შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გასამდა"(სრულად)


29-08-2018, 20:23
ავტორი ტერიკო74
ნანახია 11 722

ბინდი გადაეკრა ზეცას,შემოდგომის დადგომასთან ერთად ,დღემაც საგრძნობლად იკლო.საღამო ხანი გვარიან ღამედ ჩანდა,სუსხშეპარული ნიავი უმისამართოდ დაეხეტებოდა ქუჩა-ქუჩა.
იისფერი სუსტი სინათლე ოდნავ ანათებდა დარბაზს.მრგვალ მაგიდებთან მსხდომნი აჩრდილებივით ირეკლებოდნენ კედლებზე.წყნარი მუსიკა თავბრუს ახვევდა დარბაზში მყოფ სასმლით გაბრუებულ ადამიანებს.სიგარეტის კვამლს გასასვლელი ვერ ეპოვნა და ჭერზე გაწოლილიყო ნისლივით.
-ჟანა,მირიანიც მოვა?-ღრმა ნაფაზი დაარტყა ინგამ და მეგობარს შეფარული შურით გახედა.
-არა,დღეს ბევრი საქმე მაქვსო,-სევდიანად გაიღიმა ჟანამ და ინგას ზურგსუკან მსხდომ მამაკაცებს წამიერად შეავლო თვალი.
-სულ დაკავებულია,შენთვის დრო თითქმის არ რჩება,რად გინდა მასეთი კაცი?!-ცხვირი აიბზუა ინგამ.
-რა ქნას მუშაობს,-გამართლება მოუძებნა.
-ქორწილისთვის კაბა შეარჩიე?-ბოროტმა ნაპერწკალმა გაიელვა მის თვალებში.
-კი,ძალიან ლამაზია,გაჩვენებ მერე,-გაეღიმა ჟანას.
-მე მაინც ვერ ვიგებ,რა ნახე მაგ კაცში ისეთი,რომ ცოლობაზე დათანხმდი,-მოსვენებადაკარგული ხარბად ქაჩავდა სიგარეტს.
-რა გჭირს ინგა?!აქამდე მოგწონდა და რა შეიცვალა ასე უცებ?!-დაეჭვებულმა შეხედა მეგობარს.
-რა უნდა მჭირდეს?-შეცბა ინგა.-უბრალოდ,შენთვის უკეთესი მემეტება,ეს არის და ეს,-მოჩვენებითი მზრუნველობით ხმა დაათბო.
-ვიცი,ჩემო კარგო,რომ ჩემთვის საუკეთესო გემეტება,მაგრამ მირიანს არაფერი აქვს დასაწუნი,მიყვარს,ვუყვარვარ,-წარბები აათამაშა ჟანამ და ლამაზ ბაგედან ქათქათა კბილები გამოაჩინა.ინგას ზურგსუკან მჯდომი მამაკაცი,დაჟინებულ მზერას არ აშორებდა ჟანას.ქალმა ისევ გახედა წამიერად და შუბლი შეკრა.
-რა მოხდა?-დაინტერესდა ინგა.
-ვიღაც თავხედია,რამდენი ხანია თვალს არ მაშორებს,-მობეზრებულად გადაიქნია თავი და ყავის ფინჯანს დასწვდა.
ინგამ ცნობისმოყვარე თვალები დაასო მის უკან მსხდომ ორ მამაკაცს და გაკვირვებისგან პირი დააღო.
-ვერ იცანი?-მოუბრუნდა ჟანას.
-ვინ?
-ლევან არჩვაძე!-ჩურჩულზე გადავიდა ინგა.
-ვინ ლევან არჩვაძე?!-ჩურჩულითვე ჰკითხა ჟანამ და პასუხის მოლოდინში მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო.
-მოკლედ,ამ ქალაქში არ ცხოვრობ შენ?! ვინ და მოკრივე,მაგრამ თავზეხელაღებული,ჯიბგირი და ქვეყნის ამომგდები,სულ შარს ეძებს!-ბოლოს სიტყვა ისე გამოსცრა ,რომ ჟანას შიშმა დაუარა სხეულში.
-შენ საიდან იცნობ?-აწრიალდა.
-მაგას ვინ არ იცნობს..-სათქმელის დამთავრება ვერ მოასწრო ინგამ ,რომ მათ მაგიდას ,კისერზე და მაჯებზე ოქროებდახუნძლული კაცი მიუახლოვდა და სასმლისგან ამღვრეული თვალებით ჟანას დააშტერდა.
-საოცრება ხართ! ნება მიბოძეთ დაგპატიჟოთ სასმელზე,რას მიირთმევთ?-მოურიდებლად გამოსწია სკამი,ჩამოჯდა და ხარბად შეათვალიერა ქალები.
-გმადლობთ,არ ვსვამთ,-ზრდილობიანად გადაწყვიტა ჟანამ აბეზარი სტუმრის თავიდან მოშორება.
-რა მკაცრი ბრძანდებით,-არ ესიამოვნა ბიჭს და ინგას მიუტრიალდა.
-არც თქვენ სვამთ?-ხელი გააპარა ქალისკენ.
-გაშპი აქედან!-დაუღრინა ინგამ და კაცის ხელს ზიზღით დახედა.
-ვის უბედავ?!-წამოენთო და საჩვენებელი თითი ცხვირთან დაუტრიალა ინგას.
-გაეთრიეთ აქედან!-ფეხზე წამოდგა ჟანა ერთიანად აწითლებული.
ინგამ ჩანთა მოიმარჯვა და თავხედ სტუმარს თავში უთავაზა.გვერდით მაგიდიდან მძიმედ წამოიმართა ფეხზე მამაკაცი,დინჯი ნაბიჯებით ქალებს მიუახლოვდა, დებოშიორს ქეჩოში ჩაავლო ხელი,ელვის სისწრაფით დაიქნია და კარისკენ გაისროლა.
-მაპატიეთ,-მშვიდად მოუბოდიშა ქალებს და თავის ადგილს დაუბრუნდა.
ჟანა და ინგა ადგილზე გახევებულები დარჩნენ,ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი,გააზრებაც ვერ მოასწრეს,არა თუ მადლობის გადახდა.
კართან დაცემული ფეხზე გაჭირვებით წამოდგა და წელში მოხრილი, მუქარანარევი შეძახილებით გავარდა გარეთ.
-ინგა,წავიდეთ რა,-კანკალმა აიტანა ჟანა.
-ვინ იყო ეს კრეტინი?!-თვალებს აელვებდა ინგა.
-არანორმალურია ვიღაც,ადექი,-ჟანას მზერა ლევანისკენ გაეპარა.
-მადლობა მაინც გადავუხადოთ,უხერხულია,-ხმადაბლა თქვა ინგამ და დაიძრა.უკან მიჰყვა ჟანაც.
მამაკაცებმა მოახლოვებული ქალები რომ შენიშნეს,საუბარი შეწყვიტეს.
-დიდი მადლობა,-ინგამ ლევანის მიმართ თქვა და გაუღიმა. მამაკაცმა გვერდულად ახედა,ხმა არ ამოუღია,ისე განაგრძო ლუდის სმა.ინგას არ ესიამოვნა,სახეზე აილეწა და გასასვლელისკენ წავიდა.ჟანა შედგა და ლევანს წარბაწევით დახედა.
-ბოდიში,რომ ჩვენს გამო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდით,არ იყო საჭირო,თავადაც გავუმკლავდებოდით!-წელში გასწორდა და ამაყად წაიგრძელა კისერი.
უტას ჩაეღიმა და მშვიდად მყოფ ლევანს გახედა.
-გასაგებია!-ღრმად ჩაისუნთქა ლევანმა, ფეხზე წამოდგა, ჟანას პირისპირ გაუსწორდა და დაჟინებით მიაცქერდა თვალებში.
-კარგად ბრძანდებოდეთ!-ქალი დააბნია მამაკაცის უტეხმა მზერამ და კარისკენ ლამის სირბილით წავიდა.ლევანს ცალყბად ჩაეცინა,არაფერი უთქვამს,ისე გააქნია თავი და მეგობარს მიუბრუნდა.
-წავედით!

გარეთ გასვლისთანავე ჟანა ინგასთან აფორიაქებული მიიჭრა.
-გაბღენძილი!-გაკაპასებულმა ჩაილაპარაკა.
-ვინ გოგო?
-ვინ და ის შენი ლევანი!
-რამე გითხრა?!
-უზრდელია!
-ეგ მასეთია,მადლობაზე არც იკადრა რამე ეთქვა,-თავის ქნევით დაუდასტურა და კარში გამოსულ ორ მამაკაცს გახედა.
-ოჰ,გამობრძანდა თავადი,-ჟანას მკლავი ოდნავ მიჰკრა.
ჟანამ წარბებქვეშიდან გააპარა თვალი ლევანისკენ,რომელმაც უცებ დაიჭირა ქალის მზერა და თვალი ჩაუკრა.ჟანას სახე აუწითლდა,სასწრაფოდ გამოსდო მკლავი ინგას და გზის მოპირდაპირედ გააქანა.
-მოიცადე,არ წამაქციო,რა დაგემართა?
-წამოდი დროზე,-ნაბიჯს უჩქარებდა ჟანა,თითქოს მდევარი მიჰყვებოდა უკან.
ის იყო,გზა უნდა გადაეჭრათ,რომ მათ ფეხებთან ავტომობილმა კვეთრად დაამუხრუჭა და შიგნიდან დებოშიორი გადმოხტა,უკან მოჰყვა სამი მამაკაცი.
ქალები ადგილზე აიწურნენ და გაოგნებულებმა გადახედეს ერთმანეთს.
-ეს მობრუნდა! სიცოცხლე მობეზრებია!-დაიღრინა ლევანმა და ქალების მიმართულებით მუშტებშეკრული წავიდა.უტამ ხმამაღლა შეიგინა და მეგობარს დაედევნა.
ჟანამ ორი ნაბიჯით უკან დაიხია და თვალების აქეთ-იქით ცეცებით დაიწყო მშველელის ძებნა.
-რაო, ჩიტო?!-წინ გადაუდგა ოქროთი დახუნძლული,საზარლად გადმოყარა კბილები და ჟანას მკლავში ჩაავლო ხელი.ინგა ადგილიდან მოწყდა და სიბნელეში ისე გაუჩინარდა,ვერავინ შეასწრო თვალი.მეგობარი კი ურცხვდ შეატოვა ხელში გაბოროტებულ ახმახებს.
-რა გინდა?!-წარბი შეკრა ჟანამ და თავის განთავისუფლება სცადა.
-ხელი გაუშვი!-ელვის სისწრაფით დააცხრა თავზე ლევანი და სახეში მუშტი უთავაზა.უცებ აირია ყველაფერი,ვინ ვის ურტყამდა,ვინ ძირს გორავდა,რთული გასარჩევი გახდა.ჟანას ხელები აეფარებინა სახეზე და სასოწარკვეთილი კიოდა.როდის შეწყდა ჩხუბი და როდის აღმოჩნდა ავტომობილში,არ ახსოვს.გაოგნებული ატრიალებდა თვალებს და კაცის ხმა ამაოდ ცდილობდა მის გონზე მოყვანას.
-დაწყნარდი! მორჩა,დამთავრდა!-ჩასძახოდა ლევანი მის მხრებზე ჩაფრენილი.
-უტა,წყალი მოიტანე!-გასძახა იქვე მდგარ მეგობარს,რომელიც გახეთქილ წარბიდან სისხლის შეჩერებას ცდილობდა.არც თავად იყო უკეთეს დღეში,გადატყავებული თითებიდან ლამის ძვლები მოუჩანდა.
უტა ბარისკენ გაემართა.ლევანი ჟანას მიუბრუნდა,ქალს ხმა შეცვლოდა და სლუკუნზე გადასულიყო.
-კარგი,დამშვიდდი,ჩაიარა ყველაფერმა! იცნობ მაგ ტიპს?!
-არა,პირველად ვნახე,-თავი გააქნია ჟანამ და დანამული თვალები მოიწმინდა.
-რა გქვია?
-ჟანა,-ნელ-ნელა საღი აზრი უბრუნდებოდა.
-დალიე,-ხელში მიაჩეჩა უტას მოტანილი ჭიქა.
-სად ცხოვრობ,მიგიყვან,-საჭესთან მოთავსდა მოკრივე და სარკიდან გამოხედა.
-იყოს,მე თვითონ წავალ,-გადასვლა დააპირა.
-რა ხართ ეს ქალები!-დაიღრინა ჩუმად და უტას ანიშნა,წავედითო.
ტრასაზე ნელი სვლით გავიდა,კიდევ ერთხელ გამოხედა ქალს.
-არ იტყვი მისამართს?!-თვალები მოჭუტა და თან უტას სახე შეუთვალიერა.
-გასაკერია,სისხლი არ ჩერდება,ჟანა მივიყვანოთ და გიზოსთან ავიდეთ,-ხმადაბლა ჩაილაპარაკა.
-ვაკეში,მრგვალ ბაღთან მიმიყვანეთ,-მორიდებით თქვა ქალმა.
მამაკაცმა აღმართზე სიჩქარეს მოუმატა,მოედანს ნახევარწრე დაარტყა და რუსთაველისკენ აიღო გეზი,თან უკან მომავალ მანქანებს შეკრული შუბლით ზვერავდა.მის კუდზე დამჯდარი ნაცნობი ავტომობილი ფარების თამაშით გაჩერებას ანიშნებდა.
-უტა,ის ა,მოგვდევს,-ყბები გააჭრიალა.
უტამ უკან გაიხედა,თვალი ისე გასიებოდა,გადმოვარდნას ჰქონდა.
-მაგის დედას შ....ი! გააჩერე!-დაიღრიალა და გადაჭერილი ღვედი გიჟივით მოიხსნა.
ჟანა დაიძაბა და შეშინებული სავარძელს აეკრა.
-არ გააჩეროთ,გთხოვთ!-მუდარას ტირილი მოაყოლა.
-დაწყნარდი!-მშვიდად,მაგრამ მკაცრად უთხრა ლევანმა და სისწრაფით მოატრიალა საჭე ჩიხისკენ.უკან მიჰყვა მდევარიც.
-თავს მომაკვლევინებს!-კბილებში გამოსცრა და გზის ყურება დაძაბულმა განაგრძო.
-სახლამდე,რომ მიგიყვანო,შენს მისამართს გაიგებს,რომ არ მიგიყვანო და სადმე ჩამოგსვა,აგეკიდება..ამიტომ მშვიდად იჯექი,ზედმეტი პანიკის გარეშე,-თქვა ჟანას მისამართით.ქალმა უხმოდ დაიქნია თავი და სავარძელში ისე ჩაცურდა,დაპატარავდა.
გიჟივით მიაქროლებდა,გაბმული საყვირით ცდილობდა შემხვედრი მანქანების ჩამოშორებას.მდევარიც იგივე მანევრით მიჰყვებოდა უკან.
ამ რბოლაში ქალაქის გასასვლელს მიუახლოვდნენ.ისე აწყვეტილი მიჰქროდა,უცებ ჩამოიტოვა უკან ჯვრის მონასტერი.
-ლევან,გააჩერე,ძვლებში დავამტვრევ ამ ახვრებს!-ბობოქრობდა უტა და წარბიდან ჩამონადენს სისხლს ხელსახოცით იწმენდდა.
-არ გამოდის გაჩერება და იცი ეს შენ!მაგათ კი მიწიდან ამოვიღებ!-საჭეს ხელები ძლიერად დაჰკრა.
-ჩემები გაგიჟდებიან,-ამოიკნავლა ჟანამ.
-დღესვე დაბრუნდები,დაწყნარდი!-მოჩვენებითი სიმშვიდით უპასუხა ლევანმა.
მდევარი უკან ჩამორჩა დიდი მანძილით,ბოლოს კი სულ დაიკარგა თვალთახედვიდან.
-შეგვეშვნენ,ან საწვავი გაუთავდათ,-ხმამაღლა თქვა,უფრო ქალის გასაგონად.
-ღმერთო,-ჟანამ შვებით ამოისუნთქა.
***
შუაღამე გადასული იყო ჟანამ რომ შეხსნა სახლის კარი,სასტუმრო ოთახიდან ხმები გამოდიოდა,გაცხრებით საუბრობდნენ შიგნით მყოფნი.
-დღე დღეზე ქორწილი უნდა გვქონდეს და ის კი ვიღაც უცხოს უჯდება მანქანაში და სადღაც მიჰყვება!-მირიანის ხმა იცნო.
-რაღაც გაუგებრობაა,მირიან..ჟანა ასე არ მოიქცეოდა!ვინ გითხრა?!-მედიკოს დაუჯერებლად ეჩვენა.
-ინგამ,ერთად იყვნენ კაფეში,ახალ გაცნობილს გაჰყვა სასეირნოდო!
ადგილზე გაშეშებული და სმენადაძაბული ჟანა უცებ გამოერკვა და ოთახში გააფთრებული შეიჭრა.
-ოჰ,მობრძანდა ქალბატონი!-გესლიანად გადაულაპარაკა მომავალ სასიდედროს მირიანმა.
-სად ნახე ინგა?!-თვალები დააკვესა ჟანამ.
-ჯერ შენ ის თქვი სად ბრძანდებოდი?!-ფეხზე წამოდგა მირიანი.
-სასეირნოდ!-დამცინავი ღიმილით უპასუხა.
-ჟანა,დედიკო?!-მედიკოს ეგონა მომესმაო,კითხვისნიშნიანი თვალებით მიაჩერდა შვილს.
--ხო,დედა,სასეირნოდ! რა მოხდა მერე,არ მაქვს უფლება?!
-ჟანა!
-დედა!-ხმას აუწია ჟანამ.
-ესე იგი მართალი უთქვამს ინგას!-მირიანი მიუახლოვდა, მკლავში ჩაავლო ხელი და ოთახიდან გაათრია.
-შენ რა გაგიჟდი? ხელი გამიშვი,ველურო!
-ვინ არის ის?!-უხეშად მიახეთქა კედელზე.
-არ გითხრა ინგამ,ვინც არის?!-ჟანა აიფოფრა და კაცს სახე ახლოს მიუტანა.
-რამდენი ხანია რაც ხვდები?!-ყვირილზე გადავიდა მირიანი.
-ნუ მიყვირი!-ნერვული კანკალი აუტყდა ჟანას.
-რა ნუ გიყვირი გოგო?! რქებით მატარებ,ვინ იცის ,რამდენი ხანია და კიდევ ნუ გიყვირი?!-უფრო მოუმატა ხმას.
მედიკომ რამდენჯერმე დააპირა შესვლა,მაგრამ გადაიფიქრა,სკამზე ჩამოჯდა და ერთ წერტილს გაუშტერა თვალი.
-სულელი ხარ ამხელა კაცი!წადი და აღარ მოხვიდე,არასდროს!-თავი შეიკავა,რომ არ ეტირა,გასასვლელისკენ წავიდა,კარი გამოაღო და მირიანს ზიზღით გახედა.
-მიბრძანდი!
-არსად ვაპირებ წასვლას,სანამ არ მეტყვი,ვინ არის და რამდენი ხანია რაც მასთან გაქვს კავშირი!-სახეზე აწითლებულიყო მირიანი.
-მაშინ მე წავალ!-ჩანთას დაავლო ხელი და კიბეზე დაეშვა.უკან მიჰყვა მირიანიც.ეზოს კარში გავარდა თუ არა,მამაკაცი დაეწია,ისევ ჩაავლო ხელი და უხეშად შემოატრიალა.
-არ გაპატიებ ჩემთან თამაშს! საქვეყნოდ თავს მჭრი!-მირიანს დუჟი მოსდგომოდა პირზე.
-მირიან,ხელი გამიშვი!-თვალები დააკვესა ჟანამ.
-გამომიყენე და ახლა ვითომც არაფერი,ისე უნდა მომისროლო ძველი ხურჯინივით?!-გამეტებით აჯანჯღარებდა ქალს.
-რაში გამოგიყენე,რაში?! გამაგებინე ერთი?! თანამდებობა მამაჩემის წყალობით მიიღე,ხალხის პატივისცემაც მამაჩემის წყალობით გერგო,არაფრიდან კაცი გამოგიყვანა და კიდევ მე გამოგიყენე?! წადი და შეირგე რაც გაქვს,ინგას დაუჯერე ხშირად,სწორ გზაზე დაგაყენებს!-გაავებული ჩააფრინდა ფრჩხილებით ხელზე და თავი გაინთავისუფლა.
-აჰა,მაყვედრი კიდეც?!-თვალები ჩაუსისხლიანდა მირიანს.
-არაფერს გაყვედრი!იმის მაგივრად ,რომ მშვიდად გაგერკვია ჩემთან,რა მოხდა დღეს და რატომ აღმოვჩნდი სხვის მანქანაში,ქალივით ჭორებს დაუჯერე!-ცრემლების შეკავება გაუჭირდა და ატირდა.
-და რა მოხდა?!-უკან დაიხია,ახლა არ აწყობდა სიტუაციის გამწვავება.
-უცხო კაცი აგვეკიდა,შემდეგ ერთი ადამიანი ჩაერია,იმასთან მოხდა ჩხუბი,ინგა გაიქცა,მეგონა,რომ გაიქცა,-სიმწრით ჩაეცინა.-იმ ადამიანმა მიშველა და მომიყვანა სახლამდე,სულ ეს იყო,თუ დაიჯერებ!-მოკლედ მოუყვა,დეტალების განვრცობის არც ძალა ჰქონდა,არც სურვილი.
-მერე,არ შეგეძლო,თავიდანვე გეთქვა?-ახლოს მიიწია ქალთან.
-დამაცადე?! მედიკოსთან გაიქეცი ეგრევე!
-გადავირიე,რომ მითხრა,ვიღაცას ჩაუჯდა და გაჰყვაო,ჭკუიდან გადავედი,მაპატიე,-ახლოს მიიზიდა და თავზე აკოცა.
***
თეატრის ვესტიბულში საქმიანად მიმოდიოდნენ ადამიანები,დამლაგებელს,რომელსაც ჯოხზე შალის ნაჭერი წამოეცვა,გულმოდგინედ აპრიალებდა იატაკს და იქვე მოსიარულეებს ფეხებთან უსვამდა.
-დამაცდით ხალხო,რა უთენია მოხვედით ყველა?- ქოთქოთებდა ხანშისესული,ჭაღარა ქალი.
-პრეტენზიები მიხაილოვიჩთან,ზოია დეიდა,არ გვაცადა ძილი,-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა წვერმოშვებულმა ბიჭმა და ნაბახუსევ სახეზე ხელები მიიტყაპუნა,გამოსაფხიზლებლად.
-მეტი უნდა დაგელია თორნიკე,-თავაუწევლად განაგრძო საქმე.
-ნავთი დალიე,თორნიკე,ნავთი,-დატუქსა საკუთარი თავი ბიჭმა და დერეფანში შემოსულ ჟანას გახედა.
-ოჰ,მოვიდა ჩვენი „კრასავიცა“.
-დილა მშვიდობის,-გადაღლილი სახით თქვა ჟანამ და დარბაზისკენ გაემართა.
-შენი „კრასავიცა“ „ნასტრაენიაზე“ არ არის,-თვალის მოძრაობით ანიშნა თორნიკეს ზოიამ.ოცდაათი წელი სრულდებოდა,რაც ზოია დამლაგებლად მუშაობდა თეატრში,ყველას უყვარდა,ყველა თვალდახუჭული ენდობოდა და ყველას გაჭირვების ტალკვესი იყო.თუ კი რამ სჭირდებოდათ,მასთან გარბოდნენ.თავად დიდ ტკივილს ატარებდა გულში,მხოლოდ ჟანას გაანდო ერთხელ და ამ თემაზე აღარც უსაუბრია.ფეხმძიმე იყო,როდესაც მეუღლე მაღალი ძაბვის სადენზე დაეღუპა.ნაადრევი მშობიარობა დაეწყო ნერვიულობისგან.ბავშვიც დაიღუპაო,გამოუცხადეს.ლამის ჭკუიდან გადავიდა,თავს იკლავდა.შემდეგ ნელნელა ისწავლა ამ ტკივილით ცხოვრება.ისევ თეატრმა უშველა.
თორნიკემ თვალი გააყოლა ჟანას,უცებ დადევნება მოერიდა,საქმიანად ჩარგო ფურცლებში თავი.
დარბაზში შესვლამდე საგრიმიოროში შეიარა ჟანამ,იქ ფეხი-ფეხზე გადადებული ინგა დახვდა,ყავის ფინჯანში იჭყიტებოდა.ჟანას დანახვაზე თავი ასწია.
-მოხვედი გოგო?დარეკვას ვაპირებდი,ისე შემეშინდა გუშინ,მირიანი დაგეძებდა გიჟივით.
-უსირცხვილო ხარ ინგა,მეგობარი მეგონე!-დანანებით გააქნია თავი.
-რაა?!-ვითომ ვერ მიხვდა.
-რატომ არ უთხარი სიმართლე,რისთვის დაგჭირდა ტყუილი?
-რაც იყო,ის ვუთხარი,წესიერად არც მომისმინა,ისე გავარდა,თქვენს გაუგებრობაში მე ნუ ჩამრთავთ!-მკვახედ უთხრა,ფეხზე წამოხტა და ოთახიდან გავიდა.
ჟანას სიმწრით ჩაეცინა,განათებულ სარკის წინ სავარძელში ჩაჯდა და ანარეკლს ჯიქურ დააკვირდა.
-რა მოუვიდა ჩემს გოგოს,რატომ არის მოწყენილი?-ზურგსუკან მდგარი თორნიკე სარკეში აირეკლა.
-ცუდად მეძინა,-არ განძრეულა ისე უპასუხა.
-იმან გაგაბრაზა?-შუბლი შეკრა.
-ვინ იმან?-ოდნავ გაეღიმა ჟანას.
-კარგი..აბზიანიძემ დარბაზში გელოდებითო,-აღარ ჩაეძია,თქვა და უკან გაბრუნდა თორნიკე.
რეპეტიცია ძლივს ჩაამთავრა.მეორე დღეს სპექტაკლი იყო დანიშნული.სახეზე ნაცრიფერი დასდებოდა,მთელი ღამე თეთრად გაათენა,ინგასგან არ მოელოდა ასეთ საქციელს.მირიანზე მეტად,მასზე ბრაზობდა.
-ჟანა,-ზოია წამოეწია გასასვლელთან.-რა დაგემართა ჩემო ლამაზო,დღეს სახე ჩამოგტირის და არ მომწონხარ.
-არაფერია ზოია დეიდა,გადამივლის,-გადაღლილმა ჩაილაპარაკა და წასასვლელად მოემზადა.
-მოიცადე,შემოდი აქ,-ხელი სტაცა და სალაროს მეზობელ ოთახში ამოაყოფინა თავი.
-დაჯექი..ხომ იცი,გამორჩეულად მიყვარხარ ჟანა,ვინ გაწყენინა? მთელი დღეა გიყურებ და მოჩვენებასავით დადიხარ,არ მინდა ჩემი გოგო სევდიანი იყოს,-სახეზე მიეფერა და გულში ჩაიკრა.
კარგა ხანს ისაუბრეს,გულიდან ამოიღო ტკივილი და ზოიამაც ვაჟკაცურად გაიზიარა.
-მე შენ ადრეც გითხარი,ინგა არ არის სანდო,დამიჯერე,შენზე მეტი მინახავს.არც შენი მირიანი მომწონს,მაპატიე,-ხმადაბლა უთხრა.
-ზოია დეიდა?-გაკვირვებულმა შეხედა.
-ხო,არ მომწონს,ადამიანს რომ შეხედავ,მისი თვალები ყველაფერს გეუბნება,მას კი ცბიერი გამოხედვა აქვს,კარგად დაფიქრდი.
-ვუყვარვარ,მეც მიყვარს,-გულდაწყვეტილმა ამოიოხრა.
-სიყვარული ხანდახან ისე გვახუჭინებს თვალებს,რომ ჩვენს წინ მდგომ ეშმაკსაც კი ანგელოზად დაგვანახებს.
-რამე იცით და პირდაპირ ვერ მეუბნებით?-შეცბა.
-არა,ვგრძნობ..ყველა ადამიანს რაღაც სუნი დაჰყვება,ზოგს სიკეთის,ზოგს ბოროტების.აი,როგორც წვიმამ იცის წინასწარ სუნი,ისე,-სევდიანი თვალები დახუჭა.
-და მირიანს რა სუნი აქვს?-ჩააფიქრა ქალის ნათქვამმა.
-მირიანს? ეგ შენ უნდა იგრძნო.ნუ აჰყვები ემოციებს,ცივი გონებით შეხედე,აწონ-დაწონე ყოველი მისი ქმედება და აუცილებლად იგრძნობ.
-მადლობა,ზოია დეიდა,წავალ ახლა,დღეს მამაჩემი ჩამოდის,სტუმრები გვეყოლება,-წამოდგა.
***
საწოლის თავთან დამაგრებულ ბრადან გადმოღვრილი მბჟუტავი სინათლე ოდნავ ანათებდა ერთმანეთში ახლართულ ორ სხეულს.ქალის გაშლილი,უდიერად აწეწილი წითელი თმა, ოდნავ გამკრთალ შუქზე მელნისფრად ელავდა.პარტნიორს ზემოდან მოქცეოდა და მთელი მონდომებით „ხედნიდა“.მამაკაცს ქალის შიშველ ბარძაყებისთვის მოეხვია ხელი და ვნებისგან გათანგული, ღმუილისმაგვარ ხმებს გამოსცემდა.სიამოვნების მორევში ჩაძირული ქალი ძალას არ იშურებდა და მთელ ენერგიას ხარჯავდა.თავადაც უკვირდა მისი საქციელი,წამიერად გაუელვა კიდეც გონებაში,რომ ასეთი რამ არცერთ კლიენტთან არ დამართნია.სამუშაოს ყოველთვის გულგრილად ეკიდებოდა და იძულებით ასრულებდა მისიას.დღეს კი ცვლილება იგრძნო,ის განიცადა,რაც მისთვის უცხო იყო აქამდე.პიკს მიღწეული მამაკაცს ტუჩებზე დააკვდა და მომთხოვნად აკოცა.არც კაცი დარჩენია ვალში,ერთი მოძრაობით ქალი ქვეშიდან მოიქცია, სახეზე დააკვირდა და უხეში კოცნით და შიგა და შიგ კბენით ,მის შიშველ სხეულს ჩაუყვა. ტაოდაყრილ ქალის მკერდს იქამდე ეფერა,სანამ ხმამაღალი კვნესა და კანკალი არ დააწყებინა.მამაკაციც სხვა გრძნობით ეფერებოდა,ტანში სასიამოვნოდ უვლიდა და საქმის მომთავრებას არ ჩქარობდა.დრო იმაზე მეტად გაიწელა,ვიდრე დანიშნული ჰქონდათ.
-სასწაული ხარ!-მამაკაცმა ზემოთ აიწია და ყურთან უჩურჩულა.
-შენც!-ძლივს ამოთქვა ქალმა და უკვე მესამედ აძაგძაგდა.
კაცს თავის შეკავება გაუჭირდა,ამდენი ხნის მოთმინებას ვეღარ გაუძლო და ქალის აცახცახებულ სხეულს ზედ გათანგული დაეცა .გახშირებული სუნთქვა არღვევდა ოთახში გამეფებულ სიმყუდროვეს.გაოფლილები და ერთმანეთს დაკრულები,არ ჩქარობდნენ დაშორებას.
-შხაპს მივიღებ,-წამოწია ქალი.
მამაკაცი უხმოდ გადაწვა გვერდზე და ფეხზე წამომდგარ ქალის სავსე სხეულს ხარბად მიაცქერდა.ჯიშიანი ცხენივით წავიდა კარისკენ ლენა,კაცის მზერაც თან მიჰყვა.

---
შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო,ლენამ რომ შეაბიჯა ნარინჯისფრად შეღებილ დერეფანში და ბრიოლინით თავგადაპრიალებულ ,ოქროებით დახუნძლულ,პირში სიგარაგაჩხერილ მამაკაცის ბოროტად მობრიალე თვალებს წააწყდა.
-დაგაგვიანდა!-ჩახლეჩილი ხმით გამოსცრა კბილებში გრიშამ.
-დაწყნარდი,გადამიხადა,-ზიზღით თქვა ქალმა და ოთახისკენ შეტრიალდა.
-კლიენტი გელოდება,უკვე ერთი საათია,მხოლოდ შენთან სურს!-წინ გადაუდგა.
-დღეს აღარ შემიძლია,დაღლილი ვარ,-მობეზრებულად თქვა ქალმა და სახელურს ხელი წაატანა.
-რამდენს ბედავ?!-ყელში სწვდა კაცი და ქალი კედელს მიახეთქა.-აქ კურორტზე კი არ ხარ!იმას გააკეთებ,რასაც გეუბნები,თორემ კარგად იცი,სადაც ამოყოფ თავს!-სილა გააწნა და კბილების ღრჭენით გაემართა დარბაზისკენ.
ლენა საცოდავად მოიკუნტა, ძირს ჩაცურდა,მხრები უღონოდ ჩამოყარა და თავი ჩაქინდრა.ცრემლებმა თავისით მოძებნეს გზა.
გრიშაზე საშინელი ადამიანი,ქვეყნად არ ეგულებოდა. გზაარეულს,ვითომ დახმარების ხელი გაუწოდა და თავი საროსკიპოში ამოაყოფინა.რამდენჯერ დააპირა გაქცევა,იმდენჯერ დაიჭირეს და ისე სცემეს,თვეები დასჭირდა იარების მოშუშებას.დატყვევებული ,გამოკეტილი ჰყავდათ ერთ ოთახში და აიძულებდნენ კლიენტებს მომსახურებოდა.დრომ თავისი გაიტანა და ლენაც,ბედს დამორჩილებული ასრულებდა საქმეს.მისი სილამაზის პატრონი,ყველაზე მოთხოვნადი იყო.
-ჩემი დროც მოვა!-ხმადაბლა დაიმუქრა და ოთახში შევიდა.
***
დილის მზემ ადვილად შეაღწია ფარდააკეცილ ოთახში და მაგიდაზე მდგარ, ნახევრად დაცლილ ღვინის ბოთლს სხივი შემოხვია.შემდეგ გათამამდა და იქვე საწოლში მძინარე მამაკაცს თავზე დააცხრა,მოსვენება არ მისცა,სანამ არ გამოაფხიზლა.მძიმედ წამოსწია თავი კაცმა,ირგვლივ მოჭუტული თვალი მოავლო და მოთენთილი ისევ ბალიშზე გადაწვა.კარზე კაკუნის ხმაზე ზანტად წამოდგა.
-რას გავხარ?-სიცილით შეაბიჯა უტამ.-ოო,აქ რაღაც მომხდარაა,-ოთახი მოათვალიერა და ლევანს ეშმაკურად გახედა.
-დალევ რამეს?-ბარისკენ წავიდა.
-რას დავლევ,შეხედე რას მიგავს თვალი,მთელი ღამე არ დამაძინა,-სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა უტა.
-და მეც არ დამაძინე,-წაიწუწუნა ლევანმა.
-ბოდიში,-ხელები არტისტულად გაშალა.-იცი ვისი შვილი და საცოლეა ჟანა?-მოულოდნელად დაიწყო.
-ვისი?-უცებ შემოტრიალდა.
-გენო თუხარელის!
-რა? იმ გენო თუხარელის?-გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.
-დიახ! ვისი ოჯახის დაცვაც დაგევალება,-თავის ქნევას მოჰყვა უტა.-გენოს სასიძო კი მირიან ბლიაძეა!
-რას მეუბნები?! ის გაიძვერა,არაკაცი?!-სიბრაზემ სახეზე გადაურბინა.
-დიახ!ის არაკაცი!
-ეგ ნაბი.ვარი!-ყბები დაეჭიმა და ხელები მომუშტა.თვალწინ წარმოუდგა მირიანის წვრილი,ცბიერი თვალები.კრივზე დადიოდნენ ერთად,შეჯიბრის წინ წყალში ნარკოტიკი ჩაუყარა.ძლივს დააღწია თავი,ვინ არ ჩაერია მაშინ,რომ ციხეში არ მოხვედრილიყო.უდანაშაულო ბიჭი სპორტიდან დაითხოვეს.სახლიდან გამოათრია ცემა-ცემით და იქამდე ურტყა გამეტებით,სანამ სისხლი არ არწყევინა.ძლივს გამოსტაცეს მეზობლებმა ხელიდან.ამის შემდეგ,სად არ ეძება,ვერ მიაკვლია მის ადგილსამყოფელს.შვილზე ნერვიულობას შეეწირა დედამისიც,გულმა ვერ გაუძლო..მამაც ზედ მიჰყვა,ვერ გადაიტანა მეუღლის გარდაცვალება.. და ახლა,უცებ ლანგარზე დადებული მიართვეს მირიან ბლიაძე.
-ასეთი ამბებიაა,-უტას ხმამ ფიქრებიდან მოაბრუნა.
-მოვკლავ!-სულმოუთქმელად დაცალა სასმელი და მხეცივით მზერა გაუხდა.
-არა,ეგ სულელური აზრი წაშალე ტვინიდან! მოკვლა გამოსავალი არ არის! ვფიქრობ,სხვაგვარადაც შეიძლება მისი დასჯა,თან მწარედ!
-რას მთავაზობ?
-უნდა დაიწყო თუხარელთან მუშაობა,ახლოს გეყოლება,ყოველი ნაბიჯი გეცოდინება მისი.შემდეგ გამოჩნდება,როგორ შეიძლება მისი დამარცხება!აუცილებლად ნახავ რაიმე ხელჩასაჭიდს!
ლევანს ხმა აღარ ამოუღია,ერთ წერტილს გაუშტერა თვალი და გონებაში შურიძიებაზე ფიქრი დაიწყო.
***
სადარბაზოს კიბეზე, ქურდივით ფრთხილი ნაბიჯით მიიწევდა წინ მამაკაცი.მეორე სართულზე ერთ კართან შეჩერდა და დააკაკუნა.მალევე გაჩხაკუნდა საკეტი და ლანდიც გაუჩინარდა.
-ვინმემ ხომ არ დაგინახა?-აფორიაქებული ხმა ჰქონდა ქალს.
-არა,ნუ გეშინია,-ქალს უხეშად ეცა,კედელზე ააკრა და ლოშვნა დაუწყო.
-მირიან,გეყოფა,-თავი გაინთავისფლა ქალმა და სარკეში თმა შეისწორა.ზურგიდან აეკრა კაცი,ხელები მოხვია და ნიკაპი მხარზე ჩამოადო.
-ინგა,ვინ იყო ის ტიპი,ჟანა,რომ წაიყვანა,ნაცნობია ვინმე?
-ლევან არჩვაძე!-ამის თქმა იყო და გველნაკბენივით გადახტა უკან მირიანი.
-რა დაგემართა,იცნობ?-გაოცებული შემობრუნდა ქალი.
-შორიდან,- უთხრა და კარს ეცა.
-სად მიდიხარ?
-საქმე მაქვს,ხვალ მოვალ,-ზედ არ შეუხედავს ისე გავარდა.
-რაღაცაშია საქმე,-ინგამ დაეჭვებულმა ჩაილაპარაკა.
შეშლილივით გამოვარდა სადარბაზოდან მირიანი,კორპუსიდან მოშორებით გაჩერებულ ავტომობილამდე სირბილით მივიდა,აქოშინებული ჩაჯდა შიგნით და გინების კორიანტელი აუშვა.
-იცის,ვინ არის ჟანა და ჩაუსაფრდა,ეს დამთხვევა არ არის! უხ,შენი..-დუჟმორეული იცოფებოდა.-არ გაგივა ჩემთან ეგ თამაში არჩვაძე! ამოგალპობ ციხეში!-ბოროტად ატრიალებდა თვალებს.
---
შუადღის პირველი საათი სრულდებოდა,ლევანი რკინიგზის დეპარტამენტის შენობაში,რომ შევიდა,დაცვას საბუთები წარუდგინა და დინჯი ნაბიჯით აუყვა კიბეს.
გენო თუხარელი კაბინეტში არ დახვდა.
-აქ დაბრძანდით,-გაუღიმა მდივანმა და სავარძელზე ანიშნა.ლევანმა მადლობის ნიშნად თავი დაუქნია.
შემინული კარი ფართოდ გაიღო და სამდივნოში პირღიმილიანი სახით შევიდა ჟანა,ვერიკოს გაუცინა და მიესალმა,ლევანის დანახვაზე კი მოულოდნელობისგან ადგილზე შედგა და კარგად დააკვირდა.
-თქვენ?
-გამარჯობა, ჟანა,-წამოდგა და ხელი გაუწოდა.
-გამარჯობა,ლევან,აქ საიდან აღმოჩნდით?-გაოცებას ვერ მალავდა.
-ბატონ გენოსთან მაქვს პატარა საქმე.
-არ ვიცოდი,მამაჩემს თუ იცნობდით,-ახლოდან შეათვალიერა მამაკაცი.
-არც მე ვიცოდი,მამაშენი თუ იქნებოდა,-თვითონაც აათვალიერა ქალი.
თუხარელი როხროხით შემოიჭრა და ორივემ ყურადღება მისკენ მიმართეს.გენოს უკან მირიანის დანახვაზე,ლევანს ყბები აუთამაშდა და სახე მოექუფრა.
-მოხვედი ჟანა?-ქალიშვილს შუბლზე აკოცა და ლევანს მიუბრუნდა.-გამარჯობა ,-ხელი მხურვალედ ჩამოართვა და მირიანს ანიშნა.-გაიცანი მირიან,ეს ლევან არჩვაძეა,ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე იზრუნებს!
ყურებში,როგორც მეხი,ისე გავარდა მირიანისთვის,წვრილი თვალები უარესად დაუწვრილდა და ლევანისკენ ნაბიჯი გადადგა.
-მირიანი,-ურცხვად გაუწოდა ხელი.
ლევანს ცოტა დააკლდა,იქვე რომ არ გაიფინა ფეხქვეშ,თავი ხელში აიყვანა და თუხარელს მიუბრუნდა.
-ბატონო,გენო,რაღაც დეტალები მინდა დავაზუსტო,იქნებ თქვენს კაბინეტში გვესაუბრა?
-დიახ,დიახ,-არ გამოპარვია მის მხედველობას არჩვაძის დაძბული მზერა.არც ჟანას დარჩენია შეუმჩნეველი.
გემოვნებით მოწყობილ კაბინეტის ერთ კედელს საკმაოდ მოზრდილი ბიბლიოთეკა ამშვენებდა.ოთხივემ ადგილები დაიკავეს მოგრძო მაგიდასთან.მირიანი ადგილს ვერ პოულობდა,გაშლილ ფეხებს ნერვულად აქანავებდა და სურდოშეყრილივით წარამარა ცხვირზე ისვამდა თითებს.ლევანს დამცინავი ღიმილი არ მოშორებია სახიდან.ჟანა შეფარვით ათვალიერებდა ორივეს,გენოც ეჭვნარევ მზერას აპარებდა.
-ბატონო,გენო..ხელშეკრულება უნდა დავდოთ,ისე ვერ ვიმუშავებ!-მომთხოვნი ტონი ჰქონდა არჩვაძეს.
-დიახ,გისმენთ?! რა მოთხოვნები გაქვთ?-იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას.
-დავდებთ ხელშეკრულებას ერთი წლის ვადით,ამ დროის განმავლობაში თქვენ არ გექნებათ უფლება განმათავისუფლოთ!
-მდაა..ხუმრობთ?-თავი დასწია და გვერდულად გახედა.
-სრულიადაც არა..ერთი წლის განმავლობაში ვიქნები თქვენი და თქვენი ოჯახის დაცვაში. პასუხს ვაგებ თქვენს უსაფრთხოებაზე!-წამიერად მირიანს შეხედა,რომელიც სახეზე გაწითლებულიყო.
-მაშინ საცდელი ვადა უნდა დავნიშნოთ,იქნებ ვერ უმკლავდებით,ან არ მოგეწონოთ დაკისრებული მისია?სჯობს ახლავე შევთანხმდეთ.
-თანახმა ვარ!-ლევანმა გულში გამარჯვება იზეიმა.
-არის კიდევ ერთი რამ,სამ დღეში მე და ჩემი მოადგილე,მირიან ბლიაძე მივემგზავრებით კიევში,ერთი კვირით.ამ დროის განმავლობაში,მინდა რომ ჩემს ოჯახს ერთი წუთითაც არ მოსცილდეთ,შეძლებთ?
-თავისუფლად!-ლევანი თვალებით ბურღავდა მირიანს.
-შეიძლება ერთი შენიშვნა შევიტანო?-ვერ მოითმინა ბლიაძემ.
-ბრძანე.
-საცდელი ვადის პირველი დღეები, არ იქნება სწორი,რომ თქვენი თვალთახედვიდან შორს იყოს,ეს ერთი! და მეორე,გეთქვათ ჩემთვის თუ აპირებდით დაცვის აყვანას ,მეც მყავს სანდო ხალხი,-ჯერ ჟანას შეხედა,შემდეგ სასიმამროს.
-მირიან! მასწავლი რა არის სწორი?მე ეს კაცი ქუჩიდან არ მომიყვანია,ვიცი ვინც არის! ვენდობი და ამაზე ზედმეტი საუბარი მოკვდა!-მაგიდას ხელი დაჰკრა თუხარელმა.მირიანს უარესად დასცხა,ახლა ზედმეტად ჩარევა არ აწყობდა,დანებების ნიშნად ხელები ასწია.
ლევანს ცოტა არ იყოს და გაუკვირდა, ღრმად ჩაისუნთქა და გამარჯვებული იერით გადახედა ადგილზე მოკუნტულ ბლიაძეს.ჟანას დიდი ვერაფერი გაეგო,ჩუმად ადევნებდა თვალყურს.
-თავისუფლები ხართ! საღამოს ათ საათზე ჩემს სახლთან იყავით, ლევან!-მკაცრად თქვა გენომ და დაელოდა როდის გავიდოდნენ კაბინეტიდან.გაისტუმრა თუ არა,ტელეფონს დასწვდა.
-გიზო,ავიყვანე შენი კაცი.აშკარაა,რომ შუღლი არ განელებულა,მგელივით უყურებდა მირიანს.
-შენ აზრზე არ ხარ გენო,რა კარიერული წინსვლა ჰქონდა მაგ ბიჭს და იმ არაკაცმა ცხოვრება დაუნგრია.ვერავინ დაუმტკიცა მაშინ,რომ მაგან ჩაუყარა წამალი.ყველა ლევანის დახსნაზე ვიყავით გადასულები,ციხეს გადავარჩინეთ,ძლივს. ახლა დაქირავებული მებრძოლია,უკანონო თამაშებში იღებს მონაწილეობას.სერიოზული მოჩხუბარია,მომგები არ ჰყავს!
-აქამდე მაინც გეთქვა! უნდა ვეცადო ჩამოვაშორო ჟანას,როგორ და რა ფორმით,ვიფიქრებ.ისეა შეყვარებული,არ მინდა ინერვიულოს,-ნამდვილი მიზეზი არ გაუმხილა.
-როდის მეთქვა? ვიცოდი რამე? გაზეთებიდან გავიგე ჟანას ქორწინების ამბავი,გავგიჟდი,მაგ არაკაცს როგორ ატან შვილს?!მაშინვე დაგირეკე,-უკმაყოფილო ხმა ჰქონდა გიზოს.
-ჩემი ბრალია,ამ საქმის გადამკიდე,ვერ მოვიცალე მეგობრებისთვის,-მოუბოდიშა.
საუბარი დაამთავრა თუ არა,არჩვაძის „დოსიე“ახლიდან გადაიკითხა.
***
დერეფანში როგორც კი გავიდნენ მირიანმა ხელი მოკიდა ჟანას და კაბინეტისკენ უბიძგა.ლევანმა მტრულად გახედა წვრილთვალებას და ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა.
-მირიან,მეჩქარება,სპექტაკლი მაქვს,-ქალმა ცოტა უხეშად აუკრა ხელი.
-შენ რაღაც ვერ გცნობ,ამ ბოლო დროს!-სახე ახლოს მიუტანა.
-მირიან,რა გემართება?
-რატომ არ მითხარი,რომ იცნობდი ამ ტიპს?-მხარზე ხელი მოუჭირა.
-მეტკინა! დავიღალე უაზრო ეჭვიანობით! არ ვიცნობდი,არც ის ვიცოდი,დღეს აქ თუ გამომეცხადებოდა! შემეშვი და მეორედ არ გაბედო ჩემი უაზროდ დადანაშაულება!-თვალები დააკვესა და ლიფტს არ დალოდებია,ისე დაეშვა კიბეზე.
გარეთ შურდულივით გავარდა და იქვე მდგარ ავტომობილის კარს გაბრაზებული ეცა.გამოაღო,წამიერად შეჩერდა,ხმაურით დახურა ისევ და გზას ფეხით გაუყვა.
ავტოსადგომზე გაჩერებულმა ლევანმა მანქანა დაძრა და ნელი სვლით გაუსწორდა წინ მიმავალ ქალს.
-ჟანა,სად მიდიხარ?გაგიყვან.
-მადლობა,ფეხით მინდა გავისეირნო,-უხასიათოდ უპასუხა.
-წვიმას იწყებს,დასველდები,-თითი ზეცისკენ აიშვირა.
რუხი ღრუბლები ერთმანეთში ირეოდნენ.
-არაუშავს,მიყვარს წვიმა,-ფეხათრევით განაგრძო სიარული.უკან მიჰყვა ლევანიც.
-არ დაგავიწყდეს,რომ უკვე თქვენთან ვმუშაობ და შენი დაცვაც მომიწევს,-გვერდულად ჩაიღიმა.
-ჯერ არ მუშაობ,-შეახსენა.
-კარგი,რა გაეწყობა,ნახვამდის,-მინა ასწია და სიჩქარეს მოუმატა.
ელვას, ჭექა-ქუხილი მოჰყვა და არჩვაძემ სარკიდან კარგად დაინახა ადგილზე შემხტარი,ყურებზე ხელებაფარებული ჟანა და გაეცინა.ავტომობილი უკუსვლით დასწია და ფეხებთან გაუჩერა.
-დაჯექი,-სახე დაასერიოზულა.
ქალი დაუფიქრებლად ჩახტა და მამაკაცს მორიდებით გახედა.
-ბავშვობიდან მეშინია ქუხილის,-მორცხვად გაუღიმა.
-მე ნემსის,-თვალი ჩაუკრა.
-მართლა?-გადაიკისკისა ჟანამ.
-კი.. სად მიგიყვანო?
-მარჯანიშვილზე.საღამოს სპექტაკლი მაქვს,გინდა დაესწრო?
-სიამოვნებით,-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
---
მირიანი ბრაზიანიად მიმოდიოდა ოთახში,ფანჯრიდან უყურებდა შენობიდან გასულ ჟანას და არჩვაძის მანქანაში რომ ჩაჯდა,სისხლმა ტვინში აასხა.
-რაღაცას მიმალავს ეს ქალბატონი! ის კი ტყუილად არ შემოძვრა! მოგიშორებ თავიდან სამუდამოდ, ნაბ..ვარო!-ცოფებს ყრიდა ორივეს მისამართით.

საღამოს წვიმამ იმატა.ქოლგებს შეფარებული ადამიანები თეატრის ვესტიბულში შესვლას ჩქარობდნენ.ლევანი ხალხის ნაკადს შეერია და პარტერში ადგილი დაიკავა.მის გვერდით ხანშიშესული,ჭაღარა ქალბატონი მოთავსდა,სათვალე შეისწორა და დარბაზი მოათვალიერა.წინა რიგში ნაცნობი შენიშნა და ტუჩი ამრიზა.მირიანი ყვავილების თაიგულით ხელში ამაყად იჯდა,გვერდს მომავალი სასიდედრო უმშვენებდა.
სცენა ჩაბნელდა. დარბაზიც დაწყნარდა და სუნთქვაშეკრულებმა მიმართეს მზერა მსახიობებისკენ.ჟანას გამოჩენაზე,ლევანი შეიშმუშნა.
-ლამაზია არა?-უჩურჩულა ქალმა.
ლევანს ოდნავ გაეღიმა და თავი დაუქნია.
-ჩემი გოგოა,ყველასგან გამორჩეულია,ის ყველაზე სუფთაა ,-კაცისკენ გადაიხარა.
-თქვენი შვილია?-გაოცებულმა შეხედა.
-არა,მაგრამ შვილივით მიყვარს,თეატრში ვმუშაობ,-სევდიან თვალებში ბედნიერების სხივი გაუკრთა.
ლევანი სკამზე მიჯაჭვულივით იჯდა და ჟანას თვალს არ აცილებდა.შეყვარებული ქალის როლი იმდენად უხდებოდა,რაღაც მომენტში მისი პარტნიორისაც კი შეშურდა.
სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა.ფეხზე წამომდგარი მაყურებელი დიდხანს უკრავდა ტაშს.
ელ-ჭექი გაძლიერდა,ქუჩებში ნიაღვრად მოედინებოდა წყალი.თავით-ფეხებამდის გაილუმპა ლევანი,სანამ ავტომობილამდე მიაღწია.ჩაჯდა თუ არა,საათს დახედა,ათის ნახევარი სრულდებოდა.ჟანას ნახვა უნდოდა,საგრიმიოროსკენ მიმავალი მირიანი,რომ დაინახა,უკან გამობრუნდა და სანამ თვალს მოკრავდნენ,იქაურობას გაეცალა.
თუხარელების ეზოს კარი ახალგაზრდა ქალმა გაუღო და შიგნით შეიპატიჟა.გენო სამზარეულოში დახვდა,ჩაის მიირთმევდა.არჩვაძის დანახვაზე მამაკაცმა კედლის საათს შეხედა.
-პუნქტუალური ხარ,ზუსტად ათია,-თქვა კმაყოფილმა.-რას მიირთმევ?-მის წინ ადგილზე ანიშნა,დამჯდარიყო.
-ვისკს,-თქვა და სკამზე მოთავსდა.
-ალკოჰოლს ეტანები?-წარბი შეკრა გენომ.
-არა,დავსველდი ,რომ არ გავცივდე,დეზინფექციას გავიკეთებ,-თვალი გაუსწორა.
-კეთილი,წამობრძანდი!- წამოდგა და კაბინეტისკენ დაიძრა.

ლევანმა მუცელგაბერილი ჭიქა ხელში შეათამაშა და გენოს დააკვირდა.
-რატომ დაგჭირდათ დაცვა?ვისგან ელით საშიშროებას,ყველაფერი უნდა ვიცოდე.
-დროული შეკითხვაა,-ჩაიღიმა გენომ.-მუქარის შემცველი წერილები მხვდება ყოველ დღე კაბინეტში,რომ თუ არ დავტოვებ თანამდებობას,ოჯახს ამომიწყვიტავენ.ეს არ იცის არავინ,არც ჩემმა მეუღლემ,არც ქალიშვილმა,-შუბლი მოისრისა.
-რატომ არ მიმართეთ შესაბამისს ორგანოებს?
-სკანდალი არ მინდა,ისედაც არ მაკლია..თან უკვე ორი თვეა ეს მუქარები მომდის,მაშანტაჟებენ,თორემ საქმის გამკეთებელი,აქამდე მომცემდა რაიმე ნიშანს.
-გასაგებია,და თქვენ რომ წახვიდეთ,ვინ ხდება ავტომატურად თქვენი ადგილის მფლობელი?
-წესით,პირველი მოადგილე,-სიმწრით გაეღიმა თუხარელს.
-და ვინ არის ის?
-ჩემი მომავალი სიძე,მირიან ბლიაძე!
-ეჭვობთ მასზე?-სასმელი გაანახევრა.
-არ ვეჭვობ,დარწმუნებული ვარ,-ხმას დაუწია.
-გასაგებია!-თითები აათამაშა მაგიდაზე.-კიდევ ერთი სანდო ადამიანი მჭირდება გვერდით!
-რთულია მოძებნა,მარტო ფულით ვერ დააინტერესებ ადამიანს,ასეთ საქმეში,შეიძლება შეაშინონ და შუა გზაზე მიმატოვოს.
-მე რა კრიტერიუმით ამარჩიეთ,რატომ ხართ დარწმუნებული,რომ ბოლომდე გამოგყვებით?
-არც მაგას დაგიმალავ,ვიცი შენი და მირიანის წარსული,გიზომ მითხრა.ისიც ვიცი,რომ დღემდე ფიქრობ შურისძიებას!
-ესე იგი რა გამოდის,რომ თქვენი სკამის გადასარჩენად ტექნიკურად მიყენებთ?
-ცუდად ჟღერს,მაგრამ ფაქტია! ცხოვრება დაგინგრია,შენი კარიერა გაანადგურა,არ მგონია გეპატიებინა.ასე,რომ შურისძიების შანსი გაქვს.
-მე ისედაც გავუსწორდები,პირდაპირ და არა ამ გზით!-ფეხზე წამოდგა ლევანი.-სხვა მოძებნეთ,მე გავდივარ ამ არდაწყებული თამაშიდან!-მკაცრად თქვა და კარისკენ გაემართა.
-ერთი წუთით!-ხმას აუწია თუხარელმა.
ლევანი შედგა,მაგრამ არ მოტრიალებულა.
-შენს იქით,არ მაქვს გზა! უნდა დამთანხმდე! რასაც მთხოვ,ყველაფერს გავაკეთებ! პირდაპირ შურისძიება შენთვის დამღუპველი იქნება! არც ჩემთვის იქნება სახარბიელო.აქამდე შემეძლო მომეშორებინა თავიდან,მაგრამ მას ისეთი დოკუმენტები აქვს შენახული,რაც უვადოდ გამომკეტავს ციხეში.
არჩვაძე მძიმედ შემოტრიალდა.
-რატომ არ იყენებს? რაში სჭირდება წერილებით შანტაჟი,როდესაც ასეთი მსუყე ლუკმა უჭირავს?
-ეგ ,რომ გამოიყენოს,ავტომატურად მოხდება მთელი მინისტრთა კაბინეტის დათხოვნა. ის იძულებულია,შეფარულად მომიშოროს თავიდან.მას თუ მოვკლავ,არ ვიცი სად ამოტივტივდება ის დოკუმენტები,ხვდები? ის დიდი გაიძვერაა,ყველაფერზე ნაფიქრი ექნება,ასე მარტივად არ წამოიწყებდა.
-რა იცით,რომ მას აქვს სამხილები?
-წერილებში დებს ისეთ კოდურ სიტყვებს,რაც პირდაპირ მიმანიშნებელია.ამას შენ ვერ გაიგებ,-ნელნელა დაპატარავდა გენო.-ჟანას დარდი მაქვს,როგორმე უნდა ჩამოვაშორო,დაიღუპება!გვიან მივხვდი,რომ მირიანი მას იყენებს.ამ ყველაფერს ვერ ვეტყვი,იმდენად სათუთია,გადაყვება ამ ამბავს,უნდა დამეხმარო,ლევან!-საცოდავად ამოთქვა.-რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ,რომ ის დოკუმენტები მოვიპოვოთ.შემდეგ,უკვე მე მივხედავ!
-სად ინახავს,როგორ უნდა გავიგო?-ინტერესმა სძლია.
-ერთი კვირით ვიქნებით წასული,მის სახლში უნდა მიხვიდე და მოძებნო!
-ჰმ,ქურდბაბაცობაც უნდა დამაწყებინოთ?-ცინიკურად გაეცინა არჩვაძეს.
-შენზე სანდოს ვერ ვნახავ! ისევ იმ წუმპეში უნდა ჩავაგდო,საიდანაც ჩემმა შვილმა ამომათრევინა!-ბოროტად გააელვა თვალები.
-არა,ბატონო გენო,თქვენ მაგის წუმპეში დაბრუნება კი არა,საკუთარ ტრა.კს უფრთხილდებით! შვილის სიცოცხლეს სასწორზე დებთ! არაკაცი ბრძანდებით!-არჩვაძემ ზიზღნარევი მზერა ესროლა.
-ბევრს გადაგიხდი,რასაც ხელს დაადებ,ყველაფერი შენი იქნება!-შეურაცხყოფა ლამაზად გადაყლაპა თუხარელმა.
-რამდენი გიღირს შენი ქალიშვილის სიცოცხლე?-სახე ახლოს მიუტანა.
-რამდენი გინდა?-დაიბნა გენო.
ლევანს სიმწრით გაეცინა,თუხარელს მხრებში ჩააფრინდა,ბუმბულივით აიტაცა.
-შენი ვაჭარი დედა ვატირე,თუხარელო!-მთელი ძალით დაახეთქა და უკანმოუხედავად წავიდა.
-აუცილებლად მობრუნდები!-ჩაილაპარაკა ჭარხალივით აწითლებულმა გენომ და ტელეფონს დასწვდა.
---
უტას სახლამდე საკმაო გზა ჰქონდა გასავლელი,მთელი ეს დრო ფიქრებში ჩაძირულმა გალია.ვერ წარმოიდგენდა საქმის ასე შემოტრიალებას.ეგონა,ჩვეულებრივ დაცვაში იმუშავებდა,იქ კი ჩახლართული სიბინძურე დახვდა.გენოზე ბრაზობდა,რამდენჯერმე შეიგინა კიდეც.მირიანის გახსენებაზე უარესად ერეოდა ბრაზი.ავტომობილს გიჟივით მიაქროლებდა.
მეგობართან კარგა ხანს დაჰყო.ყველაფერი მოუყვა არჩვაძემ,უტა გაოგნებული უსმენდა.
-ლევან,შენი გადასაწყვეტია,მაგრამ მთელი ცხოვრება არ გასვენებს ის ამბავი და არც მოგასვენებს,მან საკადრისი უნდა მიიღოს.ამაზე უკეთესს ვარიანტს ვერც ნახავ,მეც მოგეხმარები!-მძიმედ ჩაამთავრა უტამ.
-შენც გადაირიე? შორიდან უნდა ვურბინო? ძვლებში დავამტვრევ და დავამთავრებ ყველაფერს!-შეშლილივით წამოხტა.
-დაჯექი და დაწყნარდი! ეგ გზა ყველაზე მარტივია,მაგრამ შემდეგ,გიფიქრია რა გელის?!
-არ მაინტერესებს,გესმის?! არ მაინტერესებს! არ ვაცოცხლებ!-დამარცვლით თქვა ბოლო სიტყვები.
-შეუძლებელია შენთან საუბარი,ხვალ გავაგრძელოთ,დაწექი ახლა,დავისვენოთ,-მიხვდა უტა,ამ ეტაპზე წყლის ნაყვა იყო.
-არა,უნდა წავიდე,-გასაღებს დაავლო ხელი.
---
მეორე დღეს წვიმას გადაეღო.საგრძნობლად ციოდა.ლევანს ბალიში წაეფარებინა თავზე და მძიმედ სუნთქავდა. ვერ მოისვენა მთელი ღამე.თუხარელთან საუბრის შემდეგ აირ-დაირია.კარზე გამეტებული კაკუნი გაისმა.“უტა იქნება“-გაიფიქრა და წამოდგა.ყველას დანახვას ელოდა ჟანას გარდა.მოულოდნელობისგან ენა ჩაუვარდა,ქალს გაოგნებული თვალებით დააშტერდა.
-გამარჯობა,ლევან,შეიძლება?-პასუხს არ დალოდებია,ისე შევიდა.მამაკაცმა უხმოდ დახურა კარი.
-საქმე მაქვს,-აღელვებული ჩანდა ქალი.
-გისმენ,-გამოერკვა.
-არ მოვიდოდი შენთან და დახმარებას არ გთხოვდი,თავად ,რომ არ იყო მონაწილე იმ ინციდენტისა,-შიში ჩასდგომოდა თვალებში,პირი გაშრობოდა,ნერწვი ძლივს ჩაყლაპა.
-გინდა წყალი?-მიუხვდა მამაკაცი.ჟანამ თავი დაუქნია.
ორი ყლუპი მოსვა და განაგრძო.
-გუშინ,სპექტაკლის შემდეგ მირიანი გარეთ მელოდებოდა მანქანით.მე და დედა მოგვიანებით გავედით.შორიდანვე დავინახე ვიღაცას ესაუბრებოდა,ხელში რაღაც გადასცა,ვერ გავარჩიე რა იყო.როგორც კი დამინახა,მოსაუბრეს რაღაც უთხრა და ისიც სწრაფად გაეცალა იქაურობას,მაგრამ მე კარგად ვიცანი,ის კაცი იყო,კაფედან!
-რომელი კაცი?-უცებ ვერ მიხვდა არჩვაძე.
-ვისთანაც ჩხუბი მოგივიდა ჩემს გამო!
-რა?-წარბები ზემოთ აზიდა.
-როცა ვკითხე,ვინ იყო-მეთქი? გამვლელი იყო,რაღაც მკითხაო! დავინახე,რაღაც გადაეცი-მეთქი,აყვირდა,იუარა,-აცახცახებულ თითებით თმა ყურზე გადაიწია.
ლევანს ეჭვიც არ შეპარვია,რომ კარგად ნაცნობი იყო მირიანისთვის ის კაცი და იმაშიც რწმუნდებოდა,რომ მიგზავნილი ჰყავდა ჟანასთან.
-მე ვუთხარი,რომ მაშინ,ეგ კაცი ამეკიდა,ამაზე უარესად გაგიჟდა,გეჩვენებაო!-სიმწრით გაეღიმა.
-რისი თქმა გინდა?-გამომცდელად შეხედა ქალს.
-მეგონა მიხვდებოდი,-იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა.
-ჩემგან რა ითხოვ?
-ჩავთვალე უნდა გცოდნოდა,ჩვენი ოჯახის უსაფრთხოების სამსახურში დგები,-გაკვირვებულმა უთხრა.
-მამაშენს უთხარი?
-არა,ვერ ვეტყვი ,გადაირევა,ისედაც არ არის კმაყოფილი ჩემი არჩევანით,მე უნდა მოვაგვარო როგორმე და გავერკვიო ყველაფერში.
-ჟანა,მე თქვენთან არ ვიწყებ მუშაობას!-ხელები სავარძლის სახელურებს დაჰკრა.
-ბატონო?-უღონოდ ჩამოუშვა მკლავები.
-ჰო,უფრო პერსპექტიული სამსახური გამომიჩნდა,საზღვარგარეთ მივდივარ,-ხმაში შეეტყო სიცრუე.
-არ ვიცოდი,ბოდიში,-დამცინავმა ღიმილმა გადაჰკრა სახეზე,შეტრიალდა და სანამ ლევანი აზრზე მოვიდოდა,კარი გაიჯახუნა.
-უხ!-მოგუდული ხმა ამოუშვა და მუშტები ერთმანეთს მიარტყა.ოთახში გალიაში გამომწყდეული მხეცივით დაიწყო სიარული.გიჟივით ჩაიცვა ტანზე და სახლიდან გავარდა.
---
ნარინჯისფერ დერეფნის ბოლოს მდებარე დარბაზში, ქალების კისკისი და მამაკაცების ხმები ერთმანეთში ირეოდა.შემთვრალ კლიენტებს მეძავენი ჩამოესვათ მუხლებზე და მათ მოღიავებულ მკერდში უშნოდ აფათურებდნენ ხელებს.ქალებიც ურცხვად ეგლასუნებოდნენ ტანზე აღგზნებულ მამრებს.განცალკევებით ისხდა ორი მამაკაცი,ერთს ოქროები აესხა და სიგარას მოჭუტული თვალით ქაჩავდა,მეორე ცბიერი თვალებით თავის ლუკმას ელოდა.
-გრიშა,რატომ იგვიანებს ლენა?-თქვა უკმაყოფილოდ და კონიაკი გადაჰკრა.
-მირიან,ორ წუთში აქ იქნება,-ადგილზე აწრიალდა.
-ხომ გაგაფრთხილე,გამოძახებაზე ნუ უშვებ მაგას! აქ მინდა,რომ იყოს! როდესაც მოვალ და არ ვიცი,როდის მოვალ ხოლმე,აქ უნდა დამხვდეს!-შეუღრინა და მეორე ჭიქაც მოიყუდა.
-აბა,რა ვქნა?! მაგას ითხოვს ყველა,ეგ რომ არ გავუშვა,კლიენტურაც შემცირდება.
-კარგი..ზეგ მივფრინავ და როგორც მოვილაპარაკეთ,იცოდე!-წინა საღამოს საუბარი შეახსენა.
-ყველაფერი რიგზე იქნება!-ცერა თითი მაღლა ასწია.
-მე თვითონ შეგეხმიანები,შენ არ გაბედო ჩემთან დაკავშირება,-მკაცრად გააფრთხილა და კარში გამოჩენილ აშოტილ ქალს გახედა.წამოდგა და მისკენ დაიძრა.მიუახლოვდა თუ არა,ხელი წელზე მოხვია და ყურში უჩურჩულა.
-მოემზადე და მოვალ!
ლენას სახეზე ზიზღმა გადაურბინა,კლიენტებიდან ყველაზე მეტად მირიანს ვერ იტანდა.სადისტური ქცევები ჰქონდა,ლამის ძვლებში ამტვრევდა და ხორცებს აგლეჯდა ჟინმორეული.
მორჩილად დაუკრა ქალმა თავი და თავის ოთახისკენ გასწია.
---
თუხარელს ადგილი ვერ ეპოვნა,ეს სანდო კაციც ხელიდან გაუქრა.ისევ გიზოს მიადგა,იქნებ შენ დაიყოლიო როგორმეო.გიზოს გაუკვირდა კიდეც,უარი რატომ თქვა,რა მოხდა ასეთიო.გენომ სიმართლე დაუმალა,ისიც კი ინანა არჩვაძეს,რომ გაანდო ყველაფერი.რომ სცოდნოდა,არ დათანხმდებოდა,ხმასაც არ ამოიღებდა.
მაგიდასთან იჯდა და გამოსავლის ძებნაში შუბლს ისრესდა ნერვულად.
-მამა,რამე მოხდა?-ჟანას არ გამოპარვია გენოს აფორიაქება.
-არაფერი,მოდი,-ნაძალადევად გაუღიმა ქალიშვილს.
-რამდენი ხანია აქ ვდგავარ და ვერც შემამჩნიე,ისე იყავი ფიქრებში გართული.
-ჰო,ბევრი საქმე და საფიქრალია,-ამოიხვნეშა.
-მამა,რატომ გადაიფიქრა არჩვაძემ ჩვენთან მუშაობა?-თვალი გაუსწორა.
-არ ვიცი,-ხელები აატრიალა.
კაბინეტში შესულმა მედიკომ საუბარი შეაწყვეტინათ.
-გენო,ჟანა,მირიანის მშობლებმა დარეკეს,ამ საღამოს გვესტუმრებიან.
-მირიანს არაფერი უთქვამს ჩემთვის?-არ ესიამოვნა ჟანას.გენო შუბლშეკრული უყურებდა მეუღლეს.
-არაუშავს,ჟანასთვის საჩუქრები გვაქვს ნაყიდი და მოსვლა გვინდაო,რა მეთქვა?-მხრები აიჩეჩა მედიკომ.
-ჯერ ჩემთვის უნდა გეკითხა,იქნებ საქმე მაქვს საღამოს?!-იყვირა და შეშლილივით წამოხტა ფეხზე.
-ჟანა,რა დაგემართა?-გაოცდა ქალი.გენოს გაუკვირდა შვილის საქციელი.
-საღამოს სახლში არ ვიქნები,საქმე მაქვს!-შურდულივით გავარდა ოთახიდან.პირგამეხებულები დარჩნენ მშობლები.მალევე მოისმა ეზოს ჭიშკრის და ავტომობილის აწყვეტით გავარდნის ხმა.
-ეს სამი დღეა,რაღაც არეულია შენი ქალიშვილი!-მკვახედ მიახალა გენოს.
თუხარელს ხმა არ ამოუღია,ჩააფიქრა ჟანას ქცევამ.პირველად იყო,რომ ასე აგრესიით შეხვდა მომავალ ოჯახის წევრების სტუმრობას.
***
-ჩემს ლამაზ გოგოს არ უხდება სევდა,-გაუღიმა ზოიამ და ჟანას თავზე აკოცა.
-საშინლად დაბნეული ვარ,ვეღარ ვიგებ ვის ვენდო,-ყავის ჭიქას უაზროდ ატრიალებდა ხელ-მომიყევი,გაანთავისუფლე დატვირთული გონება და შემდეგ, უფრო იოლად მიხვდები სწორ გზას,-ცხვირწინ ჩამოუჯდა.
ბოლომდე დაიცალა,თავისი ეჭვები გაანდო მირიანზე,იტირა კიდეც და გულზეც შვება იგრძნო.ქალმა უხმოდ მოუსმინა,ბოლოს დანანებით გააქნია თავი.
-არ იჩქარო მაგ კაცთან ოჯახის შექმნა,ყველა მისი ნაბიჯი გამოიკვლიე,არ მეჩვენება სუფთად,-მკაცრად უთხრა.-ჯერ კიდევ მაშინ არ მომწონდა,კუდში,რომ დაგყვებოდა და გასაქანს არ გაძლევდა,კი არ გიყვარს,დატყვევებული ხარ,მის კლანჭებში მოგაქცია!შენც გამოუცდელი წამოეგე უცებ.
ჟანამ თავი ჩაქინდრა,მირიანთან ურთიერთობას თვალი გადაავლო და ზოიას ნათქვამში სიმართლე იპოვნა.
-თქვენ,რომ არ მყავდეთ ზოია დეიდა,მართლა გავგიჟდებოდი,-ცრემლები მოაწვა და ქალს ჩაეხუტა.კიდევ დიდხანს ისაუბრეს.ცხრა საათი სრულდებოდა,გარეთ რომ გავიდა.სახლში წასვლა გადაიფიქრა და პირველივე შემხვედრ კაფესთან შეაჩერა ავტომობილი.
თუხარელების სახლში გრძელი მაგიდა საგანგებოდ მოერთათ.შანდლებში ტანადი,თეთრი სანთლები აკიაფებულ ვარსკვლავებივით ბრწყინავდნენ.სუფრას ხუთი ადამიანი ესხდა,მეექვსე სავარძელი თავის პატრონს ამაოდ ელოდა.
-ჟანა სად არის?-გადაუჩურჩულა მანანამ შვილს.
-მოვა!-დაიღრინა კაცმა და გენოს მტრულად გახედა.
თუხარელს არ გამოჰპარვია სასიძოს მზერა.
---
ლევანმა,ის იყო ვარჯიში დაამთავრა,რომ კარზე ფხაკუნი გაისმა.
-ამ დროს ვინ უნდა იყოს?-ჩაილაპარაკა და სახელური ჩამოსწია.ჟანას დანახვაზე,რომელიც კარის გახსნისთანავე წაბორძიკდა და ლამის ზღართანი მოადინა ძირს,გაოგნებისგან დამუნჯდა მამაკაცი.ქალს ხელი მიაშველა და წელში გაასწორა.
-ჟანა? რა გჭირს?
-ჰმ,რა მჭირს,რა მჭირს,-ძლივს ამოილუღლუღა და ლევანს კისერზე ჩამოეკიდა.
-მთვრალი ხარ?-თავი ააწევინა.
-დიახ! ერთხელ მეც დავლიე,რა მოხდა?-მსუბუქი ყოფაქცევის ქალივით გადაიკისკისა.
-წამოდი აქეთ,-მკლავი წელზე გამოსდო და საძინებლისკენ წაიყვანა.საწოლზე დიდი სიფრთხილით დააწვინა და თავი მოიქექა.
-გული მერევა,-ფერდაკარგულმა ძლივს ამოთქვა.თვალებს უაზროდ ატრიალებდა.
-რა? მოიცა!-გიჟივით გავარდა არჩვაძე და ელვისებური სისწრაფით უკან დაბრუნდა ტაშტით ხელში.
-გადმობრუნდი,დროზე!-გვერდულად დააწვინა და თავი ტაშტისკენ ჩააკიდებინა.
ჟანამ რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ ყელში მოწოლილმა სასმელმა არ დააცადა.
-ვახ,ჩემი..!-ბურტყუნებდა ლევანი ქალის შუბლს ხელჩავლებული.
-ვაიმე,დედა,-ძლივს ამოისუნთქა ჟანამ და ცხვირ-პირიდან ერთიანად წამოსული სითხის ნარჩენები ხელით მოიწმინდა.
ლევანი კოპებშეკრული დაჰყურებდა ქალს.ასეთ სიტუაციაში არასდროს აღმოჩენილა,ოთახში დატრიალებულმა მჟავე სუნმა სახე შეუცვალა.
-უკეთ ხარ?-ქალს წყალი მიასხა სახეზე.
-მგონი,-მოგუდულად თქვა და ბალიშზე გადაწვა.მალევე ჩაეძინა.
ლევანმა ოთახი მოაწესრიგა,ფანჯრები გამოაღო და ქალს კუთვნილი საბანი მიაფარა.
-ეს რა იყო?-კეფაზე ხელები შემოიწყო და ისე დააკვირდა ქალს.
ჟანას ნელნელა უბრუნდებოდა ფერი.გაცრეცილი ტუჩები სიწითლეს იბრუნებდნენ.
ქალაქის თავზე რიჟრაჟი იპარებოდა.
-ლევან,ჟანა არ დაბრუნებულა სახლში,მგონი მირიანმა გაიტაცა,მუქარას მისრულებს!მიშველე,შენს იქით გზა არ მაქვს!-კარში შეშინებული გენო შემოვარდა,ლამის ტიროდა,ამხელა კაცი დაპატარავებულიყო და კანკალებდა.
ლევანი ნამძინარები ვერ გარკვეულიყო,რა ხდებოდა.თვალები მოისრისა და დილის სტუმარს დააკვირდა.
-მამა?!-საძინებლიდან არანაკლებ გაოცებული ჟანა გამოვიდა.
-ჟანა?!-ფეხები მოეცელა კაცს ქალიშვილის დანახვაზე.-აქ რა გინდა?!-მხრებში ეცა.
-მირიანი გემუქრება?!-თვალის კაკლები ლამის ბუდიდან გადმოსცვივდა.
-გამაგებინეთ,რა ხდება აქ?!-ხმამაღლა დაიძახა თუხარელმა და ლევანს მიუბრუნდა.
-მეც არ ვიცი,-ცალყბად ჩაიცინა არჩვაძემ.
-ჟანა,რას აკეთებ ამ კაცთან?!-ისევ შვილს ეცა.
-დამშვიდდი,მამა! სახლში მოსვლა არ მინდოდა,წასასვლელიც არსად მქონდა,ხოდა მოვედი აქ!-წარბშეუხრელად უთხრა.-ახლა კი შენ მითხარი,რა ხდება მირიანთან?!
-აქეთ წამობრძანდით,-ლევანმა ოთახისკენ ხელით ანიშნა მამა-შვილს.-ბევრ რამეზე მოგვიწევს საუბარი!-დააყოლა თავის ქნევით.

---
მირიანი გავეშებული დაეძებდა ჟანას.მშობლებთან შეარცხვინა,არ მივიდა.ის კი არა და,მთელი ღამით დაიკარგა სადღაც.გაცოფებული ავარდა ინგასთან.
-მირიან,საკმარისი ფული გაქვს,მოდი,დაანებე ყველაფერს თავი და წავიდეთ საერთოდ ქვეყნიდან,-შეაპარა ინგამ და პასუხის მოლოდინში გაირინდა.
-შენ ხომ არ უბერავ გოგო?! მიზნის ასრულებამდე ერთი ნაბიჯი მაქვს დარჩენილი და ახლა დავანებო? დედას ვუტირებ მაგათ!-გიჟივით იქნევდა ხელებს.
-რაც დრო გადის,პრობლემებიც მატულობს,მეშინია ფუჭი არ აღმოჩნდეს ამხელა მცდელობა,ხომ ხედავ ,შეიცვალა შენს მიმართ,-ტუჩები დაგრიხა ქალმა.
-შენ მაინც გაჩუმდი და ნუ მიმატებ უარესად!-კისერში წაავლო ხელი და ძლიერად მოუჭირა.
-დეგენერატო!-ხელი გაჰკრა ქალმა.
-ვისთან შეიძლება წასულიყო?!-ბოლო ხმაზე დაიღრიალა.
-უხეში და სასტიკი ხარ!-ცრემლები წამოყარა ინგამ.
-ჰო? შენ ჩემზე უარესი ხარ!-ყვირილს არ წყვეტდა.
-არ შეიძლება ყველაფერს ერთად ეპოტინებოდე! ჟანა გჭირდებოდა თანამდებობის მოსაპოვებლად,რომელიც უკვე მიიღე! ახლა რატომ აგრძელებ,რისთვის გჭირდება თუხარელის სიძეობა,ცოტა ქონება დააგროვე?!-გამწარებულმა დაუკივლა ქალმა.
- ვის ეუბნები?! შენ შემტენე თავიდან ამ ამბავში,ზუსტად შენი იდეა იყო ჟანას დაკერვა და მისი ქონების ხელში ჩაგდება!-გამეტებით გაულაწუნა სახეში.ინგა დივანზე გადავარდა,სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა.
-მე თამაშიდან გავდივარ! უმართავი გახდი,თავადაც არ იცი,რა გინდა?!
-ახლა აღარ მოსწონს თამაში!ბოლომდე მომყვები,თორემ ისე დაგკლავ,ხელი არ ამიკანკალდება!-მეორედაც შემოსცხო ხელი და კარში გავარდა.კიბეზე ისე დაეშვა,არც შეუხედავს საფეხურებზე ამომავალ ბიჭისთვის,რომელმაც თვალი გააყოლა.
კარი ღია დაუხვდა თორნიკეს,ოთახის სიღრმიდან ტირილის ხმა გამოდიოდა.დაუკითხავად შეიჭრა და დივანზე პირქვე დამხობილ ქალს ეცა.
-ინგა?!რა დაგემართა?!-თავი წამოაწევინა.გახეთქილი ტუჩიდან წამოსულ სისხლს,ქალისთვის ნიკაპიც შეეღება.
-შენ რას აკეთებ აქ?!-შეცბა და წამოხტა.
-სცენარის წასაღებად მოვედი,დაგავიწყდა?-ეჭვიანი თვალებით ირგვლივ მიმოიხედა.
-მაგიდაზეა,აიღე და წადი,მაპატიე,-თვალს ვერ უსწორებდა.
-ინგა,რა საქმე აქვს შენთან მირიანს?!-ცალი წარბი ასწია.
-შენ ვინ გეკითხება?!-გააფთრებულმა შეხედა.
-რატომ გცემა?!-არ ეშვებოდა.
-თორნიკე,აიღე რისთვისაც მოხვედი და წადი!-კატეგორიული ტონი ჰქონდა ქალს.
-ეჰ,ინგა,ინგა,არ ხარ მართალი!-არც სცენარი აუღია,ისე გაბრუნდა და წავიდა.
***

დაზაფრული სახით იჯდა ჟანა ავტომობილში მამამისის გვერდით.ყურებს არ უჯერებდა რაც მოისმინა ლევანის სახლში.თითქოს ქვეყანა თავზე დანგრეოდა და ამ ნანგრევებში მოყოლილიყო.ყველა კუნთი და ძვალი სტკიოდა.თავიც დაიღუპა და მამაც დაღუპა.
-რა უნდა ვქნათ?-ძლივს ამოთქვა და ტუჩი მოიკვნიტა.
-პირველ რიგში ის,რომ არ უნდა შეგატყოს მირიანმა არაფერი,დრო მჭირდება,-სიცივის მიუხედავად,სახეზე ოფლის წვეთები ეკიდა.
-მაპატიე,მამა,მე გაგხვიე შარში,-დათრგუნული ხმა ჰქონდა.
-შენ რა იცოდი,არ ინერვიულო,მოვაგვარებ ყველაფერს,-იმედი არ ჩანდა ხმაში,უფრო ჟანას დასამშვიდებლად თქვა.
-ვითომ,დაგვთანხმდება ლევანი?-ხავსს ებღაუჭებოდა.
-არ ვიცი,ვეცდები დავითანხმო,-გზას დაძაბული ადევნებდა თვალს.
-ხვალ მიფრინავთ?-ჟანას შიში ჩანერგვოდა.
-ჰო,დილით,-გვერდულად გადახედა.-შვებულება აიღე და ეს ერთი კვირა,ჩემს ჩამოსვლამდე,არსად გახვიდე.
-სპექტაკლები მაქვს,არ გამოვა.
-კარგი,დაცვას აგიყვან,დღესვე!-ნერვულად ათამაშებდა ყბებს.
-ჯერ არაფერს იზამს,საწადელს სანამ მიაღწევს,იქამდე არაფერი მემუქრება,-აქეთ დაამშვიდა.
-დედაშენთან ხმა არ ამოიღო.
-არც ვაპირებდი,-გადაღლილი ხმით თქვა და სავარძლის საზურგეზე გადაწვა.

სახლში მისულებს მედიკოსთან ერთად მირიანიც დაუხვდათ.ბრაზიანად ატრიალებდა თვალებს.
-ჟანა,სად იყავი?გული გამიხეთქე,მამაშენი,რომ არა,უკვე ქვეყნის შეყრას ვაპირებდი!-ტირილით მოეხვია მედიკო.
-კარგი რა დედა,თქვენი შიშით ვერსად წავსულვარ,-ოდნავ გახსნა ბაგე.
-სად ბრძანდებოდი?!-თავი ვერ შეიკავა მირიანმა და დაუყვირა.
-მეგობართან!-მშვიდად უპასუხა ჟანამ.
-რომელთან?!-დორბლები გადმოყარა.
-ინგასთან,-ცივად შეხედა.
-სტყუი!-ქალისკენ გაიწია.
-რა იცი,რომ ვსტყუი,როდის გადაამოწმე?აჰ,დამავიწყდა,ის ხომ შენი შიკრიკია,-ჩაიცინა.
-მორჩით კამათს!-იფეთქა გენომ.-ჩემს ოჯახში ხმას ნუ უწევ!ცალკე გაარკვიეთ!
-არ გაინტერესებს ,სად იყო მთელი ღამე შენი ქალიშვილი?!-სასიმამროს მიუბრუნდა.
-სადაც არ უნდა ყოფილიყო,ცუდს არაფერს ჩაიდენდა!-გენოს თავის შეკავება გაუჭირდა,ხმას აუწია.
-კარგით! უბრალოდ თავს ცუდად ვგრძნობდი და განვმარტოვდი! მირიან,წამოდი!-ისევ ჟანამ ითავა სიტუაციის განმუხტვა,მირიანს ხელი მოკიდა და გარეთ გაიყვანა.

ეზოში დაძაბული საუბარი ცოტა ხნით გაგრძელდა. ქალმა დაიხია უკან და დათმობაზე წავიდა.ამ ეტაპზე,გაჩუმება არჩია.კაციც თითქოს დაწყნარდა. უწინდებური ჟანა დაინახა.გულდამშვიდებული მოეხვია ქალს.
ჟანას უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა,კაცის საკოცნელად გამოწეულ ბაგეს სახე აარიდა.
-რა ხდება?-მირიანმა ნიკაპზე მოკიდა ხელი.
-არაფერი,საშინლად მტკივა თავი და მეძინება,-დაღლილი ხმით უთხრა.
-კარგი,წადი დაისვენე და საღამოს გამოგივლი.
-არ მაქვს ხალისი,უნდა გამოვიძინო,ხვალ სპექტაკლი მაქვს,-თავი ძირს დახარა.ერთი სული ჰქონდა,როდის წავიდოდა მირიანი.
-ერთი კვირა ვერ გნახავ,არ მოგენატრები?- ჟანა ახლაღა უკვირდებოდა მის სიტყვებს,რომლებიც ასე ყალბად ჟღერდნენ.
-უცებ გაივლის,-თქვა ჩაფიქრებულმა.
-მინდოდა ეს ღამე ერთად გაგვეტარებინა,-არ ეშვებოდა.
-მირიან! რამდენჯერ გითხარი,ნუ მაძალებ! -თვალები დაუბრიალა.
-წელიწადია ერთად ვართ და თითქოს არც ვართ! ბოლოს და ბოლოს ჩემი ცოლი ხდები,რატომ ყოყმანობ,იქნებ არ გიყვარვარ?!-გამომცდელად დააკვირდა.
-სულ პრეტენზიები,დამღალე ძალიან!-მობეზრებულად გადაატრიალა თვალები.
-არა,რაღაც შეიცვალა შენში,იქნებ სხვა ვინმე გამოჩნდა?
-დაიწყო ისევ!-სიბრაზე მოაწვა.
-კარგი,წავედი! ჭკვიანად იყავი,როცა ჩამოვალ დანარჩენი მერე ვისაუბროთ!-უცებ აიკრა გულზე და ტუჩებზე დასწვდა.
ჟანამ მკერდზე ხელები დაჰკრა,უკან დაიხია და გააფთრებულმა შეხედა.
-არასდროს!დაიმახსოვრე,არსდროს მომეკარო ჩემი ნების გარეშე!- ყბის კანკალით უთხრა და შეტრიალდა სახლისკენ.
-ცოტაც და ყოფას გიტირებთ! - ჩაილაპარაკა მირიანმა და ჭიშკრისკენ გასწია.
---
შუადღის შემდეგ ისეთი ქარი ამოვარდა, ერთიანად აუტეხა ლაწა-ლუწი გამხმარ ხეებს.ქარმა ღრუბელიც მოიყოლა და წვიმაც წამოვიდა.სასადილოში ისხდნენ ლევანი და უტა,მადიანად ილუკმებოდნენ.
-არ დალევ?-უტამ არყის ბოთლი მოიმარჯვა.
-არა,ზეგ ბრძოლა მაქვს,ფორმაში უნდა ვიყო.
-იმ საქმეზე რას ფიქრობ?-თავისთვის დაისხა.
-გენო არაფრით განსხვავდება მირიანისგან! ერთი ნაგავი,რომ მოვიშორო,მეორე ნაგავში უნდა ჩავდგე?-უარის ნიშნად თავი გააქნია.
-ვიცი,ის გოგო შეეწირება მაგ ამბავს,-დანანებით ჩაილაპარაკა უტამ.
-ვერაფერს შევცვლი!-ორჭოფობა კი დაეტყო ხმაში.
-დარწმუნებული ხარ?
-რატომ გინდა,რომ მაგ გზით მოვუღო ბოლო?
-იმიტომ,რომ სისულელე არ ჩაიდინო.შენ რა აზრებიც გაწუხებს,ეგ დამღუპველი იქნება შენთვის.არ მინდა მკვლელი გახდე!-ლევანისკენ გადაიწია და ჩუმად უთხრა.
-მორჩა ამაზე საუბარი!-მკაცრად უთხრა და ჭამა განაგრძო.

სპექტაკლის დაწყებამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი,ინგა არსად ჩანდა.აბზიანიძე გამწარებული კრებდა ნომერს.
-მკვდარიც,რომ იყო ბებუთიშვილო,მაინც უნდა მოხვიდე!-ისტერიულად ჩაჰყვირა ტელეფონის ყურმილში.-რას ჰქვია ვერ მოხვალ,სპექტაკლი ჩაიშლება,გესმის ეს რა არის?! ხუთ წუთში აქ იყავი!-ხელები უკანკალებდა რეჟისორს.ყურმილი ისე დაახეთქა,ლამის დაამსხვრია.მსახიობები გასუსულები ადევნებდნენ თვალს.
საგრიმიოროში ჟანას ყველაფერი ესმოდა.იქვე ჩამომჯდარ თორნიკეს გახედა,რომელიც თვალს არ აცილებდა.
-რა ხდება,ინგა არ მოვა?
-ვერ მოვა,-ცინიკურად გაეღიმა ბიჭს.
-შენ რა იცი?-თორნიკესკენ შეტრიალდა.
-ვიცი!
-არ იტყვი?
-არ მოგეწონება!
-თქვი,-გონებაში ათასმა აზრმა გაუელვა.
-შენს მირიანს ჰკითხე!
-რა შუაშია მირიანი?! თქვი,თუ ამბობ,ქარაგმები არ მიყვარს,ხომ იცი?!-სხეული დაეჭიმა.
-დილით ნაცემი დამხვდა ინგა,მირიანმა ივაჟკაცა!-არც აცია,ისე მიახალა.
-რას მეუბნები თორნიკე?
-რაც გესმის!-თქვა და ოთახიდან გავიდა.
ჟანამ ხელის კანკალით დაიწყო გრიმის მოშორება.დაბნეული წამოხტა,საჩქაროდ გამოიცვალა ტანზე და ფოიეში გავარდა.ზოიას შეშლილივით ეცა.
-ზოია დეიდა,აბზიანიძეს უთხარი,რომ წავედი,ცუდად გახდა თქო,ან რამე მოიფიქრე,-უცებ მიაყარა და ქალი სანამ გამოერკვეოდა,ადგილიდან გაუჩინარდა.

-აქ რატომ მოვედით?-გაეღიმა უტას და შენობა შეათვალიერა.
-რამდენი ხანია რაც არ ყოფილხარ თეატრში?-არ შეიმჩნია მეგობრის ღიმილი.
-ფიუუ,-დაუსტვინა უტამ.-ორი წელი იქნება.
-ხოდა,დროა,გადმოდი!-ძრავა გამორთო.
-მოიცა,ის ჟანა არ არის?-მზერა დაძაბა უტამ და ტროტუართან გაჩერებულ ავტომობილს დააკვირდა,რომელშიც ქალი ჩაჯდა.
-კი,ეგ არის,მიდის?-თავის თავს უფრო ჰკითხა არჩვაძემ.
წინ მიმავალი ქალი,ვერც ამჩნევდა უკან მიმყოლ მანქანას.საჭეს ჩაფრენილი გიჟივით მიჰქროდა.ინგას კორპუსთან დაამუხრუჭა და არც ჩაუკეტავს,ისე აქანდა კიბეზე.ბინის კართან შედგა,აფორიაქებული გულის დამშვიდება სცადა.
-რაც გითხარი იმას გააკეთებ!-შიგნიდან გარკვევით მოესმა მირიანის ხმა და შეხტა,კარს ზედ აეკრა და სმენა დაძაბა.
-შენს გამო თეატრიდანაც გამაგდებენ!-ინგა ტიროდა.
-არ მაინტერესებს! ჟანასთან დაათბობ ურთიერთობას! უნდა გენდობოდეს ძველებურად! დანარჩენს ჩემი კაცი მოვა და ის გეტყვის,როგორ უნდა მოიქცე!
-მირიან,გთხოვ,ნუ გამხვევ შარში,ისედაც ცუდად ვარ,-ემუდარებოდა ინგა.
-ცუდად მერე იქნები,თუ არ შეასრულებ ყველაფერს!-მუქარას არ წყვეტდა კაცი.ჟანა შიშისგან აცახცახდა,მაინც ვერ მოცილდა კარს.
-ფეხმძიმედ ვარ!-ტყვიის გავარდნასავით გაისმა ინგას ხმა.
-რაა?!-იმხელა იღრიალა მირიანმა,ჟანა დარეტიანებულივით დატრიალდა და თავქვე დაეშვა.ორ საფეხურს ერთად ახტებოდა.გაგონილმა თავზარი დასცა.მისი ეჭვები გამართლდა.
---
წვიმისგან გულმოდგინედ გადარეცხილ ასფალტზე შავი ვოლგა მაღალი სიჩქარით გაიჭრა და გზად დაგუბებული წყლიანი ორმოები მოურიდებლად გადასერა.საჭეს ჩაფრენილი ჟანა თვალცრემლიანი გაჰყურებდა გზას და სიმწრით კუმავდა პირს.
-უსინდისო!-კბილებში გამოსცრა და ცალი ხელით ცრემლი ჩამოიწმინდა.-ხომ ვიცოდი!-ხმას აუწია და საჭე ორივე ხელით დააჯანჯღარა.ავტომობილმა მოზიგზაგო მანევრი გააკეთა და გზის გადაღმა ბორდიურზე ავარდა,ერთი ბრუნი გააკეთა და მიწაზე მთელი ძალით დაეხეთქა.აალდა,კვამლმაც არ დააყოვნა,უცებ მოძებნა გზა და ნესტიან ჰაერს აეკიდა.
-ასეც ვიცოდი!-შიშნარევი ხმით დაიყვირა არჩვაძემ და ავარიის შორიახლოს შეაჩერა.
-რა ქნა ბიჭო,ეს?!-უტას თვალები გაფართოვებოდა გაოგნებისგან.
-უტა,დროზე!-დაუყვირა მეგობარს და მთელი სისწრაფით კვამლისკენ გაიქცა.
-ლევან! ცეცხლი მოედო,აფეთქდება,ფრთხილად!-უტაც გადმოხტა.
ქალს სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა,კისერი გვერდზე გადავარდნოდა და მთელი სახე სისხლს დაეფარა.მამაკაცი კარს ეცა და მთელი ძალით დაეჯაჯგურა,შეჭეჭყილი კარი ჩაჭედილიყო.კვამლი გაძლიერდა და კაცს სუნთქვა გაუჭირდა.უკან დაიხია,ღრმად ჩაისუნთქა და ისევ კარს ეცა.მეორე ცდამ გაამართლა და მკლავში ჩაავლო ხელი,მთელი ძალით დაქაჩა და გადმოითრია.მიწაზე დანარცხებისას ზმუილი აღმოხდა დაშავებულს.
-ცოცხალია!-იმედიანად დაიძახა ლევანმა და ქალი ხელში აიტაცა.რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა ძლივს მოასწრო,რომ აფეთქების ხმამ იქაურობა გააყრუა.ტალღა ძლიერად დაეჯახა და ქალთან ერთად მოისროლა.
-ლევან!-უტას ღრიალი სადღაც ჩაიკარგა.
***
ჩაბნელებულ კაბინეტში თუხარელს ხელებში თავი ჩაერგო და სამუშაო მაგიდაზე დაყრილ კონვერტებზე თვალი გაეშტერებინა.ოთახში შეძურწულ მირიანისთვის არც შეუხედავს,ისე უთხრა.
-დაჯექი!
ბლიაძე არ დამჯდარა,ახლოს მიიწია და ნაცნობ კონვერტების დანახვაზე,შეცბა.
-ეს იმ ანონიმურ წერილთა მცირე რაოდენობაა,რომელსაც მიგზავნი ყოველ დღე!-დინჯად დაიწყო გენომ.
-გენო..-ყელგამშრალმა ძლივს ამოთქვა.
-გაჩუმდი და მომისმინე!-მაგიდაზე ძლიერად დააბრახუნა ხელით.-ავტომობილზე მუხრუჭები იყო დაზიანებული შეგნებულად! ჩემი შვილი სიცოცხლეს ებრძვის,ვერანაირი თანამდებობა და ფული ვერ გამაბედნიერებს მის გარეშე! ხომ გეცნობა ეს წერილები?ამ ყველაფერს იმ შემთხვევაში გადავცემ სამართალდამცავებს,თუ შენ არ შეწყვეტ შანტაჟს და არ ჩამოშორდები ჟანას! გადაწყვეტილი მაქვს,ეს აქამდე უნდა მექნა,დავაგვიანე! კანონის წინაშე ვაგებ პასუხს და ჩემთან ერთად შენც ასევე!-დამცინავი სახით შეხედა.
-ვერაფერს დამიმტკიცებ!-აყვირდა მირიანი.
-მარტო შენი თავი ნუ გგონია ჭკვიანი! შენი ხელმოწერილი დოკუმენტები, უკანონო ტვირთების გადაზიდვებზე, საიმედო ადგილზე მაქვს! სულელი კაცი ხარ მირიან! არ მინდოდა ჩემი მოღვაწეობა ციხეში დამემთავრებინა,სხვა გზა არ დამიტოვე!-ზედ მიაყარა წერილები.
-შანტაჟის შანტაჟია?-გესლიანად ჩაიცინა მირიანმა,თავის მართლებას აზრი არ ჰქონდა.
-სწორად მიხვდი! შენ ყველა გზა მომიჭერი,მე კი ორი გზიდან,ერთს თავისუფალს გიტოვებ! ან ქრები ჩვენი ცხოვრებიდან,ან ჩემთან ერთად მოდიხარ გისოსებს მიღმა,-კმაყოფილი სახით ჩაამთავრა.
-შენ მაგას არ იზამ!-დამფრთხალმა იყვირა.
-უარესსაც ვიზამ!-ფეხზე წამოიჭრა თუხარელი.
-არ გაგივა ჩემთან ეგ ოინები,გენო! შენ მშიშარა კაცი ხარ! თავს ვერ გაიმეტებ ციხისთვის!
-სადაც ვიწროა,იქ გაწყდეს!მე დავამთავრე!-თავდაჯერებული ტონი ჰქონდა.
-ისე განანებ,ხორცებს იჭამდე!-მუქარას გინება მიაყოლა და კაბინეტიდან გავარდა.
---
ერთმა კვირამ მდუმარე დაძაბულობით ჩაიარა.საზღვარგარეთ ვიზიტი გადაიდო.მირიანი არ გამოჩენილა სამსახურში.როგორც თუხარელს აცნობეს,შვებულება აეღო და ქალაქიდან გასულიყო.ლევანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა,დამწვრობისგან მიყენებული ჭრილობები უშუშდებოდა.ჟანას მდგომარეობა კი რთული იყო.გატეხილ ნეკნს ფილტვი გაეხვრიტა,ამასთან ერთად ტვინის შერყევაც ჰქონდა.ჟანგბადის ნიღბით ცხვირზე აფარებული,მძიმედ სუნთქავდა.ერთ სართულზე იწვნენ დაშავებულები.მედიკო პალატიდან პალატაში დარბოდა.მისი შვილის გადამრჩენელს დღეში ათჯერ უხდიდა მადლობას.არჩვაძეც უხერხულობისგან ოდნავ იღიმოდა.
-ლევან,ხვალ გაგწერენ,-უტამ გახარებულმა შეაბიჯა.
-ვიცი,-წამოჯდა.ტკივილისგან სახე შეეცვალა.
-ბეწვზე გადარჩით,შეიძლებოდა მასთან ერთად დაღუპულიყავი,-მომხდარის გახსენებაზე შუბლი შეჭმუხნა უტამ.
-იმ დროს მაგაზე არ მიფიქრია,-ფეხზე წამოდგა და წელში გაჭირვებით გასწორდა.
-ჟანას უნდა შენი ნახვა.
-გავალ მერე,ეს მომაძრონ,-წვეთოვნის მილზე ანიშნა.
-კარგი,გავედი მე,თუ რამე დაგჭირდეს,დამირეკე,-უტას გასვლა იყო და გენომაც შერგო თავი.ლევანს მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა.
-რამე ხომ არ გჭირდება?-მორიდებით ჰკითხა.
-არაფერი,-ცივად უპასუხა.
-ვალში ვარ შენთან,-შეცვლილი ეჩვენა ლევანს კაცი.
-ნუ სწუხარ მაგაზე,შენი არაფერი მჭირდება!-ფანჯრისკენ შებრუნდა.
-ვიცი,რომ კარგი შთაბეჭდილებით არ ხარ ჩემზე,ყველაფერი გავაანალიზე და მივხვდი ჩემს შეცდომებს,მზადაც კი ვარ პასუხი ვაგო ყველაფერზე,შენი დამსახურებაა ეს ყველაფერი,-საუბარი უჭირდა.
-მე რა შუაში ვარ? საერთოდ უცხო ხარ ჩემთვის,რაც გინდა ის ქენი,შენი ცხოვრება მე არ მეხება!-არ მოუხედავს,ისე უთხრა.
-შენ შეგეძლო არ გადაგერჩინა,საერთოდ აგევლო გვერდი.ჩემი შვილის გამო თავი საფრთხეში ჩაიგდე,რაც მე,საკუთარმა მშობელმა ვერ შევძელი და ვერ დავიცავი ჟანა!
-რომელი მამაო მე მნახე,აღსარებას რომ მაბარებ,-დამცინავი ტონი ჰქონდა.
-მე ყველაფერს მოვაგვარებ,მირიანს სამუდამოდ მოვიშორებ! თუნდაც ეს ძვირად დამიჯდეს! შენს მაგივრადაც ვიძიებ შურს! ამით მაინც გადავიხდი შენს ვალს.
-ბატონო გენო!-მოტრიალდა.-თქვენს თავს მიხედეთ და ჩემს საქმეში ნუ ჩაერევით,ეს ბოლო და უკანასკნელი შეხვედრაა ჩვენი!-სიმკაცრე გაურია.
თუხარელი არ ელოდა საუბრის დაძაბულ ჭრილში გადასვლას.ცოტა ხანს უყურა ლევანს.შემდეგ,უხმოდ გატრიალდა.


მეორე დღეს ქალაქში მითქმა-მოთქმა ატყდა,რკინიგზის შეფი დაიჭირეს მოადგილეებთან ერთადო.მხოლოდ პირველ მოადგილის ადგილსამყოფელისთვის ვერ მიეკვლიათ.რომელსაც არა მხოლოდ სამსახურის ბოროტად გამოყენება ედებოდა ბრალად,არამედ შეფის ქალიშვილის მკვლელობის მცდელობაც.
მედიკო დაზაფრული სახით იჯდა ჟანას გვერდით და ცრემლებს ყრიდა.ჟანას ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა თვალი.
-აქამდე როგორ მიიყვანა საქმე?-მოსთქვამდა გამწარებული.
-ყველაფერი ჩემი ბრალია!- თავს იდანაშაულებდა ჟანა.
-რა შენი ბრალია დედიკო?! ინგას ოინებია ყველაფერი,ეგ რომ არ შემოგძრომოდა ეშმაკივით,თურმე რა ჰქონიათ ჩაფიქრებული,-ცახცახებდა ქალი.
-შეიძლება?-ლევანი კარში ჩამდგარიყო.მედიკომ მის დანახვაზე ,ფეხზე წამოხტა.
-მოდი,-სუსტად ამოთქვა ჟანამ.
-იმედია უკეთ ხარ?-გაუღიმა.
-შენი წყალობით,-ქალმაც გაუღიმა და ღრმად ჩაისუნთქა.
მედიკომ ექიმის ნახვა მოიმიზეზა და ოთახიდან გავიდა.
-მამაჩემი დაიჭირეს დილით.
-ვიცი,-სკამი საწოლთან მისწია და ახლოს ჩამოუჯდა.
-მირიანი ჯერ არ აუყვანიათ,სანამ დაიჭერენ,რაღაცას გააფუჭებს კიდევ,-ჟანას თვალებში შიშს დაესადგურებინა.
-არ ინერვიულო,მოვიფიქრებთ რამეს,-ლევანისთვის გასაგები იყო მინიშნება.
-გამომძიებელი იყო მოსული და მითხრა,დაცვას გამოვუშვებთო.
-ძალიან კარგი,უსაფრთხოდ იქნები.
-შემოთავაზება მაქვს,-განწირული თვალებით უყურებდა მამაკაცს.
-გისმენ!
-ორჯერ უკვე გადამარჩინე ხიფათს,წესით გასამდება,-ნაღვლიანად გაეღიმა.
-ცრუმორწმუნე ხარ?-მიხვდა საითაც მიყავდა საუბარი ქალს.
-არა,მაგრამ ისე აეწყო ყველაფერი,კარგს არაფერს ველოდები,შენგან სიკეთის სუნი მოდის,როგორც ზოია იტყოდა,-ამოიოხრა.-შენს გარდა ვერავის ვენდობი,ალბათ მიმიხვდი რისი თქმაც მინდა,-უჭირდა საუბარი.
-გასაგებია!-ყრუდ ჩაილაპარაკა.
-თანახმა ხარ? ბევრს ვერ გადავიხდი,არ ვიცი ჩვენს ქონებას რა ელის.
-მამაშენივით ფულით ნუ საზღვრავ ყველაფერს!-არ ესიამოვნა ლევანს.
-მაპატიე,-თვალები დახუჭა.
-საღამოს მოვალ!-ფეხზე წამოდგა,ეს სიტყვები კი თანხმობის მანიშნებელი იყო.ჟანას სახე გაებადრა,იმედის სხივი ჩაუდგა თვალებში.
***
ერთმა თვემ ისე ჩაიარა,მირიანის კვალს ვერ მიაგნეს.თუხარელების ქონებასაც ყადაღა დაედო.სახლი სადაც ცხოვრობდნენ,საგულდაგულოდ დაულუქეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.ყველა ნათესავმა და მეგობარმა ზურგი აქციათ.ბუზი აქლემად აქციეს ისეთი ჭორები გავრცელდა.ჟანას საკუთრებაში მხოლოდ ერთოთახიანი ბინა იღრიცხებოდა,იქ გადაბარგდნენ დედა-შვილი.მედიკოს ნერვიულობის ნიადაგზე ინსულტი დაემართა და ყბამოქცეული იწვა საწოლში.ლევანი გვერდიდან არ მოშორებია გაჭირვებაში ჩავარდნილ ჟანას.პარალელურად,თავისი ხაზებით მირიანის ძებნით იყო დაკავებული.
ზამთარიც შემობრძანდა,სიცივეს დაესადგურებინა ქალაქში.ინგას მუცელი საგრძნობლად გაზრდოდა.თეატრში სიარულს უკლო,რის გამოც ყველა როლიდან მოხსნეს.იძულებული გახდა სოფელში დაბრუნებულიყო მშობლებთან.მხიარული ჟანასგან ერთი სევდიანი ქალი დარჩენილიყო.მხოლოდ ზოიას კალთაში თავჩარგული ჰპოვებდა ხოლმე შვებას.იქამდე ტიროდა,სანამ თვალები ერთიანად არ დაუწითლდებოდა და დაუსივდებოდა.
-ჟანა,ჩემო გოგო,იქნებ უთხრა,ან ანიშნო?-თავზე ხელს უსვამდა ზოია.
-ვერა,ისე იქცევა,თითქოს ვერ მამჩნევს,მხოლოდ საქმიანი იერი უჭირავს,-სლუკუნებდა ჟანა.
-დარწმუნებული ხარ შენს გრძნობებში?-ეღიმებოდა ზოიას.
-სავსებით.
-შენ ,რომ გამოუტყდე?
-არ არსებობს,შეიძლება სულ დავკარგო,-შეშინებულმა მოატარა თვალები.
-რატომ ფიქრობ მასე? რაღაც გრძნობა,რომ არ გასჩენოდა შენს მიმართ,გვერდით არ გეყოლებოდა.რასაც მიყვები,როგორც ის იქცევა,ეს შეყვარებული კაცის ქცევაა,დამიჯერე,-ცრემლიანი ლოყები ჩამოუწმინდა.
-ვითომ?-ეჭვი შეეპარა.
ზოიამ ღიმილით დაუქნია თავი.
---
სახლში მისულ ჟანას მისდა გასაკვირად კართან დეიდამისი დაუხვდა.ქალის დანახვაზე ჟანამ წარბები შეჰყარა,მისკენ წამოსული ქალი ხელით შეაჩერა.
-რას მივაწერო შენი ვიზიტი?-უხეშად ჰკითხა.
-არ შემეძლო,არ მოვსულიყავი..ვიცი ბოდიში არ უშველის ამ საქმეს,მაგრამ ვერ მიგატოვებდით,-მკლავები უღონოდ ჩამოყარა და ტირილი წასკდა.
-ახლა გვიანია!-სიბრაზემ სახე აუჭრელა.
-რომც მომკლა,აქედან არ გავალ,უნდა მაპატიო!-შეუვალი იყო ქალის ხმა.-მედიკო უნდა ვნახო,ერთხელ მაინც! თუ ისიც გამაგდებს,მაშინ წავალ!
ჟანამ უხმოდ გახსნა საკეტი.
---
თოვლს ისე გადაეფარა გზები,მოძრაობა ჭირდა.გამწმენდი მანქანები თოვლის ხვეტას ვერ აუდიოდნენ.
-კარგი გადაწყვეტილება მიიღე,ჟანა,-ფრთხილობდა საჭესთან მჯდარი ლევანი.-დეიდაშენთან უკეთესად იქნება,შენ არ გცალია,მას კი ყურადღება სჭირდება.
-მეც ასე ვფიქრობ,ხშირად ჩავაკითხავ,-გზის ნაპირებზე ჩამწკრივებულ დათოვლილ ნაძვებს თვალი არ მოაშორა,ისე უთხრა.
-რაღაც ხასიათზე არ ხარ?-მზრუნველი ხმა ჰქონდა კაცს.
-მომბეზრდა ყველაფერი,იმდენად დამღალა ყოველდღე იმის შიშმა,რომ სადღაც ჩასაფრებული მირიანი რაღაც უბედურებას დამმართებს.
-ყველაფერი კარგად იქნება,-ხელით ქალის თითებს შეეხო.ჟანა ისე შეკრთა,სახეზე ალმური მოედო.
-ბურუსი ჩამოწვა,-უხერხულობის გასაფანტად ესღა მოიფიქრა ქალმა და ხელით წინ ანიშნა.
-აქ სულ მასეა,უღელტეხილია,-ღიმილის შეკავება გაუჭირდა.
-გინდა,დღეს აქ დავრჩეთ?ნახე რა სილამაზეა.
-სად უნდა დავრჩეთ?-დაიბნა ქალი.მოულოდნელი შეთავაზებისგან სუნთქვა შეეკრა.
-თანახმა ხარ? ცოტა განიტვირთები კიდეც.
-არ ვიცი,-აწრიალდა.
-ესე იგი დავრჩეთ,-გაეცინა ლევანს და საჭე მარჯვნივ მიატრიალა.
ოჯახური სასტუმროს მეორე სართულზე გამოუყვეს ოთახი.არჩვაძემ როგორც მეუღლე ისე წარუდგინა ჟანა მეპატრონეს,რაზეც ქალს ისეთი რეაქცია ჰქონდა,კაცმა ლამის გადაიფიქრა და უკან წამოიყვანა.
-რა საჭირო ეგ ტყუილი?-თვალები დააბრიალა.
-უსაფრთხოების მიზნით,მეტი არაფერი,-უდარდელად უპასუხა.
-აქ ვინ მომაგნებს?-გაკაპასდა.
-ეშმაკს არ სძინავს,-აივნის კარი გამოაღო და სუფთა ჰაერი ფილტვებში ჩაუშვა.-მოდი,ნახე რა სანახაობაა,ამას თბილისში კი ვერ ნახავ,-დაბღვერილ ჟანას გახედა.ქალი უკმაყოფილო სახით მიუახლოვდა და მის წინ გადაშლილ ,გადაქათქათებულ ბუნების დანახვაზე აღტაცება ვერ დამალა.
-შენ კიდევ მიბრაზდებოდი,-ნიშნისმოგებით უთხრა ლევანმა.
-ბუნებასთან არ მაქვს პრეტენზია,-ცხვირი აბზიკა.
-აბა,ჩემთან?-ეცინებოდა.
-ამ ერთ დღეში რაღაც ძალიან დატკბი,არჩვაძე,-უკბინა.
-როდის ვიყავი მწარე?
-მთელი ეს დრო,ისეთი სერიოზული გეჭირა,ვფიქრობდი,გაუცინარ ხელმწიფესთან მაქვს საქმე-მეთქი,არ ველოდი რომანტიკულ შტრიხებს შენგან.
-ოო,მართლა ასეთი შთაბეჭდილება დავტოვე?
-არაფერი გესმის შენ!-დანანებით ჩაილაპარაკა და თავი ჩაღუნა.
-ასე გგონია?-მოაჯირზე დადებული თოვლი ხელით მოსრისა.
ჟანას არაფერი უთქვამს,სიცივისგან აკანკალდა,თუ კაცთან სიახლოვისგან,მობუზული შევიდა შიგნით და სავარძელში ჩაეშვა.ლევანმა ჩაიცინა და თავი გააქნია.ის ღამე იქ გაათენეს,ჟანამ საწოლზე,ლევანმა სავარძელში.დილით თვალები,რომ გაახილა კაცმა,კისერი ისე ჰქონდა გაშეშებული,ძლივს წამოსწია თავი.მძინარე ქალს გახედა,რომელიც საბანში ერთიანად გახვეულიყო და მშვიდად სუნთქავდა.
---
თბილისში საღამო ხანს ჩამოვიდნენ.ჟანა პირდაპირ თეატრში მივიდა.ლევანი უტასთან წავიდა და დაუბარა,საღამოს უჩემოდ არ წახვიდე,მოგაკითხავო.
შენობაში შესულმა საგრიმიოროს გვერდით მჯდომი ზოია დაინახა.ქალი ცრემლმორეული რაღაც ქაღალდს დაჰყურებდა.ისე მიუახლოვდა ჟანა,ვერ გაიგო.
-ზოია დეიდა,რა დაგემართა?-შეშფოთებულმა ჰკითხა.
-წაიკითხე,-ხელში მიაჩეჩა ფურცელი.
„შენი შვილი ცოცხალია,სადაც იმშობიარე,იქ იკითხე ვენერა,იმან იცის ყველაფერი“-ამის წაკითხვა იყო და ჟანამ პირზე ხელი აიფარა.გაოგნებისგან თვალები დაჭყიტა,ხმა ჩაუწყდა.
-აი,ჟანა,მთელი ოცდათორმეტი წელი ამას ვგლოვობდი,ქმარზე მეტად ეს მტკიოდა,-ღაპა-ღუპით ჩამოსცვივდა ცრემლები.
-ეს..ეს შეუძლებელია,-ძლივს ამოთქვა.
-ეს,რომ ტყუილი აღმოჩნდეს,მე ახლიდან მოვკვდები!-ფეხზე წამოდგა ზოია,შეტოტმანდა,უკან გადაიზნიქა და ძირს გაიშოტა.
ჟანას კივილზე მთელმა დასმა მოიყარა თავი.

ლევანმა შეპირებისამებრ მიაკითხა ჟანას.რომ უთხრეს,საავადმყოფოში წაყვა ჩვენს თანამშრომელსო,გიჟივით გაქანდა.
ჟანა დერეფანში ჩაფიქრებული იდგა.არჩვაძის დანახვაზე გული აუჩუყდა და კაცს ტირილით მოეხვია.
-რა მოხდა,ჟანა?-ინსტიქტურად მოხვია თვითონაც ხელი.
-ზოია დეიდას ინფარქტმა დაარტყა.
-კარგი,დამშვიდდი,-უფრო მიიხუტა ქალი.
-ის ყველაზე თბილი ადამიანია,რამე რომ დაემართოს,გავგიჟდები,-სლუკუნს უმატა.
-არაფერი დაემართება,-ქალის სხეულმა ტანი სასიამოვნოდ აუწვა,ხელის გასაშვებად არ ემეტებოდა,ძლიერად იკრავდა გულზე.ჟანა თითქოს გამოერკვა,უკან დაიწია.
-ბოდიში,-ამოილუღლუღა.
-რატომ მიხდი ბოდიშს?-ხმა შეცვლოდა.
-ჩემი პრობლემებით გტვირთავ მუდმივად.
-მე არ ვწუხდები,-თბილად გაუღიმა.
ქალს ტანში სისხლის ნაკადმა მოჭარბებულად დაურბინა,გული აუჩქარდა და ხელებზე სისველე იგრძნო.
-ზოია დეიდას შვილი დაეღუპა ადრე,დღეს კი ეს წერილი გადასცეს,-დაჭმუჭნული ფურცელი ლევანს მიაწოდა.
-მდაა..-ქაღალდი ნერვულად დაიქნია.
-მე უნდა ვნახო,ის ვენერა,-კატეგორიულად თქვა ჟანამ.
-ერთად ვნახოთ,დილით..ახლა კი წამოდი,ექიმსაც დაველაპარაკები და სახლში წავიდეთ,-მკლავში გამოსდო ხელი.
---
წყნეთის შესასვლელთან,მარცხენა მხარეს მაღალგალავან შემორტყმულ კვამლი ამოედინებოდა. ოთახის სიღრმეში ორი მამაკაცი ბუხართან, ტაბლა მაგიდასთან ისხდნენ და რაღაცაზე გაცხარებით თათბირობდნენ.
-მირიან,სულ კუდში დაჰყვება,მარტო ვერ მოვიხელთე,რა ვქნა?-გრიშას საზარელი ხმა ამოსდიოდა.
-რისთვის გიხდი ამდენ ფულს?!-განრისხებულმა მუშტი დაჰკრა მაგიდას.
-ნუ ბრაზობ,ჩემი ბიჭებიც თვალს არ აცილებენ,გამოვიჭერთ მარტოს,-ნერვულად ისწორებდა გადაპრიალებულ თავს.
-როდის,როდის? გავიდა სამი თვე! ჯოჯოხეთი უნდა გამოვატარო,ერთი ჩავიგდო ხელში!-მირიანი დუჟმორეული ყვიროდა.
-იცოდე,შეპირება ხომ ძალაშია?მერე ჩემთან მიმყავს!-უშნო სახე დამანჭა გრიშამ.
-ჯერ აქამდე მომიყვანე,მერე ვისაც გინდა იმას მიუგდე საჯიჯგნად!
-გინდა ლენა ამოგიყვანო,არ მოგენატრა?-მირიანის დამშვიდება ჩვეული მეთოდით სცადა.
-კარგი აზრია,დღესვე გამოუშვი,მეყოლება ცოტა ხანს აქ,-ლენას გახსენებაზე ცოტა ჩაწყნარდა.
-ვიცი რა შენი წამალი,-კმაყოფილებით ჩაიცინა გრიშამ.
***
მანქანიდან გადასული ჟანა ლევანს მიუტრიალდა.
-მადლობა ყველაფრისთვის,წადი შენც ,დაისვენე.
-არ ვაპირებ შენს მარტო დატოვებას,-ძრავა ჩააქრო და გაკვირვებულ ჟანას წინ აესვეტა.
-ნუ მიყურებ მასე,თან მშია,იმედია მაჭმევ რამეს?-არ დალოდებია,ისე შევიდა სადარბაზოში.ჟანა კუდამოძუებულივით მიჰყვა უკან.პირველად რჩებოდა მის სახლში არჩვაძე.
-დიდი მზარეული არ გახლავარ,კარტოფილს შევწვავ,-ამაყად განუცხადა კაცს და სამზარეულოსკენ გაემართა.
-კარგია კრახმალი,-ჩუმად ჩაილაპარაკა ლევანმა.ჟანამ მაინც მოკრა ყური.
-გავიგონეე,-აფხუკუნდა.
ზედმეტად დაძაბული იჯდა მაგიდასთან ჟანა.კაცს შეფარვით ათვალიერებდა,რომელიც მოზომილად ილუკმებოდა.
-ამ ბოლო დროს რაღაც სხვა თვალით მიყურებ,-დაბრაწული კარტოფილი ჩანგალზე წამოაცვა და დაატრიალა.
-როგორ სხვა თვალით,-დანაშაულზე წასწრებულივით აწრიალდა ჟანა.
-ჩემი სიახლოვე გაბნევს,-მოურიდებლად შეხედა თვალებში.
-გეჩვენება,-უარესად აილეწა ქალი და ფეხზე წამოხტა.
-მე არაფერი მეჩვენება ,ჟანა,-წამოდგა და ქალისკენ წავიდა.
-რატომ აფორიაქდი?-ახლოს მიიწია და წელზე მკლავი მოხვია.
-ხელი გამიშვი,-სუსტად გაიბრძოლა.
-შენი თვალები სხვას მეუბნება,-უფრო ძლიერად მიიზიდა.
-ლევან,მორჩი!-ფეხებში ძალა ეცლებოდა.
-კარგი რა,ჟანა,პატარა ბავშვები ხომ არ ვართ?-ღაწვზე ტუჩებით ნაზად შეეხო,ქალიც ადგილზე დადნა.
-ხედავ?-გაეცინა ლევანს.იმაში სირცხვილი და მოსარიდებელია არაფერია,თუ ადამიანი გიზიდავს,მოგწონს,გიყვარს.
-და ვინ გითხრა,რომ მომწონხარ,ან მიყვარხარ?-კაცის პირდაპირობამ გააბრაზა.
-შენ!-არ დააცადა რამის თქმა,ისე დააცხრა ბაგეზე.ჟანასაც არ დაუხევია უკან,მოწყურებულივით დაეწაფა კაცის ტუჩებს.ქალის სხეულზე ძლიერად დაატარებდა ხელებს,მთელი მონდომებით ეფერებოდა.მკერდზე,რომ იგრძნო კაცის თითები,ისე ვნებიანად დაიკვნესა,ლამის ტვინში სისხლი ჩაექცა ლევანს.ხელი სტაცა და საძინებლისკენ გააქანა.

დილით თოვა შეწყდა.გადაბარდნილ ქუჩებში სკოლაში მიმავალ ბავშვების ჟივილ-ხივილი ისმოდა.
ლევანს ღრმად ჩასძინებოდა.ჟანა ფანჯარასთან იდგა და ბედნიერი სახით უყურებდა თოვლში ამოგანგლულ ონავრებს.
-ლევან,-ხმადაბლა დაუძახა.
-მოდი ჩემთან,-თვალი არ გაუხელია,ისე უთხრა.
-ზოია დეიდა უნდა ვნახო,მერე იმ საქმეზე წავიდეთ,კარგი?-ახლოს მიიწია.
-ჯერ მოდი ჩემთან,-ხელი დაავლო და გულზე დაიწვინა.
საავადმყოფოში მისულებს კარგი ამბავი დახვდათ,ზოიას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.ჟანამაც თბილად ჩაკოცნა ქალი და ლევანთან ერთად სამშობიაროსკენ გაემართა.
მიმღებში ვენერა იკითხეს.სათვალიანმა ქალმა ორივე კარგად შეათვალიერა და დამელოდეთო,განუცხადა.საპენსიო ასაკს კარგად გადაცილებული ქალი მიუახლოვდათ,ორივეს გაკვირვებით შეხედა.
-თქვენ მელოდებით?
-ვენერა ბრძანდებით?-ჟანას მოთმინება ელეოდა,ცქმუტავდა.
-დიახ,გისმენთ.
-აქ სალაპარაკო თემა არ არის,სად შეიძლება მყუდროდ ვისაუბროთ?-ლევანი ჩაერთო.
-ამდენი დრო არ მაქვს,აქვე მითხარით.
ჟანამ ფურცელი ჯიბიდან ამოიღო და ქალს ცხვირწინ გაუშალა.
-გეცნობათ?
-ვერაფერი გავიგე,-შეცბა.-რაღაც გეშლებათ,ვინ ზოია?
-არ მგონია გვეშლებოდეს,ზოია მიხეილის ასული ჭინჭარაული,ოცდათორმეტი წლის წინ იმშობიარა აქ,თქვენ იყავით მორიგე იმ ღამეს,მას განუცხადეთ,რომ გოგონა გარდაიცვალა,-გაგახსენდათ?
-მასეთი არავინ მახსოვს,შეცდომაა,-თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
-დავიჯერო,ბევრი ზოია იქნებოდა,რომელსაც ჩვილი მოპარეთ?!-ხმას აუწია ჟანამ.
-თქვენ ვინ ხართ?
-მე შვილი ვარ მისი!-იცრუა ჟანამ.
-კარგით,მაშინ შესაბამისი ორგანოები მოგაკითხავენ,ისინი უკეთ გაარკვევენ,-ლევანი ჯიქურ დააკვირდა შეშინებულ ქალს.
-აქ ნუ ყვირით!ოთხ საათზე ვამთავრებ სმენას,გარეთ დამხვდით!-სწრაფად თქვა და გატრიალდა.
-აშკარად აეწვა,-წარბაწეულმა გადახედა ჟანას.
-ჰო,იმედია ყველაფერს იტყვის.
ზუსტად ოთხ საათზე კართან იდგნენ ჩასაფრებულებივით.წარა-მარა დერეფანს ზვერავდნენ.ვენერას გამოჩენას მოუთმენლად ელოდნენ.ხნიერი ქალი დინჯი ნაბიჯებით გამოემართა მათკენ.
-მანქანით ხართ?-სიმკაცრე ეტყობოდა ხმაში.ლევანმა თავი დაუქნია.
-მუხადგვერდის სასაფლაოზე ავიდეთ!-წარბშეუხრელად თქვა.
ჟანამ და ლევანმა ერთმანეთს გაოცებულებმა გადახედეს.
მიცვალებულთა ქალაქში ჩვეული მდუმარება სუფევდა.კაციშვილის ჭაჭანება არ იყო.თოვლი გუმბათებივით ედო საფლავებს.ვენერა გამეხებული სახით მიიწევდა წინ.თვალების ცეცებით რაღაცას ეძებდა.საფლავების გარჩევა შეუძლებელი იყო,ისე ჰგავდნენ ერთმანეთს დათოვლილები.
-ჩემი მშობლებიც აქ არიან,-ჩუმად უთხრა ლევანმა და მარცხენა ბილიკზე ფეხი შედგა.
მარმარილოს ქვებს ხელი გადაუსვა და მის შიგნით გამოჩენილი სურათები გადაწმინდა.ვენერა შედგა და უკან მოტრიალდა.ლევანის კარგად დააკვირდა,შემდეგ სურათებს შეხედა.გიჟივით ეცა და სახელების ადგილი თავშალით ჩამოწმინდა.
-ესენი ვინ არიან შენი?-ადგილზე გაქვავდა.
-ჩემი მშობლები,-ქალის რეაქცია გაუკვირდა.
-დაუჯერებელია! დაუჯერებელია!-ორჯერ განწირულად დაიძახა და იქვე მოწყვეტით ჩაჯდა.
-რა მოხდა?-ლევანის სახე აერია.ჟანას აღარ იცოდა რა ექნა,ადგილზე გაშეშებულიყო.
-შენ..შენ ხარ ის ბავშვი,-ხმის კანკალით ძლივს ამოთქვა ქალმა.
-რა? რას მეუბნები?!-მხრებში ჩააფრინდა და ჰაერში ბუმბულივით აიტაცა ქალი,მთელი ძალით დააჯანჯღარა.-რა თქვი?! გაიმეორე!
-ლევან!-ცრემლები ყელში მოსწოლოდა ჟანას.
-რას ამბობს ეს ქალი?!-ძირს დაუშვა და თავზე შემოიჭდო ხელები.წინ და უკან სიარულს მოჰყვა,მთელი ტანი უცახცახებდა,ტუჩები გაფითრებოდა. ვენერას მიუბრუნდა,რომელსაც თავი ჩაეკიდა და უხმოდ ტიროდა.
-უუხ!-გაცოფებულმა თოვლზე იყარა ჯავრი,ფეხის აქნევით ჰაერში გაფანტა.
-მითხარი!მითხარი ,რომ ტყუილია!-შემზარავი ხმით დაიღრიალა არჩვაძემ და ჩასისხლიანებულ თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.
-აბა,გოგო იყოვო?-ჟანა თვალებს არ უჯერებდა.
-არა,ბიჭი იყო.. ზოია მოვატყუეთ,-სინანული შეპარვოდა ხმაში.
-მთელი ცხოვრება თავდაყირა დამიყენეთ,წურბელებო! ფულზე სულგაყიდულებო!-მუშტები საფლავის დაბალ გალავანს დაუშინა.
-ლევან,გეხვეწები,დაწყნარდი!-ტირილით ეცა ჟანა,კაცის შეკავება არც ისე იოლი აღმოჩნდა.გიჟივით ატრიალებდა თვალებს.
-მე ამ საქმეში ფული არ ამიღია!-თავი ასწია ვენერამ.-თალიკო..დედაშენი მუშაობდა ჩვენთან.ამოკვეთილი ჰქონდა საშვილოსნო.იმის ცოდვით ვიწვოდი,ისე უნდოდა შვილი.ზოია მძიმე მდგომარეობაში მოიყვანეს ჩვენთან.თალიკომაც დრო იხელთა და ყველაფერი ისე მოაწყო,ვერავინ აიღო ეჭვი.ერთ თვეში საერთოდ დაანება თავი სამსახურს და უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.სამი თვის წინ მოულოდნელად წავაწყდი მის საფლავს.მე ბრალი მხოლოდ იმაში მიმიძღვის,რომ ეს საიდუმლო შევუნახე,ვერ ვიტყოდი.ახლა კი რადგან გარდაცვლილები არიან,გავბედე სიმართლე სააშკარაოზე გამოსულიყო,მე გავუგზავნე ეგ წერილი ზოიას,მეგონა თვითონ მოვიდოდა,თქვენ არ გელოდით,-უღონოდ ჩამოყარა მკლავები.
-რატომ,რატომ,რატომ?!-საფლავის ქვებს ეცა ლევანი და გამზრდელი დედის სურათს რისხვით მიაჩერდა.
---
მთელი გზა ხმა არ ამოუღია არჩვაძეს.სავარძლის საზურგეზე კისერი გადაეგდო და თვალები დაეხუჭა.ჟანამ საავადმყოფოსთან ახლოს შეაჩერა ავტომობილი.
-ლევან,ახლა რომ რამე ვუთხრათ,შეიძლება დამძიმდეს,მისთვის სტრესი სიკვდილის ტოლფასი იქნება,-თითები სახეზე დაუსვა.
-არ ვეტყვით არაფერს,ისე ვნახავ,შორიდან,-პირში მწარე გემოს გრძნობდა.ნაღველი ყელში ჰქონდა მოწოლილი.
ძლივს აიარა კიბე,პალატამდე ძლივს მიათრია ფეხები.ოდნავ შეღებულ კარიდან შეიხედა და მწოლიარე,სახეგაცრეცრილ ქალს ნაღვლიანად დააკვირდა.
-მე შევალ,-უჩურჩულა ჟანამ და ოთახში შევიდა.
ლევანმა ლამის დაიმტვრია თითები,ისე უჭერდა ერთმანეთს.ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა,რომ თურმე, დედა ცოცხალი ჰყავდა და დღემდე სიცრუეში ცხოვრობდა.
-ჟანა,შენ უნდა ნახო ის ქალი,მე შეიძლება აქედან ცოცხალი ვერც გავიდე,ნუ გამატან ამ დარდს იმ ქვეყნად,ჩემი შვილი უნდა მოვძებნო,ხომ დამეხმარები?-არჩვაძის სმენას ქალის მისუსტებული ხმა მისწვდა.

-ყველაფერს გავაკეთებ და ვიპოვნი,ოღონდ არ ინერვიულო ზოია დეიდა,-მის თავთან ჩამომჯდარი ჟანა,თავზე ეფერებოდა ქალს.
ზოიამ სევდიანად გაიღიმა,კართან ნაცნობი სახე რომ დაინახა,ჟანას შეხედა.
-ისიც აქ არის?
-კი,-გაწითლდა.
-რამეს მიმალავ?-დაეჭვებულმა ჰკითხა.
-ერთად ვართ,-მორცხვად უპასუხა.
-როგორ გამახრე,ჩემო ლამაზო,შენ დიდ ბედნიერებას იმსახურებ,-თითქოს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდაო,ისე აუციმციმდა თვალები.
---
-ღამე ბრძოლა მაქვს,სახლში მიგიყვან და მერე წავალ,-მანქანაში ჩასხდომისთანავე უთხრა ლევანმა.
-როგორ მეშინია მაგ ჩხუბების,როდის დაანებებ თავს?-ჟანამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
-როდესაც ვეღარ შევძლებ!-საფეთქლები დასჭიმვოდა.ისეთ ძალის მოზღვავებას გრძნობდა,დღეს,რომ არ ეჩხუბა,ალბათ რაღაცას მოუწევდა თავს.
-მარტო დამტოვებ?-უნდოდა როგორმე გადაეფიქრებინა.
-არა,უტას დავურეკავ და ამოვა.
---
ქალაქგარეთ,ერთ-ერთ მიტოვებულ ქარხნის შენობასთან მრავლად შეინიშნებოდა მანქანების ანთებული შუქფარები.ტერიტორიაზე ადამიანები სწრაფად გადაადგილდებოდნენ.შენობის სიღრმეში სახელდახელოდ გაკეთებული დარბაზში ბრძოლისთვის ემზადებოდნენ.ხალხის ყიჟინა და შეძახილები არ წყდებოდა,ყველა თავის მებრძოლს გულშემატკივრობდა.
რაუნდის დაწყებამდე წამები იყო დარჩენილი.ლევანმა დარბაზს მშიერი მგელივით მოავლო თვალი და მზერა ხალხის ტალღაში, აფორიაქებულ უტაზე შეეყინა,რომელიც ხელით რაღაცას ანიშნებდა.გულმა ცუდი უგრძნო,მისკენ წავიდა მუშტებშეკრული.ხალხის სტვენა თან მიჰყვა.
-აქ რას აკეთებ?!-პასუხის მოლოდინში ერთიანად დაიძარღვა.
-ლევან,ჟანა არ არის სახლში,კარი ღია დამხვდა,-ძლივს სუნთქავდა.
-ამის დედაც!-დაიღრიალა და უტას არც დალოდებია,ისე გავარდა გარეთ.
***
ბუხართან მჯდომ მირიანს სახეზე ნეტარება აღბეჭდოდა.ფეხი ფეხზე გადაედო და წითელ ღვინოს დაწვრილებული თვალებით წრუპავდა.მის წინ,იატაკზე ოთხად მოკეცილი,პირში ნაჭერჩაჩურთული ჟანა ეგდო.ხელები ზურგსუკან გაებაწრათ მისთვის.ქალს თითქოს ეძინა,უმოძრაოდ იწვა.
-რამდენ ხანში გამოფხიზლდება?-ფეხი წაჰკრა მწოლიარეს მირიანმა.
-ცოტა ხანში,-გრიშამ ბოროტად ჩაიცინა.
-ვინმემ ხომ არ დაგინახათ?
-არა,ხომ იცი,არ მიყვარს კვალის დატოვება,-საზარლად იჯღანებოდა გრიშა.
-ლენას რა ვუყოთ?-მირიანმა ოთახისკენ ანიშნა.
-ეგ ხმას არ ამოიღებს,იცის დასჯა არ ასცდება,ნუ დარდობ,მე წავიყვან!
ჟანა ოდნავ შეინძრა,თითქოს თვალებზე ლოდები დაეწყოთ,ძლივს დააშორა ერთმანეთს ქუთუთოები,ბუნდოვნად გამოჩნდა მის მხედველობაში ადამიანის სილუეტი.თავს ძალა დაატა,უფრო ფართოდ გაახილა თვალი და სილუეტიც უფრო მკაფიოდ დაინახა.მირიანის დანახვაზე განწირულმა ამოიზმუვლა.
-ვიცოდი,რომ გაგიხარდებოდა ჩემი დანახვა,-დაიხარა და თმაში ხელი ჩაავლო ქალს.ჟანამ ზმუილს უმატა,შიშჩამდგარ თვალებს აქეთ-იქით ატრიალებდა.
-რაო,გეგონა ის სი.რი გიშველიდა?-ძლიერად მოუჭირა ხელი.-სულ ცხვირიდან გარწყევინებთ შენც და მამაშენსაც ყველაფერს!-თმით ასწია და ისე წამოაყენა ფეხზე.სიმწრისგან მთელი სახე აუწითლდა ქალს.ოთახისკენ უხეშად წაათრია.
-ჯერ მივიღებ იმას,რასაც ასე ძალიან უფრთხილდებოდი,-ხელის კვრით საწოლზე დააგდო.ჟანა უარესად გადაირია,ფეხებს გიჟივით იქნევდა.
-სად წავიდა ის ძუკნა?! დროზე მოძებნეთ!-გრიშას ხმამ ოთახის სიღრმეშიც შეაღწია და მირიანი დაფეთებული გამოვარდა.
-რა მოხდა?!
-ლენა არ არის,გაიპარა!-დაიყვირა გრიშამ.
-რას ჰქვია გაიპარა?! შენ არ თქვი,არაფერს იზამსო?-ყელში სწვდა მირიანი.
-მოვკლავ!გამიშვი სანამ შორს წასულა!-ამოიხრიალა გრიშამ და თვალები გადმოკარკლა.
-ტფუი,შენი,-ხელი უშვა და ეზოში გავარდა.
ლენას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაეძრო და სიბნელეში შეშლილივით გარბოდა.ვერც სიცივეს გრძნობდა და ვერც დაღლას,ისე მიიწევდა წინ.იცოდა,შეამჩნევდნენ მის არყოფნას და დაედევნებოდნენ. რომელიღაც სახლის ჭიშკარზე გამეტებით დააბრახუნა.შიგნიდან ძაღლის გაბმული ყეფა მოისმა და მალევე კარში ხნიერი ბერიკაციც გამოჩნდა.
-უნდა მიშველოთ,მომდევენ!-სწრაფად მიაყარა და გზას შეშინებულმა გახედა.
სამანქანო გზამდე ირბინეს გრიშამ და მირიანმა.მხეცებივით აკვირდებოდნენ ირგვლივ გარემოს.ქალის კვალი არსად ჩანდა.
- უნდა წავიდეთ,დროზე!-მირიანი უკან შეტრიალდა და სახლისკენ ისევ სირბილით წავიდა.იარაღმომარჯვებული გრიშაც უკან მიჰყვა.
-მირიან,მოიცადე!-გრიშა ადგილზე შედგა და მის სმენას მიწვდენილ ხმაურს ყური დაუგდო.მირიანიც შემოტრიალდა.
-აქედან ხმაური ისმის,ქალის ხმაა,-სმენადაძაბული გაუყვა გზას და ჭიშკართან შეჩერდა.ვიღაც აღელვებული ხმამაღლა საუბრობდა.
-ის კახპაა,-კბილებში გამოსცრა გრიშამ და კარს მიაწვა.ძაღლი ისევ ყეფით გამოენთო.დაუპატიჟებელ სტუმარს ღრენით ეცა ფეხებში.
-შენი დედაც..!- სიმწრით დაიყვირა და იარაღი გაისროლა.ღრენა წკმუტუნმა შეცვალა და მალევე მიწყდა.სახლში სინათლე ჩაქვრა.
მირიანი მელიის ნაბიჯებით შეძვრა ეზოში და გრიშას ზედ გადააწყდა.
-რას ისვრი შე გამოს..ბულო,დროზე გავედით აქედან,სანამ მთელი დაბა ფეხზე დამდგარა!-მკლავში ჩაავლო ხელი.
-ამას ცოცხალს არ დავტოვებ!-უხეშად გააშვებინა ხელი და სახლისკენ წავიდა.
ლენა შიშისგან კარადის უკან ატუზულიყო,ბერიკაცი საწოლის ქვეშ პირქვე შემძვრალიყო და უბედურების მოლოდინში ყურებზე აეფარებინა ხელები.
ფრთხილი ნაბიჯით შევიდა გრიშა,ჩამრთველი ხელის ცეცებით იპოვნა და ოთახი გაანათა.კარადის გვერდით ფარდა ჯერ კიდევ მოძრაობდა. გესლიანად ჩაიცინა და მოცახცახე ლენას თავზე წამოადგა.ორი გასროლა მჭახედ გაისმა.საწოლის ქვეშ დამალულ ბერიკაცის წინ ქალის უსულო სხეული დაეცა.

-შენ ხომ არ გაუბერე?!-ყბაში შემოცხო მირიანმა.-რა ომობანა გამართე?!
გრიშა გამოერკვა,ლენას სხეულს ზედ გადააბოტა და კარისკენ წავიდა.
წყნეთის გზაზე ერთმანეთის მიყოლებით მიჰქროდნენ ციმციმა ჩართული ავტომობილები.მათ უკან ადევნებული ლევანი და უტა სახეშეშლილები ისხდნენ.
სხარტი მოძრაობით შემოერტყნენ სახლის გალავანს,ყველა თავის პოზიციაზე განლაგდა.სახლიდან გაისროლეს ეზოს მიმართულებით.გრიშა ფანჯრის ძირში ჩამჯდარი მირიანს მიუბრუნდა.
-სანამ გვყავს მძევალი,იქამდე ცოცხლები ვიქნებით,აქედან მაგის საშუალებით უნდა გავაღწიოთ,გამოიყვანე,დროზე!
***
ჟანას პირზე მოხსნეს სახვევი და კართან დააყენეს.მეგაფონში გაისმა მეთაურის ხმა.რომელიც მათ დანებებისკენ და ჩაბარებისკენ მოუწოდებდა.პასუხად გრიშამ კიდევ გაისროლა.
-თუ გზას არ გაგვიხსნით,ქალი მოკვდება!-ხმამაღლა დაიღრიალა გრიშამ.მირიანი კისერში ჩაფრენოდა ჟანას,ქალი გაშეშებული იდგა.სახეზე არანაირი ემოცია არ ეწერა.
ლევანი მეთაურს მიუახლოვდა და ხმადაბლა,მაგრამ გაცხარებით დაუწყო საუბარი.მეთაური შიგა და შიგ თავს აქნევდა,რაც უარის მანიშნებელი იყო.
-რისკზე ვერ წავალთ!-მკაცრად უთხრა ლევანს.
უტასკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა და ყურთან რაღაც უჩურჩულა.შემდეგ შეტრიალდა და კორომს შეეფარა.
გარეთ ჩოჩქოლი ატყდა,ვიღაცას უყვიროდნენ.გრიშამ ოდნავ ასწია თავი და ფანჯარაში გაიხედა.მარჯვენა მხრიდან ,ვიღის ჩრდილი კედელ-კედელ მოდიოდა.
-მგონი შტურმს აპირებენ!-ჩაჯდა და იარაღი გულზე მიიდო.მირიანი დაფეთდა,ჟანას ხელი დაავლო და წინ აიფარა.

კარზე კაკუნს ნაცნობი ხმა მოჰყვა.
-გააღე მირიან,უიარაღოდ ვარ!
ჟანამ სასოწარკვეთილმა იკივლა.
-ლევან,წადი!

-გაჩუმდი,შენი..!-სილა გაარტყა მირიანმა და კარს აეკრა.
-არ გასვენებს გამჩენი, არჩვაძე!
-გაუშვი ჟანა და მის მაგივრად მე გეყოლები!-სიბრაზეს თოკავდა,ცდილობდა მშვიდი ხმა ჰქონოდა.
-მომეცი იარაღი,-ეცა გრიშას და ხელიდან გამოსტაცა.ჟანა წინ აიფარა და საკეტი გადასწია.
ლევანი დინჯი ნაბიჯით შევიდა და ოთახი მოათვალიერა.ჟანას თვალი თვალში გაუსწორა და გაუღიმა.
-ნუ,გეშინია,-თბილად უთხრა.
ავისმომასწავებელი სიჩუმე ჩამოწვა.ყველა ერთმანეთს ბურღავდა თვალებით.
მეგაფონში მომთხოვნად გაისმოდა მეთაურის ხმა.უტას კეფაზე შემოეწყო ხელები და მოლოდნში ნერვულად დააბიჯებდა აქეთ-იქით.სახლის სიღმიდან გასროლის ხმას მსხვრევა-ლეწვის ხმა შეუერთდა.
-დროა!-შეტყობინება ყველას რაციაში გაისმა.
***
მკლავზე თაბაშირდადებული იჯდა უფროსი გამომძიებლის ოთახში ლევანი.დრო და დრო ტკივილსგან სახე ეცვლებოდა.
-დაუმორჩილებლობაზე რომ კანონით აგებ პასუხს,ხომ იცი?-გამომძიებელმა კალამი მაგიდაზე დააკაკუნა და მის წინ მჯდომს წარბაწეულმა შეხედა.
-ვიცი!-უდარდელად თქვა არჩვაძემ.
-ჰმ,იცის! ვინმე,რომ დაღუპულიყო,რას ფიქრობდი?!სპეცოპერაციას ხელი შეუშალე!
-თუ პირიქით?-ცალყბად ჩაეცინა.
-რომ გამოგკეტავ გალიაში,მერეც გაიცინებ?!
-გყავთ საყვარელი ადამიანი?-კითხვა შეუბრუნა.
-ამით რისი თქმა გინდა?-შეცბა.
-ყველაფრის!
***

ჟანას შოკურ მდგომარეობიდან გამოსვლას ექიმები დამამშვიდებლებით ებრძოდნენ.მეორე დღეს შედარებით დამშვიდებულმა გაიღვიძა.თითქოს კოშმარულ სიზმრიდან ცდილობდა გამორკვევას,ისე გააქნია თავი რამდენჯერმე.
-როგორ ხარ?-უტა მორიდებით მიუახლოვდა.
-ლევანი სად არის?-გამოცოცხლდა.
-თხუთმეტი დღე მისცეს,არაფერია,კარგადაა,-გაუღიმა.
-უნდა ვნახო,ახლავე!
-არ შეგიშვებენ,დამშვიდდი,ჯერ გამოჯანმრთელდი,უცებ გაივლის ორი კვირა,-სკამი საწოლთან ახლოს მიაჩოჩა და ჩამოჯდა.
---

შობის დღესასწაულს განსაკუთრებული განწყობით ხვდებოდა ქრისტიანული სამყარო. ჟანასთვის ორმაგად ბედნიერი დილა გათენდა.აფორიაქებული დარბოდა ოთახიდან-ოთახში.ზოია ბედნიერი ღიმილით შესცქეროდა სახეგაბადრულ ქალს.
ციხის კართან მოუთმენლობით სავსე თვალებით იდგა სამი ადამიანი.
რკინის ჭიშკარი ჭრიალით გადაგორდა განზე.ლევანს წვერი მოშვებოდა და ოდნავ გამხდარიყო.ნაცნობი სახეების დანახვისას ადგილზე შედგა.ჟანა მისკენ გაიქცა,წინ დაუდგა,თვალი თვალში გაუსწორა.
-გასამდა!-ჩუმად უთხრა და კაცს გულზე აეკრა.
მონატრებული სხეული ძლიერად ჩაიხუტა არჩვაძემ.
-წამოდი,დედა გელოდება,-ჟანამ ხელი ჩაკიდა.
-იცის?-დაიძაბა.
-იცის.
ზოიას ნიკაპი აუკანკალდა,მოწოლილ ცრემლების გადაყლაპვა არ გამოუვიდა.ღაწვებზე ჩამოუგორდა ბედნიერების კურცხალი.ლევანი ქალს მიუახლოვდა,ცოტა ხანს უყურა.რამდენი რამ უნდოდა ეთქვა,მაგრამ იმ წუთში თითქოს ხმა ჩაუწყდა და ენაც გადაეყლაპა.ხელი გააპარა ქალისკენ,ნაოჭშეპარულ სახეზე ოდნავ დაუსვა.
-დედა,- ჩუმად თქვა და ატირებულ ქალს გულში ჩაეკრა.


დასასრული



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

აქ პირველი უნდა ვიყო ნინ, მოკლედ - ზუსტად ვიცი შენ ვინ ხარ, როგორ წერ და წინ რომ სიამოვნება მელოდება, თუნდაც იმიტომ რომ გამართულ სრულყოფილ ისტორიას წავიკითხავ... რამდენ ხანს გელოდე... დავბრუნდები მალე ❤️❤️❤️❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ნანა
აქ პირველი უნდა ვიყო ნინ, მოკლედ - ზუსტად ვიცი შენ ვინ ხარ, როგორ წერ და წინ რომ სიამოვნება მელოდება, თუნდაც იმიტომ რომ გამართულ სრულყოფილ ისტორიას წავიკითხავ... რამდენ ხანს გელოდე... დავბრუნდები მალე ❤️❤️❤️❤️


ნან,ჩემო თბილო <3 მადლობა,რომ ჩემი ერთგული მკითხევლი ხარ და არა მარტო,ტკბილი მეგობარი ხარ <3

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

ჯერ არ წამიკითხია, მარა ვიცი ძალიან საინტერესო იქნება <3

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანა

დავბრუნდი... სიამოვნებით წავიკითხე, ერთ ამოსუნთქვაზე. კარგი გოგო ხარ ნინ ❤️

 


№5 სტუმარი მოულოდნელი სიყვარული

ყოველი დღე ერთნაირია ვერ ვხვდები რა ხდება მას შემდეგ რაც ირაკლის დავშორდი სასწავლებელი სახლი, სახლი სასწავლებელი. ასე გრძელდება ერთი თვეა.
-თეო შეიძლება?
-კი,შემოდი.
-ესთვე არსად არ გასულხარ და მინდა სადმე გახვიდე.
-კაი რა მარი.
-რა მარი რა მარი ახლე ამის დროა?
-კაი რა ახლა მაგრა მეზარება და თან რა დროს ესაა?გამოცდები მაქ.
-სოფი და თაკო არ მოგენატრა? მაგატ მოენატრებოდი.
-კაი ხო. რახან არ იშლი
_არ ვიშლიდა კიდე კაი ტორე სახლსი გამოყრუვდი
_კაი გადი ახლა. ვმეცადინეობ.
_კაი.
ისე დავფიქრდი და მივხვდი რო მართლა არ გავდიოდი სახლიდან და თან გოგოები მომენატრა .
ავიღე ტელეფონი და სოფის დავურეკე.
_ალო სოფ, როგორ ხარ , რავი ვარ ისე დღეს დედა შემოვიდა და მითხრა რო სახლიდან გავიდეთ სადმე კაფეში შევიდეთ და ვიჭორავოთ მაგრა მომენატრეთ ტო.კაი თაკოს დაურეკე იმან კიდე ლანას მე ხო ლანას ნომერი არ მაქ და კაი კარგათ.
2 საათში მოვემზადე და გავედი არტ კაფეში წავედი სოფი და თაკო ერთად მოვიდნენ.
ლანა ცოტა მერე .
მე სოფი და თაკო ბავშვობის მეგობრები ვართ და ლანა მეცხრე კლაშში გადმოვოდა ჩვებთან.
...

მერე საყიდლრბზე გავედით მედა სოფიმ სპორტული შარვალი და სუპრემის წელისჩანთები ვიყიდეთ ლანამ და თაკომ კი კაბები და საროჩკები იყიდეს.
რატო უყვართ ეგეტები არ ვიცი მოკლედ ახლა დანკინში მივდივარ და მერე სახლში.
...

რისი დონატი გინდათ?
_ მე შოკოლადის.(თაკო)
_ მეც
_აუ მეც
_ მაშინ მეც.
ლიმონათ გამოაყოლე ხელს .
_ ოკკკ.
სასწრაფოს ხმა გავიგე გოგოები იქ აღარ იყვნენ.
გამატარეთ! დავიყვირე ხმამაღლა.
სწრაფად გავიქეცი მაგრამ ერთმ ბიჭმა ალბათ ვერ გაიგო და შევასკდი.
_ეს რაქენი ხ ო არ გააფრინე?
_მე არა და აი შენ რატო მედექი გზაზე?
_ვინმე ცნობილი ხარ?
_არა.
_ხოდაშენ გზაზე არ ვყოფილვარ.
_გაა*ვი.
_ბატონო?
_გაა*ვი თქო.
_ახლა გაგა**ევინებ კარკად.
_თეოოოო!
_აუ რა კაია რო აქ ხარ მეგონა რამე მოხდა ცუდი და მოვრბოდი თქვენკენ.
_ეს სიმპათიური ბიჭი ვინაა?
_ეს ახ*არი?
_ენა დაიმოკლე!
_რას ერჩი ტო, მაგარი ტიპია.
_მადლობთ,თქვენი სახელი?
_თაკო.
_წამო რა ნამდვილი სი*ია.
_ენა გააჩერე რა ტო.
_კარგად. ტქვენი სახელი?
_ზურა.
...
_თეო ეს ბიჭი შეგეფერება. თეო ზურა და მერე შვილს ალექსანდრე დაარქვი ოკკკ
_ოკკ არა ის კიდე.
_სიმპათიურია.
_ვინ ეგ ახვა*ი.
_აუ ეს როდის დაგესვარა.
_მიტოა ახვა*ი. ჩემი საუკეთესო ზედა გამიფუჭა.

*******************************************

ჰელოუ გაიზ დღეს პირველად დავწერე ვიცი პატარაა მაგრამ რა ვქნა ახლა გონება მაქ გააკეტილი და დიდ ბოდიშს გიხდით. ჯერ მუზა მომივიდა მარა მერე წავიდა. იმედი მაქვს მოგეწონათ.
smile

ბოდიში ახალი ვარ და არ ვიცოდი სად უნდა დამეწერა და აქ დავწერე sorry frowning
დიდი ბოდოში

 


№6  offline მოდერი Someone wandering

სააოცრებაა იყოო
სულშიჩამწვდოომი,თბიილი,ტკბიილიი
ჩეემი ლეო და ჟაანა როგორ მიყვარს
აუუ ლიკაზე გული დამწყდაა
ჟანას დედ-მამა ასე თუ ისე მომეწონა,მამამისმა გაასაკეთებეელი გააკეთა
მირიანი ნაგავი ღორია,გრიშასავით
ინგა კახპაა
ბერო მაქვს წაკითხული შენი ისტორიებიდან კიდეევ,ენით აუღწერელი ნაშრომიაა. იმდენი ვიტიირე
გყვააროობ საყვარელო kissing_heart heart_eyes

 


№7  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი მარი
ჯერ არ წამიკითხია, მარა ვიცი ძალიან საინტერესო იქნება <3

მარი <3

სტუმარი ნანა
დავბრუნდი... სიამოვნებით წავიკითხე, ერთ ამოსუნთქვაზე. კარგი გოგო ხარ ნინ ❤️

მადლობა საყვარელო <3 შენ უფრო კარგი გოგო ხარ <3

[quote=მოულოდნელი სიყვარული]
ხდება ხოლმე,არაუშავს ))))

Someone wandering
სააოცრებაა იყოო
სულშიჩამწვდოომი,თბიილი,ტკბიილიი
ჩეემი ლეო და ჟაანა როგორ მიყვარს
აუუ ლიკაზე გული დამწყდაა
ჟანას დედ-მამა ასე თუ ისე მომეწონა,მამამისმა გაასაკეთებეელი გააკეთა
მირიანი ნაგავი ღორია,გრიშასავით
ინგა კახპაა
ბერო მაქვს წაკითხული შენი ისტორიებიდან კიდეევ,ენით აუღწერელი ნაშრომიაა. იმდენი ვიტიირე
გყვააროობ საყვარელო kissing_heart heart_eyes

დიდი მადლობა ჩემო კარგო <3
მიხარია,რომ მოგეწონა <3

 


№8  offline წევრი დარინა

ისეთი თბილი, ტკბილი და გემრიელი ისტორია იყოოო, სიამოვნების ნახევარი საათი გავატარე ამ უმაგრესი ისტორიის კითხვის დროს, ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ, შემიყვარდა ლევანი და ჟანა, ისეთი თბილები და საყვარლები იყვნენ, მთელი ისტორიისწაკითხვის მომენტში სახიდან ბედნიერი ღიმილი არ მომშორებია, მიყვარს ეს ისტორია უკვე და ფავორიტებშიც შევააა, ოველთვის ვადევნებ შენს ნაწერებს და ეს განსაკუთრებით მომეწონააა, წამატებები და კიდევ უამრავი ასეი მაგარი ისტორია შემოგეთავაზებინოს, უკვე მიყვარხარ.

 


№9  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

დარინა
ისეთი თბილი, ტკბილი და გემრიელი ისტორია იყოოო, სიამოვნების ნახევარი საათი გავატარე ამ უმაგრესი ისტორიის კითხვის დროს, ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ, შემიყვარდა ლევანი და ჟანა, ისეთი თბილები და საყვარლები იყვნენ, მთელი ისტორიისწაკითხვის მომენტში სახიდან ბედნიერი ღიმილი არ მომშორებია, მიყვარს ეს ისტორია უკვე და ფავორიტებშიც შევააა, ოველთვის ვადევნებ შენს ნაწერებს და ეს განსაკუთრებით მომეწონააა, წამატებები და კიდევ უამრავი ასეი მაგარი ისტორია შემოგეთავაზებინოს, უკვე მიყვარხარ.

დარინა <3
ორმაგ სიამოვნებას განვიცდი,პირველი წერის დროს და მეორე ასეთი თბილ შეფასებების დროს.ძალიან დიდი მადლობა <3 მიხარია,რომ მოგწონთ <3 მიყვარხართ ყველა <3

 


№10  offline წევრი ჟიზელი

ქალღმერთო !!
რა არის იცი?
ერთი ავადმყოფობა მჭირს, ვინმე რომ მიყვარს,ვერ გამოვხატავ.
რაღაც რომ მიყვარდება, სიტყვებს ვერ ვპოულობ.
უბრალოდ,ერთს გეტყვი...
აი, რომ ვკითხულობდი, გულზე მძიმე აგური დამაწვა, დარდისაგან ან ბრაზისაგან გამოწვეულ სიმძიმეს კი არ ვგულისხმობ, გეცოდინება შენ და ვინმე რომ შეგიყვარდება და გული რომ ტყვიასავით მძიმე გაგიხდება,ისეთი მძიმე რომ გგონია სიმძიმისგან ძირს დაგცემს,აი , ამას განვიცდი ახლა მე.
არ ვიცი,როგორ მიმიხვდები სათქმელს, მაგრამ შენ რომ გკითხულობ, მე მაშინ უენო ვარ,რადგან თავიდან და თავიდან მიყვარდები და მიჭირს გამოხატვა.

 


№11  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ჟიზელი
ქალღმერთო !!
რა არის იცი?
ერთი ავადმყოფობა მჭირს, ვინმე რომ მიყვარს,ვერ გამოვხატავ.
რაღაც რომ მიყვარდება, სიტყვებს ვერ ვპოულობ.
უბრალოდ,ერთს გეტყვი...
აი, რომ ვკითხულობდი, გულზე მძიმე აგური დამაწვა, დარდისაგან ან ბრაზისაგან გამოწვეულ სიმძიმეს კი არ ვგულისხმობ, გეცოდინება შენ და ვინმე რომ შეგიყვარდება და გული რომ ტყვიასავით მძიმე გაგიხდება,ისეთი მძიმე რომ გგონია სიმძიმისგან ძირს დაგცემს,აი , ამას განვიცდი ახლა მე.
არ ვიცი,როგორ მიმიხვდები სათქმელს, მაგრამ შენ რომ გკითხულობ, მე მაშინ უენო ვარ,რადგან თავიდან და თავიდან მიყვარდები და მიჭირს გამოხატვა.

ფისოსავით ვკრუტუნებ <3
ჩემო დახატულო,ნიჭიერო და ძალიან საყვარელო <3 დიდი მადლობა <3 მეც არ ვიცი როგორ მოგეფერო))) ამდენი სითბოს შემდეგ ,ვხვდები,რომ სწორი გადაწყცეტილება მივიღე,რომ ვაქვეყნებ.თორემ სულაც არ მქონდა ფიქრად <3

 


№12 სტუმარი Qeti qimucadze

Sheni yvela istoria errmanetze uketesiaa, erti didi bednierebaa mati cakitxva, madloba am siamovnebistvis, carmatebebiiiii, da cereeee

 


№13  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Qeti qimucadze
Sheni yvela istoria errmanetze uketesiaa, erti didi bednierebaa mati cakitxva, madloba am siamovnebistvis, carmatebebiiiii, da cereeee

ქეთი,უღრმესი მადლობა <3 აუცილებლად დავწერ <3 წარმატებები ჩემო კარგო <3

უცნაური მე
ნინა, შენ უბრალოდ საოცრება ხარ!
ისე მომენატრა შენი საოცარი ისტორიები..
უდიდესი სიამოვნება მივიღე ამის წაკითხვით..
არასდროს მომბეზრდება შენი ნაწერი.
მე უბალოდ შენზე და შენს ისტორირბზე შეყვარებული ვარ ❤️
ძალიან მინდა რომ ხშირ-ხშირად გაგვანებივრო, ვიცი ბევრს ვითხოვ მაგრამ.. ))

პ.ს.
ვერ მიხვდები ახალი ექაუნთია, მაგრამ გეტყვი რომ შენი ერთგული მკითხველი ვარ ბეროს პირველი თავიდან დაწყებული ❤️

მირანდა <3
ჩემო ერთგულო <3 ძალიან დიდი მადლობა <3 მიყვარხარ <3

 


№14 სტუმარი სტუმარი სოფო

აუ ძაან მაგარია smile გეფიცები

 


№15  offline წევრი Tamara Tamo

ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება! ისე ახლოს მოდიხარ მკითხველთა გულებში და ცნობიერებაში და საოცრად თბილ კვალს ტოვებ! კარგი ხარ ნინა!❤️❤️❤️

 


№16 სტუმარი NANA

Dzalian kargia. Agar daikargot gtxovt.

 


№17  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

უცნაური მე
ნინა, შენ არ იცი მე როგორ მიყვარხარ ❤️❤️

მირანდა <3

სტუმარი სოფო
აუ ძაან მაგარია smile გეფიცები

სოფო <3 მადლობა

Tamara Tamo
ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება! ისე ახლოს მოდიხარ მკითხველთა გულებში და ცნობიერებაში და საოცრად თბილ კვალს ტოვებ! კარგი ხარ ნინა!❤️❤️❤️

თამარა <3
დიდი მადლობა ჩემო კარგო <3

NANA
Dzalian kargia. Agar daikargot gtxovt.

ნანა,მადლობა <3
<3 <3

 


№18  offline ახალბედა მწერალი tasusuna

როგორ კარგად დაგიმახსოვრე,
სულ პირველი შენი ისტორია რომ წავიკითხე,მაშინაც დაგიწერე,შენი მონათხრობიდან ყველთვის სითბოთი,სიყვარულით,დადებითი ემოციემით ვიმუხტებითქო..
ახალი ისტორია რომ დავინახე,შევემზადე ,დაწყებიდან დასრულებამდე გაღიმებულად ყოფნისთვის,
მაგრამ,
ისეთი დაძაბული,სუნთქვა შეკრული ვიყავი,რომ მეგონა,
ზუსტად იქ,
სპეცოპერაციის ადგილას ვიყავი და,
უტასმსგავსად,
გულგაჩერებული ველოდი მოვლენებს.
ბოლოს კი,როგორც გჩვევია,
სიყვარულის ისეთი მოზღვავება ვიგრძენი,რომ ახლაც ვიღიმი.
არაჩვეულებრივი ხარ,რა!
ისეთი,სულ რომ იხარია შენი ნიკის დანახვა ❤️❤️❤️❤️❤️
წარმატებები და,
იცოდე რომ,
მე და კიდევ,ასობით ადამიანი გელოდებით!

 


№19 სტუმარი 121212

თქვენი გაუჩინარებით ამ სიამოვნებას ნუ მოგვაკლებთ.კალამი გიჭრით.წარმატებები.

 


№20  offline მოდერი naattii

შენ ნიკს როცა ვხედავ ვხვდები რა საოცარი წუთები მელის წინ. არაჩვეულებრივია ❤

 


№21  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

tasusuna
როგორ კარგად დაგიმახსოვრე,
სულ პირველი შენი ისტორია რომ წავიკითხე,მაშინაც დაგიწერე,შენი მონათხრობიდან ყველთვის სითბოთი,სიყვარულით,დადებითი ემოციემით ვიმუხტებითქო..
ახალი ისტორია რომ დავინახე,შევემზადე ,დაწყებიდან დასრულებამდე გაღიმებულად ყოფნისთვის,
მაგრამ,
ისეთი დაძაბული,სუნთქვა შეკრული ვიყავი,რომ მეგონა,
ზუსტად იქ,
სპეცოპერაციის ადგილას ვიყავი და,
უტასმსგავსად,
გულგაჩერებული ველოდი მოვლენებს.
ბოლოს კი,როგორც გჩვევია,
სიყვარულის ისეთი მოზღვავება ვიგრძენი,რომ ახლაც ვიღიმი.
არაჩვეულებრივი ხარ,რა!
ისეთი,სულ რომ იხარია შენი ნიკის დანახვა ❤️❤️❤️❤️❤️
წარმატებები და,
იცოდე რომ,
მე და კიდევ,ასობით ადამიანი გელოდებით!

მიხარია,რომ ჩემი გმირები მკითხველში დადებით ემოციას იწვევს <3 ვცდილობ,ყოველთვის გაიმარჯვოს სიკეთემ <3 დიდი მადლობა ტასო <3 ამდენი გამოხმაურება,თბილი და ტკბილი შეფასებები ძალიან სასიამოვნოა <3 წარმატებით გევლოს ლამაზო <3

121212
თქვენი გაუჩინარებით ამ სიამოვნებას ნუ მოგვაკლებთ.კალამი გიჭრით.წარმატებები.

ვეცდები საყვარელო <3 მუზები თუ მესტუმრებიან,მეც მეტი რა მინდა))) ძალიან დიდი მადლობა <3

naattii
შენ ნიკს როცა ვხედავ ვხვდები რა საოცარი წუთები მელის წინ. არაჩვეულებრივია ❤

გაიხარე ნათი,უღრმესი მადლობა <3

 


№22  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

ხოო blush თქვენ რომ.ძალიან კარგი ხართ ჯერ არ მითქვამს ხოო? კიი არ მითქვამს რადგან კომენტარი არასდროს დამიტოვია.არადა ყველა ისტორია წაკითხული მაქვს და ნამდვილად ვერ აღვწერ რამხელა სიამოვნებაა...ძალიან,ძალიან კარგად წერთ.მიხარია რომ არსებობთ,აქ გამოჩნდით და გვანებივრებთ თქვენი სრულყოფილი ნამუშევრებით.ბევრს აღარ გავაგრძელებ...წარმატებები და წარმატებებიი...გელოდებით იმედია მალე დაგვიბრუნდებით heart_eyes

 


№23  offline წევრი Timea25

ძალიან ვისიამოვნე, მადლობა თქვენ ამისთვის ❤

 


№24  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Life is Good
ხოო blush თქვენ რომ.ძალიან კარგი ხართ ჯერ არ მითქვამს ხოო? კიი არ მითქვამს რადგან კომენტარი არასდროს დამიტოვია.არადა ყველა ისტორია წაკითხული მაქვს და ნამდვილად ვერ აღვწერ რამხელა სიამოვნებაა...ძალიან,ძალიან კარგად წერთ.მიხარია რომ არსებობთ,აქ გამოჩნდით და გვანებივრებთ თქვენი სრულყოფილი ნამუშევრებით.ბევრს აღარ გავაგრძელებ...წარმატებები და წარმატებებიი...გელოდებით იმედია მალე დაგვიბრუნდებით heart_eyes

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო <3 ძალიან სასიამოვნოა ასეთი შეფასებები <3 გაიხარეთ <3

Timea25
ძალიან ვისიამოვნე, მადლობა თქვენ ამისთვის ❤

დიდი მადლობა <3 მიხარია,რომ სიამოვნება მოგანიჭეთ <3

 


№25 სტუმარი makukuna

უფ, როგორც ყოველთვის, ძალიან ვისიამოვნე. heart_eyes

იცი, შენი ისტორიები რატოა გამორჩეული? რომ ვკითხულობ, მგონია, რომ გასული საუკუნის სამოცდაათიან - ოთხმოცდაათან წლების ამსახველ კინოფილმს ვუყურებ. შენი თითოეული ისტორიაც კი განსხვავდება ერთანეთისაგან და ვერც ერთში ნახავ ერთი და იგივე ეპოქას. ზოგიერთში საერთოდ დროის ამოცნობა შეუძლებელია და ამის გამო, უბრალოდ თანამდროვე ხდება..

სახელები?! არცერთ ისტორიაში, თანამედროვე სახელი, არ გაქვს გამოყენებული. ისეთი სახელები გაქვს, ამ საიტისთვის კია არა, ზოგადად რო უცხოა უკვე. და ესეც ძალიან მომწონს.

ალბათ ამიტომაც არის, ყველა ისტორიაში იგრნობა ინდივიდუალიზმი, შენი, საკუთარი, რაც შენ, როგორც ავტორს, ძალიან გამოგარჩევს. heart_eyes

ყველა შენი ისტორია მომწონს. არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც გამოვარჩევ "შეჩერდი მტკვაროს". იმ ისტორიაში იმხელა ემოცია იყო, რომ დღეები გამყვა მასზე ფიქრი. blush

ხოდა, გელოდები ახალი ისტორიით smile smile

 


№26  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

makukuna
უფ, როგორც ყოველთვის, ძალიან ვისიამოვნე. heart_eyes

იცი, შენი ისტორიები რატოა გამორჩეული? რომ ვკითხულობ, მგონია, რომ გასული საუკუნის სამოცდაათიან - ოთხმოცდაათან წლების ამსახველ კინოფილმს ვუყურებ. შენი თითოეული ისტორიაც კი განსხვავდება ერთანეთისაგან და ვერც ერთში ნახავ ერთი და იგივე ეპოქას. ზოგიერთში საერთოდ დროის ამოცნობა შეუძლებელია და ამის გამო, უბრალოდ თანამდროვე ხდება..

სახელები?! არცერთ ისტორიაში, თანამედროვე სახელი, არ გაქვს გამოყენებული. ისეთი სახელები გაქვს, ამ საიტისთვის კია არა, ზოგადად რო უცხოა უკვე. და ესეც ძალიან მომწონს.

ალბათ ამიტომაც არის, ყველა ისტორიაში იგრნობა ინდივიდუალიზმი, შენი, საკუთარი, რაც შენ, როგორც ავტორს, ძალიან გამოგარჩევს. heart_eyes

ყველა შენი ისტორია მომწონს. არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც გამოვარჩევ "შეჩერდი მტკვაროს". იმ ისტორიაში იმხელა ემოცია იყო, რომ დღეები გამყვა მასზე ფიქრი. blush

ხოდა, გელოდები ახალი ისტორიით smile smile


მაკუკუნა <3
უღრმესი მადლობა ჩემო კარგო <3
ძალიან სასიამოვნოა ამდენი დადებითი ემოცია თქვენი მხრიდან <3
რაც შეეხება დროს,პერსონაჟებს,სახელებს სწორად აღიქვი და მიხარია,რომ მე რასაც განვიცდი ის ზუსტად მოვიდა მკითხველამდე.ყველა ჩემი ისტორია ნოსტალგიაა,იმ დროის,რომელიც მართლა განსხვავდება დღევანდელობისგან.
"შეჩერდი მტკვარო" კი მთლიანად ჩემს ბავშვობაში მაბრუნებს და ჩემთვისაც გამორჩეულია <3
რამეთუ,ჩემი ეზო და უბანი მაქვს აღწერილი.ალბათ,მომავალში უფრო ვრცლადაც დავწერ..
ის იყო ყველაფერი,რომელიც აღარ განმეორდება))
გაიხარე და მუდამ წარმატებით გევლოს <3

 


№27 სტუმარი სტუმარი მარია

აუ ეს რა იყო????გადავირიეე ყოველ დღე ვამოწმებდი და გული გამისკდა სიხარულით.უტკბილესია შენი მარგალიტები..აი ზუსტად მარგალიტებიიიი...როგორ მომწონს ისე ლამაზად ააღწერ ამ ყველაფერს სული მეყინებაა.ყველაზე მეტად ბერო დამამახსოვრდა ..აი იცი როგორ სუნთქვა შეკრულმა წავიკითხე მთელი მოთხრობა და ბოლოს მივხვდი რო არ ვსუნთქავდიიი...კიდე მინდა არ მყოფნის ..მეტი სიყვარული მეტი ვნება და ქარცეცხლი..შემდეგი როდის იქნება?

 


№28  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი მარია
აუ ეს რა იყო????გადავირიეე ყოველ დღე ვამოწმებდი და გული გამისკდა სიხარულით.უტკბილესია შენი მარგალიტები..აი ზუსტად მარგალიტებიიიი...როგორ მომწონს ისე ლამაზად ააღწერ ამ ყველაფერს სული მეყინებაა.ყველაზე მეტად ბერო დამამახსოვრდა ..აი იცი როგორ სუნთქვა შეკრულმა წავიკითხე მთელი მოთხრობა და ბოლოს მივხვდი რო არ ვსუნთქავდიიი...კიდე მინდა არ მყოფნის ..მეტი სიყვარული მეტი ვნება და ქარცეცხლი..შემდეგი როდის იქნება?

მარია,უღრმესი მადლობა საყვარელო <3 მიხარია,რომ ასეთ სიამოვნებას განიჭებთ <3
შემდეგი არ ვიცი,მუზებს მოვიწვევ :D იდეაში მაქვს რაღაც-რაღაცეები და ვნახოთ <3

 


№29 სტუმარი ტინა

მაგარი გოგო ხარ.მეც ვწერ ხოლმე და სხვებსაც კრიტიკულად ვუყურებ,შენი ნაწარმოებების კითხვისას ასოციაცია მიჩნდება რომ ბავშვობაში დავბრუნდი,მაშინ როცა ყველაზე გატაცებით ვკითხულობდი წიგნებს.მიჩნდება ის შეგრძნება რომ გამოცდილი და ცნობილი მწერლის ნახელავს ვეცნობი. არ გეტყვი იმას რომ მალმალე გაგვახარო, მირჩევნია იშვიათად იყოს და ასეთი სასიამოვნო საკითხავი.წარმატებები

 


№30  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ტინა
მაგარი გოგო ხარ.მეც ვწერ ხოლმე და სხვებსაც კრიტიკულად ვუყურებ,შენი ნაწარმოებების კითხვისას ასოციაცია მიჩნდება რომ ბავშვობაში დავბრუნდი,მაშინ როცა ყველაზე გატაცებით ვკითხულობდი წიგნებს.მიჩნდება ის შეგრძნება რომ გამოცდილი და ცნობილი მწერლის ნახელავს ვეცნობი. არ გეტყვი იმას რომ მალმალე გაგვახარო, მირჩევნია იშვიათად იყოს და ასეთი სასიამოვნო საკითხავი.წარმატებები

ტინა <3 დიდი მადლობა ჩემო კარგო <3 ყველა ჩემი ისტორია წარსულის გამოძახილია,სულ იქ ვტრიალებ და მიხარია,რომ თქვენც ჩემთან ერთად ,ცოტა ხნით მაინც ბრუნდებით იმ დროში <3 წარმატებებს გისურვებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent