შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლები 1თავი


21-11-2017, 21:38
ავტორი ლორელაი
ნანახია 11 248

ჩემს სახლამდე ასასვლელ ქუჩას, აღმართზე ქვაფენილი მიუყვება. ყოველ დღე სახლიდან გამოსვლისას, ერთი მეორის გვერდით ჩამწკრივებულ ქვებს ხტუნვით მივუყვები ხოლმე ქუჩის ბოლომდე და დაღლილი, ამოვარდნილი გულის დაწყნარებას, გაჩერებაზე მდგარი ვცდილობ. ეს ჩვევა ბავშვობიდან მომყვება და დღემდე ვერ გადავეჩვიე.
სწორედ ამ აღმართს მივუყვებოდით მე და ჩემი მეგობარი ზუკა, მთელი თორმეტი წელი, ერთმანეთის მხარის გაკვრაში და შეჯიბრში, ვინ უფრო მალე მივიდოდა სკოლის ეზოდან აღმართზე, ვარდისფერ, ორსართულიან სახლთან, რომლის წინაც დაბალი მავთულის ღობით შემოღობილ ბაღში, მიწამდე ტოტებჩამოშვებული ალუბლის ხე იწონებდა თავს.
ტრადიცია გვქონდა ასეთი; ყოველ ალუბლობას, ყოველ დღე სკოლიდან მომავალნი, ვჩერდებოდით ალუბალთან და ათასგვარ შეჯიბრს ვაწყობდით მწიფე ნაყოფით გახარებულნი. ეს ჩვენი ერთგვარი რიტუალი იყო, მანამდე სანამ ერთი კუნწულა მაინც ება ხეს. ყოველ ალუბლობას ისვრებოდა სისხლისფერი, ტკბილი ნაყოფით ზუკას თეთრი პერანგი, რომელსაც დედამისი სახლში მომზადებული „კრახმალით“ახამებდა და ჩემი ფერადი კაბები. ყოველ ალუბლობას ვეჯიბრებოდით მე და ზუკა, ვინ უფრო მეტ ალუბალს ჩაიტენიდა ერთდროულად პირში და ვინ უფრო შორს გადააფურთხებდა კურკას. მერე გამარჯვებულის სახელს ალუბლის მწიფე ნაყოფით ვარდისფერ კედელს ვაწერდით და კმაყოფილები მივუყვებოდით აღმართს სახლისკენ.
მე, ზუკა, ჩვენი ქუჩის აღმართი და ალუბალი განუყოფელნი ვიყავით. ზუკა იყო ჩემი მესაიდუმლე და მეგობარი, მან იცოდა ყველაფერი ჩემზე, თვით ყველაზე დიდი და სამარცხვინო საიდუმლოც. ის ერთადერთი იყო, ვისაც ნანახი ჰქონდა ჩემი ნამდვილი სახე და მაინც ვუყვარდი.
ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებოდი, ზუკა სახელმწიფო გამოცდებისთვის. უნივერსიტეტიდან ზუკა მასწავლებელთან მომაკითხავდა და მერე ერთად ვბრუნდებოდით სახლში. ის თორმეტი წელი ზუკას გარეშე არც ერთი დღე არ გამიტარებია.
მათემატიკიდან გამოსულმა, გარეთ მდგარ ზუკასთან ერთად დავიკავე ადგილი ავტობუსის უკანა სავარძელზე. დაღლილებს ერთმანეთის მხარზე გვედო თავი და როგორც ყოველთვის ჩვენს საყვარელ სიმღერებს ვუსმენდით ყურსასმენებში. ავტობუსიდან ჩამოვხტით და აღმართს შევუყევით, ერთდროულად შევჩერდით. ჩვენ წინ ისევ ტოტებდახუნძლული ალუბალი იდგა და თავისკენ გვიხმობდა. ერთმანეთს იდუმალი ღიმილით გადავხედეთ და თავპირისმტვრევით ავირბინეთ ქვაფენილი. იმ დღეს შეჯიბრი მე მოვიგე. ხელში მოვიგროვე მწიფე ალუბალი და ვარდისფერი სახლისაკენ შევბრუნდი, რომ ჩემი სახელი დამეწერა, მაგრამ დაწერა ვერ გავბედე. აქამდე თუ წლობით იყო დაკეტილი ვარდისფერი სახლის დარაბები, ახლა ბოლომდე გამოეღოთ. სარკმელი პირდაპირ ქუჩაში გამოდიოდა და თავისუფლად შემეძლო შიგნით ყველაფერი დამენახა. ვცადე თითის წვერებზე ავწეულიყავი და ოთახში შემეჭყიტა, მაგრამ ოთახი ჩაბნელებული იყო.
- მიდი, ლოლა, დაწერე. თორემ ჩემს სახელს დავწერ. - გვერდით ამომიდგა ზუკა და მთელი მუჭა ალუბალი ჩაიყარა პირში.
სარკმელს თვალი ავარიდე და ჩუმად მივიპარე კედელთან, საჩქაროდ მივაწერე ჩემი სახელი.
- შეხედე, ხმება. - ზუკა ტოტებს ხელს უსვამდა, მომეჩვენა, რომ სევდიანი იყო.
- კარგი რაა, ეს უკვე თორმეტი წელია ხმება. - მხარი სპეციალურად გავკარი და ქვაფენილზე ავხტი. იმ დღეს მთელი ქვაფენილი ალუბლებით იყო მოფენილი.

მეორე დღეს მარტო ვბრუნდებოდი სახლში, ყურში ყურსასმენები მქონდა გაკეთებული და მუსიკას ვუსმენდი. ვარდისფერი სახლის დარაბები ისევ ღია იყო. მის წინ ჩავლისას ძალიან მომინდა ფანჯარაში გადაყუდება და იმ იდუმალი ოთახისა და მისი ბინადრის ნახვა. ფანჯარასთან შევჩერდი, აქეთ-იქით გავიხედე, ქუჩაში თითქმის არავინ ჩანდა, მხოლოდ უბნის ზედამხედველი ნათელა ბებო, რომელსაც მთელი ქუჩა „ნათელა უფროსს“ ვეძახდით, იდგა თავისი სახლის წინ და მორიგ საჭორაო თემას ეძებდა.
- შენ კიდევ ალუბალი უნდა მოიპარო, ლოლა? - ის იყო ფანჯარაში გადახედვას ვაპირებდი, ნათელას ხმამ, რომ შემაჩერა. - რით ვერ გაიზარდე, გოგო?!
- კარგით რა, ნათელა უფროსო, როგორ შემაშინეთ.
- ჰო, შენ ჩემი შეგეშინდეს მარტო, ქურდობა არ გცხვენია, ჰო? - ხელი ამიქნია ზედამხედველმა და თავის ჭიშკარში გაუჩინარდა. - ქურდობის ხსენებაზე გულში უსიამოდ გამკრა რაღაცამ, დავიძაბე.
- ნამდვილი ბუაა, რა. - ნათელაზე გაბრაზებულმა ჩავიბურტყუნე და ისევ ფანჯრისკენ გავაპარე მზერა. ნათელას სიტყვებმა და აღმართზე ავლილი მანქანის ხმამ ჩანაფიქრზე ხელი ამაღებინა და ფანჯარას მოვშორდი.
„ალუბალი წამოგიღო?“ - ზუკას მესიჯი მივწერე და მუჭში ნაყოფის მოგროვება დავიწყე.
„მაგას კითხვა უნდა?“ - ზუკას მესიჯის წაკითხვის შემდეგ ღიმილით დავაბრუნე ტელეფონი ჯიბეში, ერთხელ კიდევ შევავლე თვალი ვარდისფერი სახლის დარაბებს და აღმართს ავუყევი.
ზუკას სახლში ყოველთვის ისე შევდიოდი, როგორც საკუთარში, დედამისი, ნათია დეიდაც ყოველთვის შვილოს მეძახდა.
- მძინარა, მოვედი. - ზუკას ოთახის კარი დაუკაკუნებლად შევაღე და საწოლზე წამოგორებულ ზუკას გვერდით მივუჯექი. - რას უყურებ? - მუხლებზე დადებულ ნოუთბუქზე მივანიშნე.
- არაფერს, - ჩემდა გასაკვირად ზუკამ ნოუთბუქი დახურა და გვერდით იატაკზე გადადო. - მომიტანე ალუბალი?
- ხო.
- რა კარგი გოგო ხარ, ლოლა. - ზუკამ ორივე ხელი ლოყებზე მომკიდა, მიჩმიტა და მუჭიდან ალუბლები ამაცალა.
- მეტკინა. - ლოყებზე მოვისვი ხელი. - ფუუ, დავისვარე.
- ტუმბოზე ხელსახოცი დევს, აიღე. - პირგამოტენილმა მიმანიშნა საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე. საწოლიდან არ ავმდგარვარ, ისე გადავიხარე და შეკვრიდან ერთი ცალი ხელსახოცი გამოვაძრე. ტუმბოზე ლამაზ ჩარჩოში ჩასმული ზუკას და ჩემი სურათი იდო. ეს სურათი მეცხრე კლასში რომ ვიყავი მაშინ გადავიღეთ, ზუკა მაშინ პირველ კურსზე იყო. ლექციები გააცდინა და ერთად გავიპარეთ ბოტანიკურ ბაღში. მხოლოდ ერთი ეგზემპლარი გვქონდა და ისიც ზუკამ წაიღო. მას მერე, როცა კი ზუკას ოთახში შევიდოდი, მინდოდა ხელი დამევლო და სახლში წამომეღო. ხელის გულების გაოფლიანება რომ ვიგრძენი, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს.
- ამ საღამოს ავიდეთ ანოსთან? - სურათისკენ გაშვერილი ხელი ისევ უკან წამოვიღე, თვალები დავხუჭე, მერე ისევ გავახილე და ზუკას მივუბრუნდი.
- უჩემოდ ადი, არ მცალია.
- აუ, რაღაც ამ ბოლო დროს ვერ იცლი შენ ჩემთვის, არც დღეს მომაკითხე მასწავლებელთან.
- ნუ ხარ წუწუნა, რა. - ღიმილი არ მოშორებია სახიდან ჩემს წუწუნზე. - ამ საღამოს მართლა არ მცალია, ერთი ჩვენი ძველი მეგობარი უნდა ვნახოთ, წლებია წასულია. აი, ხვალიდან ჩავდგები ფორმაში და სამაგიეროს გადაგიხდი, იმდღევანდელის გამო. - ალუბლების შეჯიბრი გამახსენა.

სახლში კარგ ხასიათზე დავბრუნდი, როგორც ყოველთვის ისევ ჩემს ოთახში ჩავიკეტე და ჩემი „განძი“ გამოვიღე ლოგინის ქვეშიდან. საწოლზე მოვირთხი ფეხი და ყველაფერი თეთრ ზეწარზე გადმოვყარე. თვალები ამიჭრელდა, გულმა სიხარულით დამიწყო ფეთქვა, სათითაოდ ვიღებდი ხელში ყოველ მათგანს, დიდი სიფრთხილიოთ ვუსვამდი ხელს, მახსენდებოდა მათი მოპოვების ყოველი წუთი და რაღაც გიჟურ განცდას ატანილი, უკვე მეათედ ვითვლიდი რაოდენობას. მერე ისევ სათითაოდ ჩავალაგე ყუთში, თავსაფარი დავახურე და საწოლის ქვეშ შევაცურე. როგორც კი სხეული ცოტა მომიდუნდა და გულიც დავიმშვიდე, წინა დღით დაწყებული წიგნის კითხვა გავაგრძელე. რამდენიმე გვერდის წავითხვის შემდეგ მივხვდი, რომ წიგნიდან წაკითხული არც ერთი სიტყვა არ მახსოვდა. გავაცნობიერე რომ წიგნს კი ვკითხულობდი, მაგრამ მხოლოდ თვალით, გული სხვა რამეზე ფიქრობდა, გონება ვარდისფერ სახლს დასტრიალებდა.
„ნეტავ ვინ ცხოვრობს იმ სახლში? რატომ აქამდე არავინ შემინიშნავს? ნეტავ როგორი ხალხია? აუ, თუ ვინმე პირქუში და უხასიათოა და გაბრაზდეს ალუბლის გამო.“ - ვერაფრით მოვიშორე ფიქრები ვარდისფერ სახლზე და მის პატრონზე. მთელი ღამე თვალწინ მედგა ვარდისფერი სახლი და რატომღაც მისი პატრონის მიმართ უარყოფითად განვეწყე.
დილითაც უხასიათოდ გამეღვიძა, ძალიან იმოქმედა ვარდისფერი სახლის გაღებულმა დარაბებმა ჩემზე. დედაჩემის გამზადებული ყავა დავლიე დასახლიდან გასვლამდე სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე. მშვენივრად გამოვიყურებოდი. მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებული არ მყავდა, მაინც გამუდმებით ვინმეს ვეპრანჭებოდი. ამის გამო, მე და ზუკას არაერთხელ მოგვსვლია კამათი, ვერ იტანდა ბიჭებს ჩემ გვერდით. არ მინდა ვინმემ გაწყენინოს და გული გატკინოსო, მეტყოდა ხოლმე ყოველი კამათის შემდეგ და ამით მთავრდებოდა მისი გაბრაზება.
სკოლის ეზოსთან ნაცნობ ბიჭებს მოვკარი თვალი, ზუკაც მათთან ერთად იყო. ყველა ღიმილით მომესალმა, მხოლოდ ერთი მათგანი, რომელიც ვერ ვიცანი, არ შემობრუნებულა, თითქოს არაფერი გაუგია, რატომღაც მეწყინა. ბიჭების ყურადღებას მიჩვეულმა, ვერ ავიტანე რომ მან მობრუნებაც არ იკადრა.
- ზუკა, დღეს წავიდეთ ანოსთან?
- ადი, ლოლა და ამოვალ. - მიპასუხა ზუკამ და იმ უცნობთან განაგრძო საუბარი. გამიკვირდა. მხრები ავიჩეჩე და გზა განვაგრძე. სკოლის დამთავრებამდე რამდენიმე დღეღა იყო დარჩენილი, ამიტომ ვცდილობდი არ გამეცდინა გაკვეთილები და ჩემს კლასელებთან გამეტარებინა დრო.
კარგი კლასი მყავდა, ძალიან შეკრული და მეგობრული.
არც სახლში დაბრუნების დროს წამოსულა ზუკა ჩემთან ერთად, იმ დღეს საერთოდ არ მინახავს.
მეც ჩვეულად ჩამოვხტი ავტობუსიდან და ქვაფენილს ფეხით ავუყევი.
ალუბალი ისევ ისე იდგა, ქუჩაც ისევ ცარიელი იყო, ამიტომ ბევრი აღარ მიფიქრია ისე მოვკრიფე ალუბალი და ის იყო გზის გაგრძელებას ვაპირებდი, რომ გაღებული ფანჯრიდან ხმა შემომესმა.
- სხვისი ქონების ხელყოფა, ვანდალიზმი და ქურდობა, ნეტავ რამდენ წლიან პატიმრობას ითვალისწინებს? - ხმა საოცრად იდუმალი, სასიამოვნო და ამავდროულად ჟრუანტელის დამვლელი იყო. სუნთქვა შემეკრა.
- ბატონო?
- უკვე სამი დღეა ჩემს ალუბალს იპარავ, ლოლა. - ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი, ჩემთვის უცნობი და საოცრად სიმპატიური ბიჭი მომაჯადოებლად მიყურებდა და ირონულად იღიმოდა. მის მიერ წარმოთქმული ''ლოლა'' რაღაც სხვანაირად, ამაღელვებლად მოხვდა ყურს.
- ამდენი წელია აქ არავინ ცხოვრობს, ასე რომ ყველას აქვს უფლება ალუბალი მიირთვას, მათ შორის მეც. - პასუხის დაბრუნება ძლივს მოვახერხე და გამობრუნება დავაპირე.
- გასაგებია, გამოდის ეს წლები ჩემს მოსავალს შენ იღებდი, ლოლა.
- ჩემი სახელი საიდან იცი?
- შენი სახელით არის აჭრელებული მთელი კედელი, როგორ გგონია რთული იქნებოდა სახელის პატრონის გამოცნობა?
- გვეგონა არავინ ცხოვრობდა... - დავიბენი.
- ახლა უკვე ცხოვრობს. - უცნობი ქუჩის მხარეს გადმოიწია და ფანჯრიდან ჩამოხტა. - ვარდისფერი სახლისა და ალუბლების პატრონი, გრეკო.
- რაა? - უცნობის გამოწვდილ ხელს შევხედე, მაგრამ ხელის ჩამორთმევა არც მიფიქრია, მისი სახელი ყურში უსიამოვნოდ მომხვდა.
- გრეკო, ლოლა. - გამოწვდილი ხელი თავზე მოხერხებულად გადაისვა და ახლა უკვე გვერდულად გამომხედა.
- კარგი, გრეკო, ჩემი სახელი უკვე გცოდნია. ასე, რომ სასიამოვნოა შენი გაცნობა. - ცივად გავუღიმე და შემოვბრუნდი.
- არასდროს უთხრა ახალგაცნობილ ადამიანს, რომ სასიამოვნოა მისი გაცნობა, ლოლა, მანამდე სანამ, ერთ სასიამოვნო მოგონებას არ დაგიტოვებს გულში. - უკან მომეწია მისი მომაჯადობელი ხმა და ფეხებაკანკალებულმა ძლივს ავიარე აღმართი.

ერთიანად ვთრთოდი, თუმცა კი ვერ ვხვდებოდი რატომ. სახლში შესვლისთანავე ოთახში ჩავიკეტე და საწოლზე ბალიშჩახუტებული ვაანალიზებდი გრეკოსთან შეხვედრას. „გრეკო... რა სახელია, რა უცნაური ტიპია.“- ვფიქრობდი ჩემთვის და მისი თვალები არ ამომდიოდა მეხსიერებიდან.
იმ საღამოს ზუკამ მომაკითხა, რაღაცნაირად დაბნეული მეჩვენა, წამოდი გავისეირნოთო მითხრა და მეც ბევრი არ მიფიქრია, ნამდვილად მჭირდებოდა ცოტა გულის გადაყოლება. ქვაფენილი ისე ჩავიარეთ არც ერთს ხმა არ ამოგვიღია, ზუკას ხელები ჯიბეებში ჩაეწყო, მე მის მკლავში მქონდა გაყრილი ხელი და ნელა მივუყვებოდით ქუჩას. საღამო იყო. გრილოდა. მონაბერი ნიავისგან ჩემი გაშლილი თმა ჰაერში ფრიალებდა და ზუკას სახეზე ეცემოდა.
- გაჩერდი. - ზუკა გაჩერდა, ზურგით მიმაბრუნა და ჩემი თმა ხელებში მოიქცია.
- აუ, არა ზუკა, გაჩერდი, რა. ამას რაღა დამიშლის.- ვაპროტესტებდი, რადგან ვიცოდი, რომ ჩემ თმას რამდენჯერმე გაკვანძავდა.
- ვსო, დაგიწანი. - გამიცინა და თავზე მაკოცა.
მის საქციელზე მეც გამეცინა, რთული იყო ზუკასთან გაბრაზება.

- ხვალ ბათუმში მივდივარ. - დაიწყო როგორც კი პარკში დავსხედით.
- მერე გამოცდები? დაგავიწყდა, მალე სახელმწიფო გამოცდები გაქვს?
- მანამდე ჩამოვალ.
- ახლა გაორმაგებული ძალით უნდა მეცადინეობდე, ზუკა. ბათუმში წასვლას მერეც მოასწრებ. მოვრჩეთ გამოცდებს და ერთად წავიდეთ.
- ვიცი, მაგრამ ახლა ასეა საჭირო. სულ რამდენიმე დღე და ჩამოვალ.
- რაღაცას მიმალავ? - მისკენ შევბრუნდი და გამომცდელად მივაჩერდი თვალებში.
- რას უნდა გიმალავდე. - თვალი ამარიდა და სათამაშო მოედანზე მორბენალ ბავშვებს დაუწყო ყურება. ერთი პატრა ბიჭი კიკინებიან გოგოს დასდევდა და თმებს აწიწკნიდა. - ნახე, ჩვენ გგვანან.
- არამგონია, ეს ბიჭიც შენსავით აუტანელი გაიზარდოს. - გამეღიმა, თუმცა გულში მაინც ხინჯად ჩამყვა ზუკას თვალის არიდება, ვიცოდი რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. მას არასდროს არაფერი დაუმალავს ჩემთვის.

მეორე დღეს ზუკას, რომ მივაკითხე უკვე წასული დამხვდა, დედამისი შეფიქრიანებული მეჩვენა, თითქოს ისიც რაღაცას მიმალავდა. ბევრი ვეცადე ინტერესი დამემალა და უკან გამოვბრუნებულიყავი, თუმცა არ გამომივიდა. ჭიშკრიდან ისევ უკან მივბრუნდი და ეზოში მდგარ ქალს თავზე დავადექი, სარეცხს ფენდა.
- ნათია დეიდა, ზუკას არ უთქვამს, რა საქმე ჰქონდა ბათუმში? - ვითომც არაფერი, უდარდელი ხმით ვუთხარი და სარეცხი კალათიდან ზუკას ცისფერი მაისური ამოვიღე, რამდენჯერმე გავფერთხე და თოკზე გადავკიდე.
- არა... რა ვიცი, არაფერი. - დაბნეულად ჩაილაპარაკა და სარეცხისკენ დაიხარა.
- უცნაურია... - ჩავილაპარაკე ჩუმად და რადგანაც მივხვდი, რომ ქალისგან მეტს ვერაფერს გავიგებდი უკან გამოვბრუნდი.
მთელი დღე არ მომასვენა ზუკაზე ფიქრებმა.
მასწავლებისგან გამოსულს საოცრად მომინდა ნაყინი მეჭამა, იქვე კაფეში შევედი და ვიტრინასთან დავჯექი, შეკვეთის მოტანამდე, ხელები მაგიდაზე დავდე და ზემოდან თავი ჩამოვადე. ვუყურებდი ქუჩაში გამვლელებს და ვცდილობდი გამომეცნო ამათგან რამდენი იყო შეყვარებული, რამდენი ბედნიერი, რამდენი უბედური, რამდენს ჰქონდა ჩემსავით ერთ კვირაში გამოცდა, რამდენი ჩააბარებდა, რამდენი ვერა. ცოტა ხანში ჩემმა გაშტერებულმა თვალებმა ფანჯრის იქით გაღიმებული სილუეტი დაინახა. თვალები დავხუჭე ისე თითქოს ძილს ვაპირებდი, ცოტა ხანს რომ არ გავახილე, სილუეტმა მინაზე მომიკაკუნა, გამეღიმა. თვალები გავახილე და თავი წამოვწიე, ვარდისფერი სახლის ბინადარი შემომცქეროდა ფანჯრის მეორე მხრიდან და ტუჩების მოძრაობით მეკითხებოდა შემოსულიყო თუ არა. გამიკვირდა, ჯერ ვიფიქრე, რომ სხვას ეკითხებოდა და დარბაზს მოვავლე თვალი, რადგანაც ისეთი ვერავინ შევამჩნიე ვისთვისაც შეეძლო ეკითხა, დაბნეულმა დავუქნიე თავი. გრეკომ შენობას მოუარა და კარი შემოაღო. მაღალი და სიმპატიური ყოფილა, გავიფიქრე და სკამზე გავსწორდი. ლაღი, მსუბუქი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ, ოფიციანტს, რომელსაც ჩემთვის ალუბლის ნაყინი მოჰქონდა, მოხერხებულად აართვა ლანგრიდან სანაყინე, მოხდენილად გაუღიმა, თავი დაუკრა და ჩემ წინ დაჯდა.
- არ დავიწყებ იმის გამოცნობას, თუ საიდან მიხვდი ეს ნაყინი, რომ ჩემი იყო. - მაგიდაზე დადგმული ნაყინი ჩემკენ მოვიწიე.
- არ დაიწყო, მაინც ვერ გამოიცნობ. - სანაყინეზე შემოწყობილ ჩემს ხელებს თავისი მოუჭირა და ნაყინი თავისკენ მიიწია. გამეცინა.
- ახლა რა ვქნათ, პატარა ბავშვებივით ვეჯაჯგუროთ ამ ნაყინს სანამ არ დადნება?
- ორი ვარიანტი გვაქვს; პირველი, მე გაჯობებ, რადგან შენზე მოხერხებული ვარ და მივისაკუთრებ, ან მეორე - ძმურად გავიყოფთ.
- ან მესამე ახალს შეუკვეთავ შენთვის, მერე კი გასვლისას დანახარჯს გადაიხდი. - გამარჯვებული სახით გამოვაცალე ხელებიდან სანაყინე და კოვზი ჩავყავი.
- მოხერხებულობაში მგავხარ. - თვალებით გაეღიმა და ჩემკენ გადმოიხარა.
- არ აპირებ შეკვეთის მიცემას?
- არა, არ მიყვარს ნაყინი.
- აბა, ასე უნდა მომაშტერდე ჭამის დროს?
- მომწონს გოგო რომ ჭამს.
- ფუ, რა ავადმყოფური გემოვნება გაქვს. - საშინლად დავიჭყანე.
- რატომ ვითომ, ჩვეულებრივი მომენტია. სამაგიეროდ არ მომწონს ქალი სიგარეტის მოწევის დროს, მომწონს გაწეწილ თმაში, არ მომწონს - შეკრულში. მომწონს ჩაცმული ქალები, გახდილები არ მაინტერესებს. - მისმა ბოლო სიტყვებმა გაოგნებისგან ნერწყვი გადამაყლაპა და ხველა ამიტყდა.
- ფრთხილად, ფრთხილად, არ დაიხრჩო. - ჩემკენ გადმოიწია და მხარზე დამიტყაპუნა ხელი.
- გახდილი ქალები არ მოგწონს? - თვალები გამიფართოვდა.
- ნწ, არა. - გრეკო ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა და სკამის ზურგზე შემოდო მარჯვენა ხელი.
ერთხანს ასე ჩუმად ვისხედით, მე ნაყინს ვჭამდი და მას ვაკვირდებოდი, ის საზურგეს მიყრდნობილი სურათებს მიღებდა.
- კმარა! როდემდე უნდა იჯდე აქ? საქმე არ გაქვს?
- კი, მაქვს. სურათებს გიღებ. - ვითომც არაფერი ისე მიპასუხა და სურათების თვალიერებას მოჰყვა.
- გრეკო!
- ლუკა, ლუკა ნაკაშიძე. - წამით ამომხედა, თვალი ჩამიკრა და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა.
- რა? მოიცა ლუკა გქვია?
- ჰო, ლოლა. აბა, შენ რა გეგონა, გრეკო მერქვა?- ჩემს გაკვირვებულ სახეზე გაეცინა.
- არა, მაგრამ... აი, რა სისულელეა, კაცს ასეთი ლამაზი სახელი გერქვას და გრეკოთი ამახინჯებდე.
- ანუ თვლი, რომ ლამაზი სახელი მაქვს? მე უფრო ლამაზი ვარ, თუ ჩემი სახელი?
- შენ ლამაზი არ ხარ! არ მომწონს ლამაზი ბიჭები.
- ანუ მე მოგწონვარ, ხო? - გაეცინა. დავიბენი, მაგრამ არ შევიმჩნიე.
- არ უნდა მომწონდე? - არ ვიცი ასეთი სითამამე საიდან მოვიდა, მაგრამ არ ვაპირებდი ამ პოლემიკაში მას გაემარჯვა. არაფერი უთქვამს, თითქოს ხასიათი წაუხდა. მე დარჩენილი ნაყინი გვერდზე გავწიე, ჩემს ჩანთას ხელი დავავლე და წამოვდექი.
- დროებით, ლუკა.
- კარგად, ლოლა. - ტელეფონისთვის თვალი არ მოუცილებია ისე მიპასუხა. გავბრაზდი, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, უკვე ზურგზე მოკიდებული ჩანთა მოვიხსენი და საფულე ამოვიღე, თვალით ოფიციანტი მოვძებნე და მისკენ გავემართე.
- რამდენია ჩემზე?
- თქვენი გადახდილია. - ღიმილით მიპასუხა და ჩემი მაგიდისკენ გაემართა. გამიკვირდა, თუმცა ამაზე დიდხანს არ მიფიქრია.



სახლში რომ ვბრუნდებოდი, უკვე რვა სრულდებოდა, ფეხები საშინლად მტკიოდა. თავი მიბრუოდა. ერთი სული მქონდა ჩემს ოთახში როდის გამოვიკეტებოდი.
ვარდისფერი სახლიდან მუსიკის ხმა გამოდიოდა. მეორე სართულის ფანჯარა ღია იყო. მომინდა ავსულიყავი და მენახა რას აკეთებდა გრეკო. ჭიშკარი ქურდულად შევაღე, თან აქეთ-იქით ვიყურებოდი, რომელიმე მეზობელს არ შევემჩნიე. ამ ეზოში მანამდე არასდროს ვყოფილვარ. უცხოდ მომეჩვენა იქაურობა. მთელი ეზო მწვანე, დაბალი ბალახით იყო დაფარული, ეზოს შუაგულში ბალახის საკრეჭი მანქანა დაეშალა ვიღაცას, ეტყობოდა გაკრეჭვის დროს გაფუჭებოდა. სახლს გარედან კიბე არ ჰქონდა, აშკარა იყო შიდა კიბით სარგებლობდნენ. მუხის მასიური კარი, რაც შემეძლო ფრთხილად შევაღე და ფეხსაცმელები გავიხადე. წითელი ხის, პრიალა იატაკზე შეხებამ ჟრუანტელი მომგვარა. ოთახი ვრცელი და ნათელი იყო, შუაგულში ტყავის სავარძლები და ორი ტყავისავე პუფი იდო. დაბალ მაგიდაზე სიგარეტის კოლოფი, ნახევრად სავსე, კობრის თავის ფორმის, ვერცხლისფერი საფერფლე და რაღაც ქაღალდები ელაგა. საფერფლის დანახვაზე შევკრთი, მომინდა მივსულიყავი და ხელით შემეგრძო, ავკანკალდი, ოფლისგან ყელი და ხელის გულები დამისველდა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი კიდეც, მაგრამ მერე თითქოს აზრზე მოვედი. ‘’არა, ლოლა, ახლა ამის დრო არ არის.“ შევუძახე ჩემს თავს და კიბისკენ გავაგრძელე გზა. ცალ ხელში ფეხსაცმელები მეჭირა, ცალი ხელით კი წითელი ხის, კიბის მოაჯირს ჩაჭიდებული მივიწევდი მაღლა. კიბის საფეხურებზე კედლის გასწვრივ, სხვადასხვა დეკორატიული მცენარე იწონებდა თავს.
გული მითრთოდა, ნერვიულობისგან საშინლად მტკიოდა და ვგრძნობდი ახლა ვინმეს რომ დავენახე ადგილზე ჩავიკეცებოდი. გონს ბოლო საფეხურზე მოვეგე.
„რას აკეთებ, ლოლა? იქნებ ვინმე ჰყავს? იქნებ სძინავს? ან სექსით არის დაკავებული?“- ფიქრები ფიქრებად დარჩა, ჩემს ინტერესგაღვივებულ გონებას მოთმინება არ შეეძლო. მუსიკის ხმას მივყევი. რამდენიმე კარს ჩავუარე და დერეფნის ბოლოს, ყავისფერი კარის წინ გავჩერდი. კარი ოდნავ შეღებული იყო. ღრიჭოდან მხოლოს ოთახის მარცხენა ფრთას ვხედავდი. საღებავებით მოთხუპნულ კედელთან, ტყავის ნახევრადდახეული დივანი იდგა, ზედ კუბოკრული პლედი გადაეფარებინათ და ვიღაც იწვა. თვალები ამეწვა, გული ყელში მომაწვა. კარს ცოტა მოვშორდი ღრმად ჩავისუნთქე, შემდეგ ამოვისუნთქე. თვალები დავხუჭე, ისევ გავახილე და ღრიჭოს მივუბრუნდი. დივანზე ნამდვილად იწვა ვიღაც, ქალი, სრულიად შიშველი, მარჯვენა მკლავი ძირს გადმოეშვირა, თეთრად მოელვარე მკერდზე თმის რამდენიმე კულული დაჰფენოდა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. აი, ქალი! შემშურდა მისი ფორმების. მივხვდი, ის გრეკოს ნატურა იყო, ვიცოდი ახლა კარს უკან გრეკო იდგა, აღგზნებული სახით და მოლბერტზე მისი ღვთაებრივი ფორმები გადაჰქონდა. ქალს თვალები მიელულა, ცალი ხელით მკერდს ეხებოდა, ეტყობოდა სიტუაციას ტრანსში შეეყვანა. დივანს გრეკო მიუახლოვდა, ხელში სიგარეტი ეჭირა, თეთრი, საღებავებით დასვრილი მაისური და ლურჯი ჯინსი ეცვა, სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია, ქალისკენ დაიხარა, თმა მკერდიდან ფრთხილად მოაშორა, მერე განზე გადგა და თავი გვერდზე გადახარა. ღრმა ნაპასის შემდეგ სიგარეტი ქალს ტუჩებთან მიუტანა. მანაც არ დააყოვნა, თავი წამოსწია, ტუჩებით ააცალა ღერი და და თვალები მილულა. ვხედავდი როგორ გამოაცალა პირიდან ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი გრეკომ და ახლა თვითონ ჩაიდო პირში. ინტიმური სცენა იყო, მიუხედავად იმისა, რომ სხვა არაფერი მომხდარა. მუცელი მეწვოდა. გული მერეოდა. ვიცოდი ახლა აქედან თუ არ გავიქცეოდი, ნამდვილად ცუდად გავხდებოდი. პირზე ხელი ავიფარე და კარს მოვშორდი. როგორც შემეძლო ფრთხილად ჩავირბინე კიბეები და ის იყო გარეთ გასვლას ვაპირებდი, ისევ ის კობრისთავიანი საფერფლე მომხვდა თვალში. მისი დაუფლების დაუოკებელმა სურვილმა თმის ღერიდან ფეხებამდე დამიარა, ხელები მიკანკალებდა. სასწრაფოდ მივვარდი მაგიდას, ნამწვები იატაკზევე გადმოვყარე, მერე ერთ ქაღალდში გავახვიე საფერფლე და ჩანთაში ჩავტენე. შემდეგ გავიაზრე ყველაფერი და შიშით გავაპარე თვალი კიბეებისკენ. ჩემდა საბედნიეროდ იქ არავინ იყო. მხოლოდ გარეთ გამოსვლისას ამოვისუნთქე. ერთიანად ვხურდი, გულის რევის შეგრძნებას ვერ ვიშორებდი. ფეხსაცმელი ამოვიცვი და ეზოდან გამოსვლამდე კიდევ ერთხელ ავიხედე ზემოთ, სახლი შევათვალიერე და კარი გამოვიხურე. სამშვიდობოზე დავიგულე, თუ არა თავი, ვიგრძენი როგორ მომეშვა გულისრევის შეგრძნება.
- ლოლა! - ზუკას ხმამ ჰაერი გაკვეთა.
- ზუკა? - თითქმის ჩურჩულით წარმოვთქვი და ადგილს მივეყინე, ორივე ხელს მაგრად ვუჭერდი მხარზე გადაკიდებულ ჩანთას, თითქოს ამით ვიცავდი, იმ განძს ახლა მთელ სხეულს რომ მიწვავდა.
- ლოლა! - ზუკა უკვე ჩემ გვერდით იდგა, მკლავში მოეკიდა ხელი და განრისხებული მომჩერებოდა თვალებში. - იქ რა გინდოდა?
- სად იქ? როდის ჩამოხვედი? რატომ არ დამირეკე, შე საძაგელო ბიჭო? - მხიარულად გავუყარე ხელი მკლავში და აღმართისკენ დავიძარი. –„ ახლა რა ვქნა?“ მიუხედავად შიშისა, მაინც არ ვჩერდებოდი, ერთი სული მქონდა იმ სახლს გავცლოდი. მინდოდა ზუკასთვის სხვა თემაზე გადამეტანა საუბარი.
- ლოლა, იქ რა გინდოდა?
- სად? გრეკოსთან? - ვითომც არაფერი ისე ვკითხე. შეჩერდა, გაოცებულმა ამათვალიერა.
- შენ რა, მას იცნობ?
- ხო ვიცნობ, რა მოხდა?
- არა, არაფერი, გამიკვირდა უბრალოდ... რაო მერე, რა გინდოდა იქ?
- მეე? არაფერი, ისე...
- ისე?
- რა ხდებოდა აბა ბათუმში? ახლა მაინც მეტყვი იქ რას აკეთედი? - ზუკას მოლბობამ ცოტა გამათამამა.
- არაფერი, რავი, დავისვენე რა.
- უჩემოდ?
- ხო, უშენოდ... - მეწყინა, ოღონდ მეც ვერ ვხვდებოდი უფრო რა მწყინდა, ის ქალი გრეკოს სახლში თუ ზუკას სიტყვები.
სახლში მისული ისევ ჩემს ოთახში ჩავიკეტე, ჩანთა საწოლზე მივაგდე და გაუხდელად მივწექი ლოგინზე. თვალწინ გრეკოს სახლში ნანახი მედგა და ვერაფრით ვიშორებდი თავიდან. მაგიჟებდა ეს ფიქრები და მოგონება. ‘’ნეტავ მე ვყოფილიყავი იმ ქალის ადგილას“. სასოწარკვეთილმა ორივე ხელი ავიფარე სახეზე და ამოვისუნთქე. მერე წამოვჯექი, ჩანთა გავხსენი და ქაღალდში შეხვეული საფერფლე ამოვიღე. ერთხანს ხელში მეჭირა და ვერ ვბედავდი შემომეცალა ქაღალდი. სინანულის შეგრძნება ყელში მარწუხებს მიჭერდა, უკვე მერამდენედ უნდა მექნა ასე. მერამდენედ ვერ უნდა შემეკავებინა თავი. სინანულმა და დანაშაულის შეგრძნებამ ყელში მარწუხები მომიჭირა, თვალებში ცრემლები მომაწვა, ბოღმისგნ ყელიც ამტკივდა. მერე ქაღალდი ფრთხილად შემოვაცალე ნივთს და როგორც კი მისი ზედაპირის შეხება ვიგრძენი თითებზე, მაშინვე ყველაფერი გადამავიწყდა, მოვეშვი და ისევ სიამაყით ავივსე. ისევ გამოვათრიე ჩემი განძის ყუთი და კიდევ ერთი ექსპონატი შევმატე.
ეს ყოველივე დღეში რამდენჯერმე ხდებოდა, მე ასე გამოვიღებდი ხოლმე ჩემს „განძს’ გადავთვლიდი, მოვეფერებოდი, კოხტად ჩავალაგებდი და ისევ თავის ადგილას, საწოლის ქვეშ ვაბრუნებდი. მე ავად ვიყავი, ვიცოდი, ჩემს დაავადებას კლეპტომანია ერქვა, არ შემეძლო უარი მეთქვა ჩემი თავისთვის და წინ აღვდგომოდი მოპარვის სურვილს. ნებისმიერ რამეს რასაც ავიკვიატებდი, რასაც თვალს დავადგამდი, ჩემი უნდა გამხდარიყო. ეს შეიძლება სრულიად უბრალო ნივთი, თმის სარჭი, კალამი, ფანქარი, ხელსახოცი ან ყავის ფინჯანი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, შემეძლო ეს ყოველივე ჩემითაც შემეძინა, მაგრამ მოპარვის სურვილს წინ ვერაფრით ვუდგებოდი. ვიპარავდი ყველგან, სადაც კი ჟინი ამიტანდა, ყველაფერს, რაც კი იმ წამს ადრენალინს მიღვივებდა და ბედნიერებისგან ხელებაკანკალებული მოვრბოდი სახლში.



№1 სტუმარი Teo.

Dzalian, dzalian gaxarebuli var,tqveni dabrunebit. Warmatebebi.

Bodishi magram es istoria xom dzvelia??

 


№2 სტუმარი სტუმარი Lika

Rogor gamixardi shenverc carmoidgen gelodebi saukynea adre daicye da shecyvite xo tu vcdebi? Imismere gelodebi

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

მშვიდად და სიამოვნებით წავიკითხე...
როგორც იქნა ალუბლებმაც მოისვენეს და მეც... :დდ
გადამეორებას ჰგავდა. აი ისეთს, რო არ გეზარება და პირიქით...
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ვიცი, მაინც, ბოლო ნაწილი განსაკუთრებით მაინტერესებს.
ამ სამის თავიდან გაცნობა, დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრას ჰგავდა. <3
მიხარია ისევ საიტზე რომ გხედავ <3

 


№4 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან გამიხარდი ჩემო კარგო.ამ ისტორიას ვკითხულობდი და მგონი არ იყო დამთავრებული და მაინტერესებს ძალიან

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ძალიან დიდი მადლობა ყველას????????????კი ადრე დაწყებული მქონდა და შევწყვიტე, წავშალე, ახლა კი დავასრულე და სამ ნაწილად დავდებ.
Lullaby, მგონი იმედს არ გაგიცრუვებ????

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

დაბრუნებას გილოცავ და ასე დიდი ხნით ნუღარ დაგვტოვებ ძალიან მომენატრა შენი ისტორიები.

 


№7 სტუმარი ნიაა

აუუ რა მაგარია რომ დაბრუნდით !

 


№8  offline მოდერი chica sol

და აი, ეს დიადი დღეც დადგა... როგორც იქნა ვეღირსეთ ალუბლებს და ძალიან მიხარია.
იმდენჯერ მაქვს ეს სცენები წაკითხული, რაც კი ჩაამატე და ჩაასწორ, ყველაფერი მივხვი. ერთი სული მაქვს მივაღწიო იმ ნაწილამდე, რაც არ ვიცი.
დაბრუნებას გილოცავ, ჩემო'ვ ❤

 


№9  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

Margaritha Loki
იიიი ლორეე როგორ მომეწონა :**❤❤ მთელ თავს ისეთი იდუმალების ეფექტი გასდევდა რომელიც გაიძულებდა ბოლომდე ჩასულიყავი :*❤❤ ეტყობა შენი ხელწერა :დდ ნიკის ნახვის გარეშეც მიხვდება მკითხველი ვისიცაა ისტორია :დდდ❤❤
ჰო ეს მხატვრები და ზოგადად ხელოვანი ხალხი ოდითგანვე ვერ იყვნენ ჭკუაზე და არ მიკვირს მსგავსი სიტუაციები :დდდ ლოლას მდგომარეობამაც დამაფიქრა ...აქედანვე ეტყობა რომ მარტივად არ იქნება საქმე :((❤❤
არ მესმის ამ გოგომ რა დაუწუნა სახელ გრეკოს??? :დდდ ესპანურად ბერძენს ნიშნავს, ცოტა უხეშად გამოითქმის თორემ მშვენიერი სახელია :დდდდ ეს "ელ გრეკოს ბიძაშვილი" ბიჭიც მომწონს და ძალიან მაინტერესებს შემდეგი თავი :დდდ ველი მოუთმენლად ❤❤❤❤❤

მარგოო, დიდი მადლობა.გამიხარდა რომ მოგეწონა. რა ვიცი აბა რა დაუწუნა, ამხელა მხატვრის სახელი ჰქვია.

chica sol
და აი, ეს დიადი დღეც დადგა... როგორც იქნა ვეღირსეთ ალუბლებს და ძალიან მიხარია.
იმდენჯერ მაქვს ეს სცენები წაკითხული, რაც კი ჩაამატე და ჩაასწორ, ყველაფერი მივხვი. ერთი სული მაქვს მივაღწიო იმ ნაწილამდე, რაც არ ვიცი.
დაბრუნებას გილოცავ, ჩემო'ვ ❤

მიხარია რომ ჩამატებული სეამჩნიე, ჩემოვ. კარგი ხარ

lalita
დაბრუნებას გილოცავ და ასე დიდი ხნით ნუღარ დაგვტოვებ ძალიან მომენატრა შენი ისტორიები.

მადლობა საყვარელო, იმედი მაქვს აღარ დავიკარგები.

 


№10  offline წევრი An_Gel

იმდენი ხანია ვიცი, რომ დღე-დღეზე აპირებდი დაბრუნებას და ვემზადებოდი, მაგრამ მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა ამ ისტორიის და შენი ნიკის დანახვა. მოულოდნელი და სასიხარულო, რაღა თქმა უნდა.
ლალებაის დავესესხები, მართლა სასიამოვნო გადამეორებას ჰგავდა ამ თავის წაკითხვა. მაგრამ ჩემთვის სიახლეებითაც იყო სავსე. ახლა სულ სხვანაირად დავუწყე ზუკას პერსონაჟს ყურება. უცნაურია, მაგრამ ადრე ვერ ვამჩნევდი მასში იმდენს, რამდენსაც ახლა ვამჩნევ. და მგონია, რომ ჩემი სიმპათიები ახლა მისკენ უფრო იხრება. არადა, გრეკო ზედმეტად არაორდინალური ტიპია, რაც მეტ ინტერესს უნდა აღძრავდეს ჩემში (წესით)
მოკლედ, ამ თავის მერე ცოტა არეული ვარ. დაველოდები შემდეგს, უკვე სრულიად უცხოს და ახალს.
გამიხარდა შენი დაბრუნება, ევა. მემგონი, ვთქვი უკვე, მაგრამ გავიმეორებ heart_eyes

 


№11  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორც იქნა დაგვიბრუნდიიიი heart_eyes გამიხარდა ალუბლები რომ გააგრძელე,იმედია ამჯერად დაასრულებ. kissing_heart
--------------------
ლანა

 


№12  offline მოდერი bla.ell

ვაიმეეე როგორ გამიხარდი შენ აზრზე არხაააარheart_eyes ტკბილოოოოო მაგარია და გელიიიიიი❤

 


№13 სტუმარი l,m not sick

ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება თათა,ამ ისტორიას ადრეც ვკითხულობდი და კარგია,რომ დაბრუნდიი,
შენი ყველა ისტორია ვიცი და ყველაა ძალიან მომწონს,ეს სხვებისგან განსხვავებული ისტორიაა,
გელოდები და წარმატებებიი!

 


№14  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

An_Gel
იმდენი ხანია ვიცი, რომ დღე-დღეზე აპირებდი დაბრუნებას და ვემზადებოდი, მაგრამ მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა ამ ისტორიის და შენი ნიკის დანახვა. მოულოდნელი და სასიხარულო, რაღა თქმა უნდა.
ლალებაის დავესესხები, მართლა სასიამოვნო გადამეორებას ჰგავდა ამ თავის წაკითხვა. მაგრამ ჩემთვის სიახლეებითაც იყო სავსე. ახლა სულ სხვანაირად დავუწყე ზუკას პერსონაჟს ყურება. უცნაურია, მაგრამ ადრე ვერ ვამჩნევდი მასში იმდენს, რამდენსაც ახლა ვამჩნევ. და მგონია, რომ ჩემი სიმპათიები ახლა მისკენ უფრო იხრება. არადა, გრეკო ზედმეტად არაორდინალური ტიპია, რაც მეტ ინტერესს უნდა აღძრავდეს ჩემში (წესით)
მოკლედ, ამ თავის მერე ცოტა არეული ვარ. დაველოდები შემდეგს, უკვე სრულიად უცხოს და ახალს.
გამიხარდა შენი დაბრუნება, ევა. მემგონი, ვთქვი უკვე, მაგრამ გავიმეორებ heart_eyes

მიხარია ასე თუ გაგიხარდი :დ მეც მიხარია დაბრჯნება. რაღაცები შევცვალე და ალბათ მაგიტომ შეგეცვალა წარმოდგენა.

La-Na
როგორც იქნა დაგვიბრუნდიიიი heart_eyes გამიხარდა ალუბლები რომ გააგრძელე,იმედია ამჯერად დაასრულებ. kissing_heart

დავასრულებ. ზალიან რომ გამეწელა იმიტომ წავსალე ის 7 გა ი და დასრულების შემდგომ გადავწყვიტე ატვირთვა. ასე უფრო მოსახერხებელია და არც სინდისი შემაწუხებს.

bla.ell
ვაიმეეე როგორ გამიხარდი შენ აზრზე არხაააარheart_eyes ტკბილოოოოო მაგარია და გელიიიიიი❤

მადლობაააა.მეც მიხარიხარ

l,m not sick
ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება თათა,ამ ისტორიას ადრეც ვკითხულობდი და კარგია,რომ დაბრუნდიი,
შენი ყველა ისტორია ვიცი და ყველაა ძალიან მომწონს,ეს სხვებისგან განსხვავებული ისტორიაა,
გელოდები და წარმატებებიი!

კი განსხვავებულია.ვეცადე სხვანაირი და ლაღი ყოფილიყო, ვნახოთ რა გამოვიდა

 


უჰჰჰ, ვიცი დაგვიანრბულია, მაგრამ ძალიან ვიდიამოვნე

 


№16 სტუმარი ქეთინო ჭ.

თამთა, მომეწონა შენი ნაწარმოებები...არ მოველოდებოდი...გისურვებ წარმატებებს!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent