შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 76


19-06-2017, 10:04
ავტორი Lex
ნანახია 1 566

76.
მიმის დაბადების დღე თენდებოდა. გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. ყველაზე მეტად დღე უყვარდა. ახლა კი მღელვარება ისე შეიპყრო ვეღარ გაიგო სიხარულის განცდები იყო თუ?..
თუ რისი?...
პიპასთან ძალიან დამეგობრდა, მაგრამ გამუდმებით აკვირდებოდა და ფარულად ამოწმებდა. თავად უნდოდა ამოეცნო ვინ იყო მის გვედრით და ვისზე აპირებდა არჩევანის გაკეთებას.
ფიფოსთან ყველაფერი კარგად იყო. ძველი დაწყებული და მერე შეწყვეტილი რომანი, ახლა უკვე კარგ მჭიდრო მეგობრობაში გადაიზარდა. მიმიმ არ დაარღვია ფიფოსთვის მიცემული სიტყვა და კრინტიც არავისთან დაუძრავს იმ ღამით მხატვართან ძველ საბუთებს რომ ქექავდნენ.
სამწუხაროდ უშედეგოთ ათიეს ღამე და რამდენი იწვალეს, მაინც ვერაფერს მიაკვლიეს. მიმიმ ასე იცოდა და არც მხატვარმა და არც ფიფომ აღარ ჩათვალეს საჭიროდ მისთვის ეთქვათ, რომ ბავშვის საბუთები სულ სხვა ყუთში სულ სხვაგან შერეულიყო...
და არა მარტო იმ ერთი ბავშვის.
ფიფო სიხარულს ვერ მალავდა. ფრთხილად იღებდა დანარჩენ ყუთებს და ისე ამოწმებდა, რომ მხატვარს არ გაღვიძებოდა და ბევრი სხვა ისეთი საბუთებიც აღმოაჩინა იმ ყუთებში, სადაც ისინი წესით არ უნდა ყოფილიყვნენ.
„იქნებ აერიათ? ან იქნებ სპეციალურად მიმალეს ეს ბავშვები?.. ვინ იცის...“
საბუთების მიხედვით ბავშვებზე, მხოლოდ ერთი მშობელი ირიცხებოდა და არსად ეწერა მათი გაყვანის თარიღი. თითქოს მთელი ცხოვრება იქ გაატარესო.
„რა იყო ეს? ნუთუ გაყიდული ბავშვების სიაა? საბუთების სულ მთლიანად განადგურების შეეშინდათ და დროული ბავშვებზე ინფორმაცია დღენანკლულთა ყუთებში შეურიეს... თან როგორ ეშაკურად. ყველაფერი თარიღების მიხედვით თანმიმდევრული სიზუსტით არის და უცებ ალაგ-ალაგ, სადღაც ყოველ მეათე ბლანკის მერე სულ სხვა საბუთი დევს... არა! არ მეშლება. ზუსტად ყოველი მეათე საბუთის მერე შერეულია სულ სხვა... ჰმ “
ყველა სხვა დანარჩენ ბავშვზე დროულსა თუ დღენაკლულზე გაყვანის, გარდაცვალების ან ბავშვთა სახლში გადაყვანის თარიღები და მისამართები იყო აღნიშნული.
საკმაოდ დიდი რიცხვს იტევდა, უმისამართოდ დარჩენილ ბავშვთა სია. სად ქრებოდნენ ისინი?
იყო პირდაპირ სამშობიაროდან გაშვილების წესი, მაგრამ აქ სულ სხვა რამ იყო. ეს იყო ახალშობილთა საავადმყოფო საიდანაც ბავშვების გარკვეული ნაწილის კვალი სადღაც ქრებოდა.
„ჰმ, საიდან სად გავედი. სულ სხვა რამის ძიებაში. ახალი დანაშაულის კვალზე გავედი, თუმცა რა კვალი? არ არსებული კვალი. და ისევ გაურკვევლობა...“
უკვე კარგად გათენებული იყო. უმისამართო ბავშვების გადამოწმება დღის ბოლომდე უნდა მოესწრო, ხოლო გვიან კი ეს ყუთები უკან უნდა დაებრუნებინა, ასე იყო საავადმყოფოს დარაჯთან შეთანხმებული.
„გამქრალი“ ბავშვების სიის გადამოწმებას მთელი დღე მოანდომა. ხან სად იყო და ხან სად. დაბადების თარიღის მიხედვით უკვე ზრდასრული ადამიანები უნდა ეძებნა, მაგრამ ვერავინ აღმოაჩინა. ცხადი იყო, ეს ბავშვები უკანონოდ და უჩუმრად გააშვილეს და გვარსაც შეუცვლიდნენ.
კითხვები ერთმანეთს ემატებოდა, მაგრამ პასუხი არსაიდან ჩანდა.
- მაგრამ რატომღა შეინახეს ეს სიები? რა საჭირო იყო?
- შეიძლება ვისაც ამის განადგურება დაავალეს, უბრალოდ გადამალა. შანტაჟისთვის კარგად გამოსაყენებელი მასალაა, ამაზე არ გიფიქრია?
ჩაეკითხა „ხანუმა დეიდა“, როცა ფიფო ახალი ამბებით გაოგნებული მიადგა მას.
- ალბათ, ვინ იცის... ან ვინმემ ასე გადამალა, უცებ რომ საჭირო გამხდარიყო გამოაჩენდა, ვითომდა უნებურად შეერია სხვა საბუთებში, თავსაც ადვილად იმართლებდა.
- კარგი. ესე იგი ზრდასრული ვერავინ აღმოაჩინე მაგ სიიდან?
- ვერავინ! ან ასაკი არ ემთხვევა, ან სქესი... ზოგთან იყო რაღაც მსგავსი თითქოს დამთხვევა, მაგრამ მერე კარგად გადავამოწმებინე, არაფერი საერთო...
მთელი დღე მაგას მოვუნდი.
- ესე იგი ეს ჩვილები, არც გარდაცვლილან, არც ბავშვთა სახლში გადაუყვანიათ, უბრალოდ გააქრეს! გაყიდეს!
- ცხადია მასეა.
- ესეც შენი ახალი საქმე, ორმოცი წლის წინათ გაყიდული ბავშვების საქმე.
- მერე ვის აინტერესებს ახლა ეს? მოვკვდი ამ ჩუმჩუმათობით, ხან ვის რას ვთხოვ და ხან ვის რას. რომ გამიგოს უფროსობამ ისევ იმ ძველ საქმეს ვეჭიდები გადამაშენებენ, არც დამინდობენ.
- დაურეკე ნათლიაშენს! ხომ იცი როგორი წონა აქვს სამინისტროში. იმ ამბავს ნურც ახსენებ, უბრალოდ გაყიდული ბავშვების საქმე დაგავალოს.
- კარგი იქნებოდა, მაგრამ რა ვუთხრა? საიდან დამესიზმრაო, ან ამდენი ხანია, რომ ვიქექები და ვიკვლევ...
- მე დავურეკავ და მოვთხოვ შენ დაგავალოს. იმ საცოდავ გოგოს საერთოდ არ ვუხსენებ, ბავშვის დედას. მიზეზს მოგვიანებით ვეტყვი, რამეს მოვიფიქრებ, შენ ნუ გეშინია, ხომ იცი რა გაიძვერაც ვარ.
„ხანუმა დეიდამ“ ჩაიხითხითა.
ფიფოსაც გაეღიმა.
- ამიკრიფე ერთი მაგის ნომერი... შენი ტელეფონით არა, შენ პატარა ბრიყვო, ჩემი ნომრიდან უნდა დაირეკოს.
ისევე ჩაიხითხითა მოხუცმა.
ფიფოს თავის სიბრიყვეზე გემრიელად გაეცინა, ტელეფონი მიაწოდა და სიგარეტის მოსაწევად აივანზე გავიდა.
ორი წუთიც კი არ იყო გასული ხანუმამ დაუძახა:
- წადი გელოდება.
- მაინც ზუსტად რა უთხარი? არაფერი ზედმეტი არ წამომცდეს.
- მიზეზი არც შენ იცოდი და არც ახლა იცი. ისე შინაურულად გთხოვე მაგ ძველი არქივების ამოქექვა და ჩემი ეჭვებიც გამართლდა. გაყიდული ბავშვების თაობაზე. უფრო სწორად მოპარული ბავშვები ვუხსენე. ასე ჯობია. და ის რაც შენ აღმოაჩინე იმ სარდაფში. ახლა წადი ოფიციალურად დაგავალებს. მერე ვნახოთ.
ფიფო ლამის გაფრინდა. არც კი იცოდა ეს საქმე სადამდე მიიყვანდა. იქნებ სულაც არ იყო საჭირო, მაგრამ ამ ახალი აღმოჩენით უკვე ისე იყო დაინტერესებული, რომ უკან აღარ დაიხევდა. უამრავი რამ იყო გამოსაკვლევი და გამოსაქექი.
უკვე დარაჯს კი არა შიშისგან ფერდაკარგულ საავადმყოფოს მთავარ ექიმს გაუშანშანშალა ჩხრეკის ორდერი. თუმცა რად უნდოდა, უკვე ისედაც გადაქექილი ჰქონდა ყველაფერი.
გახარებული დაბრუნდა მხატვართან. გადაწყვიტა ზედმეტი სიჩქარის გარეშე ისევ თავიდან გადაემოწმებინა ყველაფერი, არაფერი არ უნდა გამორჩენოდა, დროც საკმარისი ჰქონდა.
საღამოვდებოდა, მშვენიერი დრო იყო, მოკალათდებოდა სახელოსნოს სავარძელში და შეეძლო ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ექექა საბუთები.
- აბა რა ამოვიტანო? დღეს დიდი ღამე გველის, დასალევსაც რაიმე წესიერს წამოვიღებ.
შესვლისთანავე მიახალა მხატვარს, მაგრამ მასპინძელი ცოტა არ იყოს შეყოვნდა.
ფიფომ ყურადღება არ მიაქცია და გახარებული უყვებოდა, როგორ ოსტატურად იგდო ახალი საქმე ხელში.
როგორც იქნა მორჩა ფიფო ქაქანს, მაგრამ მხატვრის რეაქცია ეუცნაურა და კითხვის თვალით შეხედა.
- დღეს მიმის დაბადების დღეა!
მშვიდი ღიმილნარევი ხმით წარმოსთქვა მხატვარმა.
- აუუუუ!
შუბლში მოირტყა ხელი ფიფომ. მერე მხატვარს შეხედა:
- წავიდეთ?
- აბა რა, მაგრამ... ეს ნახატი, რომ ვაჩუქო? როგორ ფიქრობ?
- დიდ ვარდების თაიგულს ვუყიდი და რაიმე მაგარ საჩუქარს. ნახატი? შენი ნებაა, თუ გინდა აჩუქე, მე რაიმე ძაან მაგარს ავარჩევინებ სალონში. ორივესგან იქნება. ჯერ ვარდები ვნახოთ, მაგარ თაიგულს შევაკვრევინებ.
- მიმის იასამნები უყვარს!
- ააა... არ ვიცოდი... არასდროს მიჩუქნია, ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი ყვავილია, ჰმ, მე კი ვცდილობდი რაც შეიძლება ძვირიანი თაიგული შემერჩია...
- აი, ხედავ? ის რაც მარტივი და იაფია, ის ყველაზე საუკეთესოა.
- რა უბრალოდ შეიძლებოდა მიმის გულის მოგება, მე კი... ეჰ...
- არც ახლაა გვიან.
- ასე ფიქრობ?
- დიახ!
დაუქნია თავი მხატვარმა.
- მდაა, საინტერესოა და ის ვიღაც?..
- მას ჯერ კონკრეტული სტატუსი არა აქვს, მაგრამ გირჩევნია იჩქარო.
- შენ რაღაც ხომ არ..?
- რაღაც, მაგრამ ბევრი არაფერი...

LEX·2017 წლის 27 მაისი, შაბათი



№1  offline წევრი Lex

ვინც კითხულობთ და მოგწონთ, მათ საყურადღებოდ
აქ აღარ გავაგრძელე, ნახეთ ფეისბუქზე იქ უფრო მეტი თავებია დადებული
გმადლობთ, ვისაც მოგწონდათ <3
--------------------
Lex

 


№2 სტუმარი ნანა777

ფეისზე ვერ ვნახე და ლინკი მომცერე რააა

 


№3  offline წევრი Lex

ნანა777
ფეისზე ვერ ვნახე და ლინკი მომცერე რააა

https://www.facebook.com/pg/LexArtsStudio/photos/?tab=album&album_id=1732417817
000508

თუ ვერ ნახავთ, მომწერეთ
--------------------
Lex

 


№4 სტუმარი ნანა777

ვნახეე დიდი მადლობაა<3

 


№5  offline წევრი Lex

მადლობათ, თქვენ ყველას ვინც კითხულობთ და მოგწონთ <3
--------------------
Lex

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent