შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა მზის ჩრდილში (თავი მესამე, მეოთხე)


17-02-2018, 23:25
ნანახია 1 359

თავი მესამე
მარიტა

პატარას მარიტა დაარქვეს, მამიდა მარიეტას საპატივცემოდ.
თეას ძალიან უხაროდა მარიტას შემატება ოჯახში.თვითონ ყველაზე პატარა იყო და ფიქრობდა ახლა მაინც არ ჩათვლიდნენ ბავშვად. მთელი დღე პატარას ეთამაშებოდა, რომელსაც საერთოდ არ ეთაკილებოდა ეს ცეკვა-თამაში. ძილი ყველაფერს ერჩივნა. მთელი დღე, როგორც ნინელი ამბობდა - დათუჩასავით ეძინა.
ნინელის გუნებაც გამოუკეთდა. მალევე ხატვას მიუდგა. ორსულობის პერიოდში ამ პროცესს თავს არიდებდა, ვაითუ საღებავებისგან ბავშვს რაიმე არ დაუშავდესო, მაგრამ ახლა სრული თავისუფლება გააჩნდა.
თომას ქცევაც მკვეთრად შეიცვალა. ღამღამობით თითქოს ნემსებზე ეძინა, ყური სულ ქალიშვილისკენ ეჭირა.
მარიტა ჭირვეულობდა. მთელი დღე თუ ეძინა - ღამე გაუჩერებლად ტიროდა და მხოლოდ მაშინ წყნარდებოდა დედა თავზე თუ დაადგებოდა, მოეფერებოდა და აკვანს აქანავებდა.
-ოჰ! ღმერთო, ამ ბავშვს ჩემი ყველა თვისება რატომ გადმოეცი?!-წუწუნებდა ნინელი.
- არა,- ანუგეშებდა ქალბატონი ნელი,- თომასაც საშინელი ძილი ჰქონდა. მთელი ღამე თვალს ვერ ვხუჭავდი, თან საშინელი ღორმუცელაც იყო.
ნინელის სულ სიცილით იგუდებოდა, იმის დანახვაზე როგორ ცდილობდა თომა ბავშვს მოფერებოდა. ისე ეპყრობოდა, თითქოს ფაიფურის ლარნაკი ყოფილიყო და ყოველ წამს შეიძება დამსხვრეულიყო.
ოთხი თვე როცა შეუსრულდა თვალის ფერიც დაემჩნია. თავიდან მომწვანო ბურთულა იყო, რომელსაც გარს ყვითელი წრე არტყამდა, ზუსტად ისე როგორც ნინელის ჰქონდა, მაგრამ ერთი წლის ასაკში ნათლად გამოჩნდა, რომ მარიტას თვალები ხასხასა ლურჯი იყო, თომას თვალებზეც კი უფრო ლურჯი.
ორი წლის იუბილე დიდი გადაუხადეს. ყველა მოვიდა, ვინც კი ნინელისა და თომას ახლობლად მიაჩნდათ.
ნინელიმ დიდი ტორტი გამოაცხო, რომელსაც კაშკაშა მზე დაახატა, ქვემოთ კი ხუჭუჭა ასოებით მიუწერა: მარიტა - ორი წლის.
დაბადების დღეზე თომას მეგობარი - ანდრეაც მოვიდა, თავის ცოლსა და პატარა ვაჟთან ერთად.
- რამხელა გაზრდილა!- ლოყები აუწიწკნა ბავშვს ნინელიმ, რომელსაც აშკარად არ ეამა ეს და დეიდა ნინელისგან მთელი ღონისძიების დროს თავი შორს დაიჭირა.
- მარიტა სადღაა?- უთხრა ანდრეას ცოლმა კესომ, რომელსაც საკმაოდ წამოზრდილი მუცელი მოძრაობაში ხელს უშლიდა.
- მამამისს არ სცილდება.- უთხრა ნინელიმ და მათ დანახვზე ჩაეცინა.
მარიტა თვალსაჩინო ბავშვი იყო. თითქმის მოვერცხლისფრო თმა კიკინებად გქონდა, თვალები კი უღრუბლო ცასავით თვალისმომჭრელი ქჰონდა. ერთი სიტყვით მამამისის ასლი იყო.
ნინელიმ და კესომ დიდხანს იჭორავეს. ნინელი უყვებოდა, როგორ ჭირვეულობდა მარიტა პირველი კბილები რომ ეზრდებოდა, როგორ ებუტებოდა ხოლმე მამამისს დედასთან განმარტოებას თუ მოისურვებდა და როგორ უჯღაპნიდა დედამისს ახალდამთავრებულ ტილოს ნამუშევრებს.
- ბოლოს რომ არ წამესწრო მთელი ქილა საღებავი უნდა შეესანსლა,- ამოიხრა ნინელიმ და ხელები უღონიდ დაუშვა.- მთელი დღე კუჩში თუ არ ვდიე, ფანჯრიდანაც გადახტება ალბათ.
კესარიამ გემრიელად ჩაიხითხითა მარიტას ცელქობის ისტორიებზე.
- მოდი რაღაც გაჩვენო.- უთხარ ნინელიმ, და თავისი ოთახისკენ გაიყვანა, რომელიც ნახევრად სახელოსნოს ჰგავდა,- ოღონდ გულწრფელად შემიფასე, კარგი?
კესომ თავი დაუქნია და ნელი ნაბიჯით თან გაჰყვა.
კესო ნინელისთან ერთად სწავლობა სამხატვრო აკადემიაში. ერთმანეთი კი ჯერ კიდევ სკოლის დროს გაიცნეს.
- საოცარია!- აღმოხდა ტილოს ნახვისას.
- ნახევარი წელია ვხატავ,- ლოყებზე ალმური მოედო ნინელის,- ამ სტილში პირველად ვცადე ბედი. არ ვიცი რამდენად კარგად გამომივიდა.
- საოცარია,- არ ცხრებოდა კესარია, - ნია, არ გინდა საფრანგეთში წასვლა, ხომ გახსოვს აკადემიიდან რომ შემოგთავაზეს?! არა, ასეთი ნიჭი არ უნდა დაიკარგოს. აუცილებლად უნდა გააგრძელო...
- ახლა ვეღარ,- სითბოთი აევსო თვალები ნახატთან შეხებისას,- ახლა უკვე ქმარი და შვილი მყავს. ამ ყველაფერს ერთი ხელის მოქნევით ვერ გადავაქცევ, თან არამგონია ადამიანი ორივე ოცნებას ერთდროულად მისწვდეს. რაღაც უნდა გასცე, სანაცვლოდ რაიმე რომ მიიღო.
კესომ კიდევ ერთხელ შეხედა ნახატს, რომელიც თითქოს მზესავით ასხივებდა და ხელით მუცელს მოეფერა.
- ჰო, მართლა, რა იყო მარიტას პირველი სიტყვა?
ნინელის სახე გაებადრა და თითქმის სიმღერით წარმოთქვა:
- მამა.


თავი მეოთხე
ჩვიდმეტი წლის შემდეგ
- ქალბატონო გაბრიაძე, - წარმოთქვა შუბლშეჭმუხნილმა ბატონმა ვაჟაძემ,- თუ ხვალისთვის თქვენი ნამუშევარი აქ, კაბინეტში არ მექნება, შეგიძლიათ უარი უთხრათ თქვენი მხატვრის კარიერას, გავუგეთ ერთმანეთს?!
მარიტამ ნერწყვი გადაყლაპა და წყნარად, თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა:
- დიახ, ბატონო.
- მაშ, კარგია. ახლა კი თუ შეიძლება შემდეგ სტუდენტს უხმეთ.
მარიტას ერთი სული ჰქონდა კაბინეტიდან გამოსულიყო. ამ უჩვეულო მზიან ოთახში სული ეხუთებოდა და თვალებს თითქოს ცეცხლი ეკიდებოდა. წვიმის შემდეგ კი მზე თითქოს უფრო დაუნდობლად უწიწკნიდა თვაელბს.
- გამოაღწიე?- შესძახა თედომ, რომელიც წყნარად მოდიოდა მისკენ.
- მგონი კი.- თქვა მარიტამ და წყალი მოსვა. ამ კაცთან საუბრის შემდეგ სულ სწყურდებოდა, ალბათ იმიტომ რომ ნერვიულობისგან ნერწყვის გადაყლაპვაც კი ავიწყდებოდა.
- რა გითხრა?
- კიდევ ერთი შანსი მომცა. მითხრა ხვალამდე მოგიცდი.
- ხვალამდე?- წაბორძიკდა თედო, მარიტამ კი ხელი შეაშველა,- ხვალამდე როგორ მორჩები მაგ ნახატს? ხომ იცი, რომ დიდი ზომა გჭირდება.
- ვიცი,-თქვა მარიტამ და გაშლილი ქერა მოწაბლისფრო თმა კეფასთან შეკრიბა,- მაგრამ დანებებას ეგ მაინც სჯობს. მთელ ღამეს გავათევ. მგონი ის ნახატი უკვე გაყიდული ექნებათ არა?
- ისევ გაყიდე? ხომ აგიკრძალა ქალბატონმა ნელიმ?!
- ოღონდ, არ უთხრა კარგი?- შეევედა მარიტა და ბაღის სკამზე წამოჯდა,- რომ გაიგოს ნამდვილად არ მაცოცხლებს.
- მაშინ რატომ აკათებ?-გულწრფელად გაუკვირდა თედოს.
- აბა, საღებავის ფული ციდან კი არ ჩამივარდება კალთაში?! თვითონ რა ესმის?- გაღიზიანდა მარიტა და ლურჯ თვალებში მზის სხივი ელვასავით გაუკლაკნდა,- მაგ ფულს ვინ მომცემს? ეგ ერთადერთია, რაც დედაჩემისგან შემრჩა. მგონი, ჩემთვის მაგას გაიმეტებდა.
- და მამაშნის ფული, ხომ დაგიტოვა?
- არ მჭირდება მე მაგ კაცის ფული...- ტუჩები აუთრთოლდა მარიტას.- მაგას ჯობია, აქ ყოფილიყო.
თედომ თავი უხერხულად იგრძნო. მარიტას არ უყვარდა მამამისზე საუბარი. მისი სახელის ხსენებაზეც კი აჟრჟოლებდა და ცუდ გუნებაზე დგებოდა.
თედო და მარიტა კარგად უგებდნენ ერთმანეთს. მათი ოჯახები ხომ დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ, ისინიც ბაბვშვობიდანვე დამეგობრდნენ.
- შეტყობინება მომივიდა,- უთხრა მარიტამ და ადგა,- გაიყიდა. მართალია, ის ფასი არაა, რასაც მოველოდი, მაგრამ მგონი შევძლებ საჭირო მასალის ყიდვას. წავალ ფულს ავიღებ.
- გინდა წამოგყვე?
- არა, აქვეა მშრალ ხიდზე,- ლოყაზე აკოცა მარიტამ და გაეცალა.
გზაში ფიქრობდა, რომ მაისის კვალობაზე ჯერ საკმაოდ გრილოდა. ჰაერში ბალახის სურნელი დაქროდა. თმა გაიშალა. მოსწონდა სიო რომ ეთამაშებოდა.
მშრალ ხიდზე ხალხის შორეული ხმა ყაყანივით ისმოდა. წვიმის შემდეგ აქაურობა კარგი სანახავი ნამდვილად არ იყო. წვიმა მხატვრების მფარველი არასდროს ყოფილა.
- ოო, მარიტა!ჩემი გოგო შენი ნახატი გავყიდე და საკმაოდ სოლიდურ ფასად!-ახალგაზრდა მამაკაცმა შორიდანვე შესძახა.
მარიტა ამ კაცს რომ შხვდა, თავიდანვე ეშმაკური ხასიათი შატყო. ეგ კი არა, თვალების ჭრილიც რაღაც მეტისნეტად აფერისტული გამომეტყველებას სძენდა, თუმცა პროფესიონალიზმში კი ვერავინ ვერ ჩასცილდებოდა.
- კარგი მომეცით, რაც არის.
- აჰა, შეგერგოს,- თქვა და ფული მარიტას გაუწოდა.
ას ორმოცდაათი ლარი. მარიტას ცოტა კი ეცოტავა, მაგრამ ახლა იმ მდგომარეობაში ნამდვილად არ იყო ამ კაცთან ურთიერთობა რომ გაეფუჭებინა.
- მადლობა არმან. იმედი მაქვს სხვებსაც გაყიდი.
იმ ნახატებს დააცქერდა ასფალტზე რომ იდო და მათ შორის დედამისის ხელნაწერი ეცა თვალში.
,, რა ბედის ირონიაა,- გაიფიქრა,- დედაჩემს ეს ნახატები ამ ადგილისთვის ნამდვილად არ შეუქმნია. ალბათ ლუვრზე ოცნებობდა რომ დაეკიდათ, მაგრამ ახლა ასფალტის ნამზე ელოდება თავის პატრონს“ მწარედ ჩაეცინა და ფული ჩანთაში ჩაიდო. რა უცნაურია, როგორ მიდიან ადამიანები და თავისი ოცნებებიც სამარეში თან მიაქვთ, ისე თითქოს არც ეარსებოთ.
ყველა საჭირო მასალა იყიდა: რამდენიმე ხარისხის ახალთახალი ფუნჯი, ახალი პალიტრა, ტილო და საღებავი.
ფული საერთოდ აღარ დარჩა. გადაწყვიტა ეს ყველაფერი მამიდა მარიეტას სახლში მიეტანა - დედის ძველ სახელოსნოში.
თავისი სახლიდან კარგ სიშორეზე კი იყო, მაგრამ იქ მთელი ღამე იმუშავებდა და ბებიასა და მამიდა თეასთვის ახსარების ჩაბარება აღარ მოუწევდა.
სახლის გასაღების ასლს სულ თან ატარებდა. სახლში მისვლა რომ ეზარებოდა, აქ ათენებდა ხოლმე.
სახლი ახლა უკაცრიელ ტყეს ჰგავდა. ლაპარაკი ექოსავით ისმოდა, ნათურაზე მტვრის სქელი ფენა ედო. სიცარიელე, სულისშემხუთველი და ბნელი იყო.
ოდესღაც ამ სახლში მარიტას და ნინელის მხიარული ჭახჭახი ისმოდა, ახლა კი მხოლოდ კატების კნავილი თუ დაარღვევდა სამარისებურ ელეგიას.
მამიდა მარიეტა უკვე ათი წლის მკვდარი იყო, ნინელის სიკვდილის შემდეგ შვიდი წელი კიდევ იცოცხლა...

მარიტა ფუნჯს ისე გამალებით არ იქნეევდა, როგორც ნინელი. ნინელის სტილი ომში ბრძოლას თუ ჰგავდა, მარიტა ისე ნაზად ისვამდა ფუჯს, თითქოს ტილოს ეფერებაო.
ყვითელი საღებავი სულ დაეხარჯა. დედამისის ძველი ნახატიდან იხატავდა. ეს ზუსტად ის ნახატი იყო, ნინელიმ ორი წლის დაბადების დღეზე რომ აჩუქა ქალიშვილს.
ამ ნახატზე, ოქროსფერკულულებიანი მარიტა იყო გამოსახული , რომელსაც ხელში მზესუმზირის ყვავილები ეჭირა, ისეთი მზეს რომ უფრო ჰგავდნენ ვიდრე ყვავილებს. მარიტას ოქროსფერ თმაში გვირილების დიადემა ჰქონდა გარჭობილი და ხელს უქნევდა შემყურეს. ფონი კი მზის ჩასვლის ფერებში იყო - წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი.
მარიტამ თითები გაატარა ნახატის გლუვ ზედაპირს და ცრემლები ყელში გაეჩხირა. ნახატის სულ პატარა კუთხეში ხუჭუჭი ასოებით მიწერილი იყო: ჩემს მზეს, რომელიც სულ იკაშკაშებს.
მარიტას მოაგონდა, რომ დეიდა კესომ მოუყვა, დედამისმა როგორ უჩვენა ეს ნახატი და რა აღფრთოვანებით შეაფასა მან იგი.
- იცი, ყოველთვის ვფიქრობდი რომ დედაშენში რაღაც გენიალური იმალებოდა. გამიხარდა, რომ ხატვის ნიჭი შენც აღმოგაჩნდა. ზეციური ნიჭია, ამით იმ სამყაროს დაინახავ, მოკვდავი თვალი რომ ვერ ამჩნევს.
მარიტას უხაროდა ეს სიტყვები, მაგრამ ამ ნიჭით ჯერჯერობით ვერაფერ საოცარს ვერ შეესწრო.
იქბნებ, დედამისგან განსხვავებით ის არასაკმარისად ნიჭიერი იყო? ამაზე იმდენი იფიქრა, რომ ისიც გადაწყვიტა ხატვისთვის თავი მიენებებინა, მაგრამ სხვა რა შეეძლო ფუნჯის ქნევის გარდა? ამიტომ ეს აზრი უბრალოდ ქარს გაატანა.
ღამის ოთხი საათი იყო. გადაწყვიტა ცოტა ხნით თვალი მოეტყუებინა. კარისკენ წავიდა და უცბად -ბახ! დაეცა. სიმწრისგან თვალებში ცრემლები ჩაეგუბა. გაბრაზებულმა უკან გაიხედა და ნახა რომ კედელთან რაღაც ტილო იდო და სწორედ მასზე გადმოფარებული ნაჭერი დაებლანდა ფეხებში.
ფეხზე წამოდგა და კოჭლობით მიუახლოვდა ნახატს.
- აჰ, ეს ისაა.
გაახსენდა მამიდა მარიეტა, რომ უყვებოდა თავისი ქორწილის დღეს უცბად ხატვა მოუნდაო. ტილოზე მთა იყო გამოსახული. ნისლის ბუსურში გახვეულ მთაზე, ეკლესია იყოგამოსახული, ვითარცა შუქურა ზღვაში. ეკლესიის მხოლოდ ზარი ჩანდა მკაფიოდ, თითქოს ნისლი მას ხელუხლებელს ტოვებდა.
მარიტამ ტილოს ისევ ნაჭერი დააფარა, შუქი ჩააქრო და დასაძინებლად წავიდა. ნინელისგან გასნხვავებით მას მთელი ტანი ნამდვილად არ ჰქონდა საღებავში ამოსვრილი.
ხელები დაიბანა და ძველიძველ სარკეში ჩაიხედა, რომელსაც სიძველისგან უკვე ლაქები გაეჩინა.
იქიდან - მკაფიო, ალალი და ხასხას ლურჯი თვალები იყურებოდნენ, რომლებსაც დაღლილობისგან ფერი ,,გახუნებოდათ“. ნაზი თმა ჩამოშლოდა და აწეწვოდა, ხორბლისფერი კანი კი ქაღალდისფერი გაჰხდომოდა. სარკიდან იმ ადამიანის ასლი უყურებდა, ასე ძალიან რომ ეჯავრებოდა. იქიდან მამამისის მზერა უყურებდა.
სარკეს ისე მოაწყდა, როგორც მხეცი გაჯეჯგნილ ნადავლს. დერეფანში ბარბაცით გავიდა.
ფილტვებში ცეცხლი ჰქონდა გაჩაღებული. ხელი მკერდზე მიიდო და ისე ჩაყლაპა ჰაერი, თითქოს ეს მისი ბოლო ამოსუნთქვა ყოფილიყოს. ხელები უღონოდ დაუშვა და დერეფანში პირქვე დაემხო.
უხმაურო ღამე იყო, კატებიც კი არ კნავოდენ. მხოლოდ მთვრე, მხოლოდ მას მიეპყრო ყურადღება მარიტასკენ. სხივებით ნაზ, ბუმბულივით ფაფუკ თმაზე ეფერებოდა და იმ სიტყვებს უჩურჩულებდა, დედისგან ასე რომ აკლდა...
* * *
მოგესალმებით!მართლა ძალიან მიხარია, რომ ჩემ თავში გამბედაობა აღმომაჩნდა და ჩემი ნამუშევარი საიტზე დავდე...
თქვენგან დიდი სათხოვარი მაქვს-მინდა გთხოვოთ, რომ წაკითხვის შემდეგ კომენტარი დატოვოთ. დამიჯერეთ, დამწყებისთვის ეს ზემნიშვნოლოვანია. მინდა ვიცოდე ჩემი ყველა შეცდომა, ეს უბრალოდ აუცილებელია ჩემი შემდგომი განვითარებისთვის!
მადლობას გიხდით ყველას, ვინც კი ეცნობით ამ ისტორიას. თქვენგან შეფასებს ველი ( არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება)!
დიდი სიყვარულით, თქვენი - მარიამ ფერნი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent