შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახლი ბარისახოზე (სრულად)


17-12-2017, 18:43
ავტორი _alaskaay_
ნანახია 5 253

გეფიცებთ, ჰო, ყველაფერს გეფიცებით. იმ დღეს ვგრძნობდი...გესმით?! ვგრძნობდი, არა , ახლა იტყვით იტყუებაო... არც გამიკვირდება, იმ დღესაც ხომ ეს მოვისმინე? ჯერ დედაჩემისგან , მერე, სხვა ოჯახის წევრებისგან, დაქალისგანაც, და სულ ბოლოს უფროსისგანაც.
ხველება ამივარდა სამსახურში რომ შევედი, ვერ ვსუნთქავდი და გულის რევის გრძნობა მქონდა. ნერვიული შეტევის დროს მახასიათებს.
მოკლედ მინდა გიამბოთ ჩემზე. მე ანასტასია აბუთელი ვარ, 26 წლის, ვცხოვრობ ბათუში, დედასთან, მამასთან და 7 წლის ძმასთან. ვიცი, დაუჯერებელია 26 წლის გოგოს, რომ შვიდი წლის ძმა ყავს, მაგრამ ასე მოხდა. დედაჩემს და მამაჩემს, მხოლოდ ხელი ჰქონდათ მოწერილი და 28 წლის შემდეგ, ჯვარიც დაიწერეს. ღმერთმა კი მათ ,,კანონიერი " შვილი აჩუქა. რადგან, მათ სამუშაო აქვთ და ხშირ დროს სახლში ვერ ატარებენ, ლევანიკოს მე ვიტოვებ. ეს ბავშვი ხასიათებით ძალიან მგავს. სწორედ, ასეთი ვიყავი პატარაობისას: ქალაბიჭა, ანჩხლი, გიჟი , ,,კაი ბიჭი"-ს როლსაც მე ვასრულებდი, ,,პალაჟენია"-ც მე, მომყავდა უბანში. არასდროს არავინ მყვარებია, ისე კი უამრავს ვეფლირტავებოდი. ამაში ჩემი გარეგნობაც მიწყობდა ხელს, გრძელი ფეხები, ქერა თმები, აპრეხილი ცხვირი, ნუშისებრი თაფლისფერი თვალები. სკოლა ისე დავამთავრე, ჩემს ქუჩაზე ,,რაზბორკა" ჩემს გარეშე ვერ ჩაივლიდა. დედაეჩემი მუდამ ქოთქოთობდა: ,,ქალია თუ კაცი, ვერ გამიგია. ღმერთო, რაღა მე მომივლინე, ,,საოცრება" ,,ბუნების შეცდობა" და ,,ბუნებრივი კატასტროფა" ადამიანი-ო." მამაჩემი, სულ ამშვიდებდა: ,,გაჩე ქალო, ბავშვია, დაამთავრებს სკოლას და დადინჯდება-ო." დედაჩემს ამის იმედი არასდროს ქონია. მაგრამ, მამაჩემი სიტყვებმა გაამართლა. გამოცდები საუკეთესო ქულებზე ჩავაბარე, და ასე მოვხვდი კემბრიჯში, მათემატიკის განხრით. ყველაფერი იმით დავაგვირგვინე, რომ მაგისტრატურაში ჩავირიცხე. რამოდენიმე წელი, იქვე ვიმუშავე, ერთ-ერთ ბანკში მთავარ ბუღალტრად. სოლიდურზე, მეტი მქონდა შემოსავალი და ყველაფერი იდიალურად მიდიოდა. სანამ, ისევ დედაჩემმა არ მორთო ღრიალი. მოთქვამდა; ისე უნდა მოვკვდე, ვეღარ უნდა გნახო. ძმა არ გყავს ნანახი, ვაი რა დედა ვარ, მე-ო და სხვა რა გზა მქონდა?! ავიბარგე და წამოვედი. გამომატირა ჩემმა , ,,ბოსსმა"? იქაურმა ფრიენდზონამ, და ბიჭების რამოდენიმე როცხვიან ჯარმა. ერთმა, ისიც დამპირდა; ცოლად თუ გამომყვები, მეც წამოვალ საცხოვრებლ ბათუმში და არაფერი მოგაკლდებაო. ეჰ, ბენჟამინი, მართლაც საყვარელი ბიჭია. მაგრამ, მე არ შემეფერებოდა. ჩემი ქმარი უნდა განსხვავდებოდეს, არ მჭირდება მისგან სიყვარულის მტკიცება, მითუმეტეს სიტყვებით. არ მჭირდება, ეჭვიანობა. არ მინდა ერთფეროვანი ცხოვრება, მე ასე მწამს; წყვილს, ერთმანეთის უნდა ესმოდეს. ასეა დაწესებული, ქალი უნდა იყოს მორჩილი ქმრისა. არა, იმას კიარ ვამბობ დაემონოს მეთქი, სწორად გამიგეთ ქალი მორჩილი უნდა იყოს ქმრის. ერთ-ერთ ბრძენს ისიც კი აქვს ნათქვამი, ,,ქალმა რაც არუნდა ილაპარაკოს მის სიძლიერეზე, ის თავისი ცხოვრების განმავლობაში მუდამ იმ კაცს ეძებს, ვისაც სურს მთელი დარჩენილი ცხოვრება დაემონოს"******.
აქეთ ჩამოსვლამ გამანადგურა, საშინელი სოც. მდგომარეობა, არანაირი სამუშაო, ლამის ერთ-ხანს ჭკუიდან შევიშალე. და უკან წამოსვლა დავაპირე. ჩემი დანაზოგი ბევრი მქონდა, მაგრამ დიდი-დიდი 2 წელს თუ მეყოფოდა. ასე გავხდი ბავშვის ძიძა. რამოდენიმე თვეში? ძველმა მეგობარმა მითხრა; საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში სასწრაფოდ ეძებენ ბუღალტერსო და მეც მეტი რა მინდოდა?! ორ კვირაში ამიყვანეს.
ისევ კარგად წავიდა ჩემი საქმე, მაგრამ დღეს დილით, რაღაც უცნაური წინათგრძნობა მქონდა. დედაჩემს ვუთხარი და, უძილობას დააბრალა, ჩემ ძმამ შემატყო მაგრამ, არაფერი უთქვამს. მამაჩემმა დამარიგა;
-ტასია (მხოლოდ ის მეძახის ასე) ბებიაშენის საფლავთან სიარულს თავი დაანებე ხომ ხედავ მიწიდანაც ლოცვებს გიკეთებს ეგ კუდიანი-ო, დედაჩემიც წამში აკივლდა და ასე დავტოვე სახლი.. ჩემ ერთადერთ დაქალს მესენჯერის მეშვეობით ველაპარაკე და დამამშვიდა, ნეიტრალური ქვეყანაა და რა უნდა მოხდეს დაწყნარდიო. ჯანდაბას, მეც უძილობას დავაბრალე. დეკემბერი იწურებოდა სიცივე ძვალ -რბილში ატანდა . მზე იყო მაგრამ მზის სხივები სუსხს ვერაფერს აკლებდა. ამისდა მიუხედავად მე მაინც , გამჭირვალე კოლგოტი, შავი მაღალწელიანი მოკლე კაბა, შავი თხელი ყელიანი როლინგი, დედაჩემის ნაქსოვი კაშნი და თხელი ტყავის ქურთული მეცვა. რაც არუნდა გასაკვირი იყოს სიგიჟემდე მიყვარს გათოშილი, თბილ ოთახში რომ შევდივარ, სიცივისგან აწითლებული ღაწვები რომ დუნდება სითბოზე და გაბლიგული თითები სიამისგან წვას იწყებს. მინა რომ იორთქლება და ცხელ ყავას ვსვამ. ეს მზე კიდევ სულ ნერვებს მიშლის, 30 დეკემერია და ჯერ ბათუმში ერთი ფიფქიც არ ჩამოფარფატებულა. სადაა სამართალი? სულ იმ ადამიანებისკენ რატომაა დედა ბუნება რომელთაც მზე და კარგი ამინდი უყვართ? ტაქსი გავაჩერე როგორც ყოველთვის.
-საით ლამაზო ქალბატონო? -გამეხუმრა შოთა პაპა
-როგორ ხართ?-სიცილით ვუპასუხე.
-მე რა მიჭირს, ბაბუ?შენ რომ გხედავ ბედნიერი ვარ ხომ იცი? შენ როგორ ხარ?-სახე ოდნავ გამოატრიალა უკანა სავარძლისკენ და თბილად გამიღიმა.
-კარგად შოთა პაპა მადლობა, რას შვება თქვენი შვილები ჩამოდიან?.
-კი ბაბუ გამახარებენ ჩემი გვრიტები. იცოდე ამ ახალ წელს აუცილებლად უნდა გვეწვიოთ.
-აუცილებლათ პაპა.
-ბაბუ შენ როდის გაქვს დასვენება?გამოგფიტეს ეს სოცოცხლით სავსე გოგო. რაია ბაბუ შენდა დასვემება არაა თუ რავა?
-ეჰ პაპა, ხომ იცით ახლა ყველაზე მეტად დატვირთული დღეები მაქვს-შოთამ მანქანა შეაჩერა
-ორ წუთში მოვალ ბაბუ, არ დაგაგვიანებინებ.-ზუსტად ორ წუთში ცხელი ყავებით ხელდამშვენებული დაბრუნდა.
-რატომ შეწუხდი შოთა პაპა, მაწყენინებთ ახლა. თქვენ ისედაც ფულს აგროვებთ ბავშვების გასახარად მე კიდევ უხერხულში მაგდებთ.
-ბაბუ ხომ გაგიგია ახალ წელს სანტა მოდისოო? -გავიტრუნე, სანტა მართლა არსებობს! დიახაც, ერთი სანტა ყველასთან მისვლას ვერ ახერხებს მაგრამ ჩვენ ყველას საკუთარი სანტა გვყავს, ჰო ზუსტა ასე .ყველას ჰომ ყავს მისი ანგელოზი მხარზე? ასეა სანტაც, მთელი წელი აკვირდება როგორ დაუჯერებს მისი ადრესატი ფერიას , როგორ საქმეებს გააკეთებს იმ წელს და იმისდა შესაბამისად ჩუქნის საჩუქარს.
-გამიგია კიარა სიმართლეა! -შოთამ ულვაშებში ჩაიცინა. მთელი ტანი სიცილისგან ააძაგძაგა .
- ხოდა ბაბუ, მეც გამახარა ჩემმა სანტამ, და შენც მოგიტანა აგერ ცხელი ყავა-გადავიკისკისე და ქაღალდის ჭიქაში ჩასხმული ორმაგი კაპუჩინო გამოვართვი. ზედ დაწერილ წარწერაზე გამეღიმა.
,,გაიღიმე , ხვალ ახალი წელია. შენ შეგიძლია იპოვო ახალი წლის სიყვარული" . გზას გაშტერებული ვუყურებდი, დიდ ხნიანი დუმილის მერე შოთას ავხედე.
-შოთა პაპა
-ჰო ბაბუ- საქარე მინაში ცისფერი, ცხოვრებისგან დაღლილი თვალები მომაპყრო.
-პაპა, წინათგრძმობის გჯერათ?
-მჯერა აბა, ისე, როგორ? საწყალი დედაჩემი ამბობდა; გული არასდროს გიგრძნობს ცუდს. მისი ცუდი მხარე მაშინ დაგატყდება თავს, როცა მასზე გვერდის ავლას დააპირებ-ო. სანამ გარდაიცვლებოდა, ორი დღით ადრე თქვა; გული ამბობს, ამ კვირას ვერ ჩავათავებო. მართლაც ორ დღეში გარდაიცვალა. იმის მერე ყოველთვის მწამს წინათგრძნობის.
-პაპა, თუ, გული ცუდსაც მიგრძნობს და კარგსაც? მაგ შემთხვევაში რა ხდება?
-ჩემო გოგონა, რაც დაწერილია იქ მაღლა, უფალთან- სახე ზეცისკემ აღაპყრო- იმას ვერავინ გიწინასწარმეტყველებს , ზუსტად. მთავარია გულს დაუჯერო, გახსოვდეს გვერდი არ აუარო. რადგან თუ ასეა საჭირო მაინც აუცილებლად მოხდება....გზის ავლა, უბრალოდ ცუდი სვლაა, რომელიც, ფუჭად დაგაკარგვინებს დროს... -გაჩერებულ მანქანაში ვიჯექით , ყელი ოდნავ ჩემკენ მოეტრიალებინა და მზრუნველად მელაპარაკებოდა. ფული სავარძელზე დავდე, მანქანიდან გადმოვხტი და შორიდან მივაყვირე.
-კარგად შოთა პაპა, მადლობა დიდი.
-ჭკვიანად ჩემო გოგო!-სიცილით მიპასუხა და წავიდა. ქუჩა, რომ გადავჭერი ,,სუფთა გარემო"-ს სამსახურის მანქანა დავინახე. უცნაურად მომეჩვენა, საბა , ადამიანი, რომელიც ამ დაწესებულებაში მუშაობდა არასდროს არღვევდა წესებს. 6 თვეა, უკვე აქ ვმუშაობ. ის კი, ყოველ ხუთშაბათს, ზუსტად 4 საათზეა აქ. შევედი თუ არა , შენობაში, პირველი ის ვიკითხე რა უნდოდა საბას აქ და პასუხი ვერავინ გამცა. არც კი დამიყოვნებია, უფროსთან შევჭერი. ნუ მოკლედ, ეს ღიპ გადმოვარდნილი მაწანწალა ღორი! ვერ დავიჭირე, არადა ვიცი, რომ ფულს იპარავს. შვილი მასზე მეტი ს&რი ყავს... მის ნაცვლად მამამისი მკერავს. უბრალოდ არ შემიძლია ასეთი მამაკაცები, შვილებს, რომ ხუთი წლის ბავშვივით ექცევიან, ქალებს რომ უკერავენ. ქალი ვარ, საჭმელი კიარა რო ჩამატენო?
-გამარჯობათ, ბატონო ვაჟა-ნაძალადევი ღიმილი ავიკარი სიფათზე, ისე კი დავიჯღანე.
-მოდი ანასტასია?როგორ ხარ? ამ საღამოს, მე, შენ, ჯაბას და ჩემს ცოლს ხომარ გვევახშმა?-ჩაიცინა, მაგრამ ვერ მივხვდი რატომ. ღმერთო, ამ კაცის ყველა შემოხედვაზე, ყველა ჟესტზე მინდა სახეში ვეცე და გავუტეხო ის ბადრიჯანივით ცხვირი.
-არა, არ მცალია. საერთოდაც აქ საქმეზე ვარ. -მომბეზრდა ეს კაცი, ლამის სამსახურიდან წავიდე, ამისი ამბების გადამკიდე.
-მხხ- ჩაახველა, მალევე შეეტყო, ჩემმა უარმა დიდი კმაყოფილება, რომ ვერ გამოიწვია მასში. -გისმენ
-დასუფთავების სამსახურის მანქანას, აქ რა უნდა?
-ბატონო? -თავი, კითხვის გამეორების მიზნით წინ გამოსწია.
-საბა, დასუფთავების თანმშრომელი. წესით და რიგით ყოველ ხუთშაბათს არის აქ, ანუ გუშინ უნდა მოსულიყვნენ. იყვნენ კიდეც დღესაც აქ არიან.
-რა დაკვირვებული ხარ ანასტასია-კიდევ ჩაიცინა, არა მართალია დაკვირვებული ვარ, მაგრამ შენ მაინც ვერ დაგიჭირე, შე მსუქანო მელა. თვალები დამიწვრილდა შურისძიების ნატვრის მიზნით, რამდენი ხალხი მოატყუა და გაამწარა. მაინც ვერ მივაგენი ამ ვირთაგვას! მაინც, ვერ დავიჭირე ეს მარტორქა.
-ალბათ განრიგი აერიათ, არაფერია საგანგაშო. ვფიქრობ, დღესაც გვექნება ნაგავი, კარგია გაათავისუფლებენ ყველაფერს.-დავფიქრდი და მართლაც ვერ მივხვდი, რა იყო ჩემი აქ მოსვლის მიზეზი?..საბას ვერ ვკითხავდი? ...ან, რა გამაფრთხილა შოთამ? დაელოდე რა მოხდება, ფუჭად დროს ნუ დახარჯავ-ო. ფიქრებიდან გამოვერკვიე.
-მართალი ხართ ბატონო ვაჟა. ახლა დაგემშვიდობებით-ოთახიდან ჩქარა გამოვედი და ხელში მოთამაშე საშვი მკერდზე მივიკარი. ჩემ გამჭირვალე სამფლობელოში დავბრუნდი და სკამს დავეხეთქე. იმდენი საქმე მაქვს! ლამის საქაღალდეებმა თავზე დამეყაროს. ალბათ ყველას გიგრძვნიათ როცა, ადამიანი გაშტერებით გიმზერეთ? მეც მაქვს ამის ნიჭი. თავი ავწიე თუ არა, მაშიმვე მოშტერებული საბა დავინახე. ყოველთვის მიახლოვდებოდა. ერთი მისი ჩვენთან ვიზიტი არ გამხსენებია, ის რომ ჩემ პაემანზე წაყვანას არ უმიზნებდა. რაც არუნდა გასაკვირი იყოს, ახლა გამარჯობაც არ უთქვამს. ხელი დავუქნიე, საპასუხოთ რაღაც ჩაიბუტბუტა და იქაურობას გაეცალა. ნახევარ საათიანი სიმშვიდე სუფევდა მთელს შენობაში, მე არავინ მაწუხებს, მაგრამ კარები სულ მაქვს ღია, რომ მიხვდნე თავისუფალი ვარ. ისევ ავხედე ხალხს და ზოგი მისთვის დაღონებული იჯდა, ზოგი ხელფასს ელოდა გახარებული სახით, ზოგიც ურეაქციოდ მშვიდად იჯდა. მაგრამ, მშვიდმა არემარემ მალევე დაგვტოვა. წამის მეასედში ატყდა კივილი, და გაისმა მინის ჩამსხვრევის ხმა. თვალები ფართოდ გავახილე და ოფისში შემოვარდნილი დასუფთავების სამსახურის მანქანა დავინახე. მანქანიდან სამი განსხვავებული ბიჭი გადმოხტა, ერთი დაბალი რომელმაც მაშინვე იყვირა ძირს დაწექითო. მეორე საშუალო სიმათღლის და მესამე ჩემზე ერთი თავით მაღალი. შავებში იყვნენ გამოწყობილი და თავზე ნიღაბები ეკეთათ.
-თავები დაბლა , ხელები მაღლა. -ისევ იმ დაბალმა იყვირა, რათქმაუნდა, არ დავმორჩილებივარ. ხელი ტელეფონოსკენ გავაცურე, როცა მაღალმა თავზე დამადგა. -ავათვალიერ-ჩავათვალიერე, აშკარად, ქერა თმებიანი ბიჭი იყო. დაკუნთული სხეული, მოტმასნილი მაიკის შიგნითაც ეტყობოდა კუბიკები.
-რას აკეთებ გოგონა? -მაჯაში წამატანა ხელი- ჩვენ ცივილურად ვითხოვეთ თუ, არა?- ხელში ჩემი საშვი აათამაშა.
-ანუ ბუღალტერი, შენც გეცოდინება სეიფის კარები. ის ფულის ტომარა არაფრით გააღებს, საახალწლოდ როგორ მოიკლებს რამეს. წადი გააღე კარი-მუსბუქი ხელის კვრით მიბიძგა სეიფისკენ.
-არ გააღო ანასტასია!
-გაჩუმდიი თორემ, სამუდამოდ გაგაჩუმებ!-უღრიალა ვაჟას. ფეხი, ადგილიდან არ მომიცვლია.
-ანუ, არ აღებ? -პოლიციის სირენების ხმა მოისმა, შვებისგან ამოვისიმთქე. მაგრამ, არცერთი დამფრთხალა.
-გააღე თორემ მოგკლავ!- დაიღრიალა ბოლო ხმაზე.
-მომკალი-დავისისინე, იმის იმედით, რომ ამას არ გააკეთებდა. მაგრამ შევცდი, რამოდენიმეჯერ ჰაერში გაისროლა და კარკასის ნაწილები თავზე დამეყარა, სულ გავთეთრდი. ხალხმა პანიკა ატეხა. მერე, მე მომიბრუნდა და ისევ გადატენა თოფი. შუბლით თავზე დამეყრდნო და ხელი სასხლეტს გამოკრა. იყო თოფის ხმა, ოღონდ უფრო დაბალი. ძირს დახედვა შემეშინდა, მაგრამ, რომ ვერაფერი ვიგრძენი, მაინც გავბედე.
-ჯანდაბა ტყვიები გამომელია-იქვე ქალს შიშისგან ისტერიკა დაემართა, მაღალმა წყალი მიაწოდა.
-ნუ ნერვიულობთ დეიდა, დედას გეფიცებით არაფერს დაგიშავებთ- გამიკვირდა, ბოროტმოქმედი და ასე ზრდილობიანი? ასეთი ყურადღებიანი?
-ზურა! -იყვირა მესამე ბიჭმა, რომელიც აქამდე პასიურად იყო.
-რა გინდა ? -თავის ოდნავ აწევით უპასუხა მაღალმა, რომელსაც იარაღი ჩემსკემ ქონდა მოშვერილი.
-პოლიციელები დგანან, და მემგონო მოლაპარაკება უნდათ.
-არ მოველაპარაკებით, უთხარით თუ გზას არ გაგვითავისუფლებენ, მძევლების ამოხოცვას დავიწყებთ.-ატყდა ისევ ისტერიული პანიკა.
-ჩვენ მაგას არ ვიზამთ!-თქვა დაბალმა-ასე არ შეიძლება! შემოვვარდეთ და ხალხი ვხოცოთ?
-მერე რა გგონია, ამდენ უდანაშაულო ადამიანს ხელს ვახლებ?.... დიდი-დიდი თამამშრომლებს დავუშავო რამე. ისიც მხოლოდ მე. რაშიც ჩაგითრიეთ მაგაზეც ვღელავ. ისევ მე მომიბრუნდა, იარაღი გადატენა.
-გაქვს ბედი გოგონა და მაინც და მაინც მე, რატომ მაკლავ თავს? გახსენი ეს დედა მო%ყნული სეიფი, შენი ჯიბიდან ხომ არ ვიღებთ?.... დასაფიქრებელი დრო გქონდა. სამამდე ვითვლი და გეფიცები გესროლი-შუბლზე თოფი მომადო, თვლა დაიწყო.
-სამი...-ცივმა ოფლმა დამასხა, კანკალი და ისტერიული ხველება ერთდროულად ამივარდა.
-ორი....-გულის რევა დამეწყო, ფეხები მომეკვეთა და სეიფის დიდ სახელურს დავეყრდენი. ტუჩები გამიშრა და ენა მოვისვი, ღრმად ავისუნთქე ჰაერი მგონია ვიხრჩობი და ფილტვებს ჰაერი არ ყოფნის.
-ერ....
-გავხსნი, სეიფს გავხსნი-ამოვილუღლუღე და დაღლილი, საცოდავი თვალებით შევხედე. სეიფი გავხსენი და უკან დავიხიე. არ ვიცი, ასეთი მშიშარა როდის გავხდი, ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ორჯერ ვარ დაჭრილი, იმისთვის, რომ ის არ გავაკეთე, რაც უნდოდათ. და შეწინააღმდეგების დროს დამარტყეს. ახლა ვერც კი შევტრიალდი, ოდნავი წინააღმდეგობა, რომ გამეწია. ფული გადმოალაგეს და ისევ მე მწვდა მაღალმა.
-ჩვენთან წამოხვალ
-მეე? -საწყალი თვალებით შევხედე-კარგი რაა, რატომ მე ? ცუდად ვარ. საერთოდ არ გეცოდებით? -მუდარით შევხედე
-წამოდი მეთქი, მორჩი ზედმეტ ლაპარაკს. საცოდავი შენ კიარა ეს ხალხია, ლამის ოჯახი, რომ გააყიდინეთ.-ხელი ზურგზე მომხვია, ძალა გამოცლილმა ტანზე მივეტმასნე, ცალი ხელით წელზე შემოვეხვიე, მარჯვენა ხელის გრძელი თითები კუბიკებს დავადე. ხელი მუცლის პრესიდნ მომაშორებინა და ასე მისვენებული გამიყვანა ოთახიდან.
********
დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა, დიდ მდიდრულ ლოგინში ვიწექი. ტანსაცმელები ისევ ისე მეცვა, თავზე ალბათ ოდესღაც ცივი ნაჭერი მედო, აწ უკვე გამთბარა. ვვარაუდობ, ღამით სიცხე მქონდა. ესეც პანიკის ერთგვარი გამოვლინებაა. შევათვალიერე საძინებელი; ხის სახლი ჩანდა, ხის მასალაზე მოჩუქურთმრბული ასოებით ძველ ქართულად იყო დაწერილი. ფანჯრებს, მე რომ მიყვარს ისეთი ფარდები ამშვენებდა, მუქი, ხელს რომ უშლის მზის სხივებს შემოღწევაში. კედელზე, ლამაზი სურათები ეკიდა, ალბათ წინაპრები იყვნენ. მოპირდაპირე კედელზე, ლამაზი მუხისფერი საათი ეკიდა. ღია ფერის ჭაღი მთლიანად ანათედა, შებნელებულ ოთახს. ერთხანს, თავი სამოთხეში მეგონა(რათქმაუნდა ვიხუმრე) იქვე პატარა კომოდზე ტელეფონი იდო. ფეხები ლოგინიდან გადმოვწიე, რბილად დავეყრდენი, რომ ხეს კრაჭუნი არ დაეწყო. ტელეფონის გამოყენება მინდოდა მაგრამ ოდნავ მოგვიანებით, გადავდე. გრძელ დერეფანში გავედი, კედლები ღია ფერით შეეღებათ. დიდი, ხის დახვეული კიბით ქვევით ჩავედი. აშკარად ორი ადამიანი ლაპრაკობდა.
-სადაა?
-ვინ?
-ის
-ა ჰო, ზევითაა, ძინავს. გუშინ სიცხე ქონდა, ძლივს დავუწიე. აბოდებდა-თავი გამოატრიალა და დამინახა. თვალებში ჩამაშტერდა. კარისკენ არც კი გაუხედავს ისე დაემშვიდობა ვიღაცას, მანქანა დაიძრა, მაღალმა ახლად მოტანილი პროდუქტევი იქვე დააწყო. შიშისგან კიბეები ავირბინე, და ოთახში ავედი. მშვიდი, ნელი ნაბიჯების ხმა ისმოდა. კარების სახელურს, რომ დასწვდა და გამოაღო მეგონა გული გამისკდებოდა. თხელი და განიერი ყბა კბილების საშუალები გააღრჭიალა , თხელ ტუჩებზე, ენა გადაისვა და ნაგლად ჩაიღიმა. თვალებში, ეშმაკურმა ელფერმა გადაკრა და წამში სიბრაზემ ჩაანაცვლა. ტუჩები მოკუმა, წარბები შეკრა და ბოხი ხმით დაიწყო.
-შენ არ გასწავლეს სხვისი ლაპარაკის მოსმენა რომ უზრდელობაა?
-და შენ, ის თუ იცი ფულის მოპარვა და ადამიანის გატაცება, დანაშაილია?-წამში გავაქრე ჩემი შიში
-და რა იცი, რომ მე მოგიტაცე ?-მაჯაში მწვდა და შემანჯღრია. ხელიდან დავუსხლტი კარებისკენ წავედი , არც კი გამომკიდებია. კარები გავაღე თუ არა, უცებ დამეცა თეთრი სიფრიფანა ცივი მასა სახეზე. ინერქციით თავი ვერ შევიკავე და მუხლებამდე თოვლში აღვმოვჩნდი, წამშივე შემცივდა. ახლა მივხვდი, სახლში როგორ ძალიან თბილოდა, სიბნელე კი მხოლოდ ფარდების ბრალი არ იყო, გარეთაც კარგად გულიანად მოსაღამევებულიყო. მაღალი ისევ ჩემკენ წამოვიდა და ახლა მეორედ მწვდა ხელებში ოღონდ უფრო ძლიერად.
-ხომ გკითხე? გამეცი პასუხი!
-აშკარაა, ვინც არ უნდა ყოფილიყო შენნაირი უტაქტო იყო. და მორჩი ჩემ ხელზე ჯაჯგურს, ჩამილურჯდა. -მუშტი მაგრად მივარტყი პრესზე. სწრაფად შემეშვა, ხელი მუცელზე მოიკიდა და სახე დამანჭა. გული ლამის შემიღონდა.
-კარგად ხარ?
-კი -ხმამაღლა გაბრაზებული თქვა, ხელი გამოწია თუ არა, თეთრ ზედაზე წითელი სითხე დავინახე.
-ღმერთო ჩემო ! სისლი მოგდის.-ხელები თავში შემოვირტყი.
-ვინმემ გვიშველეთ!-ვიკივლე
-ნუ ჭყავი რაა, მაინც ვერავინ გაიგებს.
-რას ქვია ვერ გაიგებს? კვდები მგონი
-არავინ ცხოვრობს აქ და როგორ გაიგებენ?
-სად ვართ ? -შიშისგან ხელი სახეზე ავიფარე.
-გემუდარები ახლა ისტერიკებში არ ჩავარდე , ჩემი გამჭირებია და შენი მოსულიერების თავი არ მაქვს.! -გავბრაზდი! დიახაც! რაიყო? ასეთი სუსტი ადამიანის სტატუსს ვტოვებ სხვაში?
-შემოდი- მტევანში ვწვდი და სახლში შევიყვანე. დამყვა, თორემ, სხვა შემთხვევაში ძვრასაც ვერ ვუზადი. არა ტანით არც ჯიჯგვია და არც ზედმეტად დაკუნთული, მაგრამ, ჩემზე აშკარად ძლიერია.
-დაწექი!- კიარ ვუთხარი ვუბრძანე და დივანისკენ ხელი გავიშვირე, არაფერი უთქვამს დამიჯერა.
-ალხა მე, პირველადი დახმარების ყუთს მოვიტან-გავაფრთხილე, თვალის ცეცებით მეორე ოთახში გავედი. ცოტახანი დავაყოვნე ისიც იმიტომ, რომ შემეთვალიერებინა იქაურობა. გაშტერებული მიყურებდა.
-იქნებ თქვა მაინც სადაა?
-პატარა უჯრაში დევს .
-აქ
-ჰო-სწრაფად ავიღე და დივანზე ჩამოვუჯექი. ზედა სწრაფად ავუწიე და სანამ ჭრილობას შევხედავდი პრესზე თვალები მივლულე, ნერწყვი ძლივს გადავყლაპე და ავწილდი.
-იქნებ ახლა ჭრილობასაც შეხედო?-რათქმაუნდა, თავისი, მწარე ენა მაინც არ გააჩერა პირში.
-ახლავე -ამოვიბლუკუნე და ჭრილობას შევხედე. ტყვიას ღრმად გაეკაწრა, მაგრამ შიგნით არ გაუვლია. სიარულშიც კი არ შეუშლიდა ხელს ჭრილობა, მაგრამ კარგი დამუშავებული არ ქონდა. სამედიცინო სპირტი ლამის ზედ დავაცალე, იმის იმედით, რომ ტკივილისგან შერხეულიყო მაინც, მაგრამ, უშედეგოდ. წარბებშეკრული მიყურებდა. 15 წუთში ყველაფერს მოვრჩი. ყუთი მის ადგილას დავაბრუნე, რომ მოვბრულნდი უკვე ფეხზე დამხვდა.
-რამე გამოსასყიდს ითხოვ ჩემი ოჯახიდან? -აკანკალებული ხმით დავიწყე. გადაიხარხარა, კარგა ხანს იცინოდა. ძარღვები დამებერა სიბრაზისგან, ისე მინდოდა მაგრად მეცემა, მიმეხრჩო, მეყვირა, გამელანძღა! ნერვებს მიშლიდა ასეთი საქციელები.
-არა
-აბა გამიშვებ?
-წადი
-შენი სახე რომ ვიცი? არ გეშინია ჩაგიშვა?
-არა
-მეცნობი- დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ გავაკეთე განცხადებაა.
-მერე?
-არაფერი. ანუ მიშვებ?
-კი
-კარგი და სად ვართ?
-ბარისახოზე
-საად? - ა ასო იმხელაზე გავწელე ტვინი მეც მეტკინა.
-აქ რა მინდა, გაგიჟდი?
-აქ მაქვს სახლი და სად წამეყვანე?
-საერთოდ რატომ წამომიყვნაე, რა გინდოდა? დეგრადიულო ცხოველო. ან ამხელაზე როგორ წამომიყვანე?
-სიტყვები შეარჩიე-მკაცრი ტონით მითხრა და მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა.
-რა ვქნა ახლა?
-რაც გინდა ის.
-მანქანა მათხოვე, სახლში წავალ, ფულსაც მოგცემ და მანქანასაც დაგიბრუნებ.
-არ მყავს
-გგონია მჯერა? -მხრები აიჩეჩა
-აქ რითი ამომიყვანე?
-მანქანით
-მერე?
- ლმერე ბიჭებმა წაიყვანეს..
-იმხელა თოვლია მარშუტი არ იქნება.
-არა, არც ისე არ დადის აქ მარშუტი.
-ამ ღამით ახალი წელი თენდება.
-ჰო, ვიცი.
-მე სახლში უმდა ვყოფილიყავი, შოთა პაპასთან უნდა გამევლო! რა უნამუსო ხარ!
-ვიცი
-რა იცი?
-უნამუსო რომ ვარ
-მშია!-გაეცინა.
-დარეკვაც მინდა
-დასაწოლი ადგილიც.
-ტელეფონები არ იჭერს
-აბა იქ რატომ დევს?
-ჩემი დისაა, დარჩა.
-საჭმელი?
-რამეს გავაკეთებ. -იქვე დადებულ სურსათს ხელით დასწვდა. სამზარეულოში გავიდა, რათქმაუნდა მეც უკან ავედევნე.
-მეც მოგეხმარები.- ჯამი და ფქვილი გამომიწოდა.
-იმედია, იცი როგორ უნდა მოზილო ცომი.-ხელიდან, სიბრაზისგან აჭარხლებულმა გამოვგლიჯე ფქვილი. თვითონ, სალათის ფურცლები გადმოიღო და რეცხვა დაუწყო. ჩუმად ჭრიდა სალათის ფურცლებს. თვალს გავაპარაებდი ხოლმე მისკენ, ის ზედაც არ მიყურებდა. რამოდინე კერძი ისე ლამაზად გააკეთა, მარტო ყურება მოგხიბლავდა. გრძელი თითებით, დანას ისე ჰარმონიულად ურტყამდა დანის დასაჭრელ დაფას, მელოდია გეგონებოდა. სიჩუმეს, მხოლოდ ზემოთ ხსენებული მელოდია არღვევდა. მოთმინების ფიალა სადაც იყო, ამევსებოდა. ძლივს მიხვდა ორი სიტყვა მაინც ეთქვა, მართალია უმნიშვნელო მაგრამ დავრწმუნდი, რომ მუნჯი არ იყო.
-შეგიძლია პიცისთვის მაცივრიდან პომიდორი გამომიღო?
-კი-ეს იყო მთელი ჩვენი დიალოგი. მე მინდოდა თქმა და ვერ ვამბობდი. ის ისე იქცეოდა, მე იქ ვითომ არც კი ვყოფილიყავი. 12 რომ თხუთმეტი წუთი აკლდა მაგიდა გააწყო. შიმშილი სულ დამავიწყდა. ღვინის ბოთლი აიღო და ორი მუცელ გამობერილი ჭიქა დაიკავა ხელში. მე მდივანის სახელურზე ვიჯექი და გარეთ ვიყურებოდი, თოვას არ გადაუღია. წამითაც არ შეწყვეტილა. რათქმაუნდა, ეს გარემოება, რომ ბათუმში ყოფილიყო, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა. სრულიად უცხო ადამიანთან კი მეუხერხულებოდა. მაგრამ, მაინც მქონდა სიმშვიდის, მყუდროების განცდა. ალბათ, ყველაფერი მთის ბრალია. თანაც, მე ხომ, ძალიან მიყვარს მთა? ვერ ვიტან ქალაქებს, არც ზღვა მიყვარს. ვერ ვხვდები, რა საიდუმლო უნდა გაანდო ზღვას? მთას ყველაფერს მოუყვები. მთა მოგისმენს, გაგიგებს. მთა თითქოს უფალთან გაახლოებს, თითქოს მის ზურგზე ზიხარ.... გიყვება, გადამთიელების ამბებს.... გიყვება გასაჭირს..... გიყვება, რამდენი ბრძოლა მოიგო, მისი დახმარებით ქართველებმა. ამას კი ისე ამბობს, არც შერცხვება მის თავზე ლაპარაკი. დაოსტატებულია ლაპარაკობს მის თავზე და სიამაყის ერთი მარცვალიც, არ დასცდება.... გენდობა, გაგიწევს თანგრძნობას, მიგინდობს და ბოლომდე შეგინახავს....ის ხომ, უამრავს უნახავს საიდუმლოს? მალავს, იმას რასაც თხოვდნენ არ ეთქვა. განა, ერთი სიყვარული დაწყებულა მთაში? ვინ იცის? მთამ იცის, მთა კი არ იტყვის! მთა ჩუმადაა, მთა ხელს არ გიშლის, მთა ყურებს არ გიყრუებს შრიალით, ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ მთა მუნჯია! მთამ მეტი იცის, იცის როგორ უნდა გელაპარაკოს. მთა მიტოვებულია, მთა წყნარია და მაგიტომ! უგუნირებს მთა ხრიოკი ჰგონიათ, არ ესმით მისი სიჩუმის.
-დალევ თუ, მხოლოდ წყლის ჭიქა დავდგა შენს თეფშთან? -ფიქრებიდან გამომიყვანა მისმა ხმამ
-დავლევ.-ქარი ამოვარდა, თოვა უფრო გაძლიერდა. შუქი ჩაქვრა.
-ბედი არ მწყალობს, ალბათ კაბელები ერთმანეთს დაედო. გავალ, გავწმენდ.
-შორსაა?
-კი
-მაშინ ვერ გახვალ, დიდი თოვლია, არ დაიკარგო. სანთლები არ გაქვს?
-სადღაც უნდა მქონდეს. -სანთლები ხელის ცეცებით ძლივს მოვნახე.
-აქ სასანთლეა- ვერცხლის მაღალი სასანთლე გამომიწოდა, მაგიდის ზუსტად შუაში ჩავდეთ.
-გამოიცვლი? ჯერ 10 წუთი დარჩა.
-კაბა მირჩევნია- საშინლად არ მიყვარს შარვლები. არც ახლა ვაპირებდი წესის დარღვევას.
-შეიძლება ქონდეს ჩემ დას კაბა, ვნახავ.- მალე ჩამოვიდა ერთიანი, შავი მოკლე კაბით.
-იქეთ გადი, გამოიცვალე. მე ბუხარს შეშას შევუმატებ, რომ არ შეგცივდეს.
-აშკარად ძალიან ცხელა
-ჰო მაგრამ, ახლა, სითბოა საჭირო.-სანთელით და კაბით მეორე ოთახში გადავინაცვლე. შავი ბრჭყვიალა, ბრეტელებიანი კაბა ტანზე მოვირგე, არც კი შემციებია. თბილოდა და არაფრის მოცმას არ ვაპირებდი, პირიქით, შიშველი ფეხით გავედი მისაღებში. კარგად დამუშავებულ მუხის იატაკზე, მაინც იყო ხის წვეტები და რეფლექსები გამიღიზიანა. მაგრამ, არ ავჩქარებულვარ. მაღალი მელოდებოდა.
-გიხდება - გამიღიმა და თეთრი, ქათქათა, კბილები გამოაჩინა.
-მადლობა- მეც გავუღიმე. სკამი გამომიწია.
-დაბრძანდით ქალბატონო. სამ წუთში ახალი წელია. -თვითონაც დაჯდა.
-საოცრად გიხდება ეს კაბა. -ავწითლდი.
-დაგისხავ-ღვინის ბოთლი აწია , ჭიქა გავუწოდე. თვითონაც დაისხა.
-რა გქვია?
-ანასტასია აბუთელი
-ჰო ტასია.
-მომწონს ასე რომ მეძახიან. შენ რა გქვია?
-ზურა დაიაური.-რატომ მეცნობა? ღმერთო რატომ.
-მეცნობი.
- შეიძლება, ადრე ვუკრავდი.
-ჰო. რაზე უკრავდი?
-გიტარაზე.
-ზუსტად თორმეტია! -ტაში შემოვსცხე.
-გილოცავ, ქალბატონო ტასია. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ.
-მე უფრო კარგ, სადღეგრძელოს შემოგთავაზებ- თვალები გამიბრწყინდა და გადავიკისკისე.
-აბა- ზურასაც გაეცინა
-ჩვენს გაცნობას გუმარჯოს.
-გაუმარჯოს. -ორივემ მოვწრუპეთ ღვინო სიცილით.
-ცუდია რომ შუქი წავიდა.
-სამაგიეროდ ახლა, თავი პაემანზე მგონია.! და პაემანზე პირველად ვარ! -ისევ გამეცინა და ღვინო მოვსვი.
-შენ რა პაემანზე არ ყოფილხარ? -თვალები გაუფართოვდა.
-არა! ჯერ არავინ მყვარებია. არც ვთვლი პაემანზე წასვლას საჭიროდ, იმასთან ვისთანაც ვერანაირ მომავალს ვხედავ.
-კარგად აზროვნებ, მომწონს- გამიცინა ზურამ და მეორე ჭიქა ჩავცალეთ. 15 წუთი მხოლოდ ვსამდით ხმა არ ამოგვიღია. მე ახლა ამ სიმშვიდის დარღვევის მეშინოდა. მეშინოდა, რომ რამეს გავაფუჭებდი. მეშინოდა, თვალები გამეხილა აღმოჩენოლიყო, რომ მეძინა და ეს ყველაფერი თავზე დამენგრეოდა. ერთი ბოთლი დავცალეთ, მეორე ბოთლი გავხსენით, დავლიე ერთი ჭიქა მერე, მეორე.
-მომიყევი შენზე ტასია.
-რა მოგიყვე? -მხრები ავიჩეჩე
-თუნდაც, ის რაც გიყვარს, მითხარი რაც გინდა. მე ყველაფერი მაინტერესებს შენზე -მხრები აიჩეჩა მანაც, მაგრამ რატომ არ ვიცი.
- მე მიყვარს მთა, მთვარე, ქარი , თოვლი.
-მაგაზე, ერთი კარგი სიმღერა გამახსენდა- თვალი ჩამიკრა ზურამ.
-მიმღერებ?
-არ ვიცი, დიდი ხანია არ მიმღერია- მე მესამე ჭიქაც ჩავცალე.
-მერე მე მიმღერე რა ზურა ახალი წელია, გამიხარდება. -არ ვიცი როგორ მოვასწარი მეოთხე ჭიქის დალევა, ვწვდი გიტარას და ზურას ხელებში შევაჩეჩე.
-აშკარად ღვინომ მოგერია- გაეცინა ზურას და მანაც დალია მეოთხე ჭიქა.
-მიდი რაა ზურა....-კისერში ხელი ვიტაკე მუდარის ჟესტის გასაკეთებლად. და დაიწყო. გეფიცებით, ასეთი ხმა არასდროს გამიგია, გესმით? არასდროს. ახლა არაფერი მინდოდა, ამ ხმის გარდა. ზურას გარდა. ზურა მინდოდა. ზურა და მთა. ზურა და თოვლი. ზურა უნდოდა; ჩემს გულს, ჩემს სულს ჩემს სხეულს. ვტიროდი და ყველაფერს ამ ცრემლებს ვაყოლებდი. ტყუილს, რომელშიც, ჩემი თავი ვამყოფე. სიყვარულს, რომელიც აქამდე ვერ ვიპოვე. მონატრებას, სიძულვილს, გაქცევას, განშორებას, ყველაფერს ახლა ვტიროდი. ვტიროდი თავიდან, ვტიროდი ორმაგად. ვტიროდი და არც კი მრცხვენოდა.
-მიყვარს ღამე მთვარიანი, თოვლიანი ქარიანი, სევდიანი ნაღვლიანი ღამე. მიყვარს ღამე მთვარიანი, თივლიანი, ქარიანი სევდიანი ნაღვლიანი ღამეე. მოდი, მითხარი რამე, ნახე წყნარია ღამე. ქუჩა სველი, ღამე ბნელი, მიჭირს კარგო უშენობას ვერ ველევი . მიყვარს ღამე მთვარიანი, თოვლიანი ქარიანი, სევდიანი ნაღვლიანი ღამე. მოდი, მითხარ რამე, ნახე ჩვენია ღამე. მიყვარს ღამე მთვარიანი, თოვლიანი ქარიანი შენიანი ჩემიანი ღამე.-ემოციები ვეღარ დავმალე, და ხმამაღლა დავიწყე ტირილი.
-ზურააა ცუდად ვარ ზურა. გული მტკივა გესმის? სული მტკივა ზურა! უშენიბა მტკივა! მაპატიე, რომ ვერ გიცანი, ის მაპატიე. მიშველე გთხოვ! ვერ ვსუნთქავ, გთხოვ მომეხვიე. არ გამიშვა რა, ზურა. არ დამტოვო, არ მიმატოვო. თვალს არ დავხუჭავ გესმის?! თვალს არ დავხუჭავ! არ გაქრე რა, იყავი რა ჩემთან. არ მომშორდე. არ ქნა ისევ გზას ავცდე, არ ქნა და ჩემს სხეულს სული არ დააშორო. მომხედე ზურა, იცი როგორ მიჭირდა? თვალს ნუ მარიდებ... 20 წელი, ტყუილი იყო. მე, შენ გარეშე უფრთო ჩიტი ვიყავი. შენ გარეშე, ხე ვიყავი უნაყოფო. 20 წლის წინ რა მითხარი, რა დამპირდი ზურა. გახსოვს? გაიხსენე რა, გაიხსენე და ისევ დამპირდი. გთხოვ! დამპირდი, მომატყუე მაგრამ ახლა დამპირდი რა. თავიდან დამპირდი. მიშველე რა, გული მტკივა. ასე რატომ მტიკვა ზურა? ვკვდები? რამე მომდის? იქ მაინც ვიქნები მშვიდად? გიპოვე და აწი მოვკვდე.თუგინდ მოვკვდე, ოღონდ ხელი არ გამიშვა რა, სანამ ცოცხალი ვარ, ნუ გამიშვებ. ხომ იცი სულს მატკენ კიდევ დაკარგვით.. -მის კალთასთან ჩავიმუხლე და მუხლებზე შუბლი დავადე. ცხარე ცრემლით ვტიროდი და მაინც მტკიოდა. მტკიოდა, ყველაფერი. გიტარა ძირს დადო, მასთან მისული კალთაში ჩამიჯინა. მხარზე თავი დავადე და გულამოსკვნილი ვტიროდი. ვტიროდი და ამას ამოვაყოლე ყველაფერი, ის რაც მიჭირდა. ხომ არასდროს მიტირია ცხოვრებაში? არსდროს გარდა ერთი შემთხვევისა. მაშინაც ასე იყო, ამ ხმამ ამატირა. აქამდე ვიძახდი რომ არ მყვარებია, არ მიტირია მაგრამ იყო ერთი ასეთი შემთხვევა.
****
ოცი წლის წინ
-ტასიაააა- მამაჩემმა გადახედა მეოთხე სართულიდან.
-ჰო ზურა?
-გიორგი ბიძია, ტასია სადაა?
-ჩაის სვამს შვილო.
-ცოტა ხნით ვერ ჩამოვა?
-ჭამას, ხომ არ მიატოვებსთქო მაგას უთხარი. მთლად დამისუსტებს ეგ ბავშვს-გასძახა ნანიმ
-მამიკო ზურაა?
-არა, ანასტასია დაწყნარდი ჭამე.
-გიორგი ბიძია, გამოუშვი რაა გეფიცებით, ბოლოა, რომ გამყავს.
-ნანი გაუშვი ბავშვი ქვევით.
-გიორგი ჭამს.
-დედა ზურააა, ორ წუთში ამოვალ გპირდები.
-ნანი რა გითხარი!
-შენ ხომარ გაგიჟდი კაცო?
-ნანი ბავშვს აცადე ქვევით ჩასვლა.
-გიორგი ბიძია, თქვენც თუ ჩამოხვალთ კარგს იზამთ.
ხუთ წუთში, იმ კაბით ზურას რომ მოსწონდა, ქვევით ჩავედი. მამაჩემი სადარბაზოსთან გველოდებოდა. ორ წუთში ისტერიული კივილი ავტეხე. მამაჩემმა იცოდა რას მეტყოდა, იმ დღეს ზურა. იცოდა და მაგიტომ წამყვა. ტანზე ხელები შემომხვია გიორგიმ, ზურას, რომ არ გავკიდებოდი.
-მამიკოო, ზურა გააჩერე. გამიშვი მამა, ზურა მიდის უნდა ვუთხრა დარჩეს. მამა, მაიკო, გემუდარები ვეტყვი გაჩერდეს მამა. მააა გავაჩეროთ რა ზურა. ხომ იცი მამიკო, დიდებს რომ უყვართ, ისე მიყვარს მეც ზურა... მაა, გამიშვი რაა შენ, რომ გტკივა ისე მტკივა მა მეც. ზურააააააა -მამაჩემიც ჩემთან ერთად ტიროდა მაშინ, მამაჩემიც, ზურაც და მთელი ჩემი სამეზობლო რომელიც ამ ამბავს უყურებდა. პირველი იყო და ბოლო დღემდე, რომ ვტიროდი. მაშინ წავშალე დაიაური ჩემი ცხოვრებიდან, გამიჭირდა, მაგრამ წავშალე. წავშალე იმიტომ, რომ დედა მთხოვდა. დედას უნდოდა ასე. შეიძლება გამოცდა იყო, ზურას გამოცდა.
კალთაში მჯდომი, ხელში ამიყვანა და საძინებელ ოთახში შემიყვანა გასვლა უნდოდა, ალბათ მოწევდა. ანდა არა, არ მოწევდა. მაშინ დამპირდა. დამპირდა არასდროს მოვწევო. გვერდით მომიწვა და გადამაბრუნა. გადამაბრუნა იმიტომ, რომ უნდოდა შემხებოდა, მაგარამ ვერ ბედავდა. ჯერ კიდევ იმ შვიდი წლის გოგოს უყურებდა, რომელიც 20 წლის წინ ატირებული დატოვა. ისევ მისი სახისკენ გავტრიალდი. ფაჯრიდან შემოპარული ერთად ერთი მთვარის სხივი, მის სახეზე ეცემოდა. მის მწვანე თვალებს ანათებდა. დაიაურიც მეორედ ტიროდა. მასაც ის ტკიოდა რაც მე. თვალის კუთხეში ცრემლი აბრჭყვიალდა. თხელი თითები ჩამოვუსვი ლოყაზე, მარილიანმა წყალმა, სწრაფად შეაშრა გახურებულ კანზე. მაშინ შევეხე, პირველად კაცის ტუჩებს, იმ ტუჩებს რომელიც: 23 წელია მიყვარს, მიყვარს და არასდროს დამვიწყებია.
*********
2 კვირის თავზე ხევსურეთში ჯვარი დავიწერეთ. 1 წლის მერე ტყუპი ბიჭები გაგვიჩნდა. მათ ბარისახოს მთაზე გავზრდი. სახლში მივცემ განათლებას. ვასწვლი მთის ენას. მათ ჩვენი ადათ-წესებით გავზრდი... აბრაამი და დავითი. ორი ადამიანი რომელიც, აუცილებლად გადასცემს თავიანთ შთამომავლობას, მთის ენას.
ზურა? ზურა ალბათ ახლა ზევიდან მიყურებს, მიყურებს როგორც ომის გმირი. მიყურებს ამაყად, მას შეიძლება ისევ მოწონდეს ჩემს ტანზე შავი კაბა, ან ძულდეს. იმიტომ, რომ ეს კაბა და თავშალი სასჯელივით მეტმასნება ტანზე. ეს ძონძი მახსენებს იმ ტკივილს რაც 2008 წლის აგვისტოს დამატყდა თავს.! ეს სამოსი მხდის ბეჩავს, ბედკრულს და ამაყს! ამაყს, რომ ასეთი ქმარი მყავდა.
,, ჩემო ტასია, ქალის ეტალინო, ნაზო არსებავ. შენ შემქმენი მე, როგორც კაცი. შენ მასწავლე ყველაფერი რამაც კაცად მაქცია. შენ მომეცი სიყვარული, შენ მომეცი ძალა ახლა მე, რომ ომში ვიბრძვი. ბოდიში მინდა მოგიხადო ამას, რომ თვოთონ ვერ გეუბნები. და შენ თუ ამ წერილს კითხულიბ ანუ, ჩემი სული და სხეული უკვე ერთმანეთსაა დაშორებული. მინდა მოკლედ გელაპარაკო იმაზე რაც ჩვენ გადაგვხდა თავს. 6 წლისამ, რომ დაგინახე, მაშინ არ ვიცოდი სიყვარული რა გრძნობა იყო. არ ვოცოდი ქალი, ქალი თან შენნაირი ხატება თუ შეგიყვარდებოდა, რამდენად ბედიერი ადამიანი იყავი. მე ბავშვობიდან მიყვარდა შენი, პატარა ცხვირი, თაფლისფერი თვალები, ქერა თმები. ექვსი წლის ასაკიდან მიყვარდა, შენი ქაჯი, თავნება, ქცევები. მიყვარდა შენი გაბუტვა, შენი ჯინიანობა, შენი სიცილი, შენი ტირილი. მე შენ მიყვარდი და მინდა იცოდე საფლავშიც მიყვარხარ. მთელი ოცი წელი, ოცი წელი რომელიც შენ გარეშე გავატარე, ჩემთვის კოშმარი იყო. წამება, ჯვარზე ცვა იყო. სიგიჟემდე ვეჭვიანობდი ყველა, იმ ადამიამზე ვინც ახლოს გეკარებოდა. სიგიჟემდე მეშინოდა დაბრუნების და მეშინოდა, რომ ხელს მკრავდი. იმ დღეს, ბანკში. განზრახ აღარ ისროლა იარაღმა ტყვია. ვიცი, რომ გაინტერესებდა, მაგრამ არ მეკითხებოდი ფული სად წავიღე, ვიცი გაინტერესებდა და იმიტომ არ მეკითხებოდი, რომ მენდობოდი. ფული არც ამიღია, იქ შენ გამო ვიყავი. ფული კიარა შენი გული მოვიპარე. ბედნიერი ვარ? უბედნიერესი მთელს მსოფლიოში, რომ მე და შენ, ერთად შევქმენით, სამშობლოს ერთგული, ღვთის მოშიში ოჯახი. მე მივდივარ და ისევ გტოვებ, ალბათ საბოლოოთაც კი. მივდივარ ომში და გიტოვებ შვილებს. გიტოვებ და ვიცი, შენ მათგან შექმნი კაცებს. როგორც ოდესღაც ჩემგან შექმენი კაცი. მივდივარ და მიმაქვს გული, გული რომელიც, ერთხელ უკვე დავამსხვირე და ძლივს შევაწებე ერთმანეთზე. რაც არ უნდა ბევრი ეცადონ, ჩვენ მაინც ერთი მთლიანი ვართ. შენ და მე , ჩვენი შვილები და ყველანი ერთად. მაპატიე, რომ ჩვენი ვაჟების აღზრდა მხოლოდ შენ გიწევს. მაპატიე და მინდა იცოდე ვნანობ. ბოდიშს ვუხდი, აბრაამს და დავითს და მინდა მათ შენ გიერთგულონ. ვიცი გტანჯე, ვიცი ყოველთვის მეტს ვითხოვდი შენგან მაგრამ მინდა იცოდე. გარდაცვლილიც კი, ვერ გადავიტან შენს კავშირს სხვა ადამიანთან. გემუდარები, დარჩი ჩემი ერთგული სიცოცხლის ბოლომდე, როგორც მე გიერდგულე, სიცოცხლის ბოლო წუთამდე.

მიყვარხარ ტასია! "



ყოველ დილით, შავებში გამოწყობილ, შავ თავშალ წაკრული, ავდივარ მთის ფერდობზე. აქიდან-იქიდან, ხელებ ჩაკიდებული ამყავს, სამი წლის ბიჭები. მათ ვასწავლი, გარდაცვლილი მამის სიყვარულს. მათ ვასწავლი, კაცობას, სამშობლოს, ქალისა და მთის სიყვარულს . ჩემი შვილები, მოუსმენენ მთას. ჩემი შვილები, თავს გაწირავენ სამშობლოსთვის. ჩემი შვილები, არასდროს იძალადებენ ქალის სხეულზე. არასდროს შეაგინებენ ქალს. არასდროს შეაგინებენ, დედას და არასდროს, შეიგინებიან დედაზე. დააფასებენ მცირედს, რაც მთამ აჩუქა მათ.....აღარსად წავსულვარ, ბარისახოს იქით, ფეხი არ დამიდგავს. ჩემი ქმრის ერთი წუთით მიტოვებაც არ მინდა. ასე მგონია, სახლში თუ არაა, ტყეშია, ჭია გაჩენილ ხეებს ჩეხავს, რათა გამოზამთრება არ გაგვიჭირდეს. სხვები ამბობენ გაგიჟდაო, რით ვგავარ გიჟს? რამოდენიმეჯერ, ბავშვთა დამცველი ორგანიზაციაც მომადგა კარზე, ბავშვებს აქ ძალით ამყოფებო. ბავშვებისთვის არასდროს მითხოვია აქ დარჩენილიყვნენ, მათ უბრალოდ, ამ ყველაფერს ვასწავლი. ღმერთმა გამომიგზავნა იმ წუთებში სანდრო გიგანი. დაელაპარაკა მათ და ჩემი შვილები კვლავ ჩემთანაა. სანდროს, ალბათ ჩემზე გულიც კი შეტკივა. ათასჯერ მითხრა, მე, რომ შენნაირი ცოლი მყოლოდა, ომიდანაც ცოცხალი დავბრუნდებოდიო. სანდროს ვუყვარვარ, მე ვხვდები ამას. მაგრამ თქმას ვერ ბედავს, იცის სანდრომ, როგორ მოვიქცევი მე. მთამ უთხრა, მთამ აჩვენა სანდროს, რომ მე ზურას ერთგული ვიქნები.
არაფერი არ შემძულებია, რაც ზურას მახსენებს. ხომაა, ადამიანების კატეგორია ყველაფერი, რომ სძულდებათ? მე არა, მე ორმაგად, სამმაგად, ასმაგად მიყვარს. მიყვარს და არასდროს გადამიყვარდება, ისე როქორც ჩემი ქმარი, არ გადამიყვარდება. ჩემს ოთახში, მისი არომატი ისევაა. ისევ ვგრძნობ, რომ ზურა ჩემთანაა და არასდროს მტოვებს მარტო. ზურაა, ჩემი მფარველი ანგელოზიც, ჩემი სულის ჩამდგმელიც და ჩემი მამოძრავებელი ძალაც. ზურას არსებობით ვსუნთქავდი და მისი ,,არსებობით" ვსულდგმულობ. მან დამიტოვა, მისი ანარეკლი, ორი ტყუპი ბიჭი. ბიჭები რომლებიც, ქერა თმებით, მწვანე თვალებით, თხელი განიერი ყბითა და თხელი ტუჩებით გვანან მამას. არც მამას ხასიათი დაჰკლებია ორივეს და მე ეს მაბედნიერებს. ზურას სიკვდილოს შემდეგ, ბარისახოზე თოვლი არ მოსულა. ორი წელია, თვალით ერთი ფიფქიც არ მინახავს. აღარც მინდა ზურას გარეშე თოვლი, ზურას რომ უყვარდა, ზურა, რომ მათბობდა იმ ყინვაში იმიტომ მინდოდა მეც თოვლი. ბავშვები ყოველთვის მეორე მთაზე, მის თანატოლ ბიჭებთან მიდიან თოვლში სათამაშოთ. დედის გამომუშავებული ინსტიქტია ალბათ, ყოველთვის, რომ საფრთხეს მოელი. სანდრომ გამიგო, გამიგო და მათ ყოველთვის დაყვებოდა. ასწავლიდა ხის დამუშავებას, ცხვრების მოვლა-გაკრეჭას, მათ ცხენებიც კი აჩუქა. დავითი და აბრაამი ახლა უკვე კაცები არიან.
-დედი ვერ დაგტოვებთ მარტო, 18 წელია შენთან ვცხოვრობთ და ახლა სადღაც წავიდეთ?
-დავით მომისმიმე. ამ დალოცვილ ქვეყანას, ღმერთმა მარტო ბარისახო და ეს ხის სახლი არ უბოძა.
-მაგრამ დედა, ჩვენ არ გვინდა მთის მიტოვება, მთაა ჩვენი თქვშესაფარი, მთაში გვყავს დედა. მთაში გვაქვს სახლი.
-შვილო, მხოლოდ სახლის მიტოვება არაა ყველაფერი. თქვენ უნდა ისწავლოთ. როცა გინდა, მაშინ დაბრუნდებით აქ. მაგრამ, ახლა წასვლის დროა.
-სანდრო ძია, დამპირდით, რომ დედას მარტო არ დატოვებთ-მიუბრუნდა აბრაამმა გიგანს.
-რა კითხვაა ძია? -ჩაიცინა სანდრომ. სანდროს არასდროს მივუტივებივარ, ბიჭებმა ქალაში ვერ გაჩერდნენ , აქაური ცოლები შეირთეს. მე არასდროს მიღალატია ზურაზე, სანდროს ჩემზე. იმისდა მიუხედავად, რომ ვუყვარდი ის არ გამომტყდომია სიყვარულში. მე ვთხოვდი მოეყვანა ცოლი, მაგრამ უშედეგოდ. არასდროს იგებდა ჩემ ამ თხოვნას. ვუყვარდი და არ აპირებდა ღალატს, არ აპირებდა მიტოვებას. ჩემი სიყვარული ამჯობა შვილების ყოლას. როცა ვეუბნებოდი შვილი ბბედნიერებაა მეთქი ასე პმასუხობდა:
-ანა, მორჩი ამ თემაზე საუბარს. აბა სად ვნახო ქალი, რომელიც მე გამიძლებს?-პაუზას სიცილით აკეთებდა.
-თან ამ სიბერეში, მახინჯს და უდრეგს ვინ გამოყვება? მორჩი, კიდევ ჭკუის დარიგებას. შენი და ზურას შვილები, იგივე ჩემი შვილებია. უკვე ვიცი, შვილი რამხელა ბენიერებაა. ამაზე შენ ნუ ღელავ. - სანდრი არასდროს ყოფილა მახინჯი. მის სილამაზეს, ყველა ეტრფოდა. ხევსურეთში მცხოვრები ქალები მასზე გიჟდებოდნენ. სანდრო კი მე მელოდებოდა, მთელი ცხოვრება მე შემომცინებდა სახეში. ამის გამო კი ბედნიერი, ყოველთვის მადლობას ვუხდიდი ხოლმე. ყოველ დილით დამყვებოდა ზურას საფლავზე, მიყურებდა მომტირანს და ერთხელაც არ შევუჩერებივარ. ღამე, რომ ვიპარებოდი ზურას საფლავთან ჩუმად მომყვებოდა რამე არ დაემართოსო. ახლა სანდროც მივაბარეთ მიწას, სანდრო ჩემი ქმრის გვერდით განისვენევს და მე ახლა ორ კაცს დავტირი. კაცებს რომლებმაც ყველაფერი მომცეს, და მათი წასვლით გამანადგურეს.
აი ასეთ სიყვარულს გიბოძებს მთა! აი ასეთი სიყვარული ვიცით მთის ხალხმა. გიყვარდეთ მთა, გიყვარდეთ და გესმოდეთ მისი.



№1 სტუმარი Ucnobi

Dzalian kargi iyo mta dzalian miyvars da am motxrobam asmagad shemayvara saocreba iyo <3

 


№2  offline წევრი _alaskaay_

Ucnobi
Dzalian kargi iyo mta dzalian miyvars da am motxrobam asmagad shemayvara saocreba iyo <3

ვაიჰჰ, მადლობა ძალიან დიიდიი♡♡♡♡♡♡♡

 


№3  offline წევრი triniti

Rogorc aseti chanafiqri namdvilad kargi iyo,tumca unda vagiaro rom ver movixible didad am istoriit.vtvli rom imaze meti shegizlia vidre aq gadmoeci.saocrad gaumartavia istoria bevri cdomilebaa aseve arasworad dasmuli sasveni nishnebi da gamoyenebuli inglisuri sityva romelic giweria qartulad.es chemi individualuri azria da ar gewyinos.ori sityvit getyvi istoriazec,mokled dawyeba kargad gaqvs magram mere imdenad swrafad agwer movlenebs rogor daamtavre chaabare ojaxidan waxvedi dabrundirom gaazrebac ver movaswari shegezlo es ufro metad gageshala.damaklda tanacxovrebis sentimentebit gajerebuli detalebi da ver ganvicade zuras dakargva didad.saerto jamshimomewona chanafiqri iatoriis da gasagebicaa magram bolos imdenad araefeqturi iyo chemtvsis rom erti fiqri vifiqre ver davamtavrebdi.cudad ar miigo chemi komentari veli axal istorias moutmenlad imedia gaitvaliswineb da nawyeni ar darchebi.cudi araa magrameti shegizlia.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent