შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (მეორმოცე თავი)


9-07-2017, 14:21
ავტორი murachashvili
ნანახია 3 946

ისევ ცხენს მიაგელვებდა თორნიკე, მიმართულებაზე დიდად არ ფიქრობდა, თუმცა ჭკვიანი ცხოველი თავადვე იკვლევდა გზას. კარგად ნაცნობი ბილიკებით სასაფლაოზე მიიყვანა ვაჟი. საქონლისგან დასაცავად მავთულებით ჩახლართული კარები შეხსნა და ტერიტორიაზე შევიდა, თითქმის მკერდამდე ბალახებში მიიკვლიევდა გზას. სასურველი საფლავის მოძებნა არ გასჭირვებია.
- რომელ შურისძიებაზეა საუბარი, იმდენიც კი ვერ ვაღირსე, რომ ცელი ამოვიტანო და ბალახის ზღვა მოგაშოროთ!... - შიშველი ხელებით გლეჯდა დაისე ასუფთავებდა ძვირფას საფლავს.
როგორც იქნა გამოჩნდა საფლავის ქვაც და მასზე გამოსახული ახალგაზრდა წყვილის ფოტოც. ოფლით დაცვარული შუბლი ხელითვე მოიწმინდა. სევდიანი თვალებით უმზერდა მშობლებს. ასეთი ჩვევა ჰქონდა, თითქოს ფიქრისთვის სხვა ადგილი არ არსებობდა, ყოველთვის აქ ამოდიოდა ბიჭი. ახლაც ხელებში ჩაერგო თავი და ისევ დათას ნათქვამს უტრიალებდა.
- ორი წელი გავიდა. ორი უსაშველო წელი. მე კი მაინც ვერაფერი შევძელი... არ ჩანან, არც მათი ოჯახებია დარჩენილი. თითქოს ცამ უყო პირი. ასეთი რამ ხდება?! - მომღიმარ თვალებში მიაჩერდა მამის ფოტოს - ვიცი, რომ არა, მაგრამ...
თვალებს ხუჭავს და სააადმყოფოში ელენესთან უკანასკნელი შეხვედრა ახსენდება.
- ხელს მკრავ? - ისევ ქალიშვილის ცრემლებით სავსე თვალები უდგას წინ.
- არა, უბრალოდ მინდა ჩემგან შორს იყო, ვიდრე....
- ვიდრე?! - დაძაბული ხმით ეკითხება ქალი.
- ვიდრე ეს საშინელება არ დასრულდება.
- რომ არ დასრულდეს ან უარესი, რომ ვერ მიაგნო? მაშინ?
- დასრულდება, ადრე თუ გვიან, ყველაფერი დასრულდება... - საკუთარი სიტყვების მყარად სჯეროდა ვაჟს.
- და, მე?... - პასუხის მოლოდინში თვალებში უმზერდა წინ მჯდომ ვაჟს.
- რა შენ? - ვერ მიუხვდა კითხვას.
- მე რა ადგილი მაქვს შენს ცხოვრებაში?
- შენ ჩემი ენე ხარ, ჩემი ენე-ნე... - ხმა გაუთბა თორნიკეს.
- მხოლოდ ენე? - თითქოს მეტს ელოდაო, საკუთარი თიკუნი უჩვეულოდ ეტკინა გოგონას.
- ელე, მომისმინე... - გოგონას სიფრიფანა ხელები ტორებში მოიქცია ვაჟმა - ახლა სხვა გზა არ მაქვს. გეგმას უნდა მივყვეთ. უნდა დავბრუნდე. შემდეგ...
- და ეგ შემდეგ რომ არ დადგეს? - ისტერიკა ეპარებოდა ხმაში ქალიშვილს.
- დადგება, აუცილებლად დადგება... - ძლიერად ჩაიკრა გოგონა.
- მეც რომ წამოვიდე? გემუდარები მეც წამიყვანე... - მისი მკლავებიდან თავის დახსნა არც კი უცდია, ტკიპასავით მიეკრა მკერდზე ელე.
- არა, არ შემიძლია... - ტკივილით აღმოხდა თორნიკეს.
გრძნობდა როგორ უნამავდა მკერდს ცრემლებით. თითოეული მისი ცრემლი სტკიოდა, დამდუღრულივით ეწვოდა სველი ადგილები, მაგრამ მაინც არ იცვლიდა გადაწყვეტილებას.
- მაშინ წადი, სულ წადი! - თითქოს გონს მოვიდაო, მისი მკლავებიდან მყისვე გაინთავისუფლა თავი - მეც წავალ შორს, ძალიან შორს. იქ, სადაც შენ არ იქნები. იქ, სადაც არავინ იქნება, ისეთი შენს არსებობას რომ გამახსენებს...
- ენე...
- ასე აღარასოდეს დამიძახო!... - ნერვებისგან ერთიანად ცახცახებდა ელე - არ მჭირდები, არც შენი დამადლებული სიყვარული მინდა, არც შენი შურისძიება მაინტერესებს. აღარასოდეს დაბრუნდე...
პირობა შეასრულა ქალმა. მართლა წავიდა. გასაქცევად ევროპა შეარჩია. როგორც უკვე აღვნიშნე, გერმანიაში არჩია მაგისტრატურის გავლა. არც ერთი ზარი, არც ერთი წერილი. მხოლოდ ახლობლებისგან გაგებული ამბები, მათგან ნათქვამი, კარგად არისო.
მიუხედავადა იმისა, რომ უხაროდა გოგონას წარმატება, სადღაც გულის სიღრმეში, მაინც უნდოდა მისი დაბრუნება. ეგოისტურად უნდოდა, მასაც ისევე მონატრებოდა, როგორც თავად ენატრებოდა, მასაც ისევე ეფიქრა და ეთენებინა ღამეები, როგორც თავად ათენება. ისიც ისევე დატანჯულიყო უმისობით, როგორც თავად. ეგოისტი იყო? მერედა როგორი.
ასე გავიდა ორი უსაშველო წელი ელენეს გარეშე. თითქმის დაიჯერა კიდეც, რომ ქალმა მუქარა შეასრულა. შეძლო დავიწყებაც და აღარც დაბრუნდებოდა.
ელე კი...
რა იცოდა ქართველიშვილმა, რამდენი ღამე გაატარა მონატრებისგან ტირილსა და ცრემლებში. რამდენჯერ დაირწმუნა თავი, რომ შეძლებდა, აუცილებლად დაივიწყებდა წარსულს და თორნიკესაც. თუმცა, მიუხედავად სურვილისა, არ გამოუვიდა. ვერ შეძლო. ბარემ იქადნებოდა, ემუქრებოდა, მაგრამ ფაქტი-ფაქტად რჩებოდა. ორი წლის შემდეგ ბიძისგან მამის გვარ მიღებული, ელენე გიგაური საქართველოში ბრუნდებოდა. ბრუნდებოდა და თბილისში დარჩენის ნაცვლად, ხევსურეთში, მამა ნიკოლოზთან მიდიოდა. დაეხმარებოდა ობოლ ბავშვებს. ყოველ შემთხვევაში ყველას, მათ შორის სკეპტიკურად განწყობილ მაიკოსაც კი ნამდვილად ამაში არწმუნებდა. თუმცა გულის სიღრმეში თავადაც კარგად იცოდა ვისკენ მიიწევდა. ხმამაღლა არასოდეს აღიარებდა, თუმცა ზოგჯერ, თუ გაუმართლებდა თორნიკესაც ხომ ნახავდა, ასე გულში ჩაგუბებულ მონატრებასაც შედარებით იოლად გაუმკლავდებოდა.
- თქვენ შორის იმხელა სხვაობაა. კარგად შეხედე, ელე საკუთარ ცხოვრებას. წინ იმხელა პრესპექტივა გაქვს. ხევსურეთში რა დაგრჩენია? ვინ?
მაგრამ გოგონა ჯიუტად დუმდა. შეთქმულივით სიტყვას არ ძრავდა.
- თავს ორმაგად დაიტანჯავ... - განაჩენივით ჟღერდა დედის სიტყვები, თუმცა ჯიუტი გოგონა მაინც მონდომებით ამზადებდა ბარგს, ერთი სული ჰქონდა როდის ჩავიდოდა დანიშნულების ადგილზე.
- დამპირდი, რომ თავს გაუფრთხილდები, დამპირდი, რომ... - უკვე წასასვლელად მომზადებული შვილის დანახვაზე ცრემლებმა მაინც გაუბზარა ხმა მაიკოს.
- კარგი, რა დე, არ გინდა... ასე გერმანიაში რომ მიშვებდი, ამშინ არ გამომტირებიხარ! - სიცილი წასკდა ქალიშვილს - შენც ხომ კარგად იცი, რომ ყველაზე მეტად მიყვარხარ! - თბილად ჩაეხუტა დედას - ომში ხომ არ მივდივარ?! ხშირად დავრეკავ. შაბათ-კვირაობით შენც ჩამოხვალ...
კარგად იცოდა მაიკომ რომ მართალი იყო გოგონა, მაგრამ მაინც ვერ წყნარდებოდა დედის გული. შინაგანი ფორიაქი ვერა და ვერ მოიშორა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარდა ქართველიშვილების ოჯახი, მაინც არ უნდოდა ელენეს თორნიკესთან ყოფნა. ალბათ ნაწილობრივ ვერც გაამტყუნებდი. ყოველთვის როცა გოგონას ცხოვრებაში თორნიკე ჩნდებოდა მორიგი პრობლემებიც ღვარად იჩენდა თავს. ქართველიშვილის მათ ცხოვრებაში გამოჩენა და გადარჩენისთვის ბრძოლის დაწყება ერთმანეთის თანმხლებ მოვლენებად მოიაზრებოდა. მოდი და, ნუ აფიროაქდებოდი, მოდი და, ნუ განერვიულდებოდი. მაგრამ ქალის განცდები ოდნავადაც არ აწუხებდა გულის ძახილს აყოლილ გოგონას. მიდიოდა მისი ოცნებისკენ და უკან არც კი იყურებოდა.

ალბათ, დიდხანს იქნებოდა სასაფლაოზე საკუთარ ფიქრებში ჩაძირული თორნიკე, რომ არა მობილურზე შემოსული ფარნავაზ მოლოდინაშვილის ზარი.
- ნიკოლოზთან ვრეკავ და ვერ ვუკავშირდები, თორნიკე როგორ ხართ? - მოკითხვის შემდეგ პირდაპირ წამოიწყო აწ უკვე პენსიაზე მყოფმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა.
- ეს რამდენიმე დღეა, მონასტერში უჭირს ტელეფონს დაჭერა, ხომ მშვიდობაა ბატონო ფარნავაზ?
- მეტ ნაკლებად, მეტ ნაკლებად... - მამაკაცის ხმაში გაპარული ფორიაქი ცუდად ენიშნა ვაჟს.
- ვერ გავიგე?!
- დილით დამიკავშირდნენ, ჩვენთვის საინტერესო პირებმა შეცვლილი სახელებით და გვარებით წუხელ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს.
- წუხელ? როგორც იქნა, ესეიგი გამოჩნდნენ? - საკუთარი გულისცემა თავადვე ესმოდა ვაჟს.
- კი, სახელებსა და გვარებს, რომელიც საზღვარზე დააფისირეს დაგიმესიჯებთ, კიდევ არის სიახლე...
- კიდევ?!
- ირაკლიმ მისი გავლენები გამოიყენა, შუამდგომლობა დააყენა შეწყალებაზე და...
- და დაუკმაყოფილეს?! - ირონიულად გაეცინა ვაჟს.
- სამწუხაროდ. მისი ბოღმა ხასიათი რომ ვიცი, არაა გამორიცხული...
- გამოდის ცხელი ზაფხული გველის ბატონო ფარნავაზ?!.
- ასე გამოდის. მე დღესვე გამოვდივარ, იცოდე ფრთხილად იყავი, ზედმეტი მოძრაობისგან თავი შეიკავე, საღამოს უკვე მანდ ვიქნები...
- ნუ ღელავთ ბატონო ფარნავაზ, რადგან ამ დღეს ვეღირსეთ.... გავაფრთხილებ მამა ნიკოლოზს. ჯიბრით, ელენესაც ახლა მოუნდა დაბრუნება... - უკანასკნელი სიტყვები აშკარად მისთვის ჩაილაპარაკა. მოლოდინაშვილს უკვე გაეთიშა ტელეფონი.





№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოჰ წინ მგონი ყველაზე დიდი დაძაბულობა გველის... როგორ მომწონს ეს ყველაფერი. სიტუაციის გამძაფრების და დაძაბვის მოლოდინი უფრო მეტ ხიბლს ძენს ისტორიას...
ესეიგი ჯერ არ უძიებია შური ახლა იწყება ყველაფერი...
როგორც ყოველთვის ყველაფერი იდეალურად გაქვს აღწერილი და დალაგებული ახლა კი შემდეგ თავს ველი მოუთმენლად...

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ოჰ წინ მგონი ყველაზე დიდი დაძაბულობა გველის... როგორ მომწონს ეს ყველაფერი. სიტუაციის გამძაფრების და დაძაბვის მოლოდინი უფრო მეტ ხიბლს ძენს ისტორიას...
ესეიგი ჯერ არ უძიებია შური ახლა იწყება ყველაფერი...
როგორც ყოველთვის ყველაფერი იდეალურად გაქვს აღწერილი და დალაგებული ახლა კი შემდეგ თავს ველი მოუთმენლად...

დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასო kissing_heart ყველაზე მტავარი ნაწილი, სწორედ ახლა იწყება. შურისძიების სიამოვნებას ვერაფრით მოგაკლებდით wink

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Vaime aq reebi xdeba dzvirfaso. Dzaan sastiki xar chems mimart

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
Vaime aq reebi xdeba dzvirfaso. Dzaan sastiki xar chems mimart

ათასნაირი ეპითეტით მაინც მომიხსენიებენ, ხან იაზვა ვარ, ხან ინტრიგანი. სასტიი დღემდე არ ვყოფილვარ, თუმცა ცუდი შეგრძნება აშკარად არაა wink

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

murachashvili
nawkas12345
Vaime aq reebi xdeba dzvirfaso. Dzaan sastiki xar chems mimart

ათასნაირი ეპითეტით მაინც მომიხსენიებენ, ხან იაზვა ვარ, ხან ინტრიგანი. სასტიი დღემდე არ ვყოფილვარ, თუმცა ცუდი შეგრძნება აშკარად არაა wink

მოიცა ანა შენ იაზვა ვინ გაკადრა? გამოუშვი აბა ჩემთან...

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
murachashvili
nawkas12345
Vaime aq reebi xdeba dzvirfaso. Dzaan sastiki xar chems mimart

ათასნაირი ეპითეტით მაინც მომიხსენიებენ, ხან იაზვა ვარ, ხან ინტრიგანი. სასტიი დღემდე არ ვყოფილვარ, თუმცა ცუდი შეგრძნება აშკარად არაა wink

მოიცა ანა შენ იაზვა ვინ გაკადრა? გამოუშვი აბა ჩემთან...

smile ზოგჯერ ასეც ხდება heart_eyes

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე უკვე მესამე თავია ვერ დაგიკომენტარე.ე.ი. ჩემს გაოცებას ხომ ახერხებ მუდამ და მართლა ვერ ვპოულობ სიტყვებს.როგორ ვკითხულობ იცი ახალ თავებს?ახალის მოლოდინი რომ გაქვს სულ და რომ დაამთავრებ კითხვას კმაყოფილი ხარ,რადგან იმედები არ გაგიცრუვდა.ახლა მითუმეტეს ისეთი დაძაბული და არაჩვეულებრივი თავები იქნება,წინასწარ ვემზადები.

საყვარელო ინტრიგა ყოველთვის ხიბლს აძლევს ისტორიას და საინტერესოს ხდის მას,ამიტომ თუ გინდა შენი ისტორია საუკეთესო იყოს ინტრიგანიც უნდა იყო.ასე რომ ვინც შეაფასებს და გეტყვის ინტრიგანი ხარო,ჩათვალე რომ საუკეთესო თავი იყო.ვგიჟდები მე შენზე და შენს ისტორიებზე
--------------------
ლანა

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
ვაიმე უკვე მესამე თავია ვერ დაგიკომენტარე.ე.ი. ჩემს გაოცებას ხომ ახერხებ მუდამ და მართლა ვერ ვპოულობ სიტყვებს.როგორ ვკითხულობ იცი ახალ თავებს?ახალის მოლოდინი რომ გაქვს სულ და რომ დაამთავრებ კითხვას კმაყოფილი ხარ,რადგან იმედები არ გაგიცრუვდა.ახლა მითუმეტეს ისეთი დაძაბული და არაჩვეულებრივი თავები იქნება,წინასწარ ვემზადები.

საყვარელო ინტრიგა ყოველთვის ხიბლს აძლევს ისტორიას და საინტერესოს ხდის მას,ამიტომ თუ გინდა შენი ისტორია საუკეთესო იყოს ინტრიგანიც უნდა იყო.ასე რომ ვინც შეაფასებს და გეტყვის ინტრიგანი ხარო,ჩათვალე რომ საუკეთესო თავი იყო.ვგიჟდები მე შენზე და შენს ისტორიებზე

მთელი გულით გამაცინე. დიდი მადლობა

 


№9  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ყველაფერი მართლაც ახლა იწყება დაიწყება შურისძიება აი ელენეს დაბრუნება კი არ მომწონს უმიზეზოდ არაფერი ხდება ალბათ მოხდება რაღაც და აუცილებელიც კი იყო ელენეს დაბრუნება რადგან ასე გადაწყვიტეე ...უკვე წინასწარ ვიძაბებიი .ოხ ეს ირაკლიი კიდევ დააბრუნეს აი ამის მიმართ მინდა ყველაზე სასტიკი შურისძიება.მაგრამ არ მინდა თორნიკე კიდეე დაიტანჯოს .მოკლედ ველიი სულმოუთქმელად შემდეგ თავს.საუკეთესოო ხარ ამას ყოველ თავში ამტკიცებ.

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
ყველაფერი მართლაც ახლა იწყება დაიწყება შურისძიება აი ელენეს დაბრუნება კი არ მომწონს უმიზეზოდ არაფერი ხდება ალბათ მოხდება რაღაც და აუცილებელიც კი იყო ელენეს დაბრუნება რადგან ასე გადაწყვიტეე ...უკვე წინასწარ ვიძაბებიი .ოხ ეს ირაკლიი კიდევ დააბრუნეს აი ამის მიმართ მინდა ყველაზე სასტიკი შურისძიება.მაგრამ არ მინდა თორნიკე კიდეე დაიტანჯოს .მოკლედ ველიი სულმოუთქმელად შემდეგ თავს.საუკეთესოო ხარ ამას ყოველ თავში ამტკიცებ.

სწორი შენიშვნაა, უმიზეზოდ ნამდვილად არაფერი ხდება, რაც შეეხება შემდეგ განვითარებას, აქ პროგნოზისგან თავს შევიკავებ wink

 


№11 სტუმარი Hdzjbcvbgggg

Sul ramdentaviania?

 


№12  offline წევრი ნინუცი

ხო დავიტანჯე... ხო არ ეღირსა ამ ბიჭს ბედნიერება. ხო არ გამოვიდა მის ქუჩაზე გაზაფხული... ძალიან ბევრი რამე დაატყდა თავს,ყველაფერი გადაიტანა და კიდევ გრძელდება. მეშინია საენენესო ნერვები რომ აღარ შერჩეს. მეშინია სიყვარულისთვის დრო რომ აღარ ჰქონდეს. აკმარე ანა ეყოფა გეფიცები მართლა აღარ შემიძლია თხოკოს ცოდვით გული აღარ შემრჩა. ასე ემოციურად და ასე გულით ეს მეორე ისტორიაა რომელსაც განვიცდი. მთლიანად მასში ვარ თავით ჩავარდნილი და ძილის წინ როცა ვკითხულობ, შანსი არაა იმ ღამეს თხოკო და ენე რომ არ დამესიზმრონ.
და ახლაც ბედბიერებით დავიძინებ იმიტო რომ ვიცი ჩემთან მოვლენ ან მეც წავალ ხევსურეთში.

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Hdzjbcvbgggg
Sul ramdentaviania?

ისტორია ეხლა იწერება, ასე რომ გამიჭირდება თავების ზუსტი რაოდენობის თქმა kissing_heart

ნინუცი
ხო დავიტანჯე... ხო არ ეღირსა ამ ბიჭს ბედნიერება. ხო არ გამოვიდა მის ქუჩაზე გაზაფხული... ძალიან ბევრი რამე დაატყდა თავს,ყველაფერი გადაიტანა და კიდევ გრძელდება. მეშინია საენენესო ნერვები რომ აღარ შერჩეს. მეშინია სიყვარულისთვის დრო რომ აღარ ჰქონდეს. აკმარე ანა ეყოფა გეფიცები მართლა აღარ შემიძლია თხოკოს ცოდვით გული აღარ შემრჩა. ასე ემოციურად და ასე გულით ეს მეორე ისტორიაა რომელსაც განვიცდი. მთლიანად მასში ვარ თავით ჩავარდნილი და ძილის წინ როცა ვკითხულობ, შანსი არაა იმ ღამეს თხოკო და ენე რომ არ დამესიზმრონ.
და ახლაც ბედბიერებით დავიძინებ იმიტო რომ ვიცი ჩემთან მოვლენ ან მეც წავალ ხევსურეთში.

გამაცინე smile თუმცა ძალიან დამაინტერესდა შენი თვალით დანახული ელენე და თორნიკე kissing_heart რაც შეეხება სიყვარულის ადგილს, სიყვარულისთვის დრო ყოველთვის რჩებათ. ეგ კი არა, რაც არ უნდა დაძაბული სიტუაცია იყოს, ეგ ერთად ერთი გრძნობაა, რომელიც გაჭირვებისას უფრო ღრმავდება, შეიძლება ვცდები, შეიძლება არა. ვნახოთ აბა როგორ იმოქმედებს ჩვენი ბიჭი kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent