შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (ოცდამეერთე თავი)


2-03-2018, 23:21
ავტორი murachashvili
ნანახია 3 865

სულ ორად ორი სიტყვა: - ნატო მოკლეს!
ერთი ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ საღამოს ძირფესვიანად შეცვლილი ცხოვრება. მიმღებში დასვენებული ცხედარი და ნინას გულისწამღები კივილი და ყურებზე ხელაფარებული ნინო. ერთბაშად ჩაშავებული, გაუცხოებული სამყარო. თავის ქიცინით მოსიარულე ადამიანები, უცნობთა მიერ წარმოთქმული:
- ვიზიარებ!
და, ვინ იცის მერამდენედ გადახდილი მადლობა.
უდანაშაულო სისხლის გამო დროებით მივიწყებული საძმოთა შორის არსებული შუღლი. ერთ ეზოში, გვერდი-გვერდ მდგომი გარადოკელები, ვეძისელები და გოთუელები. სულ ერთი სიტყვა, ტრაგედია მოიცავდა ორივე ოჯახში დატრიალებულ მოვლენებს.

უტყვი გაშტერებული თვალებით უმზერდა ნინო ეზოს კუთხეში ატუზულ ბიჭებს სერიოზული, დაძაბული სახეებით რომ ესაუბრებოდნენ ეზოში შემოსულ რამდენიმე სამხედროს. მათი ჩურჩული ბუნდოვნად წყვდებოდა სმენას, თუმცა მაინც გაიგონა. ზურასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. ცხინვალის მისადგომებთან მებრძოლმა მამამ არაფერი იცოდა თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ.
- ესეც ბედის ირონიაა, დამშვიდობებას ისევ ვერ ახერხებ!... - ისტერიკის ზღვარზე მყოფს ხმამაღლა გაცინება სურდა, მაგრამ თავის შეკავება შესძლო.
უტყვი თავისქნევით გადაუხადა მადლობა სამძიმრისთვის სამხედროებს. ბოღმით სავსე მუშტავდა თითებს. იგრძნო როგორ ჩაჭრა ხორცი მოზრდილმა ფრჩხილმა, ტკივილი ესიამოვნა.
დაჟინებით აკვირდებოდა საკაცეზე დასვენებულ სხეულს. უძრავად მწოლიარე ქალს არაფერი ჰქონდა საერთო მუდამ ხალისიანსა და პოზიტიურ ნატოსთან. მთელი გულით უნდოდა ეტირა, იქნებ ეყვირა კიდეც, მაგრამ ვერ ახერხებდა. ბოღმა ყელში აწვებოდა, სპაზმი აღრჩობდა, მაგრამ ცრემლების ნაცვლად მხოლოდ ხროტინი ამოსდიოდა ყელიდან. უცნაური რამ ყოფილა სასოწარკვეთილება, ბევრად უფრო უცნაური უიმედობა. გაქვავებული, გაფითრებული უმზერდა სავარძელში მჯდომ მოსლუკუნე ნინას.
- მეზობლებმა სადილი გაამზადეს, იქნებ გამოხვიდე?! - ფრთხილად შეაპარა გვერდით მჯდომმა ნათლიამ.
- არ მინდა! - დედის ცხედრისთვის თვალი არ მოუშორებია ისე უპასუხა.
-ენერგია გჭირდება, ძალა... - მისი წამოყენება სცადა ქალმა.
- არ მინდა! - ბრაზისგან კბილები გააკრაჭუნა და უხეშად მოიშორა ხელები.
- კვება გჭირდება.
- ასეთი ძნელი გასაგებია?! - ხმას აუწია გოგონამ - არ მინდა, საერთოდ არაფერი არ მინდა. არავინ არ მინდა. მძულხართ. ყველა და ყველაფერი. ისიც მძულს! - გაღიზიანებულმა დახედა მიცვალებულს.
- გაგიჟდი? რას ბოდავ?! - აღშფოთდა ნინა.
- ასე როგორ გამიმეტე, ასე როგორ დამტოვე?! - სიმწრისგან ურტყამდა მუშტებს საკაცეს.
გაოგნებულნი უმზერდნენ სამძიმარზე მისულნი. ახლოს მისვლას ვერ ბედავდნენ.
ბიჭებმა ერთმანეთს უსიტყვოდ გადახედეს. სულ რამდენიმე წამში გვერდით ედგნენ ტკივილისგან დაპატარავებულ გოგონას. დათუნამ ჯიბეები მოიქექა, ყოველი შემთხვევისთვის შენახული ნიშადურის სპირტიანი ფლაკონი გიგას მიაწოდა. ფრთხილად შეეხო ვაჟი მხარზე. პატარა ბავშვივით ხელში აიყვანა, მკერდზე მძლიერად მიიკრა. ტკივილით სავზე თვალებით ერთი კი ახედა თავზე წამომდგარ გიგინეიშვილს, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა აზრადაც არ მოსვლია.
- თავი დამანებეთ, მომეშვით! თქვენი დანახვაც არ მინდა, მძულხართ! - ისევ დუდუნებდა ნინო, თუმცა ხელის გაშვების ნაცვლად მთელი ძალით ებღაუჭებოდა ვაჟის პერანგს.
- ჩუ...ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი გაივლის, ეს ოხერი ტკივილიც გაყუჩდება!... - ფრთხილად დააწვინა გოგონა სავარძელზე.
- შენც ისევე წახვალ, როგორც დანარჩენები, შენც მიმატოვებ.. - აღარც იქ მდგომ მეგობრებს ერიდებოდა, აღარც ნათლიას, ემბრიონის პოზაში მყოფი ნერვიულად ჭმუჭნიდა ხელში თხელ გადასაფარებელს.
წყალი და დამამშვიდებელი მიაწოდა ლიამ.
- არ მინდა! - ისევ ჯიუტობდა ნინო.
- თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ!- ცრემლებმა ხმა გაუბზარა ქალს.
- ნინ, დალიე რა! - მუდარით უმზერდა დათუნა.
გოგონამ ხელისკანკალით გამოართვა წამალი. მოსვა, თუმცა ტაბლეტის გადაყლაპვა გაუჭირდა. ახლობლების თვალებში დანახულმა სიბრალულმა ისევ გაღიზიანა.
- თქვენც წახვალთ. ერთ დღესაც უბრალოდ დაიღლებით და წახვალთ. მძულხართ! მძულხართ! - ძილბურანში მყოფი ისევ ჩურჩულებდა.

მეგობრის საკაცესთან მჯდომ ლიას რამდენიმე დღის მათო დიალოგი ახსენდებოდა:
- კარგი ტრადიცია გვაქვს ქართველებს, მისამძიმრების, პანაშვიდზე მისვლის. ქელეხის გადახდის.
- სისულელეა. - შეეწინააღმდეგა ლია.
- რატომ ვითომ?!
- უნორმოები ვართ ქართველები. ყველაფერი დროისტარებასა და ქეიფში გადაგვდის.
- ქეიფში?! - თვალები წკიპა ნატომ - ცდები.
- აბა, ქელეხს სხვას რას უწოდებ თუ არა ქეიფს? - პოზიციას არ თმობდა ლია.
- სამძიმარზე მისული ხალხი გარკვეულ წილად ართობს ჭირისუფალს. იმდენი საზრუნავია, ქელეხი, საფლავი, ორმოცი, წლისთავი, რომ ფიქრისთვის დრო აღარ რჩებათ. თუ ჭირისუფალი მორწმუნეა, გარდაცვლილის სულზეც ხომ უნდა იზრუნოს?! ლოცვა ამშვიდებს და ტკივილიც ბევრად მარტივი გადასატანია. საინტერესოა, ნეტა ჩემს პანაშვიდზე ხალხი მოვა?
იმდენად მოულოდნელი იყო მაშინ ნატოს კითხვა, რომ რამდენიმე წუთით სუნთქვა შეეკრა ლიას.
- რა კითხვაა?! დედას გეფიცები, ნორმალური არ ხარ! - მაშინ მეგობრის კითხვამ გულწრფელად გააბრაზდა და გააღიზიანა ლია.
- ვითომ?! დარწმუნებული ვარ შენც ხშირად გიფიქრია ამ საკითხზე. - მხიარულად იცინოდა ნატო.
- იქნებ მიფიქრია კიდეც. ვაღიარებ ზოგჯერ ისე შევჭრილვარ როლში, რომ ცხარე ცრემლებით დამიტირია საკუთარი თავი, მაგრამ შენ მაინც არ უნდა ფიქრობდე სიკვდილზე, უფლება არ გაქვს.
- იქნებ არ უნდა ვფიქრობდე, მაგრამ 9 აპრილის შემდეგ ეს კითხვა სულ მაწუხებს. ყოველი სპაზმი, ყოველი შეტევა შეიძლება უკანასკნელი გამოდგეს. ილუზიებით ვერ გამოვიკვებები, ვერც თავს მოვიტყუებ. მინდა მჯეროდეს სულის უკვდავების, მაგრამ მაინც მეშინია.
- ვინმეს უთქვამს, გიჟი რომ ხარ?! - გაღიზიანდა ლია.
- იქნებ მართალიც ხარ, იქნებ ეს ყველაფერი სიგიჟეა, მაგრამ ფაქტია ასე ტკივილი ბევრად მარტივი გადასატანია. - თბილად შესცინა მეგობარმა და ჩაეხუტა.
- მატყუარა ყოფილხარ, ნატო! მერედა, როგორი მატყუარა. - ჩუმად მოიწმინდა ცრემლები ლიამ - ტკივილის დასაამებლად სულაც არ მშველის არც სულის უკვდავებაზე ფიქრი და არც სამძიმარზე მოსული ხალხი.
იმ საღამოს მისაღებში გასვლა აზრადაც აღარ მოსვლია ნინოს, მოკუნტული იწვა ჩაბნელებულ ოთახში და ფიქრობდა, თითქოს ასე უფრო ახლოს იყო დედასთან. ყველაზე მეტად იცით რისი ეშინოდა?! გაურკვეველი, ბუნდოვანი მომავლის. ნატოს გარეშე გათენებული ხვალინდელი დღის, იმის რომ ერთ დღესაც მოენატრებოდა, ისევ მოუნდებოდა მასთან ჩახუტება და ამას ვერ მოახერხებდა. მოიკუნტა. თურმე როგორი პატარა ყოფილა, როგორი უსუსური. ეცოდებოდა ყველა და ყველაფერი, ეცოდებოდა სრულიად უდანაშაულოდ დაღუპული დედა, მამა, რომელიც ცხინვალის მისადგომებთან საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა როგორ უჭირდა ახლა მის ოჯახს, რომელსაც ისიც კი არ დასცალდა მისი პირველი სიყვარული, გარდაცვლილი მეუღლე უკანასკნელ გზაზე მაინც გაეცილებინა. ეცოდებოდა ასე ეულად დარჩენილი ბებია, რომელსაც უკვე დავიწყებოდა შვილის წასვლაში რძალს რომ ადანაშაულებდა და ახლა გულწრფელად დასტიროდა უჭირისუფლოდ დარჩენილ ნატოს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც საკუთარი თავი ეცოდებოდა. ასე ბედის ანაბარა მარტო, სრულიად ეული რომ აღმოჩნდა.
- „შეიძლება გაზომო ტკივილი? არსებობს მსგავსი საზომი აპარატი? მაინც როგორი ეგოისტი ხარ ნინო? ახლაც კი ისევ საკუთარ თავზე ფიქრობ, საკუთარ დარდზე“. - თვალები დახუჭა. ქუთუთოებს მონდომებით დააჭირა, მთელი გულით უნდოდა დამამშვიდებელს ემოქმედა და დაეძინა - იმის ნაცვლად, რომ დედას დასტიროდე, შენივე გრძნობებზე ფიქრობ!“ - საკუთარ თავს ლანძღავდა ნინო.
ესმოდა, გრძნობდა, ვიღაც ფრთხილი, ქურდული ნაბიჯით მიუახლოვდა ოთახს. თვალები დახუჭა, თავი მოიმძინარა. ახლა არავისი ნახვა არ სურდა. არც საუბრის თავი ჰქონდა და აღარც ფორმალური მადლობის თქმის. კარი ღრჭიალით გაიხსნა. მართალია არ დაუნახავს, მაგრამ სუნთქვით მაინც იცნო. საძინებლის კარის ჩარჩოსთან იდგა გიგა. ყოყმანობდა შესულიყო თუ არა. მცირედი ფიქრის შემდეგ მაინც შებედა. თვალები არ გაუხელია ნინოს, თუმცა მაინც იგრძნო ვაჟმა ქალიშვილის აჩქარებული გულისცემა. ყურადღებით აკვირდებოდა ამდენი დარდისგან გაფითრებულს. ფეხთით დაუჯდა გოგონას. სიმძიმისგან ჩაიზნიქა მატრასი. თუმცა სკამზე გადაჯდომა აზრადაც არ მოსვლია.
- რომ იცოდე, როგორ მინდა სულ ოდნავ მაინც შემეძლოს შენი დახმარება... - ჩურჩულებდა გიგა.
თვალები ზანტატ გაახილა და წინ მჯდომს დააკვირდა. გიგინეიშვილს გაუპარსავ სახეზე თვალნათლივ ეტყობოდა უძილო ღამეების კვალი. უმზერდა ნინო ესოდენ სანატრელს და გული ყელში ებჯინებოდა. ვინ მოსთვლის რამდენჯერ უნატრია მასთან ასე ახლოს ყოფნა. ვინ მოსთვლის რამდენჯერ უფიქრია, ნეტა მისი ემოციების გაგება შემეძლოსო. ახლა წინ ეჯდა. მისი ტკივილი სტკიოდა, მისი უთქმელი ფრაზების ესმოდა. ხელები ისე გაიშვირა, თითქოს უნდოდა სახეზე შეხებოდა, მისი ნაკვთების დამახსოვრება სურდა, მაგრამ ვერ გაბედა. გაწვდილი თითები ჰაერში გაუშეშდა, ვერ შეეხო. გიგამ თავად მოიქცია ტორებში მისი სიფრიფანა თითები, ათრთოლებული თითები მიიკრა სახეზე, ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი.
- როცა მომენატრები, ამ მომენტს გავიხსენებ! - ტუჩებით ფრთხილად შეეხო ხელისგულზე.
ზუსტად იცოდა ნინომ, სხვა დროს, სხვა მომენტში ამას ვერ გაბედავდა, არც სიამაყე მისცემდა ამის საშუალებას და არც საკუთარი კომპლექსები. იქნებ ვინმეს გაეკიცხა კიდეც მსგავსი სითამამის გამო, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა. მთელი სხეულით ჩაეხუტა გიგას და ატირდა. დიახ, ატირდა. ამდენი დღის ნაგროვები ტკივილი ერთბაშად ამოხეთქა. გააცახცახა ვაჟს და მკლავები ძლიერად მოჰხვია საყვარელ ქალს. ხმას არ იღებდა. მისი გაჩერება აზრადაც არ მოსვლია. უბრალოდ ელოდა როდის დაიცლებოდა. ზუსტად ვერ გეტვით რამდენ ხანს ტიროდა. ფაქტი იყო, რომ მეგობრებმა რამდენიმეჯერ შეაკითხეს, თუმცა ჩახუტებული წყვილის დანახვაზე უკანვე გამობრუნდნენ. როდის-როდის დამშვიდდა ნინო.
- მაპატიე, - შერცხვა და უკან დაიწია - იმდენად გადავერთე საკუთარ პრობლემებზე, აღარც მიკითხავს, როგორ ხარ? - საკუთარი კითხვის აბსურდულობისგან თავადვე გაეცინა.
- არ ვიცი, წესით ალბათ ცუდად უნდა ვიყო, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს კარგად! - ღიმილი გაეპარა ხმაში გიგას.
- ალბათ?! - ისევ სრუტუნებდა ნინო.
- ალბათ.
- როდის მიდიხარ?
- სავარაუდოდ ხვალ.
ნერვიული ცახცახი ვერაფრით შეიკავა. ამდენი ხნის ნათმენი ბოღმა მოაწვა ყელში და ისევ ცრემლებად გადმოიღვარა.
- ოდესმე მაპატიებ?
- პატიებას რატომ მთხოვ?! - ვერ მიუხვდა ნინო.
- იმის გამო, რომ გტოვებ, რომ ვერ დაგიცავით, მამაშენისთვის მიცემული პირობა ვერ შევასრულე, ხედავ რამდენი რამ გაქვს საპატიებელი?
- მართალია ყოველთვის უმადურს მეძახდი, მაგრამ დაუნახავი ნამდვილად არ ვარ. ისიც კარგად ვიცი, შენ რომ არა, იმ დღეს რესპუბლიკურის ეზოში მეც მკვდარი ვიქნებოდი. ნატოს გარდაცვალებაში დამნაშავე არ ხარ და ვერც დაგადანაშაულებ. ალბათ ასე იყო საჭირო. შენ შენი ცხოვრება გაქვს, შენი ვალდებულებები. მე - ჩემი. ახლა ყველაზე მეტად მინდა დავხუჭო თვალები და არ გავიღვიძო. უბრალოდ დავივიწყო. იქნებ მოვახერხო? ხომ შეიძლება გავიღვიძო და ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი გამოდგეს?! იქნებ, ჩავახშო გულიდან წამოსული კივილი. ესაა ცხოვრება?! ცრემლიც კი სანატრელი გამიხდა. ვერც ვტირი, ვერც ვყვირი, ვერც ვკივი...
- ამას ქვია ვერ ვტირიო? -ცრემლებით დანამულ მაისურზე დაიხედა ვაჟმა - ლამის წამლეკეს შენმა ცრემლებმა.
ტკივილით გაეღიმა ნინოს, ისევ უღალატა ნებისყოფამ, ცრემლების დასამალად ისევ მთელი ძალით მოეხვია ვაჟს.
- გახსოვდეს, რომ ჩემთვის ხატი ხარ. თავს გაუფრთხილდი!. - აშკარად ქალიშვილის სათქმელ სიტყვებს ეჩურჩულებოდა ვაჟი.
- ხომ დაბრუნდები? - ისევ სლუკუნებდა ნინო.
არაფერს დაპირებია, არაფერი უთქვამს, თუმცა მაინც იცოდა, გიგინეიშვილი თხოვნას შეუსრულებდა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ertdroulad uamravi grdznoba meufleba. Vtiri radgan nino mecodeba aseti tvirtistvis, tan guli mtkiva rom ase ganvitarda movlenebi da tan agfrtovanebuli var tqveni namushevrit... Didi madloba am siamovnebistvis rasac tqveni motxrobebis kitxva manichebs....

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
Ertdroulad uamravi grdznoba meufleba. Vtiri radgan nino mecodeba aseti tvirtistvis, tan guli mtkiva rom ase ganvitarda movlenebi da tan agfrtovanebuli var tqveni namushevrit... Didi madloba am siamovnebistvis rasac tqveni motxrobebis kitxva manichebs....

რტულია იმ თემაზე წერა რაც არ გამოგიცდია. უნორმოდ მიხარია თქვენი ცრემლები. დიდი მადლობა თითოეული სიტყვისთვის

 


№3 სტუმარი სტუმარი keti

ert dgeshi wavikitxe yvela da dzalian momewona,temac iseti gaqvs archeuli uemociod da cremlis gareshe rom ver waikitxavs adamiani. saocrad wer da gadmocem yvela im tkivils da emocias rasac personajebi ganicdian... imedia male vixilav shemdeg tavs <3 warmatebebii <3

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანა

გამარჯობათ, ისტორია დავკარგე რომლის სახელი არ მახსოვს, იქნებ დავეხმაროთ. ალექსანდრე ყიფიანი (ყიფო) მარიტა (მარტინი) თუ გახსოვთ პერსონაჟები ( გოგო რომელიც ჯაშუშობს ბიჭის ფორმაში გადაცმული და ირაკლი უყვარდენა..

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი keti
ert dgeshi wavikitxe yvela da dzalian momewona,temac iseti gaqvs archeuli uemociod da cremlis gareshe rom ver waikitxavs adamiani. saocrad wer da gadmocem yvela im tkivils da emocias rasac personajebi ganicdian... imedia male vixilav shemdeg tavs <3 warmatebebii <3

ძალიან მიხარია ახალი მკითხველის მომატება. იმედია გავამართლებ მოლოდინს <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

ხომ ვთქვი მძიმე თავი იქნება თქო.იმედია მამასაც არ დაკარგავს ნინო.ერთი სული მაქვს როდის დადებთ უკვე ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
ხომ ვთქვი მძიმე თავი იქნება თქო.იმედია მამასაც არ დაკარგავს ნინო.ერთი სული მაქვს როდის დადებთ უკვე ახალ თავს

უყურადღებო არ გეგონო, რაღაც ურევს ეს დღეები საიტი wink უდავოდ მძიმე თავი გამოვიდა.ჯერჯერობით ზურას გარდაცვალებას ნამდვილად არ ვგეგმავ. თუმცა მგონი ისედაც ჩანს მარტივი მომავალი რომ არ ელის

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

ეხლა წავიკითხე მთლიანად და აი სიტყვები არ მყოფნის.შეუდარებელოხარ.გელოდებიი სულმოუთქმელაად.

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი მარიამი
ეხლა წავიკითხე მთლიანად და აი სიტყვები არ მყოფნის.შეუდარებელოხარ.გელოდებიი სულმოუთქმელაად.

დიდი მადლობა ასეთი კომპლიმენტისთვის, მიხარია რომ მოგეწონა kissing_heart

 


№10 სტუმარი სტუმარი მარიამი

როდის დადებ ახალს

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი მარიამი
როდის დადებ ახალს

ისტორია ნახევრად ისტორიული ფორმატისაა, მართალია ყველაფერი რეალური არაა, მაგრამ ფანტაზიებში ზედმეტად რომ არ შევიჭრა, მაინც მჭირდება გარკვეული მოვლენების აღდგენა. ვეცდები კვირის ბოლომდე ახალი თავიც დავწერო kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent