შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 65


31-05-2017, 09:27
ავტორი Lex
ნანახია 1 240

65.
გათენებას აღარაფერი უკლდა. ფიფოს ერთი სული ჰქონდა სანამ სახლიდან გაეტეოდა. პირველი სადაც მისვლას აპირებდა ეს იმ თვითმკვლელი გოგონას კლასის დამრიგებელი იყო...
ძლივს მიაგნო მის მისამართს. ჯერ სკოლის არქივებში ეძება, და იქ აღნიშნულ მისამართზე აღარ დაუხვდა, მერე ისევ ქალაქის არქივში მოქექა. ძალიან გაიტანჯა, რადგან ძველი საქმის მასალებში საერთოდ არც იყო ნახსენები და მისი არსებობაც მამამისის წყალობით გაიგო...
კარი შვილიშვილმა გაუღო...
- ეჰ, იცით რა გოგო იყო.... საწყალი -
ძლივს ამოიხვნეშა მასწავლებელმა, გაკვირვებაც კი არ გამოუხატავს, როცა სტუმრის ვიზიტის მიზეზი გაიგო.
ფიფო დაიძაბა.
„აშკარაა, რომ ახსოვს... კარგია, კარგი... მერე, მერე?...“
- ყველაფერი ჩემი ბრალია, ჩემი! იმ ბავშვის სიკვდილში ჩემი ხელი ურევია... ჩემი გასახმობი ენა... ამიტომაც ღმერთმა ასე დამსაჯა და საწოლზე მიმაჯაჭვა...
გოგონას თვითმკვლელობიდან ერთი წელიც კი არ იყო გასული, რომ მასწავლებელი ოჯახთან ერთად ავარიაში მოყოლილა, შვილი და სიძე ადგილზევე გარდაცვლილან და ავარიის შედეგად დაინვალიდებულ ქალს კი პატარა შვილიშვილი შერჩა გასაზრდელად.
ფიფო მოთმინებით უსმენდა. ერთი სული ჰქონდა სანამ მოხუცი მასწავლებელი თავის ამბავს დაასრულებდა და იმ უბედური გოგოს ამბავზე გადავიდოდა.
მერე ფიფოს მიუბრუნდა. დიდხანს აკვირდებოდა.
ბოლოს ისევ შვილიშვილს დაელია მოთმინება:
-მერე ბებო მოგვიყევი, ბარეღამ თუ და დაიწყე. ხომ შეიძლება მეც, რომ დავესწრო დაკითხვას? –
ირონიით გადახედა ფიფოს.
- დაესწარით, რატომაც არა. ეს დაკითხვა არარის, უბრალოდ ისე, რაღაც ჩემთვის მაინტერესებს... არანაირ კავშირში არარის
- რასთან? რასთან არ არის კავშირში? კიდევ ჩაიდინეს სკოლებში თინეიჯერებმა თვითმკვლელობა? –
ცოტა ცინიზმი გაურია კაცმა.
- მორჩი! - მკაცრად შეუბღვირა მოხუცმა. - არავითარი მკვლელობა არ ყოფილა... მხოლოდ თავი მოიკლა იმ საცოდავმა და ჩემს გამო.
- თქვენს გამო? –
ჩაეკითხა ფიფო
- დიახ. ჩემი ბრალია... პირველად მე შევამჩნიე... არ მინდოდა დამეჯერებინა... ქალაქში ერთ-ერთი სანიმუშო სკოლა, და სანიმუშო თითით საჩვენებელი ჩემი სადამრიგებლო... ყველაზე საუკეთესო მოსწავლე ისე დაორსულდა, რომ თვითონაც ვერ ხვდებოდა ამას... –
ქალი გაჩუმდა. დიდხანს ცდილობდა პირმოკუმული ცრემლები შეეკავებინა, მაგრამ ყელში მოწოლილმა ბურთმა მაინც თავისი ქნა, გასკდა და დამჭკნარი სახე ცრემლებად დაუსერა.
ფიფო გაკვირვებული იყო. ამ საქმეში ორსულობა არანაირად არ ფიგურირებდა, ხსენებაც კი არ იყო...
„იქნებ ორსულობის გამო მოიკლა თავი?..“
მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ექსპერტიზა კარგად იყო ჩატარებული...
„სადმე ხომ უნდა გაეჟონა მაინც...
იქნებ ამაზეც მშობლებმა იზრუნეს და ორსულობის კვალიც მოსპეს...“
ფიფო ჩასაფრებულივით ელოდა როდის დამშვიდდებოდა მოხუცი და როდის განაგრძობდა საუბარს. ბოლოს ისევ თვითონ დაარღვია სიჩუმე:
- შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით მომიყვეთ?
- ჰო, მოყევი ბები, მეც მაინტერესებს -
შვილიშვილის ცინიზმიც სადღაც გამქრალიყო და ახლა მთელი გულისყურით სმენად იყო ქცეული.
- კარგი ბავშვი იყო, კარგად სწავლობდა. კარგი ოჯახის შვილი... და მერე როგორ უკრავდა... გეგონებოდა კლავიშებს ეფერებაო... მშობლებს, მათ კვალობაზე ექიმი უნდოდათ, რომ გამოსულიყო, მაგრამ თვითონ მუსიკა ამჯობინა... არც დაუშლიათ... საოცრად უკრავდა, იმდენად ნიჭიერი იყო, რომ თავადაც წერდა რაღაც ნაწარმოებებს.. თუ სიმღერებს... მერე თითქოს შეიცვალა, უფრო მეტად ხალისიანი გახდა, ცოტაც დაბნეული... გაზაფხულის ბრალიაო... გაზაფხულმა კი ვიცი სიყვარულის შემოპარება იცის მეთქი და ადრე ჯერ გოგონებო თქვენთვის ადრე! - ასე დავჭექე კლასში... ჰმ... სიცილიც დამაყარეს... სიყვარული ადრე არასდროს არ არისო, ყოველთვის დროულიაო... თითქოს დიდი გამოცდილები იყვნენ ისე მიმტკიცებდნენ... –
მოხუცი ისევ დადუმდა
შვილიშვილმა კი ვეღარ მოითმინა:
- მერე ბები, ბარემ მოგვიყევი რა მოხდა?
- ნურასოდეს იტყვით, რომ დრო ყველაფრის მკურნალია, დრო უფრო მეტად და უფრო ძლიერად გიხანგრძლივებს ტკივილს…
მოხუცი პედაგოგის ამ სიტყვებზე ფიფოს გული გაებზარა და ნაღვლიანად დაამატა:
- ეჰ, რამდენ საინტერესო რამეს გაიგებ სკოლაში, მაგრამ ვის უნდა მაშინ გაგება. ერთი სული გაქვს სანამ ზარი დაირეკება... მასწავლებლის ავად გახდომა ხომ ყოველთვის დღესასწაულია ბავშვებისთვის... ზოგჯერ და ხშირადაც ათას სისულელეს სჩადიხარ და თავი მაგარი გგონია, განსაკუთრებით მაშინ სიტუტუცე და უზრდელობა შენი ქცევის პიკს რომ აღწევს...
მოხუცს ფიფოს სიტყვებზე გაეცინა:
- ახლა ასე დინჯად რომ ზიხარ და მისმენ, შენც კაი ცელქი იქნებოდი სკოლაში.
- უჰ... საშინელი ბავშვი ვიყავი... მიუხედავად ამისა კარგად ვსწავლობდი და ამის გამო უფრო მაჩერებდნენ სკოლაში... საწყალი დედაჩემი... ჰაჰ... სულ სკოლაში იყო გამოკიდებული... მერე რა სიგიჟეებს ვუსმენდი... ჭკუაზე არ ვიყავი... ახალა რა მომასმენინებს, თუმცა ზოგიერთი ძველი მუსიკა ახლაც რაღაცნაირად მაინც მაღელვებს.
- საერთოდ მოზარდები ისეთ მუსიკას უსმენენ, რასაც მისი თანატოლები, ერთი აიჩემებს და აჰყვება მერე მთელი კლასი და მერე ბევრს ჰგონია, რომ ეს მათი არჩეულია, მათი სტილია და მაგიტომ მოსწონთ, სინამდვილეში კი... სხვების, თუმცა თანდათან ასაკთან ერთად გემოვნებაც ეცვლებათ, მაგრამ არც ერთი მელოდია არ იწვევს ისეთ ემოციებს, როგორსაც მასეთ ასაკში ვუსმენდით და მართლაც გულით მოგვწონდა მაშინ და მერე განვლილი წლების მერე ძველ დროს გვახსენებს და სადღაც ისევ ისეთივე ემოციებს გვიტოვებს...
საუბრის მთავარი თემიდან გადახვევას წამიერი დუმილი მოჰყვა.
- ერთხელ ისეთი თავსხმა წვიმა იყო... თან მზე აჭერდა თან წვიმდა... მზის სხივებზე არეკლილი წვიმის თქეში, ისე ლამაზად ეფრქვეოდა ხასხასა მწვანე ფოთლებს... საოცარი სანახავი იყო... ბავშვები ახმაურდნენ, ფანჯარას მიაწყდნენ. გაკვეთილის ახსნა შევწყვიტე და მეც მათთან ერთად ვტკბებოდი...
„- მართალია, რომ წვიმას ბედნიერება მოაქვს?“ - ისეთი ბედნიერი თვალები შემომანათა, რომ მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს გოგო უეჭველი შეყვარებული უნდა ყოფილიყო...
სასწავლო წლის ბოლო იყო, ზაფხულიც მალე დადგა. შემოდგომაზე კი სულ სხვანაირად შეცვლილი, თვალებჩამქრალი, უსიცოცხლოდ იჯდა გაკვეთილებზე, ხან მე თვითონ ვუშვებდი, ხან თავად ითხოვდა სახლში წასვლას... მაშინ ასე ჩავთვალე საჭიროდ, მშობლები დავიბარე, თითქოს ნიშნის მოგებით მივახალე... დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორად ვიქცეოდი, თუმცა დღემდე ვნანობ, ჯერ ბავშვისთვის უნდა მეკითხა... გვერდში უნდა ამოვდგომოდი, მე კი...
მერე სკოლაშიც აღარ უვლია, მთელი სასწავლო სეზონი გამოტოვა... ვითომ სხვა ქალაქში წაიყვანეს, ოპერაციას უკეთებდნენ, სინამდვილეში სახლში ჰყავდათ გამოკეტილი, მეგობრებთან, კლასელებთან, ყველასთან ჰქონდა ურთიერთობა გაწყვეტილი... მერე ვითომ ლეიკემიით გარდაიცვალაო, მაგრამ მალევე გაჟონა, რომ თავი ჩამოუხრჩვია...

***
- მერე ბავშვი? –
ფიფომ დაამთავრა თუ არა მოყოლა, წამსვე „ხანუმა დეიდამ“ კითხვა შეაგება.
- რა ბავშვი?-
დაიბნა ფიფო
- ჰმ, გოგონა, ორსულად იყოო აბა?.. თვითმკვლელობა ბევრად ადრე რომ ჩაედინა, ამ კითხვას კი არ დავსვამდი... რაც სწავლა შეწყვიტა, ჩაიკეტა, სკოლაშიც აღარ უვლია და დაახლოებით ორი წლის მერე იკლავს თავს... რა ვიფიქრო?
ფიფო აწრიალდა. ეს როგორ გამორჩა?.. რატომ თვითონ ვერ მოიფიქრა?..
- შეიძლება ბავშვი არც გაუჩენია, იქნებ ამაშიც დაეხმარნენ ოჯახში და მოაშორებინეს... მერე ვეღარ გადაიტანა... თუმცა..
- რა თუმცა? –
ვეღარ ითმენდა ფიფო.
- რაღაც ძალიან დიდი დროა გასული... სულ რაღაც ცხრა ან ათ თვეში ან თუნდაც მაქსიმუმ ერთ წელიწადში, რომ მოეკლა თავი კიდევ...
- რა კიდევ?
- აზრი ვერ გამომაქვს, მის შემთხვევაში, ორი წელი ძალიან ბევრი დროა თვითმკვლელობის საფიქრელად, თუმცა ვინ იცის... ან იქნებ მერე კიდევ რამე შეემთხვა და ეს უკვე ვეღარ გადაიტანა...
ფიფოს ისევ აეშალა ფიქრები. სულ აირ-დაირია. ჯერ უნდა დაედგინა ნამდვილად დაიბადა თუ არა ბავშვი და მერე კიდევ...
ახლა ჯერ სამშობიარო სახლების არქივები ჰქონდა ამოსაბრუნებელი და მერე კიდევ ვინ იცის სად მოუწევდა სირბილი...
„ხანუმა დეიდასგან“ პირდაპირ მოხუც მასწავლებელს მიაშურა. გზაში თავის თავს ტუქსავდა, რატომ იქ ყოფნის დროს არ მოუვიდა აზრად, რომ ბავშვის ამბავი ეკითხა...
- ბავშვი? მაგაზე მეც მიფიქრია, შეიძლება მართლაც თავისი ნების გარეშე მოაშორებინეს, შეიძლება მისივე სურვილიც იყო, და შეიძლება... –
მასწავლებელი გაჩუმდა.
ფიფო ვეღარ ითმენდა, უკვე მეორე ვიზიტი იყო ამ ქალთან და ფაქტიურად ისევ ერთი და იმავეს ტკეპნიდა.
- ისე, მაქვს უფლება, რომ ვიკითხო, რატომ დაინტერესდი ამ ძველი საქმით? ამდენი წელია გასული.
- არა. არ გაქვთ უფლება... - გაეცინა ფიფოს. - უბრალოდ თხოვნას ვასრულებ და მეტი არაფერი.
- თხოვნას?
- დიახ. იცით მამაჩემი თავის დროზე იმ გოგონას საქმეზე აწარმოებდა გამოძიებას, ამდენი ხანი მივიწყებული ჰქონდა...
- კი, მესმის შვილო
- უბრალოდ მამას გაახსენდა, მეც დავინტერესდი, იქნებ რაიმე ისეთი იყოს, რომ... თანაც, შარშან მე ვიძიებდი ერთ საქმეს და..
ფიფო მერყეობდა, საქმის მასალების ასე დეტალურად გაცნობა უცხოსთვის ნამდვილად არ უნდოდა, მაგრამ რადგან მოხუცი პედაგოგი გოგონას ოჯახს კარგად იცნობდა, იქნებ მართლაც რაღაც კვალზე მაინც გასულიყო...
- ამ გოგონას მამამაც თავი ჩამოიხრჩო ქამრით. –
ფიფომ სიმართლეში ცოტა ტყუილიც შეურია, თუმცა დაუჯერებელი არც არაფერი იყო.
-ჰმ, ის ბავშვი კი დაღუპეს და მერე ორმოცი წელი იფიქრა?.. რაღა დროსი იყო.
- დიახ, მართლაც, რომ ცოტა უჩვეულო იყო ამდენი წლის შემდეგ, ყველაფერი გამოძიებული და გარკვეულია, მაგრამ... უბრალოდ მამა დაინტერესდა, გაახსენდა გვარი ეცნო და მეც მივყევი...
ფიფო ისე მშვენივრად ტყუოდა, რომ მასწავლებელს ეჭვიც არ შეჰპარვია.
- ბავშვზე მართლაც არაფერი მსმენია... თუ ვიანგარიშებთ, რომ მთელი სასწავლო სეზონი გამოტოვა... შეიძლება გააჩინა კიდეც.
მასწავლებელი გაჩუმდა, რაღაც თითებზე გადათვალა. მერე ფიფოს შეხედა. ფიფო ისევ აწრიალდა, ბოლო დროს მოთმინება ღალატობდა, მაგრამ მაინც ცდილობდა არაფერი შეემჩნია.
- შესაძლებელია ბავშვი გააჩინა კიდევაც და ისე გააშვილეს, რომ... ექიმების ოჯახი იყო კავშირები არ გაუჭირდებოდათ, იქნებ სულაც სახლში ამშობიარეს... ჩემი ვარაუდოთ ბავშვი სადღაც ზამთრისკენ უნდა დაბადებულიყო... დეკემბერი-იანვარი... დაახლოებით ასე იქნებოდა -
მასწავლებელმა სათვალე კარგად მოირგო და ფიფოს ახლა უფრო მეტი დაკვირვებით დაუწყო შეთვალიერება.
ფიფო მიუხვდა და გაეცინა:
- არა, მე ნამდვილად არ ვარ მისი შვილი და თანაც ზაფხულში დავიბადე.
სიცილში მასწავლებელიც აჰყვა:
- შენ რა იცი? იქნებ აგიყვანეს და არ გეუბნებიან.
- გოგონა ჩემს დაბადებამდე ათი წლით ადრე გარდაიცვალა, ასე რომ ათი წელი არც თუ ისე პატარა დროა და ასე ადვილად ვერ დაიმალებოდა...
მასწავლებელი კიდევ რაღაც რაღაცეების გახსენებას მოჰყვა, გოგონას დედას ამ ამბის მერე აღარც უმუშავია, აღარც სამსახურში გასულა და სახლიდანაც კი წასულა.
- და რომელ კლინიკაში მუშაობდა, თუ გახსოვთ?
- როგორ არ მახსოვს, საოპერაციოდ, რომ ვიყავი ...
მასწავლებელი კვლავ ძველი ამბის გახსენებაში იყო, მაგრამ ფიფო უკვე აღარ უსმენდა, იმ კლინიკის ხსენებაზე გული შეუტოკდა, სწორედ ის იყო სადაც მისი ორი მსხვერპლი მუშაობდა თავის დროზე.
ეს უკვე სერიოზული დამთხვევა იყო, წყალი არ გაუვიდოდა, რაღაც კავშირში იყო და არ იყო გამორიცხული, რომ...
„ჰმ, ხანუმა დეიდა... რა კუდიანი ყოფილხარ... საიდან სად გადაწვდა...“
- სხვათა შორის, სადაც მშობლები მუშაობდნენ, ის კლინიკა ისეთ ადგილას იყო...
სადაც სამშობიაროც არის, ბავშვთა საავადმყოფოც და...
- და რა?.. –
ვეღარ ითმენდა ფიფო.
- ქალაქის ბოლოშია... ორ-სამ სართულიანი შენობებია. ბავშვთა საავადმყოფოც არის ცალკე, ჩვილების საავადმყოფო ცალკე შენობაშია, სამშობიაროც ცალკეა, კიდევ არის... სადაც დროებით გადაჰყავთ ბავშვები, სამშობიაროს მერე საიდანაც ან გააშვილებენ და ან ბავშვთა სახლში უშვებენ... ასე ხდება ხოლმე, ზოგი დღენაკლულია, ზოგსაც რაღაც პრობლემა აქვს... გამოაშუშებენ, მოაჯანმრთელებენ და მერე ჩააბარებენ პატრონს...
ფიფო ჭკუაზე აღარ იყო, მართლაც რომ უკვე რაღაც კვალზე იდგა და ამჯეად ბოლომდე უნდა გასულიყო. არც იმაში იყო დარწმუნებული ეს კვალი მიიყვანდა თუ არა სერიულ მკვლელამდე „თუ მკვლელებამდე?...“
უმრავი და ამდენი მრავალფეროვანი ინფორმაციებით დახუნძლულს თავი უსკდებოდა ფიქრისგან...
ათას ვარიანტს ატრიალებდა...
წამით გაიფიქრა, რომ ახლა ალბათ ნახევარ სიცოცხლეს დათმობდა, ოღონდ მიმისთან ყოფილიყო, თუნდაც მხატვართან ერთად მისივე სახელოსნოში. სიამოვნებით მოუყვებოდა ამ ახალ ამბებს, თუმცა ახალი სულაც არ არის, ბევრად ძველი ამბებია...
მერე კი ისევ შემოაწვა ის აზრი, რომ მიმიც და მხატვარიც შეიძლება რაღაც გარკვეულ როლს თამაშობდნენ ამ ამბავში და...
„ან იქნებ სულაც მე ვფიქრობ ასე და სინამდვილეში კი სულ სხვანაირად არის ყველაფერი, და სულ ტყუილად მეპარება ეჭვი?..
კი მაგრამ, მერე მანქანა?..
მიმის მანქანას რაღა ვუყო?..
ეს ხომ უკვე ხილული ფაქტია...
უჰ... რა ვიცი... რა ვიცი...
„ხანუმა დეიდამაც“ ეს უძველესი ამბავი, ამომაქექინა... ჰმ.. საიდან სადაო?..
ჭკვიანი ქალია, ყოველთვის საჭიროა ნებისმიერი დეტალისა თუ ინციდენტის თავიდან გადამოწმება და ვინ იცის მერე სად და როდის შეიძლება გამოგადგეს... გამომადგეს კი არა და იქნებ ცხელ კვალზეც ვდგავარ..“

LEX·2017 წლის 11 აპრილი, სამშაბათი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent