ერთი ვარსკვლავი ცაზე (თავი2)
ფეხში ტკივილი ჭექა-ქუხილივით დადიოდა მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია. -ვერ გადადგამ.ექიმთან მივდივართ და ძალიან გთხოვ არგინდა ეს ისტერიკა!-ასე კატეგორიულად არ უნდა ლაპარაკობდეს ადამიანი,რომელიც პირველად ხუთი წუთის წინ ვნახე.საშინლად გამაღიზიანა მის ტონმა და ამიტომ გაჯიუტება გადავწყვიტე. -არა...-სანამ მე ისტერიკის მოწყობას ვაპირებდი უკვე მის მანქანაში ვიჯექი.უარყოფას აზრი აღარ ქონდა .ბრაზისაგან ტკივილი დამავიწყდა მგონი მაგრამ არ ვიცი დუმილი როგორ შევინარჩუნე . მხოლოდ რამოდენიმე წუთში დავარღვიე ეს დუმილი. -იცი რომ ეს დანაშაულია? სწრაფად და წარბაწევით შემომხედა -მაინც რა?-ირონიული სახით მკითხა -აი ეს.ძალით მიგყავარ არავინ გამიბრთხილებია.ინერვიულებენ!ტელეფონი დამრჩა ჯანდაბა!ერე ალბათ მეძებს-ჩავილაპარაკე ჩემთვის და სადაცაა ტელეფონს ვთხოვდი და უცებ: -ოჰო..ნუთუ შეყვარებული დაგრჩა გაუბრთხილებელი?-ირონიულად საუბარს არ წყვეტდა -არ..-უარყოფას ვაპირებდი მაგრამ უეცრად გავბრაზდი და მივხვდი რომ ზედმეტებში გადავიდა-თუმდაც!ეს შენ გეხება? -ვნახოთ ვნახოთ..-ჩაილაპარაკა და საჭეს ხელი მოუჭირა. -რამე მითხარი? -დაივიწყე.ორ წუთში კლინიკაში ვიქნებით.და ჰო მართლა,თუკი კანონებზე გინდა საუბარი გეტყვი რომ ადამიანის საავადმყოფოში გატაცება დანაშაული კი არა სიკეთეა.აი იგივე წინადადება საავადმყოფოს გარეშე კი ალბათ დანაშაული იქნებოდა თუმცა სასიამოვნო დანაშაული.-სერიოზული სახით გადმომხედა და მზერა გზისკენ რომ გადაიტანა ისევ ჩაეღიმა. ამჯერადაც დუმილი ვარჩიე.მგონი ფსიქოპატს გადავეყარე.ფეხის ტკივილმა მომიმატა... -მოვედით.არ გაინძრე მე გადმოგიყვან! უხმოდ ვემორჩილები რადგან არ ვიცი რას იზამს. კარს მიღებს და ხელში ავყავარ. ღმერთო ჩემო თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობ.თავი ზღაპარში მგონია მაგრამ მისი საქციელი საშინელებათა ჟანრში უფრო ჯდება. კლინიკის კარი იღება თუ არა ექთნები თავს გვეხვევიან. -ექიმო..ექიმო.. -ექიმო რა ხდება? ცოტა არ იყოს გაურკვევლობაში მოვყევი და სიტუაციის გარკვევას ვცდილობ.ექიმო?კი მაგრამ რა ექიმო? ვის... რა?!არა! ისინი იმ ბიჭს უყურებენ რომელსაც ხელში ვყავარ! გაფართოვებული თვალებით ავხედე უცნობ „ექიმს“. წამით შემომხედა და ექთნებს მიუბრუნდა. -ეტლი მოიტანეთ!..რენტგენი გადავუღოთ..კი ფეხი დაუცდა... ეტლში სასწრაფოდ ჩამსვეს და რენტგენის ოთახში შემიყვანეს.ბოლოს მასთან აღმოვჩნდი უკვე ექიმის ტანსაცმლით შემოსილიყო.საავადმყოფოს თეთრ განათებაში მისი თვალები კიდევუფრო უცნაური და საინტერესო ჩანდა.დიდიხანს გაოცებულმა ვუყურე მერე გამოვფხიზლდი და სერიოზულად ვკითხე. -მოიცა,ეს რაიყო? ტანსაცმელზე ვანიშნე,ვკითხე და თან გასასინჯ მაგიდამდე კოჭლობით მივედი. ნელა მომიახლოვდა და დამსვა. -რა?-გაიცინა და ფეხზე ხელი დამადო და გასინჯვა დაიწყო.ოდნავ შევიშმუშნე. -კარგი რა! დამცინი?!-უკვე მოთმინება მელეოდა და ხმას ვუწევდი. ამ დროს დავინახე ერე, ფანჯარასთან რამოდენიმეჯერ სწრაფად გაირბინა და ბოლოს როცა გაიგო სად ვიყავი კარები გიჟურად შემოაღო. ნერვიულად ჯერ მე შემომხედა მერე ჩემს ფეხს . -რა დაგემართა?რატომ არაფერი თქვი??გინდა გამაგიჟო გოგო ?? ამ დროს „ექიმს“გავხედე ერეკლეს ცალ წარბ აწევით უყურებდა და თან რაღაცას ინიშნავდა. -დავაპირე რამე მეთქვა მაგრამ... -ამის დრო არ იყო.-კიდევ გადამარჩინა-ფეხი გაუსივდა და სასწრაფოდ უნდა გადაეღო რენტგენი.ამიტომ სასწრაფოდ წამოვედით. ერემ ექიმს ახედა და ისევ მე შემომხედა კითხვით სავსე თვალებით. -და როგორ გაიგე?-ვკითხე და ნელნელა გავსწორდი. -რენტგენზე რომ იყავი წვეულებაზე მეგობარს დავურეკე,როგორღაც მოახერხა შენების მოძებნა.-მითხრა ისე რომ არც შემოუხედავს . მაგიდასთან დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო. -ჰო უცნაურად მაგრამ ნაცნობებისგან გავიგე..კარგი რა მნიშვნელობა აქვს..-ერე დაბნეული იყურებოდა. ამ დროს კაბინეტში ლიზა და თორნიკე გამოჩნდნენ.თავზე დამეხვივნენ. -როგორ ხარ?ვაიმე გტკივა? -არაფერია დაწყნარდით კარგად ვარ.-გავუღიმე ორივეს. -ექიმო ფეხის საქმე როგორაა ?-მიუბრუნდა ერე ექიმს. -ისეთი არაფერია.გადაბრუნებისას ცოტათი იღრძო.მთავარია რომ არ დაეცა!-ოდნავ მხოლოდ ჩემს შესამჩნევად გაიღიმა და გამომხედა-თორემ ცუდად იქნებოდა საქმე! -ჰო მართლა როგორ დაგემართა?-თოკომ შემომხედა-წამებში გამიქრი ხელიდან. -ხალხმრავლობაში მოვყევი და ვიღაც ცუდად მომეხალა... -კარგი კარგი!ბრთხილად უნდა იყო!-გამიღიმა და ხელით გულზე მიმიკრა ერემ. -ექიმო როგორ მოვიქცეთ? -დანიშნულება აქ არის.არ უნდა გადაიტვირთოს და ბევრი არ იაროს ერთი კვირა მაინც.ცოტახანში გავწერთ მანამდე კი უნდა გაბრძანდეთ შეხვევა არ დამიმთავრებია. -გარეთ ვარ!-ერემ შუბლზე მაკოცა და დანარჩენებთან ერთად გარეთ გავიდა.ექიმმა სკამი მოაჩოჩა , ახლოს დამიჯდა შეხვევა დაიწყო.უცნაურად იქცეოდა.უემოციოდ. -გტკივა? -არა. -კარგია .. -ესეიგი ექიმი ხარ.. ქვემოდან ამომხედა რაღაც უცნაურად. -ეგრე გამოდის არა?-ისევ გამიღიმა ოღონდ ძალით. -თავიდანვე რატომ არ მითხარი ამდენს აღარ ვიწვალებდი.. -მაგას მგონი აზრი არ აქვს.ახლა მთავარია რომ კარგად ხარ და შენი შეყვარებულიც აქაა არა?!-თვალები მოჭუტა და ხელი კარისკენ გაიშვირა -ვინ ერე?-გამეცინა -ჰო არვიცი რა ქვია..-შეხვევა დაასრულა და წამოდგა. -ის.. კარში ექთანი შემოვიდა -ექიმო სასწრაფოდ! პაციენტი შემოვიდა, სიმაღლიდან ჩამოვარდა და მრავალი მოტეხილობა აქვს. -ახლავე გამოვდივარ.. მე შემომხედა -უნდა წავიდე.შენ ექთანი გაგწერს. კარში გასვლისას შემობრუნდა -ჯიუტი ვარსკვლავები რომ არსებობდნენ იცოდი?!მე დღეს გავიგე! კარი გაიხურა. ე ს რ ა ი ყ ო ? გამეღიმა. გაწერის პროცედურები გაიწელა და უამრავი საბუთის შევსება მომიწია.როგორციქნა გამწერეს და სახლში წავედით. ერეს მანქანით წამოვედით ,გაზაში ყველა გაფართოებული თვალებით ხშირ-ხშირად მეკითხებოდნენ ხომ კარგად ვარ. -თათია.. უცებ ერემ დამიძახა რამოდენიმეჯერ სწრაფად შემომხედა.ეტყობოდა თავი ვეღარ შეიკავა. -ჰო ერე. -იმ ექიმმა ასე თქვა წ ა მ ო ვ ე დ ი თ ო.საიდან წამოხვედით..იცნობ ? -არა არ ვიცნობ.ფეხი რომ გადამიტრიალდა დამეხმარა და კლინიკაში წამომოყვანა..სულ ესაა პირი გააღო რაღაცის სათქმელად და ისევ დახურა -კაი . ლიზა ჩემს უკან სავარძელზე იჯდა წინ წამოიწია და ყურებთან ჩისისინა -ყველაფერს მომიყვები.. მწარედ გამეცინა.ამას ვერ მოვიგერიებ . ამასობაში სახლში მივედი ერემ ხელი მტაცა და ოთახდე მიმიყვანა.დღეს ყველა ხელით დამატარებს.რაღაც პლიუსი აქვს ამას,გავიფიქრე და შეხვეულ ფეხს დავხედე. -თათ დღეს აქ დავრჩები. მითხრა ლიზამ ორაზროვნად და ირონიულად. -არ შეწუხდე ლიზ რაა გთხოვ-ირონია არც მე დავაკელი. -ხმა ახლა-თვალების გადმოქაჩვა და ჩემი გაჩუმება ერთი იყო. ერე და თოკო დოინჯ შემოყრილი დამყურებდნენ -ასე ნუ მადგახართ გეხვეწები წადით არ გშიათ?ჭამეთ! -მაგაზე ვერ გაწყენინებთ!-გადაიხარხარა თოკომ-რომ გვაგდებთ მაგას მივხვდით ისე! კარი გაიხურეს ორივემ ლიზას მეტი არაფერი უნდოდა -აბაა მოყევი ვინ იყო ის ღვთაება ექიმი. -გაჩუმდი გოგო!ისედაც თვალები დასცვივდეს ლამის ერეკლეს. -კაი მაშინ მოყევი. -რა მოგიყვე აზრზე რომ ვიყო ვინაა მოგიყვებოდი!გადამარჩინა წაქცევას. -ოოო ეგ გავიგე.რა ქვია? -მე რავიციი.. -მოიცა ადამიანმა გადაგარჩინა,მთელი ღამე ხელით გატარა,გიმკურნალა და სახელიც არ იცი?!ამას მარტო შენთუ შეძლებდი რა თათია! -ოჰ კარგი ერთი..რა მექნა?გამარჯობა ექიმო სახელი მითხარით რომ თქვენი მზე ვლოცო მეთქი?! ერთმანეთს შევხედეთ და სიცილი აგვიტყდა.რატომ?როდის იციან დაქალებმა რაზე იცინიან ასეთ სიტუაციაში?!.. კარი ერეკლემ შემოაღო -მგონი გაგიარა აიღეთ კორპუსი სიცილით.არ გკითხავთ რაგაცინებთ მეთქი მაინც არ მეტყვით! -ჰო მართალია-დაემოწმა ლიზა -თათუ რო არ წავიდე არშეილება დამირეკეს.თოკო დარჩეს და თუ რამეა აქარი. -არაა საჭირო რა -მაგდებთ ტო..მეწყინა ეე-კარებში აეყუდა თორნიკე და სიცილი დაიწყო. -შენ ვინ გაგაგდებს თუ არგინდა ნაბიჯს არ დგამ!დარჩი ჰო და რახან არ იშლი ყავა გააკეთე მიდი!სარგებელი მოგვიტანე! -აუ ერუშ ესენი მომკლავენ მუშაობით.კაი ჰოო მივდივარ! -კაი წავედი და ჭკვიანად არ დაანგრიოთ კორპუსი ეხლა.ლიზუშ არ დაჭამოთ ერთმანეთი რა შენ და თოკომ .. -კაი ვნახოთ! ერე წავიდა თუ არა გამოვიცვალე და პიჟამა ლიზასაც მივეცი.თმაზე რომ მიდგა ჯერი წამოვიყვირე -ჯანდაბა!სადარის.. -რა თათია? -თმისსაგრი,ვარსკვლავი ხო იცი დედასია.. -მოვძებნით დაწყნარდი. ლიზამ ოთახი გადაანგრია შემოსასვლელი და სადარბაზოც არ დატოვა მაგრამ უშედეგოდ .. -კაი დავწვეთ და ხვალ ვნახავ კიდევ.. ვთქვი მაგრამ საშინლად ვდარდობდი. ცოტახანში თორნიკე გამოჩნდა ჭიქებით ხელში . -მოგიტანეთ გამომართვით. მე და ლიზა ჩემს საწოლზე ვიწექით. ლიზა ფეხთით იყო და ტელეფონში რაღაცას აკეთებდა. -ოქროს ბიჭი ხარ რა-შევაქე და ჭიქები გამოვართვი. თოკომ იქვე დაგდებული უზარმაზარი პუფი მოაჩოჩა და მოკალათდა. -სიტყვაც არ დაძრათ არსად წავალ აქაც მშვენივრად ვარ. -ეს ნახე რაა..-ტელეფონი გადააგდო ლიზამ რომელიც ფეხზე დამეცა.ერთი გემრიელად შევყვირე. -ნწ ნწ ხო ხედავ აზარალებ გოგოს..-დასცინა თორნიკემ -აუა გეყოთ ეხლა თორე გავიქცევიი -ნუ გამაცინე მაგ ფეხით სად გაიქცევი -რა მწარე ენა აქვს ამ ბიჭს! ენა გამოვუყე და გაეცინა. -მაგისგამო ბავშვობაში ჰო მოგხვდა არა? უცებ გამახსენდა ენა რომ ხალხში გამოვუყე გამომიყვანა და სახეში გამანათა.მერე ერეს ვუთხარი მკითხა რატომო?მიზეზი რომ ვუთხარი წადი თორემ მეც დაგიმატებო.მთელი დღე ხმა არ გავეცი.საღამოსკი რათქმაუნდა ნაყინმა ყველაფერი შეცვალა. -მახსოვს ჰო..-ვთქვი და ღიმილით ჩავფიქრდი. -რა კარგი იყო არა ?-ლიზაც მოგონებებში გადაეშვა -რა რომ მცემდა?! -არა.ბავშვობა...ჩვენი ბავშვობა.. -იცით-ვთქვი უცებ-ძალიან ბევრი მიფიქრია ჩემს იღბალზე.უბედური ვიყავი იმით რომ მშობლები არ მყავდა.მაგრამ თქვენ ყოველთვის მაძლევდით საბაბს რომ თავი რაღაც დოზით იღბლიანად და ბედნიერად მეგრძნო.მე თქვენ მყავხართ.ზოგს ეს არ აქვს.არც ეს აქვს.არც მინდა ვიფიქრო მსგავს სიტუაციაში ცხოვრებაზე. ლიზა მოვიდა და ჩამეხუტა. -აბა რისთვის ვართ თაათ.-თოკომ ქვემოდან ამომხედა.მერე ტელეფონს დახედა-ოოო იცით რა დროა?4 საათი ხდება,აბა ახლა ჩაბარებულო ბავშვებო დაიძინეთ! -ეს ნახე რა..ვინ გაცდის შემოგვივარდი აქ!-ლიზა პოზიციას არ თმობდა -ჰოჰოჰ დაიძინეთ წავედი მე მისაღებში. -მეორე ოთახში დაწექი საწოლზე,დივანზე ვერ დაიძინებ. -არ ვიძინებ ფეღბურთი იწყება -ოჰ ღამურავ .კარგი აბა. -ძილინებისა ბავშვებო!ხმა არ გავიგო. -ხმა მე არ გავიგო შენი როლებში შეჭრა ვიცი ფეღბურთის ყურებისაა.დაგვაძინე! მკვლელი მზერა გვესროლა და გავიდა -ასეთი იდიოტი როა რა ვუყოთ?? მისაღებოდან ხმა გაისმა -მესმის! ლიზას მალევე ჩაეძინა.მეკი ფანჯარაში ცას ავხედე.ერთი ვარსკვლავი ისევ გამორჩეულად ანათებდა.უცებ ჩავფიქრდი....და ჩამეძინა. .................... დილას ზარმა გამაღვიძა.ერე იყო.ნამძინარევმა ავუხსენი რომ კარგად ვარ და ფეხი აღარ მტკივა და ასე შემდეგ.. ლიზამ გამოიღვიძა და ბურტყუნით წამართვა ტელეფონი. -რატომ ადამიანო?რატომ არ გძინავს 8საათია და გამთენიისას დავწექით.რას გვერჩი ?კარგადაა ორი ადამიანი ვართ აქ! -ორი გიჟი, ეგ დაგავიწყდა და თან ისე გძინავთ ბომბი რომ აფეთქდეს წარბს არ შეხრით ! -კარგად ერეკლე !-ტელეფონი გათიშა გვერდძე დამიგდო. ნელა ავდექი და კოჭლობით მისაღებში გავედი.ლიზაც გამომყვა.თორნიკე დივანზე უპროპორციოდ გადაწოლილიყო და უცნაურ ხმებს უშვებდა. ლიზამ ყურთან დაუყვირა -დილამშვიდობისა! დილა ჩხუბით დაიწყო. -აჰა მშვენიერია დიდი ხანია ჩემს სახლში დილა ასე არ დაწყებულა! -ჰოო?როდისმერე-ლიზამ ნელ ნელა სუფრა ისე გაშალა ვერც მიხვდა. -აი ბოლოს რომ დარჩით თქვენ ორნი მას მერე!-გავუცინე და სააბაზანოში წავედი.კარგი ჰო, კოჭლობით ძლივს მივაღწიე იქამდე. რომ გამოვედი სუფრასთან დავჯექით და საუზობა დავიწყეთ.ცოტა ხანში ტელეფონის ხმა გავიგე -აუ ოთახში დამრჩა..-წამოდგომა ვცადე მაგრამ თორნიკე ადგა -მე მოვიტან იჯექი მანდ! -ოქრო ხარ რა.. -ოქრო არა ის.-ოხ ლიზა. ტელეფონი მომაწოდა -დიახაც!-თან პასუხი გასცა ლიზას და დაეჭყანა. ლიზამ შემომხედა -თუ ისევ ერეა.. -არა უცხო ნომერია.. ტელეფონი ავიღე -ალო,გისმენთ. -ალო..თათია უცებ უცნაურმა შეგრძნებამ დამიარა სხეულში.ეს ხმა.ვაიმე მეჩვენება ალბათ.. -დიახ.. ფეხზე წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი.ვიგრძენი ლიზას და თოკოს მზერა. -მისმინე მე..მიცანი ? -კი..ექიმ... -ჰო.როგორ ხარ?-უცებ შეცბა-ანუ ფეხი როგორ გაქვს? -მადლობა კარგად..აღარ მტკივა იმდენად. -ძალიან კარგი..მისმინე უნდა მოხვიდე. -რატომ? -გამოკვლევის პასუხები არ გინდა?!-ასეთი იუმორით სავსე ექიმი არ მინახავს.. -გასაგებია.სასწრაფოა?თუ მე ვერ მოვალ მეგობარს გამოვუშვებ -სხვა ვერ აიღებს.ეს აკრძალულია.სამწუხაროა მაგრამ მოგიწევს კიდევ ჩემი ნახვა!შენი ექიმი ვარ ბოლოსდაბოლოს! -ჰო რა თქმაუნდა! -ისტორიაშიც ასე წერია!რომ მოხვალ გაჩვენებ! -კარგი კარგი.როდის? -როცა შეძლებ.რაც მალე მით უკეთესი.ანუ საქმეს სჭირდება ასე.ხომ გესმის? -კი მესმის-გამეცინა ირონიულად-როგორცკი მოვახერხებ მოვალ. -შეხვედრამდე თათია..-ჩემი სახელი ასე არავის წარმოუსთქვამს.ასე უცნაურად..ასე სასიამოვნოდ. -ერთი წუთით.ჩემი ნომერი.. -ძვირფასო,ექიმი ვარ.ისტორია ხელში მაქვს.ნომრის გაგება არაფერია..თუ მაინტერესებს მითუმეტეს... ............... რატომღაც თავს ვიკავებდი კლინიკაში წასვლაზე.არვიცი თითქოს რაღაცას ვეწინააღმდეგებოდი .მეორე დღეს უნივერსიტეტში ძალით წავედი.დიდი ჩხუბის შდეგ ერესთან და ბებიასთან რომელიც ერთი ღამით მესტუმრა.ეთერი ისეთი საყვარელია ვგიჟდები რომ მეჩხუბება.კოჭლობით მივედი უნივერსიტეტში და თორნიკემ პირველ ლექციაზე ხელით შემიყვანა.რატომაა ასეთი გადარეული არვიცი მაგრამ მართლა მიჭირდა სიარული.მთელმა უნივერსიტეტმა მომიკითხა და დღეც ასე ჩავამთავრე.გარეთ გამოვედი როცა ვიღაც წინ გადამიდგა.როცა სახეზე შევხედე შიშმა დამიარა.წამებში გავიხსენე რომ ერე ქალაქში არ იყო თოკო და ბიჭები კი ადრე წავიდნენ და უფრო შემეშინდა.მაღალი ზორბა ტიპი რომელიც წინ მედგა რეზია.თავლწინ გამირბინა წარსულმა დრომ როცა დამდევდა და მოსვენებას არ მაძლევდა მის გამო სერიოზულ პანიკაში ვიყავი.ფსიქიკა წესრიგში არ აქვს.მოტაცების მცდელობის გამო ახლა სახეზე შრამი აქვს ერეს ნახელავი.მისგან მოყენებული პანიკა ძლივს მოვიშორე მაშინ როცა ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად რადგან ერეკლეს გამო 4 ჯერ კლინიკიდან ძლივს გამოაღწია.ეს ყველაფერი ჯოჰოხეთი იყო რომელიც განმიახლდა. -გამარჯობა თათია. გაშეშებული ვუყურებდი და ხმა არ ამომიღია -არ მელოდი ვიცი.რომიცოდე როგორ მომენატრე ხელი თმისკენ წამოიღო დაბკივილი მოვრთე -მომშორდი.გადი! ვგრძნობდი როგორ ვკარგავდი თავს.კანკალმა მიმატა ხელი ჩამავლო მაჯაში და მიმათრევდა. -ჩქარა წამოდი..ჩქარა იმეორებდა და გარშემო შეშლილივით იყურებოდა. უნდა დამეკივლა როცა ვერ მივხვდი რა მოხდა წამში ხელი გამითავისუფლდა და ვიღაცის მკერდზე მივეკარი...სურნელი... თვალები დახუჭული მქონდა და ხელები სახეზე აფარებული.მარტო ძლიერ ხელებს ვგრძნობდი კისერზე. -ვინ ხარ შე ?!-ასეთი განრისხებული ხმა პირველად გავიგე...ხმა... -ეს წაათრიე ეხლავე მოვალ! ნელ ნელა თვალები გავახილე და მისი თვალები დავინახე.გაცეცხლებული მიყურებდა და ორივე ხელით ჩემი სახე ეჭირა -როგორ ხარ.თათია როგორ ხარ გავიხედე ერთი ბიჭი იმ მანიაკს მითრევდა. -მე...ის..შემეშინდა...-ცრემლები გადმომცვივდა გულში ჩამიკრა ექიმმა -კარგი მორჩა.ისეთ დღეში ჩავაგდებ შენი კიარა საკუთარი სახელი დაავიწყდება. კანკალი არ მიწყდებოდა. -წამოდი. მანქანაში ჩავჯექით.ცოტა ხანი მაცადა სანამ გონზე არ მოვედი -კარგად ხარ? -კი.. -შეგიძლია მითხრა ვინაა ის..რა უნდა შენგან შევხედე და თავი დავხარე. -გადაგეკიდა არა?! -წლებია..ერეკლემ იმ ზომამდე მიიყვანა რომ საზღვარგარეთ წავიდა მაგრამ..ახლა..ღმერთო. ხელები სახეზე ავიფარე თავისკენ მიმატრიალა. -მისმინე.ვეღან ნახავ .პირობას გაძლევ გესმის? რატომღაც დავიჯერე.უცებ დავმშვიდდი. -ახლა სახლში მიგიყვან.შენ იქიდან არ გამოხვალ ჯერ მერე კი ყველაფერი მორჩება.. ტელეფონი რეკავდა ერე იყო 12 გამოტოვებული ზარი.. -ალო ერე -თათია!-გაცევხლებული იყო-სად ხარ გოგო?მოვკვდი!მისმინე კარგად ხარ? -კი კი..რამოხდა-გაპარული ხმა მქონდა -მოსმინე სად ხარ -სახლთან ვარ ქვემოთ -სახლში ადი მოვალ მალე! -ერე.. -მისმინე ის იდიოტი თბილისში რეზი..რამე რომ..მოვკლავ თათია!როგორ გაბედა.. -დაწყნარდი კარგად ვარ.გელოდები. ტელეფონი გავთიშე. -ვერაფერს ვეტყვი.მოკლავს და მე რა მეშველება ციხეში რომ წავიდეს. -ციხეში ვინც წავა ეგ იდუოტი იქნება.ისე წავა რომ დაკითხვაზე არ დაგიბარებენ.მე მომანდე. ახლა მიდი და ბრთხილად. სახლში ავედი თუ არა ლიზას დავურეკე .მარტო ყოფნა არ შემეძლო.5წუთში ჩემთან იყო.ისე შემოვეხვიე თითქოს საუკუნე არ მენახა.ყველაფერი ვუთხარი -როგორ გაბედა ჩამოსვლა ვერ ვხვდები.სიკვდილი უნდა?ერეკლე არ აცოცხლებს თათია. -მისმინე არაფერი დაგცდეს მაგასთან! -კარგი.თათია -ჰო - იმ ექიმს იქ რა უნდოდა -არვიცი ლიზა! -რაც არ უნდა იყოს ღმერთმა გამოგიგზავნა. კარზე ბრახუნი იყო და ერე შემოვარდა გულში ჩამიკრა. ცოტა ხანში გაკვირვებულმა დაიწყო -არსადაა .მიწამ ჩაყლაპა თუ რა ეგ... ლიზამ შემომხედა. ერეს ტელეფონზე დაურეკეს და გიჟივით გავარდა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა -თათია!-ვიცანი -გისმენ. -როგორ ხარ? -ვნერვიულობ.ერეკლე გავიდა ამწამს და.. -შეგიძლია მშვიდად დაიძინო.ვერსად ნახავს. ციხეშია თან ხმასაც ვერ იღებს ისეთი გალამაზებული. -რა?მართლა? -ჰო..გთხოვ აღარ ინერვიულო. -მე..დიდი მადლობა... -ძილინებისა ვარსკვლავო. ტელეფონი გაითიშა.ვარსკვლავო.. გამეღიმა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.