შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (თავი ორმოცდასამი)


19-07-2017, 18:22
ავტორი murachashvili
ნანახია 3 668

თავშესაფრის პატარებს ახალი აღმზრდელისა და ფსიქოლოგის საპატივცემულოდ ფერადი, საჰაერო ბურთებიც დაებერათ და ოთახები სადღესასწაულოდ მოერთოთ. დედაოების დახმარებით შეშის ღუმელზე შოკოლადის ტორტიც კი გამოეცხოთ და შუშხუნებით შეიარაღებულნი მოუთმენლად ელოდნენ ახალ ბინადარს. თავშესაფრის ეზოში შევიდა თუ არა წითელი ნივა, მხიარული ყიჟინით გამოცვივდნე ბავშვები. პატარების სიხარულს ის უფრო აორმაგებდა, რომ მიუხედავად ღვიძლ დედასთან გავლილი წლებისა, ელენეს დღემდე მაინც თავშესაფრის ბინადრად მოიაზრებდნენ.
- მე აღარც კი მიყურებთ ხომ, თქვე პატარა მოღალატეებო?! - გაიბუსხა ვაჟი.
- იციან ბავშვებმა ვის უნდა ჩაეხუტონ, ხიბლი დაკარგე თორნიკე! - მხიარულად დაეჯღანა გოგონა.
- ვითომ?! აბა, ვის უნდა ტკბილეული?! - ხელში შეათამაშა ბრჭყვიალა პოლიეთინის პარკებში შეფუთული კამფეტები ვაჟმა და წიწილებივით შემოხვეულმა ბავშვებმაც მისკენ გადაინაცვლეს.
- გგონია მაჯობე?! - ამჯერად ელე ჩაძვრა ავტომობილის საბარგულში, მოზრდილი ჩემოდანი ძლივს გამოიღო - აბა, ვის უნდა ახალი სათამაშოები? - გოგონას სიტყვის დასრულებაც არ დააცადეს, გახსნილ ჩემოდანში იქექებოდნენ პატარა მავნებლები.
- რა ჰქვია შენს საქციელს? - აშკარად განაწყენდა თორნიკე.
- მექრთამეობა... - მიამიტი ღიმილით გახედა გოგონამ.
- მგონი კარგად უნდა დავფიქრებულიყავი, შეიძლება თქვენთვის ბავშვების ნდობა?!... - თავშესაფრის შენობიდან გამოვიდა ნიკოლოზი.
- თქვენც აქ ხართ?! - წამიერად დაავიწყდა თორნიკესთან პატარების ყურადღებისთვის ქიშპობა, ელენე ხელზე ემთხვია მოძღვარს. სულ რამდენიმე წუთით ყურაღებით დააკვირდა ბედნიერებისგან აციმციმებულ თვალებში მამაკაცი და მონატრებული აღზრდილი ძლიერად ჩაიხუტა.
- იცოდე, ახლა ჩახუტებაშიც რომ შემეცილო!.. - მამაოს მკლავებში მოქცეულმა კაპასა სახით ახედა თავზე წამომდგარ თორნიკეს.
- ოდესმე გაიზრდებით?!
- ამას რა გაზრდის, კაპასა, ავი ქალია... - გოგონას ნაცვლად ვაჟმა გასცა პასუხი.
- ბოროტო, გასკდი შურით შენ რომ არ გეფერებიან?!
- სირცხვილია, ბავშვების მაინც მოგერიდოთ, ისინიც აღარ კინკლაობენ... - მსუბუქად დატუქსა მოძღვარმა.
- მამაო აღიარეთ, ხომ მე უფრო გიყვარვართ?! - თვალი ისე ჩაუკრა ბიჭმა, რომ გოგონას არ დაენახა.
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა... - ხუმრობაში აჰყვა მოძღვარიც.
- შეუძლებელია!... ეს როგორ შეიძლება? ეს მავნებელი ჩემზე მეტად?! - ისევ ძველებურად გაკაპასდა ქალიშვილი.
- მგონი მართლა უნდა დაფიქრდეთ, რა უნდა ამას ბავშვებთან, ჯერ თავადაა გასაზრდელი?! - კმაყოფილი ახარხარდა თორნიკე.
- კარგით რა... - ფეხებს აბაკუნებდა, აცრემლებული ელე.
- ჩერჩეტო!...
- ნეტა გამაგებინა ასე სახელდახელოდ ტირილს როგორღა ახერხებ ეს ამხელა ფსიქოლოგი ქალი?! - წინ მდგომ ასლუკუნებულ გოგონას თმები აუჩეჩა ნიკოლოზმა.
- თავს გაცოდებთ, რომ მოეფეროთ. - ცეხცლზე ნავთს ასხამდა ბიჭი - აფერისტობს. ყურადღებას იქცევს... - გოგონას მოქნეული მუშტი რომ აერიდებინა, მოძღვარს მოეფარა ვაჟი.
- თქვენი იმედი აქვს და დიდ გულზეა. ჩავარდები ჩემ ხელში და ნახავ!... - სიცილით დაემუქრა ელეც.
- ანუ იმედი მაქვს? დამიჭირე აბა თუ მაგარი ხარ! - პატარა ბიჭივით გაიქცა თორნიკე.
მათი შემხედვარე ვავშვებს დავიწყებოდათ სათამაშოებიცა და ტკბილეულიც, გაფართოებული თვალებით მისჩერებოდნენ მოძღვრის გარშემო მორბენლებს, რომელთაც თავშესაფრის ბანზე არსებული სივრცე აღარ ეყოთ და ეზოში გადაინაცვლეს. მათი სრბოლა აშკარად გადამდები აღმოჩნდა. ველური ყიჟინით პატარებიც ჩაებნენ თამაშში, კივილ-წივილით ვეღარ გაიგებდით ვინ ვის მისდევდა.
- კარგი საკმარისია, დავიღალე ამდენი სირბილით! - მოულოდნელად ელენესკენ შემობრუნდა წინ გავარდნილი ბიჭი.
- ანუ, მნებდები?! - თვალები დაუწვრილდა კმაყოფილ გოგონას.
- ასე გამოდის.
- ცოტა ადრე ვერ დამნებდი? მეც დავიღალე! - ვეღარ სუნთქავდა ელე.
აქოშინებულ გოგონას ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა. მოულოდნელად მოიქცია მარწუხებად ქცეულ მკლავებში, ხელში აიტაცა და აკისკისებული რამდენიმეჯერ დაატრიალა.
- რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ! - ვნება მორეულმა ყვრიმალთან მსუბუქად აკოცა.
- რას აკეთებ, გაგიჟდი?! - თევზივით აფართხალდა მდევრიდან მსხვერპლად ქცეული აწითლებულ გოგონა.
- არარომანტიულო ადამიანო, დამაცადე ამ წამებით ტკბობა! - ცხვირზე გაჰკრა თითი თორნიკემ და სათუთი ტვირთიანად გასწია მომღიმარი ნიკოლოზისკენ.
- დამსვი სულელო, გვიყურებენ! - ისევ ფართხალებდა ელე.
თუმცა მისი აშკარად არ ესმოდა, მხრებში გაშლილი, ლაღი ნაბიჯით მიაბიჯიბედა თავშესაფრისკენ თორნიკე. მხიარული ყიჟინით ამალად მოჰყვებოდნენ პატარებიც.
- ფოტო უნდა გადაგიღოთ და დავაწერო „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“... - ხარხარებდა ნიკოლოზი.
- ხმამაღლა ნუ ამბობთ, თორემ ზოგიერთები პრინცობასაც დაიბრალებენ და საბოლოოდ დავიღუპეთ! - მადლობის ნაცვლად, ფეხქვეშ სიმყარე იგრძნო თუ არა მხიარულად დაეჯღანა ვაჟს და კმაყოფილი მოძღვარს ამოეფარა.
ასე მაიმუნობასა და ხუმრობაში მგონი რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორ დასრულდებოდა ის საღამო. ჟივილხივილითა და ამდენი თამაშით დაღლილი ბავშვები აღმზრდელებმა და დედაოებმა საძინებლებში გადაანაწილეს.
დამშვიდობებისას მამა ნიკოლოზმა და თორნიკემ ორ ხმაში ისევ სიფრთხილისკენ მოუწოდეს ელეს და ერთად წავიდნენ.
დედაობს თავშესაფრის დალაგებაშიც დაეხმარა და როგორც იქნა მისთვის გამოყოფილ მცირე ზომის კელიაში შევიდა. მისი ოთახი ხალვათად იწყო გაწყობილი. ხის პადონებისგან აწყობილ საწერ მაგიდას რამდენიმე ფურცელთან ერთად, ნავთის ლამპაც ამშვენებდა. იქვე იდგა ისევ ხისვე ძველებური კარადაც. კარებზე დატანილი ალაგ-ალაგ აჭრელებული სარკით. რკინის, ნიკელის რიკულებიან ზამბარიან ლოგინზე, თეთრი გახამებული თეთრეული გადაეკრათ. თითქოს არაფერი, მაგრამ უზომოდ ბედნიერი იყო ელე. ემოციებით დაღლილს ბარგის ამოლაგების თავი ნამდვილად არ ჰქონდა, ტანისამოსი გაიხადა თუარა სიცივისგან აკანკალებული ლოგინში შეწვა. შუა ზაფხულში უზომოდ ესიამოვნა მატყლის საბანი. თვალწინ ისევ თორნიკე ედგა, ღიმილი ნელ-ნელა ეპარებოდა სახეზე, სასიამოვნო ემოციებით დახუნძლულს უკვე თვალებიც ელულებოდა, რომ უცებ აურკვეველი კრუსუნის ხმა შემოესმა.
- ალბათ კნუტია. - გვერდი იცვალა საწოლში. თუმცა ხმამ იმატა. ოთახში აშკარად ვიღაც იყო და რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო ტიროდა.
ლოგინიდანვე მისწვდა კედელზე დატანილ ჩამრთველს და განათებულ ოთახში გაოცებულმა მიიხედ-მოიხედა. კარებში ასე სამი-ოთხი წლის წაბლისფერ კულულებიანი გოგონა იდგა. ხელში ცალში ყურ მოგლეჯილი, მტვრიანი ბაჭია დაეჭირა და გულამოსკვნილი ტიროდა.
- აქ რას აკეთებ? რატომ ტირი? ვინმემ გაწყენინა? - დაფეთებული წამოვარდა ლოგინიდან, პატარა ხელში აიტაცა და კითხვების კორიანტელი დააყარა.
- მე, მე, ჩემი კურდღელი… - ისევ სლუკუნებდა გოგონა.
- ვინმემ გაგიფუჭა?!- დაგლეჯილ ბაჭიაში ძლივს ამოიცნო მისი ჩამოტანილი სათამაშო.
- ეზოში დამრჩა და მურამ შემიჭამა... - გული ამოუჯდა ბავშვს.
- მურამ?! - სიცილი ძლივს შეიკავა ელემ - ეგ არაფერი, ახალი ვიყიდი.
- ახალი არ მინდა... - ტირილს უმატა გოგონამ.
- იცი, რომ შენისთანა ლამაზმა გოგონებმა არ უნდა იტირონ? - გაწეწილი თმები გადაუწია და ცრემლები ფრთხილად მოსწმინდა ხელის გულებით - ცოტა შემცივდა. მოდი, ახლა შენს ოთახში წაგიყვან, დაიძინე, ხვალ კი ვაბანაოთ და ვუექიმოთ შენს ბაჭიას.
- ყურსაც მიმიკერებ? - ხელისგულში მოქცეული მოგლეჯილი ყურის ნარჩენი სახესთან მიუტანა პატარამ.
- მიგიკერებ!
- კარგი ხარ! - კმაყოფილმა შესცინა გოგონამ - შენთან რომ დავიძინო? - მეტიჩარა სახით გაეპრანჭა პატარა.
ისეთი ლამაზი იყო, ისეთი საყვარელი.
- გემრიელად თუ ჩამეხუტები, დავიძინოთ! - ღიმილი გაეპარა ხმაში ელეს.
- მაგრა, მაგრა?! - უკვე ლოგინში მწოლიარე ბედნიერი უღიმოდა გოგონა.
- მაგრა, მაგრა! - სიცილით გაიმეორა ბავშვის ნათქვამი, მატყლის საბანი კარგად შემოუკეცა და ორივე ხელით ჩაიხუტა საწოლის მოწილე - არ მეტყვი, რა გქვია?
- ინტერესით ჩაეკითხა ელე.
- ნინი... - ძილ-ბურანში უპასუხა ბავშვმა.
- კოკროჭინა, ნინი...

ასე გახდა ელენე თავშესაფრის ყველაზე ახალგაზრდა და თბილი აღმზრდელი. მართალია დიდი გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ პატარებს იმდენად დიდი სითბოთი და სიყვარულით ექცეოდა, რომ მათი გულის მოგება არ გასჭირვებია. ნამდვილად უყვარდა თითოეული, თუმცა ყველასგან გამორჩეული მაინც მეტიჩარა ნინი ჰყავდა. ბავშვებთან ურთიერთობა მასაც დაეხმარა, ნელ-ნელა მოდუნდა, მოეშვა და რომ არა ყოველ მისვლაზე ნიკოლოზისა და თორნიკეს გაფრთხილებები, იქნებ დაევიწყებინა კიდეც საფრთხის არსებობა.
ნელ-ნელა ზაფხულიც იწურებოდა. ხევსურეთი ტურისტთა ტალღას ღირსეულად იგერიებდა. უცხოენების კარგად მცოდნე თორნიკემ გიდის ფუნქცია იკისრა. თბილისში ჯგუფის დაკომპლექტებაში დათა და იკა ეხმარებოდნენ. თავად ჩასულ ექსტრემსა და გართობას მოწყურებულ სტუმრებს ადგილზე ხვდებოდა, საოჯახო სასტუმროებში აბინავებდა და წინასწარ დადგენილი ტურით ხან მუცოს ციხეს დაატარებდა და ხან გუდანსა და შატილში.
როგორი დაღლილიც არ უნდა ყოფილიყო, შინ მისვლამდე აუცილებლად შეივლიდა ელენესთან. ბევრჯეს საუბარში გართულ წყვილს თავზეც დასთენებიათ. ზოგჯერ კი, თუ სტუმრობისთვის ზედმეტად გვიანი გახლდათ, უბრალოდ იჯდა მისივე ეზოში, გაჰყურებდა თავშესაფრის ეზოს და ოცნებობდა. მხოლოდ ნათება შეპარული ცის დანახვაზე ხვდებოდა, რომ ფიქრში კიდევ ერთი უძილო ღამე დასთენებოდა თავზე.
სტუმრები და მნახველები არც მონასტერს აკლდა. მლოცელთა ერთი პარტია მიდიოდა, მეორე მოდიოდა. ნიკოლოზი და მამაოები მათ მიღებას ვეღარ ასწრებდნენ. იშვიათად ახერხებდა ელენესთან ჩასვლა. ისევ გოგონა თუ აიყვანდა წირვაზე დასასწრებად პატარებს. თეთრ სამოსში გამოწყობილი გოგო - ბიჭები მგალობლებთან ერთად გალობდნენ, ზიარებისას სიმაღლის მიხედვით ჩამწკრივდებოდნენ და შოშოებივით პირდაფჩენილნი ელოდნენ მათთვის განკუთვნილ სეფისკვერებს. შეიძლება ზიარების აზრს დიდად ვერც იგებდნენ, თუმცა ერთი რამ ცალსახად იცოდნენ, სეფისკვერების გამო ნადვილად ღირდა უზმოზე ყოფნაც და ეკლესიაში ამდენ ხანს ფეხზე დგომაც.

იმ დღესაც ასე იყო. თუმცა რატომღაც უჩვეულოდ დამძიმებული იყო მოძღვარი. დილიდანვე თორნიკემ ელენე და ბავშვები ამოიყვანა მონასტერში. რაღაცაზე იცინოდა ვაჟი, მაგრამ მისი სიტყვები აშკარად არ ესმოდა მოძღვარს. ნიკოლოზი ცაფიქრებული დიდხანს უმზერდა ერთმანეთის გვერდი-გვერდ მდგომ ქალ-ვაჟს. აღმზრდელის კალთაზე ტკიპასავით მიწებებულ ნინის და უნებურად წარსული ახსენდებოდა. თითქოს ისევ მინდია და სალომე ედგნენ წინ. უგუნებობას იოლად მიუხვდნენ.
- მამაო, ხომ კარგად ხართ? - რამდენიმეჯერ ჩაეკითხა ქალიშვილი, თუმცა მოძღვარმა პასუხს თავი აარიდა.
ნიკოლოზის განწყობა კარგად არ ენიშნა თორნიკეს. აჩქარდა, ელენე ბაშვებთან ერთად ისევ თავშესაფარში წამოიყვანანა, თავად კი ისევ მონასტერში დაბრუნდა. დიდხან უკირკიტა მამაოს, ხან როგორ დაუსვა კითხვა და ხან როგორ, თუმცა უგუნებობის მიზეზი მაინც ვერ ათქმევინა. შუბლ შეკრული მოძღვარი ჯიუტად დუმდა. საბოლოოდ მწუხრის ლოცვისთვის განმარტოება მოიმიზეზა და მონასტრის ეზოში, ახლად აშენებულ მცირე ზომის ტაძარში შევიდა მამა ნიკოლოზი. მუხლებზე მდგომი მოძღვარი მხურვალედ დიდხანს ლოცულობდა.
უკნიდან ფეხის ხმა შემოესმა, ტაძარში აშკარად ვიღაც შემოვიდა. კარგად იცოდა ნიკოლოზმა, მასთან ლოცვის დროს შემოსვლას ვერც ბერები გაბედავდნენ და არც მრევლის რომელიმე წევრი. მით უმეტეს არ შევიდოდა თორნიკე. გრძნობდა უცნობის დაძაბულ, გახშირებულ სუნთქვას, თუმცა მოძღვართან არც ის მისულა.
ნიკოლოზი აშკარად არ ჩქარობდა და უცნობიც ჯიუტად ელოდა ლოცვის დასრულებას. უკვე კარგა ხნის შებინდებული იყო, როცა ლოცვა დაასრულა, ემოციებისგან დაღლილი მძიმედ წამოდგა და კარებისკენ შემობრუნდა.
რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მაცხოვრის ხატთან თავდახრილი, სანთლით ხელში იდგა გიგა გიგაური.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე გაღიარებ საყვარელო,აქამდეც მაგრამ ახლა ხო საერთოდ.როგორი კარგი თავი იყო.ბავშვობა გაიხსენეს და ცოტა განიმუხტა სიტუაცია,მაგრამ გიგა გიგაურის გამოჩენა არ უნდა იყოს კარგი ხო?მალე დადე რა მომდევნო თავი
--------------------
ლანა

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე ანა... როგორ გამახარა იცი ბოლო წინადადებამ? გიგას სალოცავში თან თავდახრილი ნახვა ყველაზე დიდი სიურპრიზი და ამავე დროს სიკეთე იყო შენი მხრიდან...
მთელი თავი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ბედნიერი ღიმილი არ მომშორებია სახიდან, მაგრამ გიგაურის გამოჩენამ ტირილამდეც მიმიყვანა... ძალიან მაგაარი გადაწყვეტილება იყო გიგას ასპარეზზე გამოჩენა. ალბათ შურისსაძიებლად ჩამოვიდა და ციხიდან გამოიპარა, ან ელენეს ირაკლისთან დასაცავად და შეიწყალეს. მოკლედ ბევრი ვერსია მაქვს ზუსტად მხოლოდ ის ვიცი რომ მიყვარს ეს ისტორია...

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili


გავკადნიერდები და ერთად გიპასუხებთ. დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის kissing_heart რაც შეეხება გიგას, მგონი მისი პერსონაჟი მოახერხებს ბევრის გაოცებას wink

 


№4  offline წევრი ucnobi_18

სიტყვები ზედმეტია შემდეგ თავს ველი

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ucnobi_18
სიტყვები ზედმეტია შემდეგ თავს ველი

შემდეგი თავი იქნება გეგმიურად kissing_heart

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ბოლომდე ემოციებით და თბილი განწყობით ჩავიკითხეე კმაყოფილმა...ბედნიერი ვარ ასეთ გახარებულებს რომ ვხედავ ორივეეს..ეჭვი მაქვს რაღაც გასაოცარიი და მოულოდნელიი ბევრი რამაა ჯერ წინ.ბოლოოს დაწერილმა კი გამაოცაა .ერთი სული მაქვს ახალი თავი როდის იქნებაა

 


№7 სტუმარი Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
ბოლომდე ემოციებით და თბილი განწყობით ჩავიკითხეე კმაყოფილმა...ბედნიერი ვარ ასეთ გახარებულებს რომ ვხედავ ორივეეს..ეჭვი მაქვს რაღაც გასაოცარიი და მოულოდნელიი ბევრი რამაა ჯერ წინ.ბოლოოს დაწერილმა კი გამაოცაა .ერთი სული მაქვს ახალი თავი როდის იქნებაა

არ ვიცი მოულოდნელი რამდენად იქნება, თუმცა წინ ნამდვილად დაძაბული თავები გველის

 


№9 სტუმარი Teo.

Gigastan ertad shenc moceb ,nijiero avtoro.

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Teo.
Gigastan ertad shenc moceb ,nijiero avtoro.

დიდი, დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის, მაწითლებთ kissing_heart

 


№11  offline წევრი ნინუცი

ჩემს თხოკოროს რომ რამე დაემართოს არ გაპატიებ :დ ვერ გადავიტან ხო იცი? ეს გიგას გამოჩენა არ მომეწონა... ვითომ ამათ მხარესაა და ძმის გამო უნდა შური იძიოს? მარა სადაც გიგაურები არიან იქ ყოველთვის რაღაც ცუდი ხდება. აბა შენ იცი ანა ჩემი ბიჭი დაოფარე

 


№12  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნინუცი
ჩემს თხოკოროს რომ რამე დაემართოს არ გაპატიებ :დ ვერ გადავიტან ხო იცი? ეს გიგას გამოჩენა არ მომეწონა... ვითომ ამათ მხარესაა და ძმის გამო უნდა შური იძიოს? მარა სადაც გიგაურები არიან იქ ყოველთვის რაღაც ცუდი ხდება. აბა შენ იცი ანა ჩემი ბიჭი დაოფარე

რას ერჩით გიგას, ერთი "ბუნჩულა" ტიპია smile შენი თხოკორე თუ ისეთი ყოჩაღია შენ რომ გინდა, წესით არაფერი უნდა დაემართოს. kissing_heart

 


№13  offline წევრი ნინუცი

murachashvili
ნინუცი
ჩემს თხოკოროს რომ რამე დაემართოს არ გაპატიებ :დ ვერ გადავიტან ხო იცი? ეს გიგას გამოჩენა არ მომეწონა... ვითომ ამათ მხარესაა და ძმის გამო უნდა შური იძიოს? მარა სადაც გიგაურები არიან იქ ყოველთვის რაღაც ცუდი ხდება. აბა შენ იცი ანა ჩემი ბიჭი დაოფარე

რას ერჩით გიგას, ერთი "ბუნჩულა" ტიპია smile შენი თხოკორე თუ ისეთი ყოჩაღია შენ რომ გინდა, წესით არაფერი უნდა დაემართოს. kissing_heart

murachashvili
ნინუცი
ჩემს თხოკოროს რომ რამე დაემართოს არ გაპატიებ :დ ვერ გადავიტან ხო იცი? ეს გიგას გამოჩენა არ მომეწონა... ვითომ ამათ მხარესაა და ძმის გამო უნდა შური იძიოს? მარა სადაც გიგაურები არიან იქ ყოველთვის რაღაც ცუდი ხდება. აბა შენ იცი ანა ჩემი ბიჭი დაოფარე

რას ერჩით გიგას, ერთი "ბუნჩულა" ტიპია smile შენი თხოკორე თუ ისეთი ყოჩაღია შენ რომ გინდა, წესით არაფერი უნდა დაემართოს. kissing_heart

ჰმ დიახაც ჩემი თხოკო ყველაზე ძლიერია და ყველას მოერევა... ემი სიცოცხლეა ეგ გამოჩენის წამიდანვე და როგორ გაიზარდა ჩემი ბიჭი :* ბუნჩულა არა ის არის კიდევ... ლიკამ რომ თავი მაგ დამპლის გამო ოიკლა განა დამავიწყდა

 


№14  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნინუცი
murachashvili
ნინუცი
ჩემს თხოკოროს რომ რამე დაემართოს არ გაპატიებ :დ ვერ გადავიტან ხო იცი? ეს გიგას გამოჩენა არ მომეწონა... ვითომ ამათ მხარესაა და ძმის გამო უნდა შური იძიოს? მარა სადაც გიგაურები არიან იქ ყოველთვის რაღაც ცუდი ხდება. აბა შენ იცი ანა ჩემი ბიჭი დაოფარე

რას ერჩით გიგას, ერთი "ბუნჩულა" ტიპია smile შენი თხოკორე თუ ისეთი ყოჩაღია შენ რომ გინდა, წესით არაფერი უნდა დაემართოს. kissing_heart

murachashvili
ნინუცი
ჩემს თხოკოროს რომ რამე დაემართოს არ გაპატიებ :დ ვერ გადავიტან ხო იცი? ეს გიგას გამოჩენა არ მომეწონა... ვითომ ამათ მხარესაა და ძმის გამო უნდა შური იძიოს? მარა სადაც გიგაურები არიან იქ ყოველთვის რაღაც ცუდი ხდება. აბა შენ იცი ანა ჩემი ბიჭი დაოფარე

რას ერჩით გიგას, ერთი "ბუნჩულა" ტიპია smile შენი თხოკორე თუ ისეთი ყოჩაღია შენ რომ გინდა, წესით არაფერი უნდა დაემართოს. kissing_heart

ჰმ დიახაც ჩემი თხოკო ყველაზე ძლიერია და ყველას მოერევა... ემი სიცოცხლეა ეგ გამოჩენის წამიდანვე და როგორ გაიზარდა ჩემი ბიჭი :* ბუნჩულა არა ის არის კიდევ... ლიკამ რომ თავი მაგ დამპლის გამო ოიკლა განა დამავიწყდა

ლიკას თავი არ მოუკლავს, ეჭვიანობის გამო მოკლა გიგილომ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent