მე დედა ვარ (თავი 10)
უმისამართოდ მივრბოდი მანამ სანამ ძლიერი დამუხრუჭების და მსხვრევის ხმას გავიგებდი, შემდეგ კი სიბნელემ მოიცვა ყველაფერი. --თორნიკე-- ჩემს დას ისევ უსამართლოდ მოვექეცი, ისევ ვერ არ გადავბიჯე ჩემს ეგრედწოდებულ სიამაყეს. ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასია მაგრამ არ მაქვს ძალა ვაპატიო ის წლები რაც იმ კაცთან გაატარა. ვფიქრობდი მაგრამ უკვე კარგად ვხვდებოდი, რომ ჩემი ფიქრებიც უსამართლო იყო. - დედაჩემს ასე რატომ ექცევით? - შენ არაფერი იცი! ვცდილობდი ალექსთანაც მკაცრი ვყოფილიყავი. - თქვენ არ იცით ყოველ ღამე როგორ ტირის და დილით ჩაშავებული თვალებით იღვიძებს, ეს ყველაფერი კი მხოლოდ თქვენსგამო. კარგად დაიმახსოვრეთ დედაჩემის ცრემლებს არავის ვაპატიებ. ჩემთვის მისი ერთი ცრემლიც კი ოქროსია. - ალექს მხოლოდ ერთს გთხოვ ნუ მესაუბრები თქვენობით, ჩემი და ლალის პრობლემებმა არ მინდა ჩვენს ურთიერთობაზე მოახდინოს რეაქცია. ვამაყობ შენით, რომ დედას ასე აფასებ და ის ასე გიყვარს. - ყველაფერი მხოლოდ დედას დამსახურებაა. - ვიცი... სიტყვა შუაზე ტელეფონის ზარმა გამაწყვეტინა. სახლის ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა ბოლოს დედამ აიღო და რამოდენიმე წუთის შემდეგ მისი განწირული კივილიც გაისმა. - ვაიმეე... ჩემი შვილი... ჩემი ლალი. გაუჩერებლად ტიროდა დედა. - მოიცა დე რა ხდება? ამიხსენი წესიერად მითხარი. ტონს ავუწიე და ვცდილობდი დედაჩემისგან მეტი ინფორმაცია მიმეღო. - ლალი.. ავარიაში მოყვა ძალიან მძიმედაა. ხმა გაუწყდა დედას და იატაკზე უგონოდ დაეშვა. - რაა? დედაჩემი კარგადაა თქვენ მატყუებთ შეუძლებელია მას რამე მოსვლოდა ის ხომ დედაჩემია. აფსურდული მიზეზები მოყავდა ალექსს თავის დასამდვიდებლად მაგრამ თითონაც ხვდებოდა რომ ეს არ უშველიდა. საავადმყოფო მისამართი, როგორც კი გავიგეთ მაშინვე წავედით. რას არ გავიღებდი ოღონდ ლალი ფეხზე ჯანმრთელად და მყარად მდგარიყო, ჩემს ადგილას. რას არ გავიღებდი ოღონდ ისევ მქონოდა შანსი მისი ჩახუტების. ყოველთვის ასეა, როდესაც ადამიანი რაღაცას კარგავს მხოლოდ მაშინ ხვდება მის ფასს. ჩემი პატარა დაიკო აპარატზე შეერთებული სიცოცხლისთვისს იბრძოდა მე კი აქ ხელ-ფეხ შეკრული ვიდექი. საათები გადიოდა მდგომარეობა კი უცვლელი იყო ექიმები არაფერს ამბობდნენ, ყველაზე მეტად რთულია უყურო როგორ ელოდება სიკვდილს შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. როგორც იქნა ექიმი გამოვიდა და ჩვენც მას მივცვივდით. - როგორაა ჩემი და ექიმო? მის სიცოცხლეს საფრთხე ხომ არ ემუქრება? ერთიმეორეს მიყოლებით ვაყრიდი კითხვებს ექიმს. - თქვენი დის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტს შემოყვანისას მძიმე მოტეხილობები აღენიშნებოდა რაც ძლიერმა შეჯახებამ გამოიწვია მაგრამ ახლა ეს მოტეხილობები მის სიცოცხლეს საფრთხე არ უქმნის. შეგიძლიათ მოინახულოთ მაგრამ მხოლოდ ერთმა. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ პაციენტს. მშვიდი ხმით ჩამოგვიყალიბა ექიმმა ჩემი დის მდგომარეობა და გაგვეცალა. - მე შევალ. ვთქვი და ჩემი დის პალატისაკენ ავიღე გეზი. პალატაში შესულს უფერული ლალი დამხვდა, ათასი აპარატი ჰქონდა მიმაგრებული ერთი შეხედვიტ შეიძლება უცხო ადამიანი გგონებოდათ. ძალა მოვიკრიბე და საწოლთან ჩამოვუჯექი. - შენ ვერ მაპატიე თორნიკე. სიყვარულით გათხოვება ვერ მაპატიე. - ლალი, ნეტავ იცოდე როგორ ვცდილობდი გადამებიჯებინა საკუთარი თავისთვის და შენთან მოვსულიყავი. - მაინც არ მოხვედი. ცივი ხმით მეუბნებოდა ის. - ჩემო პატარავ, გთხოვ მაპატიე ვნანობ და ძალიან მტკივა ეს სიტუაცია. მინდა ისევ ძველებური ურთიერთობა გვქონდეს. ლალი შენ ჩემი პატარა დაიკო ხარ ძალიან გთხოვ ამ ერთხელ მაპატიე. ლალის ხელი საკუტარ ხელებში მოვიქციე და ნაზ კანზე ტუჩები ფრთხილად შევახე. --ლალი-- თორნიკეს ჩემი ხელი საკუთარში ჰქონდა მოქცეული და ნაზად მიკოცნიდა. არ მინდოდა გავჯიუტებულიყავი და ძმა კიდევ ერთხელ დამეკარგა. - თორნიკე, თოკო ჩემო სიცოცხლე გთხოვ ასე აღარასდროს მომექცე მე ისედაც ბევრი ვიტანჯე თქვენს გარეშე. დამიჯერე ვეღარ გადავიტან თვენს დაკარგვას. ცრემლმორეული ვეუბნებოდი ძმას. - შენ არ იცი ყველა როგორ გვანერვიულე. მადლობა ლალი. - ბოდიში არ მინდოდა თქვენი ანერვიულება. მდალობა რისთვის? - მადლობა იმისთვის, რომ ალექსი ასეთ ვაჟკაცად აღზარდე შენზე არავის არაფერს ათქმევინებს, გონიერი ბიჭია და საკმაოდ კარგად აღზრდილი. - ალექსი ჩემზე ძალიან ინერვიულებდა, დადარდიანებული ხმით ამოვილაპარაკე. გთხოვ აქედან, რომ გახვალ უთხარი კარგადაათქო. - კარგი ჩემო ლამაზო ახლა წავალ შენ კი დაისვენე. საავადმყოფოში რამდენიმე დღე ვიწექი ალექსი კი ყოველდღე მაკითხავდა და ვარდების თაიგულით შემოდიოდა ხოლმე ჩემს პალატაში. ჩემი ერთადერთი იმედი რომელასაც მუდამ დავეყრდნობოდი და მისი იმედი მუდამ მექნებოდა ეს ალექსი იყო. არამარტო ალექსი ლაშა და მარიამიც ხშირად მოდიოდნენ ჩემს სანახვად. ბოლოს კი მან მინახულა ვის ნახვასაც ყველაე მეტად არ ველოდი ეს მიშიკო იყო. - ლალი შენზე ვღლავდი, ახლა როგორ ხარ? - კარგად ვარ, შენი მოსვლა საჭირო არ იყო. - ლალი რას ამბობ როგორ თუ არ იყო?! ალექსს წავიყვან სანამ შენ გამოკეთდები, ის ჩემთან და ლიზისთან იქნება. - არ ვიცი მიშიკო კითხე, თუ თავად ასე მოისურვებს მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. - კარგი ლალი მე დაგტოვებ. მიშიკო, რომ გავიდა პალატაში თორნიკე შემოვიდა ვიცოდი არ ესიამოვნებოდა ყოფილი სიძის ხილვა მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. რამდენიმე საათი კიდევ გავატარე პალატაში შემდეგ კი სალომემ და დედამ მომამზადეს და სახლში წამიყვანეს. ხელ ჯოხის დახმარებით არ მიჭირდა სიარული, თავს ძალას ვატანდი და მაინც ვდგავდი ყველაზე მტკივნეულ ნაბჯებს ამ ყველაფერს კი მხოლოდ ალექსისთვის ვაკეთებდი რადგან მინდოდა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში არ გამომეტოვა. ალექსის თამაშის დღეც დადგა და ყველა ძალიან ღელავდა ზუსტად 5 საათზე მთელი ოჯახი სპორტის სასახლეში ვიყავით და განსაკუთრებული მღელვარებით ველოდით ალექსის გუნდის გამოჩენას. თამაშზე ლაშაც მოვიდა და ჩემს გვერდით თავისუფალი სკამი დაიკავა. - როგორ ხარ ლალი? - კარგად თქვენ ბატონო ლაშა? - ლალი ძალიან გთხოვ შენობიტ მომმართე. ჩემი ძმიშვილის დედა ხარ ტანაც ჩემზე უფროსი. - დიახ გავითვალისწინებ. - ლალი! რა გითხარი? ვითომ გაბრაზდა ლაშა და მის ამ საციელზე ორივეს გულიანად გაგვეცინა. - კარგი, კარგი ლაშა. - აი ეგრე ჯობია. ცოტახანში მიშიკოც მოვიდა მაგრამ ლიზის გარეშე. თორნიკეს მისი დანახვა დიდად არ გახარებია მაგრამ არც ემოცია გამოუხატავს. - როგორ ხარ? - კარგად შენ? ლიზი არ მოვა? ცნობისმოყვარეობამ მძლია. - მოვა უბრალოდ რაღაც საქმეები აქვს. მალე თამაში დაიწყო, ორივე გუნდი საკმაოდ კარგად თამაშობდა ალექსის გუნდი თავიდან აგებდა მაგრამ ბოლოს მისმა ნასროლმა სამულიანმა თამაშის ბედი შეცვალა და ჩემპიონებად აქცია ჩემი შვილის გუნდი. ყველა ულოცავდა ბოლოს კი ჩვენამდეც მოაღწია ლაშას და ალექსს ერტმანეთი ძალიან მოეწონათ რაც ნამდვილად გამიხარდა. - მამა დღეს რაც არ უნდა მთხოვო ყველაფერს შეგსრულებ. - მა მოვიფიქრებ მაშინ. ცოტახანში ალბატონი ლიზიც გამოჩნდა, სახეზე არაამქვეყნიური ღიმილი დასთამაშებდა, მიშიკოს მთელი ძალით ჩამოეკიდა კისრზე. - ძვირფასო რაღაც უნდა გითხრა. - რა ხდება რამე სერიოზულია? - კი ძალიანნ სერიოზულია, ორსულად ვარ! _____________- მოგესალმებით ყველას ბოდიშს გიხდით პატარა თავისთვის <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.