"მათრობელა თაფლი" - თავი პირველი (2)
- ვინ არის? - კითხულობს, თუმცა პასუხი რომ არ ისმის, იმეორებს მეორედ, მესამედ. ბოლოს აივნის კარს კეტავს, პირველ სართულზე ჩადის და სამზარეულოს მხრიდან, ჩუმად ფანჯარაში იჭყიტება. ქლიავის დაბლა ჩამოყრილი ტოტები, უძრავ ჰაერში შესამჩნევად ფარფატებს, თუმცა ბიჭი გარეთ გასვლას არ ცდილობს. პანიკა იტევს, თუმცა ცდილობს, ამ გრძნობამ მას თავი არ წაართვას და დივნის კუთხეში, ფეხებზე ჯდება. არც გამოცდილება კარნახობს არაფერს და არც მსგავსი არაფერი შემთხვევია. წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა მოიმოქმედოს ისეთ დროს, როცა ჰგონია, რომ ვიღაც უთვალთვალებს. შემდეგ კი აფიქრდება, რომ პოლიციაში დარეკოს და ამასაც აკეთებს. თუმცა ისინი ჯერ ბიჭის სიტყვას არ იჯერებენ, მერე კი ასკვნიან რომ საეჭვო არაფერია სახლში. მიდიან, მაგრამ თორნიკე მიუხედავად მათი მოსვლისა და დასკვნისა, მაინც ვერ მშვიდდება მამამისის მოსვლამდე. დედაშენი ცდილობს, შენთან მოსვლას და კონტაქტსო, უთხრა იმ საღამოს მამამ. გახარებული ბიჭი კი იმ იმედით, რომ დედას კვლავ მის გვერდით დაიგულებს, აივნის კარს იმდენად ფართოდ ხსნის, მაღლითა რკინას ანჯამებიდან აგდებს. - რა გემართება? - ეკითხება მამამისი, თუმცა ბიჭი ხმას არ სცემს. საწოლზე გვერდს იცვლის და თვალებს ხუჭავს. გულში დედამისს ეძახის. ნეტავ, სიზმრად მაინც მოვიდესო, ფიქრობს. ხელები სახესთან მიაქვს, სიბნელეში მათ დაჰყურებს და დედის წარმოდგენას ცდილობს. ამ ხერხის შესახებ სადღაც წაუკითხავს, თუმცა არასოდეს უცდია შიშის გამო, ახლა კი, რაღაც ძალა უბიძგებს ამის გაკეთებისკენ. ათი წუთის განმავლობაში, ხელებზე ყურებისა და დედის სახეზე ფიქრის გარდა არაფერს აკეთებს. შემდეგ წვება, თვალებს ხუჭავს, თხელ პლედს მთლიანად იფარებს, ისე რომ ფეხი გარეთ არ დარჩეს და ეძინება. ღამის სამ საათზე აჩქარებული გულისცემით იღვიძებს. ახელს თუ არა თვალს, მაშინვე სიბნელისთვის თვალის შეგუებას იწყებს. ტუმბადან წყლის ჭიქას იღებს და წვეთებითღა ისველებს პირს. კოშმარი ესიზმრა. საკუთარ თავში სიზმრის აღდგენას ცდილობს. ერთადერთი, რაც ახსენდება, თავისი თავია, დაახლოებით იმ პოზაში, როგორც დაძინებამდე დაჰყურებდა ხელებს. შემდეგ ხელებთან ქალის სახე გაურბის. კარგად ეს სახე არ ახსოვს, თუმცა გრძნობს რომ ის დედამისისაა. შემდეგ კი, ქალის სახეს, საშინელი შესახედაობის არსება ცვლის, რომელიც ბიჭს მასთან იხმობს. შიშისგან აკანკალებს. ფეხზე დგება და გარედან შემოღწეული ცივი ნიავი ბალანს ფეხზე უყენებს. ცოტას თუ არ გაივლის, ვერ დაწყნარდება - ატყობს. ხალათს იცვამს და დაბლა ჩადის. კარის გახსნისთანავე გონებას ნაცნობი გრძნობა უფანტავს. შემდეგ, მის თვალთან ნაცრისფერი ლანდი კრთება. თვალს ადევნებს და ადამიანის გამოსახულება იკვეთება მის წინ. - ვინ ხარ? - კითხულობს თორნიკე. წინ მიიწევს, თუმცა უცნობი ადგილიდან არ იძვრის. თითქოს ხვდება კიდეც რომ აზრი არ აქვს მის გაქცევას. გამოიჭირეს. - ხმას არ ამოიღებ?- უმეურებს გულმოსული. მასთან ახლოს მიდის და კაპიუშონს ხდის თავიდან. ნანახი გონებას უბინდავს. მიუხედავად „სტუმრის“ ჭრილობებისა სახეზე, მეზობელს მაინც არჩევს და ღრმად, შვებით სუნთქავს, რომ ეს ვიღაც, რეალურად სხვა, უფრო საშიში ვინმე არ არის. - აქ რა გინდა? - ისევ თორნიკე ეკითხება. - შ-შეიძლება, რომ... წყნარად და-დავილაპარაკოთ? - წამოდი... - ეუბნება თორნიკე ხელის ქნევით და სახლისკენ მიდის, სახლში შებიჯებისთანავე ხვდება გარეთ როგორ ციოდა. თბილ სახლში და თითქოს ისეთ ადგილას ყოფნა, სადაც თავს დაცულად იგრძნობს, სიმშვიდეს გვრის. სამზარეულოდან ასანთს იღებს. მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებზე თორნიკეს ოთახიდან გამოსული შუქი ეცემა ოდნავ, მაგრამ გზას მაინც ტელეფონის შუქით მიიკვლევენ. თორნიკე პიანინოს თავზე შემოდებულ სანთლიან შანდალს იღებს და ოთახში შედიან. - სადმე დაჯექი, - ეუბნება, თვითონ სანთელს ანთებს და მათთან ახლოს, მაგიდაზე დგამს. დიდ, ბნელში ჩაძირულ ოთახის ფონზე, მოლიცლიცე სანთელი უძლური ჩანს. ბიჭი საწოლის კიდეზე ჯდება, თორნიკე კი საწოლის შუაგულში ისე, რომ მასთან ახლოს იყოს და გარკვეულ დისტანციასაც იჭერდეს. დაჟინებით გასცქერის, შემდეგ მოუსვენრობა იპყრობს, დგება, სანთელს ხელში იკავებს და ისე ჯდება. - აბა, სანდრო, ხო სანდრო, თუ...? ჰო. - ადასტურებს მას მერე რაც ბიჭი უქნევს თავს, - რა ხდება შენს თავს? - რატო, რაზე მეკითხები? - სარკეში მაინც თუ ჩაგიხედავს?! - ა, ჰო... გრძელი ამბავია, - პასუხობს. - მერე რა, გათენებას ჯერ მაინც არ აპირებს. - მამაჩემმა გაიგო რომ გითვალთვალებ, - თვალებში არ უყურებს, მის მზერას გაურბის. - ჰო, არ მიკვირს ასეთ დღეში რომ ჩაგაგდო. - არა, არ იცის. ანუ, ახალია და წარმოდგენა არ აქვს. მამაჩემი წელს გადმოიყვანეს აქ. მანამდე სხვაგან მუშაობდა. პოლიციელია. - გასაგებია. ესე იგი შენს გამო გამოვიძახე. - შენ ეს არ იცოდი... - მაგრამ ასე ჩემს გამო მოგივიდა! - თორნიკე ფეხზე დგება და მოუსვენრად ბოლთის ცემას იწყებს, - რატომ მითვალთვალებ? - შენთან დაახლოება მინდოდა... - და მერე, ამ გზით? - მეშინოდა, რომ იფიქრებდი... მეც დანარჩენებივით... ხომ ხვდები. - მესმის. გეგონა რომ ვიფიქრებდი შენც მათსავით მასხარად მიგდებ. - მიხარია რომ გესმის... - სიმართლე თუ გინდა, არაფერიც არ მესმის. მე მე ვარ, ჩემი ძმა კი, მართალია ჩემი ძმაა, მაგრამ სულ სხვაა. მას თავისი ცხოვრება აქვს, მე - ჩემი. - მე მათსავით არ ვფიქრობ. - ვიცი, მაგრამ შენი ეს ყოველივე ქმედება... უცნაურია. - მაგრამ, ხომ შეგვიძლია ვიმეგობროთ... - წარმოუდგენელია. შენებმა რომ გაიგონ, მამაშენი უბრალოდ კი არ დაგალურჯებს, ძვლებში გადაგტეხავს. ორივემ ჩაფსმამდე იცინეს. თორნიკეს თან სულ ტუჩებზე ჰქონდა მიდებული თითი რომ როგორმე საკუთარი თავიც და სანდროც გაეჩუმებინა. - ანუ, ფიქრობ, რომ შენთან მეგობრობა არ ღირს? - ჩემთან კი. ჩემი ოჯახის წარსულთან არა. ბოლო დღებში რაღაც აქტიურად უთვალთვალებდა. ადრეც გასჩენია ხოლმე ამისი სურვილი. სხვასთან მისვლის, მიპარების, ჩუმად დაკვირვების, მის ცხოვრებაში გათქვეფის და არევის, თუმცა ასე შორს არასოდეს შეუტოპავს. დადგებოდა ხოლმე და მას უყურებდა. რატომ ამოიჩემა ის, თვითონაც არ იცის, მაგრამ სულ სურდა, მასთან ახლო კონტაქტი ქონოდა და სხვა ვერაფერს ახერხებდა დროდადრო ჩუმად მასთან სიარულის გარდა. უყურებდა მის ქცევებს, მისი ცხოვრების მდინარებას აკვირდებოდა და მერე ისევ თავის სახლში მიდიოდა. ასე ხდებოდა დღემდე. ადრე, სანამ ამ ადგილას გადმოვიდოდნენ, ქალაქში ცხოვრობდა. მთავრობის ბინაში. ფრჩხილებს იმისი სურვილით იკვნეტდა, რომ მისი მეზობლის აივნაზე ჩუმად გადამძვრალიყო და ენახა, როგორ ცხოვრობდნენ ისინი. როგორ სუნთქავდა სახლი, როდესაც შიგნით არავინ იყო. რა კვალს ტოვებდნენ იქ მყოფნი სახლიდან გასვლისას. შემდეგ, ცხოვრებაც აერია, ოჯახიც, გზა-კვალიც და დაავიწყდა ეს უაზრო გატაცებაც. სანამ მამასთან ერთად, ქალაქ გარეთ მიდიოდა, ვერც კი წარმოიდგენდა, როგორ უნდა ეცხოვრა თბილისის ხმაურიანი ქუჩების გარეშე. როგორ უნდა ეარსება გახლეჩილი ოჯახით. ასე მოხდა. ნახევარი სული იქ დარჩა, ნახევარი თან გამოიყოლა რომ ახალ სახლში დაებუდებინა, თუმცა იქაც ვერ გააჩერა და სადაც წავიდოდა, მისი თან თრევა დაიწყო. ერთხელაც, როდესაც პირველად ჩაურბინა მის სახლს, იმდენად გაერთო მამა-შვილის ყოველდღიურობის ცქერაში, სულის მეორე ნაწილი სულ გადაავიწყდა და მათი ეზოს შესასვლელ რკინის კარებთან დატოვა. სახლი მისი ძებნით გადაანგრია, თავდაყირა დააყენა მისი ოთახიცა და მამამისისაც. ნეტავ ზარის გაშვება ყველაფერზე შეიძლებოდესო, დუდუნებდა და გაახსენდა, რომ ნაწილი, მეზობლის კარებთან დარჩენილიყო. რა ექნა, გახლეჩილს მარტო სიარული ვერ ესწავლა და ვერ აეკიდა უკანვე ბიჭს. იქვე დარჩა და ფესვებიც იქ გაიდგა. ასე დაუკავშირდა ნიკა თორნიკესა და მის სახლს. *** - თორნიკე, ფეხზე ჩაიცვი! - სიმკაცრენარევი სითბოთი ეუბნება მამამისი. - ვიცი, ვიცი, მაცადე, ვეძებ! - თან აქეთ-იქით იქექება. იქნებ როგორმე იპოვოს. - არასოდეს არ გაცვია და მაინც მაგეების ძებნაში ხარ... - ბუტბუტებს. - მაღაზიაში ვაპირებ გასვლას. წამოგიღო რამე? - შენთვის რა მოგაქვს? - კითხვაზე კითხვით პასუხობს. - არ ვიცი. მივალ, გადავხედავ. - რასაც შენთვის წამოიღებ, მეც ის წამომიღე, მაშინ. ქუჩაში რომ გადის, მაშინ აანალიზებს პირველად რომ საკმაოდ აცივდა. თხელი ჟაკეტის ამარა დარჩენილს ტანში ცრის, მაგრამ ერთადერთი რაც ახელებს, არის ის, რომ მაღაზია შორ მანძილზე არ არის, თუმცა რატომღაც, გადაწყვეტს რომ შორს წავიდეს, ცოტა ფეხით გაიაროს და დრო გაიყვანოს. ქუჩაში ადამიანების ჭაჭანება არაა. აქაიქ რამდენიმე მაწანწალა ძაღლს თუ შეამჩნევს ადამიანი. გაურბის. ადრე გაუგია, რომ ძაღლმა არ უნდა შეგატყოს რომ იგი გაშინებს, თორემ აუცილებლად გამოგეკიდება ის უკანასკნელი და ცდილობს მშვიდად იყოს. ზოგადად, ცხოველები და ძაღლები ძალიან უყვარს, მაგრამ იმის გაფიქრება, რომ ის ძაღლები დღეც და ღამეც არიან ქუჩაში, რაღაცნაირ ზიზღს გვრის, რაც არ მოსწონს კიდეც და ცდილობს ხოლმე, რომ გაეთამაშოს მათ, მაგრამ ბოლომდე გულის მობრუნებას ვერ ახერხებს მაინც. საკუთარ თავს უბრაზდება იმის გამო, რომ არ გახსენებია ყურსასმენები წამოეღო. როდესაც მარტო მიდის სადმე, ერთადერთ გამოსავლად ეს ეჩვენება, რომ თავი აარიდოს ხოლმე უაზრო ხალხის ქილიკსა და მზერასაც კი, იმიტომ, რომ სიმღერებში ჩაძირული, ირგვლივ ვერაფერს კონკრეტულს ვერ ამჩნევს და ისე გამოდის, თითქოს ყველაფერი იდეალურადაა. მაღაზიაში შესული, რიგს იკავებს და მოთმენით ელოდება მის წინ მდგომ ხალხს, რომ დროულად იყიდონ რაც სურთ, მაგრამ ისინი დროს თითქოს სპეციალურად წელავენ. ესაუბრებიან გამყიდველს, დიდ დროს ხარჯავენ იმაში, თუ „კიდევ რა იყიდონ“ და ამასთანავე, ამრეზით უყურებენ თორნიკეს, რომელიც მშვდიდად დგას და არაფერს იმჩნევს. არც იმას, რომ სადაცაა გულზე გასკდება და ყვირილს დაიწყებს, რომ შეეძლოს, მაგრამ საკუთარ თავს და თავმოყვარეობას ვერ გადააბიჯებს. კიდევ კარგი. მოთმინებით იცდის, მაგრამ რისი ყიდვაც სურდა, უმალ თავიდან ამოფრენას იწყებს. თავიდან ათვალიერებს დახლებს, მაცივარს და ამ თვალიერებაში, კაში მდგარ სანდროზე გადააქვს მზერა, რომელიც მოუთმენლობისგან ისე ცქმუტავს, თითქოს ეფსმებოდეს. თორნიკეს მის დანახვაზე ეღიმება და როდესაც მისალმებას გადაწყვეტს, სანდრო კარს იხურავს და გარეთ გადის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.