შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 66


1-06-2017, 11:39
ავტორი Lex
ნანახია 1 194

66.
ფიფომ ისევ მოუხშირა მხატვართან სტუმრობას. ერთი სული ჰქონდა სანამ მიმის გადაეყრებოდა. სახლშიც და სამსახურშიც მონახულების სურვილი ნამდვილად არ ჰქონდა. სპეციალურად, რომ მიეკითხა ან ტელეფონზე დაერეკა, მაშინ ხომ უფრო გაიშიფრებოდა, რომ მისი ახალი ნომერიც იცოდა, ამიტომაც სასურველი იყო, ბუნებრივად და ვითომდა სრულიად შემთხვევით სახელოსნოში შეხვედროდა და იქ გამოეკითხა, თუმცა ყოველ მისვლაზე მხატვრისგან სულ ერთი და იგივე პასუხი იყო - მიმი დიდი ხანია არ გამოჩენილაო.
- ეჰ, დაკარგული ნდობის დაბრუნება შეუძლებელია. –
ამოიხვნეშა ფიფომ და სიგარეტს მოუკიდა. უნდოდა მხატვრისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ ძალიან ენატრებოდა მიმი, თუმცა ისედაც მასე იყო. რაც დრო გადიოდა რამდენადაც მიმიზე ბრაზდებოდა იმდენად ენატრებოდა და ბოლომდე მაინც ვერ წარმოედგინა მიმი - მკვლელობის მონაწილედ.
უამრავი საქმის მიუხედავად გული მაინც მხატვრის სახელოსნოსკენ ეწეოდა. აქ შეეძლო მშვიდად დაესვენა და ბევრი საინტერესო რამეც გაეგო და შესაძლებელიც იყო, მის გაუხსნელ საქმეებს ცოტათი მაინც ნათელი მოჰფენოდა...
თუ უფრო ისევ მიმის გულისთვის მოვიდა აქ?..
თავისთავსაც კი ბოლომდე ვერ უტყდებოდა...
თანდათან რწმუნდებოდა, რომ მხატვარი არაფერ შუაში იყო, მაგრამ ეჭვი კვლავ არ ასვენებდა...
საჭიროდ ჩათვალა სულ ცოტა ინფორმაცია მაინც ჩაეწვეთებინა მხატვრისათვის და კარგად უნდა გაერკვია მიმიც და მხატვარიც რა როლს თამაშობდნენ ამ საქმეში...
ან თამაშობდნენ თუ არა საერთოდ...
- შესაძლებელია! –
მხატვარი სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა და ისე განაგრძო:
- ყველაფერი შესაძლებელია თუ შეეცდები და თავიდან მოიპოვებ!
- ჰო, შენთვის ადვილი სათქმელია, ხატვის გარდა ყველას და ყველაფერს ზედაპირულად აღიქვამ..
- და მერე ვინ გითხრა, რომ ადვილიაო... –
მხატვარს ჩაეცინა:
- მხატვარი ვარ და გულიანად უნდა ვიშრომო... მთელი სული უნდა ჩავდო
- ჰო, მესმის - დაუქნია თავი ფიფომ
მხატვარმა კი განაგრძო:
- არაფრის მოპოვება არ არის ადვილი, პირიქით ბევრად რთულია თავიდან მოიპოვო...
- და მერე შესაძლებელია?
- შესაძლებელია, თუ?..
- თუ?.. –
ფიფო სკამიდან წამოიწია
- თუ მისი გული ისევ თავისუფალია, მაშინ რატომაც არა.
- და თუ დაკავებულია..
- ჰოდა, მაგას არ გეუბნები, რომ თავიდან უნდა მოიპოვო...
- მერა რა გარანტიაა, რომ
- არანაირი გარანტია არ არსებობს, უბრალოდ შეეცადე და მოიპოვებ თუ არა ეგ უკვე სულ სხვა საქმეა..
- ოოჰჰჰ... ახალი თქვი რამე.. და საერთოდ ღირს კი ცდა?
- არც ეგ ვიცი, ღირს თუ არა, მაგრამ ასე დარდსა და გაურკვევლობას არ გირჩევნია, რომ... –
მხატვარი გაჩუმდა.
მეტი რაღა უნდა ეთქვა, რით უნდა გაემხნევებინა, ისიც კი არ იცოდა მიმის გული მართლა დაკავებული იყო თუ არა. ადრე ყველაზე გულღია და თავისუფალი გოგო, ახლა იდუმალებით მოცული გახდა მისთვის.
- ისე შენი საქმეები, როგორ მიდის?... კიდევ ვერაფერი გამოიძიე?
- ხომ გითხარი, რომ მე აღარ ვიძიებ მაგ საქმეს.
- და საერთოდ თუ გაიგე რამე, გამოირკვა მკვლელის ვინაობა?
- შენ რაღაც ძაან დაინტერესდი ამ ამბით... ასე ჩაგითრია ამ ისტორიამ არა...
ფიფო ისევ შეეცადა მხატვრის თავის სასარგებლოდ ალაპარაკებას.
- შენგან განსხვავებით კონკრეტულად მკვლელი სულაც არ მაინტერესებს
- მართლა? აბა რატომ მეკითხები?
- მკვლელი კი არა და მე ის მაინტერესებს რატომ აკეთებდა ამას და...
- და რა?
- ეს ნიღბების დრამა რა კავშირშია.? სხვანაირადაც ხომ შეუძლია, უბრალოდ მივიდეს, მოკლას და მორჩა! წავიდეს მერე თავის გზით. ეს ზედმეტი სცენები აღარ დადგას, ამასც ხომ გარკვეული დრო უნდა, რა გარანტია აქვს, რომ თავზე არ წაადგებიან, მაგრამ იცი რაშია საქმე?
- ჰო რაშია აბა საქმე მეც გამარკვიე ერთი, მერე რა რომ აღარ ვიძიებ, მაინც საინტერესო იქნება ჩემთვის.
- ჰოდა, იმაშია საქმე, რომ მისთვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს, მკვლელობის ადგილის სცენად მოწყობას... წარმოდგენის გამართვაში წელავს დროს, იმის მაგივრად რომ დროულად გაეცალოს დანაშაულის ადგილს... მოკლულს ნიღაბს უკეთებს, ესე იგი სცენაზე გასასვლელად ამზადებს და მერე როლში შეყავს, თანაც მთავარ როლში, ისაა წამყვანი ფიგურა სცენაზე. და ასეთი წარმოდგენით სურს გიჩვენოს ის რაღაც რისი თქმაც უნდა თავად მკვლელს და როგორც ვხედავთ ამ ყველაფერს მსხვერპლის საშუალებით აკეთებს.
- ეგ ისედაც ცხადია, რომ ამით რაღაცის თქმა უნდა... შენ ახალი თქვი რამე, თორემ...
- ნუ ახალი რა უნდა ვთქვა, მართლაც არაფერი ახალი ახლა არ მითქვამს, ცუდია, რომ შენი კოლეგები არ ეთანხმებიან ნიღბების ვერსიას, რადგან ამ სპექტაკლით კარგად ჩანს თუ ვის ებრძვის მკვლელი.
- და ვის ებრძვის?
ვეღარ ითმენდა ფიფო.
- როგორ თუ ვის? ამაზეც ხომ ვისაუბრეთ ადრეც, რა გჭირს ფიფო?... ნუთუ ასეთი ძნელი მისახვედრია, რომ სისტემას ებრძვის... ამ დღევანდელ სისტემას და იმ წყობას ებრძვის, რამაც ისეთი ძლიერი ტკივილი მიაყენა, რომ მკვლელად იქცა და შეიძლება თავად სულაც არ ცნობს თავს დამნაშავედ.
- დანაშაული დანაშაულია და არანაირად არა აქვს გამართლება.
- თავისთავად, გამართლება არა აქვს, მე მკვლელს კი არ ვამართლებ, უბრალოდ მართლა დავინტერესდი, რა მიზანი აქვს და სადამდე აპირებს? თუ მორჩა უკვე?
- არაფერი ვიცი, კიდევ თუ რამე მოხდა, მხოლოდ ის ვიცი, რომ ჯერ არავინ დაუჭერიათ. ეჭვმიტანილიც კი არ არსებობს! -
- მდააა...
- ისე, იქნებ ნიღბები არც არაფერ შუაშია და თვალის ასახვევად... -
ნიღბების ვერსია რადგან მიმის შემოგდებული იყო ფიფო ცდილობდა ისევ მის ირგვლივ ესაუბრა.
- არა მგონია, ეს სწორედ ისაა, რაც ადრე ვიფიქრეთ, სპეციალურად დგამს სპექტაკლს, ჩვენებას დგამს. სამწუხაროა, რომ ჩვენს მეტი არავინ იზიარებს ამ ნიღბების ვერსიას, იქნებ სწორედ მაგის გამოც ეს საქმეც ასე გაუხსნელი დარჩა და დარჩა.
- დიახ. სამწუხაროა -
დაეთანხმა ფიფო.
- და გაუხსნელადვე დარჩება კიდევ დიდ ხანს.
- შენ რა იცი? იქნებ. –
აქ უკვე ფიფო ცოტა აწრიალდა.
„იქნებ მართლაც მიმიყვანოს მხატვარმა მკვლელამდე?
თუ მართლაც თავად არაფერ შუაშია, შეიძლება ბევრ რამეზე ამიხილოს თვალი. ასეა თუ ისე, ხშირად მეჩვენება, რომ მკვლელთან მისასვლელი გზა, სადღაც მხატვრის ახლო-მახლო უნდა გადიოდეს...“
- ესე იგი, საქმე გვაქვს - იდეალურ დანაშაულთან! აბა არ არსებობსო იდეალური მკვლელობაო. თუ გვაბოლებენ შენი წინამორბედი კოლეგები? რომ შეგვეშინდეს და შიშისგან მაინც შეცდომა ჩავიდინოთ? –
არ ცხრებოდა მხატვარი.
ფიქრებში შორს წასული ფიფო, ისევ მხატვრის ქაქანმა გამოაფხიზლა, მაგრამ საპასუხოდ არაფერი უთქვამს, ისევ მდუმარედ იჯდა, თითქოს არც უსმენდა და მერე უცებ წამოისროლა:
- მიმი!
- ???, ჰმ, მიმი. რადგან თავის დროზე არაფერი გამოვიდა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სხვაგვარად მოქცევა არ შეიძლება.
- და როგორ უნდა მოვიქცე?.. აი შენ რას მირჩევდი?..
- მეე?.. მე რა უნდა გირჩიო, მე თვითონ მარტო ვარ. თუმცა არ ვარ მარტო. ნუ ხან ისეა და ხან ასე. მთავარია თავისუფალი ვარ. ეს სიმარტოვე არარის. უბრალოდ არავისთვის არ მცხელა. ამ ეტაპზე მშვიდად ვგრძნობ თავს და ყველა მიყვარს ნუ თავისებურად, მაგრამ ხომ მიყვარს. აი ესაა მთავარი.
- და მაინც ახლოს ვერავის უშვებ, არა... –
ჩაეცინა ფიფოს.
- ისე, რაღაც მომენტში, მიმი ყველაზე ახლოს მოვიდა ჩემს სულთან. –
გარკვეული დუმილის მერე დასძინა მხატვარმა, ხოლო როცა ფიფოს ამღვრეულ გაფართოებულ თვალებს შეეფეთა, შეეცადა ცოტა უფრო მეტად აეხსნა:
- ფიზიკური სიახლოვე არ მიგულისხმია. საინტერესო მოსაუბრეა და თან ძალიან მარტო სული. საშიშია მისი ცხოვრება. მასეთი ადამიანის ცხოვრება, ძალიან საშიში.
- რატომ არის საშიში? –
ფიფო აწრიალდა, შესაძლოა საუბარი ბოლოს და ბოლოს იმ მხარეს წასულიყო, საითაც მას აწყობდა.
- იმიტომ, რომ მასეთი მარტო სული, უსუსური, უსუსური და ვითომ ძაან ძლიერი, თავს რომ ძლიერ პიროვნებად, დამოუკიდებელ ადამიანად გაჩვენებენ, სწორედ მასეთი ადამიანები შეიძლება მოექცენენ ისეთი ხალხის გავლენის, ქვეშ ვინც ბოროტად გამოიყენებს მის ნდობას.
ფიფო ისევ ჩაფიქრებული უსმენდა.
„ნუთუ მართლა ამან რამე იცის?
იქნებ მართლაც ვინმე მართავს მიმის და იქნებ საბრალო გოგო არაფერ შუაშია და მე კი ასე განვიკითხავ.
იქნებ თავადაც არ იცის და შველა სჭირდება, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის.
და გვიანაც, რომ იყოს მაინც უნდა დავეხმარო! რადაც არ უნდა დამიჯდეს, თუნდაც ძველი მეგობრობის ხათრით მაინც უნდა ამოვუდგე მხარში!“
ფიქრობდა და თან თვალს არ აცილებდა მხატვარს, ცდილობდა ამოეცნო მხატვარი ამ სიტყვების მიღმა კიდევ რამეს ხომ არ გულიხსმობდა.
- რამე არის ისეთი, რომ მე მიმალავ?
- „მე“ მიმალავ რას ნიშნავს? რა შუაშია აქ ან „შენ“ ან „მე“? მე რატომ? მიმიმ თვითონ უნდა მოგიყვეს.
– რა უნდა მომიყვეს? –
არ ცხრებოდა ფიფო.
- შენ თუ მიმის პირადი რამეები და საეთოდ მიმის ირგვლივ რაიმე გაინტერესებს, მე კი არ უნდა მკითხო... და არც არავის! პირდად უნდა ჰკითხო. -
ცოტა არ იყოს იწყინა მხატვარმა.
- მაპატიე, ძალიან იდიოტურად გამომივიდა, არც მიფიქრია
- რომ არ გიფიქრია მაგაშია საქმე
- არა ისე მიმისთან მართლა საქმე მაქვს. სულ სხვა საქმე.
- ხო ისე მიმი და შენ ასეა თუ ისეა მაინც დაკავშირებული ხართ შენს ამბებთან.
- ?? რას გულისხმობ? –
ისევ დაიძაბა ფიფო.
- ჰაჰ! როგორ თუ რას.? ჯერ რომ იმ მკვლელს დასდევდი მაშინ იქ არ ნახე პირველად? ეს ერთი დამთხვევა და მეორეც კიდევ ერთი მოკლული ქალი ხომ მიმის ვიღაც ახლობელია თუ ნათესავი მგონი რაღაც მასეა ხომ?
ფიფო ამას უკვე აღარ მოელოდა, რაღაც ბუნდოვნად კი ახსოვდა თითქოს...
- მგონი მიმის თანამშრომლის ვიღაც იყო მხსვერპლი. მაგრამ მაშინ მალევე ჩამომაშორეს მაგ საქმეს და მე აღარ ვიძიებდი, წესიერად არც კი დამიკითხავს მსხვერპლის ახლობლები.
- ხოდა რა გინდა, ორ ამბავში მაინც ხომ ხართ ერთად გარეული -
ახითხითდა მხატვარი.
„ორში კი არა და უკვე სამში - მიმის მანქანა, მკვლელობის მახლობლად...“
ფიქრობდა ფიფო და თან მხატვარს თვალს არ აშორებდა.
მხატვარმა სიცილი შეწყვიტა, მიუხვდა ფიფოს კიდეც რაღაც ჰქონდა სათქმელი და თავს იკავებდა.
- სადაც ამდენი რამ მოყევი და გამანდე, ბარემ ეგეც მითხარი, ნუ გერიდება -
ბოლო სიტყვები ისევ ცინიკურად იყო ნათქვამი, თუმცა ფიფო სულაც არ გაღზიანებულა.
- შენ ფიქრობ, რომ მიმი მაშინ იქ სადარბაზოში შემთხვევით არ შემხვედრია?
- რა სისულელეა! ეგ არც იფიქრო. უბრალოდ ისე ვთქვი, ერთხელ შემთხვევით გაერია შენს საქმეში და მეორეჯერაც კიდევ მართლა შემთხვევით, მხოლოდ აქ უკვე იცნობდა მსხვერპლის ნათესავებს თუ მასაც.
მხატვარი გაჩუმდა, გამომცდელი მზერით აკვირდებოდა ფიფოს, ის კი ცდილობდა მხატვრის მზერას არიდებოდა.
ბოლოს ისევ თვითონ მხატვარმა დაარღვია დუმილი:
- აუ გეფიცები რა... ვგრძნობ რაღაც ისე ვერ ხარ, თუ რამე გაინტერესებს მკითხე და მორჩი ამ უაზრო ეჭვიანობას. სად დავიფიცო? ვინ დავიფიცო? ჩემსა და მიმის შორის არც არაფერი ხდება და არც მომხდარა. საერთოდ მიმიზეც ბევრი არაფერი ვიცი. –
მხატვარი გაჩუმდა, აშკარად სწყინდა ფიფოს ასეთი ქცევა.
დუმილი ისევ ფიფომ დაარღვია:
- მინდა მიმის რამდენიმე შეკითხვა დავუსვა, თანაც ისე რომ დაკითხვა არ გამომივიდეს, არ მინდა ცუდად გაიგოს, სჯობს ისევ მე, თორემ მერე რომ განყოფილებაში დაიბარონ და..
- რაა?? მიმი რა შუაშია? რატომ უნდა დაიბარონ?
- ახლა სხვა ხალხი იძიებს და ყველაფერს თავიდან კითხულობენ, აი წეღან შენ სწორად აღნიშნე ის, ერთი მსხვერპლი მიმის იცნობდაო... ნუ მოკლედ, რომ არ დაიბარონ მე გამოვკითხავ და სამსახურშიც ისე გავატარებ, რომ მიმი საერთოდ არ გამოჩნდეს, ხომ იცი გამომძიებლების ამბავი? ათჯერ დაგიბარებენ, ასჯერ გადაამოწმებენ, შესაძლებელია იმასაც გამოეკიდნონ რა გინდოდა სწორედ იმ დროს იმ დანგრეულ სადარბაზოშიო და ხომ გესმის არა, მიმი მართლაც რა შუაშია, ტყუილად უნდა უაზროდ არბენინონ.
- ხომ მართალი ხარ, მიმი მართლაც არაფერ შუაშია, თანაც ისიც რომ გამოჩნდეს უკვე სადღაც მაინც ორჯერ ფიგურირებს საქმეში, თუმცა მაინც არაფერ შუაშია.
„ორჯერ კი არა უკვე სამჯერ“
ისევ გაიფიქრა ფიფომ.
- ისე, შენ რა დარწმუნებული ხარ, რომ მიმი მართლაც არაფერ შუაშია და იმ სადარბაზოშიც შემთხვევით მოხვდა? –
ფიფო შეეცადა ეს სიტყვები, რაც შეიძლება უფრო მეტი ირონიით ეთქვა, ხუმრობა ხუმრობაში ისევ ცდილობა მხატვრიდან კიდევ რაიმე ამოექაჩა.
- დამიჯერე, მიმი მართლაც პირველად იყო იმ სადარბაზოში და მართლაც სულ შემთხვევით გადაეყარე. დამიჯერე, მოვა დრო და გაიგებ. თავად მოგიყვება თუ კი ემახსოვრება.
ფიფო საშინლად მოიღუშა.
„ესე იგი მაინც რაღაცას მიმალავენ“
- კარგი რააა... რა სახე გაქვს! გარწმუნებ არაფერია ისეთი, პირადად არც შენთან და არც იმ შენს საქმესთან არანაირი კავშირი არა აქვს, მართლა მასეა.
- კარგი, დაგიჯერებ, რადგან სხვა გზა არ მაქვს.
- ხოდა მოვა აქ და ჰკითხე რაც გინდა. რა პრობლემაა?!
- როდის მოვა?
- აბა მე რა ვიცი?
- სამსახურში, რომ მივაკითხო, ესეც არ მინდა. ძველი დრო რომ იყოს არ გაუკვირდეობდა, ახლა უკვე სხვა სიტუაციაა, მერე არ ეგონოს, რომ სპეციალურად დავკითხე, მასეც არ მინდა.
- აბა მე მივაკითხო? ეგ უფრო საეჭვო იქნება. ჰმ, როდის იყო ვაკითხავდი.
ბიჭები ჩუმად ისხდენენ. წესიერად ვერაფერი მოიფიქრეს, როგორ უნდა მისულიყვნენ მიმისთან, რა საბაბით, ისე რომ ეჭვი არ აეღო და მათი შეხვედრა ბუნებრივად გამოსულიყო.
სწორედ ამ დროს, მათ ბედზე მხატვარს ძველი ნაცნობი მსახიობი ქალი ესტუმრა და მხატვარსაც გონება გაუნათდა. მშვენიერი იდეა მოუვიდა თავში.

LEX·2017 წლის 11 აპრილი, სამშაბათი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent