სისხლიანი ვახშამი ( II თავი )
II თავი ტრანკვილიზატორებზე შევჯექი . ძილს ვაფარებ თავს , როგორც ლოკოკინა ნიჟარას. ძილი მოდის, მაგრამ ისეთი არა, რომ შვება მომგვაროს , ჩემს ძილს კოშმარული სიზმრის შლეიფი ახლავს . მესიზმრება, ვითომ მეც ვკვდები, ვითომ ჩემი სული ჭერს ეკვრის და იქიდან აკვირდება ჩემსავე სხეულს . სიზმარს სპეციფიკური სუნიც ახლავს - გოგირდისა და დამწვარი საბურავის, ალბათ ასე ყარს ჯოჯოხეთი. - ადექი, იათო , პანაშვიდზე გვაგვიანდება ,- დროგამოშვებით ყურთან ჩემი უფროსი დის ,ლელას ხმა მესმის. თვალებს ვახელ და ერთის მაგივრად სამ ლელას ვხედავ , როგორც ბალერინებს „გედების ტბაში“... სიყმაწვილეში ბალეტზე დავდიოდი, სიმაღლემ შემიშალა ხელი , თორემ ვიქნებოდი ახლა პრიმა ბალერინა , და არა გერმანულის მასწავლებელი. არ გაოვიდა. ლუდმილა მარკოვნამ, ქორეოგრაფიის პედაგოგმა, დედაჩემს ჩემს აქსელერატობაზე მიანიშნა და კალათბურთზე შეყვანა ურჩია. დედამ იუკადრისა : „ჩემი ქალიშვილი“, „ჩვენი ოჯახი“, „მაკნატუნა“, „გრიგი“,“მეცხრე სიმფონია“...მოკლედ,მთელი თავისი სნობური ლექსიკონი გადმოალაგა . - იათამზე!- ლელა ცდილობს რეალობაში დააბრუნოს და მხარზე მეჯაჯგურება. მსიამოვნებს მისი შეხება . რა ბედნიერებაა,რომ და მყავს, უფროსი და . მერე რა , ხანდახან ნერვებს ვუშლი , ვაღიზიანებ ... ჩემს თავს მაინც ვერსად გაექცევა .ვერასოდეს! ლელა პატიოსანი ადამიანია , ცდილობს , წესებით იცხოვროს , მაგრამ ცხოვრებას თავისი წესები აქვს და ხშირად ეწინააღმდეგებიან ლელას წარმოდგენებს. ამ დროს ლელა იბნევა და დამნაშავეს ეძებს . - თავს ძალა დაატანე და ადექი. ვალდებული ხარ. და ჩვენ მივდივართ პანაშვიდზე. ერთზე, მეორეზე, მესამეზე...მერე ლელა შინ მიდის , უფრო სწორად , ძალით ვაგდებ . ჩემ სიძეს გადაღჭილი საჭმელი თუ არ მიართვი , დედალი არწივივით, იჯდება ცარიელი კუჭით სავსე მაცივართან . შვილებზე აღარაფერს ვამბობ . ლელაზე დგას მთელი ოჯახი. პანაშვიდები ჩამთავრდა , დაჭკნა და გამოიფიტა საფლავებზე მიტანილი ყვავილები, მკვლელობა კი ჯერაც გაუხსნელია. მხოლოდ ის ვიცი, რომ კოქტეილი „სისხლიანი მერი“ დიდი დოზით შეიცავდა წნევის დამწევ პრეპარატს. იმ დღეს გაბრუებულა გავიღვიძე და მივხვდი - საკმარისია. არ მაქვს დეპრესიაში ჩავარდნის უფლება, რადგან გადავრჩი, უნდა ვიპოვო ჩემი მეგობრების მკვლელი... თუ მკვლელები... დარჩენილ წამლებს ნაგავში ვყრი , შემართებით ვჯდები საწერ აგიდასთან და სიას ვადგენ . გარდაცვლილები: 1. სუსიკო რატიანი 2. თაზო რატიანი 3. გიგუტა სესაიშვილი - „ჭუტალა“ 4. სოფო კანკავა 5. მამუკა ფილფანი 6. ნინო ფილფანი გადარჩენილები ( ანუ ისინი, ვინც იცოდა ვახშმის შესახებ და დროზე მისვლა ვერ მაოხერხა): 1. იათამზე მდივანი 2. ლალიკო ბუაძე 3. მერაბ წკრიალაშვილი- „წკრიალა“ მერაბსა და ლალიკოს საპატიო მიზეზი და მყარი ალიბი აქვთ. მერაბი თათბირზე იყო, ლალი კი ნაღვლის ბუშტის შეტევით შინ იწვა. ვრჩები მე . მაგრამ მე არავინ მომიკლავს ! თუ ვინმეს ეეჭვება , მოწმედ გამოვიძახებ მიკროავტობუსის მძღოლს და სუნიან ბერიკაცს , რომლის ფეხებთან ჩაცუცქულმა ვილაყლაყე თბილისიდან წყნეთამდე. 6 კაცი იქით, 3-აქეთ. სად მივდივარ მერე ? ჩემი დედუქციური მატარებელი გვირაბსი გაიჭედა , სინათლე კი არსაიდან ჩანს . ფურცელზე გვირაბიდან გამომავალ მატარებელს ვჯღაბნი , გასამხნევებლად მზეს ვურთავ და ფსიქოთერაპიულ შედევრს ჭიკარტით კედელზე ვამაგრებ . ყოველ წუთს უნდა მომხვდეს თვალში, რამდენჯერაც გავივლი და გამოვივლი. ნაშუადღევს დასაკითხად ინსპექტორ-გამომძიებელი მეწვია- გოლიათური აღნაგობის ლოყებღაჟღაჟა მამაკაცი. - მაიორი სერგო ოქრუაშვილი,- დასჭექა. შინ შევიპატიჟე, სხვა რა გზა მქონდა . - შემთხვევის სდგილზევე მინდოდა თქვენთან დალაპარაკება, მაგრამ უშედეგოდ. შოკში იყავით. ბუნდოვნად მახსენდება მაშინდელი აჟიოტაჟი-პოლიცია, კრიმინალისტები, მეზობლები, ბრეზენტგადაფარებული საკაცეები... ვიღაც მსუქანი მაიორიც დაძუნძულებდა, ეს თუ იყო, მაგრამ ეს მსუქანი არაა, ეს ჯამრთელია როგორც სავანის მარტორქა. - როდის ელაპარაკეთ უკანასკნელად ალექსანდრა რატიანს ? - ვის ?- მიკვირს. - ვის ოჯახშიც ტრაგედია დატრიალდა...- იბნევა. - ააა, სუსიკო?- მახსენდება სუსიკოს ოფიციალური სახელი. ხო, ალექსანდრა. რას ვაშაყირებდით თავის დროზე?! არადა, ახლა მოდაშია. - ჰო, სუსიკო. იყოს სუსიკო. - ხუთშაბათს ველაპარაკე. შაბათს წყნეთში დამპატიჟა ვახშამზე. - მარტო წახვედით? - დიახ. - სოფიო კანკავა არ დაგკავშირებიათ? - სოფო? და რატო უნდა დამკავშირებოდა ? - რა ვიცი, კლასელები ხართ, ბავშვობის მეგობრები. უპრიანია, ერთად ასულიყავით წყნეთში. - შეიძლება ,-უხალისოდ ვეთანხმები. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვისთან და რა დროს ავიდა, ფაქტია, ორივე ნკვდარია. - სუსიკო რატიანი ვისთან უფრო მეგობრობდა , თქვენთან თუ სოფო კანკავასთან ? - ჩემთან, ალბათ... - მაშინ როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ ტრაგედიამდე ორი დღით ადრე ისინი ერთმანეთს შეხვდნენ უთქვენოდ . მეწყინა. რატომ უნდა ვიგებდე სხვისგან ჩემი უახლოესი მეგობრების შეკრების ამბავს ?! თანაც უჩემოდ ! სუსიკო ისედაც ყველაფერს ჩამიკაკლავდა, მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია... გამოდის, სოფო სუსიკოს უფრო ენდობოდა, ვიდრე მე. პრინციპში, ჩვენ შორის სუსიკო ყველაზე გულისხმიერი იყო. - ვერ აგიხსნით. მგონი, არც არაფერია ასახსნელი. შეხვდნენ და შეხვდნენ,- ვამბობ ხმამაღლა, შეიძლება ითქვას გამომწვევად. მაიორი ოქრუაშვილი ხვდება ჩემი გაბრაზების მიზეზს და თანაგრძნობით მიყურებს . - იათამზე, მომიყევით თქვენი მეგობრების შესახებ...გთხოვთ. - ცოცხლებზე თუ გარდაცვლილებზე ? - გარდაცვლილებიდან დავიწყოთ. ის სრულ მზადყოფნას განასახიერებს. საქაღალდეც კი მოიმარჯვა... ვირივით ლამაზი თვალები და წრფელი გამოხედვა აქვს . არ გამოვა გაწბილება. ჩემდა გასაკვირად პირს ვაღებ და ვიხსენებ . სუსიკო ტარიანს იათამზე მდივანი სკოლის ერხიდან იცნობდა, სუსიკოსთვის რომ გეკითხა, სამშობიაროდან, რადგან მათმა დედებმა ერთსა და იმავე წელს , ერთსა და იმავე სამშობიაროში იმშობიარეს. ერთი დღის სხვაობით. დაბადების დღეებსაც მიყოლებით აღნიშნავდნენ - ჯერ იასას, მერე სუსიკოსას. ია ზედმეტად მორცხვი ბავშვი იყო, სუსიკო- რეაქტიული. იას ჰუმანიტარული საგნები ეხერხებოდა, სუსიკოს- მათემატიკური. საკონტროლოების დროს ერთმანეთის რვეულებში იჭყიტებოდნენ, იყო ერთი გადმოწერა და შპარგალკების სრიალი . სოფოს და თაზოს დარჩათ შვილი- 5 წლის თამრო, რომელიც ამჯერად ბორჯომში , თაზოს მშობლებთანაა. ასევე დარჩათ საზიარო აგარაკი წყნეთში და სამოთახიანი ბინა თბილისში, რომელსაც თაზოს მშობლები , სავარაუდოდ , გააქირავებენ , თანხას კი ობლად დარჩენილ ბავშვის გაზრდას მოახმარენ. გიგუტა სესიაშვილი, მეტსახელად ჭუტალა , 14 წლის იყო ,როდესაც სკოლა გამოიცვალა და იმ კლასში მოხვდა სადაც სწავლობდნენ იათამძე, სუსიკო, სოფო და მერაბი. იქამდე ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა. ჭუტალა- ახლომხედველი თვალების გამო შეარქვეს , არც მისი აჭარული აქცენტი დარჩენილა ყურადღების გარეშე- დასცინოდნენ. გიგუტას არ წყინდა , როდესაც კარგად სწავლობ და გარეგნობაც ხელს გიწყობს ,ისღა დაგრჩენია, სხვებთან ერთად იცინო საკუთარ ნაკლზე, სწრატეგიამ გაამართლა, კლასმა გიგუტა მიიღო. დამამთავრებელ კლასში, როდესაც ლამის ნახევარი საქართველო დედაქალაქში ჩამოვიდა უმაღლესი განათლების მისაღებად , გიგუტა მშობლიურ ქალაქს მიაშურა და საზღვაო სასწავლებელში , ე.წ. „მარიხოდკაში“ ჩააბარა. სიკვდილამდე თევზსაჭერ სეინერზე მუშაობდა კაპიტანის თანაშემწედ. ოჯახური მდგომარეობა - გაყრილი. უყვარდა ვისკის წრუპვა ქრომირებული მათარიდან , რომელიც მუდმივად ედო კიტელის შიდა ჯიბეში და რომლის გამოც ქრონიკულად მსუბუქ კაიფში იყო. სოფო კანკავა - კლასის მშვენება, ბიჭების ფარული და აშკარა დაპირისპირების საგანი. პირადად სოფოს არჩევანი მერაბ წკრიალაშვილსა და გიგუტა სესიაშვილს შორის მერყეობდა , რის გამოც ამ ორს არაერთხელ დაუმტვრევიათ ერთმანეთისთვის თავ -პირი. სოფო ხან გამარჯვებულს წყალობდა , ხანაც დამარცხებულს, გააჩნია რა გუნებაზე იყო. მყიფე სამკუთხედი მაში დაიშალა , როდესაც მოულოდნელად მერაბმა ცოლი მოიყვანა. ეს მოხდა მისაღები გამოცდების დამთავრებისთანავე. იმავე ზაფხულს გათხოვდა სოგოც. ცოლად გაჰყვა ლადოს, მასზე გაცილებით უფროს მამაკაცს. ცოლ-ქმარ ფილფანებს მე არ ვიცნობდი, რაზეც მოვახსენე კიდეც ყურადღებად ქცეულ მაირს. - შეიძლება გკითხოთ? თანხმიბის ნიშნად თავს ვუკრავ . - გიგუტა სესიაშვილი რატომ გაშორდა ცოლს? - ჭორებს თუ დაეჯერება ცოლი თვითონ გაშორდა. - კიდევ რას იტყობინებიან ჭორები ? - ქმრის მუდმივად რეისში ყოფნა ვერ აიტანაო. - ვითომ ? - არა ? - მე თქვენ გეკითხებით. - რაც ვიცოდი , გითხარით,- მკვახედ ვპასუხობ . მეჩვენება რომ ვირისთვალება მაიორმაც კი მეტი იცის ჩემს მეგობრებზე, ვიდრე მე. ეს გიგუტას ცოლი კი მართლა დარტყმულია, თუკი რეისის გამო ქმარს დაშორდა, ნახევარი წელი კაცის ჭუჭყიან წინდებს რო არ გარეცხავ მარტო ის რად ღირს! - სოფო კანკავას და მის ქმარს შორის რა ხდება ?- დაკითხვას განაგრძობს მაიორი. - რა ხდება ? - პრაქტიკულად გაყრილები არიან , თუმცა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ ,- გამომცდელად მიყურებს , ჰგონია , საგანგებოდ დავუმალე. - პირველად მესმის. - სოფოს რომ ქმარი არ უყვარდა , ესეც პირველად გესმით? - ჩემთვის არაფერი უთქვამს. - მაშინ მე გეტყვით - სოფო კანკავა ქმარს ვერ იტანდა . - დავუშვათ, ასეა . რა კავშირი აქვს ამას წყნეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან ? - არ ვიცი, არ ვიცი- მაიორი ოქრუაშვილი პირზე ხელს იფარებს და მორიდებულად ახველებს,- ერთი უხერხული კითხვაც მაქვს ... თქვენ ... არ იყავით კლასის „მშვენება“? - დამცინით? - არა, პირიქით, ისეთი აღმაფრენით ილაპარაკეთ სოფო კანკავას გარეგნობაზე, თითქოს მის გარდა კლასში ლამაზი გოგო არ იყო. მე რომ იმ ჭუტალას თუ წკრიალას ადგილას ვყოფილიყავი... - მე ამირჩევდით? - დამცინავად ვაწყვეტინებ . ის მრავალმნიშვნელოვნად მიკრავს ბომბორა თვალს. უეჭველი მეარშიყება ამ მგლოვიარე ქალს! ალბათ , დაყნოსა რამდენი შტამპი მაქვს პასპორტში და ნიადაგს სინჯავს. ღირსი არაა, დავიფრინო? - ამხანაგო მაიორო, 14 წლამდე კლასში ყველაზე მოწაფე ვიყავი. მადლობა ღმერთს, მოგვიანებითბიჭები წამომეწივნენ, თორემ დღემდე ვერ დავაღწევდი თავს კომპლექსებს. - საწყენად კი არ მითქვამს! - არც მე. - მაშ, ამხანაგო რატომ მიწოდეთ? - რა გინდა, გიწოდოთ? - სერგო. - სერგო, კიდევ გაქვთ კითხვები ? - დაგვრჩა ცოცხლები, წკრიალაშვილი და...- მაიორმა საქაღალდეს ჩახედა,- და ბუაძე ლალი. მერაბ წკრიალაშვილი, წკიალა. ყოფილი რაგბისტი. ყოფილი ეკონომისტი, დღეის მდგომარეობით ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი. უყვარს მეგობრებში მოლხენა, ქალაქური სიმღერები,ფრანგული პარფიუმი, პოლიტიკური ანეგდოტები. ჰყავს პათოლოგურად ეჭვიანი ცოლი და სამი ანგელოზივით შვილი. მეორე და მესამე ანგელოზი ირამ , წკრიალას ცოლმა, ქმრის შესანარჩუნებლად გააჩინა, თუმცა წკრიალა არც არასდროს აპირებდა ოჯახის მიტოვებას .როცა გყავს ირასნაირი ცოლი, გარშემო კი ამდენი ლამაზი ქალი დადის , ღალატისკენ სწრაფვა ჩვეულებრივი ამბავია. ლალიკო ბუაძე - სუსიკოს და იამზეს ბავშვობის მეგობარი. ცხოვრობს თექვსმეტსართულიანი კორპუსის მეშვიდე სართულზე, იმავე კორპუსის პირველ სართულზე აქვს ყვავილების მაღაზია. ჰყავს შავი პუდელი ადამი და მსუქანი კატა ბაბილინა. ოცნებობს თეთრ ცხენოსან რაინდზე, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს მოადგება მის საყვავილე მაღაზიას და ლალიკოს დანახვაზე მუხლს მოიდრეკს. სერგო საქაღალდეს ხურავს და კედელზე გაკრულ ფურცელს ამჩნევს. - ეს რა არის ? - მატარებელი. - სიაზე გეკითხებით. - ეს დამნაშავის გამორკვევის უნიჭო მცდელობაა. - ვინმეზე გაქვს ეჭვი ? - ნწუ. - ხოოო... მაშინ წავალ. - მეც მოვდივარ. - სად ? - გაოგნებული მიყურებს , ალბათ ფიქრობს, პოლიციაში მივყვები. ან პირდაპირ ციხეში, აღიარებითი ჩვენებით. - ლალიკოსთან გავივლი. - აჰაა...მანქანით მიგიყვანთ! - ფეხით მირჩევნია. აქვეა, ორი გაჩერების სავალზე. * * * მოვტყუვდი ,როცა როცა ქუჩაში ისეთი გაუსაძლისი სიცხეა, ორი გაჩერება სჯობდა მანქანით გამოევლო. ლალიკოს გრილ სადარბაზოში სული მოვითქვი. ის იყო, ლიფტის გამოსაძახებლად ხელი გავიშვირე , რომ სადარბაზოში წითური მამაკაცი შემოხტა, ლიფტი გამოიძახა და რაღაცნაირი ნიშნისმოგებით შემომცინა - ვითომ, ხომ დაგასწარიო. ან ჭკუანაკლულია, ან უცხოელი, - და თვალით კიბის მაშს ვზომავ . არა , სატონებო, სულ მამალი გიჟი იყოს, ფეხით ვერ დავაწვები მეშვიდე სართულზე. - ბითე! - ლიფტის გაღებისთანავე შესძახა და ხელით მისაპატიჟებელი ჟსტი გააკეთა. აჰა, უცხოელია! თანაც გერმანელი, რაც ორმაგად სასიამოვნოა. ისეთ გულიან მადლობა სვუხდი გერმანულ ენაზე, ტიპი ღიმილად დნება და უსაგნოდ აკანტურებს წითურ თავს. გამოგიტყდებით, აღფრთოვანებული ვარ უცხოელების დამოკიდებულებით ზოგადად ცხოვრებასთან და კონკრეტულად ადამიანებთან. ისინი ბუნებრივი კატაკლიზმების დროსაც კი არ კარგავენ სახეს. ამასწინათ ტელევიზორში ვნახე წყალდიდობა ინგლისის ერთ-ერთ პროვინციაში და წელამდე წყალში ჩამდგარი მაშველები , რომლებსაც დატბორილი სახლიდან მოხუცი ქალბატონი გამოჰყავდათ. ავეჯი წყალს მიაქვს, საქონელი წყალს მიაქვს, ქალი კი იღიმება , ბედნიერი. წითური გერმანელი მეშვიდე სართულზე ჩამოდის , მე- მერვეზე. გავიხედე და ლალიკოს კართან არ რეკავს ზარს ? დაბნეული ვიტკეპნები ლიფტის ბაქანზე- ჩავიდე არ ჩავიდე ... ამასობაში კარი იღება , მესმის ორმხრივი „დეარ“და კარის გაჯახუნება. ლალიკოს შეყვარებული ჰყავს ! მე კი ისევ ჭურში ვზივარ ! ყველაფერი შეთქმულებას ჰგავს - ნეტა მაინც ვიცოდე რას მერჩიან ?! ჯანდაბას, ჰყავს და ჰყავდეს, კეთილი ინებოს და გამაცნოს. გერმანულში მაინც წავივარჯიშებ . კიბეზე ჩავრბივარ და კართან ვჩერდები. ისევ გავიშვირე ხელი და ისევ მომენტალურად გავუშვი. იქ, ლალიკოს ერთი ხელის დადება დერეფანში, საეჭვო შრიალი ისმის, ვხვდები - აქედან დროზე უნდა წავიდეთ. ვარაუდით მივდივარ ქუჩაში. გახურებული ასფალტი ცხვირში მირტყამს და ზროვნებას მიბლოკავს . სუსი, სუსიკო, ლალიკოს შეყვარებული ჰყავს! არა, საყვარელი ! ტემპერამენტიანი უცხოელი, რომელმაც პირდაპირ კარზე ააყუდა ჩვენი აკადემიკოსი მეგობარი. ადამსა და ბაბილონის თანდასწრებით! გესმის, სუსიკო, ფრა ხდება ქვეყანაზე ? თუ შენც იცოდი და მიმალავდი ? როდის-როდის ვაცნობიერებ , რომ შუა ქუჩაში ვტირი. სირცხვილია. მოახლოებულ ტაქსის ხელს ვუქნევ და სასაფლაოზე მიყვანას ვთხოვ . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.