შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (მეოცე თავი)


24-02-2018, 20:48
ავტორი murachashvili
ნანახია 2 928

ზოგჯერ ბედისწერა გეთამაშება. უფრო და უფრო განგებ გემატება ახალ-ახალი პრობლემები. ასე ემართებოდათ იმ საღამოს რესპუბლიკური საავადმყოფოს საოპერაციოში მყოფ ექიმებს. თითქოს ის არ ჰყოფნიდათ, რომ წინ მრავლობითი ჭრილობებით დამძიმებული პაციენტი ეწვათ, ელექტრო ენერგიაც გაითიშა.
- ამის დედაც, ესღა გვაკლდა! - განერვიულებული მამაკაცივით იგინებოდა ლია.
- გენერატორში საწვავი ცოტა იყო, სამეურნეო ნაწილის გამგე გააფრთხილეთ სათადარიგო ბენზინის გენერატორზე იფიქროს.
- გარეთ მყოფი გულშემატკივრები ისევ ბორგავენ... - ეზოდან შემოდიოდა „გარადოკელთა“ ხმაური.
- რამდენიმეჯერ გამოთქვეს დახმარების სურვილის, ნება იბოძონ, საწვავი მაინც მოიტანონ! - კბილებში გამოსცრა მთავარმა ექთანმა.
- წეღან ისე იმუქრებოდნენ, იმედია საწვავს საავადმყოფოს დასაწვავად არ გამოიყენებენ. - უკბილოდ იხუმრა ერთ-ერთმა ექიმმა.
- გამწარებული ადამიანი დასაცინი არაა. - ბღვერით ახედა ნატომ მომღიმარს - კაცმა არ იცის, მათ ადგილას ჩვენ როგორ მოვიქცეოდით!
გარეთ მდგომ ბიჭებს ერთ-ერთმა ექთანმა სწრაფადვე შეატყობინა საწვავის საჭიროების შესახებ.
- ოპერაციას ლამფის შუქზე კი გააგრძელებენ, მაგრამ აპარატურა რომ დაგვჭირდეს?!...- ჭკადუას კოპენშეკრული სახის დანახვაზე ორმაგად დამფრთხალი სანიტარი ენის ბორძიკით უხსნიდა ბიჭებს.
მამაკაცი აღარ უსმენდა. თანაგუნდელებს დირექტივებს აძლევდა საიდან მოეტანათ საწვავი.
- გენადას უთხარი, ჭკუას მოუხმოს. ათი ცალი ოც ლიტრიანი „კანისტრა“ გამოგზავნოს, თუ უნდა ბენზინკალონკისგან ხვალ ნაკვერჩხალი არ დაჰხვდეს!
ბიჭები გარბოდნენ. სულ რაღაც თხუთმეტიოდე წუთში გაივსო სამეურნეო ნაწილი მთელი თვის სამყოფი საწვავით.
შემდეგ ისევ უსასრულოდ გაწელილი დრო, საოპერაციოში ახალი ენერგიით ბრძოლა ვაჟის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ამ ყველაფრის მიუხედავად ორი ერთმანეთის გვერდი-გვერდ მჯდომი შეყვარებული ადამიანის გამალებით მფეთქავი გულისცემა და უთქმელი, თუმცა მრავალჯერ ნაფიქრი: - რა იქნება მომავალში?!
წინასწარმეტყველის ნიჭით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, მაგრამ ისიც ფაქტი იყო რომ ახლა, აქ რესპუბლიკური საავადმყოფოს ნავთის ლამფის შუქით განათებულ კოლიდორში თავს ყველაზე დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობდა. მუხტი, რომელსაც ახლა გიგინეიშვილისგან გრძნობდა უჩვეულო ბედნიერებით ავსებდა. ვაჟმა გვერდულად გამოხედა, იმდენად თბილად გაუღიმა, რომ წამით სუნთქვაც კი დაავიწყდა. გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, როცა ბიჭის ტუჩები თითის ბალიშებზე შეეხო და ისევ გულში ჩაიკრა. უკვირდა, დიახ ნამდვილად უკვირდა, აოცებდა გიგინეიშვილი ასეთი ცვლილება. ბუნებით რომანტიკოსი არასოდეს ყოფილა ნინო. ახლაც ჩაფიქრებული ცდილობდა მისი ქცევისთვის ლოგიკური ახსნის მოძებნას.
- ომში მიდის, ნებისმიერი სენტიმენტალური და მგრძნობიარე იქნება!... - ჯიუტად უმეორებდა საკუთარ თავს - მაგრამ, მე რა მჭირს? რატომ არ ვდგები, არ ვეჩხუბები, რატომ მტკივა გული, იმის წარმოდგენაზეც კი რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღარ დაბრუნდეს, მართლა რომ ვერ დაბრუნდეს?! - გააცახცახა, საკუთარი ფიქრების შეეშინდა, უარყოფის ნიშნად თავი ჯიუტად გააქნია - შეუძლებელია, ასე არ იქნება. დაბრუნდება, რა თქმა უნდა დაბრუნდება. უფლება არ აქვს. სხვაგვარად ვერ მომექცევა!
ცდილობდა ამ წამების გონებაში ღრმად ჩაბეჭდვას. ისევ ფიქრები, ეჭვები, შიში და უსაშველოდ გაწელილი მდუმარება. გიგა?! თვალს არ აცილებდა საავადმყოფოს ცენტრალურ შემოსასვლელს. დაძაბული, თითქოს ნადირის მოლოდინში ჩასაფრებულ მეძებარი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით უძრავად იჯდა. მის მახვილ მზერას არ ეპარებოდა არც ერთი მოძრაობა, არც ერთი მცირედი წვრილმანიც კი რაც ხდებოდა საავადმყოფოში. პერიოდულად იძაბებოდა, შემდეგ ისევ დუნდებოდა. ასეთ დროს მტევანში მოქცეულ სიფრიფანა თითებზე კიდევ უფრო მეტად უჭერდა თითებს, მიუხედავად იქვე მდგომი მეგობრებისა, აზრადაც არ მოსდიოდა ქალიშვილისთვის ხელის გაშვება.

ექიმები გულდასმით ამოწმებდნენ საკუთარ ნამუშევარს.
- დასრულდა! - როგორც იქნა შვებით ამოისუნთქა ლიამ.
- ბედი მქონიაო, ამან უნდა თქვას! - სიხარულს ვეღარ მალავდა ერთ-ერთი საოპრაციო მედდა.
- არ მჯერა, დედას გეფიცები არ მჯერა! - დაღლილობისგან ფეხზე დგომა უჭირდა მთავარ ექიმს, თუმცა უკანასკნელ სახვევს მაინც გულმოდგინედ ადებდა - ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას, სისხლის ანალიზის აღება არ დაგავიწდეთ, ტემპერატურა ყოველ საათში ერთხელ აკონტროლეთ. ჟანგბადის აპარატით ისუნთქოს.
- ერთი, ორი, სამი... - ნაკერებს ითვლიდა ნატო.
- ოთხი, ხუთი, ექვსი.... - აჰყვა ლიაც.
- შვიდი, რვა, ცხრა... - სიცილი ვეღარ შეიკავა მთავარმა ექიმმა.
ერთმანეთს ულოცავდნენ ოპერაციის წარმატებით დასრულებას და საოპერაციოს ტოვებდნენ.
ნატომ გულშემატკივრებთან გასვლას თავი აარიდა, უკანა კიბიდან აუარა გვერდი რეანიმაციის წინ შეკრებილ ბიჭებს და კაბინეტში ყველასგან მალულად შევიდა. კარგახანს ესმოდა ეულად მჯდომს გარედან შემოსული სიხარულით სავსე შეძახილები. შემდეგ ხმაური ნელ-ნელა შეწყდა, რასაც შედეგად საავადმყოფოს ეზოდან ავტომობილების გასვლაც მოჰყვა. „გარადოკელები“ რესპუბლიკურის ეზოს ტოვებდნენ. გაფითრებული, დაღლილი ექიმი თვალბდახუჭული იჯდა სავარძელში. უპეები ჩაშავებოდა, გამხდარ სახეზე კაპილარები ისე დასჭიმვოდა, რომ თითოეულ სისხლძარღვს დაითვლიდი. თუმცა ექიმს ახლა მისი ჯამრთელობის მდგომარეობა დიდად არ აღელვებდა. ფიქრებით ისევ რამდენიმე საათის წინ ნანახ მეუღლეს უტრიალებდა.
- დამშვიდობება მაინც მომესწრო! - ყელში მოწოლილი ბოღმა ვეღარ შეიკავა, ცრემლები მისით ჩამოუგორდა გაფითრებულ სახეზე.
ფიქრები ფრთხილმა კაკუნმა შეაწყვეტინა. ქუთუთოები მძიმედ გაახილა და გაოცებული დააკვირდა კარში მდგომ შვილს.
- აქ ხარ?! - ფეხზე წამოხტა, თუმცა დაღლილობამ თავი მალევე შეახსენა და ისევ დაჯდომა ამჯობინა - რატომ არ წახვედი?! ზურამ როგორ დაგტოვა?! - შეშფოთებული უმზერდა მომღიმარ ნინოს.
- მინდოდა შენთვის ჩემი მეგობარი გამეცნო!
- ვინ მეგობარი, მე არ ვიცნობ? - კითხვები მაიაყარა გოგონას.
შვილის აჭარხლებული სახის დანახვაზე ღიცილი ვეღარ შეიკავა. წამოდგა, თმა თითებით გადაივარცხნა, თეთრი ხალათი გაიხადა და ქურთუკი შემოიცვა. წელში გამართულმა წონასწორობის შესანარჩუნებლად შვილს ხელკავი მაინც გამოსდო.
- სე გავიზარდეთ, უკვე მშობლებს მეგობრებსაც ვაცნობთ? წამოდი, წამოდი, გავიცნოთ შენი გულთამპყრობელი! - ღიმილით ჩაუკრა თვალი.
- გულთამპყრობელი არაა! - მყისვე გააპროტესტა ნინომ.
- კეთილი, მეგობარი.
უფროს ჭკადუასთან ერთად იდგა კოლიდორში გიგინეიშვილი. გვერდულად გახედა გვერდი-გვერდ მომავალ დედა-შვილს.
- „შკოლნიკი“ ცოლი უნდა გყავდეს, ტო?!- ნინოს ახლაღა დააკვირდა ჭკადუა.
- კარგად ხარ?!- ღრენით გახედა გიგამ - ჩემს დაბრუნებამდე სკოლასაც დაამთავრებს!
- ბავშვი კია, მაგრამ უნდა ვაღიარო, გემოვნება ნამდვილად კარგი გაქვს! - სიცილი ვერ შეიკავა ვაჟმა აჭარხლებული გიგინეიშვილის დანახვაზე.
- უცნაურია! - ხმა გაუმკაცრდა ნატოს.
- უცნაური?! - ვერ მიუხვდა ნათქვამს გიგა.
- დიახ, როგორც წესი ნინოს მეგობრები ჩემს გასაცნობად სამსახურში არ მოდიან. - გამომცდელად უმზერდა ზედმეტად გამხდარსა და ბეჭებში მოხრილ უცნობს.
- შემთხვევით დაემთხვა... - ვაჟის ნაცვლად გოგონამ უპასუხა.
- შემთხვევით?!
- მგონი ისედაც მიხვდით, თქვენ პაციენტთან ვმეგობრობ! - ბეჭებში გაიმართა გიგი და ირონიით მომზირალ ქალს თვალი თვალში გაუყარა.
- „როგორ შეიძლება ასეთ ადამიანთან მეგობრობდეს, იქნებ უყვარს კიდეც? ერთ დღეს სიძედაც რომ მომევლინოს?“ - საკუთარი ფიქრების შეეშინდა ნატოს.
დაძაბული უმზერდა ნინო, დედის სახეზე გამოსახულ ნებისმიერ მიმიკას ხარბად აკვირდებოდა. უთქმელად მიუხვდა ფიქრებს და გულიც დაწყდა.
- გასაცნობად ზედმეტად მძიმე დღე შეარჩიეთ?! - საკუთარი რეაქციის გამართლებას ცდილობდა ნატო.
- შეიძლება, მაგრამ ორ დღეში აფხაზეთში მივდივარ, წასვლამდე ნინოს ნახვა კი მინდოდა, თუმცა არ ვიცი ამის გამბედაობა მეყოფოდა თუ არა! - ღიმილით გახედა გვერდით მდგომ გოგონას ვაჟმა.
- კიდევ ერთი ცხელი წერტილი?! - სულ რამდენიმე წამი დასჭირდა ვაჟის ნათქვამის გასაანალიზებლად, ვისღა ახსოვდა ანტიპატია, შეშინებულმა გახედა შვილს, თუმცა მისი ტკივილით სავსე თვალები შენიშნა თუ არა, ემოციების გაკონტროლება მყისვე შეძლო - გამოდის, მომავალ გმირს ვესაუბრები?! - თბილად გაუღიმა წინ მდგომ ვაჟს.
- იმედია.
- რადგან ასეა, იმედია არ დაგვზარდებით, გაგვაცილეთ და გზად თქვენი გაცნობის ისტორიაც მომიყევით!

- ქალბატონო ნატო, მინდოდა პირადად მომეხადა მადლობა ჩემი ძმის გადარჩენისთვის. – თითებზე საკოცნელად წაეტანა უფროსი ჭკადუა.
- ჩემს მოვალეობას ვასრულებდი, სამადლობელი ნამდვილად არაფერი გაქვთ! - უხერხულად აიწურა ნატო.
- რას ბრძანებთ, როგორ გეკადრებათ, თქვენ იმხელა სიკეთე გამიკეთეთ. ძმა გადამირჩინეთ. ვერც კი წარმოიდგენთ ეს რას ნიშნავს! - თვალებს არ უჯერებდა ექიმი, როცა ვაჟმა ჯიბიდან მწვანე კუპიურებით სავსე კონვერტი ამოიღო.
- ვიღაცაში გეშლებით! - აცახცახებულმა ნატომ ხელი უხეშად აუკრა გამოწვდილ კონვერტზე და გეზი ლიფტისკენ აიღო.
- რას აკეთებს, დედა მაგ ფულს არ გამოართმევს!
- ქალბატონო ნატო, - უკან დაედევნა ვაჟი - ძალიან გთხოვთ, - ნინოსა და გიგასთან ერთად ლიფტის კაბინაში შეჰყვა ექიმს ჭკადუაც, თან ისევ ჯიუტად ცდილობდა სანახევროდ ღია ჩანთაში კონვერტის ჩადებას.
- საკმარისია! - ბრაზით ანთებული თვალები ისე დააკვესა, რომ ვაჟმა უკან დაიხია. ვედრებით შეხედა გვერდით მდგომ გიგას, თუმცა გიგინეიშვილს აზრადაც არ მოსვლია ნატოსთვის თანხის შეთავაზება. აღტაცებული უმზერდა ამაყად მომზირალ ქალს. როგორც იქნა ლიფტი გაჩერდა.
- ძალიან გთხოვთ, ქალბატონო ნატო, ძალიან გთხოვთ, უარს ნუ მეტყვით! - კიდევ სცადა კონვერტის შეჩეჩება ჭკადუამ.
- საკმარისია! - ხმას აუწია მეგობრის საქციელით გაღიზიანებულმა გიგიმაც.
ნატოს კარი გამოუხსნა და წინ გაატარა.
- ქალბატონო ნატო! - ნინოს გასვლა არ დააცადა, წინ გასულ ქალს ფეხდაფეხ მიჰყვა ჭკადუა.
- გამორიცხულია, დედა მაგ ფულს არ გამოართმევს! ისედაც სუსტადაა, ძალიან გთხოვ, უთხარი თავი დაანებოს! - გიგას ედუდუნებოდა ნინო.
- ქალბატონო ნატო! - ის-ის იყო ჭკადუამ ისევ მკლავზე მოქაჩა ამდენი ხვეწნით გაბეზრებული ქალი, რომ ეზოს კუთხეში უძრავად მდგომი ავტომობილის კარიც გაიხსნა და ნიღბიანი მამაკაციც გამოჩნდა.
შემდეგ ყველაფერი წამებში მოხდა. იარაღის გაბმული ჯერი გაისმა. ერთად-ერთი რაც კარგად ახსოვდა ნინოს, ჭკადუას შიშისგან გაფართოებული თვალები გახლდათ, რასაც დედის კივილიც მოჰყვა.
- ნინო! - სადღაც შორიდან ჩაესმოდა საკუთარი სახელი.
მთელი ტანით გადაეფარა გიგინეიშვილი, შემდეგ ისევ იარაღის მორიგი ჯერი. დენთის სურნელი და მოწყვეტით დავარდნილი დედა.

განა ბედის ირონია არაა?! იმ ავბედითი ღამეს კიდევ ორი მიცვალებული მიემატა თბილისს, „გარადოკელთა“ ერთ-ერთი ლიდერი, უფროსი ჭკადუა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Vaime ra tavi iyo. Ar vici ra gitxrat...
Umagresi iyo. Bolos gamichirda dzalian vxvdebi rac iqneba axl rogori rtuli iqneba es yvelaferi ninostvis.... Rogor gauchordeba. Moutbenlad gelit ......

 


№2 სტუმარი სტუმარი Nita

Vaimee. Ra iko es ????????????

 


№3  offline წევრი თ. ა.

ვაიმე ანაა...
როგორი მძიმე დასასრული ჰქონდა ამ თავს. ძალიან განვიცადე ნინოს მდგომარეობა. როგორი რთულია ასეთი ტრაგედია თან ამ ასაკში.
ისე აღწერ ამ ისტორიას რომ მგონია რეალურად მოხდა და თან აღვიქვამ ისე როგორც ფილმის კადრს. თითქოს ფილმს ვუყურებ.
ეს თავი ერთის მხრივ აღიარების (ვგულისხმობ ნინოს და გიგის მოწონებას) და მეორეს მხრივ ტრაგედია რაც რათქმაუნდა ნინოს დედის დანაკლოსია მძაფრიცა და სასიამოვნოც.
წარმატებები ანა. <3 <3 <3

 


№4 სტუმარი kati

Imdenad nacnobi ambebi xdeba am istoriashj,rom tavi 90-ianebshi mgonia isev da titoeuli abzaci tvalwin warmomidgens mashindel gausazlis periods.gmerto chemo,ramdeni sashinelebis momwere gavxdit mashin.me rom wera shemezlos,imdeni ram maqvs gasaxsenebeli,rom sakmaod sqeltaniani romani gamovidoda.iaragiani da nigbiani xalxi chveulebrivi ambavi iyo mashin da Tu gadaurchebodi didi ambavi iyo.zogi tyviis wera xdeboda umizezod,zogi gaupatiurebis,zogic zarcvis da zogic narkotikit gabruebuli vai patriotisagan dautoebit,Tu mis survils ise ver aasrulebdi,rogorc mas surda.mapatiet zalian Tu dagrtgunet.moutmenlad veli gagrzelebas...

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანა

ვაიი საოცარი ისტორიააა როგორ ველოდები ხოლმე.....

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
Vaime ra tavi iyo. Ar vici ra gitxrat...
Umagresi iyo. Bolos gamichirda dzalian vxvdebi rac iqneba axl rogori rtuli iqneba es yvelaferi ninostvis.... Rogor gauchordeba. Moutbenlad gelit ......

ახლობელი ადამიანის გარდაცვალებისას ყველაზე მძიმე ალბათ მოულოდნელობის განცდაა. როცა სულ ფიქრობ, რა იქნებოდა ცოტა მეტი ყურადღება რომ გამომეჩინა, წინასწარ რომ მცოდნოდა? თითქოს ნატას პერსონაჟი ისედაც განწირული მყავდა, მაგრამ ვაღიარებ, რომ ეს თავი დასაწერად მაინც რთული გამოდგა.

სტუმარი Nita
Vaimee. Ra iko es ????????????

მინდა იმედი ვიქონიო, რომ ზედმეტად არ დაგამძიმე

ლილიკო
ვაიმე ანაა...
როგორი მძიმე დასასრული ჰქონდა ამ თავს. ძალიან განვიცადე ნინოს მდგომარეობა. როგორი რთულია ასეთი ტრაგედია თან ამ ასაკში.
ისე აღწერ ამ ისტორიას რომ მგონია რეალურად მოხდა და თან აღვიქვამ ისე როგორც ფილმის კადრს. თითქოს ფილმს ვუყურებ.
ეს თავი ერთის მხრივ აღიარების (ვგულისხმობ ნინოს და გიგის მოწონებას) და მეორეს მხრივ ტრაგედია რაც რათქმაუნდა ნინოს დედის დანაკლოსია მძაფრიცა და სასიამოვნოც.
წარმატებები ანა. <3 <3 <3

ეს თავი გარკვეულწილად გარდამტეხი უნდა ყოფილიყო ჩვენი წყვილისთვის. რეალურად ეს მათ ურთიერთობაში წამოჭრილი პირველი პრობლემაა. ერთად ვნახოთ რამდენად გაუძლებენ პირველ გამოცდას. რაც შეეხება ექიმის მკვლელობის ფაქტს, რომელიც მე აქ ოდნავ მხატვრულად სემოგთავაზეთ, საკმაოდ რეალურ მოვლენებზე დაყრდნობით მაქვს აღწერილი. მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი ფაქტი 90-იანების თბილისში ნამდვილად მოხდა. ერთ-ერთი საძმოს წევრის ოპერაციიდან გამოსული ექიმი (თუმცა ის მამაკაცი გახლდათ) რესპუბლიკურის წინ ჩაცხრილეს. მკვლელობის მიზეზი, არც მეტი და არც ნაკლები, დაჭრილისთვის ოპერაციის გაკეთება გახლდათ.

kati
Imdenad nacnobi ambebi xdeba am istoriashj,rom tavi 90-ianebshi mgonia isev da titoeuli abzaci tvalwin warmomidgens mashindel gausazlis periods.gmerto chemo,ramdeni sashinelebis momwere gavxdit mashin.me rom wera shemezlos,imdeni ram maqvs gasaxsenebeli,rom sakmaod sqeltaniani romani gamovidoda.iaragiani da nigbiani xalxi chveulebrivi ambavi iyo mashin da Tu gadaurchebodi didi ambavi iyo.zogi tyviis wera xdeboda umizezod,zogi gaupatiurebis,zogic zarcvis da zogic narkotikit gabruebuli vai patriotisagan dautoebit,Tu mis survils ise ver aasrulebdi,rogorc mas surda.mapatiet zalian Tu dagrtgunet.moutmenlad veli gagrzelebas...

თქვენმა კომენტარმა ძალიან დამაინტერესა, სიმართლე გითხრათ ამ ისტორიისთვის 90-იანი წლების პერიოდის ეპიზოდები ნამდვილად არ გვაწყენდა, განსაკუთრებით ომის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის მოვლენები. ასე რომ ერთი -ორი ეპიზოდის მოფიქრებაში თუ "დამეხმარებოდით" და თქვენს გამოცდილებას გამიზიარებდით, უზომოდ მადლობელი დაგრჩებოდით.

სტუმარი ნანა
ვაიი საოცარი ისტორიააა როგორ ველოდები ხოლმე.....

იმედია ცდად ღირს. დიდი მადლობა kissing_heart

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი ამას ნამდვილად არ ველოდი.ნატო ასე თუ მოკვდებოდა,არ მეგონა.აი ხო ყველა შენი ისტორია მიყვარს, მაგრამ ამ ისტორიამ მართლა უნდა ნახოს დღის სინათლე.იმდენად კარგი ისტორიაა და თან ისტორიული წიგნის სახით დიდი სიამოვნებით დავამატებდი ჩემს მცირე ზომის ბიბლიოთეკას.ძალიან კარგი ხარ.ძლივს ჩავუჯექი გუშინ წასაკითხად და საიტმა არ მაცალა.უკვე წარმოვიდგენ მომდევნო თავი როგორი ტკივილიანი იქნება.
--------------------
ლანა

 


№8  offline მოდერი ბელუ შეროზია

ომგ!! ნატა მოკვდა!! grimacing არ მოველოდი, აი საოცრება თავი იყო, ვიმედოვნებ არდაიკარგები.

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
აი ამას ნამდვილად არ ველოდი.ნატო ასე თუ მოკვდებოდა,არ მეგონა.აი ხო ყველა შენი ისტორია მიყვარს, მაგრამ ამ ისტორიამ მართლა უნდა ნახოს დღის სინათლე.იმდენად კარგი ისტორიაა და თან ისტორიული წიგნის სახით დიდი სიამოვნებით დავამატებდი ჩემს მცირე ზომის ბიბლიოთეკას.ძალიან კარგი ხარ.ძლივს ჩავუჯექი გუშინ წასაკითხად და საიტმა არ მაცალა.უკვე წარმოვიდგენ მომდევნო თავი როგორი ტკივილიანი იქნება.

ლანა როგორ მანებივრებ. დიდი მადლობა ❤️❤️❤️❤️

ბელუ შეროზია
ომგ!! ნატა მოკვდა!! grimacing არ მოველოდი, აი საოცრება თავი იყო, ვიმედოვნებ არდაიკარგები.
დიდი მადლობა. ვეცდები არ დავიკარგო ????❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent