მარიონეტი (ოცდამეთვრამეტე თავი)
მაქსიმუმ ნახევარი საათის სავალი გზაღა იქნებოდა დარჩენილი ყაზბეგამდე. წარსულის ტკბილ ზმაზებაზე ფიქრში ზუსტად ვერ მიხვდა რა დროს ჩაეძინა ნინოს. ღიმილი სახეზე შერჩენოდა. ოდნავ გახსნილი წითელი ტუჩებიდან მარგალიტებივით მოუჩანდა თეთრი კბილები. შუბლზე ჩამოყრილი თმა ფრთხილად გადაუწია გიგამ და მშვიდად მძინარეს დააკვირდა. მიუხედავად მაკიაჟისა თვალებთან ოდნავ მაინც ეტყობოდა წვრილი მიმიკური ნაოჭი. უძილო მშფოთვარე ღამეებს მაინც დაეტოვებინათ მისი კვალი. თითის ბალიშები ფრთხილად გადაუსვა. ქალი შეიშმუშნა, სავარძელში შესწორდა, თუმცა არ გაუღვიძია, ორივე ხელი ლოყის ქვეშ ამოიდო, უფრო კომფორტულად მოთავსდა და ისევ ძილი გააგრძელა. ეღიმებოდა გიგას. მიუხედავად განვლილი წლებისა მაინც შეენარჩუნებინა ნინოს მისთვის დამახასიათელებელი ბავშვურობა, რომელიც ერთ დროს ასე ძალიან უყვარდა მამაკაცს. მონატრებია, მერედა, როგორ მონატრებია. ავტომობილი გზიდან გადააყენა ძრავი არ გამოურთავს. სიგარეტის უკანასკნელ ღერს მოუკიდა და ფილტვები ნიკოტინით აივსო. ამჯერად თავად ქცეულიყო მოგონებათა ტყვედ. სად დაუშვა შეცდომა, როდის? იქორწინა საყვარელ ქალზე. მის თვალებში დანახული ბედნიერება თითქოს ყველაფერს კარგის საწყისი უნდა ყოფილიყო. ცხოვრებაში ყველაფერი საკუთარ ადგილას დალაგდა. მერე რა რომ 16 წლის იყო? ნინოს არ გასჭირვებია ოჯახის დიასახლისის როლის მორგება. მიუხედავად მანანას ჭირვეული ხასიათისა, მეტ-ნეკლებად მაინც მოახერხა რძალთან შეგუება. გიგაც დამშვიდდა. ტრადიციადაც კი ექცა ყოველ საღამოს მეუღლესთან უნივერსიტეტში გავლა და შინ ერთად დაბრუნება. წამლის გადაგდება სულაც არ აღმოჩნდა ისეთი მარტივი როგორც თავად წარმოედგინა, ვერც ქუჩას და საძმაკაცოს ელეოდა ბოლომდე, მაგრამ შინ მისვლა ხომ ნამდვილად უხაროდა?! ბოლოსდა ბოლოს რას აშავებდა, კაიფისა და წამლის გამო არ იპარავდა, სხვას არ ამწარებდა, ოჯახისწევრებს სახლიდან არ აგდებდა. დიდი-დიდი საკუთარი თავისთვის დაეშავებინა რამე. აქაც ისევ მის სხეულს ვნებდა, სხვას ხომ არა?! გეცინებათ?! არადა, ამ სიტყვებს ვინ იცის როგორი დამაჯერებლობით უმეორებდა ოცნებებში მფრინავ მეუღლეს. ვინ იცის მის პოზიციას რამდენჯერ დაეთანხმნენ თავის ქნევით სანახევროდ გაბრუებული მეგობრებიც. ნინო?! თავიდან ნამდვილად ცდილობდა, უკრძალავდა, თხოვდა, ემუდარებოდა წამალი გადაეგდო. მსგავსი დიალოგი, როგორც წესი, კამათში გადასდიოდათ. მამაკაცის არგუმენტები, რომ რთული განვლილი გზის დავიწყებას ასე ახერხებდა, ქალიშვილისთვის სულაც არ აღმოჩნდა მარტივად გასაგები. გააპროტესტა ერთხელ, ორჯერ, შემდეგ დაიღალა და შეეგუა. - აბა, ამის გამო ხომ არ დაგკარგავდა, ან ვინ ანგრევს ოჯახს წამლის გამო? - ეცინებოდათ ბიჭებს. ნინოს უყვარდა თავდავიწყებით, მისი ნაკლითა და პლიუსებით. საინტერესოა, რომელს უფრო დიდი სიყვარულის უნარი ჰქონდა? პირველი ერთი შეხედვით აბსოლიტურად უმნიშვნელო პრობლემა მაშინ გაჩნდა, როცა პატარძლის გასაცნობად მოსულმა ნათესავმა გულუბრყვილოდ იკითხა: - ნინო, ორსულად ხომ არ ხარ? ქალიშვილის ნაცვლად ირონიული ტონით, ნახევრად ღიმილით უპასუხა მანანამ: - ისეთი სუსტია, არამგონია ორსულად დარჩეს. - ჯერ თავადაც ბავშვია, ამან რა ბავშვი უნდა გააჩინოს?! - თვალი გააყოლა სამზარეულოში გასულ ქალიშვილს სტუმარმა. თითქოს არაფერი, ქალის გესლიანი სიტყვები არავის შეუნიშნავს, სუფრასთან მსხდომებმა მხიარულად გაიცინეს და სასაუბრო თემაც შეცვალეს, მაგრამ მეუღლის გაფითრებული სახე მაინც არ გამორჩა გიგას. ის ღამე ტირილში გაათენა ნინომ. არადა, ქორწინებიდან სულ რაღაც ხუთი თვე იყო გასული. ალბათ უნდა წაეყრუებინა, ყურადღება არ მიექცია მაგრამ ვერ მოახერხა. შიში გაუჩნდა, ვაიდა მართლა ვერ გაეჩინა ბავშვი?! მეორე დღესვე გაიქცა ლიასთან. ქალს სასაცილოდ არ ეყო ნათლულის სიტყვები. - გადაირიე?! -მხიარულად კისკისებდა - პატარა ხარ. თექვსმეტი წლის გოგოს სად გეჩქარება? დატკბით ერთად ყოფნით, ისწავლე, დაამთავრე, ფეხზე დადექით და ბავშვის გაჩენას ყოველთვის მოასწრებ. - შვილი მინდა... - სლუკუნებდა ნინო. გაგიჟდა, გადაირია, იმდენი ქნა გამოკვლევები მაინც ჩაიტარა. ვიდრე იგივე სიტყვები გინეკოლოგისგანაც არ მოისმინა ვერ დამშვიდდა. - პირველი ერთი წელი რომც ვერ დარჩე, აბსოლიტურად ნორმალურია. - მოთმინებით უხსნიდა ექიმი - სად გეჩქარებათ? მთავარია მაგ საკითხზე არ იფიქრო, დაძაბულობა მოქმედებს და ხშირად ორსულობასაც უშლის ხელს. - გაიგე? რაც უფრო ნაკლებად დაიძაბები, მით უფრო სწრაფად იხილავ საკუთარ შვილს! - თმაზე ეფერებოდა უჩვეულოდ გაზრდილ ნათლულს. წესით უნდა დამშვიდებულიყო, თუმცა ყოველი თვის ბოლოს დედათა წესისგამო ცხარე ცრემლებით მაინც ტიროდა. თითქოს განგებ, არც მანანა წყვეტდა რძლის კბენას. იმდენად შეეჩვია დედამთილის აგრესიას, ნორმალური მიმართვას აღარც ელოდა, გიგა რამდენიმეჯერ კი შეეწინააღმდეგა დედას, სცადა მეუღლის დაცვა, ვერაფერს გახდა, თითქოს ჯიბრით ქალი უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა, როგორც კი გოგონას სახლიდან გაისტუმრებდა დაადგებოდა სულთამხუთავივით შვილს და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. - არ მოგტაცებენ, ამ შენს ნინოს, რა საჭიროა ყოველ დღე ვაკეში ასვლა, იქ არ არიან მისი სანაქებო ძმაკაცები, მოაცილებენ როგორმე სახლამდე! - ნაბახუსევს, ლოგინში მწოლიარე შვილს თავზე დოინჯშემოყრილი დასდგომოდა იმ დღესაც - გიგა, გესმის ჩემი? მოეშვი ყოველ დღეს უნივერსიტეტში მიკითხვას. - გავიგე მანანა, გავიგე! -ერთი კი ამოიზუვლა და გვერდი იცვალა. - ვერაფერიც ვერ გაიგე, დაგაბრმავა და გამოგალენჩა! - არ ჩუმდებოდა ქალი. - ხომ შეიძლება ადამიანს ძილი მაინც დააცადო?! - საბოლოოდ გამოფხიზლებული წამოვარდა და აბაზანაში შევარდა გიგა. თითქოს დედის ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ ფაქტია ჯერ ერთი მიზეზი გაუჩნდა უნივერსიტეტში ვერ თუ არ მისასვლელად, გიოს დაბადების დღე იყო და ხომ ვერ დააგვიანებდა, შემდეგ მეორე, ამჯერად ლევანჩოს მიჰყვებოდა საქმეზე და ნელ-ნელა მოუკლო მეუღლესთან სიარულს. ერთ რამეში ნამდვილად არ შემცდარა მანანა, მეგობრები ჩვეულებისამებრ ისევ აცილებდნენ სახლამდე მის რძალს. მატერიალურად არ უჭირდათ. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ყოფილმა პოლიტიკოსმა, გიორგი მაღლაკელიძემ მას და მის სამეგობროს დაუფასა ეროვნული მოძრაობის დროს მიტინგებზე დგომისას გაწეული დახმარება. მუშაობა დააწყებინა საძმოს. არ ვიცი ამას სამსახური რამდენად ერქვა, თუმცა თავად ასე თვლიდა. რეალურად უბანში მდგომ სავაჭრო ჯიხურებს აკონტროლებდნენ, რეკეტიორებისგან იცავდნენ, ვინმეს ზედმეტად რომ არ შეეწუხებინა „კრიშავდნენ“, ამაში კი ჯიხურების მეპატრონეები გარკვეულ თანხას უხდიდნენ. არ აკლდათ ჩხუბი და გაწევ-გამოწევა. თუმცა შემოსავალი საძმოსაც ჰყოფნიდა და მათ ოჯახებსაც. რომ გეკითხათ ამას ოჯახის, განსაკუთრებით ნინოს გამო აკეთებდა, მაგრამ ვერა და ვერ მოიგო მეუღლის გული. ჯერ მაღლაკელიძეს ერჩოდა, შემდეგ როცა გაიგო ამ საქმეში ჯაბას ინტერესებიც ფიგურირებდა, სულ გადაირია. ემუდარებოდა მოეშვი მაგ ხალხს, თავი დაანებე, კარგს არაფერს მოგიტანს მაგათთან ურთიერთობაო. რა თქმა უნდა არ დაუჯერა. ვინ სულელი დაიჯერებდა ჭირვეული, ლაწირაკი გოგოს სიტყვებს ყველაფერს საკუთარი პირადი შეხედულეებით რომ აფასებდა და ყოველ ნაბიჯზე საფრთხეს ხედავდა?! შეიცვალა ნინოც. რაღაც ჩაქრა მის მზერაში. აღარ უღიმოდა სახე, აღარც ჭინკები უხტოდა თვალებში. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო მანანას ახირებით შეიცვალა ჩაცმის სტილი, აბა გათხოვილი ქალი ისევ მუხლამდე ჩაჩაჩული კომბინიზონითა და თავზე ბენდენით ხომ არ ივლიდა?! სასაცილოა, იმ ანცი, ხიფათიანი გოგონასგან ასე რომ უყვარდა გიგას აღარაფერი დარჩა. ერთმანეთის მიმართაც გაუცხოვრდნენ. ადრე თუ სალაპარაკო არ ელეოდათ, ახლა ერთ სიტყვას გადაუგდებდნენ ერთმანეთს და ისიც ღრენით. მეუღლის სახლი ციხედ ქცეულიყო ბოჭორიშვილისთვის. მანანასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება სულ უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა. უჭირდა და ვეღარც მალავდა, უფრო და უფრო მოუხშირა ვეძისში ასვლას და ღამით დარჩენას. ძნელი იყო ვერ შეემჩნია ცვლილება, რა თქმა უნდა ამჩნევდა გიგაც, მაგრამ აზრადაც არ მოსდიოდა გარდაუვალი დასასრულისკენ მიმავალი პროცესის შეჩერება. - ხვდებით რას აკეთებ? - ვინ იცის მერამდენედ ეკითხებოდა მეგობრებთან ერთად ბოჭორიშვილების ეზოში მჯდომი დათუნა. - სხვა გზა არ მაქვს. აღარ შემიძლია. - ცრემლებს ყლაპავდა ნინო. - აღარ გიყვარს? - თვალებში უმზერდა ტატო. - მიყვარს. - ლამის ჩურჩულებდა ქალი. - აბა, რა გჭირთ, ტო? - დაიბნა ლაშა. - ვერ ხვდებით? მინდა ისევ ის თბილი გიგა დამიბრუნდეს. მინდა ისევ ადრინდელივით ვუყვარდე. მინდა ვიგრძნო, რომ ვენატრები, ზუსტად ისევე ვჭირდები, როგორც მე. - მიქარავ, შენც ძმობას ვფიცავარ!- გაღიზიანდა ტატო. - მე? ოთხი დღეა აქ ვარ და ერთხელაც არ მომიკითხა. - ისე შეუბღვირა ბიჭებს თითქოს მათი ბრალი იყო. - შენ მოიკითხე? - არა.- ლაშასთვის არ შეუხედავს ისე უპასუხა გოგონამ. - რატომ, ქმრის მოკითხვა ტეხავს? - ირონიულად გაეცინა დათუნას - კარგად დაფიქრდი, სანანებელი არ გაგიხდეს. - არ გამიხდება! -ისევ იბღვირებოდა გოგონა. -აზრი არ აქვს, ვირივით ჯიუტი ხარ! - გაბრაზდა ტატო. - ისე ნუ მელაპარაკებით თითქოს ძალიან იცით რა არის ოჯახური ცხოვრება! ხელი ჩაიქნიეს ბიჭებმა და ერთმანეთის მიყოლებით გავიდნენ ეზოდან. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებთან არ აღიარებდა თავადაც ფიქრობდა მეუღლესთან წასვლაზე. უნდოდა თუ არა მაინც მონატრებოდა გიგა. მერე რა რომ მისი უყურადღებობით განაწყენებული იყო? გრძელ ციგანკურის სტილის კოჭებამდე ქვედაბოლოზე შემოიცვა თხელი ქურთული. გაშლილი თმა ერთი ხელისმოსმით შეიკრა კუდად. - ნინაჩკა წავედი! - ერთი კი შესძახა სავარძელში ნახევრად მთვლემარე ბებიას და ვიდრე ქალი ნათქვამის გააზრებას მოასწრებდა ეზოდანაც გავარდა. კარგახნის შებინდებული იყო. უბნის ბოლოში შერჩენილი ერთად - ერთი ლამპიონი ოდნავ ბჟუტავდა. მიუხედავად სიბნელისა, საკუთარ უბანში სიარულის არასოდეს ეშინოდა, მაგრამ ახლა რატომღაც გააჟრჟოლა. უკმაყოფილომ ახედა ღრულებით დაფარულ ცას. - რა იქნებოდა მთვარე მაინც ყოფილიყო? - ჩუმად დუდუნებდა გოგონა. - ზუსტად ვიცოდი, რომ გული არ მოგითმენდა! - მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა, როცა კმაყოფილმა ტატომ ხელკავი გამოსდო - შენს ძმობას ვფიცავარ, არ ინანებ! - იმედია! - ღიმილი ვეღარ შეიკავა. მიუხედავად მოღრუბლული ამინდისა, თბილი ღამე იყო. ნელი ნაბიჯით მიდიოდნენ ბავშვობის მეგობრები. ათას სისულელეს იხსენებდნენ. უკვე გამოჩნდა გიგინეიშვილების სახლი, სულ ცოტაც და ერთმანეთსაც დაემშვიდობებოდნენ. - დედას გაფიცებ საბავშვო ბაღში ვაშლის გამო რომ ვიჩხუბეთ გახსოვს? - ეზოს ალაყაფის კარში მდგომს უჩვეულოდ არ ემეტებოდა მეგობარი დასამშვიდობებლად, ისევ იმ ახტაჯანა, თხაკიკინა გოგოდ გრძნობდა თავს. - მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი რაც იყავი, სისხლისმსმელი წურბელა! - თმები აუბურდა აბუზღუნებულ ქალიშვილს. - ეეე, კარგი რა, კარგი! - გაკაპასებული გოგონა მთელი ძალით ჩქმეტდა მკლავზე. ისეთი ლაღი იყო, ისეთი ბედნიერი, თითქოს არც ჰქონია პრობლემები, რასაც ვერ ვიტყოდი ტატოზე. ვაჟი თითქოს ვერც გრძნობდა მკლავზე ჩასობილ ფრჩხილებს. უკან იყურებოდა სიბნელეში. გოგონამ ვაჟის მხარს ზემოდან გაიჭყიტა, გააყოლა თვალი მის მზერას, ქუჩის კუთხეში მოჩანდა ჩამუქებული ავტომობილი, თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ფარებ ანთებული ავტომობილი ნელი მოძრაობით მათი მიმართულებით მოდიოდა. - რა ხდება?! - თვალი მოსჭრა შორინათების ფარებმა. დიდად ვერც ვერაფერი გაარჩია. - ამის დედაც მოვ... - ძლიერად უბიძგა, გოგონამ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და დაბლა დავარდა. - ტატო! -კივილის ნაცვლად ხავილი ამოუვიდა ყელიდან. საკუთარი ხმა ძლივს იცნო ბოჭორიშვილმა, დაზუსტებით ვერც გეტყოდათ, კიოდა კი?! ავტომატების ჯერი ავტომობილის საბურავების ღრჭიალმა გადაფარა. ისტერიული სისწრაფით, ლამის ფორთხვით გავარდა ნინო. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მისი მეგობარი, ჯერ კიდევ სდიოდა მკერდიდან ცხელი სითხე. უჩვეულოდ გარინდულიყო მუდამ ხალხით სავსე ქუჩა. ჩუმად სლუკუნებდა ბოჭორიშვილი, ჩუმად უკოცნიდა სისხლით დაფარულ სახეს. - მაპატიე, არ უნდა წამოვსულიყავი, მაპატიე! - უსიტყვო მდუმარებით პასუხობდა მისი ერთ-ერთი იმედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.