ცხოვრება, ეს ზღაპარი არაა. (თავი1)
ნეტა ცხოვრების დასაწყისიც ისეთივე იყოს, როგორც ზღაპარი. მოკლედ, იყო და არა იყო რა, იყო ჩვეულებრივი სიმახინჯითა და ნიჭიერებით გამორჩეული გოგონა. 1.76სმ-ის სიმაღლის 96 კგ-ის. წითელი, ძალიან ძალიან წითელი თმითა და თაფლისფერი თვალებით. თვალებზე ჩვეულებრივად დაკოსილი სათვალით და ხელში მუდამ ბევრი წიგნებით. ბავშვობიდანვე მსუქანი იყო, ამის გამო კი მას სკოლაში ბევრი ,“პრობლემა“ ქონია. ბულინგის მსხვერპლი იყო უკვე მეხუთე კლასიდან. მთელი 12 წლის განმავლობაში უჭირდა პრობლემებთან გამკლავება, არა მხოლოდ სკოლაში, არამედ სახლშიც. მშობლები გაშორებულები იყვნენ. ამიტომაც ხშირად უწევდა სახლში დედისგან ლანძღვა, მამის მიმართულებით. უხაროდა როცა მამასთან იყო, რადგან, მამამისი ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც მისი ესმოდა უსიტყვოდ. როგორც ბევრ სკოლაში მასსთანაც იყვნენ გოგონები და ბიჭები, რომლებიც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ სხვისი შეურაწყობის მხრივ, და ქულები რომ იწერებოდეს სხვის დაძაგებასა და დამცირებაში უმაღლესი შეფასება მათ ექნებოდათ. მათი მსხვერპლი იყო ჩვენი მთავარი გმირიც, რომლის შესახებაც მინდა მოგიყვეთ. მოკლედ, ვიწყებ... სახელი: ნატა გვარი: ქობულაძე მამის სახელი: იგორი დედის სახელი: ქეთევანი დაბადების ადგილი: აჭარა, ბათუმი, ბავშვთა საავადმყოფო. საცხოვრებელი ადგილი:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ბათუმი, პუშკინის 44. საქმიანობა: მერვე საჯარო სკოლის მე-12 კლასელი. ნატა ბავშვობიდანვე ჩუმი ვიყავი, არ მიყვარდა ზედმეტად მოძრაობა, არც ხმის ამოღება, რაიმეს დაშავებასა და გაფუჩებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. არ მიყვარდა ეზოში ბავშვებთან ჩასვლა, ნუ არ მიყვარდა რა დედაჩემიც არ მიშვებდა, „არ უყვარდა, როცა ციგნის ბავშვებთან მხედავდა“ - ამას მეუბნებოდა პასუხად, როდესაც ვთხოვდი, რომ ეზოში გავეშვი სათამაშოდ. ხო, სად გავჩერდი? აჰ. ხო გამახსენდა. 4 წლის ვიყავი როცა ბაღში შემიყვანეს, იქაც ჩემთვის მწყნარად ვიჯექი არასოდეს არ ვამბობდი ზედმეტს, არ ვიყავი ხალხთან კონტაქტს შეჩვეული. ბავშვობიდანვე პუტკუნა, სათვალებიანი ვიყავი, როგორც დედამ მითხრა რომ დავიბადე რაღაცეების დანახვა და საგნების გარჩევა მიჭირდა, ამიტომაც სათვალეებს ვატარებდი. ბაღის შემდეგ იყო სკოლა, ადგილი რომელზეც ვგიჟდებოდი, და თან ჭირივით მძულდა. როდესაც მშობლებმა პირველ კლასში მიმიყვანეს გახარებული ვიყავი ძალიან რადგანაც ახალი გარემო იყო, ადგილი სადაც შევძლებდი მეპოვნა საკუთარი თავი, ადგილი სადაც შევძლებდი ვყოფილიყავი რაიმეთი გამორჩეული მაინც, მრთალია, ვიყავი პირველი კლასიდან გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, არა ერთ ოლიმპიადასა თუ შეხვედრებში მქონდა მონაწილეობა მიღებული, მაგრამ. აი, ისევ მაგრამ, ყველგან მაგრამ. ყოველთვის მაგრამ. სკოლის პირველივე დღიდან ეპიცენტრში ვიყავი, ორი მიზეზისდა გამო. პირველი: სკოლის დაწყებისთანავე გამოვაჩინე ჩემი სიყვარული წიგნებისა და სწავლის მიმართ ამიტომაც სულ წინა რიგში ვიჯექი. მეორე: ყველაზე მახინჯი ვიყავი მთელს სკოლაში, მუდამ დიდ სათვალეებით, წითელი, სისხლივით წითელი თმებით და რაც მთავარი და საშინელია, მსუქანი, საშნლად მსუქანი. მეხუთე კლასში ახალი მოსწავლეები გადმოვიდნენ ჩვენს სკოლაშ, კერძოდ კი 2 ჩემს კლასში, 3 კი - მეექვსეში. 1 გოგო და 1 ბიჭი იყვნენ. აი ამ დღიდან მივხვდი, რომ მქონდა მეორე მიზეზი(გარდა სწავლისა), იმისა, რომ მყვარებოდა სკოლა. ჩემი ანასტასია, ანა, ტასო. ადამიანი, რომელიც სკოლაშ მოსვლის დღიდან ჩემზე ზრუნავდა. ადამიანი, რომელიც ყველაზე, ყველაზე ლამაზი გოგო იყო, არის და იქნება მთელს მსოფლიოში. შავი თმით, შავი, კუპრივით შავი თვალებითა და ლამაზი სათნო ღიმილით. მერვე კლასში ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები ერთმანეთს გაშრდნენ. მე დედაჩემთან მომიწია დარჩენა. ყოველთვის მამაჩემის კრიტიკასა და ლანძღაში იიყო. იმას გაიძახოდა რომ აღარ შეეძლო ამდენი, რომ არ შეეძლო მისი ქცევების ატანა. თ არადა, ყველაფერი პირიქით იყო, ეს მამას უწევდა ყველაფრის ატანა, მაგრამ როცა ერთ დღეს ვეღარ მოითმინა, წავიდა. წავიდა დედას ცხოვრებიდან, და დარჩა ჩემთან. და, აი სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ცხოვრების ქოშმარიც. თავი 2 მეხუთე კლასი. 2011 წლის, 19 თებერვალი. სიცივე და ყინვე ძვლებში ატანდა. ისეთი დღე იყო გეგონებოდა ცა ჩამოვარდებაო. არ წვიმდა, არც თოვლდა მხოლოდ სიცივე იყო. 08:37 სკოლაში ჩქარი ნაბიჯებით მივდივარ, არ მინდა დამაგვიანდეს. ვსო უკვე უსაფრთხოდ ვარ. გვერდითა კლასიდან ხმაური მესმის, გოგონები რაღაცაზე იცინოდნენ ხმამაღლა. - ნატა!.. ნატაა!!! არ გესმის რომ გეძახი? - მესმის ლიკას ხმა, ადამიანის, რომელიც ყველაზე ღვარძლიანი და არაადამიანი მთელს სკოლაში - გისმენ?! რა ხდება? რაგინდა?! - რა მინდა?! ჰაჰ შენიდან რა ჯანდაბა უნდა მინდოდეს? ვინ ხარ რომ შენიდან რამე მინდოდეს? არც არავინ! - კარგი ლიკა დაანებე თავი! - ეს დათო იყო ლიკას „ბოიფრენდი“- ნატა 1 წუთით მოდი აქ - ფრთხილი და მოზომილი ნაბიჯებით წავედი მათკენ, ძალიან მეშინოდა, ისინი არასოდეს არ მელაპარაკებოდნენ მე - რა ხდება? - აბა ნატაშკა მზად ხარ? - რა? რისთვის? - ამმმ... ჰაჰაჰაჰჰაჰაააა... _ ეს ნიკოლოზი იყო- იცი შენ ვინ ხარ? - ვვვინ? - ამმ.. წითელა, ჭორფლიანი, სათვალა, მსუქანი და ძროხა გოგო - ჰაჰაჰაჰაჰა - იცინის ლიკა ღვარძლიანად- კიდე გაუნათლებელი და უწმინდური ხარ, ბინძური არაფერი რომ არ იცის. შენ საერთოდ მაკიჟი რა არის იცი? ჰაჰ არა! - დამანებეთ თავი!!! მმ..ოომმეშვითთთ... - არა საყვარელო არა!..- და ამ დროს სახეში რაღაც მწარე ვიგრძენი, ვგრძნობდი ცხვირიდან როგორ მომდიოდა სითხე. ერთი ლოყა ამეწვა, შემდეგ მეორე, შემდეგ უკვე მუცელი მეწვოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მუცლსა და სახეში რაღაც ბასრს მარჭობდნენ... მერე? მერე იყო სიცარიელე, სიბნელე, ყველაფერი სიბნელემ მოიცვა, არაფერი ნათელი არ იყო. ჩემს ცხოვრებაში პირველად, პირველად ვიგრძენი, რომ ეს დასასრული იყო რაღაცის, და დასაწყისი საშინელი ცხოვრების. რაცარუნდა გასაკვირი იყოს თეთრი კედლებით გარშემორტყმულ ოთახში არ გამღვიძებია, არც სინათლეს მოუჭრია თვალი. პირიქით, საშინელი სიბნელე იყო, ვერ ვინძრეოდი. გარედან საშინელი ხმა შემოდიოდა. თავს ძალა დავატანე და როგორღაც კარებამდე მივაღწიე, კარის სახელურის ჩამოწევა და ხალხის განცვიფრებული სახის დანახვა ერთი იყო. ეს დღე ჩემს საშინელ ცხოვრებაში ყველაზე საშინელი იყო, მე ხომ ჯერ კიდევ მეხუთე კლასში ვიყავი, ისინი კიდე მეცხრე კლასელები იყვნენ. მე ბავშვი, ისინი - მოზარდები. მე დაუცველი, ისინი - დაცულები. მე ბულინგის მსხვერპლი, ისინი კი - დამნაშავეები. სასწრაფოდ მომცვივდნენ უფროსი კლასელები, ხელში ამიყვანეს როგორღაც და გარეთ გამიყვანეს, ცოტახანი სასწრაფოს ველოდებოდით, შემდეგ კი იქაური ზუზუნი სასწრაფოს გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა. როდესაც გამეღვიძა უკვე მართლა სითეთრისა და სინათლის მეტს ვერაფერ ვერ ვხედავდი. გარშემო წამლების საშინელი სუნი იყო. ხელებზე უამრავი მილი მქონდა შეერთებული და რაც მთავარია ყველაფერი მტკიოდა გარდა, გარდა ფეხებისა, რადგანაც მე მათ საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ვერ ვგრძნობდი მათ, მენჯის ძვლიდან დაწყებული ვერ ვგრძნობდი ვერაფერს. კივილი მინდოდა, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა ყელიდან. ადგილიდან გაქანება მინდოდა, მაგრამ ვერ ვექანებოდი. ამასობაში ექიმიც შემოვიდა. - გაუღვიძა ჩვენს პაციენტს, აბა, ყველაფერი რიგზეა? - მკითხა მან და თან მისი პატარა „ჩაქუჩით“ სხეულზე „დარტყმა“ დამიწყო. ვიგრძენი როგორ შეეხო მხარს, იდაყვს, ხელის მტევანზეც კი შეეხო, შემდეგ უკვე ფეხებზე გადავიდა (როგორც დავინახე) აი აქ კი, აქ გაჩერდა და განცვიფრებული თვალებით შემომხედა. დიახ, მე ინვალიდი ვიყავი. ჯერ კიდევ 11 წლის ასაკშიც კი ვხვდებოდი, თუ როგორი საშინელი მდგომარეობაც მქონდა. - ფეხებზე შეხებას ვერ გრძნობ პატარავ? - მკითხა ექიმმა. - თქვენი აზრით, რომ ვგრძნობდე ხმას არ ამოვიღებდი? თქვენი აზრით რამე რომ არ მჭირდეს ეხლა ასე გაუნძრევლად ვიქნებოდი? - ვგრძნობდი რომ უკვე ვყვიროდი, არა ამას ყვირილი არ ერქვა, მე ვხაოდი, ვხაოდი ტკვილისგან, რომელიც გულის არეში მქონდა უკვე ვხდებოდი რომ არაფერი აღარ იქნებოდა ძველებურად. - კარგი დამშვიდდი. მოდი მე ეხლა დამამშვიდებელს გაგიკეთებ, დაისვენე და შემდეგ უკვე დამშვიდებულზე ვისაუბროდ კარგი? - კარგი. - ეს იყო ბოლო იმ დღეს რაც გამახსენდა მეორე დღეს გაღვიძებულს კი საშინლად შემეშინდა, რადგანაც იქ იდგნენ ადამინები ჩემი უბედურების დასაწყისისა - გამარჯობა საყვარელო. აბა როგორ ხარ? - ამ ქვეყნად ყველაზე საშინელი და წრიპინა ხმა მესმოდა. დიახ, ეს ლიკა იყო - რა იყო?ხმას რატომ ვერ იღებ? გეკითხები! - აქ რას აკეთებთ? აქ რა გინდათ? ვერ ხედავთ რა დღეში ვარ? ვერ ამჩნევთ? ფეხებსაც კი ვერ ვგრძნობ! - ამის გაგონებაზე, ნიკამ, ლიკამ და დათომ ერთმანეთს გადახედეს, კარგად არ მახსოვს მგონი ფერიც კი დაკარგეს - რრას ამბობ? გაგიჟდი? ჩვენ რა შუააში ვართ? - თქვენ რა გგონიათ რადგანაც პატარა ვარ ვერაფერს ვერ ვხდვდები? რა გგონიათ დებილი ვარ? მართალია თქვენზე ძალიან პატარა ვარ მაგრამ არ ნიშნავს იმას რომ დებილი ვარ! დიახ, თქვენი ბრალია ამ დღეში რომ ვარ და მე ამას პოლიციას ვეტყვი! - რა? - მომვარდა დათო - რას იტყვი? ვის ეტყვი? სულელი ხომ არ ხარ? გინდა უარესები გადაგხდეს? გინდა უარესად დაგასახიჩრო? თუ არ გინდა ჯობს მოკეტო - ამ დროს ექიმი შემოვიდა დათომ ხელი გადამისვა თავზე თითქოს მეფერებოდა და მარიგებდა - კარგი საყვარელო ჩვენ ეხლა წავალთ, იმედია გაიხსენებ მასე ვინ მოგექცა - გველურად გამიღიმა და ოთახიდან გავიდნენ სამივემ. ძალიან შემეშინდა. ამის მერე მალევე გამწერეს სახლში. ფეხებს ისევ ვერ ვგრძნობდი. ექიმმა გვითხრა, რომ ხერხემალი დაზიანებული მქონდა და შანსი იმისა რომ გავივლიდი 1% იყო. ამის შემდეგ რეგულარულად „ვსტუმრობდი“ ექიმის კაბინეტს, ერთ-ერთი სტუმრობისას კი მან გვითხრა რომ საკვერცხეებიც დაზიანებული მქონდა, ჩემ პრობლემათა სიას ესეც დაემატა. რათქმაუნდა არაფერი არ მითქვამს პოლიციისთვის ვიცოდი, რომ რამე რომ მეთქვა მერე უარესიც მელოდა. გვერდით ოჯახი მყავდა, და ჩემი ტასოც, მაგრამ ღამე მარტო დარჩენილს ძალიან მტკიოდა. თავისუფლად ვერ გადავადგილდებოდი, არ შემეძლო რაიმე მარტოს გამეკეთებინა. იმ დღის შძემდეგ 3 წელი გავიდა. საშინელი სამი წელი. მტკივნეული, მაგრამ მაინც შევძელი შევჩვეულიყავი გარემოს. რაც შეეხება სკოლას, 2 თვეში აღვადგინე სწავლა, მაგრამ ზედმეტად არსად არ გავდიოდი. ყველა სიბრალურის თვალით მიყურებდა. ყველა, მართალია ზოგი ვერ ბედავდა რაიმეს თქმას მაგრამ ყველაზე ზემოდან მიყურებდა. ყველა მახვედრებდა რომ მე ინვალიდი ვიყავი. ყველა მაჩვენებდა რომ მე მათ საზოგადოებას არ ვეკუთვნოდი, რომ მე მათი ნაწილი არ ვიყავი. მაგრამ ამ 3 წლის განმავლობაში ყველაზე მტკივნეული მაინც ის იყო რომ, ხალხი, რომლებიც ჩემთვის მისაბაძი იყვნენ, ისინიც კი განსხვავებულად მიყურებდნენ. მათ თვალებშიც კი ვხედავდი სიბრარულს რაც მე მანადგურებდა. ბევრჯერ მომისმენია საუბარი, თუ როგორ ეუბნებოდნენ სხვა გოგონები ანასტასიას რომ მომშრებოდა, რომ ჩემისთანა საბრალო ადამიანთან არაფერი არ ესაქმებოდა. დღევანდელი დღესავეთ მახსოვს. სუსხიანი ამინდი იყო მოღრუბლური, გეგონება წვიმას აპირებსო. თვალები გახელილი არ მქონდა უკვე მესმოდა ყვირილსა და მტვრევის ხმა. ჰო, ისევ დედა და მამა ჩხუბობდნენ. ისინი ისევ ჩხუბობდნენ. ცოტახნის შემდეგ ჩემი ოთახის კარი გაიღო და მამა შემოვიდა. ისეთი სახე ქონდა რომ უკვე ვაანალიზებდი რაც უნდა ეთქვა, უკვე ვგრძნობდი რომ კარგ არაფერს არ მეტყოდა. - პატარავ. ხომ იცი არა რადმენსაც ნიშნავ შენ ჩემთვის? ვიცი ეხლა რასაც გეტყვი შეიძლება გული გეტკინოს. შეიძლება კი არა, დარწმუნებული ვარ. - მამა?! ამიხსენი მასე უცნაურად რატომ საუბრობ? - პატარავ, ჩემო სათნოებავ, ჩემო ბედნიერების მიზეზო, ჩემო პირველო სიხარულო. არ გამიბრაზდე. მივდივარ მა. მე მივდივარ, მაგრამ არა შენი არამედ დედაშენის ცხოვრებიდან. მე სულ შენთან ვიქნები. გპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ გეტკინოს. რომ ისე ძლიერი არ იყოს ტკივილი შენთვის, როგორც სხვა ბავშებისთვის. - მესმის მა, მესმის შენთვის ძნელია ყოველ დილით და საღამოთი ერთი და იგივე სცენის ყურება. მაგრამ მა, იმიტომ ხომ არ მიდიხარ რომ მე ინვალიდი ვარ? იმიტომ ხომ არ მიდიხარ, რომ მე არ შემიძილია ჩვეულებრივი ბავშვებივით ვითამაშო? მაგიტომ ხომ არ მიდიხარ? - არა მა, ეგ არც კი იფიქრო! ხომ იცი როგორც მიყვარხარ. გთხოვ ეგ აღარ გაიფიქრო! - და გულში ჩამიხუტა. იცით როგორ? ყველაზე თბილად. ეხლაც კიდე ვგრძნობ მის ჩახუტებას. ეხლაც ვგრძნობ, როგორ თბილად მეხუტებოდა. როგორი გემრიელი სუნი ქონდა. ეხლაც ვგრძნობ ჩემს მხარზე მის ცრემლებს. და ამდენი ხნის შემდეგ პირველად გავაანალიზე, თუ როგორ ტკიოდა მაშინ მამაჩემს. „თვალებში შემომხედეთ, მითხარით რას ხედავთ? ეგეთი რა დაინახეთ?! თქმას, რომ ვერ ბედავთ... ფიქრს ვერიდები, შორს მივყავარ ფიქრებს, ტკივილი რომ მოვიშუშო ვიყენებ რითმებს. ვალაგებ აქეთ-იქეთ, თან ვწერ, თან ვფიქრობ. იცი? არც მეცნობა, მეორე დღეს, რომ ვკითხულობ, შენ ის უნდა ნახო რაც არ მაქვს ჩაწერილი, თან ყოველდღე ასე, საკუთარ თავში ჩაკეტილი...“ დავასრულე კითხვა და დარბაზს თვალი მოვავლე. ყველა გაყურსული მიყურებდა და მისმენდა. ასე მეგონა, გასაყიდი ნახატი ვიყავი გამოფენაზე გატანილი. 2018 წელი. 15 მაისი. ბოლო ზარი. ბოლო დღე სკოლაში მოსწავლის სტატუსით. ბოლო დღე იმ ადგილას სადაც უდიდესი განათლება, მაგრამ ამასთანავე უდიდესი ტკივილი მივიღე. და დიახ, 12 წლის განმავლობაში დღევანდელი დღე, ჩემთვის ყველაზე ბედნიერი იყო, რადგანაც იმ ხალხის სახეებზე, რომლებიც მე ყველაზე მეტად მტკენდნენ ვხედავდი, ვხედავდი გაოცებას, ვხედავდი შურს, და იცით? მე ეს მიხაროდა, რადგანაც ვიცოდი რომ მათ შიგნიდან რაღაც ჭამდა. და ეს რაღაც სინდისი იყო, მაგრამ არა, მე მათი მსგავსი არ ვიყავი, მე ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ადამიანი მერქვა, მაგრამ არა იმით რომ მათ სინდისი აწუხებდათ. პირიქით, მეცოდებოდნენ კიდეც. ბოლო ზარი სკოლაში მართლაც, რომ განსხვავებული იყო. ჩემი ლექსის წყალობით ხალხი უკვე მამჩნევდა, მაგრამ ეხლა მე ვაიგნორებდი მათ და ვაჩვენებდი რომ ისინი უკვე ზედმეტები იყვნენ ჩემს ცხოვრებაში. 2018 წლის 22 აგვისტო. ერთიანი ეროვნული გამოცდების პასუხებს ველოდები და ვიხსენებ გამოცდების მსვლელობას. 2018 წლის 11 ივლისი: ქართულის გამოცადა საშინლად ვნერვიულობდი იმ დღეს, რადგანაც ეს საგანი ჩემი ყველაზე საყვარელი საგანი იყო. მეშინოდა, რომ რაღაცას ისე ვერ გავაკეთები, როგორც ამას მე მოვითხოვდი საკუთარი თავისგან. მეშინოდა, მეშინოდა რომ საკუთარ თავს იმედებს გავუცრუებდი და ეს მაშფოთებდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად. მაგრამ ყოველგვარი შიში და ნერვიულობა გაქრა, როდესაც საგამოცდო საკითხვის პირველ ფურცელს გადავხედე. და, აი მაშინ მივხვდი, რომ საშიში და სანერვიულო აქ არაფერი არ იყო. 2018 წლის 15 ივლისი. ისტორიის გამოცდა უკვე ნერვიულობა ცოტათი დაძლეული მქონდა, იმდენად აღარ ვნერვიულობდი, იმდენად აღარ მეშინოდა. 2018 წლის 21 ივლისი. ზოგადი უნარების გამოცდა. ვიცოდი, ვიცოდი რომ ეს გამოცდა ყველაზე საშინელი იყო. ხშირად მსმენოდა, აბიტურიენტებისგან თუ როგორი საშინელი საკითხები უწევდათ გამოცდაზე, თუ როგორი რთული საკითხები იყო და უმეტესად ბავშვები ამ საგანში იჭრებოდნენ. მეც მეშინოდა ამის. მეშინოდა, რომ ამ ცხოვრებაში ჩემი ერთ-ერთი სუსტი წერტილი ეს გამოცდა იქნებოდა. 2018 წლის 24 ივლისი. ინგლისურის გამოცდა. ყურზე დამაგრებული მოსასმენი მოწყობილობა და წინ ტესტები. ტესტები, რომლებიც დაფიქრებასა და გაანალიზებას მოითხოვდა. ვიცი მკითხველო, კარგად მესმის, რომ გაზვიადებულად მიგაჩნიათ ის ჩემი ყველა ემოცია და თქვენთვის გადმოცემული ფრაზები, რომელსაც თქვენ ახლა კითხულობთ, ვიცი, ვხვდები და ვაანალიზებ ამას. თხოვნა მექნება, არ გამაკრიტიკოთ, რადგანაც ეს ჩემ ცხოვებაში, ჩემ თავში დასარწმუნებელი ერთადერთი გზა იყო. ერთადერთი გზა იმის საჩვენებლად თუ მე ვინ ვიქნებოდი მომავალში. თუ როგორ შევძლებდი მე მომავალში ცხოვრებას. 2018 წლის 27 ივლისი. ლიტერატურის გამოცდა. ჰო ლიტერატურა, ზოგადისგან განსხვავებით ნამდვილად ჩემი სუსტი წერტილი იყო, და არის კიდეც. საკმაოდ ბევრი წიგნი მქონდა წაკითხული ამ ხნის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი მწერლის ლიტერატურას ვიყავი გაცნობილი. ბერვი მწერლის, ბევრი ნაწარმოები იყო ჩემი ცხოვრების მეგზური. და ვიცოდი არ გამიჭირდებოდა ეხლა ამ ფურცლების გადაშლა და იმ საკითხების ნახვა, რომლებიც მე საგამოცდო საკითხად მომიწია. 2018 წლის 22 აგვისტო. ამ ყველაფრის გახსენების შემდეგ მივხვდი, თუ როგორ მძაფრად და ემოციურად ვუდგებოდი ყველაფერს. და ვხდვებოდი, რომ ეს არასწორი იყო. რომ ეს ყველაფერი ასე მძაფრად არ უნდა შემეგრძნო. მაგრამ... აი ისევ ეს მაგრამ... მაგრამ მე ასეთი ვიყავი და დღესაც ასე ვარ. იმ დღის შემდეგ ყველაფერს მძაფრად შევიგრძნობ და მეც განვიცდი ამას, არ მინდა რომ ასეთი ვიყო, მაგრამ ასეთი ვარ. გადავწყვიტე ზოგადის პასუხები დღეს არ მენახა, ყველას ერთად ნახვა და იმ ემოციების შეგრძნება მინდოდა, როცა ვიგრძნობდი რომ მე სტუდენტი მერქმეოდა. 2018 წლის 28 აგვისტო. დიახ, მე ამას ვგრძნობ. ვგრძნობ, რომ მე ეს შევძელი. ერთ-ერთი ეტაპი გადავლხე ჩემი ბედნიერი ცხოვრებისკენ. დიახ, დღეს მე ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ როცა გავიგე, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. უკვე იმედი მომეცა იმისა რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა. გამარჯობა... ჩემი ძველი გვერდის პაროლი დამავიწყდა. ამიტომაც ახალის გაკეთება მომიწია. ეს ისევ ის სამი თავია. ეხლა ახალს ვწერ უფრო დიდსა და საკმაოდ კარგად ალბათ. გთხოვთ ვისაც წაკითხული არ გქონდათ წაიკითხეთ და დააკომენტარეთ თქვენი აზრი. მადლობა წინასწარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.