომ შენზე ინფორმაცია გავიგო. სხვა გზა აღარ მაქვს ჩემს რომელიმე ისეთ ნათესავთან უნდა მივიდე რომელიც დამ3ხმარება და ჩემს მშობლებს არაფერს ეტყვის. დეიდაჩემთან წავედი. ბევრი ვეხვეწე რომ არაფერი ეთქვა მათთვის ყველაფერი მოვუყევი პირობაც მივეცი რომ ბოდიშს მოვუხდიდიმათ, მაგრამ რის გამო?! იმის გამო რომ შემიყვარდი?! ანუ მათი ყველას აზრით სიყვარული დანაშაულია. გაგას დავურეკე -გაგა?! -რომელი ხარ? -გაგა სანდრო ვარ. სალი როგორაა?! -ცოტახნის წინ გონზე მოვიდა -მართლა?! ალბათ ეწყინა ხო მანდ რო არ დავხვდი? -სიმართლე გინდა მგონი ვერც გაიგო. მალე ისევ გაითიშა.მაგრამ ეტყობოდა რომ ვიღცას ეძებდა. -ისევ რომ გაიღვიძებს უთხარი რომ ძალიან მიყვარს კარგი? -არა სანდრო. არ ვეტყვი -კარგი შენი ნებაა -მე არა სანდრო. მას შენთვითონ ეტყვი რომ გიყვარს. სულ მალე! -იმედია. ბედნიერებით ავივსე. შენ უკვე კარგად ხარ და მალე უფრო კარგად იქნები. ჩემდა საბედნიეროდ დეიდამ ჩემი მხარე დაიჭირა და უკვე 4 დღეა მასთან ვარ ისე რომ ჩემმა მშობლებმა არაფერი იციან.ხო მართლა დღეს შენს ძმას ვხვდები შენი ვიდეო უნდა მანახოს და კიდევ მითხრა რომ რაღაც აქვს.გუშინ უნდა შევხვედროდი მაგრამ რაღაც საქმე გამოუჩნდა და ვეღარ შემხვდა. ასე მითხრა სულ იცინისო და შენ გახსენებსო. ერთი სული მაქვს კიდევ როდის გნახავ თუნდაც ტელეფონის ეკრანზე.იმედი მაქვს მალე გნახავ და შენთან ლაპარაკის და ჩქხუტების უფლემა მექნება.შემეძლება შეგეხო და მითხრა მიყვარხარ! იცი როგორ მომენატრე. თუ გინდა ვისწავლი და გეტყვი რომ მიყვარხარ! ყველაფერს შეგისრულებ! რამდენიმე წუთში მოვა შენი ძმა. ვხედავდი როგორ მოდიოდა ჩემსკენ შავებში ჩაცმული მოწყენილი ბიჭი რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო გაგასთან. არა ამას უფრო გაუბედურებული ერქვა. ეს ის ბიჭი არ იყო რომელიც მე მეხმარებოდა და რამდენიმე წუთით მაინც მანახებდა შენს თავს. -სანდრო -მითხრა მან დასუსტებული ხმით -გაგა გთხოოვ მითხარი რომ ის კარგადაა. რომ უბრალოდ ჩემი გაშაყირება გინდა -მაპატიე სანდრო მაგრამ ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა. -არა ღმერთო არა! -მილიონმა აზრმა გაიელვა ერთდროულად იმის შიშმა რომ შენ ვეღარასდროს გნახავდი ყველაფერი მთელი ორგანიზმი მთელი ფიქრები მოიცვა და მხოლოდ ერთი აზრი ამომიტივტივდა. შენ სამუდამოდ დაგკარგე. -სანდრო! სანდრო რა დაგემართა?! ბიჭო დაჯექი! - მითხრა და სკამისკენ მიბიძგა. მექანიკურად დავჯექი ბაღის სკამზე და მხოლოდ ერთ რამეს ვხედავდი. შენს სახეს უკანასკნელად რომ გნახე გეძინა და ამშვიდად სუნთქავდი. შემდეგ კი ეს სახე სადღაც სიბნელეში გადაიკარგა. და შენც გაქრი. ჩემი ყველაზე საშინელი ფიქრებიდან ისევ გაგას ხელისკვრამ გამომიყვანა. -ბიჭო რა გემართება ეე? -მკითხა მან -მითხარი რომ ის კარგადაა გთხოოვ-უიმედოდ ჩავხედე თვალებში -სანდრო ეს მეც ძალიან მინდა. თავი ვეღარ შევიკავე ცრემლები წამომივიდა. ყველა მოგონება რაც შენთან მაკავშირებდა გამახსენდა. შენს სანახავად წამოვედით. ძალიან ბევრი ხალხი იყო. მამაშენიც იქ იყო. ლაშა და ბექაც. თითქმის მთელი კლასი იქ იყო. მასწავლებლებიც. დედაშენი საავადმყოფოში იწვა ძლიერი დამამშვიდებლების ქვეშ.როგორც კი დაგინახე თავი ვერ შევიკავე და ყველას თვალწინ ავტირდი. შენსკენ წამოვედი გაგამ რაღაც მითხრა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. შენთან მოვედი შეგეხე. შენს გაყინულ სახეს შევეხე. გაყინული იყავი მაგრამ ჩემს გულს მაინც ათბობდი. შენი ღიმილი მათბობდა რომელიც სახეზე მიგეყინა. იცი რა ლამაზი იყავი? თავი უფრო შემაყვარე. უკნიდან ვიღაცის ხელი შემეხო სწრაფად შევბრუნდი და დედაჩემის და მამაჩემის სილუეტწბი დავინახე ჩემს წინ. -სანდრო აქ რა გინდა? სახლში რატომ არ მოდიხარ? საერთოდ როგორ იქცევი?-მითხრა დედაჩემმა შეუმჩნევლად. -მე რა მინდა აქ?! -გავცოფდი- მე კი არა შენ რა გინდა აქ? შენ არ იყავი ის ქალი ვინც მასზე ამბობდა რომ ავადმყოფი იყო? ავადმყოფი როგორ გიყვარსო? ან შენ რაღა გინდა აქ? -შემდეგ მამაჩემს მივუბრუნდი- შენ არ იყავი ის კაცი ვინც მე იმის გამო მცემა რომ მე ის მიყვარს და არ უნდა მყვარებოდა? ახლა კი ვითომც არაფერი. ვითომ ძალიან დაგწყდათ გული ხო? -სანდრო. საანდრო წამოდი მის ოთახში ავიდეთ -მითხრა გაგამ და კიბისკენ მიბიძგა. -ახლა კიი.. "გიხაროდეთ! ჩვენ ერთად აღარ ვართ!" მხოლოდ ეს ვთქვი და გაგას გავყევი. შენს ოთახში შევედით. აქ ყველაფერი შენ გეკუთვნოდა. ჩვენმა პორტრეტებმა შენი საწოლის თავზე ჩემი ყველაზე მეტი ყურადღება მიიქცია. -წაიღე- მითხრა გაგამ -სალომეს ესუფრო გაუხარდებოდა. მითხრა და გავიდა შენს ნივთებთან მარტო დამტოვა. შენს ნივთებთან მაგრამ არა შენთან. -სანდრო სახლში წადი-მითხრა გაგამ -არ შემიძლია -სანდრო ღამის ორი საათია უნდა წახვიდე. -ვიცი რომ ძალიან შეგაწუხე მაგრამ არ შემიძლია. -შენი აზრით მას ის ენდომებოდა რომ აქ მის კუბოსთან მჯდარიყავი და გეყურებინა? მას ენდომებოდა რომ შენ შენს ოჯახის წევრებს დაბრუნებოდი. და მათთანაც გაგეტარებინა დრო. ახლა კი წადი და ხვალ მოდი ისევ. დაისვენე გამოიძინე და მოდი. და კიდევ აღარ თქვა რომ მაწუხებ. სახლში გაგამ წამიყვანა და ჩემდა გასაკვირად არავინ მეჩხუბა. მეოთხე დღეს დაგასაფლავეს. ძალიან ბევრი ხალხი იყო. მაგრამ ყველაზე ლამაზი მაინც შენ იყავი. უცხოებიც კი მოდიოდნენ იმდენად იზიდავდა შენი სილამაზე ყველას. ნელნელა მიილია ხალხი და მხოლოდ შენი ოჯახის წევრებიღა დარჩნენ. საღამოს შენს საფლავზე მხოლოდ მე და გაგაღა დავრჩით. შენს უკანასკნელ ვიდეოს ვუყურებდით. ვიდეო დამთავრდა. ვიდეოსთან ერთად შენი სიცოცხლეც და შენს სიცოცხლესთან ერთად ჩემს სიცოცხლესაც დაუავი წერტილი. გაგა წავიდა. მე დავრჩი შენთან. შენთან ლაპარაკი დავიწყე. იციი.. სენს თავს ვფიცავარ ვიცოდი რომ გტკიოდა. ვიცოდი რომ მართლა ძალიან გტკიოდა. ვიდეოშიც გატყობდი რომ ტკივილს ვეღარ უძლებდი. მაგრამ იცინოდი. არ გინდოდა შენი ტკივილით, შენი უზარმაზარი ტკივილით ვინმესთვოსაც ტკივილი მიგეყენებინა. შენი სიცილის, ულამაზესი სიცილის უკან უდიდესი ტკივილი იმალებოდა. ვერავინ შეგატყობდა თუ რაიმე ოდნავ მაინც გაწუხებდა. მაგრამ მე ეს მაინც შეგატყე. გაცნობის დღიდან ვიცოდი რომ რაღაც გაწუხებდა მაგრამ არ იმჩნევდი. მე რომ რაიმე არ მეფიქრა შენ სულ იცინოდი. ჩემთვის იცინოდი. თუმცა როგორცკი მარტო რჩებოდი სიცილის თავიც აღარ გქონდა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული რომ ცუდად იყავი. ვიცოდი უბრალოდ იმდენად კარგად თამაშობდი შენს როლს რომ მინდებოდა დამეჯერებინა შენი კარგად ყოფნა მაგრამ ეჭვები მაინც მქონდა. დრო გადიოდა. შენი ტკივილი კი იფრო და უფრო იზრდებოდა. გაუსაძლისო ხდებოდა მაგრამ შენ მაინც ჩემთან ჩემთვის იცინოდი. შენ მაშინაც კი ჩემზე ზრუნაცდი როდესაც შენ გჭირდებოდა ყველაზე მეტად ზრუნვა. არ ვიცოდი რა გაწუხებდა უბრალოდ ვიცოდი რომ რაღაც მართლა ძალიან გტკიოდა და დღითიდღე ამ ტკივილის ატანა შეუძლებელი ხდებოდა. ბოლოს შენს ოთახში იმდენად ძლიერად ჩამეხუტე თითქოს ხვდებოდი რომ ეს ჩვენი ბოლო ჩახუტება იყო. იცი როდესაც შენმა ძმამ მითხრა შენი ამბავი ვერ ვიჯერებდი. არ მინდოდა დამეჯერებინა რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ცოცხალი აღარ იყო. ვერაფრით წარმომედგინა ცხოვრება შენს გარეშე. სულ იმას ამბობდი როცა იბადები შენ ტირი და სხვა ყველა იცინისო და ისე უნდა იცხოვრო რომ როდესაც მოკვდები შენ იღიმებოდე და სხვა ყველა ტიროდესო. შენ კი ეს შეძელი სიკვდილის წინ იცინოდი და შენი სიცილი გაქვავდა შენს ულამაზეს სახეზე. შენი ლამაზი სული ახლა უკეთეს ადგილასაა. შენი ულამაზესი სხეული კი ჩემთან დარჩა. მკვდარიც ყველაზე ლამაზი ხარ! სიკვდილმაც ვერ წაგართვა შენი ლამაზი ღიმილი, შენი ლამაზი სახე, ბუნებრივობა, შენი ხიბლი. სიკვდილის ბოლო წამებშიც ჩვენზე ზრუნავდი ამიტომ იღიმოდი.ამიტომ არ გვეუბნებოდი არავის არაფერს. მე შენ ძალიაან მიყვარხარ! სუცოცხლეში ვერ გითხარი ეს და ახლა მკვდარს გეუბნები რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ! მაგრამ ალბათ ისე არა როგორც შენ. ძალიან მომენტრე უკვე. ამ ცხოვრებაში თუ არა შემდეგ ცხოვრებაში მაინც ერთად ვიქნებით. მე ახლავე წამოვალ შენთან. დამელოდე. დამახვეური მინის ბოთლის ნამსხვრევი ავიღე და რამდენჯერმე მაგრამ გადავისვი ვენებზე. სისხლმა იჩქება. შენს საფლავზე სისხლი წვეთავდა. მალე მეც შენთან ვიქნები და ვეღალავინ ვეღარ დაგვაშორებს. დ ა ს ა ს რ უ ლ ი ! ------------------------------------------- იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.