შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სანამ შაშვი იგალობებს"(სრულად)


11-06-2018, 13:29
ავტორი ტერიკო74
ნანახია 10 731

ჭერში დამაგრებული ვენტილიატორი ჭრიალით აპობდა ოთახში დაგუბებულ ცხელ ჰაერს და დახურულ ფანჯარაზე, აქა-იქ სარჭ ჩამოცვენილ ფარდას ოდნავ არხევდა.
-უჰ,ძალიან ცხელა,-ჩაილაპარაკა მაგიდასთან მჯდომმა მამაკაცმა და დასველებული ცხვირსახოცი კისერზე ჩამოიდო.
-შენ რა გენაღვლება ხვალიდან შვებულებაში გადიხარ ,ჩვენ ვიკითხოთ,-მეორე მაგიდიდან მამაკაცი წამოდგა და ცივი ბორჯომის ბოთლი რაკრაკით ჩაუშვა ყელში.
-კახა,შენც აიღე და წამოდი ჩემთან,თან გოგოები წავიყვანოთ,-ეშმაკურად გაუცინა და თვალი ჩაუკრა.
-არ მომცემს სამსონა,არ იცი მაგის ამბავი, რეზო? უნდა მიიჯღან-მოიჯღანოს,გადმომიწყობს გაზეთებს,ნახე რამდენი ხარვეზია,ამის გამოსწორება,იმის შესწორება,მოიცა რა ,ტყუილად უნდა ვეღრიჯო,-უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
-მე ვეტყვი და გამოგიშვებს,თან მაიკოს და ლილის შევუვლი,იმათაც მეტი რა უნდათ,მოვიწყოთ დაუვიწყარი შვებულება?-ფეხზე წამოხტა რეზო და მთავარი რედაქტორის ოთახისკენ გაემართა.
ფრთხილ კაკუნს კარის გაღება მოჰყვა და დაბნეული თვალებით მდომი ქალი კახას მიაჩერდა.
-უკაცრავად,სამსონ ნებიერიძის ოთახი სად არის?-გაუღიმა მამაკაცს.
-მოპირდაპირე კარში,-უპასუხა და ქალი შეათვალიერა.
-თუ იცით,მარტოა?-მორცხვად დადგა.
-თქვენ რა გნებავთ?-დაინტერესდა და ქალის გამოკვეთილ ლავიწის ძვლებს თვალი დაასო.
-იცით,მე წელს დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და მუშაობის დაწყება მინდა,ნოველებს ვწერ,-საქაღალდეს დაუწყო წვალება.
-ნოველები კარგია,კარგი..მიბრძანდით ბატონ სამსონთან,წარმატებებს გისურვებთ,-შუბლი მოისრისა.“რა ლამაზი იყო’’-გაიფიქრა ქალის გასვლისას.
რეზო გაბრწყინებული შემოვარდა და კახას წინ გაიჯგიმა.
-რაო,სამსონამ?
-გიშვებს,მაგრამ სამ დღეში რა,იმდენი საქმეა ყველა ერთად ნუ გამომეცლებით ხელიდანო.იცი რა ვქნათ? მე წავალ და წავიყვან გოგოებს,შენ მერე ავტობუსით ჩამოდი,-იდეამ სახე გაუნათა.
-ავტობუსით რა ივლის ამ სიცხეში,გადაირიე?-არ მოეწონა.
-ეეე,სამი საათის გზაა რა,ნუ წუწუნებ,-გაეცინა და მხარზე ხელი დაკრა.
-ჰო,კიდევ სოფლის თემაზე სტატიები მჭირდება და უსაქმურად რომ არ ისხდეთ,ცოტა იქაც წაიმუშავეთო.
-მოკლედ რა,არ ამოგასუნთქებს ეს კაცი,-ხელი ჩაიქნია კახამ და მაგიდას მიუბრუნდა.

***
გორას გადმომდგარი მზე საზამთროს ბაღებში მოფუსფუსეთ მკაცრი ბრიგადირივით წასდგომოდა თავს და შრომაში გახვითქულთ ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
-მზია,როდის ჩამოდის შენი ირინე?-თავსაფრის სწორებით გაიმართა წელში თამარა.
-არ ვიცი,სამსახურს ეძებს,ტყუილად ხომ არ ისწვალა გოგომ,-მაკრატლით ყუნწი შეაჭრა ნაყოფს.
-არ მოგტაცონ ქალაქში,-ჩაიკისკისა და ისევ საქმეს მიუბრუნდა.
-აბა,ვინმემ გაბედოს!-ვანომ მზიას თვალების ბრიალით გადახედა.
-შენ იმდენს იზამ,გასათხოვარს დატოვებ,-არ ჩერდებოდა თამარა.
-გეყოფათ ეხლა,საქმეს მიხედეთ!-დაიბუხუნა კაცმა და საზამთროთი გავსებულ ურიკას ხელი დაავლო.
სიმღერის ხმაზე ქალებმა წელი წამოსწიეს და ხელით შუბლი მიიჩრდილეს.
-ვისთან მიდიან?-თვალები მოეჭუტა თამარას და გზაზე მომავალ მანქანს გახედა.
-სტუმრად იქნებიან,-მზიამ თვალი გააყოლა მგზავრებს,-გოგო,ჩვენი იზოს შვილიშვილია რეზო,-გაუხარდა რომ იცნო.
მაიკო და ლილი მაგნეტოფონიდან გადმოღვრილ ჰანგებს მთელი გრძნობით აჰყოლოდნენ,თან რეზოს აჯანჯღარებდნენ,ამოიღე შენც ხმაო.
-რომელი პავაროტი მე მნახეთ,-იცინოდა რეზო და მაიკოს გულისპირიდან ამოწეულ ორ რკალს ცალი თვალით ზვერავდა.
-რა სილამაზეა,რა ბუნებაა,-აღფრთოვანებას ვერ მალავდა ლილი და ფანჯრიდან გაყოფილი ცხვირით ხარბად ისუნთქავდა სოფლის ჰაერს.
-ბუნება მართლაც არნახული გვაქვს,იშვიათად ჩამოვდივარ,ვერ ვიცლი,თორემ კაცი აქ კი უნდა ცხოვრობდეს,-დანანებით ჩაილაპარაკა.
ავტომობილი რკინის მწვანე ჭიშკართან გააჩერა,გადმოვიდა და ეზოში მოდებულ სარეველას გადახედა.
-გასასუთავებელია,-ჩაილაპარაკა და ქალებს ანიშნა.
-მოვედით,გადმობრძანდით.
***
კახა ავტო სადგურის შენობაში აჩქარებული ნაბიჯით შევიდა და სალაროს ოვალურ ფანჯარაში თავი შეყო.
.-გრემის ავტობუსი რომელ საათზე გადის?
-ოც წუთში,-გადაპრანჭულმა მოლარემ პომადიანი ტუჩები მოპრუწა .
-ერთი ბილეთი მომეცით,წინა ადგილი თუ შეიძლება და ფანჯარასთან.
-წინა ადგილები გაყიდულია,-თმაში ხელი შეიცურა .
-იქნებ იყოს დარჩენილი,-კახამ მომნუსხველი ღიმილი აჩუქა.
-მოითმინეთ,-კეკლუცად შეთამაშდა სკამზე,-არის ერთი ,ოღონდ ფანჯარასთან არა,-გაინაზა და აფუებული მკერდი წინ გასწია.
-მომეცით,-ფული დაუდო,-ხურდა არ არის საჭირო,-კიდევ ერთხელ აიკრა სახეზე ღიმილი და შუშის მიღმა მჯდომი ადგილზე დაადნო.

ავტობუსი მოყაყანე მგზავრებით ნელ-ნელა ივსებოდა.ზოგს ადგილი ვერ ეპოვნა,ზოგს ნაპოვნი ვერ გაეყო.
-ბოდიში ქალბატონო,-კახა განიერ გავიან ქალს წამოედო,რომელიც შუაში გახიდულიყო და სკამზე ჩაკვეხებას ამაოდ ცდილობდა.
კუთვნილ ადგილამდე პერანგ ამოჩეჩილმა და გაოფლილმა მიაღწია,მოცელილივით დაჯდა და თავზე წამომდგარ მგზავრს ახედა.
-უკაცრავად,გადამატარეთ,- სახეზე ეცნო და წამოდგა.
-გამარჯობა,- გაკვირვებულ ქალს გაუღიმა.
-გამარჯობა,რა დამთხვევაა,-მასაც გაეღიმა და ფანჯარასთან მოთავსდა.
-რა გითხრათ სამსონმა?ხდებით ჩვენი თანამშრომელი?-ქალის გადარკალულ წარბებს და დიდ შავ თვალებს მზერა მიაპყრო.
-უარით გამომისტუმრა,ჯერ-ჯერობით არ ვსაჭიროებთ და ოქტომბრიდან ვნახოთო,-ტუჩები გამობურცა.
-მდაა,როცა ჩამოვალ,ვეცდები დაგეხმაროთ,-თვალი ჩაუკრა.
-მართლა?-სახე გაუბრწყინდა ქალს.
-მართლა,მართლა,-გაეცინა კახას.
-სად მიდიხართ?-ცნობისმოყვარეობამ სძლია.
-გრემში მეგობართან,თქვენ?
-კიდევ ერთი დამთხვევა,მეც გრემში,იქიდან ვარ,-სიხარული აღებეჭდა სახეზე.
-მე კახა ვარ,-ხელი გაუწოდა.
-ირინე,-გაინაზა და თავისი შეაგება.
ავტობუსი ტაატით დაადგა გზას და ჩახუთულ სივრცეს საწვავის სუნი შეერია.
-ვერ ვიტან მგზავრობას,-დაიჯღანა ირინე ,ფანჯარას დაეჯაჯგურა და ცხვირი გარეთ გაყო.
-ავტობუსით არც მე მხიბლავს,-კახასაც შეეცვალა სახე.
-გრემი პატარა სოფელია და ვისთან მიდიხარ?-შენობითზე გადავიდა.
-რეზო დოდაშვილთან.
-რეზო დოდაშვილი? ჩემი ნათესავია,-გაიღიმა.
-კიდევ დამთხვევა,-ხმამაღლა გაეცინა კახას.
ქალაქს გასცდნენ თუ არა,სუფთა ჰაერს სიგრილეც შემოჰყვა და ხალხმაც შვებით ამოისუნთქა.ზოგს ჩასძინებოდა და თავის კანტურით ირწეოდნენ აქეთ-იქით.ირინემ უბის წიგნაკი და კალამი ამოიღო ჩანთიდან და გამალებით მოჰყვა წერას.კახამ ცალი თვალით მალულად ჩაიჭყიტა,ქალმა გამოიჭირა და ყდა აუკეცა.
-ლექსებს წერ?-უკან დახევა აღარ გამოდიოდა.
-არა,ნოველას ვწერ და რაც მახსენდება ვინიშნავ,-სიწითლე შეეპარა ღაწვებზე.
-რა თემაზე?-ჩაეკირკიტა.
-სიყვარულზე,-კალამს დაუწყო წვალება.
-ოო,სიყვარული კარგია..შეყვარებული ხარ?-წარბი ასწია.
-არა,-თავი გააქნია.
-არც გყოლია?-მეორე წარბიც მიაშველა.
-არა,-გაეცინა ქალს.
-აბა,თუ არ განგიცდია ის გრძნობა,როგორ უნდა დაწერო?-თვალებიც წარბებს მიაყოლა.
-რა ვიცი,წარმოდგენით,-ფანჯარას აეკრა.
-ესე იგი წერ ისეთ სიყვარულზე როგორსაც გინდა,რომ განიცდიდე?-არ მოეშვა.
-ალბათ,-სახე აუდუღდა.
-მაინც,როგორ სიყვარულს აღწერ შენს ნაწარმოებში,მაჩვენებ?-ინტერესის ჭია შეუძვრა.
ირინემ ჩანთა გახსნა,საქაღალდე ამოაძვრინა და მორცხვად მიაწოდა კაცს.
-„სანამ შაშვი იგალობებს“,მდაა.. საინტერესოაა,-ყდა გადაშალა და კითხვას შეუდგა.
ავტობუსი ხევის პირას ვაკეზე გაჩერდა,მძღოლმა ათი წუთით შესვენება გამოაცხადა და მგზავრებმაც როგორც ყაყანით გაავსეს ადგილები,ასევე ყაყანით დაცალეს და მიმოიფანტნენ.
-ჩავალ ცოტა ხანს,-წამოდგა ირინე და კითხვაში გართულ კახას თითით ჩასასვლელისკენ ანიშნა.კაცმა საქაღალდე დახურა და მიაწოდა.
-გითხარი,უსიყვარულოდ არ გამოვა წერა,მშრალია,გრძნობა აკლია,-თვალი ჩაუკრა და წამოდგა.
ქალი ადგილზე გაშრა,ალმური მოედო სახეზე და მხრებ ჩამოყრილი დაჯდა.
-არ მოდიხარ?-მოუბრუნდა კაცი.ირინემ უარის ნიშნად თავი გააქნია.კახას ჩაეღიმა და საფეხურები ჩაიარა.
ნერვიულობისგან სულ დაიმტვრია თითები,ავტობუსისკენ მომავალ კაცს ფანჯრიდან გახედა და აათვალიერ-ჩაათვალიერა.“სიმპათიური კი არის,მაგრამ უხეში“-დაასკვნა და ცხვირი აიბზუა.გვერდით რომ მიუჯდა ზედაც არ შეხედა,ბლოკნოტში ჩარგო თავი.
-მიბრაზდები?-ჩუმად ჰკითხა.
-რატომ უნდა გაგიბრაზდე?-წამოენთო ქალი.
-გეწყინა!-დასტურის ნიშნად დაიქნია თავი და ქალისკენ მიიწია.
-არ მწყენია,-გაშლილი თმა აიკეცა და სამაგრის კბილებში მოაქცია.
-მაპატიე,პირდაპირი ვიყავი,-ოდნავ შეეხო მხარზე.
ირინეს ხმა არ ამოუღია,სკამის გახეული ტყავიდან გამოშვერილი „შიგნეული“თითით შეტენა და მოწოლილი ცრემლები ჩუმად გადაყლაპა.
მთელი გზა უხმოდ იმგზავრეს,კახას შიგა და შიგ ეღიმებოდა და გაბუტულ ქალს გვერდულად უყურებდა.“გაბრაზებულიც რა ლამაზია“-გაიფიქრა და ჯიბიდან ფურცელი ამოიღო,ზედ სწრაფად მიაწერა და ირინეს გაუწოდა.
-ეს ჩემი ტელეფონის ნომერია,სექტემბერში მოდი ჩვენთან და დაგეხმარები.
-არ არის საჭირო,-გაჯიუტდა.
კახას ჩაეცინა,ირინეს ხელი აიღო ფურცელი ჩაუკუჭა და მძღოლისკენ წავიდა.
სოფლის ცენტრში ავტობუსი შედგა და დაღლილი მძღოლი მგზავრებიანად ძირს ჩამოიშალა.ირინე ჩასასვლელად მოემზადა ,მაგრამ კაცი არ ფიქრობდა ფეხზე ადგომას.

-გამატარე,-თხოვნაც იყო და ბრძანებაც.
-თუ აღარ მიბრაზდები,გაგატარებ,-ცელქობის ხასიათზე დამდგარიყო.
ქალმა თვალები მობეზრებულად აატრიალა და ხელჩანთით უბიძგა.
-კახა!-ლილიმ ფერ-უმარილიანი სახე შერგო ავტობუსში.
-ნახვამდის ირინე,-დაემშვიდობა და ფეხზე წამოხტა.
-ნახვამდის,-ჩაილაპარაკა და კაცის კისერზე მოკონწიალე ლილის გაკვირვებულმა შეხედა.აფორიაქდა და დაბნეული წავიდა კარისკენ.
საბარგულიდან დიდი ჩანთა წვალებით გამოათრია და სახლის გზას დაადგა.წინ სიცილ-კისკისით მიმავლებს წარბებ ქვეშიდან ზვერავდა.კახას ხელი გადაეხვია ლილისთვის,ქალს კი წელზე შემოეხვია მკლავი და ტკიპასავით აკრობოდა კაცს.მეორე მამაკაცი იცნო,მაგრამ არ დაუძახა.
-არსად გაგექცეს,-კაცის მისამართით გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და ტუჩები დაბრიცა.
***
ზარნაშოს ხმა ღამის წყვდიადს მელოდიასავით ეფინებოდა,მწველი დღე გალეულიყო და გრილი სიო რუდუნებით ეფერებოდა ბუნებას.
ვაზის ტალავერის ქვეშ გაეშალათ ქალებს სუფრა და ოთხივენი მისხდომოდნენ.წელს ზემოთ გაშიშვლებული ბიჭები სიგრილეს მკერდს უშვერდნენ და ცივი ღვინით დაცვარულ სასმისებს მოწყურებულნი ცლიდნენ.მაიკოს და ლილის თვალები აჟუჟუნებოდათ და მეტიჩრულად კისკისებდნენ.მოპირდაპირე სახლის აივანზე სიბნელეში ირინე გადმომდგარიყო და მოქეიფეებს უთვალთვალებდა.კახამ თვალი შეასწრო ქალს და შეუმჩნევლად ჩაეღიმა,ლილი თავისკენ მიიზიდა და ტუჩებზე დააცხრა.კარგად დაინახა აივანზე მყოფი როგორ შევარდა სახლში შურდულივით.გული უცნაურად შეუტოკდა.
-რეზო,თქვენს მოპირდაპირედ ვინ ცხოვრობს?-ისე იკითხა ვითომ არ იცოდა.
-ნათესავები არიან,ჩვენი პაპები ბიძაშვილები იყვნენ,რა ხდება?-რეზომ გზის გადაღმა გაიხედა.
-არაფერი,დღეს დამემგზავრა ერთი გოგო და მანდ შევიდა,სხვათაშორის სამსონასთან იყო და უარით გამოისტუმრა,-ლილის ხელი გაუშვა და იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას.
-გოგო? ირინე იყო? მე რატომ ვერ ვნახე?-გაუკვირდა.
-რა ვიცი,-მხრები აიჩეჩა და ისევ აივანისკენ გაექცა თვალები.
-რამდენი ხანია არ მინახავს,მოიცა უნდა დავუძახო,-ფეხზე წამოდგა და მაისურს ხელი დაავლო.ლილის არ ესიამოვნა,კაცთან ახლოს მიიწია და მკლავზე ლოყით მიეხუტა.
რეზოს ხმაზე ეზოში მშვიდად მწოლიარე პატარა ძაღლი წამოხტა და ღრენვა-ყეფით გაექანა კარისკენ.
-მოდი რეზო!-ვანო ზღურბლზე გადმოვიდა.
-ირინე ჩამოსულა,არ ვიცოდი,სად არის?-ღიმილით შევიდა შიგნით.პატრონისგან დატუქსული ძაღლი კი წკმუტუნით გაუჩინარდა.
კახას მოუსვენრობა შეეტყო,აწრიალდა როცა კარში შემოსული რეზო და ირინე დაინახა.ლილიმ ეჭვიანი თვალებით გადახედა და ტუჩები მოკუმა.
-გაიცანით,ჩემი ბიძაშვილი ირინე!-წარუდგინა და კახას მოპირდაპირედ დასვა.
ქალი ყველას ღიმილით მიესალმა და მზერა წამიერად შეეყინა კახას მოშიშვლებულ ტანზე.კაცი უხერხულად შეიშმუშნა და საზურგეზე გადაკიდული მაისური თავზე ჩამოიცვა.ლილი დაძაბული და თვალებმოჭუტული აკვირდებოდა კაცის მოქმედებას,ქალს წარბაწევით გადახედა და კახას ლამის კალთაში ჩაუჯდა.ირინეს გულში ჩაეღიმა.
-ირა,რატომ არ მიგიღო სამსონამ,რა მინდაო?-გაეცინა რეზოს და სასმისი შეუვსო.
-რაო და,შენი ნოველები მშრალია,როგორც გატყობ შეყვარებული არ ხარ და გრძნობებს მარილი აკლიაო,-კახას გაუსწორა თვალი.
-მართლა მასე გითხრა,გოგო?-პირთან მიტანილი ჩანგალი გაუშეშდა.
-ვხუმრობ,-გაეცინა და კახას თვალებში მოთარეშე მხეცები დაინახა.
-დღესვე ჩავიდოდი ფეხით და სამსონას სულ კალმით ვცემდი,-ახარხარდა.
ლილი შემაწუხებლად მიტმასნილიყო კაცს და განძრევის საშუალებას არ აძლევდა.
ირინეს თვალებით ჭამდა,ლამაზმა კონკურენტმა მოსვენება დაუკარგა.
-მოდით ამ ჭიქით თქვენ გაგიმარჯოთ გოგოებო,-ფეხზე წამოდგა რეზო.
-თქვენ რომ არა,ეს დედამიწა გამოფიტული და გახრიოკებული იქნებოდა,თქვენ აძლევთ სიცოცხლეს და ალამაზებთ ბუნებას,უთქვენოდ ერთი წუთიც ნუ მაცოცხლოს ღმერთმა,-ბოლო სიტყვებზე გაეცინა და ჭიქას ძირი გამოუჩინა.ყველა აჰყვა სიცილში,მაიკოს სახე გაებადრა.
-გაგიმარჯოთ გოგოებო,ქალებო ,ლამაზებო და ქვეყნის თვალებო,-გაეღიმა კახას და ირინეს თვალი ჩაუკრა.ქალმა წარბი შეკრა და ლილისკენ გაიხედა,რომელიც აფხორილ კატას დამსგავსებოდა.
-მადლობა ჩემო საყვარელო,-თქვა და კახას ტუჩებს წაეტანა,შემდეგ გამარჯვებულის იერით ამაყად გადახედა „მეტოქეს“.
-მე წავალ,-ფეხზე წამოდგა ირინე,შინაგან კანკალს ვერაფერი მოუხერხა.
-მოიცა,მოიცა,ჯერ ვერსად წახვალ,-ხელი დაავლო რეზომ და უკან დასვა.
იმდენი ქნა რეზომ,სანამ ზედიზედ სამ-სამი ჭიქა არ დაალევინა ქალებს,ხომ უნდა დაგვეწიოთო,-მიზეზი მოიდო.
ნეტარმა სითხემ სასიამოვნოდ დაუარა ირინეს,თავიც გაუბრუა და თვალებიც აუმღვრია.“რა საყვარელია“-კახა ფიქრებით თავს დასტრიალებდა ქალს და ინანა რეზოს რომ დათანხმდა ლილის წამოყვანაზე.
-ცეკვის გარეშე სუფრა არ გამოვა,-დაიძახა მაიკომ და რეზოს მანქანისკენ უბიძგა,ჩართე რამე დავიგრიხოთო.
მუსიკის ხმამ ძილში წასული სოფელი უკან მოაბრუნა.რეზომ მაიკო აიტაცა და ზედ სუროსავით შემოეხვია ,ლილიმ კახას მოკიდა ხელი და გულზე პირველი ადგილის მფლობელ მედალივით დაეკიდა.ირინე იდაყვზე დაყრდნობილი ადევნებდა თვალს.
-ჩვენმა სტუმარმა მოიწყინა,-ზარივით ჩაესმა კახას ხმა და მის გამოწვდილ ხელს შემცბარმა დახედა.ლილი ტუჩების კვნეტით მიუჯდა მაგიდას.
-გთხოვთ,ქალბატონო ირინე,-უღიმოდა.
ქალი ნელა წამოდგა ფეხზე და ოდნავ არეული ნაბიჯით გაჰყვა კაცს.სასმელს თავისი გაეტანა.
-არ გაგიარა წყენამ?-ყურთან უჩურჩულა და წელზე მოხვია მკლავი.
-რა მეწყინა?-კაცთან სიახლოვემ დააბნია.
-ესე იგი შევრიგდით!-მეორე ყურზე გადაინაცვლა.
-ლილის ეცეკვე,ეწყინება,-უკან დაიხია.
-ლილიზე ნერვიულობ?-გაეცინა და ოდნავ მიიზიდა.
-ზედმეტი მოგდის,-აწრიალდა ირინე.
-მაპატიე,-უკან დაიხია კახამ.
-ავტობუსში გაგეხუმრე,მომეწონა შენი ნაწარმოები და ვისურვებდი მე ვიყო ის,ვის მოსვლასაც გაზაფხულზე, შაშვის გალობამდე ელოდები,-ბაგესთან უჩურჩულა და მაგიდისკენ წავიდა.ისე სწრაფად მოხდა,გააზრებაც ვერ მოასწრო ირინემ,ყურებში შუილი იგრძნო,სახეც გაუბუჟდა,მიტრიალდა და ჭიშკრისკენ მთვრალივით წავიდა.
რეზო ისე იყო ცეკვაში გართული,არც დაუნახავს ნათესავის გასვლა.ლილიმ დამცინავი ღიმილი მიაგება კაცს.

-რა იყო,გაგექცა?-უშნოდ პრანჭავდა ტუჩებს.
-შენი საქმე არ არის!-დაუღრინა და სასმელს დასწვდა.
-აბა,რა არის ჩემი საქმე?იმისთვის წამომიყვანე,რომ ვუყურო სხვა ქალებს როგორ ეტმასნები?-წამოწითლდა და თვალები დააბრიალა.
-ლილი!-მაგიდას მუშტი დაკრა კახამ.
-რა ლილი? არ ვარ მართალი?-გაკაპასდა,-მე დროის სატარებლად გინდივარ მხოლოდ?
-მე შენ არაფერს შეგპირებივარ,დაიმახსოვრე და თუ ჩემთან ერთად დროს ატარებ,ეს ძალდატანებით არ ხდება!-ხმას აუწია.-სადაც მინდა,როგორც მინდა და ვისთანაც მინდა,იმასთან ვიქნები,თუ რამე არ მოგწონს შეგიძლია წახვიდე!-სასმელი კარგად აჭრილიყო გონებაში.
-რა დაგემართათ?-რეზო და მაიკო გაოცებულები უყურებდნენ კამათს.
-არაფერი!-კახამ ჭიქა დაცალა და ფეხზე წამოდგა.
-შენი ნათესავი მოეწონა!-წაიტლიკინა და გაავებული წამოხტა.
-რამდენს ლაპარაკობ?!-კახა ლილის მკლავში წვდა და უხეშად დააჯანჯღარა.
-ტყუილი რა ვთქვი?-წამოიფოფრა და სახე ახლოს მიუტანა კაცს.
-დილით აქ აღარ დამხვდე!-კბილებში გამოსცრა კაცმა,ქალს ხელი ჰკრა და ეზოს სიღრმეში წავიდა.რეზო უკან მიჰყვა.გზის გადაღმა სახლის ფანჯარაში მდგომმა ირინემ ყველაფერი დაინახა და გაიგონა,პირზე ხელაფარებული აეყუდა კედელს და თვალები დაჭყიტა.გულის ხმა ყურებში ესმოდა,ოფლმა დაასხა,საწოლისკენ წავიდა და ბალიშზე პირქვე დაემხო.
-რა ხდება კახა?-რეზოს ხმა დახშობოდა.
-არაფერი! ეჭვიანობის სცენა გამიმართა!-წინ და უკან დადიოდა ხელების ქნევით.
-იმიტომ წავიდა ირინე?-სიბრაზე მოერია.
-არა,წასვლა უნდოდა და წავიდა.
-კახა,ირინე ჩემი დაა ხომ ხვდები?!-რეზოს ხმა გაუმკაცრდა.
-რას მიხსნი ხვდები მაინც?!-არ ესიამოვნა.
-არ გიხსნი,გაფრთხილებ! ლილის მსგავსი არ იქნება,იცოდე!-სხეული დაეჭიმა.
-ჩემთან მასეთი საუბარი არ გჭირდება!-ნაწყენმა უთხრა და სახლისკენ წავიდა.
დღის სინათლე შეპარვოდა ღამეს და ნელ-ნელა გარს ეხვეოდა.ნახირი პირის ცოხნით ზანტად მიირწეოდა მწვანედ აბიბინებულ მინდვრებისკენ.ქათმები კრიახით აცილებდნენ საძოვარზე მიმავალთ.
ირინეს მოუსვენრად ეძინა,მთელი ღამე ძილ-ღვიძილში გაათენა.კახაზე ფიქრი აკვიატებოდა,ხან ბრაზობდა,ხან ეღიმებოდა,კაცის ბოლო სიტყვებმა საგონებელში ჩააგდო.ხმაური შემოესმა და ფანჯარას აეკრა.რეზოს ჭიშკრიდან ერთიანად აწითლებული ლილი გამოვარდა პატარა ჩემოდნით ხელში,უკან მაიკო მოსდევდა და ქალის დამშვიდებას ამაოდ ცდილობდა.
-ლილი,მოიცადე,რა დაგემართა,ხომ იცი ნასვამი იყო,შენც ზედმეტი მოგივიდა!
-კიდევ მე მომივიდა ზედმეტი?! როგორ უყურებდა,ვერ დაინახე? აქეთ მე გამომიყვანა დამნაშავე! - ამოუსუნთქვად მიაყარა გაწიწმატებულმა.
-მეც წამოვალ,დამიცადე,მასე არ გამოვა,-ჩემოდანი გამოსტაცა ხელიდან.
-აქ დაგელოდები,არ შემოვალ,მაგის დანახვაც არ მინდა!-თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა და ირინეს ფანჯრებს ავის მომასწავებლად გახედა.
კახა გულაღმა დაწოლილიყო,ორივე ხელი თავქვეშ ამოედო და ოთახში შემოსულ რეზოს ცალ წარბაწეული უყურებდა.
-რა მოხდა წუხელ,მეტყვი ნორმალურად?-რეზოს ცივი ხმა ჰქონდა.
-რა უნდა მომხდარიყო,ჩვეულებრივი ქალური ისტერიკა,მეტი არაფერი!-ზეწარი გადაიძრო და წამოჯდა.
-ირინეს რა უთხარი?-ჯიქურ შეხედა.
-ვინ გითხრა,რომ რამე ვუთხარი?-არ ესიამოვნა.
-კახა!-ხმას აუწია.
-რეზო! ნუ აჰყვები ქალებს!-ორივე ფეხი ერთად გაუყარა შარვალში და წამოხტა.
-მოგეწონა?!-თითქოს თავზე ცივი წყალი გადაავლესო ისე შეხტა.
-არ დაგიმალავ,მომეწონა! იმ დღესვე მომეწონა ჩვენთან რომ მოვიდა,ავტობუსში უკეთ გავიცანი,კიდევ უფრო მომეწონა და მომკალი ახლა!-კრემისფერი პერანგი ისე შემოიცვა ტანზე,ლამის შემოიხია.
-ლილისთან ვერ გააიგივებ,ხვდები?მეგობარი ხარ და მშვიდად გესაუბრები,უცხო რომ იყო,სხვაგვარად იქნებოდა,-დაძაბული იყო რეზოც.
-ბიჭო,ოცდარვა წლის მანძილზე,ძლივს სერიოზულად მომეწონა ვინმე და ნუ გადამაყოლებ ახლა ჩემს წამიერ ვნება აშლილობებს!-ნესტოები დაბერვოდა და სუთქვა გახშირებოდა.

რეზოს შეუმჩნევლად გაეღიმა,თვალმოჭუტული დააკვირდა მეგობარს და მის სახეზე გულწრფელობა ამოიკითხა.
-საღამოს მოვბრუნდები,გოგოებს მე წავიყვან!-მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და გაოცებულ კახას თვალი ჩაუკრა.
ირინეს გული საგულედან ამოუვარდა,შესახვევში რეზოს მანქანის კუდს, რომ მოჰკრა თვალი.“წავიდნენ?“-გაიფიქრა და კიბეზე დაეშვა. მარნის კარიდან მზია ტყემლის ბოთლებით ხელში გამოვიდა,ირინეს აფორიაქებულ სახის დანახვაზე შედგა.
-რა გაფითრებული ხარ,ირინე?-შეშინდა ქალი.
-გაფითრებული? არ მეძინა კარგად,-ჩაიდუდღუნა და თავჩაღუნულმა განაგრძო გზა.
-მოიცადე,ეს ტყემალი რეზოს გადაუტანე და უთხარი ხვალ აქეთ გადმოვიდნენ,პატარა სუფრას გავაწყობ,-ხელში მიაჩეჩა ბოთლები.
-მგონი წავიდნენ,მანქანა დავინახე,-თვალს ვერ უსწორებდა.
-ფანჯრები ღიაა,შორს არ წავიდოდა,შეიტანე და მაგიდაზე დატოვე,-უთხრა და მარანში შებრუნდა.

თამამად შევიდა ირინე მოპირდაპირე სახლში,დაბლა სართულის კარი შეაღო და ოთახის ერთ კუთხეში მიდგმულ მაგიდაზე ძღვენი დადგა,შემოტრიალდა და ზღუბლზე გახიდულ კაცის დანახვაზე ხმადაბლა შეჰკივლა.
-გული გამისკდა,არ მეგონა ვინმე თუ იქნებოდა,-აცახცახებული ხელი გულზე დაიდო.
-ქურდი გამოვიჭირე!-გაეღიმა კახას და კარში უფრო მოხერხებულად ჩადგა.
-გამატარე,-თვალებში ვერ უყურებდა,ისე მიუახლოვდა კაცს.
-გაიარე,-არ განძრეულა.
-გაიწიე,-ხმა ეპარებოდა ქალს.
-გავიწიე,-კახამ ნაბიჯი გადადგა ,ზურგსუკან კარი მიხურა და ზედ მიეყუდა.
-რას აკეთებ?-დაფრთხა ქალი.
-რას ვაკეთებ? ვდგავარ ჩემთვის და ქურდბაცაცას ვუყურებ,-გვერდულად ეცინებოდა.
-გამიშვი!-ყელში ამოსულმა გულმა ხმა შეუცვალა.
-წუხელ ცოტა ზედმეტი მომივიდა,ბოდიში! მაგრამ,რაც გითხარი სიმართლე იყო,-ქალისკენ დაიძრა.
ირინე შეშინებული უკან-უკან წავიდა და მაგიდას დაეჯახა.
-აღარ არის წასასვლელი,-გაეცინა კაცს და ქალის წინ დადგა.
ირინე ფერდაკარგული აიწურა და თვალების ცეცებით გასაქცევად ემზადებოდა.
-კარგი,ნუ ღელავ,-ქალის სახისკენ ხელი წაიღო.ირინე ადგილიდან მოსწყდა და გასასვლელისკენ გაიქცა.კაცმა მოასწრო და მკლავში ჩაავლო ხელი,ერთი შემოტრიალებით ზედ აიკრა.ირინემ თავის დაძვრენა სცადა,მთელი ძალით გაიწია,არ გამოუვიდა,მეორე მკლავი მოხვია კაცმა.
-ახლავე გამიშვი!-კბილებს აჭერდა ერთმანეთს.
-რომ არ გაგიშვა?-შუბლზე ოდნავ შეეხო და ლოყაც აეწვა.ირინეს ხუთი თითი კაცის სახეზე წითლად გამოისახა.კახამ ხელი უშვა და უკან დაიხია,ნატკენზე თუ ნაწყენზე ხელი ჩამოისვა და აკანკალებულ ქალს ღიმილით შეხედა.
-არაფერს დაგიშავებდი,-თავი გადააქნია და ირინეს კარი გაუღო.
ქალი უკან მოუხედავად გავარდა,სახლში შესვლამდე შედგა და აფორიაქებულ გულის დამშვიდებას შეუდგა.

საღამოსკენ ღრუბელი დაბარებულივით გამოცხადდა სოფლის თავზე და გრუხუნით ამცნო მისი სტუმრობა.გვალვისაგან დახეთქილ მიწას სულზე მოუსწრო.ჯერ მორიდებით გადანამა ბუნება,შემდეგ გათამამდა და მთელი ნაგროვები ერთად გადმოუშვა.
რეზო ,რომ დაბრუნდა ,კახა გაზქურასთან ღიღინით ტრიალებდა,კარტოფილი დაებრაწა და ძეხვს მისდგომოდა ათქვეფილ კვერცხთან ერთად.
-გიხდება,-გაეცინა რეზოს და ცხელი პურები მაგიდაზე დააწყო.
-როგორ იმგზავრეთ?-ინტერსებმა სძლია.
-მთელი გზა ტიროდა,გული ეპარებოდა,-თითით თავი მოიქექა.
-აი,მაგას ვერ ვიტან რა! -გაბრაზდა და ტაფიდან ამოშხეფილ ზეთს უკან ხტომით გაექცა.
-მე ,რომ რამეს შევპირებოდი,ან მართლაც სერიოზული ურთიერთობა მქონოდა,კიდევ მესმის.სანამ საწოლში არ შემიტყუა,თავისი დაიმართა და მე რა შუაშია ვარ ძმობას გაფიცებ?-კვერცხი მიაშველა ტაფას და თავსახური დააფარა.
-ხო,სულ ძალით შეგიტყუა,შენ არ გინდოდა,-მხარში მუშტი წაკრა.
-დღეს რა ყველა მე მჩაგრავთ?-არტისტულად გაშალა ხელები და გაეცინა.
-ვინ დაგჩაგრა?-რეზომ თვალი მოატარა ოთახს.
-ირინემ გამილაწუნა,-გაახსენდა და ხელი ისევ ჩამოისვა .
-რა? აქ იყო? რა უთხარი ბიჭო?-აიჯაგრა რეზო.
-თქმა ვერ მოვასწარი,ტყემალი მოიტანა,დალაპარაკება მინდოდა,ვინ მაცადა?გამაწნა სილა და გაიქცა,-თავის დაკვრით დაუდასტურა.
-ასე უბრალოდ გტკიცა და წავიდა? არაფერი გითქვამს?-დაეჭვდა რეზო.
-ვერ მოვასწარი,მეთქი!-პურს ყუა მოატეხა და პირში გაიქანა.
-კახა,აჩმახებ!-დაუჯერებლად მოეჩვენა.
-სერიოზულად გეუბნები,-ლამის რომ აკოცა კი არ უთხრა.
-კარგი,დაველაპარაკები ირინეს,-მაგიდას მიუჯდა ხელეის ფშვნეტით.
-ხვალ თბილისში უნდა დავბრუნდეთ,სამსონამ ახალ წლისთვის მოგცემთ ამ დღეებსაც,ახლა უნდა დაბრუნდეთ,დელეგაცია ჩამოდის და მჭირდებითო.
-ჩემი ბედის დედაც..!-კახამ ხელი ხელს დაარტყა.რეზოს სიცილი წასკდა.
-იცოდე,გამიგებ თბილისში სად ცხოვრობს ირინე!-ისეთი სახე ჰქონდა,უარის შემთხვევაში რაღაცას მოიწევდა.
-გაგიგებ,დაწყნარდი,-უარესად ახითხითდა.
გარეთ ზეცა ჩამოიქცა ,მოწოლილი წყალი ნიაღვრებად დაედინა მიწას.
ირინე თავის ოთახში სავარძელში მოკალათებულიყო და გამალებით წერდა უბის წიგნაკში.დრო და დრო ჩერდებოდა და შუბლს კრავდა.“რა გგონია,ლილისავით ჩამითრევ? ვერ მოგართვი ვაჟბატონო!“-ფიქრებში ბრაზობდა და კალმის თავს კვნეტდა.

მთელი ღამე გამძვინვარებული მხეცივით ღმუოდა ცა,დამშვიდებას არ აპირებდა.
ირინემ რამდენჯერმე მალულად გაიხედა მოპირდაპირე ფანჯრებისკენ,თითქოს ადამიანის სილუეტი დალანდა და შემცბარი უკან გადახტა.
კახა კარგად ხედავდა ქალის ფორიაქს და გულში ეცინებოდა.“მაინც ჩემი გახდები“-დაემუქრა ფიქრებით და ბედნიერი სახით გადაწვა ბალიშზე.
დილით ღრუბელს ძალა გამოსცლოდა და აქა-იქ ყრიდა „ცრემლებს“.რეზო გამოსამშვიდობებლად გადავიდა ირინესთან,კახა არ შესულა.ქალს სახეზე შეეტყო უკმაყოფილება და ხმა ჩავარდნილი დაემშვიდობა.
-როდის ჩამოდიხარ თბილისში?-რეზომ ხელი მოხვია.
-ზუსტად არ ვიცი,ალბათ ერთ ათ დღეში,სამსახური უნდა ვიშოვნო,-უღიმღამოდ ამოთქვა.
-ჩემთან მოდი,სამსონასთან მე ჩაგიწყობ,-თვალი ჩაუკრა.
-არ მინდა თქვენთან,-გაიბრუნჩასავით.
-ვის ჩვენთან? ჩემთან გეუბნები,რამე ხომ არ გაწყენინა კახამ?-გამომცდელად დააკვირდა.
-არა,არაფერი,-გაწითლდა.
-მაშინ,მოიფიქრე და მოდი,დაგელოდები,-ჩაეხუტა და გასასვლელისკენ წავიდა.
ირინეს რაღაც ჩასწყდა,თავადაც ვერ მიხვდა რატომ ჰქონდა ასეთი რეაქცია,აფორაჯებული მიბრუნდა კიბისკენ.

თბილისის მზე ისევ მწველი სხივებით შეეგება ბიჭებს,იქამდე შეუძვრა სანამ ოფლი არ ადინათ და სამსონაზე არ ანთხევინათ ბოღმა.შუადღეს უკვე სამუშაო ოთახში ისხდნენ და დელეგაციის ჩამოსვლისთვის კითხვებს ამზადებდნენ.ფურცლებში თავჩარგულებს თავზე გულის გამაწვრილებლად დასტრიალებდათ ვენტილიატორი.

- ნეტა როდის ჩამოვარდება,რომ ახალზე იფიქროს სამსონამ!-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა კახამ,ცხვირსახოცს წყალი დაასხა და კისერზე ნერვულად გადაიკრა.
-რაღაც ნერვებზე ზიხარ,-ისე უთხრა თავი არ აუწევია,კახას რომ არ დაენახა ეშმაკური ღიმილი.
-შვებულებიდან რომ მოაბრუნებ ადამიანს,როგორ ხასიათზე უნდა ვიყო?-აფეთქებას ცოტა უკლდა.
-მიზეზი სხვა რამეში ხომ არ არის?-წარბებ ქვეშიდან გახედა.
-სად მიკაკუნებ?-კბილები ააწკარუნა.
-რაზეც ხარ გაღიზიანებული,იქ გიკაკუნებ,-გაეცინა რეზოს.
-გულთმისანი ბიჭი,მისნობა ხომ არ დაგიწყია?-ცინიკური იყო.
-კარგი ხო,ათ დღეში ჩამოვა,მისამართსაც მოგცემ,-წარბები აათამაშა.მთელი გზა აწვალა კახა,ირინე აღარ აპირებს ქალაქში დაბრუნებასო და კაცის რეაქციებზე გულში იცინოდა.
- ვერ გადამირჩები! -მაგიდაზე რაც ხელში მოხვდა,ყველაფერი გაუქანა.
-სერიოზულად ჩაგვარდნია გულში,-ხითხითებდა რეზო და გამოქანებულ საგნებს კარგი მეკარესავით იჭერდა.
**
ათი დღე ლამის ათ თვედ ექცა კახას,მოუსვენრობას შეეპყრო და ირინეს ქუჩა იმდენჯერ დატკეპნა,სათითაო კენჭსაც კი სცნობდა უკვე. საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის დახურულ ფანჯრებს მზერით ხვრეტდა,ასვლა ვერ გაებედა.რეზოს მეტი რა უნდოდა,ეს რა დღეში ჩაგაგდო ამხელა კაციო,დასცინოდა.
-დღეს უნდა ავიდე!-გადაწყვეტილება მიიღო და რეზოს ამაყად გადახედა.
-ადი,ადი,მეორე ლოყაც არ აგიწითლდეს,-ქირქილებდა.
-შენ რომ არ დათარსო ადამიანი,ისე როგორ შეიძლება,-გაეცინა და თმის სწორებას შეუდგა.
-არ გამიბრაზო ეგ გოგო!-კარში დააწია სათქმელი.

კარზე გაბმულად გალობდა ბულბული,ირინემ ფქვილიანი ხელები ტილოზე შეიწმინდა და გასასვლელისკენ წავიდა,ისე გამოხსნა არც უკითხავს . კაცის დანახვაზე შეცბა და თვალებდაჭყეტილმა პირიც დააღო.კახა უხერხულად აწვალებდა ხელში ყვავილების პატარა თაიგულს.
-გამარჯობა,ირინე,-გაუღიმა.
-გამარჯობა,-ხმადაბლა ჩაილაპარაკა და სხეულში ტალღამ დაუარა.
-უნდა შევრიგდეთ,-თავი გვერდზე გადაწია.
-მერამდენედ?
-თუ შემომიშვებ გეტყვი,-ყელი გაუშრა.
-შემოდი,-გვერდზე გადგა ქალი.
-ეს შენ,-ყვავილები მიაჩეჩა და შვებით ამოისუნქა.“რას მიშვრება ეს გოგო“-ოფლში გაწურულმა გაიფიქრა.
-მადლობა,მოდი,-ოთახისკენ გაუძღვა.
-გემოვნებით გაქვს მოწყობილი,-სავარძელში ჩაეშვა და ოთახს თვალი მოატარა.
-რას დალევ?-კომპლიმენტი არ შეიმჩნია.
-ცივ წყალს,-თეთრს პერანგზე ღილი შეიხსნა.
ირინე სამზარეულოში გავიდა,ხელის კანკალით გადმოიღო ჭიქა,ცივი წყლით გაავსო,ღრმად ჩაისუნთქა და სტუმართან გავიდა.კახამ ცოტა მოსვა და წინ მდგარ დაბალ მაგიდაზე დადგა.საუბრის დაწყება გაუჭირდა,ასე დაბნეული არცერთ ქალთან ყოფილა.
-მუშაობა დაიწყე?-ძლივს მოაბა თავი.
-ჯერ არა.
-ჩვენთან რატომ არ მოხვედი?-ამოიდგა ენა.
-არ მინდა თქვენთან,-წამწამები ააფახულა.
-ღვეზელებს ვაცხობ,დამეწვევი?-საუბრის გადატანა სცადა.
-სიამოვნებით,-წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია და სიხარულით შეუხტა გული.
-წამოდი სამზარეულოში,-წინ წავიდა.
გაფქვილულ მაგიდას მიუჯდა კახა და ქალის ყველა მოძრაობას თვალმოუშორებლად ადევნებდა.
ირინემ ზეთში დაბრაწული ღვეზელი თეფშით წინ დაუდო და ჭიქით ალუბლის ცივი კომპოტიც მიუდგა.
-მიირთვი,-მორცხვად უთხრა და გაზქურას მიუტრიალდა.
-ძალიან გემრიელია,-მადიანად ჩაპრისა.
-კითხვაზე მაინც არ მიპასუხე,რატომ არ მოხვედი ჩვენთან?-კომპოტი მოწრუპა.
-გადავიფიქრე,-არ მოუხედავს.
კახას ჩაეღიმა,წამოდგა და ქალის ზურგთან ახლოს გაჩერდა.ირინე სუნთქვა შეკრული გაშეშდა.
-ჩემს გამო არ გინდა?- კისერთან უჩურჩულა და დაინახა როგორ დაიხორკლა ქალის კანი.
-დიდი წარმოდგენა გქონია საკუთარ თავზე,-უცებ მოტრიალდა და მზერა გაუსწორა.
-აბა,სხვა რა მიზეზი გაქვს?-უფრო ახლოს მიიწია კაცი.
-ტელევიზიაში ვაპირებ,გასაუბრებაზე ვიყავი და პასუხს ველოდები,-წინსაფარი შეიხსნა.
-აა,გასაგებია,-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
-ხვალ ,რომ სადმე დაგპატიჟო,შენი დროის ოქროს ფონდს ხომ არ დავაზარალებ?- აღელვებული ხმა ჩაცინებით გადაფარა.
-დააზარალებ,არ მცალია,სჯობს ლილი დაპატიჟო,-წაკბინა და თავიც გაყიდა.
-ლილი რა შუაშია?- ტუჩებს თავი მოუყარა.
-თავშია!-მკვახედ უთხრა და შეტრიალდა.
ისე სწრაფად აეკრა კაცი ზურგზე და შემოხვია ხელები,განძრევაც ვერ მოასწრო.
-რას აკეთებ?!-ხმას აუწია და გაიბრძოლა.
-მომწონხარ,-კისერზე დააკრა ტუჩები.
-ხელი გამიშვი,-ამაოდ ცდილობდა დასხლტომას.
-რომ გაგიშვა,ვიცი რასაც იზამ და უფრო გამაგიჟებ იცოდე,-მთელი ძალით შემოეჭდო მკლავები.
-თავხედი ხარ!-მთელი ტანით იგრიხებოდა.
-გაჩერდი,უარესად მაღიზიანებ,-ხმა შეეცვალა და კისრის მალებზე ენა აუსვა.
გაგიჟდა და გადაირია ირინე,კაცს მისი შეკავება გაუჭირდა და როგორც რეზომ უწინასწარმეტყველა ისე აუხდა.მეორე ლოყაზეც ქალის თითები მთელი სიზუსტით დაეხატა.
-არასდროს გაბედო ჩემთან მოკარება! -კარისკენ წავიდა და ბოლომდე გამოაღო,რაც თავხედი სტუმრის წასვლის ნიშანი იყო.
კახა დინჯი ნაბიჯებით გაემართა,თვალები ჩასისხლიანებოდა.აკანკალებულ ქალთან შედგა და კბილები გააჭრიალა.
-სიამაყე დაგღუპავს,-გამოსცრა და საფეხურებს ჩაუყვა.
-რამდენს ბედავს?! -გაბრაზებულმა ისე მიაჯახუნა კარი,რომ კედელზე დაკიდული ჩარჩო იატაკზე დაეშვა.
„ჰმ,ეს რა კერკეტი კაკალია!“-მთელი გზა გულში იცოფებოდა კახა და აწითლებულ ლოყაზე ხელს ისვამდა.
***
მეორე დღეს სამსახურში მისულს მაგიდასთან მჯდომი ირინე რომ დაუხვდა,ყურზე იჩქმიტა.გაოცებული უყურებდა ხან რეზოს,ხან ქალს.ისე დაიბნა მისალმებაც დაავიწყდა,ნერწყვი რის ვაი-ვაგლახით გადაუშვა გამშრალ ყელში და თვალები დაყვლიპა.
-მოჩვენება ხომ არ დაინახე?-რეზოს ახარხარებას ცოტა უკლდა.
ირინემ არ შეიმჩნია,თავჩარგული რაღაცას ბეჭდავდა.
კახამ შუბლი მოისრისა, კუთვნილ მაგიდასთან ჩამოჯდა და თვალების ბრიალით , რეზო ჯერ ჩამოახრჩო,შემდეგ გილიოტინაზეც დაადებინა თავი.
-გაიცანი,ჩვენი ახალი თანამშრომელი ირინე დოდაშვილი,ეს კი კახა ჯორჯაძეა,- თვალებში ჭინკებ ათამაშებულმა გადახედა ორივეს და სანამ კახა იფეთქებდა ფურცლებს დაავლო ხელი და ოთახიდან გაშპა.
-გუშინ სიმართლე რომ გეთქვა რა მოხდებოდა?-შოკმა გადაუარა კაცს.
--არ ვარ ვალდებული ანგარიში გაბარო,-მშვიდად უთხრა ქალმა და მუშაობა განაგრძო.
-აა,გასაგებია,სიურპრიზი გამიკეთე,-ნერვებზე თამაში სცადა.
-ნუ იქნები თავდაჯერებული,-ცინიზმი გადააწნა.
-შენთან კამათს არ ვაპირებ,ისიც საკმარისია,რომ შენი ფეხით მოხვედი,-თვალი ჩაუკრა და მაგიდის უჯრას მიუბრუნდა.
კარში ქარივით შემოჭრილმა ლილიმ ,ირინეს სათქმელი პირზე შეუხმო.
-ჰმ,ასეც ვიცოდი!-ორივეს დაუღრინა და აწითლებულმა კარი გაიჯახუნა.
კახამ შუბლზე ისე იტკიცა ხელი,ირინეს სიცილი წასკდა,თავი ჩაღუნა და ფხუკუნით განაგრძო ბეჭვდა.კაცი წამოხტა და დერეფანში აჩქარებულ ნაბიჯით მიმავალ ლილის დაეწია,მკლავში ჩაავლო ხელი და შემოატრიალა.
-რა კონცერტებს მიმართავ?!-შეშლილი სახე ჰქონდა.
-არ გაგახარებ!-დაემუქრა და მხრის გაქნევით თავი გაინთავისუფლა.
-თავმოყვარეობა გაქვს საერთოდ?-ძარღვები დაეჭიმა.
-შენ გაქვს?-წიკვინით შემოუბრუნა კითხვა.
-რამეს შეგპირდი და არ შევასრულე?-მუშტებს კრავდა.
-მეგონა,ჩვენი ურთიერთობა სერიოზული იყო!- ცრემლები მოადგა.
-რომელი ურთიერთობა? გართობას ურთიერთობას ეძახი?წინააღმდეგი არ ყოფილხარ დროებითი შეხვედრებით და რა შეიცვალა უცებ? -გადაირია.
-მე არ ვერთობოდი!
-ეგ შენი პრობლემაა,არ მოგცემ უფლებას ჩემს ცხოვრებაში ჩაერიო! არც მინდა შეურაცხყოფა მოგაყენო,თავს ვერ ვაკადრებ,წადი შენს გზაზე და აღარ გადამეღობო!-შუბლშეკრული გამოტრიალდა.
-არ გაპატიებ!-ბოლო სიტყვა მაინც დააწია და ქვითინით გაიქცა.
ოთახში შესულს, რეზო ირინეს მაგიდასთან დახვდა,რაღაცას ლაპარაკობდნენ და კახას დანახვაზე ორივე გაჩუმდა.
-ხელი ხომ არ შეგიშალეთ?!-ნერვები აქეთ გადმორთო.
-ოო,კარგად უმუშავია ლილის,-გაეცინა რეზოს და მეგობრის მრისხანე გამოხედვაზე დასერიოზულდა.
მთავარი რედაქტორის ოთახში შესვლამ,წამიერად გადაავიწყა კახას ცოტა ხნის წინ მომხდარი.
-ჯორჯაძე,-სამსონმა ფურცელი დაუდო მაგიდაზე.-თერთმეტ სექტემბერს,ანუ ზეგ, შენ და ჩვენი ახალი თანამშრომელი ირინე დოდაშვილი ხევსურეთში ,კერძოდ ბარისახოში სადაც ტარდება „ხევსურული საღამო“,ფოლკლორი,ცეკვა-თამაში და ასე შემდეგ,უნდა წახვიდეთ,მჭირდება ფოტოები და ინტერვიუ როგორც მონაწილეებისგან,ასევე იქ მიწვეული სტუმრებისგან.ღამეს აქ მოცემულ ოჯახში გაათევთ,-ფურცელი აუფრიალა,-დილით კი წამოხვალთ.იცოდე,ყველაფერი უნდა იყოს უმაღლეს დონეზე!- სათვალე თითით გაისწორა და ირინეს გადახედა.
-ბატონო სამსონ,მე ვერ წავალ,-ამოიკნავლა ირინემ და რეზოს მუდარის თვალებით შეხედა.
-რას ჰქვია ვერ წახვალ?სტაჟირებას ამ ოთახში აპირებ? მასე ვერ მოვრიგდებით! მოემზადეთ,რედაქციის ავტომობილით წახვალთ!-მკაცრად თქვა და თავის ქნევით გავიდა კარში.
კახას და ირინეს გაოცებული თვალები ერთმანეთს შეხვდა.რეზოს ტუჩის ნაპირებში ჭინკები ჩამოკიდულიყვნენ.
***
შემოდგომას თავისი საღბავი მოეტანა და ბუნებისთვის ლამაზად გაენაწილებინა.წითელ-ყვითელ ფერებში აჭრელებული ფოთლები სიოს აჰყოლოდნენ ცეკვაში.
მცხეთა-მთიანეთის გზაზე ავტომობილი მიჰქროდა,მძღოლი გვერდით უხმოდ მჯდომ ქალს ღიმილით უთვალთვალებდა.
-წინ იყურე!- ირინეს სიბრაზე ეტყობოდა.
-ორი თვალი მაქვს,-გაეცინა კახას.
-აღარ გექნება,-არხეინად თქვა,ჩანთიდან შოკოლადის ფილა ამოიღო და თავი წაატეხა.
-მე არ მაჭმევ?-წარბაწეულმა გახედა.
ქალმა უხმოდ მოუტეხა და მიაწოდა.
-ახლა მთელი გზა ასე გაბუტულმა უნდა მიყურო?-მეორე ნატეხს წაეტანა.
-სალაპარაკო არაფერი გვაქვს!-მხრები აიჩეჩა.
-ისეთი არაფერი დამიშავებია,ასე მკაცრად რომ მექცევი,-დასერიოზულდა.
-შენი აზრით ნორმალური საქციელი იყო?-თვალები დააკვესა.
-ოდნავ შეგეხე,რა მოხდა? მომწონხარ და თავი ვერ შევიკავე,ამის გამო მიწა უნდა მომაყარო?-შუბლი გახსნა.
-ოდნავ?რა უფლებით,დაგრთე ნება?-მინა ჩამოსწია და სახე მიუშვირა.
-ნებართვა ,რომ მეთხოვა დამთანხმდებოდი?-სიჩქარეს მოუკლო.
-რა თქმა უნდა არა!-თითებს ერთმანეთში ხლართავდა.
-აბა,ისევ იერიშზე გადმოსვლა სჯობდა,-თითქოს რაღაცას ფიქრობსო,ისე თქვა.
-იმიტომაც მიიღე საკადრისი პასუხი!-გაახსენდა ის დღე და ჩაეღიმა.
-დაამთავრე შენი ნოველა?-კინკლაობა აღარ ისურვა.
-ჯერ არა.
-იმედია, მთავარი გმირი მე ვიქნები,-რისხვის მოლოდნში ოდნავ მოჭუტა თვალები.
-მთავარი გმირი რომ გახდე,უნდა მომწონდე,ან მიყვარდე,არც ერთია და არც მეორე,-მართლა მიაყარა მიწა.
-იტყუები!-იფეთქა,-მოგწონვარ და იმდენად ამაყი ხარ,შენს თავსაც კი არ უტყდები!
-გააჩერე მანქანა!-კარს დაეჯაჯგურა.
-აი,რომ არ მოგწონდე,ეგ რეაქცია არ გექნებოდა!-სიჩქარეს მოუმატა.
-რა გინდა,კახა?!-ღაწვები აწითლებოდა.
-პირველად მომმართე სახელით,ეს უკვე კარგია,-გაეცინა.
ქალს ხმა აღარ ამოუღია,აფორიაქებული გული სხეულის ყველა კუნჭულში უცემდა.

ბარისახოს ცენტრში უამრავ ადამიანს მოეყარა თავი.გამართულ სცენაზე ტექნიკის მონტაჟი მიმდინარეობდა.კახამ დიქტოფონი მოიმარჯვა და ირინესთან ერთად ხალხს შეერია.კონცერტმა სასიამოვნო განწყობაზე დააყენა ყველა.ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრებმა პოეტებმა, მომღერლებმა, მოცეკვავეებმა და ფოლკლორისტებმა.დასასრულს კიდევ ერთხელ მოიმარჯვეს დიქტოფონები და სამსონას დანაბარები პირნათლად შეასრულეს.ბოლოს ხევსურული ლუდიც მიირთვეს და ხინკალიც დააგემოვნეს.ირინეს ბედნიერი სახის დანახვაზე,კაცს ცელქი ბავშვივით უხტოდა გული.
ღამე მიცემულ მისამართზე მივიდნენ და მასპინძლების მიერ გაშლილ სუფრასაც მიუსხდნენ.კახას დაღლილობა და სასმელი ერთიანად მოერია და დიდი ბოდიშების მოხდით ირინეს ხელი დაავლო და მათთვის განკუთვნილ ოთახებისკენ გაიტაცა.

ღია კართან შედგა და ქალს ამღვრეული თვალები მიაპყრო.
-ახლა რომ ნებართვა ვითხოვო ერთ რამეზე,გამიბრაზდები?
-ბევრს ლაპარაკობ!-მხარში მსუბუქად უბიძგა ქალმა და თავის ოთახისკენ მიტრიალდა.
-გული მომიკალ,გული მე,ჩემო ირინეე,-წაიღიღინა და საწოლისკენ წავიდა.
ირინეს ეცინებოდა,საღამურები სწრაფად გადაიცვა და სახამებლიან საწოლში შრაშუნით შეწვა. გულისყური კარისკენ ჰქონდა,კახას რა მოუფრენდა თავში,ვინ იცის.ფხიზლად ატრიალებდა თვალებს.როდის ჩაეძინა არ ახსოვს,მძიმედ რომ იგრძნო სხეული და განძრევა გაუჭირდა,შიშისგან ენა ჩაუვარდა.
-ჩუმად,სირცხვილია ,-ყურსუკან უჩურჩულა ნაცნობმა ხმამ და უარესად გადაირია.
თვალებ დაქაჩული ზმუოდა ირინე და საწოლიდან გაქცევას ლამობდა.
-კარგი,რა პანიკაში ხარ,ახლა რომც მეხვეწო არაფრის თავი მაქვს,გაჩერდი და დავიძინოთ ,-უფრო მოხერხებულად მოთავსდა ქალის ზურგსუკან ,მკლავები ძლიერად მოხვია და ცხვირიც კისერში ჩაურგო.
-ახლავეს გაეთრიე ჩემი ოთახიდან!-კბილებში გამოსცრა და ცახცახმა აიტანა.
-რამდენს ლაპარაკობ,დამაძინე ადამიანო!-მობეზრებულად ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა.
-ეს უკვე მეტისმეტია,ყველანაირ საზღვარს გადახვედი! გაქრი აქედან!-ამოიხავლა და მოხვეულ მკლავზე კბილები ჩაასო.
არ განძრეულა კახა,აცადა ქალს ბოლომდე დაცლა.
-დაწყნარდი?- მწვავე ტკივილი არ შეიმჩნია კაცმა.
-გამიშვი,-ხმა უკანკალებდა.
-სულ რომ დამგლიჯო,აქედან გამსვლელი არ ვარ,-ქალის ბოლომდე გაგიჟება გადაწყვიტა,ირინეს ფეხები თავისში მოიქცია და ყურზე ნაზად წაკბინა.
-კახა გემუდარები,გადი,-ირინე ტიროდა.
კაცი მოეშვა,ნელ-ნელა ხელი უშვა და მძიმედ წამოდგა,ქალს საბანი მიაფარა,თავზე აკოცა და ჩუმად გავიდა.
რაღა დააძინებდა ირინეს,საწოლში მოკუნტული ცრემლად იღვრებოდა.
-არანორმალურია,გიჟია! რამდენს მიბედავს!-ჩურჩულებდა და ბალიშს ნამავდა.
კახა გამოფხიზლებულიყო,ტკივილი მთელ მკლავზე გასულიყო და მწვავედ უვლიდა.
-ასაცრელი არ გავხდე,-ჩაილაპარაკა და სიცილი აუტყდა.

დილით მასპინძლებმა ღიმილით გააცილეს სტუმრები და გზაც დაულოცეს.წარბშეკრული იჯდა ირინე,ხელები ჩანთისთვის მოეხვია და გულზე აეხუტებინა.
-ალიკაპი უნდა ვიყიდო,-თავის ქნევით ეღიმებოდა კახას.
-მაგ თანხით ტვინზე იმკურნალე,-არ დარჩა ვალში, კოპეშეკრულმა შეუღრინა.
-ჩემს ტვინს აღარ ეშველება,ისე ამირიე,-ამოიოხრა.
მეტი სიტყვა აღარ თქმულა,მთელი გზა მდუმარედ გალიეს.პირდაპირ რედაქციაში მივიდნენ და რედაქტორის შექება დაიმსახურეს.
-ყოჩაღ,ირინე,პირველ დავალებას კარგად გაართვი თავი,თუ ასე გააგრძელებ,წინ წარმატებული მომავალი გელის,დღეს კი შეგიძლიათ დაისვენოთ,-გაუღიმა სამსონმა ორივეს და ხელი ჩამოართვა.
ქალზე ძალიან კახას გაუხარდა,ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-გაგაცილებ,-ჩუმად შეაპარა დერეფანში მიმავალ ირინეს.
-აღარ გაბედო ჩემთან სიახლოვე!-დაუმარცვლა ქალმა და ანთებული სახე ახლოს მიუტანა კაცს.
-დარწმუნებული ხარ,რომ მართლა მასე გსურს?-სერიოზული იყო.
-სავსებით!-ნაპერწკლებს ყრიდა.
-შენი სხეული რომ სხვას მეუბნება?-მკლავზე დაუსვა ხელი და ახლოს მიიწია ქალთან.
ირინეს გააკანკალა,ნაბიჯი უკან გადადგა და თითქოს ნახტომისთვის ემზადებაო ,ისე წაიგრძელა კისერი.
-ვერ გიტან!-გამოსცრა კბილებში.
-მე მართლა შემიყვარდი,-ხმა დახშობოდა.
-ლილისაც მაგას ეუბნებოდი?-ცივი წყალი გადაასხა.
ადგილზე გაშრა კაცი,კბილები გააჭრიალა და ქალს მიუახლოვდა.
-უადგილო იყო მისი ხსენება!-თვალებში ჩააჩერდა.
-ერთი თავდაჯერებული კაცი ხარ,რომელსაც ჰგონია,რომ ყველა ქალის შეთრევა შეუძლია საწოლში,არ გაგივა ჩემთან!-ტუჩები გაუფითრდა.
-კარგი,იყოს ისე როგორც შენ გინდა,მე ახლოს აღარ გაგეკარები,დავამთავრე ყველაფერი,-დანანებით ჩაილაპარაკა და სამუშაო ოთახისკენ წავიდა.
ქალი გახევებული დარჩა,არ ეგონა ასე უცებ, თუ დაიხევდა კაცი უკან.თვალი გააყოლა და თითქოს საყრდენი გამოეცალაო ,წაბარბაცდა.კიბეზე ლილი შეხვდა,ამრეზით შეათვალიერა ირინე და დამცინავი ღიმილიც მიუგდო.
-ესღა მაკლდა,-ჩაილაპარაკა და საფეხურზე დაეშვა.

რეზო დაეჭვებული უყურებდა ოთახში შემოსულ კახას,რომელიც მაგიდას უხმოდ მიუჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
-მშვიდობაა?-ცალი წარბი აპრიხა.
-მშვიდობაც და სოლიდარობაც!-მოჩვენებითი სიმშვიდით თქვა.
-რა მოხდა?-გულმა რეჩხი უყო.
-დამთავრდა!-ხელი ჩაიქნია.
-ჯერ არ დაგიწყიათ და უკვე დაამთავრეთ?-პირის ნაპირები დაბლა დასწია.
-არ უნდივარ,არ მოვწონვარ და მთლად უარესიც,ვერ მიტანს!-დანანებით ჩაილაპარაკა.
-ეშინია კახა,ეშინია რომ ლილის ბედს გაიზიარებს,არ არის დარწმუნებული შენში.მოსწონხარ,არ უნდა მეთქვა,მაგრამ მე მესაუბრა.
-რა გავაკეთო,რომ შიში გაუქრეს? თავისუფალი ადამიანი ვარ,ან ლილი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში,ან ნატაშა,ამის გამო აღარ მაქვს უფლება ვინმე შემიყვარდეს?-ფეხზე წამოხტა და ნერვულად მოჰყვა წინ და უკან სიარულს.
-მე დაველაპარაკები,-ყრუდ ჩაილაპარაკა რეზომ.
-არც გაბედო!-კატეგორიული ტონი ჰქონდა.
***
შემოდგომა მიილია და ზამთარმა სუსხი შემოყარა ქალაქში,ყინულის ლოლოები ბროლის ჭაღებივით დაეკიდნენ აივნებს. სტაფილოებით დამშვენებული ცხვირებით და ნახშირის თვალებით, თოვლის პაპებს ყველა ეზოში დაედოთ ბინა.
იმ დღის შემდეგ კახას ირინესთვის სიტყვაც არ უთქვამს,ქალი ვითომც არ არსებობდა,ისე ექცეოდა.საახალწლოდ შვებულებაც აიღო და ორი კვირით გაუჩინარდა კიდეც.ირინეს მოუსვენრობა შეეტყო,კაცის უყურადღებობა გულს უსერავდა,მთელი დღეები ჩაფიქრებული დადიოდა,ყველაფრის ხალისი დაკარგა და უღიმღამოდ აკეთებდა საქმეს.რეზოს არ გამორჩენია ქალის ცვლილება და გულში ზეიმობდა კიდეც.
-სად წავიდა?-მოთმინების ფიალა ავსებოდა.
-არ ვიცი,არ უთქვამს,-რეზოს თავი არ აუწევია ისე გასცა პასუხი.
სხეულში კიდევ ერთხელ ჩასწყდა რაღაც და დამძიმდა.საათებს და წუთებს ითვლიდა და ელოდა,როდის შემოაღებდა კარს.კახას ცარიელ მაგიდისკენ მზერა ეყინებოდა და მოწოლილ ცრემლებს ჩუმად ყლაპავდა.
შვებულებიდან ფერშეცვლილი დაბრუნდა კახა.გარუჯული სახე სამუშაო ოთახში რომ შეანათა,ირინე ადგილზე შეხტა და გულმა გამალებით დაუწყო ბრაგუნი.ქალისკენ არ გაუხედავს,პირდაპირ რეზოს ჩამოართვა ხელი და გადაკოცნა.
-კარგად დაგისვენია,-გაეცინა მეგობარს და მხარზე ხელი დაუტყაპუნა.
-უჰ,სასიამოვნოდ,ბაკურიანს არაფერი სჯობს,-ქალისკენ გააპარა მზერა და მისი აწყ.ლიანებული თვალებიც გამოიჭირა.ირინემ თავი ფურცლებში ჩარგო.კახას ჩაეღიმა.
ზამთარმა ზოზინით ჩაიარა.გაზაფხულის შემოსვლას ბუნების გამოღვიძება მოჰყვა,სისხლმაც უცნაურად იწყო ჩქეფა.რედაქციამ ქალებს სიურპრიზი გაუკეთა სარვამარტოდ და საჩუქრებთან ერთად ბანკეტიც მოაწყო.რესტორანში თეთრ სუფრებ გადაფარებულ მაგიდებზე ჩამწკრივებულ თეფშებზე იების კონა იწონებდა თავს.კახა უცნაურად ცქმუტავდა და რეზოს დაცინვას ვაჟკაცურად იტანდა.კარში შემოსულ ირინეს დანახვაზე,უარესად დაიბნა და გამშრალ ყელს ლიმონათი გადაავლო.

ქალს შავი გრძელი კაბა ეცვა,გულზე ღრმად ამოჭრილი,რომელსაც ვერცხლის ფერი მაქმანები დასდევდა ირგვლივ.გრძელი თმა მაღლა აეწია და კეფაზე გამოენასკვა.მაღალ ქუსლებზე შემდგარი ტანის რხევით მიუახლოვდა სუფრას და კახას მოპირდაპირედ დასკუპდა.ლილიმ მაიკოს რაღაც გადაულაპარაკა და ირინე თვალებით შეჭამა.
-პირი დახურე,-მაგიდის ქვეშ ფეხი წაკრა რეზომ და ჩაიფხუკუნა.
რეტდასხმული შესცქეროდა ქალს და მთელ ტანში ჩაღვრილი ლავის ჩაქრობას ამაოდ ცდილობდა ცივი სასმელით.
თამადობა სამსონამ იკისრა, ქალებს დღესასწაული ფეხზე წამოდგომით და პათოსით წარმოთქმული სადღეგრძელოთი მიულოცა.მამაკაცებმა სათითაოდ წარმოთქვეს ლამაზი სიტყვები და ქალების ღიმილიც დაიმსახურეს.კახა ფეხზე წამოდგა,სუფრას თვალი მოატარა და მზერა ირინეზე შეაჩერა,
-„მიყვარს ენძელა,თეთრი თოვლის ქვეშ
ნაზად მთვლემარე.
იის კონებით მოფენილი
ეს სასწაული.
მე მიყვარს მარტი,გიჟი,ველური
მუდამ მშფოთვარე,
და მარტის თვეში
მხოლოდ შენი დღესასწაული!-ქალს სიყვარულით გაუღიმა და ჭიქას ძირიც გამოუჩინა.

ირინეს სითბომ დაუარა,თავი დახარა და აკანკალებული თითები ერთმანეთს გადააჭდო.ლილის სიბრაზისგან სახე დაეჯღანა,მაგიდის წევრები გაკვირვებულები მისჩერებოდნენ ხან კახას,ხან ირინეს.რეზო თავის ჭინკებთან ერთად იჯდა.
მუსიკის ხმამ უხერხულობა გაფანტა და საცეკვაოდ წამოიშალნენ.მამაკაცებმა თავის დაკვრით გაიწვიეს ქალები სცენაზე.
-მეცეკვები?-ხმა დაგუბებული წამოადგა თავს და ირინეს ხელი თავისაში მოიქცია.
უხმოდ გაჰყვა ქალი.კახამ მკლავები მოხვია და ახლოს მიიზიდა.
-სადაცაა შაშვი იგალობებს,ერთად მოვუსმინოთ,ჩემი სახლის ფანჯრიდან და დაუსრულებელს ნუ დატოვებ შენს ნაწარმოებს,ცოლად გამომყვები ,ირინე?!- ბაგესთან უჩურჩულა და პასუხის მოლოდინში დაიძაბა.
ქალი გაირინდა,კაცს სახეზე ხელი ნაზად დაუსვა და დაგუბებულ გრძნობებს გზა მისცა.
-ალიკაპის ყიდვა აღარ დაგჭირდება,-კაცს ტუჩებზე შეეხო და მკერდზე თავი მიადო.
-რამდენი მაწვალე,-გაეცინა კახას და ქალი ძლიერად ჩაიხუტა.
***
ზაფხულის მზე ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდა.დაუზოგავად წვავდა არე-მარეს.ხეების ჩრდილში გაბმულ ჰამაკში ირინე ჩამჯდარიყო და ჟურნალის თვალიერებით თავს ირთობდა.სათონესთან მზია თავწაკრული ყრიდა ფიჩხს თონეში.გვერდით მაგიდაზე ცომს გვერდები აფუებოდა და კანში ვეღარ ეტეოდა.მარანში მამაკაცები ქვევრის თავთან იდგნენ და შიგ მოლივლივე სითხეს ბოცებით ხელში დასქეროდნენ.
-კახა! კახა!-აღტაცებული კიოდა ირინე და ჰამაკში ფეხებს აფართხალებდა.
-რა დაგემართა?!-გულგახეთქილი გამოვარდა კაცი და უკან ვანო მოჰყვა,არანაკლებ შეშინებული.
-კახა! დამიბეჭდეს,ჩემი ნოველა დამიბეჭდეს!-ფეხზე წამოხტა და მამაკაცისკენ გაქანდა,სიცილ-ტირილი ერთმანეთში არეოდა.
კაცს სახე გაუნათდა,ჟურნალს ხელი დაავლო და ღიმილით დააჩერდა.
„სანამ შაშვი იგალობებს“-ავტ.ირინე დოდაშვილი.
დიდი შავი ასოებით ეწერა.გახარებული ქალი ხელში აიტაცა და რამდენჯერმე დაატრიალა.
-თავიდანვე ხომ გითხარი,რომ ეგ როლი ჩემი იყო!-მოწყურებულივით დაეწაფა ბაგეზე.

დასასრული



№1  offline წევრი ჟიზელი

აი,ხო მთელი 3 საათი ვიჯექი გამოცდაზე,თან კაბით,ვერ ვინძრეოდი ზედმეტად და კინაღამ სკამის ფორმა მივიღე :დ წელი გამიშეშდა და სახლში ძლივს მოვფორთხდი :დ დავიღალე,ჩავკკვდი,მაგრამ ეს სახელი,რომ დავინახე შემოვქანდი ეგრევე :დ ახლა წავიკითხავ,ბედნიერების ცრემლებით ვიტირებ ვიცი და კიდევ მოგწერ,როგორ მომეწონა ,მაგის სათქმელადაც :დ

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ჟიზელი
აი,ხო მთელი 3 საათი ვიჯექი გამოცდაზე,თან კაბით,ვერ ვინძრეოდი ზედმეტად და კინაღამ სკამის ფორმა მივიღე :დ წელი გამიშეშდა და სახლში ძლივს მოვფორთხდი :დ დავიღალე,ჩავკკვდი,მაგრამ ეს სახელი,რომ დავინახე შემოვქანდი ეგრევე :დ ახლა წავიკითხავ,ბედნიერების ცრემლებით ვიტირებ ვიცი და კიდევ მოგწერ,როგორ მომეწონა ,მაგის სათქმელადაც :დ


შარვალი ჩაგეცვა,არ მიგიღებდნენ?))) წარმატებები ჩემო ლამაზო :'

 


№3  offline მოდერი abezara98

ვაიმეე, რა კარგი იყოო blush გაბადრულმა ჩავიკითხე და ისე მომეწონა, უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა blush მართალია, ცოტა ბევრი აწვალა ირინემ ჩემი კახა, მაგრამ, ვაღიაროთ ახლა, რომ ცოტა ღირსიც იყო smile ისე, აცრა გაიკეთა? laughing წარმატებები და ველი სხვა ისტორიებსაც blush

 


№4  offline წევრი ჟიზელი

ტერიკო74
ჟიზელი
აი,ხო მთელი 3 საათი ვიჯექი გამოცდაზე,თან კაბით,ვერ ვინძრეოდი ზედმეტად და კინაღამ სკამის ფორმა მივიღე :დ წელი გამიშეშდა და სახლში ძლივს მოვფორთხდი :დ დავიღალე,ჩავკკვდი,მაგრამ ეს სახელი,რომ დავინახე შემოვქანდი ეგრევე :დ ახლა წავიკითხავ,ბედნიერების ცრემლებით ვიტირებ ვიცი და კიდევ მოგწერ,როგორ მომეწონა ,მაგის სათქმელადაც :დ


შარვალი ჩაგეცვა,არ მიგიღებდნენ?))) წარმატებები ჩემო ლამაზო :'

სულ შარვლით დავდივარ და არ მეჰონა,თუ შემაწუხებდა გრძელი კაბა :დ
უფ,როგორ მიყვარს მე ასეთი სიყვარულები ^^ ტკბილი,თბილი, უზედმეტო. მოკლედ რა ^^ მეგობრებს უკვე ვაკითხებ :დ

 


№5  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

[quote=abezara98]ვაიმეე, რა კარგი იყოო blush გაბადრულმა ჩავიკითხე და ისე მომეწონა, უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა blush მართალია, ცოტა ბევრი აწვალა ირინემ ჩემი კახა, მაგრამ, ვაღიაროთ ახლა, რომ ცოტა ღირსიც იყო smile ისე, აცრა გაიკეთა? laughing წარმატებები და ველი სხვა ისტორიებსაც blush[/quote]
კი იყო ღირსი,რას ჩაუხტა საწოლში)))
მადლობა ჩემო კარგო :*
ჟიზელ
შარვალი ჩაგეცვა,არ მიგიღებდნენ?))) წარმატებები ჩემო ლამაზო :'[/quote]
სულ შარვლით დავდივარ და არ მეჰონა,თუ შემაწუხებდა გრძელი კაბა :დ
უფ,როგორ მიყვარს მე ასეთი სიყვარულები ^^ ტკბილი,თბილი, უზედმეტო. მოკლედ რა ^^ მეგობრებს უკვე ვაკითხებ :დ[/quote]

მადლობაა :*
შენს გამოფენაზე როდის უნდა დამპატიჟო?)))

 


№6 სტუმარი ეკა

რომანტიკული ისტორიების დიდოსტატი ხარ. ოღონდ ცოტა გააგრძელე ხოლმე სიყვარულობანას თამაშები ????????

 


№7  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ეკა
რომანტიკული ისტორიების დიდოსტატი ხარ. ოღონდ ცოტა გააგრძელე ხოლმე სიყვარულობანას თამაშები ????????


მადლობა ჩემო კარგო :*
გავაგრძელებ))))))

 


№8  offline წევრი შამხათი

ძალიან მომწონს შენი ისტორიები.

 


№9  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

შამხათი
ძალიან მომწონს შენი ისტორიები.


მადლობაა <3

 


№10 სტუმარი კრუასანი

ველოდი ფავორიტს და ამჯერად ირინეა კახას ნაცვლად???? ვკითხულობდი და რაღაცეები მახსენდებოდა რეალური ისტორიიდან

 


№11  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

კრუასანი
ველოდი ფავორიტს და ამჯერად ირინეა კახას ნაცვლად???? ვკითხულობდი და რაღაცეები მახსენდებოდა რეალური ისტორიიდან

ფისო ხარ)))))

აჯობა კახას,კი))) მოარჯულა)))

 


№12 სტუმარი Qeti qimucadze

Sheni niki rom cavikitxe mocyurebulivit veci, zalian tbili da pozitiuri iyo, yochagg

 


№13  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Qeti qimucadze
Sheni niki rom cavikitxe mocyurebulivit veci, zalian tbili da pozitiuri iyo, yochagg

ქეთი,დიდი მადლობაა <3

 


№14 სტუმარი ????????????

ძალიან კარგად წერ.ყოჩაღ.წარმატებები.

 


№15  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

mirandaa31
სულ მიხარია შენი ნიკის დანახვა.. გული მითბება შენს ისტორიებს რომ ვკითხულობ. ასე ხშირადაც რომ გვანებივრენ სულ კარგი ხარ. მალე ახლით გელოდები ❤️

მირანდა,მადლობა საყვარელო <3

????????????
ძალიან კარგად წერ.ყოჩაღ.წარმატებები.

მადლობაა <3

 


№16  offline წევრი tamari1999

გამიხარდა ახლა, ამ წვიმიან დილას, ამ ისტორიის წაკითხვა^^ პატარა თბილი და გრძნობებით სავსე.. სასწაული იყო^^ ისე მესიამოვნა კახა და ირინე^^ და ჩუმ-ჩუმელა რეზი კიდევ^^ მომეწონა ძალიან... წარმატებები შენ❤

 


№17  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

tamari1999
გამიხარდა ახლა, ამ წვიმიან დილას, ამ ისტორიის წაკითხვა^^ პატარა თბილი და გრძნობებით სავსე.. სასწაული იყო^^ ისე მესიამოვნა კახა და ირინე^^ და ჩუმ-ჩუმელა რეზი კიდევ^^ მომეწონა ძალიან... წარმატებები შენ❤

თამარ,დიდი მადლობა ჩემო კარგო <3

 


№18  offline ახალბედა მწერალი tasusuna

არ გიცნობდი, გამიხარდი ❤❤❤
დღეის იქით ვიცი, შენი ნიკის მიღმა ძალიან ლამაზი, საინტერესო და, სიყვარულით სავსე რომანი მელოდება!

 


№19  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

tasusuna
არ გიცნობდი, გამიხარდი ❤❤❤
დღეის იქით ვიცი, შენი ნიკის მიღმა ძალიან ლამაზი, საინტერესო და, სიყვარულით სავსე რომანი მელოდება!

ტასო,დიდი მადლობა <3

 


№20  offline მოდერი naattii

რა საყვარელი იყო ❤

 


№21  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

naattii
რა საყვარელი იყო ❤

<3 მადლობა

 


№22 სტუმარი სტუმარი თათუ

ძალიან კარგი იყო❤️

 


№23  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი თათუ
ძალიან კარგი იყო❤️

თათუ <3

 


№24 სტუმარი სტუმარი მაარიამი

ძააალიან მომეწონა ????????????

 


№25  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი მაარიამი
ძააალიან მომეწონა ????????????

<3

 


№26  offline წევრი ნინ იი

კარგ ხასიათზე დავდექი..
ძალიან კარგად, გამართულად წერთ.ყოჩაღ!!! ????

 


№27  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ნინ იი
კარგ ხასიათზე დავდექი..
ძალიან კარგად, გამართულად წერთ.ყოჩაღ!!! ????

ნინი,მადლობა ჩემო კარგო <3

 


№28  offline წევრი triniti

როგორ მიხარია შენი ისტორიები რომ აღმოვაჩინეე.საოცრება ხარ შენ.

 


№29  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

triniti
როგორ მიხარია შენი ისტორიები რომ აღმოვაჩინეე.საოცრება ხარ შენ.


გაიხარე,ჩემო კარგო <3

 


№30 სტუმარი სტუმარი ხათო

ძალიან,ძალიან მომეწონა, საკმაოდ დახვეწილად წერ და იმსახურებ ახალბედა მწერლის სტატუსს!!! წარმატებები!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent