შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (ოცდამეცხრამეტე თავი)

7-07-2017, 18:32
ავტორი murachashvili
ნანახია 3 901

ეულად მიაბიჯებდა ნათება შეპარულ ქუჩებში. ადრე ალბათ ბიჭებთან დარეკავდა, გამოსვლას თხოვდა, მაგრამ ახლა... უბრალოდ მიდიოდა, უმისამართოდ, მიდიოდა საკუთარ ტკივილთან პირისპირ მდგომი. კარგა ხანია სიმარტოვეს შეჩვეოდა თორნიკე. უნდოდა ეღრიალა იქნებ ეტირა კიდეც, მაგრამ გაკერპებულს ხმა არ ამოსდიოდა. კბილს კბილზე აჭერდა, ტუჩს ტუჩზე, მაგრამ კვნესას მაინც არ უშვებდა.
- უფლება არ მაქვს, უფლება... - კრიჭა შეკრული მუშტებს ისე უჭერდა, რომ საკუთარივე ფრჩხილებისგან ხელისგულები დაესერა.
თითქოს უგზო-უკვლოდ დადიოდა არადა, ფეხებმა მისითვე მიიყვანეს საავადმყოფოს ეზოში. ისევ ნაცნობი ბაღი, მოფილაქნებული შესასვლელი. წარსულის გახსენებაზე ისევ ტკივილით გაეღიმა. როგორი ლაღი იყო, როგორი უპრობლემო...
- თორნიკე?! - ქალის გაოცებულმა ხმამ ფიქრებიდან გამოიყვანა - ვეღარ გიცანი... - გაოცება სიხარულმა შეცვალა.
ყურადღებით დააკვირდა თბილად მომღიმარ თეთრ ხალათიანს. ოდნავ სრულ, ორმოციოდე წლის ქალში გონებამ გაჭირვებით, ფრაგმენტულად აღიდგინა დედობილის პრანჭიკელა მდივანი.
- თქვენ კი საერთოდ არ შეცვლილხართ. ექიმიც გამხდარხართ!. - ქალბატონის მკერდზე მიკრული ბეიჯიდან ამოიკითხა მისი თანამდებოდა.
- ასეა, ასე... თეკლესთან ძნელია ოცნებების დავიწყება, დამეხმარა და... - ხალისიანად ჩამოარაკრაკა მისი სამედიცინოზე სწავლის ისტორია ხალათიანმა.
- თეკლე ასეთია, მზრუნველი და მუდამ მეოცნებე... - მამაკაცის ხმაში ჩაგუბებული სევდა არ გამოჰპარვია ექიმს.
- შენ ალბათ ახალ პაციენტს ეძებ? - სწრაფად შეცვალა საუბრის თემა - მეორე სართულზე, ხელ მარცხნივ. ინტენსიურში მოიკითხე და მიგასწავლიან გოგოგოები. - ნახვის საათები რომ არაა?
- დედაშენმა უკვე დარეკა, პერსონალი გაფრთხილებულია, უპრობლემოდ შეგიშვებენ...
- მიმიხვდა?! თეკლე, თეკლე... - ღიმილი გაეპარა ხმაში.
საავადმყოფოში არაფერი შეცვლილიყო, გარდა ინტერიერისა. კომფორტულად მოწყობილი მიმღები საავადმყოფოს, მით უმეტეს ნარკოლოგიურის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებდა. ყველგან ყვავილები, ყველგან სიმწვანე, კედლის მარჯვენა მხარე მთლიანად ერთ დიდ აკვარიუმს ჰქონდა დაკავებული. თუმცა ვაჟი ყველაფერს ამჩნევდა ამ სილამაზის გარდა. მძიმე ნაბიჯებით მიდიოდა პალატისკენ.
ფრთხილად შეაღო კარები. თეთრ თეთრეულში, ისევ გირებზე დაკიდებული ფეხით მშვიდად ეძინა ელენეს. ღია წაბლისფერი, მოოქროსფრო მკერდზე დაფენილი კულულები მონოტონურად აუდ-ჩაუდიოდა. იქვე მდგომ მეორე ლოგინზე ნახევრად მჯდომარეს, ჟურნალით ხელში, ჩაცმულს ჩასძინებოდა მაიკო.
ტკივილით უმზერდა ქართველიშვილი ბავშვობის ერთად-ერთ სიყვარულს. სულ რაღაც გუშინ ისე ახლობლად ეჩვენებოდა, ისევ სჯეროდა, რომ შეეძლო დაკარგულის დაბრუნება, მაგრამ ახლა?!
ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ვაჟი. საყვარელ არსებასთან დაიჩოქა.
- რომ იცოდე როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე!... - საკუთარი ხმა თავადაც ვერ იცნო მერე რა რომ მისი არ ესმოდათ?! არც სჭირდებოდა ეს ქართველიშვილს. ცხოვრებაში პირველად, როგორც იქნა საკუთარ თავთან მაინც მოახერხა და აღიარა.
- მაპატიე ენე, ძალიან გთხოვ მაპატიე… - სულ ოდნავ ემთხვია გაცრეცილ თითებზე. სულ ოდნავ კიდევ გადაუსვა ბალიშები ღიმილ შეპარულ ტუჩებზე. აშკარად იგრძნო მისი შეხება ქალიშვილმა, შეიშმუშნა.
- თორნიკე! - ძილ ბურანში მყოფს ღიმილი გაეპარა ხმაში ელენეს. თუმცა არ გაჰღვიძებია.
შვილის ხმაზე წამოიწია მაიკომაც. ცივად გაუშვა ხელი ქართველიშვილმა, გველნაკბენივით მოშორდა სასთუმალს. ფაქტზე წასწრებულივით გამოვარდა პალატიდან.
- ყმაწვილო?! - უკვე მიმავალს კოლიდორში დაეწია ხმა.
გაქცევა არც კი უფიქრია, უკან მდგომი ქალისკენ შებრუნდა.
- შეიძლება გავიგო, ვინ ბრძანდებით?! - მკაცრად უმზერდა უცნობს მაია.
- გააჩნია თქვენ როგორ მიცნობთ, ქალბატონო მაია... - მისი მშობლების გარდაცვალების უნებურ მიზეზს დაუფარავი ზიზღით უმზერდა ვაჟი.
- ამდენი სახელი გაქვთ?! - გუმანით მიხვდა სტუმრის ვინაობას მაიაც.
- მე ჩამოგითვლით და თქვენთვის სასურველი თქვენვე შეარჩიეთ, თორნიკე არაბული, ობოლი თავშესაფრიდან, თორნიკე ქართველიშვილი ან უბრალოდ თქვენი შვილის ბავშვობის მეგობარი...
- რაღა დაგიმალოთ და მე უკანასკნელს ავირჩევდი. - ტკივილით გაეღიმა მაიკოს.
- არჩევანის საშუალება რომ მქონოდა, ალბათ მეც... - ხმა გაებზარა ვაჟს - მაგრამ...
- არჩევანი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ დანახვა უნდა შეძლო... - უნებურად მამა ნიკოლოზის სიტყვები ამოუტივტივდა მეხსიერებაში ქალს.
- გჯერათ რასაც ამბობთ?
- მჯერა... - მტკიცედ ჟღერდა მაიას სიტყვები.
- თქვენი აზრით, ორსულ დედასაც ჰქონდა არჩევანი?! მინდიასაც? ჰკითხა კი გიგაურმა უნდოდა თუ არა მისი მოსმენა?! მითხარით მაია, თქვენ აირჩიეთ? გემუდარებით, მათი ვინაობა გამიმხილეთ, თქვენ ხომ იცით ვინც იყვნენ? თქვენ ხომ გახსოვთ?
- და, რას მოგიტანს ამის ცოდნა?
- რას? არ ვიცი... მაგრამ უფლება მაქვს ვიცოდე...
- არა, თორნიკე. მაპატიე, მაგრამ არ გეტყვი. ვატყობ წინ სერიოზული საუბარი გველის, იქნებ ჩამოვჯდეთ?! - მოსაცდელში მდგომ გრძელ სკამზე ანიშნა მაიამ - მათი ვინაობის ცოდნის უფლება მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს. - ისევ თემას მიუბრუნდა ქალი - ის იზრუნებს, ის იძიებს შურს მისი ძმის გამოც და უსამართლოდ დაღუპული არაბულების გამოც.
- გიგა გიგაური?! - ირონიულად გაეცინა ვაჟს - ზედმეტად დიდ იმედს ხომ არ ამყარებთ მაგ კაცზე?! მგონი გავიწყდებათ, გიგა ციხეშია... - გვერდით დაუჯდა ვაჟიც.
- ეგ შენი პრობლემა არაა. როგორმე თავად მოაგვარებს. - კბილებში ცივად გამოსცრა ქალმა - წლები დამჭირდა მომხდარის დასავიწყებლად. წლები დამჭირდა საკუთარი შვილის შესაყვარებლად. ხვდები მაინც ეს რას ნიშნავდა?! წარსულის დევნა არაფერში გამოგადგებათ არც შენ და არც ელეს. რაც უფრო მეტს გაქექავთ, უფრო მეტ სიბინძურეს აღმოაჩენთ. არ გინდათ, გთხოვთ!. - მუდარით უმზერდა წინ მდგომს ქალი.
- გამოდის უარს მეუბნებით?!...
- ამ ბინძურ ომში თქვენ ორნი მხოლოდ მსხვერპლნი ხართ. ყველაფერს წყალში ნუ ჩაყრი. ამდენი იმისთვის არ იწვალეთ, რომ ისევ ციხეში შებრუნდე...
- ამას თქვენ ვერ გადაწყვეტთ... - ხმა გაუმკაცრდა ვაჟს.
- ალბათ, არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ გულხელდაკრეფილი არ ვმჯდარვართ. ვეძებდით, ბევრჯერ ვცადეთ მათი ადგილმდებარეობის დადგენა, თუმცა უშედეგოდ.
- თუ საიდუმლო არაა ვისთან ერთად ეძებდით?
- ნიკოლოზთან და ვასიკოსთან ერთად. თეკლე და აკაც გვეხმარებოდნენ, დანარჩენი მათი მეგობრებიც, მაგრამ..
- გინდათ დამარწმუნოთ, რომ მამა ნიკოლოზი შურისძიებაზე ფიქრობდა? - ირონიულად ახარხარდა ქართველიშვილი.
- რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, შურისძიებაზე კი არა, სამართლიანობის აღდგენაზე.
- სამართლიანობა უცნაური სიტყვაა, ძნელად მოსაპოვებელი... ზოგჯერ მის ძებნაში იქნებ თავადაც კი იქცე კრიმინალად...
- თუმცა თქვენ ორს მაგ სიტყვის არსი სხვადასხვა გვარად გესმით.
- სხვადასხვაგვარში რას გულისხმობთ?
- დამნაშავეების დაკავებას...
- ასე მგონია თქვენს ნაცვლად დედაჩემი მესაუბრება. ყოჩაღ თეკლეს კარგად დაიტრენინგებიხართ! - ირონიულად გაეცინა ვაჟს.
- სასწორზე ზედმეტად დიდი რამ დევს. თქვენი ბედნიერება და წარსული. არჩევანს თუ სწორს არ გააკეთებ, ბევრი ადამიანი დაზარალდება... - ვაჟის ირონია არ შეიმჩნია ქალმა.
- თქვენი აზრით სად არიან?
- რას გაიგებ?! ან დაიღუპნენ, რასაც მათი ცხოვრების წესიდან გამოდინარე ვერ გამორიცხავ, ან სახელი და გვარი შეიცვალეს, ან იქნებ ქვეყანაც კი დატოვეს. მათი გავლენის მქონე ხალხს არ გაუჭირდებოდათ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიპოვეთ.
- ქალბატონო მაია, ისევ მატყუებთ?!
- არა. - ვაჟის გამომცდელ მზერას თვალი აარიდა ქალმა.
- იმედია სწორად გამიგებთ, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაინც გეტყვით. იცით ხშირად მიფიქრია თქვენზე, ელენეზე.... არ დავმალავ მთელი არსებით მძულდით, რომ გითხრათ ახლა მიყვარხართო მოგატყუებთ. თუმცა რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ახლა მე და თქვენ ყველაზე მეტად ვგავართ.
- მესმის შენი... - აშკარად ზედმეტად ეტკინა თორნიკეს ნათქვამი. ცრემლების დასამალად თავი დახარა ქალმა.
- არა, შეუძლებელია ჩემი გესმოდეთ. უბრალოდ ტკივილი, ბოღმა მაღრჩობს. ეს გრძნობა იმდენად დიდია რომ ყველაფერი გადაფარა. ესოდენ ნალოლიავებ, დამალულსაც კი აჯობა, მასაც მოერია...
- ცდები. - მოსაუბრეებს თავზე დაადგნენ თეკლე და აკა.
- იქნებ იფიქრო რომ ჭკუას გარიგებთ, იქნებ არც ჩვენი მოსმენა მოინდომო...
- არაფერია უცნაური გული რომ გტკივა. - შვილობილის წინ დაიჩოქა თეკლემ - არც ისაა გასაკვირი, თუ შურისძიება გსურ. პირიქით. მე ის უფრო გამაგიჟებდა უმოქმედოდ რომ მჯდარიყავი, მაგრამ კარგად უნდა დავფიქრდეთ.
- შენს წარმომავლობას წლობით იმის გამო არ ვმალავდით, - მეუღლეს წამოდგომაში დაეხამარა აკაც - რომ შენით ჩაუვარდე მტერს ხახაში.
- დამეხმარებით?!
- ეჭვი გეპარება?! - ღიმილი ვერ შეიკავა აღზრდილის კმაყოფილ სახის დანახვაზე აკამ.

გქონიათ განცდა, როცა უკან მოგიხედავთ, საკუთარი ცხოვრებისთვის თვალი გადაგივლიათ, თითქოს ყველაფერი სწორად გაქვთ გაკეთებული, მაგრამ მაინც ვერ ისვენებთ, რაღაც გჭამს და შიგნიდან განგრევს?!. იცი რომ სწორად იქცევი, მაგრამ გული სულ სხვა მიმართულებით მიგაქანებს?! სხვაგან მიგიწევს?! მძაფრად მოსწოლოდა მოგონებები პლასტმასის ბიდონებით დატვირთულ ცხენზე ამხედრებულ ხევსურულ ტანისამოსში გამოწყობილ, გრძელ თმიან, შავ წვეროსან ყმაწვილს. მიუხედავად ზაფხულისა მაინც ციოდა მთაში.
- ახლა სადაა? რას შვრება?! ალბათ ასე სჯობს, ალბათ... - ლურჯ, თითქმის მოშავო თვალებში მაინც გაკვესა ტკივილმა.
ერთხელ კიდევ შეავლო თვალი ქვემოთ დარჩენილ ხეობას, არაფერი შეცვლილიყო, ისევ წვრილ ზოლად მიიკლაკნებოდა მუდამ მშფოთვარე არაგვი.
- ერთ დღეს შენც მიმატოვებ?! - ხელი მოუთათუნა ფაფარზე ერთგულ ცხოველს.
ცხენმა ყურები ცქვითა, თითქოს მიუხვდა პატრონს ტკივილს. თავი შეარხია, ერთი კი შედგა ყალყზე და ადგილიდან მოწყდა.
გაშლილი ფაფარი სახეში სცემდა, მაგრამ ვერ გრძნობდა მხედარი. ქარის დინებას აყოლილი ვაჟი ხევსურეთის მაღლობებზე მიაგელვებდა შავ ბედაურს. მოკლე ბილიკებით, ტყე-ტყე ააჭრა დაცლილი სოფლისკენ. თავშესაფრის ეზოს ერთი კი შეავლო თვალი და მეზობელი ნაკვეთისკენ გადაუხვია.
ახლად მოთიბული ბალახის სუნი მაშინვე იგრძნო. რკინის ბადით შემოსაზღვრული სათიბი ახალგაზრდებით იყო სავსე. ვიღაც ცელს იქნევდა, გოგოები უკვე გამომშრალ ბალახს ერთ ადგილზე აგროვებდნენ და დედაოების დახმარებით თივის ზვინებად აწყობდნენ. კეკლუცი სახით მომზირალი გოგოების დანახვაზე ღიმილი გაეპარა სახეზე, ცხენზე დამაგრებული წყლის პლასტმასის ბიდონები მოჰხსნა და მთიბავებისკენ აიღო გეზი.
ოდნავ მოშორებით წელს ზემოთ შიშველი ორი მამაკაცი შეწყობილად, სინქრონში იქნევდა ცელს. პროფესიონალის მზერა ნამდვილად არ იყო საჭირო იმის მისახვედრად, რომ ვაჟები საკუთარ საქმეში დიდად გაწაფულნი არ იყვნენ.
- ამის, დედაც... ისევ გამეჭედა! - ბალახებში უშნოდ წარჭობილი ცელის პირის ამოძრობას უშედეგოდ ცდილობდა ერთ-ერთი.
- ფრთხილად იყავი, პირი არ ჩაგიტყდეს, თორემ ვერც გადავურჩებით! - ეზოში შემოსული მხედრისკენ თავით ანიშნა მეორემ.
- დაბრუნდი?! როგორც იქნა... - სახე გაბადრულმა ჩამოართვა პირველმა ვაჟმა წყლის ჭურჭელი.
- ასე მოგენატრეთ? - ჭინკები უხტოდა მხედარს.
- მონატრების რა გითხრა და გვეგონა წყლიანად დაგკარგეთ! - სიცილს ვერ იკავებდა ცელის ტარტზე დაყრდნობილი მეორე მთიბავი.
- არა, რა ძმაო... რაც არ შემიძლია, არ შემიძლია. არაა ჩემი საქმე თიბვა... - უკმაყოფილო სახით მოისროლა დაბლაგვებული ცელი პირველმა.
- მერე რა ძალა გადგია?! აგერ ქალები გჯობნიან ჭკუაში. დაიჭირე შენც ფოცხი და... - იქვე მომუშავე ახალგაზრდა გოგონებისკენ ანიშნა მხედარმა.
- ცუდი იდეა არ ჩანს... - ჩვეულებისამებრ დაუწვრილდა თვალები ვაჟს, ერთ-ერთი მოკლე ჯინსის შორტებში გამოწყობილი ასე ოც წლამდე გოგონას გავლისას.
- მიდი, მიდი, იქნებ ბედიც გაგეხსნას... - სიცილით ჩაუკრა თვალი მეორემ.
- ნიჭიერი კაცია მამა ნიკოლოზი... მხოლოდ მას თუ მოაფიქრდებოდა ბანაკში მყოფი გოგოებისთვის მუშაოების შეთავაზება.
- შრომამ შექმნა ადამიანი...
- ვინ თქვა ეგ?! - ღიმილით გახედა მხედარმა ვაჟს.
- არ ვიცი, მაგრამ ამისგან განსხვავებით უდავოდ ჭკვიანი კი იყო... - ახარხარდა მეორე მთიბავი.
- დამცინეთ, დამცინეთ და დროა მართლა ფოცხისკენ გადავინაცვლო... - თვალები აათამაშა პირველმა.
- მიდი, მიდი, ჩითის კაბა და გრძელი ნაწნავები ჩვენზე იყოს... - შიშველი ტარზანივით ველური ყიჟინით წასული მეგობრის დანახვაზე ახარხარდა ხევსურულ ფორმიანი.
- გოგოებო, თქვენთან მიმიღებთ? - ხმა დაიწვრილა ვაჟმა.
- ფუ, სოფლელებიღა გვაკლდნენ!... - მოშორებით მდგომმა ვაჟებმა ზუსტად ვერ გაიგეს, რომელმა მათგანს ეკუთვნოდა ზიზღით წამოსროლილი ფრაზა. თუმცა ღიმილ წაშლილი ვაჟისთვის ესეც საკმარისი გამოდგა, მაშინვე მეგობრებისკენ მობრუნდა არშფოთებული სახით.
- ეეე, გაიგონეთ რა თქვა?!
- კი, სოფლელიო! - ყურებამდე იკრიჭებოდა უჩვეულოდ კმაყოფილი მხედარი.
- ცოტაც მოითმინე ჩემო დათა, ამ საღამოს ერთი კარგად მოვილხონოთ, მთვრალმა ერთი-ორი შენებურად გააფრინე და მართლა ვეღარ გაგარჩევენ ხევსურებისგან!
- ირაკლი, შენთვის მითქვამს იუმორი შენი საქმე რომ არაა? - ღრენით გახედა განაწყენებულმა მეგობარმა.
- გატყუებს, იკა, შურით კვდება. იუმორის მეფე ხარ! - თვალი ჩაუკრა წვეროსანმა.
- დამცინეთ, დამცინეთ. რა გენაღვლებათ. ისე გაიგე, შენი ელე რომ დაბრუნებულა გერმანიიდან? - ღიმილი სახეზე შეაშრა ალაზღანდარებულ მხედარს.
- მილიონჯერ მაინც გითხარით...
- ეგ გოგო შენი არაა.... - წინადადება თავად დაამთავრა იკამ.
- რა თქმა უნდა. შენი არაა... მოკლედ ჩვენი ზესექსუალური ფსიქოლოგი...
- დათა! - ალაზღანდარებულ ვაჟს ღრენით გახედა მხედარმა.
- არადა, ჩემი არააო... - სიცილი ვეღარ შეიკავა ვაჟმა - მოკლედ, წარმატებით გაუვლია მაგისტრატურის კურსი და გზააბნეული შვილი უბრუნდება სამშობლოს.
- ვერ გავიგე? რომელი სამშობლოს? - ბღვერით გახედა თორნიკემ.
- ელენეც აქ მოდის. თავშესაფარში...
კბილი კბილზე ნერვიულად დააჭირა, ტკივილმა ისევ ძვებულად გასერა. კვნესა რომ არ აღმოხდენოდა, თითებიძლიერად მომუშტა.
- მაინცადამაინც დღეს უნდა გეთქვა? - ირაკლის საყვედურნარევი ხმა მოსწვდა სმენას.
- თეკლემ შემჭამა. ერთი კვირაა ვწვალობ.
მეგობრებს აღარ უსმენდა, ისევ ცხენზე იჯდა თორნიკე, ისევ ხეობისკენ მიაგელვებდა ბედაურს.

№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Au boloshi asetj naxtomi rk iyo davibeni.

Mokled raaa mowodebis simagleze xar. Ra
She intrigano shena
Tan nichieri da magaro intrigano
Dzaan magari xar!!!!!

№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოჰ ანა ანა...
ბოლოს გაკეთებული ნახტომით იმას მივხვდი რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. თორნიკე დაწყნარდა, ფესვებს დაუბრუნდა. ელემ სწავლა გააგრძელა და წარმატებილი გოგოა... ალბათ გიგამ შურიც იძია. იმედია თორნიკე და ელე მალე გამოტყდებიან სიყვარულში.
და ბოლოს შენ ხარ ძალიან მაგარი მწერალი რაც უფრო მიდის ისტორია ფინალისკენ მით უფრო მწყდება გული ისტორიის დასრულებაზე...
ახალ ტავს ველი მოუთმენლად...

№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
Au boloshi asetj naxtomi rk iyo davibeni.

Mokled raaa mowodebis simagleze xar. Ra
She intrigano shena
Tan nichieri da magaro intrigano
Dzaan magari xar!!!!!

ვფიქრობდი ეს პატარა ნაგლეჯი აქ ჩამეგდო, თუ შემდეგი თავისთვის შემომენახა, თუმცა ვერ მოვითმინე, მგონი ცუდი არ იყო. ინტრიგა ინტრიგად, საფიქრალი საფიქრად. wink

უცნობი ქ
ოჰ ანა ანა...
ბოლოს გაკეთებული ნახტომით იმას მივხვდი რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. თორნიკე დაწყნარდა, ფესვებს დაუბრუნდა. ელემ სწავლა გააგრძელა და წარმატებილი გოგოა... ალბათ გიგამ შურიც იძია. იმედია თორნიკე და ელე მალე გამოტყდებიან სიყვარულში.
და ბოლოს შენ ხარ ძალიან მაგარი მწერალი რაც უფრო მიდის ისტორია ფინალისკენ მით უფრო მწყდება გული ისტორიის დასრულებაზე...
ახალ ტავს ველი მოუთმენლად...

ამდენი რამ ამ ერთ პატარა ეპიზოდში ამოიკითხეთ? smile ცოტა მოვლენებს გაუსწარი, თუმცა პირველი როგნოზი აშკარად სწორია. თორიკე ფესვებს დაუბრუნდა, ელენემ სწავლა გააგრძელა, დანარჩენს კი შემდეგ თავში ვნახავთ kissing_heart

№4 სტუმარი Teo.

Chemi nijieri avtori xar,bodishi rom chemad migisakutre.

№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Teo.
Chemi nijieri avtori xar,bodishi rom chemad migisakutre.

აშკარად არ მწყინს

№6  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

murachashvili
nawkas12345
Au boloshi asetj naxtomi rk iyo davibeni.

Mokled raaa mowodebis simagleze xar. Ra
She intrigano shena
Tan nichieri da magaro intrigano
Dzaan magari xar!!!!!

ვფიქრობდი ეს პატარა ნაგლეჯი აქ ჩამეგდო, თუ შემდეგი თავისთვის შემომენახა, თუმცა ვერ მოვითმინე, მგონი ცუდი არ იყო. ინტრიგა ინტრიგად, საფიქრალი საფიქრად. wink

უცნობი ქ
ოჰ ანა ანა...
ბოლოს გაკეთებული ნახტომით იმას მივხვდი რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. თორნიკე დაწყნარდა, ფესვებს დაუბრუნდა. ელემ სწავლა გააგრძელა და წარმატებილი გოგოა... ალბათ გიგამ შურიც იძია. იმედია თორნიკე და ელე მალე გამოტყდებიან სიყვარულში.
და ბოლოს შენ ხარ ძალიან მაგარი მწერალი რაც უფრო მიდის ისტორია ფინალისკენ მით უფრო მწყდება გული ისტორიის დასრულებაზე...
ახალ ტავს ველი მოუთმენლად...

ამდენი რამ ამ ერთ პატარა ეპიზოდში ამოიკითხეთ? smile ცოტა მოვლენებს გაუსწარი, თუმცა პირველი როგნოზი აშკარად სწორია. თორიკე ფესვებს დაუბრუნდა, ელენემ სწავლა გააგრძელა, დანარჩენს კი შემდეგ თავში ვნახავთ kissing_heart

ხომ იცი ანა მე როგორი ჭკვიანი ვარ... მოუთმენლად ველი ახალ თავს...

№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ზედმეტად ნიჭიერო

№8 სტუმარი heiteri

https://youtu.be/OF-GgmG42QMhttps://youtu.be/OF-GgmG42QM

№9  offline წევრი ნინუცი

გაიზარდა ჩემი თხოკო.. ეს უკვე ისტორია აღარაა...
ეს ცხოვრებაა

№10 სტუმარი Swedna

მადლობა რომ (ხარ)

№11 სტუმარი Guest Lili

ვ გ ი ჟ დ ე ბ ი თორნიკეზე და ელენეზე, ვგიჟდები! საოცარი ხარ.

№12 სტუმარი Guest murachashvili

Swedna
მადლობა რომ (ხარ)

მადლობა რომ კითხულობთ

Guest Lili
ვ გ ი ჟ დ ე ბ ი თორნიკეზე და ელენეზე, ვგიჟდები! საოცარი ხარ.

უკვე მეც ვგიჟდები ამ წყვილზე

№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნინუცი
გაიზარდა ჩემი თხოკო.. ეს უკვე ისტორია აღარაა...
ეს ცხოვრებაა

გაიზარდა და პრობლემებიც მოზრდილების გაუჩნდა kissing_heart

№14 სტუმარი Nacka

vaime vinaxar arc ki vici ,vgijdebi shenze .arachveulebrivia .es istoria ki ara kargi pilms mgonia tu vuyure ,romelic dasasrulistvis arc ki memeteba.sheudarebeli xar moutmenlad velodebi shemdeg tavs

№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

[quote=Nacka]vaime vinaxar arc ki vici ,vgijdebi shenze .arachveulebrivia .es istoria ki ara kargi pilms mgonia tu vuyure ,romelic dasasrulistvis arc ki memeteba.sheudarebeli xar moutmenlad velodebi shemdeg tavs[/quo
შევიფერებ და ერთხელაც დავიჯერებ kissing_heart დიდი მადლობა kissing_heart

№16 სტუმარი nz

ახალ თავს როდის დადებ?დამაწყვიტე უკვე ნერვები.სანამ სრულად არ დაიდებოდა არ უნდა წამეკითხა.შევცდიი.(იმედია დგესაც დადებ). joy

№17  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

არაჩვეულებრივად განსხვავებული და კარგი თავი იყოო!თავიდან დავიძაბეე ვინერვიულე კიდეც.მაგრამ აი ბოლოს კი სულ დავიბენიი..თუმცა ვიცი რომ მოვლენებს ასე მოკლედ არ გვიამბობ.შენგან მიჩვეული ვარ კონკრეტულ ყველაფერს და გავრცობილს გული მიგრძნობს ყველაზე მთავარიი საინტერესო და საუკეთესო თავი წინაა..შენ კი ყოველი თავით მაოცებ და მახარებ.

№18  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nz
ახალ თავს როდის დადებ?დამაწყვიტე უკვე ნერვები.სანამ სრულად არ დაიდებოდა არ უნდა წამეკითხა.შევცდიი.(იმედია დგესაც დადებ). joy

ეგ ყველაფერი მე ჩავიდინე? smile მესმის შენი, საშინელებაა თავებად კითხვა, თუმცა დიდხანს წვალება არ მოგიწევს, დავამთავრებთ მალე. ახალი თავი, დღეს ნამდვილად არ იქნება, თუმცა მგონი უნდა იყოს ხვალ kissing_heart

ნიტა♡♡
არაჩვეულებრივად განსხვავებული და კარგი თავი იყოო!თავიდან დავიძაბეე ვინერვიულე კიდეც.მაგრამ აი ბოლოს კი სულ დავიბენიი..თუმცა ვიცი რომ მოვლენებს ასე მოკლედ არ გვიამბობ.შენგან მიჩვეული ვარ კონკრეტულ ყველაფერს და გავრცობილს გული მიგრძნობს ყველაზე მთავარიი საინტერესო და საუკეთესო თავი წინაა..შენ კი ყოველი თავით მაოცებ და მახარებ.

ბოლო ფრაგმენტიდან დასკვნების გამოტანა ნამდვილად გაგიჭირდებოდათ wink ვნახოთ, იმედია კითხვებზე პასუხს შემდეგ თავში მიიღებთ. ცოტა კიდევ ვინერვიულოთ ერთად და დავასრულოთ "ჩვენი ბრაზილიური სერიალი" kissing_heart

№19  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ვერ ვერ დავარქმევ ბრაზილიურს .იქ ძალიან უაზროოდ და არეულადაა ყველაფერი ეს კი სულ სხვაა რეალურიი ყველაფერიიი და ყველაფერი დეტალურად განხილვადი.საუკეთესოაა და საოცარიიი

№20 სტუმარი mariami

ასეთი დიდი აზრის მქონე კარგახანია არაფერი წამიკითხია ინტერნეტში. ერთია მოყვე ამბავი მეორეა ეს ამბავი ადამიანის გულებამდე მიიტანო და შანთივით ამოკვეთო, რაც ბევრს არ შეუძლია. გუშინ ღამით წავიკითხე სადღაც 30 თავი. იმდენი ვიბღავლე ბალიში ცრემლებით გავავსე.უდავოდ ძალიან ნიჭიერი ხარ. ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს

№21  offline წევრი ნინუცი

murachashvili
ნინუცი
გაიზარდა ჩემი თხოკო.. ეს უკვე ისტორია აღარაა...
ეს ცხოვრებაა

გაიზარდა და პრობლემებიც მოზრდილების გაუჩნდა kissing_heart

ნუ ამას მე დასაწყისშიც ველოდი... რეაქციას როცა გაიგებდა ვინ იყო სინამდვილეში. მაგრამ ამან ენეზე არ უმდა იმოქმედოს არანაირად

№22  offline ახალბედა მწერალი murachashvili

გამიმართლა თქვენ რომ მყავხართ

mariami
ასეთი დიდი აზრის მქონე კარგახანია არაფერი წამიკითხია ინტერნეტში. ერთია მოყვე ამბავი მეორეა ეს ამბავი ადამიანის გულებამდე მიიტანო და შანთივით ამოკვეთო, რაც ბევრს არ შეუძლია. გუშინ ღამით წავიკითხე სადღაც 30 თავი. იმდენი ვიბღავლე ბალიში ცრემლებით გავავსე.უდავოდ ძალიან ნიჭიერი ხარ. ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს

ძალიან დიდი მაფლობა, უზომოდ მოხარია, რომ მოგწონთ

ნინუცი
murachashvili
ნინუცი
გაიზარდა ჩემი თხოკო.. ეს უკვე ისტორია აღარაა...
ეს ცხოვრებაა

გაიზარდა და პრობლემებიც მოზრდილების გაუჩნდა kissing_heart

ნუ ამას მე დასაწყისშიც ველოდი... რეაქციას როცა გაიგებდა ვინ იყო სინამდვილეში. მაგრამ ამან ენეზე არ უმდა იმოქმედოს არანაირად

ენეს იმდენი გულშემატკივარი ჰყავს, რომ მშურს

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent