შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგონა,რომ ცისფერთვალება ანგელოზი შემიყვარდა...(თავი მეხუთე)


27-06-2017, 14:39
ავტორი takkko
ნანახია 1 667

-რას შვებიიით, ჩაალაგეთ ყველაფერი?-შემოვიდა ანა ოთახში.
-კი თითქმის,მოვრჩებით მალე-უთხრა ნუცამ ბედნიერი სახით :დ
-კაი მიდით ჩქარა,მალე გამოგვივლის გუგა.
-რაა?გუგაც მოდის? მემეგონა მარტო ჩვენ სამნი მივდიოდით-უკმაყოფილოდ გადავხედე გოგოებს.
-ხო ვიფიქრეთ,რომ ასე უფრო კარგად გავერთობოდით....
-აუ გოგოებო...იცოდეთ იქ ნოდო თუ იქნება...
-თაკოოოოო დაწყნარდი რააა და ცოტა მოდუნდი ზაფხულია, გაიღიმე და დატკბი ცხოვრებით!-ლოგინზე გადაეშვა ნუცა და კმაყოფილი სახით მიყურებდა.
-გავედით დაბლა გველოდებიან.

2 წუთში უკვე გუგას მანქანაში ვისხედით. მე ,ანა,ნუცა და გუგა.უკან ორი მანქანა მოგვყვებოდა,ვფიქრობ გუგას ძმაკაცები იქნებიან. ვათვალიერებ,მაგრამ ნოდოს ვერსად ვამჩნევ.
-როგორ არის?-შევხედე გუგას..
-კარგად არის,კარგად.-გაეღიმა.
დაახლოებით 4 საათში ყაზბეგში ვიყავით. გუგას ძმაკაცის გიორგის სახლში უნდა მისულიყავით,ნუცა ამბობს ულამაზესი და უზარმაზარი სახლიაო.ჰაერი ისეთი სუფთა იყო,ცხვრი მეწვებოდა სუნთქვისას.აღარ ვფიქრობდი არაფერზე,მითუმეტეს თბილისის ამბებზე,უბრალოდ მინდოდა დაუსრულებლად მეყურებინა ამ საოცარი სილამაზისთვის,ყველაფერი მწვანეში რომ ჩაძირულიყო...
ორი მანქანაც მოვიდა და უამრავი ბიჭი გადმოლაგდა..ნეტავ როგორ ჩაეტივნენ?:დ რათქმაუნდა ყველა მათგანს ვიცნობდი ,მაგრამ არ შემიმჩნევია არსად ის ცისფერი თვალები ყველაზე მეტად რომ მიყვარს და ამდროს ყველაზე მეტად რომ მტკენს გულს.თითქოს რაღაცნაირად გული დამწყდა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია ამისთვის.
-აუ გოგოებო საუკეთესო ადგილას მომიყვანეთ,მიყვარხართ ძალიან,თითქოს ის ყველაზე მძიმე ტვირთი მხრებიდან მომეხსნა..-ვამბობ კმაყოფილი სახით.
-ხო გეუბნებოდი აი ნახავ როგორ გავერთობით-მხიარულად შემომხედა ანამ/
-ნუც დემეტრე სად გყავს?
-საღამოს ჩამოვა,რაღაც საქმეები ქონდა და
-იცი როგორ გეღიმება როცა დემეტრეზე ლაპარაკობ? :დ-სიცილით ვუთხარი ნუცას
-შენ საერთოდ ვიზე რას ამბობ გოგო?!-ბალიში მესროლა...
-აუფ არ დაიღალეთ ამ ბიჭებით?ცოტახანს დაივიწყეთ რა თორე აღარ შემიძლია-უკმაყოფილოდ თქვა ანამ.
-კაი გამოვიცვალოთ და ჩავიდეთ რამე ვჭამოთ თორე ამტკივდა კუჭი..-დაიწყო წუწუნი ნუცამ.

საღამო ისე მოვიდა ვერც კი შევამჩნიეთ გართობას აყოლილები.აუზთან ვიჯექით და დაუსრულებლად ვიცინოდით,ყველაფერი კარგად იყო თითქოს.
-ნუც,ჩამოვედი გამომხედე რა და წამოიყოლე ვინმე რაღაცეები მოვიტანე და შევიტანოთ სახლში.
-კაი დემე გამოვალ ეხლავე.
-თაკო წამომყევი რა გთხოვ დემეტრემ რაღაცეები მოვიტანეო და..
-კაი წამო-ავდექით და ეზოსკენ წავედით.
დემეტრე ამდროს გადმოდიოდა მანქანიდან,ნუცას მაგრად ჩაეხუტა, მეც გადამკოცნა,მაგრამ მარტო არიყო,კარები გაიღო და მეორე მხირდან ვიღაც გადმოვიდა.ის იყო........
-ნუც ამას აქ რაუნდა?-ჩუმად ვკითხე ნუცას როცაპროდუქტებს ვიღებდით მანქანიდან/
-კაი გეხვეწები დაწყნარდი რა,დაიკიდე გთხოვ თაკო.

ისე გავიდა აუზისკენ ჩემთვის არც შემოუხედავს.
სახლში შევედი და ავედი ჩვენს ოთახში ,ჩანთა ავიღე და გამოვედი,კიბეები ჩავამთავრე და დაბლა ნოდო დამხვდა,მიყურებდა გაკვირვებული.
-რას აკეთებ?ჩემს გამო მიდიხარ?
-გამატარე რა-ვუთხარი და ვცადე გავსულიყავი მაგრამ ხელი დამიჭირა და თავი ვეღარ გავინთავისუფლე
-თაკო ,ვიცი რომ იტანჯები,ვიცი კარგად არხარ,ვიცი ჩემსგამო ცუდ დღეში ხარ და ამის გამო ვერ ვიტან ჩემს თავს,ბევრი გავაკეთე ისეთი რაც არუნდა გამეკეთებინა,ბევრჯერ ვყოფილვარ შენი ცრემლების მიზეზიც,შემომხედე! არმინდა ამ თვალებიდან კიდე დავინახო ცრემლი ჩემს გამო!თითოეული მათგანი მწვავს,მანადგურებს,არშემიძლია ესეთს გიყურო!ყველაფრისთვის მაპატიე გთხოვ!
მიმიხუტა...თითქოს ყველა ტკივილმა უცებ გაიარა,ისე მიკრავდა გულში წამით მეგონა სუნთქვა შევწყვიტე,ვგრძნობდი მის გახშირებულ გულისცემას,გულისცემას რომელიც ასე ძალიან მენატრებოდა ყოველ წამს... მინდოდა ეს წუტები უსასრულოდ გაგრძელებულიყო..
-მიყვარხარ,იცი როგორ მიყვარხარ?! როგორც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ უყვარდებათ,ნამდვილად...-ჩურჩულით მეუბნებოდა და ვიგრძენი როგორ დამისველდა მხარი...მისი ცრემლები იყო,ღმერთო ის მეკვროდა მთელი სხეულით და ტიროდა,ჩემს გამო ტიროდა...
-მეც მიყვარხარ...გაცნობის დღიდანვე მიყვარხარ,ყველაზე მეტად მიყვარხარ..- ცრემლები წამომივიდა და ისე მივეკარი ,არმინდოდა სადმე წასულიყო,მთელი ცხოვრება მინდოდა ასე ვყოფილიყავით! ხო რასიგიჟეა! აი თუნდაც ამ ერთ ადგილას ვმდგარიყავით გაუნძრევლად ასე ჩახუტებულები...
-მეშინია შენი დაკარგვის ყველაზე მეტად თაკო,არ დამტოვო არასდროს,მინდა სულ ვხედავდე შენს ცისფერ თვალებს ,ყოველ წამს მათ ვუყურებდე....
და ნოდომ მაკოცა..ხო პირველად მაკოცა,არც კი შემიძლია გადმოვცე ეს გრძნობა,ალბათ ამას მხოლოდ მაშინ გრძნობ როცა ნამდვილად გიყვარს,როცა ნამდვილია გრძნობა!შემეხო და მინდოდა ყოველ წამს ეს შეხება მეგრძნო! ხო აი ასე ორი ქერა,ორი ცისფერთვალება და რაც ყველაზე მთავარია ორი სიყვარულით სავსე ადამიანი! ეს უბრალოდ სიყვარულზე მეტია! დღესაც ვერ ვხვდები რა გრძნობაა, ნუთუ შეიძლება ადამიანი ესე გიყვარდეს?გაგიჟებამდე,ტკივილამდე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent