"კრიალოსანი"{სრულად}
მზე შემოხვეოდა შავ ზღვას და ურცხვად უკოცნიდა ნაპირს.გაბრაზებული ზღვა ტალღებით ცდილობდა აბეზარის მოშორებას. ზვირთებს გამეტებით ახეთქებდა სანაპირო ზოლს და თუ კი რამ ხვდებოდა გზაზე,თან მიითრევდა. -მიშველეთ!მიშველეთ!-განწირული კიოდა ქალი და შეშლილი თვალებით მშველელს ეძებდა. წყლის დიდ მასაში შავი წერტილივით მოჩანდა ადამიანის თავი,რომელიც დრო და დრო იკარგებოდა.ხალხი ჩოჩქოლით წამოიშლილიყო,ყველას სასოწარკვეთა ეტყობოდა სახეზე და ზღვაში ჩაკარგულს შეშინებულნი ადევნებდნენ თვალს.ვერავის გაებედა შიგნით შესვლა.ქალი კივილს არ წყვეტდა ,მუხლებზე დაცემულს თავში წაევლო ხელები და გადარეული ატრიალებდა თვალებს. ბუნგალოდან მთელი სისწრაფით გამოქანდა მაღალი,დაკუნთული მამაკაცი და თავით გადაეშვა წყალში.ხალხს აღტაცების შეძახილები აღმოხდა და დაძაბულნი მიაჩერდნენ ტალღებთან მებრძოლს.კაცი წვალებით მიიწევდა წინ,წყლის ნაკადი თავზე უვლიდა და სუნთქვაში უშლიდა ხელს. შავი წერტილი ნელ-ნელა გადიდდა და ქალის გალურჯებული სახე რომ დაინახა,უფრო ძლიერად მოუსვა მკლავი.მიუახლოვდა თუ არა,თმაში ჩაავლო ხელი და თავისკენ დაქაჩა.ქალმა მხსნელი როგორც კი იგრძნო,კისერზე შემოეხვია და ფეხებიც შემოაჭდო. -რას აკეთებ,ორივე დავიხრჩობით!-ძლივს ამოთქვა მამაკაცმა და ქალთან ერთად ჩაყვინთა,წყალქვეშ ძლივს მოიშორა თავიდან და ამოსვლისას ღრმად ჩაისუნთქა.ქალიც ამოტივტივდა და ძალაგამოცლილმა ხელების ქნევა დაიწყო. -მისმინე! თუ გინდა რომ ცოცხალი გაგიყვანო,ზედ არ მომახტე,მიჰყევი ჩემს მოძრაობას!-დაუყვირა და ქალისკენ გაცურა,დამორჩილებულს იღლიებქვეშ ამოსდო მკლავი და გულზე მიიწვინა.ტალღები თავზე უვლიდათ,რამდენჯერმე ხელი გაეშვა კიდეც და ახლიდან იწყებდა ჭიდილს.ქალი ერთიანად ძაგძაგებდა,ნაყლაპი წყალი გულს ურევდა. -ნუ გეშინია!-უყვიროდა კაცი და ძლიერად ებღაუჭებოდა.ხალხს ეზრუნა და სანაპიროზე სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოეძახა. სამშვიდობოს გასული ქალთან ერთად დაეცა და გულაღმა გადაწვა.არაქათ გაცლილს სუნთქვა გახშირებოდა და მარილიანი წყლისგან ყელი ჩასწვოდა. თავს თეთრხალათიანები რომ წამოადგნენ,ხელის აწევით ანიშნათ,რომ კარგად იყო,თვალდახუჭული ცდილობდა ძალების მოკრებას. სიკვდილს გადარჩენილი კი საკაცეზე დააწვინეს და სირენით წაიყვანეს.ხალხი მამაკაცს შემოეხვია და ქება-დიდება არ დაიშურა. -რა ანგელოზი გადაარჩინე,ყოჩაღ! -შენ გაუმრავლდი დედას! -შორიდან ჩაესმოდა ხმები .მძიმედ წამოსწია ტანი და წამოდგა.უხმოდ გაარღვია ირგვლივ შემოკრებილი და ბუნგალოსკენ წავიდა. -ნიკო,რა მოხდა?-გაკვირვებული მიუახლოვდა მამაკაცი მაგიდასთან მჯდომს. -ვიღაც გოგო იხრჩობოდა და ისე ხომ არ ვიჯდებოდი?- ბოთლს თავსახური მოხსნა და ჩამწვარ ყელს წყალი გადაავლო. -შენც რომ რამე მოგსვლოდა,ლელას რა პასუხს გასცემდი? სამ დღეში ქორწილი გაქვთ,-გაეღიმა. -კარგი რა ვატო..შენ ის მითხარი,როდისთვის დაბრონეს პოლონელებმა?-სკამის საზურგეზე გადაწვა. -ზეგ ჩამოდიან,დიდი ჯგუფია,-უთხრა და თან მიმტანს ანიშნა ხელით. -მე არ მეცლება,შენ მოგიწევს ყველაფრის მიხედვა,ხვალ ვბრუნდები თბილისში. -ყველაფერს მოვაგვარებ,-ცერა თითი ასწია. *** შავნაბადას მთაზე, ტაძრიდან ნეფე-დედოფალი გამოვიდა და ჯვარდაწერილებს მოწვეულმა სტუმრებმა ჟრიამულით მიულოცეს გაბედნიერება. მაღალ,ახოვან მამაკაცს,რომელსაც ტრადიციული სამოსი ემოსა ტანს,თეთრ კაბაში გამოწყობილ დედოფლისთვის ჩაეკიდა ხელი და იქვე მდგარ ყვავილებით და ლენტებით მორთულ ავტომობილისკენ მიჰყავდა,სახეზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა და შავ ღამესავით თვალებიდან სიხარულის ვარსკვლავებს აფრქვევდა.ქალს დიდად არ ეტყობოდა აღტაცება,მოზომილად იღიმოდა და მელასავით თვალებს, აქეთ-იქით დააცოცებდა,თითქოს ვიღაცას ეძებსო.მეჯვარეებიც არანაკლებ ბრწყინავდნენ,ვატო ჩოხაში გამოწყობილი უმშვენებდა გვერდს ბავშვობის მეგობარს. ცნობილ მაგნატის,ნიკო ფხოველის და მისი მდივნის ლელა მაკალათიას ქორწილი გახლდათ. საქორწრინო დარბაზში ნაღებ საზოგადოებას მოეყარა თავი და სიძე-პატარძლის შემოსვლამდე შამპანურის წრუპვით გაჰყავდათ დრო. -იმდენი ქნა სანამ ცოლად არ გაჰყვა ნიკოს,-ტუჩების გრეხვით გადაუჩურჩულა გვერდში მჯდომს ეკატერინემ. -ჩუმად გოგო,-ნონამ შეშინებულმა მოატარა თვალები. -რა ჩუმად?ყველამ იცის,ფულებს გაჰყვა ნიკოს კი არა!-ჩაიცინა და მარწყვი დამდნარ შოკოლადში ამოავლო. -ნიკო როგორ ვერ ხვდება?-დანანებით ჩაილაპარაკა ნონამ. -სულელია ამხელა კაცი,რომ გაუნიავებს ქონებას და დასვამს მშრალზე,მერე მიხვდება,-მარწყვს შამპანური მიაყოლა. -რა გამოლევს მაგის ქონებას,სულ თუ არაფერი ფილატელისტიც ყოფილა ბაბუამისივით, იმ კოლექციის საერთო თანხა,ლამის ქვეყნის ბიუჯეტს უდრისო,-ყურში უჩურჩულა. -აჭარბებ,-თვალები ჭყიტა კატიამ. -ნუ ახლა,მთელი ფხოველების ქონება კი უდრის,კომპანია,სასტუმროების ქსელი თბილისსა და ბათუმში,საზღვარგარეთ ჰქონია კიდევ ბიზნესები,-თითებზე დაიწყო ჩამოთვლა. -ბედი არ გინდა? მე კი არავინ გამომიჩნდება მასეთი,-ორივე აფხუკუნდა. წყვილის შემოსვლას მუსიკასთან ერთად ხალხის აპლოდისმენტებიც შეუერთდა.ვალსიც იცეკვეს და ხელოვნების ნიმუშივით მოხატული ტორტიც გაჭრეს.ყველა თავის ადგილზე მოკალათდა და მზარეულების მიერ საგანგებოდ მორთულ-მოკაზმული კერძები დააგემოვნეს. -ნიკო,ახლავეს მოვბრუნდები,-ღიმილით უჩურჩულა ლელამ და ფეხზე წამოიმართა. -სად მიდიხარ?-გაუკვირდა სიძეს. -მაკიაჟს შევისწორებ,-კაბის გრძელი ბოლო ხელში მოაგროვა და სწრაფი ნაბიჯით ქალთა ოთახისკენ გაემართა. ეკატერინეს თვალს არ გამორჩენია ლელას აღელვებული გასვლა და უკან გაჰყვა. -ლელა,-ჩუმად დაუძახა კუთხიდან მამაკაცმა და ქალს ხელი ჩაავლო. -გადაირიე?არავინ დაგვინახოს!-შემკრთალმა მოატარა ირგვლივ თვალები. -აქეთ წამოდი,-ვიწრო დერეფნიდან საწყობისმაგვარ ოთახში ამოაყოფინა თავი. -მერაბ,დაგვინახავენ,-შეშინებულმა დაიჩურჩულა და მის ყელზე მოთარეშე ტუჩებზე კვნესა აღმოხდა. -ნუ გეშინია,- ერთი მოძრაობით მიატრიალა ქალი და ზურგზე აეკრა. -არა,გაჩერდი,აქ არა,-თავის დაძვრენა სცადა ქალმა. -დღეს რომ არ ვიყო შენთან,გავგიჟდები,-ათრთოლებული ხმით უჩურჩულა და კაბის ქვეშ მის საცვალს დაეჯაჯგურა. -მერაბ,არა,-დაიკვნესა ქალმა და წინააღმდეგობის ნაცვლად ზედ აეკრა მამაკაცს. კაცმა კაბა გადააძრო,ფეხებშუა მოექცა და თბილ სხეულში ნელ-ნელა შეუძვრა.ქალი სიამოვნებისგან დაიკლაკნა და მოგუდულ ხმები გამოსცა.. ეკატერინემ ქალთა ოთახში ლელა რომ ვერ დაინახა,გაუკვირდა და ცბიერი ღიმილით დერეფანს გაუყვა.უცნაურ ხმების გაგონებაზე შედგა და სმენა დაძაბა.კართან ახლოს მივიდა და ყური ზედ დააკრა. -მერაბ,ძებნას დამიწყებენ,გამიშვი,-თავადაც არ ეთმობოდა კაცი,ისე ეგლასუნებოდა ტანზე. კაცს შუბლი დანამვოდა და დაჭიმულ სხეულს სწრაფად ამოძრავებდა.ქშენა და კვნესა ერთმანეთში ირეოდა.პიკს მიღწეულნი მოეშვნენ და ცოტა ხნით მიყუჩდნენ. -იცოდე,რაც მოვილაპარაკეთ ზედმიწევნით შეასრულებ,ჩახვალთ თუ არა,იმ წუთიდანვე შეუდგები გეგმის განხორციელებას,- უთხრა მერაბმა, ქალს მოშორდა და შარვლის ელვა ამოიწია. -ყველაფერს გავაკეთებ,ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება ყველაფერი,-თქვა ლელამ და კაბას შეისწორა. კარს უკან ჩასაფრებულს თვალები დაეჭყიტა და პირიც დაეღო,გაოგნებული უკან-უკან წავიდა და დარბაზისკენ გაიქცა. -კატია,რა დაგემართა?-ნონამ აღელვება შეატყო . -არაფერი,-დაბნეულმა უპასუხა და გასასვლელისკენ წასულ ნიკოს თვალი გააყოლა.“რაღაც ცუდს ამზადებს ეს ქალბატონი“-გაიფიქრა და თავში ათასი ვერსიის შეთხზვას მოჰყვა. -ცუდად ხომ არ ხარ,ლელა?-ჰკითხა ნიკომ შეშფოთებული ხმით . -არა,ცოტა თავბრუ მეხვევა,გადაღლილობის ბრალია,-გაუღიმა და დარბაზისკენ წავიდა.ნიკომ დაეჭვებულმა გააყოლა თვალი და საპირფარეშოსკენ გზა განაგრძო.შესვლისას ,ონკანთან მდგომი მისი კომპანიის იურისტი დაინახა,რომელსაც წყლის ნაკადისთვის შეეშვირა სახე. -მერაბ,სად დაიკარგე?აქაც არ მომასვენეს, გადაზიდვებზე ხელი გქონია მოსაწერი და ვერ გიკავშირდებიან,-უთხრა და თავიდან ბოლომდე შეათვალიერა. -არ იჭერს მობილური,გავალ გარეთ გავარკვევ,-მერაბმა სწრაფად შეიმშრალა პირი და ზედ არ შეუხედავს,ისე გავარდა . ნიკო თვალმოჭუტული ჩაფიქრდა და ტელეფონზე შემოსულ შეტყობინებას დახედა. დაფარული ნომერი თავზარდამცემ ამბავს იტყობინებოდა.“შენი ცოლი მერაბის საყვარელია,ერთობლივი გეგმა აქვთ შენს წინააღმდეგ,უფრთხილდი“-გაოგნებულმა სამჯერ გადაიკითხა,თვალებს არ უჯერებდა,ძარღვები დაეჭიმა და სისხლი მოაწვა სახეზე,ავის მომასწავებლად მოატარა მზერა და კოპებშეკრული გაემართა დარბაზისკენ. ეკატერინემ შორიდანვე შენიშნა თვალებში რისხვაჩამდგარი ნიკო,კმაყოფილმა ჩაიცინა და ლელას ცინიკური ღიმილით გახედა. დროსტარება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა,ყველამ მოილხინა ნიკოს გარდა.იჯდა შუბლშეკრული და დანა პირს არ უხსნიდა. -რამე მოხდა?-ლელამ ხელი ხელზე დაადო. -მოხდა,საქორწინო მოგზაურობაში ჯერ ვერ წავალთ,რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი,უჩემოდ ვერავინ გაართმევს თავს,-დახშული ხმით უთხრა და ხელი გამოაცალა. -კი მაგრამ,მერაბს არ შეუძლია, რომ მიხედოს? -არ შეუძლია!-თავი შეიკავა ყელში რომ არ წვდომოდა. -არა და,როგორ ვემზადებოდი,-დანანებით ჩაილაპარაკა ქალმა. -ეგ არაფერი,წავალთ ახლო მომავალში,-კბილები გააკრაჭუნა. ლელა შეცბა,გულში უშნოდ გაჰკრა და აფორიაქდა.“ნუთუ რამეს ხვდება,დავიღუპები“-გაიფიქრა და კაცს მხარზე ფრთხილად შეეხო. -ნიკო,რამე სერიოზულია? -არაფერი ისეთი,ბაქოში ვარ ჩასასვლელი ორი დღით და შემდეგ დავგეგმოთ მოგზაურობაც,-ოდნავ გაუღიმა. ქალმა შვებით ამოისუნთქა და ხასიათზეც მოვიდა.ლხინი გვიანობამდე გაგრძელდა,კარგად შემთვრალი სტუმრები წასვლისთვის მოემზადნენ.ეკატერინეს ნონასთვის გამოედო მკლავი და გარეთ ტაქსის მოსვლას ელოდნენ. -ესენი მალე დაშორდებიან,-დარწმუნებით თქვა და მეგობარს წარბაწეულმა გადახედა. -საიდან დაასკვენი?-გაოცებულმა შეხედა. -აი,მე მითქვამს და ნახავ,-ჩაიცინა. -მოკლედ,ნიკოს ვერ მოეშვი შენ,-გაუბრაზდა ნონა. -ჩემი გახდება!-თავის დაქნევით დაუდასტურა ეკატერინემ. *** კოჯრის გზაზე დიდი სიჩქარით მიჰქროდა ავტომობილი,მძღოლს ყელზე ძარღვები დაბერვოდა და გზას კუშტად უყურებდა.გვერდით მჯდომი ქალი შემკრთალი ადევნებდა თვალს. -ნიკო,რატომ უნდა დავრჩე კოჯორში?ჩვენს სახლში ვიქნებოდი,-ფრთხილად შეაპარა სათქმელი. -აქაც ჩვენია,-ირონიულად გაუღიმა კაცმა. -კი მაგრამ,მარტო ხომ არ ვიქნები?-წამწამები ნერვულად აათამაშა. -ორი დღით არაფერი გიჭირს,თან დაისვენებ,გადაღლილი ხარ,-ხმა უფრო დაბოხებოდა. -ნიკო,მაშინებ,-შემცბარმა შეხედა. -დაწყნარდი,ორ დღეში დავბრუნდები და საფრანგეთშიც წავალთ,-დამაჯერებლად უთხრა და გაუღიმა. გორგოლაჭებზე შემდგარი დიდი რკინის ჭიშკარი,ღილაკზე თითის დაჭერით გახსნა და ქვით მოპირკეთებულ ეზოში შეაყენა მანქანა. ნიკო სახლში შესვლისას პირდაპირ სააბაზანოსკენ წავიდა.ლელამ დაიგულა თუ არა თავი საიმედოდ,ტელეფონს ეცა. -მერაბ!-ჩურჩულით ჩასძახა. -რა ხდება,რა ხმა გაქვს?-დაიძაბა მოსაუბრე. -კოჯორში ამომიყვანა,აქ მტოვებს ორი დღით,თვითონ საღამოს ბაქოში მიდის,საქმე მაქვსო,რა ხდება,გამაგებინე?-კანკალმა აიტანა. -კოჯორში? მე უკვე თვითმფრინავში მეგონეთ,-დაიბნა კაცი. -რაღაც იეჭვა მგონი,ისე მიყურებდა,-ტირილს ცოტა აკლდა. -არ არსებობს,ბაქოში ორ კვირაში უნდა ჩასულიყო,მაგას კი გადადებული საქმეები არ უყვარს,სულ ეს არის,დამშვიდდი,-შეფიქრიანებული ხმა ჰქონდა. -აქ რა ვაკეთო ორი დღე,გავგიჟდები მარტო,-წუწუნი გაისმა. -მე ამოვალ,როცა წავა დამირეკე,ღამე ამოვალ,ვერავინ დამინახავს. -არა,არა საშიშია,ყველგან კამერებია,-დაფრთხა. -დენს გათიშავ და მორჩა,-გაეცინა. -სიგნალიზაცია ჩაირთვება, მაშინვე პოლიცია მოვა და მოახსენებენ კიდეც ყველაფერს,-არ მოეწონა იდეა. -მერე რა,ვითომ გაითიშა,დაწყნარდი რა,როგორც კი წავა,დამირეკე,-გაუთიშა და ცოტა არ იყო ჩაფიქრდა. ნიკო წელზე პირსახოც შემოხვეული, თავის მშრალებით გამოვიდა აბაზანიდან და ფანჯარასთან ატუზულ ლელას შეხედა. -ავად ხომ არ ხდები,რაღაც ფერი გაქვს დაკარგული?-ცივად ჰკითხა. -მგონი..ცოტა მაკანკალებს,შხაპს მივიღებ და დავწვები,-გვერდი აუარა.ნიკომ დამცინავად გააყოლა თვალი და მობილურ ტელეფონს დასწვდა. -ლევან,ადგილზე ხარ? საქმე მაქვს,-მეორე ოთახში გავიდა. -კი,ხომ მშვიდობაა? -ხმა არ მოეწონა მეგობარს. -მოვალ!-გაუთიშა და კარადისკენ წავიდა. ლელას ოთახში რომ აღარ დახვდა კაცი,ძებნა დაუწყო,გაკვირვებული იყურებოდა აქეთ-იქით,მანქანა რომ ვერ დაინახა ეზოში,მხრები აიჩეჩა. გიჟივით მიაქროლებდა ნიკო ავტომობილს,თვალებში მოწოლილ სისხლს გრძნობდა,ყბებს ნერვულად აჭერდა ერთი-მეორეს და საჭეს ხელს ურტყამდა. -ეს რომ მართალი აღმოჩნდეს,ჩემი ხელით მოგკლავ!-კბილებში ცრიდა. მეგობრის კაბინეტში ისეთი სისწრაფით შევარდა,ლევანი სკამს აეკრა. -რა დაგემართა ნიკო?-შემცბარმა ჰკითხა. -ლევან,ახლა რასაც გაჩვენებ,ჩვენში დარჩება და სასწრაფოდ უნდა მომიძებნო ამის გამომგზავნი,-ხელის კანკალით გახსნა შეტყობინება და წინ დაუდო. კოპებშეკრულმა წაიკითხა,ღრმად ჩაისუნთქა და ნიკოს გახედა. -გავარკვევ,-ძლივს ამოთქვა. -ახლავე!-თავის მოთოკვა გაუჭირდა. -დამელოდე,-ლევანი წამოდგა და ტელეფონიანად გავიდა კარში. ადგილს ვერ პოულობდა ნიკო,გამხეცებული მიმოდიოდა ოთახში,სახეზე ხელს ნერვულად ისვამდა. --- ეკატერინეს ძილში ჩაესმა გაბმული ზარის ხმა,შეიშმუშნა და თავი წამოსწია.ვიღაც დაჟინებით არ ეშვებოდა ღილაკს.შეშინებული ეცა კარს და სათვალთვალოში ნაცნობი სახე რომ დაინახა,ადგილზე შეხტა. -ბატონო ნიკო?-გაოცება ვერ დამალა. -სალაპარაკო გვაქვს!-მკაცრად უთხრა და ოთახისკენ დაიძრა.უკან შეშინებული დაედევნა ქალი. -ეს რას ნიშნავს?-ტელეფონი წინ დაუდო . -არ ვიცი,-ნაწერი იცნო და აკანკალდა. -იცი!-მეხივით გავარდა ხმა. -ბატონო ნიკო..-შიშისგან დაპატარავდა და გაფითრდა. -ეკატერინე! ყველაფერს მეტყვი!-დაუყვირა და ქალს ცხვირწინ დაუდგა. -გეტყვით!-თავი ასწია და თვალი გაუსწორა.-ჩემი თვალით რომ არ მენახა და არ მომესმინა,არ დავიჯერებდი,მაგრამ ჩავთვალე,რომ უნდა გცოდნოდათ,პირდაპირ ვერ გავბედე!-მხნეობა მოიკრიბა და ღრმად ჩაისუნთქა. -გისმენ!-საშინელი დასანახი იყო კაცი,სახე არეოდა. -იქ,ქორწილში ვნახე,-ხმა გაპარული ნიკოს რეაქციას დააკვირდა. -რა ნახე?-მოუთმენლად ჰკითხა. -ლელა,რომ წავიდა ქალთა ოთახისკენ,მეც მაშინ წავედი,იქ რომ არ იყო,დერეფანს გავუყევი და საკუჭნაოს მაგვარ ოთახში წავასწარი ორივეს,-თქვა და უკან დაიხია. -რა დაინახე?!-შეტევაზე გადავიდა კაცი. -ყველაფერი,უფრო სწორად მესმოდა ხმები,“იმ“საქმით იყვნენ დაკავებულნი,-პირდაპირ თქმა მოერიდა. -მერე?!-ნიკოს ოფლმა დაასხა. -როცა მორჩნენ,გავიგე როგორ უთხრა მერაბმა,რომ როცა ჩაფრინდებოდით ,გეგმის განხორციელება უნდა დაეწყო ლელას,ზუსტად არ ვიცი რაზე იყო საუბარი,-მკლავები ჩამოყარა და თავი ჩაქინდრა. -ვინმეს უთხარი?!-ეჭვიანად შეხედა. -არა,არა! -ხელები გაასავსავა. -ხმა არავისთან!-უთხრა და გავეშებული გაემართა კარისკენ. ეკატერინემ კისერმოღერებულმა კმაყოფილებით ჩაიცინა. --- სახლში ,რომ დაბრუნდა ლელას ეძინა,ზიზღით გადახედა და ხელი მიჰკრა. -რა მოხდა?-ცალი თვალით ახედა. -ცოტა ხანში უნდა წავიდე,შეიძლება სამი დღეც დამჭირდეს,თუ ძალიან მოიწყენ,გოგოებს დაურეკე და ამოვლენ,-მეტი დამაჯერებლობისთვის გაუღიმა და შუბლზე აკოცა. -კარგი,-გვერდი იცვალა ქალმა და თვალები მილულა. ნიკომ სიმწრით გააქნია თავი,მუშტებს ნერვულად კრავდა და შლიდა.ერთი პატარა ღილაკი საწოლის ქვეშ დაამაგრა და მეორე ოდნავ დიდი კი საწოლის მოპირდაპირედ ,ტელევიზორთან. სარდაფისკენ წავიდა და სათადარიგო კარზე საკეტს კოდი მოხსნა. *** სამშენებლო კომპანიაში გამხდარი,ეშხიანი ქალი აჩქარებული ნაბიჯით შევიდა , ხორბლისფერი კანი შუქზე საოცრად უბზინავდა. შავი,გაშლილი თმა წელზე დაფენვოდა და მუქი, ლურჯ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.დაცვის ფორმაში გამოწყობილ მამაკაცთან აღელვებული მიიჭრა. -უკაცრავად,ნიკო ფხოველის ნახვა მინდა,-გული ამოვარდნას ჰქონდა. -არ გახლავთ,გუშინ ქორწილი ჰქონდა,მგონი სამოგზაუროდ წავიდნენ,მე ვერ დაგეხმარებით?-აათვალ-ჩაათვალიერა ქალი. -ქორწილი? მისამართს მომცემთ,ან ტელეფონს?-თხოვნა გაურია ხმაში. -არ მაქვს უფლება,რა გნებავთ?! -აუცილებელი საქმე მაქვს,გთხოვთ რა,უნდა მომცეთ ტელეფონი მაინც,-ლამის მუხლებზე დადგა მის წინაშე. -რა გინდათ,სამსახურიდან დამითხოვონ?-წარბი შეუკრა. -არავის ვეტყვი,მართლა,ძალიან გთხოვთ,-ისეთი გულუბრყვილო სახე ჰქონდა,კაცს გაეცინა. -მისამართს მოგცემთ,იცოდე არ მიცნობთ,არ გიცნობთ,შევთანხმდით?-ქალის სილამაზემ თავისი გაიტანა. -კი,კი შევთანხმდით,არ გიცნობთ,-თვალებ გაბრწყინებულს გაეცინა. შენობიდან კმაყოფილი გამოვარდა და შემხვედრ ტაქსს ხელი აუწია. --- საღამოს პირზე,კოჯრის თავზე ცოტა მოიღრუბლა ,აქა-იქ ჩამონამა და მთელი დღის სიცხისგან გახურებულ ბუნებას,მიწის სუნი ადინა. ლელა აღელვებული აწყდებოდა ფანჯრებს,წარა-მარა საათზე იყურებოდა და დანიშნულ დროს მოუთმენლად ელოდა.ტელეფონს დასწვდა და თვალებდაწვრილებული დააჩერდა,ყოყმანი დაეტყო სახეზე. გაუბედავად დაუსვა თითი სასურველ ნომერს. -ჰო,ლელა,-მამაკაცის ხმა მალევე გაისმა. -ნიკო,უკვე წახვედი? -პასუხის მოლოდინში დაიძაბა. -კი,საზღვარზე ვარ,რამე მოხდა,თუ მოგენატრე?-ცინიზმით სავსე იყო. -მაინტერესებდა,თუ მშვიდობით ჩახვედი,მომენატრე კიდეც,-ყველა კუნთი დაეჭიმა. -კი,მშვიდობით ვარ,არ ინერვიულო,ორ-სამ დღეში მანდ ვარ,თავს გაუფრთხილდი,-ცოტა ხმა მოალბო და გაუთიშა. ქალი შეფიქრიანდა და მეორე ნომერი აკრიბა. -მერაბ,წავიდა,საზღვარზე ვარო ,-სწრაფად ახარა ამბავი. -ძალიან კარგი,ათისთვის მანდ ვიქნები,სანამ მოვალ იცი რაც უნდა გააკეთო,-საზარლად გადაიხარხარა. -- სიბნელეში ,ავტომობილიდან მამაკაცი გადმოვიდა და ფრთხილი ნაბიჯით იქვე მდებარე სახლისკენ წავიდა.ეზოს შემოუარა და აგურით ნაშენებ გალავანის კარი შეხსნა.პირველი სართულის სარდაფში ქურდივით შეძვრა და ყურსასმენები ტელეფონთან ერთად მოიმარჯვა. -ლელიკო,პარიზში აუქციონზე გამოაქვთ კიდევ ერთი მარკა,მაგის ყიდვასაც აპირებსო შენი ბედოვლათი,-მერაბმა ქალს პენუარის სამხრე გადაუწია და ნაზად აკოცა. -მართლა? ძალიან კარგი,ჩვენს ქონებას კიდევ მეტი შეემატება,-ჩუმად ჩაიკისკისა ქალმა და მამაკაცს ქამრის ბალთაზე დასწვდა. -კოდი უნდა გამოსტყუო როგორმე,-მკერდზე ხელი მოუჭირა. -რთულია,მაგრამ შევძლებ,ისე ვუყვარვარ ეჭვს არ შეიტანს ჩემში,-მაისური გააძრო კაცს. სარდაფში მჯდომი ჩასიხლიანებული თვალებით უყურებდა ეკრანს. -ის წამალი სად გაქვს,ხომ საიმედო ადგილზე შეინახე?-თან ქალის კოცნას განაგრძობდა. -კი,ნუ გეშინია,ჩანთით დამაქვს,-კვნესა-კვნესით პასუხობდა. -ხომ იცი,ორი წვეთიც საკმარისია და შენს ნიკოს მიქელა ჩაიბარებს,-ტუჩები მკერდზე ჩამოაცოცა. -ვიცი,მერამდენედ მიხსნი,მეც დავიღალე,როდის დამთავრდება ყველაფერი,რომ ამოვისუნთქო,-თავი უკან გადააგდო და კაცის ალერსზე ცახცახი დაიწყო. ნიკოს უჭირდა ამ ყველაფრის ყურება და მოსმენა,დრო და დრო თვალებს ხუჭავდა და კბილებს აკრაჭუნებდა.რამდენჯერმე ხელი იარაღზეც კი წაივლო,სურვილი ჰქონდა ორივე ერთად გამოესალმებინა სიცოცხლეს. მათი სიამოვნების ზენიტს მიღწეული ხმები მთელ სხეულს უსერავდა.ფეხზე წამოხტა და იარაღი მოიმარჯვა.“არ გაცოცხლებთ“-გაფიქრა და გამხეცებულმა მოატარა მზერა.ის იყო სარდაფის კიბეს უნდა შესდგომოდა,რომ შემოსასვლელ კარიდან ვიღაცის ლანდი გამოჩნდა.კაცი კედელს აეკრა და გაირინდა.ადამიანის სილუეტი ხელების ცეცებით მოიწევდა.“რა ხდება აქ?“-გაოგნებულმა შეხედა დაუპატიჟებელ სტუმარს. ნიკომ ერთი ნახტომით კედელს ააკრა „ქურდი“,პირზე ხელი ააფარა და იარაღი საფეთქელზე მიადო. -ვინ ჯანდაბა ხარ?!-ჩუმად გამოსცრა და ქალი რომ შერჩა ხელში,დაიბნა. ზმუილის გარდა არაფერი გაუგონია კაცს.კედელზე აკრულს თვალები დაეჭყიტა და უმწეოდ იქნევდა თავს. -რას ეძებ ჩემს სახლში?!-იარაღის ლულა უფრო მიაჭირა. ქალი უცებ მოეშვა და დაბლა ჩაცურდა,რომ არა კაცის ძლიერი ხელი,ძირს გაიშოტებოდა. -ამის დედაც!-სულ გადაირია ნიკო.ქალს სახეზე მსუბუქად შემოუტყაპუნა,რეაქცია არ ყოფილა.უფრო ძლიერად დააჯანჯღარა,ქალი მოცელილივით ჩამოკიდებოდა მკლავებზე. -ტფუი,შენი!-დაიღრინა კაცმა,გულწასული მხარზე მოიგდო და ეზოს სიღრმეში გაუჩინარდა. -მერაბ,რაღაც ხმა იყო!-ლელამ შემკრთალმა წამოსწია თავი.კაცმაც დაუყურადა,წამოხტა და ფანჯრიდან დაზვერა გარემო. -ნუ პანიკიორობ,არაფერია,-ერთი ნახტომით შეძვრა საწოლში და ქალი ზემოდან მოიქცია. -მოდი ჩემთან,-შიშველ ბარძაყებზე ხელებს უტყაპუნებდა. -რომ დავურეკო,არ სჯობია?რაღაც გული ცუდს მიგრძნობს,-მოუსვენრობამ შეიპყრო. -კარგი რა,დაწყნარდი,-თმაში მოქაჩა და ტუჩებზე დაეძგერა. ნიკომ ავტომობილის უკან სალონში მიაწვინა ქალი და დააკვირდა,თითქოს ეცნობოდა,მაგრამ საიდან ვერ იხსენებდა,თან სახლისკენ იყურებოდა და ლამის ჭკუიდან შეშლილიყო,ცოფებს ყრიდა.ქალი ოდნავ შეინძრა,ქუთუთოები მძიმედ ასწია და მამაკაცის დანახვაზე კივილი დააპირა. -ხმაა!-ისევ იარაღი დაუტრიალა ცხვირწინ. -რა გინდათ ჩემგან?-ამოიკნავლა და ცრემლები წამოსცვივდა. -ჰმ,დამცინის ეს! მე კი არა,შენ რა გინდოდა ჩემს სახლში?!-ცოტაც და ამ მატრაკვეცას გაასილაქებდა. -ღმერთო ჩემო,ნიკო ხართ,მადლობის სათქმელად მოვედი,თქვენთან ვიყავი სახლში,მითხრეს კოჯორში ისვენებსო,ძლივს გავიგე მისამართი.ამოვედი,ზარი არ მუშაობდა,ეზოს შემოვუარე,კარი ღია იყო და შემოვედი,საჩუქარი უნდა დამეტოვებინა,-სლუკუნით ამოთქვა და ცრემლებს ღაპა-ღუპით გადმოყარა. -რა მადლობა,რა საჩუქარი,ნორმალური ხარ?!-ყვირილზე გადავიდა. -ნუ მიყვირთ,მე თქვენ გადამარჩინეთ,იმ დღეს ზღვაში!-სწრაფად თქვა სათქმელი, თვალები და ცხვირი ერთიანად მოიწმინდა და კაცს მიამიტად მიაჩერდა. ნიკო ადგილზე გაშეშდა,ვეღარ იგებდა რა ხდებოდა მის თავს.ადამიანი რომელიც სიკვდილს გადაარჩინა,მოულოდნელად გამოეცხადა და ღმერთმა იცის,რომ არა ეს ქალი ,რას დაატრიალებდა გამწარებულ გულზე.სარგადაყლაპულივით იდგა,თითქოს ძარღვებში სისხლი გაეყინა ხმას ვერ იღებდა. -მიცანით ხომ? თქვენ კიდევ, მგონი ქურდი გეგონეთ,-ქალს თვალები გაუბრწყინდა და გაიღიმა. მამაკაცი არ განძრეულა,ისიც ვერ გაეგო,რა რეაქცია უნდა ჰქონოდა. -ეს თქვენ,-ჯიბიდან კრიალოსანი ამოიღო და მამაკაცს გაუწოდა. ინსტიქტურად გამოართვა და დახედა. -ეს თილისმაა,ჩემი ხელნაკეთია,წარმატებას მოგიტანთ და დაგიცავთ ცუდისგან,ერთ ბურთულას ევა აწერია,ჩემი სახელია.მინდოდა სამახსოვროდ რამე მეჩუქებინა თქვენთვის,-მანქანიდან გადმოძვრა და კაცის წინ აიტუზა. ნიკო დაბნეული უყურებდა ქალს,მისმა გამოჩენამ ყველაზე დიდი უბედურება ააცილა თავიდან,თითქოს ანგელოზი მოფრენილიყო და გადაერჩინა. -მე წავალ,მადლობა,-ფეხის წვერებზე აიწია ,მამაკაცს ლოყაზე უცებ აკოცა და გზის მხარეს გაემართა. ნიკოს წესიერად ვერ აღექვა მომხდარი, გაოგნებულმა გაყოლა თვალი და სიბნელეში მიმავალს მოულოდნელად დაუძახა. -ევა! ქალი ღიმილით შემოტრიალდა. -თბილისში მივდივარ,თუ გინდა წაგიყვან,-უნდა გაშორებოდა იქაურობას. ევამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და კაცისკენ წამოვიდა,უხმოდ ჩაჯდა ავტომობილში და ღვედი გადაიჭირა.ნიკომ სიჩქარეში ჩააგდო და ადგილიდან სწრაფად მოწყვიტა. -იცით,რამდენი გეძებეთ? თქვენს სასტუმროშიც ვიყავი მისული,იქ მითხრეს რომ თბილისში მუშაობდით,-სიხარულს ვერ მალავდა. -არ იყო საჭირო,-ოდნავ გახსნა შუბლი. -თქვენ მე სიკვდილს გადამარჩინეთ,იცით ეს რას ნიშნავს?-წარბები აზიდა. -შენც გადამარჩინე,ბარი-ბარში ვართ,-ამოიოხრა. -მე? მე როგორ გადაგარჩინეთ?-გაუკვირდა. -იქნებ მოვიდეს დრო და გითხრა კიდეც როგორ,სად მიგიყვანო?-თემა შეცვალა. -შავთელზე. მთელი გზა აღარაფერი თქმულა,ნიკო მოქუფრული სახით მართავდა საჭეს,მის გონებაში სრული ქაოსი იყო.ეს ქალბატონი რომ არა,სულ რამდენიმე წამი და ორ ადამიანს სიცოცხლეს გამოასალმებდა,თავსაც დაიღუპავდა,უღირდა კი მათ გამო ცხოვრების გამწარება?! -აქ გამიჩერეთ,-ღვედი მოიხსნა.-დიდი მადლობა ყველაფრისთვის,ბატონო ნიკო,-გაუღიმა და მანქანიდან გადახტა. კაცი თითქოს ახლაღა გამოერკვაო,თავი დაუქნია და სანამ ევა ეზოში არ შევიდა,არ დაუძრავს ადგილიდან ავტომობილი.შემდეგ ნელი სვლით წავიდა და მობილური მოიმარჯვა. -ლევან,მე ვარ,უნდა გნახო სასწრაფოდ!-აღელვებულმა უთხრა. -რამე ხომ ჩაიდინე ,ნიკო?-ნამძინარევი უცებ შეფხიზლდა. -ჯერ არა!-გათიშა და გადაღლილი თითებით მოისრისა. *** ლევანი დაზაფრული დასჩერებოდა ტელეფონს,სიტყვის თქმა გაუჭირდა,არ ელოდა ლელა მკვლელობაზე თუ იქნებოდა წამსვლელი. -კიდევ კარგი არაფერი მიჰქარე,-ხმადაბლა ძლივს ამოთქვა. -ადვილი სათქმელია,ჩემს სახლში,ჩემს საწოლში გეგმავენ როგორ მომიღონ ბოლო,გესმის ეს რას ნიშნავს? -შეშლილი სახე ჰქონდა. -მესმის,რთულია ამ ყველაფრის მშვიდად ყურება,მაგრამ ორივე კანონის წინაშე აგებს პასუხს,ასე სჯობს ნიკო.ეს სავსებით საკმარისია,რომ დღესვე ავიყვანო,მაგრამ რომ დაუმძიმდეთ ბრალი,სჯობს ვაცადოთ გეგმის განხორციელება,პირდაპირ ფაქტზე უნდა დავიჭიროთ,დამიჯერე,-მეგობრის დარწმუნებას ეცადა პროკურორი. -მანამდე გავგიჟდები,თავს ვერ ვიკავებ,წამებაში მინდა ამოვხადო სული იმ კახპას!-დაიღრინა და კედელს მუშტი უთავაზა. -არა,დამშვიდდი,თავი ხელში აიყვანე და მოითმინე,ახლა არ გარგებს შეცდომის დაშვება,ციხეში გინდა გაატარო მთელი შენი ცხოვრება? ვის გამო? -შეტევაზე გადავიდა ლევანი. -ის ქალი რომ არა,ის რომ არ მოსულიყო,ორივესთვის წესი მექნებოდა აგებული,-თავს იქნევდა და გულში მადლობასაც კი სწირავდა უდროოდ,თუ დროულად გამოცხადებულს. -მოკლედ,საქმეს ოფიციალურ მსვლელობაში მივცემ,თბილისის სახლში და კომპანიაში დავაყენებთ კამერებს და ჩამწერებს,თქვენი მოგზაურობა არ გამოვა,იქ ვერ გავაკონტროლებთ სიტუაციას ისე,როგორც აქ.მთავრი კიდევ,ისე უნდა მოახერხო,რომ მერაბმა შენი სეიფის კოდი გაიგოს,მაგაზე ცალკე აიკიდებს „სროკს“,დროის ამბავია ნიკო და ორივეს გამოვკეტავ ციხეში,მთავარია შენ არ გიმტყუნოს ნერვებმა და საქმე არ ჩამიშალო,-მხარზე ხელი მსუბუქად დაჰკრა,ბარისკენ წავიდა და ვისკის ბოთლი ჭიქებთან ერთად გადმოიღო. *** ოქტომბრის პირველი დილა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ტელემაყურებლისთვის,საინფორმაციო გადაცემა სენსაციური ამბით დაიწყო. „ დაკავებულია ცნობილ ბიზნესმენ ნიკო ფხოველის მეუღლე ლელა მაკალათია,რომელიც მის მეგობარ მამაკაცთან ,მერაბ ბახვაძესთან ერთად,რომელიც ფხოველის კომპანიაში იურისტად მუშაობდა, ცდილობდა მეუღლის მოწამვლას. მკვლელობის მოტივი ნიკო ფხოველის ქონების მითვისება გახლდათ. ეჭვმიტანილები იმყოფებიან წინასწარი დაკავების იზოლატორში,საქმე აღძრულია 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "2" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "გ"ქვეპუნქტით.მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებების მოსაძიებლად და ახალი გარემოებების აღმოსაჩენად....“ მეტი აღარ მოუსმენია ევას, პირზე ხელი აიფარებინა და თვალებ გადმოკარკლული გაშეშებულიყო.ოთახში შესულ ქალს გაოგნებულმა გახედა და ხმის კანკალით ძლივს ამოთქვა. -დედა,ნიკოს მოკვლა უნდოდათ,-თავზარდაცემულმა ძლივს ამოთქვა. -როგორ გადარჩენილა ,ბევრ ფულს ეშმაკი დასტრიალებს თავზეო,ტყუილად არაა ნათქვამი,-დანანებით ჩაილაპარაკა ქალმა და ევას ცხელ-ცხელი ბლინებით სავსე თეფში დაუდგა წინ. --- იანვარმა ყველა დღესასწაული ზარ-ზეიმით ჩაატარა და ქალაქს ფიფქებიც აჩუქა. სასამართლოს შენობის ეზოში ტევა არ იყო,ყველა არხის ჟურნალისტს იქ მოეყარა თავი და მიკროფონ-დიქტოფონებით ხელში ხალხში ირეოდნენ,გაფაციცებით იყურებოდნენ შემოსასვლელისკენ,ფხოველის გამოჩენას ელოდნენ.ევა დერეფანში იდგა და ფანჯრიდან ადევნებდა თვალს.ვერ მოისვენა,როცა გაიგო ,რომ დღეს სასამართლო იმართებოდა.დაბურულმინიანი ავტომობილის შემოსვლაზე ჟურნალისტები სირბილით გაქანდნენ და გაჩერებაც არ აცადეს ისე შემოერტყნენ გარს. -ბატონო ნიკო,გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში,რამდენ წელს ვარაუდობთ?-გადმოსულიც არ იყო,პირში ჩაჩარა მიკროფონი გამხდარმა გოგომ. -ბატონო ნიკო,როგორ მიხვდით,რომ თქვენს მკვლელობას ამზადებდნენ?-მეორემაც პირველს მიბაძა. -უკომენტაროდ!-მობეზრებულად დაიძახა ფხოველმა და შენობაში სწრაფი ნაბიჯებით შერგო თავი.უკან მიჰყვა ხალხის ტალღაც.სხდომა დახურული იყო,მხოლოდ ახლო ნათესავები ესწრებოდნენ პროცესს.ევამ ნიკოს ხელში კრიალოსანი რომ დაინახა,გული უცნაურად შეუხტა და სიხარულისგან სახე გაებადრა.ფხოველი ვეღარ იშორებდა თავიდან აბეზარ მედიის წარმომადგენლებს და შეპირდათ,სხდომის დასასრულს ვრცელ ინტერვიუს მოგცემთ,ოღონდ ახლა შემეშვითო და კმაყოფილი მასმედიაც დამშვიდდა.ნიკო ადვოკატებთან მივიდა და საქმის გარშემო ხმადაბლა დაიწყეს საუბარი.კმაყოფილება აღბეჭდოდა სახეზე კაცს,მზერა დერეფანს მოატარა და ფანჯარასთან მდგომი ევა რომ დაინახა,გაუკვირდა და მისკენ დაიძრა. -გამარჯობა,ბატონო ნიკო,-მორცხვად აიწურა ქალი. -გამარჯობა,ევა,-გაუღიმა. -თქვენს ამბავზე მოვედი,მაინტერესებდა,-სანამ კაცი ჰკითხავდა,დაასწრო. -ჰო? გინდა დაესწრო პროცესს?-ცალი თვალი მოჭუტა. -მართლა,შესაძლებელია?-ბავშვივით გაუხარდა. -შესაძლებელია,შენ გეკუთვნის იქ ყოფნა,წამოდი,-ქალის ხელი თავისაში მოაქცია და დარბაზისკენ წაიყვანა. ევას გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა,უკან რიგში იჯდა და კისერწაგრძელებული ატრიალებდა თვალებს. ბორკილებ დადებული რომ შემოიყვანეს ლელა და მერაბი,სუნთქვაშეკრულმა გახედა ნიკოს.კაცის სახეზე მრისხანება იკითხებოდა. -პატივცემულო სტუმრებო, ჩვენ ვიწყებთ სასამართლო პროცესს, სასამართლო კოლეგიას ვთხოვთ დაიკავონ ადგილები. ყველა ფეხზე ადგომით შეეგება მოსამართლეს. პროკურორმა საკმაოდ ბევრი მტკიცებულება წარადგინა,ფარულ ჩანაწერებთან ერთად,ამოღებული მომწამვლელი ნივთიერებაც დაურთო.სხდომა ხუთ საათს გაგრძელდა,მოწმეებიც სათითაოდ შემოჰყავდათ და ადვოკატების ოსტატობით,ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტიც ამოატივტივეს.დაიკითხა ეკატერინეც,მთავარი მაცნე ამ ამბისა, დეტალებში ჩამოაწიკწიკა ქორწილში ნანახი და ლელას ცინიზმით სავსე უყურებდა. ქალი ტიროდა და ნიკოს პატიებას სთხოვდა,იქნებ როგორმე შეემსუბუქებინა მისთვის სასჯელი.ფხოველი გაყინული თვალებით იჯდა,ნერვიც არ შეტოკებია სახეზე. საქმის სირთულიდან გამომდინარე,სხდომა გადაიდო და სასამართლო ერთი თვის შემდეგ ჩაინიშნა. ევა ენაჩავარდნილი ადევნებდა თვალს,წარმოუდგენლად მიაჩნდა ეს ყველაფერი და ახლა თვალწინ ნანახმა და გაგონილმა ადგილზე გააშეშა. -წამოდი,ყავა არ გინდა?-ნიკოს ხმამ დააბრუნა რეალობაში. -ყავა? წყალი მინდა,-ძლივს ამოიხავლა, ფეხზე წამოდგა და კაცს უკან მიჰყვა.ჩასაფრებულ ჟურნალისტების ალყა ძლივს გაარღვია და ავტომობილში სწრაფად ჩასვა ევაც. *** -ფერი არ გადევს,ეტყობა ძალიან იმოქმედა,-გაუღიმა და მიმტანს ხელით ანიშნა. -ეს წარმოუდგენელია ბატონო ნიკო,როგორ ვერ მიხვდით აქამდე,ვის გვერდზე აპირებდით ცხოვრებას?-გულუბრყვილოდ გადააწნა წკეპლა. -მართალი ხარ,ჩემი შეცდომაა,სამსახურის გადამკიდე,ბევრი რამ გამომრჩა,-ვაჟკაცურად აიტანა პირში მიხლილი სიმართლე. -უყურადღებობა შეიძლებოდა სიცოცხლის ფასად დაგჯდომოდათ,-მეორეც გადააწნა. -სავსებით შესაძლებელი იყო,მაგრამ როგორც ხედავ გადავრჩი,-კრიალოსანი აათამაშა და მიმტანს შეკვეთა მისცა. -ევა,შენ მუშაობ?-მოუბრუნდა ქალს. -კი,სახვით ხელოვნებას ვასწავლი სკოლაში. -მხატვარი ხარ?-სასიამოვნოდ გაოცდა ნიკო. -ასე ვთქვათ,-გაეცინა. -ძალიან კარგია,იმედია როდესმე დამხატავ,-კაცსაც გაეცინა. -ვნახოთ,-დაიმორცხვა. მობილურის ზარმა უხერხულობა გაფანტა. -გისმენ ლევან,-სახე დაუსერიოზულდა. -სად გაქრი ასე უცებ? -არ იცი ჟურნალისტების ამბავი? მაგათი თავი არ მქონდა და გავერიდე,კაფეში ვარ,მოხვალ?-მისამართი უთხრა და გაუთიშა. შეკვეთაც მოიტანეს. ევა დაკრემილ ნამცხვრის ნაჭერს გარშემო უვლიდა თვალებით. -გათხოვილი ხარ?-ნიკომ ყავა მოსვა. -არა,რა მეჩქარება?-ტკბილი პირში გაიქანა და სიამოვნებით მილულა თვალები. -რა ვიცი,მეგონა ყველა ქალს ეჩქარებოდა გათხოვება,-ცალყბად გაეღიმა. -მცდარი აზრი გქონიათ ბატონო ნიკო,-კოვზი გალოკა. -უკვე გავშინაურდით,ეს ბატონო არ არის საჭირო,უბრალოდ ნიკო,კარგი? -უხერხულია,უფროსი ბრძანდებით,-კაცის საფეთქლებთან შერეულ ჭაღარას შეხედა. -არც ისეთი ბებერი ვარ,როგორც ფიქრობ,-ეცინებოდა. -მართლა? რამდენის ბრძანდებით? -ოცდათექვსმეტის,ბევრია?-სიცილს ვერ იკავებდა. -ოო,ბევრია..მე ოცდაოთხის ვარ,ასე რომ გავაგრძელებ თითის აწევით საუბარს,-აკისკისდა. -სიცილი გიხდება,- სხვანაირი ხმა ჰქონდა კაცს. -სიცილი ყველას უხდება,-დასერიოზულდა. -შენ განსაკუთრებით,-თვალებში ეშმაკუნები ჩაუსახლდა.-რაზე ოცნებობ? -ბევრ რამეზე,-თითქოს სხვა სამყაროში გადავიდაო,ისეთი გამოხედვა ჰქონდა. -მაინც?-არ მოეშვა. -ჩემი ერთ-ერთი ოცნება ლუვრის მუზეუმის ნახვაა,იმედია ოდესღაც ამისრულდება,-ტუჩები მობრიცა. -აუსრულებელი არაფერია,მთავარია მონდომება,-თვალი ჩაუკრა და კაფეში შემოსულ ლევანს ხელი აუწია. -გაიცანი ლევან,ეს ევაა,-წარუდგინა მეგობარს. -სასიამოვნოა ქალბატონო,-ხელი ჩამოართვა და შეათვალიერა. -ისე უცებ წახვედი,დალაპარაკება ვერ მოვასწარი,წამო სადმე დავსხდეთ,საშინლად დაღლილი ვარ და თან წავიხემსოთ,-ნიკოსგან მზერა ევაზე გადაიტანა. -მადლობა,მე ვერ წამოვალ,სახლში უნდა დავბრუნდე,ისედაც დილიდან გამოსული ვარ,-უხერხულად წამოდგა ქალი და ლაბადა მოიცვა. -დიდხანს არ გავჩერდებით,-ნიკომ თავაზიანობა გამოიჩინა. -არა,არა მადლობა,-ღიმილით დაუკრა თავი. -ნუ,რა გაეწყობა,მაშინ სხვა დროს იყოს,-ნიკოც წამოიმართა და ქალი კარამდე მიაცილა. მაგიდასთან მობრუნებულს ლევანი ეჭვნარევი ღიმილით დახვდა. -რა ხდება ნიკო? -რაზე მეკითხები?-ვითომ ვერ მიხვდა. -აი,მაგ გოგოზე,საქმე რომ დაგავიწყდა და გამოიქეცი,-თვალები დააწვრილა. -არაფერი არ ხდება,უბრალოდ რაღაცნაირია რა.. უყურადღებოდ ვერ დავტოვე,თან მგონია, რომ ჩემი კეთილი ფერიაა,მაგის დამსახურებაა აქ რომ ვზივარ წყნარად,-ევა რომ მოეწონა,დაუმალა. -მაგაში მართალი ხარ,სულზე მოგისწრო,მაინც საიდან გამოხტა ,საქმე საშინელებას რომ არ ეხებოდეს,კურიოზია,-გაეღიმა ლევანს. -საჩუქარი უნდა დამეტოვებინაო,შიშისგან კი წაუვიდა გული,-იმ ღამის გახსენებაზე გულში ტკივილმა გაჰკრა. -რაც იყო დამთავრდა,მთავარია ყველაფერი კარგად არის,წესით უვადო უნდა მისცენ ორივეს,მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის,წამოდი ახლა,რამე ვჭამოთ,მგელივით მშია,-წამოდგა. *** მეორე დილით საინფორმაციო სააგენტოები დროშასავით აფრიალებდნენ ფხოველის და ევას ფოტოებს,სათაურებით „ვინ არის ის ქალი,ვინც ცნობილი მაგნატის გული დაიპყრო“,“ საიქიოდან მობრუნებულ ბიზნესმენის ახალი გატაცება“,“ნიკო ფხოველი ხელმეორედ ქორწინდება?“ დაიწყო მითქმა-მოთქმა და ჭორების აგორება.ევას სკოლის ეზოში ჟურნალისტების გუნდი რომ შემოეხვია,ვერ მიხვდა რა ხდებოდა,გაკვირვებული უსმენდა მათ შეკითხვებს და რა ეპასუხა არ იცოდა. -ქალბატონო ევა,დიდი ხანია რაც ბატონი ნიკო და თქვენ ერთად ხართ? -სად გაიცანით ერთმანეთი? -იცნობდით მის ყოფილ მეუღლეს?? ევას აღარაფერი ესმოდა,თითქოს დედამიწამ ტემპს მოუმატა,ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა და მერე არ ახსოვს..საავადმყოფოს პალატაში გაახილა თვალი და საწოლთან მჯდარი ცრემლმორეული დედა რომ დაინახა ,გაოცებულმა შეხედა. -როგორ შემაშინე,ევა,-თავზე ხელი გადაუსვა. -რა მოხდა,აქ რა მინდა?-სუსტად ამოთქვა. -გონება დაკარგე,ექიმმა თქვა ძლიერი სტრესის ბრალიაო,ანალიზებს გაგიკეთებენ,ცოტა ხანს მოგვიწევს აქ გაჩერება,-დათრგუნული იყო ქალი. ევამ თვალები დახუჭა და აღიდგინა სკოლის ეზო ,გარსშემოხვეული ხალხი მიკროფონებით.ოდნავ წამოწია და დედას ხელი მოკიდა. -მაპატიე დედა,მეც არ ვიცი საიდან მოუვიდათ აზრად. -რა შენი ბრალია ,ევა? -დაიხარა და აკოცა. -ჩემი ბრალია!-მეხივით გაისმა მამაკაცის ხმა. ევა კარისკენ შეტრიალდა და ნიკოს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.კაცი მძიმე ნაბიჯებით წამოვიდა საწოლისკენ. -მე მაპატიეთ ქალბატონო...? -თამარი,-მიაშველა სახელი. -ქალბატონო თამარ,ევა არაფერ შუაშია,თუმცა ყველაზე მეტად ის დაზარალდა,პაპარაცები ყველა კუთხეში მისაფრთდებიან და თუკი ვინმეს იხილავენ ჩემს გვერდით,შანსს არ უშვებენ ხელიდან,-დამნაშავესავით გაიღიმა. -იცით ,რას გეტყვით ბატონო ნიკო?-ფეხზე წამოდგა.-თქვენს დაულაგებელ ცხოვრებაში ჩემს შვილს ნუ გარევთ,ძალიან გთხოვთ!-კატეგორიული ტონი ჰქონდა. -მესმის,რომ მაშინ თქვენი წყალობით გადარჩა,რაზეც დიდი მადლობელი ვარ,მაგრამ არ მოგცემთ უფლებას ქვეყნის საჭორაო გახადოთ!-ხელები აუკანკალდა. -დამშვიდდით ქალბატონო თამარ,მესმის თქვენი,არანაკლებ დღეში ვარ მეც,მოვაგვარებ ამ საკითხს,-არ ესიამოვნა. -დღესვე აუხსნით მედიას,რომ შეცდომაა და ევას თქვენთან არაფერი აკავშირებს,-მკაცრად უთხრა და კარისკენ წავიდა. ევა საწოლში მოკუნტულიყო და ნიკოს თვალს ვერ უსწორებდა. -ბოდიში ევა,მართლა არ მინდოდა ასე გამოსულიყო,-დასჯილივით ჩამოჯდა. -ბატონო ნიკო,დედასგან არ გეწყინოთ,-გაბუტულივით გაბუშტა ტუჩები. -არ მეწყინება,- მხარზე ხელი დაადო და გაუღიმა.-არ ინერვიულო არაფერზე და ხომ შევთანხმდით,რომ „ბატონოს“ გარეშე ვისაუბრებდით? -არ შევთანხმებულვართ,მაგრამ იყოს მასე,-ღაწვები შეეფარკლა. პალატაში ექიმი შემოვიდა,პაციენტის მდგომარეობა იკითხა და მამაკაცს დააკვირდა. -ბატონო ნიკო? როგორ ბრძანდებით,-ხელი ჩამოართვა. -გმადლობთ კარგად,თქვენი პაციენტის მდგომარეობა მაინტერსებს. -ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვიტყვი,სისხლის ანალიზებს ველოდებით და იმის მიხედვით გვექნება პასუხი,-ღიმილით დახედა ევას. -ეს ჩემი ბარათია,დიდად დამავალებთ,თუ დამირეკავთ და საქმის კურსში ჩამაყენებთ,-მიაწოდა. -რა თქმა უნდა,-გამოართვა და ხალათის ჯიბეში ჩაიდო. ექიმი გავიდა თუ არა,თამარი შუბლშეკრული შემოვიდა და მამაკაცს კუშტად შეხედა. -ევა,გამოჯანმრთელებას გისურვებ,ჩემი წასვლის დროა,-თავის დაკვრით დაემშვიდობა ორივეს და გავიდა. --- სამუშაო მაგიდასთან ხელებში თავჩარგული იჯდა და უაზროდ დაშტერებოდა გაშლილ ფურცლებს,ფიქრებით ბოლო თვეების მოვლენებს დასტრიალებდა.გარეგნულად თითქოს მშვიდს,გონებაში სრული ქაოსი ჰქონდა. მომხდარის დავიწყებას ამაოდ ცდილობდა. რთული აღმოჩნდა მისთვის თავის მოთოკვა და კანონის ფარგლებში მოქმედება.ხან იმდენად ნანობდა,იმ ღამეს ხელი რომ შეეშალა,სიმწრით ადგილს ვერ პოულობდა,გიჟივით დადიოდა ოთახებში და ღმუილისმაგვარ ხმებს გამოსცემდა.ხან მადლობასაც სწირავდა ღმერთს ევას გამოგზავნისთვის, განზრახვა სისრულეში რომ ვერ მოიყვანა. კარზე ფრთხილმა კაკუნმა ფიქრებს მოსწყვიტა.ეკატერინე გაღიმებული შევიდა და ტანის რხევით ფხოველისკენ წავიდა.შემოტმასნილ,ღრმად გულამოჭრილ მაისურიდან მკერდი გადმოებურცა და თვალებს გამომწვევად ნაბავდა. -ხელი გაქვთ მოსაწერი,-ხმა გაუნაზდა,წინ საბუთები დაუწყო და მკვეთრად შეღებილი ტუჩები ერთმანეთს დაასრისა. -დატოვე,მერე მოვაწერ,-უხასიათოდ იყო. -სასწრაფოა,-კეკლუცად აათამაშა თითები. ნიკომ თვალები მობეზრებულად გადაატრიალა და წარბაწეულმა შეხედა. -სანამ მოვაწერ,მაგარი ყავა გამიკეთე,- თავიდან მოსაშორებლად საქმე მისცა. -ახლავე,-მკერდი წინ გამოზნიქა და კურტუმის ქნევით გავიდა. ქალის ქცევაზე ნიკოს გაეცინა და თავი გააქნია,საწერ კალამს ხელი წაავლო და წინ დადებულ საბუთების დასტას გადახედა.უცხო ნომრიდან შემოსულმა ზარმა კითხვა შეაწყვეტინა. -გისმენთ. -ბატონო ნიკო,კლინიკიდან გიკავშირდებით,ევა ადამაშვილის ექიმი ,ბადრი მამისაშვილი გახლავრთ. -დიახ,დიახ გისმენთ,-გამოცოცხლდა და ყავით ხელში შემოსულ ეკატერინეს ხელით ანიშნა,დამტოვეო.ქალს არ ესიამოვნა,ფინჯანი მაგიდაზე დაუდგა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი.ცნობისმოყვარეობამ სძლია,კარს უკან დადგა და სმენა დაძაბა. -საგანგაშო არაფერია,გემოგლობინი აქვს ცოტა დაქვეითებული,რომელიც მკურნალობას ექვემდებარება,პაციენტს დღესვე გავწერთ. -მადლობა,ბატონო ბადრი,-გულზე მოეშვა.-რა არის საჭირო,რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეს? -კარგი კვება,ვიტამინები,არანაირი სტრესი ,დასვენება და რაც მთავარია სუფთა ჰაერი. -გასაგებია,უღრმესი მადლობა,-შვებით ამოისუნთქა და გაიღიმა.ვერც კი მიხვდა ისე შეეპარა მზრუნველი ფიქრები ევაზე. ეკატერინემ ბევრი ვერაფერი გაიგო და უკმაყოფილო სახით დაეხეთქა სკამზე. *** დილით სოციალურ ქსელებს ვირუსივით მოედო ფხოველის და ადამაშვილის ფოტოები,ავტორებს ფანტაზიის მთელი მარაგი დაეხარჯათ და ისე დაესათაურებინათ სათითაო სურათი.პაპარაცებს კარგად ემუშავათ და ნიკოს კლინიკაში შესვლაც დაეფიქსირებინათ და გამოსვლაც.ევასთან ვიზიტმა ჭორების ახალი ტალღა ააგორა. თამარს ნერვიულობისგან ხმა წართმეოდა,მეზობლების ალმაცერი გადმოხედვები და ჩუმჩუმი გადალაპარაკებები გულს უკლავდა.არც ახსნამ გაჭრა და არც კამათმა.ცხვირები ღრმად ჩაერგოთ არამკითხეებს. ევა სიბრაზემ შეიპყრო,ხელების კანკალით ჩაიცვა ქურთუკი და სახლიდან ტყვიასავით გავარდა.სამშენებლო კომპანიამდე მილიონი შემარცხვენელი სიტყვა მოამზადა ნიკოსთვის.შენობაში ქარივით შეიჭრა და უკან დადევნებულ დაცვას სირბილით დაუსხლტა ხელიდან. ფხოველის კაბინეტში უცხოელ ინვესტორებს მოეყარათ თავი და მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ.სასურველ შეთანხმების მიღებამდე ალბათ წამები იყო დარჩენილი,რა დროსაც კარში გაკაპასებული სახით შეიჭრა ევა,ლურჯ თვალებს აელვებდა და მის მკლავში ჩავლებულ ეკატერინესგან თავის დაღწევას ცდილობდა. -ბატონო ნიკო,ვერ შევაჩერე,-ფხოველის მრისხანე სახის დანახვაზე ამოიკნავლა ეკატერინემ. ევა გაავებული წავიდა მამაკაცისკენ,მაგიდასთან მსხდომ საზოგადოებას ჩაუქროლა და ნიკოს თავზე წამოადგა,ამობეჭდილი ფოტოებიც ცხვირწინ დაუყარა. -როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს?! სახლიდან ვერ გავსულვარ,დედა დამიავადმყოფდა ამის გამო! რატომ ვერ მოაგვარე,ხომ შეგვპირდი?!- გალურჯებული ტუჩები უცახცახებდა. ფხოველი ფეხზე წამოდგა,სტუმრებს მოუბოდიშა,ევას ხელი ჩაავლო და სირბილით გაიყვანა ოთახიდან. - გამიშვი ,მეტკინა!-თავის დასხსნა სცადა. -ევა,შენ რა გაგიჟდი?!-კბილები გააჭრიალა და ქალს მრისხანედ ჩააჩერდა. -კიდევ მე გავგიჟდი?!-სახეზე ჩამოყრილი თმა თავის გაქნევით გადაყარა უკან. -აქ დამელოდე,მალე გამოვალ!-თვალები დაუბრიალა და ხელი შეუშვა. -არ ვაპირებ ლოდინს! დღესვე მოიწვევ ყველა არხს და დაამთავრებ ამ ცირკს,თორემ..-გზაში დაწყობილი აზრები წაეშალა. -თორემ?-წარბები მაღლა აზიდა,ლამის გაეცინა გამწარებულ გულზე. -თორემ.. ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!-დაემუქრა და კიბისკენ გაქანდა. ნიკომ თავი გააქნია და უკან შებრუნდა.ეკატერინე,როგორც ყოველთვის ჩასაფრებულიყო და მოწკურულ თვალებს ბოროტად ატრიალებდა. ევა სახლში, რომ დაბრუნდა ,თამარი სამსახურში წასული დაუხვდა.ქურთუკი გაიძრო და თავის სამუშაო ოთახში გაეშურა.მოლბერტზე თითქმის დამთავრებული ნამუშევარი იწონებდა თავს.ადიდებულ ზღვის ტალღებში ქალ-ვაჟი ერთმანეთზე გადახლართულიყო ,ვაჟს მკლავი მოეხვია ქალისთვის და ნაპირისკენ მიიწევდა. ევამ დაფიქრებული მზერა მიაპყრო ნახატს, აკვარელის საღებავში ფუნჯი ამოავლო და კაცის მაჯაზე კრიალოსნის დახატვას შეუდგა. იმდენად იყო გართული,კარზე გაბმულად მოწივწივე ფრინველის ხმას ყურადღება იქამდე არ მიაქცია,ვიდრე ბრახუნი არ გაისმა. ფრთხილად გადაატრიალა საკეტი და ნიკოს დანახვაზე შეხტა. ფხოველი ისე შევიდა შიგნით,სიტყვაც არ უთქვამს ქალისთვის,ოთახის სიღრმეში მდგარ სავარძელში ჩაეფლო,ფეხები განზე გაშალა და გაკვირვებულ ევას წარშეკრულმა შეხედა. -ახლა გისმენ!-უკეთესად მოეწყო და ქალს ხელით ანიშნა დაიწყეო. -რა უფლებით შემოიჭერი ჩემს სახლში?!-აფოფრილი დაუდგა წინ. -იმ უფლებით,რა უფლებითაც შენ ისარგებლე დღეს,-ფეხი ფეხზე შემოიდო. -ცეცხლზე ნავთს რომ ასხამ,ხვდები მაინც?! ახლა მართლა აღარ გაჩერდებიან,სახლშიც აკითხავსო,დაწერენ დიდი ასოებით!-მუშტები შეკრა. ნიკოს გაეღიმა,ოთახს მზერა მოატარა და გვერდით ღია კარში მდგარ მოლბერტს თვალი მოკრა.ნამუშევარს დააკვირდა და ფეხზე წამოდგა.ევა სწრაფად გადაეღობა წინ და უკუ სვლით სცადა კარის მოხურვა.არ გამოუვიდა,მამაკაცმა ხელით შეაკავა და ნახატს ახლოდან დააკვირდა. -მდა..ბრწყინვალე შესრულებაა,ერთ-ერთი ვართ,-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები. -ეს ჩვენ არ ვართ!-სირცხვილისგან აწითლდა. -დავიჯერო? ეს კაცი ძალიან მგავს,თილისმაც ჩემნაირი აქვს,-ჯიბიდან კრიალოსანი ამოიღო და ნახატს ახლოს მიადო. -მასეთი სხვასაც აქვს!-გაჯიუტდა. -არ მითხრა,რომ სხვა დროსაც იხრჩობოდი?-გვერდულად გადახედა. -დიახ,სხვამაც გადამარჩინა,-ბავშვობამ წამოუარა. -აჰა,ძალით ხომ არ იხრჩობ ხოლმე თავს,რომ მერე კრიალოსნები არიგო?-ცოტაც და გადაიხარხარებდა. -ზუსტად მიხვდი,-გაბრაზდა. -მშვენიერი და უცნაური ჰობი გქონია,-ლამაზი კბილები გამოაჩინა. -შენი წასვლის დროა!-შეახსენა. -სხვა ნახატებს ვნახავ,შეიძლება?-გაუტარა ნათქვამი. -არა!-კატეგორიული იყო. -კარგი,რა გაეწყობა,-გასასვლელისკენ დაიძრა და უცებ შებრუნა.-ჰო მართლა,აი ეს ფოტო ყველაზე მეტად მომწონს,-ჯიბიდან სურათი ამოიღო და ხელში მიაჩეჩა.ქალმა იცნო,თავად რომ მიუტანა დღეს და ლამის თავზე დააყარა,იქიდან იყო ერთ-ერთი. ნიკომ თვალი ჩაუკრა და კარში გავიდა.ევა ფოტოს დასჩერებოდა,რომელსაც გარკვევით ეწერა -„ევა ადამაშვილი ცნობილ ბიზნესმენისგან შვილს ელოდება“,სიბრაზისგან აილეწა,კაცის უტაქტო სვლამ ჯერ ჭკუიდან გადაიყვანა,ოთახში ხელების შლით მოჰყვა სიარულს,შემდეგ ცოტა დამშვიდდა და გაეღიმა კიდეც.უხილავი ძაფები ნიკოსკენ ითრევდნენ. --- სახლში მისულ ფხოველს ეზოს კართან ატუზული ეკატერინე დაუხვდა,შავ პალტოში გახვეული სიცივისგან ფეხებს ათამაშებდა და ნიკოს დანახვაზე ადგილზე შედგა. -რა ხდება ეკატერინე?-კაცმა თავით-ფეხამდის შეათვალიერა და გაკვირვებული მიაჩერდა. -ბატონო ნიკო,სამსახურში ვერ მოვასწარი მეთქვა,ხვალ ჩემი დაბადების დღეა.ტელეფონით არ მინდოდა თქმა,პირადად მინდოდა თქვენი დაპატიჟება,-გვარიანად დატუშული წამწამები ააფრიალა. - ბატონო?-დაიბნა. -თანამშრომლები დავპატიჟე და ძალიან გამახარებთ,თუ პატივს დამდებთ,-აღტაცებული შეჰყურებდა პასუხის მოლოდინში. -ხვალ რა დღეა?-კეფა მოიქექა. -კვირა,-გაბრწყინებულმა უპასუხა. -აჰ,კეთილი..თუ მოვახერხებ მოვალ,სად შედგება შეკრება? -რესტორან „კრწანისში“,ექვს საათზე,-ცქმუტვას მოჰყვა. -კარგი,კარგი.. მადლობა,-ტელეფონის ზარმა საუბარი შეაწყვეტინა. -მე წავალ,გელოდებით,-ხელი ნაზად დაუქნია ქალმა. -გისმენ ვატო,-თავისუფლად ამოისუნთქა. -ნიკო,ზეგ დილით როგორმე უნდა ჩამოხვიდე,რაღაც პრობლემებია სასტუმროში,დაზღვევის სამსახურს უნდა შენთან შეხვედრა. -უჩემოდ არ გვარდება?-არ ესიამოვნა. -არა,მფლობელს უნდა გავესაუბროთო. -კარგი ვეცდები,-მობეზრებულად გაიქნია თავი და ეზოში შევიდა. -- თოვლმა, ღამე იხელთა დრო და ქალაქი თეთრ საბანში გაახვია.ისე ბარდნიდა,გეგონებოდა მზამზარეული გუნდები ცვივა ციდანო.თეთრად შემოსილი ხეები ლამპიონების შუქზე ბზინავდნენ. ევა ფანჯრის რაფას დაყრდნობილი ქუჩას გაჰყურებდა ჩაფიქრებული.ნიკოზე ფიქრები აეკვიატა და მოსვენება დაკარგა,გონებაში იმდენჯერ გამოლანძღა და მიწასთან გაასწორა,რომ ბოლოს შეეცოდა კიდეც.რა მისი ბრალი იყო,ეს აბეზარი ჟურნალისტები თუ არ ეშვებოდნენ და ყოველ ნაბიჯს უკონტროლებდნენ.ტვინის ერთ კუნჭულში კაცის გამართლებას შეეცადა და შეცბა კიდეც.თავს ატყობდა ,რომ მისი სიბრაზე ძალას კარგავდა და რაღაც ამოუცნობი გრძნობით ისვებოდა.ოთახში შებრუნდა და მოლბერტს მიუჯდა,ნახატზე კაცის დაკუნთულ მკლავს თითი გადაუსვა და უცნაურად შეაჟრჟოლა.გველნაკბენივით წამოხტა,შუქი ჩააქრო და საწოლში ისკუპა.ეცადა ხვალინდელ დღეზე გადაერთო ფიქრები.მეორე დღეს კურსელები იკრიბებოდნენ ერთ-ერთის იუბილეს აღსანიშნავად.ძალიანაც არ უნდოდა წასვლა,ბოლო დროინდელმა მოვლენებმა ხალისი დაუკარგა და ხასიათიც შეუცვალა,ყველგან ჩასაფრებული მიკროფონები ეჩვენებოდა,სახლში გამოიკეტა და თავის ნამუშევრებზე გადაჰქონდა განცდა.თამარი სერიოზულად შეაშფოთა შვილის მდგომარეობამ,მთელი ცხოვრება ხომ ვერ დაიმალები,ზუსტადაც წახვალ და კარგ დროსაც გაატარებო,ჩასჩიჩინებდა და ევაც დაითანხმა.საწოლში გვერდი იცვალა და ქუთუთოები ერთმანეთს ძლიერ დააჭირა,ეცადა ჩასძინებოდა,ფხოველის სახემ მოსვენება არ მისცა.მის გადასარჩენად რომ გადახტა ადიდებულ ტალღებში, მის შემდეგ ჩაუჯდა მამაკაცი გონებაში.სანამ არ მოძებნა თავისი დაიმართა და მაგნიტივით მიიზიდა კიდეც კაცმა.თავს არ უტყდებოდა,თორემ სიგიჟემდე მოსწონდა ნიკო. --- განათებულ დარბაზში დიდებულად მოერთოთ მაგიდები.სანოვაგით გამზადებულ სუფრებს საზეიმოდ გამოწყობილი საზოგადოება ამშვენებდა.ეკატერინეს ნერვული თითების მტვრევა არ გამოპარვია ნონას. -კატია დამშვიდდი,მოვა,-გადაუჩურჩულა. -ის ქალბატონიც აქ ბრძანდება!-გესლიანად გამოსცრა. -ვინ ქალბატონი?-მზერა მოატარა დარბაზს. -ვინ და ის,ვისზეც ამდენი ჭორი აგორდა,-ბრაზიანად დააკვესა თვალები. -ადამაშვილი?-გაოცდა. -ჰო,ჰო ეგ! მაინც და მაინც დღეს უნდა დამთხვეოდა? ერთი მოვიდეს და დანარჩენი მე ვიცი,-დაიქადნა და ღვინის ბოკალს დაეწაფა. -იქნებ მართლა მოსწონს ეგ გოგო?-შეაპარა. -შენ ნუღარ მიმატებ ახლა!-მოაკეტინა. ნიკოს შესვლას კომპანიის თანამშრომლები მხიარული ოვაციებით შეხვდნენ და მოშორებით მჯდარი ევას ყურადღებაც მიიქციეს.ფხოველის დანახვაზე ლამის მაგიდის ქვეშ შეძვრა,თითქოს მდუღარე გადაასხესო,ისე შეეცვალა სახე.კარგად დაინახა,როგორ მიართვა ვარდების თაიგული მის მდივანს და როგორ გაუნათდა სახე ქალს,როცა მამაკაცი მის ღაწვს შეეხო.უარესად მოედო ცეცხლი,ეჭვიანობის ნაპერწკალმა გულის კუთხეში გაჰკრა და მთელ სხეულზე აალდა.წარბებქვეშიდან ზვერავდა მოპირდაპირე სუფრას და მოუსვენრად წრიალებდა. სცენა ცოცხალმა მუსიკამ დაიპყრო და იუბილარებს სათითაოდ მიულოცეს სიმღერით,ორი ტორტის შემოტანამ ხალხი აახმაურა.ნიკომ ინტერესით მოატარა მზერა და მოპირდაპირედ მჯდომ ნაცნობ თვალებს რომ წააწყდა,მოულოდნელობისგან გაშეშდა.ულამაზესი იყო იმ საღამოს ევა,ტანს მომდგარი ფირუზისფერი კაბა ეცვა,შავი თმა მხრებზე ჩამოყროდა და ოდნავ შეღებილი სახე მაცდურად უპრიალებდა. ფხოველი დადუმებული და სუნთქვაშეკრული უყურებდა ქალს. ევამ ჯიქურ გაუსწორა თვალი და ოდნავ შესამჩნევად კმაყოფილმა ჩაიღიმა. მამაკაცს არ გამორჩენია ქალის მიმიკა,თავის დაკვრით მიესალმა და ყურადღება მოცეკვავე წყვილებზე გადაიტანა. ეკატერინე გაბადრული მიიჭრა ფხოველთან და საცეკვაოდ გაიპატიჟა.უარის თქმა ეუხერხულა და მძიმედ წამოდგა.ევამ ჩხვლეტა იგრძნო,თითქოს მთელ ტანზე ჭინჭარი გადასცხესო,ისე დაუარა ციებ-ცხელებამ.წყვილს თვალი გააყოლა და ხელები ნერვულად მოიფშვნიტა. ქალი მკერდით ეკვროდა კაცს და კისკისებდა,ნიკო თავაზიანობას იჩენდა და გმირულად უძლებდა მის სხეულზე შემოხვეულ იუბილარს.ევამ სიბრაზისგან ლამის ტუჩები დაიჭამა,თმის ღერებს აწვალებდა და მოუსვენრად წრიალებდა.ფხოველმა რამდენჯერმე გააპარა თვალი მისკენ და ქალის რეაქციებზე გულში გაეღიმა. -გთხოვთ,ქალბატონო,-უცნობი მამაკაცი ევას ეპატიჟებოდა.უარი არ უთქვამს,ყელმოღერებულმა გახედა ფხოველს. ნიკომ არ შეიმჩნია,ღიმილით განაგრძობდა ალკოჰოლმორეულ ეკატერინეს ატანას.მუსიკა დამთავრებული არ იყო,რომ იუბილარს თავი დაუკრა და ევასკენ გადადგა ნაბიჯი,მის პარტნიორს ფუკასავით ააცალა ქალი და წელზე ხელი მოხვია. ეკატერინეს გაოგნებულ-გაცოფებული სახე ერთიანად გაუწითლდა,შეტრიალდა და მაგიდისკენ სწრაფად წავიდა. -რა წესია ეს?-წარბი შეუკრა ევამ. -რა მოხდა,ვიცეკვოთ,-ვითომც არაფერი,ისე უთხრა. -ისედაც ვცეკვავდი,-აპილპილდა. -ჩემთან არ გინდა?-ოდნავ უკან დაიხია. -შენს მდივანს ეცეკვე,-მაინც წამოსცდა. -არ მითხრა,რომ ეჭვიანობ,-გულში გადაიხარხარა. -რატომ უნდა ვიეჭვიანო,ვინ ხარ ჩემთვის?-თვალი გაუსწორა. -ჩამოვთვალო?-შეახსენა ჭორები და გაეცინა. -სულ არ მეცინება,ხვალიდან უარესს გაავრცელებენ,-ამოიოხრა. -მე არ ვნერვიულობ,იგივეს გირჩევ შენც,-თბილად უჩურჩულა ყურში. -შენ თუ არ ნერვიულობ,ახლა მე მკითხე.. ქვეყანა ჩემზე ლაპარაკობს,რატომ უნდა დამაბრალონ ის,რაც არ არსებობს ?! -დარწმუნებული ხარ,რომ არ არსებობს? გულახდილად მითხარი. -მგონი ზედმეტად მოგეკიდა სასმელი,-თავი აარიდა. -კითხვაზე მიპასუხე,-სერიოზული იყო. -რა თქმა უნდა,არ არსებობს,-თავი დახარა. -არ გიხდება ტყუილი,-წელზე ხელი ოდნავ მოუჭირა. -სიმართლეს ვამბობ,შენთან არაფერი მაკავშირებს,-უკან არ იხევდა. -როგორ,აღარ ხარ ჩემი თილისმა?-ახლოს მიიწია. -ეგ თილისმა ნივთია და გაჩუქე,მე კი ნივთი არ ვარ!-სიახლოვემ კანი დაუბუსუსა. -რომ არ დამვიწყებოდი,ხომ იმიტომ მაჩუქე,სახსოვრად? -კი. ვინც რამეს გისახსოვრებს,ყველას ისაკუთრებ? -კონტრშეტევაზე გადავიდა. -არავის უჩუქებია ჩემთვის შუაღამეს კრიალოსანი,მითუმეტეს იმ დროს,როცა მკვლელობა უნდა ჩამედინა და თავისი სტუმრობით ბეწვზე გადამარჩინა,-შუბლთან უჩურჩულა და იგრძნო როგორ დაეჭიმა ქალს სხეული. -რა თქვი?-ხმა აუკანკალდა. -ჰო,შენ რომ არა იმ ღამეს,ახლა მე ვიჯდებოდი ლელას ადგილას, ის კი საფლავში იწვებოდა,-გულახდილობის ხასიათზე დამდგარიყო. ევამ უკან დაიხია,არეული ნაბიჯით წავიდა სუფრისკენ,ჩანთა აიღო და ჩაფიქრებული გაემართა გასასვლელისკენ.ნიკომ თვალი გააყოლა,მერე უცებ მოწყდა ადგილიდან და ქალს დაედევნა. -ევა,-კართან მისულს წაავლო ხელი და შემოატრიალა.ქალმა ცრემლიანი თვალებით შეხედა. -ალბათ,არ უნდა მეთქვა,-ინანა. ევას ხმა არ ამოუღია,მიტრიალდა და გარეთ გავიდა.ნიკო თან მიჰყვა. -წამოდი,მე გაგიყვან,-მკლავში მსუბუქად წაავლო.ქალი უხმოდ დაემორჩილა.ავტომობილში რომ ჩასხდნენ,ფხოველმა ძრავა ჩართო,მაგრამ არ დაუძრავს. -შენ შეგეძლო ადამიანი მოგეკლა,-ზედ არ შეუხედავს ისე უთხრა. -ეგ ყველას შეუძლია,უბრალოდ არ იციან,არ ჰქონიათ ის მომენტი,რომელსაც ადამიანი ჭკუიდან გადაჰყავს,აფექტი იცი რა არის? ძლიერი სულიერი ემოცია,რომელიც გეუფლება რაიმე გარემოების ზეგავლენით, უეცრად წარმოიშვება,კონტროლს გაკარგვინებს და ის წარმართავს შენს ქცევას.ეს ყველაფერი შენდაუნებურად ხდება,გესმის? ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს,-თითქოს ტვირთი მოეხსნა,ისე ამოისუნთქა. -მესმის,-ნელა შემოატრიალა თავი. -მადლობა,-შედარებით დამშვიდებულმა დაძრა და ტრასაზე გაიჭრა. - ამიტომ ხარ ჩემი თილისმა,ახლა მაინც ხომ ხვდები?-ხელი ქალის თითებისკენ გააპარა.ევა შეიშმუნა და ხელი გასწია.ფხოველს გაეღიმა. -ახლა ერთ ადგილას რომ გაგასეირნო,რა მოხდება?-გათამამდა. -თუ ძალიან არ დავიგვიანებთ არაფერი,-თავადაც არ ეთმობოდა კაცი. -პირიქით,ადრე მივალთ,-გახალისდა,ქალის თანხმობამ მის სასარგებლოდ დაწერა ქულა. მუსიკა ჩართო და სიჩქარეს მოუმატა.ავტომობილში ისე დათბა,ევამ ლაბადა გაიძრო და სრულყოფილი სხეული გამოაჩინა. -ულამაზესი ხარ,-ქალის მკერდს წამიერად შეავლო თვალი. -სად მივდივართ?-კომპლიმენტი არ შეიმჩნია. -ბათუმში,-არ დაუმალავს. -რა?-უცებ გამოერკვა. -ხო,რა მოხდა?ხვალვე ჩამოგიყვან,ნუ გეშინია ,მენდე,-თბილად გაუღიმა. -ხომ არ გადაირიე, რა ბათუმი? ახლავეს მოატრიალე, -თვალები დაჭყიტა. -ვარიანტი არ არის,მოგიტაცე,-თავს ძალა დაატანა,რომ არ გასცინებოდა. -რას ჰქვია მომიტაცე,უშნოდ ნუ ხუმრობ,მოატრიალე,-ფანჯრიდან მცხეთის გზა იცნო და აცახცახდა. -არ ვხუმრობ,ის დროა ჟურნალისტების ნათელმხილველობა ახდეს,-ტუჩებს ერთმანეთს აჭერდა. -ნიკო! -ევა! -ნიკო გააჩერე,უნდა ჩავიდე,ცუდად ვარ,-ფერი დაეკარგა. -მგზავრობას ვერ იტან?-უარესად აგიჟებდა. -ამ წუთში მარტო მგზავრობას კი არა,შენც ვერ გიტან!-ცოტა აკლდა აბღავლებას. -არაუშავს,დიდმა სიძულვილმა,დიდი სიყვარული იცის,-საჩვენებელი თითი აღმართა. -გააჩერე!-ხმას აუწია. -სულ ეგ არის?-დასცინა. -სრულ ჭკუაზე ხარ ადამიანო?!-გააფთრდა. -არ ვიცი,-მხრები აიჩეჩა. -გააჩერე გთხოვ,-ცრემლების წამოსაყრელად მოემზადა. -ძალიან მთხოვე,-არ წყვეტდა ქალის მდგომარეობიდან გამოყვანას. -დედაჩემი გაგიჟდება,-შეახსენა თამარას სიმკაცრე. -მარტო ეგ არის პრობლემა?-ცერად გადახედა. - არა,მეც არ მინდა !-გაბრაზებულმა თავი ფანჯრისკენ შეაბრუნა. -კარგი დაწყნარდი,ხვალვე ჩამოვალთ,გადაურეკე დედას,თუ გინდა სიმართლე უთხარი,თუ გინდა რამე მოიფიქრე,-მუსიკას ღიღინით აჰყვა. -ჩემს მაგივრად წყვეტ?! მე არ მეკითხები მინდა თუ არა შენთან ერთად წამოსვლა?-გამწარებული ისვამდა თმაზე ხელს. -ვიცი,რომ გინდა,-გაუღიმა და თვალებით მიეფერა. -ზედმეტი მოგდის! გააჩერე! -რა ბუზღუნა ყოფილხარ! -უარესიც ვარ! -კარგია,მიყვარს ბუზღუნა ქალები!-კინკლაობამ გაართო. ევა გაჩუმდა,მკლავები უღონოდ ჩამოყარა და გზას შუბლშეკრულმა გახედა. -დილით ვმუშაობ,გაკვეთილები მაქვს!-კიდევ ერთი მიზეზი იპოვნა . -მე განთავისუფლებ,-ისე თქვა,გეგონება თავად იყო სკოლის დირექტორი. -სამსახურს დამაკარგვინებ!-ნამუსზე ააგდო. -მშვენიერია,ჩემს კომპანიაში წაგიყვან,-უდარდელად უთხრა. -შენი მოწყალება არავის სჭირდება,ახლავეს დამაბრუნე სახლში!-ყელი გაუშრა ნერვიულობისგან და ხველა აუტყდა. -ევა,დაწყნარდი,-წყ.ლის ბოთლი მიაჩეჩა, ავტომობილის გზის სავალი ნაწილიდან გვერდზე გადაიყვანა და გააჩერა. -დალიე,-თხოვნა გაურია ხმაში. -არ მინდა,სახლში წამიყვანე,-ძლივს ამოთქვა. -წაგიყვან,ოღონდ ცოტა დალიე. ევა არ ელოდა,ფიქრობდა კაცი გადაწყვეტილებას არ შეცვლისო და გაკვირვებულმა შეხედა. -არ მატყუებ? -არ გატყუებ,დალიე და დავბრუნდებით. ბოთლს თავსახური მოხსნა და ყლუპ-ყლუპად მოსვა.ნიკომ ქალისკენ წაიღო ხელი,ოდნავ დაუსვა სახეზე,თბილად გაუღიმა და თბილისისკენ აიღო გეზი.ევას მამაკაცის შეხებისგან სახე უხურდა და ენაგადაყლაპულივით იყურებოდა წინ. სახლამდე ისე მიიყვანა სიტყვა არ დაუძრავს ნიკოს,ეზოს კართან შეაჩერა,გადმოვიდა და ქალს გადმოსვლაში მიეხმარა. -ღამე მშვიდობის ნიკო,-უთხრა წინ მდგომს და ლაბადის საყელო ორივე ხელით ჩაბღუჯა. -სხვა დროს აღარ მოვატრიალებ,-სახე ახლოს მიუტანა კაცმა. -სხვა დრო აღარც იქნება,-რისთვის წამოროშა ეს ტყუილი,ვერ მიხვდა. -დარწმუნებული ხარ?-თვალებში ჩააჩერდა. -სრულიად,-თავი დახარა. -რომ დაგპატიჟო სადმე,არ დამთანხმდები?-ხვდებოდა ქალურ კაპრიზებს. -არა,-თავიც გააქნია. -ესე იგი გინდა,რომ საერთოდ არ ვნახოთ ერთმანეთი?-წარბები ღიმილით აზიდა. -მასე სჯობს,-გაპარული ხმით უთხრა. -მიზეზი?-კუთხეში იმწყვდევდა. -არ მომწონხარ,-კიდევ ერთი ტყუილი დააბრეხვა. -გასაგებია,ღამე მშვიდობის ევა,-მხარზე ოდნავ შეეხო და ავტომობილისკენ წავიდა. ფანჯარაში თამარის ლანდი ფარდის უკან გაუჩინარდა და კარში შესულ ევას დოინჯშემოყრილი, ეჭვიანი გამომეტყველებით დახვდა. -ამდენი ამბების შემდეგ,კიდევ მაგას შეხვდი?-გაბრაზებულმა ჰკითხა. -კარგი რა დედა,შემთხვევით ვნახე რესტორანში და სახლამდე მომაცილა,-თვალები აატრიალა,სულ არ ჰქონდა ახლა თამარას თავი. -ჰმ,შემთხვევით?!რაღაც ბევრი დამთხვევა ხომ არ არის ამ ბოლო დროს?-ხელი აიქნია. -რა ჩემი ბრალია?-მიამიტი გამომეტყველება მიიღო. -არა დედა,ჩემი ბრალია,-სიმწრით გაეცინა.-ტყუილად ვბრაზობდი მაგ კაცზე,შენ არ ეშვები თურმე!-ხმას აუწია. -რას ლაპარაკობ დედა?-სიმართლის მარცვალები ყელში გაეჩხირა. -რას ვლაპარაკობ და რაც არის იმას,რასაც ვხედავ ჩემი თვალით!-პირი მოკუმა. -დაწყნარდი აღარ ვნახავ,ეს ბოლო იყო,-დანანებით თქვა და ოხვრაც მიაყოლა. -ევა! შენ რა,მართლა მოგწონს ეგ კაცი?-თვალები ჭყიტა. -ოჰ,ღმერთო ჩემო,ამ შუაღამეს ეს ლექციები,დამასვენე გთხოვ,-თავის ოთახისკენ წავიდა და კარი მოიჯახუნა.თამარმა ეჭვიანი მზერა გააყოლა,თავი რამდენჯერმე სიმწრით დაიქნია და საძინებლისკენ დაიძრა. ტელეფონზე მოსულ შეტყობინებას დააკვირდა,ნომერი ვერ იცნო და წარბშეკრულმა გახსნა. -„თუ გადაიფიქრებ,ამ ნომერზე მომწერე,გკოცნი“ „ვინ ხარ?“-ვითომ ვერ მიხვდა. „ბევრს უთხარი უარი ამ საღამოს?“-სიცილაკები მოაყოლა. „ამ საღამოს მხოლოდ ერთს“ „ხოდა ის ერთადერთი ვარ“ -უყურე ამას,რამხელა წარმოდგენა აქვს თავზე?-გაბრაზებით ჩაილაპარაკა და ტექსტი აკრიფა. „გასაგებად გითხარი,არ ვაპირებ შენთან შეხვედრას“-გაგზავნა. „რატომ ჭირვეულობ?“-ხელმეორედ დაიწკაპუნა მობილურმა. „ჭირვეულობა რა შუაშია? არ მომწონხარ და ტყუილად ნუ იღლი თავს!“-კატასავით ზურგზე არ ეცემოდა. „იმ ასკაში არ ვარ,რომ ვერ მივხვდე,ქალს მოვწონვარ თუ არა“-ტყვიასავით ესროლა. „სიბერე არ ნიშნავს ჭკვიან გონებას!“-საპასუხოდ გაისროლა. ტელეფონი დადუმდა,კაცისგან ამაოდ ელოდა რაიმე სიტყვას.“ეწყინა“-გაიფიქრა და შეცდომის გამოსწორება სცადა. „მაპატიე,უხეშად მომივიდა“ პასუხი არ მოსვლია. _--- მთელი თებერვალი ისე მიილია ფხოველს არსად გადაჰყრია და არც ტელეფონზე შეხმიანებია მამაკაცი,თვის ბოლოს მხოლოდ ტელევიზორში მოჰკრა თვალი,სადაც სასამართლო პროცესი განიხილებოდა.ნიკოს დანახვაზე გული შეეკუმშა და მის სახეზე სევდამ დაისადგურა.თავად ჰკრა ხელი კაცს და მოლოდინიც აღარ ჰქონდა.მითქმა-მოთქმაც შეწყდა და არავის ახსენდებოდა ევა ადამაშვილი.მოიქუფრა და ბალიში გულზე აიხუტა. გაზაფხული შემოსვლის საათებს ითვლიდა და ზამთრის კარიდან გასვლას ცქმუტვით ელოდა. ევას დღითიდღე ემატებოდა სევდა.მამაკაცის მხრიდან ხანგრძლივმა დუმილმა დეპრესიაში ჩააგდო.არა და დარწმუნებულიც კი იყო,რომ მამაკაცს მოსწონდა და ახლა რა გამოდის? მოეჩვენა ეს ყველაფერი და თავს აჯერებდა იმას,რაც თავად სურდა?მასზე ფიქრებს ვერაფერს უხერხებდა,მოლბერტს მიმდგარი მხოლოდ ფხოველის პორტრეტებს ხატავდა.რვა მარტი ლოდინში ჩამოღამდა,წარამარა ტელეფონს დაჰყურებდა და ფიქრობდა,რომ მამაკაცი ერთ მილოცვას მაინც გაიმეტებდა. დაღონებული და მხრებჩამოყრილი სამზარეულოში იჯდა და თვალგაშტერებული ჩაის ჭიქას კოვზით ურევდა. -კარგი ეყოფა,დადნა შაქარი და გაცივდა კიდეც,-თამარს მოთმინებამ უღალატა. ევა შეცბა,ჭიქას ხელი დაავლო და კისრისტეხით გავარდა. -მაგ კაცზე ფიქრებმა სულ გამოგაშტერა!-გზაში დააწია სიტყვა. ოთახში შესულმა თავის ნამუშევრებს გადახედა და უარესად ჩამოეღვენთა სახე. მობილურის წკაპუნზე შეხტა და მოუთმენლად ეცა ტელეფონს. „კიდევ არ გადაიფიქრე?“-რომ წაიკითხა ,ბედნიერებისგან ლამის ფრთები გამოესხა. „რა უნდა გადამეფიქრებინა?“-ვითომ ვერ მიუხვდა კითხვას. „მგონი გამასწარი სიბერეში“-პასუხმა გააცინა. „რა გინდა?“ „ანჩისხატთან გელოდები“ „გვიანია“-გული ამოვარდნას ჰქონდა,უცებ დათანხმებით არ უნდოდა თავი გაეყიდა. „მაშინ მე ამოვალ“-არ დაიხია უკან კაცმა. „თამარას ვერც გადაურჩები“-აფხუკუნდა. „მოვდივარ“-ხუმრობის არაფერი ეტყობოდა. „დამელოდე,ჩამოვალ“-სწრაფად მისწერა და კარადაში თავით შევარდა. ფხოველი ავტომობილში მომღიმარი სახით დასცქეროდა ტელეფონს და გულში ზეიმობდა.ევამ მანქანის კარი გამოხსნა და წარბაწეული ჩაჯდა სავარძელში. -რა გნებავთ ბატონო ნიკო?-ოფიციალური დაიჭირა. მამაკაცი ქალისკენ მძიმედ შეტრიალდა,კისერზე ხელი მოკიდა,თავისკენ მოქაჩა და ისე მოულოდნელად დააცხრა ტუჩებზე ,ევას სული შეუგუბდა.თვალებდაქაჩული უკან გაწევას ეცადა,მაგრამ მამაკაცის ძლიერ მკლავს ვერაფერი მოუხერხა.ფხოველი ისე მომთხოვნად კოცნიდა,რაღაც მომენტში ქალი მოეშვა კიდეც და თვალებიც მილულა.კაცმა დანებებად ჩათვალა,ოდნავ მოდუნდა და ნაზად გააგრძელა ამბორი.ქალის აცახცახებულმა სხეულმა ღიმილი მოჰგვარა,ტუჩები ყელზე ჩამოაცოცა და მეორე ხელი მკერდზე მოუჭირა. -რას აკეთებ?!-ელდანაცემივით შეხტა. -მომენატრე,-ხმაშეცვლილმა უთხრა და ისევ წაიწია ქალისკენ. -ეს,ეს..თავხედობაა! -თავხედი ვარ,ბებერი თავხედი,-გაეცინა ნიკოს და მთელი ძალით დასწვდა ისევ ქალის ტუჩებს.ევამ ამაოდ გაიბრძოლა,მამაკაცს ისე ჰყავდა ჩაბღუჯული,გასაქცევიც არსად იყო. -ვერ გიტან!-ძლივს ამოთქვა და ხელი ჰკრა. -მატყუარა,ცრუპენტელა,-გაეცინა ნიკოს და გაავებულ ქალს დასარტყმელად გამოქნეული ხელი დაუჭირა. -არც გაბედო!-კბილებში გამოსცრა და მანქანა დაძრა. -გააჩერე!-ერთიანად კანკალებდა ევა. -როგორ ფიქრობ,მაგას ვიზამ?-კარი ავტომატურად ჩაუკეტა. -ამას არ გაპატიებ!-აბობოქრდა და აწითლებული ტუჩები ერთმანეთს დააჭირა. -არ მაპატიო,დამსაჯე,-თანახმა იყო ყველაფერზე. -არ ვხუმრობ!-თვალები აქეთ-იქით გააცეცა. -არც მე!-ავტომობილი აღმართზე შეაყენა და სიჩქარეს მოუმატა. -სად მიგყავარ?-შეშინებულმა გახედა. -ჩემთან სახლში,-არხეინად უპასუხა. -რა? რა მინდა შენს სახლში?გააჩერე! -დაწყნარდი და გაჩუმდი,-გზისთვის თვალი არ მოუცილებია. -ჩემი ბრალია,რა სულელი ვარ,ხომ ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა,სად მოვდიოდი,-ვიშვიშს მოჰყვა. -იცოდი კი და იმიტომ ჩამოხვედი,-არ დაინდო. ევა ადგილზე მოიკუნტა,სიმართლე უთხრა კაცმა.დიახაც უნდოდა მისი ნახვა,ამდენი ხნის განმავლობაში ისეთ მონატრებას გრძნობდა,რომ ბევრჯერ იფიქრა კიდეც,ნეტა მაშინაც არ გავეშვიო.ასე ძლიერად რატომ მიეჯაჭვა ფხოველს,ახსნას ვერ უძებნიდა.არც მამაკაცი იყო უკეთესს დღეში,იმ ღამის შემდეგ ევა ვერ ამოგდო თავიდან.არც უცდია და არც უნდოდა ეცადა,მოსწონდა ქალი და მასთან სიახლოვე ეწადა. მანქანა ორსართულიან სახლის დიდ რკინის ჭიშკართან გაჩერდა.ევამ თვალი მოატარა გალავანს და ეზოში ცალი თვალი გააპარა. -გადმოდი,-კარი გაუხსნა ნიკომ. -არ ვაპირებ!-ღვედს ხელი მოუჭირა. -ნუ ბავშვობ,გადმოდი ისეთი არაფერი მოხდება,რაც შენ არ გინდა,-ხელი გაუწოდა. კაცის ნებას დაჰყვა და გადავიდა.სახლში შესულს სულაც არ დახვდა დიდი ფუფუნება და გაუკვირდა.ფხოველმა ხელი ჩაჰკიდა და ერთი ოთახის კარი შეაღო.იატაკის შუაგულში მაგიდა იდგა სადად გაწყობილი,რომელსაც ორი სანთელი ანათებდა.მაგიდის ცენტრში წითელი ღვინის ბოთლი იდგა ორ ბოკალთან ერთად. -მართალია,ცოტა ბანალურია,მაგრამ სხვაგან ასეთი სიმყუდროვე არ იქნებოდა,მე კი მარტო შენთან მინდა ყოფნა,- ნაზად მოხვია წელზე ხელი.ქალი აიწურა, მორიდებით გადადგა ნაბიჯი და დარეტიანებულივით ჩაჯდა სავარძელში. -შენ გაგიმარჯოს ევა,-სასმისი მაღლა ასწია და ცოტა მოსვა.ფხოველსაც ეტყობოდა ღელვა. -მადლობა,-ხელების კანკალს ვერფერი მოუხერხა,თითები ერთმანეთს გადააჭდო. - ეს სახლი ჩემს მშობლებს ეკუთვნოდა.დედა ორი წლის წინ დამეღუპა.მის შემდეგ აქ არცერთ ქალს არ დაუდგამს ფეხი,პირველი შენ ხარ და იმედია უკანასკნელიც,-თბილად გაუღიმა. ევას თითქოს დენმა დაარტყა,მთელ ტანში დაუარა დაბუჟებამ,თვალები დახარა. -ნუ ღელავ,მე არაფერს გთხოვ ამ ეტაპზე,მინდა სწორად გაიაზრო ჩემი ნათქვამი და იფიქრო.არ მინდა,რომ გამირბოდე ,ან ჩემი გეშინოდეს.შენ არ ხარ სხვა,ეს დაიმახსოვრე!-ჯიბიდან კონვერტი ამოიღო და ქალს წინ დაუდო. -გახსენი,-ხმადაბლა უთხრა. ევა მორიდებით დასწვდა და ფრთხილად გახსნა,გაოცებისგან პირზე ხელი აიფარა.კონვერტიდან ამოღებულ პარიზის და ლურვის მუზეუმის ბილეთებს აწყ.ლიანებული თვალებით დააჩერდა. -მინდოდა შენი ოცნება ამესრულებინა,-ფეხზე წამოდგა,ქალს მიუახლოვდა და თმაზე ოდნავ შეახო ტუჩები.ევა არ განძრეულა. ფხოველი ადგილს დაუბრუნდა და სასმისებს ცოტა ღვინო ჩაამატა. -ნიკო,მე ამას ვერ მივიღებ,-კაცისკენ მისწია კონვერტი. -რატომ?-გაუკვირდა. -არ მინდა ძვირადღირებული საჩუქრები მომახვიო,არ მინდა დავალებულად ვიგრძნო თავი,-თვალი გაუსწორა. -ცუდად გამიგე, რომ მდომოდა შენს თავზე მოხვევა,აქამდე გავაკეთებდი ათას ძვირადღირებულ სიგიჟეს! ეს ისეთივე საჩუქარია,როგორიც შენ მაჩუქე მაშინ,მეტი არაფერი.როგორც შენ გინდოდა გულით, რომ სამახსოვროდ დამრჩენოდა შენგან რაღაც,მეც ასევე მინდა,სულ ეს არის დამიჯერე,-გულწრფელი იყო. -თამარა გამიგიჟდება,სახლში წამიყვან?-ვეღარ უძლებდა კაცთან მარტო ყოფნას. -წაგიყვან,არ ინერვიულო,მგონი მართლა შეგაშინე იმ დღეს,-გაეცინა და წამოდგა. -მართლა ბათუმში მიპირებდი წაყვანას?-თვითონაც გაეცინა. -კი,ვიფიქრე ზღვაში ჩავიყვან,ახლიდან გადავარჩენ და იქნებ კოცნაც მაჩუქოს მეთქი,-მხიარულ ხასითზე დადგა. -ნიკო!-წარბები შეკრა. -გეხუმრები,რა დაძაბული ხარ მოეშვი ცოტა,-ახლოს მივიდა და ღაწვზე მიეფერა. -დაეწყო ისევ!-თვალები გადაადტრიალა ევამ და უკან დაიწია. -რა ვქნა,თავს ვერ ვერევი,-თავი გაიმართლა. -წავედით,-კარისკენ დაიძრა ქალი. -ევა! რატომ გინდა მაწყენინო?-თვალით მაგიდაზე დადებულ კონვერტზე ანიშნა.ქალი უხმოდ მიტრიალდა და აიღო. -მართლა ერთადერთი ხარ,ყველასგან გამორჩეული,-თვალებამღვრეულმა უთხრა და მკლავები წელზე შემოხვია. -გთხოვ,არ გინდა,-მუდარა გაისმა ქალის ხმაში. -მხოლოდ ერთს გაკოცებ,-სუნთქვა გაუხშირდა მამაკაცს და ევას ტუჩებს ნაზად წაეტანა.ქალმა სხეულის ყველა წერტილში სასიამოვნო დარტყმა იგრძნო და შეკავებული კვნესაც აღმოხდა. -შენც გინდივარ,-ხმადახშულმა უჩურჩულა და სწრაფი მოძრაობით ქალი კედელს ააკრა.გახსნილი ტუჩებით ნელ-ნელა დაუყვა ნიკაპიდან ყელზე და ქალის ძაგძაგზე უარესად აღეგზნო. -გაჩერდი გთხოვ,-თვალები დახუჭა და სიტყვები წყვეტილად ამოთქვა. -ბოდიში,გადავამეტე,-უკან დაიხია,ქალს თმა თითებით ჩამოუვარცხნა და შუბლზე აკოცა. -წავედით,-გზა დაუთმო გასასვლელისკენ. --- სახლში მისულ ევას თამარი გაწიწმატებული დაუხვდა. -სად იყავი?! -ნიკოსთან,-დამალავს აზრი არ ჰქონდა. -გოგო შენ ნორმალური ხარ?! რას აეტორღიალე მაგ კაცს,რა გინდა ისევ ქვეყანას უნდა მოაღებინო პირი?!-ცოფებს ყრიდა. -კარგი რა დედა,პატარა ხომ აღარ ვარ,ვიცი რასაც ვაკეთებ! -მითუმეტეს ,ამხელა ქალი ხარ და პატარა გოგოსავით იქცევი!-ტონს აუწია. -არ შემიძლია ,დამანებე თავი!-გაგულისებული შევარდა ოთახში და ლოგინზე დაემხო.ნიკოს გარდა ტვინში არაფერი უტრიალებდა,კაცის ტუჩების გახსენებაზე გააჟრჟოლა და ბედნიერს გაეღიმა. შეტყობინებაც ამოხტა ეკრანზე. „მომენატრე“ „უკვე?“-გაბადრულმა დაუბრუნა პასუხი. „შენ არა?“ „მეც“-ძლივს გაბედა. „ამოვალ“ „გაგიჟდი? თამარას მე ძლივს გადავურჩი,შენ კი ვერ გაასწრებ“-თვალები ჭყიტა,იცოდა გამკეთებელი იყო. „მაშინ შენ ჩამოდი,აქ ვარ“ „ნიკო,სახლში წადი“-გული ყელში უხტოდა. „მარტო ცოდო არ ვარ?“-მოისაწყლა თავი. „ეკატერინეს დაურეკე“-მაინც წაკბინა. „კარგი აზრია,ღამე მშვიდობის“ „სულ კარგად ბრძანდებოდე“-გაბრაზებულმა მიწერა და ტელეფონი გვერდზე მიაგდო. ნიკოს ხმამაღლა გაეცინა ქალის სიბრაზეზე, მობილური გათიშა და მანქანა ადგილიდან დაძრა. --- მეორე დილით კომპანიაში გამართულ თათბირს ფხოველი ვერ დაესწრო.სასწრაფოდ მოუხდა საფრანგეთში გამგზავრება,მისი მეგობარი,რომელსაც ებარა ნიკოს ბიზნესი საგზაო შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა და რეანიმაციულ განყოფილებაში აპარატზე შეერთებული იწვა. ევასთვის არც დაურეკავს,არც შეტყობინება გაუგზავნია,ისე გავარდა აეროპორტში. *** ერთი კვირა ისე გავიდა, ნიკო არ შეხმიანებია ქალს.ევას გული ეკუმშებოდა,როცა იმედით ხსნიდა ტელეფონს და იქ სიცარიელე ხვდებოდა.სამ დღეში თავად უწევდა გამგზავრება და უკვირდა,აქამდე რატომ არ გამოეხმაურა მამაკაცი.ეჭვმა შეიპყრო და მოსვენება დაუკარგა.რამდენჯერ აკრიბა ნომერი,იმდენჯერ ავტომოპასუხე ერთვებოდა.მოთმინების ფიალა გადაევსო და გადაწყვიტა კომპანიაში მისულიყო. შენობაში ფეხი შედგა თუ არა,ზუსტად ის დაცვა დახვდა,რომელმაც ფხოველის მისამართი მისცა. -გამარჯობა,მიცანი?-გაუღიმა. -რა თქმა უნდა გიცანი,სალამი,-თმაზე ხელი გადაისვა. -ნიკო ფხოველი უნდა ვნახო,ადგილზეა?-საქმიანი იერი მიიღო. -არა,საზღვარგარეთ გაემგზავრა უკვე ერთი კვირაა,მე ვერ დაგეხმარები?-ბეჭებში გასწორდა. -არა,მადლობა,-ჩაფიქრებული გამოვიდა და ტროტუარს ნელი ნაბიჯით გაუყვა. „რატომ არ გამაფრთხილა?“-გონებაში ეჭვები თავს იყრიდნენ. თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე გრუხუნით დაიძრა და დედამიწას მალევე მოსწყდა.ცაში გამოკიდული მგზავრები ნელ-ნელა ექცეოდნენ ღრუბლებს ზემოდან.ევას ყურსასმენები გაეკეთებინა და თვალდახუჭული აყოლებდა თავს წყნარ მუსიკას.ფიქრებით ისევ ნიკოსთან იყო,ვერ ხვდებოდა კაცის დუმილის მიზეზს. სასტუმროს ნომერში შესვლისთანავე შხაპის მისაღებად გაემართა,დაღლილობა თბილი წყ.ლით მოიხსნა და აბაზანიდან აწითლებული ,პირსახოცშემოხვეული გამოვიდა. სველი თმიდან წყალი უწვეთავდა.საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე ნაცნობი კრიალოსანი რომ დაინახა,ისე შეხტა და იკივლა შემოსასვლელში დამალულმა ფხოველმა სიცილი ძლივს შეიკავა. -ნიკო!-ევამ მზერა მოატარა ოთახს. მამაკაცი დინჯად შევიდა და ქალს წინ დაუდგა.ევა ცახცახმა აიტანა,სიხარულს და მონატრებას ერთიანად შეეტიათ ქალისთვის. -რატომ არ დამირეკე?-წყენა გაურია ხმაში. -იმიტომ,რომ ძალიან მოგნატრებოდი,-ახლოს მიიწია და გულზე მიიხუტა. -მე კიდევ რა აღარ ვიფიქრე,-შვებით ამოისუნთქა და კაცს მიეკრო. ნიკო ფრთხილად დასწვდა ტუჩებზე და ვნებიანად აკოცა.ქალს გააჟრიალა და კუნთები დაეჭიმა.მამაკაცმა პირსახოცისგან გაანთავისუფლა და დედიშობილა ევას ამღვრეული თვალებით დახედა.ქალი უხერხულად შეიშმუშნა და მკერდზე აიფარა ხელი.ფხოველმა მაისური გადაიძრო და შიშველ სხეულზე აიკრა აცახცახებული ქალი.ხელი მის ხერხემალს ჩააყოლა და წელზე მოუჭირა.ევას თავშეუკავებელმა კვნესამ მამაკაცი უარესად აღაგზნო, საწოლზე ერთი მოძრაობით გადააწვინა და თვითონ ზემოდან მოექცა.ტუჩებით ნაზად ჩაუყვა , მკერდის თავზე კბილები მოსდო და ენით მოუსრისა.ევას ლამის გული გაუჩერდა,თვალები მილულა და მთლიანად მიენდო მამაკაცს. ფხოველი მთელი დაკვირვებით სწავლობდა ქალის სხეულს და ყველა კუნჭულში ვნებიან კოცნას უტოვებდა.ევას კვნესა მამაკაცს დენივით უვლიდა ტანში და ლავის ამოფქვევას უჩქარებდა. -დარწმუნებული ხარ?-ყურთან უჩურჩულა. -კი,-თავი დაუქნია და ნიკოს მკლავები მოხვია. თანხმობამ უარესად გაახელა კაცი,თავით-ფეხამდის გალოკა ქალი და ბოლომდე დაეუფლა. -- -ევა!- ზურგიდან მიეხუტა და კისერზე ტუჩები დააკრო. -რა?-ნახევრად მძინარემ ამოიზმუვლა. -ცოლად უნდა გამომყვე,-მკერდზე ხელი მოუფათურა. -როდის?-გაეღიმა. -ახლავე,-ნიკოსაც გაეცინა. -მოგყვები,-კაცისკენ გადაბრუნდა თვალებში ჩააჩერდა. -ევა,მიყვარხარ, -სახის ნაკვთები დაუკოცნა. -მე უფრო,-კაცის ყელში ცხვირი ჩარგო და ღრმად შეისუნთქა. --- სამეფო სასახლემ წყვილისთვის სიურპრიზი მოაწყო და ყველა ექსპონატი გამოამზეურა. დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.