შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 70


7-06-2017, 12:07
ავტორი Lex
ნანახია 1 258

70.
ფიფო სიხარულისგან ცმუკავდა, მართალია ჯერ არაფერი სახარბიელო ფაქტი არ ჰქონდა ხელში, მაგრამ გაყინული და ერთ ადგილას გაჩერებული საქმისთვის ესეც უკვე ბევრს ნიშნავდა.
- ჰა ესე იგი დაიძრა არა ყინული? კარგია, კარგი... ძალიან კარგი.
მხატვარმა ზეთის საღებავიანი ფუნჯი ტილოს შეაწმინდა და იქვე გადადო
- ძაან ცუდ დროს ხომ არ მოვედი?
- არა. ისედაც მთელი ღამე ვიმუშავე, ცოტას დავისვენებ, არსად მეჩქარება.
მხატვარი მართლაც მთელი ღამის ნამუშევარს ჰგავდა, თვალები ჩასწითლებოდა, უპეები ამოღამებული ჰქონდა, მძიმედ მიესვენა სავარძელში და ყავის ფინჯნისკენ გააპარა თვალი. ფიფო წამსვე მიუხვდა.
- მოდი ყავას მე მოვამზადებ, შენ დაისვენე და ახალ ამბებსაც მოგიყვები.
„საშინელებაა მონატრება...
ასე სულის სიღრმეში გჭამს... გჭამს,
გჭამს დაუსრულებლად და სხვა გამოსავალს თუ ვერ იპოვი, რომ თავიდან მოიშორო ბოლომდე გამოგხრავს..
ეჰ, რაც გაქვს, თავის დროზე არ აფასებ და ყოველთვის იმაზე მეტი გინდა, ათას რამეს და ვინმეს გამოედები, გამუდმებით რაღაც არ გაკმაყოფილებს...
თითქოს რაღაცის ძიებაში ხარ...
სამწუხაროდ როცა უკვე საბოლოოდ დაკარგავ იმის ფასს გვიან იგებ და უკვე მართლაც ძალიან გვიანაა... ძალიან გვიან.
გაოგნებული შეჰყურებ შენივე მოვლენილ სიცარიელეს და მერე მაინც გიკვირს რატომ არ გაქვს... რატომ?
არც კი გინდა, აღიარო, რომ აღარაფერი შეგრჩა... და მაინც...“
ფიქრებით რამდენადაც შორს წავიდა, იმდენად მაინც ისევ მისი გონება მიმის ირგვლივ ტრიალებდა... მაინც არ ეთმობოდა ბოლომდე...
რამდენადაც საშინლად ენატრებოდა იმდენად ეწინააღმდეგებოდა და ბრაზი ერეოდა საკუთარ თავზე.
- ბორშჩი მალე იქნება?! –
ოთახიდან გამოსძახა სამზარეულოში დიდი ხნით გაუჩინარებულ ფიფოს
- რა??? - ძლივს გამოერკვა ფიქრებიდან ფიფო
- ყავას ხარშავ, თუ ბორშჩს?.. –
სიცილისგან იგუდებოდა მხატვარი.
ფიფომ ყავა ორ ფინჯანში გაანაწილა და უკვე შებრაწული ხორციანი ბლინების შესათბობად ტაფა გაზქურაზე შემოდგა.
სასიამოვნო სურნელმა ოთახშიც შეაღწია.
- ეგ დესერტია. აბა ნახე მაცივარში რა მაქვს?
ისევ გამოსძახა მხატვარმა. შემწვარი ხორციანი ბლინების სუნი რომ ეცა.
ფიფოს ქვაბის მაგივრად კეცზე არაჟნიანი შქმერული დახვდა.
- მაგას არ უნდა გაცხელება, ისე მოიტანე.
ვეღარ ითმენდა მხატვარი. და ფიფოს მოტანილ ცხელ შოთის პურს დასწვდა.
ფიფო სუფრის გაწყობასთან ერთად მხატვარს ახალ ამებებსაც უყვებოდა:
- გოგონა, მართლაც დედის გვარით, სამშობიარო ტკივილებით მიუყვანიათ და მშობლების თავდებით მეორე დღესვე გაუწერიათ სახლში და სულ ეს არის, ბავშვის ხსენებაც კი არ იყო. მერე სხვა მხარეს გადავწვდი. იმ ღამით დაბადებულ ბავშვთა სიაში არაფერი იყო ჩემთვის საინტერესო, მაგრამ მეორე დღის თარიღით იმავე გვარის ახალშობილი დაფიქსირდა. თანაც მარტო გვარი და სქესი, არც დედის სახელი და რა თქმა უნდა არც მამის არსად იყო მოხსენიებული. რაც შეეხება ბავშვის გაყვანას სამშობიაროდან მსგავსი საბუთი ვერ აღმოვაჩინე, ვერც გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი მოვიძიე. ესე იგი ბავშვი დაიბადა და „გაქრა“, იმავე წამს გააშვილეს ან სადმე გადაიყვანეს, მისი არსებობის კვალის დასაფარად. ჯერ-ჯერობით სულ ესაა, ამ დღეებში ბავშთა სახლების მთელ მასალებს ამოვატრიალებ, მაგასაც გავარკვევ სად წაიყვანეს. დანამდვილებითაც კი არ ვიცი რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ ბავშვს დღევანდელი მკვლელობის სერიებთან, მაგრამ მაინც ბოლომდე მიყოლა სჯობს, მშვიდად მაინც ვიქნები.
უხსნიდა ფიფო მხატვარს. ახალი ამბების დამალვასაც აზრი აღარ ჰქონდა, ასე იყო თუ ისე მხატვარი ბევრჯერ დაეხმარა აზრების დალაგებაში, თან მასთან მშვიდად გრძნობდა თავს, მიმის ამბების გარკვევაშიც შეპირდა დახმარებას, ისედაც იკვეთებოდა, რომ მხატვარი არაფერ შუაში იყო, თუმცა მაინც ამოწმებდა. სიახლეების მოყოლისას დაკვირვებით შეჰყურებდა მის რეაქციებს, მაგრამ საეჭვოს ვერაფერს ამჩნევდა.
- ბიჭი იყო თუ გოგო? –
მხატვრის მოულოდნელმა შეკითხვამ ფიფო ცოტა შეაკრთო და გამოფხიზლა. მეგობრის მიმართ თავისივე უნდობლობაზეც მოუვიდა ბრაზი და შეეცადა მშვიდი სახე მიეღო.
- ბიჭი!
- ისე მაინც ლამის ორმოცი წელი გავიდა და მერე გაუბრაზდა სამყაროს?
- ორმოცი არა, უფრო ნაკლები, დაახლოებით ექვსი წლის წინანდელი მკვლელობა, შესაძლოა პირველიც იყოს და შესაძლოა სულაც არა, მაგაზე უწინდელი და მსგავსი მკვლელობის ფაქტები არსად არ აღინიშნება. მე მაინც ვაქცევ ყურდღებას თვის ბოლო შაბათს ჩადენილ დანაშაულს და ასევე ნიღბებსაც არ გამოვრიცხავ.
- მდააა, რა არ ხდება ქვეყანაზე. რამდენ რამეს იტევს ეს სამყარო.
- აი, სულ ამას ვგრძნობდი რააა... და სულ ვიყავი ამაში დარწმუნებული, რომ ამ საქმის გასაღები სიძველიდან მოდიოდა.
- ადამიანი წარსულის გარეშე არ არსებობს, ჩვენ ყველას გვაქვს წარსული, ჩვენი წარსული.
თავს უქნევდა მხტვარი და სიამოვნებით მიირთმევდა ყოფილი მეუღლის მიერ მომზადებულ კერძს.
– თუმცა ყოველთვის მასეა, იმ შემთხვევაში თუ ეს აფექტის შემთხვევა არ არის და სპონტანურად ჩადენილი დანაშაულია, სერიულ მკვლელობათა დროს, საწყისი კვანძი ყოველთვის წარსულიდან მოდის.
- კარგი, დავუშვათ ოცდათხუთმეტი წელი, ან იქნებ ოცდაათიც.
- ოცდაათიც, რომ ვივარაუდო, მაინც ბევრია, რაც არ უნდა გაბოროტებული იყოს, ბევრად უფრო ადრე უნდა დაეწყო. და ასეთ ასაკში ზრდასრული ადამიანი იწყებს მკვლელობათა სერიებს, შურს იძიებს იმაზე ის რაც ბავშვობაში გადახდა? და რა გადახდა მერე ისეთი, რომ ბევრს არ გადახდენია? ოჯახმა მოიძულა გააშვილა და ამაზე ფიქრსა და ბოღმას ამდენი წელი ანდომებს და მერე იწყებს ხოცვას?.. რა ვიცი, აბსურდად მეჩვენება, საკმაოდ ჭკვიანი და გამჭრიახი მკვლელისთვის ძალიან სუსტი მოტივია, მაგრამ მაინც ბოლომდე მინდა გადავამოწმო...
- რა იცი, მერე იქნებ დიდი ხანი დაწყებული აქვს და..
- უჰჰჰ, რაც მე არქივები და ძველი საქმეები ამოვაბრუნე, მაგის გულისთვის სამსახურიც კინაღამ დავკარგე, ხალხს უკვე დიდი ხნის დახურული საქმეები გადმოვუქექე... ლამის ცოცხლად შემჭამეს.
- აბა რას იზამდნენ - სიცილი აუვარდა მხატვარს - ხალხმა პრემიები ჩაიჯიბა, საქმის გახსნა იზეიმა და შენ მიდიხარ და რა გახსნა რის გახსნაო.
- ჰოო... აბა....
- ესე იგი, თუ მართლაც საკმაოდ ზრდასრულ ასაკში დაიწყო მკვლელმა მოღვაწეობა და შურისძიება შესაძლოა რამემ მისცა ბიძგი...
- ცოტა რაღაც ვერ გამოდის ისე, დაახლოებით ოცდაათი წლის ასაკში გაიგებ, რომ ოჯახიდან იძულებით მოგკვეთეს და შურისძიებას იწყებ?.. მიადგები და ხოცავ ხალხს ვინც ხელი შეუწყო შენს უბედურებას... ან აქ რაღაც სხვა ამბავია, ან კიდევ ის ბავშვი არაფერ შუაშია და მცდარ გზაზე ვდგავარ... ჰმ, თუმცა სად არის აქ გზა?.. ჯერ ბილიკიც ძლივს მოჩანს.
- ამ ჩამოყალიბებულ ასაკში მისი ქმედება უტვინობის, ჭკუასუსტობის ნიშანია, მაგრამ მკვლელობები ისე არის ჩადენილი, რომმ...
- კი გეთანხმები, რომ ფსიქოპატთან მაქვს, რომელიც ძალიან ჭკვიანი და გამჭრიახია და მაინც რატომ ამდენი წლის შემდეგ? რა იყო ასეთი მიზეზი, რომ მკვლელად იქცა
- იქნებ ბავშვობაშიც ჰქონდა ეს სულში ჩაბუდებული?..
- ყველაფერი წარსულიდან მოდის, რაც არ უნდა იყოს მასეა, მაგრამ მაინც მეეჭვება იმ გოგონას ბავშვის მონაწილეობა, მაგრამ მეორეს მხრივ თითქოს ყველა გზა მისკენ მიდის, თუმცა ეს დროის შუალედი ძაან მაფიქრებს.
- ზოგი ბავშვობიდანვე უკვე ჩამოყალიბებული დესპოტია, მაგრამ მაინც ბავშვია და კიდევ აქვს შანსი გამოსწორების, ამიტომ სწორად უნდა შეურჩიო გარემო და თუ ეს ასე ვერ გამოვიდა მერე უჰჰჰ... მახსოვს იყვნენ ისეთი ბავშვებიც, საშინელი სადისტები და ახლაც დარწმუნებული ვარ იქნებიან. ზოგი იმდენად ვერ იტანს ცხოველებს, რომ მათი დახოცვით იღებს სიამოვნებას... საშინელება კი ის არის, რომ ამას მკვლელობას კი არა გართობას ეძახიან... შენ წარმოიდგინე ზოგიერთი მშობელიც კი თავზე ხელს გადაუსვამს, რა იყოო, ბავშვი თამაშობსო...
- ჰო სამწუხარო ფაქტია, როცა ბავშვს დასჯიან იმის მაგივარდ, რომ რაიმე აუხნსნან, გააკრვიონ რატომ იყი მისი საქციელი ცუდი. დასჯილი ბავშვი უფრო გაბოროტებულია და უფროსის ჯიბრზე უფრო მეტ საშინელ საქმეს ჩაიდენს, მშობლებიც ხშირად ვერ ხვდებიან ზედმეტად სიმკაცრეში აღრდილი ბავშვისგან დესპოტს რომ ზრდიან. მაგრამ არის კიდევ მეორე მხარე, ზედმეტად ლმობიერი და მოსიყვარულე და იმდენად მსუყეა ეს სიყვარული, რომ ყველანაირ ტუტუცობაზე წამსვლელ ბავშვს უბრალო შენიშვნასაც კი არ აძლევენ პირიქით, რაც არ უნდა ჩაიდინონ უმალ დამცველად ევლინებიან და შენი თქმის არ იყოს, ბავშვურად მოუვიდა გაერთოო, ითამაშაო, და ყველაზე ცუდი ის არის, რომ არც ერთი ეს ვარიანტი არარის გამართლებული და წლების მერე ამ ორივე შემთხვევაში ხელში მონსტრი შეგრჩება, რომელივ შენვე გაუზარდე სამყაროს.
- შენ? შენ როგორი ბავშვი იყავი? –
ჩაეკითხა მხატვარი.
- უჰ საშინელი ცელქი და თავნება, გამდიოდა კიდეც... თუმცა არასდროს მიწვალებია ცხოველები და ვერც უსამართლობას ვერ ვიტანდი, სულ მაგის გულისთვის მომდიოდა ჩხუბი უბანში... ჩხუბისთავსაც კი მეძახდნენ, ბევრჯერ ჩემი ბრალი ეგონათ სანამ გაარკვევდნენ ნამდვილ დანმაშავეს მეც კარგად მომხვედრია. –
ჩაიცინა ფიფომ.
- მახსოვს, ერთი ბიჭი მაგრად დაისაჯა... თურმე უდანაშაულო ყოფილა, მკვდარ ცხოველს, რომ მარხავდა თავზე დადგნენ. ეგონათ დანაშაულს მალავდა და ის დასაჯეს ყველას მაგივრად, ის ეგონათ მწვალებელი... ხმა არ ამოუღია ისე აიტანა, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.... რაღაცნაირი თვალები ჰქონდა... შეუვალი და მდუმარე...
- ის თუ მაინც იცოდა ვინ იყო დამნაშავე?
- ჰმ, როგორ არ იცოდა, საქმეც მაგაში იყო, რომ იცოდა, მასზე უფროსი ბიჭები იყვნენ, და სულ ექიშპებოდა, არ ცხრებოდა სულ ჩხუბობდა და არასდროს იმართლებდა თავს... ყველას ის გვეგონა დამნაშავე და სულ ის ისჯებოდა... მარტო ბაბუ არ უბრაზდებოდა და არც სჯიდა... ძალიან მიკვირდა... ალბათ იცოდა, რომ დამნაშავე არ იყო... ან იქნებ ბაბუსაც მასე ეგონდა დასჯის მაგივრად ცდილობდა თბილი სიტყვით აეხსნა...
- შვილიშვილების განებივრება კი უყვართ და კარგადაც გამოსდით
- სინამდვილეში ბაბუამისი სულაც არ იყო!.. ისე რაღაც პერიოდში ის ჩემი ბაბუც იყო... იცი რა საყვარელი და თბილი ადამიანი იყო..
ფიფომ წარბები ასწია
- ???
- თუმცა, რა ვიცი... იქნებ მართლაც მისი ნამდვილი ბაბუ იყო და ჩემი არა... მე უბრალოდ შევეკედლე და მიმიღეს. არა, თავად დამიძახეს და შემიკედლეს.
- იმ პერიოდს ამბობ, ბავშვთა სახლში, რომ ცხოვრობდი?
- ჰო, ცოტა ხნით ვიყავი, მაგრამ მაინც ბევრი რამ კარგად მახსოვს, ამიტომაც არის ეს შენი საქმე წარსულიდან მოდის, შენს ფსიქოპათ მკვლელს აუცილებლად კარგად ემახსოვრება წარსულის სიმწარე, ამიტომაც ასე დინჯად და ორგანიზებულად სჩადის დანაშაულს, რომ ხომ ხედავ კვალსაც ვერ აგნებ, მაგრამ ეს დრო მაფიქრებს, წლების სიმრავლე.
ფიფო მოღუშული უქნევდა თავს.
- კი გეთანხმები, მეც მაინც ეს დრო მაგდებს საგონებელში. ძალიან დიდი დროა გასული და რატომ ბევრად ადრე არ დაიწყო?
- არ გიფიქრია, რომ იქნებ ციხეში იჯდა, გამოვიდა და დაიწყო და დაიწყო.
- ეგეც ბევრჯერ ვიფიქრე. არ არის გამორიცხული.
- თუ მართლა იმ უბადრუკი გოგონას შვილი დაძრწის და ის სჩადის დანაშაულს, მაგ მოტივის საფუძველზე უკვე ძალიან ბებერია, რომ შური იძიოს. ან იქნევ უკვე მისივე შვილია, იმ გოგოს შვილიშვილი? ვითომ? რაღაც უაზრობა გამოვიდა. –
თავისივე სიტყვებზე ჩაეცინა მხატვარს.
- არა რა, მართლა სისულელეა! შვილიშვილი ხდება მკვლელი იმის გამო, რომ მისთვის უცნობმა ბებიამ თავი მოიკლა?
- ჰო.. არა...
- მაგრამ თვითონ იმ შვილის ასაკიც მაფიქრებს, მართლაც ძაან ბებერია ამ მოტივის შურისსაძიებელისთვის.
- ან იქნებ
- რა იქნებ?
- რაიმე იყო მისი აფეთქების მიზეზი და ამიტომაც ასე გვიან დაიწყო. აი შენ თუ ამას დაადგენნნნ... ოოოო...
- კატალიზატორი რა შეიძლება ყოფილიყო ეს თუ მართლაც დავადგინე აი მაშინ უკვეე... მაგრამ ჯერ ის უნდა დავადგინო ბავშვი ნამდვილად დაიბადა და იმ ჩანაწერების მიხედვით ნამდვილად მისი ბავშია თუ არა, იქნებ სულაც სულ სხვაა...
ფიფოს სიტყვებზე მხატვარსაც გაეცინა:
- მართლა ამდენს რას ვბაზრობთ, იქნებ სულაც არ დაბადებულა ის ბავშვი.
- ამ ეტაპზე არც მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად იმ ბავშვზეა საქმე, თითქოს ერთმანეთს მიჰყვა და არც ეგ გამოვრიცხე, რომ დავუშვთა მკვლელი სწორედ იმ გოგონას წარსულიდან მოდის. ჰომ, და სულ დამავიწყდა, გოგონას თვიმკვლელობა, ამ ბავშის დაბადებინდა რვა თვეში მოხდა, აქა კიდევ ვერ ვალაგებ, თუ ბავშვი იძულებით დაატოვებინეს, მერე რვა თვე იფიქრა და ვეღარ გაუძლო?
- შესაძლებელია. ითმინა, ითმინა, შეიძლება ვინმე ბავშვით ხელში დაინახა ან პარკში ან თუნდაც ქუჩაში ფანჯრიდან და გადაეკეტა რა, ისედაც გადაკეტილი ჰქონდა, რაღა უკლდა.
- ეგ კიდევ უფრო დასაშვებია. რვა თვე არც ცოტაა და არც ბევრია, იმოქმედა რამემ ან მართლაც ვეღარ გაუძლო წუხილს. რაც შეეხება ამ შორეულ წარსულს ნიღბების ჭაჭანებაც არსად არ არის და არც თვის ბოლო შაბათს არაფერი არ აღინიშნვება, ასე რომ ეს სულ სხვა თემაა. -
უკვე მართლაც და დამშვიდებულად და თავისუფლად ჰყვებოდა ფიფო მხატვართან ყველაფერს, სულის სიღრმეში იგრძნო, რომ ბოლომდე ენდობოდა, მაგრამ რაღაც მომენტში შეამჩნია, რომ მხატვარი თითქოს შეცბუნდა, თითქოს თვალებსაც ვერ უსწორებდა, მაგრამ ზუსტად რა მომენტში მოხდა ეს ამას ვეღარ აფიქსირებდა, ადრეც შეუმჩნევია მსგავსი რამ, მაგრამ ახლა უფრო მკვეთრად და გამოხატულად იგრძნო, რაღაც... რაღაც ფარული...
დუმილი ისევ ფიფომ დააღვია:
- აბა, გისმენ!
- რაა?? –
მოულოდნელად მხატვარი ადგილზე შეხტა.
- გისმენ, მითხარი, აშკარაა, რომ რაღაცას მიმალავ.
მხატვარი ჩაფიქრებული იყო თავიც არ აუწევია ისე ნერვიულად ამოიღო კოლოფიდან და მოუკიდა.
ფიფო მშვიდად ელოდა მის დაშოშმინებს, ვერ ხვდებოდა მხატვარი ასე რამ ააღელვა, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს რაღაც დანაშაულში იყო გამოჭერილი.
ბოლოს, როოგრც იქნა მხატვარმა ხმა ამოიღო და ფიფოსთვის არ შეუხედავს ისე დაიწყო:
- რაღაც მინდა გითხრა, თითქოს სულ ვაპირებდი და თითქოს არც არაფერი მნიშვნელობაც არ მიმიცია, მაგრამ...
- ისევ მიმი, არა?.. –
სიტყვა შეაშველა ფიფომ.
- არა, მიმი არაფერ შუაშია, უბრალოდ... იცი, ჩვენს თეატრში, მართალია სხვადასხვა დროს, მაგრამ წარმოდგენა, უფრო სწორად პრემიერა, ყოველთვის თვის ბოლო შაბათს იმართება. –
როგორც იქნა ამოღერღა მხატვარმა.
ფიფო გაოგნებული შეჰყურებდა.
„მკვლელს შორს ვეძებდი და ნუთუ აქვე თეატრში მყოლია...
არადა ყველას ვიცნობ, და ძალიან კარგადაც ვიცნობ... და...“
- თეატრის დასი არაფერ შუაშია! - ფიქრი შეაწყვეტინა მხატვარმა. - ეს ჩემი იდეა იყო! მაშინ არც მიმის არ ვიცნობდი და რა თქმა უნდა არც შენ.
ფიფო ისევ გახევებული იჯდა. წუთის წინ, როგორც იქნა ბოლომდე ენდო მეგობარს და ეჭვიც უკვე აღარ ეპარებოდა და ახლა სულ უკუღმა ამობრუნდა ყველაფერი.
- მართლა არ ვიცი, ჩვენს თეატრს რა კავშრი აქვს შენს მკვლელობებთან, თუ გინდა გადაამოწმე ჩვენი დასიც და თუნდაც ერთგული მაყურებლებიც.
- და რატომ ადრე არ მითხარი, თუნდაც მაშინ მიმისგან, რომ პირველად მოისმინე.
- დავაპირე, შენ წარმოიდგინე, რომ დავაპირე, თანაც ბევრჯერ დაგპატიჟეთ პრემიერაზე, რომ დაკვირვებოდი თარიღს და კითხვა მაინც, რომ გაგჩენოდა უეჭველი გეტყოდი, რომ ეს ჩემს მიერ დადგენილი უკვე ჩვენი თეატრის ტრადიცია იყო, მაგრამ შენ არაფერი შეგიმჩნევია და მეც მივივიწყე, თუმცა სულ მინდოდა, რომ მეთქვა და...
- ჰმ, მომიწევს აბა მთელი დასისა და მიმსვლელ-მომსვლელის გადამოწმება.
- ნება შენია, მაგრამ ეს ხომ იცი ისე უნდა გააკეთო, რომ ეჭვი არავინ აიღოს
- ნუ გგონია, რომ მე მაწყობს ეჭვის აღება, სწორედაც ისე უნდა მოვუწყო გამოკითხვები, რომ აზრზეც ვე მოვიდნენ.
- შენ უკვე ისეთი სახე გაქვს, რომ ნაღდად აღარ მენდობი რა, არადა, მართლა ისე გამოვიდა, რომ..
- ჰო, არ დაგიმალავ, ცოტათი კიდევაც შემერყა შენს მიმართ ნდობა.
ფიფოს სიტყვებზე მხატვარი მოიღუშა, მართლაც არ უნდოდა ამის თქმა, მაგრამ უკვე დამალვაც აღარ შეიძლებოდა.
- და მაინც რას ნიშნავს ეს ბოლო შაბათი? რამე კონკრეტული დატვირთვა აქვს შენთვის?
- ისეთი არაფერი, როცა ოჯახისგან მოშორებით ვცოხვრობდი, იქ ვმართავდით ასეთ დროს წარმოდგენას... ბავშვთა სახლში.
ამ ბოლო სიტყვებზე ორივემ ერთმანეთს თვალებში ჩახედეს.
ფიფო კიდევ უფრო მეტად იყო გაოგნებული
„ბავშვთა სახლში... მიტოვებული ბავშვი... გაშვილებული ბავშვი... ბავშვი...
ისევ ბავშვი და ისევ ძველი დრო...“
- ესე იგი ვიწყებ თეატრის დასიდან და გადავდივარ ბავშვთა სახლში, ისედაც გადასამოწმებელი მქონდა და არ ვიცოდი, რომლიდან დამეწყო, ახლა შენიდან დავიწყებ და მერე ვნახოთ... წესია ასეთი, ყველაფერი უნდა გადამოწმდეს და ამჯერად უკვე მართლაც ძირფესვიანად... არაფერი არ უნდა გამოვრცხო... და იქნებ, მართლაც
- შემპირდი, რომ პირველი მე მომიყვები.
- ჰმ, აბა რას ვიზამ! –
ჩაეცინა ფიფოს და მეგობრულად გაუღიმა დამფრთხალ თითქოს დამნაშავე მხატვარს.

LEX·2017 წლის 7 მაისი, კვირა.



№1  offline წევრი ბაბუაწვერა

შესანიშნავია... საკმაოდ დაძაბულმა ჩავიკითხე ბოლო თავი.. მოვლენებიც ძალიან საინტერესოდ ვითარდება. ერთია რომ ცოტა გაწელილია სიუჟეტი და თავებიც პატარაა, ამიტომ ერთად ვაგროვებ რამდენიმეს და ისე ვკითხულობ.
ეს ერთ-ერთ იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როდესაც ვერ წარმოვიდგენ როგორი დასასრული შეიძლება ჰქონდეს.
ასე გააგრძელე და ველოდები შემდეგს...))

 


№2  offline წევრი Lex

უღრმესი მადლობა :) დილიდანვე დავამატებ <3
--------------------
Lex

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent