მძიმე გზა (მესამე ნაწილი) მეთორმეტე თავი (24)
ცოტაღა აკლდა და წყლის მშვიდი დინების ნაწილი გახდებოდა.ირგვლივ ვეღარაფერს ამჩნევდა,ამიტომაც არ შეუნიშნავს როგორ გაჩერდა მანქანა ხიდზე.თვალები დახუჭა და გადასახტომად მოემზადა,მაგრამ უკნიდან ვიღაცამ ხელი მოკიდა და გადაარჩინა.არც კი მოტრიალებულა,ისევ მოაჯირირსკენ იწევდა,მაგრამ ისევ ვიღაც აკავებდა. -გამიშვი_ყვიროდა გოგონა -არ შემიძლია_ჩაესმა ყურთან ახლოს მამაკაცის დაბალი და ბოხი ხმა -გამიშვი მეთქი_მისი ხელებიდან გათავისუფლებას ცდილობდა სესილი,მაგრამ ამაოდ.მამაკაცს ძლიერად ეჭირა ის.მან გოგონა თავისკენ შემოატრიალა და თვალებში ჩახედა.მისი ლურჯი თვალები ღამეშიც კი ბრწყინავდა.წარბშეკრული უყურებდა გოგონას. -ახლა თუ გაგიშვებ ნიშნავს,რომ მე მოგკალი, მე კი ადამიანებს არ ვკლავ,პირიქით მათი სიცოცხლის შენარჩუნებაზე ვზრუნავ.შენნაირები კი წყალში ყრიან ყველაფერს.რაც არ უნდა იყოს არ გაქვს უფლება ასე მოიქცე.ასე უაზროდ დაასრულო სიცოცხლე. -მე მაინც მკვდარი ვარ_უპასუხა სესილიმ და თვალები დახარა.მამაკაცის მზერას ვეღარ გაუძლო,მისი თვალები ისე მკაცრად უყურებდნენ... -ჰოდა უნდა გაცოცხლდე -არ მინდა...გამიშვი მამაკაცმა არაფერი უპასუხა,ხელი მოკიდა და მანქანისკენ წაიყვანა. -სად მიგყავარ?_გაოცდა სესილი -ჩემთან.არ ვიცი სად ცხოვრობ,ამიტომ ამაღამ ჩემთან დაგტოვებ.ხვალ კი დაგელაპარაკები და სახლში წაგიყვან,შენ ოჯახთან.ალბათ ძალიან ნერვიულობენ სესილის მწარედ ჩაეცინა. -გამიშვი -მანქანაში ჩაჯექი_გაისმა მისი ხმა მკაცრად სესილის სხვა გზა აღარ ჰქონდა.მამაკაცმა თითქოს მონუსხა,საკმარისი იყო,რომ ერთხელ შეეხედა და მექანიკურად ემორჩილებოდა.კაცმა სესილის მანქანის კარი გაუღო,შემდეგ თვითონაც ჩაჯდა და მანქანა დაძრა. ... -სოფია,გთხოვ დამშვიდდი.ვიპოვით,გპირდები_ეუბნებოდა დათო ცოლს და წყალი მიაწოდა. ქალმა წყალი მოსვა და ცრემლები მოიწმინდა. -მეშინია,სად წავიდა ამ ღამეში,ნეტავ საკუთარ თავს არაფერი დაუშაოს. -ნუ გეშინია.ვიპოვით,უკვე ეძებს პოლიცია. -ჩემი ბრალია,როგორ ვერაფერი შევამჩნიე.ისე ვიყავი გახარებული,მეგონა უკეთ იყო ლაპარაკი რომ დაიწყო და უცნაური ქცევისთვის აღარ მიმიქცევია ყურადღება_ტიროდა სოფია დათო მის წინ ჩამოჯდა,მისი ორივე ხელი დაიჭირა. -ეგ მეორედ აღარ თქვა.შენ არ ხარ დამანაშავე.რთული პერიოდი გვაქვს ყველას და სესილის განსაკუთრებით,მაგრამ ხომ იცი ყველაფერს გადავლახავთ -მეშინია. -ცუდზე არ იფიქრო სოფი.აი ნახავ.სესილის ამაღამვე მოვიყვანთ სახლში -იმედია.იმედია დაბრუნდება.მოვკვდები რამე რომ დაემართოს. -არაფერი მოხდება ცუდი_ამშვიდებდა დათო და ქალს ჩაეხუტა. ... სესილის მთელი გზა ხმა არ ამოუღია,ბნელოდა,მთვარეც აღარ ანათებდა,თანაც მთელი გზა ძირს იყურებოდა და არ შეუნიშნავს სად მიდიოდნენ.უცნობი მამაკაციც ჩუმად იყო.გოგონა დროდადრო გახედავდა მას.კაცს სახეზე ისევ მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა.შეკრული წარბებით გაჰყურებდა გზას.ბოლს სადღაც შეუხვიეს და ერთ-ერთ სახლთან გაჩერდნენ.მამაკაცმა სესილი მანქანიდან გადმოიყვანა.გოგონას თავბრუ ეხვეოდა და სიარული უჭირდა,თვალებიც ებინდებოდა და ამიტომაც ვერ მოხვდა,რომ ნაცნობ სახლთან იდგა.სოფიას და დათოს სახლის წინ იდგა.მამაკაცმა კარზე ზარი დარეკა.სესილი მის უკან დადგა.ფეხზე დგომა უჭირდა და მამაკაცს ეყრდნობოდა. კარი სოფიამ გააღო,ქალს სიხარულისგან ცრემლები წამოუვიდა და ბიჭს მოეხვია.არ ელოდა მის ნახვას და ახლა გახარებული მას ეხვეოდა. -სანდრო.შენ როდის ჩამოდი ?_ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი გახარებულმა სანდროსაც ბედნიერი ღიმილი მოეფინა სახეზე და სოფიას აკოცა. -ამ საღამოს ჩამოვფრინდი დედა.წინასწარ არ გაგაფრთხილეთ მინდოდა სიურპრიზი მომეწყო -რა გახარებული ვარ ,რომ იცოდე.შემოდი სოფია ისე იყო გახარებული,რომ გვიან შეამჩნია სანდროს უკან მდგარი სესილი.ქალს გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.სესილის მოეხვია. -სესილი,შენ ... სად იყავი? ნერვიულობისგან მოვკვდი ლამის.რატომ წახვედი?_ეკითხებოდა სოფია -მე... -თქვენ ერთმანეთს იცნობთ?_გაუკვირდა სანდროს -ჰო სანდრო...შემოდი ცოტა დაისვენე და მერე ვილაპარაკოთ.სესი შემოდი_ხელი ნაზად მოკიდა ქალმა გოგონას ცრემლები წამოუვიდა,თავი დამნაშავედ იგრძნო.იატაკზე ჩაიკეცა და ატირდა. -მაპატიე,სოფია მაპატიე გთხოვ -დამშვიდდი საყვარელო -მაპატიე,რომ განერვიულე.არ მინდოდა თქვენი შეწუხება,ისე ზრუნავთ ჩემზე.მე კი რა გავაკეთე_ტიროდა გოგონა -მომისმინე_სახეზე მოეფერა სოფიამ-ახლა უნდა დამშვიდდე,მთავარია ,რომ დაბრუნდი.მალე კარგად იქნები.ახლა წამოდი,გამოიცვალე,თორემ გაცივდები.ადექი_ხელი ჩაკიდა სოფიამ გოგონას. სანდრომ სოფია გვერდზე გაიყვანა. -დედა რა ხდება?ეს გოგო -სანდრო,ცოტა რთული თემაა.გთხოვ მოგვიანებით ვილაპარაკოთ.კარგი? -კარგი...მე მამას ვნახავ.სად არის? -კაბინეტშია.მე სესილის ავიყვან ოთახში -კარგი,მამასთან წავალ მე_უპასუხა სანდრომ ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა და კაბინეტისკენ წავიდა. ... -წამოწექი და დაისვენე საყვარელო_თმაზე მოეფერა სოფია გოგონას და საწოლზე ფრთხილად დააწვინა. -მეშინია სოფია საწოლზე ჩამოჯდა.გოგონას ხელი დაიჭირა და თვალებში ჩახედა.მის თვალებში იმდენი სითბო და მზრუნველობა ჩანდა,რომ სესილის უნებურად ცრემლები მოერია. -სესი,ვიცი,თან ძალიან კარგად ვიცი ახლა რასაც განიცდი.პატარა ვიყავი მშობლები რომ დავკარგე.შემდეგ 15 წლის ასაკში შვილი მომიკვდა და სწორედ მაგ დროს ვფიქრობდი,რომ აღარაფერს ჰქონდა აზრი.ცარიელი ვიყავი.ვიცი,ახლა გგონია,რომ მართლა ყველაფერი უაზროა,მაგრამ დროთა განმავლობაში ცხოვრებას ისწავლი.ჩვენ კი შენი ოჯახი ვართ,ხომ იცი,მარტო არასდროს დაგტოვებთ,არასდროს.მაგრამ დამპირდი,რომ ეცდები,ეცდები რომ გამოხვიდე მდგომარეობიდან. -გპირდები სოფია,თუკი რამე ძალა დამრჩა. -მალე შენ თვითონ გაოცდები თუ რამხელა ძალას იგრძნობ საკუთარ თავში.ვიცი,ყველაფერი კარგად იქნება._ლოყაზე ნაზად მოეფერა ქალმა-ახლა დაისვენე ,ეცადე დაიძინო. -ღამე მშვიდობისა სოფია და ყველაფრისთვის მადლობა.არ ვიცი ოდესმე თუ გადავიხდი სამაგიეროს იმისთვის რაც შენმა ოჯახმა გამიკეთა. -ძილი ნებისა ჩემო კარგი,სამადლობელი არაფერია.ჩვენ გვიყვარხარ სოფიამ სინათლე ჩააქრო და ოთახიდან გამოვიდა.ქვემო სართულზე ჩავიდა.მისაღებში სანდრო და დათო ისხდნენ და ლაპარაკობდნენ.სოფია მათთან მივიდა და ორივეს მოეხვია.უზომოდ ბედნიერი იყო ორივეს მის გვერდით რომ ხედავდა. -დედა,სესილი როგორაა?მამამ უკვე მომიყვა ყველაფერი -ახლა უკეთაა,ალბათ უკვე ჩაეძინა. -საშინელ დღეში იყო რომ ვნახე,მაგრამ არ მიკვირს.ჯერ ვერც მე ვიაზრებ,რომ ლევანი აღარაა.მის ქორწილზეც ვერ მოვახერხე ჩამოსვლა და ახლა... -ჰო...ჯერ მდგომარეობიდან ჩვენც ვერ გამოვდივართ_თქვა დათომ -გიორგი როგორაა? -ცუდად სანდრო,ძალიან ცუდად_უპასუხა დათომ-სახლიდან არ გადის.თითქმის არც გველაპარაკება.ლუკა ყოველ დღე მასთანაა. -საწყალი ბიჭი _თქვა სანდრომ-ეს რა საშინელებები მოხდა.ამდენი რამ ერთად.დამნაშავე დაიჭირეს? -ვერა,ძებნაშია_ზიზღით თქვა დათომ -რატომ ვერ იჭერენ ამდენ ხანს.ასე უნდა შერჩეს ყველაფერი?_გაბრაზებული ხმით იკითხა სანდრომ -გვეყოს ცოტა ხნით ცუდზე ლაპარაკი,მინდა თქვენთან ერთად ყოფნით დავტკბე_თქვა სოფიამ მათ შორის ჩაჯდა და ორივეს მოეხვია -რა კარგია აქ რომ ვარ_თქვა სანდრომ -ჰო,ისე ჩემ წინადადებაზე იფიქრე?_ჰკითხა დათომ -რა წინადადებაზე?_დაინტერესდა სოფია -დედა,მამამ სამსახური შემომთავაზა მის საავადმყოფოში... -რა კარგია_გაუხარდა სოფიას-ანუ აქ დარჩები? -ჰო,ვფიქრობ ჩემთვისაც კარგია.რეზიდენტურა დავამთავრე ,პრაქტიკაც გავლილი მაქვს და ეს ჩემთვის ახალი გამოცდილება იქნება.თანაც ძალიან მომენატრა აქაურობა ,თქვენ.ყველაფერი და მირჩევნია აქ ვიყო -კარგია,ძალიან მენატრებოდი და გვიჭირდა უშენოდ ყოფნა_უთხრა სოფიამ და შვილს აკოცა. -მამაჩემი საერთოდ არ ფიქრობს ჩამოსვლას არა?_სიცილით იკითხა დათომ -ხომ იცი ,სულ დაკავებულია.სახლშიც იშვიათად იყო_უპასუხა სანდრომ -ჰო აბა შვილი კი არ მოენატრება. -რას ამბობ,ყველა ენატრებით. -იმედი მაქვს გიგაც ჩამოვა ,ჩვენც მოგვენატრა._თქვა სოფიამ სოფიაც და დათო მშვიდად იყვნენ,პირველად ამ ერთი თვის განმავლობაში.სანდროს დაბრუნებამ სიმშვიდე მოიტანა.გათენებამდე ისხდნენ ერთად და ლაპარაკობდნენ.ამდენი ხნის უნახავ შვილთან ყოფნით ტკბებოდნენ.მართალია ხშირად ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს,მაგრამ სულ სხვაა,როდესაც შენი საყვარელი ადამიანების გვერდით ხარ.ეხები,ეფერები.ამას ხომ ვერაფერი ჩაანაცვლებს ვერასდროს და ახლა სწორედ ამ ბედნიერებით გახარებულებს ძილიც კი დაავიწყდათ. ... სესილის ადრე გაეღვიძა.საწოლში ვეღარ გაჩერდა და მაშინვე ადგა.ფანჯარა შეაღო და დილის სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა.ჰაერში შემოდგომის სურნელი იფრქვეოდა.სექტემბრის დასაწყისი იყო,თუმცა უკვე ოქროსფრად იყო შეღებილი და დილის მზეც განსაკუტრებულ ხიბლს გვრიდა ხეზე ოქროსფრად მოელვარე ფოთლებს.გოგონა ეზოში იყურებოდა,სწორედფ ამ დროს სანდროს მოჰკრა თვალი,რომელიც ბაღში სერინობდა.სესილიმ მის დანახვაზე უხერხულობა იგრძნო,თუმცა რატომ თვითონაც არ იცოდა.უნდოდა ფარდას მოფარებოდა,არ უნდოდა სანდროს შეემჩნია,თუმცა უკვე გვიანი იყო. -დილამშვიდობისა სესილი_ღიმილით მიესალმა მამაკაცი -დილამშვიდობისა_უპასუხა გოგონამ -იმედი მაქვს უკეთ ხარ -ჰო,მადლობა_უხალისოდ უპასუხა მან და ფანჯარას მოშორდა. საწოლზე ჩამოჯდა და თმის ვარცხნა დაიწყო.სარკეში თავის ანარეკლს აკვირდებოდა.ამდენი ხნის შემდეგ პირველად ჩაოხედა სარკეში და შეცბა,ეგონა იქედან უცხო ადამიანი უყურებდა.თითქოს სხვა იყო,ჩამქრალი თვალებიდან სხვა უყურებდა.გულში კი სიცარიელე ჰქონდა,რომელსაც ვერაფერი ავსებდა.ცრემლები მოერია,მაგრამ მაშინვე მოიწმინდა.რადგან კარზე დააკაკუნეს. -შემოდით -დილამშვიდობისა სესილი_მიესალმა სოფია -დილამშვიდობისა_გაუღიმა გოგონამ -თავს როგორ გრძნობ? -კარგად ვარ,მადლობა. -კარგია_თმაზე მოეფერა გოგონას-საუზმეზე გელოდებით -ჩავიცვამ და ჩამოვალ_უპასუხა გოგონამ -კარგი საყვარელო ... -დედა სალომესთან წავალ მე .ძალიან მომენატრნენ_უთხრა სოფიას სანდრომ საუზმის შემდეგ -კარგიაზრია,გაუხარდებათ შენი ნახვა.ლუკასაც ძალიან გაახარებ -შენც წამოდი -არა,დილიდან შეუძლოთ ვარ და ჯობს სახლში დავრჩე -რა?რატომ?საავადმყოფოში ხომ არ -არა,არა_გაეცინა სოფიას,როდესაც მისი შეშფოთებული სახე დაინახა-საგანგაშო არაფერი.უბრალოდ ტოქსიკოზია. -კარგი,თუ რამე დაგჭირდა გამაგებინე -კარგი_სახეზე მოეფერა სოფია-ჰო მართლა სანდრო,იქნებ სესილიც წაიყვანო.მისთვის კარგი იქნება გარეთ გასვლა,იქნებ ცოტა გამხიარულდეს კიდეც. -კარგი,ვეტყვი_უპასუხა და გარეთ გავიდა. სესილი ეზოში იჯდა.მამაკაცი გვერდით მიუჯდა. -ხომ კარგად ხარ? -კი_უპასუხა გოგონამ და სანდროს შეხედა. მისდა უნებურად მის თვალებს მიაშტერდა.დღის სინათლეზე კიდევ უფრო ღია ფერის და კაშკაშა ჩანდა.თითქოს იძირებოდა მის თვალებში. -სესილი,მე ლუკასთან მივდივარ.იქნებ შენც წამოხვიდე.კარგი იქნება -არა,არ მინდა არსად გასვლა. -კარგი რა,წამოდი.ცოტა გამხიარულდები -არ მინდა გამხიარულება_თქვა გაბრაზებულმა და წამოდგა. სანდრომ მკლავზე მოკიდა ხელი და თვალებში ჩახედა.გოგონამ თვალები მოარიდა და გვერდზე გაიხედა. -გინდა_მკაცრად უთხრა მან.როდემდე აპირებ სახლში ჯდომას?ასე უარესად გახდები. -მერე შენ რა...ერთი დღეც არაა რაც გამიცანი რა გაღელვებს? სანდრომ თავი გააქნია და ჩაეცინა. -მე ექიმი ვარ,ხალხს ვეხმარები,რომ უკეთ გახდნენ. -მე არ ვარ შენი პაციენტი_ბუზღუნებდა სესილი და მისგან თავის დახსნას ცდილობდა. -იქნებ ხარ და არ იცი.გეყოფა ჯიუტობა და წამოდი. -ჰო კარგი,ოღონ გამიშვი_უპასუხა გოგონამ-მოსაცმელს ავიღებ. სანდრომ ხელი გაუშვა და თვალი გააყოლა სახლისკენ მიმავალ გოგონას. ... -დედა -ჰო ლუკა_უპასუხა სალომემ -მე გიორგისთან მივდივარ და შეგიძლია შენი მანქანა მათხოვო?ჩემი პროფილაქტიკაში მყავს -კარგი,წაიყვანე.დღეს მაინც არსად მივდივარ -მადლობა._უპასუხა მან და ეზოში გავიდა. მოულოდნელობისგან დაიყვირა და ჭიშკრისკენ გაიქცა ,როდესაც სანდრო დაინახა.გახარებულები მაგრად მოეხვივნენ ერთმანეთს. -სანდრო,როდის ჩამოდი .რა მაგარია -წუხელი ჩამოვედი -რა კარგია.შემოდით სახლში სალომეს და ანდრიას ძალიან გაუხარდება შენი ნახვა. ლუკა სესილისთან მივიდა და მასაც მოეხვია -სესი,გამიხარდა შენი ნახვა -მეც_უპასუხა გოგონამ -კარგია,რომ გარეთ გამოსვლა გადაწყვიტე. ხმაურზე ანდრია და სალომე გამოვიდნენ.სანდროს დანახვაზე კი თვალებს ვერ უჯერებდნენ.გახარებულები ეხვეოდნენ ბიჭს.სახლში შეიყვანეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ,როგორც ბავშვობაში.სანდროს ბავშვობა მოაგონდა.ძალიან უყვარდა მათთან ყოფნა.სახეზე ბედნიერი ღიმილი მოეფინა მისთვის საყვარელი ადამიანების დანახვისას.მათთან ყოფნით ძალიან ბედნიერი იყო. ლუკას და მის მშობლებს სესილის დანახვაც ძალიან გაუხარდათ.მძიმე თვე გადაიტანეს და გოგონაზე ყველა ძალიან ღელავდა,ახლა კი ბედნიერები იყვნენ,რომ ისევ მათ გვერდით იყო გოგონა. თავის მხრივ სესილიც ხვდებოდა,რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო სანდროს წაყოლაზე რომ დათანხმდა.ახლა გარეთ გასვლა და საყვარელი ადამიანების ნახვა მას ჰაერივით სჭირდებოდა. -ანუ ჩვენთან იმუშავებ ამიერიდან არა?_ჰკითხა სალომემ -ჰო -რა კარგია _თქვა ქალმა-კიდევ ერთი ნიჭიერი ექიმი შემოუერთდება ჩვენ საავადმყოფოს -კარგია_თქვა ანდრიამ-ანუ აქ რჩები -კი და თან ძალიან მიხარია.აქაურობა ისე მენატრებოდა. -მართალია.ძნელია ოჯახისგან შორს ყოფნა_თქვა ანდრიამ -სანდრო,არ გეწყინოს რა უნდა წავიდე,გიორგი აუცილებლად უნდა ვნახო,მაგრამ მალე დავბრუნდები. -რას ამბობ,რა უნდა მეწყინოს.მეც წამოვალ.მეც მინდა მისი ნახვა. -კარგი,გაუხარდება შენი ნახვა.სესი შენც წამოხვალ?_ჰკითხა ლუკამ გოგონა ყოყმანობდა.გიორგიზე ფიქრისას გული ნაწილებად ეშლებოდა თითქოს.ჭრილობა კვლავ იხსნებოდა.ცრემლები მოაწვა.თუმცა თავს მოერია. -ჰო,მეც წამოვალ_უპასუხა მან -კარგი.ჩემი მანქანით წავიდეთ_თქვა სანდრომ ... გიორგის მათი ნახვა ძალიან გაუხარდა.მათთან ლაპარაკში ცოტა გაერთო კიდეც.ისიც გაუხარდა,რომ სანდრო აქ რჩებოდა. არც სანდრო და არც სესილი არაფერს იმჩნევდნენ,მაგრამ გული ორივეს ძალიან ტკიოდათ,როდესაც ეტლში მჯდარ გიორგის ხედავდნენ.ხვდებოდნენ,რომ მისი ღიმილი მხოლოდ ნიღაბი იყო,რომელიც უდიდეს სევდას ფარავდა.სევდას,რომელმაც მთელი ცხოვრება ,ყველაფერი მუქ ფერებში შეღება და სინათლეს შემოსვლის საშუალებას არ აძლევდა.ერთ დღესაც დაფრინავ,სიმაღლიდან ტკბები,არაფერზე ფიქრობ,ვერ წარმოიდგენ რომ ყველაფერი დროებითია,მაგრამ შემდეგ მოულოდნელად ენარცხები მიწაზე და სანამ აზრზე მოსვლას მოასწრებ მოულოდნელად ხვდები სიბნელეში,რომლიდანაც არ იცი როდის დააღწევ თავს,მაგრამ გულის სირრმეში ადრე თუ გვიან ისე შემოაღწევს სინათლის სხივი,რომ ვერც მიხვდებიდა გზას გაიკვლევს,მხოლოდ ცოტა მოთმინება საჭირო და შემდეგ ისევ გექნება ძალა,რომ წამოდგე.მთავარია,რომ სუნთქავ. ... სახლში გვიან დაბრუნდნენ და სესილი ისე იყო დაღლილი,მაშინვე საძინებელი ოთახისკენ წავიდა.ტანსაცმელს იძრობდა და წუხანდელი ღამე გაახსენდა.თვალწინ ისევ სანდრო ედგა.იხსენებდა როგორ უყურებდა მისი ლურჯი თვალებით.ერთი ნაბიჯიც და უკვე ცოცხალი აღარ იქნებოდა.იმ სიბნელეში კი სანდრო გამოჩნდა და არ მისცა სიკვდილის საშუალება.უცნაურმა გრძნობამ შეიპყრო,მაგრამ ხელს კრავდა ამ ფიქრებს და მის მოშორებას ცდილობდა.თვითონაც ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის გონებაში.ვერ იმას ხვდებოდა უხაროდა ცოცხალი რომ გადარჩა თუ არა. შემდეგ კი დღევანდელი დღე,იხსენებდა მის დაჟინებულ მკაცრ მზერას,ზრვასავით ლურჯ თვალებს.მზიან ამინდში,კაშკაშა სხივებით განათებულ მშვიდ ზღვას აგონებდა მისი თვალები.ზღვა კი მას სიმშვიდეს გვრიდა,როგორც სანდროს თვალები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.