უნებლიე შეცდომა (15 თავი)
აქოშინებული შევარდნენ ნანგრევებში დაჩი და გოგი და ნატალის ყვირილით მაშინვე მეორე სართულს მიაშურეს. წინ დანახულმა სურათმა წამში ყველა შოკში ჩააგდო, მაგრამ ისევ ლილიას ყვირილმა მოიყვანა გონს: -სწრაფად, აქედან გადახტნენ ეს წუთია, დაეწევი დაჩი. თავად იატაკზე მუხლებით მდგარი ნათიას სხეულზე გადამხობილიყო, გოგიმ ენაც კი ვერ მოაბრუნა რა ხდება რომ ეკითხა, მხოლოდ ლილიას სისხლიან ხელებს ხედავდა, როგორ აჭერდა გოგოს თეძოსთან მთელი ძალით და სასწრაფო გამოიძახეთო ჩაესმოდა. ნათიას იმდენი სისხლი ქონდა დაკარგული, მისი სხეული კრუნჩხვაში ჩავარდნილივით ტოკდებოდა და გოგი ხვდებოდა ეს კარგს რომ არაფერს ნიშნავდა. წამში შეეცვალა ყველაფერზე წარმოდგენა, დედამიწამაც კი უკუღმა დაიწყო ბრუნვა, ვერაფერს გრძნობდა, აქამდეც კი რობოტივით რომ ცხოვრობდა, არ იყო ასე გამოფიტული როგორც იმ წამს, მაშინ მიხვდა, რომ მისი მთელი ცხოვრება, ამ პატარა, გალელული, გულუბრყვილო, მოლაქლაქე გოგოს ირგვლივ იყო აშენებული და მისი დაკარგვით არცერთი კედელი აღარ შერჩენოდა. სხეულის შენელებულ როკვას ვეღარ გაუძლო და დაჩის უკან მიყვა ფანჯრიდან. დაინახა ბიჭს სამივე გაკოჭილი დაეგდო ძირს და შუბლიდან იწმენდა ოფლს. -აბა? რომელი მელაპარაკეთ ტელეფონით? ალბათ შენ არა?_პირდაპირ იმ კაცს მიადგა, ვისაც გატაცების ორგანიზება ქონდა მოწყობილი და გვარიანი მუშტი მოხვდა სახეში. -აბა ამოღერღე რომელი ხელით გაარტყი ჯერ ჩემ ცოლს, ამითი?_მარჯვენა ხელი აუწია კაცს და თვალებში ჩააშტერდა. -მეორეთი_მიკნავლებულად გაისმა გასაცოდავებული კაცის ხმა და დაჩიმაც მარცხენაზე სტაცა ხელი -გაგაფრთხილე ხომ ჩათვალე ეგ ხელი აღარ გაქთქო? ხოდა აღარ გაქვს_გამაყრუებლად გაისმა ტყეში ძლიერი გატკაცუნების ხმა, რასაც კაცის გამწარებული ღრიალი მოყვა, ტკივილისგან შეშლილი თვალს ვეღარ უსწორებდა ხელს, საიდანაც ამოჩრილი ძვალიც კი მოჩანდა -რომელმა ესროლეთ იმ უდანაშაულო გოგოს?_უფრო დაუბოხდა ხმა დაჩის და ატირებულ კაცს კისერში ჩაავლო ხელი -რომელმა? -მარჯვნივ_მაშინვე გაყიდა გვერდით მჯდომი ახალგაზრდა ბიჭი. მანაც თვალები დახუჭა ტკივილის მოლოდინში, თუმცა წამოყვირება მაინც მოასწრო -შენ პოლიციელი ხარ, უფლება არ გაქვს, ამის ახსნას მოგთხოვენ. -უფლება არ მაქვს? პოლიციელი? კარგად დამათვალიერე მოწმობას ხედავ სადმე? შენ გქონდა უფლება შე ახვა*ო ქალებს რომ ხელს კიდებდი? თანაც შენ მე არა, აი ეს კაცი მოგხედავს_გოგისკენ მიუთითა დაჩიმ -იცი ეგ ვინ არი? ოოოო, აი ეგ არის ვინც არის_ჩახლეჩილი ხმით ჩეცინა დაჩს -ეგ ძველი კანონიერი ქურდია, წესები და კანონები სულ ზეპირად რომ იცის, ისიც იცის, რაც არ უნდა მოხდეს საქმეში ქალები და ბავშვები რომ არ ერევიან, ხოდა შენ ადგილას ვილოცებდი, იმიტომ რომ გამო....*ვებულო, შენ მისი ჯერ არ მოყვანილი ცოლი დაჭერი, რომელიც ახლა სიცოცხლეს ებრძვის. ვერანაირად ვერ გისურვებ წარმატებებს._ხელი დაავლო ხელმოტეხილსა და მარცხნივ მჯდომ კიდევ ერთ ბიჭს და წამიერად შეავლო თვალი ძარღვებ დაბერილ გოგის: -ხუთი წუთის მანძილზე არაფერი მესმის და ვერაფერს ვხედავ, არ მოკლა_ბოლო სიტყვები მკაცრად გამოცრა და ადგილი დატოვა. ყველას ესმოდა პირველი წამების მანძილზე ბიჭის ღრიალი, მაგრამ არცერთს გამოუთქვამს ჩარევის სურვილი, ყველამ იცოდა ეს გოგის ჭირდებოდა, თანაც მის სახეს იხსენებდნენ და იცოდნენ ვერერთი დააკავებდა. ეტყობა ტკივილიდან გაითიშა, რადგან რამდენიმე წუთში ხმა მიწყდა და თითქოს ოდნავ დამშვიდებული, სისხლში ამოთხვრილი გოგი გამოჩნდა. -ცოცხალია?_ვერ ბედავდა ნათიასკენ გახედვას და კედლის ყურებით იყო დაკავებული. -ცოცხალია, მაგრამ როგორ შეიძლება სასწრაფოს ერთი საათი არ დააგვიანდეს_გამწარებული ქშინავდა ლილია და ხელებს არ აცილებდა ჭრილობიდან, ცრემლებს ვერ იწმინდავდა და ისიც სისხლს შერეოდა. კიდევ რამდენიმე წუთიც და გაისმა გამაყრუებელი სირენის ხმა. სასწრაფოდ გადაიყვანეს ქუთაიში გოგო აყვირებული სიგნალებით და რამდენიმე საათში გაისმა კიდევაც ექიმის განაჩენივით ნათქვამი სიტყვები: -საკვერცხე ამოვაჭერით, კარგია რომ ერთი ჯამრთელი აქვს, შვილის ყოლის შანსი ექნება, მაგრამ ტყვიამ თეძოს ძვალი გახვრიტა, რასაც საკმაო ხანი დაჭირდება, ერთადერთი იმედი ისაა, რომ ახალგაზრდაა, თუმცა ვწუხვარ, ფეხს ბოლომდე სავარაუდოდ ვეღარ გაშლის. რეანიმაციაშია, მდგომარეობა კრიტიკულად დამაკმაყოფილებელია. -ჯანდაბა მისი სისხლი რთული საშვნელია. -ლილია, შენ ხომ პირველი უარყოფითი გაქვს? გადაუსხი_მაშინვე მობრუნდა დაჩი და გოგისაც იმედის ნაპერწკალი გაუღვივდა. სამწუხაროდ ისიც მალე ჩაქვრა. -ვერ გადავუსხამ, არ შეიძლება. -ნუ გადამრევ, რა არ შეიძლება. -ორსულად ვარ უტვინო, მეორე შვილს გიჩენ და ამ დროს არ შეიძლება. ცუდი ამბების მიუხედავად წამშიგათბა დაჩი და სახე გაუბრწყინდა, ყველას ოდნავ მოეშვა ამ სასიამოვნო ამბით. -ოდესმე შეიძლება შენი ორსულობა ნორმალურ სიტუაციაში გავიგო?_სიცილი აუტყდა დაჩის რომ გაახსენდა პირველი ორსულობაც საქმის გამო რომ გაიგო. -გილოცავ, არასდროს ვიქნებით ნორმალური ოჯახი_ღიმილით მიეხუტა ქმარს და ცრემლებიც ვეღარ დამალა -ის... ის ზედმეტად გავს ნიას დაჩი... არ მინდა ბედიც მისნაირი ქონდეს. -ყველაფერი კარგად იქნება_ყურში ჩაჩურჩულა ცოლს და იქვე მდგომ გაქვავებულ გოგისაც გაუმეორე -ყველაფერი კარგად იქნება. ვერავინ გაუძლო გულგრილად მანანას ცრემლებს, ქმარ მკვდარ ქალს მხოლო ერთადერთი გოგონა ყავდა და ისიც ხელიდან ეცლებოდა, მთელი ხმით მოთქვამდა და ვერავინ აწყნარებდა. ასეთ აურზაურში ვერავინ გაიგო გოგის გაქრობა. უკვე აღარ აქცევდა ყურადღებას სიჩქარის ნიშნულს, რომელიც სახიფათოდ გადაწეულიყო მაქსიმუმისკენ, მოღალატე ცრემლები ნათლად ხედვას უშლიდნენ ხელს და სასწაულებრივად ავიდა გელათამდე მთელი. საღამო ხანს სავსე იყო წმინდა ადგილი ტურისტებითა და დამთვალიერებლებით, მაგრამ არ გაჩერებულა, კიდევ ზემოთ აუყვა გზას და გელათის თავზე მოქცეულ, პაწაწინა მონასტერს შეაფარა თავი. მამაოს გაესაუბრა, ვერ გაბედა თავისი ტკივილი მოეყოლა, ვერც მისი ცოდვები აღიარა, უბრალოდ დარჩენა და სამუშაოთი მთლიანად დატვირთვა თხოვა. სამსახური რაღაც დროით დახურა და ტელეფონიც მაშინვე გამორთო. ახალი ამბით გახარებული ბიჭები პირველ სართულზე ჩავიდნენ გოგისთვის რომ შეეტყობინებიათ ნათიას გადარჩენის ამბავი, მაგრამ ვერსად იპოვეს, სახლშიც მიაკითხეს, საყვარელ ბარშიც, კაცი არსად ჩანდა. დაჩი და დემნა სამსახურისკენ წავიდნენ, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ დაპატიმრებულები უნდა აელაპარაკებინათ. -ისევ შევხვდით_ცივად გაუღიმა დაკითხვის ოთახში მჯდარ კაცს დაჩიმ, რომელსაც ხელი თაბაშირში ჩაესვა. -ნაბიჭვა*ო არაფერს გეტყვი_ზიზღით ამოილაპარაკა კაცმა და ნატკენზე მოისვა ხელი. -ვფიქრობ არც მეორე ხელი დაგჭრდება_მარჯვენაზე მოავლო ხელი უცებ გაბრაზებულმა. -კარგი, კარგი ოღონდ ის ტკივილი აღარ მინდა, რა გაინტერესებს? -ვინ დაგიქირავა? -ლაშამ და გრიგოლმა, მათ მოაწყვეს ყველაფერი, ტავარის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებენ, დიდი მაყუთი მომცეს, მე კი ქალები უნდა ამეყვანა._შეკოწიწებული მოთმინებით არ ამტვრევდა დაჩი ამ კაცს და ზიზღი მთელი ძალით აწვებოდა სხეულში. გულს ურევდა მისი გველური თვალები, გამორჩენის გამო ყველაფერს რომ გააკეთებდა, მის დამპალ სულს რომ ვეღარაფერი უშველიდა. დამძიმებული გამოვიდა დაჩი ოთახიდან და მალევე მიაშურა სახლს. სამი დღის შემდეგ ნათიაც მოვიდა გონს, თავიდან უჭირდა, რამდენიმე წუთს გაახელდა თვალებს და ისევ ძილი ერეოდა, მთელი დღეები გათიშული იყო, ბოლოს 4 დღის შემდეგ ეღირსა და მზერა დაიწმინდა. მის ოთახს მოავლო თვალი და გული სასიამოვნოდ აუჩქარდა, გოგონებს არ მიუტოვებიათ, დედამისთან ერთად იჯდნენ და საუბრობდნენ, გარედან ბიჭების ხმაც ესმოდა, მაგრამ ის არ ჩანდა ვისაც მთელი გულით ელოდა. -ვაიმე შვილო_მალევე შეხედა მანანამ გაღვიძებულ შვილს და გულში ჩაიკრა -როგორ გვანერვიულე. -კარგად ვარ დედა, მხოლოდ ფეხი მტკივა ცოტათი. -გამაყუჩებელს დაგიმატებენ ნათი, ძლიერი გოგო ხარ, შენით ვამაყობთ_მომღიმარმა გადმოხედა ლილიამ და ნინიაც ხელზე მოეფერა. -ნატალი?_ჩუმად იკითხა და დაინახა როგორ გადახედეს გოგოებმა ერთმანეთს. -ნატალი სახლშია, მოდი ამაზე არ გვინდა, ბიჭებს დავუძახებ გელოდებოდნენ. ღიმილით შემოლაგდა ყველა ოთახში მისთვის საყვარელი სხეულის გარდა და წამში იგრძნო როგორ გაეყინა მთელი სხეული. მაინც იმედიანად შეყურებდა კარს სანამ დაჩიმ არ ჩაახველა. -როგორ ხარ ნათი? -კარგად ბიჭებო, მადლობა ყურადღებისთვის, ნამდვილი მეგობრები ხართ_ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე, რომელიც სულ არ ეკუთვნოდა მათ. -დედა შეგიძლია ექიმს დაუძახო? -ახლავე შვილო, ახლავე._მაშინვე დაფაცურდა მანანა და გარეთ გავარდა. ბიჭები მაშინვე მიხვდნენ და წამში მოიღუშნენ. -სად არის?_აკანკალებული ხმით იკითხა ნათიამ და მეორე ცრემლი მოიწმინდა. -არ ვიცით_დამნაშავედ ჩახარეს თავი. -როგორ თუ არ იცით? თქვენი ძმაკაცი უგზოუკვლოდ დაიკარგა და არ იცით? რას მატყუებთ? დემნა, ჩემთან ვალში ხარ იცოდე, მოვითხოვ სიმართლის თქმას_თითონაც არ იცოდა ეს სიმკაცრე სად იმალებოდა, მაშინ მიხვდა რა ხმაც ქონდა დემნამ გაკვირვებულმა რომ გამოხედა. -ის... ის... -რა ის დემნა რა? -წავიდა ნათი, მაპატიე, მაგრამ აღარ დაბრუნდება_ზარებივით რეკდნენ შემდგომი რამდენიმე წუთში ნათიას თავში ეს სიტყვები: „წავიდა“ „აღარ დაბრუნდება“. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.