შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე დედა ვარ (თავი8)


3-06-2018, 17:12
ავტორი Crazy dreamer
ნანახია 2 057

მიშიკო წავიდა მე და ალექსი კი დავრჩით ერთმანეთის პირისპირ. ძალიან გამაკვირვა ჩემი შვილის ასეთმა საქციელმა და ამავდროულად გამახარა კიდეც. საღამოს ძალიან მშვიდად ვატარებდით მანამ სანამ ჩემი ტელეფონი დარეკავდა.
- ლალი დედა როგორ ხარ? ანერვიულებული დედაჩემის ხმა გავიგონე.
- კარგად დედა, შენ რა გჭირს რა ხმა გაქ?
- დედიკო თორნიკე მოყვა ავარიაში,
- რას ამბობ? ახლა როგორ არის? რომელ საავადმყოფოში ხართ მითხარი და მოვალ.
- ექიმმა მდგომარეობა სტაბილურია არ ინერვიულოთო, მისამართს გეტყვი და მოდი.
დედამ მისამართი მომცა თუ არა მაშინვე ალექსთან ერთად სახლიდან გავედი, მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა თქვა კარგად არისო სანამ ჩემი თვალით არ დავინახავდი თორნიკეს ვერ დავმშვიდდებოდი. საავადმყოფოში მისვლისთანავე შესასვლელში ფერ დაკარგული და ანერვიულებული დედა შემომეგება.
- რა კარგია, რომ მოხვედი.
- ნუ ნერვიულობ, ყველაფერი მოგვარდება. დედაჩემს ვამშვიდებდი მაგრამ თავად ორმაგად ვღელავდი ძმის გამო.
- ზევით ავიდეთ. მითხრა ოდნავ დამშვიდებულმა დედამ და ლიფტისკენ გამიძღვა.
ზევით როცა ავედით მამაჩემი დავინახე რომელსაც შედარებით მშვიდი სახე ჰქონდა, მასთან თამამი და სწრაფი ნაბიჯებით მივედი და გადავეხვიე შემდეგ ალექსიც მოვიდა და ბაბაუამისს მაგრად ჩაეხუტა.
- რა ხდება მამა სერიოზულია რამე?
- არ შვილო, ხომ იცი დედაშენი ბუზს სპილოდ აქცევს ხოლმე. უმნიშვნელო ნაკაწრებით შემოიყვანეს.
- მიხარია თუ ყველაფერი რიგზეა, სანამ აქამდე მოვიდოდი ათასი რაღაც ვიფიქრე. ახლა კი წავალთ მე და ალექსი.
- ლალი შენც იცი, რომ გაქცევით არაფერი შეიცვლება რახან აქამდე მოხვედი პალატაში შედი და ინახულე. მითხრა მამამ მშვიდი მაგრამ მკაცრი ხმით.
- ვიცი მაგრამ ახლა ნამდვილად არ მაქვს ჩხუბის და აყალმაყალის თავი, არ მინდა სიტუაცია უფრო დამძიმდეს.
უეცრად თორნიკეს პალატის კარი გაიხსნა და იქიდან საკმაოდ ლამაზი, მაღალი შავგვრემანი გოგონა გამოვიდა, გამიკვირდა მისი დანახვა რადგან აქამდე საერთოდ არ მყავდა ნანახი.
- ლალი შვილო გაიცანი ეს სალომეა თორნიკეს ცოლი. სალომე გაიცანი ეს ლალია ჩემი ქალიშვილი. ერთმანეთი გაგვაცნო დედამ.
- სამწუხაროა აამდე ერთმანეთს, რომ არ ვიცნობდით.
- მართლაც, ახლა უნდა წავიდე სამწუხაროდ დრო არ მაქვს.არარეალური მიზეზი მოვიგონე საავადმყოფოდან თავის დასაღწევად.
- ლალი, მომისმინე ვიცი თორნიკესთან არ გავს დაძმური ურთიერთობა მაგრამ ძალიან გთხოვ როგორც და ისე მიმიღე.
- სალომე მიხარია რომ ჩემს ძმას ასეთი ლამაზი და კარგი გოგო ყავს ცოლად, რათქმაუნდა ჩემს დად გთვლი.
- დარჩი გთხოვ, არ არის საჭირო შენი წასვლა.
- კარგი. ვერაფერი ვეღარ ვუთხარი სალომეს თუმცა ვიცოდი თორნიკეს ჩემი დანახვა არ ესიამოვნებოდა.
მალე თორნიკეც მოვიდა გონს და ექიმმაც ოჯახის წევრებს ნება დაგვრთო გვენახა თუმცა მე გარეთ მოცდა ვარჩიე, არავინ შემწინააღმდეგებია ყველა გახარებული შევიდა თორნიკესთან.
--თორნიკე--
საღამოს გადავწყვიტე ლალისთან მივსულიყავი მაგრამ ამას ფხიზელი ნამდვილად ვერ ვიზავდი, საკმაოდ ბევრი დავლიე შემდეგ კი მანქანის გასაღებს ხელი დავავლე და მთელი სიჩქარით ლალის სახლისაკენ დავიძარი. უეცრად ვიღაც გადმომხტა ჩემს სავალ გზაზე და მაგრად დავამუხრუჭე შემდეგ კი არაფერი არ მახსოვს.
- თორნიკე ასე აღარ გვანერვიულო შვილო. სითბო ჩამდგარი ხმით მითხრა დედამ.
- დედა ძალიან გთხოვ დამშვიდდი სერიოზული არაფერია, თანაც დილით უკვე გამწერენ ახლა კი წადით სახლში და დაისვენეთ.
- ასე როგორ დაგტოვო?
- სალომე შენც გეხება წადი არაფერი მიჭირს, თანაც ექიმებიც აქ არიან.
- არა მარტო ექიმები, ლალიც მოვიდა შენს სანახავად. მშვიდად მითხრა სალომემ.
- მაგ ქალის დანახვაც არ მინდა, წავიდეს აქედან. რასაც გულში ვფიქრობდი ის მაინც არ მითქვამს ვერ გადავაბიჯე სიამაყეს.
- თორნიკე გოგო ამ შუაღამეს აქ მოვიდა, ნუ იქცევი ასე.
- არ მაინტერესებს, მე არ მითხოვია მისთვის მოსვლა. ვცდილობდი თითელ სიტყვაში საკმაოდ ჩამედო აგრესია თუმცა ნამდვილად მინდოდა ჩემი პატარა პრინცესას ნახვა, მინდოდა ისევ მაგრად ჩავხუტებოდი და საერთოდ არსად არ გამეშვა.
- კარგი, თორნიკე ვეტყვი ლალის და წავა მაგრამ, დამიერე ინანებ საკუთარი დის ნახვის შანსი ხელიდან, რომ გაუშვი.
- არ მაინტერესებს არაფერი, არ მინდა ეგ ქალი თუნდაც საავადმყოფოში ვნახო.
ჩემი პალატიდან საკმაოდ გადიოდა ხმა და ზუსტად ვიცოდი ჩემს პატარა პრინცესას ჩემი მხდალი სიტყვები გულში ესობოდა, მაგრამ საკუთარ სიამაყეს მაინც ვერ არ გადავაბიჯე. ვარჩიე დისთვის მეტკინა გული ვიდრე მისთვის ერთი სიტყვა ,,ბოდიში“ მეთქვა.
--ლალი--
კარგად გავიგე თორნიკე ჩემს წასვლას როგორ ითხოვდა, მეც აღარ დავაყოვნე და წამოვედი ალექსთან ერთად, თორნიკეს სიტყვებმა მთელი კვირის ხალისი წამართვა და საბოლოოდ დამარწმუნა იმაში, რომ აღარ მყავს უფროსი ძმა. ერთ დღესაც სამსახურში მნიშვნელოვანი თათბირ გვქონდა სადაც ჩემი დასწრებაც აუცილებელი იყო რათა საბუთები როგორც კომპანიის ადვოკატს ისე შემედგინა. მთელი დღე დაძაბული ვიყავი ამ შეხვედრის გამო და ნამდვილად არ მსურდა რამეს ან ვინმეს ჩაეშალა. უკვე საბუთებს ვაწერდით ხელს როდესაც დაუკითხავად საკონფერეციო დარბაზში ლიზი შემოიჭრა.
- ოჰო.. ქალბატონი ლალიც აქ ყოფილა.
- ლიზი? აქ რას აკეთებ? ძალიან გთხოვ შეხვედრის შემდეგ ვისაუბროთ.
- არავითარი შეხვედრის შემდეგ ახლავე უნდა გითხრა, შენნაირ ქალებს კარგად ვიცნობ ჯერ ქმარს ეყრებიან შემდეგ კი თავს არ ანებებენ და ახალ ოჯახს უნგრევენ. ლიზის სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ ცხენის კუდად აწეულ თმაში მწვდა.
_______________________
მოგესალმებით ყველას იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი მია15

კარგი ისტორია.მომწონს .ველი შემდეგ თავს .

 


№2  offline წევრი Crazy dreamer

მია15
კარგი ისტორია.მომწონს .ველი შემდეგ თავს .

თქვენს კომენტარს პირველად ვხედავ ძალიან დიდი მადლობა რომ დაინტერესდით

 


№3  offline წევრი მია15

არაფრის წავიკითხე და ძალიან მომეწონა.

 


№4  offline წევრი elene2619

ძალიან მომეწონა და ძალიან დამაინტრიგებლად დამთავრდა :D ველი შემდეგ თავებს <3

 


№5  offline წევრი Crazy dreamer

მია15
არაფრის წავიკითხე და ძალიან მომეწონა.

heart_eyes

elene2619
ძალიან მომეწონა და ძალიან დამაინტრიგებლად დამთავრდა :D ველი შემდეგ თავებს <3

მადლობა რომ წაიკითხე ძალიან გთხოვ ყოველთვის როცა შეძლებ შენი აზრი დააფიქსირე

 


№6  offline მოდერი Mathew

ვაიმეეეე ანააა,,ჩქარა შემდეგი თავი დაიდოოს!!!!

 


№7  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

გეტყობა ახალბედა ხარ, მაგრამ არაუშავს, ნელ-ნელა დაიხვეწები. კარგი ისტორიაა, საინტერესო სიუჟეტი აქვს. უფრო მეტად დაგვანახე ამათი შინაგანი სამყარო, ემოციებიც გაზარდე და ისტორიაც უფრო კარგი გამოგივა. წარმატებებს გისურვებ. გეტყობა ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ და ასე გააგრძელე

 


№8  offline წევრი Crazy dreamer

Girl with pretty smile
ვაიმეეეე ანააა,,ჩქარა შემდეგი თავი დაიდოოს!!!!

ყველანაირად შევეცდები საღამოს დავდოო

Chikochiko
გეტყობა ახალბედა ხარ, მაგრამ არაუშავს, ნელ-ნელა დაიხვეწები. კარგი ისტორიაა, საინტერესო სიუჟეტი აქვს. უფრო მეტად დაგვანახე ამათი შინაგანი სამყარო, ემოციებიც გაზარდე და ისტორიაც უფრო კარგი გამოგივა. წარმატებებს გისურვებ. გეტყობა ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ და ასე გააგრძელე

დიახ ახალბედა ვარ და ძალიან მიმდა დავიხვეწო მადლობა რომ წზიკითხე ყველაფერს გავაკეთებ რომ შემდეგი თავიც კარგი განოვიდეს მადლობა კიდევ ერთხელ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent