შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფროდიტას ბრალია(თავი მეხუთე)


20-07-2017, 13:02
ავტორი blue witch
ნანახია 1 598

დარაბებს მიღმა, ნახევრად ჩაბნელებული ოთახში, საშინლად ცხარე, „100 გრადუსი ცელსიუსით“ ანუ ოჯახური, დაძაბული, მძაფრსიუჟეტიანი კამათი გამართულიყო წაბლისფერთმიან, ლურჟთვალა ქალსა და მის კარამელისფერ ქერა ქოჩრიან ვაჟიშვილს შორის. ბიჭს მაისური არ ეცვა, სავარძელში ჩასვენებულიყო და საოცრად გაბეზრებულის სახით უყურებდა დედამისს.
-სერიოზულად გეუბნები დიმიტრი! მამასენი არ ხუმრობს!_თითი გამაფრთხილებლად დაუქნია დედამ.
-დედა!
-დედა არ უნდა მაგას! ერთადერთი შვილი კი ხარ მაგრამ მშრალზე დაგტოვებს, უყარე მერე კაკლები!-ცხვირი აიბზუა მან.
-ანასტასია მენაბდე, გაფრთხილებ:გუბაზ მენაბდის წიკების შესახებ კიდევ ერთ სესიას გამიმართავ და გაეროში გიჩივლებ!-სავარძლიდან წამოხტა დიმიტრი.
-რა შუაშია გაერო შე დებილო ამიხსენი?!-დასცინა ანასტასიამ.
-რა და ვიტყვი, რომ გეი ვარ და მავიწროებთ! კეთილი ნების ელჩს შევეცოდები.-განაცხადა დიტომ.
-ჰო, იმდენი გოგო მოგყავს სახლში შენს არატრადიციულ ორიენტაციაში ეჭვს შეიტანენ.-მშვიდად უთხრა ქალმა, მერე ისევ გაცეცხლა და დაამატა:-სწორედ მაგიტომაა მამაშენი, რომ დაჟინებით მოითხოვს ცოლი შეირთო!-დასჭექა ანასტასიამ.
-არ მინდა ცოლი! არა! არ მინდა!-წამოიყვირა დიმიტრიმ.
-მამაშენი გაგიჟებასაა! ჯერ ჩვენთან მოგყავდა გოგოები, ახლა ბიძაშენმა სახლი გადმოგიფორმა და აქაც არ ეშვები ამ შტერულ გართობას!
-თქვენ რა იცით დედა?! მეზობლებს კამერები მიამაგრეთ?! აქ სადმე სახლში დაამონთაჟეთ ვიდეოთვალი?! ეფბიაის აგენტი მომიჩინეთ?! რანაირად იგებთ ჩემს პირად ცხოვრებაზე ყველაფერს დეტალურად?!-ჭკუიდან გადავიდა ბიჭი.
-ასეთ რაღაცეებს ვერ დამალავ დიმიტრი! მალე მთელი თბილისი ამაზე ილაპარაკებს! მამშენი ცნობილი იურისტია! საადვოკატო ფირმა აქვს რომელსაც შენ უნდა უხელმძღვანელო! თუ დაგავიწყდა გეტყვი, რომ სწორედ ამ მიზეზით სწვალობ ბიზნესის მართვას და ეს შენი ბავშვობის ოცნება?! მსუბუქი ყოფაქცევის ქალების გამო უნდა გაიფუჭო შენი მომავალი?! მამა ამ ყველაფერს წლების განმავლობაში გიკოწიწებდა შენ კი ზედ თავზე ანგრევ!-ცრემლები მოეძალა ანასტასიას.
-დედა არ მინდა ცოლი! არ ვარ ამ უღლისათვის მზად! მირჩევნია წყნარად და მშვიდად ვიცხოვრო! მამაჩემი რატომ მაძალებს ცოლის შერთვას?! რა გინდათ ბოლობოლო?!!!
-მამაშენი ახლა გაცოფფებულია! სამსახურში იგვიანებ, უნივერსიტეტში ლექციებსაც აცდენდი, მთელ ფულს შტერ ქალებში ხარჯავ, სახლში კი ლამის საათბის მიხედვით დაიბარო! ასე თუ გააგრძელებ მექალთანე კი არა ცხოველი გერქმევა შვილო! უბრალოდ მამრობითი სქესი ტახი, ან მოზვერი!
-ჯანდაბაა!დედა საპირფარეშოში ავალ დ ცივ წყალს შევისხამ, თორემ ასათიანში გავხდები „გასაქცუნებელი“!-კიბეზე აბრაგუნდა ბიჭი.
-მამაშენს შენი გადამკიდე სჭირდება უკვე „გაქცუნება“!-დაუსისინა დედამ.
ქალი დაღლილი დაენარცხა დივანს, სასწრაფოდ მეუღლეს უნდა გასაუბრებოდა.
-ალო, გუბაზ! ამ დებილს ვერაფერი შევასმინე, შხამინი ხვლიკივითაა! ერთს ვეტყვი ათასს უკან მიბრუნებს! სად ვაპოვნინოთ ნამდვილი სიყვარული და მთელი ცხოვრების მეგზური ა?!
ყურმილში მამაკაცის დაძაბული ხმა გაისმა.
-ოხ ანასტასია! ქათამივით წავაწყვეტდი კისერს! მაგრამ ჩემი შვილია ეგ უბედური და რა ვქნა?!
-იქნებ კონტრაქტით ქორწინება შევთავაზო?-იჭვნეულად ჩაილაპარაკა დედამ.
-ეგ როგორ?!
-რა და ვიპოვი კარგ გოგოს, ვეტყვი რომ მხოლო ექვსი თვით იყვნენ ცოლ-ქმარი და უბრალო ფორმალური ქორწინება გააფაორმონ. სანაცვლოდ შენ ფირმას გადაუფორმებ.
-ეგ მე რა ხეირს მაძლევს ანასტასია?!!
-დიმიტრის ვეტყვი ვითომ შენ ეს არ იცი და მისი ნამდვილი შეყვარებული გგონია, იმ გოგოსაც თანხას გადავუხდი, ერთგავრი სამსახური იქნება.-აღფრთოვანდა ქალი.
-მერე მე რა ხეირი-მეთქი?!!!
-რა ჩერჩეტი ხარ! შეუყვარდება ის გოგო ექვს თვეში და აღარ დაშორდებიან !
- რა დარწმუნებული ხარ?!
-მომენდე, ისეთ გოგოს ავურჩევ ვინც თვითონვე ხიბლავს.
-ეგეთი გოგო არ არსებობს შექალო! თუ არსებობ მხოლოდ ერთი ღამის ფარგლებშია მოხიბლული.
-დამაცადე! ისე მოიქეცი როგორც მე ვიტყვი!
-კარგი.
ანასტასიამ ყურმილი გათიშა და დიმიტრისთან კიდევ ერთი გრძელი საუბრისათვის მოემზადა.
*************************************************************************************************************************

-სამსახური უნდა იპოვო ნინე!-ხმამაღლა დაიყვირა ქეთომ.
-არ გამომდის დედა!-ყვირილითვე უპასუხე ნინემ.
-ეცადე და გამოგივა!-ვულკანივით ამოიფრქვა ქეთევანი.-მამაშენს კინაღამ საქმე ჩაუვარდა, უამრავი ვალი აქვს! იტალია, დამოუკიდებლად ცხოვრება და მოგზაურობა თუ გინდა მაშინ ცოტა უნდა გაისარჯო ნინე! აიიჰ! გგონია ყველაფერი ასე იოლად მოდის?! ახალგაზრდა, ლამაზი და ჭკვიანი ხარ! შენთვის ყველა კარი ღიაა! გამოიყენე ეს შანსი ნინე, გამოიყენე!
-რა შანსი დედა?!-ხორბლისფერი მკლავები გაშალა ნინემ.-რა შანსი?! ციდან ცვივა ვაკანსიები?! ოცი წლის ვარ, გამოუცდელი და დაბნეული! -ხელისგულები ერთმანეს შემოჰკრა გოგომ.-დამთავრდა! აქ წყდება ჩემი აღწერა და ყველაფერი სრულდება ფრაზით : „მოვიფიქრებთ და თუ აგიყვანთ დაგირეკავთ.“ გაიგე?!-სხაპასხუპით მიაყარა ნინემ დედას. მწვანე ცეცხლი დაენთო თვალებში, შეღებილი წარბები რისხვით შეკრა, სპილენძისფრად აუევარდა მხრებზე ჩამოშლილი წითური დალალები.
-რა მოხდება ჩვენ, რომ არ გყავდეთ?! ნიტამ და ლუკამ გზა გაანეს, არადა შენზე უმცროსები არიან, შენც უნდა მიაღწიო რამეს ნინე. დროა უკვე დრო.-გადაქანცული ქალი სკამზე ჩამოჯდა. გოგონამ პირველად იგრძნო ქეთევანი მხრებზე აკიდეული ტვირთის სიმძიმე და დედა შეეცოდა. ზედმეტად ჭირვეულობდა, უფრო შემართებით უნდა ეცადა და წარუმატებლობის შემთხვევაში არ დანებებოდა.
-კაი დე,-მოეხვია დედას.-რამეს ვიზამ არ ინერვიულო, თუნდაც დამლაგებლად ვიმუშავებ. ხომ იცი, მე არ დავიკარგები!
-ჰო, შენნაირ პატარა ჭინკას რა დაკარგავს!-ჩაიცინა ქეთომ.
-აააიჰ! დედა ეს რა ლაპარაკია?!-თვალები გადმოკარკლა ნინემ.-როგორ შეიძლება ასეთ სენტიმენტალურ წუთებს, რომ აფუჭებ!
-კარგი, ნუ ქოთქოთებ თავი ამატკიე!-სკამიდან წამოფრინდა ქეთო.
-ყოჩაღ დედა! გამაოგნე! ყოჩააღ!-ტუჩის კუთხებიი ძირს დაუშვა გოგონამ.
-ნუ იმანჭები! მაიმუნს გავხარ პატარა ალქაჯო!-ლოყები დაუჩქმიტა და თმები აუჩეჩა დედამ შვილს.
-აი! ისევ ბრავო! ისე ხომ არ ვგავარ გაბუჩქულ კაქტუსს, მიდ აბა დამიმატე! მართლა ალქაჯს დამამსგავსე, ასე სამსახურში კი არა ჯოჯოხეთშიც არ შემიშვებენ!-ისევ ხელების ქნევას მოჰყვა გოგო.
-ოო, წავედი ნინე!-თვალები გადაატრიალა ქეთევანმა.
-შენ კი არა მე წავედი! სამსახური უნდა ვიპოვო!-არტისტულად შესძახა ნინემ და ჩორთით გავარდა დერეფანში.
-ღმერთო, ამას რამე უშველე რა!-ცოცხი გაიქნია დედამ.
***************************************************************************************************************************
ნინეს ამდენი ფიქრისაგან უკვე თავი სტკიოდა, მაგრამ მაინც ვერაფრით მოიფიქრა რისი გაკეთება შეიძლებოდა.
ნინე მართლა ძალიან ჭკვიანი გოგონა იყო, ცოთა დაბდურა თუმცა პუნქტუალური, შემოქმედებითი, მხიარული და დიპლომატიურად საუბარიც მშვენივრად ეხერხებოდა. თან გარეგნობა ხელს უწყობდა.
სამწუხაროდ, ჯერ არასრული განათლებით ვერსად დაიკვეხნიდა, არადა სამსახური ძალიან სჭირდებოდა, უკვე მართლა იყო მუშაობის დაწყებია და კარიერის აწყობი დრო.
-ჯანდაბა!!!-ამოიგმინა.-სად სიკვდილში წავიდე?! ვის რა ჯანდაბად ვუნდივარ?!
ბოლოს, გადაწყვიტა ისევ თავის ფეხებს მინდობოდა და ქუჩაში გაჭრილიყო სასეირნოდ, სუფთა ჰაერი გონებას გაუხსნიდა და გზადაგზა განცხადებებსაც შეავლებდა თვალს.
ღრმად ჩაისუნთქა, შავი კლასიკური შარვალი მაღალძირიან, შავ კედებზე ჩაიცვა, ზემოდან ნაცრისფერი, წარწერებიანი, გრძელმკლავინი მაისური გადაიცვა(საღამოობით გრილოდა ხოლმე) და „საქმეს“ მიაშურა.
ვინ იცის, ამჯერად სადღა მიიყვანდნენ თავისი დაკაწრულ-დაკბენილი ფეხები?!
*********************************************************************************
ანასტასიამ როგორც იქნა დაითანხმა დიმიტრი. ახლა მხოლოდ სარძლოს პოვნაღა დარჩა.
-აბა, მითხარი ვის იცნობ ისეთს კარგი გოგო, რომ იყოს და მასთან მხიარულად გრძნობდე თავს.-ხელები გაშალა მან.
-ნათიას, მარიშკას, სალის, ანას...
-ის ვისთანაც არ წოლილხარ!
-ნინეს.- სილუეტის ფანჯრიდან დანახვაზე დაუფიქრებლად წამოსცდა დიმიტრის.-არაა, მაგას არ ვიცნობ უბრალოდ... ვხედავ... ისა...
-ვინა ნინე?!-თვალები გაუბრწყინდა დედას.
-ნინე!-წამოიძახა დიმიტრიმ. კვლავ ფანჯარას მიაშტერდა.
-ჰო ნინე!-კვერი დაუკრა ანასტასიამ.
-არა არა დედა! ნინე!-კარი გამოაღო დიმიტრიმ და ქუჩაში ტაატით მოსეირნე ნინეს ჟღალლ თმებს ჰკიდა თვალი.
-დიმიტრი?!-გაოცებით იკითხა გოგომ.
-ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდა შენი ნახვა!-აღფრთოვანებით გადაეხვია გოგოს.
-რა?! აა! ჰა!-თვალები დაჭყიტა ნინემ. თან დიმიტრის ჩასძახა.-ნახევრად შიშველი მეხუტები რა სიკვდილი და ოხრობა გეტაკა ყველა ნეკნი, რომ გადამიმტვრიე?!
-დედაჩემი საცოლეს ეძებს ჩემთვის, სასწრაფოდ უნდა გაგიყვანო პერიმეტრიდან, თანაც მეც უნდა მოვშორდე თორემ ტვინი ყველა უჯრედიი მიკვდება. ვითომ ჩემთან შესახვედრად მოხვედი.
-და დედაშენს ვინ ვეგონები?!-ბრზაით ჩასჩურჩულა.
-ვინ და ვინც. სამაგიეროდ ჩემი ცოლობისაგან უსაფრთხო და დაცული იქნები.
-დედაშენი მაინც ვერ დამარწმუნებს.
-ცდები, მას იშვიათი ნიჭი აქვს.
სანამ კიდევ რამეს იტყოდნენ ანასტასია თავზე დაადგათ. დიალოგი მეტისმეტად სწრაფ რეჟიმში გაიმართა და ქალს არაფერი შეუმჩევია.
-დეეე, ნინე უნდა მოსულიყო და გავალთ ჩვენ კაი?!-გაიღრიჭა დიტო, ნინეს დასწვადა და ლამის გვეძე გაათრია.
-მოიცა, ეს რა ლამაზი გოგოა, დამაცადე გავიცნო. მოდი აქ შვილო!-ახლა ანასტასიამ გაქაჩა ნინე.
-დედა ჩვენ საქმე გვაქვს!-კბილებს შორის გამოსცრა დიტომ.
-ეგ საქმეები მოიცდის. თანაც შენთან ჩაცმულ გოგოს პირველად ვხედავ და დამაცადე.
-ისაა, ქალბატონო, საერთოდ მე სახლში მივდიოდი.-სუნთქვაშეეკრა ნინეს.
-სახელი გვარი და სად სწავლობ შვილო?
-ნინე ლიპარტელიანი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტიდან.
-გასაოცარია!-ტაში შემოჰკრა ქალმა. შემდეგ შემხტარი და დამფრთხალი ნინე დაატრიალა.-იდეალურია!-ისევ შეხტა გოგო.
-რა ხდება?!
-დიტოს ცოლი სჭირდება, ექვსი თვით! ხელს კონთრაქტს მოაწერ, ფიქტიურად იქნებით ცოლ-ქმარი და მერე გაცილდებით!-ჩამოურაკრაკა.
-არ მაწყობს! არ მინდა!-ხელები აიქნია და ადგილიდან წამოვაარდა ნინე.
-არაა გინდა!-იესვ დივანზე დაახეთქა ქალმა.
-მე სამსახური მინდა და არა გათხოვება ქალბატონო!
-ამაშიც გადაიგხდით ხელფასს!
-გასაყიდ ჯორს ვგევარ?!-დაიყვირა ნინემ.
-არა ნინე! ძალიან კარგ სარძლოს გევხარ! გადამარჩინე თორემ მამამისი მეც გამშორდება, ამასაც ქუჩაში გააგდებს და ჩვენი ოჯახი დაინგრევა.-თავი მოისაწყლა ანასტასიამ.
-რა მყიფე ყოფილა ოჯახი რომელიც სისულელის გამო ინგრევა!-ამაყად თქვა გოგომ.
-ასეთი გულცივი ნუ იქნები შვილო!
-არავარ თქვენი შვილი! ან საერთოდ რატომ მე?!
-შენ წესიერი გოგო ჩანხარ! დიტოს მოსწონხარ!
-დედა!
-ენა ჩაიგდე! ხმა გაიწყვიტე თრემ ენას ამოგადღლიზავ და საჯიჯგნად ღორებს მივუგდებ დიმიტრი!
-ქალბატონო!
-ნინე! დამთანხმდი!
-არ მინდა სახლში მივდივარ!-კატეგორიულად განაცხადა.
-მოგყვები! ამაზე შენს მშობლებს დაველაპარაკები!-რას ლაპარაკობთ?! დეაჩემი დამკლავს! გამატყავებს!
-დაწყნარდი და გამიძეხი!-ხელით ანიშნა ქალმა გოგოს გასასვლელისაკენ.
დიმიტრიმ საწყლად აიქნია ხეები თავს ხევით ძალა არ მაქვსო და დაიღმიჭა.
ცოტა ხანში ნინე უკვე სახლშ მიდიოდა და თავი სულელურ მახეში ეგონა. ასეთ ბანალურ და იდიოტურ სიტუაციაში ჯერ არ ყოფილა. მსგავსი იდიოტობები ნეტავ კიდევ როდის ხდებოდა?!
*გარიგებით თუ გამათხოვეს მერე მექნება საქმე საცინლად! ეს ქალი მანიაკია და სახლში მიმყავს, დედა მომკლავს!“ გაუელვა თავში.
*******************************************************************************************************************************
ნინეს ოთახის კარი დედამ შეაღო.
-აბა! უთხარი, რომ მსგავსი დებილობა ჯერ არ მოგისმენია და გაუშვი არა?!-საწოლიდან წამოფრინდა ნინე.
-მე ძალიან მომეწონა ეს იდეა! მამაშენსაც დავურეკე და მითხრა ჩემ ფერია დაეკითხეთო!
-„მეღადავები“?-პირი დააღო გოგომ.
-არა! ექვსი თვე არაფერია! ფიქტიური ქორწინებაა! ცალ-ცალკე დაიძინებთ! გევალება სახსი ელემენტარული წესრიგი დაიცვა და სააგენტოს საქმეებში დაეხმარო. კარგი მეგობრობა გევალებათ სხვა არაფერი. მამაშენსა და ბიძაშენს ახლა უჭირთ ნინე! ფული სჭირდებათ1 ამ ქალის ქმარი ცნობილი კაცია დაგვეხმარება! თანხა ძალინ კოლოსალური იყო თუმცა თუ დათანხმდები იმის მინიმუმს აიღებ.
-დედა „შაყირობ“?! რომელი საუკუნეა?! ან რა ბანალურობაა?! კაი რა!
-ფსკერიდან ამოგვათრვს ეგ ბანალურობა!
-სამაგიეროდ ვიყიდები! განათხოვარი ვიქნები და უბედურის იარლიყს ამაკრავენ! ჩემი პრესტიჟი და სტასტუსი?!-დაიბუზღუნა გოგომ.
-ნინე არაფერს არ გაძალებ! დიმიტრი არ მოგწონს?!
-ეს სარფიანი გარიგებაა და მეტი არაფერი!
-გადაწყვეტილება შენეა ჩემო ლამაზო.
-ოოოფფფფჰჰჰჰ!
*****************************************************************************************************************************
აეროპორტში გრილოდა. უეცრად ბრბოში ერთი ყვითელი თავი გამოიკვეთა და გიჟივით გამოიქცა წითელი თმის გორგალისაკენ.
-ნინეეე! როგორ მომენატრე! უამრავი საჩუქარი ჩამოგიტანე!-ხარხარებდა მარიამი.
-წამოდი დროზე რაღაც უნდა მოგიყვე!-ტაქსისაკენ გაათრია ნინემ მარი.
******************************************************************************************************************************
-აი, ასე იყო. არ ვიცი რა ვქნა, თან თითქოს მინდა, თან უპრინციპოდ გამომდის.
-კაი რა!-ნინეს ოთახში ისხდნენ.-მაგარ ქორწილს გადიხდი, კარგად იქეიფებ, იცეკვებ გაერთობი! მეტი რა გინდა ნინე?! ჰო, რაღაც პონტში პროვინციულად ულზე დახარბებაა მაგრამ მამაშენს უჭირს. შანსი გაქვს!
-ალბათ.
****************************************************************************************************************************
კვირა საღამო იყო. ლიპარტელიანები მისაღებში შეკრებილიყვნენ.
-მოკლედ...-ამოიქშინა ნინემ.-რაღაც გადავწყვიტე...
ოთახში არსებული ჰაერიც კი დაამძიმა მოსალოდნელი პასუხის მოსმენისაგან გამოწვეულმა და დძაბულობამ.
-ზედმეტად ბევრი პრობლემა მექმნება ამ ნაბიჯის გადადგმისა. ყველაფერ ძვირფას და საკუთარ „მეს“ ფეხქვეშ გავთელავ. არ შემიძლია...

ქეთევანმა ამოიხრა, სიმწრით გაიცინა, თუმცა მაინც ცრემლა აუჭყვიალა თვალები.
-ჯანდაბა!-ჩაიბურტყუნა ნინემ.
პ.ს მოგესალმებით სიყვარულებო. საიტი გასწორდა და მაშინვე შემოვქნადი. იმედია მოგეწონათ. ცოტა წავუბანალურე და ძალიან ბევრს ვფიქრობდი დამედო თუ არა. თქვენი აზრი მაინტერესებს თითოეულ პერსონაჟზე. ცოტა ვღელავ ზედმეტად ხომ არ გადავამლაშე. მოკლედ, გაგრძელები შიში მაქვს და უმორჩილესად გთხოვთ გამიზიაროთ საკუთარი აზრი.



№1 სტუმარი მოცინარი

რა კარგი იყო! შემდეგი თავი მალე დადე, და ნინე არ დამიჩაგრი!

 


№2 სტუმარი Guest ლელა

ძალიან კარგია და აუცილებლად გააგრძელე. ველოდები სულმოუთქმელად.

 


№3  offline წევრი Kalina

აუ, არა რა ექვსთვიანი ცოლობა!
ეს გოგო, აუქციონზეა თუ რა!
და ის ქალაჩუნა დიმიტრი კიდე აი...
ღმერთო, შენ უშველე ესეთ ბიჭებს!
არც კი სცადო, რომ ეგენი ერთად ,,ეგრე" იყვნენ.
აუ, როგორი უთავმოყვარეობაა ქეთოს მხრიდან.
რა ვალები, რის ვალები, არ გამაგიჟოთ.
Oh god.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4  offline წევრი blue witch

ჰო მეც მასე ვფიქრობ. უბრალოდ რაღაც საოცრება უნდა მომხდარიყო. წარმოდგენა არ მაქვს საიდან მომივიდა ეს აზრი. ისე თუ დაუკვირდებით, ქეთო ძალიან ზღუდავს თავის შვილს, ყოველთვის მეტს მოითხოვს მისგან, მართლა არაფერი მოსწონს ნინეს გაკეთებული.აქ რაღაცეები კიდევ შეიცვლება და გპირდები ყველაფერს ბანალური განვითარება არ ექნება.

მარიკუნაა♥️
აუ, არა რა ექვსთვიანი ცოლობა!
ეს გოგო, აუქციონზეა თუ რა!
და ის ქალაჩუნა დიმიტრი კიდე აი...
ღმერთო, შენ უშველე ესეთ ბიჭებს!
არც კი სცადო, რომ ეგენი ერთად ,,ეგრე" იყვნენ.
აუ, როგორი უთავმოყვარეობაა ქეთოს მხრიდან.
რა ვალები, რის ვალები, არ გამაგიჟოთ.
Oh god.

ვიცი იმედი გაგიცრუვდა მაგრამ მართლა ასე დამჭირდა ყველაფრის განვითარება. კითხვის გაგარძელებას ვერ დაგაძალებთ. მადლობა, რომ აქამდე მომყევით.

 


№5  offline წევრი Hot Chocolate

Kiralik asks daemsgavaa peoplee!

 


№6  offline წევრი blue witch

Hot Chocolate
Kiralik asks daemsgavaa peoplee!

ცოტათი კი მაგრამ სიმართლე გითხრა ყველაფერი ისე არ მოხდება თქვენ რომ ფიქროთ და თუ არ მოგწონთ არ გავაგრძელებ.

 


№7  offline აქტიური მკითხველი Anuki96

blue witch
Hot Chocolate
Kiralik asks daemsgavaa peoplee!

ცოტათი კი მაგრამ სიმართლე გითხრა ყველაფერი ისე არ მოხდება თქვენ რომ ფიქროთ და თუ არ მოგწონთ არ გავაგრძელებ.

რას ქვია არ გააგრძელებ. ისტორია სრულად უნდა შეაფასო და არა თავების მიხედვით. იქნებ ამ თავში იყო საჭირო ბანალურობა მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ამ პატარა მომენტით მთლიანი ისტორია გაბანალურდა. დაასრულე და ბოლომდე და მერე გავარკვევთ ბანალურია თუ არა.

 


№8  offline წევრი blue witch

Anuki96
blue witch
Hot Chocolate
Kiralik asks daemsgavaa peoplee!

ცოტათი კი მაგრამ სიმართლე გითხრა ყველაფერი ისე არ მოხდება თქვენ რომ ფიქროთ და თუ არ მოგწონთ არ გავაგრძელებ.

რას ქვია არ გააგრძელებ. ისტორია სრულად უნდა შეაფასო და არა თავების მიხედვით. იქნებ ამ თავში იყო საჭირო ბანალურობა მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ამ პატარა მომენტით მთლიანი ისტორია გაბანალურდა. დაასრულე და ბოლომდე და მერე გავარკვევთ ბანალურია თუ არა.

ჰო ამ თავში დამჭირდა, მაგრამ თუ დააკვირდებით ესეც საკმაოდ კომედიური სიტუაცია იყო რაღაც მხრივ .

 


№9  offline წევრი Kalina

მე შუა გზაში არ ვტოვებ
არავის და არაფერს.
ჩვეულებრივი შეფასება იყო ეს
ვითარების,
და არა ისტორიის.
შენ ძალიან ნიჭიერი ხარ და
კარგ რამეს წერ.
გააგრძელე.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№10  offline წევრი blue witch

მარიკუნაა♥️
მე შუა გზაში არ ვტოვებ
არავის და არაფერს.
ჩვეულებრივი შეფასება იყო ეს
ვითარების,
და არა ისტორიის.
შენ ძალიან ნიჭიერი ხარ და
კარგ რამეს წერ.
გააგრძელე.

მადლობა. არ ვიცი რატომ მოაფიქრდა, ძალიან ბევრი ისტორიაა მსგავსი შინაარსით და მოსალოდნელი იყო თქვენი რეაქცია არც მიკვირს. უბრალოდ ეს მაინც კომედიაა და "ქორწინება" სხვა განხრით დამჭირდა. ახალ თავში ყველაფერს გაიგებთ. დაქირავებულ სიყვარულს, რომ მიამსგავსეს არ გამკვირვებია, წორწინება, კომედია და წითელი თმები, მაგრამ ეგ სერიალი მართლა არაფერ შუაშია. მიხარია, რომ ასეთი ერთგული მკითხველი მყავს. არც მე მინდა ისტორიის მიტოვება, ამიტომაც ვაგრძელებ. heart_eyes kissing_heart

 


№11  offline წევრი M-morieli

ტეტაა გოგო ეს რა გამომპარვია მომკალით ვინცხამ:დ არა ძაან მაგარი იყო მართმა. ახლა წავიკითხრ მე და მიკვირს როგორ გამომრჩა არადა ჩასაფრებული ვიყავი როდის დაამატებდი ახალ თავს:დ ბანალურობა ყოველთვის ცუდი არ არის ისევე როგორც ახლა საინტერესო თავი იყო მოკლედ ამ დიმიტრის და ნინეს მშობლები ვინ არიან კაცო ლანძღვაში ბადალი არ ჰყავთ :დ ველოდები ახალ თავს ♡♡

 


№12  offline წევრი blue witch

sa-mira
ტეტაა გოგო ეს რა გამომპარვია მომკალით ვინცხამ:დ არა ძაან მაგარი იყო მართმა. ახლა წავიკითხრ მე და მიკვირს როგორ გამომრჩა არადა ჩასაფრებული ვიყავი როდის დაამატებდი ახალ თავს:დ ბანალურობა ყოველთვის ცუდი არ არის ისევე როგორც ახლა საინტერესო თავი იყო მოკლედ ამ დიმიტრის და ნინეს მშობლები ვინ არიან კაცო ლანძღვაში ბადალი არ ჰყავთ :დ ველოდები ახალ თავს ♡♡

ტეტააჰ! როგორ გამახარე! მეთქი ეს რა ჯანდაბა ვქენი შენ რო დამეკარგე დამეწყო გულის პრანჭვები. იმ დღეს დიდი სისულელე ვქენი. ახალი თავი დავდე და რედაქტირებისას წავშალე. დღეს დავდებ, მაგრამ პატარა იქნება, რა ვქნა უფრო დიდს ვერ ვახერხებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent