შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი ვენები. II ნაწილი. XIII დღე. ლიზას და დათუნას დიალოგი.


25-03-2018, 19:04
ავტორი ლურჯი ანა
ნანახია 1 993

როგორ მოვიგოთ ომი?
როდესაც ორი ძველი მეგობარი ერთმანეთს გადაეხვია და დიდი ხნის უნახავი სახეები მონატრებულმა ღიმილმა გაანათა, გაზაფხულის მოსვლის მაუწყებელი ხმები გაისმა და მომწამლავი საწვავით გაჟღენთილ ქალაქს აყვავებული ნუშის ყვავილის სურნელი შეერია.
- რას შვები, ფისო, ესე უნდა დაკარგვა? ნომერიც შეგიცვლია. მოკლედ რა, ძმობაზე რო აიღე ხელი, გასაგებია, მარა ადამიანურად მაინც მოგეკითხე გოგო, არა გრცხვენია?
- ხომ იცი როგორ მიყვარხარ, ერთი დღეც არ გასულა ისე რომ არ გამხსენებოდი, საშინლად მენატრებოდი. ბოლო-ბოლო, შენი მონათლული მაინც არ ვიყო, .
- ჰმ, მგონი რამდენი მაგინებს, არა? - გოგონას დუმილზე ჩაიფხუკუნა და ორივეს სიცილი აუტყდა.
- ეგ ის თემაა ხო, ვინც პირველად გაგიჩხირაო? მაშინ... კი.
- რომ მცოდნოდა, მასე გაგაგიჟებდა, არ გაგასინჯებდი. არადა, გახსოვს ეგ დღე?
- მეღადავები? - მეგობრის კითხვა აოცებს და მანქანის სალონში საფერფლეს ეძებს ბიჩოკის ჩასაჭ....ტად.
- ფანჯრიდან გადააგდე, ძაღლები არ ჩანან. - ურჩევს ბიჭი უდარდელად და თვითონაც უკიდებს სიგარეტს.
- ჩემო ტკბილო, ბიჩოკს იმიტომ არ ვაგდებ ფანჯრიდან, რომ არ მინდა გარემო დავაბინძურო, ეს ერთი. მეორე, იურისტებიც ადამიანები არიან და ძაღლებს ნუ უწოდებ.
- ოპა... - უკვირს ბიჭს და ძველ მეგობარს უცხოსავით უყურებს - მართალი ყოფილა რაც გავიგე, თავისები მაგრად ამუშავებენო. სულ გამოურეცხავთ ძველი ფისო... - გოგონა ირონიულად იღიმება და ბიჭს სიყვარულით უჩეჩავს თმას. შემდეგ თავს აქნევს უარყოფის ნიშნად და სხვის სიტყვებს იმეორებს სახეცვლილი ფორმით.
- ადამიანები არ იცვლებიან, კნუტო. ვერც შეცდომებზე სწავლობენ. ისინი მხოლოდ ახალ ხერხებს იგონებენ ეგრეთწოდებული შეცდომების ლამაზად წარმოსაჩენად, ან სულაც დასაფარად.
- იმიტომ მისწორდება შენთან დვიჟენია. - ეღიმება ბიჭს და სიჩქარეს ცვლის - ესე რო აზროვნებ. პროსტა გადმოცემის უნარი გაქვს უცნაური. კარგად უნდა მოგისმინოს კაცმა რო დაგიმუღამოს. მარა რაც ძაღლებზე მითხარი, არ გამისწორდა.
- მისმინე, - მტკიცედ ეუბნება გოგო და იმ ხელით უკიდებს სიგარეტს, რომლითაც ჩამწვარი ბიჩოკი უჭირავს - ხალხი ორად არის გაყოფილი. აქეთ ადამიანების ის ჯიში, რომელიც კაიფს ლამაზი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აღიქვამს და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, მეორე ნაწილი კი პირობითად ვუწოდოთ, ჯანმრთელობის მოტრფიალე მოდგმა...
- „ჯანმრთელობის მოტრფიალე მოდგმა“ - იმეორებს ბიჭი სიცილით და თვალები ბედნიერი ბავშვივით უციმციმებს - ეგ უნდა ჩავიწერო, არ დამავიწყდეს. გააგრძელე, საინტერესოს ბაზრობ.
- ხალხი ორად არის-მეთქი გაყოფილი. რაც პოლიტიკურმა ომებმა, დაავადებებმა თუ სხვადასხვა რელიგიის ხალხებს შორის დაპირისპირებამ დაგვაკლო, ახლა ამან დაგვიმატა. ერთი სიტყვით, ხანდახან მგონია რომ ხალხს ომი სწყურია გამოუყენებელი ენერგიის დასახარჯად და ამისთვის ახალ-ახალ მიზეზს ეძებს. მოკლედ, ეგ სადავო საკითხია. მაგრამ ის კი ნამდვილად ფაქტია რომ ორად ვართ გაყოფილი და დიდი ხანია ღია ომი მიმდინარეობს კაიფის მოყვარულებსა და...
- ჯანმრთელობის მოტრფიალე მოდგმას შორის. - მონდომებით იმეორებს ბიჭი და ელოდება როდის გააგრძელებს შეყოყმანებული მეგობარი.
- მოდი, იმათ რომ არ ეწყინოთ, კაიფის მოყვარულებს დაავადებულები ვუწოდოთ...
- არა, რა სისულელეა. დაავადებულები ეგენი არიან, ტო. რაზე ატრაკებენ, როცა მსოფლიოში ამდენი ნაღდი დანაშაული ხდება. მაიცა, პედოფილიც დამნაშავეა და მეც?! მაგათ შიგ ხო არა აქვთ? ვიღაცა ბო.მა ექვსი წლის ბავშვზე გაიწია, მე იმას მოვუ..ან ჯიშ-ჯილაგი, მე კიდე ჩემთვის, წყნარად, ჩუმად, ჯიგრულად რაღაცა გავიჩხირე და ორივეს დამნაშავე გვქვია? ეე... შევე.ი მასეთ სამართალს.
- დამშვიდდი მეგობარო. - ეღიმება გოგოს და თავს ძლივს იკავებს ბედნიერი კივილისგან. თითქმის საუკუნე გავიდა, რაც სულ მარტო დარჩა სამყაროში და მისთვის ნამდვილი ფუფუნებაა თანამოაზრესთან დიალოგი. - ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის.
- ხო? ბაზარი არაა. - ეღიმება ბიჭს და ისეთ კითხვას სვამს, რაც სულაც არ უკვირს გოგონას. - მაიცა, ეე, რევოლუციის მოწყობა ხო არ გინდა? შენ გვერდითაა დათუნა ჩეგევარაშვილი.
- ჩეგევარა უკვე იყო და თავისი საქმეც მშვენივრად გააკეთა. შენ დათუნა ხარ და თუ გინდა, ფსევდონიმად იბერი აიღე.
- ბაზარი არაა, მერე რო არა თქვან, ამერიკას ან ევროპას ბაძავენო. მაგათ ხო ამერიკის და ევროპის გარდა არაფერი იციან.
- ოჰ, შენ ხომ რას ამბობ, სხლავ გეოგრაფიას. - თავს ვერ იკავებს შეკამათებისგან და მონატრებულ მეგობარს თვალებით ეფერება.
- გოგო, შენ ჩემკენა ხარ თუ ეშმაკებისკენ? კაი, აბა გამოუშვი, რა მოიფიქრე, როგორ მოვუგოთ ომი?
- სამი ძლიერი იარაღით. თუ ამ სამ იარაღს სწორად გამოვიყენებთ, ზავიც დაიდება და მაშინ ისინი უბრალოდ გაჩუმდებიან...
- დიდი რაოდენობის პლანი დავწვათ ქუჩებში?
- არა!
- აბა კალაშნიკოვით მე ვერ ვირბენ ქალაქში...
- არა დათუნა, არა! ღადაობ? რა კალაშნიკოვი. ძალადობაც ისეთივე საშინელებაა, როგორც, გაუპატიურება.
- აბა, იარაღით ვებრძოლოთო?..
- მერე , ურო და ნამგალი კი არ მიგულისხმია. ომს მხოლოდ სამი ოქროს იარაღით მოვიგებთ. ესენია: სიყვარული, სიკეთე და წიგნი.
- რა?! იეღოველი ხო არ გახდი გოგო, ეხლა არ მითხრა ფრთები მეზრდება, უნდა გავფრინდეო...
- ერთი წუთი მომისმინე! - საუბრის ეშხში შესული მეგობარი ძლივს იკავებს სიცილს. უნდა რომ მეგობარს მნიშვნელოვანი რამ შეაგნებინოს - ოღონდ, შეიძლება ცოტა გამიგრძელდეს და თუ დაგეზარება, ახლავე მითხარი რომ შევამოკლო.
- არა, ფისო, ღადაობ? ხო იცი როგორ მევასება შენი ბაზარი. ყურადღებით გისმენ.
- სამყარო ძალადობით არ შექმნილა. ღმერთმა შექმნა, თუ ვინც შექმნა, დიდი სიყვარულით ააშენა, გესმის? უზარმაზარი სიყვარულით, რომელსაც თან ერთვოდა ფანტაზია, ინტერესი, გართობის წყურვილი, რაც გინდა ის უწოდე. ტიპმა, ვინც იყო თუ არის, მთელი თავისი აზრები წვიმასავით გადმოაფრქვია, იმისთვის რომ მარტო აღარ ყოფილიყო. იმისთვის რომ დაკავებულიყო, სარგებელი მოეტანა. მეთანხმები?
- ბაზარი არაა. - თავს მონდომებით უქნევს ბიჭი და მოუთმენლად ელოდება გაგრძელებას.
- მაშ ასე, გამოიკვეთა ორი უმთავრესი რამ, სიყვარული და სარგებლობის მოტანა, ანუ საქმის კეთება. ანაზღაურებადი იქნება ეს თუ ქველმოქმედება, ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს. გავაგრძელო?
- დავაი.
- ეს ორი რამ ვრცელდება ორივე მოდგმაზე, ჯანმრთელებზეც და ნარკომანებზეც. დასკვნა, ჩვენ უკვე ორი საერთო გვაქვს, ანუ ორი ნაბიჯი გადადგმულია ზავის დასადებად. შემდეგი პუნქტი, ზრდილობა, რომელზეც აქამდე არ მიფიქრია და მიხარია რომ ახლა მაინც მივაქციე ყურადღება. სასტიკად უნდა გამოვრიცხოთ შეურაწყოფის მიყენება. როგორც შენ არ გესიამოვნება ვინმემ დამპალი ნარკომანი გიწოდოს, ისე მათ ეწყინებათ თუ იმ სიტყვებით მიმართავ, როგორიცაა: ძაღლები, ფრთაგამოსხმული იეღოველები და ასე შემდეგ. არ უნდა მივცეთ საბაბი რომ უზრდელებად, გულგრილებად და უსაქმურებად მოგვნათლონ. გასაგებია?
- ბაზარი არაა. გააგრძელე.
- ბოლოს და ბოლოს, ერთ მშვენიერ დღესაც შეიძლება ისეთ სასტავში მოხვდე, სადაც თვითონ მენტი გააძრობს ფაქტს. იმის მიუხედავად რომ ჩვენ თეორიულად მტრები ვართ, მასაც უყვარს კაიფი და იურიდიულზე იმიტომ ჩააბარა რომ წარსულში ვიღაც ცივსისხლიანმა მკვლელმა ამოუხოცა ოჯახი 127 ლარისა და 75 თეთრის გამო. შეიძლება ბავშვობის ტრამვა არც არაფერ შუაშია და კაცს გამოძიებები იზიდავს. სულაც, ევასება ადამიანს რომ ეხმარება და ამის გამო ძაღლი ვუწოდოთ? იმის მაგივრად, ხოტბა შევასხათ, ვაგინოთ?! ეს ხომ რბილად რომ ვთქვათ, ჩვენს გაუნათლებლობაზე, უგულობასა და სიბნელეზე მეტყველებს, არა? გახსოვს იმ დღეს, თბილისის ზღვაზე რომ დაგვადგნენ მე, შენ და ლუკას? გინდა დამაჯერო რომ ორმა ახალგაზრდა პატრულის თანამშრომელმა ჩვენს მანქანაში ნაპოვნი მანაგუიანი ტილო, ბულბულატორისთვის გამზადებული, გადაჭრილი ხუთლიტრიანი ბიდონი და გადაჭრილი ორლიტრიანი ბოთლი არ იცოდნენ რისთვის გამოიყენება?
- აუ, მაგრად გადავრჩით. - წარსულს უღიმის ბიჭი და დაბეჯითებით ეუბნება - შენ რო არ გეყოჩაღა, გადებული გვქონდა.
- კი არ გადავრჩით დათუნა, ეს მაშინ გვეგონა რომ მაგრად ჩავუტარე და სწავლას მოწყურებული გოგოს შთაბეჭდილება დავუტოვე. სინამდვილეში, კარგი ტიპები იყვნენ და ბალახის გულისთვის არ ჩაგვაყუდეს. შეგნებული ადამიანები იყვნენ, რომლებიც ფულის შოვნასა და სხვის უბედურებაზე აწყობილ კარიერაზე წინ ადამიანობას აყენებდნენ. დარწმუნებული ვარ, მათაც ჰყავთ ქეში ძმაკაცები, ნათესავები, მეზობლები, შვილები... და სახლში დაბრუნებულები ამაყად ჩახედავდნენ საყვარელ ადამიანებს თვალებში, რადგან 1000 ლარით არ გაამდიდრეს ქვეყნის ბიუჯეტი სამი ახალგაზრდას გაუბედურების ხარჯზე.
- ისე მეუბნები, ლამისაა თავი დავისაჯო მათი სახელები რო არ დავიმახსოვრე ყოველკვირეულ ლოცვებზე მოსახსენიებლად. - გოგონას გულიანად ეცინება და ნაგვის ურნაზე უთითებს ნამწვავების გადასაყრელად.
- არა, ფისო, თვითონ არ ვლოცულობ და შენ როგორ დაგაძალო. ჩვენს სარწმუნოებას ბევრ სიკეთესთან ერთად, ერთი ოქროს წესიც აქვს... არჩევნის უფლება. ისიც ნუ დაგვავიწყდება რომ შეიძლება მორწმუნე არ იყო, მაგრამ სხვისი რელიგიის აბუჩად აგდება, რბილად რომ ვთქვათ, ბარბაროსობაა. კაი, დავუბრუნდეთ ძველ თემას, როგორ მოვიგოთ ომი? ისინი ამბობენ რომ ნარკოტიკი უსაქმური ადამიანებისთვისაა. იმისთვისაა, რომელმაც არ იცის რით დაკავდეს, არ უყვარს მუშაობა და არაფერი აინტერესებს კაიფის გარდა. თუ მართლა ასეა, მაშინ ერთით ნული მათ სასარგებლოდ. ეს კი უსათუოდ, წაგებისკენ მიმავალი გზაა. ხოდა, შენ მითხარი, როგორ დავუმტკიცოთ საპირისპირო?
- რა სისულელეა, ბლინ, მე ვმუშაობ!
- დიდება უფალს! - შესძახებს ცისკენ აპყრობილი ხელებით და მოწონების ნიშნად თავს უქნევს. - მეთანხმები თუ არა რომ ომის მოსაგებად აუცილებელია სამსახური გვქონდეს და ფულს ჩვენივე ოფლით გამოვიმუშავებდეთ, ოღონდ არა კაცის კვლით, არა ქურდობით და არა ბარიგობით?
- ბაზარი არაა! და ბარიგების ჯიშ-ჯილაგს მ...
- კაი, დამშვიდდი. მეთანხმები თუ არა რომ მაღალი კოზირი უჭირავთ, როდესაც არსებობს ისეთი ფაქტები, როგორიცაა: წამლის გამო სახლიდან გატანილი ნივთები, შვილის საფენების საყიდლად გადადებული ფულის არასაჭიროებისამებრ გამოყენება და რაც კიდევ უფრო ხშირია, არანორმალურად დიდი ვალები, რომელიც წამლის გამო აიღე და იმის მაგივრად დაბრუნებაზე იფიქრო, ტვინს იმაზე იჭ....ტ, კიდევ ვინ დაგრჩა ისეთი, რომლისთვისაც ჯერ არ გამოგირთმევია...
- აუ, ხო. ამასწინათ, ბებიაჩემის პენსია გამოვიტანე ბარათით და ველოდები ხელფასი ჩამერიცხოს რო მივუტანო. მოვატყუე, ჯერ არ ჩარიცხულა მეთქი, ის კიდე ტვინს მიჭამს, გინდა თუ არა, ჩვენმა მეზობელმა ნათელამ უკვე გამოიტანა და დახარჯა კიდეცო. წამიყვანე ბანკში გავიგო რატომ დამიგვიანესო... სულ იმ ენაჭარტალა ნათელას ბრალია ბებიაჩემი რო ამიმხედრა. როგორ დავლიო მაგის გამო რო მივუვარდე და კარები ჩამოვუღო? - მცდელობა სიცილის შეკავების ფუჭი გამოდის და იმდენ ხანს იცინის გოგონა, სანამ გულს არ იჯერებს. შემდეგ კი დანანებით აქნევს თავს და ეუბნება.
- სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. მისმინე, ზუსტად ეგ უნდათ მათაც. მაგას ელოდებიან თითის გამოსაშვერად რომ შენ მოხუცი ბებიის პენსია ვენებში გაუშვა. სწორად იმ საწყალი ბებიის პურის და კარტოფილის ფული, რომელმაც გაგზარდა და მცდელობა არ დაუკლია ბედნიერი ყოფილიყავი. გულში ჩაიხედე და მითხარი, არ მოგინდა სირცხვილისგან გაქცეულიყავი, როდესაც საყვარელი მოხუცის თვალები იმ პენსიაზე გეკითხებოდა, რომლითაც ისევ შენთვის უნდა ეყიდა კარაქი და ყველი?
- ეხლა ჭამე...
- აუუუ...
- კაი, კაი, იზვინი. ბაზარი არაა. მართალია, იმ წუთებში ერთი სული მქონდა მოეკეტა , მარა თან შემეცოდა და ჩემ თავზე მომეშალა ნერვები. თან ის ფაქტიც არ ვარგოდა, გოგო. იმ დედააფეთქებულმა მაგარი სლაბი ფხვნილი დამიდო. იმას მოვუ..ან დედის ტ.აკი.
- ვერ გავიგე, ის გაგიტყდა ასაკიანი ბებია რომ გაქურდე, რომელიც შენთვის სულსაც არ დაიშურებდა, თუ ფაქტი ცუდი რომ გამოდგა?
- ორივე. - ამოოხვრასავით ისმის მისი ხმა და გოგონა ძლივს იკავებს ღიმილს.
- კარგი, ამაზე ვერ შეგედავები. ახლა კარგად დაფიქრდი, კიდევ ერთხელ გიმეორებ, კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე, მართალი იქნება თუ არა ის ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც შემოგიტრიალდება და გეტყვის, კაიფის გამო საკუთარი ბებია გაქურდე და რომელ „კაიფით არაფერს ვაშავებთზე“ მელაპარაკებიო?
- ხოდა იმას მოვუ..ნავ დედას...
- აუუუ, დათუნა! რა ვერ გაიგე რომ ამ ძალადობრივი სექსით საქმე არ კეთდება. თუ ასეთი აღგზნებული ხარ, ნაშების მეტი რა გყავს? მოდი რა, იმათთან დაიკმაყოფილე ვნებები და შეეშვი დედების გაჟიმვაზე ფიქრს. სამწუხაროდ, შენ ძალიან მარტივი რამ არ გესმის, ეს კი იმას ნიშნავს რომ ჩვენ ომი წავაგეთ.
- ე, კაი რა ფისო, ნუ ხარ ესეთი დაუნდობელი. იცი როგორ მომენატრე? დაგრუზული რო ვარ სულ შენს გამონათქვამებს ვიხსენებ ხოლმე და გიჟივით მარტო ვიცინი. - გოგონას ეღიმება, მაგრამ მაინც ჩამოსდის ცრემლები. ეს ბიჭი ხომ მისი ერთადერთი იმედი იყო, ეგონა გაუგებდა. თუ ამ ბიჭს არ ესმის, მაშინ სხვებისთვის საერთოდ ჩინური იქნება მისი აზრები. - ფისო, ბოდიში რა, თუ რამე გაწყენინე... - გულწრფელად ნანობს დათუნა და თან ფიქრობს, განა რა თქვა ისეთი რომ მეგობარი ასე ააღელვა.
- მთელი ამ ამაზრზენი სიფხიზლის გადასატანად, ერთადერთი რამ მაძლებინებდა. მეგონა, რაღაც ისეთს მოვიფიქრებდი, რომელსაც შენ გაგანდობდი და გამიგებდი. მეგონა...
- ბო.ის გაზრდილი ვიყო ყველაფერი გავიგე და 100%-ით გეთანხმები. მართლა მაგარი მძიმე თემაა და რო არ მოგატყუო, ყოველ დღე ვფიქრობ მაგაზე. თან რო არც გინდა იფიქრო რო არ დაიგრუზო, ეგ თემაა. ხო აზრზე ხარ, რასაც ვგულისხმობ? ხოდა მიფიქრია, ვიყო. და ეხლა შენ მაგრად ჩამოაყალიბე, თუ გინდა, ჩემ ენაზე გეტყვი... - გოგონა ცრემლებს იწმენდს და უსიტყვოდ უქნევს თავს. იმედის ნაპერწკალი პუდრმოყრილი წითელი მარმელადივით ბზინავს მინავლებულ ცეცხლში. ეულად დარჩენილი პატარა ნაკვერჩხალი სულმოუთქმელად ელოდება ხმელ შეშას ასაგიზგიზებლად. - ისე უნდა მოვიქცეთ რო მიზეზი არ მივცეთ თქვან, ფაქტის გამო ბებიას ქურდავენ, ბავშვს უპამპერსოდ ტოვებენ, ახლობლების გულკეთილობას ბოროტად იყენებენ და ფულს უვადოდ ართმევენო...
- შენ მაგას ჩემი გულის მოსაგებად ამბობ თუ მართლა მასე ფიქრობ?
- ეე, მაგრად გამიტეხე ეხლა ძმაო...
- კარგი, კარგი. უბრალოდ მიხარია რომ შენი პირიდანაც ვისმენ იგივეს. მოდი, შევაჯამოთ სანამ შემდეგ პუნქტზე გადავსულვართ. როგორი უნდა იყოს იმათ ენაზე ნარკომანი, ჩვენ ენაზე ნარკომომხმარებელი რომ პრეტენზია ჰქონდეს, „გამიშვით ვიკაიფო, ამით არავის არაფერს ვუშავებო“?
- სამსახური უნდა ჰქონდეს...
- და თუ ოჯახი ფინანსურად მასზეა დამოკიდებული? - ჩასაფრებული მასწავლებელივით ეკითხება გოგონა და დაძაბული ელოდება პასუხს.
- მშიერი თუ გეყოლება ოჯახი, მასეთი კაიფი არც შეგერგება. მართლა ავადმყოფები ხო არა ვართ, მაგის დედა ვატირე? - გოგონა მოწონების ნიშნად ცერს უჩვენებს და ანიშნებს გააგრძელოს - სახლიდან არ გაგვაქვს გასაყიდი ნივთები და უვადო ვალებს არ ვიდებთ. მანქანა კიდე ჩემი ნამუშევარი ფულით მაქ ნაყიდი და მინდა ვენაში გავუშვებ, მინდა ფილტვებში. არც შვილი მყავს მისახედი, არც ცოლი და თუ ვინმეს ამაზე პრეტენზია ექნება, დამასკდეს!
- ვერ შეგედავები. ავარიები სიმთვრალის გამო, ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. ვიცი, არ მეთანხმები, მაგრამ მოგიწევს აღიარო რომ კაიფის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა, მომაკვდინებელი ცოდვაა...
- ე, არა ტო, ღადაობ? ნასვამზე ბაზარი არაა, ორჯერ დავამტვრიე მანქანა და ორივეჯერ მთვრალმა, მარა გაჩხერილი და დაბოლილი იმაზე კარგად ვატარებ მანქანას, ვიდრე ფხიზელი.
- ჩემი აზრით, საჭის კარგად მართვასა და საჭისგან სიამოვნების მიღებას შორის დიდი სხვაობაა, მაგრამ სამწუხაროდ, შენ პირველი არ ხარ, რომელიც მაგას ამბობს. დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე რომ დაბოლილი გაცილებით მშვიდად ატარებს მანქანას, ვიდრე ფხიზელი, მაგრამ მაგ მცდარი დასკვნით ფონს ვერ გავალთ. ღმერთმა დაგიფაროს, კაცი გაიტანე და აღმოჩნდა კაიფში იყავი, ომს წავაგებთ. ესეც არაუშავს, მოვიშველიებ გაცვეთილ, მაგრამ უკვდავ ფრაზას ხან წააგებ, ხან მოიგებ. ადამიანს კი ვეღარ გააცოცხლებ.
- ო... მასე შემთხვევა ხდება, კაცო. შეილება გაჩერებულ მანქანაზე დაგარტყან. ბოლო-ბოლო, ბავშვმა გადაგირბინოს გზაზე...
- უბედური შემთხვევა გასაგებია, მაგრამ ჩემი აზრით, დაუშვებელია არაფხიზელმა ატრიალო საჭე. მე მაგალითად, რამდენიმე შემთხვევა ვიცი, როდესაც ჰეროინის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლს საჭესთან ჩააკიმარა და თვალი რომ გაახილა უკვე პირველ საზვერესთან იდგა...
- სად იდგა?
- ზეცაში, განკითხვის დღე, საზვერეები, კაი, დაიკიდე. მე თუ რამდენიმე ასეთი შემთხვევა ვიცი, მერწმუნე, ჯანმრთელთა მოდგმას გაცილებით მეტი ეცოდინება და დამამტკიცებელ საბუთს თვალებზე აგვაფარებენ. ასე რომ, ძალიან გთხოვ, იფიქრე ამაზე. ისტორიას თუ დავუჯერებთ, ჰიტლერმა სამ თვეში მოახერხა დაამფეტამინებული ჯარისკაცების წყალობით სტალინის გაოცება, გესმის? სამ თვეში. 1940 წელს მეტამფეტამინი დაეხმარა გერმანელებს საფრანგეთის დაპყრობაში. მხოლოდ ოთხ თვეში 35 მილიონი აბი დაალევინეს ჯარისკაცებს...
- ღადაობ?
- ინტერნეტში წავიკითხე. ჰიტლერის შეშლილმა ქიმიკოსებმა ამფეტამინის დახმარებით შექმნეს წამალი, რომელსაც საბრძოლო მეტამფეტამინი უწოდეს და ჯარისკაცები ამ პრეპარატზე შესვეს. გერმანელი მწერალი ნორმან ოლერი ამ წამალს „ნაციზმი ტაბლეტებში“ უწოდებს. თვითონ ჰიტლერიც არ იკლებდა ნარკოტიკებს. კოკაინის მოტრფიალე იყო. საერთოდ არ გამკვირვებია ეგ ამბავი, თუმცა მეწყინა რომ მეტამფეტამინი ჰიტლერს უკავშირდება... ნარკოტიკი ეშმაკის გეგმის განსახორციელებლად... წარმოგიდგენია, ტიპები რა მგზნებარედ ჟლეტდნენ მტერს და რა არანორმალური ვნებით ასრულებდნენ არანორმალური ბელადის მითითებებს... რა სიამოვნებით ბომბავდნენ მტერს და თვითონაც იმ ცეცხლში იწვებოდნენ, ყოველგვარი სევდისა თუ ყოყმანის გარეშე.
- გენიოსი ყოფილა ჰიტლერი...
- გენიოსი კი არა, ბიჭო, ეგ ყველაზე სამარცხვინო ფაქტია... ნარკოტიკი ბოროტების ჩასადენად. ეგ ამბავი მხოლოდ და მხოლოდ დაგვაზარალებს, დათუნა. და იმედია, ისე არ დაგვაზარალებს, როგორც ჰიტლერს. დაფიქრდი, განა რამდენი დღე გაქაჩავ ძილისა და საკვების გარეშე? ხუთი... ათი იყოს. ათდღიანი შეუჩერებელი კაიფი გაუსაძლისი ლომკით, გაუწყლოებით, გამოფიტვით, დიდი ალბათობით, ფსიქიკური დარღვევებითა და რაც მთავარია, სიკვდილით მთავრდება. ვინც არ უნდა გავაჩუმოთ და საპირისპირო ვუმტკიცოთ, სიმართლეს მაინც ვერსად გავექცევით რომ ამფეტამინის შეუჩერებლად მოხმარებას ფატალურ შედეგებამდე მივყავართ. ერთხელ, სამი დღე-ღამე გადავაბი. შეუსვენებლად ვკაიფობდი და მხოლოდ წყალს ვსვამდი. ჩემზე უკეთ შენ იცი, მაგ დროს სულ ხინკალი, მწვადი და კარაქში მოჭყუმპალავე ხაჭაური რომ გედოს, პირს ვერაფერს დააკარებ. ნეტავ რას ურევენ ისეთს რომ ასე გიქვეითებს კი არა, საერთოდ გიქრობს მადას. ეს კიდევ ცალკე საკითხია, მოკლედ, სამი დღე ისე გავიდა რომ სიგარეტიც კი არ გამხსენებია, აზრზე ხარ? საერთოდ, ერთი ღერიც კი არ მომიწევია. რომ გათავდა და მეც გადავიქანცე, დამეძინა, 18 საათი მეძინა და რომ გავიღვიძე... - ახსენდება გაოცებული რომ იდგა სარკის წინ და ხედავდა თუ როგორ ეზრდებოდა სხეულზე ლურჯი ბუსუსები - რომ გავიღვიძე, სრულიად ფხიზელს მთელი დღე ჰალუცინაციები მქონდა. ბაზარი არაა, მაგრად გამისწორდა კი არა, მთელი დღე ვნატრობდი, ნეტავ, ერთი კვირა მაინც ვიყო ასე-მეთქი, მაგრამ ეს ხომ სერიოზული პრობლემაა. ნუ, ნორმალური ადამიანისთვის ეს შემაშფოთებელია და მეც ვეთანხმები... თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მაგარი იყო.
- რა მაგის პასუხია და შენი გამკვირვებია, როგორ ვერ ამუღამებ სუბოს. ერთხელ კიდე უნდა გაგიჩხირო ჯიგრული ფაქტი, უეჭველი გაგისწორდება...
- შვილო, ოთხი თვე და 21 დღეა რაც არაფერს გავკარებივარ და სუბოთი გავიფუჭებ ვენებს, როგორ გგონია?
- ოთხი თვე და 21 დღე, ჩემი კაი. დაჟე, დღეებს ითვლი, ფისო? - ეკითხება გაოგნებული მეგობარი და სიცილი უტყდება.
- ჰმ, დღეებს? - მწარედ, ნაღვლიანად ეღიმება ლიზას და მეგობარს გულში უსწორებს, „ყოველ დღე ვითვლი წამებს, წუთებს, საათებს...“ - მითუმეტეს, იცი რომ არ მევასება ისეთი კაიფი, რომელსაც პრიხოდი არ აქვს. სუბო ჩემთვის დამაწყნარებელი საშუალებაა და რატომ ვიჩხერკეთელაო, როდესაც სამყაროში გენიალური მცენარე არსებობს ს სახით. არაფერს აქვს ისეთი მდიდარი თვისებები, როგორც ბალახს. გარდა იმისა რომ ადამიანებს, მთებს, ზღვებს, ცხოველებს და მოკლედ ყველას თუ ყველაფერს გაყვარებს, გამშვიდებს და გაფიქრებს. საკუთარ შეცდომებს დეტალურად განახებს. კაი, მეყო, მთელი დღე არ მეყოფა მიწიდან აღმოცენებულ მცენარეს ხოტბა შევასხა, ახლა კი მაგის დრო არაა.
- ლიზ, მართლა აღარ ჩხერაობ? - ეკითხება გაოცებული მეგობარი, რომელსაც დაჯერება უჭირს და ლიზას გამომცდელად შეხედავს.
- არა. შენ რომ ის გამოგევლო, რაც მე გადამხდა, შენც დაანებებდი თავს. აღარ მინდა დედის ცრემლების დანახვა. აღარ მინდა მამას თვალებს მზერა მოვარიდო, მხოლოდ იმიტომ რომ იქ დაბანაკებულ ტკივილს ვხედავ, რომელიც ჩემი ბრალია. აღარ მინდა მწუხარებისგან აწეული წნევის დაფიქსირება ბებიის ხელზე. დავიღალე, გესმის? დავიღალე.
- როგორ შეძელი? შენ როგორ შეძელი... - აღმოხდება ბიჭს გაოგნებისგან და მანქანას გარეუბანში წიფლის ხეების გასწვრივ აჩერებს.
- როგორ გითხრა... ეს ერთგვარი ჯაჭვია. სიყვარულისა და სიძულვილის ერთგვარი ჯაჭვი. იმ დღეს, როდესაც მწუხარებისგან გადარეულმა დედამ მითხრა რომ... რცხვენოდა მისი შვილი რომ ვიყავი... და ეგონა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ კარგი დედა ყოფილიყო. მან ყველაფერი სცადა და არ იმსახურებდა ნარკომან შვილს. მან მითხრა რომ... - ბიჭი განგებ არ უყურებს გოგონას. თავი ჩაქინდრული აქვს და ელოდება, როდის გაუშრება მეგობარს ცრემლი. იცის რომ სიტყვები ზედმეტია და მხოლოდ მოსმენა შეუძლია. უსიტყვოდ მოსმენა. ლიზა ძნელად ყლაპავს ნერწყვს, თითქოს ყელში გაჩხერილ ბურთს ეჭიდავებაო და თან აგრძელებს უზომოდ მძიმე წარსულის გახსენებას. სწორად იმ წარსულის დღეების, რომელიც „აღარასოდეს გაიხსენოს“ ტბაში ჩაუშვა, მაგრამ ის მაინც მყიფე ნაფოტივით ამოდის შავი ტბის ზედაპირზე და მანათობელი ვარსკვლავივით მუდამ თვალში ეჩხირება. - რომ მე ის მოვკალი. იმ დღეებში ერთ ჭეშმარიტ დასკვნამდე მივედი, გამორიცხულია, შანსი არაა ჯანმრთელთა მოდგმას გააგებინო, რას ნიშნავს კაიფის სიყვარული. თუ რა მძიმეა ის წუთები, როდესაც პრიხოდზე ფიქრობ... არა, კი არ ფიქრობ, პირიქით, კბილებით ებრძვი გონებას რომ არ იფიქრო, მაგრამ ის შენ არ გეკითხება, ძაღლადაც არ გაგდებს. პატარა, ციცქნა ჭიასავით გიძვრება ყურში, ზევით მიიწევს, კვერცხებს დებს და ათასობით ბასრკბილებიანი მონსტრები იჩეკებიან. ისინი კი გამალებით გიღრღნიან ტვინის უჯრედებს და ცხადად გახსენებენ ისეთ დეტალებს, რაზეც მანამდე არც გიფიქრია. თითქოს არც კი მომხდარა. არადა, უყურებ და გახსენდება... მოგონებები გატყვევებს, გამონებს. ერთადერთი რაც გინდა, მშვიდი სიკვდილია... და ხვდები რომ იმდენად გათელილი ხარ, სიკვდილსაც კი არ უნდიხარ... - დუმილი რომ ჩამოვარდება და პულსი ნორმალურ რეჟიმში ბრუნდება, დამთრგუნველი აზრების გასაფანტად ლიზა მეგობარს გადახედავს - იცი, ყველაზე მეტად რომელი სურათის გახსენებამ გადამიყვანა ჭკუიდან? არც ვიცი, გახსოვს თუ არა. შენთან ტაქსით მოვედი, ჩუმად ამოვედი კიბეზე. ტაქსის მძღოლი ახალგაზრდა ბიჭი იყო და შემომთავაზა რომ დამელოდებოდა. მას ეგონა, ბიძაშვილის ვინდოუსის გადასაყენებლად მიმიყვანა. ბებიაშენი სახლში იყო. თავს საძინებელში იყო მაგრამ არ ეძინა. მისი საძინებლის კარებზე ლოგინის გადასაფარებელი თუ პლედი გქონდა აკრული... - ბიჭს ეღიმება და ისეთი თვალებით უყურებს საჭეს, თითქოს იქ წაიკითხავს ამბავს, რომელიც თან ახსოვს, თან არა. სიგარეტსაც კი ფრთხილად არტყამს ნაფაპასს რომ ზედმეტი ხმაური არ გამოიწვიოს და ყოველი სიტყვა გაიგოს. ამ სიტყვებს ხომ ისევე ესიყვარულება, როგორც დივანზე წამოწოლილ შიშველ ქალს - ჩურჩულით შემომიშვი სახლში და გამზადებული ბაიანი მომაწოდე. მაშინაც კი, როდესაც იატაკზე დავჯექი და კედელს მივეყრდენი, როდესაც ხელი ფეხებში მოვიქციე და უხმაუროდ დავცხე თითები ვენებს, ვიცოდი რომ სავსებით შესაძლებელი იყო ყოველ წამს წამოგვდგომოდა ბებიაშენი. იმის მაგივრად, ტუალეტში მაინც გავსულიყავი და მშვიდად მეჩალიჩა, ვენის ძებნა უფრო გახელებულმა გავაგრძელე. უცხო ადამიანის შესაძლო გამოჩენამ ადრენალინი გააორმაგა... ადრენალინმა კი დოზა. ჯადოსნურ წვიმასავით ბრჭყვიალა, ლურჯი სითხე რომ შევიშხაპუნე, შენკენ გამომეპარა მზერა და თვალები ვეღარ დავხუჭე. ისე ვიყავი, ლამის პირზე ამეფარებინა ხელები რომ კვნესა უკან ჩამებრუნებინა, მაგრამ თვალს მაინც ვერ გაშორებდი. მუხლებზე იდექი... გეგონებოდა, ბერძნული მითოლოგიიდან კაიფის ღვთაებას, ანესთეზიას სცემდი თაყვანს... ნახევარი სითხე გაშვებული გქონდა, ნახევარს კი თითქოს ვეღარ იმეტებდი. უყურებდი ვენაში გარჭობილ ნემსს და პრიხოდისგან გაკანკალებდა. ირხეოდი, ოფლი ღვარად ჩამოგდიოდა, მაგრამ ნემსს მაინც არ იძრობდი... მაშინ მივხვდი... ადამიანებს ისე რომ ჰყვარებოდათ ღმერთი, როგორც ჩვენ ფხვნილი... სიკვდილი არ იარსებებდა.
- ვიგრძენი ლიზ... ვიგრძენი... - პასუხობს ჩახლეჩილი ხმით და კანკალს ვერფაერს უხერხებს - ქალი კი არა, სატანა ხარ, ჩემი... ეს რა მიყავი? - ეკითხება შეძრწუნებული ღიმილით დათუნა და აცახცახებული თითებს უჩვენებს ლიზას - აი, ამიტომ მევასება შენთან ერთად კაიფი... ესეთ რაღაცეებს რო ამუღამებ. კაიფი ღმერთამდე აგყავს.
- დეგენერატო, კიდევ მე ვარ სატანა? რამდენჯერ გადამირჩენიხარ მოსაფსმელად რომ მიჰყავდი... - ლიზა ყალბი წყენით აქნევს თავს და ღიმილს ვერ იკავებს.
- მაგრად მენატრები, ლიზ... დაგრუზული როცა ვარ, სულ შენს გამონათქვამებს ვიხსენებ და გიჟივით მარტოს მეცინება. გახსოვს, თბილისის ზღვაზე პატრული რო დაგვადგა? რა გაუძრე, ვის მოთხრობებს ვუყვები ბიძაშვილსო? - მივიწყებული წარსულის ეპიზოდის გახსენებაზე გოგოს სული ეხუთება სიცილისგან და თავისი თავის უკვირს, როგორ დაავიწყდა ეგ დღე?
- აქ რა გინდათო? მეც ეგრევე მოვუთხარე, ამ იდიოტს წიგნი ვერ დავაჭერინე ხელში, მერე უკვირს, ნორმალური გოგო რომ ვერ შეუბია და ცვაიგის ნოველებს ვუყვები-მეთქი. - მეგობრები სიცილისგან იჭაჭებიან იმ სახიფათო დღეზე და კიდევ ვერ იჯერებენ, როგორ გაუმართლათ.
- ისიც რა თესლი იყო? აბა, ჩვენც მოგვიყვეიო. საღოლ, ჩემი, ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება „უცნობი ქალის წერილები“. - სიცილისგან ყბებატკიებულ დათუნას მაინც არ ავიწყდება მაშინდელი შეურაწყოფა და მეგობარს ბრაზნარევი ღიმილით ეკითხება - კიდე ვერ მომინელებია, ის რამ გათქმევინა ძაღლებთან, თამაშობს და იმდენი ფული წააგო, თავისებმა რომ გაუგონ, მოკლავენო.
- შენ მაგაზე ნერვიულობ, ბიჭო? რომ ეთქვათ, მანქანიდან გადმოდითო, დარხეული გვქონდა. კარგად ვერ გავირჭე ლიფში წამლიანი ბაიანები და ფეხზე რომ წამოვეყენებინე, უეჭველი დამცვივდებოდა. მეტი გზა არ მქონდა, როგორც ეგენი თამაშობენ ხოლმე კარგ და ცუდ პოლიციელს, ისე ჩვენ უნდა გვეთამაშა კარგი და ცუდი ახლაგაზრდა.
- მაგაშიც მართალი ხარ. როგორ დაგვადგნენ ისე რო ვერ გავიგეთ, ჰა?
- ნეტავ როგორ?! - ყალბი გაოცებით ეკითხება გოგონა და იმ წუთების გახსენებაზე შიშისგან ჟრუანტელი უვლის. - ორივეს თავი გვქონდა გადაწეული და ჩემი შარფი გვეფარა თვალებზე, რას დავინახავდით... ხმები კიდე, მაგ დროს ისედაც სულ პატრულის სირენის ხმა მესმის და კიდევ კაი, დავიზმენდი და თვალი გავახილე...
- აბა, ჩემი?! პახოდუ, ისეთი პონტი იყო, ჩემ თავზეც ვერ ავიღებდი, მეორე ბაიანში შენი სისხლი იყო...
- მერე, შეაგნებინე რომ თამაში ცუდია, თუ ჩვენ დაველაპარაკოთო და შენც ეგრევე, ფერი დაკარგე... - სიცილის ტალღა რომ გადაუვლით, გოგონა მხიარული ხმით აგრძელებს - ჯერჯერობით, ცვაიგის მოთამაშე მოვუყევი და თუ ამანაც არ გაჭრა, თქვენი შეწუხება მომიწევს-მეთქი.
- ის პიჟონიც როგორ გეტმასნებოდა? აშკარად დაევასე. მოთამაშე რომელია, შემახსენე. ბავშვობაში მაქვს წაკითხული და აღარ მახსოვსო...
- შე.ემა, კიდე ისაა პიჟონი? ისე გულისხმიერად მოგვექცა, ოჯახის წევრისგანა რომ არ უნდა ელოდო. არც კი გადაგვიყვანა მანქანიდან რომ გავეშმონეთ. კაი რა, ფისო, ბრმა უნდა იყო რომ არ დააფასო. მუცელთან მქონდა მიკრული ორი ინსულინის ნემსი, სადაც ოთხ თუ ხუთ ხაზზე მაინც იყო ამფეტამინი და პახოდუ, ორივე სისხლიანი იყო. პირობითსაც კი არ მოგვცემდნენ...
- აუ, ბაზარი არაა, ნუღარ მახსენებ. ვისაც მოვუყევი, არავინ არ დამიჯერა, იგონებო. მაინც არ მესმის, როგორ შეძელი ამდენი ხანი? ცვეთში, რო მქონდეს, ოქროს მედლით დაგაჯილდოვებდი. ლიზ, ძმურად, როგორ შეძელი კაიფის გადაგდება, როგორ მოერიე თავს?
- მოვერიე? - დამცინავად ეკითხება გოგონა და სახეზე მწარე ღიმილი ეფინება - ზუსტად ერთი კვირა მივეცი საკუთარ თავს დასაფიქრებლად. სამიდან ექვს დღემდე ხომ ამფეტამინი სისხლიდან გადის. შევისმინე ჯანმრთელთა მოდგმის რჩევა და ფხიზელი გონებით დავფიქრდი. ვიფიქრე, ვიფიქრე, ვიფიქრე და ბოლოს მივხვდი.
- რას მიხვდი? - ეკითხება დაინტრიგებული მეგობარი. ეგება, მეც მიშველოსო პასუხმა.
- რომ ისინი არ ცდებოდნენ, და მე დამპალი ეგოისტი ვიყავი. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვრწმუნდებოდი, ამ საზარელი სენის გარეშე გაგრძელებულ ცხოვრებას ჩალის ფასი ჰქონდა. არა, ეს კიდევ რბილი ნათქვამია. დღითი დღე ვრწმუნდებოდი, რომ თუ
კაიფი არ მექნებოდა, მაშინ ერთადერთი რამ რჩებოდა.
- შეგუება?
- სიკვდილი. იმდენი მესმოდა რომ საყვარელი ადამიანებისთვის არ უნდა მეთქვა, ისიც ისევე მიყვარს, როგორც თქვენ-მეთქი. საბედნიეროდ, მაგ რაუნდში მაინც დავამარცხე ეშმაკი და არ ვაღიარე ჩემი გრძნობები. ასე რომ მოვქცეულიყავი, მათ სამუდამოდ მოვუკლავდი გულს. გულახდილი რომ ვყოფილიყავი, ისინი ვერ გამიგებდნენ და იფიქრებდნენ რომ საგიჟეთში დასაწვენი ვიყავი. შეიძლება, ისიც კი ეფიქრათ, ეშმაკი ჩაუსახლდაო და მოძღვარი მოეყვანათ ეგზორციზმის ჩასატარებლად. შეიძლება შეშლილი მართლაც ვარ, მაგრამ არა იმდენად რომ ის ხალხი ჩამეცხრილა, ვისგანაც კარგის მეტი არაფერი მახსოვდა... ნუ, თუ ბოლო პერიოდს არ ჩავთვლით. დარჩა ერთადერთი გამოსავალი, თვითმკვლელობა. ო... მაგ წუთებზე ფიქრის დროს ნეტარებისგან თმის ღერებიც კი მიბუჟდებოდა. წარმოვიდგენდი ხუთმაგ, ან ექვსმაგ დოზას, სწორად ისეთს, ცხენის გულიც რომ ვერ გაუძლებს და ამ სურათზე ორგაზმს განვიცდიდი. გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართზე დაეწევაო, ისე მომივიდა. სუიციდის ფუფუნებაც არ მქონდა სამი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. ამ ნაბიჯით რამდენიმე ადამიანს გავიყოლებდი ჩემზე დარდით. ჯანმრთელთა მოდგმას ცოცხალ მაგალითს მივცემდი, აი რა შედეგი მოჰყვება ნარკოტიკების მოხმარებასო, იტყოდნენ მგზნებარედ. წვიმაში, ქარში, მშიერი ძაღლებივით შეკრებილნი... კაი, ბოდიში. აგრესია უნდა ვაკონტროლო, როგორმე უნდა ვმართო. თავიდან დავიწყებ, წვიმაში, ქარში დათბილული ქურთუკებით გამოვიდოდნენ და პანაშვიდის პარალელურად, გაციებულ ცხედარზე დამხობილი დედის ქვითინის პარალელურად, რაღაც ძიშოვ პლაკატებზე, რომლებსაც ჩირქიანი სპერ.ა ექნებოდა შემხმარი... კაი, კაი, ბოდიში...
- ვის ებოდიშები, ძმობას გაფიცებ? - ეკითხება სიცილისგან გადაბჟირებული მეგობარი და სულს ძლივს ითქვამს.
- ჯანმრთელთა მოდგმას. ზავის დასადებად პირველ რიგში ხომ ზრდილობა მოგვეთხოვება?!
- და მერე, რომელი ჯანმრთელთა მოდგმის წევრი მე მნახე?
- საქმეც მაგაშია, დათუნა. შენთან რა სიტყვებსაც გამოვიყენებ, მათთანაც წამომცდება. მათი შეურაწყოფით კი მხოლოდ ჩვენ დავზარალდებით და მშვიდობიან ომსაც წავაგებთ.
- კაი, მასე იყოს, შენ უკეთესად იცი. ესეიგი, მადლობა ოჯახს და მადლობა ჯანმრთელთა მოდგმას რო დღეს შენ ცოცხალი ხარ?
- დიახ. ხომ გითხარი, ერთგვარი ჯაჭვია-მეთქი. სიყვარულის და სიძულვილის ჯაჭვი. იყო მესამეც, ჩვენ ხომ ბავშვობიდან გვიყვებოდნენ სამოთხესა და ჯოჯოხეთზე... იქნებ, ბლეფიცაა, მაგრამ ჩემი გონება იმ აზრს ვერასოდეს შეეგუება რომ სიკვდილი დასასრულს ნიშნავს. არა, არა, სიკვდილი შობს ახალ სიცოცხლეს, რომელიც ჩვენს შვილებში ჰპოვებს სახლს და მსგავსი ბრტყელ-ბრტყელი, შაბლონური, რაღაც გაგებით, გულისრევამდე მიყვანილი მარაზმით, მე ვერ მომიფონავ გულს. მე, მე ვარ და ჩემი შვილი, ჩემი შვილი იქნება. დარწმუნებული ვარ, ის უფრო მეყვარება, ვიდრე კაიფი და მის გამო დაუფიქრებლად დავთმობ სულს, მაგრამ ის რომ მისი სიცოცხლით მე გავგრძელდები... ეგ მხოლოდ ამაღელვებელი ლიტერატურული ხერხია სიყვარულის გასაზომად. შეიძლება, მაინც და მაინც იესო, მუჰამედი და კრიშნა არ ერქვას იმ ზეძალას, მაგრამ ვინცაა, ის აუცილებლად მომთხოვს პასუხს კითხვაზე, თუ რატომ გადავწყვიტე მისი ნების გარეშე თამაშიდან გასვლა. დავუშვათ, ვუპასუხე, იმიტომ რომ ამფეტამინი არ მქონდა-მეთქი. არ გადაიხარხარებს და არ მკითხავს, მერე რა გააკეთე იმისთვის რომ დამსახურებულად მიგეღოო? ხოდა, მეც რომ ჩამოვუდგები იქ ლენჩივით და ენაბლუსავით მოვყვები ლუღლუღს, მეყოლე მერე ვარდივით. ალბათ, წყალწაღებულივით მოვეჭიდები ხავსს და შევევედრები, კაი, რაც იყო, იყო. უკან დამაბრუნე და დედა-შვილობას გეფიცები, ტვინს გავანძრევ-მეთქი. მაგრამ კაი დროსი იქნება, მარჯვნიდანაც რქიანი ამომიდგება, მარცხნიდანაც და მოკლედ მეტყვიან, ახლა ბევრი ლაილაი არ გინდა, თვითონვე გაიხადე ტანსაცმელი, მერე ქალთა ძალადობის კომიტეტმა ტვინი რომ არ გაბურღოს და დაგვაცადე მეგრელი მზარეულის მომზადებული აჯიკა წაგისვათ, ამაღამ ბარბექიუა მენიუშიო. - სიცილისგან ჩამოსულ ცრემლებს მჯებით რომ მოიშორებს ბიჭი და მონატრებულ მეგობარს სიყვარულით გადახედავს, გოგონას სახლიდან დაურეკავენ და ეტყვიან რომ სოფელში მიდიან ნათესავის წლისთავზე. საჭმელს კი ელექტოღუმელში უტოვებენ. გოგონა თვინიერი კრავივით დაეთანხმება მშობელს და ტელეფონს რომ გათიშავს, მაშინღა დაფიქრდება, თუ რომელ მეზობელს გაუტანოს თავისი წილი საკვები, რომელს აქვს მოკლე ენა.
- კიდე რა გვჭირდება რევოლუციის მოსაწყობად? ხალხი ჩემზე იყოს...
- არა, დათუნა. ჯერ არავისთან დაგცდეს სიტყვა. ქვეყანა ერთ დღეში არ აშენებულა. სანამ საომარ მოქმედებებზე გადავალთ, მანამდე ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. მილიონჯერ უნდა დავფიქრდეთ, სანამ ლურჯ ლენტთან მაკრატლის პირს მივიტანთ. ერთხელ მაინც ყოფილხარ დეკრიმინალიზაციისთვის გამართულ აქციაზე?
- ღადაობ? როცა იყო, სულ გავდიოდი. - ამაყად პასუხობს ბიჭი.
- მე არც ერთხელ არ ვყოფილვარ. ისიც საკმარისი იყო ინტერნეტში ატვირთული ვიდეოები მენახა რომ სირცხვილით დავმწვარიყავი. მკითხავ, მათ რაღაც მაინც ხომ სცადეს, შენ რა გაგიკეთებია რომ აკრიტიკებ კიდეცო და მართალი იქნები. რა ვქნა, ალბათ, სუბიექტური აზრი მაქვს. როდესაც საქმე დეკრიმინალიზაციას, ან ლეგალიზაციას ეხება ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიო ყოველი სიტყვა, ყოველი მიმიკა. არ ვიცი, სხვა ქვეყნებში რა ხდება, მაგრამ საქართველო... თითქოს მსოფლიოსგან გამოყოფილი განსხვავებული პლანეტაა. იმდენად განსხვავებული რომ ნორმალურად ვერც აუხსნი უცხოელს. ქვეყანას, რომელსაც ილია, თამარი, შოთა, დავითი, 300 არაგველი, გრიგოლ ხანძთელი, წმინდა ნინო, წმინდა გიორგი და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ჰყავს... შენი „გასულობით“ მხოლოდ და მხოლოდ, აღაშფოთებ. იმის მიუხედავად რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებად თვლიან თავს, ჩაქოლვის სურვილს გაუღვიძებ. მაშინ, როდესაც გლეხს ვაზის მოვლის ფული არ აქვს და კაცმა არ იცის, საიდან გამოყვანილ ბოსტნეულს ბაზარში ყიდულობს. ერთ დროს წარმატებული ადამიანები, რომლებმაც ქვეყანას სახელი მოუხვეჭეს და ახლა მშივრები რომ არ დაიხოცონ, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობენ. ყოველ მესამე ოჯახში ბავშვი მშობლის გარეშე იზრდება, მხოლოდ იმიტომ რომ აქ დედამ სამსახური ვერ იშოვა, ან იმდენად მიზერული ხელფასი ჰქონდა რომ ისევ უცხოელ შიზოფრენიკთან არჩია მონური მუშაობა. უზომოდ მძიმე, დამამცირებელი სამუშაოს გასამრჯელო საყვარელი ადამიანების გამოსაკვებად. იმ გამწარებულ, გაწამებულ ავადმყოფებზე აღარაფერს ვამბობ, გასაყიდი რომ აღარაფერი დარჩათ და ტკივილს მაინც ვერ იყუჩებენ. ქვეყანაში, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტაძარი დგას, სადაც უამრავი ბერ-მონაზონი ცხოვრობს, სადაც ალავერდობას აღნიშნავენ, სადაც შაოსანი დედები ცხოვრობენ... დედა, რომელსაც ნარკოტიკის გადაჭარბებულმა დოზამ შვილი წაართვა. და... აი ასეთი მდიდრული კულტურისა და ღარიბი ხალხის ქვეყანაში, გამოდიხარ დეკრიმინალიზაციისთვის გამართულ აქციაზე, აბაზანის ხალათითა და მხრებზე შემოსმული ბავშვით. ფეხზე ძლივს დგახარ და გაჰყვირი, „ნარკატა კაიაო...“ ამის დედაც, შიგ ხომ არა გაქვს?!
- ე, რატო ძმაო?
- ... ვინ იცის, მაგ დროს რამდენ ქვრივს, შვილს, თუ დედას აქვს ტელევიზორი ჩართული და რამდენს ეწურება გული ტკივილისგან, „თითქოს, პოლიტიკოსებისგან არა კმარა ამდენი ნაცარი თვალებში რომ ახლა ესენიც გვაყრიან...“
- მაიცა, ფისო, ტო, ძაან სხვაგან წახვედი ეხლა შენ...
- არა, დათუნა, ძაან აქ ვარ!
- აქ რანაირად ხარ, ტო? მასე შეილება ავარიაში დაეღუპა შვილი და მანქანის რეკლამა ავკრძალოთ, ჭირისუფალი არ გავანერვიულოთო?
- მისმინე, მეგობარო, შეგიძლია ამიხსნა, ბავშვს რა უნდა დეკრიმინალიზაციისთვის გამართულ აქციაზე? მაშინ, როდესაც მე მაგალითად, სასტიკი წინააღმდეგი ვარ რომ თვრამეტ წლამდე მოზარდი სიგარეტს ეწეოდეს. მიპასუხე, რა უნდა ბავშვს იმ აქციაზე?
- აუ, რავი... მარა მე, ლიჩნად, არანაირი პრეტენზია არ მექნება, თუ ჩემი შვილი ბალახს მოწევს ...
- ბალახს! - ლამის უყვირის ლიზა და ნიშნის მოგებით უქნევს თავს. მაინც მიაღწია თავისას და ათქმევინა - ბალახს... ოღონდ, არა წამალს. - ლიზა გაწამებული ადამიანივით ხუჭავს თვალებს და მშვიდად გადადის აღიარებით ჩვენებაზე - რამდენი საათი მაქვს დაკარგული ბიოს ლოდინში... რამდენი წიგნი მაქვს წაკითხული ბარიგის ზარის მოლოდინში... რამდენჯერ დამითხრია თვალები ლამპიონის შუქზე. ვერც ტელეფონით ვინათებდი, ვერც მანქანაში ვანთებდი შუქს რომ პატრულის ყურადღება არ მიგვექცია. რამდენი ტყუილი მითქვამს დედასთვის... რამდენჯერ შევპირებულვარ ჯნმრთელ მეგობრებს, მოვალ-მეთქი და ნარკოტიკის გამო აღარ მივედი. მეგობრების დაბადების დღეები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მიხაროდა რომ შანსი მეძლეოდა, იქიდან დავტეხილიყავი... მშობლები, გულდამშვიდებულნი, ჩვენი ჭკვიანი ქალიშვილი კარგად აღზრდილ მეგობრებთან ერთად ატარებსო დროს, ფიქრობდნენ. მე კი ამ დროს, რომელიღაც სადარბაზოში ბოთლს ვატრიალებდი, ნაცნობ ან უცნობ სასტავში. ნიღბები, სიცრუე, თამაში... ღმერთო, რამდენი ტყუილის თქმა მიწევდა, უკვე მერეოდა ვის რას ვეუბნებოდი. არადა... ისინი ხვდებოდნენ, დედაც ხვდებოდა რომ ვატყუებდი, მაგრამ რას?! რას ვმალავდი მთელი ოთხი წელი? კარგად ვთამაშობდი და შავბნელ ეჭვებს ვფანტავდი. ის, რომ ყველას მოტყუება მიწევდა, არ ვნანობ. სხვანაირად ვერც მოვიქცეოდი. მაგრამ რომ მახსენდება ის საათები, რომელიც ფაქტის აღების მოლოდინში გამიფლანგავს... საკუთარი თავის გაროზგვა მინდება. ის წუთები, როდესაც საყვარელი მწერლების შემოქმედებას ვკითხულობდი და შინაარსი არ მესმოდა... უგულოდ დავყურებდი წიგნს, რომელიც წინა ცხოვრებაში ბედნიერებისგან ამაკივლებდა და პირველი ღელვა რომ ჩაივლიდა, საკუთარ თავს ლოგინზე მოხტუნავეს, სიხარულისგან გაოფლილს დავინახავდი. ის საზარელი წამები, რომელსაც „ბიოს მოლოდინში“ ჰქვია, იცი რას გავს? საავადმყოფოდან შემოსულ ზარს. დელიკატურად რომ გეუბნებიან, თქვენი საყვარელი ადამიანი ავარიაში მოხვდა და ეს-ესაა საოპერაციოში შეიყვანესო. მოსაცდელში ფრჩხილებს იკვნეტ და უაზროდ მისჩერებიხარ საკუთარ ფეხებს... ერთზე ფლოსტი რომ გაქცვია და მეორეზე ჩექმა, მაგრამ არ გეღიმება. იცი რომ ჯერ ადრეა ოპერაციის დამთავრებამდე, მაგრამ მაინც არ გადიხარ მოსაწევად. თითქოს შენი იქ ყოფნით ღმერთს აიძულებ რომ დაშავებული არ წაგართვას...
- წამლის მოლოდინი? - სევდიანი ღიმილით ეკითხება ბიჭი და სიგარეტი ნეტარებით მიაქვს ტუჩებთან.
- ო... ეგ გაცილებით მძიმე შემთხვევაა. წამლის მოლოდინში მიღებული ვნებათა-ღელვა მორგიდან შემოსულ ზარს გავს... ეჭვი აქვთ, რომ მტკვრიდან ამოყვანილი ცხედარი შენი სატრფოა. - სიცილის ტალღა რომ გადაუვლით, დათუნა სევდიანი ღიმილით გადახედავს მეგობარს.
- ჯანმრთელთა მოდგმა ამას ვერ გაიგებს... მაგათ რო უთხრა, წამლის მოლოდინი მორგში დვიჟენიას გავსო, ტონკად შეგაპარებენ, ასათიანზე მაგარი ბაითიაო...
- ახლახანს გაურემონტებიათ, საუნა, აუზი, ბარი, გადასარევი პირობებიაო, არა? - სიცილით გულს რომ იჯერებენ, დათუნა კითხვას სვამს.
- ფისო, რა გავაკეთოთ ომის მოსაგებად?
- არმია უნდა შევქმნათ. ნარკოდამოკიდებულთა არმია, რომელსაც ისევე ეყვარება წიგნი, ფილმი და ადამიანები, როგორც ნარკოტიკი. ჩვენ მათ ზრდილობას მოვთხოვთ. გავაცნობთ ხელოვნებას, მწერლებს. სიკეთის კეთების შანსს მივცემთ, მაგრამ მანამდე, ქარხანას ავაშენებთ. ეს ქარხანა იქნება ერთგვარი სახლი, სადაც კარგ საქმეს გავაკეთებთ. სადაც ლომკას მოვიხსნით, კრებებს ჩავატარებთ. ჩამოვაყალიბებთ ფონდს და შემოსულ თანხას სარეაბილიტაციო ცენტრში ჩავრიცხავთ. ერთი სიტყვით, კარგი სასტავი ვიქნებით და... მქონდეს შენი იმედი?
- ე, არა გრცხვენია, ტო? შენთანაა დათუნა ჩეგევარაშვილი...
- შეეშვი ჩეგევარას. კაი, დავიწყოთ. - ჩანთიდან დღიურს იღებს, დღიურში ბევრი რამ წერია ომთან დაკავშირებით, მაგრამ ამჯერად სურათებს აჩვენებს. სურათებზე ის შენობაა, რომელსაც დაცემული ანგელოზების სახლად გადააქცევს. ამ შენობას ნარკომანთა საყვარელ ადგილად აქცევს. სადაც ნარკომანი ისეთს მიიღებს საკუთარ თავს, როგორიც არის. სადაც ბევრ რამეს ისწავლის. სიყვარულს, წიგნის ფურცლების სუნს, ზრდილობას, სხვების პატივისცემას, თავის კონტროლს ისწავლის. სიკეთის გაკეთებას შეიყვარებს. და ბოლოს...
იპოვის მას, ვისაც თვითონვე განუდგა და თავიდან შეიყვარებს.
სიყვარულს შეიყვარებს...
ანუ ღმერთს.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Es tavi yvelasgan gamoircheoda, zalian nichieri xar. Imdenad kargad gaqvs axsnili titeuli detali majrialebdaaa, yvela sakitxze gaqvs sakutari azri da ramxela ironiaaa, is rom, am yvelafers, sakutari qveynis siyvaruls, dgevandelobis uaryofitobas, scored lizis pirit gvamcnob. Arvici ragitxraaa, ubralod vfiqrob, nakitxi adamianebi yoveltvis kargebi arian, tu es scavla rcmenastan aris harmoniulad, da siketis ketebas emsaxurebaa, cinaagmdeg shemtxvevashi, igi yvelaze didi borotebaaa

 


№2  offline წევრი An_Gel

დაუსრულებლად შემიძლია ახლა ვილაპარაკო,
დ ა უ ს რ უ ლ ე ბ ლ ა დ.
ეს თავი თითოეულ ადამიანს უნდა ქონდეს წაკითხული. ეს თავი კი არა, მთლიანად ისტორია, ყველა სიტყვით, ყველა აზრით!
ძალიან მდიდარი ხარ, ანა. არ ვიცი, ამას სხვა რა ვუწოდო. ძალიან "მდიდარი" ხარ ფილმებით, წიგნებით, ინფორმაციებით, აზრებით, იდეებით, შეხედულებებით და ეს ყველაფერი იმდენად გეხმარება, ყველაზე აბსურდულსაც რომ ამტკიცებდე, მაინც "კაი ტიპი" იქნები, გესმის? არ ვიცი, რამდენად ზუსტად და სწორედ გადმოვეცი ჩემი სათქმელი, მაგრამ ვეცადე. აი, შენნაირს და ამ შემთხვევაში, ლიზასნაირს, ახალგაზრდობა მოუსმენს. იმიტომ რომ, არც სასაცილოდ გაკივი, არც ამაზრზენად, არც მოსაბეზრებლად, რომ ნარკომანია არ არის ის დანაშაული, რომელიც ოცწლიანი პატიმრობით უნდა ისჯებოდეს და ა.შ. რომ გკითხულობ, სასწაული შეგრძნება მიჩნდება, ყველას წავაკითხო ეს ისტორია. ყველა ნაცნობ-უცნობს.
ხო, ერთი ვერ გამიგია. რატომ გვანან ანი და ლიზა ასე ძალიან ერთმანეთს? რატომ მომაგონა ლიზას და დათუნას დიალოგმა ბექა და ანი? თბილისის ზღვაც ძაან ნაცნობი იყო.
წინა თავის კომენტარებში ბოდიში რატომ მოიხადე, ვერ ვხვდები. ასეთებისთვის ბოდიშს არ იხდიან, ანა :)
და პაციენტ ნომერ 13ზეც დამაბნიე. ძაან მაინტერესებს, ვინ არის.

 


№3  offline წევრი moodchanger

ნეტავ შემეძლოს და გავხდე შენი სპონსორი , ნეტავ შემძლოს რომ ეს ყველაფერი წიგნად გამოვცეთ worried
უძალიანმაგრესი ხარ heart_eyes kissing_heart kissing_heart
--------------------
mood

 


№4  offline წევრი ლურჯი ანა

ბავშვებო... საიდან დავიწყო? როგორც უკვე გითხარით, ყველაზე მეტად მეშინოდა ამ ბოლო ორი თავის. გარდა იმისა რომ ჩემი ფავორიტი დიალოგია, წიგნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილიაცაა. მე ასე ვფიქრობ, რადგან "ნარკომანიას" და "დეკრიმინალიზაციას" ეხება. საბედნიეროდ, აღარ მიწევს იმის მტკიცება თქვენთან რომ აგიტაციას არ ვუკეთებ, მართლა უზომოდ გახარებული ვარ რომ თქვენ ისე გესმით ყველაფერი, როგორც ვამბობ. სიმართლე გითხრათ, მიკვირს კიდეც, ანუ... იმის თქმა მინდა რომ ხანდახან თვალები მიფართოვდება გაკვირვებისგან, როდესაც კომენტარებს ვკითხულობ. ზუსტად ისე იგებთ ყველაფერს, თითქოს ჩემთან ერთად წერდით. ქეთი <3 საყვარელო, გამეღიმა შენს სიტყვებზე, აი ზუსტად ეგ მინდა გავაგებინო ხალხს რომ ნარკომანზე კარგად არავინ იცის, რა ცუდია ნარკოტიკი. ანა <3 მინდა გავაგებინო რომ არა ციხე!!! არამედ რეაბილიტაციური ცენტრები, ექიმები და ფსიქოლოგები. ანაააა <3 <3 <3 მუუდ <3 <3 <3 ძალიან მიყვარხართ და არც კი ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა მხარდაჭერისთვის <3 ჩემო ძვირფასებო... მეც ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ყველამ წაიკითხოს... არა იმიტომ რომ ცნობილი გავხდე და ფანებმა შოკოლადი და ყვავილები გამომიგზავნონ. ან რომელიღაც გადაცემაში მიმიწვიონ და 15 წუთი მომცენ სალაქლაქოდ, ანუ.. ხომ ხვდებით რასაც ვამბობ? ეგ ჩემი ოცნება ნამდვილად არაა. როგორც ხედავთ, "ლურჯი ანას" სახელით ვწერ და ასე დარჩება სამუდამოდ. მაქსიმუმ ხუთ ადამიანს ჰქონდეს წაკითხული ჩემი მეგობრებიდან. მშობლებსაც კი არ ვაკითხებ. მინდა "ჯანმრთელებს" ვუთხრა: არა ჩადებას! არა ციხეს! კაიფის მოყვარულ საზოგადოებას კი... მე ვცადე... ლიზას ვათქმევინე ყველაფერი რაც მინდოდა მეთქვა. შეიძლება რაღაც დამაკლდა, რაღაც გამომრჩა, რაღაც ზედმეტი მომივიდა მაგრამ, ვცადე.

 


№5  offline წევრი Timea25

სიტყვები არ მყოფნის, იმდენი რამე მინდა გითხრა და სიტყვებს ვერ ვპოულობ .
ანა....
ანა....
ანააა, მინდა წიგნი ,ძალოან ,ძალიან ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent