სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.მეორე ნაწილი თავი 8.
საამური დილა გათენდა, მაგრამ ჯერ კიდევ ძინავს ხელი გაშალა და მის გვერდით ცარიელმა საწოლმა გააღვიძა.ანდრეას ღიღინის ხმა შემოესმა სააბაზანოდან თავადაც წამოდგა და ღიმილით უცქერდა მოღიღინე ქმარს. -რატომ მიცქერ ასეთი საოცარი ღიმილით, მეუღლევ გინდა მაცდუნო? -კარგ ხასიათზე ხარ,რას მივაწერო შენი ეს კარგი ხასიათი? -შაბათია დღეს და ვისვენებ. -ჰო ეს კარგია,მზიანი ამინდია? -უეცრად ქარი ამოვარდა,ნისლი ჩამოწვა და სავარაუდოდ წვიმაც მოსალოდნელია. -აქ როდის არ წვიმს.ისევ წამოწვა და ბალიშში ჩარგო თავი,ანდრეამ გაოცებულმა შეხედა და უთხრა. -რა გჭირს,რამე გტკივა? -მეძინება,ცოტას კიდევ დავიძინებ რა? -დაიძინე მე ბავშვებთან გავალ.შუბლზე აკოცა უკვე თვალებ მინაბულს და საძინებელი დატოვა. -მარიამი არ ამდგარა? შეეკითხა მართამ. -გაიღვიძა,ადგა კიდევ მაგრამ ისევ დაწვა მეძინებაო. -საინტერესოა,რაღაც ეს ბოლო კვირაა ძალიან მოთენთილია და სადაც დაჯდება იქვე იძინებს.უთხრა მართამ ანდრეას და წარბი აუწია. -მართა მგონი მიგიხვდი რაზედაც მიმანიშნე,წავიდე და ტესტი ვიყიდო? -წადი მამიკო,მაგრამ საღამოსთვის შემოვინახოთ სიურპრიზი.ანდრეა წავიდა და მალე დაბრუნდა,დადიოდა და ყველას უღიმოდა სიხარულს ვერ ფარავდა. -ანდრეას შეამჩნიეთ დღეს მსრტო რომ იცინის? იკითხა ლუკამ. -რა აცინებს,უხარია ცოცხალი რომ არის? თქვა ვახომ და თავადაც გაეცინა ანდრეამ კი შეუბღვირა და საძინებელში შევიდა,მარიამს დახედა და ფრთხილად გააღვიძა. -მარ,მარიამ გაიღვიძე. -ამინდი გამოკეთდა გარეთ რომ გავიდეთ,თუ რატომ მაღვიძებ. -წვიმამ გადაიღო, ნისლიც გაიყარა და მზეც გამოვიდა. -ავდგები,კიდევ ცოტაც რა.ანდრეამ ადგა და ფარდები გადაწია,მარიამს მიუბრუნდა და სიხარულით აღფრთოვანებულმა უთხრა. -ეს უნდა ნახო,მარიამ შეხედე რა ლამაზი ცისარტყელაა.მარიამი წამოჯდა საწოლზე,მაგრამ ვერაფერი დაინახა იძულებული გახდა ამდგარიყო,ანდრეას გვერდით დადგა და ღიმილით უცქერდა ცაზე ულამაზეს ცისარტყელა რომ გადაჭიმულიყო. -საოცრებაა,რა სილამაზეა,რა საოცარი ფერებია. -საოცრება შენ ხარ და ის პატარა აქ რომ არის მარიამ. -რააა? ვინ პატარა,რას ამბობ. -შედი და ეს ტესტი გაიკეთე დარწმუნებული ვარ იმედს არ გაგვიცრუებს და დღევანდელ სიხარულს არ გაგვიქრობს სახიდან. -როგორ მიხვდი. -მერე გეტყვი.მარიამმა ტესტი გამოართვა და თხუთმეტი წუთი ანდრეასთვის ალბად საათებად გადაიქცა,როგორც იქნა გამოვიდა გაღიმებული და პირდაპირ ანდრეას ყელზე შემოაწყო ხელები. -ექიმთან როდის წავიდეთ. -როცა შენ იტყვი,თუ გინდა ორშაბათსაც. -კარგი ორშაბათს,მამიკო სიხარულისგან ალბად ჯერ გაოცდება და მერე ვიცი რომ იტირებს. -გთხოვ არ მოიწყინო,დღეს ეს უნდა ავღნიშნოთ. -ვუთხრათ ბავშვებს? -ჯერ მითხარი რას მიირთმევ და შემდეგ ვუთხრათ.ჩაის დავლევ ბლინთან ერთად. -კარგი შეწექი და მე მოგიმზადებთ,დღეიდან ჩემთვის ორი გული ძგერს ამ სხეულში.მარიამი ისევ შეწვა,ანდრეამ გავიდა რაც უთხრა მარიამმა მოამზადა და ყველა გაოცებული უცქერდა,რომ უეცრად მარიამის კივილი შემოესმა და ფერდაკარგული შევარდა საძინებელში სხვებთან ერთად. -რა მოხდა,რამ შეგაშინა. -მარიამი ტელეფონს ჩასჩერებოდა და ანდრეამ ხელიდან აართვა ტელეფონი,ბოლომდე ჩაიკითხა შეტყობინება და ტელეფონი საწოლზე მოისროლა.მარიამმა შეხედა და გაოცებულმა უთხრა. -არაფერს არ იტყვი? -ახლა არა,არაფერს არ ვიტყვი. -რა მოხდა არ იტყვით? იკითხა მართამ. -მოგვიანებით გეტყვით თქვენც,ახლა არა.ყველამ გავიდა და ამდრეამ უთხრა მარიამს. -ეს ლუკას გამოგზავნილია. -დარწმუნებული ხარ რომ ლუკაა ან ჩემთვის რატომ უნდა მოეწერა ეს ლუკას. -ერთი კვირის უკან ჩემთანაც შეეშალა და მწერდა,ამ საღამოს ის წითელი სექსუალური პენუარი ჩაიცვი მე რომ ჭკუას მაკარგვინებსო. -რააააა? აქ ბო...ი დაწანწალებს და ეკატერინე იქ ელოდება. -რაღაც მაქვს ჩაფიქრებული და უნდა გავუკეთო.გაეცინა ანდრეას. -რა,არ მეტყვი? -არა,არ გეტყვი მაგრამ თუ გინდა ისიამოვნო ვიდეო გადაიღე ჩუმად. -მაშ არ მოვთხოვო პასუხი ამ შეტყობინებაზე? -თუ შეგიძლია მოითმინო შუადღემდე,მოითმინე. -კარგი მოვითმენ,რადგან ვგრძნობ რომ რაღაც სასწაულის მომსწრე გავხდები.მარიამმა თავი მოიწესრიგა,გამოვიდა ბავშვებთან და ღიღინით ჩაუქროლა ლუკას რომელიც ყავას სვამდა და მარიამისგან სცენების მოწყობას ელოდებოდა,მაგრამ ლოყაზე აკოცა მარიამმა და მოჩლექილი ენით უთხრა. -ვის უყვარს ჩემი ბიჭი ძალიანო? -მარიამ კარგად ხარ? შეეკითხა ლუკამ გაკვირვებულმა. -რატომ გაგიკვირდა,არ გჯერა რომ ძალიან მიყვარხარ? კითხა მარიამმა გაკვირვებულმა. -რას ეაფირისტებით თქვენ ერთმანეთს? იკითხა ანდრეამ და შემდეგ ბიჭებს მიუბრუნდა.-რას აპირებთ დღეს,რა გაქვთ გეგმაში ბატონებო? -რას გვთავაზობ უფროსო? კითხა ვახომ ანდრეას. -დღეს დრო მაქვს და მინდა გარეთ გავიდეთ ერთად. -მართლა? რა კარგია. ფეხზე წამოხტა მარიამი. -მარიამ დაჯექი,მარტო მამაკაცები მივდივართ. ლუკამ გახედა მარიამს და ენა გამოუყო,ესეც შენო.ბიჭები წავიდნენ და ცოტა ხანში უკან გაყვა ჩუმად მარიამი და მართა ერთ კაფეში შევიდნენ და ლუკამ თქვა. -გარეთ დავჯდეთ,არ გინდათ შიგნით ჰაერი მოგვხვდება ცოტა ჩაკეტილი სახლშიდაც ვართ.საუბრობდნენ ბიჭები და იცინოდნენ,უეცრად ანდრეამ ლუკას შეხედა და სერიოზულად უთხრა. -ლუკა მიდიხარ ქუჩაში და უეცრად სიყვარული აგიხსნა უცნობმა,რას იზამ. -ქალი თუ იქნა და მომეწონა,იქით ავუხსნი. -მოდი და მამაკაცია? -გააფრინეთ? გაბრაზდა ლუკა. -აი ნახე რა ბედი გაგეხსნა,შენსკენ მოდის და ნახე როგორ გიჟუჟუნებს თვალებს.უთხრა ანდრეამ. -ლუკა გიცინის,მაგრამ ვერ გავიგე რა ჯიშისაა ქალია თუ კაცი შენ გაარკვიე.ანდრეას ვახო აყვა.უცნობი მოდიოდა და ლუკას უღიმოდა,მიუახლოვდა ახლოს დაუჯდა და ვნება მორეული ხმით უთხრა. -გამარჯობა,როგორი მამაკაცური და საყვარელი ხარ.ლუკა გაბრაზდა და უცნობს შეუბღვირა თან ბრაზმორეული ხმით უთხრა. -ამ მაგიდას ახლოს არ მოუახლოვდე, შორს დაჯექი. -შორს რატომ დავჯდე,როცა ასე ახლოს მყავხარ.ლუკამ ხალხს მოავლო თვალი და უცნობს უთხრა თავშეკავებულად. -მომშორდი. -როგორი საყვარელი ხარ როცა ბრაზობ,რა საოცრად დახვეწილი ხელის მტევნები გაქვს. -გაქრი აქედანთქო,თორემ ეს დახვეწილი ხელის მტევნები დაგამტვრევს ძვლებში.ხმას აუწია ლუკამ. -თავადაც საოცრად ლამაზი ხარ,რა თვალები,რა ტუჩები,ღმერთო გული შემიწუხდება. -მომშორდი არ გესმის? ლუკა ძალიან ცდილობდა ხმის გაკონტროლებას,ანდრეა კი სიცილის შეკავებას ისე როგორც სხვები. -დღეს ძალიან,ძალიან ლამაზი ხარ. -შენთვის გავლამაზდი.შეუღრინა ბოლოს ლუკამ,ვახომ კი გვერძე მიაბრუნა თავი და მეზობელ მაგიდასთან შეამჩნია ორი მამაკაცი,რომლებიც მათ უცქერდა და შეეკითხა. -რა ხდება,ვიცნობთ ერთმანეთს? -არა მეგობარო,გვიხარია ჩვენისთანა ლამაზი წყვილი რომ აღმოვაჩინეთ.ამის თქმა და ბიჭების გულიანი ხარხარი მოედო ირგვლიც და მარიამმა კი ყველაფერი ვიდეოში დააფიქსირა,შემდეგ კი შეუერთდნენ ბიჭებს,ცოტა ხანში კი მათ საერთო სამეგობროს ჯესიკა და ივეტა შეუერთდა.ანდრეამ ხელი მოხვია მარიამს გვერდით დაიჯინა და სამეგობროს თვალი მოავლო. -დღეს უცნაურად იცინი დილიდანვე და რა ხდება,რა გახარებს არ გვეტყვი ჩვენც თუ გინდა გადარჩე დღევანდელი თეატრის მოწყობისთვის? უთხრა ლუკამ ანდრეას. -პირველი ეს იმიტომ გაგიჩალიჩე,რომ ერთხელ მე მომწერე უცნაური მესიჯი და დღეს დილით მარიამს. -არა ადამიანო,მერე ასე უნდა მომექცე? შეუბღვირა ლუკამ. -დადუმდი,მეორე რაა ანდრეა.იკითხა ვახომ. -მეორე ის,რომ არანაირი ჭიდაობები დღეიდან და მარიამთან რომელიმეს არაფერი შეგეშალოთ,თორემ ჩემი ბიჭი რომ დაიბადება თქვენზე ისეთ საზიზღრობებს ვეტყვი არცერთს არ მოგეკარებათ.მოულოდნელად თითქოს დრო გაჩერდა ვახო,ლუკა და კობა ისე უცქერდნენ მარიამს.ჯერ მის მუცელს და შემდეგ მას,რაზედაც მარიამმა გულიანად იცინა. -რა სახეები გაქვთ,რა მოგივიდათ. -პატარას ველოდებით? -ბავშვი გაზრდილი გინახავს რომ დაბადებულიყო? უთხრა ანდრეამ და ლუკამ ადგა, მარიამი გულში ჩაიკრა,ასევე ვახომ და კობამ და თვალებში შესციცინებდნენ,ერთი ეთქვა მარიამს რა უნდოდა,სამივე ფეხზე იყო დამდგარი.მოულოდნელად უცხო მამაკაცი რომელიც ივეტას უცქერდა, მათ ახლოს იდგა და ტაშის დაკვრით მიუახლოვდა მათ,რომელსაც ცინიკური ღიმილი გადაჰკროდა სახეზე. -რა დიდი გვგონია სამყარო სადაც ვცხოვრობთ,ვსუნთქავთ და დავაბიჯებთ,მაგრამ სულაც არ არის დიდი.სადაც არ ელოდები სწორედ იქ ნახავ შენთვის ძალიან საინტერესო პიროვნებას,პიროვნებას ვისთვისაც გიხაროდა სიცოცხლე.მთელი ეს წლები მხოლოდ ოცნებებში ვცხოვრობდი შენთან ერთად,წერილებს გიგზავნიდი და არა მარტო წერილებს ყოველ თვის ბოლოს ამანათებს,1000$-ს და ოცნებობ რომ იყიდო სახლი,ის სანატრელი ბუდე ააგო სადაც ბოლოს მოუღებ მარტოობას და შექმნი ძალიან ტკბილ და თბილ ბუდეს.საყვარელ ქალთან გააჩინო შვილები,მაგრამ დავბრუნდი თუ არა ეს ყველაფერი ოცნება გაქრა და დაიკარგა.ივეტა ეს ხომ ჩვენი,ორივეს ოცნება იყო და მითხარი,გთხოვ სად გაქრა ჩემი ივეტა ივეტ.გაოცებული უსმენდა ყველა და ხან უცნობს უცქერდნენ და ხან ივეტას რომელიც ერთიანად კანკალებდა,შემდეგ ფეხზე წამოდგა და მამაკაცის წინ დადგა. -გუჯა? გუჯა შენ,შენ დაბრუნდი? -მიხარია ჩემი სახელი რომ გახსოვს და როგორც ხედავ მე დავბრუნდი,მაგრამ სად ხარ შენ,რატომ არ ხარ ჩემს გვერდით ივეტ.მოვედი შენს მისამართზე,მისამართზე სადაც ვაგზავნიდი წერილებს და ყოველ თვეში 1000$-ს.ფულს ღებულობდი,მაგრამ პასუხს არ მიბრუნებდი.ივეტა გაოცებული უსმენდა და ბოლოს უთხრა. -რა წერილები,რა ფული გუჯა შეგიძლია წესიერად ამიხსნა და კარგად გამარკვიო ამ ყველაფერში რის თქმასაც ცდილობ? -რომელ პლანეტაზე ცხოვრობ,ივეტა როგორ გგონია ადამიანი სულ შეძლებს დამალვას? -რატომ უნდა დავიმალო,რამე დანაშაული ჩავიდინე? -არასოდეს არ გიფიქრია,რომ ოდესღაც სადმე ქუჩაში მოულოდნელად შევხვდებოდით? -ძალიან გთხოვ გამარკვიე რას ამბობ,მე არ გამიკეთებია რამე ისეთი რომ შემრცხვეს და იმ ძველ მისამართზე მე წლებია აღარ ვცხოვრობ 19 წლის ვიყავი რომ წამოვედით მე და დედა იქედან.რა წერილებს და რა ფულს აგზავნიდი,როცა საპასუხოდ არაფერს ღებულობდი.არ დაფიქრებულხარ თუნდაც ერთხელ, რამ შეცვალა ჩემი ივეტაო? ცრემლი მოერია ივეტას. -გამიკვირდა,ივეტ სწორედ ეს უპასუხისმგებლობა მაკვირვებდა შენგან,მაგრამ რაღაც იმედის სხივი იყო სადღაც შემორჩენილი,მინდოდა პირადად მენახე და შენგნ გამეგო სიმართლე. -იქ,იმ მისამართზე იყავი მისული,ცხოვრობს ვინმე იმ სახლში? -ორი კვირის წინ დავბრუნდი და იქაც მივედი, მინდოდა პირადად მენახე მაგრამ იქ ასაკში შესული მამაკაცი დამხვდა. -დაელაპარაკე? კითხე ვინ იყო? -რა აზრი ჰქონდა ვინ იყო და ვინ არის, ივეტ მან რაც მითხრა ტყვიის გარეშე მოვკვდი.შენზე შევეკითხე და მითხრა,რომ უკვე ოჯახი გაქვს,ქმარი გყავს და შვილები გყავს,ბედნიერი ცხოვრება გაქვს და მე ვინ ვარ რომ შემოგეჭრა შენს ცხოვრებაში. -რას ამბობ გუჯა ახლავეს,ახლავეს წავიდეთ იქ იმ სახლში და ვინ ცხოვრობს იქ უნდა ვნახო. -აქვს კი აზრი? -აზრი ყველაფერს აქვს თუ გაიგებ დარწმუნებით სიმართლეს და ტყუილის მსხვერპლი არ გახდები.ივეტას გვერდით ანდრეა დაუდგა და ჩაერია მათ საუბარში. -მაპატიე მეგობარო,ჩვენდა უნებურად მოვისმინეთ თქვენი საუბარი და ეს სერიოზული თემაა.8 წელი ამოდენა თანხას აგზავნიდი განა წელიწადში,თვეში და ივეტას ეს თანხა თვალითაც არ უნახავს,ამიტომ უნდა გაარკვიოთ ვინ იღებდა ამ თანხას. -ღირს კი გარისკვევად? -შენ დაამტკიცებ რომ გაქვს გამოგზავნილი ეს თანხა? -ბანკის ამონაწერებით დავამტკცებ,როცა პირველი წერილი გამოვაგზავნე პასუხი მომივიდა რომ თითქოს ბანკში პრობლემები გქონდა და დავით დავითაძის სახელზე გამომეგზავნა თანხა,ეს ბიძა იყო შენი და ის აიღებდა. -მაშინ ყველაფერი გარკვეულია,ახლა უნდა მოვძებნოთ ეს ადამიანი. თქვა ანდრეამ. -უნდა წავიდე,უნდა ვნახო ვინ ცხოვრობს ჩემს ბინაში. თქვა ივეტამ და ყველა წამოიშალა,გუჯამ ყველა შეათვალიერა და ივეტამ მიხვდა რაც აინტერესებდა,ჩაეღიმა და უთხრა. -გაიცანი ჩემი სამეგობროა,ეს კი ანდრეაა. -ეს ალბად შენი მეუღლეა. -არა გუჯა ეს ჩემი ადვოკატია. -მაშინ მე იმ მამაკაცმა ტყუილი მითხრა? -ამიტომ უნდა წავიდეთ და გავარკვიოთ ყველაფერი. -ჩვენც მოვდივართ.თქვა ლუკამ და ივეტას თვალი ჩაუკრა.მივიდნენ მისამართზე და უცნაური ის იყო რომ კარი არავინ გაუღოთ,მოგვიანებით კი ერთმა კეთილმა ქალბატონმა გამოიხედა და უცხო სტუმრებს უთხრა. -აქ არავინი ცხოვრობს შვილებო,მამუკა ათი დღეა რაც გარდაიცვალა,სახლს კი მისი მეგობარი და მოგვარე პატრონობს,ის უვლიდა ბოლო დღეებში და ის ყიდის ამ ბინას. -სად შეიძლება ვნახოთ ის პიროვნება დეიდა.უთხრა ანდრეამ. -პირველ სართულზე ცხოვრობს შვილო დავით დავითაძე.ანდრეამ გაჩერდა და ყველა გააჩერა. -ასე ყველა ვერ მივალთ და ვერ მივადგებით,შევაშინებთ ადამიანს.ვინც მივა უნდა თქვას რომ ბინის მყიდველი ხართ და ასე შევაღწევთ სახლში და იქნებ რაიმე ხელჩასაჭიდი ვნახოთ. -ჩვენ მივალთ,მე და ივეტა. -არა,თქვენ არა კობა და ჯესიკა თქვენ წადით და ჩვეულებრივად მოიქეცით,გინდათ ბინა შეიძინოთ რადგან ახალი დაქორწინებულები ხართ და ეს რაიონი მოგწონთ. -რა ვართ? წამოიყვირა თვალებ გაფართოვებულმა კობამ და ანდრეას შეხედა,სხვები კი ჩუმად იცინოდნენ კობას გაოცებული სახეს რომ შეხედეს. -ნუ მიპრაწავ თვალებს,გააკეთე რასაც გეუბნები საქმეს ასე სჭირდება.კობამ ღრმად ამოისუნთქა და ჯესიკასთან ერთად წავიდა,მასპინძელმა სიხარულით მიიღო სტუმრები და ბინის კარიც გაუღო სტუმრებს.ახალ დაქორწინებულებს მოეწონათ ბინა და ორი დღე ითხოვა დრო,თანხმობა მიიღო მასპინძელისგან და მეორე დღეს კი კობასთან და ჯესიკასთან ერთად გუჯა და ივეტაც მივიდა.ივეტა შევიდა ბინაში თუ არა ძალიან იმოქმედა ბინაში არსებულმა აურამ,იქვე ჩამოჯდა დივანზე და ნაზად გადაუსვა დივნის კიდეს ხელი.ის ხომ იქ იმ დივანზე თამაშობდა მისი კუკლებით,რა ნაცნობი იყო ეს კედლები მისთვის,რადგან აქ გაიარა მისმა ბავშვობამ დედასთან ერთად.წიგნების კარადასთან მივიდა და ხელი გადაუსვა წიგნებს,ეს ბიბლიოთეკა დედამ შეიძინა,რადგან კითხვა ძალიან უყვარდა.რამდენჯერ პურს არ იყიდდა და თუ ქართულ წიგნს წააწყდებოდა მას იყიდდა და იმ წიგნით კიდევ გაზრდიდა მის ბიბლიოთეკაში წიგნების რაოდენობას.