სათამაშო (თავი 1)
“რა ახალგაზრდა მოკვდა” ”ღირსი იყო მაგრამ მაინც ცოდოა” ”ახლა ცოცხალი უნდა იყოს და ოჯახზე ზრუნავდეს” ცხედრის კაბას არჩევენ.სამარისებული სიჩუმის დარღვევას ყველა ცდილობს. ზოგი მწუხარებას მოკლედ და ემოციურად გამოხატავს. უმეტესობა კი ტირილსა და გოდებაში ხედავს გამოსავალს. იცხადებენ რომ ასე არ უნდა ხდებოდეს, ამ ქვეყნიდან ბავშვები და ახალგაზრდები არ უნდა მიდიოდნენ. მიცვალებულს ადანაშაულებენ და მრუშობასა და მოღალატეობაში სდებენ ბრალს. ორ კაბას შორის არჩევანს აკეთებენ. ფუსფუსებენ და უნდათ მზრუნველობა გამოიჩინონ დამნაშავე გარდაცვლილის მიმართ. ქალები შემოდიან, მკვდარს უყურებენ, ორ სიტყვას იტყვიან და გადიან. მისაღებში სკამებს ალაგებენ. ცხედარს შავ, გრძელ კაბას აცმევენ. თმას ვარცხნიან და სამკაულებით ალამაზებენ. გარშემო ყველაფერი ისეა როგორიც ყოველთვის წარმომედგინა. მუდამ მაშინებდა და მთრგუნავდა. პანაშვიდის მძაფრი სუნი, სარკეზე აკრული ტილოები, დუმილი, არაფრის მეტყველი ცრემლები. სიჩუმე ირღვევა, ოთხაში კუბო დიდი ხმაურით შემოაქვთ. აივარი არაფერს იმჩნევს, თითქოს რაღაცამ გული დაწყვიტა მაგრამ არც ისე, რომ ტკივილს გრძნობდეს. მამამისთან წყნარად დგას, თავს ისე იჭერს თითქოს დიდი კაცი იყოს, სტუმრებს ხელს რომ ართმევენ და შემდეგ იმავე მტევანს წვერ-ულვაშზე ხვნეშით ისვამენ. ეივა ტირის, ჩუმად, ლამაზად, არ უნდა ვინმემ მისი ქვითინი გაიგოს. იცის, რომ ეს მისთვის ყველაზე საყვარელ ადამიანს არ მოეწონებოდა. მისთვის უცხო იყო საჯაროდ ტკივილის გამოხატვა. მხოლოდ ძლიერი მხარე უნდა გამოემჟღავნებინა. უბრალოდ ზის, ხელები ერთად, მუხლებზე აქვს დაკრეფილი და ელოდება, ელოდება როდის მოვა დრო, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შავ, მცირე ტანისთვის განკუთვნილ კუბოში მოათავსონ. ლურჯ, კამკამა თვალებში ცრემლების კვალი რომ არ ეტყობოდეს, ალბათ ვიტყოდი, მასზე ძლიერი არავინ მინახავს მეთქი, მაგრამ ვშიშობ რომ ამას ვერ ახერხებს. ვიცი გაბრაზებულია, ცხოვრებაზე, მამაზე, აივარზე, ჩემზე... ვიცი საკუთარ თავსაც უბრაზდება. ერთდროულად სტკივა გარდაცვლილის დაკარგვაც და მისი უმოქმედობაც. ხალხის ხმაური იმატებს. აურა იცვლება. ყველა მიცვალებულს მისტირის. მისი სიკვდილი გამო ჯავრობს, მაგრამ იმას ვერ იხსენებენ რომ ყველაფრის შეცვლა მხოლოდ მათ შეეძლოთ! მხოლოდ მათ! მათ სახეებში ვერც იმედგაცრუებას, ვერც ტკივილს და ვერც სევდას ამოიკითხავთ. მხოლოდ ერთი რამ ჩანს - შიში. შიში კაცისა, ბავშვისა, საზოგადოებისა. შიში საკუთარი თავისა! არ ასვენებთ დუმილი მაგრამ ვერც სიტყვას ძრავენ.ცხედარს კუბოში აწვენენ, კაბას ლამაზად უსწორებენ რომ ზედმეტი არაფერი გამოუჩნდეს. ჯერ აივარს უყურებენ, შემდეგ ეივას, ბოლოს კი იწყებენ. იწყებენ კივილს, კივილს იმისთვის რომ ის წავიდა, აქაურობა დატოვა. მაგრამ ვერავინ ხვდება თუ რამხელა შვებაა, მოშორდე ამ დიდ, შავ ჭუჭყს, სადაც მიცვალებულისთვის მხოლოდ სამი ნათელი სხივი ანთებდა. მათ გარდა, ყველაფერი ბნელი და წყვდიადით მოცული იყო. მათი დატოვება კი ძალიან უჭირდა. იცოდა, ამ სხივებს ვერასდროს ნახავდა, მაგრამ დარწმუნებული იყო რომ ყოველთვის მათთან იქნებოდა. კივილი გრძელდება, ბრბოს მღელვარება იმატებს. მე ჩუმად ვარ, ვწევარ. ეს კაბა არასდროს მომწონდა... თავი 1 ლეა სხვა სამყაროში ალბათ იმაზე საუბარს დავიწყებდი თუ როგორი უდარდელი ცხოვრეაბა მქონდა. მოგიყვებოდით ჩემს ბავშვობაზე, როგორ ვუყვარდი ჩემს მშობლებს და როგორ ცდილობდნენ ჩემ აღზრდას. როგორი იყო საბავშვო ბაღის პირველი დღე, როგორ მიყვარდა სკოლა. ვინ იყო ჩემი პირველი სიყვარული და საუკეთსო მეგობარი დიდი ხნის განმავლობაში. როგორ ვიქორწინე საყვარელ ადამიანზე, როგორ მომწონდა მასთნ ერთად ყველაფრის კეთება. რა ემოცია იყო შვილების გაჩენა და მათზე ზრუნვა. მოგიყვებოდით ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტებს, ჩემი ბედნიერების ყველა დეტალს. მაგრამ ვშიშობ, რომ ასეთი ცხოვრება არასდროს მქონია. იმ დღეს სოფლის ჩაბნელებულ გზას ფრთხილად მივუყვებოდი, სანთლებით ხელში. სახეზე უაზრო ღიმილი დამკრავდა, თითქოს პატარა უმნიშვნელო დეტალს გავებედნიერებინე. არ ვარ მიჩვეული ამ სიტყვის თმას, ყოველთვის მაკლდა ცხოვრებაში რაღაც ისეთი რაც ბედნიერს გამხდიდა. იმ წუთას ვგრძნობდი რომ თითქოს ასე აღარ ვიყავი. სახლთან მისულმა ჭიშკრის კარი შიგნიდან გავაღე და ეზოში შევედი. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი რომ სიბნელეს არ წავექციე და ქვებით მოპირკეთებულ მიწაზე არ დავეგდე. ოთახში შესვლისთანავე სიბნელეში, მკვეთრი ფორმის, მოზრდილი სილუეტის ფეხზე წამოდგომა ვიგრძენი და შეშინებული კედელს მივეყრდენი. ფეხსაცმელს ფეხის თითებით ვიხდიდი. მისი თვალები სრულ სიბნელეში თეთრად ანათებდნენ. - მე მხოლოდ სანთელი მოვიტანე. ღამეა და ბავშვებს სჭირდებათ. შუქი დღესაც რომ არ მოვიდა ვიფიქრე დაბანა არ გვაწყენდა... - ამდენი ხანი სანთელს ყიდულობდი? - ღრმად სუნთქავდა, არაფრის დანახვა არ იყო საჭირო, ისედაც გასაგებად ვხვდებოდი როგორი ბრაზი მორეოდა. - მარტოდმარტო გარეთ იმიტომ გახვედი რომ წყეული სანთლები გეყიდა? გგონია მათში ფულის გადაყრა რომ მდომოდა მე ვერ გავაკეთებდი? - მე... ისინი ჩემი ფულით ვიყიდე. - აივარმა თქვა რომ უკვე დიდი ხანია გარეთ ხარ. დაბნელებამდე გასულხარ. - უნდა მშვიდად ილაპარაკოს რომ თავი დაიწყნაროს, ძალა მოიკრიბოს შემდეგ კი გასაკეთებელი გააკეთოს. - ეს მაღაზია არ იყო ღია... - ნეტავ ვისთვის ვყბედობდი ან რის ახსნას ვცდილობდი? ხელი მკლავში ჩამავლო და ოთახისკენ გზა გამიკვლია. ვიცოდი რაც მელოდა მაგრამ ერთ რამეზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა,როგორ ხვდებოდა საით მიდიოდა მაშინ როცა არაფერი ჩანდა? - ბავშვები მარტო დატოვე?! - უკვე დიდები არიან. - ვპასუხობ ჩუმად. არ ვიცი მინდოდა თუ არა ჩემი სიტყვები გაეგო. - არ გესმის! არაფერი გესმის! არ მჭირდება სანთელი! არ მჭირდება! - ყვიროდა ხმამაღლა,თითქოს გიჟი ყოფილიყო. მის ხმაში კანკალს და სიძულვილს ერთდროულად ვგრძნობდი. ვიგრძენი როგორ მომხვდა სახეში რაღაც დიდი ძალა. წონასაწორობა ვერ შევინარჩუნე და საწოლზე დავეცი. ხმა არ ამომიღია, ტირილს ვერ ვბედავდი, ვიცოდი უარესი მელოდა ამას თუ გავაკეთებდი. ყელში დიდი ბურთივით გამეჩხირა ნერწყვი, ისე რომ ვერაფრის თქმას ვერ ვახერხებდი. - მაპატიე. - ამოვღერღე ბოლოს. ო, ღმერთო, სულ ასეთი სულელი როგორ უნდა იყო, ლეა?! ჩემი თავი მძულდა ამ სიტყვების გამო. ისიც მძულდა. ოთახს გაცილდა, გავიგონე როგორ გაიჯახუნა საძინებლის თხელი კარი და როგორ დაიწყო გინება მისაღებ ოთახში. ერთიანად გავსკდი. ამიტყდა ტირილი. ვცდილობდი თავი მალე დამემშვიდებინა, რადგან ჩემი ქვითინი არ გაეგო. არ ვიცი ეს რატომ მსურდა, მეშინოდა თუ პირიქით, ჩემი სიძლიერის დამტკიცება მინდოდა. ვხვდები, რომ ჩემში ძლიერების არავითარი ნაპერწკალი არ ცხოვრობს. მინდოდა მეყვირა, მეყვირა, რომ ყველას გაეგო ჩემი ხმა, მთელ სოფელს, მთელ ქვეყანას, მთელ კონტინენტს და მთელ პლანეტას. მინდოდა ჩემი სუსტი, უძლური ხმა ყველასთვის გამეგონა. სანაცვლოდ კი სუნთქვა რამდენჯერმე შევიკავე, დავწყნარდი და მისაღებში გავედი. სანთელი მაგიდაზე იდო და ყვითლად ბჟუტავდა. აივარი ცეცხლში თითებს ათამაშებდა, ეივა რაღაცას ხმადაბლა მღეროდა. მათ შორის ჩემი ჩაფსკვნილი, მხარბეჭიანი ქმარი იჯდა, რომლის ჩრდილიც მის უკან კედელზეც არ ეტეოდა. მისი სახის დანახვისას შიშის გრძნობა კვლავ დამეუფლა. ცხვირის მარცხენა მხარე ზიზღისგან ოდნავ მაღლა აეწია, წვერ-ულვაში ყალყზე დადგომოდა და ისედაც გადაბმული სქელი წარბები ერთმანეთს უარესად შერწყმოდა.მის არაფრისმეტყველ თვალებში სიძულვილის მეტს ვერაფერს დაინახავდით. ცალი ხელი აივარისთვის გადაეხვია და მკაცრად უჭერდა, მეორეთი კი წვერს ისწორებდა. ძლიერად და ღრმად სუნთქავდა როგორც ყოველთვის. - გშია? - ვიკითხე ჩუმად, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ. - არა! - უკმეხად მპასუხობს. იქვე საათს შევხედე, 9 სრულდებოდა. მეძინებოდა და თან დაწოლა არ მინდოდა. ეივას მივიუახლლოვდი, ვუთხარი რომ მათი ძილის დრო იყო. გოგონა მაშინვე წამოხტა, აივარმა კი იუარა, განაცხადა რომ უკვე დიდი იყო და დასაძინებლად როცა მოუნდებოდა მაშინ დაწვებოდა. შემდეგ კი მამამისს გადახედა და ამაყად გაუღიმა. იმ დროს საკუთარი შვილისაც კი მეშინოდა, ისე მიყურებდა თითქოს მისთვის უცხო ვყოფილიყავი. მინდოდა მისთვის რაღაც მეთქვა, თუნდაც ერთი სიტყვა, რამე რაც თავს უკეთ მაგრძნობინებდა მაგრამ ვერ შევძელი. ეივას ხელი მყარად ჩავჭდე და ოთახიდან გავედი. ხაკისფერი, გრძელი კაბის გახდაში დავეხმარე. მიღიმოდა და ვგრძნობდი, ეს ღიმილი ყველა ჩემ გრძნობაზე მაღლა იდგა. მოკლე საღამური ჩავაცვი. საწოლს ზეწარი გადავაძრე, ის კი მაშინვე შეხტა. - გთხოვ რამე მომიყევი. - კვლავ მიღიმის. მის ნაკვთებს ვაკვირდები. ნაზ კანზე ხელს ვუსვამ და ვეფერები. - ზღაპარი? - არა. - თავს აქნევს. ლურჯი, მკვეთრი თვალებით მიყურებს, არავინ მიცქერს ისე, როგორც ეივა. - აბა? - უბრალოდ მითხარი, მამამ ოთახში რატომ წაგიყვანა? ყოველთვის როცა ბრაზდება ოთახში მიჰყავხარ და იქიდან ნამტირალევი გამოდიხარ. ყვირილიც ისმის მუდმივად... აბრაზებ, თუ რატომ გიყვირის. - ამაზე ნუ იფიქრებ კარგი? - ვხვდები თვალები ცრემლებით მევსება, შემდეგ ჩემ სახეზე გორდება და ეივას ზეწარზე წვეთებად ეცემა. - უბრალოდ დამპირდი რომ ამაზე არასდროს იფიქრებ. კიდევ უნდა დამპირდე რომ ბედნიერი იქნები. ბედნიერი იქნები როცა გაიზრდები. - ვჩუმდები. თითქოს ნერწყვი ყელში გამეჩხირა. არ ვიცი ხმის ამოღებას როდემდეე ვერ შევძლებ. ეივა ჩემგან რაღაცას ელოდება. ვხვდები რომ სიტყვებს. სიტყვებს რომლის წარმოთქმასაც ვცდილობ მაგრამ ვერ ვახერხებ. ვუყურებ და ვიცი რომ მასაც ჩემნაირი მომავალი ელის თუ რაიმეს არ მოიმოქმედებს. ვხვდები რომ არაფერს ექნება აზრი თუ უბრალოდ ერთ ადგილას დაჯდება და ჩემსავით ბედს შეეგუება. ვუყურებ მის უსუსურ თვალებს, არაფერი რომ არ აქვს ამ ცხოვრების ნანახი მაგრამ მაინც ბევრი რამ რომ იცის. მის მიმართ ვგრძნობ არნახულ სიყვარულს, სითბოს. ყველაფერს ერთად. ვიცი რომ ეს გრძნობა არასდროს შემიმსუბუქდება. ვიცი იმისთვის გავაჩინე რომ დავიცვა და ვეცადო მის მომავალზე, ბედნიერებაზე ვიზრუნო. მაგრამ მე რა დედა გამოვდივარ მაშინ როცა ვუყურებ და ვერაფერს ვაკეთებ. მხოლოდ ორი სიტყვის თქმა შემიძლია. მხოლოდ ის შემიძლია რომ ვუთქხრა თუ როგორ მინდა ბედნიერი იყოს. - მპირდები? - თავს მიქნევს. ვიცი, ვერ შეძლებს ამას. ვერ შეძლებს აარ იფიქროს იმაზე, თუ რას უკეთბენ საკუთრ დედას მაშინ როცა ოთახში კეტავენ. ვერ შეძლებს გაიგოს რა არის ბედნიერება თუ არ ეცოდინება როგორ გამოიყურება ის. მინდოდა ყველაფერი მეთქვა. მეთვა რას ვგრძნობდი და რა იყო არასწორი ჩემთან მიმართებაში. მინდოდა გაეგო რა ხდებოდა რეალურად. მაგრამ როგორ ამეხსნა ხუთი წლის ბავშვისთვის რომ დედამისს ყოველ ღამე ქმარი აუპატიურებს. დღისით კი მისთვის სხვადასხვა კაცები მოჰყავს, სამაგიეროდ კი ქეიფობს და დროს ლხინში ატარებს. როგორ უნდა ამეხსნა რომ შეიძებოდა ის მამამისის კი არა მისი ძმაკაცების შვილი ყოფილიყო.რა უნდა მეპასუხა როცა მკითხავდა რას ნიშნავს იყო მსხვერპლი, იყო საწყალი და უძლური. როგორ ამეხსნა რომ უბედური ვიყავი მაშინ როცა გვერდით ორი ანგელოზი მყავდა. ერთი, რომელიც იმ წამს გვერდით მეწვა, მეორე კი ნელ-ნელა მიდიოდა და მტოვებდა. როგორ მეთქვა რომ ბედნიერებისთვის მხოლოდ ისინი არ იყვნენ საკმარისნი. - მაშინ მიმღერე. - ვუღიმი და სიმღერას ვიწყებ. *** არასდროს მომწონდა ჩვენი ტრადიციები, კულტურა, წეს-ჩვეულებები. აზრს მოკლებული, ზედმეტად ცივი და უსამართლო იყო. ბავშვობაში ეზოში თამაში მიყვარდა. ამიტომაც იყო რომ მთელი დღე აქეთ იქით დავრბოდი და დაჭერობანას თუ დამალობანას მათთან ერთად ვთამაშობდი. ყოველთვის ყველაზე რთულად მოსაძებნ ადგილას ვიმალებოდი. ამის გამო ხშირად მეჩხუბებოდნენ მშობლები. მაგრამ ჩემსას არ ვიშლიდი. რას წარმოვიდგენდი რომ 12 წლის გოგონას სხეულში შეიძლებოდა რაიმე ისეთი ეპოვნათ რომ მისით ტკბობა მონდომებოდათ. გამოეყენებინათ და სანაგვე ყუთთან მიეგდოთ. ყოველ ღამე, მთელი ბავშვობის განმავლობაში ის აუტანელი დღე მესიზმრებოდა. ღამით ვიღვიძებდი ოფლში გაწურული და შემდეგ ძილს ვეღარ ვიბრუნებდი. მეშინოდა მათი გამოჩენის. მეშინოდა რომ კვლავ მომაყენებდნენ ტკივილს, კვლავ დამიძახებდნენ საშინელ სახელებს. დრო გადიოდა, მე კი ვიზრდებოდი. და მაშინ, როცა ვცადე ყველაფრის დავიწყება, გამოჩნდა ის, თავისი დიდი ამბიციებითა და ოჯახის შექმნის სურვილით, გამოჩნდა და თავი ასე წარმიდგინა: " შენი ქმარი ვიქნები, ეს იცი ალბათ რასაც ნიშნავს"... მამაჩემი კი გვერდიდან მიღიმოდა. ეგონა ამით ბედნიერებას მანიჭებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.