ბედნიერების რეცეპტი (თავი ორმოცდაცხრა)
კოშკში შევიდა, წამიერად გაჩერდა, სიბნელეს შეეჩვია თუ არა, თვალი მოავლო კოშკის პირველ სართულში არსებულ ერთად-ერთ, აწ უკვე გომურად ქცეულ ოთახს. კოშკი რამდენიმე სართულიანი სათავსოსგან შედგებოდა. ერთ დროს მტრისგან თავის დასაცავად აგებულ ნაგებობას, მოსახლეობა აშკარად საქონლის სადგომად იყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ შენობა ახლა ცარიელი იყო, ირგვლივ მაინც თივისა და ნაკელის მწარე სუნი იდგა. მეორე სართულზე ასასვლელ ვიწრო ჭრილთან ხის, უმოაჯირეო კიბე მიედგათ. თუმცა გოგონას კიბეზე აძრომა არც კი უფიქრია, გეზი მარცხენა კუთხისკენ აიღო. იმდენად თავდაჯერებულად მიაბიჯებდა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ კოშკში ადრეც იყო ნამყოფი. სადგომის მარცხენა მხარეს ფარდაგით დაფარული მოზრდილი ხის სკივრი იდგა. სკივრზე გადაფარებული მცირე ზომის მტვრიანი ნაჭერი, ალბათ სამუზეუმე ექსპონატად უფრო გამოდგებოდა, როგორც ხევსურული, უიშვიათესი ორნამენტების ნიმუში. თუმცა დაუდევარი პატრონის ხელში, ჭილობის ნაგლეჯად ქცეული, ახლა მხოლოდ სკივრის საფარებლადღა გამოდგებოდა. სწრაფი მოძრაობით ახადა სკივრს თავი და ყოყმანის გარეშე შიგ ჩახტა. სკივრის ძირიც ანალოგიური ნაჭრის ნაგლეჯით იყო დაფარული. ხელები ფსკერზე მოაფათურა და როგორც კი ერთ ადგილას სიცარიელე იგრძნო, ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა. სხარტი მოძრაობით გადახადა ნაჭრის საფარი, სკივრის თავსაფარს თავადვე მისწვდა და დაკეტა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, სკივრის ძირი აშკარად გახვრეტილი გახლდათ. საკმაოდ ვიწრო ხვრელიდან რიყის ქვით ნაკეთები კიბის საფეხურები ოდავ მოჩანდა. უკვე ესმოდა კოშკში შემოსული ირაკლისა და ზეზვას ხმაც. - აქ არ შემოვიდა, სად გაქრა?! - გაოცებული აცეცებდა თვალებს ირაკლი. - სად წავიდოდა?! - ხის კიბეზე სანახევროდ ასული ისევ უკან ჩამობრუნდა ზეზვა - მაღლა არ ჩანს. ალბათ, თივაში დაგვემალა! ჰა, შენ ფიწალი და ეძებე! - რკინის, საკმაოდ ბასრი სამკაპი გადაუგდო მამაკაცმა. დასაკარგი დრო აღარ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ კიბისკენ ჩასასვლელი ჭრილი საკმაოდ მცირე ზომის გახლდათ, ელენე გვერდულად შებრუნდა და საფეხურებისკენ მოხერხებულად გაძვრა. კიბის საფეხურები მაქსიმუმ ნახევარ მეტრამდე განის, ალბათ ორმეტრა ბახევრამდე სიმაღლის მქონე გვირაბს უკავშირდებოდა, რომელიც თავისმხრივ რამდენიმე ნაწილად იშლებოდა. მარჯვნივ გადაუხვია და გზა ყოველგვარი ყოყმანის გაერშე გააგრძელა. უკანასკნელად აქ ყოფნის შემდეგ აშკარად შეცვლილიყო მგდომარეობა. სიძველისგან დახეთქილ, სიპი ქვისგან ნაგებ გვირაბის კედლებს დაზიანებები მომატებოდა, ზოგიერთ ადგილზე კედლებთან ერთად ჭერიც ჩამონგრეულიყო, მთვარის შუქს გვირაბშიც შეეღწია და მკრთალად ანათებდა. თუმცა მთვარესთან ერთად მიწისქვეშა დინებასაც ენახა გასაქანი, გვირაბის ფსკერი სანახევროდ დაეფარა. გოგონა შეძლებისდაგვარად ცდილობდა დაგუბებული წყლისთვის გვერდი აევლო, თუმცა უშედეგოდ, ფაქტიურად ნახევრად სველი მუხლებამდე გაყინულ წყალში მიაბიჯებდა. სიცივისგან აკანკალებდა, კბილს კბილზე აცემინებდა. - ამათ რომც გადავურჩე, ფილტვების ანთებას ნამდვილად ვერ გადავიტან! - ცრემლებს ძლივს იკავებდა, რომ არ ატირებულიყო. ახლაც ისევ თვალწინ დაუდგა, ბავშვებთან ერთად დახუჭობანას თამაშის დროს როგორ აღმოაჩინა ეს გასასვლელი. ზუსტად ახსოვდა ბავშვებისა და აღმზრდელების შიშით დაზაფრული სახეები, მათი განწირული ელენე. მათი გაოცებული და გახარებული სახეები, როცა გოგონა კომპლექსის მთავარ კოშკში უვნებელი აღმოაჩინეს. ემოციებით დაბრმავებულებს აზრადაც არ მოსვლიათ ეკითხათ, როგორ მოხვდა იქ. ელეს კი მიუხედავად მათი პანიკისა, შიშისა და ცრემლებისა უბრალოდ უხაროდა. თავს დღის მთავარ გმირად გრძნობდა. გმირად, რომელსაც მისი პირადი აღმოჩენა, კოშკებს შორის საიდუმლო გასასვლელი ჰქონდა. სულ რამდენიმე თვის წინ, როცა მუცოს ხეობის შესახებ არსებულ ლეგენდებს თორნიკე უამბობდა, თავადაც მთელი არსებით მოუნდა მისი გაოცება. ვაჟს მისი პატარა საიდუმლო გაუზიარა, გასასვლელი არა მხოლოდ აჩვენა, ამ გზით არაბულთან ერთად მთავარ კოშკამდეც ავიდა. ახლაც ტანში სიამოვნებით გააჟრჟოლა წარსულის გახსენებაზე. - არადა, მაშინ ეს გზა ასე რთულად არ მეჩვენებოდა, არც ამდენი ნანგრევები იყო, არც ეს წყალი... რა შეიცვალა ამ თვეებში?! - შიში სულ უფრო და უფრო ემატებოდა - მიხვდება, უნდა მიხვდეს! - ჩურჩულით, ლოცვასავით იმეორებდა. სიბნელეში თითქოს რაღაცამ გაირბინა, რბილი მასის ტერფებზე შეხება იმდენად რეალურად იგრძნო, რომ ადგილზე შეხტა. შიშისგან კივილი რომ არ აღმოხდენოდა, პირზე ორივე ხელი აიფარა. მხედველობა დაძაბა, გარედან სულ ოდნავ შემოსულ შუქზე აშკარად გაარჩია მასზე არანაკლებ შეშინებული, კუთხეში ბურთივით მოკუნტული თაგვი. საკუთარ სიმხდალეზე თავადვე გაეცინა. - არაფერი განსაკუთრებული, ისევ ძველი ისტორია მეორდებოდა. ისევ გვირაბში დაკარგული პატარა გოგო ხარ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა საკმაოდ სასტიკი მტერი გიდგას კვალში, ისევ გახვალ, ისევ გადარჩები. სხვა გზა უბრალოდ არ გაქვს. სხვაგვარად ვერ მოიქცევი! - ისევ მიიწევდა წინ და ისევ თავადვე იმხნევებდა თავს - სულ ცოტაღა ელე და სამშვიდობოს ხარ! მისმა მეთოდმა აშკარად გაჭრა. ნელ-ნელა აშკარად დამშვიდდა, ახლა მხოლოდ სიცივეღა აწუხებდა. მისი გამოთვლით სავარაუდოდ თხუთმეტ წუთამდე გზა კიდევ ექნებოდა დარჩენილი და გვირაბის ბოლოსაც მიუახლოვდებოდა. ფრთხილი ნაბიჯით მიიკვლევდა გზას და რაც უფრო უახლოვდებოდა მიზანს უფრო და უფრო უხაროდა. როგორც იქნა მიაღწია დანიშნულების ადგილამდე. გვირაბის ბოლოს ისევ დაინახა ხის კარი. - მოვედი, როგორც იქნა მოვაღწიე! - ბედნიერებისგან ადგილზე ხტუნაობდა. საკმაოდ ვიწრო კარი კმაყოფილმა გამოხსნა, თუმცა მოულოდნელობისგან ღიმილი სახეზე შეაშრა. თვალებს არ უჯერებდა. კოშკში შემსვლელი კედელი ჩამოშლილიყო და შიგნით შემავალი ქვა-ღორღს დაეფარა. - შეუძლებელია! - სასოწარკვეთილს მუხლები მოეკვეთა - შეუძლებელია, ღმერთი ასე არ გამწირავს! თუმცა ფაქტი ფაქტად რჩებოდა. მთავარ კოშკში ასასვლელი გზა აღარ არსებობდა. სახელდახელოდ ნაკოწიწები მხნეობისგან აღარაფერი შერჩენოდა. მთელი სხეულით აცახცახებული მიწაყრილს ხელებით ფხოჭნიდა. მისი სიფრიფანა თითებით ცდილობდა ბარიერის მოშორებას, თუმცა აშკარად უშედეგოდ. მოზრდილ ქვებს ძვრაც ვერ უყო. გვირაბს მეორე მხრიდან მოსდგომოდნენ დათა და თორნიკეც. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავდა, არაბული ნათლად გრძნობდა ელენეს იქვე ყოფნას. საკუთარი ძალებით მონდომებით ცდილობდნენ ბარიერად ქცეული კედლის კარღვევას. უმისამართოდ ისროდნენ ქვებს, ახლა მთავარი გოგონამდე მდევარზე ადრე გაღწევა იყო. დროს არც ირაკლი და ზეზვა კარგავდნენ. ფიწალი რამდენიმეჯერ მოიქნიეს თივის გროვაში, მალევე მიხვდნენ, რომ გოგონამ თავშესაფრად სულ სხვა ადგილი გამოიყენა. მათი ყურადღება აშკარად უადგილო ადგილას მდგომმა მოზრდილმა სკივრმა მიიპყრო. არც შემცდარან. სკივრს თავი ახადეს და საიდუმლო გასასვლელის ხვრელიც შეამჩნიეს. -აი, თურმე სად წასულხარ პატარა ალქაჯო! - ღრენით გამოსცრა კბილებში ირაკლიმ. - გეგონა მხოლოდ შენ იცი ეს გზა?! შეცდი ქალბატონო, მერედა როგორ! - მუქარით აბრიალებდა თვალებს ზეზვაც. - ეს გზა სად მიდის? - სულ რამდენიმე თვის წინ, მთავარ კოშკში ადიოდა. თუმცა ამას წინებზე მიწისძვრისგან დაზიანდა და შესასვლელი მიწამ დაფარა. - ანუ, გინდა მითხრა, რომ ხვრელი მეორე მხრიდან ამოქოლილია?! - გაგონილით აშკარად კმაყოფილი მხიარულად ახარხარდა ირაკლი. - ასე გამოდის. ის ლაწირაკი გოგო მისივე ხაფანგში ისე გაება, ხელის გასვრაც არ დაგვჭირდა! - არანაკლებ კმაყოფილი გახლდათ ზეზვა. - ვერ მიგიხვდი?! - ინტერესით ჩაეკითხა ირაკლი. - ამ ხვრელსაც თუ ამოვქოლავთ, რაც რთული ნამდვილად არაა, გირაბიდან გამოსვლას ვეღარ მოახერხებს. გიგაურის ქალბატონი ისე გაქრება, მის ცხედარსაც კი ვეღარ იპოვიან. - და, ამოქოლვას როგორ აპირებ? - სკივრი ისე გადმოვაბრუნოთ, რომ ხვრელი მთლიანად დაფაროს, არა მგონია იმდენი ძალა ჰქონდეს, რომ ამ ჯაბახანის გაწევა მოახერხოს! - მართალია ზედმეტად სასტიკი ხარ, მაგრამ ჭკვიანურია! - მამაკაცის აზრი მოეწონა ირაკლის. ზეზვასთან ერთად სკივრს დაეჯაჯგურა. თუმცა ერთი შეხედვით მსუბუქი ყუთი, სულაც არ აღმოჩნდა იოლად დასაძრავი. ტყვიასავით მძიმე ნივთს ორივენი მთელი ძალით ეჯაჯგურებოდნენ. როგორც იქნა მიზანს მიაღწიეს. თითქმის გაქვავებული სკივრი ადგილიდან დაიძრა, მოწყვეტით გადმობრუნდა და ხვრელი მთლიანად დაფარა. ვარდნისგან სანახევროდ დაშლილ სკივრს ზემოდან თივაც მიაყარეს და საბოლოოდ მოსპეს იქ ხვრელის არსებობის კვალიც. - ესეც ასე, ვნახოთ რას მოიფიქრებ თავის დასაძვრენად ქალბატონო ელენე! - კმაყოფილი ქირქილებდა ზეზვა. - ახლა წავიდეთ, დანარჩენებსაც მივხედოთ! - საკუთარი ნამოქმედარით ზედმეტად კმაყოფილი ღიმილით გამობრუნდნენ კოშკიდან. ტყის მასივში შეუჩნევლად გამაგრებულიყო აბულაძე პოლიციის სპეცჯგუფთან ერთად. მოლოდინაშვილის ბრძანების მოლოდინში, იქიდან აკვირდებოდნენ ზეზვას და ირაკლის, რომლებმაც ვიწრო ბილიკებით ისევ გადაკვეთეს სათიბები და ტყის მასივისკენ, სწორედ მათი საფარისკენ აიღეს გეზი. წყვილმა თავი სამშვიდობოს დაიგულა თუ არა, იქვე ხეებთან დაბმულ ცხენებისკენ გაეშურნენ, ის -ის იყო უკვე უნაგირზე უნდა შემჯდარიყვნენ, რომ ზეზვამ შუბლზე იარაღის ცივი ლულაც იგრძნო. - ნაბიჯს გადადგამ და სიცოცხლესაც გამოესალმები! - გიგაურმა კბილებში ზიზღით გამოსცრა. - საინტერესოა. იმედია შენ არ აპირებ ჩემ შეჩერებას! - ხელი აუკრა მამაკაცმა და სხარტი მოძრაობით შეახტა ბედაურს. თუმცა გიგას რატომღაც სულაც არ უცდია მისი შეკავება. ირონიული ღიმილით გაიხედა ტყისკენ. თითქოს მას ელოდნენო, გიგაურის მზერას ჰაერში გასროლილი გამაფრთხილებელი ტყვიების ჯერიც მოჰყვა. გარშემო ამაყად აწვერილი მთები ექოდ გამოეხმაურნენ სროლის ხმას. ელოდნენ როდის შეჩერდებოდა მხედარი. თუმცა მოულოდნელად დაფრთხა ცხოველი, რამდენიმეჯერ ყალყზე შედგა. ცხენზე ამხედრებული მხედარი შებარბაცდა, შექანდა, წონასწორობის შენარჩუნება სცადა ზეზვამ, თუმცა უშედეგოდ. ყალყზე შემდგარმა ცხენმა მაინც მოახერხა მხედრის ჩამოგდება, ზეზვა უნაგირიდან კი გადმოვარდა, მაგრამ უზანგებიდან ფეხის განთავისუფლება ვერ მოახერხა. თოკებში ახლართულ მხედართან ერთად ფაფარაშლილი გარბოდა შეშინებული, თეთრი ბედაური. - არა, რა... ადამიანი ჯიუტი რომ დაიბადება, მისი საშველი არ იქნება. ხომ გავაფრთხლე?! - მხრები უდარდელად აიჩეჩა გიგაურმა. - შენ რას ფიქრობ გიორგი? - გვერდულად გახედა ფარნავაზმა იქვე მდგომ აბულაძეს. - ბიჭები გაჰყვებიან. იმედია ცოცხალს მიუსწრებენ, თუ არადა... - ზეზვას ბედი დიდად არც გამომძიებელს ანაღვლებდა. - წლების განმავლობაში გეჩიჩინებოდი და მაინც ვერ გასწავლე. როცა სახლიდან გადიხარ, უნდა დაიბარო სად გეძებოთ! სხვა თუ არაფერი ოჯახისწევრები ვართ! - ირონიული სიცილით მიუახლოვდა ყოფილ სიძეს მოლოდინაშვილი. - როგორც ვხედავ არ გაგიწირდა ჩემი მოძებნა! - ირონიაში არ ჩამორჩა ირაკლიც. - არა. თუმცა როცა ორთაჭალაში იჯექი, თავს ბევრად მშვიდად ვგრძნობდი! - შენ მაგაზე არ ინერვიულო, ფარნავაზ. ახლა ისეთ ადგილას გადავიყვანთ, რომ საძებარი ნამდვილად არ გეყოლება. - მხარზე ირაკლის ისე დაუტყაპუნა ხელი აბულაძემ, თითქოს დასასვენებლად ეპატიჟებოდა. - საყვარელი სიძის მონახულებას როცა მოისურვებ, ისევ ორთაჭალის ციხეს მიაკითხე, პატიმრებმა განსაკუთრებული კამერა მოუმზადეს. უკმაყოფილო ნამდვილად არ დაგრჩება! - კმაყოფილი იცინოდა გიგაური. - ყოჩაღ, ყოჩარ. ალბათ, ტაშს უნდა გიკრავდე გიგაურო. სულ ეს იყო შენი ძველბიჭობა და ქურდული გაგება?! რომ გეკითხა პროკურატურასთან თანამშრომლობას არ იკადრებდი, თუ ძმიშვილის გამო გაბოზებაც მოსულა? - გიგაურის შინაგან მრწამსზე დარდს ციხეშიც მოასწრებთ, ბატონო ირაკლი, ახლა კი ის გვითხარით ელენე სადაა?!. - ღრენით გახედა იქვე მდგომმა ნიკოლოზმა. - უიფ, ელენე. თქვენი საყვარელი ელენე. სამწუხაროდ არ მახსოვს. ან იქნებ მახსოვს კიდეც?! - ირონიულად იცინოდა ირაკლი - რას გაიგებთ?! - საკმარისია! - ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა მოლოდინაშვილს, აღარც იქ მდგომებს მოერიდა და სპეცრაზმელებს შორის მდგომ სიძეს გაშლილი ხელი მთელი ძალით შემოარტყა. - ოხ. მე შენი! - თავადაც გაიწია მოლოდინაშვილისკენ. თუმცა პოლიციელეებმა მისი დაკავება მოასწრეს, ყოველი შემთხვევისთვის ხელბორკილებიც დაადეს და უკვე მოსული პოლიციის მანქანისკენ წაიყვანეს - ოდესმე, თუ სინდისი ზედმეტად შემაწუხებს, იქნებ გთხოვოთ კიდეც აღსარებისთვის მესტუმროთ მოძღვარო. - ავტომობილში ჩაჯდომამდე პირიდან სისხლი ზიზღით გადმოაფურთხა ირაკლიმ და უკან მდგომებს გამოხედა - მხოლოდ მაშინ, თუ გეტყვით სად ეძებოთ თქვენი საყვარელი ელეს ცხედარი. - ცხედარი? როგორ თუ ცხედარი?! - უკვე დაძრულ ავტომობილს დაედევნა გიგა, თუმცა როგორც კი მიხვდა, რომ პოლიციას ვერ დაეწეოდა, გეზი პირველი კოშკისკენ აიღო. - დამშვიდი, კოში ცარიელია, შიგნით არავინაა, არც ცოცხალი და არც მკვდარი. - ეზოსთან შეეგება ვასიკო. - ელე?! - დაძაბულობისგან სუნთქვა უჭირდა მამაკაცს. - არ ვიცი. ბიჭები ეძებენ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.