ერთი ძველი წიგნი გადმოიღო და გადაშალა,იქედან გაყვითლებული ქაღალდი გადმოვარდა დაიხარა და აიღო.ქაღალდი გაშალა და ლამაზად გამწკრივებულ სტრიქონებს თვალი გადაავლო და ცრემლმორეულმა წაიკითხა. -არ ვიცი ამ წერილს როდის ნახავ,ან ნახავ კი საერთოდ? ამიტომ გთხოვ ნუ დანებდები და ცხოვრება რაც არ უნდა რთული იყოს გააგრძელე ჩემო ივეტა.ეს კედლები შენი სურნელია შვილო,აქ შენი საუკეთესო წლები გაატარე და თუ ამ სახლს და ამ კედლებს დაუბრუნდები,ძალიან გამახარებ.თავი შეიკავა არ ეღრიალა და იქვე მდგარ მასპინძელს მიუბრუნდა. -ძალიან კარგი ბიბლიოთეკაა,კარგი გემოვნება ჰქონია ამ სახლის მფლობელს. -დიახ,უყვარდა ბიძაჩემს კითხვა და წიგნებს სულ ყიდულობდა. -უკაცრავად................. -დავით,დავითი მქვია. -ბატონო დავით ვერანდის კარი არ იღება? -როგორ არ იღება.თქვა და თავად გააღო ვერანდის კარი,ივეტამ კი ის წერილი ჩანთაში ჩაიდო და ისიც ვერანდაზე გავიდა. -იცით? გაკვირდები და მეცნობი,მაგრამ ვერ ვხვდები საიდან,რატომ გაქვს ასეთი ნაცნობი სახის ნაკვთები. -გეცნობით? -კი ძალიან,ძალიან ნაცნობი სახე გაქვთ. -თუ კარგად დამაკვირდები,იქნებ ვინმეს მიმამსგავსი და მიცნო კიდეც.უთხრა ივეტამ და ძალიან ცდილობდა ყელში არ სწვდომოდა ამ მამაკაცს. -ვერა,ვერ მივხვდი.უთხრა დარწმუნებულმა და ისევ დააკვირდა ივეტას. -მამას ვგავდი,ასე მეუბნება დღემდე დედაჩემი. -მამას? ვინ არის თქვენი მამა. -ის ვისაც თქვენ უვლიდით მისი სიცოცხლის ბოლო ათი დღე,ის ვინც თქვენ თქვენს ბიძად გაასაღეთ.ბინაში ანდრეა შემოვიდა,თითქოს ჩასაფრებული იყო და დავითს ის ივეტამ წარუდგინა როგორც მისი პირადი ადვოკატი.ანდრეამ კი ბინის საბუთები მოსთხოვა დავითს და ისიც დაიბნა. -მე,მე,მე ახლავეს მოვიტან.წავიდა და უკან რაღაც საბუთებით დაბრუნდა,ანდრეას გადასცა და თავადაც იქვე დადგა მხრებში მოწურული და დაპატარავებული.ანდრეამ საბუთებს გადახედა და დავითს აცნობა მისთვის არა სასიამოვნო ინფორმაცია. -ეს ქაღალდები არ ამტკიცებს იმას,რომ თქვენ შეგიძლიათ ბინა გაყიდოთ.გაყიდით,ფულს აიღებთ მყიდველისგან მაგრამ ვერ გაუფორმებთ ბინას ახალ მობინადრეს,რადგან ეს ბინა თქვენს სახელზე არ არის რეგისტრირებული.ეს ბინა თავის-თავად გადავა ძველი მფლობელის,ამჟამად გარდაცვლი ბატონ მამუკა დავითაძის შვილზე. -ის არ არი აქ ბატონო. -ვინ გითხრათ,რომ აქ არ არის. -თავად გარდაცვლილმა მითხრა. -თავად გარდაცვლილმა რაც გითხრათ,ის უნდა გადაგემოწმრებინათ და დამიჯერეთ აუცილებლად იპოვიდით მას,ის ახლაც თქვენს წინაშე დგას. -ივეტა დავითაძე როგორც თქვით გეცნობით,ალბად იმიტომ,რომ ჩემი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული 4 წლის ვიყავით რომ გადავედით ამ ბინიდან სხვა რაიონში,მაგრამ დედასთან ერთად მოვდიოდი ხშირად.19 წლის შემდეგ კი აღარ მოვსულვარ,აქ ამ მისამართზე ყოველ თვეში მოდიოდა ამანათი და ფული 1000$.იმ ფულს თქვენ ხმარობდით,არ აუხსენით წეტრილის ადრესატს,რომ მე აქ აღარ ვცხოვრობდი,თქვენ უსირცხვილოდ მოატყუეთ წერილის ავტორი და ასევე უსირცხვილოდ გააგრძელეთ იმ ფულის მიღება რომელიც თქვენ არ გეკუთნოდათ. -ტყუილია,სიმართლეც რომ იყოს თქვენ ვერ შეძლებთ დამტკიცებას. -შეგვიძლია და მერე როგორ კარგად.გუჯა წარსდგა დავითის წინაშე. -თქვენ? -დიახ,მე.მიცანით,თქვენ იყავით რომ მითხარით ივეტამ ოჯახი შექმნა და ბედნიერი ცხოვრობს და ამ დროს კი საერთოდ არ იცოდით,თუ სად იყო თავად ივეტა.თქვენ მე 8 წლის განმავლობაშში გიგზავნიდით 1000$-ს და დრო მოვიდა უკან დააბრუნოთ ყველა.ვფიქრობ თქვენი ბინა ასწევს ამ თანხას და გავსწორდებით,გაჯიუტების შემთხვევაში სასამართლოს გადაგცემთ და თქვენი საუკეთესო წლები ციხეში გაატარებთ.დავითმა შუბლზე ოფლი მოიწმინდა და გუჯას შეხედა. -თანახმა ვარ,ვაღიარებ არ უნდა დამეფიცა სიმართლე. -რამდენი ხანი უვლიდით მამაჩემს.მკაცრი გაუხდა ხმა ივეტას და საერთოდ არ შეცოდებია მის წინ მოკუნტულად მდგარი დავითი. -ბოლო ერთი კვირაა,ის თავისი პენსიით ირჩენდა თავს. -გასაგებია,ანდრეა შენ გევალება ეს საქმე და მოაწესრიგე სახლის საბუთები,შენს ზარს ველოდები,როცა ყველაფერი მზად იქნება.ივეტა და გუჯა გამართლდა,გუჯამ ბოდიშიც მოუხადა უხეშობისთვის ივეტას და ანდრეამ გუჯას სახელზე გააფორმა დავითის ბინა.რამდენი რამ მოხდა ამ ორ თვეში,კობა უფრო დაუახლოვდა ჯესიკას და ისინი ყოველ დღე ერთად იყვნენ,ყოველ საღამოს სერნობდნენ,ლუკა იცინოდა. -ზოგი ჭირი მარგებელია,კომბლემ რა გოგო შეაბა ანდრეა შენ ძალიან ძვირფასი საჩუქარი გეკუთნის. -შენ ნუ ჯავრობ ჩემზე,იჯავრე იმაზე ეკატერინე როგორ შემოირიგო. -ეს რომელი ეკატერინეა მე რომ არ მოვწონდი? -არა,შენ მართას არ მოწონდი და ახლა ორი თვით ჩაგისახლდა აქ.უთხრა ვახომ და გულიანად გააცინა ყველა. -მართალია,გამახსენდა მართა რას მერჩოდი ისე რატომ არ მოგწონდი თვალში. -სიმართლე გითხრა,თავიდან ერთი თავში ავარდნილი ტიპი მეგონე,ვერ ვიტან ასეთებს მაგრამ მერე და მერე მომწონდა მარიამის არჩევანი. -როგორ მახსოვს,პირველად რომ შემხედა და წამიჭუტა ცალი თვალი მეგონა რედგენზე გამატარათქო. -კარგი ახლა,არც მასეთი მკაცრი ვყოფილვარ შენს მიმართ.აყვა მართაც ანდრეას. -რას ვშვრებით მივდივართ თუ ჯერ ივეტას და გუჯას ქორწილს დავესწროთ.იკითხა ლუკამ. -რა თქმა უნდა ჯერ ქორწილი,ჩვენი დალოცვის გარეშე ეს როგორ შეიძლება. გაეცინა ვახოს და მართას გადახვია ხელი.ქორწილი მოკრძალებული იყო,არ ელოდა,მაგრამ მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,როცა ლამაზი თაიგულით ხელში იაგო იდგა მის წინ და უღიმოდა.ივეტას ცრემლი მოერია,იაგომ მიუახლოვდა და უთხრა. -დღევანდელ დღეს,ამ კაბაში რომ ენახე ილიას შენს თვალზე ცრემლი ნამდვილად არ მოეწონებოდა.გთხოვ ნუ ტირი,ის მაღლიდან გვიცქერს და ბედნიერია შენი ბედნიერებით.მე მადლობა მინდა გითხრა ჩემგანაც და დედაჩემისგან,ხო ნუ გაგიკვირდა,მართლა დედაჩემმა დამაბარა მადლობა გადმომეცა რადგან შენ ძალიან ბევრი გააკეთე. ილიას გამო საკუთარი სიცოცხლესაც კი საფრთხზე შეუქმენი,სიცოცხლე არ დაგენანა და ბოლომდე იბრძოლე მისი მკვლელი რომ დაგეჭირა.მადლობა ამის გამო,ივლიტა შეიძლება ილიასნაირი არ ვარ მაგრამ მეც მისი ნაწილი ვარ,შენ კი ჩვენი ნაწილი,მინდა ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვიყოთ.აპატიე დედას მისი სიცივე და სიმკაცრე და მიიღე ის მადლობა,რომელიც გულით დამაბარა. -ჩემთვის ძალიან დიდი პატივია,რომ დღეს აქ ხარ.მადლობა,მადლობა დედაშენს და მადლობა შენ რომ აქ ხარ. -ჩემს გულსაც უყვარხარ ივლიტა ისე როგორც უყვარდი ილიას და იხრჩობა ჩემი გული მის გარეშე,სუნთქვა უჭირს,მაგრამ უნდა გაუძლოს ტკივილს და ამას ერთად გადავიტანთ.მე არ ვაპირებ დაგკარგო, ჩვენ ერთმანეთის ნაწილი ვართ და ვერ დავიშლებით.გულში ჩაიკრა იაგომ ივეტა და მოეფერა. -ივლიტას ილო მეძახდა იაგო. -დღეიდან მე დაგიძახებ,მე ვარ შენს გვერდით.იცოდე სიძე თუ გაწყენინებს ერთი ზარი და შენთან ვარ.ივეტას გაეცინა და გუჯას ღიმილით გადახედა,რომელმაც არ იცოდა ვინ იყო იაგო და არც თუ დიდი სიხარულით და აღფრთოვანებით უცქერდა უცნობ მამაკაცს რომელიც საყვარელ ქალს ეხვეოდა. -წამოდი გაგაცნო,თორემ ისე გვიყურებს მეშინია აქვე რამე სისულელე არ ჩაიდინოს. -ვაიმე ჩემზე ეჭვიანობს? ხომ არ უთხრა,მიყვარს მე ეს ქალითქო? -არ გირჩევ,რადგან უეჭველი მოგერევა.უთხრა ანდრეამ და თვალი ჩაუკრა იაგოს.ივეტამ ხელი-ხელ ჩაკიდებული მიიყვანა იაგო გუჯასთან და იაგომ თვალი თვალში გაუყარა. -მოვედი გაგიცნო,და ხელს ჩამოგართმევ როგორც მამაკაცი-მამაკაცს,მაგრამ თუ ივლიტას თვალზე ცრემს ვნახავ იცოდე მაგ ხელს მოგაჭრი,რომელიც ჩემს მარჯვენას შეეხო. -რა ხდება ივეტა რა შუაშია ეს მუქარა. -გუჯა გაიცანი ჩემი ძმა იაგო დავითაძე. -ძმა? ივეტ შენ ძმა გყავს? -მყავს და არა ერთი, ორი ძმა მყავს გუჯა. -ორი? -დიახ ორი. -სად არის მეორე,მარტო მოვიდა? -აქ არის,ჩემსა და იაგოს გულში და მუდამ აქ იქნება.ეს გრძელი და მტკივნეული ისტორიაა, შემდეგში გიამბობ. -კარგი როგორც შენ იტყვი.უთხრა და იაგოს მართლაც რომ ვაჟკაცურად ჩამოართვა ხელი,მიულოცა მეფე დედოფალს და ანდრეამ დაიჯინა გვერდით იაგო. -ივეტა რა ქორწილია ჩვენებური სიგიჯე თუ არ გავურიეთ.უთხრა ლუკამ ივეტას და გაუღიმა. -რა გინდა გააკეთო. -გარეთ გავიდეთ.გარეთ გავიდნენ თითო ბოთლი შამპანიურიც გაიტანეს და იქ უამრავი ფოტოები გადაიღეს.საერთო ჯამში ქორწილმა მშვიდ გარემოში ჩაიარა,ორ დღეში დაემშვოდობნენ მეფე პატარძალს და გეზი საქართველოსკენ აიღეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.