სარკე(თავი IV
როგორც ჩემი გარშემომყოფები ამბობენ, მე გრძნობებისა და ემოციების ადამიანი ვარ. ჩემს სამყაროში არსებული ყველა რაციონალურობა, ფორმულა და წესი უმეტესწილად ჩემი გულის ძახილს ემორჩილებოდა და, ამიტომაც, სამსახურის დატოვება გადავწყვიტე. მინდოდა სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი თვალი რეალობისათვის გამესწორებინა. არა, ეს არ იყო გადაწყვეტილების გადასინჯვის მიზნით, ამის გაკეთება ახალი ცხოვრების სუფთად დაწყებასა და გულის დამშვიდებაში დამეხმარებოდა. მე ელისაბედი ვარ და ჩემს ბიწიერ სხეულში კვლავ ცხოვრობდა უბიწო გოგო, რომელსაც სიყვარულის დაკარგული იმედი აღუდგინა მიჯნურის მკლავებმა. რა პოეტურად ჟღერს... მაგრამ სხვანაირად ხომ შეუძლებელია თომაზე საუბარი. კი. დიახ. მე მის მიმართ გრძნობები გამიჩნდა. პირველივე დღიდან. ამიტომაც ვიგრძენი ჩემში ის გარდატეხა, რამაც დედას წერილის ბოლომდე წაკითხვისაკენ მიბიძგა. რამაც პირველად შემაძლებინა სხვის სახლში, სხვის იმედად გამეტარებინა თუნდაც ერთი წამი. რამაც ძალა მომცა, რომ მე ამისათვის გამეძლო და, დღეს, ამაყად ფეხზე მდგარი, ანდრეის მიერ შერჩეული შედარებით ქალური ტანისამოსითა და ფეხსაცმლითა და მაგდას დავარცნილი თმით, მივდგომოდი “TM”-ის დაწყევლილ შენობასა და საბოლოოდ მომეწყვიტა ჩემი სატრფო ყოველდღიურობიდან. სწორედ ჩემში ჩარჩენილმა უბიწო გოგონამ ვერ აიტანა მწარე შეურაცჰყოფა და ყოველგვარ ანაზღაურებასა და საწოლზე მაღლა დააყენა ღირსება. ჰოლი... თეთრი ჰოლი... და როგორ მაღიზიანებდა ყველგან ეს სითეთრე და სიქათქათე ასე ოსტატურად რომ ნიღბავდა თომას შავ მხარეს. ჰო. და, აი, ისიც. მწვანე ფოთლებს შორის მისი მომღიმარე სახე გამოიკვეთა და როგორც კი აღმიქვა, მისი ღიმილი მწუხარება და ბრაზნარევ მიმიკად გადაიქცა. ურთიერთსაპირისპირო გზებით მივდიოდით, როგორც ცხოვრებაში, მაგრამ მაინც გადავეკვეთეთ ერთმანეთს, ჩვეულებრივ. „გამარჯობა?“- არა, არ შემიძლია თვალთმაქცობა. „კიდევ შენ, ?“- არა, ისტერიკებსაც ვერ გავუმართავ. „სამსახურიდან მივდივარ!“- ზედმეტად ბევრი ხალხი იყო გარშემო ამ თემაზე სასაუბროდ და კიდევ უფრო მეტი იმ სცენებისათვის, რაც ამ ფრაზას მოჰყვებოდა. დუმილი. ყველაფერს დუმილი ვარჩიე და გვერდი ისე უხმოდ გავუარე იმ კაცს, ვისსაც რამდენიმე დღის წინ მტკიცედ მივენდე, რომ გულისცემის აჩქარებულ ხმას მხოლოდ ფურცლების შრიალი არღვევდა. ნახევარსაათიანი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის შემდეგ მისი კაბინეტის კარი დაუკითხავად შევაღე და მისმა სალამმაც არ დააყოვნა. - მარტოები ვართ, შეგიძლია არ მოიქცე ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. - შენც არც კი იცი როგორი სექსუალური იყავი მაშინ, როდესაც გვერდი ამაყად გამიარე... - მადლობა იმ დახმარებისთვის, რაც მაშინ გამიწიე. მაგრამ ჩემში შემორჩა უმანკო ელისაბედი, რომელსაც არ სურს შენს ბნელს სამყაროში იარსებოს. - და რას იზამ? წახვალ?- მკითხა გაოცებულმა ისეთი ინტონაციით, თითქოს სრულიად დარწმუნებული ყოფილიყო ჩემს დარჩენაში. - კი! აშკარად არ მოელოდა ასეთ გადაჭრილ და გადაწყვეტილ პასუხს. ყველა ნაკვთმა გამცა პასუხი მისი ტუჩების გარდა. ბოლოს კი შეძლო ორი სიტყვის ერთმანეთს გადაბმა: - ეს როგორ? - ნახვამდის, თომა!- უკანასკნელად ვცდილობდი მისი სახის ყველა დეტალის დამახსოვრებას, რათა ის არასდროს წამშლოდა მეხსიერებიდა. რაც შეიძლებოდა სასწრაფოდ უნდა დამეტოვებინა ოთახი, რადგან ვგრძნობდი თუ როგორ მებჭინებოდა სისხლი თავში. პირი კი უდაბნოსავით შრებოდა. - დროებით, ელისაბედ! „დროებით?“, თავი ვინ ჰგონია?! იქ სადაც წერტილს ვსვამ სუნთქვასაც კი აღარ ვაგრძელებ, მას კი იმედი აქვს, რომ ოდესმე კვლავ გადამეყრება. იქნებ შინაგანად ვიაზრებდი კიდეც, რომ ცხოვრება ყველაზე არაპროგროზინებადი და ხანგძლივი რამაა, რასაც საკუთარი თვალებით აღვიქვამდი. იქნებ ღრმად მჯეროდა იმის, რომ აქ მოსვლის შემდეგ იმაზე მეტი სიცოცხლე გავიარე, ვიდრე დანარჩენ წლებში? ან იქნებ წერტილის ნაცვლად თავად დავსვი სამწერტილი?~ დრომ კი ამ ამბის შემდეგ ყველაზე ნელა დაიწყო ნაბიჯების ათვლა. რაც უფრო მეტი იყო დროის ხაზის მაჩვენებელი, მით უფრო მეტად ვიკეტებოდი ოთხ კედელს შორის. გამუდმებით თომას ნათქვამი დაბორიალობდა და თავის ქალის კედლებს ეხეთხებოდა: „რომელია შენი მეგობარი? თითქმის მამის ტოლი ანდრეი? დაოჯახებული მამაკაცი, რომელსაც პრობლემები ისედაც თავზე საყრელად აქვს?!“. პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამ, რაც ანდრეისთვის არ მომიყოლია. ბოლო ამბები მისთვის საიდუმლოდ დავტოვე. არა, უბრალოდ ჩემით აღარ დავტვირთე. არც კი ვიცოდი, რეალურად აინტერესებდა თუ არა რა შემემთხვა. ისედაც წინასწარ ვხედავ სურათს, თუ როგორ შეიცხადებდა მომხდარს, სანუგეშოდ შოკოლადის ნამცხვარზე დამპატიჟებდა და მისი მართას ბედნიერი წუთების გახსენებაში ამომხდიდა სულს. უბანში გამოჩენის პირველ დღეს სხვადასხვა მიზეზებით დავაღწიე თავი მის ინტერესმოკლებულ შეკითხვებს. მეორე დღეს „მწვანე კაფეში“ მხოლოდ ნახევარი საათით შევიარე. მესამე დღეს შორიდან შევუთვალე სალამი ძველ მეგობარს. მეოთხე დღიდან კი თითქოს ციხესიმაგრეში გამოვიკეტე, კარ-ფანჯარა ჩარაზულ სახლში, ოთახის კუთხეში ჩაის სმაში დაახლოებით კვირანახევარი გავატარე. სუფთა ჰაერით მხოლოდ მაშინ გავიჯერე ფილტვები. როდესაც სახლში საჭმელიც კი ვეღარ ვიპოვე. სპეციალურად გავიარე ანდრეის კაფესთან იმ იმედით, რომ ჩემი ყველა ფიქრი სისულელე იქნებოდა. ველოდი მის თბილ შეხვედრას, მაგრამ მეგობარს თვალიც კი ვერ მოვკარი. ამ ფაქტმა ჩემი თვითპატიმრობა ერთ თვემდე გაზარდა. და, იცი, მე თავი ბედნიერად ვიგრძენი. ბედნიერად და უსაფრთხოდ ყველა იმ სანადიროდ ჩასაფრებული მანიაკისგან შორს. მიუხედავად იმისა, რომ ახალ სამსახურამდე დანაზოგი თითქმის მთლიანად შემომეხარჯა, ასე მყუდროდ მე თავი ჯერ არ მიგრძვნია. ქუჩაში, როდესაც საყვარელი ყავის საყიდლად გავიდოდი ხოლმე, ხალხისადმი გაუცხოება უფროდაუფრო მიძლიერდებოდა. თითქოს ყველა მათგანში მტერს ვხედავდი და მუდმივად მზად ვიყავი, თავდაცვაზე გადავსულიყავი. მაშინაც კი, როდესაც ისინი მეგობრულად მიდგებოდნენ და დახმარების ხელს მიწვდიდნენ. რადგან შენკენ გამოწეული ხელი ადრე თუ გვიან აუცილებლად მორევში გადაგაგდებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.