ცხოვრება ეს ზღაპარი არაა სრულად
ნეტა ცხოვრების დასაწყისიც ისეთივე იყოს, როგორც ზღაპარი. მოკლედ, იყო და არა იყო რა, იყო ჩვეულებრივი სიმახინჯითა და ნიჭიერებით გამორჩეული გოგონა. 1.76სმ-ის სიმაღლის 96 კგ-ის. წითელი, ძალიან ძალიან წითელი თმითა და თაფლისფერი თვალებით. თვალებზე ჩვეულებრივად დაკოსილი სათვალით და ხელში მუდამ ბევრი წიგნებით. ბავშვობიდანვე მსუქანი იყო, ამის გამო კი მას სკოლაში ბევრი ,“პრობლემა“ ქონია. ბულინგის მსხვერპლი იყო უკვე მეხუთე კლასიდან. მთელი 12 წლის განმავლობაში უჭირდა პრობლემებთან გამკლავება, არა მხოლოდ სკოლაში, არამედ სახლშიც. მშობლები გაშორებულები იყვნენ. ამიტომაც ხშირად უწევდა სახლში დედისგან ლანძღვა, მამის მიმართულებით. უხაროდა როცა მამასთან იყო, რადგან, მამამისი ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც მისი ესმოდა უსიტყვოდ. როგორც ბევრ სკოლაში მასსთანაც იყვნენ გოგონები და ბიჭები, რომლებიც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ სხვისი შეურაწყობის მხრივ, და ქულები რომ იწერებოდეს სხვის დაძაგებასა და დამცირებაში უმაღლესი შეფასება მათ ექნებოდათ. მათი მსხვერპლი იყო ჩვენი მთავარი გმირიც, რომლის შესახებაც მინდა მოგიყვეთ. მოკლედ, ვიწყებ... სახელი: ნატა გვარი: ქობულაძე მამის სახელი: იგორი დედის სახელი: ქეთევანი დაბადების ადგილი: აჭარა, ბათუმი, ბავშვთა საავადმყოფო. საცხოვრებელი ადგილი:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ბათუმი, პუშკინის 44. საქმიანობა: მერვე საჯარო სკოლის მე-12 კლასელი. ნატა ბავშვობიდანვე ჩუმი ვიყავი, არ მიყვარდა ზედმეტად მოძრაობა, არც ხმის ამოღება, რაიმეს დაშავებასა და გაფუჩებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. არ მიყვარდა ეზოში ბავშვებთან ჩასვლა, ნუ არ მიყვარდა რა დედაჩემიც არ მიშვებდა, „არ უყვარდა, როცა ციგნის ბავშვებთან მხედავდა“ - ამას მეუბნებოდა პასუხად, როდესაც ვთხოვდი, რომ ეზოში გავეშვი სათამაშოდ. ხო, სად გავჩერდი? აჰ. ხო გამახსენდა. 4 წლის ვიყავი როცა ბაღში შემიყვანეს, იქაც ჩემთვის მწყნარად ვიჯექი არასოდეს არ ვამბობდი ზედმეტს, არ ვიყავი ხალხთან კონტაქტს შეჩვეული. ბავშვობიდანვე პუტკუნა, სათვალებიანი ვიყავი, როგორც დედამ მითხრა რომ დავიბადე რაღაცეების დანახვა და საგნების გარჩევა მიჭირდა, ამიტომაც სათვალეებს ვატარებდი. ბაღის შემდეგ იყო სკოლა, ადგილი რომელზეც ვგიჟდებოდი, და თან ჭირივით მძულდა. როდესაც მშობლებმა პირველ კლასში მიმიყვანეს გახარებული ვიყავი ძალიან რადგანაც ახალი გარემო იყო, ადგილი სადაც შევძლებდი მეპოვნა საკუთარი თავი, ადგილი სადაც შევძლებდი ვყოფილიყავი რაიმეთი გამორჩეული მაინც, მრთალია, ვიყავი პირველი კლასიდან გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, არა ერთ ოლიმპიადასა თუ შეხვედრებში მქონდა მონაწილეობა მიღებული, მაგრამ. აი, ისევ მაგრამ, ყველგან მაგრამ. ყოველთვის მაგრამ. სკოლის პირველივე დღიდან ეპიცენტრში ვიყავი, ორი მიზეზისდა გამო. პირველი: სკოლის დაწყებისთანავე გამოვაჩინე ჩემი სიყვარული წიგნებისა და სწავლის მიმართ ამიტომაც სულ წინა რიგში ვიჯექი. მეორე: ყველაზე მახინჯი ვიყავი მთელს სკოლაში, მუდამ დიდ სათვალეებით, წითელი, სისხლივით წითელი თმებით და რაც მთავარი და საშინელია, მსუქანი, საშნლად მსუქანი. მეხუთე კლასში ახალი მოსწავლეები გადმოვიდნენ ჩვენს სკოლაშ, კერძოდ კი 2 ჩემს კლასში, 3 კი - მეექვსეში. 1 გოგო და 1 ბიჭი იყვნენ. აი ამ დღიდან მივხვდი, რომ მქონდა მეორე მიზეზი(გარდა სწავლისა), იმისა, რომ მყვარებოდა სკოლა. ჩემი ანასტასია, ანა, ტასო. ადამიანი, რომელიც სკოლაშ მოსვლის დღიდან ჩემზე ზრუნავდა. ადამიანი, რომელიც ყველაზე, ყველაზე ლამაზი გოგო იყო, არის და იქნება მთელს მსოფლიოში. შავი თმით, შავი, კუპრივით შავი თვალებითა და ლამაზი სათნო ღიმილით. მერვე კლასში ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები ერთმანეთს გაშრდნენ. მე დედაჩემთან მომიწია დარჩენა. ყოველთვის მამაჩემის კრიტიკასა და ლანძღაში იიყო. იმას გაიძახოდა რომ აღარ შეეძლო ამდენი, რომ არ შეეძლო მისი ქცევების ატანა. თ არადა, ყველაფერი პირიქით იყო, ეს მამას უწევდა ყველაფრის ატანა, მაგრამ როცა ერთ დღეს ვეღარ მოითმინა, წავიდა. წავიდა დედას ცხოვრებიდან, და დარჩა ჩემთან. და, აი სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ცხოვრების ქოშმარიც. მეხუთე კლასი. 2011 წლის, 19 თებერვალი. სიცივე და ყინვე ძვლებში ატანდა. ისეთი დღე იყო გეგონებოდა ცა ჩამოვარდებაო. არ წვიმდა, არც თოვლდა მხოლოდ სიცივე იყო. 08:37 სკოლაში ჩქარი ნაბიჯებით მივდივარ, არ მინდა დამაგვიანდეს. ვსო უკვე უსაფრთხოდ ვარ. გვერდითა კლასიდან ხმაური მესმის, გოგონები რაღაცაზე იცინოდნენ ხმამაღლა. - ნატა!.. ნატაა!!! არ გესმის რომ გეძახი? - მესმის ლიკას ხმა, ადამიანის, რომელიც ყველაზე ღვარძლიანი და არაადამიანი მთელს სკოლაში - გისმენ?! რა ხდება? რაგინდა?! - რა მინდა?! ჰაჰ შენიდან რა ჯანდაბა უნდა მინდოდეს? ვინ ხარ რომ შენიდან რამე მინდოდეს? არც არავინ! - კარგი ლიკა დაანებე თავი! - ეს დათო იყო ლიკას „ბოიფრენდი“- ნატა 1 წუთით მოდი აქ - ფრთხილი და მოზომილი ნაბიჯებით წავედი მათკენ, ძალიან მეშინოდა, ისინი არასოდეს არ მელაპარაკებოდნენ მე - რა ხდება? - აბა ნატაშკა მზად ხარ? - რა? რისთვის? - ამმმ... ჰაჰაჰაჰჰაჰაააა... _ ეს ნიკოლოზი იყო- იცი შენ ვინ ხარ? - ვვვინ? - ამმ.. წითელა, ჭორფლიანი, სათვალა, მსუქანი და ძროხა გოგო - ჰაჰაჰაჰაჰა - იცინის ლიკა ღვარძლიანად- კიდე გაუნათლებელი და უწმინდური ხარ, ბინძური არაფერი რომ არ იცის. შენ საერთოდ მაკიჟი რა არის იცი? ჰაჰ არა! - დამანებეთ თავი!!! მმ..ოომმეშვითთთ... - არა საყვარელო არა!..- და ამ დროს სახეში რაღაც მწარე ვიგრძენი, ვგრძნობდი ცხვირიდან როგორ მომდიოდა სითხე. ერთი ლოყა ამეწვა, შემდეგ მეორე, შემდეგ უკვე მუცელი მეწვოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მუცლსა და სახეში რაღაც ბასრს მარჭობდნენ... მერე? მერე იყო სიცარიელე, სიბნელე, ყველაფერი სიბნელემ მოიცვა, არაფერი ნათელი არ იყო. ჩემს ცხოვრებაში პირველად, პირველად ვიგრძენი, რომ ეს დასასრული იყო რაღაცის, და დასაწყისი საშინელი ცხოვრების. რაცარუნდა გასაკვირი იყოს თეთრი კედლებით გარშემორტყმულ ოთახში არ გამღვიძებია, არც სინათლეს მოუჭრია თვალი. პირიქით, საშინელი სიბნელე იყო, ვერ ვინძრეოდი. გარედან საშინელი ხმა შემოდიოდა. თავს ძალა დავატანე და როგორღაც კარებამდე მივაღწიე, კარის სახელურის ჩამოწევა და ხალხის განცვიფრებული სახის დანახვა ერთი იყო. ეს დღე ჩემს საშინელ ცხოვრებაში ყველაზე საშინელი იყო, მე ხომ ჯერ კიდევ მეხუთე კლასში ვიყავი, ისინი კიდე მეცხრე კლასელები იყვნენ. მე ბავშვი, ისინი - მოზარდები. მე დაუცველი, ისინი - დაცულები. მე ბულინგის მსხვერპლი, ისინი კი - დამნაშავეები. სასწრაფოდ მომცვივდნენ უფროსი კლასელები, ხელში ამიყვანეს როგორღაც და გარეთ გამიყვანეს, ცოტახანი სასწრაფოს ველოდებოდით, შემდეგ კი იქაური ზუზუნი სასწრაფოს გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა. როდესაც გამეღვიძა უკვე მართლა სითეთრისა და სინათლის მეტს ვერაფერ ვერ ვხედავდი. გარშემო წამლების საშინელი სუნი იყო. ხელებზე უამრავი მილი მქონდა შეერთებული და რაც მთავარია ყველაფერი მტკიოდა გარდა, გარდა ფეხებისა, რადგანაც მე მათ საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ვერ ვგრძნობდი მათ, მენჯის ძვლიდან დაწყებული ვერ ვგრძნობდი ვერაფერს. კივილი მინდოდა, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა ყელიდან. ადგილიდან გაქანება მინდოდა, მაგრამ ვერ ვექანებოდი. ამასობაში ექიმიც შემოვიდა. - გაუღვიძა ჩვენს პაციენტს, აბა, ყველაფერი რიგზეა? - მკითხა მან და თან მისი პატარა „ჩაქუჩით“ სხეულზე „დარტყმა“ დამიწყო. ვიგრძენი როგორ შეეხო მხარს, იდაყვს, ხელის მტევანზეც კი შეეხო, შემდეგ უკვე ფეხებზე გადავიდა (როგორც დავინახე) აი აქ კი, აქ გაჩერდა და განცვიფრებული თვალებით შემომხედა. დიახ, მე ინვალიდი ვიყავი. ჯერ კიდევ 11 წლის ასაკშიც კი ვხვდებოდი, თუ როგორი საშინელი მდგომარეობაც მქონდა. - ფეხებზე შეხებას ვერ გრძნობ პატარავ? - მკითხა ექიმმა. - თქვენი აზრით, რომ ვგრძნობდე ხმას არ ამოვიღებდი? თქვენი აზრით რამე რომ არ მჭირდეს ეხლა ასე გაუნძრევლად ვიქნებოდი? - ვგრძნობდი რომ უკვე ვყვიროდი, არა ამას ყვირილი არ ერქვა, მე ვხაოდი, ვხაოდი ტკვილისგან, რომელიც გულის არეში მქონდა უკვე ვხდებოდი რომ არაფერი აღარ იქნებოდა ძველებურად. - კარგი დამშვიდდი. მოდი მე ეხლა დამამშვიდებელს გაგიკეთებ, დაისვენე და შემდეგ უკვე დამშვიდებულზე ვისაუბროდ კარგი? - კარგი. - ეს იყო ბოლო იმ დღეს რაც გამახსენდა მეორე დღეს გაღვიძებულს კი საშინლად შემეშინდა, რადგანაც იქ იდგნენ ადამინები ჩემი უბედურების დასაწყისისა - გამარჯობა საყვარელო. აბა როგორ ხარ? - ამ ქვეყნად ყველაზე საშინელი და წრიპინა ხმა მესმოდა. დიახ, ეს ლიკა იყო - რა იყო?ხმას რატომ ვერ იღებ? გეკითხები! - აქ რას აკეთებთ? აქ რა გინდათ? ვერ ხედავთ რა დღეში ვარ? ვერ ამჩნევთ? ფეხებსაც კი ვერ ვგრძნობ! - ამის გაგონებაზე, ნიკამ, ლიკამ და დათომ ერთმანეთს გადახედეს, კარგად არ მახსოვს მგონი ფერიც კი დაკარგეს - რრას ამბობ? გაგიჟდი? ჩვენ რა შუააში ვართ? - თქვენ რა გგონიათ რადგანაც პატარა ვარ ვერაფერს ვერ ვხდვდები? რა გგონიათ დებილი ვარ? მართალია თქვენზე ძალიან პატარა ვარ მაგრამ არ ნიშნავს იმას რომ დებილი ვარ! დიახ, თქვენი ბრალია ამ დღეში რომ ვარ და მე ამას პოლიციას ვეტყვი! - რა? - მომვარდა დათო - რას იტყვი? ვის ეტყვი? სულელი ხომ არ ხარ? გინდა უარესები გადაგხდეს? გინდა უარესად დაგასახიჩრო? თუ არ გინდა ჯობს მოკეტო - ამ დროს ექიმი შემოვიდა დათომ ხელი გადამისვა თავზე თითქოს მეფერებოდა და მარიგებდა - კარგი საყვარელო ჩვენ ეხლა წავალთ, იმედია გაიხსენებ მასე ვინ მოგექცა - გველურად გამიღიმა და ოთახიდან გავიდნენ სამივემ. ძალიან შემეშინდა. ამის მერე მალევე გამწერეს სახლში. ფეხებს ისევ ვერ ვგრძნობდი. ექიმმა გვითხრა, რომ ხერხემალი დაზიანებული მქონდა და შანსი იმისა რომ გავივლიდი 1% იყო. ამის შემდეგ რეგულარულად „ვსტუმრობდი“ ექიმის კაბინეტს, ერთ-ერთი სტუმრობისას კი მან გვითხრა რომ საკვერცხეებიც დაზიანებული მქონდა, ჩემ პრობლემათა სიას ესეც დაემატა. რათქმაუნდა არაფერი არ მითქვამს პოლიციისთვის ვიცოდი, რომ რამე რომ მეთქვა მერე უარესიც მელოდა. გვერდით ოჯახი მყავდა, და ჩემი ტასოც, მაგრამ ღამე მარტო დარჩენილს ძალიან მტკიოდა. თავისუფლად ვერ გადავადგილდებოდი, არ შემეძლო რაიმე მარტოს გამეკეთებინა. იმ დღის შძემდეგ 3 წელი გავიდა. საშინელი სამი წელი. მტკივნეული, მაგრამ მაინც შევძელი შევჩვეულიყავი გარემოს. რაც შეეხება სკოლას, 2 თვეში აღვადგინე სწავლა, მაგრამ ზედმეტად არსად არ გავდიოდი. ყველა სიბრალურის თვალით მიყურებდა. ყველა, მართალია ზოგი ვერ ბედავდა რაიმეს თქმას მაგრამ ყველაზე ზემოდან მიყურებდა. ყველა მახვედრებდა რომ მე ინვალიდი ვიყავი. ყველა მაჩვენებდა რომ მე მათ საზოგადოებას არ ვეკუთვნოდი, რომ მე მათი ნაწილი არ ვიყავი. მაგრამ ამ 3 წლის განმავლობაში ყველაზე მტკივნეული მაინც ის იყო რომ, ხალხი, რომლებიც ჩემთვის მისაბაძი იყვნენ, ისინიც კი განსხვავებულად მიყურებდნენ. მათ თვალებშიც კი ვხედავდი სიბრარულს რაც მე მანადგურებდა. ბევრჯერ მომისმენია საუბარი, თუ როგორ ეუბნებოდნენ სხვა გოგონები ანასტასიას რომ მომშრებოდა, რომ ჩემისთანა საბრალო ადამიანთან არაფერი არ ესაქმებოდა. დღევანდელი დღესავეთ მახსოვს. სუსხიანი ამინდი იყო მოღრუბლური, გეგონება წვიმას აპირებსო. თვალები გახელილი არ მქონდა უკვე მესმოდა ყვირილსა და მტვრევის ხმა. ჰო, ისევ დედა და მამა ჩხუბობდნენ. ისინი ისევ ჩხუბობდნენ. ცოტახნის შემდეგ ჩემი ოთახის კარი გაიღო და მამა შემოვიდა. ისეთი სახე ქონდა რომ უკვე ვაანალიზებდი რაც უნდა ეთქვა, უკვე ვგრძნობდი რომ კარგ არაფერს არ მეტყოდა. - პატარავ. ხომ იცი არა რადმენსაც ნიშნავ შენ ჩემთვის? ვიცი ეხლა რასაც გეტყვი შეიძლება გული გეტკინოს. შეიძლება კი არა, დარწმუნებული ვარ. - მამა?! ამიხსენი მასე უცნაურად რატომ საუბრობ? - პატარავ, ჩემო სათნოებავ, ჩემო ბედნიერების მიზეზო, ჩემო პირველო სიხარულო. არ გამიბრაზდე. მივდივარ მა. მე მივდივარ, მაგრამ არა შენი არამედ დედაშენის ცხოვრებიდან. მე სულ შენთან ვიქნები. გპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ გეტკინოს. რომ ისე ძლიერი არ იყოს ტკივილი შენთვის, როგორც სხვა ბავშებისთვის. - მესმის მა, მესმის შენთვის ძნელია ყოველ დილით და საღამოთი ერთი და იგივე სცენის ყურება. მაგრამ მა, იმიტომ ხომ არ მიდიხარ რომ მე ინვალიდი ვარ? იმიტომ ხომ არ მიდიხარ, რომ მე არ შემიძილია ჩვეულებრივი ბავშვებივით ვითამაშო? მაგიტომ ხომ არ მიდიხარ? - არა მა, ეგ არც კი იფიქრო! ხომ იცი როგორც მიყვარხარ. გთხოვ ეგ აღარ გაიფიქრო! - და გულში ჩამიხუტა. იცით როგორ? ყველაზე თბილად. ეხლაც კიდე ვგრძნობ მის ჩახუტებას. ეხლაც ვგრძნობ, როგორ თბილად მეხუტებოდა. როგორი გემრიელი სუნი ქონდა. ეხლაც ვგრძნობ ჩემს მხარზე მის ცრემლებს. და ამდენი ხნის შემდეგ პირველად გავაანალიზე, თუ როგორ ტკიოდა მაშინ მამაჩემს. „თვალებში შემომხედეთ, მითხარით რას ხედავთ? ეგეთი რა დაინახეთ?! თქმას, რომ ვერ ბედავთ... ფიქრს ვერიდები, შორს მივყავარ ფიქრებს, ტკივილი რომ მოვიშუშო ვიყენებ რითმებს. ვალაგებ აქეთ-იქეთ, თან ვწერ, თან ვფიქრობ. იცი? არც მეცნობა, მეორე დღეს, რომ ვკითხულობ, შენ ის უნდა ნახო რაც არ მაქვს ჩაწერილი, თან ყოველდღე ასე, საკუთარ თავში ჩაკეტილი...“ დავასრულე კითხვა და დარბაზს თვალი მოვავლე. ყველა გაყურსული მიყურებდა და მისმენდა. ასე მეგონა, გასაყიდი ნახატი ვიყავი გამოფენაზე გატანილი. 2018 წელი. 15 მაისი. ბოლო ზარი. ბოლო დღე სკოლაში მოსწავლის სტატუსით. ბოლო დღე იმ ადგილას სადაც უდიდესი განათლება, მაგრამ ამასთანავე უდიდესი ტკივილი მივიღე. და დიახ, 12 წლის განმავლობაში დღევანდელი დღე, ჩემთვის ყველაზე ბედნიერი იყო, რადგანაც იმ ხალხის სახეებზე, რომლებიც მე ყველაზე მეტად მტკენდნენ ვხედავდი, ვხედავდი გაოცებას, ვხედავდი შურს, და იცით? მე ეს მიხაროდა, რადგანაც ვიცოდი რომ მათ შიგნიდან რაღაც ჭამდა. და ეს რაღაც სინდისი იყო, მაგრამ არა, მე მათი მსგავსი არ ვიყავი, მე ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ადამიანი მერქვა, მაგრამ არა იმით რომ მათ სინდისი აწუხებდათ. პირიქით, მეცოდებოდნენ კიდეც. ბოლო ზარი სკოლაში მართლაც, რომ განსხვავებული იყო. ჩემი ლექსის წყალობით ხალხი უკვე მამჩნევდა, მაგრამ ეხლა მე ვაიგნორებდი მათ და ვაჩვენებდი რომ ისინი უკვე ზედმეტები იყვნენ ჩემს ცხოვრებაში. 2018 წლის 22 აგვისტო. ერთიანი ეროვნული გამოცდების პასუხებს ველოდები და ვიხსენებ გამოცდების მსვლელობას. 2018 წლის 11 ივლისი: ქართულის გამოცადა საშინლად ვნერვიულობდი იმ დღეს, რადგანაც ეს საგანი ჩემი ყველაზე საყვარელი საგანი იყო. მეშინოდა, რომ რაღაცას ისე ვერ გავაკეთები, როგორც ამას მე მოვითხოვდი საკუთარი თავისგან. მეშინოდა, მეშინოდა რომ საკუთარ თავს იმედებს გავუცრუებდი და ეს მაშფოთებდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად. მაგრამ ყოველგვარი შიში და ნერვიულობა გაქრა, როდესაც საგამოცდო საკითხვის პირველ ფურცელს გადავხედე. და, აი მაშინ მივხვდი, რომ საშიში და სანერვიულო აქ არაფერი არ იყო. 2018 წლის 15 ივლისი. ისტორიის გამოცდა უკვე ნერვიულობა ცოტათი დაძლეული მქონდა, იმდენად აღარ ვნერვიულობდი, იმდენად აღარ მეშინოდა. 2018 წლის 21 ივლისი. ზოგადი უნარების გამოცდა. ვიცოდი, ვიცოდი რომ ეს გამოცდა ყველაზე საშინელი იყო. ხშირად მსმენოდა, აბიტურიენტებისგან თუ როგორი საშინელი საკითხები უწევდათ გამოცდაზე, თუ როგორი რთული საკითხები იყო და უმეტესად ბავშვები ამ საგანში იჭრებოდნენ. მეც მეშინოდა ამის. მეშინოდა, რომ ამ ცხოვრებაში ჩემი ერთ-ერთი სუსტი წერტილი ეს გამოცდა იქნებოდა. 2018 წლის 24 ივლისი. ინგლისურის გამოცდა. ყურზე დამაგრებული მოსასმენი მოწყობილობა და წინ ტესტები. ტესტები, რომლებიც დაფიქრებასა და გაანალიზებას მოითხოვდა. ვიცი მკითხველო, კარგად მესმის, რომ გაზვიადებულად მიგაჩნიათ ის ჩემი ყველა ემოცია და თქვენთვის გადმოცემული ფრაზები, რომელსაც თქვენ ახლა კითხულობთ, ვიცი, ვხვდები და ვაანალიზებ ამას. თხოვნა მექნება, არ გამაკრიტიკოთ, რადგანაც ეს ჩემ ცხოვებაში, ჩემ თავში დასარწმუნებელი ერთადერთი გზა იყო. ერთადერთი გზა იმის საჩვენებლად თუ მე ვინ ვიქნებოდი მომავალში. თუ როგორ შევძლებდი მე მომავალში ცხოვრებას. 2018 წლის 27 ივლისი. ლიტერატურის გამოცდა. ჰო ლიტერატურა, ზოგადისგან განსხვავებით ნამდვილად ჩემი სუსტი წერტილი იყო, და არის კიდეც. საკმაოდ ბევრი წიგნი მქონდა წაკითხული ამ ხნის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი მწერლის ლიტერატურას ვიყავი გაცნობილი. ბერვი მწერლის, ბევრი ნაწარმოები იყო ჩემი ცხოვრების მეგზური. და ვიცოდი არ გამიჭირდებოდა ეხლა ამ ფურცლების გადაშლა და იმ საკითხების ნახვა, რომლებიც მე საგამოცდო საკითხად მომიწია. 2018 წლის 22 აგვისტო. ამ ყველაფრის გახსენების შემდეგ მივხვდი, თუ როგორ მძაფრად და ემოციურად ვუდგებოდი ყველაფერს. და ვხდვებოდი, რომ ეს არასწორი იყო. რომ ეს ყველაფერი ასე მძაფრად არ უნდა შემეგრძნო. მაგრამ... აი ისევ ეს მაგრამ... მაგრამ მე ასეთი ვიყავი და დღესაც ასე ვარ. იმ დღის შემდეგ ყველაფერს მძაფრად შევიგრძნობ და მეც განვიცდი ამას, არ მინდა რომ ასეთი ვიყო, მაგრამ ასეთი ვარ. გადავწყვიტე ზოგადის პასუხები დღეს არ მენახა, ყველას ერთად ნახვა და იმ ემოციების შეგრძნება მინდოდა, როცა ვიგრძნობდი რომ მე სტუდენტი მერქმეოდა. 2018 წლის 28 აგვისტო. დიახ, მე ამას ვგრძნობ. ვგრძნობ, რომ მე ეს შევძელი. ერთ-ერთი ეტაპი გადავლხე ჩემი ბედნიერი ცხოვრებისკენ. დიახ, დღეს მე ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ როცა გავიგე, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. უკვე იმედი მომეცა იმისა რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა. ჩემს ცხოვრებაში დადგა ახალი ეტაპის დრო, როდესაც მე ახალ ნაბიჯს ვდგამ ბედნიერებისკენ. რომ ვთვქა არ ვნერვიულობდითქო, მოგატყუებთ. კი არ ვნერვიულობდი აი არ ვიცი, ამას ნერვიულობა არ ერქვა. მაკანკალებდა ტანში, ძალიან მეშინოდა ვიცოდი იქ უფრო ბევრი იქნებოდნენ ისეთები ვისაც შევეცოდებოდი. მე ამის უფრო მეშინოდა ვიდრე, იმის, რომ ვინმე ზემოდან გადმომხედავდა, მაგას უკვე შეჩვეული ვიყავი. პირველი დღე უნივერსიტეტში, ძალიან ამაღელვებელი იყო ეს დღე. უნივერსიტეტის პირველი დღე განსხვავებული მეგონა. მაგრამ სკოლის პირველი დღისგან არ განსხვავდებოდა (ჯერჯერობით მაინც), მაგრამ ემოციები სულ სხვა იყო. პატარა კონცერტისავეთ იყო, შემდეგ მთავარი რექტორი გამოვიდა მოგვესალმა და წავიდა. ეს იყო და ეს მეტი არაფერი. როცა უნივერსიტეტის ეზოში შევედი, თავიდან თითქოს ერთ ორმა შემომხედა, მაგრამ შემდეგ უკვე ყურადღებაც აღარ მოუქცევიათ და გულზე მომეშვა. ლექციების ცხრილამდე ძლივს მივაღწიე, იმდენი ხალხი იყო მიჭირდა გადაადგილება, მაგრამ როგორღაც მოვახერხე. საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეს ის ფაკულტეტია, რომელიც ყველაზე მეტად მაშინებდა, რადგანაც ვიცოდი მე ხალხთან ურთიერთობა აუცილებლად მომიწევდა, ეს კიდე, არც თუ ისე კარგად გამომდის. ამიტომაც, საკუთარ თავთან ბევრი მუშაობდა მჭირდებოდა, რადგანაც უნდა შევგუებოდი იმ ფაქტს, რომ საზოგადოება ძნელად მიმიღებდა. 6 წლის შემდეგ: დავამთავრე უნივერსიტეტი. დიახ, მე დავამთავრე და შევძელი, შევჯელი, რომ წელში გავმართულიყავი. დღეს ოპერაციას ვიკეთებ და იცით რა? საერთოდ არ მეშინია, რადგან ვიცი, რომ აარაფერი, რომ არ გამომივიდეს ადვილად გადავიტან, რადგანაც ეს პირველი და არც უკანასკნელი იმედგაცრუება არ იქნება ჩემს ცხოვრებაში. გერმანიაში ვარ. აქ ხომ მედიცინა ძალზედ წინაა წაწეული და განვითარებული. 20 წუთში საოპერაციოში შემიყვანენ და ოპერაციას გამიკეთებენ მე კი აქ ვბეჭდავ, რათა რაიმე არ დამავიწყდეს. 1 თვის შემდეგ: 1 თვე გავიდა მას შემდეგ რაც ოპერაცია გამიკეთეს. ფეხებზე მგრძნობელობა დამიბრუნდა. ჰო, ვიცი ეს სასწაულია. და სასწაულები ჩემს ცხოვრებაში არც თუ ისე ბევრი ხდება. მოკლედ, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგანაც ვიცი, რომ ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება. ეხლა რეაბილიტაციას ვიწყებ. ტანში ჟრუანტელს მივლის როცა ვგრძნობ ჩემს თითოეულ ტკივილით გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ თითქოს ეს ტკივილიც კი სიმაოვნებად მეღვრება გულში. ჩემი მშობლები ხელმეორედ უყურებდნენ ჩემს მიერ „პირველად“ გადადგმულ ნაბიჯებს და ისევ ისეთი ემოციით შემომყურებდნენ (ალბათ) როგორც მაშინ ღრმა ბავშობაში. თავიდან ძალიან მიჭირდა სწორი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ მერე უკვე თავს ძალას ვატანდი და საკმაოდ მალეც კი „ავიდგი“ ფეხი. ერთი პრობლემა მოგვარდა, ეხლა კიდე დროა მეორეს და მტკივნეულ თემას მივხედო. ბავსვი. მთელი ჩემი ოცნება. მთელი ჩემი სიმშვიდე. მთელი ჩემი ამაღელვებელი განწყობა. რადგანაც ვერ შევძლებდი ბავშვის გაჩენას. ვერც ხელოვნურ განაყოფიერებას გავიკეთებდი, რადგანაც ოპერაცია მქონდა გაკეთებული (არა ერთი) ამიტომაც, გადავწყვიტე მეშვილა. საქართველოში დაბრუნებულმა პირველად, რომ ფეხი შევდგი სახლში რაღაც განსხვავებული ვიგრძენი. თვალები ცრემლებით ამევსო, წლები იყო გასული უკვე რაც ამ სახლში ფეხით არ გამევლო. სასწრაფოდ ფეხზე გავიხადე ფეხსაცმელები, მას წინდებიც მივაყოლე და მეთლახზე დავაბიჯე ფეხები. ვერ ავღწერ იმ გრძნობას რაც მეთლახზე დაბიჯებისას მივიღე. გახურებულ ფეხისგულებზე შეგრძნებული ის სიცივე მალამოდ მედებოდა. მსიამოვნებდა, რომ ისევ შემეძლო იმ სითბოსა და ამავდროულად სიცივის შეგრძნება. ჩემი ოთახი. ადგილი სადაც კედებიც კი ჩემი მეგობრები იყვნენ. ადგილი სადაც თითოეულ ნივთს საკუთარი ემოციური დანიშნულება ქონდა. ხალიჩა, რომელიც იატაკზე ეგო ისევ ისეთი ფაფუკი იიყო, როგორიც მახსოვდა. საწოლი კი ისევ ისეთი ფუმფულა. ცოტახანი დავისვენე, შემდეგ ვისადილე და სადილობისას მშობლებს ჩემი ჩანაფიქრი გავანდე. რათქმაუნდა მოეწონათ. მათ ხომ შვილიშვილი ძალიან უნდოდათ. (გაუგებრობაში, რომ არ ჩავარდეთ მამას ვთხოვე სასადილოთ დარჩენილოყო ჩვენთან.) შავი ტყავის კაბა, თეთრი მაისური და შავი დაბალძირიანი ფეხსაცმელები ჩავიცვი. ხელში მხარზე გადასაკიდი შავი ჩანთა დავიჭირე და ბავშვთა სახლისაკენ გავუდექი გზას. ტაქსმა მალე მიმიყვანა ბავშვთა სახლთან, ჟრიამული ისმოდა იქიდან მეც ჩემდა უნებურად გამეღიმა. ფეხი როგორც კი შევაბიჯე ეზოში ყველაფერი ჩამწყნარდა გარშემო და ყველამ მე შემომხედა. ცოტა უხერხულობა ვიგრძენი, მაგრამ მალევე ყველაფერმა გამიარა, მათი მომღიმარი სახეების დანახვამ ყველაფერი დამავიწყა, ლამის ისიც კი თ რისთვის ვიყავი იქ. დირექტორთან მისვლამდე ყველა ბავშვს ვაკვირდებოდი ვუღიმოდი ყველა ისეთი საყვარელი და ლამაზი იყო, როგორ შეიძლება არ შეგყვარებოდა. არ მესმის როგორ შეუძლია მშბელ დედას, რომელმაც 9 თვე მუცლით ატარა ბავშვი ასე მოექცეს და დედის სითბის გარეშე დაგტოვოს. ამას ალბათ ვერც ვერასოდეს ვერ გავიგებ მე, და არც მინდა რომ ვიცოდე და მესმოდეს. დირექტორის კაბინეტთან მისულმა ღრმად ჩავისუნთქე კარებზე დავაკაკუნე და ნებართვის შემდეგ კარები შევაღე. იქ შესულს კი ხანში შესული სანდომიანი ქალი დამხვდა და თბილად გამიღიმა. ყველაფერი მოვიყევი, ისიც თუ რატომ მინდოდა შვილის ყოდა, რატომ არ ვაჩენდი ბუნებრივად. — ძალიან მწუხვარ იმის გამო რაც გადაიტანე. ვერც კი წარმომიდგენია ეს როგორი საშინელი შეიძლება იყოს. საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია შენს ადგილას — გამიღიმა და ხელზე ხელი მომიჭირა — რაც შეეხება შვილად აყვანას. შენი ყველა საბუთ წესრიგშია, ეხლა მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ აიყვანო ბავშვი ხელში და იურისტები ყველაფერს მოაგვარებენ. ამასთანავე ყოველი თვის ბოლოს შენთან სოც. მუშაკი მოვა, რომელიც შეამოწმებს ყველაფერი თუ რიგზეა. ეს ერთი წლის განმავობაში გაგრძელდება. — უღრმესი მადლობა — სიხარულისგან თვალებიდან ცრემლები მომდიოდა — თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორი ბედნიერი ვარ მე ეხლა! — ქალს გადავეხვიე და კაბინეტიდან გარეთ გავედით. შემოსვლისთანავე ჩემი ყურადღება პატარა გოგონამ მიიქცია. თავისთვის კუთხეში იჯდა და ეზოში მორბენალ და მოთამაშე ბავშვებს უყურებდა. ორი წლის იქნებოდა. ლამაზი წითური თმა და ცისფერი თვალები ქონდა. სახეზეც ლამაზად დაფენვოდა ჭორფლები და საბოლოო ჯამში ისეთ ჰარმონიულ შეხედულებას ქმნიდა, რომ იმ წამვე შეგაყვარებდა თავს. ნელა წავედი მისკენ და ფრთხილად დავჯექი ძირს, არ მინდოდა რომ შეშინებოდა. ნაზად ამომხედა და გამიღიმა თითქოს ხვდებოდა რომ მალე ჩემთან უნდა წამეყვანა. — გამარჯობა — მითხრა წკრიალა ხმით და ჩამეხუტა. თითქოს გული შემიქანდა. იმდენად თბილი იყო, რომ სიტყვებიც კი არ მეყოფოდა გადმოსაცემად. — გამარჯობა პატარავ! მე ნატა ვარ. წამოხვალ ჩემთან ერთად? — ამის თქმა და მისი სახის გაბრწყინება ერთი იყო. სასწრაფოდ დამიქნია თვალი და ისევ ჩამეხუტა. ხელში ავიყვანე და ასე ჩახუტებულებმა წავედით დირექტორისკენ. ყველაფერი მოვაგვარეთ. ჩემი თხოვნით სასწრაფოდ მოგვარდა საქმე და მე და ანიტა სახლში წავედით. არ დამავიწყდება დედაჩემის სახე როდესაც ანიტა დაინახა ჩემს ხელებში. კივილი დაიწყო და ჩვენსკენ გამოექანა რომ ჩაგვხუტებოდა. შემდეგ იყო მამასთან ზარი, მისი მოსვლა ჩვენთან და თვაებიდან წამოსული ცრემლები. დიახ, ეს სიხარულის ცრემლები იყო. დრო სწრაფად გადიოდა. ანიტა გვეჩვეოდა. თავიდან ცოტათი უჭირდა შეგუება, მაგრამ შემდეგ უკვე სრულფასოვანი წევრი იყო ჩვენი ოჯახის. ჩემი კარიერული წინსვლა კი სწრაფად ვითარდებოდა. ვხვდებოდი ხალხს და უკვე საკმაოდ ბევრი მიცნობდა. თავიდან ცოტათი ვნერვიულობდი, მეშინოდა რომ რამე შემეშლებოდა, მაგრამ როცა ბავშვების, მოზარდების, ზრდასრულებისა და მოხუცების სახეებს ვხედავდი თანდათან შიშიცა და დაძაბულობაც ქრებოდა და მე უკვე აღარ მეშინოდა. 4 მაისი. ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. უზარმაზარი დარბაზი. სასვსე ხალხით. ბულინგის მსხვერპლიც ბევრი იყვნენ. იყვენენ ისეთი ხალხი, რომლებიც მზად ყვნენ დახმარებოდნენ ხალხს, რომელიც საშინელი წნეხის ქვეშ იყვნენ. სპეციალური მოწვევით დავპატიჟე დათო, ნიკოლოზი და ლიკა. ასევე ის მასწავლებლებიც, რომლებიც ზემოდან მიყურებდნენ და მაჩვენებდნენ რომ ზედმეტი ვიყავი საზოგადოების წინაშე. ვიცოდი, რომ ისინი დარბაზშ იყივნენ და უფრო მემატებოდა ძალა რომ სცენაზე გავსულიყავი და ის ყველაფერი მეთქვა და მომეყოლა რასაც ვგრძნობდი და აქამდე ვერ ვამხელდი. და, აი, ის დროც დადგა. მოვიდა ჩემი დრო. — მოგესალმებით მობრძანებულო სტუმრებო! მე დღევანდელი ღონისძიების წამყვანი დავით კონცელიძე ვარ. მიხარია, რომ აქ შეიკრიბეთ და მზად ხართ მოისმინოთ ის რჩევები, ის დარიგებები, ის ემოციები რასაც დღეს ჩვენი გამომსვლელები გადმოგცემენ. ეხლა კი სცენაზე მინდა მოვიწვიო ქალბატონი ნატა ქობულაძე. დანარჩენზე უკეთ ის გაგვესაუბრება. — ჩემს თვალებში ჩამქრალა ცეცხლი, გული ნაპერწკლებს აგროვებს დაფლეთილს სიკვდილს ველოდები ნაბიჯით ნელი, სიცოცხლით მე გათელილს. — გამარჯობა. მე ნატა ვარ. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ძალიან ვნერვიულობ, რადგანაც ჩემთვის არაა იმ თემასთან დაკავშირებით საუბარი, რომელმაც მთელი ბავშვოდა და საუკეთესო წლები წამართვა. დიახ, მე ბულინგის მსხვერპლი ვარ. პირველად ვამბობ ასე, ამდენი ხალხის წინაშე ხმამაღლა და ძალიან მეშინია. მეშინია, რომ არასწრორედ არ გაიგოთ ის რასაც ეხლა მე თქვენს წინასე ვიტყვი. მოდი დავიწყებ იმით თუ რა არის ბულინგი. ბულინგი ჩაგვრას, დატერორებას ნიშნავს. ის შეიძლება განიმარტოს, როგორც წინასწარგანზრახული, განმეორებადი აგრესიული ქმედება, რომელიც მიმართულია სხვათა საზიანოდ. ბულინგი არა ფიზიკური არამედ, ფსიქოლოგიური ზეწოლაა ადამიანის მიმართ. ბულინგის რამდენიმე ტიპსგამოყოფენ: ფიზიკური: დარტყმა, ხელის ან წიხლის კვრა, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება და ა.შ. ვერბალური: დამცინავი სახელით მიმართვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამები. ფარული/შენიღბული ბულინგი: რთული მისახვედრია როდის ხორციელდება. მოძალადე "ჩაგრული" პერსონის ზურგს უკან მოქმედებს, რათა საფრთხე შეუქმნას მის რეპუტაციას და დაამციროს საზოგადოების წინაშე. კიბერბულინგი: ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით, განხორციელებული ქმედება."კიბერბულინგში" მოიაზრება: სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდეოს განთავსება, უხამსი ჭორების გავრცელება, მავნე მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, სხვათა სახელით გვერდებისა და ანგარიშების შექმნა. მე ფიზიკური ბულინგის მსხვერპლი ვიყავი. წლების განმავლობაში არ შემეძლო ფეხით გავლა. სავარძელს ვიყავი მიჯაჭვული, მაგრამ მაინც ვცდილობდი არ ჩავკეტილიყავი საკუთარ თავში. ყოველდღიურადმესმოდა საზოგადოებისგან, როგორც ჩემი ახლობლების ასევე ჩემს მიმართაც დამცინავად, ირონიულად და ზიზღით ნათქვამი სიტყვები, მაგრამ არ დავნებებულვარ. ეს ყველაფერი მეხუთე კლასში მოხდა. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ არ მიჭირდა იმის გააზრება თუ რა სიტუაციაში ვიყავი. ყოველდღე ვხედავდი ხალხის გამოხედვას, მასწავლებებიც კი ზემოდან მიყურებნენ ირონიული გამოხედვით და მახვედრებდნენ, რომ ზედმეტი ვიყავი — შევჩერდი, ღრმად ჩავისუნთქე და ისევ განვაგრძე — ყველაფერ ამას დამატებული ისიც მამძიმებდა, რომ მე უშვილო ვიყავი. იმის გაფიქრებაც, რომ შეიძლებოდა არ მყოლოდა შვილი მანადგურებდა. წლები გადიოდა და თანდათან ვეჩვეოდი იმას, რომ ვერ შევძლებდი გავლას მანამ, სანამ მამაჩემმა არ მითხრა, რომ გერმანიაში გამიკეთებდნენ ოპერაციას. ბოდიში, მაგრამ იმ ემოციებს ნადვილად ვერ გადმოვცემ რასაც მაშინ ვგრძნობდი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ეხლა მე თქვენს წინაშე ვდგავარ. უშვილობა. ისევ შევეხები ამ თემას. და ისევ გავიმეორებ, რომ იმის ცოდნა, რომ მე დედას ვერავინ დამიძახებდა მანადგურებდა და შიგნიდან მჭამდა, მაგრამ დღეს მე დედა მქვია. მყავს ჩემი წითური ანიტა და უბედნიერესი ქალი მქვია. ანიტა ეხლა ხუთი წლისაა და აქ თქვენთან ერტად ზის დარბაზში და მისმენს მე, დედამისს. მინდა ერთი რაღაც გითხრათ. არასოდეს არ დანებდეთ! არასოდეს არ შეწყვიტოთ ბრძოლა გამარჯვებისთვის! რადგანაც თ თქვენ დღეს ბრძოლაში დამარცხდით, ეს არ ნიშნავს იმას რომ ხვალ თქვენ ომსაც წააგებთ. იბრძოლეთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი არ გებრალებოდეთ, რადგანაც სიბრარული ხომ საშინელი გრძნობაა, მაგრამ როდესაც საკუთარი თავი გებრაება ეს ენით აღუწერელი რამაა. იზრუნეთ იმაზე, რომ გარშემო მყოფები არ იყვნენ ძალადობის მსხვერპლი. იბრძოლეთ იმისთვის, რომ იყოთ დამოუკიდებელი ქალები, ან კაცები. იბრძოლეთ იმისთვის, რომ გერქვათ სრულყოფილი და იყოთ ბედნიერები. და ბოლოს, დაისახეთ მიზანი. ეს აუცილებად დაგეხმარებათ თქვენც, და თქვენს საყვარელ ადამიანებსაც, რომ იყოთ ბედნიერები. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. ვიცი ბევრი დავამძიმე. შეიძლება ბევრის გულამდეც ვერ მივიტანე ის ემოციები, რომლებიც საჭირო იყო, რომ მისულიყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ აქ მსხდომმა თითოეულმა ადამიანმა იცის, რომ მე დღეს, თქვენს წინაშე სუფთა გულითა და ლამაზი სულით წარვსდექი. ეხლა კი დასასრულს მინდა ჩემი მეგობრის მიერ დაწერილი ლექსი შემოგთავაზოთ. დროზე, დროზე, დროზე ადრე, ნაცემ ნაბეგვ იარებს, ვიშუშებ და არა მჯერა, თუ ეს გზა გამოვიარე. დროზე, დროზე, უნდა დროზე, თქვა შენი სათქმელი, თუნდაც გულის გასახეთქი, თუნდაც ჭკუის ამრევი, დროზე, დროზე ვერ მოვასწარ, ჭკუის გზაზე დადგომა. .. მერე ბევრი ვიწვალე, და ვისწავლე განდგომა, დროზე, დროზე, დროზე ხალხო, თქვენ თქვენი გზით იარეთ, მერე ვეღარ მოიშუშებთ, ცხოვრების იარებს. მაგრამ მაინც სინანული, უკან ჩამოვიტოვე, ჩემი ცხოვრების მწვერვალი, როგორ ჩამოვითოვე, სინანული არ მჩვევია, ვიარე და ვიარე!!! — დავასრულე ლექსის კითხვა და გავახილე თვალები. ცრემლები მომდიოდა. მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და ტაშს მიკრავდნენ. გვერდით, კუთხეში გამექცა თავი და დავინახე თუ ის სამეული, როგორ თავჩახრილი იდგა. დარწმუნებული ვარ ეხლა თავს ცუდად გრძნობდნენ, არ მინდოდა ეს ასე მომხდარიყო, მაგრამ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.