ძველი პიანინო - 67
67. -არც მასეა საქმე, ასე ადვილად ადამიანებს არ ივიწყებენ. ზოგიერთი კი, მაშინ გაგისხენებს როცა რამეში სჭირდები. – ზლუქუნებდა ქალი. მიმი მის დამშვიდებას ცდილობდა. შესვენებაზე სადილად გამოსულს სრულიად შემთხვევით გადაეყარა. ქალი ცრემლად იღვრებოდა. მხატვართან ყოფილა ნაჩხუბარი. არადა თავიდან თითქოს უმნიშვნელო კონფლიქტით დაიწყო და მერე სერიოზული კამათიც მოსვლიათ. -თუ არ მოგწონს წადიო, რას მაყვედრი შენს თავსო. ესე რატომ უნდა ეთქვა? ასეთი რა დავუშავე? უცებ ერთ წამში იმდენად ვეღარ ამიტანა, რომ ჩემი დანახვაც კი არ უნდა, არადა უკვე იცი, როგორ მენტარება? – ისევ მოთქვამდა ქალი. მიმის წესიერად ვერც გაერო რა მოხდა და რატომ იჩხუბეს, მაგრამ მხატვრისგან მაინც ვერ წარმოედგინა ასე, როგორ უნდა ეწყენინებინა მეგობრისთვის. ყოველთვის დინჯი, აუღელვებელი მხატვარი ასე რამ გამოიყვანა წყობიდან? დაუჯერებელი იყო. მსახიობმა ქალმა კი თავის როლს ისე ოსტატურად გაართვა თავი, მართლაც ისე შესაბრალისად ტიროდა, რომ მიმის ეჭვიც კი არ შეპარვია, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად მისთვის დადგმული სცენა იყო. აბა რისი მსახიობი გახლდათ, თუ როლს ვერ წესეირად ვერ მოირგებდა. ყავაც კი არ მოსვა, ისე იყო „განერვიულებული და განადგურებული“, უაზროდ ურევდა კოვზს და თან ისევ შესაბრალისად ზლუქუნებდა. მიმის უნდოდა შესვენების ეს დრო პიპასთვის დაეთმო. ბოლო დროს სულ დაკავებული იყო, ვერაფრით ვერ მოახერხა მასთან შეხვედრა. ახლა ცოტა დრო გამოუჩნდა და ის იყო უნდა დაერეკა, რომ... თუმცა ისიც საკითხავი იყო პიპა უპასუხებდა თუ არა. მეგობრის ახლო მეგობარი ასეთ მდგომარებაში რომ ნახა, გული შეეკუმშა, ვეღარ მიატოვა. -გინდა შეგარიგოთ? არა, მართლა? ქალმა ცხვირი მოიწმინდა და დაწითლებული თვალები მიმის სევდიანად შეანათა. -კარგი რააა... შერიგება, რომ უნდოდეს... -და რას იზამდა? დაგირეკავდა? ჰმ, აი ახლა, მართლა კარგი რააა. - მიმის გაეცინა, მსახიობს კი ნაღვლიანად ჩაეღიმა. -ეჰ... -ხომ იცი, არც დაგირეკავს და არც მოგიკითხავს, განა იმიტომ, რომ ამპარტავანია, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთია. სხვანაირია, ცოტა უდარდელიც. -ხო, ვიცი, რომ ვკიდივარ! ვიცი! მე კი ამდენი წელი შევალიე და ერთი ხელის აქნევით დამიფრინა, თანაც სამუდამოდ. -და გგონია, რომ მას ახლა არ ენატრები? ტიპია რა რაღაცნაირი. ასეთია და რა ქნას. -ხოდა ეგდოს იქ, თავის ზეთებით აყროლებულ სახელოსნოში მარტო და ვინც უნდა ის მიიწვიოს. „ალბათ იეჭვიანა?..“ ფიქრობდა მიმი, თუმცა კონკრეტულად არ უკითხავს ჩხუბის მიზეზი. „ან ვინმესთან შეუსწრო. ეგ ხომ კარს არასდროს კეტავს...“ -მოკლედ ასე! ჯერ დავლიოთ ყავა, დავიმშვიდოთ, ჩვენი ლამაზი თავები და მერე ერთად წავიდეთ სახელოსნოში. – -კარგი რაა, მიმი, სად უნდა წამოვიდე აბა... -ერთად წავიდეთ და ხომ შეეტყობა, რამდენად გაუხარდა შენი მისვლა და რამდენად არა და მერე შენც მიხვდები, ღირს თუ არა მაგ კაცის გულისთვის ამდენი ტანჯვა. ქალი არ ეთანხმებოდა, თან უნდოდა, თან ვითომ არც უნდოდა. ბოლოს მიმიმ იმდენი ელაპარაკა, რომ მაინც დაითანხმა. -კარგი, კარგი დაგიჯერებ, შენ ძალიან უყვარხარ და დიდ პატივს გცემს. შენთან ერთად, რომ მნახავს იქნებ... ნუ, რავიცი. -დამშვიდდი, აი ნახავ, გულიც მოულბება და სულიც და გონებაც გაუნათდება. ამ საუბარში ქალმა, მიმის შეუმჩნევლად ფიფოსთან შეტყობინება გაგზავნა... ფიფო დანახვისთანავე მოეწონა, თუმცა თავიდანვე ისე გააცნეს, როგორც მიმის შეყვარებული, ამიტომაც არაფერი შეიმჩნია, თანაც მხატვართან მშვენივრად გრძნობდა თავს. მხატვრის ქაოტურობისგან განსხვავებით ფიფო შედარებით სტაბილური ჩანდა. ხშირად გრძნობდა მის ყურადღებას, და სიამოვნებას გვრიდა, როცა ფიფო თვალებით ჭამდა, თუმცა ფიფოს ნაბიჯიც კი არ გადმოუდგამს... არც კი უცდია... ალბათ ისევ მხატვრის პატივისცემის გამო... ხოლო როცა გაუჩნდა იმის შანსი, რომ ფიფოს ტელეფონი ხელთ ეგდო სიხარულით აღარ იყო და უკვე არც ჰქონდა მნიშვნელობა, თუ რისთვის გაცვალეს ნომრები. სახლოსნოში მხატვარი ბოლთას სცემდა. უნდოდა მიმის მოსვლამდე, რაც შეიძლებოდა სერიოზული, გაბრაზებული სახე ჰქონოდა, მაგრამ მეგობრების დანახვაზე ისეთი სიცილი აუტყდა ძლივს მოიბრუნდა სული. -აი, ხომ ხედავ? - უხსნიდა მიმი მსახიობ ქალს - ასეთი არასერიოზულია, განა შეიძლება ამისგან გეწყინოს რამე?.. წყვილები „შერგიდნენ“. მიმი სიამაყით ივსებოდა. მსახიობმა მშვენივრად გაართვა თავი როლს... „ყოჩაღ, რა ნიჭიერი მყოლია და არც კი ვიცოდი“ მხატვარს გულში ეღიმებოდა ახლა მიმი და ფიფო უნდა შევარიგოო, ფიქრობდა. ცოტა ხანში, ფიფოც მოადგათ, მხატვარმა შინაურულ ვახშამი მოვაწყოთო... ფიფოს ერთი სული ჰქონდა მიმი, როგორმე დაემარტოხელებინა და შესაფერის დროს მოთმინებით უცდიდა. მოულოდნელად მსახიობმა გამოუცხადა სპექტაკლზე მაგვიანდებაო და თქვენც გეპატიჟებითო. ფიფომ მადლიერი თვალით გადახედა, ქალმა კი კმაყოფილი ღიმილით დაასაჩუქრა... ახლა საჭირო იყო მხატვარიც, როგორმე რაიმე მიზეზით ცოტა ხნით მაინც გასულიყო. -საწყენია, რომ იმ საქმეს ჩამოგაშორეს. – უთანაგრძნო მიმიმ ფიფოს. -ნუ რას ვიზამ, აბა... ისე, სულაც არ ვდარდობ... სამაგიეროდ თქვენ გაგიცანით... – ფიფომ ჭიქები შეავსო, მალულად მხატვარს გახედა, მას კი უკვე დრო იყო, რაღაც მიზეზი უნდა მოეფიქრები, რომ წყვილი მარტო დაეტოვებინა. -აუ, ხომ არ ეწყინა სპექტაკლზე, რომ არ წავყევი?.. ჯერ მაინც ახალი შერიგებულია და.. მოდი მე წავალ და თქვენ დარჩით აქ... შინაურებად გთვლით მაინც ფიფო კმაყოფილებისგან გაიტრუნა. მიმიმ კი შეიცხადა: -რას ამბობ, თუ გინდა ჩვენც წამოვალთ. ეს კი უვე ფიფოს აღარ აწყობდა, და არც მხატვარს ჰქონდა თეატრში წასვლის სურვილი, სადმე სხვაგან გაუხვევდა, ახლა კი იძულებული გახდებოდა სპექტაკლს დასწრებოდა. მიმი გაჯიუტდა, თითქოს არ უნდოდა ფიფოსთან მარტო დარჩენილიყო. ფიფო მოიღუშა, სხვანაირად მიმის ვერ დაიმარტოხელებდა, სახლშიც კი ვერ მიაცილებდა, მიმი საკუთარი მანქანითაც ფიფოს დახმარების გარეშეც მშვენივრად წავიდოდა... უკვე ჩანდა, რომ მათი საუბარი არ შედგებოდა და ისევ მხატვარმა ითავა. -კარგი დავრჩეთ ყველანი და გავარკვიოთ რა გვინდა, რას მოვითხოვთ ერთმანეთისგან. -რას უნდა ვითხოვდე? გაიკვირვა მიმიმ. -არა, არაფერი... ისე... მინდა, რომ ყველანი კარგად და მაგრად ვიყოთ... – აბლუკუნდა მხატვარი წამიერი დუმილი ამჯრად ფიფომ დაარღვია. თავისი გასაკეთებელი საქმე იყო და სჯობდა თავადვე მოება თავი და უკვე აღარ ჰქონდა მნიშცნელობა მესამე პირიც დაესწრებოდა თუ არა. -მიმი, იცი ამას წინათ, გვიან ღამით შენი მანქანა შევნიშნე, მაგრამ ქუჩის იქეთა მხარეს ვიყავი, სანამ მოვბრუნდი უკვე ვეღარ გნახე. -მართლა?.. როდის?... -რას დადიხართ ღამ-ღამობით, სად დაძვრებით ნეტა... აბა, განა შემოივლიან უბადრუკი მხატვრის სანახავდ... მხატვარი საუბარში ჩაეჩხირა, ფიფოს არ ესიამოვნა, თუმცა უფრო ბუნებრივი იერი შესძინა მიმის დაკითხვას. მიმი კი უკვე რა ხანია ახალი მანქანით დადიოდა და ისიც კი არ ახსოვდა ფიფომ იცოდა თუ არა. ეს ისევ ფიფოს შეცდომა იყო, მაგრამ პასუხიც მალევე მოამზდა, თუმცა მიმის აზრადაც არ მოსვლია ეკითხა. -უჰ, რამდენჯერ მისეირნია ღამით მანქანით... მაგ დროს ნებისმიერი დეპრესიიდან გამოვდივარ... – აჭიკჭკდა მიმი. -კი მეც მიყვარდა ადრე, მაგრამ ახლა იმდენი მანქანები მომრავლდა, რომ გინდა დღე იყოს და გინდა ღამე, მაინც საშინელი მოძრაობაა ქალაქში.. -ჩემს მეტი ყველს მანქანა ყავს რა - აქირქილდა მხატვარი. ფიფო ხასიათზე მოვიდა, საუბარი სწორედ იქითკენ წავიდა საითაც მას აწყობდა. მაგრამ ვერაფერი შეიტყო. მიმიმ ვერანაირად ვერ გაიხსენა, ვერც ის ქუჩა, რომელსაც ფიფო უსახელებდა და ვერც ის დრო... -ალბათ ძაან მაგარი მთვრალი იყავი და არც კი გახსოვს სად დაასრიალებდი მანქანას. დრო და დრო მხატვარი ჩაურთავდა სიტყვას. რასაც მიმის ღიმილიანი პასუხი მოჰყვებოდა: -როდის იყო, რომ ვსვამდი და თან მთვრალი როდის მნახე... -აუ, შენ რომელ დღეზე ამბობ, პირველად რომ მოთოვა? – ისევ ჩაერია მხატვარი. -კი, დილით ადრე მოთოვა... აი თოვლის ხსენებაზე კი მიმი გამოერკვა... გაახსენდა ის ღამე... მანქანაში პიპასთან ერთად... -კი მახსოვს... ახლა გამახსენდა... უფრო სწორად თოვლმა გამახსენა... თვალი, რომ გავახილე საოცრად ლამაზი დილა დამხვდა... – მიმი ფიქრებში წავიდა, სასიამოვნო ღიმილი არ შორდებოდა. ფიფო თვალს არ აცილებდა. მიმის სახეზე ეწერა რაზეც ფიქრობდა, მისი გამომეტყველება იმ ღამით მკვლელობის ჩამდენ ადამიანისას სულაც არ ჰგავდა. მხატვარს შეუმჩნეველი არ დარჩენია ფიფოს დაკვირვებული მზერა, და უკვე დარწმუნდა, რომ საქმე უფრო სხვა რამეში იყო, ვიდრე მიმის მონატრებაში... მიმის გაბრწყინებული თვალები კი ვერაფერს ამჩნევდა, ბედნიერი ღიმილი ეფინა სახეზე, სიამოვნებით მოწრუპა კონიაკი და სავარძელში მოეშვა. ბიჭების დაკვირვებულ მზერას, რომ წააწყდა სიცილი აუვარდა. ჭიქა მაგიდაზე დააბრუნდა. -კარგით რააა... რა სახეები გაქვთ... ხომ იცით, რომ არ ვსვამ, თანაც მანქანით ვარ... ეს ერთი ყლუპი მოვსვი... -თუ გინდა დალიე, ცოტა არაფერია და მე მიგიყვან. დრო იხელთა ფიფომ. -ოოო, მერე მანქანის დატოვება მომიწევს და ხვალ სამსახურში... უჰ... დილით სანამ ტაქსი მოვა... -შენივე მანქანით მიგიყვან და ჩემსას დავტოვებ, რა პრობლემაა არ ცხრებოდა ფიფო, მხატვარიც ფიფოს ეთანხმებოდა. მიმი მაინც უარზე იდგა. მერე შენ გაწვალდები, უკან მოგიწევს მობრუნებაო... ფიფო კი მაინც თავისას არ იშლიდა და ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ეს ხვეწნა-მუდარა, რომ მიმის მესიჯი არ მიეღო. უცებ სიჩუმე ჩამოვარდა. მიმის სახე გაებადრა, შეტყობინება პიპასგან იყო... ახლა ერთი სული ჰქონდა სანამ სახელოსნოდან გააღწევდა. LEX·2017 წლის 27 აპრილი, ხუთშაბათი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.